1

     1.     გჳთხრობდა ჩუენ მამაჲ ისაკ, ძე სოფრონ პალესტინელისაჲ, და არს წიგნი ესე სიბრძნე ბალაჰვ[არისი]
    2.     მივიწიე ოდესმე იოპედ და მუნ ვპოე წიგნი ესე ჰინდოთა საწიგნესა შინა, რომელსა შინა სწერიან საქმენი ამის სოფლისანი, ფრიად სარგებელნი სული[სანი].


2

     1.     1. იყო ვინმე მეფე ქუეყანასა ჰინდოეთისასა, ადგილსა, რომელსა ჰრქჳან შოლაჲტ, და სახელი მისი აბენეს.
    2.     იყო იგი წარმართი, კერპთ მსახური.
    3.     ხოლო კაცი იგი იყო მშჳდი და მდაბალი და ფრიად მოწყალე გლახაკთაჲ. და არა ესუა მას შვილი.


3

    1.     4. და მწუხარე იყო იგი უშვილოებისათჳს, რამეთუ ფრიად მდიდარი იყო იგი, და სწადოდა, რაჲთამცა დაუტევა მკჳდრი მონაგებთა ზედა.
    2.     ამისთჳსცა ევედრებოდა ღმერთთა მათ მისთა, რაჲთა მიანიჭონ მას შვილიერობაჲ.
    3.     ხოლო იგინი ვერარას შემძლებელ იყვნეს კეთილისა ყოფად მისდა.
    4.     ამისთჳსცა ცუდ იქმნებოდა ვედრებაჲ მათდა მ~რთ, გარნა ღმერთსა რომელსა ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხორებაჲ, მოწყალებისა მისთჳს, რომელ ჰყოფდა გლახაკთა მიმართ, მიანიჭა მას შვილი კეთილი და შუჱნიერი.
    5.     და აღივსო სიხარულითა დიდითა და უწოდა სახელი მისი იოდასაფ, და თქუა: ესე მიყვეს ღმერთთა ჩემთა. და უმეტეს ადიდნა იგინი.
    6.     და შეკრიბა სიმრავლე ვარსკულავთ მრიცხუველთა და ფილოფოსთაჲ და მემარაგეთაჲ, რაჲთა აუწყონ, თუ რაჲ წინა-უც ძესა მისსა.
    7.     ხოლო მათ ყოველთა თქუეს ერთბამად, ვითარმედ: მიიწევის ყრმაჲ ეგე დიდებასა მეფობისასა, რომელ არასადა ვინ მიწევნულ არს ქუეყანასა ამას ჰინდოეთისასა.
    8.     ხოლო იყო მათ შორის კაცი ერთი მეცნიერ სიბრძნესა უფროჲს ყოველთა, და ჰრქუა მეფესა: მე ესრეთ ვჰგონებ, მეფეო, რამეთუ დიდებაჲ, რომელსა მიიწევის ყრმაჲ ესე, არა არს ამის სოფლისაჲ, არამედ ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ დიდი წინამძღუარი იყოს გზასა ჭეშმარიტებისასა.
    9.     ხოლო ვითარცა ესმნეს მეფესა სიტყუანი ესე, აღივსო მწუხარებითა.
    10.     ხოლო მეფემან ძესა თჳსსა დაუშ~ნა ქალაქი.
    11.     და უბრძანა, რაჲთა ბერი კაცი არა უტევონ მას შინა ყოფად.
    12.     და მისცნა მონანი სარწმუნონი, რაჲთა ჰმსახურებდენ.
    13.     და მისცა ზანდან მზარდულად და ამცნო მას და ჰრქუა, რაჲთა ბერი კაცი გინა სნეული ყოვლად არა უჩუენოს და არცა სიკუდილი უჴსენოს სადა,
    14.     რამეთუ სწადოდა აღზრდაჲ მისი შუებით და სიხარულით, და არარაჲ შეჭირვებათაგანი შეემთხჳოს გინა სიბერისათჳს, ანუ უძლურებისა, გინა თუ სიკუდილისათჳს.


4

     1.     5. და ბრძანა მონათა მათ ქრისტესთა განსხმაჲ ქუეყანისაგან მისისა.
    2.     და ქადაგი წარავლინა ჴმობად ესრეთ: ამას იტყჳს აბენეს მეფე: უკუეთუ ვინ იპოოთ ქრისტეანეთაგანი შემდგომად სამისა დღისა, ძჳრ-ძჳრითა ტანჯვითა მოგსრნე ყოველნი.
    3.     ხოლო მეფესა აბენესს ესუა კაცი ერთი, სახელით ბალაჰვარ.
    4.     და იყო იგი ღმრთის მსახურ და მორწმუნე და მოსავი ქრისტეს მცნებათაჲ და უყუარდა ფრიად მეფესა, რამეთუ იყო იგი გონიერ და ფრთხილ და მწერალ კეთილ,
    5.     და უწარჩინებულ ყოველთა იყო წინაშე მეფისა, და არა იცოდა მეფემან აბენეს, თუ მონა არს იგი ქრისტესი, და ყოველთა წარჩინებულთა მისთაგან უმეტეს პატივს-[ს]ცემდა.
    6.     ამან ბალაჰვარ ოდესმე იხილა მიმავალმან გზასა ზედა კაცი მდებარე, რომელი მჴეცისა მიერ ვნებულ იყო და ასოთაგან – ფერჴთა და ჴელისა – დაკლებულ, და ტიროდა კაცი იგი.
    7.     და ჰკითხა მას ბალაჰვარ: რად ესრეთ ხარ, კაცო, და სტირ?
    8.     ჰრქუა მას კაცმან მან: მე ვარ კაცი სიტყჳს მკერავი და მჴეცისაგან შეჭმულ ვიქმენ და დაკლებულ ასოთაგან;
    9.     და აწ უკუეთუ ვინმე მიღუაწოს, საჴმარ მისსა ვიყო დღესა ჭირისასა.
    10.     ხოლო მან სიტყუანი მისნი არად შეჰრაცხნა, გარნა შეეწყალა.
    11.     და უბრძანა მონათა, რაჲთა აღსუან ჰუნესა და მიიყვანონ მის თანა სახიდ თჳსად.
    12.     და უბრძანა სახლის მოძღუარსა თჳსსა, რაჲთა იღუწიდეს კეთილად და ნუგეშინის-სცემდეს.
    13.     ხოლო ბალაჰვარს შეემტერნეს კაცნი იგი კერპთ მსახურნი, რამეთუ შურდა მისთჳს პატივი იგი მეფისაჲ, რომელ წინა-უყოფდა მას.
    14.     და ჰრქუეს მეფესა: ჵ მეფეო, კაცი ისი, რომლისა მიმართ დაგიც სასოებაჲ, არა არს სჯულისა შენისაჲ, რამეთუ უკუეთუ პოოს კაცთა მათგანი ქრისტეანეთაჲ, მოწლედ მოიკითხავს.
    15.     და აწ ჰნებავს განდგომილებაჲ შენი და დაპყრობად მეფობაჲ შენი, და რომელნიცა პოვნის განდრეკილნი მეფობისაგან თქუენისა, მოსწრაფებით ჰყუარობს მათ და პატივსა წინა-უყოფს მათ.
    16.     და ჰრქუა მათ მეფემან: უკუეთუ არა იყოს ეგე, ვითარცა სთქუთ თქუენ, ბოროტი წინა-გიც.
    17.     და მიუწოდა მეფემან კაცსა მას ღმრთისასა და იწყო გამოცდად მისსა და ჰრქუა: შენ უწყი, ვითარ შეყოფილ არს გონებაჲ ჩემი სოფელსა ამას შინა და ვითარ აღვასრულნე დღენი ჩემნი, და ვხედავ, რამეთუ ცუდად ვშურები და მეშინის.
    18.     ნუუკუე მოიწიოს აღსასრული ჩემი და მე ცარიელი ვიპოო.
    19.     აწ უკუე მნებავს, რაჲთა ამიერითგან შევერთო მონათა მათ ღმრთისათა და ვიღუაწო საუკუნოჲსა მისთჳს ცხორებისა.
    20.     აწ შენ რასა იტყჳ, ერთგულო და თანამზრახველო ჩემო?
    21.     და ვითარცა ესმა ესე კაცსა მას ღმრთისასა, აღძრა გონებაჲ მისი და ცრემლოოდა.
    22.     და ჰრქუა მას: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე, რამეთუ წარმავალისა წილ აღგირჩევიეს წარუვალი და უმჯობესი, რამეთუ არარაჲ არს სოფლისა ამის დიდებაჲ, რამეთუ ვითარცა აჩრდილი წარვალს და ვითარცა კუამლი განქარდების.
    23.     აწ წარჰმართე გულის სიტყუაჲ შენი, რამეთუ კეთილ არს, რაჲთა წარმავალისა ამის დატევებითა წარუვალი იგი სოფელი მოიყიდო.
    24.     და დამძიმდეს სიტყუანი ესე წინაშე მეფისა და აღივსო მანკიერებითა მისთჳს და არა გამოუცხადა მას.
    25.     მაშინ გულისჴმა-ყო ბალაჰვარ, რამეთუ საცთური დაგებულ არს მისთჳს.
    26.     და არა უწყოდა, თუ ვინაჲ არს საცთური იგი. და შესჭირდა ფრიად.
    27.     და დაადგრა ღამესა მას უძილად.
    28.     და მოეჴსენა კაცი იგი სიტყჳს მკერავი.
    29.     და მოუწოდა და ჰრქუა მას: შენ მეტყოდე, ვითარმედ: განვჰკურნებ სიტყჳთ წყლულსა.
    30.     და ჰრქუა მას კაცმან მან: და არსცა ეგრე, ნუუკუე გიჴმს რაჲმე აწ?.
    31.     ხოლო მან ჰრქუა: ესოდენთა ჟამთა ვჰმონე მეფესა და არასადა ვიხილე მკსინვარებაჲ მისი ჩემდამო, რამეთუ ერთგულებით ვიდოდე წინაშე მისსა.
    32.     ხოლო დღეს (მძიმედ) ვიხილე იგი ჩემდამო და ვჰგონებ, რამეთუ არა არს მშჳდობაჲ მის თანა.
    33.     და ჰრქუა ვნებულმან მან: და რაჲ მიზეზი იყო შორის შენსა და მისა?
    34.     ხოლო მან ჰრქუა: არარაჲ უწყი სხუაჲ, რამეთუ სიტყუაჲ ერთი მრქუა და მე ვაწჳე უმჯობესი, და ვჰგონე, რომელ განმცადა სიტყჳთა. და ყოველი წარმოუთხრა.
    35.     და ჰრქუა ვნებულმან მან: მე განვკურნნე სიტყუანი ესე შეწევნითა ქრისტესითა და ძალითა ჯუარისაჲთა.
    36.     ესე უწყოდე, რამეთუ ბოროტი იჭჳ აქუს მეფესა შენდამი, რამეთუ ზაკუვით ზრახეს შენთჳს და ჰგონებს შენ მიერ დაპყრობასა მეფობისა მისისასა.
    37.     აწ აღდეგ ხვალე და დაიყუჱნე თმაჲ თავისა შენისაჲ, და განიძარცუე სამოსელი ეგე და შეიმოსე ძაძისაჲ და ეგრეთ შევედ წინაშე მეფისა.
    38.     და უკუეთუ გკითხოს, თუ რაჲ არს ესე, არქუ მას: რომლისათჳსცა შენ მე მიწოდე, მე ესერა განმზადებულ ვარ, რამეთუ არა მნებავს თჳნიერ შენსა ცხორებაჲ.
    39.     რამეთუ მიზიარე კეთილთა ამათ სამეფოჲსა შენისათა, აწ თანა-მაც, რაჲთა გეზიარო ჭირთაცა შინა ამის სოფლისათა, და ვითარცა ვინუკვე შენ მიერ, ვიტანჯოცა შენ თანა, რაჲთა შენ თანავე ღირს ვიქმნე საუკუნოდ.
    40.     და ყო კაცმან მან, ვითარცა ასწავა მას ვნებულმან.
    41.     და აღმოვიდა იჭჳ გულისაგან მეფისა.
    42.     და განბოროტნა შემასმენელთა მათ ზედა ბალაჰვარისთა.
    43.     ხოლო ბალაჰვარ იშუებდა სიხარულით და კუალად მოეგო თმაჲ თავისა თჳსისაჲ.
    44.     და კუალად შეუჴდა შური მთავართა მათ ბალაჰვარისთჳს და ჰრქუეს მეფესა: მეფეო, უკუეთუ განიხილო ყელი ბალაჰვარისი, იხილო მის თანა ჯუარი, რომელსა თაყუანის-სცემს იგი.
    45.     და ღმერთნი ჩუენნი საბასრობელ არიან მის წინაშე.
    46.     ხოლო მეფე ჰგონებდა, თუ ტყუვილსა იტყჳან მისთჳს.
    47.     და მიყო ჴელი და იხილა ჯუარი ოქროჲსაჲ მკერდსა ზედა მისსა და ჰრქუა: რაჲ არს, ბალაჰვარ, ცთომილებაჲ შენი?
    48.     ხოლო ბალაჰვარ ჰრქუა: ჵ მეფეო, არა ვარ მე ცთომილ, რამეთუ სიყრმით ჩემითგან ვჰმონებ ქრისტესა და თაყუანის-ვსცემ ჯუარსა, რომელსა ზედა ჴელნი განიპყრნა ჴსნისათჳს ჩუენისა, ხოლო მსახურებაჲ შენი არარაჲ ოდეს დამიკლია.
    49.     და აწ ვინაჲთგან განცხადნა სახელი ქრისტეს ღმრთისაჲ ჩემ ზედა, მე არღარა უარ-ვყო ღმრთეებაჲ მისი, უკუეთუ ჴორცნი ჩემნი დაიჭრნენ, გინა ცეცხლითა დაიწუნენ, გარნა სულსა ჩემსა ჴელთა მისთა შევჰვედრებ.
    50.     ჰრქუა მას მეფემან: ნუ ეგრე იტყჳ, საყუარელო ჩემო ბალაჰვარ, რამეთუ კაცი ხარ დიდებული და უპირატესი წინაშე ჩემსა.
    51.     და უკუეთუ თაყუანის-სცე ღმერთთა ჩემთა, მოგცნე შენ სხუანიცა ქალაქნი და საჭურჭლენი ჩემნი შენ ზედა დავაცარიელნე, რამეთუ ფრიად საყუარელ ხარ წინაშე ჩემსა.
    52.     და უკუეთუ ესე არა ჰყო, სატანჯველითა სასტიკითა განვლივნე ჴორცნი შენნი და არა მოვიჴსენო მე სიყუარული შენი.
    53.     მაშინ განიჴსნა სარტყელი ოქროჲსაჲ კაცმან მან ღმრთისამან, შემკული თუალებითა პატიოსნითა, დადვა წინაშე მეფისა და ჰრქუა: უკუეთუ დამარქუა თავსა ჩემსა გჳრგჳნი მეფობისა შენისაჲ პატივისა მისთჳს, ვერ შეარყიო ქრისტეს მიმართ სარწმუნოებაჲ ჩემი.
    54.     და უკუეთუ ტანჯვითა განჰლივნე ჴორცნი ჩემნი, ვერავე შემაძრწუნო, რამეთუ ზეცისა კეთილნი უზეშთაეს არიან ქუეყანიერთა, რომელთა შინა ვიშუებთ სამარადისოდ
    55.     და ჯოჯოხეთისა სატანჯველნი უმწარეს არიან, რომელთა შინა დასჯად არიან წინააღმდგომნი ღმრთისანი და უ[ვ]არის მყოფელნი.
    56.     ხოლო მე, მეფეო, მზა ვარ ტანჯვად და შენ ნუ სდროებ, რაჲთა ადრე წარვიდე წინაშე მეუფისა ჩემისა, რაჲთა განვისუენებდე მუნ უკუნისამდე.
    57.     ხოლო სიტყუათა ამათ ზედა მეფე ლმობიერ იქმნა და ჰრქუა: ჵ მე, საყუარელო ბალაჰვარ, ვითარღა წარმიკუეთე სასოებაჲ და ურჩ ექმენ ბრძანებასა ჩემსა.
    58.     აწ წარვედ ქუეყანისაგან ჩემისა და ნუმცა მესმის ჰანბავი შენი ყურთა მომართ ჩემთა.
    59.     და უკუეთუ გპოოღა, უბრალომცა ვარ სსხ~ლთგ~ნ შენისა.
    60.     ხოლო მან დაუტევა დიდებაჲ ესე წარმავალი და მძოვართა თანა წარვიდა მონებად იესუ ქ~ს, ღმრთისა ჩუენისა.


5

    1.     6. ხოლო დღესა ერთსა განვიდოდა მეფე მოხილვად გარეგან ქალაქისა.
    2.     და იხილნა ორნი კაცნი, ღმრთის მსახურნი, განმავალნი ქალაქით.
    3.     და ჰრქუა მათ: ვინაჲ კადნიერ იქმნენით არა განსლვად ქუეყანით ჩემით, ანუ არა გესმა, ვითარ ჴმობდა ქადაგი ჩემი?
    4.     და ჰრქუეს მათ: აჰა ესერა განსლვად ვართ.
    5.     და ჰრქუა მათ: რამან დაგაყენნა აქამომდე?
    6.     და ჰრქუეს მათ: უპოვარებამან საგზლისამან.
    7.     ჰრქუა მათ მეფემან: რომელთა ეშინის სიკუდილისაგან, არღარა დროებნ საგზლისათჳს.
    8.     და ჰრქუეს: უკუეთუმცა გუეშინოდა, შემცა-გუესწრაფა განსლვისა, რამეთუ სიკუდილისა მიერ განსუენებასა მოველით.
    9.     ჰრქუა მეფემან: და ვითარ იტყჳთ მაგას?
    10.     და აწ შიშისაგან ჩემისა განხუალთ ქუეყანით ჩემით, ამას არა შიშისათჳს სიკუდილისა იქმთა?
    11.     და ჰრქუეს: ჩუენ არა შიშისათჳს სიკუდილისა ვიქმთ განსლვასა ქუეყანით შენით, არამედ რაჲთა არა შემწე გექმნეთ სიბოროტესა შენსა და მიზეზ გექმნნეთ უღმრთოებისა, ხოლო შიში შენი არაოდეს მოსრულა გულთა ჩუენთა.
    12.     ხოლო იგინი განუტევნა და ბრძანებაჲ დადვა, რაჲთა რაოდენნი პოვნენ ქრისტეანენი, ყოველნი ცეცხლითა დაწუნეს.


6

     1.     7. და ვითარცა აღიზარდა ყრმაჲ იგი კეთილითა სიჭაბუკითა სისრულესა შინა ასაკისასა, ისწრაფდა მამაჲ მისი, რაჲთა არარაჲ დააკლდეს წურთილობაჲ სიბრძნისაჲ, რომელი ჯერ-არნ მეფეთათჳს.
    2.     ხოლო ყრმაჲ იგი ფრიად მიმღებელ იყო სიბრძნისა და შემწყნარებელ სწავლულობისა და გამომეძიებელ ყოველთა სიტყუათა გონიერებისათა.
    3.     ხოლო მეფე განკჳრვებულ იყო საქმეთა ზედა მის ყრმისათა და სიტყუათა მათთჳს, რომელ ჰრქუა ვარსკულავთ მრიცხუველმან.
    4.     არავის შეუტეობდა შემავალსა მისდა.
    5.     ხოლო იგი ზედაჲსზედა მივიდის, რამეთუ უყუარდა ფრიად.
    6.     და ვითარ არავის შეუტეობდა და არცა მას განუტეობდა განსლვად ქალაქისაგან, იწყო ურვად და გულის ზრახვად ამის ჯერისათჳს.
    7.     და მერმე თქუა: მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს და იცის უმჯობესი ჩემთჳს.
    8.     და ვითარცა მიიწია სიბრძნესა სისრულისასა, თქუა გულსა შინა თჳსსა: ჰასაკი მაქუს, რად არა აღვირჩევ უმჯობესსა და გამოვიწულილავ, თუ რაჲ არს შეწყუდეულებაჲ ესე ჩემი.
    9.     და თქუა: უკუეთუ ვჰკითხო მამასა ჩემსა შეწყუდეულებაჲ ჩემი, არავე მითხრას ჭეშმარიტი და ნუუკუე შფოთსაცა შევაგდო.
    10.     და იწყო მზარდულისა მიმართ თჳსისა პატივთა წინა-ყოფაჲ და ფრიად პატივ-სცემდა და წაღმართცა უქადებდა და ჰრქუა: უკუეთუ მითხრა ჭეშმარიტი, რაჲ-იგი გკითხო, უმეტესი პატივი ჰპოო წინაშე ჩემსა, რაჟამს იგი მეფე ვიქმნე.
    11.     და უკუეთუ ჭეშმარიტი არა სთქუა, დასასრული ჰყო სიყუარულისა ჩემისაჲ შენდა მიმართ.
    12.     ხოლო მან მიამცნო ყოველი, რაჲცა უთხრა, და თქუა: დაფარე ყოველი, რაჲცა მიგითხრა.
    13.     და ვითარცა მოიმტკიცა იგი, ჰრქუა: რაჲ გნებავს?
    14.     ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს შეწყუდეულებაჲ ესე ჩემი ქალაქსა ამას შინა?
    15.     მიუგო მზარდულმან და ჰრქუა: მიგითხრა საქმე ესე და ზედა-მიგაწიო.
    16.     ოდეს-იგი იშევ შენ, მამამან ყო სიხარული დიდი და მოხადა ყოველთა ვარსკულავთ მრიცხუველთა და ჰკითხა დაბადებისათჳს შენისა, ხოლო მათ ყოველთა აუწყეს დიდსა დიდებასა მიცემაჲ შენი.
    17.     ხოლო უმეცნიერესმან მათ ყოველთამან ჰრქუა, ვითარმედ: ძე ესე შენი მიიწევის დიდსა დიდსა მეფობასა,
    18.     და ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ: დიდი წინამძღუარი იყოს გზისა ჭეშმარიტებისაჲ და წინააღმდგომ სჯულისა შენისა იქმნების და არა ამა[თ] ღმერთთა ქადაგებსა, რომელთა შენ ჰმსახურებ და ჰმონებ;
    19.     ამისთჳს შეეშინა მამასა შენსა, ნუუკუე მისდრკე ნებასა მისსა და უცხოჲ სჯული შემოიღო და შეიყუარნე კაცნი იგი ღმრთის მსახურნი.
    20.     და ჰრქუა ყრმამან მან: და რაჲ კაცნია ღმრთის მსახურნი?
    21.     ხოლო მიუგო: ესევითარნივე არიან, ვითარ-ესე ჩუენ ვართ, და ზეცათა ღმერთსა ჰმსახურებენ.
    22.     ხოლო მამამან შენმან რომელნიმე ტანჯნა და სხუანი ცეცხლითა დაწუნა, და რომელნიმე განასხნა საბრძანებელისაგან მისისა.
    23.     და ჰრქუა მას იოდასაფ, ძემან მეფისამან: და არღარავინ იპოების მათგანი ქუეყანასა ამას ჩუენსა? ხოლო მან ჰრქუა: არა.
    24.     და ვითარ ყოველივე განუმარტა, არღარაჲ მიუგო მას.


7

     1.     8. და ვითარცა მოვიდა მამაჲ მისი, ჰრქუა: მნებავს ცნობად საქმე ერთი, რომლისა მიერ დიდსა ურვასა და მწუხარებასა შინა ვარ მე.
    2.     და ჰრქუა მამამან: მკითხე, შვილო ჩემო!
    3.     მიუგო: მამაო და უფალო ჩემო, თუ რომლისა საქმისათჳს იქმნა შეწყუდევაჲ ჩემი ადგილსა ამას და რაჲსათჳს აყენებ კაცთა შემოსლვად ჩემდა?
    4.     ჰრქუა: ამისთჳს, შვილო, რაჲთა არა შეზრუნდეს გული შენი და კიდე-ვყვნე ყოველნი ვნებანი შენგან.
    5.     ჰრქუა ყრმამან: უწყოდე, მეფეო, საქმითა ამით, რომელ გიყოფიეს ჩემდა, ყოველნი საშუებელნი ჩემნი სიმწარედ გარდაგიქცევიან, რამეთუ სული ჩემი სურვიელ არს განსლვად გარეგან კართა.
    6.     ხოლო აწ გევედრები, რაჲთა განმიტეო და ვიხილო ქუეყანაჲ და არასადა გარდავჰჴდე მცნებასა შენსა.
    7.     ესე რაჲ ესმა, შეიწრდა გული მეფისაჲ და თქუა გულსსა თჳსსა: უკუეთუ დავაყენო ნებაჲ მისი, განმრავლდენ ურვანი მისნი და განუმწარო ყოველი საშუებელი მისი.
    8.     და ჰრქუა: შვილო, უკუეთუ გნებავს რაჲ, დღე აღჯედ საჴედარსა და განვედ კაცთა თანა, და იყავნ ნებისაებრ შენისა.
    9.     და ამცნო მეფემან, რომელნი განჰყვებოდეს ყრმასა მას, რაჲთა წინმავალთა წარავლენდენ და, უკუეთუ ჰპო[ვ]ებდენ კაცთა ბერთა, გინა სნეულებითა შეპყრობილთა, გზისაგან კიდე-განიყვანებდენ, რაჲთა არა იხილნე საქმენი კაცთანი და შესჭირდეს რაჲმე საწუთროთა ამათგანი.
    10.     ხოლო იგინი ჰყოფდეს. ხოლო დღესა ერთსა ვიდოდა რაჲ ყრმაჲ იგი, იხილნა ორნი კაცნი: ერთი გონჯი და ერთი მწუხარე, რომელი სხუასა მიჰყვანდა და ზარ-განჴდილ იქმნა და ჰკითხვიდა მათთჳს.
    11.     და ჰრქუეს: ესე კაცნი არიან და ვნებაჲ შემთხუეულა, ვითარცა სხუათა კაცთაცა შეემთხუევის.
    12.     და ჰრქუა მათ: ესე ყოველთა კაცთა შეემთხუჱვისაა?
    13.     ხოლო მათ ჰრქუეს: არა, არამედ ზოგთა, რამეთუ რომელთამე შეემთხუევის და რომელნიმე დაუშთებიან.
    14.     მაშინ განჰკრთა გონებითა და იქცა დამძიმებული.
    15.     და კუალად ოდეს განვიდა, და მოყუასნი იგი წინმავალნი უდებ იქმნნეს და ვერ იხილეს ბერი კაცი მდებარე მოუძლურებული, რომლისა თმაჲ სპეტაკ იყო, ვითარცა მატყლი, და პირსა მისსა კბილი არა იყო და სიტყუაჲ მისი ფლაფნით იყო.
    16.     და ვითარცა მივიდოდა ძე მეფისაჲ, იხილა იგი და შეეზარა, და ჰრქუა ზანდან მზარდულსა: რაჲ არს ესე?
    17.     ხოლო მან ჰრქუა: ესეცა კაცია.
    18.     და ჰრქუა მას: რას შეუქმნიეს ესე?
    19.     ხოლო მან ჰრქუა: წელიწადთა სიგრძოსა.
    20.     და ჰრქუა: რაჲ არს წელიწადი?
    21.     მიუგო ზანდან: ათორმეტი თუე.
    22.     და ჰრქუა: რაჲ არს თუე? მიუგო: ოთხი კჳრაჲ.
    23.     და რაზომსა წელსა შეიქმნების ესრეთ?
    24.     მიუგო: ოთხმეოცდაათსა, გინა ასსა.
    25.     ხოლო იგი იყო გონებითა ვრცელი და სიბრძნითა სავსე, და აღრაცხნა თუენი და წელიწადნი და ჰრქუა: ვითარ ვხედავ, ადრე მიუთქს დღე დღესა და წელიწადი წელიწადსა და ასთა წელთა დასასრული ადრე იქმნების.
    26.     აწ რაჲღა წინა-უც კაცსა ამას?
    27.     ჰრქუა მას ზანდან: ამისა შემდგომად სიკუდილი.
    28.     და ჰრქუა იოდასაფ: და რაჲ არს სიკუდილი?
    29.     ხოლო იგი ვეღარას დაჰფარვიდა და ჰრქუა: განქარდების საჴსენებელი ამისი ქუეყანით.
    30.     და ჰრქუა: მამაჲ ჩემი ესევითარადვე იქმნებისა?
    31.     და ჰრქუა: ჰე, ეგრეთვე იქმნების.
    32.     – და შენ ესრეთვეა? და ჰრქუა: ჰე.
    33.     – და მე ესრეთვეა? ეგრეთვე შენ.
    34.     – და ყოველნი კაცნი ესრეთვეა?
    35.     – ჰე, ეგრეთვე, უკუეთუ საზომსა მაგას მიიწივნენ.
    36.     ხოლო ესეცა უწყოდე, რამეთუ რომელნი ოდეს იშვნენ, მაშინვე წარიტაცებს სიკუდილი, და რომელთამე – მცირედ რაჲ აღიზარდნენ, და ზოგთა – ჰასაკსა რაჲ მოვიდენ.
    37.     და ჰრქუა: მე აწ თანა-მაც სიკუდილი?
    38.     და ჰრქუა: არა შენ ოდენ, არამედ ყოველთა კაცთა.
    39.     მაშინ შეძრწუნდა ძე იგი მეფისაჲ, აღდუღნა გული მისი, ტიროდა და ეტყოდა ზანდანს მზარდულსა: და არა არსა ქუეყანაჲ, რომელსა ზედა არა მიიწიოს კაცთა ზედა ესევითარი სალმობაჲ, ვითარ-იგი წინაჲს ვიხილენ უძლურნი და აწ ამას ვხედავ, ხოლო კუალად უძნელეს აღმიჩნდა სიკუდილი?!
    40.     და კუალად იცემდა მკერდსა, ტიროდა და ეტყოდა: მაუწყე, თუ არსა ქუეყანაჲ, რომელსა შინა განვერე სალმობათაგან?
    41.     მაშინ ტიროდა ზანდან მზარდულიცა და ეტყოდა: არა არს ქუეყანასა ზედა ეგევითარი ქუეყანაჲ, ჵ ძეო მეფისაო, რომელსა შინა განერნენ კაცნი სალმობათა და სიკუდილისაგან.
    42.     და კუალად ჰკითხვიდა: და რაჲ იქმნებიან სულნი შემდგომად სიკუდილისა?
    43.     ჰრქუა მას მზარდულმან მან: კაცნი იგი ღმრთის მსახურნი ესრეთ იტყოდეს: ზეცას ღმერთი არსო და მას დაუბადებიან ცანი, ქუეყანაჲ, ზღუანი და უფსკრულნი, მზე და მთო[ვ]არე და ვარსკულავნი, და ბრძანებითა მისითა იქმნებიან ძრვანი ჰაერთანი და ქუხილნი და ქარნიო,
    44.     და კაცი ჴელითა შეუქმნია მიწისაგან და სული თჳსი შთაუბერავს უკუდავიო, და უკუეთუ მას ვინმე ჰმსახურებდეს და მცნებათა მისთა ვიდოდის და თაყუანის-[ს]ცემდეს მასო, სამოთხე უთქს და სასუფეველი,
    45.     და შემდგომად სიკუდილისა მუნ წარიყვანებს და მუნ შინა განუსუენებს, ხოლო მამისა შენისა ფილოსოფოსნი ზოგნი მოკუდავად იტყჳან სულსა და ზოგნი უკუდავად.
    46.     ესე ყოველი რაჲ ჰრქუა ზანდან, მეფისა ძე იქცა გარე და წარვიდა საყოფელადვე თჳსად, და თქუა გულსა შინა თჳსსა: არღარა ჰამო არს ცხორებაჲ ესე საწუთოჲსა ამათ თანა, რომელნი-ესე ვიხილენ და მესმნეს.
    47.     და მიერთაგან იგონებდა, თუ რაჲმე ყოს.
    48.     და არღარად შეერაცხა საშუებელი ესე ამის სოფლისაჲ.
    49.     და ამასვე ყოველსა თანა ესათნოებოდა მამასა, და მი-რაჲ-ვიდის იგი მისსა, იწყის მან განცხრომად, ხოლო ოდეს წარვიდის, იტყოდის გულსა შინა:
    50.     ღმერთო ზეცათაო, მიმივლინე მე კაცი მონათა შენთაგან, რაჲთა მაუწყოს გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ და ვიდოდი მათ შინა და ვიქმოდი მცნებათა მათ შენთა წმიდათა.


8

     1.     9. მას ჟამსა შინა ბალაჰვარ ცნა სულითა წმიდითა, ვითარმედ ძესა მეფისასა სწადის ნახვაჲ კაცთა ღმრთის მსახურთაჲ.
    2.     აღდგა და წარმოვიდა ადგილთაგან სამძოვროთა, და მოვიდა სოფლად, და შეიმოსა სამოსელი ვაჭართაჲ, და აღიღო მოთხე მცირე, და მივიდა კარად მეფის ძისა.
    3.     და ჰრქუა მეკარესა: შეედ და აუწყე ზანდანს, ვითარმედ გიწესს ვინმე უცხოჲ შორით მოსრული.
    4.     ხოლო იგი შევიდა და აუწყა რაჲ, გამოვიდა ზანდან მზარდული, და ჰრქუა მას ბალაჰვარ: მაქუს მე თუალი პატიოსანი და, უკუეთუ გნებავს, მიიღე იგი მეფის[ა] ძისათჳს,
    5.     რამეთუ უმჯობეს არს იგი წუნწუბასა წითელსა, რამეთუ ბრმათა აღუხილავს თუალთა და ყრუთა ასმენს, და უტყუთა ატყუებს, და უძლურთა ჰკურნებს და ნაკლულევანთა განამდიდრებს და მტერთა ზედა მძლე ჰყოფს, და ყოველსა საწადელსა გულისასა მოატყუებს.
    6.     ჰრქუა მას მზარდულმან: კაცო, არს ვხედავ სახესა უგუნურებისასა, გარნა სიტყუანი შენნი ნამეტნავ არიან და მეშინის, ნუუკუე განმამტყუვნო მეფისა ძისა.
    7.     აწ მიჩუენე, რაჲთა ვიხილო და ეგრეთ ვაუწყო მისთჳს.
    8.     ჰრქუა მას ბალაჰვარ: ვერვინ შემძლებელ არს ხილვად მისსა, არა თუ იყვნენ მის თანა ორნი საქმენი: სიფრთხილე თუალთაჲ და სიწმიდე ჴორცთაჲ.
    9.     ხოლო უკუეთუ იხილოს იგი მძიმედ მხედველმან და ცოდვასა ზედა დადრგომილმან, ნათელი თუალთაჲ მოაკლდეს და საცნობელი გონებისაჲ.
    10.     და მე კაცი ვარ მკურნალი, და ვხედავ მძიმედ მხედვარებასა შენსა და მეშინის, ნუუკუე მიგიტაცოს სინათლე თუალთაჲ, არამედ მასმია მეფის ძისა სიწმიდით ცხორებაჲ, და ყრმა არს და მახჳლ თუალითა, და იგი შემძლებელ არს ხილვა მისსა.
    11.     აწ ნუ ორგულებ უწყება მისა, რამეთუ, უკუეთუ მიაწიო ესე მისა, შეგემატოს პატივ დიდი უმეტეს მოყუასთა შენთ და უჩუენებდა მოთხესა მას, რომელი აქუნდა.
    12.     მაშინ შევიდა ჩუენებად წინაშე მეფის[ა] ძისა მზარდული და უთხრა ყოველი, რომელი ესმა ბალაჰვარისგან.
    13.     ხოლო სულსა მის ყრმისასა სწადოდა ხილვაჲ კაცთაჲ, რაჲთა ესმეს ვისგანმე სიტყუაჲ სარგებელი სულისაჲ.
    14.     და უთხრობდა რაჲ თუალისა მისთჳს სიტყუათა უცხოთა, იგრძნა სულითა, ვითამცა ეპო[ვ]ა საწადელი მისი.
    15.     და ბრძანა შემოყვანებაჲ მის[ი] წინაშე მისსა.


9

     1.     10. და ვითარცა დადგა წინაშე მეფის ძისა, და ჰლოცვიდა მას.
    2.     ხოლო ძემან მეფისამან, ვითარცა ჯერ-არს, პატივით მოიკითხა იგი და უბრძანა მზარდულსა, რაჲთა განვიდეს მისგან.
    3.     და უბრძანა ბალაჰვარს, რაჲთა უჩუენოს თუალი იგი.
    4.     მიუგო ბალაჰვარ და ჰრქუა: არა ჯერ-არს, თუმცა უდბად შე-რაჲმე-გამთხჳე, რამეთუ ჭურჭელი ჩემი ეგრეთ არს, ვითარცა გაუწყა მზარდულმან.
    5.     ხოლო უკუეთუ იხილის იგი უძლურმან გონებითა, მოაკლდების სახედავთა.
    6.     ხოლო აწ მნებავს გამოცდაჲ შენი სიტყჳთ და, უკუეთუ შემძლებელ იყო, გიჩუენო, რამეთუ შენთჳს მომიღიეს იგი და არავის სხჳსათჳს, და მე ვესავ ღმერთსა, რამეთუ მიწდომილ ხარ საზომსაცა ხილვისა მისისასა, და მისწუთეცა, თუ ღმერთსა უნდეს.
    7.     რამეთუ მე, გლახაკი ესე, ძეო მეფისაო, მიმითუალე და წინა-მიყავ პატივი შეუსწორებელად.
    8.     მიუგო ძემან მეფისამან, ამისთჳს ვყავ, რამეთუ მაქუს შენგან თხრობაჲ სარგებელისაჲ.
    9.     თხრობაჲ ა


10

    1.     11. და ჰრქუა ბალაჰვარ: დაღაცათუ ჰყავ ესე ჩემდა მომართ, არავე საკჳრველ არს, რამეთუ ყოფილ არს ოდესმე მეფე, რომელი სახიერ იყო და სიმართლესა ეძიებდა.
    2.     და ვითარ-იგი ვიდოდა დღესა ერთსა სიმრავლითა ერისაჲთა, იხილნა კაცნი ვინმე შემოსილნი სამოსლითა უნდოჲთა, დაბებკულითა, დაყჳთვებულნი ფერითა.
    3.     ხოლო მეფემან იცნა იგინი და მსწრაფლ გარდაჰჴდა ჰუნესა და მოეხჳა ყელთა მათთა.
    4.     და იხილეს რაჲ დიდებულთა მისთა, სიჩქურედ შეჰრაცხეს, გარნა ვერარაჲ იკადრეს.
    5.     და მივიდეს წინაშე ძმისა მისისა, რომელი კადნიერ იყო წინაშე მისსა და ჰრქუეს: აუწყე ძმასა შენსა, რაჲთა არაოდეს ყოს საქმე ესევითარი, რამეთუ კაცთა უნდოთა თაყუანის-სცა.
    6.     ხოლო იგი მივიდა და აუწყა საქმისა მისთჳს, ხოლო მან არა მისცა პასუხი.
    7.     და იყო ჩუეულებაჲ სამეფოსა მისსა, რაჟამს განრისხნეს მეფე ვის ზედამე, წარავლინნის მონანი და დასცის სიკუდილისა საყჳრი კართა მისთა.
    8.     და შემდგომად მცირეთა დღეთა წარავლინნა მონანი და წარვედით კართა ძმისა ჩემისათა და ჰკარით საყჳრსა სიკუდილისასა.
    9.     ხოლო იგინი წარვიდეს და ყვეს ეგრეთ.
    10.     და ვითარცა ესმა ჴმაჲ იგი ძმასა მეფისასა, შეშინდა და იწყო ტირილად და ტყეპად.
    11.     მერმე შეემოსა სამოსელი სამკუდროჲ და წარვიდა იგი ცოლით და შვილითურთ კართა მეფისა, ძმისა თჳსისათა.
    12.     და ისხმიდეს ნაცარსა პირთა მათთა.
    13.     მაშინ ბრძანა შეყვანებაჲ მათი. ხოლო იგი ტიროდეს.
    14.     და ჰრქუა მათ მეფემან: ვითარ შეჰშინდით ქადაგისაგან ძმისა შენისა, არა უწყია, რამეთუ ძმაჲ შენი და ქადაგნი მისნი დაბადებულნი არიან და ვერარას შემძლებელ არიან წარმართებად ნებისა მისისა, და ვერცა გარე-მიქცევად მოწევნულსა მათ ზედა?
    15.     და ვითარ გიკჳრდა დავრდომაჲ ჩემი წინაშე მათსა, რომელნი ქადაგნი იყუნეს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი, რომელნი მომაჴსენებენ და მაუწყებენ სასჯელთა საუკუნოთა.
    16.     და ამას თანა უწყნი მე მრავალნი შეცოდებანი ჩემნი წინაშე მისსა.
    17.     ხოლო მე ვამხილნე მათცა საქმენი მათნი, რომელნი-იგი მაბრალობენ წინაშე შენსა, თუ რად პატივ-სცა მონათა ღმრთისათაო.


11

    1.     12. და ჟამსა ერთსა შევიდა საჭურჭლესა თჳსსა და მოიხუნა კიდობანნი ოქროჲთა და მარგალიტითა შემკულნი.
    2.     და მოაღებია ნაგევთაგან სკორე და მყრალი ძუალები მძორისაჲ და სხუაჲ საძაგელი ბაყლები და კიდობანთა მათ შინა ჩადვა ყოველი.
    3.     და დაჰკრძალა ზედა ბეჭდითა.
    4.     და კუალად მოიხუნა სხუანი კიდობანნი, უშუერად შექნილნი, ფისითა შეგოზილნი, და შთადვა მათ შინა თუალები პატიოსნები და რაჲცა უმჯობესი პოვა საჭურჭლესა მისსა, და სხუაჲ სურნელთაგანი მრავალი, და დაჰკრძალა იგიცა, და მოუწოდა წარჩინებულთა თჳსთა.
    5.     და ვითარცა იყო სიხარული, უბრძანა მეჭურჭლესა თჳსსა, რაჲთა მოიხუნეს კიდობანნი იგი. ვითარცა დადგნის.
    6.     უბრძანა დიდებულთა თჳსთა, რაჲთა დააფასნენ კიდობანნი იგი.
    7.     ხოლო მათ ვერ გულისჴმა-ყვეს და ჰრქუეს მეფესა: ერთნი ისი კიდობანნი არ ღირს არიან შემოხუმად ტაძარსა შინა შენსა, ხოლო მეორეთა იმათ არა დაედების ფასი.
    8.     მაშინ უბრძანა კიდობანთა მათ ახუმაჲ, რომელთა ფასსა დიდად იტყოდეს.
    9.     და ამოჴდა სიმყრალე სასტიკი, რომელ ყოველთა დაიდვეს პირსა ზედა საჴელი და ამოყარეს მუნით ყოველი საძაგელი.
    10.     და კუალად უბრძანა პილწთა მათ კიდობანთა ახუმაჲ და ამოჰჴდა მუნით სული სულნელებისაჲ, რომელ ყოველი იგი სიმყრალე დაფარა.
    11.     და ამოყარეს მუნით სამკაული დიდ ფასისაჲ და თუალები პატიოსნები.
    12.     და ჰრქუა მეფემან: გესმოდის ყოველთა, კიდობანნი ისი გარეთ კეკლუცნი, ჩუენ ვართ, რომელნი ვიმკვებით ფერად-ფერადითა სამკაულითა გარეგნით, ხოლო შინაგანი ჩუენი სული სავსე არს ცოდვითა და სიმყრალითა,
    13.     ხოლო რომელნი ღმრთისათჳს და სახელისა მისისათჳს დამდაბლდენ და დაგლახაკნენ მარხვითა, ლოცვითა და ფერითა დაყჳთდენ, ხოლო შინაგანი სული მათი ესრეთ სავსე არს სურნელებითა, ვითარცა კიდობანთა იმათ შინა იდვა,
    14.     და წინაშე ღმრთისა ჰასრე ბრწყინვენ, ვითარცა თუალნი ისი პატიოსანნი.
    15.     აწ მე მაბრალობთა კაცთა მათ მოკითხვასა, რომელთა შინაგანი ესრეთ არს?
    16.     და ესე სახე შენი არს, ძეო მეფისაო, რამეთუ პატივ-მეც მე სასოებისათჳს, რომელსა ჰგონებ ჩემ თანა.


12

     1.     13. მაშინ აღდგა საჯდომთაგან და თქუა: ნეტარ ვარ მე, რამეთუ ვპოე საწადელი სულისა ჩემისაჲ, რომელსა ვეძიებ, და მიექცა და ჰრქუა ბალაჰვარს: კეთილ არს სიტყუაჲ შენი და ჭეშმარიტ.
    2.     და ვჰგონებ, რომელ-ეგე არს თუალი იგი, რომელსა ჰფარავ, რამეთუ განამტკიცებს გულსა და განანათლებს თუალთა და განაძლიერებს გონებათა.
    3.     და უკუეთუ ესე ესრეთ არს, ვითარ ვჰგონებ, მომეც სიტყუაჲ შენი ნაცვალად თუალისა და აღმძარცე მწუხარებაჲ გულისაგან ჩემისა.
    4.     თხრობაჲ ბ
    5.     თქუა ბალაჰვარ. პირი ღმრთისაჲ იტყჳს იგავთა შინა სახარებისათა ერისა მიმართ.
    6.     გამოვიდა მთესვარი და იწყო თესვად.
    7.     და რომელიმე დავარდა გზასა ზედა, მფრინველთა აღიტაცეს;
    8.     და რომელიმე – კლდესა ზედა, რომელსა მიწაჲ არა იყო, და აღმოსცენდა და განჴმა, რამეთუ ძირნი არა დაებნეს;
    9.     და სხუაჲ – ეკალთა შორის, და აღმოსცენდა და ეკალთა მათ შეაშთვეს.
    10.     ხოლო რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა, და მრავალი ნაყოფი გამოიღო.
    11.     აწ მთესვარი იგი მიმცემელი სიბრძნისაჲ-ა, და თესლი იგი – სიტყუანი ჭეშმარიტებისანი, და რომელი დავარდა გზასა და მფრინველთა წარიტაცეს, იგი არს, რომელი ესმის ყურსა და თანაწარჰვალს გულსა.
    12.     და რომელი კლდესა დავარდა, აღმოსცენდა და განჴმეს, ესე არს, რომელ ისმინის წუთ ერთ და მერმე არა დაამტკიცის გონებასა მისსა ზედა და განჴმისა.
    13.     ხოლო რომელი-იგი ეკალთა შეაშთვეს, ესე იგი არს, რომელი შეიწყნარის კაცმან და აღმოსცენდის რაჲ მის შორის, გულის თქუმათა და სოფლისა საქმეთა შექცევითა შეაშთვის.
    14.     ხოლო რომელი-იგი აღმოსცენდა და მრავალი ნაყოფი გამოიღო, ესე იგი არს, რომელი მოისთულის თუალმან და შეიკრიბის გულმან და წარჰმართის გონებამან და დაამჴუნის გულის-თქუმანი და განიწმიდი გული ვნებათაგან და გამოიღის ნაყოფი.
    15.     ჰრქუა მას ძემან მეფისამან: მე ვესავ ღმერთსა, რაჲთა რომელი ჩემ თანა დასთესო, აღმოსცენდეს და გამოიღოს ნაყოფი.
    16.     და მითხარ სახე საწუთოჲსაჲ და ვითარ აცთუნებს კაცთა.


13

    1.     თხრობაჲ გ
    2.     14. ჰრქუა ბალაჰვარ: მსგავს არს საწუთოჲ ესე კაცსა, რომელსა სდევდა პილოჲ ამრიზებული, და მიაწყჳდია იგი ჯურღმულსა საშინელსა.
    3.     და იხილნა ხენი, რომელსა ზედა აღჴდა.
    4.     და იხილნა ორნი თაგუნი: ერთი შავი და ერთი თეთრი, რომელნი სჭრიდეს ძირსა მათ ხეთასა, რომელთა ზედა აღსრულ იყო.
    5.     და შთახედნა ჯურღმულსა და იხილა ვეშაპი, რომელსა აემტკმო პირი და ეგულებოდა შთანთქმაჲ მისი.
    6.     და აღიხილნა ზე და იხილა თაფლი მცირე, რომელი ჩამოსდიოდა ხეთა მათ.
    7.     და იწყო ლოკაჲ მისი.
    8.     და არღარა მოიჴსენა განსაცდელი, რომელსა შთავრდომად იყო.
    9.     ხოლო თაგუთა მათ ხენი იგი წასჭრნეს, და პილომან აღიტაცა კაცი იგი და მიუგდო ვეშაპსა.
    10.     აწ პილოჲ იგი სახე არს სიკუდილისაჲ, რომელი სდევს ძეთა კაცთასა და ხენი იგი საწუთოჲ არს, და თაგუნი იგი დღენი და ღამენი-ა, და თაფლი იგი საწუთოჲსა სიტკბოებაჲ არს და შეაქცევს კაცსა გემოვნებაჲ საწუთოჲსაჲ.
    11.     და დღენი და ღამენი აღსრულდებიან და სიკუდილი წარიტაცებს და ჯოჯოხეთს ვეშაპი იგი შთანთქამს, და ესე არს ცხორებაჲ კაცთაჲ.


14

     1.     15. და ჰრქუა ძემან მეფისამან: განაცხოველე მაგით სული ჩემი.
    2.     მომეც სახე სოფლისაჲ ამის და მოყუარეთა მისთაჲ.
    3.     თხრობაჲ დ
    4.     ჰრქუა ბალაჰვარ: სახე ამის სოფლისაჲ ესე არს.
    5.     – კაცსა ვისმე ესხნეს სამნი მეგობარნი.
    6.     ერთი იგი უმეტეს სხუათა უყუარდა, და მეორე იგი მეგობარი უყუარდა-ვე, ხოლო მესამე იგი მეგობარი შეურაცხ იყო მის წინაშე.
    7.     და შემდგომთა დღეთა მოიწივნეს მისსა ბოროტნი მეფისანი და წარიყვანდეს განსაკითხავად.
    8.     და მივიდა საყუარელისა მის მეგობრისასა და ჰრქუა: შენ უწყი, საყუარელო ჩემო, ვითარ მიყუარ.
    9.     აწ ესერა წარმიყვან[ებ]ენ განსაკითხავად, შემეწიე ჭირსა ჩემსა!
    10.     მიუგო მან და ჰრქუა: არა ვარ მეგობარ შენდა და არცა გიცი შენ, მე სხუანი მისხენ მეგობარნი, რომელთა თანა ვიშუებდე, არამედ მოგცნე ორნი სამოსელნი და იგიცა არავე გერგნენ.
    11.     და მივიდა მეორისა მის მეგობრისა და ჰრქუა: აწ ვცნა სიყუარული ჩემი შენდა მიმართ, რომელ მაქუნდა.
    12.     აწ ესერა წარვჰყავ განსაკითხავად და შემეწიე ჭირსა ჩემსა.
    13.     მიუგო მან: არა მცალს დღეს შენდა, რამეთუ კმა არს ჩემდა ჭირი თავისა ჩემისაჲ, წარვედ გზასა შენსა, ამიერითგან არღარა ვარ მეგობარი შენი, არამედ მცირედ გზა-გყვე და მერმე მივიქცე ზრუნვად თავისა ჩემისა.
    14.     და წარვიდა მესამისა მეგობრისა, რომელსა-იგი სძ~ლებდა და ჰრქუა: სირცხჳლ მიჩნს, გარნა მჭირს და მით მოვედ შენდა, შემეწიე მე, დაღაცათუ არა კეთილ ვყავ შენ თანა.
    15.     ხოლო მან მხიარულებით ჰრქუა: მე ვარ მეგობარი შენი, რომელმან დავიმარხე კეთილი შენი მცირედი და აწ აღნადგინებითურთ მიგაგო შენ და თანამოგზაურ გექმნე და მეოხ ჭირსა შინა და არა მიგცე ჴელსა მტერთა შენთასა.
    16.     მაშინ იწყო სინანულად და თქუა: რად არა შენ ზედა ვყავ ყოველი კეთილი, რომელ ორთა მათ მეგობართა ზედა წარვაგე ცუდად?
    17.     ჰრქუა ძემან მეფისამან: მაუწყე შეტყუებაჲცა მაგისი.
    18.     ჰრქუა მას: მეგობარი იგი პ~ლ ვეცხლის მოყუარებაჲ არს, რომელი ფრიად უყუარს კაცთა, და ვერას წარიტანს თანა, ოდეს-იგი წარიყვანებდეს სიკუდილი, ოდეს წარადგინებდენ განსაკითხავად.
    19.     ხოლო ორნი იგი სამოსელნი საგრაგნელნი-ა;
    20.     მეორე იგი მეგობარი – ცოლი და შვილნი, რომელნი უყუარან და მათთჳს ზრუნავს სამარადისოდ და დღესა მას განკითხვისასა ვერას არგებენ, არამედ საფლავადმდე მიჰყვებიან და მერმე თავისსა ზრუნვასა შეექცევიან.
    21.     და მესამე მეგობარი სული თჳსი და არა ჰყოფს კეთილსა, ხოლო რომელი-იგი ყოს მცირედი, დიდად შეერაცხების წინაშე ღმრთისა, რამეთუ ას წილად მიაგებს ღმერთი ნაცვალსა.


15

     1.     16. ჰრქუა ძემან მეფისამან: უწყი, რამეთუ ყოველსა ჭეშმარიტსა უწყებულ მყოფ.
    2.     თხრობაჲ ე
    3.     აწ მითხარ სახე, ვითარ მაცთურ არს სოფელი ესე და რომლითა ღონითა შესაძლებელ არს განრინებაჲ მისგან.
    4.     ჰრქუა ბალაჰვარ: მე გაუწყო, თუ რომლითა ღონითა.
    5.     რამეთუ არს ქალაქი და ესე წესი არს მუნ, რამეთუ უცხოსა კაცსა მეფე-ჰყოფენ წელიწადსა ერთსა.
    6.     და რაჲ სრულ იქმნის წელიწადი, მოსძრცჳან პორფირსა მეფობისასა და ორითა სამოსლითა მისცემენ მას ექსორიობად.
    7.     ხოლო და ოდესმე ადგინეს ერთი ვინმე, და ცნა უკეთურებაჲ ქალაქისაჲ მის, მოიმსტურნა კაცნი უცხონი და გლახაკნი და იდუმალ მისცემდა საფასეთა, რაჲთა წარიღონ ქუეყანასა მას, სადაცა ექსორია-ჰყოფენ.
    8.     და ვითარცა ექსორია-ყვეს კაცი იგი და მიიწია ადგილად, ყოველნი იგი წარგზავნილნი დაუნჯებულად დახუდეს, და აწ იხარებს საუკუნოდ.
    9.     ჰრქუა ძემან მეფისამან: განმიმარტე ეგეცა.
    10.     ხოლო მან ჰრქუა: ქალაქი იგი ყოველი სოფელი არს, და კაცნი ფლობილ არიან მას ზედა და მეფობენ,
    11.     და იციან, ვითარმედ შემდგომთა ჟამთა მოსიკუდიდ არიან და ორითა მით საგრაგნელითა მისციან საფლავად და ცხორებაჲ კაცთაჲ დღე ერთი არს, და სიკუდილი და საფლავად მიცემაჲ ექსორიობაჲ არს.
    12.     ხოლო რომელი ფრთხილ იყოს გონებითა, მისცემს იდუმალ გლახაკთა, უცხოთა და უღონოთა, მშიერთა, შიშ~ვლთა, და იყოს მოწყალე, მშჳდ და მდაბალ გულითა.
    13.     ხოლო ღმერთი, რომელი ხედავს დაფარულთა, მოწყალებისა მათისათჳს მიაგებს ცხადად დაუნჯებულთა კეთილთა, სადა მპარავი ვერ განიპარავს და ვერცა მღილი განჰრყუნის, და მუნ შინა იშუებს უკუნითი უკუნისამდე.


16

     1.     23. ჰრქუა იოდასაფ: არსადა ასმიან მამასა ჩემსა ესევითარნი სიტყუანი?
    2.     რამეთუ მე სიტყჳთა ამით, რომელ მეტყჳ, განმინათლდების გული, და გონებაჲ განმხიარულდების, და ფრიად იშუებს სული.
    3.     ჰრქუა ბალაჰვარ: არა ასმიეს ესრე ზედამიწევნით.
    4.     და ჰრქუა იოდასაფ: და რად არა იღუაწეს მისთჳს ბრძენთა კაცთა ამისთჳს, რამეთუ იცოდეს გულის სიტყუაჲ მისი არა შემწყნარებელად, და ამისთჳს დააცადეს თხრობაჲ მისი, რამეთუ ვერ პო[ვ]ეს ადგილი შეწყნარებისაჲ მის თანა.
    5.     თქუა იოდასაფ: ვითარ ეგების ესე ყოფად, რომელ ვერ პო[ვ]ეს ადგილი თხრობად მისა!?
    6.     თხრობაჲ ვ
    7.     – ეგე სახე არს მეფობისაჲ მის, რომელი განაგებდა საქმეთა საწუთოჲსათა.
    8.     და ესუა მას თანამზრახველი კაცი სახიერი და სარწმუნოჲ და განყენებული ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა, და ყოველსა კეთილსა აზრახებდა მეფესა კაცთათჳს, რამეთუ იყო იგი სჯულიერ და ღმრთის მსახურ.
    9.     და ოდეს იხილის იგი თყ~ნის ცემლ კერპთა, შეძრწუნდის ფრიად და ელმის, ვითარცა ვის ელმის შვილისა.
    10.     და მრავალ გზის უნებნ მის თანა სიტყჳს-ყოფაჲ სჯულისათჳს, და ჰკითხა მოყუარეთა ამის ჯერისათჳს.
    11.     ხოლო მათ ჰრქუეს: შენ მეცნიერ ხარ შინაგანსა გონებისა მისისასა, და თუ ოდეს ჰპოო ადგილი, არქუ მას, არამედ კრძალვაჲცა ჯერ-არს, რამეთუ დაუძინებელ არს ეშმაკი ბოროტისათჳს, და ნუუკუე განაკრთოს იგი შენ ზედა და ბოროტი გიყოს.
    12.     და ფრიად იურვოდა კაცი იგი მეფისათჳს.
    13.     და ჰრქუა მეფემან კაცსა მას ღამესა ერთსა: მოგუალე, ვიდოდით ქალაქსა შინა, რაჲთა ვიხილნეთ საქმენი კაცთანი.
    14.     და სლვასა მას შინა მიემთხჳვნეს ნაგევთა დიდთა.
    15.     და იხილა მეფემან სინათლე რაჲმე, ვითარცა ცეცხლისაჲ მუნით გამო.
    16.     და ვითარცა მიეახლნეს, იხილეს ვითარცა ქუაბი გამოთხრილი რაჲმე ნაგევთა.
    17.     მათ შინა კაცი და დედაკაცი, შემოსილნი სამოსლითა ბებკულითა, ძუელითა.
    18.     და ვითარცა ხედვიდეს, ესმოდა მუნით ჴმაჲ სიმღერისაჲ.
    19.     და კაცი იგი ჯდა ინაჴით სკორესა ზედა, ხოლო დედაკაცი იგი უროკვიდა წინა და შეასხმიდა ქებასა, ვითარცა შუენის მეფეთათჳს.
    20.     და უფლით ხადოდა მას, ხოლო იგი – დედოფლით.
    21.     და ორნივე იხარებდე და განსცხრებოდეს.
    22.     ხოლო მეფე იგი და თანამზრახველი მისი მყუარ ჟამ ხედვიდეს და განიცდიდეს საქმეთა მათთა, და წარვიდეს განკჳრვებულნი.
    23.     და ჰრქუა მოყუასსა: არასადა გუთნდა ცხორებაჲ ჩუენი, ვითარ ამათ გლახაკთა, და არცა ესრეთ მხიარულ ვართ, ვითარ ესენი.
    24.     და ამას ვჰგონებ, ვითარმედ ამას შინა არიან ყოველნი დღენი ამათნი.
    25.     მაშინ პო[ვ]ა ადგილი სიტყჳსაჲ თანამზრახველმან და ჰრქუა: ნუ ჰგონებ, მეფეო, ვითარმედ დიდებაჲ და სუფევაჲ, რომელსა შინა ჩუენ ვიშუებთ, ესრე სახედ შერაცხილ არს წინაშე მათსა, რომელნი ღმრთის მსახურებით ცხოვნდებიან.
    26.     და სახლები ესე ოქრო-ქანდაკებული, რომელნი-ესე ვიშენენით, და სიშუენიერე ხატისაჲ და ბრწყინვალებაჲ სამოსელთაჲ, არად ჰკჳრს მათ,
    27.     რამეთუ ხედვენ იგინი ჴელით-უქმნელთა ზეცისა ტაძართა, თუალთ-შეუდგამთა სამოსელთა და ამისთჳსცა იხარებენ, რამეთუ მათ შინა იშუებენ უკუნისამდე, რომელნი-იგი განუმზადნა ღმერთმან მოყუარეთა მისთა.
    28.     და ჰრქუა მეფემან: და იცნია ესევითარისა სახისა მეცნიერნი კაცნი?
    29.     ხოლო მან ჰრქუა: არიან კაცნი, რომელნი ჰმსახურებენ ღმერთსა და სოფლისა ყოველი დაუტეობია და საუკუნოჲ იგი შეუყუარებია, რამეთუ გამოცადეს სოფელი ესე და პო[ვ]ეს ყოველი წარმავალად.
    30.     ჰრქუა მეფემან: და რაჲ არს სუფევაჲ საუკუნოჲ, არა შეუთქსა მწუხარებაჲ?
    31.     ჰრქუა მას თანამზრახველმან: სუფევაჲ საუკუნოჲ შუებაჲ არს დაუსრულებელი, რომელსა არა შეუთქს მწუხარებაჲ, და სიმდიდრე – რომელსა არა შეუთქს სიგლახაკე;
    32.     და სიხარული – რომელსა არა შეუთქს ურვაჲ;
    33.     და სიმრთელე – რომელსა არა შეუთქს სალმობაჲ;
    34.     და მეფობაჲ – რომელსა არა შეუთქს აღსასრული;
    35.     და მშჳდობაჲ – რომელსა არა შეუთქს შიში;
    36.     და ცხორებაჲ – რომელსა არა შეამრღუევს სიკუდილი.
    37.     რამეთუ იგი არს სოფელი უხრწნელი, და მიიღებენ, რომელთა შეიყუარეს იგი.
    38.     ჰრქუა მეფემან: არს-მე ვინ ადგილისა მის ღირს, ანუ ვინ შემძლებელ არს მუნ შესლვად?
    39.     ჰრქუა თანამზრახველმან: არავის ჴშულ არს კარი იგი.
    40.     ჰრქუა მეფემან: რაჲ არს გზაჲ იგი, მითხარ!
    41.     და ჰრქუა: მსახურებაჲ ღმრთისა მხოლოჲსაჲ, რომელმან დაჰბადნა ყოველნი დაბადებულნი.
    42.     ჰრქუა მეფემან: და რაჲ გაყენებდა აქამომდე თხრობად გზაჲ იგი?
    43.     ჰრქუა: ზარი მეფობისა შენისაჲ.
    44.     ჰრქუა მეფემან: უკუეთუ საქმე ეგე ესრეთ არს, არა გჳღირს, რაჲთა უდებ ვიქმნეთ და თანა-გუაც შრომაჲ, რაჲთა მივიწივნეთ მუნ უშფოთველსა მას ცხორებასა.
    45.     და ჰრქუა თანამზრახველმან: აწ უკუე მიბრძანება, რაჲთა მარადის გაუწყებდე და მოგაჴსენებდე ჟამითი-ჟამად?
    46.     ჰრქუა მას: ნუ ჟამითი-ჟამად, არამედ დაუცხრომელად დღე და ღამე იყავნ ზრახვაჲ შენი.
    47.     და იწყო ღმრთის მსახურებად მეფემან და ღირს იქმნა იგი ადგილსა მას შესლვად, რომელ ეტყოდეს თანამზრახველი იგი და ორნივე ცხოვნდეს საუკუნოდ.


17

     1.     24. ჰრქუა იოდასაფ: არღარა არს ყოვლით კერძო გონებასა ჩემსა სიყუარული ამის სოფლისაჲ, არამედ მსურის ცხორებისა მისთჳს საუკუნოჲსა, და აწ განმიზრახავს, რაჲთა დავადგრე შენ თანა და მოვითმინო სიმძიმე ცხორებისა შენისაჲ.
    2.     თხრობაჲ ზ
    3.     ჰრქუა ბალაჰვარ: უკუეთუ ჰყო ეგე, ემსგავსო მდიდარსა მას, რომელი ემზახა გლახაკსა მას, რამეთუ გუესმა, ვითარმედ იყო ვინმე ჭაბუკი მდიდრისა ვისმე შვილი, და მამამან მისმან მოუთხო[ვ]ა ქალწული დიდებულთა შვილი ცოლად ძისა მისისა.
    4.     ხოლო მან არა ინება. და ილტოდა მამისაგან თჳსისა.
    5.     და სლვასა მას შინა მისსა იხილა ასული ვისმე გლახაკისაჲ სამოსლითა შეურაცხითა მჯდომარე კართა ზედა სახლისა თჳსისათა, იქმოდა ხელთსაქმარსა, და ჰმადლობდა ღმერთსა.
    6.     ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ვინ ხარ, დედაკაცო, ანუ რომელთა კეთილთა ზედა ჰმადლობ ღმერთსა?
    7.     ხოლო მან ჰრქუა: ჵ უნდოო ვინმე ცნობითა, არა უწყია, რამეთუ მცირემან წამალმან დიდთა სენთაგან იჴსნეს კაცი, ეგრეთვე მცირემან მადლმან მოჰმადლის უდიდესი?
    8.     ხოლო მე ასული ვარ ბერისა ვისმე გლახაკისაჲ და მოველი წყალობასა ღმრთისასა.
    9.     მაშინ ჴმა-უყო ჭაბუკმან დედაბერსა. ხოლო იგი განვიდა.
    10.     და ჰრქუა მას ჭაბუკმან: უკუეთუ გნებავს, მომეც ასული ესე შენი ცოლად.
    11.     ჰრქუა მას: არა ჯერ-არს ცოლად შენდა ასული გლახაკისაჲ, რამეთუ შენ შვილი ხარ მდიდართაჲ.
    12.     ჰრქუა მას ჭაბუკმან: რამეთუ ვიხილე სიბრძნე და გონიერებაჲ ასულისა შენისაჲ და მთნავს იგი ცოლად ჩემდა, და აჰა ესერა მდიდართა ასული დაწინდებულ იყო ჩემდა და მე არა ვინებე მიყვანებაჲ მისი.
    13.     და თუ შენ ჰყო, კეთილად მპოო, თუ უფალსა უნდეს.
    14.     ჰრქუა მას ბერმან: უკუეთუ გთნდეს მიყვანებად ასული ჩემი, მამამან შენმან არა ინებოს.
    15.     ხოლო მან ჰრქუა: უკუეთუ არა ინებოს, მე აქა დავდგე.
    16.     ხოლო ჭაბუკი იგი შევიდა სახლსა მის ბერისასა, განიძარცუა სამოსელი თჳსი და შეიმოსა საგლახაკოჲ.
    17.     და იწყო ბერმან გამოცდად მისსა, და აღწონა გონებაჲ მისი.
    18.     და ვითარცა პო[ვ]ა გონიერად, და ვითარცა ცნა, თუ არა ტრფიალებისათჳს არს სიყუარული მისი, უპყრა ჴელი და შეიყვანა საუნჯესა თჳსსა.
    19.     და უჩუენნა საფასენი შუენიერნი, რომელ არასადა ეხილვნეს ეგევითარნი, და ჰრქუა: შვილო, ესე ყოველი შენი არს, და ამიერითგან იშუებდი.
    20.     და აღივსო სიხარულითა ჭაბუკი იგი.


18

     1.     25. ჰრქუა მას იოდასაფ, ვითარმედ: ჩემთჳს იყო სახე ესე, უფალსა თუ უნდეს;
    2.     ხოლო შენ იტყჳ, ბერმან გამოცადაო, და, შენ, ვითარ გნებავს გამოცდაჲ ჩემი?
    3.     ჰრქუა ბალაჰვარ: რაჲთა გეშინოდის ღმრთისა და შეეყო ნებასა მისსა და განეშორო ვნებასა სოფლისასა და არა წარსწყმედს ღმერთი შრომათა შენთა, და არა განგიცდის უფროჲს ძალისა შენისა;
    4.     და მეცა ვევედრები უფალსა ჩემსა იესუ ქრისტესა, დამბადებელსა ცისა და ქუეყანისასა, სამებასა წმიდასა, რომელსა არა აქუს აღსასრული, საშინელსა და სახიერსა, ძლიერსა, მოწყალესა, უხილავსა, გამოუთქუმელსა, მეუფესა კაცთ მოყუარესა, მეცნიერსა და არა უცნაურსა,
    5.     რომლისაგან ძრწიან ყოველნი დაბადებულნი, რაჲთა წმიდა გყოს ჭეშმარიტი წინამძღუარი კეთილისაჲ და თითის საჩუენებელ ღმრთის მსახურებითა, ამხილველ ბრმათა, მსმენელ ყრუთა, მოყუარე წმიდათა და მოძულე ვნებათა, ვიდრემდის მიგაწიოს ჩუენითურთ ადგილთა მათ,
    6.     რომელ აღგჳთქუა პირითა წმიდათა წინაწარმეტყუელთაჲთა და მოციქულთაჲთა, რომელთა მიმართ გუაქუს სასოებაჲ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ მიმთხუევად.
    7.     და სიტყუათა ამათ ზედა განჴურდა გული იოდასაფისი და იწყო ტირილად, და მერმე ჰრქუა ბალაჰვარს: რაჲ ზომისა წლისაჲ ხარ?
    8.     ხოლო მან ჰრქუა: ათორმეტისაჲ.
    9.     და ჰრქუა: ვითარ მეტყჳ მაგას, რამეთუ ხარ მოხუცებულად, სამეოცისა წლისა უმეტეს.
    10.     ჰრქუა ბალაჰვარ: ვინაჲთგან ვიშევ, სამეოცისა წლისაჲ ვარ, გარნა, რაჲთგან ღმერთსა სრულიად გაუსაკუთრე თავი ჩემი, ათორმეტი წელი არს, რამეთუ წინაჲს მკუდარი ვიყავ და ათორმეტით წლითგან ცოცხალ ვარ.
    11.     ჰრქუა იოდასაფ: და ვითარ მკუდარ არს კაცი, რომელი ჭამს და სუამს?
    12.     და უკუეთუ პირველი იგი ცხორებაჲ არა შეგირაცხიეს ცხორებად, თანა-გაც, რაჲთა სიკუდილიცა იგი მომავალი არად შეგერაცხოს.
    13.     ჰრქუა ბალაჰვარ: ანუ არა გაუწყებსა განწირვაჲ თავისა ჩემისაჲ შემოსლვითა შენდა?
    14.     რამეთუ უწყი სიბოროტე მამის შენისაჲ ჩემდა მომართ, რამეთუ არა მეშინის სიკუდილისაგან, უკუეთუ ოდენ მოვკუდე ღმრთის მსახურებასა შინა.
    15.     და ყოველივე ცხორებაჲ მისი თჳთეულად წარმოუთხრა და რომლითა მიზეზითა განვიდა უდაბნოდ.


19

     1.     26. ჰრქუა ბალაჰვარს იოდასაფ: მითხარ მე სახე სიბრძნისაჲ და რად აქუს ნათესავსა ამას ჩუენსა სიყუარული კერპთა მიმართ.
    2.     ხოლო მან ჰრქუა: კაცმან ვინმე შეიპყრა მჭურინავი და დაჰკლვიდა მას.
    3.     ხოლო მან ჰრქუა: რაჲსათჳს გნებავს დაკლვაჲ ჩემი, რამეთუ არა არს ჩემ თანა განსაძღებელი შენი?
    4.     უკუეთუ განმიტეო, გასწავნე სამნი მცნებანი, და უკუეთუ დაიმარხნე, სცხოვნდე.
    5.     ხოლო მან ისმინა, და განუტევა.
    6.     ხოლო იგი დაჯდა რტოსა ხეთასა და ჰრქუა: აუწუთომელსა ნუ ეწუთები, გარდასრულსა ნუ ინანი, და რომელი შენ არა გინდეს, სხუასა ნუ უზამ და სცხოვნდე.
    7.     ხოლო უნდოდა გამოცდაჲ კაცისაჲ მის, თუ ვითარ დაიმარხნეს მცნებანი იგი.
    8.     და ჰრქუა: კაცო, უკუეთუმცა ცოდნილ იყავ და მე დაგეკალ, ჩემსა ინჩაჴუსა იდვა მარგალიტი სირაქლემისა კუერცხისა ოდენი, იგიმცა გამოგეღო, შენმცა დიდი საფასე შეგძენოდა.
    9.     და ვითარცა ესმა კაცსა მას, იწყო სინანულად და ენება შეპყრობაჲ მისი და დაკლვაჲ.
    10.     და ჰრქუა: ვინაჲთგან მცნებანი მასწავენ, სხუაჲ არა მაქუს ნაცვალი, რაჲთა მიგიზღო, აწ მო[ვ]ედ სახედ ჩემდა, რამეთუ ზამთარი ესე ფიცხელ არს და მე კეთილად გიღუაწო, და განგიტეო...
    11.     ჰრქუა მას მჭურინავმან: ცუდ არს სწავლაჲ მცნებათა ჩემთაჲ შენდა მიმართ, რამეთუ სამივე მცნებაჲ აწვე დაშალე: რამეთუ გარდასრულ არს გაშუებაჲ ჩემი და ინანი, და შეპყრობაჲ ჩემი აუწუთომელ არს და ეცდები,
    12.     და სიკუდილი შენი არა გნებავს და ჩემსა დაკლვასა ჰლამი, ხოლო მე გამოგცადე, თუ ვითარ დაიმარხავ მცნებათა.
    13.     თუ არს ჩემსა ინჩაჴუსა რასა მარგალიტი, ვითარცა მარგალიტი, სირაქლემისა კუერცხისა ოდენი, რამეთუ თჳთ ნაგრტენითურთ არცა ხოლო თუ ნასამალი ვარ სირაქლემისა კუერცხისაჲ.
    14.     აწ, ძეო მეფისაო, უკუეთუ ასწავებდე კაცთა უგუნურთა, არავე ირწმუნებენ და გარდაჴდებიან მცნებათა ღმრთისათა და თჳთ მოგონებულსა დაამტკიცებენ, რამეთუ ჴელითა თჳსითა შეუქმნიან კერპნი და ღმრთად თაყუანის-[სც]ემენ და იტყჳან: ესენი არიან მჴსნელნი ჩუენნი ბოროტისაგან.
    15.     და მონაგებთა მათთა წარაგებენ მათ ზედა, რამეთუ ეშმაკნი დამკჳდრებულ არიან მას შინა და მათსა ირწმუნებენ და არა გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, მამაჲ ყოვლისა მპყრობელი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და წმიდაჲ სული, რომელი მამისაგან გამოვალს;
    16.     იგი ხოლო დამბადებელ და სხუანი დაბადებულ, იგი ხოლო უჟამო და სხუანი ჟამიერ, იგი ხოლო ძლიერ და ყოველნი უძლურ, იგი ხოლო მაღალ და ყოველნი მდაბალ, და ყოველი მის მიერ შეიქმნა და თჳნიერ მისსა არცა ერთი რაჲ იქმნა,
    17.     და რამეთუ სახიერ, მოწყალე, სულგრძელ და კაცთ მოყუარე არს, და განუმზადებიან მორჩილთათჳს საშუებელნი, ხოლო ურჩთათჳს სატანჯველნი.
    18.     ამანვე სმგმ~ვნბმნ და ერთ-არსებით დიდებულმან გყვნა მეძიებელ ნებისა მისისა, რაჲთა ცხოვნდენ ძალითა ერთარსისა სამებისაჲთა.
    19.     ხოლო უკუეთუ დაიმარხნე მცნებანი მისნი, მერმე სცნა, თუ ვითარ ჯერ-არს მცნებაჲ მისი.


20

    1.     27. ჰრქუა იოდასაფ: რაჲ არს საქმე, რომელი ჰნებავს ღმერთსა?
    2.     მიუგო: ესე არს მცნებაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა რომელი გინდეს თავისა შენისათჳს, უყო მოყუასსა, და რომელი შენ არა გინდეს, სხუასა არა უყო და ლოცვასა ჰყოფდეს ღმრთისა მიმართ და ვედრებასა დღე და ღამე.
    3.     და გაქუნდეს ჯუარი მისი საძლეველად მტერთა მიმართ, რამეთუ მით მიჴსნა ვნებათაგან და ჴელთაგან სიკუდილისათა.
    4.     ჰრქუა ბალაჰვარს იოდას[ა]ფ: დამარხვითა მცნებათაჲთა მიემთხუჱვის კაცი ნებასა ღმრთისასა?
    5.     ჰრქუა ბალაჰვარ: ჰე, ჭეშმარიტად მიემთხუევის.
    6.     − და უკუეთუ ეგრეთ არს კეთილნი ესე, რომელ არიან სოფელსა შინა, რაჲსათჳს მოიძულენით?
    7.     ჰრქუა ბალაჰვარ: ორნი საქმენი მაწუევენ ჩუენ ამას.
    8.     პირველად ესე, რამეთუ გარდამატებულნი ესე კეთილნი ღმრთისანი არა ესწორებიან მცირედსა მუნ საშუებელსა სასუფეველისასა, და ვითა[რ]ცა ვინ იღუაწოს, უმეტესთა პატივთა მიეცემის და არა მცირედი შური იყოს მოყუსისაჲ მოყუსისა მიმართ,
    9.     რამეთუ არა სწორ იყუნენ ხარკისა გარდამჴდელნი ძღუნისა შემწირველთა, ხოლო მეორე: ნუუკუე ესე ჴელ-ყავ მოცემულთა ამათ საშუებელთა და მათ მიერ ჩავიჭრეთ უწესოთა საქმეთა და მიზეზ მექმნე წარწყმედისა.
    10.     ხოლო უკუეთუ განვეშორნეთ, უმეტესი მშჳდობაჲ და დაწყნარებაჲ გაქუს.
    11.     რამეთუ უკუეთუ ვინმე და[ა]ახლნეს საცხოვარნი ყანობირსა, ვერ გულ-პყრობილ არს, რამეთუ უკუეთუ მიერულოსა, ანუ უდებ იქმნეს, განჰრყუნიან საცხოვარნი, ხოლო ოდეს განაშორნის ყანისაგან, დაიძინის და განისუენის უზრუნველად.
    12.     ჰრქუა იოდასაფ: ყოველსა ჭეშმარიტად მეტყუელ ხარ, არამედ შე-ღა-სძინე სიტყუად, რაჲთა მეცა შევსძინო მტერობად და მოძულებად სოფლისა.
    13.     ჰრქუა ბალაჰვარ: ესე ცხად იყავნ წინაშე შენსა, რამეთუ მტერობაჲ სოფლისაჲ დააგებს ღმერთსა, და რამეთუ მოკლე არს ცხორებაჲ ესე და ადრე დაჰლევენ დღენი და ღამენი.
    14.     აწ ვიღუაწოთ განსლვად სოფლისაგან ნეფსით, რამეთუ უნებლივ განსლვად ვართ, დაღაცათუ განგრძელდეს ცხორებაჲ ჩუენი, სიკუდილი ეგრეცა თანა-გუაც.
    15.     მაშინ ყოველნი მონაგებნი განიბნივნენ და შენებულნი მაღალნი მოოჴრდენ, და უცნაურ იქმნას სახელი მისი, და აღიჴოცოს ჴსენებაჲ მისი, და განილიოს გუამი მისი,
    16.     რამეთუ შიშვ~ლი განიღონ სოფლით მისით და შთააგდონ მღჳმესა ბნელსა და დააგდონ მარტოჲ უცხოებასა შინა და სიგლახაკესა, დატევებული მოძულეთაგან, და განწირონ და მოიძაგონ ყოველთა: მეუღლემან, ძმათა და შვილთა.


21

    1.     28. ხოლო იოდასაფ ცრემლოოდა და ეტყოდა: სიტყუანი შენნი განმეწონნეს გულსა, აწ მეც სიტყუაჲ ცხორებისაჲ.
    2.     და ჰრქუა ბალაჰვარ: მე, ძეო მეფისაო, ფრიად მიყუარდა სოფელი ესე და შეყოფილ ვიყავ შუებათა მისთა, და ვითარცა განვიცადე და ვიხილე შეცვალებაჲ მკჳდართა მისთაჲ
    3.     და ვცან, ვითარმედ არავინ დაადგრების მას შინა, არცა დიდი და არცა მცირე, არცა ძლიერი და არცა უძლური, არცა ბრძენი და არცა სულელი.
    4.     და ვითარცა გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ მეცა ეგრეთვე განმავალ ვარ, ვითარცა განვიდეს იგინი, და შეცვალებად ვარ, ვითარცა შეიცვალნეს იგინი.
    5.     რამეთუ არა ვარ უდიდეს დიდთა მათ და უძლიერეს ძლიერთა მათ, და რომელი-იგი მოიწია მათ ზედა, მოწევნად არს ჩემდაცა, და რამეთუ ყოველნი წარვალთ და განვიბნევით.
    6.     და ვითარცა ესე გულისჴმა-ვყავ, ვიძიე თავისა ჩემისა უმჯობესი.
    7.     დაღაცათუ მძიმედ აღმიჩნდა, ვაიძულე თავსა ჩემსა და დავაყენე გულის თქუმათაგან და აღჳრ-ვასხენ ნებასა ჩემსა, რაჲთა არა წარმიტაცოს და შთამაგდოს შფოთთა სოფლისათა.
    8.     და მესმა სიტყუაჲ ღმრთისაჲ წიგნთაგან ზეგარდამოთა, ვითარმედ: ვყავ სოფელი ესე და ყოველი ხატი მისი წარმავალ.
    9.     აწ აღიღეთ საგზალი, რამეთუ წარხუალთ ქუეყანად უცხოდ.
    10.     ეკრძალენით, რამეთუ უეჭუელად განხუალთ, რამეთუ მე განმიმზადებიეს ადგილი საუკუნოჲ, რომელსა შინა არიან ორნი სადგურნი:
    11.     ერთი იგი არს სავანე ყოველთა კეთილთაჲ და საშუებელი გამოუთქუმელი მათთჳს, რომელთა შემიყუარეს და დაიცვნეს მცნებანი ჩემნი და მას შინა სუფევდენ უკუნისამდე.
    12.     ხოლო მეორე იგი სავანე არს სავსე სატანჯველითა, იწროებითა, სირცხჳლითა და შეურაცხებითა, აღზავებული რისხვითა, რაჲთა შური მიაგოს მოძულეთა ჩემთა.
    13.     ხოლო მე, რაჟამს მესმა ჴმაჲ ესე, ვცან, რამეთუ სამართალ არიან სიტყუანი მისნი.
    14.     და აღვიღე საგზალი, რაჲთა მივიწიო სავანესა მას მშჳდობისასა, და ვივლტი სავანისა მისგან საშინელისა და ფრიად მეშინის, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩემნი, გარნა უმეტეს არიან მოწყალებანი ღმრთისა ჩუენისანი.
    15.     ჰრქუა იოდასაფ: ვითარ შესაძლებელ არს შესლვაჲ სავანესა მას კეთილსა?
    16.     რაჲთა დაუტეო სოფელი და ყოველნი ზრუნვანი მისნი, რამეთუ თანა-აც კაცსა ბრძენსა, რაჲთა წურთიდეს თავსა თჳსსა, ვითარცა წურთინ კეთილი წინამძღუარი სამწყსოსა თჳსსა.
    17.     და შიში ღმრთისაჲ ყოვლადვე და მარადის გონებასამცა თჳსსა შინა არს, რამეთუ იტყჳს მეფსალმუნე: დასაბამი სიბრძნისაჲ შიში ღმრთისაჲ, ხოლო გულისჴმის-ყოფაჲ კეთილი ყოველთა, რომელთა ყონ იგი.
    18.     და ესე უწყოდე, რამეთუ ვერ შეიკრიბის კაცმან ერთმან ყოველი სწავლულებაჲ;
    19.     ანუ ვინ კაცთაგანი შემძლებელ არს ყოველთა საჭმელთა და სასუმელთა, რომელნი იხილნეს და გული უთქმიდეს, ერთბამად მიღებად, არამედ ძალისაებრ მცირედ-მცირედ მიიღის.
    20.     ხოლო ესეცა უწყოდი, რამეთუ ეშმაკი მოართუამს გონებასა და ეტყჳს: უკუეთუ არა უტყუვი ღმერთსა, იმარხე ორმეოცით და ძაძითა, ნაცრითა და ტირილითა იქცეოდე.
    21.     ესევითართა ძნელოვანთა აწუევს, ანუმცა ამით მოაწყინა და შეარყია, ანუმცა მეტად აღზუავა და მერმე ქუეყანად დააკუეთა და ურვასა მრავალსა შეაყენა.
    22.     ესე ჯერ-არს, რაჲთა დაიჭირო თავი შენი საზომსა და გეშინოდენ ღმრთისაგან.
    23.     ესე შეიკრძალე და შეისწავე და ჯუარითა შეიჭურე და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ ყოველთა შინა საქმეთა შენთა, რამეთუ არა არს ძალი და ღონე, რომლითა წინააღუდგეთ ღონეთა მტერისათა, გარნა უფლისა ჩუენისა ი~ჳჲს ქრისტეს მიერ დავსცეთ.


22

    1.     30. ჰრქუა იოდასაფ: მაუწყე დიდებაჲ ღმრთისაჲ!
    2.     ჰრქუა ბალაჰვარ: გამოუთქმელ არს ხატი ღმრთეებისაჲ და გონებაჲ ვერ მისწუთების გამოძიებად და ვერცა ყოველნი ენანი შემძლებელ არიან ღირსებით ქებად მისსა,
    3.     რამეთუ მიუწდომელ არს დაბადებულთაგან მეცნიერებაჲ მისი, გარნა რომელი მან გამოაცხადა პირითა წინაწარმეტყუელთაჲთა, იგი გამოეცხადა სოფელსა, რომელი-იგი პირველითგან იყო მამისა თანა, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე.
    4.     მან გამოთქუა იგი ჭეშმარიტად, რამეთუ თუალთ-შეუდგამ არს ხატი მისი, და მოციქულთა და წინაწარმეტყუელთა წამეს მისთჳს, და (ა)რწმუნეს კაცთა ნიშებითა და სასწაულებითა, რომელთა იქმოდეს სახელის დებითა მისითა,
    5.     რამეთუ მკუდართა აღადგენდეს, ბრმათა აღუხილვიდეს, მკელობელთა ავლენდეს, კეთრო[ვ]ანთა განსწმედდეს, ეშმაკთა განასხმიდეს და ყოველთა სნეულებათა ჰკურნებდეს, რომელი ვერვის სხუასა ძალ-უც ყოფად ეგევითარისა ძალისა
    6.     და ყოველსავე, რაჲცა ენებოს, იქმს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა.
    7.     ჰრქუა იოდასაფ: რაჲ დაამტკიცებს ცნობასა ღმრთისასა?
    8.     მიუგო ბალაჰვარ: ცანი და ქუეყანაჲ და ყოველი, რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა, სულიერნი და გუამნი.
    9.     და რამეთუ უკუეთუ იხილო ჭურჭელი რაჲმე შექმნილი, დაღათუმცა მოქმედი არა ჰნახე, სწამევე რამცა, ვითარმედ უვის შემოქმედი.
    10.     და ეგრეცა ნაშენები, დაღაცათუ მაშენებელი ვერ იხილო, არამედ გონებაჲ წამებს, ვითარმედ უვის მაშენებელი.
    11.     ხოლო მე, რაჟამს ვიხილე თავი ჩემი და განვიცადე აგებულებაჲ ჩემი, ვცან, რამეთუ მივის შემოქმედი და ვითარცა ენება, დამბადა და გამომხატა თჳნიერ კითხვისა ჩემისა.
    12.     და უკუეთუმცა მე ვიყავ დამბადებელი თავისა ჩემისაჲ, უმეტესმცა ვყავ თავი ჩემი სიშუენიერითა და სისრულითა ჰასაკისაჲთა.
    13.     ხოლო ღმერთმან, რომელმან დამბადა, მყო მე რომელთამე უდარეს და რომელთამე უმჯობეს.
    14.     ხოლო გულისჴმა-ვყავ ესეცა, რამეთუ განმიყვანებს ამის ცხორებისაგან თჳნიერ კითხვისა ჩემისა.
    15.     და ვითარ გულისჴმა-ვყავ და ვცან საქმე ცხორებისა ჩემისაჲ, ვითარმედ ვერას შემძლებელ ვართ შემატებად, გინა დაკლებად ჰასაკისა და ვერცა განახლებად დაძუელებულისა და ვერცა კუალად შედგმად,
    16.     თუ რაჲ მოჰვარდეს ასოთაგანი, და ვერცა შეუძლეს ამას მეფეთა მეფობითა, და ვერცა მარჯუეთა სიმარჯჳთა და ვერცა ბრძენთა სიბრძნითა, და ვერცა ძლიერთა ძალითა თჳსითა.
    17.     და მერმე ვხედევდ შემოსლვასა ღამისასა შემდგომად დღისა, და ქცევასა სამყაროთასა.
    18.     და ამით გამო ვცან, რამეთუ ყოველთა უვის დამბადებელი, და არა არს მსგავს დაბადებულთა.
    19.     და უკუეთუმცა მსგავს იყო მათსა, მის ზედაცამცა მოიწეოდა, რომელნი მოიწევიან დაბადებულთა ზედა, რამეთუ ვითარცა თქუა, იქმნეს, და ოდეს ინებოს, აღასრულებს და კუალად აღადგენს, ვითარცა პირველ იყვნეს.
    20.     რამეთუ ბრძანებაჲ მისი უგანმკუეთელეს არს მახჳლისა ორპირისა და უმალეს არს კამკამებასა ელვისასა, და ენებოს თუ, განაქარვებს და კუალად მოაგებს, და კურთხეულ არს და დიდებულ სახელი მისი უკუნისამდე.


23

     1.     31. ჰრქუა იოდასაფ: ყოველივე ეგე ჭეშმარიტად სწამე, გარნა ვინაჲ სცან, თუ ყოფად არს აღდგომაჲ შემდგომად სიკუდილისა და მიგებაჲ კეთილისა და ბოროტისაჲ?
    2.     მიუგო ბალაჰვარ: ორთა საქმეთაგან საცნაურ არს, რამეთუ განწვალებულ არს ცხორებაჲ მორჩილთა და ურჩთაჲ სოფელსა ამას შინა, და რამეთუ ვხედავთ მრავალთა ურჩთა შუჱბით,
    3.     ხოლო მორჩილთა ვხედავთ, რამეთუ ჭირითა და შეურაცხებითა განვლენ სოფლისა ამისგან, და ამით უწყი, რამეთუ მართლმსაჯულმან ღმერთმან ამისთჳს არა ადიდნა მორჩილნი იგი მისნი, რაჲთა აღდგომასა მას უმეტესი პატივი უყოს მათ, რამეთუ ურჩნი იგი დასაჯნეს საქმეთა მათთაებრ.
    4.     ხოლო მეორედ საცნაურ არს ქადაგებითა მოციქულთაჲთა, რომელნი-იგი თჳთმხილველ იქმნნეს დიდებასა ღმრთეებისასა, ამისთჳსცა ახარებდეს მისაგებელსა საუკუნოსა მორჩილთათჳს და განაკრძალებდეს სატანჯველთათჳს საუკუნოთა.
    5.     და რამეთუ ამისთჳს შევიწყნარეთ წამებაჲ მათი, რაჲთა აჩუენებდეს ნიშებსა და სასწაულებსა კაცთა შორის ძალითა მხოლოდ შობილისა ძისა ღმრთისაჲთა, რომელ არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე.


24

    1.     32. ჰრქუა იოდასაფ: ვინაჲთგან მოციქულნი ამისვე კაცობრივისა ნივთისანი იყვნეს, ვითარ ჰგონებ, თუ ჭეშმარიტსა იტყოდეს?
    2.     ჰრქუა ბალაჰვარ: ამისთჳს უწყი ჭეშმარიტებაჲ, ვითარცა პირველ ვთქუ, რამეთუ შეუდგეს უფალსა ჩუენსა და განეყენნეს მონაგებთაგან და შეუდგეს სიგლახაკესა,
    3.     და რამეთუ გლახაკთა სიტყჳთ განამდიდრებდეს და თჳთ უჴამლონი და თავშიშუელნი ერთითა სამოსლითა მიმოვიდოდეს და აჭირვებდეს თავთა თჳსთა, და ეგრეთვე სხუათა აწურთიდეს,
    4.     და უკუეთუ იყვნეს ცრუ მოწამე და მტყუარ, არამცა ესევითართა იწროთა და საჭიროთა გზათა ავლინებდეს კაცთა, არამედ უფროჲსმცა წინაუყოფდეს, რომელი შეაშუნს კაცთა, და ვრცელი და ფართოჲ კარიმცა უჩუენეს, რომელ არს საწადელი თუალთაჲ და სანებელი გულთაჲ.
    5.     და მი-მცა-უშუეს გულის-თქუმათა და შუებათა მიმართ, და ესევითარითამცა ცხორებითა მოიმძევლნეს გულნი კაცთანი, და არამცა ლოცვითა და მარხვითა, და ჭირითა და გლახაკობითა განაკრთვნეს გულნი კაცთანი.
    6.     ჰრქუა იოდასაფ: უკუეთუმცა აღ-ვინმე-დგა კაცი და სიცრუვით იტყოდა თავსა თჳსსა მოციქულად ღმრთისა, ვითარ საცნაურ არს, თუ ჭეშმარიტსა იტყჳს ანუ უცნაურსა?
    7.     ჰრქუა ბალაჰვარ: დაფარულთამცა მისთა გამოაცხადნეს საქმენი მისნი, რამეთუ მოთმინებასა ასწავებენ და თჳთ ვერ მოთმინე არიან.
    8.     და სხრბ~სა ასწავებენ და იგინი მანკიერებითა სავსე არიან, და ვერცა შემძლებელ არიან ყოფად სასწაულებსა, რომელიმცა კაცთაგან შეუძლო ყოფად.


25

     1.     33. და ვითარცა ესევითართა სწავლათა ასწავებდა ბალაჰვარ ძესა მეფისასა და განმრავლდა შემოსლვაჲ ბალაჰვარისი წინაშე იოდასაფისსა, ჰრქუა მას ზანდან მზარდულმან:
    2.     შენ უწყი, ძეო მეფისაო, ვითარ ერთგულებისა ჩემისათჳს დამადგინა შენ ზედა მამამან შენმან, და აწ განკჳრვებულ ვარ საქმესა ზედა ამის კაცისასა, რომელი შემოვალს შენდა ყოველსა ჟამსა, და მეშინის, ნუუკუე მათგანი იყოს, რომელ სძულან მამასა შენსა.
    3.     აწ თუ თუნდა, დააცადე საქმე ესე და განზრახვაჲ მის თანა, და თუნდა, უბრალო მყავ და ვაცნობო მამასა შენსა;
    4.     და თუ ესე არა გნებავს, განმიყვანე მე შენგან და ნაცვალად ჩემდა მამამან მოგცნეს სხუანი მსახურნი, და მე განმათავისუფლე რისხვისაგან მამისა შენისა.
    5.     ჰრქუა იოდასაფ: პირველად ესე ყავ, რაჲთა დასდგე ფარულად უკუანა კერძო კრეტსაბმელისა და ისმინო, რასა-იგი მეტყჳს მე, და მერმე, რაჲცა გნებავს, იგიცა ყავ.
    6.     და ვითარცა შემოვიდოდა ბალაჰვარ წინაშე იოდასაფისსა, უკუდგა ზანდან უკუანა კერძო კრეტსაბმელისა.
    7.     და იწყეს სიტყუად ურთიერთას.
    8.     და ჰკითხვიდა იოდასაფ საქმეთა საწუთოჲსათა.
    9.     ხოლო ბალაჰვარ იწყო გამოთქუმად ამაოებათა ამის საწუთოჲსათა და ჰრქუა: შეუგავს მეძიებელთა საწუთოჲსათა, რაჲთა აღირჩიონ საუკუნოჲ იგი წარუვალი საშუებელი, და რად არა გულისჴმა-ჰყოფენ მსწრაფლ-წარმავალობასა სოფლისა ამის დიდებისასა,
    10.     რამეთუ ხედვენ ადრე განქარვებასა საფასეთასა, და რომელნი-იგი შეიკრებენ, ცუდად შურებიან, რამეთუ შემდგომად მცირედისა სხუანი ეუფლებიან შენაკრებთა მათთა.
    11.     აწ რომელიმე საქმე საწუთოჲსაჲ საქებელ არს, ანუ რომელნი საფასენი ჰგიან განუხრწნელად.
    12.     ხოლო რომელთა გარდაემატოს ა~ქნ სიმდიდრე, მუნ პოონ ჭირი და სიგლახაკე, და რომელთა მოიგონ აქა პატივი, მუნ პოონ შეურაცხებაჲ.
    13.     და სხუაჲცა მრავალი ასწავა ესევითარი.


26

     1.     34. და ვითარცა განვიდა ბალაჰვარ, უნდა იოდასაფს გამოცდაჲ ზანდანისი, უკუეთუ სარგებელ ეყვნეს სიტყუანი ბალაჰვარისნი, და ჰრქუა: არა გესმისა, რასა მეტყჳს მტყუვარი ისი და გრძნეული, რამეთუ ეგულების შეცთუნებაჲ ჩემი და განრყუნად საშუებელი ესე საწუთოჲსაჲ?
    2.     ჰრქუა მას ზანდან: არა გიჴმს, ძეო მეფისაო, ზაკულებაჲ ჩემ თანა, რამეთუ ზრახვაჲ ესე ნათელ არს და ჩუენ გუასმია და ვიცით სიტკბოებაჲ მისი დიდი.
    3.     ხოლო ოდეს შეაჩუენნა მეფემან კაცნი იგი ღმრთის მსახურნი და განასხნა ქუეყანისა ამისგან, მუნიერითგან არღარა გუასმიეს სიტყუაჲ ესევითარი.
    4.     და უწყით, რამეთუ სიცოფით დაუტევეთ იგი და შევიყუარეთ წუთი ესე წარმავალი.
    5.     ხოლო შენ, ძეო მეფისაო, უკუეთუ გთნავს და გამოგირჩევიეს ესე, შეიყუარებ და თავს-იდებ სიმძიმესა მისსა და მის თანა რისხვასაცა მეფისასა და წინააღდგომასა ერისასა, გიხაროდენ უკუე პატივსა შინა ზეცისასა და ცხორებასა შინა საუკუნესა!
    6.     ხოლო მე მიუდრეკივარ სიყუარულსა სოფლისასა და შიშსაცა მამისა შენისასა, არამედ არა უვარ-ვყავ სიმდიდრეს[ა] მაგის საქმისასა.
    7.     ხოლო შენ მიბრძანე, თუ რომლითა ღონითა განვერე რისხვასა მამისა შენისასა, რამეთუ დავფარე აქამომდე საქმე ესე მეფისაგან!
    8.     ჰრქუა იოდასაფ: უკუეთუ დაჰფარო საქმე ესე მეფისაგან, უწყოდი, რამეთუ იგიცა ერთგულებაჲ არს წინაშე მისსა, რაჲთა არა შეაგდო იგი ურვასა და მწუხარებასა და წარუკუეთო მას სასოებაჲ შვილიერობისაჲ და შევარდეს გულის კლებასა.
    9.     ხოლო ჩემგან უშიშ იყავ ამიერითგან და იქმოდი და იტყოდი, რაჲცა გნებავს.
    10.     რამეთუ გულისჴმა-მიყოფია ამაოებაჲ ამის სოფლისაჲ და მიცნობია, რამეთუ არარაჲ არს კაცი, გარნა მატლი და წუთხი, მტუერი და ნაცარი, და ამისთჳს არა ვზრუნავ ჴორცთასა, რამეთუ არა არიან, ხოლო სული არს, რომელი იგრძნობს ტკივილთა, გინა შუებათა.
    11.     აწ მისთჳს ჯერ-არს ზრუნვაჲ, რაჲთა მას საუკუნესა არა მიეცეს ტანჯვასა დაუსრულებელსა, ცეცხლსა და მატლსა დაუძინებელსა, და ბნელსა გარესკნელსა, და ესეცა უწყოდე,
    12.     რამეთუ მე მიპოვნია მამაჲ ყოვლისა მპყრობელი, დამბადებელი ცათა და ქუეყანისაჲ და შემოქმედი ყოველთა დაბადებულთაჲ და მისგან მეშინის და მისგან ვძრწი და მას თაყუანის-ვსცემ,
    13.     რამეთუ იგი არს მეუფე მეუფეთაჲ და მას აქუს უფლებაჲ სულთა და ჴორცთაჲ, და მისი არს სუფევაჲ უკუნითი უკუნისამდე.


27

     1.     35. ხოლო ბალაჰვარს ენება წარსლვაჲ და იჯმნა ძისაგან მეფისა, ხოლო იგი ფრიად შეწუხნა და ვერ დაითმენდა განშორებასა მისგან.
    2.     და ჰრქუა: ვერ თავს-ვიდებ თჳნიერ შენსა ყოფასა და გევედრები, რაჲთა წარმოვიდე შენ თანა და ერთგან ვიყოფოდით მოყუასთა შენთა თანა.
    3.     მიუგო ბალაჰვარ: ძეო მეფისაო, სახე ეგე მსგავს არს სახესა მას, რამეთუ იყო ვინმე კაცი დიდებული და ესუა მას ძე საყუარელი.
    4.     და ძისა მის მისისათჳს ნუკრი გაზარდა და ეჟუანი შეაბა ყელსა მისსა.
    5.     ხოლო იგი განვიდის ველად, რაჲთა ძოოს.
    6.     ხოლო ჟამსა ერთსა შეეყო სხუათა ქურციკთა და თანა განჰყვა იგი მაღნართა შინა.
    7.     და ვითარცა ცნეს, რამეთუ ნუკრი იგი წარვიდა უშინაგანესთა მაღნართა, და წარვიდეს ძიებად ნუკრისა მის განმზრდელნი იგი მისნი და პო[ვე]ს იგი სხუათა თანა ნადირთა.
    8.     ხოლო იგი დაჴოცნეს და ნუკრი შეიპყრეს და წარმოიყვანეს.
    9.     ეგრეთვე ჩუენ შეგუამთხჳო, მე და მოყუასთა ჩემთა.
    10.     და ვერცა სასოებაჲ შენი სრულ იქმეს, და ვერცა შემძლებელ ხარ ჭირთა მათ დათმენად, რომელთა მე და მოყუასნი ჩემნი მოვითმენთ.
    11.     და უწყოდე ესეცა, რამეთუ უმჯობეს არს, რაჲთა დაითმინო აქავე და, თუ ენებოს ღმერთსა, სხჳთა ღონითა ჰპოო, რაჲთა სათნო-ეყო უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა.


28

     1.     36. ჰრქუა იოდასაფ: რაჲ არს საზრდელი თქუენი, რომლითა სცხოვნდებით უდაბნოსა მას შინა?
    2.     მიუგო მან: მწუანვილთაგან ქუეყანისათა ვიზრდებით.
    3.     ხოლო ოდეს მოგუაკლდის, მოვიღებთ ძმათაგან ჩუენთა მორწმუნეთა.
    4.     ჰრქუა იოდასაფ: წარიღე საფასე, რაოდენიცა გნებავს, რომელ კმა-გეყოს შენ და მოყუასთა შენთა!
    5.     მიუგო: ვითარ მისცემ საფასესა მოყუასთა ჩემთა, რამეთუ უკუანაჲსკნელი მათი უმდიდრეს შენსა არს?!
    6.     ჰრქუა იოდასაფ: ვითარ არს უგლახაკესი მოყუასთა შენთაჲ უმდიდრეს ჩემსა, რამეთუ იტყჳ ფრიად უპუარობასა მათსა?!
    7.     მიუგო ბალაჰვარ: ამისთჳს ვიტყჳ, რამეთუ თქუენგანსა რომელსა აქუს, სხჳსათჳსცა ზრუნავს, და ფრიად შფოთებს და განილევის, და ზე და ქუე ეკუეთების, რაჲთა უმრავლესი შეიკრიბოს;
    8.     ხოლო მოყუასთა ჩემთაგანი არცა ერთსა რას ზრუნავს არცა თუ ჭამადთათჳს, არცა შესამოსელთა, რამეთუ მდელოთა მათგან საზომისაბერ იჴუმევს და მათ ზედა ადიდებს ღმერთსა,
    9.     რამეთუ დაუტეობია სიმდიდრე სოფლისაჲ და საშუებელნი, იხარებენ და იშუებენ სულითა, რამეთუ მოელიან სასუფეველსა ცათასა.
    10.     ხოლო რომელნი ეძიებნ აქა სიმდიდრესა, მდიდარ თუ იყვნენ, გლახაკვე არიან გონებითა და ვერ განძღებიან;
    11.     ხოლო მოყუასნი ჩემნი ფრიადითა მყუდროებითა იქცევიან აქა, რამეთუ საუნჯენი მათნი ცათა შინა, დაუნჯებულ არიან მუნ, სადა არცა მპარავი განიპარავს, არცა მღილი განჰრყუნის, რომელთა-იგი შენცამცა ზიარ ხარ მათ შინა შუებად უკუნისამდე.
    12.     ჰრქუა იოდასაფ: რაჲთა უწყით ჭეშმარიტებაჲ საქმისა მაგისი?
    13.     და მან ჰრქუა: ამით უწყით ჭეშმარიტი – ოდეს მოყუასთა ჩემთაგანი განვიდოდის ჴორცთაგან, ვხედავთ ანგელოზთა ნათლისათა, მოსრულთა წარყვანებად სულისა მისთჳს, რომელი ბრძანებულ იყოს უფლისაგან, და გუესმის გალობაჲ ტკბილი, რომელი გამოვალს პირთაგან ანგელოზთასა;
    14.     და ვითარცა განიყვანონ სული იგი, აგუეჴდების საბურველი თუალთაგან ჩუენთა, და ვხედავთ სულსა მას ტჳრთულად ჴელთა შინა ანგელოზთასა და აღმავალად ზეცას, და მივაყვანებთ თუალთა ჩუენთა, ვიდრემდის განვლნიან ბნელნი იგი ჰაერის მცველნი.
    15.     ხოლო საფასე, რომელი გეგულების მოცემად მოყუასთა ჩემთა, ყოველი მიეც გლახაკთა.
    16.     და უღონოთა, ხოლო მე არა ვარ მოციქული მოყუასთა ჩემთაჲ, რაჲთამცა მივართჳ გესლი, რომელი აღაშფოთებს გონებასა კაცთასა, და ვითარ მივართუა მტერი იგი, რომელი მოაკუდინეს და დათრგუნეს ფერჴითა!
    17.     და რომელნი იგი მდიდარ არიან, ვითარღა მიიქცენ სიგლახაკედ და იწყონ შფოთებად!
    18.     ჰრქუა იოდასაფ: ვინაჲ არს სამოსელი თქუენი?
    19.     ხოლო მან ჰრქუა: სამოსელი ჩუენი არს ძუელი, დაბებკული, ნაგევთაგან შეკრებული.
    20.     ჰრქუა იოდასაფ: მიიღე სამოსელი მოყუასთა შენთათჳს.
    21.     ჰრქუა ბალაჰვარ: არავინ ჩუენგანი დაიუნჯებს სამოსელსა, რამეთუ ერთი იგი ჰმოსიეს, რომლითა დაიფარავს უძლურებასა ჴორცთასა, და რომელი მოელოდის მწუხრითგან ვიდრე ცისკრადმდე სიკუდილსა, რად უჴმს მას ორი სამოსელი ეგე, რომელი გმოსიეს!


29

    1.     37. ჰრქუა იოდასაფ: ვინაჲ არს სამოსელი ეგე, რომელი გმოსიეს?
    2.     მიუგო ბალაჰვარ: ესე სამოსელი შევიმოსე, რაჲთა მოვიდე შენდა, რაჲთა არავინ განჰკრთეს სახესა სამოსლისა ჩემისასა.
    3.     რამეთუ სახე ესე მსგავს არს სახესა, რომელსა ესუას ნათესავი ტყუეობასა შინა და შეცვალებითა სამოსლისაჲთა შევიდის ქუეყანასა მას მტერთასა, რაჲთა ღონის ძიებითა გამოიჴსნას ტყუე იგი.
    4.     ხოლო მე ვითარცა მეუწყა შენი, ვითარმედ ჭეშმარიტსა ეძიებს და გწადს ჴმაჲ მახარებელისაჲ და დავინახე ადგილი სათესავი, გამოვედ ქუეყანით ჩემით საყოფელით, და შევიმოსე სამოსელი ესე, რამეთუ მომცა კაცმან მორწმუნემან, ღმრთის მოშიშმან, და მოვიწიე შენდა.
    5.     და აწ ძალითა ქრისტესითა მიჴსნიხარ მტერთაგან, რამეთუ გაუწყე მცნებაჲ ღმრთისაჲ და სჯული მისი, და რამეთუ მეძავ არს სოფელი ესე და სიყუარულსა ერთისა თანა არა დაადრგების.
    6.     ხოლო მე, რაჟამს მივიწიო ადგილსა მას, რომელსა შევიმოსე სამოსელი ესე, მუნვე განვიძარცო და შევიმოსო სახე და სამოსელი მოყუასთა ჩემთაჲ, და უკუეთუმცა მიხილე ხატითა და სამოსლითა მოყუასთა ჩემთაჲთა, არღარამცა გწადოდა მოსლვაჲ ჩემ თანა.
    7.     მაშინ ილოცვიდა, რაჲთა ეჩუენოს ხატითა და სამოსლითა მით.
    8.     ხოლო ბალაჰვარ განიძარცუა სამოსელი იგი, რომელი ემოსა ზედა კერძო, და იყო ყოველი გუამი მისი გამჴმარ და დამჭკნარ.
    9.     და ტყავი ოდენ გარდართხმულ ძუალთა ზედა.
    10.     ხოლო ემოსა ნახეთქი რაჲმე ძაძისაჲ, რომელი შემოედვა უპითგან, ვითარცა ნახევარ წჳვთამდე.
    11.     და ვითარცა იხილა იოდასაფ სახე იგი ღმრთის მსახურებისაჲ, აღიჩ(ჩ)უა გული მისი და იწყო ტირილად.
    12.     და აღიძრნეს ყოველნი ნაწლევნი მისნი და ჰგოდებდა, ვითარცა ვინ გოდებს ზედა შვილსა საყუარელსა.


30

     1.     38. და ჰრქუა: ვინაჲთგან არა განმიყვანებ მე შენ თანა, მომეც მე სამოსელი ეგე ძაძისაჲ, და სხუაჲ მიიღე ჩემგან, ვითარიცა გნებავს.
    2.     ხოლო იგი მორჩილ ექმნა მას და მისცა სამოსელი იგი ძაძისაჲ და სხუაჲ შეიმოსა ძუელი და ნაჴმარები.
    3.     ხოლო იგი ეტყოდა, რაჲთა მიიღოს ახალი.
    4.     ჰრქუა ბალაჰვარ: არა ჯერ-არს, რაჲთა მივიღო ძუელისათჳს ახალი.


31

     1.     39. და ამცნებდა და ეტყოდა: ძეო მეფისაო, მე მონა ვარ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და აღმისრულებიეს სრბაჲ ჩემი შენდა მიმართ, ვითარცა მიბრძანა მე სულმან წმიდამან, რამეთუ მე ყოველნი სამართალნი მისნი დაგისხენ წინაშე შენსა.
    2.     ხოლო აწ მნებავს სრბაჲ ესე სხუათა მიმართ და ძიებად ადგილსა სანაყოფოსა, რაჲთა ვსთესო მას შინა.
    3.     და აწ განვალ და გამცნებ: დაუმარხე ღმერთსა სჯული მისი, რომელი მოგცა ჩემ მიერ და გაუწყნა სამართალნი მისნი, და ღირს მისდა გიჩინა შენ!


32

    1.     40. ხოლო შენ განეკრძალე, რაჲთა არა გარდაჰჴდე მცნებათა მისთა და შთაჰვარდე მთხრებლსა წარწყმედისასა, და მე ვევედრები ღმერთსა, სრულმყოფელსა ყოველთა კეთილთასა,
    2.     რაჲთა განგაძლიეროს ყოველსა შინა კუეთებასა მტერთასა და მოგცეს შენ სიბრძნე სიმჴნით და მოთმინებაჲ, რაჲთა მყუდროებით იყვნენ დღენი შენნი და რაჲთა არა მძლე გექმნეს მტერი ჩუენი ეშმაკი და განჰვარდე დიდებისაგან ღმრთისა.
    3.     ხოლო მე მეშინის, რამეთუ ძე ხარ მეფისაჲ და შუებით და ფუფუნებით აღზრდილ, ნუუკუე სულმოკლე იქმნე და შესცთე გზისაგან ჭეშმარიტისა და იწყონ შენ ზედა უფლებად ვნებათა.
    4.     მიუგო დასფ და ჰრქუა: შენ მხადი ძედ მეფისა და არა ვარ ძე მეფისაჲ, არამედ მონაჲ და ძე მეუფისა უკუდავისაჲ, ხოლო ღმერთმან განადიდა კეთილი მისი შენ მიერ ჩემ ზედა,
    5.     რამეთუ მიზეზ მექმენ მეცნიერებასა ღმრთისასა და დამადგინე გზასა ჭეშმარიტებისასა და განმარინე საბრჴეთაგან ეშმაკისათა.
    6.     და დიდ არს ჩემ ზედა მისაგებელი შენთა კეთილთაჲ ჩემდა მომართ, და ვერ შემძლებელ ვარ ღირსად მადლისა მიცემად, ვითარ-იგი ჯერ-არს შენდა, არამედ ვესავ ღმერთსა, რომელმან მიგაგოს ჩემ წილ, რამეთუ მის თანა არს სისრულე მისაგებელთაჲ.
    7.     და მან სრულ-ყოს საქმე კეთილისაჲ შენ თანა.
    8.     და უკუეთუ დაადრგე ჩემ თანა, საშუებელ ხარ სულისა ჩემისა, და უკუეთუ წარხუალ, ნუ განგუაშორნეს ღმერთმან ნებისაგან მისისა.
    9.     და მოიკითხნეს ურთიერთას, და წარვიდა ბალაჰვარ საყოფელ~დ თჳსად.


33

     1.     ცხორებაჲ და მოღუაწებაჲ ნეტარისა იოდასაფისი, ძისა მეფისაჲ, რომელი მოაქცია წმიდამან მამამან ბალაჰვარ, და მან მოაქცია მამაჲ თჳსი აბენეს მეფე და ქუეყანაჲ ჰინდოეთისაჲ მონებად ქრისტესა
    2.     41. ამიერითგან იწყო მარხვად და ლოცვად იოდასაფ ღმრთისა მიმართ.
    3.     და რაჟამს კაცნი დაწვიან, მან იწყის ღამის თევად, და ტირილითა და სულ-თქუმითა აღასრულებდა ლოცვათა თჳსთა.
    4.     ხოლო ზანდან მზარდული დასნეულდა შიშისაგან მეფისა.
    5.     და ვითარცა ცნა მეფემან სნეულებაჲ, წარავლინნა მკურნალნი, რაჲთა შეუძლონ ცნობად, თუ რომლითა მიზეზითა სნეულ არს.
    6.     ხოლო მათ ვითარცა განიცადეს, წარვიდეს და ჰრქუეს მეფესა: მეფეო, სენი ისი ზანდანისი არა არს სნეულებისაგან, არამედ გულის კლებისა.
    7.     ხოლო მან თქუა გულსა თჳსსა: რაჲმე არს მწუხარებაჲ გულისა მისისაჲ, ნუუკუე განაყენა ვინმე ძე ჩემი სჯულისაგან ჩემისა და იგი ელმის ზანდანს, მზარდულსა ძისა ჩემისასა?!
    8.     და აღდგა და წარვიდა ხილვად მისსა, რაჲთა ცნას, თუ რაჲ სჭირს, ანუ რად მწუხარე არს.
    9.     ხოლო ზანდანს ვითარცა ესმა მეფისა მისლვაჲ, შეძრწუნდა და წინა მიეგება მას.
    10.     და ჰრქუა მეფემან: რაჲ გელმის, ზანდან?
    11.     ხოლო მან მიუგო: ურვამან დიდმან შემიპყრა და ფრიად შემაურვებს და ძლიერად შემაშფოთებს, რამეთუ ძემან შენმან უვარ-ყო სჯული შენი და ქრისტესა შეეწყნარა, და ამისთჳს შეუპყრივარ სნეულებასა.
    12.     ხოლო მან ჰრქუა: და ვინ~ჲ ყო ესე?
    13.     ხოლო მან ჰრქუა: ბალაჰვარ, რომელ შენ განუტევე, მომეპარა, და მან აცთუნა იგი.


34

     1.     42. და შეუძინდა ესე და იქცა პალატად.
    2.     და მოუწოდა კაცსა ერთსა თანამზრახველსა და ვარსკულავთ მრიცხველსა, რომლისა სახელი რაქის, და ჰრქუა: რაჲ ვყო, რამეთუ ძე ჩემი განდრეკილ არს სჯულისაგან ჩემისა?
    3.     ხოლო მან ჰრქუა: პირველად ჯერ-არს, რაჲთა ვეზრახნეთ და ვამხილოთ ცთუნებაჲ მისი, და უკუეთუ ვერ ვარწმუნოთ, სხუაჲ ღონე ვიძიოთ.
    4.     და მეყსეულად წარვიდეს იოდასაფისსა.
    5.     და ვითარცა მოიკითხნეს, დასხდეს.
    6.     და ჰრქუა მეფემან ძესა თჳსსა: შვილო, რაჲ არს ცთომილებაჲ შენი, მითხარ!
    7.     ხოლო მან ჰრქუა: ჭეშმარიტად მისდა შედგომილ ვარ, რომელმან შემქმნა და დამბადა, ხოლო შენ დაგიტეობია დამბადებელი და დაბადებულთა ჰმსახურებ,
    8.     და უკუეთუ შენ მისმინო და თაყუანის-[ს]ცე ღმერთსა მას, რომელმან შექმნნა ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, რამეთუ მზე და მთოვარე და ვარსკულავნი მას დაუბადებიან, და მას თაყუანის-სცე, შენდაცა ნეტარ იყოს და ჩუენდაცა.
    9.     ხოლო მან წარიკუეთა სასოებაჲ დარწმუნებისათჳს მისა და ჰრქუა: ჭეშმარიტსა იტყოდეს ფილოსოფოსნი იგი, ვითარმედ წინააღმდგომი სჯულისა შენისაჲ იქმნების ყრმაჲ ეგეო.
    10.     და აღდგა და დამძიმებული წარვიდა პალატად თჳსად.
    11.     და ჰრქუა რაქი[ს]: რაჲ ღონე ვყოთ აწ?
    12.     ხოლო მან ჰრქუა: ვიცი კაცი, რომლისა თანა სწავლულ ვარ და არავინ იცნობს მას ქუეყანასა ამას, და არს იგი სჯულისა ჩუენისაჲ და ფრიად სწავლული სიბრძნისაჲ, და სახელი მისი ნაქორ.
    13.     იგი მოვიყვანოთ, რამეთუ ფრიად მსგავსი არს ბალაჰვარისი ფერითა და ჰასაკითა, და შევჰმოსოთ სამოსელი, ვითარი უნახავს ზანდანს ბალაჰვარს ზედა.
    14.     ხოლო ჩუენ განვიდეთ ძიებად ბალაჰვარისთჳს, დაღაცათუ შეუძლებელ არს პოვნაჲ მისი ჩუენგან, ვჰრქუათ ძესა შენსა, ვითარმედ წარვალთ ძიებად მოძღურისა შენისა, და უკუეთუ ვპოოთ, მოვიყვანოთ წინაშე შენსა.
    15.     ხოლო ჩუენ წარვიდეთ და ნაცვალად ბალაჰვარისსა, მოვჰგუაროთ ნაქორ.
    16.     ხოლო მან თქ~ს, თუ ტყუვილით გითხარ ყოველი, რამეთუ მტერი ვიყავ მამისა შენისაჲ.
    17.     და ესევითარითა ღონის-ძიებითა მოვაქციოთ ძე იგი შენი სჯულსა ჩუენსა.
    18.     ხოლო ესე რაჲ ესმა მეფესა, სთნდა სიტყუაჲ რაქისი.
    19.     და განვიდეს ძიებად ბალაჰვარისთჳს.


35

     1.     43. და სლვასა მას შინა მათსა ადგილსა ერთსა პოვნეს კაცნი მძოვარნი, ღმრთის მსახურნი, რომელთა ეკიდა ძუალები ქედთა მათთა.
    2.     და ვითარცა მოიყვანნეს იგინი წინაშე მეფისა, ჰკითხა მათ: რანი ხართ, ანუ რაჲ არს ძუალები ეგე, რომელ გკიდავს?
    3.     ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენ კაცნი ვართ ღმრთის მსახურნი, და ამისთჳს გუკიდავს ძუალები ესე, რაჲთა ზედაჲსზედა მოგუაჴსენებდეს სიკუდილსა.
    4.     და ჰრქუა მეფემან: და რაჲთა უმეტეს შეგაჴსენებს ძუალები ეგე თჳთ სჳნდისისა და გონებისაგან თჳსისა, რამეთუ ყოველთა იციან, ვითარმედ მოკუდავ არიან!?
    5.     და ჰრქუა კაცმან მან: უკუეთუმცა იცოდეთ მოკუდავებაჲ თქუენი, არამცა სდევნიდით კაცთა ღმრთის მსახურთა, და რამეთუ ვიცით და გჳცნობიეს, რამეთუ ბალაჰვარს ეძიებთ.
    6.     და ჰრქუა მათ რაქის: სადა არს გრძნეული იგი, რომელმან აცთუნა ძე მეფისაი?
    7.     ხოლო მან ჰრქუა: შენ ხარ ეშმაკი და გრძნეული, ხოლო იგი მოყუასი არს ჩუენი, შემკული ყოვლითა სათნოებითა და შეზღუდვილი შიშითა ღმრთისაჲთა.
    8.     და ჰრქუა რაქის: სადა არს აწ იგი?
    9.     ხოლო მან ჰრქუა: ჩუენ არა უწყით, სადა იგი.
    10.     და უკუეთუმცა მას ენება, გამო-მცა-გიცხადა თავი თჳსი, ხოლო თქუენ ცუდად შურებით, რამეთუ ღმერთი ჰფარავს მას და ვერ შემძლებელ ხართ პოვნად მისა.
    11.     და რა[ჲ]სა ეძიებთ ძმასა მას ჩუენსა, რომელმან საწუთოჲ, დიდებაჲ დაგიგდო და აღარა გეზიარების მას შინა, და არა სდევნით მათ, რომელნი გაცილობენ და გეზიარებიან საშუებელთა სოფლისათა?
    12.     ჰრქუა მეფემან: ამისთჳს, რამეთუ შეცთომილ არს და აცთუნებს სხუათაცა და აყენებს კეთილთა და საშუჱბელთა, რომელნი დაებადნეს კაცთათჳს.
    13.     და ამისთჳს არს გულის წყრომაჲ ჩემი მათ ზედა, რამეთუ არა შეიყუარეს მათ კეთილი ქუეყანისაჲ.
    14.     ჰრქუა კაცმან მან: ნამდჳლვე, თუ ეგე ეგრეთ არს და გნებავს ყოველთა კაცთა შუებასა შინა ცხორებაჲ, რად არა იზიარებ ყოველთა კაცთა საშუებელთა შენთა, რამეთუ შენ ყოველთა საშუებელთა წინა-იყოფ და გლახაკნი, მშიერნი და შიშუელნი მიმოვლენან?
    15.     ჰრქუა მეფემან: ამისთჳს, რამეთუ არა სწორ არიან მეფე და მონაჲ, ერისთავი და ერი, და რაჲთა კაცად-კაცადმან მოიღოს საზომისაებრ შუებაჲ და პატივი.
    16.     მიუგო კაცმან მან: აწ უკუე სიტყჳთავე შენითა დაჰჴსნი სიტყუათა შენთა, რამეთუ თავისასა ეძიებ და არა კაცთასა.
    17.     და თუ გნებავს, გაუწყო, თუ რომლისა ჯერისათჳს შეიწუები შურითა და ბოროტის ყოფად განმზადებულ ხარ მათთჳს, რომელთა დაუტევეს სოფლისა ამის საშუებელი.
    18.     – რამეთუ ჰგონებ განმრავლებასა მორწმუნეთასა და რაჟამს განმრავლდენ, არღარა თავს იდებდენ უღელსა მონებისა შენისასა, და ამისთჳს გძაგან და სდევნი მათ.
    19.     და ჰრქუა მეფემან: არის ვინა მოყუასთა შენთაგან უაღრეს შენსა?
    20.     ხოლო კაცმან მან ჰრქუა: არ~ჲვინ არს უაღრეს, გინა უდარეს, რამეთუ ყოველნი ერთ ვართ ქრისტეს ი~ჳ მიერ უფლისა ჩუენისა.
    21.     ხოლო მე ცნობაჲ სოფელსა ამას შინა აქუს, ვითარცა შენ და მოყუასთა შენთა.
    22.     მაშინ ბრძანა მეფემან ასოეულად დაჭრაჲ მათი, დაყრაჲ გზასა ზედა.
    23.     და უბრძანა რაქის[ს] მოყვანებაჲ ნაქორისი.


36

     1.     44. და განვიდა რაქის მარტოჲ ღამით, და მოუწოდა ნაქორს და უთხრა ყოველი ზრახვაჲ მეფისაჲ.
    2.     და ამცნო, რაჲთა გამოვიდეს გზასა ზედა.
    3.     და ვითარცა განთენდა, წარემართნე ადგილთა მათ, სადა იყო ნაქორ.
    4.     ხოლო იგი მივიდოდა გზასა.
    5.     და ჰრქუა მეფემან მონათა თჳსთა, რაჲთა ჰკითხონ, თუ ვინ არს კაცი იგი.
    6.     ხოლო მათ ჰკითხეს რაჲ, ჰრქუა: მე ვარ ბალაჰვარ.
    7.     ხოლო მათ სიხარულით მიიყვანეს წინაშე მეფისა.
    8.     ხოლო მეფემან განიხარა ესრეთ, ვითარცა ეპოვა საძიებელი თჳსი.
    9.     და წარავლინა ერთი მონათაგანი, რაჲთა აუწყოს იოდასაფს შეპყრობაჲ ბალაჰვარისი.
    10.     ხოლო მას ვითარცა ესმა, იწყო მწუხარებად, და იტყოდა გულსა შინა თჳსსა: ნუუკუე შიშითა სატანჯველთაჲთა, რომელ მოწევნად არიან მის ზედა ბრძანებითა მამისა ჩემისაჲთა, შეშინდეს, და იწყოს ჩემდა წინააღდგომად, რაჲთა დავემორჩილო ბრძანებასავე მამისა ჩემისასა.
    11.     ამისთჳსცა ტიროდა და იტყოდა: უფალო, რად მიეც მონაჲ შენი ბალაჰვარ ჴელთა უსჯულოჲსა მეფისათა და რად არა დაჰფარე თუალთაგან მათთა?
    12.     ხოლო მონაჲ იგი ფარულად იყო მოყუარე ქრისტესი და ჰრქუა: ძეო მეფისაო, ნუ მწუხარე ხარ, რამეთუ არა ბალაჰვარ არს, არამედ ნაქორ მსგავსი მისი.
    13.     და ამას ზედა განიხარა იოდასაფ და ადიდებდა ღმერთსა.
    14.     და ვითარცა წარვიდა მონაჲ იგი წინაშე მეფის ძისა, ჰკითხა მეფემან: შენ ხარა ბალაჰვარ, რომელმან შეაცთუნე ძე ჩემი?
    15.     ხოლო მან ჰრქუა: უკუეთუ იგი ვარ, არა მცირე არიან კეთილნი ჩემნი შენ თანა.
    16.     ჰრქუა მეფემან: და რომელთა კეთილთა მაყუარებ?
    17.     ხოლო მან ჰრქუა: ამათ, რამეთუ გინდა განსწავლაჲ ძისა შენისაჲ, ხოლო მე ვიღუაწე იგი სწავლითა ჭეშმარიტითა, ვიდრემდის მივაწიე იგი სულისა ცხორებასა და ვასწავე იგი, რომელი გუაუწყეს წინაწარმეტყუელთა და მოციქულთა,
    18.     რომელი-იგი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა, რამეთუ მტერ იყო და დავაგე ღმერთსა.
    19.     ხოლო მან შეიწყნარა და განეყენა უღმრთოებასა თქუენსა.
    20.     ხოლო მეფემან ჰრქუა: არა მნებავს მოკლვაჲ შენი, ვიდრე არა განგიკითხო.
    21.     და აღსუა იგი საჴედარსა და წარვიდა პალატად თჳსად.


37

     1.     45. და განითქუა ჰანბავი, ვითარმედ შეიპყრა მეფემან ბალაჰვარ.
    2.     და ხვალისაგან აღდგა მეფე და წარვიდა ძისა მისისა და ჰრქუა: შვილო ჩემო, არავის ზედა მოიწია ესოდენი სიხარული, ვითარ ჩემ ზედა მოიწია შენთჳს.
    3.     და შენი ყოველი იგი სიხარული მწუხარებად და ურვად გარდამიქციე და და დააბნელე სინათლე თუალთა ჩემთაჲ, და მოაწიე იგი, რასა ვეკრძალებოდე შენთჳს.
    4.     ხოლო მე ვიგონებდი, რაჲთა შემდგომად სიკუდილისა ჩემისა შენ იყო მკჳდრი მონაგებთა ჩემთაჲ და სამეფოჲსა ჩემისაჲ.
    5.     ხოლო შენ დამიშალე განზრახვაჲ ჩემი, რამეთუ შთაჰვარდი საბრჴესა მას, რომელსაცა მეშინოდა, რამეთუ განგაკრძალებდი შენ სავნებელთა სოფლისათა.
    6.     ხოლო შენ სიუცბითა შენითა და სიყრმითა ყოველთა მათ ვნებათა შთაჰვარდი და წინა-აღუდეგ ნებასა ჩემსა, და დაუტევე სჯული ჩემი და შთაუსხენ წინამონი შენნი ჴელთა კაცთა ცრუთა და მაცთურთასა, რომელთა მიგიყვანეს მწუხარებად, რომელნი შთაგაგდებენ წარსაწყმედელად.
    7.     მიუგო იოდასაფ მამასა თჳსსა: მენება მე, მეფეო, რაჲთა არა გამოვაცხადო ღმრთის მსახურებაჲ ჩემი ვიდრე განსლვადმდე ჩემდა ჴორცთაგან, რაჲთა არა გექმნე მომატყუებელ მწუხარებისა, რამეთუ ვიტყოდე გულსა თჳსსა:
    8.     უკუეთუ უწინარეს მამისა ჩემისა განვიდე ჴორცთაგან ღმრთის მსახურებასა შინა ჩემსა, კეთილ, და უკუეთუ მამაჲ ჩემი წარვიდეს პირველ ჩემსა, არავე წარვიდეს შეწუხებული წინააღდგომისათჳს მისისა.
    9.     ხოლო უკუეთუ ენებოს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, შემდგომად სიკუდილისა მამისა ჩემისა განვიდე უდაბნოს, რაჲთა მუნ სათნო-ვეყო უფალსა.
    10.     ხოლო აწ უბრალო ვარ წინაშე შენსა, რამეთუ შენ გამოაცხადე საქმე ჩემი.
    11.     ხოლო მეფესა რაჟამს ესმნეს სიტყუანი ესე, აგინა მას და იწყო გმობად ქრისტესა, ჭეშმარიტისა ღმრთისა.
    12.     ჰრქუა იოდასაფ: არა უწყი, მეფეო, თუ რომლისა საქმისათჳს შეწუხებულ ხარ: კეთილისათჳს, რომელ მოვიპოვე, ანუ წინააღდგომისათჳს ნებისა შენისა.
    13.     უკუეთუ მოპოვებისათჳს კეთილისა მრისხავ, თანა-მაც სივლტოლაჲ შენგნით, რამეთუ არა გნებავს კეთილი ჩემი.
    14.     ხოლო უკუეთუ მაბრალობ წინააღდგომასა შენსა და გნებავს წარწყმედაჲ ჩემი, რამეთუ წინააღუდგები ნებასა შენსა, მეცა თანა-მაც,
    15.     რაჲთა მწუხარე ვიყო შენთჳს დაკლებისათჳს კეთილთა მათ, რომელნი მომიგიან და შენ ვერ ეზიარები მათ, რომელნი-იგი ას-კეცად უზეშთაეს არიან ქუეყნიერთა ამათ, ვითარცა შენცა ჰხედავ მნათობთა ზეცათა.
    16.     ხოლო სიქადული შენი თუ საქმით აღასრულო, ნეტარ ვიყო მე, რამეთუ ადრე მივიდე კეთილთა მათ, რომელთა იტყოდეს წინაწარმეტყუელნი და მოციქულთა დაამტკიცეს.
    17.     ჰრქუა რაქის: ვინაჲ უწყი, თუ ჭეშმარიტსა იტყოდეს წინაწარმეტყუელნი და მოციქულნი?
    18.     ამით გამო უწყი, რამეთუ იქმოდეს ნიშებსა და სასწაულებსა, რომელი სხუამან ვერავინ ქმნის.
    19.     ხოლო იგინი სახელის დებითა ღმრთისაჲთა იქმოდეს, რაჲთა ჰრწმენეს სოფელსა.
    20.     და განაგრძო რაქის გამოძიებაჲ სიტყჳსაჲ იოდასაფისგან წინაშე მამისა მისისა, ვიდრემდის იცნა რაქის ღმერთი და თქუა: ყოველსა ჭეშმარიტსა იტყჳს და ცუდსა შრომასა აღვასრულებთ კერპთა მიმართ.
    21.     და აღიარა წინაშე ყოვლისა ერისა და ჴმითა მაღლითა თქუა, ვითარმედ: არავინ არს ღმერთი ქუეყანასა ზედა, გარნა ღმერთი მხოლოჲ, რომელმან დაჰბადნა ცანი და ქუეყანაჲ.
    22.     და ყოველივე წესი სჯულისაჲ აღიარა და იწყო მარხვად და ლოცვად.
    23.     ხოლო აბენეს მეფე მწუხარე იქმნა სიტყუათა მათ ზედა რაქისთა და თქუა: სამართლად დავამჴუენ და განვასხენ ქუეყანისაგან ჩემისა მაცთურნი იგი და გრძნეულნი, ხოლო მე კეთილი მენება ძისა ამის ჩემისათჳს, ხოლო მათ შეაცთუნეს იგი სიყრმითა და ცნობა-ნაკლულევანებითა.
    24.     და აწ ესერა მის მიერ შესცთა ბრძენთ მთავარი ესე რაქის.
    25.     მიუგო იოდასაფ და ჰრქუა: რამეთუ ყრმად მხადი და მიწევნილ ვარ ჟამსა და არა მაქუს სიტყჳს-გებაჲ წინაშე ქრისტესა სიყრმისათჳს ჩემისა.
    26.     და რომელ მაყუედრებ კეთილის ყოფათა ჩემთათჳს და მაიძულებ დატევებად კეთილთა მათ საუკუნეთა წარმავალთა ამათთჳს და გახრწნადთა, უწყოდე, რამეთუ არაჲ სწორებაჲ არს უხრწნელთა თანა განხრწნილთაჲ.
    27.     ხოლო შენნი ესე ანუ მიმიხუნე შენვე მცირედის რაჲსამე რისხვისათჳს, ანუ ჟამთა ქცევამან მიგჳხჳნეს შენცა და მეცა.
    28.     ხოლო სიხარულისა მისთჳს საუკუნოჲსა ესრეთ იტყჳს: და სიხარული იგი არავინ მიგიღოს შენგან.
    29.     საქმე ესე და ცხორებაჲ, რომელ შენ გამოარჩიე ჩემთჳს, ტრფიალ და შუენიერ არს, უკუეთუმცა არა ადრე წარმავალ იყო.
    30.     ხოლო უკუეთუ გაქუს სიმტკიცე დადრგომისა მისისაჲ, კეთილ და საწადელ არს, და უკუეთუ ვერ გულ-პყრობილ ხარ, რაჲსათჳს არა შემინდობ დატევებად მისსა,
    31.     რაჲთა მოვიღო უსაწადელესი ცხორებაჲ და ვითარ გიკჳრს, მეფეო, სურვილი ჩემი კეთილთათჳს წარუვალთა და არა გიკჳრს შეკუეთებაჲ თავისა შენისაჲ საშუებელთა ამათ წარმავალთა.
    32.     აწ კეთილ არს აქა უბადრუკებაჲ ჩემი, რაჲთა მიზეზ მექმნეს ცხორებისა მის საუკუნოჲსა.
    33.     და ვითარ არა მოვიწყინო სოფელი ესე, რამეთუ იგი მოიწყენს მოყუარეთა მისთა.
    34.     და ვითარ არა ვექცე, რამეთუ იგი იქც~ვი მრავალ-ფერად კაცთა;
    35.     ანუ ვითარ დავსჯერდე კეთილთა მისთა, რამეთუ კეთილნი მისნი ბოროტ არიან.
    36.     რამეთუ დღეს მისცემს და ხვალე მოუღებს.
    37.     ხოლო შენ ვერ გულისჴმა-გიყოფიეს ესე და წინააღუდგები სჯულსა ღმრთისასა და არა ინებებ შეწყნარებად კეთილის ყოფათა მისთა, რამეთუ იგი მოწყალე არს და ჰნებავს მოქცევაჲ ყოველთაჲ, და ამისთჳს მოგაგო ნაცვალი, რომელ-იგი შენ მიაგე მონათა და მსახურთა მისთა.
    38.     მაშინ ლმობიერ იქმნა მეფე და გულისჴმა-ყო, ვითარმედ შეგონებაჲ მისი უფროჲს აღაგზნებს გონებასა მისსა სიყრ~ლსა ზედა ღ~ისსა.
    39.     და აღდგა და წარვიდა პალატად თჳსად.


38

     1.     46. და ხვალისა დღე კუალად მოვიდა და შეიტკბო იგი მკერდსა თჳსსა, და მოეხჳა ქედსა მისსა და ეტყოდა: ნუ, შვილო ჩემო და ნაწლეო მუცლისა ჩემისაო, და ნუ ეჭუ, უკუეთუმცა მინდოდა ბოროტი შენი.
    2.     მერმე იცი სამართალი ჩემი და მსჯავრი, ვითარ უსჯი ქურივთა, ობოლთა და გლახაკთა, და განვაბნევ საფასეთა ჩემთა მათ შორის,
    3.     რამეთუ შენ უწყი, ვითარმედ მრავალ გზის მივემთხვ~ი რაჲ გლახაკთა, ობოლთა, ქურივთა და უღონოთა, და არა თანა-წარვჰჴდი, ვიდრე-იგი არა აღვასრული სათხოვარი მათი.
    4.     აწ რაჲ ძალ-გიც, შვილო ჩემო, ძაგებად სჯულისა ჩემისა და გმობად წესისა ჩემისა?
    5.     და შენ ვითარ არა დაჯერებულ ხარ, რამეთუ იხილა ეშმაკმან შენ თანა სიჩქურე და სისუსტე და აღგამაღლა, ვითარცა მეცნიერებასა ღმრთისასა მიგაწია.
    6.     და ამის გამო დაგირწყა საცთური ენითა მის მიერ ბირებულისა ბალაჰვარისითა.
    7.     და ვითარ გაჰბჭე შენთჳს ჭეშმარიტებაჲ და ჩემთჳს სიცრუე.
    8.     მეცა უწყი, შვილო ჩემო, ვითარმედ უმჯობესსა გული-გითქუამს.
    9.     და ესე უმეტესი მადლი არს მონიჭებული ღმრთისა მიერ შენდა და შენ მიერ ჩემდა, და რამეთუ ძირმან მამათა შენთამან მიგიზიდა.
    10.     და ყოველთა სიხარულით მოაჴსენებდა.
    11.     ხოლო იოდასაფს ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე, განძლიერდა გული მისი და ჰრქუა: ჵ მეფეო, ვინაჲთგან მამანი ჩუენნი ღმრთის მსახურნი იყვნეს, შენ რად დაუტევე სჯული მამათა შენთაჲ?
    12.     აწ კეთილად მზრახე მე დღეს, დაღაცათუ საქმით აღასრულებ საცთურსა.
    13.     ხოლო აწ სალმობაჲ გონებისა შენისაჲ ბოროტ არს და არა ჯერ-არს, რაჲთა მოსწრაფებით ვიღუაწო კურნებაჲ მისი.
    14.     და თანა-მაც ძიებად წამლისა და არა ჯერ-არს ჩემ მიერ სიმქისით მიახლებაჲ შენი, რამეთუ მამაჲ ხარ ჩემი და ფრიად ჯერ-არს პატივი მშობელთაჲ შვილთა მიერ, რამეთუ რომელი ზაკუვით გეტყოდის, იგი არა ერთგული არს შენი.
    15.     აწ დააცხრვე შფოთი გულისაგან შენისა და დაინახე უმჯობესი შენი და უწყოდე, რამეთუ ადრე მოსიკუდიდ ხარ და ყოველსა დიდებასა შენსა სხუათა დაუტეობ, ვითარცა-ესე ხედავთ.
    16.     რამეთუ წარიტაცნეს რაჲ კაცნი სიკუდილმან, სხუანი ეუფლებიან მონაგებთა მათთა.
    17.     ხოლო შემდგომად ჟამთა ყოველნი აღდგომად ვართ და მიეგებვის კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.
    18.     აწ ისმინე ჩემი და გულად დაიდევ უმჯობესი, რამეთუ არღარავინ არს სოფელსა ამას შინა, რაჲთამცა გასწავა უმჯობესი.
    19.     ხოლო რომელნიმე დაშთომილ~ნ უდაბნოთა შინა კაცნი ღმრთის მსახურნი, რომელთა ჰრწამს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე.
    20.     მათ იციან მისაგებელი და სატანჯველი.
    21.     და უკუეთუ გნებავს, მოიყვანე მათგანიცა და შენისა სჯულისა მეცნიერნი და ვყოთ სიტყჳს-გებაჲ და გამოჩნდეს ჭეშმარიტი ცრუჲსაგან.
    22.     ხოლო მეფესა ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე ძისა მისისაგან, დადუმნა განცჳბრებული, და ვითარცა მოეგო გონებასა, იწყო წინააღდგომად ნებისა მისისა.
    23.     ხოლო ნებაჲ მისი აცილობდა და მოაჴსენებდა შუებათა და განსუენებათა, რომელთა შინა ჩუეულ იყო, და ეტყჳნ გული[ს]-სიტყუაჲ მისი, ვითარმედ ვერ ძალ-გიც დღე ერთცა ცხორებად თჳნიერ ჩუეულებისა შენისა და ჯობნაჲცა სიმწარე არს და საყუედრელ.
    24.     მაშინ ჰრქუა მას: შვილო ჩემო, შემაცბუნა სიტყუამან შენმან და მომაქცია შენდა.
    25.     და აწ აღარა დავაცადო გამოძიებაჲ სიტყუათა შენთაჲ და გამონახვაჲ მათი დაწყნარებით, და უკუეთუ ჭეშმარიტ იყვნენ, უფროჲს განათლდენ გამოძიებასა შინა.
    26.     და აწ მეგულების შეკრებაჲ ერისაჲ და სიტყჳს ყოფაჲ სმ~რთლით, არღარა მძლავრობით, და ვბრძანო, რაჲთა ჴმობდეს ჟამი მშჳდობასა, რაჲთა ყოველნი, რომელნი არიანა სჯულისა შენისანი, მოვიდენ კრებასა ამას ჩუენსა,
    27.     რაჲთა სამართალი სჯული აღესრულოს წინაშე ყოვლისა ერისა, რაჲთა არა სთქუა, თუ მო-რაჲმე-ვიმძლავრე, და სამართალსა ზედა გაწყდეს საქმე ჩუენი.


39

     1.     47. მაშინ ბრძანა მეფემან შეკრებაჲ ერისაჲ.
    2.     და გამოვიდეს კერპთ მსახურნი.
    3.     ხოლო ნაქორ, რომელ საგონებელ იყო ბალაჰვარად, დადგა მეფის ძისაკე.
    4.     ხოლო კრებასა მას არავინ დახუდა მორწმუნეთაგანი, გარნა ერთი ვინმე, რომელსა ეპყრა სჯული ქრისტესი იდუმალ და სახელი მისი ბარაქია.
    5.     და იგი განემზადა შეწევნად ბალაჰვარისა.
    6.     და დაჯდა მეფე საყდართა ზედა, ხოლო იოდასაფ ქუეყანასა ზედა, რამეთუ არა ინება დაჯდომაჲ საყდართა ზედა.
    7.     და იწყო მეფემან სიტყუად კერპთ მსახურთა მიმართ და ჰრქუა: აჰა ესერა თქუენ ხართ თავნი ამის სჯულისანი.
    8.     აწ დღეს იღუაწეთ მტკიცედ, და უკუეთუ სძლიოთ, კეთილ იყოს მისაგებელი თქუენი, და უკუეთუ იძლივნეთ, ესე უწყოდეთ, დავლეწო გჳრგჳნი ჩემი და დავსცე საყდარი ჩემი, და დავიყუჱნო თმაჲ თავისა ჩემისაჲ და შევერთო რიცხუსა მონანულთასა, და დავწუნე ღმერთნი თქუენნი.
    9.     მოგწყჳდნე ყოველნი წინაშე-მდგომელნი მათნი, და იავარ იქმნნენ სახელნი თქუენნი, და ტყუედ მიეცნენ შვილნი თქუენნი.
    10.     ხოლო ძესა თჳსსა ჰრქუა და უჩუენა ნაქორ: აჰა მოძღუარი შენი და აწ ვყოთ ჩუენ წინაშე სიტყჳს-გებაჲ.
    11.     და ჰრქუა იოდასაფ ჰრქუა: მეფეო, სამართალი სასჯელი განაჩინე, ვითარცა ჯერ-არს მეფეთათჳს.
    12.     და ნაქორს ჰრქუა: შენ უწყი, ბალაჰვარ, ვითარ სიჩჩოებასა და შუებასა შინა მპო[ვ]ე და მაწჳე სჯული შენი აღებად და სთქუ, ვითარმედ: გაქუს სიმტკიცე მას შინა.
    13.     და მე დაუტევე სირცხჳლი მეფისაჲ და წინააღუდეგ შიშსა მისსა, და თავს-ვიდევ იწროებით ცხორებაჲ შიშისა მისთჳს სატანჯველთაჲსა, რომელ მაქადებდი.
    14.     და აწ ესერა შემოკრებულ არს სიმრავლე წინააღმდგომთაჲ და არავინ არს მოწამე ჩემი მათ შორის და გესმის სამართლის ყოფაჲ მეფისაჲ.
    15.     ხოლო უკუეთუ საცთური რაჲმე დამაგე და კიდე-მყავ საშუებელთაგან.
    16.     აწ უკუეთუ იძლევი ამათ მიერ, ესე მტკიცედ უწყოდი, მსწრაფლ შური ვიძიო ენისაგან შენისა და გულისა, და ჴელითა ჩემითა აღმოგწუადნე იგინი და მიუყარნე იგინი ძაღლთა.
    17.     და ამას ამისთჳს ვჰყოფ, რამეთუ მოჰკიცხე ძე მეფისაჲ.
    18.     აწ ამას აღთქუმასა დავსდებ წინაშე ღმრთისა და ამის ყოვლისა კრებულისა.
    19.     ხოლო ნაქორს რაჟამს ესმნეს სიტყუანი ესე, შეძრწუნდა და გულისჴმა-ყო, რამეთუ შთავარდა მთხრებლსა მას, რომელ ქმნა, და ცნა, რამეთუ ვერაჲთ ღონის ძიებითა განერების, გარნა ქრისტეს აღსარებითა და შუელითა სჯულსა ბალაჰვარისსა.
    20.     ხოლო მეფისაგან ჰგონებდა შენდობასა შეთქმულებისა მისთჳს, რომელ დაედვა.
    21.     და აღაღო ნაქორ პირი თჳსი და იწყო ძაგებად კერპთა მიმართ და ქებად ქრისტესსა და მყოფთა სჯულისა მისისათა.
    22.     და წარემატებოდა სიტყუაჲ მისი ესრეთ კეთილად, რომელ ვერცა ბალაჰვარ მისწუთებოდა სიტყჳს-გებასა მას კერპთ მსახურთა მიმართ.
    23.     ხოლო იოდასაფ იხარებდა სულითა და განბრწყინდა პირი მისი და ჰმადლობდა ღმერთსა, რომელმან განაძლიერა სჯული მისი პირითა წინააღმდგომთა მისთაჲთა.
    24.     და განაგრძვეს სიტყჳს-გებაჲ მათ შორის.
    25.     და აღივსო გულის წყრომითა მეფე ნაქორისთჳს, წარმატებისათჳს სიტყუათა მისთაჲსა და ვერას ამხილებდა მას სირცხჳლისაგან ერისა.
    26.     და ჰრქუა მეფემან გულსა თჳსსა: ესე ბოროტი მე თჳთ მოვიხადე თავისა ჩემისათჳს.
    27.     და თჳთ იწყო მეფემან სიტყჳს-გებად და ცილობად ნაქორისსა.
    28.     ხოლო ნაქორ მიუგნა სიტყუანი ძლიერნი, რომლითა არცხუენდა მეფესაცა და არა შეშინდა ზარისაგან მეფისა შიშისათჳს იოდასაფისა.
    29.     და დაღამდა და არავისკე გამოჩნდა ძლევაჲ, რამეთუ ნაქორ უკლებდა მეფესა სირცხჳლითა.
    30.     ხოლო იოდასაფ ჰრქუა მეფესა: აჰა მეფეო, არა სადაჲთ გამოჩნდა ძლევაჲ.
    31.     აწ ყავ სიტყუაჲცა სამართალი და მოძღუარი ჩემი დაუტევე ჩემ თანა და შენი შენ თანა.
    32.     ხოლო მეფესა ენება ნაქორის შეგონებაი იდუმალ, რაჲთა არა წინა-აღუდგებოდის სიტყჳს-გებასა მას, გარნა ნაქორ ეგრეცა დაუტევა სათნოჲსათჳს ძისა თჳსისა და ესვიდაცა ნაქორისგან მოკლებასა სიტყჳს-გებისასა შეთქმულებისა მის მათისათჳს.
    33.     ხოლო ძემან მეფისამან იდუმალ ჰრქუა ნაქორს: უწყი მე შენი საქმე, რამეთუ ნაქორ ხარ, ხოლო გიხაროდენ, რამეთუ დღეს კეთილად იღუაწე ღმრთის მსახურებისათჳს;
    34.     ხოლო მე ამისთჳს წარმოგიყვანე, რაჲთა დაგიცვა ბოროტის ყოფისაგან მეფისა, რამეთუ მას დღეს ფრიად არცხჳნე და ბოროტი ჰნებავს შენი.
    35.     ხოლო ჩუენ არა შევიწყნარებთ შეწევნასა შენსა პირითა უნებლიითა.
    36.     ხოლო შენ უკუეთუ გულისჴმა-გიყოფიეს საქმე შენი, ზეცით იყოს შეწევნაჲ შენი, და თუ არა, ვითა წინააღუდეგ სიმრავლესა ესოდენისა ერისასა!
    37.     აწ მოვედ გულისჴმის-ყოფად წოდებასა ღმრთისასა და სარწმუნოებასა მისსა, აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა.
    38.     ჰრქუა მას ნაქორ: შემიწყნარებიეს, ძეო მეფისაო, რომელსა-ესე მაწუევ, და მრწამს ერთი ღმერთი და მიცნობიეს, რამეთუ ყოველი მის მიერ არს.
    39.     და აწ მე შეურდები ცოდვათა ჩემთათჳს, რამეთუ იგი თავადი მოწყალე არს და ელის მოქცევასა ცოდვილთასა.
    40.     ხოლო შენ, ძეო მეფისაო, გიხაროდენ, უკუეთუ დაადრგე ნებასა მისსა.
    41.     და მე გაზრახებ, რაჲთა პატივ-სცე მამასა შენსა და სიმარჯჳთ ჰყო ცხორებაჲ შენი მის თანა, ვიდრემდის გზა-გცეს შენ ღმერთმან.
    42.     ხოლო მე მრცხუენის პირისაგან მამისა შენისა, რ~ მოვეყვანე შემწედ მისდა, ხოლო მე წინააღუდეგ შეთქმულებისა თქუენისათჳს, რამეთუ ფრიად შემეშინა შენგან.
    43.     და აწ თანა-მაც მე სივლტოლაჲ პირისაგან მამისა შენისა.
    44.     ხოლო შენ განმიტევე და წარვიდე უდაბნოს და, უნდეს თუ უფალსა, კუალად მოვიდე შემდგომად ჟამთა თქუენ წინაშე.
    45.     ხოლო მე მრწამს მამაჲ, ძე და სული წმიდაჲ და აღვიარებ მას.
    46.     და ნებ[ა]-სცა ძემან მეფისამან, და დაუტევა მშჳდობაჲ და წარვიდა ნაქორ სავსე სარწმუნოებითა.
    47.     ხოლო ცნა რაჲ მეფემან, სასო-წარკუეთილ იქმნა ნაქორისგანცა.
    48.     და დააცადა ცილობაჲ ძისა თჳსისაჲ, და იწყო შეურაცხებაჲ კერპთა მიმართ და უპატიოდ ჰყვეს წინაშე მდგომელნი კერპთანი.


40

     1.     48. და შემდგომად მოიწია დღესასწაული კერპთაჲ.
    2.     და შეშინდეს კერპთ მსახურნი იგი, ნუუკუე არა მოვიდეს მეფე ზორ[ვ]ად კერპთა.
    3.     მაშინ წარვიდეს თედმაჲსსა, რამეთუ იყო კერპთ მსახური და იყოფვოდა უდაბნოს, და ფრიადი სასოებაჲ აქუნდა მეფესა და ყოველსა ერსა, რამეთუ ჰგონებდეს, ვითარმედ წჳმაჲ და მზე მისითა ლოცვითა მოეცემის ქუეყანასა მათსა.
    4.     და მოიყვანეს კაცი იგი მეფისა, რაჲთა შემწე ექმნეს მათ.
    5.     და ვითარცა შევიდოდა წინაშე მეფისა, არაჲ ემოსა თჳნიერ რომელ ფლასისა ნაძუელი, შემოედვა წელთა მისსა.
    6.     და ვითარცა იხილა მეფემან შემავალი მისდა, აღდგა და მიეგება წინა და მოწლედ მოიკითხა.
    7.     და ვითარცა დასხდეს, ჰრქუა: მეფე, ცხოვნდი კერპთა მიერ!
    8.     რამეთუ მესმა, ვითარმედ ფრიად იღუაწე კერპთათჳს და განვიხარენ, რამეთუ მოგეცა ძლევაჲ.
    9.     ხოლო მეფემან ჰრქუა: ჩუენ ძლევაჲ არასადაჲთ მოვიღეთ, ხოლო შენ, რაჲცა ძალ-გიც, შეგუეწიე.
    10.     ჰრქუა თედმა: პირველად ჯერ-არს აღსრულებაჲ დღესასწაულისა კერპთაჲსა და მაშინღა შემთხუევაჲ მტერთაჲ, რამეთუ იგინი არიან შემწენი წყობასა შინა მტერთასა.
    11.     და ჰრქუა მეფემან: მსგავს არს საქმე შენი და ჩემი, რომელსა ესუა ცოლი ქმნულ-კეთილი და ეშინოდა, ნუუკუე უთმინო იქმნეს და შთავარდეს ცოლი იგი ჭაბუკისაჲ მის სიძვასა.
    12.     ამისთჳს ამცნნო და ჰრქუა ცოლსა თჳსსა: უკუეთუ გწადდეს და ვერ წინააღუდგებოდი ჴორცთა შენთა, მოუტეობდი თმათა თავისა შენისათა;
    13.     და ვიხილნე რაჲ იგინი, მე ვყო ნებაჲ შენი და შენ არა შთაჰვარდე ცოდვასა;
    14.     დღესა ერთსა მოიწივნეს მტერნი და იყო ჴმაჲ.
    15.     ხოლო ჭაბუკი იგი შეეკაზმა, რაჲთა განვიდეს ბრძოლად.
    16.     ხოლო, იხილა რაჲ ცოლმან მისმან მოკაზმულად, ეტრფიალა და მყის გარდამოუტევნა თმანი.
    17.     და ვითარცა იხილა ჭაბუკმან მან სასწაული იგი, რომელ ემცნო, მოიქცა და აღასრულა ნებაჲ ცოლისა თჳსისაჲ.
    18.     ხოლო ვითარცა განვიდა, მდევართა მტერნი იგი ეოტნეს და მოქცეულ იყვნეს, და აყუედრებდეს მას ჭაბუკსა გჳანად განსლვასა.
    19.     ხოლო მან ჰრქუა: მე მტერი საკუთარი მეწყო და იგი განვდევნე და მან დამახრწია ადრე არა გამოსლვასა.
    20.     აწ, თედმა, რომელი მე ფრიად მელმის, იგი განმიკურნე, და მერმე, თუ ამით განმისუენო უშფოთველად, მაშინ აღვასრულოთ მსახურებაჲ კერპთაჲ.
    21.     ჰრქუა თედმა: არარაჲ უსარგებლეს არს და განმკუეთელ, ვითარ აღსრულებაჲ დღესასწაულსა ღმერთთასა.
    22.     ჰრქუა მეფემან: მე ესრეთ ვჰგონებ, ნუუკუე იგი არს უჭეშმარიტეს, რომელსა ჩუენ წინააღუდგებით.
    23.     ხოლო უკუეთუ გნებავს შენ, მივედ და აღასრულე, ხოლო მე ვეგო იჭუსა ამას, ვიდრემდის გამომეცხადოს უმჯობესი.
    24.     მაშინ განრისხნა თედმა და დააგდო კუერთხი იგი, რომელ აქუნდა ჴელთა მისთა, და მოიძარცუა ძონძი იგი, რომელი ეხჳა წელთა.
    25.     და შიშუველი დადგა წინაშე მეფისა და ჰრქუა: მე ადვილად დაუტეობ არგანსა ამას და ძონძსა და არა მეშინის გზისაგან მონაზონთაჲსა, რამეთუ არა რომელი ცხორებაჲ უსაჭირველეს არს ცხორებასა ჩემსა,
    26.     რამეთუ არარაჲ მაქუს სოფელსა ამას შინა, გარნა ქუეყანაჲ, რომელსა ზედა ვძურები, და მხალი, რომლითა ვიზრდები.
    27.     ხოლო მეფესა, ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე, სასო-წარკუეთილ იქმნა და ცნა უძლურებაჲ სჯულისა მათისაჲ.
    28.     და ამზნო აღსარებად ღმრთისა მხოლოჲსა.
    29.     და ამას რაჲ იგონებდა, გამოჴდა სული მყრალი პირისაგან მისისა და მოეჴსენნეს გემონი ამის სოფლისანი და იძლია ჩუეულებისაგან.


41

     1.     49. და ჰრქუა თედმას: რომლითა ჯერითა ჯერ-არს მოქცევაჲ ძისა ჩემისაჲ?
    2.     ხოლო მან ჰრქუა, რამეთუ მასმიეს მეფისა ვისთჳსმე, რომელსა ესუა ძე, და ჰრქუეს მკურნალთა: უკუეთუ უწინარეს ათისა წლისა იხილოს მზე ყრმამან ამან, მოაკლდეს ნათელი თუალთაჲ.
    3.     ხოლო მეფემან მან გამოუთხარა ქუაბი და დასუა ყრმაჲ იგი მას შინა.
    4.     და შემდგომად ათისა წლისა ბრძანა გამოყვანებაჲ ყრმისაჲ მის.
    5.     და ბრძანა მეფემან დადგინებად წინაშე ძისა მისისა, რომელი უხილავ იყო მისსა, რაჲთა რომელი იხილოს, იცოდის, თუ რაჲ არს.
    6.     ხოლო ყრმაჲ იგი იკითხვიდა სახელსა თითოეულისასა.
    7.     და იხილნა დედანიცა და აღეგზნა სიყუარულითა, და იკითხა: რაჲ არიან ისი?
    8.     ხოლო მათ ჰრქუეს: ეშმაკნი არიანა, რომელნი წარსწყმედენ კაცთა.
    9.     ხოლო ყრმამან ჰრქუა: არარაჲ ვიხილე უშუენიერეს და უსაწადელეს იმათ ეშმაკთა.
    10.     აწ, მეფეო, შენცა იძიენ დედანი, რაჲთა აზრზენდენ მას, და იქცეოდის რაჲ მათ თანა, დაჰვიწყდების საუკუნოჲ და შეესაკუთრების საწუთოსა.
    11.     ხოლო მეფესა ჰყვა ქალი ქმნულ-კეთილი, ასული მეფისაჲ ტყუედ წარმოღებული, და სხუანიცა ქალნი მემგოსნენი-მეჩანგენი.
    12.     და მოუწოდა ყოველთა და ჰრქუა მათ: ესე უწყოდეთ ჭეშმარიტად, რ~ნ აღსძრათ ძე ჩემი გულის-თქუმად და მიიყვანოთ ნებასა ჴორცთასა, დიდნი ნიჭნი მიგანიჭნე და გყო ცოლად ძისა ჩემისა, და დედოფლობაჲ მას მოგენიჭოს.
    13.     და ბრძანა, რაჲთა ყოველნი, რომელნი იყვნეს მსახურნი ყრმანი ძისა მისისანი, გარდაადგინნეს და მათ წილ დაადგინნეს დედანი იგი ქმნულ კეთილნი.
    14.     და ვითარცა ესე ყვეს, ისწრაფდა თითოეული ცთუნებად იოდასაფისა და წინა უროკვიდეს და სტჳრითა და ჩაღანითა ქებასა შეასხმიდეს.
    15.     ხოლო იგი ოდეს აღიძრის გულის-თქუმად, აღანთის სანთელი და მიუპყრის თითი და, ეცხელის რაჲ, უკმოიტაცის, და თქჳს: ჵ იოდასაფ საწყალო, უკუეთუ ვერ დაუდგამ აწ ცეცხლსა შენსავე აღნთებულსა და კუალად დაშრეტადსა,
    16.     და ვიდრე დაუდგნე მას საუკუნესა ცეცხლსა დაუშრეტელსა, და ვითარ მოითმენ ბნელსა მას გარესკნელსა?
    17.     აწ დასცხერ ბოროტისაგან და ცოდვისა.
    18.     და ესრეთ სახედ წინა-აღუდგებოდა გულის-სიტყუათა.
    19.     ხოლო ასული იგი მეფისაჲ, ტყუედ მოღებული, ფრიად უყუარდა სიბრძნისა და გონიერებისა მისისათჳს და ასწავებდის სჯულსა ქრისტესსა.
    20.     ხოლო მან ჰრქუა: ძეო მეფისაო, გნებავს თუ ჩემი მოქცევაჲ სჯულსა შენსა, მოვედ წელიწადსა ერთსა ნებასა ჩემსა.
    21.     ხოლო მან ჰრქუა: უკუეთუ არღარა მივიწიო და მეწიოს სიკუდილი, რაჲღა იყო ნუგეშინის-ცემაჲ ჩემი?
    22.     ხოლო დედაკაცმან ჰრქუა: ესე იყოს, რომელ მე ღმრთის მსახურ მყო, და ამისთჳს სასყიდელი გაქუნდეს.
    23.     ჰრქუა იოდასაფ: ეგრეთ არს, გარნა ვერ მოვიგო მადლი მოთმინეთ~ჲ, რომელთა დაითმინეს და დაშრიტნეს საჴმილნი ჴორცთანი, და კუალად მეშინის,
    24.     ნუუკუე მიმიზიდოს ჩუეულებამან გულის-თქუმათამან სხუად საქმედ და მეუფლოს ვნებაჲ და შთამაგდოს წარსაწყმედელსა, და ვიპოო მტერ ღმრთისა ჩემისა და მეგობარ ეშმაკთა.
    25.     და ჰრქუა დედაკაცმან მან: თანა-მეყავ მე თუესა ერთსა, გინა ღამესა ერთსა, და მე ვყო ყოველი ნებაჲ შენი, ხოლო შენ ესოდენმან მცირემან ვნებამან ვერარაჲ გავნოს შენ, რამეთუ შეცთომილსა მომაქცევ.
    26.     ხოლო იოდასაფ მიდრკა ნებასა ქალისასა მიზეზითა, რაჲთა აცხოვნოს იგი, და შეაშთობდეს გულის-სიტყუანიცა.
    27.     და ვითარცა გულის-სიტყუასა ამას შინა იყო, მიეძინა, ილოცვიდა ღმრთისა მიმართ რაჲ, რაჲთა აუწყოს უმჯობესი.
    28.     და იხილნა ძილსა შინა საშუებელნი მრავალ-ფერნი სამოთხისანი და ტაძარნი ოქრო-ლესულნი, რომელ არა იყო მსგავსი მათი სოფელსა შინა.
    29.     და ეტყოდეს ანგელოზნი იგი, რომელნი თანა-ჰყვებოდეს: ესე არს განსასუენებელი წმიდათაჲ.
    30.     და წარიყვანეს ჯოჯოხეთს.
    31.     და იხილნა საშინელნი სატანჯველნი მას შინა, და ჰრქუა: ესე არს მისაგებელი ცოდვილთაჲ.
    32.     და ვითარცა განიღჳძა, განიცდიდა გონებითა შუენიერებასა მას სამოთხისასა და კუალად სიმწარესა ჯოჯოხეთისასა.
    33.     და დაუკჳრდა დიდებულებაჲ ღმრთისაჲ და ადიდებდა მოწყალებათა მისთა, რომელმან არა მისცა შთაგდებად მთხრებლსა ცოდვისასა.
    34.     და განასხნა ყოველნი იგი დედანი პალატით თჳსით.
    35.     ხოლო ცნა რაჲ ესე მამამან მისმან, მივიდა მისსა და ჰკითხვიდა, თუ რაჲ იხილა.
    36.     ხოლო მან უთხრა ყოველი, რომელი ეხილვა.
    37.     და ცრემლით ევედრებოდა, რაჲთა განუტეოს უდაბნოს.


42

     1.     50. ხოლო მეფესა ესმნეს რაჲ სიტყუანი მისნი, აღივსო გული მისი მწუხარებითა და ურვითა, და თქუა: არღარა მოწევნად ჩემ ზედა უდიდეს ბოროტი, რამეთუ უკუეთუმცა დიდი ვინმე, მეფე გინა მტერი, – მიმიღებდა ძესა ჩემსა, არამცა თავს-ვიდევ მიშუებად თჳნიერ სიკუდილისა.
    2.     და აწ მეშინის, ნუუკუე განველურდეს ყრმაჲ ესე და იწყოს მიმოსლვად მძუვართა თანა და ნუუკუე მოკლას ვინმე მტერთა ჩემთაგანმან შუენიერი ესე ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ, და ამას თანა მოსაცხრომელ მტერთა ვიქმნე.
    3.     და ვინმე იყოს კაცი, ნუგეშინისმცეს საქმისა ამისთჳს, რომლითა შეწუხებულ ვარ და მელმის ფრიად.
    4.     მაშინ ჰრქუეს წარჩინებულთა მისთა: არა ჯერ-არს, მეფეო, ესევითარისა ნაყოფისა განშორებაჲ სამეფოჲსაგან შენისა, და უკუეთუ მისცე ზოგადი სამეფოჲსაჲ შენისაჲ, გუეშინის, ნუუკუე იქმნეს განხეთქილებაჲ სამეფოჲსა შენისაჲ.
    5.     და განაგრძვეს სიტყუაჲ ამის ჯერისათჳს.
    6.     და გამოარჩიეს ესე მეფემან და ყოველთა ერისთავთა, რაჲთა მისცეს ნახევარი სამეფოჲსა იოდასაფს;
    7.     და ჰრქუეს მეფეთა: უკუეთუ ჴელი შეყოს საქმეთა სოფლისათა, მიიზიდოს გულის-თქუმადცა.
    8.     ხოლო იოდასაფ ინება მეფობაჲ ღონისძიებით, რაჲთა შეუძლოს განცხოველებად სჯულისა, რომელი მოეკუდინა მამასა მისსა.
    9.     და ჰრქუა მეფემან იოდასაფს: შვილო ჩემო, არა ესე იყო სასოებაჲ ჩემი შენდა მიმართ, ხოლო შენ დაჰჴსენ იგი და განაცხადე წინააღდგომაჲ ჩემი, ხოლო მე მომდრეკს შენდა საშუებელი შვილიერებისაჲ,
    10.     და შენ არა გელმის ჩემთჳს, ვითარცა მე შენთჳს, და ვიცი, რამეთუ ნებსით შევამთხჳე აუგი თავსა ჩემსა, აჰა ესერა აღვასრულებ ნებასა შენსა, რამეთუ სიყუარული შვილობისაჲ მეფობს გულთა ზედა მშობელთასა, რამეთუ ემორჩილებიან ნებასა შვილთასა.
    11.     და აწ ესერა გადგინებ მეფედ ნახევარსა ზედა სამეფოჲსა ჩემისასა, და თჳთ განაგებდ, ვითარცა გნებავს, რაჲთა არა იყოს ჩემ შორის სიხარული მტერთა ჩემთაჲ,
    12.     და არცა მე სრულიად უნაყოფო ვიყო შენგან და მომატყუას სიკუდილი მოწყუ(ე)დამან შენმან პირველ მოწევნადმდე სიკუდილისა ჩემ ზედა.
    13.     ხოლო უკუეთუ დაიშუენო სამეფოჲ შენი, არა სრულიად ჴუებულ იქმნეს სული ჩემი შენგან, და მშჳდობაჲ იყავნ შენ თანა.


43

     1.     51. ჰრქუა იოდასაფ: სიტყუანი შენნი გულისჴმა-ვყვნე, მეფეო, ხოლო ღმერთმან დაამტკიცენ სულითა მშჳდობისაჲთა და მიგიძღჳნო უმჯობესსა, ხოლო მე არასადა გული მითქუამს დიდებასა სოფლისასა,
    2.     და უმჯობეს მიჩნს, უკუეთუ განმიტეო, და უკუეთუ შენ მწუხარე იქმნები განშორებისათჳს ჩემისა, შენგნით არავე ურჩ გექმნა ბრძანებასა შენსა, რომლითა არა წარწყმდეს სული ჩემი.
    3.     ხოლო მე ამისთჳსცა მწუხარე ვარ, რომელ წინა-აღუდეგ ბრძანებასა შენსა, და არა თუ ურჩებაჲ შენი მენება, გარნა ვხედევდი წარსაწყმედელსა სულისა ჩემისასა.
    4.     აწ მივითუალავ ბრძანებასა შენსა, არა თუ სიყუარულისათჳს მეფობისა, არამედ მორჩილებისათჳს შენისა მივიღებ ბრძანებასა შენსა.


44

     1.     52. ხოლო მეფესა ესმნეს რაჲ სიტყუანი ესე ძისა მისისაგან, განიხარა ფრიად და ბრძანა ქადაგი განვლინებად, და მოუწოდა ყოველთა ერისთავთა თჳსთა.
    2.     და ვითარცა შემოკრბეს, ბრძანა დადგმად საყდარი ძისა მისისათჳსცა.
    3.     და იწყო სიტყუად ერისა მიმართ და ჰრქუა: ჩუენ ყოველნი ვიყვნეთ წესსა ზედა ჩუენსა და სჯულსა, ხოლო რომელსა ზედა ვდგათ და გამოგჳრჩევიეს, ხოლო ძესა ამას ჩემსა სწადის, რაჲთა იყოს წესსა ზედა და სჯულსა მამათა ჩუენთასა, და ნუთუ-მე გუარმანცა მიზიდა!?
    4.     და ყოველთა იცით საქმე ყრმისაჲ ამის, ვითარ წინა-აღუდგა ბრძანებასა ჩემსა, და ვერცაღა მაქუს პასუხი მის თანა, რამეთუ ჩუენცა წინააღმდგომ ვართ სჯულსა მამათა ჩუენთასა,
    5.     და აწ მიბრძანებიეს, რაჲთა მივსცე ნახევარი მეფობისა ჩემისაჲ: ქუეყანაჲ და საგანძურნი, და უფლებდეს, რომელსაცა სჯულსა ზედა ენებოს.
    6.     ხოლო ყოველთა აქეს გამორჩევაჲ მეფისაჲ და მისცეს მორჩილებაჲ ბრძანებასა მისსა და ადიდეს განზრახვაჲ მისი. და განიყარა კრებაჲ.
    7.     და იოდასაფ წარვიდა პალატად თჳსად შესხმითა და ქებითა და პატივითა დიდითა.
    8.     ხოლო იყვნეს ვინმე ქრისტიანეთაგანნი, რომელნი იდუმალ ჰფარვიდეს სარწმუნოებასა, და ყოველნი მოვიდეს და ულოცვიდეს ძლევასა.
    9.     და აუწყეს სარწმუნოებაჲ და განემზადნეს განსლვად მის თანა სამეფოსა მისსა.
    10.     და ვითარცა წარვიდოდა იოდასაფ სამეფოსა თჳსსა, მივიდა წინაშე მამისა თჳსისა დატეობად მშჳდობისა, და რაჲთა განუტევნეს ყოველნი, რომელნი შეეწყუდივნეს საპყრობილესა.
    11.     ხოლო იგი მორჩილ ექმნა, და ბრძანა განტევებაჲ ყოველთა პყრობილთაჲ.
    12.     ხოლო მეფემან მოიღო გჳრგჳნი სამეფოჲ და დაადგა თავსა მისსა და მისცნა საფასენი დიდძალნი და მიულოცა ძლევასა, და წარავლინა სამეფოდ მისდა, რომელი განეჩინა, და ვითარცა მოიწია, მრავალნი საფასენი განუყვნა გლახაკთა და უღონოთა.


45

     1.     53. და მერმე იწყო ერისა მიმართ და ჰრქუა: არავის უჴმს სიმართლით სლვაჲ, ვითარ მეფესა, რამეთუ ჯერ-არს სიმშჳდით და მოწყალებით მწყსაჲ სამეფოჲსა თჳსისაჲ.
    2.     ხოლო, თუ ენებოს ო~ა, მეცა ვიპყრა სამეფოჲ ესე მსჯავრითა სიმართლისაჲთა.


46

     1.     54. ხოლო ჭურჭელი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ, რომელი მოსცა მამამან მისმან სამსახურებელად, ბრძანა განსყიდაჲ ყოველთაჲ უცხოთა ქუეყანათა, და განყოფაჲ გლახაკთა ზედა ქუეყანისა მისისათა.
    2.     და უბრძანა ერისთავთა მისთა, რაჲთა უსჯიდენ ობოლთა და ქურივთა, და ყონ სამართალი ყოველთა მიმართ.
    3.     ხოლო აღჰმართნა და აღაშენნა ეკლესიანი მოოჴრებულნი, და დაადგინნა მას შინა მღდელნი და დიაკონნი, და უჩინნა მათ წინამძღურად ებისკოპოზნი.


47

     1.     55. და ღონიერ იქმნნეს ყოველნი გლახაკნი და არღარავინ იპოვებოდა ქუეყანასა შინა მისსა გლახაკი, რომელმანცა ითხოვა ქველის საქმარი.
    2.     და მოვიდოდიან კერპთ მსახურნი და ნათელს იღებდიან.
    3.     და განმრავლდა კეთილი და ქრისტეანობაჲ ქუეყანასა შინა იოდასაფ მეფისასა.
    4.     და ყოველნი ერთბამად ადიდებდეს ღმერთსა, მომცემელსა ყოველთა კეთილთასა, და იხარებდეს ყოველნი.
    5.     ხოლო ვითარცა იხილა მამამან მისმან მოკლებაჲ სამეფოჲსა თჳსისაჲ და განმდიდრებაჲ სამეფოჲსა ძისა მისისაჲ, შეუძნდა ფრიად, და იყო ურვასა შინა დიდსა.
    6.     ხოლო განისმა ანბავი მისი ყოველსა ქუეყანასა, და ყოვლით კერძო შემოკრბა სიმრავლე მორწმუნეთაჲ.
    7.     და ბრძანა ყოველთა მოწესეთა და მღდელთაჲ, რაჲთა არავის ჰქონდეს მათ ზედა უფლებაჲ თჳნიერ ღმრთისა, და დაიმჭირნა ყოველნი პატივსა ზედა დიდსა ფრიად, და ყოველნი ეკლესიანი პატივსა ზედა იპყრნა ღმრთისასა.


48

     1.     59. ხოლო ჟამსა შინა ერთსა წარავლინნა აბენეს მეფემან წინაშე ძისა მისისა კაცნი კერპთმსახურნი, რაჲთა ცნან საქმე და ქცევაჲ ძისა მისისაჲ.
    2.     და ვითარცა მიიწი[ვ]ნეს პალატად, მიეგება წინა, ვითარცა ძმათა საყუარელთა, და პატივითა მოიკითხნა იგინი მოწლედ და ისტუმრნა და ნიჭნი დიდნი წინა-უყვნა და აწუევდა ღმრთის მსახურებასა.
    3.     ხოლო მათ ჰრქუეს: ძეო მეფისაო, ვითარ იყოს ბჭობაჲ შენი ჩუენ ზედა საქმეთათჳს პირველთა, რომელნი ვქმნენით ბრძანებითა მამისა შენისაჲთა, და რამეთუ სისხლნი მრავალნი დავსთხიენით?
    4.     ჰრქუა იოდასაფ: ვითარცა განაგდოთ სჯული თქუენი, მის თანავე განაგდოთ იჭჳ, რ~ლ გ~ქს მაგის ჯერისათჳს.
    5.     და ვითარცა შეხჳდეთ სჯულსა ღმრთისასა, შეხჳდეთ მშჳდობასა და სიხარულსა საუკუნესა, რამეთუ ღმერთი ჩუენი მშჳდობისა და სიყუარულისაჲ არს და არა არს შურის-გებაჲ მის თანა,
    6.     რამეთუ ტკბილ და კაცთ მოყუარე და მოწყალე არს და არა ჰნებავს, სიკუდილი ცოდვილთაჲ, არამედ მოქცევაჲ და სინანული.
    7.     და მიიქცეს კაცნი იგი წინაშე მეფისა და აუწყეს ყოველი, რომელი ესმა და იხილეს.
    8.     ხოლო მეფემან და ყოველმან ერმან მისმან განიზრახეს, რაჲთა შეუდგენ სჯულსა იოდასაფისსა და შეიწყნარონ წესი მისი.


49

     1.     60. და მიწერეს წიგნი ამის პირისათჳს.
    2.     და ვითარცა მიიწია მოციქული და წარიკითხა, განიხარა ფრიად და დიდითა პატივითა შეიწყნარნა მოციქულნი.
    3.     და წარგზავნასა მათსა მისცნა ნიჭნი დიდნი.
    4.     და მიუწერა მამასა თჳსსა ესრეთ: დიდსა და მორწმუნესა მეფესა და კეთილად მოსრულსა მორჩილებად ღმრთისა მე, მონაჲ და გლახაკი იოდასაფ, უფლისა მიერ მოგიკითხავ!
    5.     პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა, რომელმან არა ჴუებულ მყო მე საწადელსა ჩემსა და ღირს მყო მე ხილვად ჭეშმარიტისა მეფობისა შენისა, რამეთუ აწღა იქმენ მეფე, ხოლო პირველ ამისა მონაჲ იყავ ეშმაკთა, ჵ მამაო საყუარელო!
    6.     აწ დიდ არიან მადლნი და ნიჭნი შენნი ჩემ ზედა და გარდარეულ კეთილის ყოფანი, არამედ უფროჲს და უდიდეს აწ ახარე სულსა ჩემსა, რამეთუ ყოველი, რომელი-იგი მომეც, არარაჲ იყო წინაშე თუალთა ჩემთა.
    7.     რამეთუ იწუებოდა გული ჩემი წარწყმედისათჳს სულისა შენისა.
    8.     ხოლო აწ აღსარებითა შენითა ღმრთისა მიმართ განათლდა სული და გონებაჲ ჩემი, რამეთუ ვიქმენ ძე მორწმუნისა მეფისა და კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, რომელმან განანათლნა თუალნი სულისა შენისანი!
    9.     გევედრები, რაჲთა დაარღჳნე ტაძარნი კერპთანი და დასწუნე და დაჰლეწნე ყოველნი კერპნი და დაწჳვითა მათითა დაეგო ღმერთსა, ვითარცა-იგი პირველ დაწუვითა კაცთა ღმრთის მსახურთაჲთა განარისხე ღმერთი.
    10.     და რაჟამს ესე ჰყო, მაშინ დაჰჴსნე კედელი იგი და ზღუდე მტერობისაჲ და ჭეშმარიტი ნუგეშინის-ცემაჲ მოიღო ღმრთისაგან და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა უკუნისამდე.
    11.     და ვითარცა მიიწია წიგნი იგი, აღდგა მეფე და ყოველი ერი მის თანა და დაარღჳნეს ყოველნი საკერპონი და დაწუნეს ცეცხლითა.
    12.     და წარვიდა მეფე და ყოველნი ერისთავნი მის თანა სამეფოდ ძისა მისისა.
    13.     ხოლო იოდასაფს ვითარცა ესმა მისლვაჲ მათი, მიეგება წინა სიხარულითა დიდითა და დავარდა წინაშე მამისა თჳსისა და მოიკითხნეს ურთიერთას და წარვიდეს პალატად და ყვეს სერობაჲ დიდი.


50

     1.     62. ხოლო იოდასაფ მიუძღუანნა ნიჭნი დიდნი მეფესა და ერისთავთა მისთა და ყოველსა ერსა.
    2.     ხოლო შემდგომად სამისა დღისა უბრძანა მღდელთა და მღდელთ მოძღუართა, რაჲთა ნათელ-სცენ მეფესა აბენესს და ყოველთა ერთა და ერისთავთა.
    3.     და წარსლვასა მათსა სამეფოდ მათდა, წარიტანნა თანა ებისკოპოზნი, მღდელნი და დიაკონნი.
    4.     ხოლო აბენეს მეფემან უბრძანა ყოველსა სამეფოსა მისა აღშენებაჲ ეკლესიათაჲ.
    5.     და ყოველმან ერმან ნათელს იღო.
    6.     და იყო დიდი დაწყნარებაჲ და მშჳდობაჲ სამეფოსა მათსა.
    7.     და ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უ~კე. ა~ნ.


51

     1.     63. ხოლო შემდგომად მცირეთა ჟამთა დასნეულდა აბენეს მეფე და მოუწოდა ძესა თჳსსა და მიუთუალა ყოველი სამეფოჲ ჴელთა მისთა.
    2.     და ჰლოცვიდა და მადლობასა აღუარებდა, რომელ ღირს ყო ნათელსა ქრისტეს ღმრთისასა და ეტყოდა: შვილო საყუარელო და სასურველო, მე ესერა განსლვად ვარ ამიერ სოფლით და ფრიად მელმის და მწუხარე ვარ.
    3.     ხოლო იოდასაფ ჰრქუა: ნუ მწუხარე ხარ, მამაო საყუარელო, ვინაჲთგან იცან ქრისტე მეფე და აღიბეჭდე ნათლითა მისმიერითა.
    4.     და აწ სიხარული ჯერ არს, რამეთუ წარხვალ წინაშე ღმრთისა განსასუენებელთა საუკუნეთა.
    5.     მიუგო აბენეს: ნუ მაბრალობ, შვილო, შეწუხებასა, რამეთუ ბუნებით თანა-აც ყოველსა სულსა მწუხარებაჲ განშორებისათჳს ჴორცთაჲსა და დატევებისათჳს ჰაერისა და ნათლისა და წარსლვისათჳს უცხოებად, სადა-იგი არა ვიცით, თუ ვითარსა იწროებასა მივალთ.
    6.     და ამისთჳსცა მეშინის, რამეთუ ფრიად განვარისხე ღმერთი, დამბადებელი ჩემი, რამეთუ მრავალნი წმიდათაგანნი მოვსრენ, რომელნი აწ შურსა იგებენ ჩემ ზედა.
    7.     და რამეთუ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა ვჰგმობდი ღმერთსა და ვაქებდი და ვადიდებდი კერპთა.
    8.     და არარაჲ მაქუს მადლი წინაშე ღმრთისა.
    9.     და რამეთუ შემოკლდა ჟამიცა სინანულისა ჩემისაჲ.
    10.     მიუგო იოდასაფ და ჰრქუა: ნუ [ჰ]ზრუნავ, მეფეო, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მიხუალ მეუფისა სახიერისა და მრავალ მოწყალისა, რომელმან მეათერთმეტისა ჟამისათაცა სწორად მისცა სასყიდელი პირველისთა,
    11.     რამეთუ არა არს ნაკლულევანებაჲ მოწყალებათა ღმრთისათა და არცა კაცთაებრ სჯის თავადი იგი, რამეთუ მოწყალებანი მისნი დასძლევენ სოფელსა ამას, სავსესა ამას ცოდვითა.
    12.     და მერმე არა სწორ არს ნათელი ესე ამის სოფლისაჲ და ჰაერნი ნ~თლისა მას და ჰაერსა დიდებისა მისისასა, რომელსა ღირს იქმნებიან მორწმუნენი, და რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სამოსელი უხრწნელი შემოსად, ვიდრე არა შევარდეს ხრწნილებასა ჴორცთასა.
    13.     და უწყოდე, რამეთუ მცირედი სინანული დასძლევს მრავალთა ცოდვათა, რამეთუ განჰზავებს ღმერთი მოწყალებათა მისთა.
    14.     მაშინ გულს-მოდგინე იქმნა მეფე, და ნუგეშინის-ეცა სიტყუათა მათ ზედა და ელხინა სულსა მისსა ურვისა მისგან, და ჰრქუა: მიგაგენ ღმერთმან, შვილო, უმეტესი მისაგებელი კეთილთა მისთაჲ უმეტეს სასოებისა შენისა,
    15.     რამეთუ წარწყმედულ ვიყავ და მომიპოვე, და ტყუე ვიყავ და მიჴსენ, და რამეთუ მტერი ვიყავ და დამაგე ღმერთსა.
    16.     აწ გამცნებ, რაჲთა კეთილად ხჳდოდი წინაშე ღმრთისა და სათნოდ მისდა აღასრულნე დღენი შენნი.
    17.     და ნუმცა დაგახრწევს დიდებაჲ მეფობისაჲ სიყუარულისაგან ღმრთისა, რამეთუ ყოველი ესე აჩრდილ და წარმავალ არს.
    18.     აწ სადა არს საშინელი იგი ზარი მეფობისა ჩემისაჲ და სიმრავლე ერისაჲ და სიმჴნე ახოვანთა მათ მჴედართა ჩემთაჲ, ანუ აურაცხელნი იგი საფასენი ჩემნი, რომელ შევიკრიბენ, რაჲთამცა მოვიდეს და მიჴსნეს წარმყვანებელთა ჩემთაგან.
    19.     აწ შვილო ჩემო, მეცა გამცნებ, ვითარცა-იგი შენ მე მამცნებდი, და გამხილებ, ვითარცა შენ მე მამხილებდი, რაჲთა შეურაცხ-[ჰ]ყო სოფელი და ყოველი, რაჲ არს სოფელსა შინა, და ღმერთი ოდენ მოიპო[ვ]ე, და ლოცვათა შენთა შინა ჴსენებულ მყავ, შვილო ჩემო!
    20.     და ვითარცა ამას იტყოდა, იხილნა ანგელოზნი ნათლითა შემოსილნი, და დაიწერა ჯუარი და განუტევა სული.


52

     1.     64. ხოლო იოდასაფ, ძემან მეფისამან, დაჰფლა გუამი მისი, ვითარცა კაცთა ლიტონთაჲ.
    2.     და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად, და აღიხილნა თუალნი და თქუა: გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, მეუფეო დიდებისაო, რომელმან მოაქციე მონაჲ ესე შენი შეცთომილი და არა წარსწყმიდე სატანჯველთა შინა ჯოჯოხეთისათა და ღირს ყავ იგი ნათელსა პირისა შენისასა.
    3.     შეივედრე, უფალო, და შეიტკბე ესეცა, ვითარცა უძღები იგი შვილი, და დააწესე სული ამისი მართალთა და წმიდათა თანა.
    4.     და ნუ მოიჴსენებ ბრალთა მათ, რომელნი შეამთხჳვნა მონათა შენთა, რ~ მოწყალე ხარ და ყოველივე ძალ-გიც.
    5.     და ორმეოც დღე დგა საფლავსა მას ზედა და ესევითარსა ვედრებასა შესწირვიდა ცრემლით ღმრთისა მიმართ.
    6.     ხოლო შემდგომად ამისა მოუწოდა ყოველთა მღდელთ-მოძღუართა, მღდელთა და დიაკონთა და ფრიადნი საფასენი მისცნა და ამცნო მსხუერპლისა შეწირვაჲ და ლოცვაჲ აბენეს მეფისათჳს, და ეგრეთვე განუყუნა გლახაკთა, ქურივთა და ობოლთა.


53

     1.     65. და დაჯდა საყდართა ზედა თჳსთა, და უბრძანა დიდებულთაცა მისთა დასხდომაჲ და ჰრქუა: აჰა ესერა შეისუენა აბენეს მეფემან, მამამან ჩემმან, ვითარცა ერთმან გლახაკთაგანმან, და ვერვეს ჴელ-ეწიფა შეწევნად და ჴსნად მისდა ჴელთაგან სიკუდილითა.
    2.     და დღე ესე ჩუენ ყოველთაცა ზედა მოწევნად არს და თქუენ უწყით, თუ რაჲ იყო წადიერებაჲ ჩემი, არამედ ვერ წინა-აღუდეგ მამასა ჩემსა.
    3.     და აწ არღარა მაქუს მიზეზი წინაშე ღმრთისა აღთქუმისა მისთჳს ჩემისა, რაჲთა შევეყო რიცხუსა მონაზონთასა, და თავს-ვიდვა ცხორებაჲ მათი.
    4.     ხოლო თქუენ გამოირჩიეთ თავისა თქუენისათჳს მეფე, რომელი გიძღოდის ნებასა ღმრთისასა.
    5.     და აჰა ესერა ძალითა ქრისტესითა არავინ არს მტერი და წინააღმდგომი და მშჳდობით დაწყნარებით არს სამეფოჲ ჩუენი.
    6.     ხოლო მათ ესმნეს რაჲ სიტყუანი ესე, აღდგეს და ყოველთა ერთითა ჴმითა თქუეს: ნუ იყოფინ, მეფეო, და არა იქმნეს ეგე, ვიდრე არა ყოველნი მოვსწყდეთ.
    7.     და ამას ზედა განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი, ვიდრემდის შფოთიცა აღდგებოდა.
    8.     ხოლო იოდასაფ, ვითარცა იხილა, რამეთუ არა ნება სცემენ, იზრახა განსლვაჲ ფარულად.
    9.     და მოუწოდა ბარაქიას, რომელი პირველ ვაჴსენეთ, რომელი-იგი თანაშემწედ იყო ნაქორისსა მას დღესა, ოდეს-იგი მეფე სიტყუა-უგებდა.
    10.     და იყო იგი ნათესავი იოდასაფისი, და ჰრქუა: ნათესავი დღესა ჭირისასა უნა კაცსა.
    11.     და აწ მიიღე ჴელით წერილი ერისა მიმართ და მთავართა ჩემთა მეფობისათჳს შენისა, და მე განვიდე იმათა თანა და მათ თანა ვჰმონებდე ქრისტესა.
    12.     მიუგო ბარაქია: არა სამართლად საჯე, მეფე, რამეთუ წერილ არს: შეიყუარე მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
    13.     ხოლო შენ აღირჩევ უმჯობესსა და ჩემი გნებავს წარწყმედაჲ.
    14.     ხოლო თუ უმჯობეს არს დატევებაჲ საწუთოჲსაჲ და ძიებაჲ საუკუნოჲსაჲ, გუალე და წარვიდეთ ორნივე.


54

     1.     66. ხოლო ბარაქიაჲსგან რაჲ ესმნეს სიტყუანი ესე, ემხილა სამართალი და აღარაჲ მიუგო.
    2.     ხოლო ღამესა ერთსა დაწერა წიგნი ესრეთ, ჴელით წერილი, ერისთავთა მიმართ და ერისა, ვითარმედ: ბარაქიაჲსი ჯერ-არს მეფობაჲ.
    3.     და დაუტევა საგებელსა ზედა თჳსსა.
    4.     და აღდგა და მოიბლარდნა წელთა ძონძი იგი, რომელ მიეღო ბალაჰვარისგან, და წარვიდა.
    5.     ხოლო აგრძნა ბარაქია და აუწყა სხუათა მთავართა.
    6.     ხოლო მათ მსწრაფლ დევნა-უყვეს და შეიპყრეს და მოიყვანეს და ჰრქუეს: უკუეთუ დაუტეო ესოდენი სიმრავლე უწინამძღუროდ, და ანუ აღდგენ ბრძოლანი და შფოთნი, ანუ მიიქცენ კერპთა მიმართ, არა შენგან იზღვიოსა ესოდენი სული, რომელ არს სამეფოსა ამას შინა შენსა?!
    7.     ხოლო მან ჰრქუა: პირი იგი უტყუ[ვ]არი ამას ბრძანებს: რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ ყოველი სოფელი შეიძინოს კაცმან და სული თჳსი წარიწყმიდოს გინა იზღვიოს.
    8.     აწ უწყოდეთ, მე უეჭუელად წარვალ სათნოთა თანა ღმრთისათა, ხოლო თქუენ იძიეთ თავისა თქუენისა მეფე.
    9.     მაშინ ბარაქიას ჴელნი დაასხნეს, რაჲთა ყონ იგი მეფედ.
    10.     ხოლო მან იწყო ტირილად და არა უნდა ესე ყოფად, არამედ ვერღარა შემძლებელ იყო წინააღდგომად ერისა და უფროჲსღა იოდასაფისა.
    11.     ხოლო იოდასაფ მოიღო ბეჭედი და შეაცუა ჴელსა ბარაქიაჲსსა, და გჳრგჳნი თავსა დაადგა და მიულოცა მეფობაჲ.
    12.     და აღიპყრნა ჴელნი და თქუა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რომელმან მიჴსენ უღირსი მონაჲ შენი, და მომიყვანე გულისჴმის-ყოფად ცნობასა შენსა, და არა ჴუებულ ჰყავ სული ჩემი მოქცევისათჳს მამისა ჩემისა.
    13.     აწ აჩუენე კაცთ მოყუარებაჲ შენი და შეეწიე ბარაქიას, ძმასა ამას ჩემსა, რაჲთა ღირსად და სათნოდ შენდა ვიდოდის წინაშე შენსა და ყოველსა ერსა.
    14.     და ვითარცა ესევითარი ვედრებაჲ განამრავლა ღმრთისა მიმართ, და მერმე აღიხუნა ჴელნი თჳსნი ბეჭთაგან ბარაქიაჲსთა.
    15.     მოექცა და ჰრქუა ბარაქიას: გამცნებ შენ და აღთქუმასა მიგცემ წინაშე ღმრთისა და ყოვლისა ერისა, ნუმცა ბრალეულ ვარ საქმითა შენითა,
    16.     და რამეთუ ვითარცა უწინარეს ჩემსა იცან ღმერთი და ჰმონებდი მას სულითა უსიტყუელითა, აწ უფროჲს ჩემსა იღუაწე, და აჩუენე ღმერთსა სათნოებაჲ შენი.
    17.     ნუ ვისთჳს ძჳრსა იჴსენ, ნუცა წარიტყუენვი გონებითა სილაღითა საყდრისა შენისაჲთა, ნუ ვის ესავ შემწედ შენდა თჳნიერ ღმრთისა ნუ მიიღებ ძღუენსა უსამართლოსა, ნუცა განიხარებ ჭირსა მტერისასა.
    18.     ნუ განცუბ~ნბის გონებაჲ შენი მრისხანებისათჳს.
    19.     ნუ ვის მიხედავ თუალითა მრისხანითა.
    20.     ნუ ვის მიაგებ ბოროტსა თავისა შენისათჳს, გარნა ღმრთისათჳს.
    21.     ნუ ცარიელსა მიაქცევ გლახაკსა.
    22.     ამას გამცნებ, და უკუეთუ თანა-წარჰჴდე, ღმერთი იყავნ მიმჴდელი შენი.
    23.     და რამეთუ იგი არს დასაბამი და დასასრული ყოვლისა საქმისაჲ.
    24.     და იყავნ ყოველთა კაცთათჳს ეგრეთ, ვითარცა შენ გნებავს ყოფაჲ მათი შენთჳს, რამეთუ იგი არს მეგობარი კეთილი, რომელი არა ჭიქამან მოიგოს, არამედ გამოცდილებამან.
    25.     ხოლო სიყუარულსა არა აქუს საზღვარი, რამეთუ თუალსა უჴმს თუალი, ხოლო იგი ყოველსა ხედავს და თავსა თჳსსა ვერ ხედავს.
    26.     ხოლო უკუეთუ სული უკეთური მოიწიოს შენ ზედა და გაწუევდეს ბოროტსა, შენ არქუ, ვითარმედ: ესე ყოველთა უცნია.
    27.     ხოლო იგი სირცხჳლეული უკუნ იქცეს.
    28.     ხოლო უკუეთუ სცთე, მიუწოდე კაცსა მეცნიერსა და მან განკურნოს ცთომილებაჲ შენი.


55

     1.     67. და ვითარცა დაასრულა სიტყუაჲ სწავლისაჲ, აღდგა და კუალად მოიბლარდნა სამოსელი იგი მიცემული ბალაჰვარისგან და მსწრაფლ წარვიდა უდაბნოს.
    2.     ხოლო ყოველთა რომელთა ესმა ანბავი მისი, განკჳრდეს საქმესა მას ზედა იოდასაფისსა, და ყოველნი ცრემლით ადიდებდეს ღმერთსა.
    3.     ხოლო ღმერთმან ამითცა გამოცადა გონებაჲ მისი, რამეთუ შემდგომად ორისაღა წლისა უჩუენა ერთსა მთათაგანსა ზედა მოძღუარი მისი ბალაჰვარ.
    4.     და ვითარცა იხილა, მოეხჳნეს ქედთა ურთიერთას, შეიტკბნეს და ტიროდეს, და ანბორს-უყ~ფს.
    5.     და ვითარცა დასხდეს, ყოველივე ყოფილი წარმოუთხრა იოდასაფ.
    6.     ხოლო იგი ჰმადლობდა ღმერთსა, რომელმან ნაყოფიერ ყო თესლი იგი მისი.


56

     1.     68. ხოლო ბალაჰვარ აუწყა ჴორცთაგან განსლვაჲ თჳსი.
    2.     ხოლო მან კუალად იწყო ტირილად და ეტყოდა: ნუ დამიტეობ, მამაო სულიერო, შვილსა ამას შეცთომილსა.
    3.     ხოლო იგი ეტყოდა: ნუ შესძრწუნდები, შვილო ჩემო, რამეთუ ვევედრები უფალსა, რაჲთა ადრე მოგიყვანოს ადგილსა მას განსასუენებელსა, რომელ იხილე.
    4.     და სიტყუასავე თანა განბრწყინდა პირი ბალაჰვარისი და შეისუენა.
    5.     ხოლო იოდასაფ გუამი იგი წმიდისა მამისა ჩუენისა დადვა ჴურელსა მას შინა, რომელსა იყოფებოდა.
    6.     და შევარდა დიდსა მწუხარებასა შინა და მიეძინა რაჲ, იხილნა ძილსა შინა კაცნი ვინმე ნათლისანი.
    7.     და აქუნდა მათ გჳრგჳნები შემკული ანთრაკითა და თუალითა და ეტყოდეს: ესე მათთჳს არს გჳრგჳნი, რომელნი სწავლითა შენითა წარუდგინენ ღმერთსა.
    8.     და სხუანი აქუნდეს ბრწყინვალენი ორნი და ჰრქუა მას: ესე ერთი შენი არს ღუაწლთა მათთჳს, რომელ თავს-ისხენ, და ერთი მამისა შენისაჲ არს, რამეთუ მოიქცა ღმრთისა.
    9.     მიუგო იოდასაფ: და რაჲ სწორებაჲ არს, რომელმან შეინანოს მოღუაწისა თანა?
    10.     მაშინ გამოუჩნდა ბალაჰვარ და ჰრქუა: მოიჴსენე, ძეო მეფისაო, ოდეს-იგი გეტყოდე, ვითარმედ: ოდეს განჰმდიდრდე, არა გინდეს მიცემად მოყუსისა.
    11.     და აწ გშურს მამისათჳსცა შენისა.
    12.     და განიღჳძა იოდასაფ და განმტკიცებულ იქმნა სულითა.


57

     1.     69. შემდგომად მცირედთა ჟამთა შეისუენა იოდასაფცა.
    2.     და იყო მახლობელად მათსა კაცი ერთი მძოვართაგანი, მივიდა და დავა გუამი იგი ბალაჰვარის გუამსა თანა;
    3.     და წარვიდა წინაშე ბარაქია მეფისა და უთხრა საქმე იგი.
    4.     ხოლო იგი წარვიდა ერითა და მღდლითა და წარმოიხუნა ნაწილნი იოდასაფ და ბალაჰვარისნი, დაჰკრძალნა ლუსკუმასა შინა ოქროჲსასა.
    5.     და მას ზედა აღაშენა ეკლესიაჲ სახელსა ზედა მამისა, ძისა და სულისა წმიდისასა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე.
    6.     და რომელნიცა სარწმუნოებით მივლენ, ყოველთაგან სენთა განიკურნებიან.
    7.     და ჩუენცა ვევედრნეთ ღმერთსა, რაჲთა ლოცვითა მათითა ვიჴსნნეთ საუკუნეთა სატანჯველთაგან და ვადიდებდეთ ღმერთსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ, პატივი, თაყუანის-ცემაჲ უკუნისამდე.