1. იპოლიტეს განმარტებაჲ კურთხევათა მათთჳს მოსესთა ათორმეტთა მიმართ ნათესავთა
2. ნეტარისა მის ისაკისი ყოფილთა მათთჳს კურთხევათა ძეთა მიმართ თჳსთა პირველთა მათ წიგნთა შინა გამოთქუმულ და ძალი საქმეთა მათ ყოფილთათჳს არა დადუმებულ.
3. და იაკობისი, იგიცა, რომელ ათორმეტთა ძეთა მიმართ მოჴსენებულ და მითვე სახითა გამოცხადებულ,
4. ვითარმედ რაჲმე არიან კურთხევანი იგი ყოფილნი და ვის ზ~ა აღესრულნეს და რაჲმე არიან წწყ~ლბნი იგი და ვის ზ~ა აღესრულნეს.
5. ვიწყო აწ გამოთქუმად ო~ისა მიერ მადლითა და მოსესთა მათ კურთხევათა, ვითარ ათორმეტნი იგი ნათესავნი აკურთხნა და არარაჲ და[ვ]აკლო,
6. რამეთუ ყოვლადვე სრულ, განმტკიცებულ კაცი იგი სრულად გამოჩინებულ ზედა საძირკუელსა მას ჴსნისასა,
7. სარწმუნოვებით გულისხმი-ყოფილ თქუმულნი იგი წინაჲსწარმეტყუელთა მათ მიერნი და აწ ქრისტეს მიერ აღსრულებულ და განუწვალებელ მისისა სიმართლისა ყოფილ.
8. ხოლო უმჯობეს არს ჩუენდა თხრობად სიტყუათა მათ სარწმუნოჲსა მოსჱსთა, მოჴსენებად გამო შობისა მისისა და საქმეთა მისთა მკუეთრ გამოთქუმად და არარაჲ დაშთომილ.
9. ყოფილი იგი ას და ოც წლის შეკრიბა ერი იგი წიაღ იორდანესა და ათორმეტნი იგი ნათესავნი აკურთხნა, ვითარცა-იგი იაკობ ზრახვით უთხრობდა,
10. ვითარმედ იგი ვინ-მე არს მუნვე ნათესავთა შორის დაფარულ მამისა მიერ შობილი ძჱ კურთხეულ არღა ჴორცითა სოფელსა შინა გამოცხადებულ.
11. ესე მოსე იშვა ქუეყანასა მას მეგჳპტელთასა, ვიდრე-იგი მწირობდეს მუნ ძენი ისრაჱლისანი, ნათესავისაგან ლევისი, მამისაგან ამრამისი, დედისა იოქაბეტისგან.
12. ამისი ძმაჲ აჰრონ და დაჲ მარიამ.
13. ესე, განგდებულ სამ თჳსაჲ მდინარის კიდესა მას, შთაგდებულ კიდობანსა და გამოღებულ ასულისა მიერ ფარაოჲსისა, იზარდებოდა სახლსა შინა სამეუფოსა.
14. და ვითარ იყო ორმეოც წლის, განიზრახა მიხედვად ძმათა თჳსთა.
15. ძეთა ისრაჱლისათა, რომელმან იხილა ებრაელი ძლეული, შეეწია მას და დაამჴუა მეგჳპტელი იგი.
16. და ესმა ფარაოს, და ეძიებდა მოკლვად.
17. ხოლო იგი მეოტ-ქმნული მწირობდა ქუეყანასა მას მადიამელთასა.
18. და იგი მწყსიდა ცხოვართა იოთორისთა, სიმამრისა თჳსისათა.
19. და ყოფილ სამეოც და ათ წლის.
20. და გამოიყვანა ერი იგი ქუეყანისა მისგან მეგჳპტელთაჲსა ბრძანებითა ღმრთისაჲთა.
21. მოავლინა ათნი გუემანი ეგჳპტესა ზედა.
22. ესე მიწევნულ უდაბნოსა მას.
23. და აღჴდა მთასა მას სინასა, გარდამოიხუნა ბრძანებანი ღმრთისაგან ცხოველისა, რომელნი სცვიდეს თჳსსა მას ერსა.
24. არამედ რამეთუ ექუსას ათას იყვნეს გამოსრულნი იგი ეგჳპტით.
25. და იგინი არა დამორჩილებულ ღმრთისა და დაირეცნეს უდაბნოსა მას ყოველნი.
26. და ნაცვალად მათა აღადგინნა ღმერთმან ძენი მათნი.
27. რომელნი-იგი აღრაცხნა მოსჱ და განაწესნა თითოვეულნი მათგანნი ნათესავთაგანნი თითოვეულად მამათა მათთაჲსა, რაჲთა აღავსნეს მათგანნი იგი ექუსას ათასეულნი.
28. მიზეზ იყო ესე მოსესა მსგავსად ბრძანებისა მის ღმრთისაჲსა.
29. გამოირჩინა ათორმეტნი კაცნი ჴელმწიფენი ნათესავთა მათთა, წარავლინნა მოხილვად ქუეყანისა მის და ათნი მათგანნი უკუნ-იქცეს
30. და აღძრეს ერი იგი და შეიშინეს ზარ-განჴდილთა და თქუეს, ვითარმედ ქუეყანაჲ იგი ბოროტ არს და კაცნი მხე(რხ)ველ, კაცის მჭამელ.
31. და ქალაქნი დიდ-დიდ და მოზღუდვილ.
32. და კაცნი, რომელნი მას შინა დამკჳდრებულ არიან, კაცნი ჰასაკითა დიდნი და მწჳსნი.
33. და უთხრობდეს მათსა, ვითარცა ნაშობთა გმირთასა.
34. და იგინი გამოაჩინნეს მათ წინაშე, ვითარცა მკალნი, რომელთაჲ ვითარცა ესმა ერსა მას, ზარ-განჴდილ იქმნ[ნ]ეს გულითა და შეშინდეს ფრიად.
35. და სხდეს დღჱ და ღამჱ და აყუედრებდეს მოსეს, უნდა უკუნ-ქცევაჲ მუნვე ეგჳპტედ.
36. მათგანთა ორთა მოიხილეს ქუეყანაჲ იგი, რომელნიიგი იპოვნეს სარწმუნო, და წინა დაუდგეს მათ
37. და აყენებდეს და იტყოდეს: „ქუეყანაჲ იგი, რომელ მოვლეთ ჩუენ, იგი დიდად შუენიერ არს, ქუეყანაჲ, რომელი გამოადინებს თაფლსა და სძესა.
38. აჰა ესერა, ესე არს ნაყოფი მისი“.
39. უჩუენეს ნაყოფი მისი მძეწეული და ტევანი იყო ყურძნისაჲ გრჭოჲთა მოღებულ მჴრითა თჳსითა.
40. და მათ არა ჰრწმენა, ზრახვიდეს ქვითა დაქოლვად მათა.
41. და ესრე ურწმუნოვებითა და რღუევისა მუნ ყოფილისა ფიცით აღუთქუა უფალმან მოსეს
42. და ჰრქუა, ვითარმედ: „კაცთა მაგათ, რომელთა განმამწარეს მე და არა ჰრწმენა სიტყუათა ჩემთაჲ,
43. რომელთა იხილეს ნიშები და სასწაულები ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, ვერ იხილონ ქუეყანაჲ იგი კეთილი, რომელი აღუთქუ მამათა მათთა“.
44. ხოლო ყრმანი ესე, რომელთათჳს იტყოდეს იგინი, ვითარმედ ტყუემცა არიან მტერთაგან, ამათ მივსცე ქუეყანაჲ იგი და ისუ ძჱ ნავესი, და მონაჲ ჩემი ქალებ, ძჱ იეფონესი,
45. რამეთუ იყო მის ზედა სული, შევიყვანნე მუნ და მივსცე ქუეყანაჲ იგი, რომელი მოიხილეს ფერჴითა მათითა“,
46. რომლისათჳს დაყოვნებულ ერი იგი უდაბნოსა მას ორმეოც წელ, ყოველნივე მოისრნეს მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.
47. გარნა ორნი იგი კაცნი, რომელთათჳს წინაჲსწარ თქუა და ძენი მათნი აღორძინებულ შეერთნეს რიცხუსა მას მამათა წილ მათთა, რომელთა მოუწოდა.
48. ნეტარი იგი მოსე წიაღ იორდანესა ასწავებდა მეორესა შჯულსა ზეგარდამო შობილ სრულ მამათა მიმართ.
49. შჯული იგი არა თუ სხუა შჯულ მიცემულ მათა უმეტეს წინანდელისა მის, რომელ მისცა მამათა მათთა, არამედ იგივე დაწერა,
50. რაჲთა გულისხმა-ყონ წარსრულთა მათთჳს მამათა მათთა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, რაჲთა უდაბნოსა მას ყოვლითა გულითა მოშიშ იყვნენ უფლისა მიმართ.
51. მას ჟამსა მოსჱ სულისა მიერ განაწესნა ათორმეტნი იგი ნათესავნი ორად ნაწილად.
52. მისცნა კურთხევანი იგი მთასა მას გარიზნსა პირითა ექუსთა მათ ნათესავთაჲთა და წყევანი იგი მთასა მას გებალსა პირითა სხუათა მათ ექუსთაჲთა.
53. და ამას არა თუ უდებად რას წინაჲსწარ გჳჩუენებს, რამეთუ განყვნა ნათესავნი იგი ორად ნაწილად,
54. გამოაჩინნა რომელნიმე მათგანნი ქრისტეს მიერ კურთხევითა მით მკჳდრ-ყოფად მამათა მათ თჳსთასა ახალსა მას შჯულსა მარჯუენით პოვნილ
55. და რომელნიმე – ძუელითა მით ცთომითა შეპყრობილ თჳსისა მისთჳს ურწმუნოვებისა წყევასა ქუეშე მარცხენით ჴელთ-დებულ.
56. ვითარცა მსგავსთა მათ თჳსთა ეტყჳს მჴსნელი: „მას ჟამსა ვჰრქუა, რომელნი-იგი მარჯუენით ჩემსა იყვნენ: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო,
57. და დაიმკჳდრეთ განმზადებული სასუფეველი თქუენთჳს დასაბამითგან სოფლისაჲთ.
58. და რომელნი მარცხენით: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განჰმზადა მამამან ჩემმან ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა“.
59. აწ რომელნი სარწმუნოვებით სახელ-სდებენ ღმერთსა, აჰა თავთა თჳსთა გამოაჩინებდეს კურთხევასა პირითა თჳსითა მოღებულ,
60. რაჲთა ახლისა შჯულისა ნაშობ იყვნენ წმიდისა მის ქუეყანისა.
61. რომელ წინაჲსწარ აღუთქუა, თანამკჳდრ იპოვნენ და მერმე, რომელნი არათუ საქმითა შჯულისაჲთა განმართლებულ
62. და არცა სარწმუნოვებითა მონანულ ყოფილ, რაჲთამცა ქრისტესა ადიდებდეს, თავნი თჳსნი თანამდებ მართლად დაშჯილ.
63. რამეთუ მოსეცა წინაჲსწარ თქუა, სწავლითა მით სახესა მას გჳჩუენებს: „და ესენიცა დადგენ კურთხევათა მათ: სჳმეონ, ლევი, იუდა, ზაბილონ, იოსებ, ბენიამენ“,
64. რომელთა მიერ ქრისტე წინაჲსწარ გამოიხატა, იშვა, და განცხადნა, და გურწმენა, და იდიდა, და იოსების მიერ ცნობილ, ლევისგან და იუდაჲსგან,
65. ვითარცა მეუფჱ და მღდელი ჴორციელად იშვა, სჳმეონის მიერ ტაძარსა მას შინა ცნობილ, რამეთუ თქუა:
66. „აწ განუტევე, უფალო, მონაჲ შენი მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განჰმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა.
67. ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა და დიდებაჲ ერისა შენისა ისრაჱლისაჲ“ და ზაბილონის მიერ ნათესავთა ჰრწმენა,
68. ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ქუეყანაჲ ზაბილონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღუასა წიაღ იორდანესა.
69. ერი, რომელ სხდა ბნელსა, იხილეს ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს აჩრდილთა სიკუდილისათა, გამოუბრწყინდა მათ ნათელი დიდი“.
70. და ბენიამენ პავლჱ მოციქულითა ყოველსა სოფელსა იქადაგა და იდიდა.
71. და კჳრვება არს წინაჲსწართა მათცა მიერ, რომელ წინაჲსწარ შჯულისა მის სახითა აღასრულებდა.
72. ხოლო აწ სულითა ქრისტეს მიერ აღსრულებულ და კურთხევანი მიეცნეს ზედა მთასა მას გარიზნსა, ვითარცა ახლითა შჯულითა გამორჩეულ,
73. რომლისა მიერ ქრისტე განჴორციელებულ სოფელსა გამოუჩნდა და მთასა წმიდასა იპოვა.
74. ვითარცა ესაია იტყჳს: „უკუანაჲსკნელთა ჟამთა გამოცხადებულ მთაჲ იგი უფლისაჲ“.
75. და წყევანი მთასა მას ზედა გებალსა, რომელთა მათ ჰრქუაცა, რომელნი-იგი შჯულსა ქუეშჱ იყვნეს:
76. „წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველთა წერილთა წიგნისა შჯულისთა ყოფად მისა“.
77. ყოვლისა შეძლებით გამოთქმულთაჲ მათ ვიხილოთ რასა-ძი იტყჳს კურთხევათა მათ შინა მოსე.
78. რამეთუ ეტყჳს წერილი იგი ესრევე: ესე კურთხევანი არიან, რომლითა აკურთხნა მოსჱ, კაცმან ღმრთისამან ძენი ისრაჱლისანი
79. და იტყოდა წინაჲსწარ სიკუდილისა თჳსისა: „უფალი სინაჲთ მოვიდა და იწრაფდა მთით ფარანით და ბევრეულითა კადესით.
80. მარჯუენით მის თანა ანგელოზნი მისნი.
81. და შეიწყალა ერი თჳსი და ყოველნი წმიდანი ჴელთა მისთა და ესენი შენ ქუეშჱ არიან.
82. და მოიღო პირისა მისისაგან შჯული, რომელ გუამცნო ჩუენ მოსჱ საყოფელი შორის იაკობისა და იყოს საყუარელითა მით ჴელმწიფჱ შეკრებისა მას ერისასა ნათესავებითურთ ისრაჱლისაჲთ.
83. ამას იტყოდა წინაჲსწარმეტყუელი იგი: გჳჩუენებს ყოფილსა მას შეწევნასა ერისასა, ნათესავებითურთ ისრაჱლისაჲთ, ღმრთისა მიერ ღუაწლსა უცხოთესლთა მიმართ.
84. სეონ მეფისაგან ესებონელთაჲსა და ოგ მეფისაგან ბასაანელთაჲსა, რომელთა შორის გამოუჩნდა ანგელოზებითურთ ჴსნად მათა მტერთა მათთაგან წყალობის-ყოფითა ერისა მიმართ.
85. წეს არს ესე გულისხმის-ყოფად მოსლვისა მისთჳს უფლისა, რამეთუ რომელ-იგი მთასა მას სინასა მოსჱს გამოუცხადა, იგი ანგელოზებითურთ მოვიდეს
86. და იჴსნნეს წმიდანი მდევართაგან მაჭირებელთა მათთა შეწყალებითა მოსავთა მისთაჲთაჲსა, რამეთუ იტყჳს: „ყოველნი განწმედილნი ჴელთა შინა შენთა“.
87. მფარველ და შესავედრებელ ყოველთა ვინმე იყოს, გარნა უფალი მხოლოჲ,
88. რომელმან განყვნა მჴარნი და განწმიდნა ყოველნი, რომელნი მისა მიივლტიან, ვითარცა მფრინველმან, რომელმან შეკრიბნის მართუენი თჳსნი.
89. და ეზრა წინაჲსწარ იტყოდა მსგავსთა მათ: კურთხეულ არს უფალი, რომელმან განყვნა ჴელნი თჳსნი და აცხოვნა ი˜ლჱი.
90. და ესაჲაჲს მიერ აყუედრებს ურჩთა მათ, და ეტყჳს: „მივყვენ ჴელნი ჩემნი ყოველსა დღესა ერისა მიმართ ურჩისა“.
91. და აქა მოსჱს ეტყჳს: „ყოველნი განწმენდილნი ჴელთა შინა შენთა და ესენი შენ ქუეშჱ არიან“.
92. და „შეიწყნარნა სიტყჳთა თჳსითა შჯულნი, რომელნი გუამცნო მოსჱ სამკჳდრებელისა მის შესაკრებელისა იაკობისი“.
93. აწ ვინ ვისგან-მე შეიწყნარნა სიტყუათა მათგან შჯულნი, არამედ ძემან მამისაგან?
94. რომელ-იგი მთასა მას სინასა ღრუბლით გამოჩინებულ მოსცნა მოსჱს, რომელ-იგი მამისაგან მოიღო შჯული,
95. რამეთუ გარდამოსრულ წამებასა დასდებს ერსა მას შორის სამკჳდრებელსა ამას ძეთა იაკობისთა ძჱ შუვამდგომელ მამისა მცნებათა.
96. შჯული იგი მოსეს მიერ, და მოსე შუვამდგომელ ძისა და ერისა მის მიცემითა სამართლისა მის შჯულისაჲთა.
97. რამეთუ იერემიაცა მსგავსსა ამათსა იტყჳს: „ესე ღმერთი ჩუენი და არა ვინ სხუა ამისსა გარეშჱ; პოვნა ყოველნი გზანი სწავლისანი
98. და მისც[ნ]ა იაკობს მონასა თჳსსა და ისრაჱლს [ს]აყუარელსა თჳსსა“.
99. და მამისა მიერ პოვნილ ყოველივე სიბრძნე და სწავლაჲ მისცა [ძესა], რომელსა იაკობს ისრაჱლად უწესს წინაჲსწარმეტყუელი იგი,
100. რომელ არს პირმშოჲ ძჱ ღმრთის და ძესა მოუღებიეს ყოველივე სიბრძნე.
101. მიჰმადლა კაცთა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ამისა შემდგომად ქუეყანასა ზედა გამოჩნდეს და კაცთა შორის იქცეოდის“.
102. რამეთუ მოსეცა წინაჲსწარ მისცა მამათა მათთა შჯული იგი, რომელ მოეღო ძისაგან.
103. და ამისა შემდგომად ასწავებდა ძეთა მათთა შჯული იგი, რომელ მოეღო ძისაგან.
104. და ამისა შემდგომად ასწავებდა ძეთა მათთა მეორესა შჯულსა, რაჲთა გამოაჩინნეს ორნი იგი შჯულნი: ძუელი იგი წინა-დაცუეთით მამათა მათთა განუჩინა და ახალი იგი ახალთა დაუმარხა.
105. აწ რომელმან მოსეს მიერ განაწესა ძუელი, იგივე გჳჩუენებს ახალსა მას, რამეთუ იგი მხოლოჲ მხოლო ღმერთ.
106. რომელ მათ მიერ იქადაგა, გამოუჩინებელ რწმუნებულ.
107. და იგი მხოლოჲ ძჱ ღმრთისაჲ, რომელი სოფელსა გამოუჩნდა, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარცა იერემიაჲს მიერ იტყჳს:
108. „და იყოს მათ დღეთა შინა – იტყჳს უფალი – დავდვა სახლსა მას ზედა დავითისსა და სახლსა იუდაჲსსა აღთქუმაჲ ახალი,
109. არა ეგრე, ვითარ-იგი აღუთქუ მამათა მათთა მთასა მას ქორებს“. აწ ძისა ღმრთისაჲ, რომელი ყოვლისა შუვამდგომელ ყოფილ ღმრთისა და კაცთა,
110. ღრუბლით გამო პირველ, ვითარცა სარკითა, მთასა მას მოსეს ეჩუენა, შჯული იგი მამისა მიერ ამცნო, ვითარცა იტყჳს წერილი იგი:
111. „და ჰრქუა უფალმან მოსეს: „გარდავედ, ამცენ ერსა მას: უკუეთუ დამარხვით დაიმარხნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი და სათნოებასა წინაშე მისსა იქმოდით,
112. ყოველივე იგი გუემაჲ, რომელი მივაწიე ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, არა მოვავლინო თქუენ ზედა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი“.
113. აწ ვინ-მე არს უფალი იგი, რომელი ეტყოდა მოსეს, არამედ ძჱ, ანუ ვისსა შჯულსა ამცნებდა, არამედ მამისასა,
114. რომელმან თჳსი საშჯელი ინება გამოცხადებად და თქუა ვითარმედ: ყოველივე გუემაჲ, რომელი მოვაწიე მეგჳპტელთა ზედა, არა მოვაწიო თქუენ ზედა.
115. და არა ესრე თქუ, ვითარმედ რომელმან მოავლინა: „რამეთუ მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველივე საშჯელი მოსცა ძესა,
116. რომელმან დასაჯნა მეგჳპტელნი ზღჳთა მით მეწამულითა სამართლად დანთქმულ?
117. კეთილად მეორესა შჯულსა იტყჳს, ვითარმედ: „მოიხუნა პირისა მისისაგან შჯულნი, რომელ გუამცნო ჩუენ მოსე სამკჳდრებელი ერისა მის იაკობისი“
118. და იყოს საყუარელითა მით უფლისაჲთა ჴელმწიფჱ, რაჲთა მას ჟამსა მოსესა ჴელმწიფედ სარწმუნოდ გამოჩნდეს.
119. რაჟამს საყუარელი იგი ძჱ ღმრთისაჲ ზეცით დიდებით მოსეთურთ გამოჩნდეს და რომელი-იგი მის მიერ იქადაგა,
120. ყოველთა განცხადებულად ეჩუენოს, რომელ-იგი მაშინ მოსეს მთასა მას შინა ეტყოდა და არა ვის ჰრწმენა.
121. და აწ სოფელსა, ვითარცა კაცი გამოჩინებულ მათ შორის და არა ცნობილ, ვითარცა თჳთ მოსე იტყჳს შეკრებასა ჴელმწიფეთასა ნათესავებითურთ ისრაჱლისაჲთ,
122. მისთჳს მოციქულნი იგიცა მსგავსსა ამისსა იტყოდეს: „უფალო, შენ ხარ, რომელმან ქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ და ზღუაჲ
123. და ყოველი, რომელი პირითა საყუარელისა მონისა შენისა დავითისითა იტყოდე: რაჲსა პირუტყუებრ შეკრბეს ნათესავნი და ერმან იზრახა ცუდი?
124. შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს.
125. ნანდჳლვე შეკრბეს ძესა შენსა ზედა იესუს ჰეროდე და პონტიელი პილატჱ ერითურთ და ჴელმწიფებითურთ.
126. რავდენ ჴელმან შენმან და მარჯუენემან შენმან წინაჲსწარ განჰმზადა ყოფად“.
127. და იწყო მოსჱ კურთხევად მათა და თქუა: „ცხონდინ რუბენ და ნუ მოკუდებინ და იყავნ რიცხჳთ მრავალ“.
128. აწ თუ რუბენის ზედა ვინმე ჰგონებდეს ამას თქუმულსა, შეცთომილ არს, რამეთუ მრავლით ჟამით წინა მომკუდარ რუბენ და ქუეყანასა მას ეგჳპტისასა დამარხულ.
129. არამედ რამეთუ დავითცა წინაჲსწარ იტყჳს ქრისტესთჳს მსგავსთა მათ თქუმად: „არაჲ მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე“.
130. მსგავსად ამისა მოსეცა იტყჳს: „ცხონდინ რუბენ და ნუ მოკუდებინ და იყავნ რიცხჳთ მრავალ“,
131. რომელ იქმნების აწ ეკლესიათა მიერ ნათესავთა მიმართ და უმრავლეს არიან ნაშობნი ბერწისანი მის, უფროჲს ქმრიელისა მის“,
132. რომელ არს ესე აღდგომისა სასწაულ, წინაჲსწარ ჰხედვიდა მოსე აღდგომასა მას უფლისასა, ვითარმედ სიკუდილი მას ვერ ეუფლოს, თქუა: „ცხონდინ და ნუ მოკუდებინ“.
133. რამეთუ დავითცა არა თუ თავისა თჳსისამცა რაჲ შემძლებელ იყო თქუმად, ვითარმედ: ვცხოვნდე და არა მოვკუდე,
134. რომელი-იგი მოკუდა და საფლავი მისი ჰგიეს დღენდელად დღედმდე, არამედ იგიცა წინაჲსწარ ჰხედვიდა აღდგომასა მას უფლისასა, ვითარმედ სიკუდილი მას ვერ ეუფლოს.
135. თქუა: „ცხონდინ და ნუ მოკუდებინ“.
136. არამედ რომელ-იგიცა წინაჲსწარ ჰხედვიდა აღდგომასა მას უფლისასა, და მორწმუნეთა მიმართ წინაჲსწარმეტყუელებს და მოციქული იტყჳს:
137. „რომელ-იგი მოკუდა, ცოდვითა მოკუდა ერთგზის, ხოლო რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა“.
138. და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ „ცოდვითა მოკუდა“, ყოვლადვე მოგუასწავებს, ვითარმედ: „ყოველთა კაცთა შეცოდებულთა, რომელსა-იგი არა თანა-ედვა სიკუდილი,
139. ჩუენ ყოველთათჳს სიკუდილდ მიეცა, რაჲთა რომელნი-იგი ცოცხალ იყვნენ, არა თავით თჳსით ცხოველ იყვნენ, არამედ მისა, რომელ-იგი მათთჳს მოკუდა და აღდგა“.
140. და „თუ მოვწყდებით ქრისტეს თანა, ნათლისღებითა, მრწამს მკუდრეთით აღდგომილიცა არღარა მოკუდეს და სიკუდილი მის ზედა არა უფლებდეს“.
141. ესე იყო, რომელსაცა-იგი მოსე იტყოდა: ცხონდინ და ნუ მოკუდებინ და იყავნ რიცხჳთ მრავალ“.
142. და იუდაჲსიცა: „ისმინე, უფალო, ჴმაჲ იუდაჲსი და შესაკრებელსა მისსა შემოკრბედ! და ჴელნი მისნი შჯიდენ და შემწე მტერთაგან იქმნენ“.
143. აწ ყოველნი საღმრთონი წიგნნი და ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი არა სხუად რას იწრაფდეს,
144. არამედ მჴსნელისათჳს, ღაღადებდეს, რაჲთა ყოვლითა სახითა ნათესავნი კაცთანი დაამორჩილნენ.
145. და ესე არა ცუდად რაჲ, არამედ უწყოდეს, რამეთუ ძნიად მორწმუნე არიან ნათესავნი კაცთანი.
146. იხილა ამათი ნეფსითი ჴელმწიფებაჲ.
147. და რამეთუ ადვილად გარდასწონს უჴმარებად მიმართ უფროჲს, ვიდრე არა უმჯობესისა მიმართ.
148. ამისთჳს იღუწის სული ყოველთა წერილთაგან ქრისტეს გამოცხადებისათჳს,
149. რაჲთა დაამორჩილნეს მსმენელნი რწმუნებად თქუმულთა მათ, რომლითა ცხორებად შეუძლონ და ვითარ-იგი იტყჳს „უფალო, ჴმაჲ იუდაჲსი“ ...
150. გჳჩუჱნებს, რომელ იგი იუდაჲსგან ჴორცითა გამოშობად იყო ქრისტე, რომელი ევედრებინ ყოველსა ჟამსა ლოცვის-ყოფითა მამისა მიმართ წყალობით წმიდათათჳს.
151. და მამასა შეჰვედრებს.
152. და სახარებასა ესრევე წერილ არს: „აღიხილნა უფალმან თუალნი ზეცად და თქუა: „მამაო, გმადლობ შენ.
153. მე უწყი, რამეთუ მარადის ისმენ ჩემსა, და აწ სიმრავლისა ამისთჳს, რომელ გარე-მომადგს, ვიტყჳ, რაჲთა უწყოდიან, ვითარცა შენ მომავლინე მე“.
154. და მერმე: „მამაო, წმიდად დაიცვენ ესენი სოფელსა ამას. მე ამათთჳს გლოცავ.
155. და არა ხოლო ამათთჳს, არამედ განმზადებულთა მათთჳსცა რწმუნებად სახელი შენი ჩემ გამო“.
156. ესრეცა მოსე იტყჳს: „ისმინე, უფალო, ჴმაჲ იუდაჲსი და შესაკრებელსა შემოკრბედ“.
157. ვინ-მე მოვიდენ შესაკრებელსა მისსა, არამედ კურთხევანი იგი და ლოცვანი, რომელთა ილოცვიდა ძე მამისა მიმართ წმიდათათჳს?
158. და რომელ იგი თქუა: „ჴელნი მისი შჯიდენ“ – იგი ჴელნი, რომელ დაემსჭუალნეს ძელსა მას.
159. მან განსაჯნეს დაბადებულნი გამოჩინებითა მას ჟამსა ყოველთა მიმართ ნიში იგი სამშჭუალთაჲ ჴელთა მისთა,
160. ვითარცა იოვანე იტყჳს: „იხილონ იგი თუალთა, რომელთა უგუმირეს მას“.
161. და მერმე იტყჳს: „შემწე მტერთა მისთა ექმნე“, რამეთუ შეეწია მას მამაჲ, და განარინა იგი მტერთაგან და მზაკუვართა,
162. ვითარცა იაკობ იტყჳს: „ჴელნი შენნი ბეჭთა ზედა მტერთა შენთასა“.
163. და დავით იტყჳს: „გარემომადგეს მე ძაღლნი მრავალნი და კრებულმან უკეთურთამან შემიცვა მე“, რამეთუ „შენდა შევრდომილ მუცლითგან დედისაჲთ.
164. შენ ხარ შესავედრებელი ჩემი“. ესე აღამაღლა მამამან.
165. და დასუა საყდართა ზედა დიდებისათა, რომელსა იტყჳს: „დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრე დავსხნე მტერნი შენნი კუარცხლბეკად ფერჴთა შენთა“.
166. ესე იყო, რომლისათჳს წინაჲსწარ იტყოდა მოსე: „ისმინე, უფალო, ჴმაჲ იუდაჲსი“.
167. და შესაკრებელსა მისსა მოვიდენ. და ჴელნი მისნი შჯიდენ.
168. და შემწე მტერთა მისთათჳს იქმნე“.
169. და მერმე ლევისთჳს ეგრე-სახედ იტყჳს: მიეცით ლევის განცხადებულებაჲ მისი.
170. და სამართალი მისი კაცსა წმიდასა, რომელ-იგი განცადეს გამოცდითა და აყუედრებდეს წყალთა მათ ცილობისათა.
171. რომელ ეტყოდა მამასა და დედასა, ვითარმედ „არა გიცი შენ.“ – და ძმათა თჳსთა: „არა გიცნი თქუენ“.
172. და ნაშობნი თჳსნი არა იცნნა.
173. დაიმარხნა სიტყუანი შენნი და აღთქუმასა შენსა არა გარდაჰჴდა.
174. აცნობონ სამართალი შენი იაკობს და შჯული შენი ისრაჱლსა.
175. აკუმევდეს საკუმეველსა ჟამსა განრისხებისასა მას ზედა და შესაწირავთა შენთა.
176. აკურთხე, უფალო, ძლიერებაჲ მისი.
177. და საქმენი ჴელთა მისთანი შეიწყნარენ.
178. განტეხენ ძალნი აღდგომილთა მტერთა მისთაისაჲსაჲ.
179. და რომელთა სძულს იგი, არა აღემართნენ“.
180. და რომელ-იგი თქუა: „მიეცით ლევის გამოცხადებაჲ“, გამოაცხადებს ამით სიტყჳთა ქრისტესა მღდელად მაღლისა და უხილავისა ღმრთისა,
181. რომელმან შეიმოსა შემდგომად განცხადებაჲ და სამართალი; ორნი იგი შჯულნი ორკერძო ბეჭთა ვიდრე კოჭამდე აღპყრობით:
182. განცხადებაჲ – შჯული, სამართალი – სახარებაჲ, რაჲთა მღდელ სრულ მამისა სრულისა მიერ გამოჩინებულ.
183. ვითარცა დავითის წინაჲსწარმეტყუელისა მიერ იტყჳს: „შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა“.
184. და ნათან იტყჳს: „აღადგინოს უფალმან მღდელად თჳსა სარწმუნოჲ, რომელმან ყოს და აღასრულოს ყოველივე ნებაჲ გულისა მისისაჲ“.
185. რამეთუ განმზადებულ იყო.
186. ქრისტე, ნათესავისაგან ლევისი, სამღდელოჲსა მისგან განწესებულისა, ნათესავისაგან აჰრონისა, მსგავსად ჴორცითა შობილ, მღდელ საუკუნო მამისა მიერ ყოფილ.
187. წინაჲსწარ ჴმა-ყო მოსე და იტყოდა: „მიეცით ლევის განცხადებაჲ მისი და სამართალი მისი კაცსა წმიდასა“.
188. ხედავ აწ, ვითარ კაცი იგი მისა სახელად გამოაცხადა.
189. რომელმან მხოლომან სამართალი გამოგჳცხადა ჩუენ და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „სამართალი მისი კაცსა წმიდასა“,
190. და კაცად მას გჳჩუჱნებს, რომელ-იგი შემდგომად გამოჩინებად იყო.
191. ვითარცა პეტრე მთავართა მათ მიმართ განცხადებულად ღაღადებით იტყოდა]: „იესუ ნაზარეველი, კაცი ღმრთისაჲ, გამოცხადებულ თქუენ შორის ნიშებითა და სასწაულებითა,
192. რომელსა იქმოდა ღმრთისა მიერ თქუენ შორის, ესე გამოჩინებულ ზრახვითა და მეცნიერებითა ღმრთისაჲთა,
193. მიეცით იგი ჴელთა უშჯულოჲსათა და დამშჭუალვით მოჰკალთ, რომელ-იგი ღმერთმან აღადგინა, განჴსნნა საკრველნი ჯოჯოხეთისანი“.
194. და მოსჱ იტყჳს: „მიეცით ლევის კურთხევაჲ მისი და სამართალი მისი კაცსა წმიდასა“.
195. და რაჲთა არავინ ჰგონებდეს შიშულად კაცად ქრისტესა, განკრძალულად იტყოდა მოსე: „რომელ-იგი განცადეს გამოცდასა, აყუედრებდეს მას წყალთა მათ ცილობისათა“.
196. აწ სადა-მე განცადეს და აყუედრებდეს მას, არამედ უდაბნოსა მას დრტჳნვიდა ერი იგი მოსესთჳს და აჰრონისთჳს და იტყოდეს: „გჳჩუენე ჩუენ წყალი, რაჲთა ვსუათ.
197. რაჲსა გამოგჳყვანენ ჩუენ ქუეყანისა მისგან ქალდეველთაჲსა მოსრვად ჩუენდა და შვილთა ჩუენთა წყურილითა?“
198. და ჰრქუა მათ მოსჱ: „რაჲსა გუაყუედრებთ ჩუენ და გამოსცდით უფალსა?“ „არა ჩუენთჳს არს დრტჳნვაჲ ეგე თქუენი, არამედ ღმრთისათჳს“.
199. ჰრქუა უფალმან მოსეს: „მესმა დრტჳნვაჲ ძეთა მათ ისრაჱლისათაჲ“, რომელსა დრტჳნვენ იგინი თქუენთჳს.
200. „და აწ წარიყვანენ შენ თანა მოხუცებულთა მათგანნი განთიად და მე დავდგე ლოდსა მას ზედა ქორებს, ვიდრე შენდა მოსლვადმდე და დასცე კუერთხითა კლდესა მას,
201. რომლითა დაეც ზღუასა მას და გამოეცნედ წყალნი კლდისა მისგან და სუას ერმან მან და ეწოდა სახელი ადგილსა მას განცდა და ყუედრება,
202. რამეთუ განცადეს ღმერთი და ეტყოდეს: არს-მეა უფალი ჩუენ თანა ანუ არა?
203. აწ ვინ-მე არს, რომელმან-იგი ჰრქუა მოსეს, ვითარმედ: „მე დავდგე კლდესა მას ზედა ქორებს, ვიდრე შენდა მოსლვადმდე“.
204. არამედ მისთჳს, რომლისათჳს მოსე იტყოდა: მიეცით ლევის განცხადებულებაჲ მისი – კაცსა წმიდასა,
205. რომელ-იგი განცადეს გამოცდასა, აყუედრებდეს მას წყალთა მათ ზედა ცილობისათა.
206. უკუეთუ წინაჲსწარ იყო ესე, ვიდრე არღა შთაეცუნეს მას ჴორცნი, არა კაცი ხოლო იყო, და თუ მოსჱს უდაბნოსა მას სიტყჳთ გამოუცხადა, არა თუ კაცი ხოლო იყო.
207. ესე მოვლინებულ და განცხადებულად ღმრთად გჳჩუენა, ვითარმედ: „სუმიდენ სულიერისა მისგან კლდისა, რომელ შეუდგა მათ.
208. ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე“.
209. ამას წულილად უთხრობს უკეთურად მცნობელთა მათთჳს და რომელნი საღმრთოჲთ კერძო ქრისტესა დაამცირებენ
210. და რომელნი მამასა მას ყოველთასა ვნებასა შეადგინებენ, ვერ დამხედველ წიგნთა წრფელითა გონებითა, რომელნი შიშდვილსა თავთა თჳსთა შეიმთხუევენ.
211. და მოსე იტყჳს: „რომელმან ჰრქუას მამასა, გინა დედასა: არა გიცნი თქუენ“, ამას განცხადებულად სახარებასა შინა უფალი გამოაჩინებს,
212. რომელნი-მე წარდგომილ მის წინაშე ეტყოდეს: „აჰა, ესერა მამაჲ და დედაჲ და ძმანი შენნი დგანან გარეშჱ და ჰნებავს ხილვაჲ შენი.
213. ჰრქუა მათ: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? არამედ რომელი ჰყოფს ნებასა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა, იგი არს დედა და ძმა ჩემდა“.
214. და ამას განცხადებულად წინაჲსწარ სწავლითა ჩუენდა მომართ მჴსნელისა მიერ დაგუამორჩილებს ჩუენ დატევებად მშობელთა და ძმათა,
215. რომელნი ჴორციელად არიედ, და შედგომად ზეცისა მამასა, რაჲთა ვიყვნეთ ძედ ღმრთის.
216. ამიერითგან არღარა ვითარცა ჴორციელნი მომკუდარ, არამედ სულითა ღმრთისაჲთა ვჰმსახურებდეთ და ნაშობ ღმრთის ზეცას ვიპოვნეთ.
217. ამისთჳსცა მოსე იტყჳს: „ძმანი თჳსნი არა იცნნა და ნაშობნი თჳსნი არა გულისხმა-ყვნა“.
218. ძმათასა იტყჳს, რომელნი მსგავსად ჴორციელებით ძმად მისა ჰგონებდეს, ესენი არა იცნნა მჴსნელმან, რამეთუ ნანდვილვე ...
219. არა ძმა, რომელნი-იგი იყვნეს იოსებისგან თესლით შობილ, ხოლო იგი ქალწულისაგან და სულისა წმიდისა მიერ და იგინი ჰგონებდეს მათსა მისა ძმად.
220. ხოლო მან არა იცნნა იგინი, რამეთუ იტყჳს: „და შჳლნი თჳსნი არა იცნნა“.
221. რომელნი-მე შვილნი, არამედ ნათესავი იგი ძეთა მათ ისრაჱლისათაჲ, რომელთა თანა-მკჳდრად შჯულისა მიერ უწოდა?
222. შესაძლებელ წმიდა, ნათესავ რჩეულ უფროჲს ყოველთა ნათესავთა თჳსა საზეპუროდ გამუჩინებითა.
223. არამედ არა-გამუჩინებითა მისა მიმართ არა იცნნა იგინი, ვითარცა-იგი ესაჲაჲს მიერ იტყჳს: „შვილ ვისხენ, აღვიმაღლენ და მათ მე შეურაცხ-[მ]ყვეს“.
224. აწ მსგავსად ჴორცთა რომელთასა ძმად მისა ჰგონებდეს და მისგან ცნობილ იქმნნეს და რომელნი-იგი მკჳდრობად წოდებულ იყვნეს,
225. რამეთუ იქმ[ნ]ეს იგინი ნაშობ უშჯულოვების და თესლ უკეთურ, სამართლად განითხინეს მისგან.
226. რასა იტყჳს მოსჱ: „დაიმარხნეს სიტყუანი შენნი, აღთქუმასა შენსა არა გარდაჰჴდეს“.
227. რომელმან რომლისაჲ დაიმარხნა სიტყუანი?
228. არამედ ძემან მხოლომან მამისაჲ, რომელი მოვიდა მამისა შჯულისა აღსრულებად და ახალი იგი შჯული თავით თჳსით აღსრულებად ინება.
229. ვითარ-იგი იტყჳს: „არა მოვედ ნებისა ჩემისა აღსრულებად, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა“.
230. და მერმე იტყჳს, ვითარმედ: „თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ რომელსა ვხედავ, რასა იქმს მამაჲ ჩემი, მას ვიქმ“.
231. უკუე და-ვიდრემე-იმარხნა მცნებანი მისნი და აღთქუმასა მისსა არა გარდაჰჴდა.
232. ამისთჳსცა ზაქარიაჲს პირითა იტყჳს მამაჲ: „უკუეთუ მცნებათა ჩემთა ჰხჳდოდი და ბრძანებანი ჩემნი დაიმარხნე, შენ შჯიდე სახლსა ჩემსა,
233. მიაუწყენ სამართალნი ჩემნი იაკობსა და შჯული ჩემი ისრაჱლსა“.
234. ვინ-მე იყვნეს, რომელნი-იგი გულისხმა-გჳყოფდეს ჩუენ სამართალსა, არამედ მოციქულნი, რომელნი დაემოწაფნეს უფალსა?
235. იგინი განცხადებულად სახარებასა ყოველთა მიმართ ქადაგებდეს.
236. პირველ ვითარცა ერსა ძეთა იაკობისთა, და მერმე ნათესავთა, ვითარცა თჳსთა შვილთა, ძეთა მიმართ ისრაჱლისათა.
237. ხოლო აკუმევდეს საკუმეველსა სამარადისოთა ზედა საკურთხეველსა შენსა, რაჲ-მე არს საკურთხეველი იგი, არამედ ზეცისაჲ იგი მხოლოჲ,
238. ანუ რაბამნი-მე – საკუმეველნი, არამედ ლოცვანი წმიდათანი პირისაგან წმიდათაჲსა სადიდებელად ღმრთისა აღკუმეულ და სულ სულნელების წინაშე ღმრთისა შეწირულ?
239. ვითარცა ესაია იტყჳს, ვითარმედ: „შენ თაყუანის-გცემდენ და შენდა მიმართ ილოცვიდენ, რ˜ შენ თანა ღმერთი არს და არა ვინ არს სხუა ღმერთ შენსა გარეშჱ,
240. რამეთუ შენ ხარ ღმერთი და არავინ ვიცით სხუა ღმერთ მჴსნელი ისრაჱლისაჲ შენსა გარეშჱ.
241. მართლუკუნ იქცენ და ჰრცხუენოდენ ყოველნი, რომელნი მჴდომად აღუდგეს მას“.
242. და მოსჱ იტყჳს: „აკურთხე, უფალო, ძლიერებაჲ მისი, და საქმენი ჴელთა მისთანი შეიწირენ“, რამეთუ ყოველსა, რომელსა იქმოდა ძჱ.
243. შეწირულ იქმნებოდა ღმრთისა, სნეულებასა კაცთასა ჰკურნებდა, რაჲთა ამის გამო სოფელი ყოველი ცხორებად შემძლებელ იყოს.
244. „შეიმუსრნენ ძლიერებანი მტერთა მისთანი, და რომელთა სძულდეს იგი, ნუმცა აღდგებიან“.
245. არა თუ ესრე იტყჳს, ვითარმედ: ყოვლადვე ნუმცა აღდგებიან რომელთა სძულს ქრისტე და არა ჰრწამს მისი, არა აღდგენ საშჯელსა, აჰა, დაშჯილ არიან.
246. ვითარცა დავით იტყჳს: „არა აღდგენ უღმრთონი საშჯელსა და არცა ცოდვილნი თანა-მზრახვალ მართალთა,
247. რამეთუ იცნის უფალმან გზანი მართალთანი: და გზაჲ უღმრთოთაჲ წარწყმდეს“.
248. აწ ნეტარი იგი მოსე ლევის აკურთხევს და სჳმეონს გარჱ-წარჰვალს ჩუენდა ჯერ-არს მიზეზისა მის ჩუენებად,
249. რომლითა ათერთმეტნი იგი ნათესავნი მოიჴსენნა და ნათესავისა მის სჳმეონისი არა წარმოიღო.
250. მიზეზ ყოფილ ესე:
251. ძეთა მათ ისრაჱლისათა უდაბნოსა მას ჴბოჲსა ხატი გამოქმნეს და თაყუანის-სცეს მას, ვითარცა ღმერთსა.
252. და მოსე, ვითარცა მთისა მისგან გარდამოსრულ და იხილნა უკეთურნი იგი საქმენი მათნი,
253. დადგა და ღაღად-ყო აღზახებით ღუაწლსა მას შინა და თქუა, „თუ არს ვინ უფლისაჲ, მოვედინ ჩემდა.
254. მაშინ მიიწინეს მისა ყოველნი იგი ნათესავნი ლევისნი.
255. და ჰრქუა მათ: ესრჱ იტყჳს უფალი: აღმოიჴადენ კაცად-კაცადმან მახჳლი თჳსი და განვლენ კარითი კარად და მოსართ თითოვეულადმან ძმაჲ თჳსი, და თითოვეულადმან მოყუასი თჳსი“.
256. და ყვეს მათ ლევისთა, ვითარცა უბრძანა მათ მოსე.
257. და დაეცნეს მას დღესა შინა ვითარ სამ ათას ოდენ კაც.
258. და ჰრქუა მათ მოსე: „აწ აღიხუენით ჴელნი თქუენნი უფლისა მიმართ მიპყრობად კურთხევისა“, და ძეთა მათ ლევისთა ესე სამართალი ქმნეს,
259. და სჳმეონისი, რომელ ერთისა დედისაგან ძმა იყვნეს, არა იწრაფეს, არცა აღიშურვეს,
260. ვითარცა იგი დინაჲსთჳს, დისა თჳსისა, აღიშურვეს, რომელ-იგი უწესოდ იგინა ემორისგან, ძისა სჳქემისა.
261. სამართლად მოსე ლევი აკურთხა და სჳმეონს გარე-წარჰჴდა.
262. ხოლო თქუას თუ ვინმე, ვითარმედ: ვითარ შჯულსა წერილ არს, ვითარმედ: „არა კაც ჰკლა“ და „რომელმან მოკლას ძმაჲ თჳსი, თანამდებ არს სიკუდილისა“,
263. ხოლო ესენი მოსრვითა ძმათა თჳსთაჲთა კურთხევასა ქებასა მიიღებენ? ხოლო სხუა არს შეცოდებულისა მოკლვაჲ და მოკლვაჲ სხუა არს მართლისა მოკლვაჲ.
264. საცნაურს არს, რამეთუ ფინეზცა, ძემან ელიაზარისმან, ძისა აჰრონისმან მღდელისამან (!), შევიდა საცხობელსა მას და როსპიკი იგი და ზამბრი დაგუმირნა,
265. და მკლველთა თანა არა შეირაცხა და ქებაჲ და კურთხევაჲ უფლისაგან მოიღო.
266. რამეთუ იხილნა იგინი ურთიერთას მოხუეულნი, მახჳლითა დაგუმირნა და განაქარვნა ჴელითა თჳსითა ურჩულოვებანი იგი ერისანი მის გამოჩინებითა მით.
267. უკუეთუ ეგე ეგრეთ არს, რაჟამს ცოდვილი ვინმე მოკლას, მკლველთა თანა არა დაშჯილ არს.
268. ხოლო თუ უწესოდ ვინმე მართალი მოკლას, ვითარცა მკლველი, დაშჯილ არს
269. რამეთუ ჴელმწიფენიცა ამის სოფლისანი ცოდვილთა მარადის მოსწყუდიან შჯულითა თჳსითა განკითხვითა და მკლველობითა მით საშჯელსა არარას განსცემენ.
270. უკუეთუ უწესოვებით ვინმე მოკლას, იგი მკლველ არს და ვითარცა მკლველი, დაისაჯოს მსგავსთაჲ მათ.
271. აქავე თანა-გუაც გულისხმის-ყოფაჲ,
272. რამეთუ რომელთა შური ღმრთისაჲ იძიეს და თანამდებნი სიკუდილისანი მოსრნეს, კურთხევაჲ და ქებაჲ მიიღონ, რაჲთა სხუანი დაშინებულ, არღარა ცოდონ.
273. და სჳმეონისთჳს მიზეზისა მის თქუმულთათჳს დაშთომილ თანა-გუაც მისთჳს მეორედცა გამოთქუმად, რამეთუ ვჰპოვებთ ნეტარსა მასცა იოსებს,
274. რამეთუ სჳმეონი შეკრა წინაშე ძმათა თჳსთა და შესუა იგი საპყრობილესა სამ დღე,
275. რომლისათჳსცა თქუა: „არა გამოხჳდე მაგიერ, ვიდრემდე არა მოვიდეს ძმაჲ იგი თქუენი მრწემი“.
276. აწ რაჲ-მე მიზეზ არს სჳმეონისი იგი შეკრძალვაჲ და არა სხუათა მათგანი?
277. რამეთუ რაჟამს იოსები მიივლინა მათა სამწყსოდ, მან აზრახა ძმათა თჳსთა და ჰრქუა: „მო და მოვკლათ ეგე და ვიხილოთ, რაჲძი იყვნენ სიზმარნი იგი მისნი“.
278. იუდა ბრძანებს მისა განსყიდად, ხოლო სჳმეონ მოკლვად, რაჲთა სახჱ იგი დაიმარხოს და სიმართლჱ ქრისტესთჳს გამოცხადნეს:
279. იუდაჲს მიერ განსყიდულ ოცდაათად ვეცხლად და სჳმეონის მიერ მოკლულ.
280. რომელნი-იგი მწიგნობარნი იყვნეს, რომელნი-იგი ნაცილსა ძჳრის-წამებასა მის ზედა იტყოდეს:
281. და რამეთუ წეს-იყო ყოვლითა შჯულითა და წინაჲსწარმეტყუელთა მიერ წინაჲსწარ-უწყებად,
282. რაჲთა რაჟამს მოიწიოს სიმართლჱ, ესე ყოველი საცნაურ იყოს და მისგანი იგი დაკლებული სახარებისა მიერ აღავსოს.
283. უსრულესად გჳჩუენებენ ჩუენ წიგნნი, რომელ-იგი თქუა იოსებ, ვითარმედ: „არა გამოვიდეს ეგე ამიერ, ვიდრემდე არა მოვიდეს ძმაჲ იგი მრწემი თქუენი აქა“.
284. მაშინ სჳმეონ პყრობილებისაგან განეტევა და ძმანი მისნი იოსებისგან იკურთხნეს, რაჟამს მრწემი იგი ძმაჲ მათი ეგჳპტედ შთავიდა, რომელ იყო ქრისტე.
285. რომელთა მიტევებაჲ ცოდვათაჲ ჰრწამს, მათ მიეტევის,
286. და რომელნი საკრველთა და აჩრდილთა სიკუდილისათა შეყენებულ იყვნენ, საშჯელისაგან განერნენ და კურთხევაჲ ზეცით ყოველთა გარდამოუვლინოს,
287. რამეთუ სჳმეონის მიერ ტაძარსა მას შინა ცნობილ ქრისტე წინაჲსწარმეტყუელებით იტყოდა: „აწ განუტევე, უფალო, მონაჲ შენი მშჳდობით“.
288. მსგავსად სიტყჳსა შენისა, რლ˜ისა მიერ სიტყჳსა მსგავსად – არამედ რომელსა-იგი იოსების მიერ იტყოდა,
289. ვითარმედ: „არა განხჳდე ამიერ, ვიდრემდე არა ძმაჲ იგი შენი უმრწემესი მოვიდეს“?
290. უკუეთუ ეგე ეგრეთ არს, არა ხოლო თუ ათორმეტთა მათ ნათესავთათჳს მჴსნელად და მაცხოვრად მოივლინა მამისა მიერ,
291. არამედ ყოველთა ნათესავთა და არა ეგრე-სახედ მოვიდა, ვითარმცა ერთი ხოლო ნაწილი ნათესავთაჲ აცხოვნა, არამედ ყოველნი ნათესავნი,
292. ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იგი მისთჳს იტყჳს: „მას ჟამსა თქუან, რომელნი საპყრობილეს იყვნენ, ვითარმედ: გამოვედით,
293. და რომელნი ბნელსა შინა ხართ, განათლდით“.
294. აჰა ესერა რომელნი-იგი წინანდელთა მათ ჟამთა საპყრობილესა შეყენებულ ცოდვითა ვიყვენით კაცნი, აწ ქრისტეს მიერ საკრველთაგან განვთავისუფლდით,
295. და რომელნი წინანდელთა მათ ჟამთა დაბნელებულნი სოფელსა შინა ვიქცეოდეთ, აწ განათლებულნი თუალითა სიტყუასა მას ღმრთისასა მიუთხრობთ,
296. რაჲთა მოუგონებელი იგი კაცთა შორის ღმრთისა მიერ შესაძლებელ იყოს.
297. ვერ შესაძლებელ იყო კაცთა მკუდრეთით აღდგომად, და აჰა ქრისტე მკუდრეთით აღდგომილ არს, რაჲთა მის მიერ ჩუენი აღდგომაჲ საცნაურ-იყოს;
298. ვერ შესაძლებელ იყო კაცთა ზეცად აღსლვაჲ, და აჰა ქრისტე, ზეცას მეუფჱ, რაჲთა მის მიერ ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა გამოჩნდეს;
299. ვერ შესაძლებელ იყო კაცისა, რომელი განრყუნილებით შობდეს, ვითარმცა უკუნისამდე ცხოვნდა, და აჰა ესერა ესე ქრისტეს მიერ აღსრულებულ,
300. რაჲთა გურწმენეს ყოფადთა მათთჳს ჴორცთა წმიდათაჲსა განურყუნელად და საუკუნოდ ცხორებითა.
301. აწ იქმნა ვერ შესაძლებელი იგი კაცთაჲ შესაძლებელ ღმრთისა მიერ.
302. და ვინ იქმს ამას, არამედ ძჱ, ანუ ვისი ნებაჲ არს, არამედ მამისაჲ, რომლისა მიერ ცხოვნდებიან კაცნი?
303. და პირველ რომელ-იგი საძულელ იქმნა ღმრთისა მიერ, ხოლო აწ მორჩილებითა საყუარელ იქმნა ღმრთისა მიერ.
304. არამედ მკუეთრ სიტყუაჲ იგი სჳმეონისთჳს თქუა.
305. ვიხილოთ ამისა შემდგომად, რასა-მე იტყჳს მოსჱ, რამეთუ იტყჳს წერილი იგი: „და ბენიამენს ჰრქუა:
306. „შეყუარებული უფლისა მიერ დაიმკჳდრეთ სასოვებით და ღმერთი მფარველ-ეყოს მას ყოველთა დღეთა და საშუვალ ბეჭთა მისთა განისუენა“.
307. აწ ვინ იყო შეყუარებული იგი უფლისაჲ, არამედ პავლე მოციქული, რომელი ნათესავისაგან ბენიამენისა იშვა და ჭურ რჩეულ უფლისა მიერ გამოირჩია
308. და სოფლად ქადაგ ჭეშმარიტებისა მოივლინა? რამეთუ იტყჳს: „დაიმკჳდრენ სასოვებით“.
309. დაუტევა შესაკრებელი იგი, ვითარცა თჳთ მოციქული იგი ი[ტყჳს], რამეთუ „რაჲ-იგი სარგებელ მიჩნდა სჯულისაგან, იგი შემირაცხიეს ქრისტესთჳს ცოდვად.
310. და შემირაცხიეს ყოველივე უნასად, რაჲთა ქრისტე შევიძინო და ვიპოვო მისა,
311. არა თუ ჩემი რაჲ სიმართლჱ, რომელ მაქუნდა შჯულისაგან, არამედ სარწმუნოვებისა მიერ, რომელ ქრისტეს იესუჲს მიმართ“.
312. კეთილად ვიდრემე თქუა მოსე, ვითარმედ: „დაიმკჳდრონ სასოვებით და ღმერთი მფარველ-ეყავნ მას ყოველთა დღეთა“,
313. რამეთუ ვითარ-იგი მიემართა და მივიდოდა დამასკედ, გამოჩნდა და მფარველ-ექმნა მას უფალი და ძალითა თჳსითა სასწაულსა ჰყოფდა.
314. და სახელითა მისითა ყოველთა ჟამთა და ყოველთა ქალაქთა სასწაულთა აღასრულებდა.
315. საშუვალ ბეჭთა მისთა განისუენა, რამეთუ ჰრწმენა პავლეს ჯუარი იგი უფლისაჲ, რომელსა ზედა მჴარნი განჰმარტნა.
316. ამას ზედა იგი განსუენებულ განმართლდა.
317. და ესაია წინაჲსწარ იტყჳს: „რომელსა ფლობა აქუნდა ზედა მჴართა თჳსთა.
318. ესე თავადი, რამეთუ ჯუარი იგი მჴრითა თჳსითა მიაქუნდა და ჯუარ-ცუმასა მას ორნივე მჴარნი განირთხნა, რაჲთა იყოს სამართალ თქუმული იგი,
319. ვითარმედ: „საშუ[ა]ლ ბეჭთა მისთა განისუენა“.
320. რამეთუ მოციქულიცა იტყჳს: „ქრისტეს თანა ჯუარ-ცუმულ ვარ, ცხოველ არა თუ მე ვარ, არამედ ცხოველ არს ქრისტე ჩემ თანა.
321. და ვიდრე ცოცხალ ვარ, აწ სარწმუნოვებითა ღმრთისაჲთა ცხოველ ვარ და იესუ ქრისტეს მიერ, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თჳსი საჴსრად ჩემთჳს“.
322. და იოსებისთჳს იტყჳს: „კურთხევითა უფლისაჲთა ქუეყანაჲ მისი და ჟამთაგან ზეცით და ცუარისაგან და წყაროთაგან ქუესკნელთაჲსა მზისთუალისაგან ცვალებითა.
323. და შეკრებასა ურთიერთას, თთუეთასა და თხემთაგან მთათაჲსა დასაბამითგან და სავსებისაგან ჟამთაჲსა.
324. და შეწყნარებაჲ გამოჩინებისაჲ ამის მაყულოვანსა მას ზედა გამოჩნდენ თავსა ზედა იოსებისსა და თხემსა ზედა დიდებულისა მის შორის ძმათა თჳსთა.
325. პირმშო ზუარაკის შუენიერებაჲ მისი, რქა მარტორქის – რქანი მისნი.
326. და მითვე ნათესავნი დასცნეს კიდით-კიდედმდე.
327. ესე ბევრეულნი ეფრემისნი და ესე ათასეულნი მანასესნი“ და იოსების გამოწერილ თავსა თჳსსა ქრისტე სახითა ცხორებისაჲთა,
328. ვითარცა წინაჲსწარ სიტყუათა მათ იტყჳს შემდგომითი-შემდგომად მისთჳს მოსე კურთხევათა მათ განყოფად მისა ნათესავად.
329. და რომელსა-იგი იტყჳს, ვითარმედ: „კურთხევითა უფლისაჲთა ქუეყანაჲ მისი“,
330. ეგების ანუ მარიამის ზედა თქუმად, რომელი იქმნა ქუეყანა კურთხეულ და მოვიდა სიტყუაჲ იგი, ვითარცა ცუარი.
331. ეგების თქუმად ეკლესიისათჳსცა, რამეთუ უფლისაგან, ვითარცა ქუეყანაჲ წმიდაჲ და სამოთხჱ ფუფუნებისაჲ, იკურთხა.
332. მსგავს არს თჳთ თავადისა მჴსნელისა მიმართ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ „კურთხევითა უფლისაჲთა ქუეყანაჲ მისი“.
333. რამეთუ ქალწულისა მისგან სულისა წმიდისა მიერ შობილ; ყოველნი კურთხევანი უფლისანი დაიმკჳდრნა ქუეყანაჲ წმიდაჲ შემდგომთა ჟამთა გამოჩინებულ,
334. რომელთა მოგუასწავებს ყოფადთა მათ მამათაჲ ქუეყანასა აღთქუმისასა.
335. ნუვინ ჰგონებნ სხუა რაჲმე ყოფად ესე, რამეთუ ჰრქუა მათ ღმერთმან: „მიგცე ქუეყანაჲ იგი, რომელსა გამოსდის სძჱ და თაფლი, რომელ აღუთქუ მიცემად მამათა თქუენთა“,
336. რომელი მოგუასწავებს წიაღთაგან მამისათა გამოსლვასა სიტყჳსასა, რომელთა შემდგომად მჴსნელი იგი, შობილ ქუეყანასა,
337. სათნო, მამისაგან გამოჩინებულ, რამეთუ აქუნდა თანა სძჱ ძუელი იგი შჯული.
338. და ახლისა დადებითა თაფლს იტყჳს სიტყჳსა მის სიტკბოვებასა, რომლითა სიმწარენი სულთა ჩუენთანი დატკბოლვილ.
339. ამისთჳს ფსალმუნთა წინაჲსწარმეტყუელი იგი ღრუბლით გამო იტყჳს, ვითარმედ: „კურთხევითა უფლისაჲთა ქუეყანაჲ მისი ჟამთაგან ცისათა,
340. და ცუარისაგან, და წყაროთაგან ქუესკნელთა“, რაჲთა შობაჲცა მისი და ვითარ შობილ არს გჳჩუენოს და მისი აღდგომაჲ გამოაჩინოს.
341. და რამეთუ თქუა, ვითარმედ: „ჟამთაგან ცისათა და ცუარისაგან“, ვითარმედ არა თუ თესლისაგან, არამედ სულისა წმიდისაგან შობაჲ მისი და უფსკრულთა წყაროთაგან,
342. რამეთუ ჯოჯოხეთისაგან და უფსკრულთაგან აღმოსრულ. და ჟამთა მიერ – მცენარენი, მზისთუალისა ცვალებანი და შეკრებასა ურთიერთას თთუეთასა,
343. რამეთუ იგი მზისთუალ ქუეყანით აღმობრწყინებულ და დღე საუკუნო გამოჩინებულ.
344. ათორმეტნი იგი მოციქულნი, ჟამნი ათორმეტნი გჳჩუენნა, რაჲთა მათ მიერ დღე გამოჩნდეს,
345. ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: „ესე არს დღჱ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“.
346. და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ შეკრებასა თთუეთასა შეკრებულ ათორმეტნი იგი მოციქულნი,
347. ვითარცა ათორმეტნი იგი თთუენი, სრული იგი წელიწადი ქრისტე მიმოდადვეს.
348. ხოლო იტყჳს წინაჲსწარმეტყუელიცა: „ქადაგებდ წელიწადსა უფლისასა შეწირულსა და დღესა მისაგებელისასა“.
349. და რამეთუ დღე, და მზისთუალ და წელიწად ქრისტე არს, წეს არს თთუედ და ჟამად მოციქულთა მათ წოდებად.
350. მოსჱ იტყჳს: „თხემთაგან მთისათა საუკუნითგან და თხემთაგან მთათა სამარადისოთა“.
351. მთათა თხემს მამათმთავართა მათ იტყჳს, რამეთუ იგინი არიან წინაჲსწარ ბორცუს სამარადისო წინაჲსწარმეტყუელთა მათ სახელ-სდებს,
352. რამეთუ სიტყუაჲ იგი დასაბამითგან მამათმთავართაგან გამოიხატა და წინაჲსწარმეტყუელთა მიერ მიმოედვა და ჟამსა მას აღსრულებისასა,
353. ვითარცა აღმასრულებელი შჯულისაჲ მის და წინაჲსწარმეტყუელთა იგი არს, რომელი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ იტყჳს, რომელი-იგი იტყოდა:
354. „მახლობელ ვარ, ვითარცა ჟამნი ზედა მთათა და სათნოებანი იგი გამოჩინებულისაჲ მის, რომელ-იგი მაყულოვანსა მას შინა დაადგრა ზედა თხემსა იოსებისსა“.
355. აწ ვინ არს, რომელი-იგი ეჩუენა მოსეს მაყულოვანსა მას? არამედ იგი, რომელ-იგი აწ სოფლად მოსრულ.
356. და ეკლესიასა შინა, ვითარცა მაყოლოვანსა მას შინა, წმიდათა ეტყჳს რომელმან იჴსნა ერი თჳსი ქუეყანისა მისგან მეგჳპტელთაჲსა,
357. რომელი ფარაოს განურისხნა და მეგჳპტელთა არცხუენდა და წმიდანი იგი მათისა მონებისაგან განარინნა.
358. ესე არს, რომელ პირველ იოსების თანა გამოიხატა და ძმათა შორის იდიდა და მამისა მიერ აკურთხა, რომლისათჳს იტყჳს მოსჱ: „პირმშო ზუარაკის შუენიერებაჲ მისი“.
359. რ˜ა ვითარცა ჴბოჲ წმიდაჲ, შესაწირავ ღმრთისა შეწირულ, ორთაჲ მათ შჯულთაჲ შიშულობაჲ იგი შემოსილ, განჰზრახვიდა მას ძლიერებასა სულისასა.
360. „რქა მარტორქის – რქანი მისნი“.
361. ჰხედავ, აქა განცხადებულად ძლიერებაჲ ჯუარისაჲ გჳჩუენა, რამეთუ რქა იყვნეს მარჯუენით და მარცხენით,
362. რომლისა ვითარცა რქანი ჴბოჲსანი აღაორძინნა, რაჲთა შესაწირავ წმიდა მამისა შეიწიროს და სული სულნელებისაჲ ზეცად აღიწიოს.
363. „რქა მარტორქის – რქანი მისნი“.
364. მარტორქა არს ძელი იგი, რომელ ქუეყანასა აღჰმართეს, რომელი ურწმუნოთა მათ ნათესავთა შეტყუებით დაჰგლის,
365. ხოლო მორწმუნენი თჳსსა სასუფეველსა შეკრიბნეს და იტყჳს: „ესე ბევრეულნი ეფრემისნი, და ათასეულნი მანასესნი“.
366. და ათასეულნი იყვნეს ერისა მისგანნი აღბეჭდულ, ხოლო ბევრეულნი იგი ნათესავთაგან წოდებულ.
367. ეფრემ და მანასჱ ორთაჲ შჯულთაჲ სახესა გჳჩუენებენ.
368. იოსებს ესხნეს ორ ძჱ, ვითარცა სხუასა ადგილსა გამოჭეშმარიტებით მათთჳს განვაჩინ[ნ]ეთ სიტყუანი.
369. და ზაბილოვნს ჰრქუა: იხარებდ, ზაბილონ, აღმოსლვასა შენსა, [იზააქარ – კარავთა მათთა; ნათესავნი დაეცნენ].
370. და იჩინენით მუნ, შესწირევდით შესაწირავთა სიმართლისათა, რაჲთა სიმდიდრჱ ზღჳსაჲ გაწოებდეს შენ და შესაძინელნი ვაჭართანი ზღჳს კიდესა დამკჳდრებულნი“.
371. და ზაბილონისთჳს, ვითარცა-იგი იაკობმან აკურთხა, რამეთუ იაკობ იტყჳს: „ზაბილონ ზღჳს კიდეს დაემკვიდრენ და განსასუენებელ ნავთა და მისწუდებოდის ვიდრე სიდონდმდე“.
372. ვითარცა ვიხილეთ, რამეთუ ესე კურთხევაჲ იქმნების აწ მორწმუნეთა მიმართ ნათესავთა წოდებითა.
373. უბე ნავთა და განსასუენებელ უფალი არს, და ნავ – ეკლესიანი, რომელნი მძლავრებისა და აღრღუევათაგან უცხოთა სულთა ამის სოფლისა განცდითა მიევედრნიან უფალსა,
374. ვითარცა ყუდროსა ნავთსადგურსა მიევედრნიან.
375. და მიწდომილ ვიდრე სიდონდმდე ქადაგებითა მოციქულთაჲთა, რომელ შორიელთა დამკჳდრებულთა ნათესავთა მიწევნულ,
376. ვითარცა საფსალმუნე იტყჳს: „ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისა[თა] – სიტყუანი მათნი“.
377. მსგავსსა ამისსა მოსეცა იტყჳს: „მხიარულ იყავნ, ზაბილონ, გამოსავალთა შენთა“.
378. და გამოსლვათა მათ იტყჳს არა გამოსლვასა მას ეგჳპტით.
379. რამეთუ არა ხოლო თუ ზაბილონ გამოვიდა მიერ, არამედ ყოველნივე ნათესავნი.
380. ხოლო რომელნი-იგი წოდებულ არიან აწ სახარებასა, განსლვად დგიან ამიერ სოფლით სხუად სოფლად.
381. ამას წინაჲსწარ ღაღადებს ქადაგებით წინაჲსწარმეტყუელი იგი ყოველთა მიმართ, რომელნი ქრისტეს მოსავ არიან.
382. იტყჳს: „მხიარულ-იყავნ ზაბილონ, გამოსავალთა შენთა“, რამეთუ რომელნი განვლენ ამიერ სოფლით წმიდად, მხიარულ არიედ სასოვებითა აღდგომისაჲთა.
383. და რომელნი უბეთა მამისათა განსუენებულ არიედ, განურყუნელისა მის საუკუნოჲსა დამკჳდრებად სამოთხესა მას ფუფუნებისასა შესლვად.
384. სოლომონ იტყჳს: „განმზადენ საქმენი შენნი გამოსავალთა შენთა და განვედ ნაყოფთა.
385. და შემომიდეგ კუალსა ჩემსა, და მაღლად აღმართენ სახლნი შენნი“.
386. ზაბილონი და იზაქარის განაკრძალნა, რაჲთა აჩუენოს ორთაჲ მათ შჯულთაჲ განმართებით აღსლვაჲ ქრისტესა.
387. და ზაბილონ ითარგმანების ნიჭ, და იზაქარ – ნაშრომ.
388. და რომელნი კეთილად საყურძენსა მას იქმოდეს და ნაყოფი მისი სათნო იყოს და ცხორებაჲ მოიღონ, ვითარცა მოქმედთა მათ საყურძნისათა.
389. ხოლო ჰრქუა, ვითარმედ: „მიეცით მაგათ ნაშრომი და იწყეთ უკუანაჲსკნელთა მათგან ვიდრე პირველთამდე“.
390. „აწ მხიარულ იყავ, ზაბილონ, გამოსავალთა შენთა.
391. და იზაქარ, საყუარელთა თჳსთა, და საყუდელთა ქალაქთასა იტყჳს, რომელნი დამკჳდრებულ არიან წმიდათა ეკლესიათა:
392. „და იჩინებდით მუნ, და შესწირევდით შესაწირავთა სიმართლისათა.
393. და ვის-მე ვხადოდით ჩუენ, არამედ უფალსა მას ზეცისასა, და რასა-მე შესაწირავსა შევსწირვიდეთ მისა, არამედ ლოცვასა პირისაგან აღვავლინებდეთ?
394. „და სიმდიდრჱ ზღჳსაჲ გაწოებდეს შენ“.
395. სიმდიდრესა ზღჳსასა გულისხმისყოფით ნათესავთასა იტყჳს, რომელნი სარწმუნოებით გამოსწოვენ ზეცისასა მას სულსა, ვითარცა სძესა.
396. და სარგებელი ვაჭართაჲ – ზღჳს კიდეთა დამკჳდრებულთაჲ.
397. ვაჭართა ზღჳს კიდეთა იტყჳს მათსა, რომელნი-იგი პატიოსანსა მარგალიტსა წყალობითა მოიგებენ.
398. და გადისთჳს იტყჳს: „კურთხეულ არს, რომელმან ფართო-უყო გადს, ვითარცა ლომმან განისუენა, შემუსრნა მკლავნი ჴელმწიფეთანი და იხილა ჴელმწიფეთაჲ ჩემი,
399. რამეთუ მუნ განიწილა ქუეყანაჲ ჴელმწიფეთა შეკრებულთაჲ ჴელმწიფებითურთ მთავართაჲსა.
400. სამართალი უფლისაჲ ქმნა და განკითხვაჲ ისრაჱლსა შორის.
401. და რომელ-იგი თქუა: „კაცმან, რომელმან ფართო-ყვნის“, რამეთუ კურთხევაჲ უფლისაჲ სივრცოსა ქუეყანისასა ნათესავთა მიმართ მიეფინა
402. და რომელ-იგი თქუა: „ვითარცა ლომმან განისუენა“,
403. მსგავს არს თქუმულთა მათ იაკობისთა, რომელმან იუდაჲს ზედა: „ინაჴ-იდგ და დაიძინე, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან“,
404. რაჲთა ქუეყანასა ზედა განსასუენებელი მისი გამოაცხადოს.
405. და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „შემუსრნეს მკლავნი ჴელმწიფეთანი“, მათსა იტყჳს, რომელნი-იგი ღაღადებდეს მისა მიმართ ჴელმწიფენი
406. და მას, რომელმან განსუენებითა სიკუდილისაჲთა შემუსრნა მკლავნი ეშმაკისანი, მთავრობანი და ჴელმწიფებანი მისნი დატკებნილ.
407. „და იხილა ჴელმწიფებაჲ თჳსი, რამეთუ მუნ განიბნია და ქუეყანაჲ ჴელმწიფეთა ერთაჲ“.
408. დასაბამსა მას მისსა იტყჳს წმიდათასა, რომელნი ქუეყანით მიწისაგანნი მკუდრეთით აღდგომილ არიან, რამეთუ პირმშო მკუდართა და დასაბამ ყოვლისა იქმნა იესუ.
409. და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „მუნ განიწილა ქუეყანაჲ ჴელმწიფეთა მათ შეკრებულთაჲ ნათესავებით და მთავრებითურთ ერთა მათ“,
410. ყოველთავე მისა მიმართ ოთხთაგან კიდეთა შეკრებულთასა მოგუასწავებს,
411. რომელნი ყოველთაგან ნათესავთა და ერთაჲ მის მიერ შეკრებულნი განიყოფენ ქუეყანასა მას წმიდისა ქრისტეს თანა სუფევითა.
412. და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „სამართალი უფლისაჲ ქმნა და საშჯელი თჳსი შორის ისრაჱლსა“, რამეთუ იგი ხოლო ყოველთა კაცთა უმეტეს მართალ იპოვა
413. და ნებაჲ მამისა თჳსისაჲ აღასრულა სამართალისა ერისა მის მიმართ მითხრობითა.
414. რამეთუ ესაიაცა იტყჳს: „იყვნენ სიმართლითა მორტყმულ წელნი მისნი და ჭეშმარიტებითა მომტკიცებულ გუერდნი მისნი.
415. და დანს ჰრქუა: „დან – ლეკუ ლომის და ვლდომად იწყოს ბასაანით“.
416. რამეთუ ლომს და ლეკუს ლომის ქრისტესა იტყჳს წიგნი მეუფებისათჳს მისისა და ძლიერებისა და დიდებულებისათჳს მისისა.
417. მსგავსთა მათ ანტექრისტესთჳსცა იტყჳს მოსე,
418. რამეთუ მსგავსებად ეგულების მაცთურსა მას ყოვლითვე ძესა მას ღმრთისასა და ერი იგი უგუნური ჰგონებდეს, ვითარმედ ქრისტე არს.
419. ხოლო წმიდათა წინაჲსწარუწყებულთა წიგნთაგან მისი იგი სიბოროტე ცნობილ, ვითარმედ ანტექრისტე არს.
420. იაკობ იტყჳს: „იყოს დან, ვითარცა გუელი დადარანებული გზათა.
421. და მოსჱ იტყჳს: „ლეკუ ლომის დან, ჟამ ერთ მეუფებდეს“.
422. და იერემია იტყჳს: „ჴმაჲ დანით ისმეს სიმალჱ ჰუნეთა მისთაჲ და ჴმისაგან ჴჳვილისა და დამწყ[ს]ისა საჴედართაჲსა შეიძრას ყოველი ქუეყანაჲ“.
423. და რომელი-იგი თქუა მოსჱ, ვითარმედ: „გამოეტეოს ბასაანით“.
424. რამეთუ თჳსსა მას ჟამსა მეყსეულად მჴეცობისა და ურწმუნოვებისა ნათესავთაგან გამოჩნდეს.
425. ვითარცა ესაია იტყჳს: „მიეტევნენ, ვითარცა ლომნი და ლეკუნი ლომთანი, და ჴელთ-იდვას და აღიზახოს.
426. მას ჟამსა მთანი განრისხნენ განრისხებასა მისსა“.
427. ამას იტყჳს სიფიცხლისა და მძლავრებისა მისისა ღუაწლსა შინა ბრძოლისასა.
428. ამისთჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი: „უფალი ბასაანით მოიქცეს სიღრმეთა ზღჳსათა, რაჲთა შეისოლვოს ფერჴი მისი სისხლითა“.
429. და მოსლვითა მით საცთურითა ჴელმწიფისა მის გამოჩნდეს უფალი ცით გამო შემუსრვად და დაყდუნებად ყოველთა მათ ძალთა მჴდომისათა მის.
430. ვითარცა პავლჱ იტყჳს: „რომელ-იგი უფალმან განკაფოს სულითა პირისა მისისაჲთა და გამოცხადებითა მოსლვისა თჳსისაჲთა, რომლისაჲ-იგი მოსლვაჲ იყოს ძალითა ეშმაკისაჲთა“.
431. და ნეფთალემს ჰრქუა: „ნეფთალემ განუმზადებდეს ჭამადსა შეწყნარებისასა და განძღენ კურთხევითა უფლისა ღმრთისა მიერ ზღჳთ და სამხრით კერძო“.
432. და ნეფთალემისთჳს თქუა: „მწუერვალ აღმოსრულ.
433. გამოსცეს ძირთაგან შუენიერებაჲ თჳსი“, რაჲთა აჩუენოს წმიდათაჲ ვითარცა მწუერვალნი შორის ვენაჴოვანსა საქმითა კეთილითა განმხიარულებულ.
434. ხოლო მოსეს ეტყჳს, ვითარმედ: „ნეფთალემ გამომზრდელ შეწყნარებითა“, რამეთუ უფალი ნიჭითა და მადლითა სავსჱ,
435. რაჲთა ამათ გამო კაცად სრულად და საზომსა ჰასაკისასა დაემტკიცნენ წმიდანი, რაჲთა სრულ-იპოვნენ კურთხევითა უფლისა მიერ.
436. და რამეთუ „სამხრით კერძო დაიმკჳდროს“, დაფარულად ამას ეკლესიათა მოგუასწავებს,
437. რომელი განმზადებულ არს ყოვლისა სოფლისა და ყოველთა დაბადებულთა დამკჳდრებად.
438. და ასერს ჰრქუა: „კურთხეულ ძმათა შორის, ასერ, და შემწყნარებელ იყოს ძმათა.
439. შეისოლვნენ ფერჴნი მისნი ზეთითა.
440. და რკინის და სპილენძის ჴამლნი მისნი.
441. და შემსგავსებულ დღეთა ძალი მისი.
442. და არავინ არს ღმერთ, ვითარცა საყუარელისაჲ მის, რომელი აღვალს ზეცად შემწედ შენდა, და დიდსა მას თავყოფილსა დამტკიცებაჲ მისი, და დაფარულსა მას ღმრთისა ჴელმწიფებასა…
443. მკლავთა მათ სამარადისოთა განაოტნეს პირისა შენისაგან მტერნი“.
444. და ჰრქუას, ვითარმედ: „წარწყმდით და დაიმკჳდროს ისრაჱლმან სასოვებით ქუეყანასა მას იაკობისსა შორის იფქლსა და ღჳნოსა, და ცანი მისა ცუარგანრეულ ღრუბლითა“.
445. და ძეთა ასერისთასა იტყჳს სიწმიდესა, რომელნი სახელისათჳს ქრისტესა ნაშობ ღმრთის იწოდნეს, ვითარცა მახარებელი იგი იტყჳს,
446. რამეთუ: „რომელთა შეიწყნარეს ჴელმწიფებაჲ იგი, მისცა მათ ჴელმწიფებაჲ ნაშობ ღმრთის ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი“.
447. და იოვანე იტყჳს: „შემძლებელ არს ღმერთი ქვათაგანცა აღდგინებად შვილად აბრაჰამისა“.
448. და ესაია იტყჳს: „მაშინ თქუას, ვითარმედ: „აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან“.
449. ამას მოგუასწავე[ბ]ს წინაჲსწარმეტყუელი მოსე სულითა განმზადებულისა მის ყოფადისა შობად ძისა სოფელსა შინა ღმრთისა მიერ, რამეთუ თქუა: „კურთხეულ ძმათა შორის ასერ“.
450. და ასერ იწოდების სიმდიდრე, ვითარცა წინაჲსწარ ითქუა, ვითარმედ: „სიმდიდრჱ ზღჳსაჲ გაწოვებდეს შენ“, რომელ არიან ნათესავნი, რომელნი გამოსწოვენ მცნებათაგან უფლისათა.
451. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „იყოს შეწყნარებულ შორის ძმათა თჳსთა“.
452. არა თუ რომელთა მიმართ მჴსნელიცა იტყოდა, ვითარმედ: „ძმანი და თანა-მკჳდრნი ჩემნი“.
453. ამათა იქმნებოდა შეწყნარებულ სიტყუაჲ იგი, ვითარცა კაცი ჴორცითა ქუეყანასა ზედა გამოჩინებულ, არამედ ღმრთადცა მათ მიერ...
454. რამეთუ თომა იტყჳს: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“.
455. ესე ჴორციელად ძმათა მათ მიერვე ცნობილ შეურაცხ-ყვეს და ვითარცა კაცი გლახაკი და შეურაცხ-ყოფილი აგინეს.
456. რომლისათჳს წინაჲსწარვე ღაღადებით წინაჲსწარმეტყუელი იგი იტყჳს: „შვილ ვისხენ და აღვიმაღლენ და მათ მე შეურაცხ-მყვეს.
457. იცნა ჴარმან მომგებელი თჳსი და ვირმან ბაგაჲ უფლისა თჳსისაჲ და ისრაჱლმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან ჩემი არა გულისხმა-ყო“.
458. და იოვანე წამებს თქუმულთა ამათთჳს და იტყჳს: „და არცა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“.
459. აწ რომელთა-მე ძმათა იქმნა შეწყნარებულ,
460. არამედ ნათესავთა შორიელთა მოწოდებულთა, რომელთა მიმართცა იტყოდა: „მოვედით ჩემდა ყოველნი ეგე მაშურალნი და ტჳრთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ.
461. მიიღეთ უღელი ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ და მდაბალ გულითა.
462. და მიიღოთ განსასუენებელი თავთა თჳსთა, რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ?“
463. რაჲთა გულისხმა-ჰყოთ, რომლისათჳს იტყოდა მოსჱ, შემობმით იტყჳს: „დაასოლვნეს ფერჴნი თჳსნი ზეთითა“,
464. რომლისათჳს ძალისა მის თქუმულთაჲსა, ვითარმედ: „შეისოლვოს ზეთითა ფერჴი თჳსი“
465. არა სხუას რას იტყჳს, ვითარმედ მისთჳს, რომელ-იგი ვნებათაჲ მათ იყო, რამეთუ სისხლი, რომელ გუერდთა მათგან გამოეცა, წყალობაჲ ჩუენ მოგუეთხრა.
466. შეისოლვა უფლისა ფერჴი, რაჲთა მეწამულის ფერი ნიში მის ზედა მას ჟამსა აღსრულებულ გამოჩნდეს და ცხორებისა იგი კარი მოგუესწაოს.
467. და კრავისაჲ მის სისხლი, რომელთა ჰრწმენეს, ორთა მათ წირთხლთა ეცხოს და მომსრველი იგი მის გამო მეოტ იქმნეს.
468. „შეისოლვოს ფერჴი თჳსი ზეთითა“.
469. ესე თავადი არს, რომლითა წყალობა ყოველთა კაცთა ექმნა; წინაჲსწარ ქადაგებდა, რამეთუ იაკობ ეგრევე იტყჳს:
470. „განრცხეს ღჳნითა სამკაული თჳსი და სისხლითა ყურძნისაჲთა – სამოსელი თჳსი“, რაჲთა აჩუენოს ჴორცთაჲ მათ შემოსილ სისხლთაჲ მათ.
471. ვითარცა სამკაული სიტყვისაჲ მის, რომელ-იგიცა ვნებათა მათ მოვიდა, რომელ-იგი უვნებელ და უგუემელ სიტყუაჲ იგი იყო.
472. „რკინა და პილენძ ჴამ[ლ]ნი მისნი“.
473. და იტყჳს ამას ძალსა სახარებისასა და გინათუ მოციქულთასა იტყჳს, რომელნი ძლიერ იქმნნეს, ვითარცა რკინაჲ, ყოველსა მოთმინე სიმჴნით და ჴმა-კეთილ,
474. ვითარცა პილენძი ქრისტეს სახარებისა მის მიმოდადებითა, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს:
475. „ვითარ შუენიერ არიან ფერჴნი მშჳდობის მახარებელთანი, რომელნი ახარებენ კეთილსა“.
476. ფერჴ ქრისტესა იქმნნეს მოციქულნი იგი და ჴამლ მათა სახარებაჲ იგი.
477. და რომელ-იგი თქუა: „და შემსგავსებულად დღეთა შენთა ძლიერებაჲ შენი“,
478. რამეთუ არა ჟამთა რიცხუსა ქუეშე იყო, რაჲთამცა განსარყუნელ იქმნა, არამედ საუკუნო, [რაჲთა] მკუდარნიცა განაცხოველნეს.
479. არავინ არს ღმერთ სხუა უფროჲს შეყუარებულისა მის.
480. შემდგომად ღმრთისა ვინ სხუა ღმერთ შერაცხილ? ესე მამა ძისა შეყუარებულისაჲ,
481. ვითარცა სახარებასა შინა წამებს: „მოვიდა ჴმაჲ ზეცით და თქუა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მთნდა ამისი ისმინეთ“.
482. ამისსა მსგავსსა იტყოდა მოსჱცა: „არა არს ღმერთ, მსგავს შეყუარებულისა მის, რომელი-იგი ზის ზეცათა, შემწე შენდა“.
483. და იაკობ კურთხევით იოსებს ესრე ჰრქუა: „და შეგეწია შენ ღმერთი ჩემი.
484. და დავით იტყჳს: „შემწე ჩემი და მჴსნელი ჩემი და დიდებაჲ ჩემი და აღმამაღლებელი თავისა ჩემისაჲ“.
485. აწ მჯდომარჱ იგი ცათა შინა შემწე მისა იქმნა და ჩუენდაცა, მისა მოსავთა, დიდ-დიდად დამტკიცებითა, რამეთუ ძჱ, აღმაღლებული ზეცად, აღმაღლებულ და დიდებულ იქმნა,
486. განმადიდებელ და პატიოსან დამტკიცებითა ზედა საყდართა მამისათა დიდებულ.
487. ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: „დაფარნა ცანი სიმჴნემან მისმან“ და დავით იტყჳს: „დიდებაჲ და სიმდიდრჱ და ძლიერებაჲ შთააცუ მას“.
488. და მერმე იტყჳს: „შეიბ მახჳლი წელთა შენთა, ძლიერო, გარდააცუ, წარემართე და მეუფებდ!“
489. და მოსე იტყჳს: „და დაფარული ღმრთეებისაჲ მის ჴელმწიფებისაჲ და ძლიერთაგან მკლავთა საუკუნოჲსათა“.
490. დაფარულ ღმრთეების თქუა ჴორცთაჲ მათ, რომელსა შინა სიტყუაჲ იგი დაეფარა, ჴელმწიფებასა ღმრთისასა სიტყუაჲ იგი მოგუასწავებს.
491. სოლომონი იტყჳს: „უფალმან დამბადა მე დასაბამსა გზათასა საქმეთა თჳსთა“.
492. და იოვანე იტყჳს: „მე ვარ დასაბამ და მე ვარ აღსასრულ“.
493. აწ ჴორცნი იგი დამფარველ სიტყჳსა მის იყვნეს, რომელ-იგი „იყო დასაბამითგან ღმრთისა თანა“.
494. ძემან ღმრთისამან და სიტყუამან მამისამან წმიდაჲ იგი ჴორცი შეიყუარა და მამაჲ ძესა მკლავთა შინა თჳსთა მფარველ-ყოფილთა სცავს,
495. რაჲთა საუკუნოდ მეუფედ გამოაჩინოს და მტერნი და მზაკუვარნი მის ქუეშჱ დაამორჩილნეს.
496. ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: „დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“.
497. და მოციქული იტყჳს: „ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა.
498. უკუანაჲსკნელი იგი მტერი განქარდეს – სიკუდილი“.
499. და მოსე ეგრევე იტყჳს: „განაოტოს პირისა შენისაგან მტერი და ჰრქუას, ვითარმედ წარწყმდინ.
500. და დაიმკჳდროს ისრაჱლმან სასოვებით ქუეყანასა მას იაკობისსა, შორის იფქლსა და ღჳნოსა.
501. და ცანი ზეგარდამო შენდა ღრუბლითა ცუარგანრეულ“.
502. შემდგომად დაცემით ეშმაკისა და ყოველთა ერთა მისთა,
503. წარწყმედით და განქარვებითურთ უშჯულოვებათაჲ მათ ქუეყანით „დაიმკჳდროს ისრაჱლმან თავს-თავ სასოვებით ქუეყანასა მას იაკობისსა“.
504. მას ჟამსა ყოველნივე წმიდანი სუფევდენ ქრისტეს თანა.
505. ისრაიტელნი ითქუმიან ღმრთისმხილველ, მარადის დამკჳდრებულ წმიდასა ქუეყანასა სასოვებით, არღარა სიკუდილისაგან შეშინებულ,
506. და არცაღა ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა შეძრწუნებულ, არცა ამის სოფლისა გულის-თქუმითა შეკრულ, და არცა ჭამადითა განსარყუნელითა განმხიარულებულ,
507. და არცა ზრუნვითა ამის ქუეყანისათჳს ცალიერ ყოფილ, და არცა ხორშაკითა და არცა მყინვართაგან ზამთრისათა დამძიმებულ,
508. და არცა ზრუნვითა და ოფლითა ქუეყანისაჲ ესე საზრდელი ჭამად, რამეთუ დადუმებულ არიან ცოდვანი, დაცხრომილ არიან გულის-თქუმანი, ძლეულ არს სიკუდილი,
509. დატკებნულ არს მაცთური, აჴოცილ არს მძლავრი იგი, მოკლულ არს მზაკუვარი იგი გუელი,
510. განთავისუფლებულ არიან დაბადებულნი, განმხიარულებულ არს ყოველი ხჱ უდაბნოჲსაჲ.
511. ქუეყანაჲ ნაყოფითა სავსჱ განურყუნელად ჰგიეს უკუნისამდე და არღარა ცვალებითა ჟამთაჲთა განრყუნილ და არცა წჳმისა და ცუარისა წადიერ.
512. რამეთუ ესე დაბადებულნი განთავისუფლებულ მონებისაგან განრყუნისა ანგელოზებით და კაცთა ბუნებითურთ და ყოვლითა ნაყოფიერებითა,
513. რომელ მას შინა ქებასა შესწირვენ ღმრთისა მიმართ, სულისა წმიდისა მიერ განცხოველებულ.
514. და მის მიერ კურთხევითა ნაყოფიერ, რომლისაგან გემოჲ ხილულ წმიდათა განურყუნელი იგი პური ცხორებისაჲ.
515. და სუმენ განურყუნელსა სასუმელსა სიტყჳსა მის მიერ.
516. ანგელოზნი სულიერნი დამტკიცებულ დაუცხრომელითა გალობითა ყოვლით დაბადებულითურთ შესწირვენ ღმრთისა, რომლისა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.