1
1. [გჳთხრობდა ჩუენ მამაჲ ისაკ, ძე სოფრონ პალესტინელისაჲ, და არს წიგნი ესე სიბრძნე ბალაჰვ[არისი], რომელი იყოფებოდა უდაბნოთა მძოვართა თანა]
2. ... ამას ჩუენსა? ხოლო მან ჰრქუა: არა.
3. და ვითარცა ყოველივე განუმარტა, არღარაჲ მიუგო მას.
2
1. და ვითარცა მოვიდა მამაჲ მისი, ჰრქუა: მნებავს ცნობად საქმე ერთი, რომლისა მიერ მარადის დიდსა მწუხარებასა შინა და ურვასა ვარ მე.
2. და ჰრქუა მამამან: მკითხე, შვილო ჩემო!
3. მიუგო: მითხარ, მამაო და უფალო ჩემო, თუ რომლისა საქმისათჳს იქმნა შეწყუდევაჲ ჩემი ადგილსა ამას და რაჲსათჳს აყენებ კაცთა შემოსლვად ჩემდა?
4. ჰრქუა: ამისთჳს, შვილო, რაჲთა არა შეძრწუნდეს გული შენი და კიდე-ვყვნე ვნებანი ყოველნი შენგან.
5. ჰრქუა ყრმამან: უწყოდე, მეფე, საქმითა ამით, რომელ გიყოფიეს ჩემდა, ყოველნი საშუებელნი ჩემნი სიმწარედ გარდაგიქცევიან, რამეთუ სული ჩემი სურვიელ არს განსლვად გარეგან კართა.
6. ხოლო აწ გევედრები, რაჲთა განმიტეო და ვიხილო ქუეყანაჲ და არასადა გარდავჰჴდე მცნებასა შენსა.
7. და ესე რაჲ ესმა, შეიწრდა გული მეფისაჲ და თქუა გულსა თჳსსა: უკუეთუ დავაყენო ნებაჲ მისი, განმრავლდენ ურვანი მისნი და განუმწარო ყოველი საშუებელი მისი.
8. და ჰრქუა: შვილო, უკუეთუ გნებავს რაჲ, დღე აღჯედ საჴედარსა და განვედ კაცთა თანა, და იყავ ნებისაებრ შენისა.
9. და ამცნო მეფემან, რომელნი განჰყვებოდეს ყრმასა მას, რაჲთა წინაწარმავალთა წარავლენდენ და, უკუეთუ ჰპო[ვ]ებდენ კაცთა ბერთა, გინა სნეულებითა შეპყრობილთა, გზისაგან კიდე-განიყვანებდენ, რაჲთა არა იხილნეს საქმენი კაცთანი და შესჭირდეს რაჲმე საწუთროთა ამათგან.
10. ხოლო იგინი ესრეთ ჰყოფდეს.
11. ხოლო დღესა ერთსა ვიდოდა რაჲ ყრმაჲ იგი, იხილნა ორნი კაცნი: ერთი გონჯი და ერთი მწუხარე, რომელი სხუასა მიჰყვანდა და ზარ-განჴდილ იქმნა და ჰკითხვიდა მათთჳს.
12. და ჰრქუა: ესე კაცნი არიან და ვნებაჲ შემთხუეულა, ვითარ სხუათაცა კაცთაცა შეემთხუევის.
13. და ჰრქუა მან: ესე ყოველთა შეემთხუევისა?
14. ხოლო მათ ჰრქუეს: არა, არამედ ზოგთა, რამეთუ რომელთამე შეემთხუევის და რომელნიმე დაუშთებიან.
15. მაშინ განჰკრთა გონებითა და იქცა დამძიმებული.
16. და კუალად ოდესმე განვიდა, და მოყუასნი იგი წინამავალნი უდებ იქმნნეს და ვერ იხილეს კაცი მდებარე მოუძლურებული, რომლისა თმაჲ სპეტაკ იყო, ვითარცა მატყლი, და პირსა მისსა კბილი არა იყო და სიტყუაჲ მისი ფლაფნით იყო.
17. და ვითარცა მივიდოდა ძე მეფისაჲ, იხილა იგი და შეეზარა, და ჰრქუა ზანდან მზარდულსა: რაჲ არს ესე?
18. ხოლო მან ჰრქუა: და ესეცა კაცი არს.
19. და ჰრქუა: ესე რასა შეუქმნიეს?
20. ხოლო მან ჰრქუა: წელიწადთა სიგრძესა.
21. და ჰრქუა: რაჲ არს წელიწადი?
22. მიუგო ზანდან: თორმეტი თუე.
23. და ჰრქუა: რაჲ არს ათორმეტი თუე? მიუგო: ოთხი კჳრაჲ.
24. და რაზომსა წელიწადსა შეიქმნების ესრეთ?
25. მიუგო: ოთხმეოცდაათსა, გინა ასსა.
26. ხოლო იყო იგი გონებითა ვრცელი და სიბრძნითა სავსე, და აღრაცხნა თუენი და წელიწადნი და ჰრქუა: ვითარ ვხედავ, ადრე მიუთქს დღე დღესა და წელიწადი წელიწადსა და ასთა წელიწადთა დასასრული ადრე იქმნების.
27. აწ რაჲღა წინა-უც კაცსა ამას?
28. ჰრქუა მას ზანდან: ამისსა შემდგომად სიკუდილი.
29. და ჰრქუა იოდასაფ: და რაჲ არს სიკუდილი?
30. ხოლო იგი ვერღარას დაუფარვიდა და ჰრქუა: განქარდების საჴსენებელი ამისი ქუეყანით.
31. და ჰრქუა: მამაჲ ჩემი ესევითარადვე იქმნებისა?
32. და ჰრქუა: ეგრეთ იქმნების. – და შენცა ესრეთვე?
33. და ჰრქუა: ჰე. – და მე ესრეთვეა? ეგრეთ შენ.
34. – და ყოველნი კაცნი ესრეთვეა?
35. – ჰე, ეგრეთვე, უკუეთუ საზომსა მაგისსა მიიწივნენ.
36. ხოლო ესეცა უწყოდე, რამეთუ რომელნიმე ოდეს იშვნენ, მაშინვე წარიტაცებს სიკუდილი, და რომელთამე – მცირედ რაჲ აღიზარდნენ, და ზოგნი – ჰასაკსა მოვიდენ.
37. და ჰრქუა: მე აწ თანა-მაც სიკუდილი?
38. და ჰრქუა: არა შენ ოდენ, არამედ ყოველთა კაცთა.
39. მაშინ შეძრწუნდა ძე იგი მეფისაჲ, აღდუღნა გული მისი და ტიროდა და ეტყოდა ზანდა[ნს] მზარდულსა: და არა არს ქუეყანაჲ, რომელსა ზედა არა მოიწეოდის კაცთა ზედა ესევითარი სალმობაჲ,
40. ვითარ-იგი წინაჲს ვიხილენ უძლურნი და აწ ამას ვხედავ, ხოლო კუალად უძნელეს აღმიჩნდა სიკუდილი?!
41. და კუალად იცემდა მკერდსა და ტიროდა და ეტყოდა: მაუწყე, თუ არსა ქუეყანაჲ, რომელსა შინა განვერე სალმობათაგან?
42. მაშინ ტიროდა ზანდან მზარდულიცა და ეტყოდა: არა არს ცასა ქუეშე ეგევითარი ქუეყანაჲ...
3
1. 30. ... თა. ხოლო ღმერთმან, რომელმან დამბადა, მყო მე რომელთამე უდარეს და რომელთამე უმჯობეს.
2. ხოლო გულისჴმა-ვყავ ესეცა, რამეთუ განმიყვანებს ამის ცხორებისაგან თჳნიერ კითხვისა ჩემისა.
3. და ვითარ გულისჴმა-ვყავ და ვცან საქმე ცხორებისა ჩუენისაჲ, ვითარმედ ვერას შემძლებელ ვარ შემატებად, გინა დაკლებად ჰასაკისა და ვერცა განახლებად დაძუელებულისა და ვერცა კუალად შედგმად,
4. თუ რაჲ მოჰვარდეს ასოთაგანი, და ვერცა შეუძლეს ამას მეფეთა მეფობითა, და ვერცა მარჯუეთა სიმარჯჳთა და ვერცა ბრძენთა სიბრძნითა, და ვერცა ძლიერთა ძალითა თჳსითა.
5. და მერმე ვხედევდ შემოსლვასა ღამისასა შემდგომად დღისა, და ქცევასა სამყაროთასა.
6. და ამით გამო ვცან, რამეთუ ყოველთა უვის დამბადებელი.
7. და უკუეთუმცა მსგავს იყო მათსა, მის ზედაცამცა მოიწეოდეს, რომელნი მოიწევიან დაბადებულთა ზედა, რამეთუ ვითარცა თქუა და ინება, იქმნნის, და ოდეს ინებოს, აღესრულების და კუალად აღადგენს, ვითარცა პირველ იყვნეს.
8. რამეთუ ბრძანებაჲ მისი უგანმკუეთელეს არს მახჳლისა ორპირისა და უმალეს არს კამკამებასა ელვისასა, და ენებოს თუ, განაქარვებს და კუალად მოაგებს, და კურთხეულ არს და დიდებულ სახელი მისი უკუნისამდე.
4
1. 31. ჰრქუა იოდასაფ: ყოველივე ეგე ჭეშმარიტად სწამე, გარნა ვინაჲ სცან, თუ აღდგომაჲ ყოფად არს შემდგომად სიკუდილისა და მიგებაჲ კეთილისა და ბოროტისაჲ?
2. მიუგო ბალაჰვარ: ორთა საქმეთაგან საცნაურ არს, რამეთუ განწვალებულ არს ცხორებაჲ მორჩილთა და ურჩთაჲ სოფელსა ამას შინა, და რამეთუ ვხედავთ მრავალთა ურჩთა შუებითა და დიდებით, ხოლო მორჩილთა ვხედავთ, რამეთუ ჭირითა და შეურაცხებითა განვლენ სოფლისა ამისგან,
3. და მით უწყით, რამეთუ მართლმსაჯულმან ღმერთმან ამისთჳს არა ადიდნა მორჩილნი იგი მისნი, რაჲთა აღდგომასა მას უმეტესი წინა-უყოს მათ, ხოლო ურჩნი იგი დასაჯნეს საქმეთა მათთაებრ.
4. ხოლო მეორედ საცნაურ არს ქადაგებითა მოციქულთაჲთა, რომელნი-იგი თჳთმხილველ იქმნნეს დიდებასა ღმრთეებისასა, ამისთჳსცა ახარებდეს მისაგებელსა საუკუნოსა მორჩილთათჳს და განაკრძალებდეს სატანჯველთათჳს საუკუნოთა.
5. და რამეთუ ამისთჳს შევიწყნარეთ წამებაჲ მათი, რამეთუ აჩუენებდეს ნიშებსა და სასწაულებსა კაცთა შორის ძალითა.
5
1. 32. ჰრქუა იოდასაფ: ვინაჲთგან მოციქულნი ამისვე კაცობრივისა ნივთისანი იყვნეს, ვითარ ჰგონებ, თუ ჭეშმარიტსა იტყოდეს?
2. ჰრქუა ბალაჰვარ: ამით უწყით ჭეშმარიტებაჲ, ვითარცა პირველ ვთქუ, რამეთუ შეუდგეს ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა და განეყენნეს მონაგებთაგან და შეუდგეს სიგლახაკესა,
3. და რამეთუ გლახაკთა სიტყჳთ განამდიდრებდეს და თჳთ უჴამლონი და თავშიშუელნი ერთითა სამოსლითა მიმოვიდოდეს და აჭირვებდეს თავთა თჳსთა,
4. და ეგრეთვე სხუათა აწურთიდეს, და უკუეთუ იყვნეს ცრუ მოწამე და მტყუარ, არამცა ესევითართა იწროთა და საჭიროთა გზათა ავლინებდეს კაცთა, და ვრცელი და ფართოჲმცა გზაჲ უჩუენეს, რომელ არს საწადელი თუალთაჲ და სანებელი გულთაჲ.
5. და მი-მცა-უშუეს გულის-თქუმათა და შუებათა მიმართ, და ესევითარითამცა ცხორებითა მოიმძევლნეს გულნი კაცთანი, და არამცა ლოცვითა და მარხვითა, და ჭირითა და გლახაკობითა განაკრთვნეს გულნი კაცთანი.
6. ჰრქუა იოდასაფ: უკუეთუმცა აღ-ვინმე-დგა კაცი და სიცრუვით იტყოდა თავსა თჳსსა მოციქულად ღმრთისა, ვითარ საცნაურ არს, თუ ჭეშმარიტსა იტყჳს ანუ უცნაურსა?
7. ჰრქუა ბალაჰვარ: დაფარულთამცა მისთა გამოაცხადნეს საქმენი მისნი, რამეთუ მოთმინებასა ასწავებენ და თჳთ ვერ მოთმინე არიან.
8. და ვერცა შემძლებელ არიან ყოფად სასწაულებსა, რომელიმცა კაცთაგანმან ვერ შეუძლო ყოფად.
6
1. 33. და ვითარცა ესევითართა სიტყუათა ასწავებდა ბალაჰვარ ძესა მეფისასა და განმრავლდა შემოსლვაჲ ბალაჰვარისი წინაშე იოდასაფისა, ჰრქუა მას ზანდან მზარდულმან:
2. შენ უწყი, ძეო მეფისაო, ვითარ ერთგულებისა ჩემისათჳს დამადგინა შენ ზედა მამამან შენმან, და აწ განკჳრვებულ ვარ საქმესა ზედა ამის კაცისასა, რომელი შემოვალს შენდა ყოველსა ჟამსა, და მეშინის, ნუუკუე მათგანი იყოს, რომელნი სძულან მამასა შენსა.
3. აწ თუ თუნდა, დააცადე საქმე ესე და განზრახვაჲ მის თანა, და თუნდა, უბრალო მყავ და ვაცნობო მამასა შენსა;
4. და თუ ესე არა გნებავს, განმიყვანე მე შენგან და ნაცვალად ჩემდა მოგცნეს მამამან შენმან სხუანი მსახურნი, და მე განმათავისუფლე რისხვისაგან მამისა შენისა.
5. ჰრქუა იოდასაფ: პირველად ესე ყავ, რაჲთა დასდგე ფარულად უკუანა კერძო კრეტსაბმელისა და ისმინო, რასა-იგი მეტყჳს მე, და მერმე, რაჲცა გნებავს, იგიცა ყავ.
6. და ვითარცა შემოვიდოდა ბალაჰვარ წინაშე იოდასაფისსა, უკუდგა ზანდან უკუანა კერძო კრეტსაბმელისა.
7. და იწყეს სიტყუად ურთიერთარს.
8. და ჰკითხვიდა იოდასაფ საქმეთა საწუთოჲსათა.
9. ხოლო ბალაჰვარ იწყო გამოთქუმად ამაოებათა ამის საწუთოჲსათა და ჰრქუა: შეუგავს მეძიებელთა ამის საწუთოჲსათა, რაჲთა აღირჩიონ საუკუნოჲ იგი წარუვალი საშუებელი, და რად არა გულისჴმა-ჰყოფენ მსწრაფლ-წარმავალობასა სოფლისა ამის დიდებისასა,
10. რამეთუ ხედვენ ადრე განქარვებასა საფასეთასა, და რომელნი ცუდად შეიკრებენ, დაშურებიან, რამეთუ შემდგომად მცირედისა ჟამსა სხუანი ეუფლებიან შენაკრებთა მათთა.
11. აწ რომელიმე საქმე საწუთოჲსაჲ საქებელ არს, ანუ რომელნი საფასენი ჰგიან განუხრწნელად.
12. ხოლო რომელთა გარდაემატოს აქა სიმდიდრე, მუნ პოონ ჭირი და სიგლახაკე, და რომელთა მოიგონ აქა პატივი, მუნ პოონ შეურაცხებაჲ.
13. და სხუაჲცა მრავალი ასწავა ესე და ვითარი.
7
1. 34. და ვითარცა განვიდა ბალაჰვარ, უნდა იოდასაფს გამოცდაჲ ზანდანისი, უკუეთუ სარგებელ ეყვნეს სიტყუანი ბალაჰვარისნი, და ჰრქუა: არა გესმისა, რასა მეტყჳს მტყუვარი ისი და გრძნეული, რამეთუ ეგულების შეცთუნებაჲ ჩემი და განრყუნად საშუებელი ესე საწუთოჲსაჲ?
2. ჰრქუა მას ზანდან: არა გიჴმს, ძეო მეფისაო, ზაკულებაჲ ჩემ თანა, რამეთუ ზრახვაჲ ესე ნათელ არს და ჩუენ გუასმია და ვიცით სიტკბოებაჲ მისი დიდი.
3. ხოლო ოდეს შეაჩუენნა მეფემან კაცნი იგი ღმრთის მსახურნი და განასხნა ქუეყანისა ამისგან, მუნიერითგან არღარა გუასმიეს სიტყუაჲ ესევითარი.
4. და უწყით, რამეთუ სიცოფით დაუტევეთ იგი და შევიყუარეთ წუთი ესე წარმავალი.
5. ხოლო შენ, ძეო მეფისაო, უკუეთუ გთნავს და გამოგირჩევიეს ესე და შეიყუარებ და თავს-იდებ სიმძიმესა მისსა და მის თანა რისხვასაცა მეფისასა და წინააღდგომასა ერისასა, გიხაროდენ უკუე პატივსა შინა ზეცისასა და ცხორებასა შინა საუკუნესა!
6. ხოლო მე მიუდრეკივარ სიყუარულსა სოფლისასა და შიშსაცა მამისა შენისასა, არამედ არა უვარ-ვჰყოფ სიმდიდრეს[ა] მაგის საქმისასა.
7. ხოლო შენ მიბრძანე, თუ რომლითა ღონითა განვერე რისხვასა მამისა შენისასა, რამეთუ დავფარე აქამომდე საქმე ესე მისგან!
8. ჰრქუა იოდასაფ: უკუეთუ დაჰფარო საქმე ესე მეფისაგან, უწყოდი, რამეთუ იგიცა ერთგულებაჲ არს წინაშე მისსა, რაჲთა არა შეაგდო იგი ურვასა და მწუხარებასა და წარუკუეთო მას სასოებაჲ შვილიერობისაჲ და შევარდეს გულის კლებასა.
9. ხოლო ჩემგან უშიშ იყავ ამიერითგან და იქმოდე და იტყოდი, რაჲცა გნებავს.
10. რამეთუ გულისჴმა-მიყოფია ამაოებაჲ ამის სოფლისაჲ და ჭეშმარიტად მიცნობია, რამეთუ არარაჲ არს კაცი, გარნა მატლი და წუთხი, მტუერი და ნაცარი, და ამისთჳს არა ვზრუნავ ჴორცთათჳს, რამეთუ არარაჲ არიან, ხოლო სული არს, რომელი იგრძნობს ტკივილთა, გინა შუებათა.
11. აწ მისთჳს ჯერ-არს ზრუნვაჲ, რაჲთა მას საუკუნესა არა მიეცეს სატანჯველსა დაუსრულებელსა, ცეცხლსა და მატლსა დაუძინებელსა, და ბნელსა გარესკნელსა, და ესეცა უწყოდე,
12. რამეთუ მე მიპოვნია მამაჲ ყოვლისა მპყრობელი, დამბადებელი ცათა და ქუეყანისაჲ და შემოქმედი ყოველთა დაბადებულთაჲ და მისგან მეშინის და მისგან ვძრწი და მას თაყუანის-ვსცემ,
13. რამეთუ იგი არს მეუფე მეუფეთაჲ და მას აქუს უფლებაჲ სულთა და ჴორცთაჲ, და მისი არს სუფევაჲ უკუნითი უკუნისამდე.
8
1. 35. ხოლო ბალაჰვარს ენება წარსლვაჲ და იჯმნა ძისაგან მეფისა, ხოლო იგი ფრიად შეწუხნა და ვერ დაითმენდა განშორებასა მისგან.
2. და ჰრქუა: ვერ თავს-ვიდებ თჳნიერ შენსა ყოფასა და გევედრები, რაჲთა წარმოვიდე შენ თანა და ერთგან ვიყოფოდით მოყუასთა შენთა თანა.
3. მიუგო ბალაჰვარ: ძეო მეფისაო, სახე ეგე მსგავს არს სახესა მას, რამეთუ იყო ვინმე კაცი დიდებული და ესუა მას ძე საყუარელი.
4. და ძისა მის მისისათჳს ნუკრი განზარდა და ეჟუანი შეაბა ყელსა მისსა.
5. ხოლო იგი განვიდის ველად, რაჲთა ძოოს.
6. ხოლო ჟამსა ერთსა შეეყო სხუათა ქურციკთა და თანა განჰყვა იგი მაღნართა შინა.
7. და ვითარცა ცნეს, რამეთუ ნუკრი იგი წარვიდა უშინაგანესთა მაღნართა, და წარვიდეს ძიებად ნუკრისა მის განმზრდელნი იგი მისნი და პო[ვე]ს იგი სხუათა თანა ნადირთა.
8. ხოლო იგი დაჴოცნეს და ნუკრი იგი შეიპყრეს და წარმოიყვანეს.
9. ეგრეთვე ჩუენ შეგუჱმთხჳოს, მე და მოყუასთა ჩემთა.
10. და ვერცა სასოებაჲ შენი სრულ იქმეს, და ვერცა შემძლებელ ხარ ჭირთა მათ დათმენად, რომელთა მე და მოყუასნი ჩემნი მოვითმენთ.
11. და უწყოდე ესეცა, რამეთუ უმჯობეს არს, რაჲთა დაითმინო აქავე და, თუ ენებოს ღმერთსა, სხჳთა ღონითა ჰპოო, რაჲთა სათნო-ეყო უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა.
9
1. 46. ... საფს ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე, განძლიერდა გული მისი და ჰრქუა: ჵ მეფეო, ვინაჲთგან მამანი ჩუენნი ღმრთის მსახურნი იყვნეს, შენ რად დაუტევე სჯული მამათა შენთაჲ?
2. აწ კეთილად მზრახე მე დღეს, დაღაცათუ საქმით აღასრულებ საცთურსა.
3. ხოლო აწ სალმობაჲ გონებისა შენისაჲ ბოროტ არს და ჯერ-არს, რაჲთა მოსწრაფებით ვიღუაწოთ კურნებაჲ მისი.
4. და თანა-მაც ძიებად წამლისა და არა ჯერ-არს ჩემ მიერ სიმქისით მიახლებაჲ შენი, რამეთუ მამაჲ ხარ ჩემი და ფრიად ჯერ-არს პატივი მშობელთაჲ შვილთა მიერ, რამეთუ რომელი ზაკუვით გეტყჳს, იგი არა ერთგული არს შენი.
5. აწ დააცხრვე შფოთი გულისაგან შენისა და დაინახე უმჯობესი შენი და უწყოდე, რამეთუ ადრე მოსიკუდიდ ხარ და ყოველსა დიდებასა შენსა სხუათა დაუტეობ, ვითარცა-ესე ხედავ.
6. რამეთუ წარიტაცნეს რაჲ სიკუდილმან კაცნი, სხუანი ეუფლებიან მონაგებთა მათთა.
7. ხოლო შემდგომად ჟამთა ყოველნი აღდგომად ვართ და მიეგების კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.
8. აწ ისმინე ჩემი და გულად დაიდევ უმჯობესი, რამეთუ არღარავინ არს სოფელსა ამას შინა, რაჲთამცა გასწავა უმჯობესი რ~ არავინ არს სოფელსა ამას შინა.
9. ხოლო რომელნიმე დაშთომილ არიან უდაბნოთა შინა კაცნი ღმრთის მსახურნი, რომელთა ჰრწამს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და მათ იციან მისაგებელი სატანჯველი.
10. და უკუეთუ გნებავს, მოიყვანე მათგანიცა და შენისა სჯულისა მეცნიერნი და ვყოთ სიტყჳს-გებაჲ და გამოჩნდეს ჭეშმარიტი ცრუჲსაგან.
11. ხოლო მეფესა ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე ძისა მისისანი, დადუმდა განცჳბრებული, და ვითარცა მოეგო გონებასა, იწყო წინააღდგომად ნებისა მისისა.
12. ხოლო ნებაჲ მისი აცილობდა და მოაჴსენებდა შუებათა და განსუენებათა, რომელთა შინა ჩუეულ იყო, და ეტყჳნ გული[ს]-სიტყუაჲ მისი, ვითარმედ ვერ ძალ-გიც ცხორებად დღე ერთცა თჳნიერ ჩუეულებისა შენისა და ჯობნაჲცა სიმწარე არს და საყუედრელ.
13. მაშინ ჰრქუა მას: შვილო ჩემო, შემაცბუნა სიტყუამან შენმან და მომაქცია შენდა.
14. და აწ არღარა დავაცადო გამოძიებაჲ სიტყუათა შენთაჲ და გამონახვაჲ მათი დაწყნარებით, და უკუეთუ ჭეშმარიტ იყვნენ, უფროჲს განათლდენ გამოძიებასა შინა.
15. და აწ მეგულების შეკრებაჲ ერისაჲ და სიტყჳს ყოფაჲ სიმართლით და არღარა მძლავრობით, და ვბრძანო, რაჲთა ჴმობდეს ქადაგი მშჳდობასა, რაჲთა ყოველნი, რომელნი არიან სჯულისა შენისანი, მოვიდენ კრებასა ამას ჩუენსა,
16. რაჲთა სამართალი სასჯელი აღესრულოს წინაშე ყოვლისა ერისა, და რაჲთა არა სთქუა, თუ მო-რაჲმე-ვიმძლავრე, და სამართალსა ზედა გაწყდეს საქმე ჩუენი.
10
1. 47. მაშინ ბრძანა მეფემან შეკრებაჲ ერისაჲ.
2. და გამოვიდეს კერპთ მსახურნი.
3. ხოლო ნაქორ, რომელ საგონებელ იყო ბალაჰვარად, დადგა მეფისა ძისაკე.
4. ხოლო კრებასა მას არავინ დაჰხუდა მორწმუნეთაგანი, გარნა ერთი ვინმე, რომელსა ეპყრა იდუმალ სჯული ქრისტესი და სახელი მისი იყო ბარაქია.
5. და იგი განემზადა შეწევნად ბალაჰვარისდა.
6. და დაჯდა მეფე საყდართა ზედა, ხოლო იოდასაფ ქუეყანასა ზედა, რამეთუ არა ინება დაჯდომაჲ საყდართა ზედა.
7. და იწყო მეფემან სიტყუად კერპთ მსახურთა მიმართ და თქუა: აჰა ესერა თქუენ ხართ თავნი ამის სჯულისანი.
8. აწ დღეს იღუაწეთ მტკიცედ, და უკუეთუ სძლიოთ, კეთილ იყოს მისაგებელი თქუენი, და უკუეთუ იძლივნეთ, ესე უწყოდეთ, დავლეწო გჳრგჳნი ჩემი და დავსცე საყდარი ჩემი, და დავიყჳნო თმაჲ თავისა ჩემისაჲ და შევერთო რიცხუსა მონანულთასა, და დავწუნე ღმერთნი თქუენნი.
9. და მოგწყჳდნე ყოველნი წინაშე-მდგომელნი მათნი, და იავარ იქმნეს სახლი თქ~ნი, და ტყუედ მიეცნენ შვილნი თქუენნი.
10. ხოლო ძესა თჳსსა ჰრქუა და უჩუენა ნაქორ: აჰა მოძღუარი შენი და აწ ვყოთ ჩუენ წინაშე სიტყჳს-გებაჲ.
11. და თქუა იოდასაფ: მეფეო, სამართალი სასჯელი განაჩინე, ვითარცა ჯერ-არს მეფეთათჳს.
12. და ნაქორს ჰრქუა: შენ უწყი, ბალაჰვარ, ვითარ სიჩჩოებასა და შუებასა შინა მპო[ვ]ე და მაწჳე აღებად სჯული შენი და სთქუ, ვითარმედ: გაქუს სიმტკიცე მას შინა.
13. და მე დაუტევე სირცხჳლი მეფისაჲ და წინააღუდეგ შიშსა მისსა, და თავს-ვიდევ იწროებით ცხორებაჲ შიშისა მისთჳს სატანჯველთაჲსა, რომელ მაქადებდი.
14. და აწ ესერა შემოკრებულ არს სიმრავლე წინააღმდგომთაჲ და არავინ არს მწე ჩუენი მათ შორის და გესმა სამართალისა ყოფაჲ მეფისაჲ.
15. ხოლო უკუეთუ საცთური რაჲმე დამაგე და კიდე-მყავ საშუებელთაგან.
16. აწ უკუეთუ იძლევი ამათ მიერ, ესე მტკიცედ უწყოდი, მსწრაფლ შური ვიძიო ენისაგან შენისა და გულისა, და ჴელითა ჩემითა აღმოგწუადნე იგინი და მიუყარნე იგინი ძაღლთა.
17. ამას ამისთჳს ვჰყოფ, რამეთუ მოჰკიცხე ძე მეფისაჲ.
18. აწ ამას აღთქუმასა დავსდებ წინაშე ღმრთისა და ყოვლისა ამის კრებულისა.
19. ხოლო ნაქორს რაჟამს ესმნეს სიტყუანი ესე, შეძრწუნდა და გულისჴმა-ყო, რამეთუ შთავარდა მთხრებლსა მას, რომელ ქმნა, და ცნა, რამეთუ ვერაჲთ ღონის ძიებითა განერების, გარნა ქრისტეს აღსარებითა და შუელითა სჯულსა ბალაჰვარისსა.
20. ხოლო მეფისაგან ჰგონებდა შენდობასა შეთქმულებისა მისთჳს, რომელ დაედვა.
21. და აღაღო ნაქორ პირი თჳსი და იწყო ძაგებად კერპთა მიმართ და ქებად ქრისტესსა და მყოფთა სჯულისა მისისათა.
22. და წარემატებოდა სიტყუაჲ მისი ესრე კეთილად, რომელ ვერცა ბალაჰვარ მისწუთებოდა სიტყჳს-გებასა მას კერპთ მსახურთა მიმართ.
23. ხოლო იოდასაფ იხარებდა სულითა და განბრწყინდა პირი მისი და ჰმადლობდა ღმერთსა, რომელმან განაძლიერა სჯული მისი პირითა წინააღმდგომთა მისთაჲთა.
24. და განაგრძვეს სიტყჳს-გებაჲ მათ შორის.
25. და აღივსო მეფე გულის წყრომითა ნაქორისთჳს, წარმატებისათჳს სიტყუათა მისთაჲსა და ვერას ამხილებდა მას სირცხჳლისაგან ერისა.
26. და თქუა მეფემან გულსა თჳსსა: ესე ბოროტი მე თჳთ მოვიხადე თავისა ჩემისათჳს.
27. და თჳთ იწყო მეფემან სიტყჳს-გებად და ცილობად ნაქორისსა.
28. ხოლო ნაქორ მიუგნა სიტყუანი ძლიერნი, რომლითა არცხჳნა მეფესაცა და არა შეშინდა ზარისაგან მეფისა შიშისათჳს იოდასაფისსა.
29. და დაღამდა და ვერვისკე გამოჩნდა ძლევაჲ, რამეთუ ნაქორ უკლებდა მეფესა სირცხჳლითა.
30. ხოლო იოდასაფ ჰრქუა მეფესა: აჰა მეფეო, არა სადაჲთ გამოჩნდა ძლევაჲ.
31. აწ ყავ სხუაჲცა სამართალი და მოძღუარი ჩემი დაუტევე ჩემ თანა და შენნი შენ თანა.
32. ხოლო მეფესა ენება ნაქორის შეგონებაი იდუმალ, რაჲთა არა წინა-აღუდგებოდის სიტყჳს-გებასა მას, გარნა ნაქორ ეგრეცა დაუტევა სათნოჲსათჳს ძისა თჳსისა და ესვიდა ნაქორისგანცა მოკლებასა სიტყჳს-გებისასა შეთქმულებისა მის მათისათჳს.
33. ხოლო ძემან მეფისამან იდუმალ ჰრქუა ნაქორს: უწყი მე საქმე შენი, რამეთუ ნაქორ ხარ, ხოლო გიხაროდენ, დღეს რამეთუ კეთილად იღუაწე ღმრთის მსახურებისათჳს;
34. ხოლო მე ამისთჳს წარმოგიყვანე, რაჲთა დაგიცვა ბოროტის ყოფისაგან მეფისა, რამეთუ მას დღეს ფრიად არცხჳნე და ბოროტი ჰნებავს შენი.
35. ხოლო ჩუენ არა შევიწყნარებთ შეწევნასა შენსა პირითა უნებლიითა.
36. ხოლო შენ უკუეთუ გულისჴმა-გიყოფიეს საქმე შენი, ზეცით იყო შეწევნაჲ შენი, და თუ არა, ვითარ წინააღუდეგ სიმრავლესა ესოდენისა ერისასა!
37. აწ მოვედ გულისჴმის-ყოფად და ჴმა-ეც წოდებასა ღმრთისასა და მო[ვ]ედ სარწმუნოებასა მისსა, აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა.
38. ჰრქუა მას ნაქორ: შემიწყნარებიეს, ძეო მეფისაო, რომელ-ესე მაწუევ, და მრწამს ერთი ღმერთი და მიცნობიეს, ვითარმედ ყოველი მის მიერ არს.
39. და აწ მე შეურდები ცოდვათა ჩემთათჳს, რამეთუ იგი თავადი მოწყალე არს და ელის მოქცევასა ცოდვილთასა.
40. ხოლო შენ, ძეო მეფისაო, გიხაროდენ, უკუეთუ დაადგრე ნებასა მისსა.
41. და მე გაზრახებ, რაჲთა პატივ-სცე მამასა შენსა და სიმარჯჳთ ჰყო ცხორებაჲ შენი მის თანა, ვიდრე გზა-გცეს ღმერთმან.
42. ხოლო მე მრცხუენის პირისაგან მამისა შენისა, რ~ მოვეყვანე შემწედ მისდა, ხოლო მე წინააღუდეგ შეთქმულებისა თქუენისა, რამეთუ ფრიად შემეშინა შენგან.
43. და აწ თანა-მაც მე სივლტოლაჲ პირისაგან მამისა შენისა.
44. ხოლო შენ განმიტევე და წარვიდე უდაბნოს და, უნდეს თუ უფალსა, კუალად მოვიდე შემდგომად ჟამთა თქუენ წინაშე.
45. ხოლო მე მრწამს მამაჲ, ძე და სული წმიდაჲ და აღვიარებ მას.
46. და ნებ[ა]-სცა ძემან მეფისამან, და დაუტევა მშჳდობაჲ და წარვიდა ნაქორ სავსე სარწმუნოებითა.
47. ხოლო ცნა რაჲ მეფემან, სასო-წარკუეთილ იქმნა ნაქორისგანცა.
48. და დააცადა ცილებაჲ ძისა მისისაჲ, და იწყო შეურაცხის-ყოფად საქმესა კერპთასა და უპატიოდ ჰყვნის წინაშე მდგომნი კერპთანი.
11
1. 48. და შემდგომად მცირედისა მოიწია დღესასწაული კერპთაჲ.
2. და შეშინდეს კერპთ მსახურნი იგი, ნუუკუე არა მივიდეს მეფე ზორ[ვ]ად კერპთა.
3. მაშინ წარვიდეს თედმაჲსსა, რამეთუ იყო იგი კერპთ მსახური და იყოფვოდა უდაბნოს, და ფრიადი სასოებაჲ აქუნდა მეფესა და ყოველსა ერსა, რამეთუ ჰგონებდეს, ვითარმედ წჳმაჲ და მზე ლოცვითა მისითა მოეცემის ქუეყანასა მათსა.
4. და მოიყვანეს კაცი იგი მეფისა, რაჲთა შემწე ექმნეს მათ.
5. და ვითარცა შევიდა წინაშე მეფისა, არაჲ ემოსა თჳნიერ ფლასისა ნაძუელი, რომელი შემოედვა წელთა მისთა.
6. და ვითარცა იხილა მეფემან შემავალი მისსა, აღდგა და მიეგება წინა და მოწლედ მოიკითხა.
7. და ვითარცა დასხდეს ქუე, ჰრქუა: მეფეო, ცხოვნდი კერპთა მიერ!
8. რამეთუ მესმა, ვითარმედ ფრიად იღუაწე კერპთათჳს და გავიხარენ, რამეთუ მოგეცა ძლევაჲ.
9. ხოლო მეფემან ჰრქუა: ჩუენ ძლევაჲ არასადაჲთ მოვიღეთ, ხოლო შენ, რაჲ ძალ-გიც, შეგუეწიე.
10. ჰრქუა თედმა: პირველად ჯერ-არს აღსრულებაჲ დღესასწაულისა კერპთაჲსა და მაშინღა შემთხუევაჲ მტერთაჲ, რამეთუ იგინი არიან შემწენი წყობასა შინა მტერთასა.
11. და ჰრქუა მეფემან: მსგავს არს საქმე ჩემი და შენი, რომელსა ესუა ცოლი ქმნულ-კეთილი და ეშინოდა, ნუუკუე უთმინო იქმნეს და შთავარდეს ცოლი ჭაბუკისაჲ მის სიძვასა.
12. ამისთჳს ამცნო და ჰრქუა ცოლსა თჳსსა: უკუეთუ გწადდეს და ვერ წინააღუდგებოდი ჴორცთა შენთა, მიუტეობდი თავისა შენისათა;
13. და ვიხილენ რაჲ იგინი, მე ვყო ნებაჲ შენი და შენ არა შთაჰვარდე ცოდვასა;
14. და დღესა ერთსა მოვიდეს მტერნი და იყო ჴმაჲ.
15. და ჭაბუკი იგი შეეკაზმა, რაჲთა განვიდეს ბრძოლად.
16. ხოლო, იხილა რაჲ ცოლმან მისმან მოკაზმულად, ეტრფიალა და მყის გარდამოუტევნა თმანი.
17. და ვითარცა იხილა ჭაბუკმან მან სასწაული იგი, რომელი ემცნო, მოიქცა და აღასრულა ნებაჲ ცოლისა მისისაჲ.
18. ხოლო ვითარცა განვიდა, მდევართა მტერნი იგი ეოტნეს და მოქცეულ იყვნეს, და აყუედრებდეს ჭაბუკსა მას გჳანად განსლვისათჳს.
19. ხოლო მან ჰრქუა: მე მტერი საკუთარი მეწყო და იგი განვდევნე და მან დამახრწია ადრე არა გამოსლვასა.
20. აწ, თედმა, რომელი-იგი მე ფრიად მელმის, განმიკურნე, და მერმე, თუ ამით განმისუენო უშფოთველად, აღვასრულო მსახურებაჲ კერპთაჲ.
21. ჰრქუა თედმა: არარაჲ უსარგებლეს არს და განმკუეთელ, ვითარ აღსრულებაჲ დღესასწაულსა ღმერთთასა.
22. ჰრქუა მეფემან: მე ესრეთ ვჰგონებ, ნუუკუე იგი არს უჭეშმარიტეს, რომელსა ჩუენ წინააღუდგებით.
23. ხოლო უკუეთუ გნებავს შენ, მივედ და აღასრულე, ხოლო მე ვეგო იჭუსა ამას, ვიდრემდის გამომეცხადოს უმჯობესი.
24. მაშინ განრისხნა თედმა და დააგდო კუერთხი იგი, რომელ აქუნდა ჴელთა მისთა, და მოიძარცუა ძონძი იგი, რომელი ეხჳა წელთა.
25. და შიშუველი დადგა წინაშე მეფისა და ჰრქუა: მე ადვილად დაუტეობ არგანსა ამას და ძონძსა და არა მეშინის გზისაგან მონაზონთაჲსა,
26. რამეთუ არა რომელი ცხორებაჲ უსაჭირველეს არს ცხორებასა ჩემსა, რამეთუ არარაჲ მაქუს ცხორებასა ამას შინა, გარნა ქუეყანაჲ, რომელსა ზედა ვძურები, და მხალი, რომლითა ვიზარდები.
27. ხოლო მეფესა, ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე, სასო-წარკუეთილ იქმნა და ცნა უძლურებაჲ სჯულისა მათისაჲ.
28. და აზმნო აღსარებად ღმრთისა მხოლოჲსა.
29. და ამას რაჲ იგონებდა, გამოჴდა სული მყრალი პირისაგან მისისა და მოეჴსენნეს გემონი ამის სოფლისანი და იძლია ჩუეულებისაგან.
12
1. 49. და ჰრქუა თედმას: რომლითა ჯერითა ჯერ-არს მოქცევაჲ ძისა ჩემისაჲ?
2. ხოლო მან ჰრქუა, რამეთუ მასმიეს მეფისა ვისთჳსმე, რომელსა ესუა ძე, და ჰრქუეს მკურნალთა: უკუეთუ უწინარეს ათისა წლისა იხილოს მზე ყრმამან ამან, მოაკლდეს ნათელი თუალთაჲ.
3. ხოლო მეფემან მან გამოუთხარა ქუაბი და დასუა ყრმაჲ იგი მას შინა.
4. და შემდგომად ათისა წლისა ბრძანა გამოყვანებაჲ ყრმისაჲ მის.
5. და ბრძანა მეფემან დადგინებად წინაშე ძესა მისსა, რომელი უხილავ იყო მისგან, რაჲთა რომელი იხილოს, თუ იცოდის, რაჲა.
6. ხოლო ყრმაჲ იგი იკითხვიდა სახელსა თითოეულისასა.
7. და იხილნა დედანიცა და აღეგზნა სიყუარულითა, და იკითხნა: რაჲ არიან ისი?
8. ხოლო მათ ჰრქუეს: ეშმაკნი არიან, რომელნი წარსწყმედენ კაცთა.
9. ხოლო ყრმამან ჰრქუა: არარაჲ ვიხილე უკეთესი და უშუენიერესი იმათ ეშმაკთა.
10. აწ, მეფე, შენცა იძიენ დედანი, რაჲთა აზრზენდენ, და იქცეოდის რაჲ მათ შინა, დაჰვიწყდების საუკუნოჲ და შეესაკუთრების საწუთროსა.
13
1. 55. და ღონიერ იქმნნეს ყოველნი გლახაკნი და არღარავინ იპოვებოდა ქუეყანასა შინა მისსა გლახაკი, რომელმანცა ითხოვა ქველის საქმარი.
2. და მოვიდოდიან კერპთ მსახურნი და ნათელს იღებდიან.
3. და განმრავლდა კეთილი და ქრისტეანობაჲ ქუეყანასა შინა იოდასაფ მეფისასა.
4. და ყოველნი ერთბამად ადიდებდეს ღმერთსა, მომცემელსა ყოველთა კეთილთასა, და იხარებდეს ყოველნი.
5. ხოლო ვითარცა იხილა მამამან მისმან მოკლებაჲ სამეფოჲსა თჳსისაჲ და განმდიდრებაჲ სამეფოჲსა ძისა მისისაჲ, შეუძნდა ფრიად, და იყო ურვასა შინა დიდსა.
6. ხოლო განისმა ჰამბავი მისი ყოველსა ქუეყანასა, და ყოვლით კერძო შემოკრბა სიმრავლე მორწმუნეთაჲ.
7. და ბრძანა ყოველთა მოწესეთა და მღდელთაჲ, რაჲთა არავის ჰქონდეს უფლებაჲ მათ ზედა თჳნიერ ღმრთისა, და დაიმჭირნა ყოველნი პატივსა ზედა დიდსა, და ყოველნი ეკლესიანი იპყრნა პატივსა ზედა ღმრთისასა.
14
1. 59. ხოლო ჟამსა ერთსა წარავლინნა აბენეს მეფემან წინაშე ძისა მისისა კაცნი კერპთმსახურნი, რაჲთა ცნან საქმე და ქცევაჲ ძისა მისისაჲ.
2. და ვითარცა მიიწი[ვ]ნეს პალატად, მიეგება წინა, ვითარცა ძმათა საყუარელთა, და პატივითა მოიკითხნა იგინი და მოწლედ, ისტუმრნა და ნიჭნი დიდნი წინა-უყვნა და აწუევდა ღმრთის მსახურებად.
3. ხოლო მათ ჰრქუეს: ძეო მეფისაო, ვითარ იყოს ბჭობაჲ შენი ჩუენ ზედა საქმეთათჳს პირველთა, რომელნი იგი ვქმნენით ბრძანებითა მამისა შენისაჲთა, რამეთუ სისხლნი მრავალნი დავსთხიენით?
4. ჰრქუა იოდასაფ: ვითარცა განაგდოთ სჯული თქუენი, მის თანავე განაგდოთ იჭჳ, რ~ლ გ~ქს მაგის ჯერისათჳს.
5. და ვითარცა შეხჳდეთ სჯულსა ღმრთისასა, შეხჳდეთ მშჳდობასა და სიხარულსა საუკუნესა, რამეთუ ღმერთი ჩუენი მშჳდობისა და სიყუარულისაჲ არს და არა არს შურის-გებაჲ მის თანა,
6. რამეთუ ტკბილ და მოწყალე და კაცთ მოყუარე არს და არა ჰნებავს, სიკუდილი ცოდვილთაჲ, არამედ მოქცევაჲ და სინანული.
7. და მიიქცეს კაცნი იგი წინაშე მეფისა და აუწყეს ყოველი, რომელი ესმა და იხილეს.
8. ხოლო მეფემან და ყოველმან ერმან მისმან განიზრახეს, რაჲთა შეუდგენ სჯულსა იოდასაფისსა და შეიწყნარონ წესი მისი.
15
1. 60. და მიწერეს წიგნი ამის პირისათჳს.
2. და ვითარცა მიიწია მოციქული და წარიკითხა წიგნი იგი, განიხარა ფრიად და დიდითა პატივითა შეიწყნარნა მოციქულნი.
3. და წარგზავნასა მათსა მისცნა ნიჭნი დიდნი.
4. და მიუწერა მამასა თჳსსა ესრეთ: დიდისა და მორწმუნისა მეფისა და კეთილად მოსრულისა მორჩილებად ღმრთისა მე, მონაჲ და გლახაკი იოდასაფ, უფლისა მიერ მოგიკითხავ!
5. პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა, რომელმან არა ჴუებულ მყო საწადელსა და ღირს მყო ჭეშმარიტისა მეფობასა შენსა, რამეთუ აწცა ღირს იქმენ მეფე, ხოლო პირველ ამისსა მონაჲ იყავ ეშმაკთა, და მამაო საყუარელო!
6. აწ დიდ არიან მადლნი და ნიჭნი შენნი ჩემ ზედა და გარდარეულ კეთილის ყოფანი, არამედ უფროჲს და უდიდეს აწ ახარე სულსა ჩემსა, რამეთუ ყოველი, რომელი-იგი მომეც, არარაჲ იყო წინაშე თუალთა ჩემთა.
7. რამეთუ იწუებოდა გული ჩემი წარწყმედისათჳს სულისა შენისა.
8. ხოლო აწ აღსარებითა შენითა ღმრთისა მიმართ განათლდა სული და გონებაჲ ჩემი, რამეთუ ვიქმენ ძე მეფისა მორწმუნისა და კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, რომელმან განანათლნა თუალნი გულისა შენისანი!
9. აწ გევედრები, რაჲთა დაარღჳნე ტაძარნი კერპთანი და დასწუნე და დაჰლეწნე ყოველნი კერპნი და დაწუვითა მათითა დაეგო ღმერთსა, ვითარცა-იგი პირველ დაწუვითა კაცთა ღმრთის მსახურთაჲთა განგერისხა ღმერთი.
10. და რაჟამს ესე ჰყო, მაშინ დაჰჴსნე კედელი იგი და ზღუდე მტერობისაჲ და ჭეშმარიტი ნუგეშინის-ცემაჲ მოიღო ღმრთისაგან და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა.
11. და ვითარცა მიიწია წიგნი იგი, აღდგა მეფე და ყოველნი მთავარნი მის თანა და დაარღჳნეს ყოველნი საკერპონი და დაწუნეს ცეცხლითა.
12. და წარვიდა მეფე და ყოველნი ერისთავნი მისნი სამეფოდ ძისა მისისა.
13. ხოლო იოდასაფს ვითარცა ესმა მისლვაჲ მათი, მიეგება წინა სიხარულითა დიდითა და დავარდა წინაშე მამისა თჳსისა და მოიკითხნეს ურთიერთას და წარვიდეს პალატად და ყვეს დიდი სერობაჲ.
16
1. 62. ხოლო იოდასაფ მიუძღუანნა ნიჭნი დიდნი მეფესა და ერისთავთა მისთა და ყოველსა ერსა.
2. ხოლო შემდგომად სამისა დღისა უბრძანა იოდასაფ მღდელთა და მღდელთ მოძღუართა, და ნათელ-სცეს მეფესა აბენესს და ყოველთა ერთა და ერისთავთა.
3. და წარსლვასა მათსა სამეფოდ მათდა, წარიტანნა თანა ეპისკოპოსნი და მღდელნი და დიაკონნი.
4. ხოლო აბენეს მეფემან უბრძანა ყოველსა სამეფოსა მისსა აღშენებაჲ ეკლესიათაჲ.
5. და ყოველმან ერმან ნათელ-იღო.
6. და იყო დიდი დაწყნარებაჲ და მშჳდობაჲ სამეფოსა მათსა.
7. და ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უ~კე ა~ნ.
17
1. 63. ხოლო შემდგომად მცირეთა ჟამთა დასნეულდა აბენეს მეფე და მოუწოდა ძესა თჳსსა და მიუთუალა ყოველი სამეფოჲ ჴელთა მისთა.
2. და ჰლოცვიდა და მადლობასა აღუარებდა, რომელ ღირს ყო ნათელსა ქრისტეს ღმრთისასა და ეტყოდა: შვილო საყუარელო და სასურველო, მე ესერა განსლვად ვარ ამიერ სოფლით და ფრიად მელმის და მწუხარე ვარ.
3. ხოლო იოდასაფ ჰრქუა: ნუ მწუხარე ხარ, მამაო საყუარელო, ვინაჲთგან იცან ღმერთი და აღიბეჭდე ნათლის ღებითა მისმიერითა.
4. და აწ სიხარული ჯერ არს, რამეთუ წარხვალ წინაშე ღმრთისა განსასუენებელთა საუკუნეთა.
5. მიუგო აბენეს: ნუ მაბრალობ,