თქვენ წინ დგას კედელივით მაღალი და განიერი სარკე.
განცვიფრებული იხედებით შიგ.
თქვენი სახელია გურგენ, გვარი - კამარელი.
ინჟინერი გურგენ კამარელი.
ხართ ახალგაზრდა.
კარგად იცით თქვენი საქმე. გიყვართ ფიზიკა და ღირსეულად ატარებთ
მოწინავე იდეების გაუბზარავ ჯავშანს. ხართ ოდნავ პოეტი (რადგანაც ქართველი
ბრძანდებით) და გაინტერესებთ ასტრონომია.
გატაცებული ხართ ელექტრონის თეორიით. გულში გინთიათ პატარა
ფილოსოფიური სანთელი და კმაყოფილი ხართ, რომ ეს სანთელი საკმაო
სიძლიერით აშუქებს თქვენი მსოფლშემეცნების დაბინდულ ბილიკებს. კარგად
არჩევთ პაწაწინა, ერთფეროვან, ერთსახოვან აგურებს, რომლებისგანაც
აშენებულია ჩვენი მრავალფეროვანი, მრავალსახოვანი განუსაზღვრელი
მსოფლიო.
დგას თქვენ წინ უზარმაზარი სარკე და თქვენ შიგ იხედებით.
თქვენ ხართ მამაკაცი.
ხომ გაგიკვირდებათ, თქვენი საკმაოდ მოზრდილი და ნაცნობი ცხვირის
ნაცვლად სარკეში რომ სრულიად უცნობი მშვენიერი ქალი დაინახოთ? მე,
სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, ვინ არის ეს ქალი.
თქვენ თვითონ მოგიხდებათ ამის გამორკვევა.
არის კიდევ მეორე პიროვნება: ინჟინერი გუსტავ ვაისმანი.
მგონი გერმანელია. მაგრამ რისთვის ლაპარაკობს ინგლისურად? ვეება
სათვალეებს ატარებს შავ ნიღაბსავით.
მართალი გითხრათ, მეზარება შავსათვალეებიანი კაცი: ჯაშუშივით გაყურებს
თვალებში, შენ კი ვერ ხედავ მის თვალებს და არ იცი, გიცინის თუ გემუქრება!
იქნება ღამით ოთახში შემოგეპაროს, ყელი გამოგღადროს, გაგქურდოს და
წავიდეს.
ეზოში სათვალეებს მოიძრობს, სანაგვე ყუთში ჩააგდებს და წავა. სულ სხვა სახე
აქვს.
შესაძლოა, პირიქით, ძალიან სასარგებლო კაცი გამოდგეს.
ვნახავთ.
ახლა სიუჟეტი.
უნდა მიმადლოდეთ, რომ საპატიო ადგილი მოგეცით რომანში. ხომ შემეძლო
მიმეგდეთ სადმე კუთხეში? მე თქვენ დაგაყენეთ ჯადოსნური სარკის წინ და
შემოქმედების ელვარება განთიადის შუქივით ჩავღვარე თქვენს გაოცებულთვალებში. მე თქვენ მოგეცით იმდენი ძალა, რომ გაფითრებული საბაოთი
შიშით შემოგცქერით დაფლეთილ ღრუბლებიდან და არ იცის სად დაიმალოს!
და მთელი ეს ამბავი მოგონილია თავიდან ბოლომდე.
მაგრამ მაინც დაწურული ფაქტოლოგიაა.
რადგან ეხება ხვალინდელ საქმეს.
ხვალინდელი საქმე კი, უფრო მეტი რეალობაა და ფაქტი, ვიდრე გუშინდელი.
ვინაიდან გუშინდელი იყო და გაქრა.
ხვალინდელი მოდის...
თქვენთან საუბარი დიდად სასიამოვნოა, მაგრამ მე უკვე მესმის, როგორ
მოაბაკუნებს ტროტუარზე პატარა ფეხებს ინჟინერი გუსტავ ვაისმანი.
ახლავე შედით თქვენს კაბინეტში და უცადეთ. ის თქვენთან მოდის.
I - ინჟინერი ვაისმანი
- ათ საათამდე ნურავის შემოუშვებთ ჩემთან.
- მესმის.
ინჟინერი გურგენ კამარელი შედის თავის სამუშაო კაბინეტში, მიუჯდება
მაგიდას და პორტფელიდან ქაღალდებს ამოალაგებს.
ღია ფანჯარაში პატარა ეზოდან ახლად გაშლილი ფოთლების შრიალით შემოდის
თბილისის მზიანი აპრილი.
კამარელი ერთ ქაღალდს გაშლის და წინ დაიდებს. პორტფელს განზე
გადასდებს, ქაღალდი ინგლისური მანქანით არის ნაბეჭდი.
კითხულობს: "საქართველოს სს რესპუბლიკის ელსადგურთა გამგეს ინჟინერ
კამარელს.
ჟურნალ "electricity"-ში წავიკითხე თქვენი მუშაობის შესახებ. ვინაიდან მეც
ამ დარგში ვმუშაობ და დაინტერესებული ვარ თქვენ მიერ აღძრული
პრობლემით, გთხოვთ გაიზიაროთ ჩემი დაკვირვებანი და ზოგიერთი მიღწევა
ინჟინერი გუსტავ ვაისმანი.
ჩიკაგოს ელექტრო-ინჟინერთა ასოციაციის წევრი 1931 წლის 12 აპრილი
„თბილისი“
შემდეგ მინაწერი: "ერთი კვირაა თბილისში ვარ, ჩამოვყევი ამერიკელ ინჟინერთა
დელეგაციას. პასუხისათვის გთხოვთ, ნება დამრთოთ პირადად გინახულოთ
თქვენს ბინაზე 14 აპრილს, დილის ათ საათზე".
კამარელი დახედავს მაგიდის კალენდარს: 14 აპრილი. სამშაბათი.
დაიხედავს მაჯაზე: ცხრას ოცი აკლია.
ათის ნახევარზე დიდუბის ტრანსფორმატორი უნდა დაეთვალიერებია, მაგრამ
წასვლას ვეღარ მოასწრებს; ბარემ დაუცდის უცხოელ სტუმარს და მერე წავა.
- ვინ უნდა იყოს, ნეტავ, ეს ვაისმანი? - ფიქრობს კამარელი და თითებით შუბლს
ისრესს: უძილობისაგან თავი სტკივა - მთელი ღამე, დილის 6 საათამდე,
ლაბორატორიაში მუშაობდა.
რბილი სავარძლის დაქანებულ ზურგზე მსუბუქად დაასვენებს დაღლილ
სხეულს და ჩაფიქრდება.
ვაისმანი! ახალგაზრდაა უთუოდ: არსად შეხვედრია ამ სახელს ლიტერატურაში.
თუ რამ გასაზიარებელი აქვს, სიამოვნებით მოუსმენს... მაგრამ ვინ იცის, იქნება
შანტაჟისტი ვინმეა... საბჭოთა ქვეყანაში ამერიკიდან მოსული თანამშრომელი,
ისიც ახალი მიღწევების ძღვენით?! timeo Danaos et dona terentes!
სიფრთხილეა საჭირო!..ოთახში დგას ღია ფანჯრიდან შემოსული გაზაფხულის ნელთბილი ჰაერი და
ეზოდან ისმის მოოქრულ მწერების ზუზუნი, თითქოს სადღაც შორს ოცნებათა
აღმძვრელი ჩოგნური წკრიალებდეს...
შემოდის შიკრიკი და კამარელს წინ დაუდებს სადარბაზო ბარათს: Gustav
Weissmann M. E. E. A. Engineer.
Chicago.G
- სთხოვეთ! შიკრიკი გადის და იმავ წუთს კაბინეტში შემოდის პატარა ტანის
მამაკაცი.
აცვია რუხი ფრენჩი და თითქმის ნახევარ პირისახეს უფარავს შავი ღრმა
სათვალეები.
- მოხარული ვარ თქვენი გაცნობის, - დაბალი ხმით და უცნაური ინგლისური
ენით ლაპარაკობს უცხოელი.
- რა უსიამოვნო სახე აქვს, - ფიქრობს კამარელი და მიესალმება სტუმარს.
დასხდებიან.
- მე თქვენი უცნობი მოწაფე ვარ, - განაგრძობს უცხოელი. - ჩემზე დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა გამოკვლევამ ეთერის რეალობის შესახებ.
აქედან გამოდის ელექტრომაგნიტური ტალღების თეორიის ახალი მიღწევები. მე
ვიცნობ აგრეთვე თქვენს თამამ ჰიპოთეზას კომეტების მოძრაობის შესახებ. მაგრამ
ეს ერთი წელიწადია გატაცებული ვარ თქვენი უმავთულო განათების თეორიით.
- ფრიად სასიამოვნოა ჩემთვის თქვენი გაცნობა, - ბუტბუტებს ოდნავ
გაკვირვებული კამარელი.
- თქვენ არ უნდა გაგაკვირვოთ ჩემმა განცხადებამ. მე შემეძლო ამერიკაში
მუშაობა, მაგრამ ვარჩიე თქვენთან თანამშრომლობა.
მცირე პაუზის შემდეგ უცხოელი განაგრძობს: - მთავარი ის არის, რომ ჩვენ
მოვითხოვთ ჩვენი მუშაობისადმი უანგარო ყურადღებას. რა თქმა უნდა,
ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, კაცობრიობის კეთილდღეობისაკენ არის
მიმართული, მაგრამ ვიდრე მუშაობას დავასრულებდეთ, ტვინში არ უნდა
გვჩრიდნენ მომაბეზრებელ ოქროს საწყაოს, რომლითაც იზომება დღეს
ყოველგვარი მეცნიერული და პოეტური აღმაფრენა. ჩვენს ლაბორატორიაში ჩვენ
ოქროზე არ ვფიქრობთ! უცხოელი უცებ დუმდება.
კამარელი გრძნობს გაურკვეველ სიმძიმეს, გრძნობს სადღაც გულის კუნჭულში,
რომ ეს სიტყვები უცხოელის ნამდვლი განზრახვის დასაფარავად არის
აფორიაქებული. რა საჭიროა ეს აბდაუბდა? პირდაპირ თქვას: ამხანაგო! მე
სოციალისტი ვარ, საბჭოთა ქვეყნის თანამგრძნობი და მინდა ვიმუშაო
საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკაში!..
- საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკაში, - უცებ აწყვეტინებს ფიქრებს
სტუმარი, თითქოს ყური მოჰკრა კამარელის ფიქრთა დენასო, - მდგომარეობა
სულ სხვაა! ამას გარდა, თქვენ ჩემი მასწავლებელი ხართ და მეც მინდა ჩემი
წვლილი შევიტანო თქვენს საერთო გარჯაში. იმედი მაქვს თქვენს დიდ მიზნებს
ცოტაოდენ სამსახურს მეც გავუწევ! - ჩემთვის მეტად სასიამოვნო იქნება თქვენი
თანამშრომლობა, თითქოს თავისთვის ამბობს კამარელი. - ჩვენი ქვეყანა დგას
დიდი ამოცანების წინაშე. ბევრი რამ არის გასაკეთებელი, დაბრკოლებებიც
უამრავია და ასეთს დროს თქვენისთანა ღირსეული მუშაკი ჩვენთვის მეტად
საჭირო და სასურველია.
უცხოელი ყურს უგდებს კამარელს, ზის უძრავად და იატაკს ჩასცქერის.- მე წავიკითხე თქვენი დისერტაცია, ბელგიაში გამოქვეყნებული,
"ელექტრონული ენერგიის ცვალებადობა", - უცებ ამართავს უცხოელი თავს და
სათვალეების ორ შავ ფინჯანს მიაპყრობს კამარელს. - მე ფრანგული სუსტად
ვიცი, ამიტომ თქვენს ნაწარმოებს ინგლისური თარგმანით გავეცანი, რომელიც
იმავ წელს დაიბეჭდა ნიუ-იორკში. - უცხოელი დაუმატებს: - ინგლისურადაც
ცუდად ვლაპარაკობ. მაგრამ ეს ჩემი გერმანული წარმოშობის ბრალია... მე ძლიერ
დამაინტერესა თქვენმა თეორიამ და მას შემდეგ, – ეს იყო ერთი წლის წინათ, –
ვმუშაობ თქვენს მიერ დასახული მიმართულებით. – უნდა მადლობა
მოგახსენოთ - თქვენმა წიგნმა სწორ გზაზე დამაყენა; მე უკვე მაქვს ერთგვარი
მიღწევა, რაც მიმაჩნია თქვენგან შთგონებულად და თავს მოვალედ ვრაცხ,
უწინარეს ყოვლისა, თქვენ გაგიზიაროთ ჩემი დასკვნები.
როცა უცხოელი დისერტაციას ახსენებს, რატომღაც ეს ფაქტი კამარელზე დიდ
გავლენას ახდენს და ის უფრო თავაზიანად და თითქმის მეგობრულად
მიმართავს სტუმარს: - ჩემი მხრით უმადურობა იქნება არ დავაფასო თქვენი
კეთილშობილური ნაბიჯი. ჩემში თქვენ იპოვით გულითად მასპინძელს და
მადლიერ თანამშრომელს. ჩვენ არ ვართ განებივრებული უცხოელი
სპეციალისტების ასეთი მოპყრობით და მით უმეტეს დასაფასებელია თქვენი
უანგარო წინადადება.
- მინდა თქვენთან დავბინავდე და ვიმუშაო თქვენი ხელმძღვანელობით, - ამბობს
უცხოელი. - ამჟამად მე "ორიანტში" ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი მუშაობისათვის
საჭიროა ლაბორატორია. თქვენი პრობლემა უმავთულო განათების შესახებ თქვენ
მიერ თეორიულად საკმაოდ დამუშავებულად მიმაჩნია. მაქვს ცოტაოდენი
კორექტივი, რომელიც საჭიროებს ლაბორატორიულ ცდებს.
როცა საუბარი კონკრეტულ ჩარჩოში ვარდება და ეხება კამარელის ჯერ
დაუმთავრებელ აღმოჩენას, მასში იღვიძებს მეციერ-ენთუზიასტი, უზომოდ
გატაცებული თავისი ახალი იდეით, რომელიც ასე ახლოა, თითქმის
ხელშესახები, მაგრამ ჯერ მაინც ხელშეუვალი.
კამარელი წამოვარდება და ნერვიულად სიარულს დაიწყებს ოთახში.
- თეორიულად დასაბუთებული აღმოჩენა პრაქტიკულად ჯერ ვერ გამოვიყენე.
ავანთე სანათური სამი კილომეტრის მანძილზე, მაგრამ მეტად რთული მიმღები
აპარატის მოწყობა შეიქნა საჭირო, რაც ჩემს აღმოჩენას უკარგავს პრაქტიკულ
მნიშვნელობას. რადიოს პრინციპი აქ განუხორციელებელია: აუარებელი ენერგია
უნდა გაიფლანგოს უმნიშვნელო შედეგების მისაღწევად. ამჟამად მე ვისახავ
მიზანდ ენერგიის არა რკალური მიმართებით, არამედ პირდაპირი ხაზით
გადაცემას.
- აი, სწორედ აქ არის ჩემი კორექტივი, - აწყვეტინებს სიტყვას აღელვებულ
კამარელს უცხოელი ინჟინერი. - სწორედ პრაქტიკული მნიშვნელობისათვის
საჭიროა ენერგიის, რადიოტალღების მსგავსად, რკალურად გავრცელება, რომ
განსაზღვრულ ზონაში ყოველგვან შესაძლო იყოს ენერგიის დაცლა.
- ეს იქნებოდა განუსაზღვრელი სივრცის გათბობის უნაყოფო ცდა, - შეედავება
კამარელი.
- თქვენ კარგად მოგეხსენებათ, - დამშვიდებით უსაბუთებს თავის აზრს
სტუმარი, - რომ დიდხანს იყო გაბატონებული ელექტრომაგნიტური ძალის შორს
მოქმედების თეორია. მაგრამ მაკსველისა და ფარადეის შემდეგ ეგ თეორია
დამარცხდა. მათ დაამტკიცეს, რომ ელექტრონის არე იმყოფება განსაკუთრებულ
მდგომარეობაში. იგი სავსეა ელექტორნული ძალის მბრუნავ ხაზებით. ამ ხაზებისმკვრივი მოძრაობით, შეკუმშვა-გაწევით აიხსნება ნივთიერებათა
ურთიერთმიზიდულობა და განტოლვა. ელექტრული ცენტრების გარშემო სივრცე
ამოძრავებულია ამ ხაზებით და სწორედ მათი უმეშვეო მოქმედების შედეგია
მიმზიდველობისა და უკუქცევის მოვლენები.
- სრული სიმართლეა, - ადასტურებს კამარელი.
- ამას მიუმატეთ, - განაგრძნობს სტუმარი, - ლორენცის მიერ აღმოჩენილი
სპექტრის ხაზების დაყოფა, რომელიც დაკავშირებულია მაგნიტური ველის
დაძაბულობის სიდიდესთან და ელექტრომაგნიტურ ტალღათა ანომალური
დისპრესია სინათლის გავრცელების ელექტრომაგნიტური ბუნების თანახმად
სინათლის წყაროდ იგულისხმება ატომის შიგნით მოძრავი ელექტრონი.
ელექტრული არე და მაგნიტური ტალღები განსაზღვრულ ურთიერთობაში
იმყოფებიან. აქ გამოჩნდა ერთი სრულიად მოულოდნელი კანონი, რომელიც
აღმოჩენილ იქნა თქვენი თეორიის წყალობით, ეს არის ელექტრული ტალღების
მოძრაობის მოჩვენებითი დეგრადაცია.
კამარელი ყურს უგდებს სტუმარს ფერმიხდილი და უზომოდ გაკვირვებული.
იგი გრძნობს, რომ უცხოელი ინჟინრის უხილავი სკალპელი დაურიდებლად
სჭრის მისი ტვინის ყოველ ატომს და განსაცვიფრებელი სიცხადით აშუქებს
შემეცნების ბურუსში მიმალულ იდეებს.
- ამ კანონის მიხედვით, ელექტრული ტალღა მაგნიტური დენის არეში იჩენს
გასაოცარ თვისებას: გადადის უჩინარ ინერციაში. მე დიდხანს ვიმუშავე ამ
კანონის ირგვლივ და მივიღე ფორმულა, რომელიც მაძლევს საშუალებას
ელექტრომაგნიტური ენერგიის პასიური ტალღებით გავჟღინთო განსაზღვრულ
რადიუსის სივრცეში შუქმატარი ეთერი. ეს ტალღები ეთერში იმყოფებიან
ნეიტრალურ მდგომარეობაში და არა აქვთ მიდრეკილება გავრცელდნენ მათთვის
განსაზღვრული წრის გარეშე. თავის პასიურ ყოფაში ეს ენერგია სრულიად
შეუმჩნეველია ფიზიკურ და ქიმიურ პროცესში. მარაგი ენერგიისა მუდმივად
ინერციულია, ვიდრე იგი სპეციალური აპარატის საშუალებით ცოცხალ ენერგიად
არ იქცევა.
- ენერგიას საიდან ღებულობთ? - აწყვეტინებს სიტყვას კამარელი.
- ენერგიას იძლევა ჩვეულებრივი ელსადგური, რომელსაც ემატება მაგნიტური
აუზის მანქანა. ეს მანქანა ისეა მოწყობილი, რომ იზიდავს ატმოსფეროში
უსარგებლოდ გაბნეულ ელექტრობის დიდძალ მარაგს და ინახავს აუზში, ასე
ვთქვათ, დაკონსერვებულ ელვას. შეიძლება ელსადგურმა მუშაობა შეაჩეროს,
ეთერში დაგროვილი ენერგია კი იმუშავებს, ვიდრე სრულებით არ ამოიწურება.
ამით რადიკალურად არის გადაჭრილი თქვენს მიერ დასმული საკითხი
უმავთულო განათების შესახებ. ცენტრალური ელსადგური განსაზღვრულ
სივრცეს ავსებს ენერგიით. განსაკუთრებული ელმეტრით იზომება ეთერის
გაჟღენთის ინტენსივობა და რადიუსი. ყოველგვარი მოულოდნელი შეწყვეტა
მუშაობისა, რაც თანამედროვე დიდ ელსადგურის უარყოფით მხარეს
წარმოადგენს, აქ არავითარ ხიფათს არ შეიცავს. სადგურს შეუძლია იმუშაოს
როცა უნდა, ოღონდ ეთერში იქონიოს ენერგიის პოტენციური მარაგი. სრულიად
უვნებელი და უჩინარი, ასე ვთქვათ - მძინარი ელექტროენერგია შეიძლება
გადაყვანილ იქნას კინეტიკურ ფორმაში მხოლოდ განსაკუთრებული აპარატის
საშუალებით. ეს აპარატი სრულაიდ უბრალოა და ადვილად მოსაწყობი.
- რაც შორეულ ოცნებაში ბუნდოვნად მელანდებოდა, თქვენს სიტყვებში ხორცს
ისხამს! - თითქოს თავის თავს ესაუბრება გაფითრებული კამარელი.- საქმე იმაშია, რომ მძინარე ენერგიას მაგნიტური ასიმილაციის ერთი
თავისებური თვისების გამო, რომლის შესახებ შემდეგ მოგახსენებთ, ეკარგება
მოძრაობის სიმძიმე. ამ მდგომარეობაში ის უაღრესად ნეიტრალურია. მაგრამ
საკმარისია სადმე მას შეუერთდეს სიმძიმის გამომწვევი წერტილი, რომ იმ
მიმართულებით გაექანოს მთელი ეს ენერგია სწორედ ისევე, როგორც
ჰერმეტიულად დაცულ რეზერვუარის ყოველ ხვრელს აწვება შინ მოთავსებული
აირის მთელი მარაგი. ამ აპარატს ექნება სხვადასხვა ზომა და სახე, იმის
მიხედვით, თუ რა სამუშაო უნდა შეასრულოს: განათება, გათბობა თუ მოძრაობა.
კერძოდ, განათებისათვის საკმაოა ყოველ სანათურს გაუკეთდეს პატარა საათის
ოდენა მანქანა. შეიძლება აგრეთვე მთელი სახლის, ან ქალაქის გასანათებლად
დამზადდეს ერთი მოზრდილი აპარატის, მხოლოდ ამ შემთხვევაში ასეთი
აპარატი შეერთდეს მავთულით სინათლის ყველა წერტთან.
კამარელი დგას უცხოელის წინ გახევებული. ის, რასაც უცხოელი ასე უბრალოდ
ამბობს, თავზარდამცემი აღმოჩენაა. ადამიანთა ურთიერთობაში უდიდესი
რევოლუციის მომასწავებელი. ეს იყო კამარელის ოცნების საგანი, რომლის
განხორციელება მას შემდეგ თაობათა საქმეს მიაჩნდა. მისი მუშაობა უმავთულო
განათების პრობლემაზე მცირე რამ ნაბიჯია იმ გოლიათურ ნახტომთან
შედარებით, რასაც პირდება მეცნიერებას უცხოელის პროექტი.
- იცით, რაოდენ შესაძლებლობის შემცველია თქვენი აღმოჩენა? - ეკითხება
უცხოელს სახეგაფითრებული კამარელი და ნელის ნაბიჯით უახლოვდება მას.
- ყველაფერი, რასაც მე ვამბობ, უკვე მოცემულია თქვენს წიგნში, - დამშვიდებით
მიუგებს უცხოელი. - თუ გასანათებლად შეიძლება ენერგიის ცარიელ სივრცეში
უმავთულოდ გადაცემა, რად არ შეიძლება იმავე ენერგიის ძრავისათვის
გამოყენება? - მაშ, თუ თქვენი ფორმულა გამართლდა... ეს განსაცვიფრებელი
ამბავია... - კამარელი ჩააცქერდება უცხოელს სახეში და მხოლოდ ახლა
შენიშნავს, რომ მისი სტუმარი უწვერულვაშოა, როგორც უასაკო ყმაწვილი,
თუმცა საერთო შთაბეჭდილებით ის უნდა იყოს არა ნაკლები 25 წლისა.
- მე ეჭვი არ შემდის ფორმულის სისწორეში, - ურყევის დაჯერებით ამბობს
უცხოელი, - თუმცა ცდა ჯერ არ ჩამიტარებია, მაგრამ იმედი მაქვს თქვენი
ხელმძღვანელობით ეს ცდაც წარმატებით დაგვირგვინდება.
კამარელი გაოცებულია უცხოელის არაჩვეულებრივი თავაზიანობით და ამ
გენიალურ აღმოჩენაში საკუთარი დამსახურების გაუგონარი მიფუჩეჩებით.
რისთვის აძლევს ასე გულუხვად ქართველ ინჟინერს ვიღაც უცხოელი მეცნიერი
თავისი ბედნიერი აღმოჩენის პრიორიტეტს? ხომ არ იმალება ამ გადაჭარბებულ
თავაზიანობაში წინასწარ მოფიქრებული მზაკვრობა? მაგრამ კამარელი არ არის
გამოუცდელი ჭაბუკი, რომ მაცდურმა სიყალბემ თვალებში პატივმოყრეობის
მტვერი ჩაუყენოს. მას კარგად აქვს მომარჯვებული მეცნიერული აზროვნების
ისარი. ძნელია ბუნების უჩინარ ძალთა პირველად თვალის შევლება, უცნაურ
კანონთა ბნელი ფარდის პირველი შერხევა, ხოლო თუ თვალმა, თუნდაც
ბედნიერი შემთხვევის წყალობით, ოდნავ შენიშნა ამ ფარდის გრეხილი, მაშინ
ადვილია ფარდის ახდა... უცხოელი არა სტყუის. "მძინარი ენერგია" ეს იგივეა,
რაც ქვაბში მთვლემარე კინეტიკური ძალა, ატომში ჩაჭედილი ქარიშხალი... საქმეა
ამ ენერგიის გამოცოცხლება... მაგნიტური გრიგალისა და სიმძიმის
ურთიერთობა... ეს ხომ აინშტაინმაც აღიარა, რომ სიმძიმე არის მოძრაობის
შედეგი...- აინშტაინის გენიოსური აზრი, - მეორედ იჭერს კამარელის აზრთა დენას
უცხოელი, - რომ სიმძიმე მოძრაობის შედეგია...
- ჩემს აზრს კითხულობს! - შიშით გაურბენს თავში კამარელს და უფრო
გაფითრდება.
...სავსებით ეთანხმება ჩემს ფორმულას. მაგნიტური დენის აუზი, რომელიც უნდა
გაიაროს ეთერში გადაღვრის წინ ელექტროენერგიამ, ანიჭებს მას თვლემის
უნარს, რაც აუცილებელია მისი შენახვისათვის. თქვენ, რა თქმა უნდა, იცით,
რომ ამრიგად დაძინებული ენერგია იმყოფება, ასე ვთქვათ, ლეტარგიაში, ვიდრე
იგივ ძალა, მაგნიტური ელვა, არ გამოიყვანს მას ასეთ მდგომარეობიდან.
კამარელი მაგიდას მიუჯდება.
- ჩანს, ოცნებაში იხატება ათასი შესაძლებლობა, - ხმამაღლა ოცნებობს კამარელი.
- ერთი დიდი ელსადგური, ან რამდენიმე ელსადგურის კომბინატი ავსებს
რესპუბლიკის მთელ სივრცეს მძინარე ენერგიით... მიწაზე და წყალზე, ჰაერში,
მიწისა და წყლის ქვეშ, ბრუნავენ ძრავები, დაჰქრიან აეროპლანები. ექსპრესები,
გემები, ავტოები, მუშაობენ ქარხნები, ტრაქტორები... საჭირო არ არის არავითარი
სათბობი მასალა... ჰაეროპლანს შეუძლია წლობით იფრინოს ჰაერში, მიწაზე
დაუშვებლად. თუ მფრინავებს საკვები ექნებათ... რადიკალურად გარდაიქმნება
კაცობრიობის ცხოვრება...
- მე მიხარია, - ამბობს უცხოელი, - რომ ეს აღმოჩენა პირველად თქვენს ქვეყანას
მოევლინება.
- და ეს იქნება თქვენი პირადი დამსახურება კაცობრიობის წინაშე, - ღიმილით
ეტყვის კამარელი და ხელს გაუწოდებს სტუმარს.
- ჩემი დამსახურების ჯოლდოდ, - ამბობს უცხოელი და კამარელს ხელს
ჩამოართმევს, - მე მოვითხოვ, თუ თქვენ ნებას დამრთავთ, ერთ სრულიად
მარტივ პირობას.
- ბრძანეთ! - ყველაფერი, რაც გაკეთდება ჩვენი საერთო მუშაობით,
მოგეთვისებათ თქვენ ერთს. ჩემი სახელი, როგორც თანამშრომელის, არ უნდა
გამოჩნდეს.
- ჩემის მხრით დაუშვებელი იქნება ამ პირობის მიღება, - ამბობს კამარელი, - მე
პლაგიატობას ჩვეული არა ვარ, - დასძენს სიცილით.
- პლაგიატობა მაშინ იქნება, ჩემს უნებურად რომ მიითვისოთ ჩემი ნამუშევარი.
ამ შემთხვევაში, ჯერ ერთი, მთელი ჩემი მუშაობა თქვენს თეორეტიულ
აღმოჩენაზეა დამყარებული და, მაშასადამე, თქვენ ითვლებით ზნეობრივად ჩემ
მიღწევათა ავტორად; მეორე - თუ რომ ურევია ჩემი საკუთარი ამ მუშაობაში,
ჩემი წვლილიც ჩემის ნებით ჩამიბარებია თქვენთვის. სად არის აქ პლაგიატობა?
ამასთანავე უნდა გითხრათ, რომ მე მაქვს განსაკუთრებული მიზეზი მოგმართოთ
ამგვარი თხოვნით. თავის დროზე თქვენ გაიგებთ, თუ რა მამოქმედებს მე
ამჯამად ასეთი სიფრთხილით. მერწმუნეთ, რომ არავითარ უღირს განზრახვას აქ
ადგილი არა აქვს! კამარელი უკვე საბოლოოდ რწმუნდება, რომ უცხოელი
ინჟინრის სახით მას მოევლინა ხორცშესხმული გამოცანა, რომ ეს იდუმალებით
მოცული დარბაზობა მხოლოდ შესავალია მომავალი მოულოდნელობის, რომლის
წინასწარი განჭვრეტა შეუძლებელია და უთმობს სტუმარს: პირდება თხოვნის
შესრულებას.
- მხოლოდ ერთი პირობით, - დასძენს თავის მხრით კამარელი, - როცა თქვენი
საპატიო მიზეზი გამოირკვევა, უნდა გამოსწორდეს ის ბოროტმოქმედება,
რომლის ჩადენას მე თქვენ მაიძულებთ.- თუ ამას საჭიროდ დავინახავთ? - თითქო იღიმის უცხოელი, მაგრამ თვალები
შავ ნიღაბში სხედან და ამიტომ ღიმილი უცნაურია: ტუჩებში გველივით
გაისრიალებს პატარა თეთრი ელვა და იქვე ნესტოებში ჩაქრება.
II - «ლეტარგინი»
ინჟინერი ვაისმანი გადავიდა კამარელის ბინაზე ტრიბუნალის ქუჩაზე, სადაც მას
დაეთმო ლაბორატორიის მოსაწყობად ერთი განიერი ოთახი.
ვაისმანმა გადმოიტანა თავისი ბარგიც: ექვსი პატარა და ერთი უზარმაზარი
ჩემოდანი.
ორი კვირის განმავლობაში კამარელის განკარგულებით ვაისმანი ამუშავებდა სამ
რჩეულ ინჟინერს. ზაჰესის მთავარ მაგისტრალიდან გაიყვანეს ლაბორატორიაში
ელდენის ხაზი. ვაისმანის ნახაზებით კამარელმა შეუკვეთა ქარხნებს მრავალი
ხელსაწყო და მანქანა. ეზოში ამოაღებინეს ღრმა ჭა, რომელშიაც ვაისმანმა
ჩამარხა რაღაც ფისის მაგვარ წებოთი სავსე სპილენძის გრძელი მილი.
ლაბორატორიიდან ამ მილისაკენ გაიყვანა ტყვიით დაფარული ვერცხლის
მავთული და შეუერთა სპილენძის მილს ორმოში, ლაბორატორიიდან სახურავზე
გაიყვანა ტელესკოპის ობიექტივით მორთული შვიდი მეტრის სიმაღლის ანძა,
წყალქვეშა ნავის პერისკოპის მაგვარი.
ორი კვირის შემდეგ ვაისმანმა დაითხოვა ინჟინრები, ჩაიკეტა ლაბორატორიაში,
ამოალაგა პატარა ჩემოდნებიდან აუარებელი ხელსაწყო და სხვადასხვაგვარი
რთული აპარატი და შეუდგა ლაბორატორიის მოწყობას.
მაისის 15-სათვის ყველაფერი მზად იყო. დილის 11 საათზე ვაისმანმა
ლაბორატორიაში მოიწვია კამარელი.
როცა კამარელი ლაბორატორიაში შევიდა, ერთხანს ვერაფერი გაარჩია: ოთახი
ბნელით იყო მოცული, როგორც რენტგენის კაბინეტი. ერთ კუთხეში მაგიდასთან
იჯდა ვაისმანი, წინ ედგა პატარა შავაბაჟურიანი ლამფა იისფერი შუქით.
- მობრძანდით! - მიესალმა ვაისმანი კამარელს და უცებ განათდა ოთახი:
საიდანღაც შემოვიდა დღის სინათლე და აავსო ლაბორატორია.
კამარელმა შენიშნა, რომ ლაბორატორიას ფანჯრები არა აქვს. იქ, სადაც ოთახს
ორი ფანჯარა ჰქონდა, ამჟამად მთლიანი კედელია, რომელზედაც მიკრულია
კინოს ეკრანსავით მთელი კედლის ზომის ოთხკუთხი შავი დაფა.
უნებურად თვალებით დაიწყო სინათლის წყაროს ძებნა, მაგრამ ამაოდ.
- ლაბორატორიაში არ ვარგა არც ფანჯრიდან შემოსული მზის სინათლე, არც
ჩვეულებრივი ელექტრონის შუქი, - თავაზიანად მიაგება თავისი განმარტება
ვაისმანმა კამარელის გაუმჟღავნებელ გაკვირვებას. - აი, აგერ დაბრძანდით. ახლა
საქმეს შევუდგეთ! - ვიდრე ჩემი ფორმულის გაშლას შევუდგებოდე, საჭიროა
ელექტრომაგნიტურ ტალღათა დისპერსიის ერთ აქამდის შეუმჩნეველ თვისებაზე
შევჩერდეთ! .......
ორი საათი შესრულდა, როცა ცდისათვის ლაბორატორია მზად იყო. კამარელი
სავსებით გაეცნო ვაისმანის ფორმულას და გულის ფანცქალით ელოდა ცდის
შედეგებს.
მიუხედავად იმისა, რომ კამარელი მთელი თავისი არსებით გატაცებული იყო
ახალი აღმოჩენის სიდიადით, მას შეუმჩნეველი არ დარჩა ვაისმანის გაუგებარი
განზრახვა: ისე აუხსნა ფორმულის ყოველი დეტალი, რომ უკანასკნელი სიტყვა
საბოლოოდ განმარტებისათვის ყოველთვის კამარელს რგებოდა. გამოდიოდა, რომ
ვაისმანი კი არ განმარტავდა ფორმულას, არამედ კამარელი, რომელიც მთელი ამ
საიდუმლო სეანსის დროს ვაისმანზე მეტს ლაპარაკობდა. ფორმულის ნამდვილიავტორი მხოლოდ კითხვებს იძლეოდა, ისე მოხერხებულად და ოსტატურად,
რომ კამარელი დაუყოვნებლივ პოულობდა საჭირო პასუხს, ხოლო ამ
განმარტებებს, როგორც საბოლოო დასკვნა, მოჰყვა კამარელის მიერ ვაისმანის
ფორმულის, როგორც საკუთარი ნააზრევის, გადმოშლა.
ამუშავდა პატარა მოტორი, რომელსაც მძინარე ენერგიით უნდა აევსო
ათმეტრიანი რადიუსის სივრცე. ლაბორატორიის კუთხეში მაგიდაზე იდგა
პატარა უმავთულო ლამფა, სათანადო აპარატით.
სამ საათზე ელმეტრმა აღნიშნა ეთერის საკმაოდ გაჟღენთვა.
მოტორი შეაჩერეს.
კამარელი დაჯდა უმავთულო ლამფასთან და ვაისმანმა ოთახში სინათლე
ჩააქრო.
ლაბორატორია მოიცვა აბსოლუტურმა სიბნელემ.
კამარელმა ლამპის ფოლაქს თითი დააჭირა და ლამპა აენთო თეთრი შუქით...
შემდეგ იქვე პატარა ძრავის ბერკეტი გადასწია და მოტორი ასრიალდა უხმოდ
და ბორბალმა ტრიალი დაიწყო.
ცდა გამარჯვებით დამთავრდა.
კამარელი წამოვარდა, გადაეხვია ვაისმანს და გადაკოცნა.
***
მეორე დღეს კამარელმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში მოხსენება
გააკეთა.
საჯარო ცდის მოსაწყობად კამარელს გადაეცა საჭირო თანხა და დაევალა
მოსამზადებელი მუშაობის სასწრაფოდ ჩატარება.
ახალი აღმოჩენის შესახებ დეპეშათა სააგენტომ ცნობა გადასცა მთელს ქვეყანას.
***
ზაჰესის ერთი გენერატორი გამოყოფილ იქნა კამარელის განკარგულებაში.
ვაისმანმა გენერატორის მახლობლად ააგო პატარა კოშკის მაგვარი ქვის შენობა
და მოაწყო მაგნიტური დენის აუზი. ამ კოშკს შეუერთა გენერატორის
მაგისტრალი. კოშკსა და გენერატორს შუა ააგო ტრანსფორმატორი, სადაც
ელდენი მაგნიტურ არეში შესვლის წინ განიცდიდა საჭირო ცვლილებას,
მაგნიტის კოშკიდან გამოსული ელდენი შედიოდა განსაკუთრებულის ზრუნვით
მოწყობილ აპარატში, სადაც ხდებოდა ვაისმანის ფორმულის რეალიზაცია. ეს
აპარატი მოთავსებული იყო ზაჰესის მთავარ შენობის გვერდით სპეციალურად
ამისთვის ამოთხრილ გვირაბში, გარეშეთათვის სრულიად უჩინარ ალაგას. აქედან
სპილენძის მავთული უჩინარადვე გადიოდა მთავარ შენობის კედელში და
უერთდებოდა სახურავზე მაღალ ანძას, საიდანაც იღვრებოდა სივრცეში
ლეტარგინი.
კამარელმა ქარხნებს შეუკვეთა შვიდი ჰაეროპლანისა და ათი ავტომობილის
ძრავი. თბილისში ნავთლუღამდე და ზაჰესის მიდამოებში ააგეს 1.500
მაღალბოძიანი უმავთულო სანათური თითო 10.000 სანთლის შუქიანი.
პირველი ღია ცდა ჩატარებულ იქნა სპეციალისტთა ვიწრო წრის დასწრებით.
ხუთი ივნისისათვის მზად იყო ერთი ჰაეროპლანი, ერთი ავტომობილი და სამი
სანათური.
სხვათა შორის მოწვეულ იქნა სამი ინგლისელი ინჟინერი, რომელნიც წინა დღით
თბილისში ჩამოყვნენ მანჩესტერის ფეიქართა დელეგაციას.
დღის 12 საათზე სპეციალისტებმა დაათვალიერეს და შეამოწმეს ჰაეროპლანისა
და ავტომობილის მოტორები და სანათურების მოწყობილობა. განმარტებას
აძლევდა ინჟინერი კამარელი.პირველის ნახევარზე ჰაეროპლანში მფრინავის ადგილი დაიჭირა ვაისმანმა და
ჩაისვა სამი მგზავრი, მათ შორის ერთი ინგლისელი ინჟინერი. ავტომობილში
ჩასხდა ხუთი კაცი, მათ შორის ორი ინგლისელი.
კამარელმა ნიშანი მისცა და... ჰაეროპლანი ასრიალდა ჰაერში და ავტომობილი
ნავთლუღისაკენ გაექანა.
30.000 სანთლისშუქიან სანათურების ელვარება მზის სინათლეს ეჯიბრებოდა.
დამსწრეთა გაოცებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
გაისმა მუსიკის მწყობრი ხმები და "ვაშას" გრიალი.
ჰაეროპლანმა შემოუარა ირგვლივ თბილისის მიდამოებს და ქროლვით დაეშვა
იქ, საიდანაც აფრინდა.
ნავთლუღიდან დაბრუნდა ავტომობილი...
იყო სრული და უდავო გამარჯვება.
საღამოს გაიმართა თათბირი, სადაც გადაწყდა: ივნისის 26-ს, ზაჰესის გახსნის
ოთხი წლის თავზე, მოეწყოს "ლეტარგინი"-ს საჯარო დემონსტრაცია და
მოწვეულ იქნას უცხოელი სპეციალისტები.
თბილისი დიდი აღფრთოვანებით ემზადებოდა 26 ივნისის ზეიმისათვის.
ზაჰესის ეზოში ააგეს უზარმაზარი ესტრადა ორკესტრისა და გუნდისათვის, იქვე
მოეწყო ჰაეროპლანებისთვის პატარა ჰაეროდრომი. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე
თბილისამდე და დიდუბის ველზე აშენებულ იქნა ხის ფარდულები
ხალხისათვის საჩრდილებლად და დადგმულ იქნა ასი ათასი კაცისათვის საკმაო
სკამები. შიგადაშიგ მოეწყო დარაბები ხალხისათვის წყლისა და სანოვაგის
მისაწოდებლად. თბილისში ზეიმის დღემდე ორი კვირით ადრე განთავისუფლდა
მდგმურთაგან ყველა სასტუმრო ზეიმზე მოწვეულ სტუმრებისათვის.
ევროპის და ამერიკის პრესაში დიდი სენსაცია გამოიწვია საქართველოს
დეპეშათა სააგენტოს ცნობამ ცდის შედეგის შესახებ. ამ ცნობის სინამდვილეს
საბჭოთა ქვეყნისადმი სკეპტიკურად განწყობილ ევროპის მეცნიერებს ურყევად
უდასტურებდა სამი ინგლისელის დეპეშები და წერილები. ისინი
გადმოსცემდნენ ცდის ყველა დეტალს, დაწვრილებით აღწერდნენ შედეგს და
აღფრთოვანებით ულოცავდნენ ქართველ მეცნიერებს დიდ გამარჯვებას.
ივნისის 24-ს უკვე თბილისში იყვნენ ჩამოსულნი უცხოელი სპეციალისტები,
სხვადასხვა მეცნიერულ ასოციაციათა და ორგანოთა წარმომადგენლები, აგრეთვე
მუშათა ორგანიზაციების დელეგატები. ზეიმის წინა დღით ჩამოვიდნენ
საკავშირო რესპუბლიკის ყველა სამეცნიერო და სამრეწველო ცენტრის
წარმომადგენლები. თბილისი გაივსო სტუმრებით.
ზეიმის დღეს, დილის 11 საათზე, უკვე ყველა მოედანი ხალხით იყო გაჭედილი.
მცხეთიდან ნავთლუღამდე გუგუნებდა გაურღვეველ ღვარებად მომსკდარი
ხალხის თვალუწვდენი ზღვა, აჭრელებული ათასი ფარდულით, უამრავ
ნოხებით, ნეშოთი და ქოლგებით. ქართული ჯარის ნაწილები ცალკე რაზმებად
დაყოფილი, გადაულახავ ჯებირებად იდგნენ ამ ზღვაში და იცავდნენ
მიმოსვლის წესრიგს.
შვიდი შავად შეღებილი ჰაეროპლანი და ათი წითელი ავტომობილი მწკრივებად
იდგა ზაჰესის ჰაეროდრომში.
ინჟინერ კამარელის განკარგულებით უცხოელ სპეციალისტების თვალწინ
მოხსნეს მოტორები და სათანადო შემოწმების შემდეგ ისევ მანქანებში ჩასვეს.
გასინჯეს ელმეტრი: უჩვენებდა - ენერგიით კონცენტრაციის ზრდას.
12 საათზე თბილისმა ზარბაზნის გასროლით სიგნალი მისცა ზეიმის დასაწყისს.ზაჰესის შენობის მაღალ ანძაზე ავარდა წითელი დროშა და 700 კაცისაგან
შემდგარმა ორკესტრმა და გუნდმა ინტერნაციონალი შეასრულა.
ინტერნაციონალის პირველს ხმებზედვე აშრიალდა ჰაერი და პირველი
ჰაეროპლანი შავ არწივივით აფრინდა ცაში. მას მიჰყვა მეორე, მესამე და
რამდენიმე წამის განმავლობაში თბილისისაკენ მიჰქროდა, გარდამავალ
წეროებივით გამწკრივებული, შვიდი შავი ფრთოსანი. აღარ ისმოდა ძველი
ჰაეროპლანების გამაყრუებელი გრიალი, მხოლოდ რბილი გუგუნი რჩებოდა
ჰაერში. მცირე ხნის შემდეგ წითელი ავტომობილები გველებივით გასრიალდნენ
გზატკეცილზე.
აღტაცებისა და გაოცების გრიგალმა შეარყია ხალხი. მცხეთიდან ნავთლუღამდე
ბობოქრობდა მილიონთავიანი ზღაპრული დევი. ზარბაზნების რაზმი, თოფხანის
მთაზე ჩასაფრებული, ისევ აგრიალდა. ორკესტრებისა და გუნდების
მრავალშტოიანი ნაკადები შხუილით იჭრებოდნენ ამქუხრებულ სივრცეში. ხალხი
ჰგავდა უეცრად აღელვებულ ზღვას და ზღვაზე თითქო მძვინვარებდა
გამძაფრებული შტორმი.
როცა ჰაეროპლანმა თბილისის შუაგული რკალი მოზღუდეს, მათ შუა
ამოტივტივდა თავისუფლების მოედნიდან აშვებული უზარმაზარი თეთრი
აეროსტატი, მაღალტარიანი ვეება წითელი დროშით კონუსისებური თეთრი
ბუშტი თანდათან ზევით იწევდა და მიაფრიალებდა წითელ დროშას, თითქოს
დროშადარჭობილი მყინვარის თავი მოსწყდა მთაგრეხილს და ცაში აფრინდაო.
შავი ჰაეროპლანების რკალი ფერხულს უვლიდა დროშის ირგვლივ და
მაყრიონივით მისდევდა ფუტკრის დედასავით მზიან ცაში ავარდნილ წითელ
ხავერდს.
როცა დროშამ მიაღწია საკმაო სიმაღლეს, მაყრიონს გამოეყო ერთი ჰაეროპლანი,
დაეწია მას და ფრთის ერთი აქნევით წინასწარ მომზადებული მარყუშით
ზურგზე მოიგდო ჰაეროსტატი; მფრინავმა იმ წუთსვე გახსნა სარქველი და აირ-
დაფშუკული ბუშტი თეთრ ზოლად დააწვა შავ ჰაეროპლანს. მიჰქროდა
ჰაეროპლანი ზაჰესისაკენ და გადაჭრილ ცისარტყელასავით მოაფრიალებდა
ორმოცდაათმეტრიანი წითელი ხარვერდის დროშას. ექვსი ჰაეროპლანი ორ
წყებად უკან მისდევდა მოწინავეს.
ჰაეროპლანები დაეშვნენ ზაჰესის ჰაეროდრომზე და ზარბაზნების გრიალიც
შეწყდა.
გაიმართა მიტინგი.
პირველი სიტყვა წარმოსთქვა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ,
რომელმაც დაუკავშირა ქართველი ინჟინერის უდიდესი მიღწევა საბჭოთა
ქვეყნის უმაგალითო აღმშენებლობას.
შემდეგ გამოვიდა ინჟინერი კამარელი. საზოგადოება მას ტაშისა და ვაშას
გრგვინვით მიეგება.
კამარელმა მორცხვად აღნიშნა, რომ მისი მიღწევა უფრო ბედის საქმეა, ვიდრე
მისი პირადი დამსახურების, რომ მას საქმეში ჰყავს თანამშრომელი, რომელსაც
ჯერჯერობით შეუძლია უწოდოს მხოლოდ ბედნიერი შემთხვევა.
ხალხმა კამარელს ოვაცია გაუმართა და მისი სიტყვები მეტისმეტად
თავმდაბლობისა და მორცხვობის გამოხატულებად ჩასთვალა.
ილაპარაკეს სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებმა. განსაკუთრებით
აღფრთოვანებული სიტყვა წარმოსთქვა ჟურნალ ,,Electricity”-ს
წარმომადგენელმა.სამ საათზე მიტინგი დასრულდა.
საღამოს სადღესასწაულოდ გაჩაღებული თბილისი განაგრძობდა ზეიმს. სრულ
ათ საათზე მოულოდნელად ჩაქრა ყველგან ელექტრონის შუქი და ერთი წუთით
მთელი ქალაქი მისი აგუგუნებული ქუჩებით არაჩვეულებრივმა სიბნელემ
შთანთქა. წუთიც... და თითქოს ღამის ცა გასკდა და მზე გამოჩნდაო, 1.500 მაღალ
ბოძზე აენთო 15-მილიონშუქიანი სანათურები და ქალაქსა და მის მიდამოებში
დღის სინათლე ჩაიღვარა.
***
კამარელის გამარჯვებამ დიდი სენსაცია გამოიწვია მთელს ქვეყანაში.
სპეციალისტებმა ახლა იკადრეს ხმის ამოღება და აუარებელ გამოკვლევებს
ბეჭდავდნენ ახალი აღმოჩენის შესახებ. ევროპისა და ამერიკის ფიზიკურ
ლაბორატორიებში გაჩაღდა ცხარე მუშაობა, რათა ფარდა აეხადათ კამარელის
აღმოჩენის საიდუმლოებისათვის, მაგრამ გამოცანა აუხსნელი რჩებოდა. საბჭოთა
ხელისუფლება კი, სასტიკ საიდუმლოებაში ინახავდა კამარელის აღმოჩენას და
ემზადებოდა ახალი მეცნიერული მიღწევის ქვეყნის ასაღორძინებლად
გამოყენებისათვის.
მეცნიერთა ციებ-ცხელებას მოჰყვა პოლიტიკური პრესის ახმაურება.
ლიბერალურად განწყობილი გაზეთები მოითხოვდნენ საბჭოთა
ხელისუფლებასთან დაუყოვნებლივ მოლაპარაკების გამართვას. "თუ საბჭოთა
მთავრობას, - სწერდნენ ისინი, - რაიმე აგრესიული განზრახვები არ
დაუკავშირებია ახალ აღმოჩენასთან, იგი უთუოდ დაამტკიცებს
კაცობრიობისადმი თავის ლოიალობას და მთელს ქვეყანას გაუზიარებს მსოფლიო
მნიშვნელობის აღმოჩენას". უფრო "მაგარი" პოლიტიკის გაზეთები აშკარად
მოითხოვდნენ ამ "საშიშ" აღმოჩენისაგან საბჭოთა ქვეყნის განიარაღებას. "სად
არის გარანტია, - სწერდა პარიზელი ,,მატინ”, - რომ მოსკოვი არ გამოიყენებს ამ
აღმოჩენას წითელი იმპერიალიზმის სამხედრო ძლიერებისათვის. არავინ იცის,
რა სიურპრიზებს გვიქადის ეს აღმოჩენა სამხედრო ტექნიკის დარგში. ბავშვური
უვიცობისა და ყაჩაღური ინსტინქტის ძლევამოსილი კავშირი, რომელსაც
საბჭოთა პოლიტიკა ეწოდება, ცუდი მასპინძელია გენიოსური აღმოჩენის
ორლესული მახვილისათვის. ვიდრე გვიან არ არის, საჭიროა ბავშვსა და ყაჩაღს
ჩამოერთვას ბასრი დანა, რომელიც მას ბრმა შემთხვევამ ხელში ჩაუგდო!.."
პრესის განგაშმა უფრო იმატა მას შემდგომ, როცა ერთმა ამერიკელმა ინჟინერმა
გამოაქვეყნა წერილი: "რას უნდა ველოდეთ?", სადაც ის ამტკიცებდა, რომ
მოსკოვს შეუძლია "ლეტარგინით" დატენილი უზარმაზარი ყუმბარა-მანქანების
გადმოსროლა განუსაზღვრელ მანძილზე. "საშინელება იმაშია, - წერდა ინჟინერი,
- რომ ასეთ მფრინავ ყუმბარების წინააღმდეგ შეუძლებელი იქნება რაიმე ზომის
მიღება. ეს იქნება ხელოვნური მეტეორიტი, გაცილებით უფრო საშიში თავისი
გამანადგურებელი მოქმედებით, ვიდრე ციდან ჩამოვარდნილი ქვა".
III - მოულოდნელი აღმოჩენა
კამარელმა მთელი აგვისტო დაჰყო მოსკოვში, სადაც გაატარა სათანადო
ორგანოებში მის აღმოჩენასთან დაკავშირებით მისაღები ღონისძიებანი.
სექტემბრის პირველს, წამოსვლის წინა-დღეს, თბილისიდან მიიღო შემდეგი
დეპეშა: "ორ სექტემბერს მივდივარ როსტოვს ტრანსფორმატორების დასაკვეთად.
ათს დავბრუნდები. თუ მანამდე ჩამოხვალთ, ხუთ რეგულატორს ჩემს
ლაბორატორიაში იპოვით. თორმეტი თბილისის ქარხანას შევუკვეთე.
,,ვაისმანი".ვაისმანის პირველი შეხვედრის დღიდან ასეთი სისწრაფით ჩაიქროლა ხუთმა
თვემ, იმდენმა მოულოდნელმა განცდამ გაანათა ეს საოცარი ამბებით
დატვირთული დრო, რომ კამარელს აღარ ჰქონდა საშუალება რამდენიმე წუთით
დაფიქრებოდა საკვირველი თანამშრომლის ბევრ უცნაურობას. მის წინაშე იდგა
ვაისმანი, როგორც ძნელად ასახსნელი ამოცანა და გაურკვევი შიშის მომგვრელი
გრძნობა დროდადრო ელვასავით გაჰკრავდა მას, მაგრამ აღტაცების ჟრიალით
აფრენილი დღეები არ აძლევდნენ მის გონებას მოცლას, რომ მეტის სიღრმით
ჩასწვდომოდა ამ ფაქტს. დეპეშით გამოწვეულმა მღელვარებამ კვლავ ამართა მის
წინ ეს შავი რებუსი და გამარჯვების გრიალისაგან ოდნავ დაღლილი მისი
გონება დაუბრუნა გულის მჩხვლეტავ ეჭვებს.
მთელი გზა მოსკოვიდან თბილისამდე ბურუსიან ფიქრებში გაატარა.
სექტემბრის ხუთს კამარელი თბილისში იყო.
უჩვეულოდ აღელვებული შევიდა ის ლაბორატორიაში, სადაც ყოველთვის
განიცდიდა აუხსნელ მღელვარებას. ახლა კი, როცა ვაისმანი იქ აღარ
ეგულებოდა, მღელვარებას თან ერთვოდა დაუთრგუნავი გრძნობა გაურკვეველ
მოლოდინისა.
ინათა.
კუთხის მაგიდაზე ეწყო ხუთი რეგულატორი.
კედლის ეკრანზე შავი ხავერდის ფარდა იყო ჩამოფარებული.
კამარელი მივიდა ფარდასთან და ზონარს ჩამოსწია.
ფარდა შუა გაიყო, როგორც სცენაზე.
გამოჩნდა შავი სარკის მაგვარი დაფა, რომელიც კამარელს წინათაც ბევრჯერ
ენახა.
დაფის ერთ კუთხეში მან შენიშნა პატარა ყუთი, ადამიანის სიმაღლეზე
მიმაგრებული. წინათ ეს ყუთი მას არ შეუნიშნავს.
კამარელმა გააღო ყუთი: შიგ აღმოჩნდა პატარა ბარომეტრისებური აპარატი
ბორბლით, ზარით და ხუთიოდე სანტიმეტრის სიგრძე ნიკელის ტარით.
ტარი ფრთხილად დასწია. ბორბალმა ტრიალი დაიწყო და იმავ წუთს ზარმა
დაიწკრიალა.
თვალი გააყოლა ყუთიდან კედელზე გაკრულ მავთულს: ზემო კუთხიდან დაფის
პირდაპირ მეორე კედელზე გადიოდა და იქ უერთდებოდა მრიცხველის მსგავს
პატარა ოთხკუთხ მანქანას.
ორიოდე წუთს ათვალიერებდა ამ მანქანას, რომ გამოერკვია მისი დანიშნულება.
უცებ ზურგს უკან ზარმა მეორეჯერ დაიწკრიალა.
კამარელი მობრუნდა დაფისკენ და... გაკვირვებისაგან ელდა ეცა.
დაფაში, როგორც განათებულ სარკეში, იდგა ახალგაზრდა უცნობი ქალი და
გაოცებული თვალებით შესცქეროდა კამარელს.
კამარელმა თვალი მოავლო ლაბორატორიას, თითქოს ეძებს სარკეში გამომკრთალ
ქალის ორიგინალობასო, მაგრამ დარწმუნდა, რომ დაფა სარკე არ არის და შიგ
ჩასახული სურათი მის მიღმა არსებობს.
კამარელი უეცრად მიხვდა, რომ ეს არის შორ ე უ ლ ი ხილვი ს ეკრანი ,
რომლის გარშემო დიდი ხანია მეცნიერები მუშაობენ, მაგრამ ასეთი
შედეგისათვის ჯერ არავის მიეღწია.
ცოტა გულს მოეფონა: ალბათ, აქ არის ვაისმანის საიდუმლოების გასაღები.
ამ დროს ქალი მიტრიალდა და ოთახის კარი მიხურა. მხოლოდ ახლა შენიშნა
კამარელმა, რომ ეკრანს იქით სულ სხვა ოთახია: უფანჯრო კედლები უცნაურიფოთლებით და ყვავილებით ახატული; შუა იატაკზე პატარა სამკუთხი მაგიდა,
ირგვლივ სამი მაღალზურგიანი წვრილი ხის სკამი. ეკრანის წინ გრძელი დივანი,
შუაში ამართული ზურგით.
ქალს ეცვა რაღაც გამჭვირვალე ქსოვილი, რომელიც ფერს იცვლიდა სხეულის
ყოველ შერხევაზე. არ ჰგავდა ქსოვილს: ქალს თითქოს ცეცხლის ალივით
ეხვეოდა თხელი შუქი, ფარავდა და არც ჰფარავდა სხეულს. თმაც ალივით
ღელავდა და ქალის სახეს ძველ წმინდანის ფრესკივით, შუქის შარავანდედი
ევლო გარს.
ქალი მობრუნდა და ეკრანთან დივანზე ჩამოჯდა, ხელით ანიშნა კამარელს
დამჯდარიყო.
კამარელმა ეკრანთან მისწია სკამი და დაჯდა.
ქალი თვალმოურიდებლად ჩასცქეროდა კამარელს, თვალებიდან თვალებში გაება
ორი უხილავი სხივი და გაჰქროდა ამ სხივებში ტკბილი შიშის და სანეტარო
გაოცების ჟრუანტელი.
კამარელი გრძნობდა, რომ მისი სულის საწყაო ივსებოდა უცნობი,
წარმოუდგენელი ელვარებით და რაც მეტს უცქეროდა გასაოცარ ჩვენებას, მით
უმეტესი გამძაფრებით ეჭდებოდა მისი თვალები სარკეში მოკიაფე ორ უნახავ
ვარსკვლავს.
ძნელი იყო ქალის სახის დაჭერა: ორი თვალი, რომლის მსგავსი არაფერი
უნახავს კამარელს, ორ მნათობივით ენთო ქალის სახეზე. ხან თითქოს საშინელი
მწუხარებისა და ხან უნაპირო სიხარულის გამომსახველი თვალები ფერს
იცვლიდა ქალის უცნაურ სამოსივით ნამიან წამწამებში.
ამ ყოფაში გაატარა კამარელმა რამდენიმე გრძელი და მწვავე წუთი.
როცა ოდნავ გონს მოეგო, სცადა გარკვეულიყო.
ცხადია, ეგ არის ვაისმანის საიდუმლო. მაგრამ ვინ არის ეს ქალი? სადაურია?
საიდან მოზიდა ჯადოქარ ინჟინერის მიერ გაკეთებულმა ეკრანმა ეს საოცნებო
არსება? რომელ ქვეყნიდან? ქალი არ ჰგავს არც ამერიკელს, არც ევროპელს.
კამარელი უცებ წამოვარდა, ქაღალდზე დაწერა ინგლისურად, ფრანგულად და
გერმანულად: "სადაური ხართ? რა ენაზე ლაპარაკობთ?" და ქალს გაუშალა
ეკრანის წინ.
ქალმა გაიღიმა (კამარელს გულში თითქოს ანთებული ჩირაღდანი ჩაუსვენესო).
წამოდგა, მაგიდიდან აიღო პატარა შავი კამათელის მსგავსი ოთხკუთხი რამ,
ჩასდო განიერ თხელ კამერაში და კამარელს უჩვენა.
კამერის შავ ჩარჩოზე თეთრი წარწერა გამოჩნდა. რამდენსაც არ აკვირდებოდა
კამარელი, ვერ გაერჩია, რა ენაზე იყო წარწერა: კამარელმა სცადა ხელებისა და
სახის მოძრაობით ეცნობებია ქალისათვის, რომ ვერ გაარჩია ნაწერი.
ქალმა დაფა მაგიდაზე დასდო, მობრუნდა და ხელებით რაღაც აუხსნა კამარელს:
ჯერ თითი თითს გადააჭდო ჯვარედინად, მერე მარჯვენა ხელი ჭერისკენ
ამართა, შემდეგ უკანა კედლისაკენ გაიშვირა. მერე მოტრიალდა და კედელთან
მიდგა. უცებ კედელი გაიხსნა და გამოჩნდა ნარინჯისფრად შეფოთლილი ბაღი
და ჩამავალი, თუ ამომავალი მზე.
კამარელმა საათს დახედა: დილის 11 საათი იყო. დაიწყო სწრაფად მოაზრება, თუ
რომელ ქვეყანაშია მზე ახლა ამომავალი ან ჩამავალი. ამოდის აფრიკაში და
საბჭოთა კავშირის დასავლეთ მხარეზე... ჩადის წყნარ ოკეანეზე... მაგრამ წითლად
შებურვილი ბაღი ადრე გაზაფხულზე... უფრო მოსალოდნელია აფრიკაში.ქალი მიბრუნდა და კამარელს ხელით მზე ანიშნა, დახურა კედელი, გაიღიმა,
ხელები ფრთებივით გაასავსავა და ეკრანის კუთხეში ტარს ჩამოსწია.
უცებ ჩაქრა ეკრანი და კამარელსაც გულში ძაფი ჩაუწყდა. შავად გაპრიალებული
დაფა გულგრილად ამტკიცებდა, რომ მოჩვენება გათავდა.
კამარელმა დაკეტა ეკრანის ყუთი და ოთახში ნერვიულად სიარული დაიწყო.
ვაისმანის საიდუმლოებას თითქოს მიაგნო, მაგრამ თვით საიდუმლოება უფრო
ბურუსით მოცული შეიქნა. რა დამოკიდებულება აქვს ვაისმანს ამ ქალთან? სად
არის ამჟამად ეს ქალი და ვინ არის იგი? ტყვედ ხომ არ ყავს დამწყვდეული
სადმე ამ ახალი ტიპის მაგიის მოციქულს მშვენიერი არსება, რომ ქალის
პატრონს ზღაპრული ჯილდო დასტყუოს? ან იქნება უარყოფილმა სიყვარულმა
იმდენად გაამხეცა ძლევამოსილი მეცნიერი, რომ სადმე მიუვალ კუნძულზე
ჩამარხა მისთვის ურგები ძვირფასი საუნჯე და დაუტოვა მთელ ცის ქვეშ
მხოლოდ ერთი ფანჯარა, ეს თილისმიანი ეკრანი, რომ განრისხებულ მიჯნურის
მეტს არავის შეეძლოს მისი ნახვა!..
დიდხანს ფიქრობდა კამარელი, ათასგვარ ახსნას ეტანებოდა მისი აბორგებული
გონება, მაგრამ ვაისმანის ბნელ საქმეს ნათელი ვერ მოჰფინა.
- საჭიროა ოდნავ დამშვიდება, რომ ფხიზელმა გონებამ ასწონოს ეს აუტანელი
ტვირთი, - გაიფიქრა ბოლოს კამარელმა, დააქრო სინათლე, დაკეტა
ლაბორატორია და გარეთ გავიდა.
ქუჩის ჰაერმა, ნაცნობების მისალმებამ და ქალაქის ჩვეულებრივმა მოძრაობამ
კამარელი თანდათან რეალობას დაუბრუნეს.
ქვეითად გაიარა ჭავჭავაძის ქუჩა და რუსთაველის გამზირი.
აზავთებული გრძნობა ნელი-ნელ დასცხრა, მაგრამ სარკეში მოულოდნელად
აელვებული ქალის სახე არ შორდებოდა.
თანდათან ჩალაგდა გონებაში ამ უცნაური მოვლენის ბუნებრივი ახსნა.
ვაისმანი დიდი მეცნიერია. რა გასაკვირია, რომ მას ასე ბრწყინვალედ გადაუჭრია
შორეული ხილვის მაცდური პრობლემა? განა მისი "ლეტარგინი" ნაკლები
გენიოსობის უცნაურებაა? და სადღაც გულის შორეულ პერიფერიაში ნემსმა
უჩხვლიტა. ეს გაზვიადებული აღელვება, ბავშვური გაოცება და თითქმის
მისტიური შიში იმის ბრალი ხომ არ არის, რომ მეცნიერულ აღმოჩენასთან
დაკავშირებულია მშვენიერი ქალი? რამ უფრო ააღელვა კამარელი: ეკრანმა თუ
ქალმა? კამარელმა მოკლედ შეკრეჭილ ულვაშებში ჩაიცინა: ესღა აკლია
"სახელოვან მეცნიერ”, რომ სარკის აჩრდილს აედევნოს.
ვიდრე სასახლეს მიაღწევდა, მან უკვე სავსებით დაიურვა ასე უცბად
ასხლეტილი გრძნობიერება, რომელიც გახედნილი რაშივით ლაგამამოდებული
ბორგავდა მუდამ კამარელის არსებაში, მეცნიერული სიდინჯით დათასმული.
სასახლის კიბის საფეხურს ისე მარდად შეახტა, თითქო გაქანებულ უზანგში
ფეხი მოიმაგრაო.
***
ღამით შინ გვიან დაბრუნდა.
დღეს ბევრი იმუშავა და მისი ვაჟკაცური ჯანით სავსე ტვინი კმაყოფილი იყო.
როგორც ჯანსაღ ბავშვივით მოძრაობა და განუწყვეტელი ფუსფუსი საამური
მოთხოვნილებაა, ისე კამარელისათვის მოზღვავებული ენერგიის დაუცხრომელი
ხარჯვა წარმოადგენდა აუცილებელ სტიქიას, რომლითაც იგი სუნთქავდა,
როგორც ჰაერით.დღესაც ჩვეულებრივის გატაცებით უტრიალებდა თავის საყვარელ საქმეს, მაგრამ
თითქო რაღაც ახალი მიემატა მის მუდმივ აღფრთოვანებას. სადღაც გულის
მივარდნილ კუნჭულში იდგა ანთებული სარკე, საიდანაც ელავდა უცნობი
ქალის მომაჯადოებელი მშვენიერება. გაცხარებულ საქმიანობაში, მწვავე კამათის
თუ დინჯი გააზრების დროს, კამარელის შინაგანი ჭვრეტის თვალი
განუწყვეტლივ ჩასცქეროდა სარკეში მოელვარე ჩვენებას და გადაჰქონდა
ქვეშემეცნების ფარულ არეში გაოცების, სიყვარულისა და იმედის უხილავი
ფრთები.
მაგრამ ყველაფერი ეს შეუმჩნეველი იყო კამარელისათვის და მის ღია თვალებში
ძველებურად ენთო დაჯერებული ქმედობის ენერგია.
ტანთ გაიხადა. დაწვა. სიამოვნებით დაასვენა ლოგინზე სიჩუმისა და სიმშვიდის
მოწყურებული სხეული.
შუქი ჩააქრო.
და უცებ წამროუდგენელი სიცხოველით იელვა ეკრანმა და კამარელის თვალწინ
აენთო უცნობი ქალის ნაცნობი სახე.
კამარელი წამოხტა და შუქი აანთო.
მოჩვენება გაქრა, მაგრამ კამარელის გულში კატასტროფა მოხდა: დღევანდელი
მოჩვენებითი სიმშვიდე და გარეგანი თავდაჭეირლობა დაფხრიწა მოულოდნელმა
გაელვებამ და სულიერი წონასწორობა დაარღვია. იგი კვლავ შეიპყრო მოელვარე
მოლოდინის მოუსვენარმა გრძნობამ და გულმა, სისხლის ნაცვლად ცეცხლის
ალით გაუბერა ძარღვები.
ხალათი ჩაიცვა და ფანჯარა გამოაღო.
სიწყნარე იყო ირგვლივ, ისმოდა შორი გუგუნი დაგვიანებული ტრამვაისა და
ცარიელ ქუჩაში აჩქარებულ ავტომობილისა.
მთაწიმნდიდან გრილმა ნიავმა დაჰქროლა.
კამარელი მიეყრდნო ღია ფანჯრის ჩარჩოს და უბრძოლველად დანებდა
აუტანელი აღტყინების ძლევამოსილ ქარიშხალს. შავარდენმა ერთის დაკვრით
აიტაცა გნოლი და ცაში ააფრინა...
კამარელი იყო 30 წლისა. თბილისში უმაღლესი სკოლის დასრულების შემდეგ
იგი უცხოეთში იქნა გაგზავნილი სპეციალური განათლების მისაღებად. დიდი
წარმატებით დაამთავრა ბელგიაში ფიზიკო-მათემატიკური ინსტიტუტი, შემდეგ
ორ- ორი წელიწადი იმუშავა გერმანიასა და ინგლისში და საქართველოში
დაბრუნდა უკვე საკმაოდ სახელმოხვეჭილი მეცნიერი... აქ მთელის ენერგიით
ჩაება საქართველოს ელექტროფიკაციის საქმეში და თავდავიწყებით მუშაობდა.
ცოლი არ შეურთავს, რადგან ამაზე არასოდეს არ უფიქრია. ყოველთვის, როცა
ქალთან შემთხვევითი კავშირი მოვალეობათა მოსაწყენ ბურუსში ეზიდებოდა,
ინტიმობის ხალას სიტკბოებას, მოულოდნელი რამ გარემოება სწორედ დროზე
არღვევდა ამ კავშირს ყოველგვარი უსიამოვნო პრეტენზიების აცილებით.
დარწმუნებული იყო, რომ ქალთან დამოკიდებულების საკითხი არასოდეს არ
გახდებოდა მისი სერიოზული ყურადღების ღირსი. იგი მთელი თავისი არსებით
ეკუთვნოდა მეცნიერებას, შემოქმედებას, და მისი ღრმა რწმენით ოჯახი
დღევანდელს პირობებში ხელს შეუშლიდა მის ნაყოფიერ მუშაობას. ასეთ მშვიდ
სულიერ განწყობილებაში გრიგალივით შემოიჭრა ჯადოსნური ეკრანიდან
ამოვარდნილი ქალის სახე და საშინელი გამძაფრებით დასჭიმა მისი
აცახცახებული ნერვები. კამარელის არსებაში მოხდა მოულოდნელი გარდატეხა.
რამდენიმე საათის განმავლობაში ასკეცად უფრო გადიდებული მსხვერპლისმიტანით გამოისყიდა მან სიყვარულის გრძნობის წინაშე მისი ახალგაზრდული
დაუდევრობისა და ნებივრობის უნებლიე შეცოდება. შური იძია დაუშრეტი
წყურვილის მარადიულმა ძალამ და თავდაჭერილ მეცნიერს მოულოდნელად
მოუვლინა მარადისობის ფანჯრიდან თავბრუდამსხმელი ჩვენება.
მეცნიერი ძლეულ იქნა სავსებით. განთიადის შუქმა ნელინელ გაანათა ფანჯრის
ჩარჩოს მიყრდნობილი კამარელი, რომლის გულში უკვე ტახტი ედგა
მძლეთამძლე სიყვარულს.
მზის ამოსვლამ კამარელს მოაგონა გუშინ ეკრანზე ნანახი ამომავალი (თუ
ჩამავალი) მზე. მოაგონდა ქალის უცნაური მორთულობა და ბინა. სადაურია? რა
ტომის? ვაისმანის დაბრუნებამდე უნდა მოასწროს ქალის ვინაობის გამორკვევა,
რომ მომზადებული დახვდეს შესაძლო ბრძოლას საშიშ მეტოქესთან. ვაისმანთან
ბრძოლა ძნელია, უფრო საშიში იქნება ბრძოლა, თუ ოდნავ მაინც არ გაანათა
ბრძოლის ასპარეზი. სიყვარულის უჩვეულო გრძნობით დამთვრალი გონება
დასცურავს ანთებულ ოცნებაში და იმედის და სასწაულის ცისფერი ფრთები
შრიალებენ, შრიალებენ და გაუგონარი მუსიკის ელვარე ხმები შორს მიაქანებენ
კამარელს უნახავი ქვეყნის ბრწყინვალე სანაპიროებისაკენ...
ათის ნახევარზე უკვე ლაბორატორიაში იყო.
გადასწია ფარდა, ეკრანის ყუთი გააღო და მანქანა აამოძრავა. ზარმა დაიწკრიალა
და კამარელის აფანცქალებული გული ცეცხლის ალმა ჩასძირა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ზარმა პასუხი დარეკა და ამავე დროს ეკრანს იქით
გამოჩდნა მეორე ოთახი: გუშინდელი ქალი იდგა ეკრანის კუთხეში და მარჯვენა
ხელი გაწვდილი ჰქონდა მანქანის ტარისაკენ.
გაუღმა კამარელს და ხელები ფრთებივით დაუქნია.
კამარელს ორ ლახვარივით მოხვდა გულში ქალის უცნაურად ანთებული
თვალები. იმ წამსვე მიხვდა და დარწმუნდა, რომ წუხანდელი გალუცინაცია და
სულიერი ბრძოლა იყო არა მოჩვენება და წარმავალი მღელვარება, არამედ მისი
ბედის საშიშარი უღელტეხილი, რომ მისი სიცოცხლე ამიერიდან გადაბმულია ამ
ქალთან და არ არსებობს ამ სასწაულებრივი კავშირის გამწვყეტი ძალა.
დაჯდა და ქალს მიაშტერა სიყვარულით სავსე თვალები.
ქალიც დაჯდა.
ხმაამოუღებლად, გაუნძრევლად ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და თვალებით
შეუცნობელ ენით საუბრობდნენ.
დიდი ხნის შემდეგ ქალი წამოდგა, ორივე ხელი მიიტანა თვალებთან და ისეთი
მოძრაობით, თითქოს თვალები ამოიძროვო, კამარელს ხელები გაუწოდა და
გაიღიმა. კამარელმაც მაშინალურად გაუწოდა საპასუხოდ ხელები და თავი
დაუქნია. ეს უცნაური მოძრაობა კამარელმა წაიკითხა, როგორც ნიშანი ქალისა
და ვაჟს შორის ურყევი კავშირის დამაყრებისა.
კამარელი წამოდგა, უკანა კედელს ხელი შეახო და მუნჯურად ანიშნა ქალს,
გუშინდელებრ გაეხსნა მისი ოთახის კედელი.
ქალი მაშინვე მიხვდა, გაიღიმა და კედელი ფარდასავით გადასწია.
გამოჩნდა წითელი ოქროთ შებურვილი ბაღი და მზე.
ანიშნა ხელებით: მზე ამოდის თუ ჩადის? ქალმა ხელებითვე უპასუხა, რომ მზე
ჩადის.
კამარელი განცვიფრდა: მზე ჩადის ახლა წყნარ ოკეანეზე. იმ მერიდიანზე არსად
კუნძული არ არის...ქალი მობრუნდა, კამარელს რაღაც რთული ნიშანი მისცა. ბუნდოვნად მიხვდა
კამარელი, რომ ქალი სადღაც მიდის და ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი დღის
განმავლობაში ვერ ნახავს მას. მაგრამ შემდეგისათვის სამაგიეროდ ჰპირდება
რაღაც გასახარელს: ყურებზე ხელები მიიდო და ტუჩები აამოძრავა, - უთუოდ
უთხრა რაღაც.
იქნება ქალი უკვე მიხვედრილია, სად იმყოფება კამარელი და მასთან მოსვლას
აპირებს? ხუთ დღეში გადალახავს კამარელისათვის უცნობ მანძილს და
შორეული აჩრდილი ხორცშესხმულ არსებად იქცევა.
ვიდრე კამარელი ამ მოსაზრებებს ზომავდა, ქალმა გამომშვიდობების ნიშანი
მისცა მას და ეკრანი ჩააქრო.
***
ვაისმანის დაბრუნებამდე კამარელმა გაატარა ხუთი დაუსრულებელი
საუკუნესავით გრძელი დღე.
ყოველ დილით მიდიოდა ეკრანთან, რეკდა, საათობით ელოდა, მაგრამ პასუხი
არ იყო. ეს გარემოება მას არწმუნებდა, რომ დაახლოებით სწორედ გაიგო ქალის
ნიშანი და მოსალოდნელი იყო ახალი რამ. აშინებდა ვაისმანის და ქალის
ერთდროულად ჩამოსვლის შესაძლებლობა.
სექტემბრის ათს, დაპირებისამებრ, ვაისმანი როსტოვიდან დაბრუნდა.
ათასჯერ მოფიქრებული შეკითხვები ვაისმანის დანახვისთანავე კამარელის თავში
აირია უთავბოლო ქაოსად. კამარელი შიშის ზარმა აიტანა და მთელი დღის
განმავლობაში სიტყვა ვერ დასძრა ეკრანის შესახებ.
ვინ იცის, როგორ შეხვდება ვაისმანი მის შეკითხვას. ვინ იცის, რა კავშირი
არსებობს ეკრანის ქალსა და ვაისმანს შორის? იქნება რაიმე მოსაზრებით
მეცნიერი ქვეყანას უმალავს ამ ქალს და კამარელის დაუპატიჟებელ ჩარევას ამ
საიდუმლო საქმეში შესაძლოა მოჰყვეს კამარელისათვის საშინელი შედეგი:
მეცნიერი მოხსნის ეკრანს და სხვაგან გააკეთებს სადმე მიუწვდომელ ბუდეს.
მაშინ ხომ სამუდამოდ დაჰკარგავს იგი საყვარელ ქალის თუნდაც შორეულ
ხილვის საშუალებას? მეორე მხრივ, ქალის მიერ ნანიშნი ხუთი დღე გადის და
ყოველ წუთს მოსალოდნელია ეკრანიდან ნაჩვენები ბნელი შიფრის გახსნა.
ვაისმანი მთელი ღამე მუშაობდა ლაბორატორიაში.
კამარელს მთელი ღამე არ ეძინა და ნერვებდაჭიმული ბორგავდა თავის
კაბინეტში.
მეორე დილით, საუზმის დროს ვაისმანმა ჩვეულებრივ საუბარში
მოულოდნელად ესროლა მღელვარე მოლოდინით დათასმულ კამარელს კითხვა:
- თქვენ ჩემი ეკრანი ნახეთ? თოფის ტყვიასავით მოხვდა კამარელს ეს შეკითხვა.
გაფითრდა, გაქვავდა, თავს ძალა დაატანა, გაიღიმა და ძლივს გასაგონად
წაიბუტბუტა: - მართლა, სრულიად შემთხვევით წავაწყდი, როცა...
- მე ბოდიშს ვიხდი თქვენთან, - გააწყვეტინა სიტყვა ვაისმანმა, რომ თვითონ არ
გაცნობეთ ჩემი ახალი გამოგონების შესახებ, მაგრამ ჯერ ცდა დამთავრებული
არა მაქვს და სურპრიზს ვამზადებდი თქვენთვის... უნდა იცოდეთ, - ღიმილით
გნაგრძო ვაისმანმა, - რომ ეს მიღწევაც მორიგი გამარჯვებაა თქვენი გაბედული
ჰიპოთეზისა - ელექტრო-მაგნიტურ ტალღათა ცვალებადობის შესახებ.
- მართალია, შორეული ხილვის პრობლემა მე დავუკავშირე ჩემს ჰიპოთეზს, -
თითქო თავს იმართლებსო, დარცხვენილი ტონით წარმოსთქვა კამარელმა, -
მაგრამ განსაკუთრებულად ჯერ არ მიმუშავნია ამ დარგში და მე მახარებს
თქვენი ახალი გამარჯვება.კამარელი გრძნობდა, რომ სხვა დროს ეს აღმოჩენა აავსებდა მას განუზომელი
სიხარულით, მაგრამ ამჟამად მასში სდუმდა ენთუზიასტი-მეცნიერი და ღელავდა
და იტანჯებოდა ჩვეულებრივი მიჯნური. მას ახლა უფრო ახარებდა ამ საგანზე
ბაასის ასე მშვიდობიანი ხასიათი და ეძებდა მარჯვე დროს ქალის ვინაობის
შესახებ შეკითხვის მისაცემად.
- ეკრანთან შეერთებულია ქალი,- გააწყვეტინა ფიქრი ვაისმანმა, - რომლის
ვინაობა და ადგილი ჯერ არ მაქვს გამორკვეული.
კამარელს ჯერ გააცხელა, შემდეგ გააცივა ამ სიტყვების გაგონებაზე.
- ერთსა გთხოვთ, - ბეჯითად წარმოსთქვა ვაისმანმა და კამარელს სათვალეები
შავად მიანათა, - რამდენსამე დღეს, ვიდრე საბოლოოდ დავამთავრებდე ცდას,
ეკრანის შესახებ ნურაფერს მკითხავთ და როცა დავასრულებ მუშაობას, თვითონ
დაგიძახებთ.
კამარელი გაშრა, განცვიფრდა. როგორ შეიძლება ვაისმანმა არ იცოდეს ქალის
ვინაობა? მაშ, ვინ აუგო ამ ქალს ისეთივე ეკრანი, როგორიც ვაისმანის
ლაბორატორიაშია? სტყუის უთუოდ ვაისმანი, დროს მოგება უნდა, რომ
დაუკითხავად შემოჭრილ ცნობისმოყვარისაგან თავი დააღწიოს და თავისი
საიდუმლოება ფარულად შეინახოს. ვაისმანი იწყებს ბრძოლას და კამარელს
არაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ გამოწვევა მიიღოს, რაც არ უნდა დაუჯდეს.
- კეთილი. თქვენი ლაბორატორია თქვენს განკარგულებაშია, - ოდნავ
საყვედურით უპასუხა კამარელმა, მაგრამ ვაისმანი უკვე ფეხზე იდგა და
სათვალეებს ისწორებდა. საყვედური არ შეიმჩნია, მხიარულად თავი დაუქნია
კამარელს და დაუმატა: - ჩვენი კავშირი, მეგობარო, ბევრ ახალ გამარჯვებას
გვიქადის. ახლა კი წავიდეთ.
- თქვენ მგონი ქარხანაში უნდა წახვიდეთ? - შეეკითხა კამარელი.
- დიახ.
კამარელმა საათს დახედა.
- პირველს ოცი აკლია. მე გამგეობაში მიცდიან. - აიღო პორტფელი და გაჰყვა
ვაისმანს.
კამარელს არ უნდოდა ვაისმანთან საერთო გზა ჰქონოდა. შინ დარჩენაც
უხერხულად მიიჩნია ამ ლაპარაკის შემდეგ და ამიტომ იცრუა გამგეობის
სხდომა.
ქუჩაში ერთმანეთს რომ გაეყარნენ, კამარელმა ზემოთ აუხვია და ათ წუთში შინ
დაბრუნდა.
საჩქაროდ შევიდა კაბინეტში, დააგდო პორტფელი და ქუდი მაგიდაზე და
ლაბორატორიაში შევიდა.
ყველაფერი ერთ წუთს მოისაზრა: ვაისმანსა და ქალს შორის არ უნდა იყოს
კარგი ურთიერთობა. ეს ჩანს ქალის კამარელისადმი მოპყრობიდან. ქალს
კამარელი უყვარს. ყოველ შემთხვევაში ამჟამად სხვაგვარად შეუძლებელია მისი
მოქმედების ახსნა. მაშასადამე, ვაისმანის წინააღმდეგ ბრძოლას ქალთან კავშირი
ხელს შეუწყობს. საჭიროა მისი სასწრაფოდ ნახვა, რომ უკანასკნელი ძალის
მოკრეფით გააგებინოს საქმის მდგომარეობა და როგორმე გაიკვლიოს მისკენ გზა.
დარეკა ეკრანზე. თვალებში თითქოს ადუღებული სისხლი ელავდა. ნუთუ,
დღესაც უპასუხოდ დარჩება მისი აწრიალებული სულის კივილი? იმავ წუთს
გამოჩნდა ქალი, სხვანაირად ჩაცმული: ცისარტყელას შვიდფერ ალში გახვეულიელვარებდა ჟინჟღილივით ანთებული, იცინოდა და ხელების ქნევით, თითქოს
ცეკვავსო, სალამს აძლევდა კამარელს. შემდეგ ეკრანის ჩარჩოდან ჩამოხსნა
რადიოს ტელეფონის მაგვარი აპარატი და ყურებზე გაიკეთა.
ანიშნა კამარელს.
ეკრანის ჩარჩოზე კამარელის მარცხნივ ეკიდა იმგვარივე ტელეფონი.
კამარელი მივარდა აპარატს და საჩქაროდ თავზე წამოიცო.
იმავე წუთს ყურები აევსო დამატკბობელი ხმით: ქალი ლაპარაკობდა. მაგრამ
სიტყვები იყო გაუგებარი: ,,შანორ დენ ობრა ვენ გარა ობრან სანორენ ლარგო”,
თითქოს მღეროდა უცნაურ სიტყვებს და ნათლით მოსილ სახის ელვარებას
აფრქვევდა ეკრანზე.
როცა მისწყდა ქალის მელოდიური ღუღუნი, კამარელმა სცადა პასუხის გაცემა.
ქალი სმენად იქცა, მაგრამ კამარელმა შეატყო, რომ ვერაფერი გააგებინა. მაშინ
ტელეფონი მოიხსნა, მობრუნდა უკან, კარადის თავიდან ჩამოღო გლობუსი და
ეკრანთან მიიტანა. დიდის წვალებით ანიშნა ქალს, როგორმე ეჩვენებია
გლობუსზე ის ადგილი, სადაც ის იმყოფებოდა.
ქალი დააცქერდა გლობუსს, რომელსაც კამარელი ნელინელ ატრიალებდა,
მაშინვე მოშორდა ეკრანს და მეორე ოთახში გავიდა. მალე დაბრუნდა
გლობუსით ხელში და კამარელის წინ პატარა მაგიდაზე დასდო.
გლობუსი იყო შავი, თეთრ-ყვითელი ხაზებით აჭრელებული და თავისთავად
ტრიალებდა.
კამარელი ეცა გლობუსს, დააკვირდა, მაგრამ ვერაფერი გაარჩია: ვერც ერთი ხაზი
ვერ იცნო.
ქალს შეხედა, თითქოს მისგან ელის ახსნასო...
ქალი იდგა ცისარტყელაში ამოვლებული და ორი საკვირველი გამომეტყველების
თვალი ორ ვარსკვლავივით შეჰნათოდა კამარელს.
შავი გლობუსი ოდნავ ტრიალებდა, ხოლო გარინდეუბლ კამარელს საშინელ
წინაგრძნობისაგან სისხლი უცივდებოდა ძარღვებში. დააცქერდა გლობუსს და
როცა ჩრდილოეთის პოლარულ წრეს თვალი შეავლო, თავში უეცრად იელვა
გულის გამგმირავმა სიტყვამ: მარსი! და ყველაფერი ერთი პატარა წამის
განმავლობაში ცხადი და ნათელი შეიქნა: კამარელი ელაპარაკებოდა მარსელ
ქალს, 100 მილიონზე მეტი კილომეტრის მანძილით დაშორებული და ამ
დაუძლეველი უფსკრულის გაყინული სივრცე სამუდამოდ აქრობდა ყოველგვარ
იმედს და მის საბედისწერო სიყვარულს უკარგავდა ყოველ აზრს.
გულმა მთელი სისხლი ჯერ ტვინს შეასხა, შემდეგ უკანასკნელ წვეთამდე უკან
შეისრუტა და ძარღვებში დაჰკეტა. მკვდარივით გაფითრებულმა კამარელმა
ერთხელ კიდევ მოავლო თვალები საყვარელ ქალს და გულწასული იატაკს
დაენარცხა.
როცა გონს მოვიდა, თავის საწოლ ოთახში იწვა და ექიმი მაჯას უსინჯავდა.
ვაისმანი ფანჯარასთან იდგა და ქუჩას გასცქეროდა.
IV - წაკითხული არხები
კამარელმა გადაიტანა ნერვების ანთება და ოქტომბრის შუა რიცხვებში, როცა
ოდნავ მომჯობინდა, ექიმების რჩევით გაემგზავრა სამკურნალოდ შავი ზღვის
პირის ერთ-ერთ სანატორიუმში.
ნოემბრის დამლევს მას ესტუმრა ინჟინერი ვაისმანი.
კამარელი ვაისმანის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდა და სინდისის ქენჯნას
განიცდიდა.ათასგვარი უღირსი ეჭვი, უკვე განვლილ სულიერ ქარიშხლის დროს მასში
აღძრული, ახლა თვით მასვე სტანჯავდა. ვაისმანი მის თვალში თავდადებულ
მეცნიერად და ღირსეულ მეგობრად ჩანდა. გადაწყვეტილი ჰქონდა მომავალ
საერთო მუშაობაში ათკეცად მიეგო მისთვის მეგობრული სიყვარული. ამიტომ,
როცა გაიგო ვაისმანის ჩამოსვლა, ძალიან გაუხარდა და მაშინვე მოიწვია.
ეს პირველი შეხვედრა იყო კატასტროფის შემდეგ: ექიმების მიერ აკრძალული
იყო ავადმყოფთან მეცნიერული ხასიათის ბაასი და ახლობელ თანამშრომლებს
მას არ აკარებდნენ. ახლა კი, კამარელი სავსებით მოკეთებული იყო, მხოლოდ
ფერის სიმკრთალე შერჩა და გულს ჩაწოლილი უჩინარი მელანქოლია.
- ალბათ, მემდურით. - პირველი მისალმების შემდეგ უთხრა ვაისმანმა. - არ
ვიყავი თქვენთან ბოლომდი გულახდილი, მაგრამ, იმედი მაქვს, დამიჯერებთ,
რომ ჩემს მოქმედებას საფუძვლად ედო მხოლოდ მეცნიერული მუშაობისათვის
საჭირო სიფრთხილე. მინდოდა მომესწრო პირველი შედეგების შეჯამება, რომ
ჩემი შეცდომები თვითონვე გამესწორებია.
- პირიქით. - დარცხვენით უპასუხა თავდახრილმა კამარელმა. - მე უნდა
მოვიხადო თქვენს წინ ბოდიში, ბავშვურად მოვიქეცი, ავყევი გაუწაფავი
გრძნობების უსუსურ ატაცებას, მე შეგიშალეთ ხელი და ღირსი ვარ იმ
სასჯელის, რაც მივიღე.
- სასიამოვნოა, რომ უკვე კარგად ხართ და, მაშასადამე, შეგიძლიათ მალე
შეუდგეთ მუშაობას.
- ორი კვირის შემდეგ დაბრუნებას ვაპირებ! ახლაც ვმუშაობ ცოტაოდენს, -
კამარელმა გაიღიმა და მაგიდაზე რვეულებს თვალი მოავლო.
- მეც იმიტომ გამომიშვეს თქვენთან ექიმებმა, რომ მუშაობა ნებადართული
გაქვთ. ჩემი ეკრანი ამჟამად თითქმის დამთავრებულია, ვუცდი თქვენს
ჩამოსვლას, რომ საბოლოოდ მსჯავრი დავსდოთ.
- მე პირდაპირ მაღრჩობს თქვენი ახალი მიღწევის დეტალურად გაცნობის
სურვილი! - მეც სწორედ იმიტომ გნახეთ, რომ გავიგო, როდის შეიძლება თქვენი
სურვილის შესრულება! - ერთი რამ არის ჩემთვის სრულაიდ გაუგებარი: როგორ
მოხდა, რომ მარსზედაც სწორედ ისეა მოწყობილი ეკრანი, როგროც თქვენს
ლაბორატორიაში? შორეული ხილვის პრობლემის სინათლის სხივებთან
დაკავშირება ჩემთვის გასაგებია.
ვაისმანმა პასუხი შეაგვიანა.
- ამაზე ცოტა ვრცლად მომიხდება ლაპარაკი. ვშიშობ, რომ დაგღლით! - ნუთუ
ისე ცუდად გამოვიყურები? - მაშ, ნებას მომცემთ?! - მე სმენად ვარ ქცეული!
ვაისმანმა პორტფელიდან რამდენიმე წიგნი და რვეული ამოიღო, მაგიდაზე
დაალაგა და დინჯად დაიწყო: - თქვენმა ჰიპოთეზამ ელექტრო-მაგნიტურ
ტალღათა პარალელურად ასხივების შესახებ მე მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ
შორეული ხილვის პრობლემა გადაწყდება უფრო წარმატებით ორ პლანეტათა
შორის, ვიდრე დედამიწის ზედაპირის ორ პუნქტს შორის. დედამიწაზე სხივის
სწორხაზობრივი მოძრაობა აბრკოლებს მის გამოყენებას შორეული ხილვის
მიზნებისათვის. ამიტომ მე ავაგე მუშაობა სულ სხვა პრინციპზე. როგორც იცით,
მარსი და დედამიწა ხშირად ძალიან უახლოვდებიან ერთმანეთს. ამ დრო
პარალელ სხივების კონა ადვილად მიაღწევს უცვლელის ძლიერებით ერთი
პლანეტიდან მეორემდე. მაგრამ სხივების დასაჭერად საჭიროა ორივე პლანეტაზე
არსებობდეს მიმღები და გადამცემი აპარატები.- სწორედ ეგ არის ჩემი შეკითხვის აზრი, - წარმოსთქვა კამარელმა და სკამის
ზურგს მიეყრდნო.
- მე ერთი წუთითაც არ მეეჭვებოდა, - განაგრძო ვაისმანმა, - რომ მარსზე
არსებობს სიცოცხლე. მართლაც, როგორ შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ
განუსაზღვრელ მსოფლიოში, ამდენ მზეთა სისტემაში, ურიცხვ პლანეტებზე,
რომელთა შორის უთუოდ მრავალია ისეთი პლანეტა, როგორიც დედამიწაა,
თავისი ქიმიურ-ფიზიკური პირობებით, როგორ შეიძლება ამ უამრავ ქვეყნებში
არსად სიცოცხლე არ არსებობდეს და მხოლოდ დედამიწა იყოს რაღაც უცნაური
გამონაკლისი? ეს აზრი, როგორც მოგეხსენებათ, მეცნიერებაში უდავოა:
სიცოცხლე მსოფლიოს საყოველთაო ძირითადი ფუნქციაა. ჩვენს სისტემაში,
დედამიწის თვალსაზრისით, სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მარსზე.
- ამიტომ აკვდებოდნენ ჩვენი მეცნიერები მარსის შესწავლას, მაგრამ,
სამწუხაროდ, არაფერი გამოდიოდა, - გააწყვეტინა სიტყვა კამარელმა. - ბოლო
დროს, ხომ მთლად შევრცხვით: 1924 წლის აგვისტოს, როცა მარსი 55 მილიონ
კილომეტრამდე მიუახლოვდა დედამიწას, მთელი ქვეყნის ობსერვატორიები
ტელესკოპების დამშეული თვალებით სინჯავდნენ მის ყოველ ხაზს და
წერტილს, მაგრამ, როგორც იცით, არა თუ არაფერი ახალი არ აღმოჩნდა,
სრულიად გაქრა ის საოცარი არხებიც, რომლებიც ათასჯერ უნახავს
ტელესკოპებს გაცილებით უფრო შორ მანძილიდან.
- მეც სწორედ აქეთკენ ვაპირებდი ჩემი საუბრის გადატანას, - გაეხარდა ვაისმანს.
- დაკვირვებიხართ თუ არა თქვენ ამ გაუგებარ მოვლენას? რამდენიმე საუკუნის
განმავლობაში უფრო სუსტსა და პრიმიტიულ ინსტრუმენტებში დიდ სიშორეზე
ნათლად და გარკვევით ჩანდა არხების სწორი ხაზები, 1924 წელს კი,
თანამედროვე ტელესკოპების უდიდესმა და ურთულესმა ობიექტივებმა არხების
კვალიც ვერ შენიშნეს! - სწორე გითხრათ, მეც გამაკვირვა ამ მოვლენამ! -
დაუდასტურა კამარელმა.
- მე კი, მეტად ჩამაფიქრა, - განაგრძო ვაისმანმა, - და სწორედ ამ დროიდან
დავიწყე არხების შესწავლა ძველი რუკების და ფოტოგრაფიებით. რომ ეს
უცნაური ხაზები არსებობდნენ, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა: სხვადასხვა დროს
მეცნიერთა აუარებელი დაკვირვება ამოწმებს ამ ფაქტს. ფოტოგრაფია ხომ
უტყუარია ამ შემთხვევაში! როგორ ხსნიდნენ ამ ხაზებს მეცნიერებაში? პირველ
ყოვლისა, იპყრობდა ყურადღებას ის გარემოება, რომ ხაზების მწყობრი სისტემა
შეუძლებელია ყოფილიყო ბუნებრივი პროცესების შედეგი. არსად დედამიწაზე
ამგვარ მოვლენას ადგილი არა აქვს. მაშასადამე, რჩებოდა ერთი ახსნა: რომ ეს
ხაზები გაყვანილია რაიმე მიზნით გონიერ არსებათაგან. ყველაზე უფრო
დამაჯერებელ ახსნას დედამიწის თვალსაზრისით იძლეოდა არხების ჰიპოთეზა.
მაგრამ ამ ჰიპოთეზას გამოუსვლელ მდგომარეობაში აყენებდა არხების
განსაცვიფრებელი განი: 60-დან 300 კილომეტრამდე. ასეთი ვეება არხების გაყვანა
პლანეტის ერთი პოლუსიდან მეორემდე მწყობრი პარალელური და სამკუთხური
სისტემით ადამიანის თვალსაზრისით არ არის მიზანშეწონილი და არც
ტექნიკურად მოსახერხებელი. მიაქციეს აგრეთვე ყურადღება კიდევ ერთ
გასაოცარ მოვლენას: ზოგიერთ კუთხეში ეს უზარმაზარი არხები ხანდახან
სრულიად ქრებოდა რამდენიმე კვირის და ხან დღის განმავლობაში. იცვლებოდა
აგრეთვე დროგამოშვებით არხების მთელი სისტემა.
- მართლაც გასაკვირია ეს მოვლენა! - ვერ მოითმინა კამარელმა.- როცა არხების ფოტოგრაფების შესწავლას შევუდექი, - განაგრძო ვაისმანმა და
რვეული გადაფურცლა, - ჩემი ყურადღება მიიპყრო სკიაპარელის მიერ
გადაღებულმა სურათებმა. მან გადაიღო არხების ერთი და იგივე ადგილი ჯერ
1884 წელს, შემდეგ 1886 წელს და სრულიად გაუგებარსა და აუხსნელ მოვლენას
წააწყდა: ორი წლის განმავლობაში არხების მთავარი მიმართულება დარჩა
უცვლელად, ხოლო ცალკე ხაზები ზოგან გაქრა, ზოგან ახალი მოემატა და
კუთხეთა კომბინაცია შეიცვალა.
ვაისმანმა რვეულიდან ამოიღო არხების სურათი და კამარელს წინ გაუშალა.
ს უ რ ა თ ი
- ეს არის სკიაპარელის მიერ 1884 წელს გადაღებული სურათი. დააკვირდით ამ
სისტემას, განსაკუთრებით მის შუა ნაწილს, და შეადარეთ ორი წლის შემდეგ
გადაღებულს, იმავე არხების სურათს.
ვაისმანმა კამარელს მეორე სურათი გაუშალა წინ.
ს უ რ ა თ ი
– ეს იგივე სისტემაა, გადაღებული 1886 წელს. შედარება ნათელყოფს
პარალელებისა და სამკუთხედების ისეთ ცვლილებას, რაც უკარგავს არხების
ჰიპოთეზას ყოველგვარ საფუძველს.
- არსებობს სხვაგვარი ახსნაც, - ჩაურთო სიტყვა კამარელმა და მეორე სურათს
დაუწყო სინჯვა, - რომ ეს შავი ხაზები წარმოადგენენ არხების ნაპირებს, სადაც
მცენარეებია გაშენებული. თვით არხები არ ჩანან, მცენარეებს კი დიდი ადგილი
უჭირავთ და ჩრდილის ზოლებივით მისდევენ არხების მიმართულებას.
- რატომ ქრება ხშირად ამ ზოლების ნაწილი? - იკითხა ვაისმანმა.
- შემოდგომაზე მცენარეებს ფოთლები სცვივა და ჩრდილიც იკარგება, - ვგონებ
ასე ხსნიან.
- აბა, დააკვირდით ორსავე სურათს: ტერიტორია ერთი და იგივეა, ზოლები
სხვადასხვა. ფოთლების დაცვენით ამ ცვლილებების ახსნა შეუძლებელია. მაშინ
ზოლები კი არ უნდა იცვლებოდეს, – სულ უნდა ქრებოდეს განსაზღვრულ
დროს. რა თქმა უნდა, ასეთი ახსნა არავის აკმაყოფლებდა. იყო სასაცილო
ვარიანტიც: თითქოს ეს ზოლები გზებია, სადაც დროგამოშვებით მოძრაობენ
ცხოველთა დიდძალი ჯოგები.
ვაისმანმა ორივე სურათი წინ გაიშალა და ოდნავ შეჩერდა.
- 1924 წელს რომ ზოლები სულ არ გამოჩნდა, - განაგრძო მან მცირე პაუზის
შემდეგ, - მე ამ გარემოებამ, როგორც გითხარით, ძალიან ჩამაფიქრა; თუ ასე
ახლოს არაფერი სჩანს, ტელესკოპების მოჩვენება ხომ არ იყო ეს არხები? მაგრამ
ბროლის ობიექტივი უაღრესად ობიექტურია და გალუცინაციებს არ არის
ჩვეული. ფოტოგრაფიების შესწავლამ ზოლების ურთიერთობაში ერთი
დამაფიქრებელი ნიშანი გამოაჩინა: სამკუთხედების და პარალელების რიცხვი და
ხასიათი განსაზღვრულ თანამიმდევრობით ლაგდებოდნენ. როცა ჩავუკვირდი ამ
დეტალს, ჩემში უცებ იელვა აზრმა: ეს შა ვი ზოლები ხომ არ არის სი გ ნ ალი
, რომელსა ც მარსი დაჟინებით უგ ზა ვნის დედამიწას ? ამ სიტყვებზე
კამარელი წამოვარდა და აღელვებით ჩააცქერდა ვაისმანს.
- პლანეტის ნათელ ზედაპირიდან, - განაგრძობდა ვაისმანი, - არ შეიძლება
სხივებით სიგნალიზაცია: არ გამოჩნდება შორ მანძილზე. ჩრდილის უზარმაზარი
ზოლები კი, კარგად მოჩანს ნათელ ფონზე.
- საოცარია, - შესძახა გაკვირვებულმა კამარელმა, - რომ ეს აზრი არავის
მოსვლია თქვენამდე! - ჭეშმარიტად საოცარია! - დაეთანხმა ვაისმანი. - დამარსმაც მიმართა უკანასკნელად მეტად მახვილ საშუალებას: 1924 წლის
მოახლოვების დროს სრულიად მოხსნა ეს სიგნალი, ალბათ იმ იმედით, რომ
მიაქცევდა დედამიწის განსაკუთრებულ ყურადღებას ამ მოვლენას, რომ ეს
ზოლები მაშინაც ენახათ, დაიწყებოდა გაუთავებელი კამათი იმის შესახებ, თუ
როგორ არის ეს არხები გაყვანილი, მოჩანს თუ არა არხების ჯვარედინზე
ქალაქების ნიშნები და სხვა.
- სწორ მიმართულებას ერთხელ აცდენილი აზრი, - ჩაურთო სიტყვა კამარელმა,
- ბრმასავით დაეხეტება ოღროებზე, ვიდრე მართალ გზას გაიგნებდეს.
- ძაფი ნაპოვნი იყო, - უკვე გატაცებით განაგრძობდა ვაისმანი, - და მთელი
სისტემაც ადვილად აეგო მასზე. ხომ ელოდნენ მარსიდან სიგნალებს? მაგრამ აბა
თუ ვინმე დაჰფიქრებია ამ სიგნალის ხასიათს! - მე მახსოვს, თითო რაღაც
ხმაური ისმოდა მაშინ რადიოში, - სთქვა კამარელმა და ისევ დაჯდა.
- მეც ვიცი ეგ, მაგრამ ეს შესაძლოა ყოფილიყო უბრალო გაუგებრობა, ყოველ
შემთხვევაში, ეს ხმაური შემდეგ არ განმეორებულა.
ვაისმანმა პორტფელის პატარა უბიდან ამოიღო გაზეთის ამონაჭერი და
წაიკითხა: "1924 წ. 23 აგვისტო. ბრიტანეთის რადიო-ტელეგრაფი შემდეგს იუწყება
კანადიდან: დღეს დილით პოინტ-გრეის რადიო სადგურის მუშაკებს ესმოდათ
გამოუცნობი სიგნალი: საოცარი ჯგუფი ხმებისა, რომლებიც არ არის აღნიშნული
არც ერთ კოდექსში".
- ხომ არ უარყოფთ თქვენ მარსიდან ასეთი სიგნალის შესაძლებლობას? -
შეეკითხა კამარელი.
- სრულიადაც არა. მაგრამ მე საკითხი სულ სხვანაირად მაქვს დასმული: რა
ენაზე შეუძლია ერთმანეთთან დალაპარაკება ორ პლანეტას? ხომ არ გამოდგება
ამისათვის დედამიწის კაცობრიობისათვის გამოგონილი ნიშნები? მე ვამტკიცებ:
რომ პლანეტათა შორის სიგნალიზაცია უნდა მოეწყოს ისეთ ნიშნებზე,
რომლებიც საერთოა და გასაგები მთელი მსოფლიოსათვის.
- სად არის ასეთი ნიშნები? - გაიკვირვა კამარელმა.
- ეს ნიშნები სხივისა და პლანეტების მოძრაობის გზებია! - უპასუხა ვაისმანმა
და კამარელს ჩააცქერდა.
კამარელი იჯდა გაკვირვებული, ფერმკრთალი და ეტყობოდა, რომ მისი გონება
ვაისმანის გაბედულ მიხვედრას გაეტაცნა.
ვაისმანმა განაგრძო: - პარალელები, წრეები, სამკუთხედები, საერთოდ
გეომეტრიული ფიგურები, - ეს არის უნივერსალური ნიშნები, ენერგიისა და
ნივთიერების მოძრაობის საერთო კანონებზე დამყარებული. თუ მიწის გარეთ
სადმე არსებობს ადამიანის მსგავსი გონიერი არსება, მას ეს კანონები უთუოდ
ისევე უნდა ესმოდეს, როგორც ადამიანს, ვინაიდან სხივი მთელს მსოფლიოში
ერთნაირად მოძრაობს. მეც ამ მხრით ჩავუკვირდი მარსის ზოლებს. ჩემი
ყურადღება მიიპყრო პარალელებისა და სამკუთხედების ჯამის მუდმივობამ.
ზედმიწევნით შევისწავლე ეს მოვლენა და გასოცარი შედეგი მივიღე: ერთი
საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა დროსა და ადგილს გადაღებულ
ფოტოგრაფიულ რუკებზე პარალელურ ხაზებსა და სამკუთხედების ურთიერთ
განწესრიგების ციკლი სამჯერ განმეორდა გასაკვირი სიზუსტით. თვით ციკლი
შეიცავდა 12 ფიგურას. როცა ფიგურები მათემატიკურ ნიშნებზე გადავიყვანე,
მივიღე ჩემი ეკრანის ფორმულა.- ვაშა, მეგობარო! - წამოიძახა აღელვებულმა კამარელმა და ვაისმანს
გაბრწყინებული თვალები მიანათა. - გენიალური მიხვედრაა. უწინარეს ყოვლისა,
სწორედ ეს აზრი უნდა დაბადებოდა ზოლების ყოველ მკვლევარს.
- ეკრანი ავაგე და სამი თვის განმავლობაში უჩინარ სხივებს ვესროდი მარსის
ჩრდილოეთ ნახევარსფეროს. ბოლოს ერთს ასეთს სხივების კონას, როგორც
ანკესს, წამოეგო მარსის მიმღები აპარატი და ჩემი ეკრანი ბუნდოვნად განათდა.
თანდათან გავაუმჯობესე აპარატი იმ ზომამდე, რომ შევძელი ეკრანიდან თვით
მარსელის დახმარების მიღება. შემდეგ გამოირკვა, რომ დედამიწისა და მარსის
ღერძების დაქანების კუთხე იმგვარად უპირისპირებს ერთმანეთს ორივე
პლანეტის ჩრდილო სფეროებს, რომ ეკრანებს შორის სხივების სწორ
მოძრაობისათვის უფრო მოხერხებულია ეკრანის დადგმა ჩრდილო განივის 40-43
გრადუსის ზონაზე. როგორც იცით, თბილისი ამ ზონაშია. სხვათა შორის, ამითაც
აიხსნება ჩემი მოსვლა თქვენთან.
კამარელს მოეჩვენა, რომ ვაისმანის ყველა საეჭვო სიტყვა და მოქმედება, რაც მას
ასე აღელვებდა შეხვედრის პირველ დღიდანვე, ნათელი და გასაგები შეიქნა. მას
მუდამ ამძიმებდა ამ კაცის დაშიფრული ბუნება და ახლა, როცა ყველაფერს
შუქი მოეფინა, იგრძნო მძიმე ტვირთის შემსუბუქება და პირველად გაუწოდა
ხელი ამ უცნაურ ადმაიანს უჩრდილო და აუმღვრეველი გულით.
- უნდა ვიფიქროთ, - უთხრა მან ვაისმანს ღიმილით, - უკვე დადგა დრო, როცა
საჭიროა მიეზღოს კეისრისა კეისარს.
- ესე იგი? - ვერ გაიგო ვაისმანმა.
- ესე იგი, გამოცხადდეს "ლეტარგინი"-ს ნამდვილ აღმომჩენი.
- ჰო, რა გეჩქარებათ? - თითქმის უკმაყოფილოდ წარმოსთქვა ვაისმანმა, - ჯერ
ამისთვის სადა გვცალია? ახლა მე მაწუხებს ერთი ახალი, მეტად ამაღელვებელი
ამოცანა. თუ ნებას მომცემთ, ამაზე თბილისში მოვილაპარაკოთ.
- ეკრანთან დაკავშირებით? - ჰკითხა კამარელმა და უცებ თვალწინ წარმოუდგა
უკვე მივიწყებული (როგორც მას ეგონა) მარსელი ქალის შუქმოსილი სახე.
გულზე უკბინა რაღაცამ, ნუთუ, კვლავ სდარაჯობს მის გონებას მეოცე საუკუნის
ეს შავი მაგია, - ხორცშესხმული რეალობის ნისლოვანი აჩრდილი? ნუთუ, ვერ
იშორებს თვალთაგან სიცხადისა და სიზმრის ჯადოსნურ კავშირს. მოჩვენებად
ქცეულს ცოცხალ არსებას, ამ უტყუარი ხილვის ამაზრზენ გალუცინაციას? - არა,
- თითქოს წყალი შეასხა კამარელის აღგზნებულ ფიქრებს ვაისმანმა, სულ სხვა
ამბავია, სრულიად მოულოდნელად წამოჭრილი. როცა ეკრანის ფორმულის
შესწავლის დროს მნათობთა მოძრაობის გზებს ვაკვირდებოდი, შემთხვევით
წავაწყდი ამ პრობლემას, მაგრამ ამაზე შემდეგ. რაც შეეხება ეკრანს, მგონი,
დაგღალეთ, მაგრამ ვფიქრობ სავსებით გაგაცანით ჩემი მუშაობის პროცესი.
ამჟამად კმარა.
და ვაისმანი წამოდგა.
- წასვლის წინ, ამ საღამოს კიდევ გნახავთ! გამოემშვიდობა კამარელს და
ოთახიდან გავიდა. კამარელმა აივანზე გააცილა.
თვალი გააყოლა ეზოდან მიმავალს.
კიდევ ახალი საიდუმლოების მოლოდინი! ოღონდ ეკრანთან არ იყოს
დაკავშირებული და ყოველგვარ განცდას და აღელვებას შეურიგდება.
ოღონდ მოიცილოს როგორმე ეს აკვიატებული მოჩვენება, რაც ასე ადუნებს მის
შემოქმედებას და უჩრდილავს გონებას! თორემ საზარი პერსპექტივაა: სარკეში
უცქირო საყვარელ არსებას, გესმოდეს მისი ხმა, ხედავდე ყოველ მის მოძრაობას,ღამის ფარვანასავით ასკდებოდეს ანთებულ შუშას გაოცებული თვალები,
უიმედოდ ფართხალობდეს, ფრთებს ილეწავდეს და შიგ ვეღარ შედიოდეს;
გეჩვენებოდეს - თითქო საკმარისია შეაღო კარი, რომ გულს ჩაიკრა აღელვებული
სატრფო, ხელი შეახო მის აღგზნებულ სახეს, იგრძნო მისი გულისცემა,
თავბრუდამსხმელი სუნთქვა და სხეულის დამათრობელი სითბო, და იცოდე კი,
რომ ნამდვილად 100-200 მილიონ კილომეტრით არის დაშორებული შენგან ეს
ქალი და ვერასოდეს, ვერასოდეს ვერ შეახებ მას ხელს, ვერ მიუახლოვდები, რომ
გაყინული სივრცის პირდაღებული უფსკრულია ეკრანს გადაღმა და სიკვდილის
შავი თვალებით იცქირება...
V - კომეტა «ბიელა»
ოთახში თანდათან დაბნელდა.
ვაისმანი ზის ღია ფანჯარასთან დაფიქრებული.
ფანჯრიდან მოჩანს კვიპაროსის შავი კენწერო და უღრუბლო რბილი ცა.
მზე კარგა ხანია ჩავიდა, მაგრამ ცაზე ჯერ კიდევ შრიალებს მზის მოსასხამის
ბოლო, ოდნავ ოქროდ შეფერილი იისფერი აბრეშუმი.
აბრეშუმზე თეთრი ყვავილები სცვივა საიდანღაც, თეთრი ბრწყინვალე ზამბახები.
ერთ მათგანს სისხლის ფერი გადაჰკრავს...
გარეთ თმაშევერცხლილი დეკემბრის მკბენარი სუსხი დგას, მაგრამ ვაისმანი
სიცივეს არა გრძნობს. იგი გასცქერის სისხლიან ზამბახს, ხელში უჭირავს თავისი
უშველებელი სათვალეები. შუშებზე თითებს აწკარუნებს; დაე, ეს ღარიბი
აკომპანიმენტი მუსიკის გრიალივით მისდევს მისი ფიქრის უჩინარ გრიგალს.
უცებ, ერთი წუთით ჩადგა გრიგალი და გული გაანათა შორეულმა
ვარსკვლავებმა...
- კარო! შენ გგზავნიან! - მოესმა გახარებული ჩურჩული და ღია აივანზე
ჩიტივით დაეშვა ქალი.
- გადაწყდა? - თითქმის ერთხმად! - და მის შუბლზე გედას ხავერდის თმები
დაიღვარა.
- შენ უნდა შეასრულო დაპირება, რადაც უნდა დაგიჯდეს.
მას ათრობს ქალის ცხელი სუნთქვა, გულში კი უჩინრად მოძრაობს ჩრდილი, და
ჩრდილი თითქოს კვნესის: - ვისთვის, ვისთვის არის ეგ თვალები ანთებული?
ვინ იტაცებს ამ სუნთქვას, უხილავი და უცნობი?..
- შევასრულებ. - ამბობს იგი და ქალს წელზე ხელს მოხვევს.
ქალის სხეული კანკალებს, როგორც ხელში ჩაბღუჯული შაშვი, და სწვავს ვაჟის
- ზედმეტად ღელავ, გედა. - ტკბილად ეალერსება. - სიცხე გაქვს, შენ დასვენება
გჭირია. მენდე შევასრულებ. თუმცა ვიცი, საით მიჰქრის შენი ოცნება.
გედა, რათ იღუპავ თავს? - კარო, ჩემო კარო! - ჩურჩულებს ქალი. - მე
განწირული ვარ, მაგრამ ტკბილია ჩემი ტყვეობა!.. დიდია უფსკრული, მაგრამ მე
ვხედავ შორეულ ნაპირს და მესმის ძახილი, აუტანელ ბედნიერების
დაუძლეველი ძახილი...
- შევასრულებ! - იმეორებს იგი და ქალს თვალებში ჩააცქერდება.
- მაგრამ რომ დაიმსხვრეს ოცნება? შორიდან მიმზიდველი ობრან პირუტყვივით
რომ აბღავლდეს? ჰაერში ოქროსთვალებიანი ხომალდი გაიშხუილებს და აივანზე
შეტყუპებულ ქალ-ვაჟს ელვა გაანათებს.- მაშინ დავიღუპები. - ძლივს გასაგონად ჩურჩულებს ქალი და ოცნებით
ანთებულ თავს ყვავილივით დამძიმებულ ყლორტსავით დახრის და ვაჟს მხარზე
დაადებს!..
კარზე დააკაკუნეს.
ვაისმანმა სათვალეები გაიკეთა, ფანჯარა მიხურა და შუქი აანთო.
- მობრძანდით! შემოვიდა კამარელი.
- ხომ არ გალოდინეთ? - ვისვენებდი. საღამო თავისუფალი მაქვს.
მაგიდაზე წიგნები დაალაგა. პორტფელიდან ქაღალდები ამოიღო და წინ გაშალა.
კამარელი მის პირდაპირ დაჯდა.
- მე მინდა მოგელაპარაკოთ ერთი კომეტის შესახებ, - დაიწყო ვაისმანმა, აიღო
დიდტანიანი წიგნი და გადაშალა.
- ახალი კომეტა ხომ არ გამოჩნდა! - შეეკითხა კამარელი. გულში კი გაივლო:
არწივი გაუშვია, ბეღურას მისდევს.
- არა, კომეტა ძველია, სახელად ჰქვია ბიელას კომეტა.
კამარელი ერთ დროს ძალიან დაინტერესებული იყო კომეტებით, მთელი
წელიწადი იმუშავა ამ საგანზე და გამოკვლევაც გამოაქვეყნა კომეტების
მოძრაობის შესახებ.
- მე ვიცნობ ამ კომეტის ისტორიას, - შეუმჩნეველი უკმაყოფილებით წარმოსთქვა
კამარელმა.
- მე მაინც გთხოვთ ორიოდე წუთი დამითმოთ და მოთმინებით მომისმინოთ,
რასაც გიამბობთ! ვაისმანს ოდნავ აღელვება დაეტყო.
- ზოგი რამ ამ კომეტის შესახებ წიგნებიდან უნდა ამოვიკითხო, - განაგრძობდა
ვაისმანი და ფურცლავდა წიგნს. - ყველაფერი, რასაც ახლა თქვენ მოისმენთ,
თქვენთვის ძველი და ნაცნობი ამბავია, მაგრამ, მე ვფიქრობ, რასაც ბოლოს
ვიტყვი, ის სრულიად მოულოდნელი იქნება.
კამარელმა ყურები სცქვიტა.
- სიამოვნებით გისმენთ.
- ბიელას კომეტა პირველად შენიშნული იქნა ტელესკოპით 1772 წელს; შემდეგ
1809 წელს 10 ნოემბერს ეს კომეტა ხელმეორედ იქნა აღმოჩენილი, - ვაისმანმა
მონახა საჭირო გვერდი და განაგრძო კითხვა, - "პონსის მიერ, ბესსელმა და
ჰაუსმა გამოიანგარიშეს მისი ორბიტი და ბრუნვის პერიოდი, რომელიც უდრის
6,5 წელიწადს. 1826 წელს კომეტა ისევ უნდა დაბრუნებოდა მზეს. ეს იცოდა
ავსტრიელმა კაპიტანმა ბიელამ, რომელიც ამ დროს იდგა ბოჰემიაში და დიდის
ყურადღებით ათვალიერებდა პატარა ტელესკოპით კომეტის გზას. მისმა
მუშაობამ ბრწყინვალე ნაყოფი გამოიღო: 1826 წლის 27 თებერვალს მან დაიჭირა
ცაში ეს კომეტა, რომელსაც შემდეგ მისი სახელი დაერქვა. 1832 წელს ეს კომეტა
ისევ მობრუნდა დანიშნულ დროზე, მაგრამ ამჟამად თან მოიტანა დიდი შიში
და მღელვარება, ვინაიდან გამოანგარიშებამ დაამტკიცა, რომ კომეტის ორბიტს
უნდა გადაეჭრა დედამიწის გზა. თუ კი ამ წერტილს ერთდროულად
გაივლიდნენ დედამიწა და კომეტა, - კატასტროფა აუცილებელი იყო. მთელი
ქვეყანა შიშის ზარმა მოიცვა. განსაკუთრებით ღელავდა პარიზი. ცნობილმა
ლალანდმა გადასწყვიტა აკადემიაში კომეტების შესახებ ლექციის წაკითხვა.
ლექცია პოლიციამ აკრძალა, რადგან ხალხში ხმა გავრცელდა მეცნიერი ქვეყნის
დაღუპვას წინასწარმეტყველებსო".
ვაისმანმა მეორე წიგნი გადაშალა.- აი, რას სწერს ამის შესახებ ასტრონომი ვოლფი: "ამ ხმების წყალობით
გავრცელდა ისეთი პანიკა, რომ მთელი პარიზი კანკალით ელოდა დანიშნულ
დღეს. იყო შემთხვევები შიშისაგან სიკვდილის, სხვადასხვა ნერვიულ ავადობისა
და სხვა; სამღვდელოების წარმომადგენლები კი, მშვენივრად სარგებლობდნენ ამ
ამბით და შიშისაგან გონებადაკარგულ ხალხს რიგიან ფასად პირდებოდნენ
ცოდვათა სრულ პატიებას".
- თვით უდიდესი გეომეტრი ლაპლასი, - ფურცლავდა ვაისმანი მესამე წიგნს, -
შესაძლო კატასტროფას ასეთი საშინელი ფერებით აღწერდა: "მზის სისტემაში
შემოჭრილი მრავალ კომეტათა შორის შესაძლოა აღმოჩნდეს ისეთი, რომელიც
დაეჯახება დედამიწას. ასეთი შეტაკების შედეგის წარმოდგენა ძნელი არ არის.
დედამიწის ბრუნვის ხასიათი და მისი ღერძის მდგომარეობა შეიცვლება: ზღვა
დასტოვებს თავის ეხლანდელ საწოლს და გაექანება წარღვნაში, თუ კი, უფრო
ადრე არ დაიღუპნენ იმ საშინელ მუჯლუგუნებისაგან, რომელიც დედამიწის
ბურთს დააბარბაცებს. ყველა ერი დაიღუპება და დაინგრევა კაცობრიობის
გონების ყველა ძეგლი..."
- ეს პანიკა ცრუმორწმუნეობით როდი იყო გამოწვეული! - შეწყვიტა კითხვა
ვაისმანმა. - ეჭვს გარეშეა, რომ ასტრონომიული თვალსაზრისით სრულიად
უმნიშვნელო მცირე მასის სხეული, მაგალითად, ერთი კილომეტრის სისქე ქვის
ბურთი წამში რამდენიმე კილომეტრის სიჩქარის რომ დაეჯახოს ჩვენს პლანეტას,
შეუძლია გამოიწვიოს დედამიწის ცოცხალ არსებათა სრული კატასტროფა, ციურ
მოძრაობათა სისტემაში - კი ასეთი კატასტროფა არავითარ კვალს არ დატოვებდა.
პირდაპირ დაჯახებაც რომ არ მოხდეს, დედამიწის მახლობლად უბრალო
გადაფრენითაც ასეთს სხეულს თავისი მიმზიდველობის ძალით შეუძლია
გამოიწვიოს ზღვის დონის ისეთ სიმაღლეზე აწევა, რომ კილომეტრების სიმაღლე
ტალღები გრიალით გაივლიდნენ დედამიწის პირს საშინელ წარღვნად და
გადარეცხავდნენ სიცოცხლის ყოველ კვალს.
- შიში მაინც უსაფუძვლო გამოდგა, - შენიშნა კამარელმა, - რადგანაც, როგორც
ვიცით, კომეტამ თავისი გზა გაიარა და მთელი ქვეყანა და შიშით
აკანკალებული პარიზიც, უვნებლად გადარჩა.
- მართალია, - დაეთანხმა ვაისმანი, - შიში უსაფუძვლო გამოდგა, ვინაიდან,
როგორც ეს დაამტკიცა ვენის ობსერვატორიის მაშინდელმა დირექტორმა
ლიტტროვმა, შიშისაგან დაბმავებულ ხალხს დაავიწყდა ერთი გარემოება, რომ
1832 წლის ნოემბერში თუმცა ბიელას კომეტამ გადასჭრა დედამიწის ორბიტა,
მაგრამ ამ დროს თვით დედამიწა ამ წერტილს 11 მილიონ მილით იყო
დაშორებული. მაგრამ იმავ ლიტტროვმა საგანგებოდ გამოიანგარიშა მაშინ ამ
კომეტის მოძრაობა და აი, რა გამოვიდა, მოიყვანა თვით ლიტტროვის სიტყვები:
"თუმცა დედამიწა ყოველ წელიწადს ნოემბრის 30-ს გაივლის დედამიწისა და ამ
კომეტის ორბიტების გადაკვეთის წერტილს, მაგრამ დაჯახება ამ ადგილას
შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა კომეტას თავისი ორბიტის პერიპელიუმის
მზესთან უახლოესი მანძილის წერტილის გავლა მოუხდება 28 დეკემბერს. ასეთი
შემთხვევა კი, როგორც ზუსტი გამოანგარიშება გვიჩვენებს, შესაძლოა მოხდეს
მხოლოდ ერთჯერ 2500 წლის განმავლობაში".
ვაისმანმა კითხვა შესწყვიტა.
- აქედან იწყება ის "ახალი ამბავი", რომელიც მე თქვენ დაგპირდით.
ლიტტროვმა, - ვაისმანი ისევ მიუბრუნდა წიგნს, - ესეც გამოიანგარიშა. აი, რას
ამბობს ის ამის შსახებ: "უახლოესი ასეთი შემთხვევა მოსალოდნელია 1933 წელს".რას იტყვით ამაზე?! - გამოანგარიშება სწორი იყო, - მიუგო კამარელმა, - მაგრამ
ერთ-ერთ თავისი მოგზაურობის დროს, სახელდობრ 1872 წელს, ამ კომეტას
რაღაც მარცხი შეემთხვა: ის მოულოდნელად დაიკარგა ცის სივრცეში. ამ წლის
27 ნოემბერს, როცა დედამიწამ გაიარა ორბიტათა გადაკვეთის წერტილი
(ლიტტროვის გამოანგარიშების შემდეგ ამ წერტილმა უკან დაიხია სამი დღით),
ჰაერში აენთო მეტეორების მთელი ჯოგი. მაშინ დაასკვნეს, რომ ეს იყო
დაშლილი კომეტის ნანგრევები და კომეტაც გამქრალად გამოაცხადეს.
- ეს იყო ისეთი ლაპსუსი, რის მსგავსიც მეცნიერების ისტორიას ბევრი არ
ახსოვს, - სთქვა ვაისმანმა და სკამის ზურგს დააწვა. - 1872 წლის 27 ნოემბერს
დედამიწამ, მართალია, გაიარა ორბიტთა გადაკვეთის წერტილი, მაგრამ სად
უნდა ყოფილიყო ამ დროს კომეტა? როდის უნდა გაევლო მას ეს წერტილი?
გამოანგარიშებიდან სჩანს, რომ ამ წელს კომეტამ დედამიწის ორბიტი გადასჭრა
სექტემბრის 16-ს. მაშასადამე, 27 ნოემბერს, როცა დედამიწამ ეს წერტილი გაიარა,
კომეტას უკვე შემოვლილი ჰქონდა მზე და საშინელის სიჩქარით მიჰქროდა უკან
თავისი ორბიტის მეორე ხაზით იუპიტერის ორბიტისაკენ. რაც შეეხება
მეტეორების იმ წვიმას, რომელმაც გაანათა 27 ნოემბერს დედამიწის ატმოსფერო,
ეს იყო მეტეორების ჩვეულებრივი "ნოემბრის ჯგუფი", ასტრონომიაში
"ეონიდებად" წოდებული. შეუძლებელია ეს ყოფილიყო ბიელას ნანგრევები,
კიდეც რომ შემთხვეოდა ამ კომეტას კატასტროფა, თუნდაც იმიტომ, რომ ეს
წერტილი მან გაიარა, როგორც ვთქვი 16 სექტემბერს და 27 ნოემბრამდე ეს
ნანგრევები ერთ ადგილს არ დაუწყებდნენ დედამიწას ლოდინს.
- მაშ, სად გაქრა კომეტა? - იკითხა კამარელმა, - რატომ არ გამოჩნდა თავის
გზაზე ჩვეულებრივად, თუკი დაშლილი არ იყო? - კომეტა არ დაშლილა. იგი
განაგრძობს უცვლელად თავის ორბიტზე სრბოლას. და გენიალური ლიტტროვის
გამოანგარიშების თანახმად, ის გასჭრის დედამიწის ორბიტს 1933 წლის ნოემბრის
25-ს.
კამარელი ოდნავ შეშფოთდა.
- და ამ დროს დედამიწა იქნება სწორედ იმ წერტილზე, სადაც ორბიტები
ერთმანეთს გადაკვეთენ, - დაასრულა ვაისმანმა.
- მაშასადამე? - წამოიძახა კამარელმა.
- მაშასადამე, დაჯახება აუცილებელია.
- ამას უფრო დამაჯერებელი დასაბუთება სჭირია, - შეედავა კამარელი.
- ინებეთ! ვაისმანმა ქაღალდებს რევა დაუწყო.
- მე უკვე ვიცი, რამ გამოიწვია მეცნიერების შეცდომა. ბიელას კომეტა, რომელიც
სჭრის დედამიწის ორბიტს, თავის მხრივ განიცდის მეორე მეზობელ კომეტის
ამგვარსავე დაუპატიჟებელ შემოჭრას. ამ კომეტას ჰქვია ენკე . მე თქვენ ახლავე
გაგაცნობთ ამ კომეტის ორბიტსაც.
ვაისმანმა გაშალა რუკა და კამარელს წინ დაუდო.
(სურათი)
ეს არის დედამიწის, ბიელას და ენკეს ორბიტების ურთიერთ მდგომარეობა:
A1B1C1 - დედამიწის ორბიტია, A1B1g1- კომეტა ბიელას ორბიტი, D1E1t - კომეტა
ენკეს ორბიტი. როგორც ვხედავთ, ბიელა ჯერ გადაჭრის ენკეს ორბიტს, შემდეგ
შემოიჭრება დედამიწის ორბიტში. როგორც ჩემმა გამოანგარიშებამ დაამტკიცა, ეს
თქვენ შეგიძლიათ ახლავე შეამოწმოთ, სწორედ 1872 წლის აგვისტოს 2-ს მოხდა
ბიელას და ენკეს შეხვედრა ამ წერტილზე. ეს არ იყო დაჯახება, ვინაიდან ორივე
კომეტის მთავარმა მასამ ერთიმეორეს გვერდი აუხვია. მხოლოდ ენკემ ჩააქრობიელას ელვარე გარსი, რადგანაც მოხდა ელექტრო-მაგნიტური სხივების უეცარი
დაცლა კომეტების აირის კონტაქტის გამო. ჩამქრალი ბიელა ტელესკოპში არ
გამოჩნდა.
ვაისმანმა ფორმულებით და ციფრებით აჭრელებული ქაღალდი გადასცა
კამარელს.
მართალია, ლეტარგინისა და შორეული ხილვის ეკრანის მოულოდნელობამ
შეაკრთო კამარელი, მაგრამ კომეტების საკითხს ისე კარგად იყო გაცნობილი და
იმდენად უფრო ჩვეულებრივი მოვლენა იყო მისთვის ეს ყოველგვარი
ფანტასტიკის გარეშე ნაწარმოები ანგარიში, რომ აქ იგი არა გრძნობდა შიშის
მომგვრელ ჟრუანტელს, რითაც იმსჭვალებოდა ხოლმე ყოველთვის, როცა ეკრანის
ფორმულაზე გაიფიქრებდა. ის უკვე თავის ბუნებრივ ატმოსფეროში გრძნობდა
თავს და ამიტომ სრული სიდინჯით შეუდგა ვაისმანის ციფრების შემოწმებას.
მაგრამ რაც უფრო მეტს აკვირდებოდა ამ ციფრების კორიანტელს, მით უფრო
ემჩნეოდა მის სახეს აღელვება და ბოლოს, როცა გაეცნო ყველა სქემას,
ქაღალდები დაკეცა, ნელა დაალაგა მაგიდაზე, ხმის ამოუღებლად წამოდგა და
ოთახში სიარული დაიწყო.
- თქვენ მართალი ხართ, - ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ მიმართა ვაისმანს, -
თქვენი ანგარიში სწორია. რა უმნიშვნელო რამ ჩრდილია საკმაო ხშირად, რომ
მეცნიერების ბრწყინვალე თვალებს ბინდი აეკრას. როცა უმეშვეო საფრთხის
არავითარი საფუძველი არ არსებობდა, ხალხი ღელავდა და შიშისაგან
კანკალებდა, ახლა კი, როცა აუცილებელი კატასტროფა მოახლოვებულია, არავინ
საფრთხეს არ მოელის.
- საჭიროა გაფრთხილება, - წყნარად წარმოსთქვა ვაისმანმა.
კამარელმა გაიკვირვა: - რა აზრი აქვს გაფრთხილებას? - მეცნიერებამ თავისი
მოვალეობა უნდა მოიხადოს. ვინ იცის, რას შეიძლებს კაცობრიობა უკიდურეს
საფრთხის წინაშე! კამარელი ხელმეორედ მიუჯდა მაგიდას და გადასინჯა
საბედისწერო ციფრები.
ვაისმანი იჯდა ქანდაკებასავით გაუნძრეველი და კამარელს შესცქეროდა.
- კატასტროფა აუცილებელია! - აღელვებით დაასკვნა კამარელმა. - სამწუხაროდ,
კაცობრიობა სრულიად უძლურია ამ საფრთხის წინააღმდეგ. ამიტომ ვფიქრობ,
უმჯობესია არაფერი იცოდეს ამის შესახებ.
- მე არ გეთანხმებით, - ენერგიულად მიუგო ვაისმანმა. - რა უფლება გაქვთ
დაუმალოთ ქვეყანას მოსალოდნელი საფრთხე? არიან სხვა მეცნიერები, იქნება
მათ გამონახონ რაიმე საშუალება, დაე, მათაც იკვლიონ უბედურების
ასაცილებელი ხვეულები.
კამარელს უცებ მოაგონდა მარსელი ქალის მიუწვდომელი სახე და იგრძნო
გასაკვირალი სიმშვიდე: თითქო მძიმე ტვირთი მოსცილდა გულს. უსაზღვროების
ფანჯრიდან შემოჭრილი მისი პიროვნული კატასტროფა გადაიქცა მსოფლიო
კატასტროფის წინამორბედ გრგვინვად, რომელიც თანდათან უახლოვდება
საცოდავ დედამიწას. რათა ორი წლის შემდეგ სამუდამოდ გააბნიოს მისი ლეშის
ნანგრევები გაყინული სივრცის უფსკრულში. თუ შეუძლებელია ადამიანისათვის
გადაახტეს ამ უფსკრულს, დასძლიოს მისი უსაზღვრო სიბნელე და აფრინდეს
შორეულ სფეროში სულის დამატკბობელ ჩვენებათა განსაცხადებლად,
უმჯობესია, სამარადისოდ დაასამაროს ამ უნაპირო საფლავში მღელვარე გული
და უფრთო სხეული.- ამაშიც მართალი ხართ, - უთხრა მან ვაისმანს და წამოდგა, - კაცობრიობამ
უნდა იცოდეს, რა ელის მას.
***
მეორე დილით კამარელმა პულკოვოს ობსერვატორიის დირექტორს გაუგზავნა
შემდეგი შინაარსის დეპეშა: "არის საფუძველი დავასკვნათ, რომ კომეტა ბიელა
უახლოვდება დედამიწას. საჭიროა დაკვირვებით გაისინჯოს ვარსკვლავთა
ფოტოგრაფიული რუკები, რათა შემოწმებულ იქნას, გაიარა თუ არა ამ კომეტამ
ორბიტების კრიტიკული წერტილი 1920 წლის 17 ოქტომბერს და 1927 წლის 21
აპრილს".
სამი დღის შემდეგ კამარელმა პასუხი მიიღო. პულკოვის ობსერვატორიის
ფოტოგრაფიებში კომეტა არ აღმოჩენილა, მაგრამ მას შეკითხვა დაუგზავნია შვიდ
უმთავრეს ობსერვატორიისათვის; მათგან ორს დადებითი პასუხი მიუცია:
ჰამილტონის ობსერვატორიას (კალიფორნია) და ბოუდენ-შტატიონ-ს (პერუს
მიდამო). ეს ორი ობსერვატორია იმყოფება განსაკუთრებით უპირატეს
ატმოსფერულ პირობებში და ამიტომ ბოლოწაჭრილ უშუქო კომეტის ბუნდოვანი
ჩრდილის დაჭერა მხოლოდ მათ მოუხერხებიათ. მაგრამ, როგორც პულკოვის
ობსერვატორიის დირექტორი იტყობინებოდა, ამ ჩრდილის მაგვარ
სხეულისათვის ყურადღება არავის მიუქცევია და ბიელას მობრუნება სენსაციას
გამოიწვევს, თუ გამართლდაო.
კამარელისათვის ეს ცნობა სავსებით საკმარისი იყო.
მან დაამზადა წერილი, რასაც შიშის ქარიშხალში უნდა გაეხვია მთელი
დედამიწა და ვიდრე გამოაქვეყნებდა, გადაწყვიტა მეცნიერთა ვიწრო წრეში
წაეკითხა, რომ პატარა ფარგლებში შეემოწმებინა მოსალოდნელი დიდი
შთაბეჭდილება.
მოხსენება წაიკითხა ფრთხილი, მეცნიერული სიდინჯით, რომ თავიდანვე
ამაღელვებელი ატმოსფერო შეექმნა. კატასტროფის საკითხი
ფრჩხილებგაუხსნელად ჩაატარა, ფორმულებისა და ოდნავ მისახვედრი
შედეგების დამშვიდებულ სიტყვებში უჩინრად მიმალა საშინელი ჭეშმარიტების
მკბენარი მორიელი.
მოხსენება გათავდა.
თითქმის არავითარი შთაბეჭდილება.
პაუზა.
სიჩუმე დაარღვია თავმჯდომარემ: - შეკითხვა ხომ არავის გაქვთ? - მაქვს! -
ბრძანეთ! - მომხსენებლის ანგარიშით დედამიწას კომეტა უნდა დაეჯახოს.
როგორ ფიქრობს მომხსენებელი - რა შედეგი ექნება ამას დედამიწისათვის?
კრებამ ყურები სცქვიტა. ამ შეკითხვამ სულ სხვა სახე მისცა მოხსენებას.
სიტყვების თბილ საბნიდან მორიელმა ერთი ფეხი გამოჰყო.
- სხვა, ვისა გაქვთ შეკითხვა? არავის! - სხვა რაა საკითხავი? მთავარი ესაა.
კამარელი თითქოს ანკესზე წამოაგეს.
მაგრამ გამოცდილი თეზი გაუსხლტა ანკესს და წყალში ბუნდოვნად ჩასრიალდა.
- ამჟამად მე ვიკვლევ კომეტის მასას. დაჯახების შედეგი იქნება უმნიშვნელო,
თუ კომეტა მცირე სიმძიმის აღმოჩნდა, მაგრამ თუ მას თავისი მასის სიმკვრივე
და მოცულობა ძველი აქვს, მაშინ მოსალოდნელი იქნება დედამიწისათვის მეტად
სახიფათო მდგომარეობა.- რატომ არის მოსალოდნელი კომეტის ძველი მასის შემცირება? - კიდევ
შეეკითხა იგივე ხმა.
- აკი მოგახსენეთ, 1872 წელს ეს კომეტა დაეჯახა მეორე კომეტას. მაშინ ჩაქრა
მის ანთებული გარსი. შესაძლოა მასაც დაიშალა ნაწილობრივ! - თუ კი კომეტას
შერჩა ძველი მასსა, - განაგრძობდა შემკითხველი, - კონკრეტულად რა ხასიათის
კატასტროფაა მოსალოდნელი ჩვენი პლანეტისათვის? - ეს იქნებოდა დედამიწაზე
სიცოცხლის უეცარი განადგურება, - მიუგო კამარელმა, - თვითონ დედამიწას,
როგორც პლანეტას, შეიძლება არაფერი ზიანი მოუვიდეს, მაგრამ სიცოცხლის
ყოველგვარი ფორმა მასზე უთუოდ დაინგრევა, რადგანაც კატასტროფა
გამოიწვევს დედამიწის კანის სრულ დაშლას, შესაძლოა დედამიწა აენთოს. მაშინ
იგი მილიონ წლების განმავლობაში ივლის ჩვენს სისტემაში როგორც მეორე
პატარა მზე.
დარბაზში შიშის პირველმა ნიავმა დაჰბერა და ბევრს თმა აუბურძგნა.
მორიელი ნახევრად გამოძვრა სიტყვების აბლაბუდიდან.
- რამდენად არის მოსალოდნელი საერთოდ ამგვარი კატასტროფა? - განაგრძობდა
შემკითხველი. - მეცნიერებამ იცის თუ არა ასეთი შემთხვევა მსოფლიოში?
დედამიწა ამდენი ხანია არსებობს და თუ წარსულში არაფერი შემთხვევია,
რისთვის უნდა ველოდოთ მომავალში ამგვარ ხიფათს? კრებამ იმედიანად
ამოისუნთქა.
მორიელმა ფეხი დამალა.
კამარელმა შემკითხველს პასუხი გასცა.
- მეცნიერებამ იცის კატასტროფის შემთხვევები მსოფლიოში. ეგრეთ წოდებული
ცვალებადი და ახალი ვარსკვლავები წარმოადგენენ მსოფლიო კატასტროფათა
შედეგს. ცაში მოულოდნელად აენთება ახალი ვარსკვლავი ან უკვე არსებული
ვარსკვლავი უფრო მეტი სიძლიერით დაიწყებს კაშკაშს. მეცნიერებამ გამოარკვია,
რომ ეს კატასტროფის შედეგია: პირველ შემთხვევაში შორეული მზის სისტემის
რომელსამე ბნელ პლანეტას დაეჯახა ამ სისტემაში მოულოდნელად შემოჭრილი
სხეული და აანთო იგი. მეორე შემთხვევაში ეს გარეშე სხეული დაეჯახა თვით
მზეს და გაუდიდა სხივოსნობის ძალა.
აი, რას ამბობს ერთი ასეთი შემთხვევის გამო მეცნიერი ფოგელი: "1892 წელს
აღმოჩენილ იქნა ახალი ვარსკვლავი Nova Aurigac.
ეს ვარსკვლავი 1891 წლის 2 ნოემბრამდე იყო მე-13 სიდიდის, სრულიად
უმნიშვნელო და ძნელად შესამჩნევი. იმავე წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში
ვარსკვლავი გადიდდა მე-7 სიდიდის ზომამდი. 7 დეკემბერს მიაღწია მე-6
სიდიდეს.
20 დეკემბერს კი ვარსკვლავი კაშკაშებდა, როგორც მე-4 სიდიდის ბრწყინვალე
მნათობი. შემდეგ დაიწყო დაბნელება, თანდათან უკლო სინათლეს და 1892 წლის
აპრილის დამლევს სრულიად გაქრა".
"ბუნებრივია ისმება საკითხი, - ამბობს ამის შესახებ ფოგელი, - როგორ უნდა
ავხსნათ ყველა ეს ფაქტი, შენიშნული სამყაროს შორეულ სივრცეში? მე ვფიქრობ,
ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყავით უდიდესი კოსმიური კატასტროფის მოწმენი. ჩვენი
აზრით, უზარმაზარი ბნელი სხეული საშინელი სიჩქარით შეიჭრა რამდენიმე
პლანეტიან მზის სისტემაში და მოულოდნელად დაარღვია ამ სისტემის წესი და
მშვიდობა. თუ პირდაპირ არ დასჯახებია ეს სხეული სისტემის ცენტრალურ
მნათობს, რომელიც უნდა წარმოვიდგინოთ თითქმის უკვე გაცივებულ
მდგომარეობაშია, ისე ახლოს გაუქროლა მას, რომ თავისი დიდიმიმზიდველობის ძალით გამოიწვია მნათობის შინაგანი თხელი ნივთიერების
ღელვა, მნათობის კანის გასკდომა და ავარვარებული სითხის პროტუბერანცების
სახით სივრცეში გადაღვრა".
ასეთსავე აზრს გამოთქვამს მეცნიერი მაიერი: "ყველა ფაქტი და ჰიპოთეზა რომ
ერთმანეთს შევუფარდოთ, - ამბობს იგი, - პირველყოვლისა, უნდა დავასკვნათ,
რომ ახალი და ცვალებადი ვარსკვლავების წარმოშობა ატარებს კატასტროფის
ხასიათს: ეს უეცრად ანთებული ვარსკვლავები წარმოადგენენ რომელიმე
დაღუპული ქვეყნის სამგლოვიარო ჟინჟღილს".
თვით ჩვენი მზის სისტემაშიც, როგორც მტკიცდება, ჰქონია ასეთს კატასტროფას
ადიგლი. როგორც ცნობილია, პლანეტების დაშორება მზისაგან ემყარება ერთგვარ
კანონს. ამ კანონის მიხედვით მარსსა და იუპიტერს შუა უნდა ყოფილიყო კიდევ
ერთი პლანეტა. როცა ასტრონომებმა დაუწყეს ამ პლანეტას ძებნა, სწორედ იმ
ადგილას, სადაც გამოანგარიშებით პლანეტაუნდაყოფილიყო აღმოაჩინეს პატარა
სხეულების მთელი გროვა, ეგრეთ წოდებული ასტეროიდები. მათი რიცხვი 1600-
მდე ადის. მეცნიერების აზრით, ისინი წარმოადგენენ პლანეტის ნანგრევებს.
ცხადია პლანეტას დასჯახებია რომელიმე კომეტა, თვითონაც დაშლილა და
პლანეტაც დაუნგრევია.
მაშასადამე, მზის სისტემაში, თითქმის დედამიწის გვერდით, მომხდარა ასეთი
კატასტროფა და რატომ იქნება გასაკვირი, რომ ეს ხიფათი ჩვენს პლანეტასაც
შეემთხვას! მართალია, დედამიწას ხანგრძლივი წარსული აქვს, მაგრამ
გეოლოგიური ანგარიშით იგი ჯერ კიდევ ჭაბუკობის ასაკშია. და ის ფაქტი, რომ
მას წარსულში არაფერი გასჭირვებია, არ ამტკიცებს მომავალი უბედურების
შეუძლებლობას.
ჩამოვარდა სიჩუმე.
ჩვეულებრივი მეცნიერული ხასიათის სხდომა უჩვეულო განწყობილებამ მოიცვა.
- შეკითხვა კიდევ! - წარმოსთქვა მათემატიკის პროფესორმა.
- ინებეთ! - 1872 წლის შეჯახებას შეეძლო თუ არა დაეშალა ნაწილობრივ
კომეტის მასა? და თუ კომეტამ მასსა დაჰკარგა, შეეძლო თუ არა მას იმავ
ორბიტზე სრბოლა და დარჩებოდა თუ არა ამ შემთხვევაში მისი ბრუნვის
პერიოდი უცვლელად? კამარელი მიხვდა, რომ ფრჩხილები უნდა გახსნას.
- კომეტას ორბიტი და ბრუნვის პერიოდი არ შეუცვლია, მაშასადამე, მართალია
შემკითხველი, მასსაც ძველი უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, ეს ფაქტი თითქმის
უაზროდ ხდის კომეტის მასსის კვლევას, მაგრამ მდგომარეობის სიმწვავის გამო
მოვლენის ყოველი მხარე ზედმიწევნით უნდა იქნეს შესწავლილი.
- მაშასადამე, იმ ფაქტებისა და მოსაზრებათა მიხედვით, რაც ამჟამად ჩვენს
განკარგულებაშია, კატასტროფა აუცილებელია.
- თითქმის! - უპასუხა კამარელმა.
კრებას დაეტყო, რომ კრიტიკული წამი დადგა.
ერთი დამსწრეთაგანი წამოდგა და დარბაზიდან გავიდა. ფრთხილად დაწყებული
ოპერაცია მტკივნეული შეიქნა. მშვიდობიან სიტყვებში შეფუთვნილი მორიელი
გამოძვრა დახეულ არტახებიდან და დამსწრეთა გრძნობიერების საერთო ნერვში
გესლი ჩაანთხია. კამარელის მეცნიერული ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო,
მისი მოხსენების საფუძვლები იმდენად მტკიცე და დამაჯერებელი, რომ
შედავება საოცრად ძნელდებოდა.
- როგორც სჩანს, ვიღუპებით! - სცადა პროფესორმა ულმობელი კითხვის
ღიმილით შენელება. - მეცნიერებას, თანამედროვე ტექნიკას აქვს თუ არა რაიმესაშუალება კატასტროფის ასაცილებლად? - კაცობრიობას არ შეუძლია ასეთი
მასშტაბის კოსმიური პროცესის შეცვლა, ან შეჩერება, - მიუგო კამარელმა.
ვიღაცამ სიტყვა მოითხოვა.
- მე მინდა მომხსენებელმა ერთი განამრტება მომცეს, - სთქვა მან. - როგორც
მოხსენებიდან სჩანს, კომეტა ბიელას და დედამიწის ბრუნვის პერიოდები იმგვარ
ურთიერთობაში არიან, რომ ეს ორი სხეული ყოველ 2500 წელს ერთხელ უნდა
შეხვდნენ ერთმანეთს მათი ორბიტების გადაკვეთის წერტილზე. დედამიწა
არსებობს მრავალ მილიონ წლების განმავლობაში. მაშასადამე, იგი უნდა
დაღუპულიყო ამ კატასტროფისაგან თავისი არსებობის პირველსავე საუკუნეებში
და თუ დღემდე მოახერხა უვნებლად გადარჩენა ამ საბედისწერო შეხვედრისაგან,
რა საფუძველით ამტკიცებს ახლა მეცნიერება, რომ ეს შეხვედრა რაღაც
განსაკუთრებულია და უკანასკნელი? ეს მოსაზრება თუმცა უიმედო იყო, მაგრამ
შეშინებულ გონებას ხსნის მალამოდ ჩაეწვეთა.
- მე ჩემს მოხსენებაში გაკვრით შევეხე ამ საგანსაც, - მიუგო კამარელმა, -
რადგანაც კრების ნაწილისათვის საკითხი საკმაოდ გაშუქებული არ ყოფილა,
საჭიროდ მიმაჩნი უფრო ვრცელი განამრტება წარმოგიდგინოთ.
კომეტები ჩვენი მზის სისტემის პირვანდელი წევრები როდი არიან. კომეტა
მოდის უსაზღვრო სივრციდან, და როცა გაივლის მზის ახლო, იგრძნობს მზის
მიმზიდველ ძალას და გაექანება მისკენ ისეთი სისწრაფით, რომ ვერ ახერხებს
ზედ დაცემას, შემოუვლის ირგვლივ და ინერციის ძალით გავარდება პარაბოლის
მეორე გვერდით და გაიქროლებს ისევ უსაზღვროებისაკენ.
მაგრამ შეიძლება მზის სისტემაში შემოსვლის, ან გასვლის დროს ისე ახლოს
გაუაროს რომელსამე დიდ პლანეტას, რომ ამ უკანასკნელმა შესცვალოს მისი
გზის მიმართულება და კომეტა დაატყვევოს მზის სისტემაში.
მაგალითად, იუპიტერს, როგორც უდიდეს პლანეტას, დატყვევებული ყავს 23
კომეტა. თავისი უზარმაზარი მიმზიდველობის ძალით ეს პლანეტა ღუნავს
ახლოს გავლილ კომეტის პარაბოლას, აქცევს მას ელიპსად და ერთხელ ცის
უსაზღვროებიდან შემთხვევით შემოჭრილ კომეტას ხდის ჩვენი სისტემის
მუდმივ წევრად.
ხდება ზოგჯერ პირუკუ მოვლენაც: რომელსამე პერიოდულ კომეტას ისე აუქნევს
ხელს მის ახლო გავლის დროს, რომ ბურთსავით აისვრის უსაზღვროებაში და
სამუდამოდ აგდებს მზის ოჯახიდან.
ბიელაც სწორედ იუპიტერის მიერ დატყვევებულ კომეტების რიცხვს ეკუთვნის.
როდის ჩამოვარდა ეს კომეტა ჩვენს სისტემაში, ამის გამორკვევა ძნელია.
მე ვფიქრობ, მას უკვე ჰქონდა დედამიწასთან სამი შეხვედრა. დედამიწის
ელიპსის საკუთარი ბრუნვის გამო, ეს სამი შეხვედრა არ იყო კრიტიკული,
მაგრამ კატასტროფებს მაინც ჰქონდა ადგილი. ჩემი აზრით, ატლანტიდის
დაღუპვა, ყინულოვანი პერიოდი და მსოფიო წარღვნა, ეს სამი კატასტროფიული
მოვლენა არის ბიელასთან შეხვედრის შედეგები.
მომავალი მეოთხე შეხვედრა ხდება სწორედ კრიტიკულ წერტილზე. ამიტომ
არის ეს შეხვედრა უფრო სახიფათო.
ჰაერი დამძიმდა შიშის ვიბრიონებით.
უცნობი, არაჩვეულებრივი გრძნობა დაეუფლა კრებას. შიში იყო სხვაგვარი,
რაღაც არაადამიანური, განუცდელი.
ყოველი მათგანი, ვინც ამ კრებაზე იყო, შეიძლება წარბშეუხრელად შეხვედროდა
პირად სიკვდილს, მაგრამ მთელი დედამიწის ერთდროული უეცარი სიკვდილისგრძნობა ვეღარ ეტეოდა გონების ფარგლებში და იწვევდა გაუგებარ სულიერ
განწყობილებას.
ჩამოვარდა სრული სიჩუმე.
დარბაზში დამცინავ დისონანსად შემოიჭრა ქუჩიდან გაზეთის გამყიდველის
უდარდელი ტენორი: "კომუნისტი!" "ზარია!" "სამუდამო კალენდარი!"
- ამხანაგებო! - გაისმა უკანა რიგებიდან. - ვუყურებ ამ პატიოსან კრებას და ვერ
გამიგია, რაშია საქმე, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა უნდა ვქნათ, როცა ჩვენს
საქმეს, ჩვენს სიცოცხლეს რამე საფრთხე მოელის. მზადა ვართ ბრძოლისათვის
და თავსაც გავწირავთ, თუ მდგომარეობა მოითხოვს, მაგრამ კომეტა რომელიც
დედამიწას უნდა დაეჯახოს, არის ბუნების სტიქიონი, ისეთი ხასიათისა და
ზომის, რომ შეუძლებელია ფიქრიც მის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ყოველ
შემთხვევაში, დღევანდელი მოხსენებიდან ასე ირკვევა - რა დაგვრჩენია ჩვენ?
ძალა, რომელიც ჩემი გავლენის გარეშე დგას, მე არ მაინტერესებს. ჩემი აზრით
ჩვენ თავი უნდა დავანებოთ იმაზე ფიქრს, თუ როგორ შევძლოთ შეუძლებელი.
იმ კომეტას შემოსვლა არ უკითხავს ჩვენთვის, არც გასლას გვკითხავს. ჩვენ
ჩვენი საქმე გვაქვს, დავუბრუნდეთ ყველა ჩვენს სამუშაოს და უმჯობესი იქნება
იმ კომეტაზე ლაპარაკსა და წერას სულ დავანებებდეთ თავს: გარდა პანიკისა
არაფერი გამოვა უიმედო მითქმა-მოთქმისაგან. რაც აუცილებელია - თავისთავად
მოხდება. თუ განწირული ვართ, რა საჭიროა სიკვდილამდე თვალების დათხრა!
კრება დასრულდა.
ამ სიტყვამ ბევრს დაუბრუნა გონების სიფხიზლე. მაგრამ ბევრს თან გაჰყვა
მორიელის გესლი.
VI - პანიკა
მეორე დღეს დეპეშათა სააგენტომ მთელ ქვეყანას გადასცა ცნობა კამარელის
მოხსენების შესახებ. ორი დღის შემდეგ მან მიიღო სხვადასხვა ქვეყნის
მეცნიერთაგან მრავალი შეკითხვა. პასუხად კამარელმა თავისი წერილი
გამოაქვეყნა.
კამარელის წერილმა სენსაცია გამოიწვია. ევროპისა და ამერიკის 17-მა
ობსერვატორიამ შეამოწმა კამარელის დასკვნა და უდავოდ დაამტკიცა საშინელი
კატასტროფის აუცილებლობა.
მეცნიერებმა გამოიანგარიშეს მომავალი კატასტროფის ხასიათი და
თავზარდამცეი შედეგი მიიღეს; კომეტის მასსა იმ ზომამდე დიდი აღმოჩნდა,
რომ დაჯახებას უნდა გამოეწვია დედამიწის ორად გაყოფა. "გასკდომამდე
დედამიწა აენთება, - სწერდა ერთი ამერიკელი მეცნიერი, - დაიწყებს თავისი
ღერძის ირგვლივ ტრიალს საშინელი სისწრაფით და ეკვატორი ნელ-ნელა შუაზე
გაიყოფა ერთ-ერთი მერიდიანის რკალით. შემდეგ ორივე ნახევარი მიიღებენ
სფერულ ფორმას, ერთმანეთს დაშორდებიან 50 ათას კილომეტრით და
ერთიმეორის გარშემო დაიწყებენ ბრუნვას. 1933 წლის 25 ნოემბერს, საღამოს 5 ს.
და 43 წ. გრინვიჩის დროით, კაცობრიობა სამუდამოდ შესწყვეტს თავის
არსებობას".
პირველ ხანებში ფართო საზოგადოებას დიდი ყურადღება არ მიუქცევია ამ
ცნობისათვის, მხოლოდ მეცნიერთა წრეებში სდუღდა მომავალი უბედურების
წინასწარი მტკიცების საშინელი ხვატი. მაგრამ როდესაც სპეციალურ
ორგანოებიდან ეს ამბავი პოლიტიკურმა პრესამ ქვეყანას მოსდო, სენსაციამ
მიიღო საყოველთაო პანიკის ხასიათი.სწრაფად მოედო მსოფლიოს პანიკა. მრავალ ქვეყანაში ბირჟამ პანიკას უპასუხა
უმაგალითო არევდარევით, რამაც ეკონომიურ-ფინანსური ქაოსი გამოიწვია. სამი
დღის განმავლობაში უდიდესი ფინანსური ტრესტებისაგან ნანგრევები-ღა დარჩა.
არ გასჭრა არავითარმა მოწოდებამ, რომ კატასტროფამდე მაინც არ უნდა
დაინგრეს საზოგადოებრივი ცხოვრება, რომ "რაღაც იმედებია" და სხვა.
მსოფლიო აფართხალდა, როგორც ბნედამორეული ავადმყოფი. ევროპაში პანიკამ
მრავალგვარი სახე მიიღო. ზოგიერთები თავდავიწყებულ გარყვნილებას მიეცნენ
და ავხორცობის ვაკხანალიამ დაფარა შიშისა და უძლურების გრძნობა. ქვეყანას
მოენგრა ბურჯები და თავდაყირა გადაბრუნდა ცხოვრების ყველა საფუძველი.
თითქო წაიშალა სოციალური საზღვრები და თავზარდაცემული ხალხის ბრბო
საშინელი უფსკრულის წინაშე სცურავდა სიგიჟისა და გარყვნილების მორევში.
ინგლისის მთავრობამ გამოაქვეყნა პატრიოტული მოწოდება: - ბრიტანელებო!
მსოფლიოს მეზღვაურებო! რამდენჯერ გამოგიჩენიათ სულის უმაგალითო
სიმტკიცე და რაინდობა დასაღუპავად გამზადებულ გემების ბაქნებზე.
რამდენჯერ ჩაძირულხართ თქვენ საყვარელ გემთან ერთად ოკეანის ცივ
უფსკრულში უსიტყვოდ, წარბშეუხრელად, თქვენი განუყრელი ჩიბუხით პირში.
მეზღვაურებო! იღუპება ჩვენი უკანასკნელი ხომალდი, საყვარელი ჩვენი
პლანეტა, რომელიც ამდენ ხანს ღირსეულად ატარებდა ბრიტანეთის მაღალ
დროშას. დადექით ხომალდის ბაქანზე თქვენ-თქვენს ალაგას, დაიცავით
დისციპლინა, და დანარჩენ კაცობრიობას, - ხომალდის მგზავრებს, - ერთხელ
კიდევ და უკანასკნელად უჩვენეთ თქვენი გმირული ბუნება, უშიშარი გული და
მტკიცე ხასიათი! მეზღვაურებო! დაე, უკანასკნელად დაიღუპოს სივრცეში
უიმედო და განწირული კივილი: - SOS! მაგრამ ამ კივილს თან გაჰყვეს დროშად
ჩვენი ქედმაღალი ერის გმირული სიმღერა:
"გიახლოვდები, გიახლოვდები მე შენ უფალო!.."
ასე მოიქცნენ სხვა ქვეყნის მთავრობებიც, მაგრამ ამაოდ... პანიკა გრძელდებოდა.
***
დადგა 1932 წლის იანვარი.
პანიკის გავრცელებიდან სამი კვირის განმავლობაში მთელი მსოფლიო ციებ-
ცხელებიან ავადმყოფივით ცახცახებდა და ბოდავდა.
მომავალი სიკვდილი ათასჯერ დამტკიცებული იყო, არსაიდან საშველი არ
სჩანდა და ზარდაცემულ გონებას საშინელი აღსასრულის აჩრდილი თანდათან
უახლოვდებოდა.
იანვრის 10-ს რომში შესდგა კათოლიკური სამღვდელოების საგანგებო მსოფლიო
კრება. კრების დღის წესრიგში იდგა ერთადერთი საკითხი: "მეორედ მოსვლის
ნიშნები და სამღვდელოების ტაქტიკა". კრება გახსნა რომის მთავარმა
ეპისკოპოსმა "უწმინდესი პაპის" სახელით და წარმოსთქვა შესავალი სიტყვა:
"ქვეყანა წარყვნა ურწმუნოებამ, კაცობრიობამ დაივიწყა ღმერთი და თაყვანსა
სცემს ყოველგვარ ბიწიერებას. და განრისხდა უფალი ღმერთი ჩვენი და
ცეცხლისა და წარღვნის მოლოდინით დააქრო უკეთური გონება ადამიანისა;
ცახცახებს შიშისაგან სასოწარკვეთილი უგუნურება, აღარ არის იმედი
დამატკბობელი და იტანჯება სული უნუგეშო. სისხლითა და კაცთა
მძულვარების შხამით აღივსო ჭურჭელი სიყვარულისა და სათნოებისა.
ვილოცოთ უფალისა ჩვენისა მიმართ, რათა გარდამოგვივლინოს ძემან ღვთისამან
იმედი და ნუგეში და ყოვლად სახიერმან განამტკიცოს სარწმუნოება ჩვენი".სამოციქულო კათედრაზე ადის მომხსენებელი, ღრმად მოხუცებული პრელატი
მამა ბენედიკტე.
მამა ბენედიკტე: ქრისტეს მიერ ძმანო და ღისნო მამანო! სრულდება ანდერძი
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: აღსდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფება
მეუფებასა ზედა და იყვნენ ძრავნი ადგილ-ადგილ, და იყვნენ სიყმილი და
შფოთნი... მისცეს ძმამან ძმას სიკვდილად და მამამან შვილი. და აღსდგეს
შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდეს მათ... ხოლო ოდეს იხილოთ
საძაგელი იგი მოოხრებისა, თქმულ დანიილ წინასწარმეტყველისა მიერ,
მდგომარე ადგილსა წმინდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისხმა ჰყვავნ...
რამეთუ იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არა სადა იქმნა ესე ვითარი
დასაბამითგან, როემლ დაჰბადნა ღმერთმან, ვიდრე აქამომდე და აღარცა იყოს...
აჰა ესერა წინასწარ გითხარ თქვენ ყოველი. მათ დღეთა შინა შემდგომად ჭირისა
მის მზე დაბნელდეს და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თვისი, და
ვარსკვლავნი ზეცით გარდამოსცვივენ, და ძალნი, რომელნი იყვნენ ცათა შინა,
შეიძრნენ. და მაშინ იხილონ ძე კაცისა მომავალი ღრუბელთა ზედა ძალითა
დიდ დიდებითა მრავლითა...
ერთი დელეგატი: (ადგილიდან) ზეპირად ვიციო, მამაო, ზეპირად! თქვენ ის
გვიბრძანეთ - ძე კაცისა მოდის თუ სატანა ჯოჯოხეთისა? თავმჯდომარე: ვინ
არის, უბედური, სიტყვას აწყვეტინებს მოციქულთა სწორს? ერთი დელეგატი:
შეწუხებულ არს სული ჩემი, ვიდრე სიკვდილამდე, მამაო ჩემო, და ველი
სიტყვას ახალსა და ნათელს, რათა განმიფანტოს ბურუსი, დაკმეული
მეცნიერთაგან ურიცხვთა. ხოლო სახარება ვიცი ფრიად.
მამა ბენედიკტე: (განაგრძობს) და მაშინ წარავლინეს ანგელოსნი მისნი და
შეჰკრიბნეს რჩეულნი თვისნი ოთხთაგან ქართა, კიდითგან ქვეყნისათა, ვიდრე
კიდემდე ცისა... და აჰხდა კვამლი იგი საკმეველითა ლოცვისა მიმართ
წმინდათასა ხელისაგან ანგელოსისა წინაშე ღვთისა, და აღიღო ანგელოსმან მან
სასაკმეველი იგი, აღავსო ცეცხლისა მისგან საკურთხეველსა და დაასხა იგი
ქვეყანას, და იქმნეს ქუხილნი და ხმანი, და ელვანი და ძრვა. და მშვიდთა
ანგელოსთა, რომელთა აქვნდეს შვიდნი იგი საყვირნი, გამზადნე თავნი თვისნი
ცემად. და პირველმან მან ანგელოსმან დასცა საყვირსა, და იქმნა სეტყვა და
ცეცხლი, შეერთებული სისხლითა და მოვიდა ქვეყნად...
მეორე დელეგატი: ჩვენ აქ მოვედით არა იმისათვის, რომ საღმრთო წერილი
ვიკითხოთ, ჩვენ გვინდა გავიგოთ - რა მოხდა, რას უნდა ველოდეთ და როგორ
მოვიქცეთ? თავმჯდომარე: საღმრთო წერილია ჩვენი გზის მაჩვენებელი. იქონიეთ
მოთმინება! მამა ბენედიკტე: მეორემან ანგელოსმან დასცა საყვირისა და ვითარცა
მთა დიდი მოტყინარე ცეცხლითა შთავარდა ზღვად... და მესამემან ანგელოსმან
დასცა საყვირსა, გარდამოვარდა ზეცით ვარსკვლავი დიდი მოტყინარე ვითარცა
ლამპარი...
თავმჯდომარე: აი, ხომ გესმით: გარდამოვარდა ზეცით ვარსკვლავიო!..
ყველაფერი, რაც უნდა მოხდეს, უფლისაგან წინასწარ გვაქვს ნაუწყები.
მამა ბენედიკტე: და მეოთხემან ანგელოსმან დასცა საყვირსა და იწყლა მესამედი
მზისა და მესამედი მთოვარისა, და მესამედი ვარსკვლავთა... და ვიხილე და
მესმა ერთისა ანგელოსისა მფრინვალისა ჰაერითა შინა: ვა არს, ვა არს, ვა არს
მკვიდრთა ქვეყანისათა!..
ერთი დელეგატი: ვა არს, ვა არს, ვა არს ჩვენდა, რამეთუ, არა ვიცით სად
შევაფაროთ უბადრუკი თავი ჩვენი! მამა ბენედიკტე: – და მეხუთემანანგელოსმან დასცა საყვირსა, და ვიხილე ვარსკვლავი, რომელი გარდამოვარდა
ზეცით ქვეყნად... და მიეცა მას კლიტე ჯურღმულისა მის უფსკრულისა. და
განაღო წყარო უფსკრულისა, და აღჰხადა კვამლი ჯურღმულისაგან, ვითარცა
ცეცხლისა მოტყინარისაგან და დაბნელდა მზე და ჰაერი კვამლისა მისგან
ჯურღმულისა...
მესამე დელეგატი: (ჰყვირის) ჯურღმულში ვცვივით სულიან-ხორციანად! რა
დროს ეს არის? არ გვინდა პანაშვიდი, გაგვაგებინეთ - მეორედ მოსვლაა, თუ
მართლა უღვთოდ იღუპება ქვეყანა?..
თავმჯდომარე: ზარს აწკარუნებს.
მამა ბენედიკტე: და კვამლისა მისგან გამოვიდეს მკალნი ქვეყნად... და მსგავსება
იგი მკალთა ისე ვითარი იყოს მსგავსი იყვნეს ცხენთა, განმზადებულთა
ბრძოლად, და თავთა ზედა მათთა, ვითარცა გვირგვინნი მსგავსნი ოქროსნი, და
პირნი მათნი, ვითარცა პირნი კაცთანი. და აქვნდა თმები, ვითარცა თმანი
დედათანი. და კბილნი მათნი, ვითარცა ლომთანი იყვნეს. და აქვნდა ჯაჭვები,
ვითარცა ჯაჭვი რკინისა, და ხმა ფრთეთა მათთა, ვითარცა ხმა ეტლთა ცხენთა
მრავალთა, რომელნი რბოდიან ბრძოლად. და აქვს კუდები მსგავსი ღრიანკალთა,
და საწერტელები აქვნდა კუდებთა მათთა...
მეორე დელეგატი: არ გვინდა ასეთი მოხსენება! ხომ არ დაგვცინით, მამაო!
ჩვენთან ასობით მოდიან მორწმუნენი და გვეკითხებიან: - რისთვის აიღო
უფალმა ჩვენზე ხელი და რად უნდა დავისაჯოთ ჩვენ, მორწმუნენი, ურწმუნოთა
ცოდვათაგან? მე მინდა ვიცოდე, რა ვუპასუხო მათ, რით ვანუგეშო? მამა
ბენედიკტე: მეექვსემან ანგელოსმან დასცა საყვირსა თვისსა, და ვიხილე რიცხვი
მხედრობითა მათ ცხენთა ორი ბევრი ბევრთაგანი, და მსხდომარეთა მათ ზედა
აქვნდა ჯაჭვები ცეცხლისა და იაკინთისა, და წუნწუბისა სახენი, და თავნი
ცხენთანი, ვითარცა თავნი ლომთანი და პირთა მათთაგან გამოვალს ცეცხლი და
კვამლში და წუნწუბა... კუდნი მათნი მსგავს არიან გველთა და აქვთ თავები და
მით ვნებენ...
დარბაზში ხმაურობაა. დელეგატები ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებიან და ხმამაღლა
კამათობენ. ისმის გუგუნი.
ერთი დელეგატი: მამაო, თავმჯდომარე! მეტის მოთმენა შეუძლებელია! ჩვენს
ღრმად პატივცემულ მხცოვანს პრელატს, ეტყობა, არა აქვს წარმოდგენილი
მთელი სიმწვავე ჩვეი მდგომარეობისა. რად გვინდა ჩვენ ის, რასაც
მომხსენებელი ამბობს? გვიპასუხეთ იმ კითხვაზე, რომელიც დასმულია წესრიგში:
კატასტროფა, რასაც მთეილ ქვეყანა ელის, მეორედ მოსვლაა, თუ სხვა რამ
სტიქიური უბედურება? თუ მეორედ მოსვლაა - რას სდუმან მოძღვარნი და რათ
მეტყველებენ საშინელის წინასწარმეტყველებით უკეთურნი და ბიწიერნი? მამა
ბენედიკტე: და ვიხილე სხვა ანგელოსი ძლიერი, გარდამომავალი ზეცით და
ემოსა ღრუბელი და ირისე...
საშინელი ხმაურობა და აურზაური ატყდება. ერთი მღვდელი კათედრაზე
ავარდება და მომხსენებელს ხელიდან გამოჰგლეჯს "იოანნეს გამოცხადებას".
მომხსენებელი რაღაცას ბუტბუტებს და კათედრიდან ჩამოდის. თავმჯდომარე
რეკს, კათედრაზე ადის მეორე დელეგატი.
- დიდი ხანია ჩვენ ვქადაგებთ: მთავარ-ანგელოსნი უფლისანი საყვირითა
ცეცხლისათა აუწყებენ ქვეყანასა მეორედ მოსვლას უფლისა ჩვენისა... დღეს კი
რას ვხედავთ? ასტრონომების ტელესკოპები ჰკივიან ტაძრების ნაცვლად,
ობსერვატორიები მეტყველებენ. სად არის ჩვენი პაპი, ქრისტეს მოადგილე ამქვეყანაზე? რად არ წარსდგება ჩვენს წინაშე და არ გვაუწყებს ღვთიურს ნებას?
და თუ ქვეყანა იღუპება უფლის ნების გარეშე, როგორ შევათავსოთ ეს მოვლენა
საღმრთო წერილთან? თავმჯდომარე: არავინ უწყის ნება უფლისა. თვით ქრისტემ
ბრძანა, ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოსთა ცათა
შინა, არცა ძემან, არამედ მამამან. იხილეთ და მღვიძარე იყვენით და
ილოცევდით, რამეთუ, არა იცით ოდეს იყოს ჟამი იგი...
კრება ხმაურობს.
"არცა ძემან?" - ბევრს უკვირს ეს სიტყვები, თითქოს პრიველად გაეგონოსთ!
უმწვერვალესი კონსპირაცია! მაშ, მეცნიერებმა საიდან იციან?..
მეორე დელეგატი: წინადადებას ვიძლევი, პაპი მოვიწვიოთ კრებაზე.
- პაპი! პაპი! - ისმის ხმები.
- პაპი მოვიწვიოთ! კრებას დადგენილება გამოაქვს: წარგზავნილ იქნას პაპთან
დელეგაცია და ეთხოვოს მის უწმინდესობას მობრძანდეს კრებაზე.
დელეგაციაში ირჩევენ 12 კაცს (12 მოციქულს).
დელეგაციის თავმჯდომარედ ირჩევენ პარიზის დელეგატს აბატ დე-ბრიონს,
მამაკაცს მოწიფულს და მხარბეჭიანს.
კრება სწყდება საღამოს 6 საათზე.
***
დელეგაცია ვატიკანს ჩავიდა პირველ საათზე.
პაპის სასახლეში მას საღამოს 5 საათამდე მოუხდა ლოდინი, ვიდრე კარდინალი
გამოვიდოდა.
მამა დე-ბრიონმა მოახსენა კარდინალს კრების დადგენილება და სთხოვა
შეუძღვეს დელეგაციას პაპთან.
- პაპს დღეს თქვენი მიღება არ შეუძლია, - მოკლედ მოუჭრა კარდინალმა.
- რატომ არ შეუძლია? - გაიკვირვა დე-ბრიონმა.
- საქმე აქვს.
- რა საქმე უნდა ჰქონდეს ეკლესიის მსოფლიო კრებაზე უფრო მნიშვნელოვანი?
– შეედავა დე-ბრიონი.
- ლაპარაკი ზედმეტია, პაპს თქვენთვის არ სცალია, - უკმეხად მიუგო
კარდინალმა და ოთახიდან გავიდა.
პატივმოყრე აბატი შეურაცხყოფამ ისე გააბრაზა, რომ დაჰკარგა ეტიკეტის
ყოველი შეგნება და ძალით შევარდა პაპის დარბაზში.
დარბაზში პაპი არ იყო.
გაიარა რამდენიმე ოთახი, მაგრამ პაპი ვერსად ნახა.
ერთ ოთახში წააწყდა ერთს ანაფორიან ახალგაზრდას, რომელიც ჩემოდანში
რაღაც ნივთებს ალაგებდა.
ანაფორიანს აბატისათვის ყურადღება არ მიუქცევია, სახეგაფითრებულმა აიღო
ჩემოდანი და ქურდივით უხმოდ, ფეხაკრეფილი გავიდა ოთახიდან.
აბატმა მისდია.
ანაფორიანმა ჩაირბინა დაბლა სართულში, შეუხვია ეზოსკენ და იქვე, თითქოს
მიწა გაუსკდაო, სადღაც ჩავარდა.
აბატი გაჰყვა მის კვალს ოდნავ განათებული კიბით და ნახევრად ბნელ
გვირაბში გავიდა. გვირაბის ბოლოს სპირალური კიბე ჩადიოდა ღრმა ჭაში.
ჭის ფსკერზე მარჯვნივ კარი გადიოდა საკმაოდ განიერ, სარდაფივით
კამარაშეკრულ ოთახში, სადაც რამდენიმე კაცი ყუთებს ალაგებდა. ანაფორიანმაეს ოთახიც გაიარა და მარცხნივ კარი შეაღო. გამოჩნდა კარგად განათებული
განიერი ოთახი.
აბატი შეუმჩნევლად შეჰყვა ამ ოთახში ანაფორიანს.
შუა ოთახში დაბალ სავარძელზე იჯდა თავჩაქინდრული, უზომოდ გამხდარი
პაპი. ხელები სავარძლის სახელურებზე დაეწყო, ზურგით სავარძელს
მიყრდნობოდა და დანაოჭებული ნიკაპი მკერდზე მიებჯინა. თვალები
დახუჭული ჰქონდა და თეთრად მოსილი ჰგავდა ქვის ქანდაკს.
ანაფორიანმა ჩემოდანი კარადაში ჩასდო.
კუთხეში სამი კაცი კედელზე რაღაცა ინსტრუმენტს ამაგრებდა.
პაპმა უცებ თვალი გაახილა.
- ვინ არის ეს კაცი? - მისუსტებული ხმით იკითხა მან და აბატს მიაცქერდა.
ანაფორიანი მოტრიალდა და როცა უცხო კაცი დაინახა, ეძგერა: - თქვენ ვინა
ხართ? ვინ შემოგიშვათ აქ? - მე ვარ ეკლესიის მსოფლიო კრების მიერ არჩეული
დელეგაციის თავმჯდომარე აბატი ჟან დე-ბრიონი, - გაბედულად უპასუხა აბატმა
და ორი ბიჯი წარსდგა პაპისკენ.
- უნდა მოვახსენო მის უწმინდესობას, რაც კრებამ დამავალა.
- თქვას, თქვას, ნუ უშლი! - მიმართა პაპმა ანაფორიანს, რომელიც აპირებდა
დაუკითხავად შემოსულის უკან გაგდებას.
- დელეგაციის წევრები ზევით მიცდიან. ოთხი საათია, თქვენს კართან
ვდგევართ, თქვენო უწმინდესობავ! თქვენის ნებართვითა და სახელით მოწვეულ
იქნა ეკლესიის მსოფლიო კრება, რომელსაც უნდა განეხილა ქვეყნის აღსასრულის
მოახლოვების საკითხი. კრება დღეს გაიხსნა, მაგრამ შიშითა და ძრწუნვით
მოცული, ელის თქვენს სიტყვას, რომ ეუწყოს მას თქვენის პირით ნება უფლისა
ჩვენისა იესო ქრისტესი...
- მე არაფერი ვიცი! რა უნდა გაუწყოთ? - მოულოდნელად აკაპასდა პაპი და
გაწვალებულ სახეზე ნაოჭების წვრილი ხაზები ობობას ქსელივით გაიშალა. -
ქრისტე არაფერ შუაშია აქ... ქვეყანას სატანა ღუპავს, გესმით? - სატანა!.. მე თავი
დამანებეთ.
- როგორ ვანუგეშოთ მორწმუნენი? - აღელდა აბატი. ჩვენ გვეკითხებიან ათასნი
და ათიათასნი და სიტყვა მისაგდებელი ჩვენ არა გვაქვს.
- მართალი ხარ, შვილო! - უცებ მოლბა პაპი. - ხომ ხედავ, მე როგორ
ვემზადები? ასევე მოემზადეთ თქვენც.
- მე არ მესმის, რასა ბრძანებთ! - მიუგო გაკვირვებულმა აბატმა.
- აბა, ყური დამიგდე. - თავის კანკალით ამბობდა პაპი. - არავინ იცის, რა მოუვა
დედამიწას კომეტასთან დაჯახებით. მეცნიერებს არაფერი დაეჯერებათ. იქნება
დაინგრეს სახლები, ხანძარმა გადაჰბუგოს ქვეყანა, ზღვამ გადარეცხოს ხმელეთი...
მაგრამ, შემდეგ, შეწევნითა ღვთისათა, ისევ დაწყნარდეს წყალი, დამშვიდდეს
ჰაერი და ქვეყანას დაუბრუნდეს ჩვეულებრივი სახე... და, ვინ იცის, თუ ამ
გარდამავალ წარღვნას როგორმე თავს დავაღწევთ, იქნება გადავრჩეთ კიდეც!..
- წარღვნაა მოსალოდნელი თუ მეორედ-მოსვლა? - შეეკითხა პაპის აბნეულ
საუბრით შეშინებული აბატი.
- მე ნიშანი არა მაქვს, - არა მცნო ღირსად ქრისტემან, - პაპმა ხელები
ზეაღაპყრო და ჩაყვითლებული თვალები ჭერს მიასო. მაგრამ სწერია: აჰძვრა
იქმნა დიდი, და მზე შავ იქმნა, ვითარცა ძაძა ძალნისა, და მთოვარე
ყოვლითურთ იქმნა ვითარცა სისხლი. ვარსკვლავნი ცისანი გარდამოცვიდეს
ქვეყნად, ვითარცა ლეღვმან დაჰყაროს პირველი ნაყოფი თვისი ქარისაგანდიდისა შერყევით. და ცა წარიგრაგნა, ვითარცა წიგნი წარგრაგნილი, და ყოველი
მთა და ბორცვი ადგილთა თავისთაგან შეიძრნეს, და მეფეთა ქვეყანისათა, და
მთავართა და ათასისთავთა, და მდიდართა ძლიერთა, და ყოველმან მონამან და
აზნაურმან დამალნეს თავნი მათნი ქვაბთა შინა და კლდეთა და მთათა შინა. და
ეტყოდეს მთათა და კლდეთა: დამეცენით ჩვენ ზედა და დაგვიფარენით ჩვენ...
აი, რა სწერია საგულისხმოდ ჩვენდა... ჰა და, მეც "ქვაბსა შინა", მიწის ქვეშ
ვიმზადებ ბინას... ბეტონით შეკრული თაღებში და კედლები... სანოვაგე და
მჟავბადი ერთი თუ ორი თვის სამყოფი... სხვა საშუალება მე არ ვიცი...
VII - ნიღაბი
დილის ათი საათია.
ინჟინერი გურგენ კამარელი ზის თავის სამუშაო კაბინეტში და ქაღალდებს
ათვალიერებს.
ღია სარკმელში პატარა ეზოდან ფოთლების შრიალით შემოდის თბილისის
მზიანი აპრილი.
კამარელი დახედავს მაგიდის კალენდარს: 14 აპრილი. ხუთშაბათი.
შარშან სწორედ ამ დღეს ეწვია მას ინჟინერი ვაისმანი, რომელმაც ისე
ძირეულად შეარყია მისი და მთელი ქვეყნის ცხოვრება. ძალიან კარგად ახსოვს...
14 აპრილი, მხოლოდ დღე იყო სამშაბათი.
ერთი წელიწადი - და ამდენი განცდა, ამდენი გამარჯვება და ბოლოს საშინელი
კატასტროფის მოლოდინით თავზარდაცემული კაცობრიობა.
ყველაფერი ეს უფრო სიზმარსა ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს.
განსაკუთრებული სიმწვავით განიცდის იგი გულის ტკივილს დღეს, უცნაური
დარბაზობის წლის თავზე: რაოდენი იმედი და გამარჯვების ხალისი აღუძრა მას
ამ დღემ და როგორ შეუბრალებლად დაამსხვრია ეს იმედები საშინელმა
აუცილებლობამ! კარზე დააკაკუნეს.
- მობრძანდით! შემოვიდა ინჟინერი ვაისმანი.
- სწორედ თქვენზე ვფიქრობდი ამ წუთს. - მიესალმა კამარელი.
- ვინ იცის, იქნებ ცუდად მახსენეთ? - ღიმილით იკითხა ვაისმანმა და დაჯდა.
- დღეს ერთი წელიწადი შესრულდა, რაც თქვენ ამ ოთახში პირველად ფეხი
შემოდგით.
კამარელმა საათს დახედა: - და, როგორც მახსოვს, სწორედ ეს დრო იყო: დილის
10 საათია.
- როგორმე უნდა აღინიშნოს ეს თარიღი, - სთქვა ვაისმანმა.
კამარელს მწუხარედ გაეღიმა: - ეს კვიმატი თარიღი დიდის ზეიმითა და
სალუტით აღინიშნება 1933 წლის 25
ნოემბერს.
- ვფიქრობ, ამ შემთხვევაში წინასწარმეტყველი ხარ, - ჩაურთო ვაისმანმა. - 1933
წლის 25 ნოემბერს, საღამოს 6 საათზე, შესაძლოა კაცობრიობამ დიდი ზეიმი
გამართოს.
- წინასწარმეტყველება თქვენია, ხოლო ზეიმს კაცობრიობა კი არ გამართავს,
კაცობრიობას გაუმართავს მსოფლიოს უხილავ ძალთა ბრმა რეჟისორი.
- რეჟისურა უნდა ჩამოერთვას ბრმა ძალას, - სახის სერიოზული
გამომეტყველებით მიაგება კამარელს ნაღვლიან ირონიას ვაისმანმა
სამართებელივით მჭრელი სიტყვები.
- ვინ ჩამოართმევს? - ჰკითხა კამარელმა.
- ადამიანი! - უპასუხა ვაისმანმა და შავ სათვალეებში ცისფერი ელვა დაანთო.კამარელის სახეზე ირონიულმა ღიმილმა გაისრიალა: - ოცნებაა! მთელს ქვეყანას
საშინელი ბედისწერის ულმობელი აჩრდილი აწევს, - სთქვა ვაისმანმა.
კატასტროფის შორი გრგვინვა უკვე ანგრევს კაცობრიობის კულტურის მთავარ
ბოძებს. ასე თუ გაგრძელდა, შიშისა და სასოწარკვეთილების ქარიშხალი
წალეკავს და გაანადგურებს ადამიანთა მოდგმას უფრო ადრე, სანამ ცის
სივრცეში დედამიწისა და კომეტის საბედისწერო დუელი გაიმართებოდეს.
კამარელი იჯდა დაღონებული და ყურს უგდებდა ვაისმანის ხმალივით
მოქნეულ სიტყვებს.
- გამოფხიზლების იმედი კი არსაიდან სჩანს: კაცობრიობამ მიიღო სასიკვდილო
დიაგნოზი და არც ფიქრობს გაბრძოლებას, უძლური და უიმედო ლაჩარივით
ნებდება სიკვდილს.
- ჩვენ შევცდით. - სთქვა კამარელმა. - კაცობრიობას არაფერი უნდა სცოდნოდა
მომავალი უბედურების შესახებ. რა სარგებლობა მოიტანა წინასწარ
გაფრთხილებამ? შიშისა და უმწეობის მორევში ჩააგდო მთელი ქვეყანა და
დედამიწა დაამსგავსა სიკვდლით დასასჯელის ცივსა და ბნელ საკანს.
- ყველაფერი თავის გამართლებას თავის დროზე იპოვის. - დამშვიდებით მიუგო
ვაისმანმა. - გაფრთხილება საჭირო იყო. იმედიც მქონდა რომ უფსკრულის წინ
მდგარი კაცობრიობა გონების უკანასკნელი დაჭიმვით შესძლებდა თავის
გადასარჩენ ფრთების გამოსხმას, მაგრამ ჯერჯერობით მოლოდინი არ
გამიმართლდა. საჭიროა დახმარება.
- ვინ უნდა დაგვეხმაროს? - გაკვირვებით წამოიძახა კამარელმა. - ღმერთი ხომ
არა?
- ღმერთი ჩვენ შევქმენით, ჩვენვე მოვსპეთ. ადამიანმა უნდა შესძლოს
დანგრეული ტახტის აღდგენა.
- სხვა ღმერთისათვის? - ერთადერთი ღმერთისათვის, რომლის არსებობა
შესაძლებელია მსოფლიოში.
კამარელმა უცებ დაღლილობა იგრძნო. უნებურად გაიფიქრა: ნუთუ სიკვდილის
წინაშე დიდი გონებაც იბინდება?..
- მე კი ვფიქრობდი, - ვერ შეიკავა დამცინავი კილო, - რომ ჩვენ დავასაფლავეთ
უკანასკნელი ღმერთი. თურმე ერთი კიდევ ყოფილა. რა ჰქვია მაინც მას?..
- ადამიანთ გონება. - უპასუხა ვაისმანმა.
- შუქის ერთი წვეთია დაუსრულებელი სივრცის უნაპირო სიბნელეში.
- ერთი, მაგრამ ერთადერთი.
- ერთაერთი! ეს მართალია. - დაუდასტურა კამარელმა.
- მისი მატარებელია ადამიანი. მან უნდა ასახოს "ღვთიური" საჭურველი და
ამაღლდეს ისეთ მწვერვალზე, საიდანაც უფრო ადვილად დასაზვერია "ბედის"
შეუცნობელი თამაში.
- სამწუხაროდ, ადამიანმა ვერ მოასწრო ამ მწვერვალზე ასვლა.
- უნდა ავიდეს, თუ სურს გადარჩეს, - სთქვა ვაისმანმა.
- ვერ ავიდა. იქნებ არც იყო ღირსი. - დაუმატა კამარელმა და მცირე პაუზის
შემდეგ განაგრძო: - შესაძლოა აგრეთვე, რომ მსოფლიო უფრო უფსკრულია,
ვიდრე მწვერვალი.
- უფსკრული მხოლოდ მწვერვალიდან სჩანს. - სთქვა ვაისმანმა. - მინდა თქვენც
გადმოგახედოთ ამ მწვერვალიდან.
- მზადა ვარ! - უთხრა კამარელმა და იგრძნო რაღაც ახალის მოახლოვება.
- დრო აღარ ითმენს. საჭიროა მოქმედება.- მოქმედება თუ ოცნება? - ვიცი, თქვენ ოცნება უწოდეთ ჩემს აზრს უხილავ
ძალთა რეჟისორობის გაუქმების შესახებ. მინდა ჩემი ნათქვამი დავასაბუთო.
გთხოვთ, ყურადღებით მომისმინოთ! კამარელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა:
ისევ იშიფრება გამოუცნობ საიდუმლოებით ეს შავსათვალიებიანი მეფისტოფელი,
ის ისევ აღელვებს მას უეცარი ხილვის მოლოდინით.
- დედამიწა და კომეტა უნდა დაეჯახონ ერთმანეთს. შესაძლებელია თუ არა, ამ
კატასტროფის თავიდან აცილება? ჩვენ ვამბობდით, რომ შეუძლებელია. ვინაიდან
აქ მოქმედებენ ძალები, რომელნიც ჩვენი გავლენის გარეშე იმყოფებიან.
მართალია თუ არა ეს? - არა მგონია თქვენ იმაში ეჭვი შეგდიოდეთ, - შენიშნა
კამარელმა.
- ეს მართალია მხოლოდ ნაწილობრივ: ორ მოქმედ ძალთა შორის ერთი
მართლაც ჩვენი ყოველგვარი გავლენის გარეშე იმყოფება, სახელდობრ კომეტა.
მაგრამ დედამიწაზე ხომ ჩვენა ვართ უზენაესი ძალის მატარებელნი? - ძალიან
მცირე ფარგლებში.
- ფარგლებზე შემდეგ. მივიღოთ დროებით დასაშვებად, რომ ჩვენ შეგვიძლია
დედამიწის მოძრაობის მართვა ისე, როგორც მემანქანე მართავს ორთქლმავალის
მოძრაობას. კატასტროფის ასაცილებლად საჭიროა ორბიტების კრიტიკული
წერტილი რამდენიმე წუთით ადრე გაიაროს ან კომეტამ, ან დედამიწამ. მაგრამ,
როგორც ვთქვი, კომეტის მოძრაობის სიჩქარეს ჩვენ ვერ შევცვლით. მაშასადამე,
საჭიროა დედამიწამ ან გაუსწროს კომეტას, ან ადრე გაუშვას იგი.
- ეს კარგი რამ იქნებოდა, - ამოიოხრა კამარელმა, - მაგრამ ვინ კისრულობს
მემანქანეობას? - ჩვენ უნდა ვიკისროთ! - ვინ ჩვენ? - გაუკვირდა კამარელს.
- ჩვენ ორმა. მაგრამ ხომ შევთანხმდით, ეს შესაძლებლობა პირობითად მივიღოთ?
ჯერ ანგარიშს მოვრჩეთ. ჩვენს პირობებში რომელია უფრო ადვილად
შესასრულებელი: პირველი თუ მეორე ვარიანტი? - ესე იგი? - გაუსწროს თუ
გაუშვას? - ორსავე ვარიანტს ერთი შედეგი მოჰყვება.
- შედეგი ერთი იქნება, მაგრამ ჩემი გამოანგარიშებით მემანქანეს მეტი ენერგია
დაეხარჯება პირველი ვარიანტით. და აი, რატომ: რომ დედამიწამ გაუსწროს
კომეტას, საჭიროა ის გასცილდეს კრიტიკულ წერტილს, კომეტის იქ მისვლამდე,
დაახლოებით 400.000 კილომეტრის მანძილით, ვინაიდან იმ დროს მთვარის
მდგომარეობა ისეთი იქნება, რომ დედამიწის ზურგს უკან მოექცევა. როგორც
იცით, მთვარე, დაშორებულია დედამიწას 380.000 კილომეტრით. მაშასადამე, თუ
დედამიწა წინ წავა, უნდა გაათრიოს მთვარეც, წინააღმდეგ შემთხვევაში კომეტა
ან დაეჯახება მთვარეს, ან დედამიწასა და მთვარის შუა გაიქროლებს და
შეიძლება შესცვალოს მიწისა და მისი თანამგზავრის ურთიერთობა ჩვენთვის
საზიანოდ. მეორე ვარიანტით საკმარისია დედამიწას დააგვიანდეს კრიტიკულ
წერტილზე მისვლა მხოლოდ 10.000 კილომეტრით, რომ სრულიად უვნებლად
მოიცილოს თავიდან დაუპატიჟებელი სტუმარი. კილომეტრი უდრის დედამიწის
მოძრაობის ექვსი წუთის გზას (როგორც იცით, ის წამში მიჰქრის 30
კილომეტრის სისწრაფით: 30×60×6 = 10.800). მაშასადამე, საჭირო იქნება
დედამიწის ექვსი წუთით დამუხრუჭება.
კამარელის თვალებში ზედიზედ იელვა: ჯადოსნური სიტყვები მეტეორებივით
ჩაცვივდა გამოუცნობ საიდუმლოებათა უფსკრულში და გოლიათურ ამოცანების
კონტურებმა თანდათან ელვარება დაიწყო.
- დედამიწის გაქანებული ეტლის ექვსი წუთით შეგვიანება იხსნის ქვეყანას
დაღუპვისაგან, - დაასკვნა ვაისმანმა.- მაგრამ რა ძალა შესძლებს ამ "ეტლის" დამუხრუჭებას? - ჰკითხა კამარელმა.
- კატასტროფამდე კიდევ წელიწადი და შვიდი თვე დარჩა, - განაგრძნობდა
ვაისმანი. "ექვსი წუთი შეგვიანებისათვის საჭიროა დედამიწამ დღე-ღამეში ერთი
წამით შეანელოს თავისი მოძრაობა ერთი წლის განმავლობაში. ჩვენს
განკარგულებაშია კიდევ შვიდი თვე მუხრუჭების მოსაწყობად.
- ნუთუ, სერიოზულად ფიქრობთ, რომ თანამედროვე ტექნიკას შეუძლია ასეთი
ამოცანის დასმა? - ჰკითხა კამარელმა. - დედამიწა ხომ გაუხედნავი ცხენი არ
არის, რომ რკინის ლაგამით შეიძლებოდეს მისი დამორჩილება? - ჩვენი პლანეტა
ოდნავ ყალხზე უნდა შევაყენოთ, თუ გვსურს მისი გადარჩენა, თორემ
უფსკრულში ჩაიმსხვრევა.
- როგორ გინდათ ეს გააკეთოთ? - მე გამოვიანგარიშე, რა ძლიერების
მუჯლუგუნებია ამისათვის საჭირო. დედამიწის მასას და მისი მოძრაობის
სიჩქარეს თუ მივიღებთ მხედველობაში, საჭირო იქნება ყოველ წამს დედამიწის
ნახევარსფეროს წინ ეღობებოდეს სამი მილიარდი ატმოსფერული წნევის
უკუქცევის ძალა.
- ჯერ ერთი, წამში ასეთი ძალის დაგროვება და ისიც მთელი წლის
განმავლობაში განუწყვეტლივად ტექნიკის დღევანდელ პირობებში შეუძლებელია,
მეორე - როგორ გსურთ ეს ძალა დაახვედროთ დედამიწას მის ორბიტაზე? -
ჰკითხა ოდნავ იმედგაცრუებულმა კამარელმა.
- ჩვენ ვლაპარაკობთ დედამიწის დამუხრუჭებაზე, - საჩქაროდ უპასუხა ვაისმანმა,
- მაშასადამე, საჭირო არ არის გარედან წინააღმდეგობის მოწყობაზე ზრუნვა.
თქვენ კარგად იცით, რა პრინციპზეა აგებული თანამედროვე მაშხალიანი
მანქანების დამზადება. მეცნიერებისათვის უდავოა, რომ ასეთი მანქანის მართვა
შეიძლება ცის უჰაერო სივრცეში. პრინციპიალურად არავითარი განსხვავება ასეთ
მანქანასადა და დედამიწას შორის არ არის.
- სრული ჭეშმარიტებაა! - საჩქაროდ დაუდასტურა კამარელმა.
- რაც შეეხება იმ არაჩვეულებრივ ძალის მარაგს, რომელიც საჭიროა ესოდენ
დიდი ეფექტის მისაღებად, უნდა ვთვა გადაჭრით, რომ თანამედროვე
მეცნიერება უკვე მიადგა ამ ძალის საიდუმლო კარებს.
- თქვენ გულისხმობთ ატომის შინაენერგიას, - სიტყვა მიაგება კამარელმა.
- დიახ, ატომის შინა ენერგიის განთავისუფლებით შესაძლებელი გახდება
დედამიწის მოტორად გადაქცევა. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზნებისათვის საჭირო
იქნება 17 კილოგრამი ურანის სრული ენერგია, არც მეტი, არც ნაკლები.
- ვთქვათ, ყველაფერი ეს შესაძლოა, - დაეთანხმა კამარელი. - მაგრამ თქვენვე აკი
აბობთ, რომ თანამედროვე მეცნიერება ამ უსაზღვრო ენერგიის რეზერვუარის
კარებთან დგას მხოლოდ და ჯერ შიგ ვერავინ შესულა! რა საფუძველი გაქვთ
იფიქროთ, რომ შვიდი თვის ვადაში მეცნიერება არაჩვეულებრივ ძალას
გამოიჩენს და იერიშით აიღებს ამ დარკინულ ციხეს? მეტადრე ახლა, როცა
კულტურის მაჯისცემა ასე მინელებულია საშინელი კატასტროფის მოლოდინში.
ვაისმანი ადგა და დაფიქრებულმა ოთხში სიარული დაიწყო.
- თქვენ მართალი ხართ: კაცობრიობა ამჟამად უიმედო მდგომარეობაშია, მას
სჭირდება გარეშე დახმარება.
კამარელი ჩვეული იყო ვაისმანისაგან ყოველგვარ მოულოდნელობის მოსმენას,
მაგრამ ეს ნამეტანი იყო.
- კარგად ვერ გავიგონე, რა სჭირდება? - ჰკითხა და თვალი გააყოლა
ფანჯრისაკენ მიმავალ ვაისმანს.ვაისმანი უცებ შემობრუნდა კამარელისაკენ და შუა ოთახში გაჩერდა. ხელები
შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და თავი ზურგისაკენ გადახარა. თითქოს სათვალეს
ქვემოდან უნდა შეხედოს კამარელსო. ერთს წუთს ისე იდგა, შემდეგ, თითქო
პირიდან სიტყვების ნაცვლად ადუღებულ ლითონს აფურთხებსო, ხაზგასმით
გაიმეორა: - დედამიწას სჭირდება გარეშე ძალის დახმარება.
კამარელის ღია თვალებს შიგნიდან ნიაღვარივით მოსკდა დამაბრმავებელი
ბრწყინვალება და წამწამები დააშვებინა. ხელები აიფარა თვალებზე და თავი
მაგიდას დააყრდნო.
დიდი ნებისყოფით საგანგებოდ დაჩრდილული და მოფარდული ეკრანი ისევ
აენთო და თითქოს მივიწყებული მარსელი ქალის სახე მოულოდნელად აიმართა
კამარელის წინ. საკვირველია, როგორ შესძლო ამდენ ხანს ეკრანისათვის თვალის
არიდება! გული უნდა ქცეულიყო ფერფლად, რომ დაეფარა შიგ ჩაზავებული
სიყვარულის ღველფი და ჩრდილით დაებურა უსაზღვროების ფანჯრიდან
შემოჭრილი საყვარელი ქალის ძვირფასი სახე. საბედისწერო პაემანის შემდეგ
ერთხელაც არ მიჰკარებია კამარელი ჯადოსან ეკრანს და ყოველი ღონით
ცდილობდა დავიწყების მძიმე ლოდით გაესრისა განუხორციელებელი ოცნების
მაცდური ჩვენება. რა საჭირო იყო სულის ჯამბაზური ვარჯიშობა, როცა
წინდაწინვე ცხადი იყო მისი უაზრობა? კამარელის სიყვარულის რომანტიკა
მისტიურ საბურველს ეფარებოდა და ელექტრონით შთაგონებულ მეცნიერს
აბრაზებდა ეს მოულოდნელი გადახრა. რა მოუქნელი და გულუბრყვილო
გამოდგა ადამიანის ფსიქიკა! შეცდომებით გამოწვეულ სულის მოძრაობას
მიმართულება ვერ შეუცვლიდა შეცდომის გამომჟღავნების შემდგომაც!
თავიდანვე რომ სცოდნოდა ეკრანის სარკიდან რომ მარსელი ქალი იცქირებოდა,
მისი გული გამოიჩენდა თავდაცვის უნარს და სიყვარულის შხამით არ
მოიწამლებოდა. მაგრამ სარკეში მას მოელოდა დედამიწის მშობლიური სისხლის
სურნელოვანი დუღილი და შორეული მოჩვენება ხელმისაწვდომ სიცხადედ
მიიღო. და ეს მოჩვენება სჯიდა კამარელს დაუფიქრებელ დანდობისათვის.
ქვეყნის დაღუპვის მოახლოებულ გრგვინვას დროზე რომ არ დაეძლია კამარელის
გულში ახმაურებული მუსიკა, ვინ იცის, შესძლებდა თუ არა იგი მომხიბვლელ
ძახილის პასუხად ვაჟკაცურ დუმილს... ახლა კი, როცა ვაისმანი ისევ უფსკრულს
იქით იხედება, კამარელს ელდანაკრავივით უვლის ტანში დამარხული
სიხარულის უეცრად გაცოცხლებული სხივი: ხომ შეიძლება ეკრანის საშუალებით
დახმარების მიღება "გარეშე ძალთაგანა"? აკი, ვაისმანმა იქიდან მიიღო ეკრანის
გაუმჯობესების გასაოცარი ინსტრუქცია? მაგრამ, განა სასიხარულოა ეს ამბავი?
შესაძლოა ეკრანმა ააშოროს დედამიწას საშინელი ხიფათი, მაგრამ ამით ხომ
უფრო ახმაურდება დაუძლეველი სიყვარულის ძლივს მიყუჩებული მუსიკა? -
რატომ ჩაფიქრდით ასე მძიმედ? - ხანჯალივით გადასჭრა ვაისმანმა კამარელის
ფიქრთა დენა.
კამარელი ფიქრებისაგან გამოერკვა.
წამოდგა, თვალები მოიფშვნიტა და ნამძინარევივით დაბარბაცდა.
- მე სულ დამავიწყდა თქვენი ეკრანი. - ჩაილაპარაკა გაბზარული ხმით. - რა
თქმა უნდა, შესაძლოა იქიდან დახმარების მიღება.
- კარგად ვიცი, რატომ დაივიწყეთ თქვენ ეკრანი. - სთქვა ვაისმანმა და წამოდგა.
კამარელს მოეჩვენა, რომ შავ სათვალეში ბოროტმა ალმა იელვა.- გარწმუნებთ, ამისათვის საფუძველი არ გქონდათ. - დაუმატა ვაისმანმა. - ხვალ
ამაში თქვენც დარწმუნდებით. ახლა წავალ, ხვალ დილით 10 საათზე ეკრანთან
გელით.
და ვაისმანი ოთახიდან გავიდა.
გაბრუებული კამარელი დიდხანს იდგა შუა ოთახში გაქვავებულივით.
ტელეფონის ზარმა გამოარკვია.
ქუდი დაიხურა და გარეთ გავიდა.
მთელი დღე რეტდასხმულივით დაბორიალობდა ქალაქში და შინ გვიან
დაბრუნდა.
შევიდა კაბინეტში და სავარძელში ჩაიკეცა...
***
"ხვალ ამაში თქვენც დარწმუნდებით!.."
რას უქადის კიდევ ახალს და გაუგონარს ეს დაუცხრომელი ჯადოსანი? კიდევ
რა გაოცება მოელის ხვალ სხვა ქვეყნის შუქით განათებულ ეკრანთან, ამ
უსაზღვროების ღია თვალთან? კამარელის თავში ათასი ფიქრი ერთიმეორეს
სცვლის, თოვლივით აფორიაქებული. დიდის წვალებითა და გულმოდგინეობით
მიხერგილი გრძნობა ამსხვრევს ყველა დაბრკოლებას, ცეცხლის სვეტად დგას და
ანათებს კამარელის სულის სამყაროს ყოველ კუთხეს. ერთი სახე ბატონობს სხვა
ყველა სახეთა შორის და ეს არის მარსელი ქალი.
კამარელი ცდილობს მოიკრიბოს მთელი ძალა, შთააგონოს თავის თავს
ვაჟკაცური გამძლეობა და თავგანწირვა. მართლა და როგორ უნდა დააბას
პირუტყვივით უმიზნო სიყვარულის ბაგაზე რაღაც რადიომოჩვენებამ ბრძოლაში
გაკაჟებული მეცნიერი? რამ ჩაუქრო საღი მოსაზრებს უბრალო უნარი და როგორ
ვერ დათრგუნა ყოველგვარ აზრსა და შინაარსს მოკლებული გრძნობის ბავშვური
ჟინიანობა.
და კამარელი ათასნაირად ასაბუთებს საკუთარი გრძნობის უსუსურობას. ის ხომ
ბავშვი არ არის, ან გამოყეყეჩებული მეოცნებე, რომ აყვეს ავადმყოფურ
გულისთქმას? რას უქადის მას ეს სიყვარული? - ცის ღია კარში დაუსრულებელ
ჭვრიტინს აი, სად ხდება სასაცილო "შორით ალვა, შორით დაგვა"!.. ოდესმე, ვინ
იცის, იქნება მოგვარდეს პლანეტათა შორის მიმოსვლის პრობლემა. მაგრამ დღეს
გარდაუვალი უფსკრულის შავი დუმილია მათ შორის. მას უნდა ახსოვდეს
თავისი მოვალეობა ქვეყნის წინაშე, მეტადრე ახლა, როცა გამოჩნდა კაცობრიობის
გადარჩენის იმედი.
არა, კამარელი კიდევ უჩვენებს ქვეყანას, რომ არ გაბზარულა ჯერ მისი
მოქალაქეობის ჯავშანი, კიდევ სჩქეფს მის ძარღვებში რევოლუციით ადუღებული
სისხლი და მას შესწევს ღონე მკერდიდან ამოიგლიჯოს გული, თუ ასეთ დროს
ის ყველაფერს დაივიწყებს და საკუთარ ბედნიერებაზე დაიწყებს უაზრო
ოცნებას.
კამარელი ნელ-ნელა მშვიდდება.
ქარი ჩადგა და ფიქრთა კორიანტელი თანდათან თოვლივით დაეშვა.
კამარელს ეძინება. სავარძლის სახელურზე თავს დასებს და ღრმად
ამოისუნთქავს. თანდათან ბურუსში იძირება გონება, მხოლოდ შორიდან მოსჩანს
ოდნავ განათებული ეკრანი და ძლივს გასაგონად ისმის მარსელი ქალის
მელოდიური ღუღუნი: „შანორ დერ ობრა ვენ გარა ობრან, შანორენ ლარგო...“
***
მიუხედავად უხერხული საწოლისა, კამარელს მთელი ღამე კარგად ეძინა და
დილით ხალისიან გუნებაზე ადგა. სჯეროდა, რომ წუხანდელი სულიერიმღელვარება ძლეულ იქნა და სხეულში უკვე გრძნობდა მომავალ ბრძოლათა
სიხარულს.
თითქო ბინდი შემოეცალა მოჯადოებულ თვალებს და შვიდი თვის კოშმარული
ძილის შემდეგ პირველად დაინახა გარემო ქვეყანა ჩვეულებრივ სინათლეში.
ათ საათამდე კიდევ დიდი დრო იყო. დილის მზიანი სუფთა ჰაერი გარეთ
იწვევდა.
მადიანად ისაუზმა და ქუჩაში გავიდა.
კარებთან იდგა მზის სხივებში შავ ხოჭოსავით მოლაპლაპე ავტომობილი.
- დიდუბისკენ! - ესროლა შოფერს და ავტომობილში ჩაჯდა.
ლეტარგინით სულჩადგმული ავტომობილი მერცხალივით მისრიალებდა
აჟრიალებულ ქუჩაში, მსუქუბი, უხმო და ელასტიური.
რუსთაველის გამზირზე ზარის დაუცხრომელი წკრიალით დაჰქროდნენ
უმავთულო ტრამვაის უბიგელო რონოდები. ლეტარგინს სავსებით დაეპყრო
ქუჩის მოძრაობა. აღარსად ჩანდა ტრამვაის, განათების და ტელეფონის უამრავი
ბოძები და მავთულები, რითაც ობობას ქსელივით დახლართული იყო წინათ
ქუჩები. მტკვარზე თეთრ გედებივით დასცურავდნენ წითელი დროშის
იალქნიანი სამგზავრო და საბარგო მოტორიანი თეთრი ნავები. ვერის ხიდიდან
აღარ მოსჩანდა ძველი ელსადგურის მხრჩოლავი საკომური, - სადგური მოეხსნათ
და იქ ახლა დიდი ხუთსართულიანი სახლი შენდებოდა. პლეხანოვის ვიწრო და
სწორი გამზირი, უმავთულო და უბოძო, უფრო განიერი და ნათელი ჩანდა.
დიდუბეში კამარელმა დაათვალიერა ახალი ჰაეროდრომი. უკვე მიეღოთ ახლად
აგებული უზარმაზარი საჰაერო ხომალდის ნაწილები და ამჟამად მუშაობა
სწარმოებდა ხომალდის მოსაწყობად. ორსართულიანი გემის მსგავსი ჰაეროპლანი
თეთრ გველეშაპივით იწვა შუა ეზოში ხარაჩოების მოაჯირით შემოსალტული.
კამარელმა გემის კედლის თეთრ ფონზე შორიდანვე შენიშნა შავი წაწერა: "გედა".
ეს სახელწოდება ვაისმანის თხოვნით მიეცა გემს. ისეთი მოწიწებით და
სიფრთხილით სთხოვა ამის შესახებ ვაისმანმა, რომ კამარელმა უარი ვერ უთხრა,
თუმცა მას სულ სხვა სახელი ჰქონდა გემისთვის განზრახული. ვერც
გამოჰკითხა, თუ რას მოასწავებდა ეს სახელი, ვინაიდან შეატყო, რომ ვაისმანს
დიდი სურვილი ჰქონდა თავი მოერიდებინა ამის შესახებ ყოველგვარი
განმარტებისათვის.
გემს ჰქონდა თხუთმეტი პროპელერი: ცხრა ჰორიზონტალურ ღერძზე სამ წყებად
გემის მკერდზე; ექვსიც ორწყებად ვერტიკალზე, გემის შუა ნაწილზე, ბაქანს
ზემოთ.
მექანიზმი ლეტარგინის გამოყენებაზე იყო დამყარებული: ჰაერივით ადვილად
მისაწვდომმა ენერგიამ საშუალება მისცა კამარელს აეგო ისეთი მანქანა, რომ
თითქმის სავსებით გადაჭრილიყო საჰაერო მიმოსვლის ძნელი და რთული
პრობლემები.
"გედა"-ს უნდა შესძლებოდა ვერტიკალურად აფრენაც და ძირს დაშვებაც საჭირო
სიჩქარით, აგრეთვე ჰაერში გაჩერება ყოველგვარ სიმაღლეზე.
- "გედა" ორი თვის წინათ უნდა ყოფილიყო მზად, მაგრამ მსოფლიო პანიკის
უიმედო სულიერი განწყობილება აქაც შემოიჭრა და მოადუნა აღმშენებლობის
ტემპი. მუშაობას სათანადოდ ეკარგებოდა პერსპექტივა და იშრიტებოდა შრომის
ხალისი. რაც კეთდებოდა, ისიც უფრო ინერციის შედეგი იყო, ვიდრე ცოცხალი
თაოსნობისა."გედა"-სთან კამარელს შეეგება ახალგაზრდა ინჟინერ-პილოტი ბაკურ შევარდნაძე,
რომელსაც მინდობილი ჰქონდა "გედა"-ს აგების ხელმძღვანელობა.
- "შავარდენო! გაფრენას როდის ვაპირებთ?“ - ღიმილით მიესალმა კამარელი.
ბაკურის ცისფერ თვალებში ავარვარებული ლითონი აენთო და წამწამები
ლურჯად აასევადა.
- "გედა" ჯერ მხოლოდ ბარტყია შევარდენის, ერთ თვეში ფრთები წამოეზრდება
და გაფრენასაც შესძლებს. - მიუგო მან კამარელს და სიყვარულით გადახედა
ჩონჩხიან ხარაჩოში ჩასმულ "გედა"-ს თეთრ ტანს.
ჰაერისა და მზისაგან დაჟანგული პირისახე, სწორი ცხვირი და მაღალი, ოდნავ
დაქანებული შუბლი თითქო ჰაერის გასაკვეთად იყო ჩამოსხმული. ლურჯ
თვალებში თითქო ცის ორი ნატეხი უსხდა, ელვის ნაპერწკლებით დაცხრილული
ახალგაზრდა ბაკური სწორედ ცაში სანავარდოდ იყო გაჩენილი და კამარელმაც
მიტომ აირჩია ის თავის თანაშემწედ, როგორც "გედა"-ს მომავალმა კაპიტანმა.
დაათვალიერეს ჰაეროპლანის შინაგანი მორთულობა. ასი ოთხადგილიანი კაბინა
მზად იყო, - ორმოცდაათ-ორმოცდაათი ორთავ მხარეზე. დარბაზი ჯერ არ იყო
მორთული. ტალანში ეწყო ელექტროაბაზანის და სამზარეულოს მოწყობილობა.
- რა მდგომარეობაშია სამანქანო განყოფილება? - იკითხა კამარელმა.
- ერთ კვირაში მოეწყობა. - მიუგო ბაკურმა და შეუძღვა კამარელს ჰაეროპლანის
წინაპლანზე აგებულ ბროლის კედლებიან ოთახში. მარჯვნივ და მარცხნივ ორ
უზარმაზარ თვალივით გამობურთული იყო ორი ბროლის თვალი, სადაც უნდა
მოთავსებულიყო სხვადასხვა აპარატი.
- სწროედ თვალებსა ჰგავს, - შენიშნა ბაკურმა. - წარმოდგენილი მაქვს, რა
საუცხოვო სანახავი იქნება ცაში აფრენილი "გედა" ღამით, როცა ამ ვეება
თვალებს ელექტრონით ააბრიალებს.
ამოიოხრა და დაუმატა: - ცოდვა არ არის, ამ დასაქცევ დედამიწასთან ერთად ეს
საოცარი ქმნილებაც დაიღუპოს! კამარელმა საათს დახედა. ათს ათი წუთი
უკლდა.
- ვინ იცის, იქნება დედამიწამ კიდევ დიდხანს იქროლოს სივრცეში და მასთან
ერთად "გედა"-მაც.
- როგორ? - გაიკვირვა ბაკურმა.
- არის იმედის შუქი, ცის უხილავი ფანჯრიდან შემოჭრილი.
- ეჰე! თქვენც ცის კარის გახსნას ელით? - ნაღვლიანის ღიმილით მოუჭრა
ბაკურმა.
- ცის კარი უკვე გაიხსნა და ათი წუთის შემდეგ ანგელოზიც გამოჩნდება. მეც
ახლა იქ უნდა გავეშურო, რათა ყურადღებით მოვისმინო ანგელოზის დარიგება.
კამარელი გამოემშვიდობა ბაკურს და ავტოსკენ გასწია.
ბაკურს არ გაკვირვებია კამარელის უადგილო ხუმრობა, მას მხოლოდ შეშურდა
მისი ხალისიანი გუნება, სიცილის წკრიალით რომ ავსებს საშინელი მოლოდინის
ბნელ განცდებს.
***
ათი საათი შესრულდა და კამარელიც შინ დაბრუნდა.
განგებ შეიგვიანა კაბინეტში რამდენიმე წუთით: რაც უფრო უახლოვდებოდა
ეკრანს, მღელვარება თანდათან ძლიერდებოდა, გული დაჭრილ არწივივით
ფართხალებდა და თვალებში იდგა ნათელი ნისლი.
დივანზე წამოწვა და აძგერებულ გულზე ხელი დაიდო. რამდენად უძლური
ყოფილა ადამიანის საქები ნებისყოფა სულის ფარულ ძალთა შეუპოვარ იერიშისწინაშე! - მცირე რამ ნაფოტი, ზღვის დაუდგრომელ ტალღებში. წეღანდელი
გაბედული ქადილი უკვალოდ გაქრა და კამარელი გრძნობს, რომ სამარცხვინოდ
გაიბზარა მისი გამძლეობის ჯავშანი, რომ მის ძარღვებში რევოლუციის
ადუღებული სისხლის ნაცვლად სჩქეფს უიმედო მიჯნურის ნაღვლიანი ცრემლი
და მას არ შესწევს ღონე მკერდიდან ამოიგლიჯოს გული. ასეთს დროს რომ
ყველაფერს ივიწყებს და საკუთარ ბედნიერებაზე უაზროდ ოცნებობს...
წამოდგა და ლასლასით გაემართა ლაბორატორიისაკენ: გლადიატორი გადიოდა
ბრძოლის არენას, სიყვარულის საშინელი მხეცის წინააღმდეგ, უიარაღო, უძლური
და შინაგან უკვე დამარცხებული.
ვაისმანი მაგიდასთან იჯდა და სწერდა.
- კარგია, მოხვედით, - რვეული უჯრაში ჩასდო და წამოდგა. - იმედს ვკარგავდი:
ნახევარი საათია გიცდით! კამარელმა საათს დახედა: თერთმეტის ნახევარი იყო.
გაუკვირდა: ნუთუ კაბინეტში რამდენიმე წუთის ნაცვლად ნახევარი საათი
დაჰყო? - მაპატიეთ! - მოიბოდიშა კამარელმა. - დიდუბეში ვიყავი და...
- "გედა" როგორ არის? - გააწყვეტინა სიტყვა ვაისმანმა.
- ერთ თვეში მზად იქნება.
- სამი კვირით დაგვაგვიანდა! - როგორ? - ეს არის ცნობა მივიღე, რომ ერთ
კავშირში შეიკვრება თბილის-მოსკოვის ხაზი ლეტარგინის ზონებით საჰაერო
მიმოსვლისათვის.
- ზონებსაც დაგვიანებია - შენიშნა კამარელმა.
- "გედა"-ს უფრო დააგვიანდა. მაგრამ არაფერია, დაკარგულ დროს მალე
ავინაზღაურებთ. - და ვაისმანმა ხელი წაავლო ეკრანის ფარდის ზონარს.
- ეხლა თქვენს მეგობარ ქალს გამოვუძახოთ! იმედი მაქვს, ეს შეხვედრა უფრო
მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე წინანდელი შემთხვევითი და უნებური პაემანი. -
ამ სიტყვებთან ერთად ვაისმანმა ფარდა გასწია და ეკრანი გამოაჩინა.
კამარელს ცოტა ეუცნაურა ვაისმანის მბრძანებლური კილო.
"ხომ არაფერი მოხდა ჩემს აქ მოსვლამდე?" - გაიფიქრა და ეკრანს მიუახლოვდა.
- "ან იქნებ დადგა დრო, როცა ნიღაბი საჭირო აღარ არის..."
- თქვენ მართალი ხართ. - მოულოდნელად მიახალა ვაისმანმა. - ნიღაბი უკვე
საჭირო აღარ არის, მაგრამ მე მინდა ამ ფერისცვალებას დაესწროს შორეული
ქალწული, - და ვაისმანმა გააღო ეკრანის ყუთი და დარეკა.
კამარელს გააჟრჟოლა: რამდენიმეჯერ ჰქონდა შენიშნული, რომ ვაისმანი მის
აზრს ჰკითხულობდა, მაგრამ ასე აშკარად და მოურიდებლად ნადირობა მის
ფარულ გულისთქმაზე გაუგებარი იყო და აუტანელი.
- თქვენ ჩემ აზრს ჰკითხულობთ! - მოუფიქრებლად შესძახა გაფითრებულმა
კამარელმა.
- ნუ გაგიკვირდებათ, - წყნარად მიუგო ვაისმანმა, - აზრი თავისთავად ძნელად
ასახსნელი რამ არის, მაგრამ მისი ფიზიკური მოვლენა ისეთივე ბუნებრივ
კანონებს ემყარება, როგორც ყოველგვარი ელექტრო-მაგნიტური სხივოსნობა.
- ნუთუ, ყოველთვის ჰკითხულობდით ჩემს აზრს? - ჰკითხა კამარელმა და
წყრომით სავსე თვალები მიაპყრო ვაისმანს.
- როცა საჭიროდ ვცნობდი! - მიუგო ვაისმანმა.
კამარელი გაბრაზდა.
- მე უკვე აღარ ვიცი, ვინა ხართ, ან რა მიზნით გადამეკიდეთ! მაგრამ უნდა
მოგახსენოთ, რომ ჩვენი წრისა და კულტურის ადამიანისათვის სათაკილოა სხვის
გულისთქმაში ხელის ფათური.ვაისმანმა ოდნავ შეარბილა კილო.
- ნუ გეწყინებათ. არასოდეს ბოროტად არ გამომიყენებია ჩემი "გულთმისნობა".
- არც სიკეთეა მოსალოდნელი ამგვარ თავდასხმისაგან!..
- მე რომ თქვენი ფარული განზრახვა არ წამეკითხა, - განაგრძობდა ვაისმანი, -
შარშან 11 სექტემბერს ამ ეკრანთან ხიფათი რომ შეგემთხვათ, არავინ
გეყოლებოდათ მშველელი და ვინ იცის, რა მოგივიდოდათ! და დაუმატა: -
თქვენს მეგობარ ქალსაც შეაწუხებდით! კამარელმა იგრძნო საშინელი
უხერხულობა: მთელი წლის განმავლობაში იგი ტყვედ ჰყოლია ვიღაც ჯადოსანს,
მისთვის შეუგნებლად: ყოველი მისი ფიქრი და ფარული განზრახვა გაშლილ
წიგნივით სდებია წინ ამ გამოუცნობ პიროვნებას! ისეთმა გრძნობამ შეიპყრო,
თითქო გატიტვლებული მიდიოდა ხალხით სავსე ქუჩაზე, ან ქურდობაში
დაეჭიროს ვისმე. იყო რაღაც შეურაცხმყოფელი და სამარცხვინო იმაში, რომ
შუშასავით გამჭვირვალე და დაუფარავი იდგა ამ კაცის წინაშე და არ ჰქონდა
თავდაცვის საშუალება.
ვაისმანი დივანზე დაჯდა.
- დავსხდეთ. - უთხრა კამარელს. - კარგა ხანს მოგვიხდება ლოდინი, სანამ ჩვენი
მეზობელი ქალი ფანჯარას გამოაღებდეს.
კამარელმა ეკრანს შეხედა: შავი დაფა გალესის გრანიტივით კრიალებდა.
ისიც დაჯდა ოვალურ დივნის მეორე კუთხეში, ვაისმანის პირდაპირ.
- იქნება არც გამოჩნდეს.
ვაისმანმა საათს დახედა და სთქვა: - ოცდახუთი წუთის შემდეგ გამოჩნდება.
- საიდან იცით ეს? - შეეკითხა კამარელი.
- გამოვიანგარეშე.
- როგორ? - ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამჟამად მარსი ძალიან დაშორებულია
დედამიწას: იგი იმყოფება მზის იქით, ცოტა მხარმარცხნივ ჩვენგან 350 მილიონ
კილომეტრის მანძილზე. სხივი ამ გზას აქეთ და იქით გაივლის 39 წუთის
განმავლობაში. 14 წუთია რაც დავრეკე. მაშასადამე, 25 წუთის შემდეგ ფანჯარა
გაიღება.
კამარელი ჩაფიქრდა.
- ანგარიში სწორია, მაგრამ შეიძლება ფანჯარა მაინც არ გაიღოს.
- რატომ? - ხომ შესაძლოა ქალი ამ წუთს არ იყოს ეკრანთან? - უთუოდ იქნება.
- საიდან იცით? - არ მოეშვა კამარელი.
- წინასწარ ვარ შეთანხმებული.
კამარელს გულში ნემსმა უჩხვლიტა.
- როგორც სჩანს, თქვენ ხშირად მართავთ პაემანს ამ ეკრანთან! - კვირაში
ორჯერ, სისტემატურად! კამარელმა იგრძნო რაღაც იჭვის მაგვარი, მაგრამ იმ
წამსვე წარმოუდგა ამ გრძნობის სრული უადგილობა და გულში გაეცინა:
სასაცილოა დედამიწაზე ორი ინჟინერის მამლაყინწური ქიშპობა მარსელი ქალის
სიყვარულისათვის! იმდენად მიუწვდომელია ეს ქალი ორივესათვის, რომ იგი
ღებულობდა წმინდა აბსტრაქციას, განყენებული იდეის სახეს.
კამარელმა ეს კარგად იცოდა, მაგრამ იყო მაინც რაღაც ამ ქალზე ფიქრში, რაც
იწვედა მის გულში ყოველთვის მოულოდნელს და შეუკავებელ მღელვარებას.
- უნდა ვიფიქროთ, - ოდნავ გესლნარევი ღიმილით წარმოსთქვა კამარელმა, -
რომ ამ სისტემატურ შეხვედრას ჰქონდა ღირსეული საბაბი.
- სრული სიმართლეა, - დაუდასტურა ვაისმანმა.- და ნაყოფიერი შედეგიც! - უთუოდ! - რამდენადაც მიხვედრა ნებას მაძლევს,
დღესაც იმავ საბაბმა მოგვიყვანა აქ! - სწორედ! - მაშასადამე, საფიქრებელია
აგრეთვე, რომ ჩვენთვის ამჟამად საინტერსო კითხვის პასუხიც გაქვთ.
- მაქვს! კამარელს ეწყინა. ვაისმანის შავ სათვალეში დამცინავი ღიმილის კრთომა
მოეჩვენა.
- მაშ, რა საჭირო იყო დღევანდელი სეანსი? - იკითხა წყრომით.
- რომ თქვენც იცოდეთ! - თქვენ ვერ მეტყოდით? - მე მინდა, თქვენც იმ
თასიდან სვათ სიბრძნე, საიდანაც მე ვიგემე! ჩამოვარდა სიჩუმე.
დივანზე ნახევრად წამოწოლილი ვაისმანი თავის განუყრელ რუხ ფრენჩში
გამოწკიპული, ეკრანის კუთხეში მისჩერებოდა. ოდნავ შესამჩნევად თავს
რიტმულად აქანებდა, თითქოს რაღაცას ჩუმად ითვლისო, და პატარა რგვალ
მაგიდაზე ნერვულად ათამაშებდა მოუსვენარ თითებს.
კამარელი გახევებულივით იჯდა, თავი დივანის რბილ ზურგზე მიესვენებია და
ატლასივით სუფთად გაპარსული ლოყები მღელვარებისაგან გამკრთალებოდა.
ლაბორატორიაში იდგა მოლოდინით დატვირთული მყუდროება.
სიჩუმე დაარღვია კამარელმა.
- გუშინ რომ მითხარით: "კარგად ვიცი, რატომ დაივიწყეთ ეკრანი"-ო, რას
გულისხმობდით ამ სიტყვებში? - მე ვიცი, რომ თქვენ განგებ გაურბოდით
ეკრანს.
- ალბათ, ისიც იცით, რა მიზეზით? - ვიცი! კამარელი არ მოელოდა ასეთ
გადაჭრილ პასუხს, თუმცა ახლა უკვე გრძნობდა, რომ შეცდა; არ უნდა მიეცა
ამგვარი შეკითხვა. საჩქაროდ აუხვია გვერდი საშიშარ დიალოგს და საუბარი
სხვა საგანზე გადაიტანა, რადგან არც გაჩუმება ვარგოდა.
- კარგი, ამას თავი დავანებოთ. ერთი ეს მითხარით: თქვენ პირდაპირ გაქვთ თუ
არა იმედი, რომ კატასტროფას თავს დავაღწევთ? - თქვენ? - მე რა? - თქვენ
გაქვთ თუ არა იმედი? - იმედს საფუძველი სჭირია, რაც მე არ მომეპოვება! -
ეკრანი არ კმარა საფუძვლად? - ეკრანი ჩემთვის გაუგებარი წიგნია, რომლის
ავტორი თქვენ ხართ! ვაისმანი არ განძრეულა, თითების თამაშიც შეაჩერა და ისე
უთხრა კამარელს: - ეკრანის ნამდვილი ავტორი თქვენ ხართ! - რანაირად? -
გაუკვირდა კამარელს.
- თქვენ გიყვართ მარსელი ქალი.
გული ყუმბარასავით გასკდა და კამარელი უეცრად კვამლსა და ალში ჩაიძირა.
შუბლზე თითქოს მდუღარე გადაესხა. ხომ იცოდა, რომ ვაისმანი მის აზრებს
კითხულობდა? უნდა მორიდებოდა შეკითხვებს. რატომ არ იცოდა, რომ ისეთი
მძლავრი სულიერი ქარიშხალი, რამაც კინაღამ დაწეწა მისი სულის სამყარო, არ
გამოეპარებოდა ამ გულთმისანს? უთუოდ საშიშ ადამიანთან აქვს საქმე. ვინ
იცის, შეიძლება თუ არა ამ ჯადოსანის რჩევას დაენდოს კაცობრიობა? იქნება
უარესს რამეს უქადის დედამიწას ქვეყნის აღსასრულის ეს ავყია წინამორბედი!
არავინ იცის, რა მიზანი აქვს მის საიდუმლო კავშირს მარსთან, რა ჯოჯოხეთურ
გეგმას ამზადებს ეს ბოროტი სული!..
- კეთილი სული! - ისევ მოულოდნელად დაარღვია კამარელის ფიქრთა დენა
ვაისმანმა.
კამარელი შიშმა აიტანა. ეს რა სატანას გადაეკიდა? სად დაემალოს ამ
საშინელებას? რა ჯავშანი დაიფარავს მის გონებას ამ საკვირველი ადამიანის
უხილავ მახვილისაგან? - კეთილი სული! - გაიმეორა ვაისმანმა და წამოდგა. რა
საფუძველი გაქვთ ამგვარ ეჭვებისათვის? განა საკმაოდ საბუთი არ მოგეცით ჩემიკეთილგანწყობილების დამამტკიცებლად? მე თქვენ დაგახმარეთ ჩემი
შემოქმედება და ლეტარგინის უშრეტი ალით ავაძგერე თქვენი ქვეყნის რკინის
გული! მე თქვენ დაგაყენეთ სიბრძნის ღია კართან და ცოდნის შუქი ჩავღვარე
თქვენს გონებაში! მე გავანათე ბნელით მოსილი აუცილებლობა, რომ
უფსკრულში გადავჩეხო მოახლოვებული სიკვდილი! მე თქვენთან მოვედი
სიკეთით დატვირთული, დამეხმარეთ, რომ თქვენს სალაროში ჩავაწყო ძვირაფსი
განძი, რაც თქვენთვის წრფელის გულით მომიტანია.
- მეტი აღარ შემიძლია! - შეევედრა კამარელი. - მოხსენით საიდუმლოს
უკანასკნელი საბურველი.
- დამშვიდდით, ნუ ღელავთ! - უთხრა ვაისმანმა. - იქონიეთ მოთმინება. საცაა
თქვენი მეგობარიც დარეკს.
- დავიღალე!.. ყველაფერს აქვს დასასრული!..
- მეტი რწმენაა საჭირო და გამძლეობა.
- ძნელია ბნელში სიარული! ოღონდ განათდეს და დავინახოთ უხილავი. -
მტრის არ მეშინია.
- სად არის შთაგონებისა და შემოქმედების ცეცხლი? - ვიწვი ამ ცეცხლში,
ფერფლიღა დავრჩი.
- არ გახარებთ ბედთან ბრძოლა და გამარჯვების მოლოდინი? - დავიღალე! -
გაიმეორა ღონემიხდილმა კამარელმა.
- სიყვარული მოგცემს ძალას.
- ოხ, სიყვარული! - ამოიოხრა კამარელმა. - ბედი დამცინის საშინლად. ჩემი
სიყვარული საბედისწეროა და განუხორციელებელი! - სიყვარულისა და ბრძოლის
კავშირი უძლეველია.
- დავიღალე!..
ვაისმანმა საათს დახედა: - აბა, შეხედეთ ეკრანს! ვერა ხედავთ, როგორ სცემს
დაბინდულ ჩარჩოზე შორეული ელვარების ალიონი? არ გესმით მიუვალ
სივრცეში ახმაურებული ეტლის უცნაური გუგუნი? მოჰქრის თქვენი სატრფო და
თვით ეროსს მიუცია მისთვის ფრთები! გახსენით გული სიყვარულისათვის და
იფხიზლეთ: მოჰქრის რძალი სხივოსანი. ჯერ არავის გადაულახავს ესოდენი
მანძილი საყვარელთან შესახვედრად. არც ერთი მიჯნური არ გაქროლებულა
სანატრელ პაემანზე ასეთი სისწრაფით. მოჰქრის თქვენი სატრფო სხივების
ეტლზე მჯდარი, წამში სამასი ათასი კილომეტრის სიჩქარით! ცხრამეტ წუთში
მან გადაანათა 350 მილიონ კილომეტრიანი სივრცე და საცაა, უჩინარ ელვათა და
გრგვინვით შემოსილი, შემოანგრევს დედამიწის ლაჟვარდ სფეროს. აჰა! მოასკდა
ზეცას აქაფებულ სხივთა ღვარი და ჰაერში სცვივა ბრწყინვალე თაღის
ნამსხვრევები. შეხედე ეკრანის ნაპირებს! ვარდისფერი ალი მოადგა ჩარჩოებს და
უკვე ისმის გაქანებულ სხივების წკრიალი. მოფრინდა რძალი ზენაარი! და
უკანასკნელ სიტყვასთან ერთად ზარმა დაიწკრიალა და ეკრანი აენთო. გამოჩნდა
მარსელი ქალი თეთრი აბრეშუმის ნათელი ნისლით მოსილი. კამარელის გულში
მზე ამოვარდა და გაფანტა უიმედობის ბურუსი. წამოდგა და ჰაერთან ერთად
ღრმად ჩაისუნთქა ეკრანიდან მოვარდნილი სინათლე და სიყვარული.
ვაისმანმა ტელეფონის ორმაგი მილი თავზე წამოიცვა და კამარელსაც მიაწოდა.
კამარელს იმავ წამს მოესმა ქალის ნაცნობი ხმა და განცვიფრდა: ქალი
ლაპარაკობდა ინგლისურად.- გურგენ კამარელო! სალამი მეგობარს! რად დამივიწყეთ ამდენი ხანი? ნუთუ არ
მოგენატრათ ჩემი ნახვა? გაოცებულმა კამარელმა ძლივს მოახერხა ხმის ამოღება.
- არ ვიცი, თვალი მატყუებს თუ ყური? - რამ გაგაკვირვათ? - მოესმა ვაისმანის
ხმა. - მე შევასწავლე ორიოდე ინგლისური ფრაზა. ქართული კიდევ თქვენ
ასწავლეთ, მე ბოდიში მომიხდია, არ ვიცი! - როგორ შეასწავლეთ? თქვენ განა
იცით მარსული ენა? ვაისმანმა ამ კითხვას ყურადღება არ მიაქცვია.
- ეხლა ნება მომეცით, გაგაცნოთ თქვენი უკვე ნაცნობი მეგობარი: გედა ნუავე.
მარსის ცენტრალური ობსერვატორიის დირექტორი.
- გედა ნუავე! - გაიმეორა კამარელმა.
- თქვენს შესახებ ყველაფერი იცის, - დაუმატა ვაისმანმა, - რაც მე ვიცოდი -
ვუამბე. დანარჩენი თქვენ უთხარით.
- გედა ნუავე! - კიდევ გაიმეორა კამარელმა, თითქოს სურდა საყვარელი ქალის
ამიერიდან ძვირფასი სახელის სამუდამოდ დატყვევება.
- ნება მიბოძეთ მეც გაგაცნოთ ჩემი თავი. და ვაისმანმა სათვალე მოიხსნა. - ესეც
ნიღაბი, თქვენ რომ მუდამ გაღელვებდათ.
კამარელს ელდა ეცა: ვაისმანის სახე სრულებით გამოიცვალა - საკვირველი
გამომეტყველებით ბრწყინავდა ნაცნობი თვალები. თითქოს სადღაც ენახა ეს
თვალები, მაგრამ ვერ მოეგონა სად! უცებ გული შეეკუმშა და მთელ სხეულში
დაურბინა სისხლის თბილმა ტალღებმა. ვაისმანს თვალი მოსწყვიტა და ეკრანზე
გადაიტანა.
შეხედა ქალს, შემდეგ ისევ ვაისმანს, და მისთვის ცხადი გახდა, რომ ვაისმანიც
იმ ქვეყნიდან იყო მოსული, საიდანაც ეს გასაოცარი ქალი იჭვრიტებოდა.
აფრენილ მტრედების გუნდივით აფრთქიალდა კამარელის აფორიაქებულ თავში
ათასი ფიქრი. იმედი, სიხარული და განცვიფრება ყაჩაღთა ბრბოსავით დაესხა
შემკრთალ გონებას და დაიპყრო ყველა მისი სიმაგრე. ფანტასტიური ოცნება
სინამდვილედ იქცა, კამარელი აანთო და გაანათა შთაგონების ელვამ. წამწამებში
დაჰქროდა ნამიანი ნაპერწკლები, ხოლო ყურებში წიოდა გახარებული სისხლი.
მოესმა ქალის სიტყვები, ხავერდივით რბილი და ვერცხლივით წკრიალა: (არსაც,
არასოდეს ასეთი ინგლისური არ სმენია კამარელს: მკაფიო, ნათელი და მრეკავი,
თითქო ინგლისური სიტყვების მძიმე ქვები ალისფერ ბრინჯაოში იყო
ამოვლებული.)
- ვაისმანი გაჰყვა თავის სათვალეს, - ამბობდა ქალი. - თქვენთან დგას ახლა
ლენგორ კარო, მარსელი ინჟინერი, ორბეინ-ექსპედიციის პირველი
ორგანიზატორი.
- ლენგორ კარო! - გაიმეორა კამარელმა და ვაისმანს გაუსწორა თვალები.
ვაისმანმა თავი დაუკრა კამარელს გაცნობის ნიშნად, მოიხსნა ტელეფონი და
მაგიდას მიუჯდა.
- ეხლა, მე თქვენ დაგტოვებთ. ისაუბრეთ რამდენიც გენებოთ.
გამოაღო მაგიდის უჯრა, ამოიღო პატარა რვეული და მაგიდაზე დასდო.
- უეჭველია, მოისურვებთ ყველაფრის ახსნას. ეს არის ჩემი დღიური.
წაიკითხეთ და საიდუმლოებასაც უკანასკნელი საბურველი აეხდება.
ვაისმანი წამოდგა (უკანასკნელად ვახსენოთ ამ სახელით კარო), დაიხურა ქუდი
და ლაბორატორიიდან გავიდა.
კამარელი ეკრანს მიუბრუნდა.
ქალმა გაუღიმა: - თქვენებურად 11 სექტემბერი იყო.- მახსოვს! - ეხლა კარგად ხართ? - კარგად! - დივანის ბალიშმა გიშველათ,
თორემ თავს გაიტეხდით. ძალიან შევშინდი მაშინ.
- ეს კი არ მახსოვს, როდის შემოვიდა კარო? - იმ წუთსვე. კარებთან მდგარიყო.
კამარელი ეკრანს მიეყრდნო, თითქოს შიგ შესვლას აპირებსო.
- ვერ მეტყვით ორი სიტყვით, რისთვის გამოგზავნეს კარო დედამიწაზე? - სჯობს
კაროს დღიური წაიკითხოთ, - მიუგო ქალმა.
- სამტროდ ხომ არ არის მოსული? - კაროს დღიური წაიკითხეთ! - ეს მაინც
მითხარით, - დაბრუნდება თუ არა კარო მარსზე? - დაბრუნდება! -
კატასტროფამდე, თუ შემდეგ? - წაიკითხეთ კაროს დღიური და გაიგებთ, რას
ფიქრობენ სანორენები.
- ვინ არიან სანორენები? - მარსელები, მარსის ადამიანები.
- სანორ მარსსა ჰქვია? - ჰო! - ობრა რა არის? - თქვენი პლანეტა, დედამიწა.
- ობრან? - დედამიწის ადამიანი.
- კარო თქვენი რა არის? - მოულოდნელად ჰკითხა კამარელმა და სახე აეწვა.
- ვერ გავიგე, რას მეკითხებით? - მიუგო ქალმა.
- ძმა არის თქვენი, მეგობარი თუ კოლეგა? - წაიკითხეთ დღიური. - უთხრა
ქალმა და გაიღიმა.
კამარელს სახეზე სინათლის ღვარი გადაესხა.
- მე რა ვარ თქვენი? - ღიმილითვე ჰკითხა ქალმა.
კამარელს უკვირდა, როგორ იტევდა გული ამდენ სიხარულს, უნდოდა ეთქვა
ისეთი რამ ძლიერი და ნათელი, რაც ერთბაშად დაანახვებდა ქალს მისი გულის
ბრწყინვალე ზეიმს, მაგრამ საჭირო სიტყვებს ვერ პოულობდა და
ბედნიერებისაგან თავბრუდასხმული მთვრალივით იდგა ეკრანთან.
- გედა ნუავე! - ამის თქმაღა მოახერხა.
- გურგენ კამარელი! - უპასუხა ქალმა.
- გედა! - ჩურჩულებდა კამარელი.
- გურგენ! - ნუავე! - კამარელი!.. რა არის კამარელი? - ჰკითხა ქალმა.
- გვარი! - რას ნიშნავს? - არაფერს... ნუავე? - თქვენებურად ნიშნავს
"ცხრათვალას".
- რად გეძახიან ასე? - წაიკითხე კაროს დღიური.
კამარელს დღიურის წასაკითხად სული მისდიოდა, მაგრამ ვერც ეკრანს
მოშორდებოდა.
- იცით თუ არა, 11 სექტემბერს რატომ დავკარგე გრძნობა? - ჰკითხა კამარელმა
და გულმა ფართხალი მორთო, ბევრი რამ იყო დამოკიდებული ამ კითხვის
პასუხზე.
- ვიცი. - მიუგო ქალმა და ეკრანს მიასვენა გაბრწყინებული სახე.
კამარელსა და ქალს შორის იყო მხოლოდ ათი სანტიმეტრის სისქე სარკის მინა.
კამარელი ხედავდა ქალის სახის ყოველ დეტალს: ოდნავ ღია ბაგეთაგან
გამომკრთალ კბილებს, ეკრანის სარკეზე მიკრული ცხვირის ვარდისფერ
ნესტოებს, ადიდებულ შუქით ნაპირგადალახულ თვალებს და შავი ალით
აფარფალებულ წამწამებს: გარკვევით ესმოდა ქალის აჩქარებული სუნთქვა და
ხედავდა მკერდის მღელვარე მოძრაობას და ალმოდებულ ტანისამოსის რხევას.
გასაოცარი იყო ეს უტყუარი და ხელშესახები სიახლოვე უსაზომო სივრცით
დაშორებული ქალის.
ეს იყო ფანტასტიური პაემანი.
- გედა, მიყვარხარ! - მოულოდნელად წამოსცდა კამარელს.- მიყვარხარ! - უპასუხა ქალმა და ხელები ფრთებივით გაშალა ეკრანზე.
კამარელმა წუთით თვალები დახუჭა.
მის წინ გაიხსნა დაულეველი ბნელი სივრცე.
დაინახა, როგორ გადაირბინა მარადიულმა ახალგაზრდობის ამ უკვდავმა
სიტყვამ 350 მილიონ კილომეტრიან სივრცის უსინათლო და ცარიელი
უფსკრული და სიყვარულის სხივით გადააბა ერთმანეთს ორი დასაბამითგან
ერთიმეორეს დაშორებული ქვეყანა.
VIII - გედა ნუავე (კაროს დღიური)
ძვირფასო გურგენ! ვიდრე ჩემი დღიურის კითხვას შეუდგებოდეთ, მინდა პატარა
განმარტება წავუმძღვარო მას. ცხადია, როცა ამ დღიურს ვწერდი, მე სრულიად
არ ვფიქრობდი, რომ ვინმე წაიკითხავდა; ამიტომ იგი, როგორც ყოველი
დღიური, რომლის დანიშნულებას შეადგენს მეხსიერებისათვის საჭირო
წერტილების აღნუსხვა, იწერებოდა მხოლოდ ავტორისათვის გასაგები ნახევრად
დაშიფრული ენით. მაგრამ გარემოებამ მოითხოვა, რომ ეს დღიური თქვენ
წაგეკითხათ და მეც ავიღე და ვთარგმნე იგი თქვენთვის. თარგმნის დროს მე
ვიცოდი რამდენადაც ეს ჩემთვის შესაძლებელი იყო, გამეადვილებია დღიურში
მოთხრობილ ამბავთა გაგება. ამ მიზნით, ბევრი გაუგებარი ადგილი სრულიად
გამოვტოვე, ზოგიერთი ადგილი უფრო დეტალურად ავწერე და ზოგან საჭირო
შენიშვნები ჩავურთე. ვხედავ, მიზანს სავსებით მაინც ვერ მივაღწიე:
გაურკვეველი და ბუნდოვანი ბევრი რამ დარჩა დღიურში. მაგრამ, ვფიქრობ,
მოვლენათა მთავარი ნასკვი რამაც მე თქვენს ქვეყანაში მომიყვანა, ნათელი
გავხადე თქვენთვის. ყოველ შემთხვევაში მე ბოდიშს მომხდის ინგლისური ენის
უცოდინარობა. სიტყვების მეტად მცირე მარაგი არ მაძლევს დიდ გასაქანს.
K – R.
P. S. დღიური დათარიღებულია მარსის წელთაღრიცხვით. მოქმედების
დედამიწაზაე გადმოტანის შემდეგ თარიღიც აქაურია. საჭირო შემთხვევაში
მარსის თარიღები შეფარდებულია დედამიწის წელთაღრიცხვასთან.
K KK– R.
- 17– 9. მეორეჯერ შევხვდი დღეს. შემდეგ წავიკითხე ერთი ძველი წიგნი.
გამიკვირდა: რა დიდი განსხვავებაა ძველსა და ახალს შორის და ამავე დროს
ზოგი რამ როგორ უცვლელად შენახულა ჩვენში!..
დავიცდი. სადღაც, უჩინარ სამყაროში, შუქი მოძრაობს. მოსჩანს მხოლოდ
ჩრდილი, შუქის ჩრდილი.
დავიცდი, დრო გაივლის, პასუხიც მოვა.
- 17– 11. თითქოს ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, მაგრამ ახალი შუქით განათდა
ჩვენი საუბარი.
- შენიშნე თუ არა, რა მშვენიერია ამ საღამოს ობრა? - მკითხა გახარებულმა.
- გვიახლოვდება.
- მე კი არ ვარ მომზადებული, როგორც საჭიროა.
- რა გაკლია? შენი უკანასკნელი რეფრაკტორი ხომ მზად არის.
- მზად არის და შენი დახმარება მჭირია.
- ჩემი? - გამიკვირდა.
- დიახ, შენი. რამდენჯერ იყავი ედონზე? - ვინ დასთვლის? - გუანაზე?
– მრავალჯერ! - ცხადია, ჰაერი არც ერთზე არ არის.
- სამწუხაროდ! - ამჟამად ჩემი მიზნებისათვის, ეს ფაქტი მეტად სასიხარულოა.- არ მესმის! - ჰაერი აბრკოლებს ჩემი რეფრაკტორის მუშაობას: ოდნავ აბრმავებს
მას, აელამებს.
მე მივხვდი, რაც უნდოდა მას: რაც უფრო მეტად აახლოვებს ობიექტს
ტელესკოპი, მით უფრო დიდია ატმოსფეროს უარყოფითი მოქმედება
ინსტრუმენტზე. თუ ტელესკოპის დადგმა მოხერხდა უჰაერო მთვარეზე, მაშინ
მოახლოვებული ობრას შესწავლა გაცილებით უფრო ადვილი იქნება.
- ახლა კი მივხვდი, - მივუგე. - მაგრამ არ ვიცი, როგორ გინდა მოაწყო უჰაერო
სხეულზე ობსერვატორიის სადგური? ტელესკოპს ხომ თან უნდა ახლდეს
ცოცხალი არსებაც? - ტელესკოპთან ჩვენ ვიქნებით! - მიპასუხა ქალმა.
- როგორ, ჩვენ? - მე და შენ! რა თქმა უნდა, თუ დამთანხმდები! - ნუთუ ჩემი
ორი თვალიც დასჭირდა ნუავეს?
- ცხრას თერთმეტი არა სჯობია? - ღიმილით მიპასუხა.
- სადგურს მთვარეზე როგორ მოაწყობ? - სადგურს აქ მოვაწყობთ და
გადავიტანთ გუანაზე.
- რატომ გუანაზე და არა ედონზე? - ედონი თუმცა უფრო ახლოა, მაგრამ მისი
მეტისმეტად ჩქარი მოძრაობა ტელესკოპის მუშაობას ხელს შეუშლის. როგორც
იცი, ედონი ისე სწრაფად მიჰქრის, რომ დღე-ღამეში სამჯერ უვლის გარშემო
ჩვენს პლანეტას. ხოლო გუანა შედარებით უფრო ნელა მოძრაობს: მისი ბრუნვის
პერიოდი უდრის 30 საათს.
- სადგურს როგორ მოაწყობ? - გავიმეორე ჩემი შეკითხვა.
- სადგურის შესახებ დიდი ხანია მაქვს ერთი გეგმა, მაგრამ არ ვიცი, გაიზიარებ
თუ არა შენც ჩემს აზრს? - მე გისმენ! - ვშიშობ, უარი არ მითხრა! ქალი
მიცქეროდა ვედრებით სავსე თვალებით და ვგრძნობდი, რომ რაც უნდა ეთხოვა,
უარს ვერ ვეტყოდი.
- ოღნდ შევძლო და მზადა ვარ! - სადგური უნდა მოეწყოს შენს რაუნიტზე.7
მე დიდხანს არ დავფიქრებულვარ. ნუავეს აზრი რამდენად უბრალო იყო,
იმდენადვე ბრწყინვალე და მიზანშეწონილი.
- მე ვკისრულობ რაუნიტზე შენი ტელესკოპის მოთავსებას, - ვუპასუხე
გახარებულ ნუავეს. - ხვალიდანვე შევუდგები საჭირო სამზადისს.
ქალი წავიდა საამო ფიქრებით განათებული.
მეც გულში სინათლე ჩამიდგა.
კარგია, როცა გამბედაობა და ცოდნა ერთად არიან.
- 17– 25. რაუნიტი პატარა ობსერვატორიად გადაიქცა. ნუავე დარწმუნებულია,
რომ პირველი მოძრავი ობსერვატორია იწყებს სამყაროს შესწავლის ახალ
პერიოდს. მეც ვეთანხმები და მიხარია, რომ ეს გამარჯვება დაკავშირებული
იქნება ჩემს რაუნიტთან.
- 17– 31. ხვალ გავფრინდებით. ნუავემ გუშინ საღამოს გადაიღო ობრას სურათი.
მარწმუნებს, რომ აღმოაჩინა ახალი ხაზები და წერტილები, რაც წინანდელ
ფოტოგრაფიებში არ არის.
მე განვაგრძნობ ჩემი ძველი შეხედულების დაცვას.
გუანაზე შესაძლოა ბევრი რამ გამოირკვეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ
ნუავეს გადაჭარბებული ოპტიმიზმი არ გამართლდება.
- 17– 32. გუანას ბრუნვის პერიოდი უდრის 30 საათსა და 18 წუთს, ედონის -
საათსა და 39 წუთს, ხოლო სანორის8 დღე-ღამე შეიცავს 24 საათსა და 37 წუთს.
ამის შედეგი ის არის, რომ ედონი დღე-ღამეში თითქმის სამჯერ შემოუვლის
ჩვენს პლანეტას და უცნაური მიმართულება აქვს: ამოდის დასავლეთიდან დაჩადის აღმოსავლეთზე. გუანა კი, ცოტა უფრო ნელა მოძრაობს, ვიდრე სანორი
თავისი ღერძის გარშემო, ამის გამო იგი თითქმის ორი დღე-ღამე დგას ცაში
ამოსვლიდან ჩასვლამდე. ამიტომ არჩია ნუავემ ტელესკოპის გუანაზე გადატანა.
დილის 4 საათზე რაუნიტი უკვე პოლუსზე იყო.
4 ს. და 21 წ. პოლუსი დავტოვეთ.
წამოვედით იმ ანგარიშით, რომ გუანას შევხვედროდით ცის მეცხრე მერიდიანზე
(ასე ვიყავით შეთანხმებული ჩრდილო-ობსერვატორიის დირექტორთან).
გზაზე შეუწყვეტლად გვენთო შორეული ხილვის ეკრანი, რომლითაც ნუავე
დაკავშირებული იყო ობსერვატორიასთან.
სწორედ დანიშნულ დროს დავეშვით გუანაზე.
გუანას უჰაერო ცის ერთი ნახევარი, ჰორიზონტიდან ზენიტამდე, დაფარული
იყო სანორის უზარმაზარ ელვარე დისკოთი, ხოლო მეორე ნახევარი შავი
ხავერდის კარავსავით იყო გაშლილი. შავ ხავერდზე დახატულივით მოსჩანდა
აზა9 და არაჩვეულებრივად აკაშკაშებული ვარსკვლავები. . სანორ - მარსი აზა –
მზე.
ობსერვატორიას გადავეცით საჭირო ცნობები და ეკრანი ჩავაქრეთ. ობრა გუანას
მეორე მხარეზე იყო და ჩვენც იქით გავსწიეთ. თანდათან ჩაიძირა სანორის
დისკო და აზაც ჩავიდა.
რაუნიტი შევიდა გუანას უკუნეთ ღამეში და გამოჩნდა ლურჯად მოკამკამე
ობრა.
ნუავემ მოიმარჯვა თავისი ცხრათვალა ტელესკოპი და მუშაობას შეუდგა.
- 17– 35. ახლოვდება CD-18-2710 . დიდი მზადებაა.
ეკრანების რიცხვი 2000-მდე აიყვანეს.
ნუავე მოუსვენრად მუშაობს.
მაოცებს მისი ენერგია და ენთუზიამზმი.
გუშინ მიჩვენა გუანაზე დამზადებული რუკების ალბომი. გულდასმით
დავათვალიერე: სანუგეშო ვერაფერი ვიპოვე. ეწყინა.
- მე არ ვამტკიცებ ობრაზე სიცოცხლის შეუძლებლობას. - შევარბილე ჩემი
სკეპტიციზმი. - მაგრამ მეტად საეჭვოდ მიმაჩნია მისი მაღალი ხარისხი.
- რატომ ფიქრობ ასე? - გულნატკენად მკითხა.
- ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, - ვუთხარი მე, - ვერ წარმომიდგენია
სიცოცხლის ჩვენთვის უცნობი უმაღლესი ფორმის არსებობა პლანეტაზე, სადაც
ამდენი წყალია.
- განა ცოტაა ხმელეთი? - შეადარე ზღვას. ობრა თითქმის მხოლოდ ზღვაა,
ხმელეთის უმნიშვნელო კუნძულებით.
- ამ კუნძულზე მაინც არის მაღალი სიცოცხლე! - დაჟინებით წამოიძახა ნუავემ.
- სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არა ხმელეთზე, არამედ წყალში.
ობრაზე ბატონობს წყლის სტიქია. წყალში კი, შეუძლებელია სიცოცხლის მაღალი
ფორმა.
- ნუ გავიწყდება, რომ ობრას ხმელეთი იმდენად დიდი მაინც არის, რომ
სანორის მთელ ზედაპირს უდრის. - თანდათან ცხარდება ნუავე. - თუ სანორზე
ასე განვითარდა სიცოცხლე, რატომ არის ეს შეუძლებელი ობრაზე? - ჩვენი
პლანეტის ჰავა სხვაგვარია. - ვცხარდები მეც. - ობრაზე მუდამ ქუხს და ელავს.
წარმოუდგენელი ძლიერების გრიგალი მძვინვარებს განუწყვეტლივ. მუდამ
ბურუსიანი ჰაერი სავსეა გამანადგურებელი ძალებით. სიცოცხლის მაღალი
ფორმა ვერ დამკვიდრდება ასეთ მერყევ და მძაფრ ნიადაგზე...ეხლა ვზივარ და ვფქირობ: - რატომ გავცხარდი? რატომ მაღელვებს ყოველთვის
ნუავეს დაუსაბუთებელი გატაცება და დაუჯერებელი დასკვნები? სადღაც,
გულის უჩინარ კუთხეში, შუქი მოძრაობს. ჯერ მოსჩანს მხოლოდ ჩრდილი,
შუქის ჩრდილი.
დავიცდი.
დრო გაივლის, პასუხიც მოვა.
- 17– 40. გუშინ სიგნალის მომწყობი სექციის სხდომა იყო.
დილის სხდომის წინ ნუავემ დამირეკა: - ხომ იქნები სხდომაზე? - ვიქნები! -
შენი ნახვა მინდა. დამიცადე. სხდომაზე ერთად წავიდეთ! - სიამოვნებით!
შემოვიდა ჩუმად. ხელში ეჭირა მისი საყვარელი სუანერ. ფანჯარასთან დაჯდა.
სახეზე ენთო მოზღვავებული სიხარულის განგებ შებურვილი სინათლე.
უნდოდა (არ ვიცი, რატომ) დაუტევნელი სიამის დაფარვა და ჰხრიდა წამწამებს.
მაგრამ შეკავებულ ღიმილივით ცახცახებდა თვალებში შთაგონების ბრწყინვალე
ფრთა.
- რაღაც კარგი გაქვს გულში დამალული, - ვკითხე.
შემომხედა: თვალებიდან თითქოს ორი ფრინველი ამოფრინდა და სახეზე
სხივების ფრთები მომანათა.
- შენ ჩემი არ გჯერა, მაგრამ მე ვხედავ ყველაფერს.
- რას ხედავ? - მე ვხედავ, როგორ იბრძვის ობრაზე ჩვენი მსგავსი არსება და
როგორ იკაფავს გზას ჩვენსკენ მისი მაღალი გონება.
- საჭიროა ჩვენც დაგვანახო.
- გახსოვს, ორი თვის წინათ ობრას ჩრდილო-პოლუსზე ცეცხლის სვეტები რომ
იქნა შენიშნული? -მერე? - მაშინ ის ვულკანურ მოვლენად ჩასთვალეს, მაგრამ
ეხლა სულ სხვა რამ ირკვევა ჩემთვის.
უცებ წამოდგა და აივნის ფარდა გასწია.
ოთახში მოულოდნელ ნიაღვარივით შემოიჭრა ოქროს სხივების შადრევანი და
თბილი შუქით შემოსა ქალი.
- მაინც რა ირკვევა? - შევეკითხე.
- ეგ ობრას შუქური სიგნალია.
აივანზე გავედით. აზა მაღლა აწეულიყო და ცხელი ღვარი გადაესხა ფართე
ფოთლებიან ბიმუდუს ხეივნისათვის.
- როგორ დაასკვენი? - ვკითხე და სკამი შევთავაზე.
დაჯდა. მარჯვენა ხელი იავნის მოაჯირზე დააყრდნო, მარცხენა მე გამომიწოდა.
ჩამოვართვი პატარა, ჩიტივით აფართქალებული ხელი და ფრთხილად მუხლზე
დავასვენე.
- შენ ჩემს დასკვნებს არ სწყალობ! ვიცი, არც ამას გაიზიარებ! - პირიქით, მე
ვცდილობ დავიჯერო, მაგრამ საკმაო საფუძველს ჯერ ვერ ვხედავ! - მაინც
გეტყვი ჩემს მოსაზრებას, რადგან შენი დახმარება მჭირია.
- მზადა ვარ, როგორც ყოველთვის! - გუანაზე გადაღებულ სურათებიდან სჩანს,
რომ ობრას ჩრდილო-პოლუსის მიდამოები მუდმივი ყინულით არის მოჭედილი.
ყინულის არე ვაკესავით სწორად არის გაშლილი და არსად ჩრდილის ლაქებს არ
იძლევა. ეს ამტკიცებს, რომ ყინულის ქვეშ წყალია. ელვარება კი სწორედ
ყინულოვან ზოლზე იქნა შენიშნული. აუცილებელია დასკვნა, რომ ცეცხლის
ზოლები არ იყო ვულკანური წარმოშობის.
- შენ ფიქრობ, მაშასადამე, რომ ეს იყო ხელოვნურად გამოწვეული ასხივება? -
სხვაგვარი ახსნა შეუძლებელია: მოქმედი ვულკანის ნიშნები მე იქ ვერაღმოვაჩინე. ამას გარდა, ძალიან დამაეჭვებელია სხივების ზოლების
სიმეტრიულობა, - ვულკანური ამგვარად სივრცეს ვერ გაანათებდა.
- როგორც მახსოვს, - ჩავურთე მორიდებით, რადგან არ მინდოდა კიდევ ხაზი
გამესვა ჩემი სკეპტიკური განწყობილებისათვის. - ელვარების რადიუსი ძალიან
დიდი იყო.
- ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე ჩვენი სიგნალის სისტემაა, - მიპასუხა ნუავემ,
ხელი წამართვა და გამწყარლი თვალები მრისხანედ მოაბრუნა ჩემსკენ.
- მერე რას ნიშნავს ეს სიგნალი? - ვკითხე მეც პაუზის შემდეგ.
- საქმეც ის არის, რომ მათ ჩვენი სიგნალი ვერ გაუგიათ. ალბათ ჩვენს მუქ
ზოლებს ისინი ჩვენი პლანეტის ბუნებრივ ხაზებად სთვლიან. ვინ იცის, იქნება
მდინარეები, ან მთები ჰგონიათ! - კარგი მიხვედრაც ჰქონიათ! - წამომცდა
ირონიული შენიშვნა, რამაც უფრო გააბრაზა ნუავე.
- ჩვენ არ ვიცით, როგორი ხელსაწყოებით სარგებლობენ ისინი და როგორ
მოსჩანს ჩვენი პლანეტა მათ ინსტრუმენტებში. ამიტომ უმჯობესია ნაჩქარევ
დასკვნებს მოერიდო.
ნუავეს ეს შემცდარი დასკვნა მე მხოლოდ აქ ჩამოსვლის შემდეგ გამოვარკვიე.
თქვენ, უეჭველია, მიხვდებით, რო მარსიდან დედამიწის პოლუსზე შენიშნული
სხივების ზოლები ნუავეს რომ სიგნალი ეგონა, იყო ეგრეთ წოდებული
პოლარული ნათება. მარსის ატმოსფეროს განსხვავებული პირობების გამო ასეთი
მოვლენა იქ შეუძლებელია და ამიტომ იყო ჩვენთვის ძნელი მისი ბუნების ახსნა.
კარგად ვგრძნობდი, ვისი დასკვნები იყო ნაჩქარევი, მაგრამ ნუავეს შეუდრეკელი
რწმენა თავისთავად იმდენად მიმზიდველი იყო, რომ ძალაუნებურად
იმორჩილებდა ჩემს ეჭვიან სიფრთხილეს.
- ახლა უნდა გითხრათ, რისთვის მოვედი შენთან, - მომმართა ნუავემ და
გამწყრალ სახეზე ღიმილი აათამაშა, - დღევანდელ სხდომაზე შემომაქვს ერთი
წინადადება, რაც მინდა წინასწარ გაგაცნო.
- ჩვენი სიგნალის შესახებ? - დიახ! როგორც გითხარი, საფუძველი გვაქვს
ვიფიქროთ, რომ ობრაზე ჩვენი სიგნალი ვერ გაიგეს. შეიძლება ეს, სხვათა შორის,
იმითაც აიხსნებოდეს, რომ ზოლები, მიუხედავად სისტემის ცვალებადობისა,
მუდმივია. ამას შეეძლო ისეთი შეხედულების წარმოშობა, თითქოს ეს ზოლები
პლანეტის ორგანული აღნაგობის თავისებური კონტურები იყოს.
- შენი მოსაზრება უთუოდ ანგარიშგასაწევია, - შევნიშნე მე, - მაგრამ როგორ
გინდა გამოასწორო მდგომარეობა? - ჩემი წინადადების აზრიც ეგ არის. - ობრას
მოახლოვების დროს ჩვენ უნდა შევცვალოთ სიგნალიზაციის მეთოდი.
- როგორ? - საჭიროა სიგნალმა ობრაზე შექმნას რიტმული ციალის
შთაბეჭდილება. ამ მიზნით ყოველდღე 12 საათის განმავლობაში სიგნალიზაციის
მთელი სისტემა უნდა ჩაქრეს. ფიგურების ციკლი უნდა გადაეცეს 12 დღეში,
თითო ფიგურა ყოველდღე. ციკლის მოთავსების შემდეგ სიგნალი სრულებით
უნდა მოიხსნას. თუ ობრაზე შენიშნული აქვთ ჩვენი სიგნალის ზოლები,
შეუძლებელია გადაცემის ამ ცვლილებამ არ მიიპყროს ობრანთა ყურადღება.
ნუავეს გეგმა მართლაც მოსაწონია.
სიამოვნებით დავუდასტურე.
- სავსებით ვიზიარებ შენს მოსაზრებას და ვფიქრობ, სექციაც მიიღებს მას, თუ
რაიმე ტექნიკური ხასიათის დაბრკოლებამ არ შეუშალა ხელი.- მე უკვე მქონდა ამის შესახებ საუბარი პროჟექტორების გამგესთან, - მითხრა
ნუავემ, - ტექნიკურად ჩემს გეგმას არაფერი დააბრკოლებს.
- მით უკეთესი! - ვუთხარი მე და წამოვდექ: სხდომაზე წასვლის დრო იყო.
სექციამ ერთხმად მიიღო ნუავეს წინადადება.
- 18 – 1. გეგმაზე მუშაობამ დიდი ნაყოფი გამოიღო. ასტრონომიას უდიდესი
პერსპექტივა გაეშალა. ობსერვატორიამ გადასწყვიტა ორივე მთვარეზე ააგოს
ასტრონომიული სადგურები. ინჟინერმა გოუმ წარმოადგინა სადგურების გეგმა.
- 18 – 15. დღეიდან დაიწყო სიგნალიზაცია ნუავეს გეგმით.
ობრა სწრაფად გვიახლოვდება. ამჟამად იგი უბრწყინვალესი ვარსკვლავია ჩვენს
ცაზე.
ყველა აღელვებულია სასიხარულო მოლოდინით.
ყველაზე მეტად ღელავს ნუავე.
18 – 27 გუშინ მოთავდა სიგნალიზაციის ციკლი.
დღეს ობრა უახლოეს წერტილზე ბრწყინავს.
ორი ათასი ეკრანის უსინათლო თვალი ელექტროწამწამების შეუწყვეტელი
ხამხამით მისჩერებია მოლურჯო ცეცხლის აბრიალებულ მნათობს, მაგრამ არც
ერთი მათგანი არ ანთებულა ჯერ შორეული ხილვის სიხარულით.
- 18 – .28. ორი დღეა გუანაზე ვმუშაობთ. ნუავემ დაამზადა სურათების სერია.
ბევრი რამ არის ახალი და საგულისხმო.
პირველ ყოვლისა, გაკვირვებას იწვევს წყლის რაოდენობა.
მართლდება წინა-თაობათა მოლოდინი: ობრა, მართლაც, წყლის დაულეველი
რეზერვუარია, რამაც უნდა გამოაცოცხლოს ჩვენი პლანეტის სისხლნაკლები
სხეული და დაუბრუნოს მის დამშრალ ფესვებს ცხოველმყოფელი სინედლე.
- 18 – 30. არის თუ არა ობრაზე გონიერი არსება? ის მასალა, რაც დაგროვდა ამ
ერთი თვის დაკვირვებით, სანუგეშოს არაფერს ამბობს. თუ არის სიცოცხლე
უთუოდ დაბალ საფეხურზე. მხოლოდ ერთადერთი ნუავეა დარწმუნებული, რომ
სიგნალიზაციის უნაყოფობა ჯერჯერობით ჩვენთვის გაუგებარ მიზეზებით არის
გამოწვეული. მას სჯერა, რომ არსებობს მაღალგონიერი ობრან. სჯერა
გადაჭარბებული გატაცებით.
- ხომ ხედავ ამ ნათელ ლაქებს? - მკითხა გუშინ, როცა მის მიერ შედგენილ
რუკებს ვათვალიერებდით.
- ვხედავ, - ვუპასუხე, - მაგრამ ოაზისები საჭიროა უდაბნოში და არა ოკეანეზე.
- ეგ არის ობრანთა საცხოვრებელი ადგილი.
- მესმის.
- სოციალური ბუდეები.
- მეც ეს მაფიქრებს. ასე ჯგუფ-ჯგუფად ცხოვრება წყლით შემოსილ პლანეტაზე
კულტურის დაბალი დონის მაჩვენებელია.
- როცა ამ რუკებს ათვალიერებ, - დამტუქსა ნუავემ, - უნდა მოიშოროთ ჩვენი
დღევანდელი თვალსაზრისი. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა გზით მიდის იქაური
კულტურის განვითარება. - ამ მხრით ორთავენი ერთნაირად ცუდ
მდგომარეობაში ვართ, - შევნიშნე მე, - მოვლენის უცოდინარობა არ იძლევა
არავითარ უპირატესობას მისი ან ავად, ან კარგად შეფასებისათვის.
- შენ უკვე დასცინი ჩემს ოპტიმიზმს, - იწყინა ნუავემ და სახე მოიღრუბლა.
მე შევეცადე საჩქაროდ გამომესწორებია ჩემი უტაქტობა.- მე სრულებით არ უარვყოფ ობრაზე სიცოცხლის ნიშნებს, - შევძახე
გულწრფელად. - მე მხოლოდ ბოლომდის ვერ ვერკვევი, საიდან ღებულობ
შინაგანი დაჯერების ეგზომ მოუდრეკავ პათოსს.
- ჩემი უბედურებაც ეგ არის, - მითხრა ქალმა, - მეცნიერულად გამართული
არგუმენტები ჯერ არ მომეპოება, მაგრამ შინაგანი დაჯერება მართლა იმდენი
მაქვს, რომ უბრალო რამ ნიშანი ჩემთვის უფრო ბევრის მეტყველია, ვიდრე
შენთვის თვალსაჩინო ფაქტების მთელი გროვა.
- სამწუხაროდ, ასეთ საქმეში მარტოოდენ ინტუიცია არ არის საკმარისი.
- არც მე ვემყარები მხოლოდ ინტუიციას: ობრას ასაკი, მისი ფიზიკურ- ქიმიური
პირობები ერთის მხრით, ხოლო მეორეს მხრით, სიცოცხლის ის ნიშნები, რაც
შენთვისაც აშკარაა, განსაკუთრებით კი, შუქური სიგნალიზაციის ცდები, - მე
ვფიქრობ ყველაფერი ეს იძლევა ჩემი დასკვნებისათვის საკმაოდ დამაჯერებელ
საფუძველს.
- შუქური სიგნალი მე ძალიან მეეჭვება, - ფრთხილად შევაპარე სკეპტიციზმის
წვეთი. - ეგ რომ მართალი სიგნალი ყოფილიყო, ამ იშვიათ მოახლოების დროს
უფრო ნათლად და გარკვევით უნდა გამოჩენილიყო მისი ციმციმი.
შევატყე, რომ ნუავე შეშფოთდა.
- ვიმეორებ, მე არ ვუარვყოფ ობრაზე სიცოცხლის არსებობას, - დავსძინე
საჩქაროდ, რომ შემენელებია ჩემი უკანასკნელი სიტყვების შთაბეჭდილება. -
მაგრამ, როგორც გითხარი, იქ წყლის სტიქია ბატონობს და სიცოცხლეც ამ
სტიქიის შესაფერი იქნება.
- მაშასადამე? - ჩამეკითხა ნუავე.
- მაშასადამე, შენი საყვარელი ობრან ჩვენს მოკავშირედ ვერ გამოდგება. -
მოულოდნელად წამომცდა მწარე დასკვნა.
ნუავე ისევ მოიღუშა.
- 19 – 7. ობრა ისეთივე სისწრაფით გვშორდებოდა, როგორითაც
გვიახლოვდებოდა.
გამოქვეყნდა აუარებელი მასალა, მათ შორის განირჩევა ნუავეს დეტალურად
გადამუშავებული რუკები.
რუკები კულტურის ნიშნების მიხედვით ზონებად არის დაყოფილი.
ნუავე თავის განმარტებაში იძლევა მრავალ გონებამახვილ და საგულისხმო
მოსაზრებას, მაგრამ ჭარბობს ინტუიცია.
მე ვამზადებ გამოსაქვეყნებლად ჩემს დასკვნებს, მაგრამ (საოცარია) მერიდება
ნუავესი.
ჩვენს შორის ბრძოლაა. მე ვგრძნობ, რომ ამ ბრძოლას აქვს არა მხოლოდ
მეცნიერული საფუძველი, რაღაც სხვა რამ, მეცნიერების გარე მყოფი, ამძაფრებს
ჩვენს ურთიერთობას. მეცნიერული დავა თანდათან უახლოვდება პიროვნულ
კონფლიქტს.
მე ვერიდები ამ კონფლიქტს და ამიტომ ჩემს წერილს ხელს არ მოვაწერ.
- 19 – 12. ვამტკიცებ რომ ჩ და დ ზონები, სადაც ნუავეს მაღალი კულტურის
ნიშნები მოეჩვენა, წარმოადგენს ობრას დასახიჩრებული კანის ნაწილს, რაც
შედეგია გეოლოგიური ფორმაციის კატასტროფიული ხანის. ამ ზონებში
შეუძლებელია სიცოცხლის არსებობა. რაც შეეხება ბ, ჩ, კ და ღ ზონებს,
განსაკუთრებით კკ–ღ-ს მიდამოებს, მცირეოდენი დაძალებით შეიძლება
დავასკვნათ, რომ აქ ობრას ზედაპირს მართლაც ეტყობა გონიერ არსებათა
ზემოქმედების ნიშნები.წერილს მივაწერე კ – ღ.
- 19 – 14. დაიბეჭდა ჩემი წერილის პასუხი, ხელს აწერს ვინმე ჩ–დ. დიდის
ენერგიით ილაშქრებს ჩემი დასკვნების წინააღმდეგ.
- 19 – 30. კამათმა ფართო ხასიათი მიიღო.
მეცნიერთა დიდი უმრავლესობა ჩემ ფრთხილ დასკვნებს უჭერს მხარს. C – DD-ს
მხოლოდ ახალგაზრდობა მიემხრო.
ნუავე.
- 19 – 35. დილით, როცა ჩემი რაუნატი სანორს მოშორდა, კაბინაში შემოვიდა
- ხელი ხომ არ შეგიშალე? - მკითხა მორიდებით.
- შენს რუკებს ვათვალიერებ, - ვუპასუხე. ჩ –დ-ს მოსაზრებებმა ცოტა
დამაფიქრეს, მაგრამ მაინც მე ვარ მართალი.
- მაშ, KK–R შენ ყოფილხარ! - და ნუავემ ცბიერად გაიღიმა. - მე ეს დიდი ხანია
ვიცი!
- მე ვიცი, ვინ არის K –D.
– Ka–ro! Ge–da. - მე მომწონს ეს სახელები.
და უცებ დაუმატა: -KKaro! რატომ მებრძვი, ხომ გრძნობ, რომ მართალი ვარ? -
გედა! განა სულ ერთი არ არის, ვინ დარჩება მართალი? - რატომ არის სულ
ერთი? - მკითხა გაკვირვებით.
- მსოფლიო სავსეა სიცოცხლის თესლით. ზოგან მწიფეა ნაყოფი, ზოგან ახლა
ისხამს ყვავილს ხე სიცოცხლისა. ალბათ არის ქვეყანა, სადაც მარადი მთესველი
ახლა ჰყრის სიცოცხლის მარცვლებს. ყველგან არის სიცოცხლე და სულ ერთია,
რა ასაკის არიან ობრანები.
გედა ჩაფიქრდა. კარგა ხანს იჯდა თავდახრილი.
- ჩემთვის არ არის სულ ერთი. - სთქვა ბოლოს და შემომხედა მუდარებით სავსე
თვალებით. - მე ტყვედ ვყავარ მოუშორებელ წამოდგენას. თვალწინ მიდგას
შორეული მეგობრის სახე და მეძახის, მეძახის ბრწყინვალე მოჩვენების
გაუქრობელი ლანდი! თითქო გასაჭირშია და ჩემგან ელის შველას. ამაყი ბავშვი
ზღაპრებით სავსე თვალებით მომჩერებია შორიდან და მელის. მე კი, ვასკდები
ყველა ფანჯარას, მაგრამ არ იღება არც ერთი, და ვფართხალებ გულცივ
სამაყროს ოთხ კედელ შუა. ვიცი, მასაც ვესიზმრები მე, მასაც ჩემკენ გაუწვდია
ხელები, მაგრამ ბავშვია ჯერ იგი და ფრთებს ახლა ისხამს. მე მესმის მისი
ძახილი, გაზაფხულის ქუხილივით რომ მოარღვევს ცას, ვხედავ, როგორ ელავს
მის თვალებში ახალგაზრდობის ჭარბი სისხლი და მე მინდა მისი ნახვა. კარო.
მინდა მისი ნახვა და შენ კი, არ გჯერა მისი არსებობაც...
გედა ნუავე დაემხო მაგიდის ყურეს და აქვითინდა...
სადღაც, გულის მივარდნილ კუთხეში შუქი ამოძრავდა. დღემდის მხოლოდ
ჩრდილი მოჩანდა. შუქის ჩრდილი. ახლა ვხედავ შუქში გახვეულ სახეს. სახე
გაფითრდა, ხელებზე დაემხო და აქვითინდა...
- რატომ სტირი, გედა? დაიცადე, როგორც მე ვიცდიდი. დრო გაივლის და შენი
გულისთქმის პასუხიც მოვა...
- 22 - 7. დღეს საუბარი მქონდა წყალთა მოურავთან.
მკითხა: როდის მოხერხდება ორბაზე ექსპედიციის მოწყობა.
- ტექნიკურ სექციას თავისი ამოცანა შესრულებული აქვს, - ვუპასუხე, - ჯერი
ქიმიურ სექციაზეა.
- ჰაერის კონსერვები? - მკითხა მოურავმა.- დიაღ! - აკი მოგვარდა შეკუმშული მჟავბადის მომარაგების საკითხი! -
კოსმიური ფრენისათვის საჭირო ჰაერის დამზადებას გაუთვალისწინებელი
დაბრკოლება შეხვდა.
- მაშ, როგორ დაფრინავთ გუანაზე? - ჩვენი მანქანის საჰაერო აპარატის მუშაობა
საკმარისია ახლო მანძილზე, მაგრამ დიდი მარშრუტებისთვის არ კმარა,
ვინაიდან ცდებმა დაგვიმტკიცა, რომ ხელოვნურად შეზავებული ჰაერით
სარგებლობა კოსმიურ სივრცეში შესაძლებელია ხუთ თვემდე. შემდეგ, გაუგებარი
მიზეზების გამო, ჰაერი თანდათან უვარგისი ხდება.
- რას ამბობენ სპეციალისტები? - მიზეზი ჯერ აუხსნელია. ჰაერის შემადგენელ
ელემენტების პროპორცია არ ირღვევა, მაგრამ ჩნდება რაღაც ახალი ფაქტორი,
რაც სცვლის ჰაერის თვისებებს.
- ცდებს სად აწარმოებენ? - შემეკითხა მოურავი.
- ედონზე, უჰაერო სივრცეში. სპეციალისტებს დაებადათ ერთი ჰიპოტეზა, რამაც
შეიძლება ახსნას ეს გაუგებარი მოვლენა.
- რა ჰიპოტეზაა? - ცნობილია, რომ სამყაროს უჰაერო სივრცეში დაჰქრის
მრავალგვარი კოსმიური სხივები, რომელთაც "სიკვდილის სხივებს" ეძახიან.
ორგანიული ნივთიერებისათვის გამანადგურებელია ამ სხივების მოქმედება.
ჩვენს პლანეტაზე ამ სხივებისაგან სიცოცხლეს იცავს ჰაერის საბურველი. მაგრამ
უჰაერო სივრცეში მათ არაფერი აკავებს. ჩვენ საფრენ მანქანებს, როგორც იცით,
აქვს ბროლის გუმბათი და წინა კედელი. მიუხედავად კარგად გაკეთებულ
ფარისა, როგორც ფიქრობენ, "სიკვდილის სხივების" ნაწილი მაინც ახერხებს
მანქანაში შემოჭრას და სწამლავს ჰაერს.
- ჰაერს რომ სწამლავდეს ეგ უჩინარი სხივები, განა ჩვენი პლანეტის ჰაერი,
ყოველი მხრით ამ სხივებით რომ არის შემოსილი, აქამდის არ მოიწამლებოდა? -
საბუთიანად იკითხა მოურავმა.
- ნუ დაგავიწყდება, - ვუპასუხე მე, - რომ ჩვენი ჰაერის ზედა ფენები სრულებით
არ ჰგავს იმ ჰაერს, რითაც ჩვენ ვსუნთქავთ! ამას გარდა, არ არის გამორკვეული,
პირდაპირ ჰაერზე მოქმედებს ეს სხივები, თუ სხვა ნივთიერების დაშლით
გამოწვეული ელემენტებით სწამლავს მას.
- საგულისხმო მოსაზრებაა, - სთქვა მოურავმა, - მაგრამ რა საჭიროა
მაინცდამაინც ფანჯრებიანი მანქანებით ფრენა? განა არ შეიძლებოდა მანქანების
დახურვა? - შორეული მარშრუტების დასაძლევად აუცილებელია მანქანას
ჰქონდეს გეზის გასამართავად ღია თვალები. დახურულ მანქანაში ფრენის დროს
მოსალოდნელია ათასი ხიფათი სამყაროში მოხეტიალე პატარა სხეულებთან
შეხვედრისას.
- ერთი წლის ვარაუდი მაინც რა საჭიროა ობრაზე გასაფრენად? - არ მოეშვა
მოურავი.
- ასეთ დიდ მანძილზე ჯერ არ გავფრენილვართ, - მივუგე მე, - არ ვიცი,
შეგვეძლება თუ არა ობრას ჰაერით სარგებლობა. უცნობია აგრეთვე ჩვენთვის
იქაური სიცოცხლის სახე და ხასიათი: ვინ იცის, რა პირობებში მოვექცევით?
იქნება ბრძოლაც მოგვიხდეს ობრანებთან. ყოველ შემთხვევისათვის, ერთი წლის
განმავლობაში უნდა შეგვეძლოს მანქანაში გაძლება.
- როგორც ჩანს, დაღონებით წარმოსთქვა წყალთა მოურავმა, - ვიდრე ეს
დაბრკოლება არ მოიხსნება, ობრას წყლის რეზერვუარს ჩვენ ვერ გამოვიყენებთ?
- ამიტომაც სწარმოებს ლაბორატორიებში შეუწყვეტელი მუშაობა, - ვუპასუხე
დაფიქრებულ მოურავს.- 23 - 4: მიმძიმს გედასთან საუბარი. ჩვენი გზები სცილდება ერთმანეთს. გედა
მეტეორივით მიჰქრის სადღაც.
მის მობრუნებას არც მოველი: ძალიან შორს გაჰყვა მაცდურ ოცნებას.
მე რას გავაწყობ? - 33 - 30. რაუნიტს გამოვუცვალე თაღი და ფანჯრები
ობსერვატორიის ლაბორატორიაში ახლად დამზადებული ბროლით, რომელიც
უფრო გამჭვირვალე ლითონსა ჰგავს, ვიდრე ჩვეულებრივ მინას.
ვნახავ, დაგვიფარავს თუ არა ეს ახალი გამოგონება "სიკვდილის სხივებისაგან".
გამოცდა მე მომანდეს.
- ისევ გუანაზე გამოსცდი? - მკითხა ნუავემ.
- არა, ამჟამად უფრო დიდ მანძილს ვირჩევ! - მივუგე.
- ობრა უკვე ძალიან დაგვშორდა, - სთქვა მან დაღონებით.
- ვიდრე იგი მობრუნდებოდეს, მე მაქვს განზრახული ერთი ახალი მარშრუტი.
- რომელი? - მკითხა ნუავემ და ცნობისმოყვარეობით შემომაცქერდა.
- ცაში წყლის ახალი მარაგის საძებრად.
- რომელ წყალზე ლაპარაკობ? - გაუკვირდა ნუავეს.
- მცირე პლანეტა ზერ BB17.
- რატომ ფიქრობ, რომ ზერ ჩვენთვის წყალს ინახავს? - შემეკითხა ნუავე.
- ვინაიდან იქ ატოსფეროს ნიშნები აღმოჩნდა, მე ვფიქრობ - მოსალოდნელია
წყალიც იყოს.
- შესაძლოა, თუმცა დიდი იმედი არ უნდა იქონიო. - მითხრა ნუავემ. - მაგრამ
როგორ გინდა მიუახლოვდე ზერს? ის ხომ ობრაზე უფრო შორს არის ახლა
ჩვენგან? - მართალია, მაგრამ ამ დღეებში ჩვენს პლანეტას ახლოს გაუვლის
ეტლი, რომელიც იკისრებს ჩვენს გასეირნებას მცირე პლანეტათა შორეულ
მიდამოებში.
გედა ერთი წამით ჩაფიქრდა.
უცებ თვალები პროჟექტორებივით მომანათა: - ნოგოსუ? - დიახ, ნოგოსუ, -
ვუპასუხე და მოვშორდი, რადგან ვერ ავიტანე მის თვალებში ანთებული უზომო
საყვედურის ალი.
რად მიცქერის აგრე? მე ხომ მისთვის არაფერი დამიშავებია? პირიქით: მან
დამიბინდა გულის მიუვალ კუთხეში ამოძრავებული შუქი და იქ ეხლა მხოლოდ
ჩრდილი დარჩა.
კარებთან წყალთა მოურავი დამეწია.
- მე თქვენი საუბარი მესმოდა, - სთქვა მან. - კარგად ვერ გავიგე, რა ეტლზე
ლაპარაკობდით? - ზეგ ნოგოსუ ჩვენსკენ იბრუნებს პირს, მინდა მას შევხვდე და
მერე გავყვე თან.
- რატომ ობრაზე წასვლა არ ირჩიე? - ობრა ძალიან დაგვშორდა და თანდათან
უფრო გვშორდება. გარდა ამისა,
ახალი ბროლის ღირსება ჯერ ნაცადი არ არის.
- ამ მხრივ არც ნოგუსზე მგზავრობა არის ნაკლებად სახიფათო: განა იქაც
უჰაერო სივრცეში არ იქნები? - განსხვავება დიდია, ობრას მიმართულებით სულ
თვალღია მანქანით უნდა მეფრინა და თუ ბროლი უვარგისი გამოდგებოდა,
კატასტროფა აუცილებელი იქნებოდა.
- ნოგოსუზე რა უპირატესობა გექნება? - მკითხა მოურავმა.
- ნოგოსუ ხომ არაჩვეულებრივად მოძრაობს? მე მინდა გამოვიყენო მისი
მოძრაობის უცნაურობა, როგორც ცნობილია, ჩვენი პლანეტისა და ნოგოსუს
ორბიტები ჯაჭვის რგოლებივით გადაბმულია ერთმანეთს. ამიტომ ნოგოსუშემოდის ჩვენი პლანეტის სფეროში და ახლო გაუვლის ჩვენს ორბიტს. მისი
გზის პერიჰელიუმი ძევს ობრასთან ახლო, ხოლო აფელი - მცირე პლანეტების
მიდამოებში, ჩვენი ორბიტის გადაღმა მხარეს. ამჟამად იგი ჩვენი გზის შიგნით
არის, ობრას საზღვრიდან დაბრუნებულია და ჩვენ გვიახლოვდება. მე ვაპირებ
გზაში შეხვედრას. როცა ჩემს რაუნიტს ნოგოსუზე დავაბინავებ, შემეძლება ახალი
ბროლის დამშვიდებით გამოცდა. თუ შევატყე, რომ ბროლი კოსმიურ სხივებს
ვერ აკავებს, მაშინვე დავხურავ მანქანას და ვიქნები შიგ უკან მობრუნებამდე.
როცა სანორს მივუახლოვდებით, ავხდი რაუნიტს წამწამებს და ჩემს პლანეტაზე
დავბრუნდები. მოახლოვებულ ნოგოსუდან ჩვენს ქვეყნამდე შედარებით პატარა
მანძილისათვის ჰაერი საკმარისი მექნება ჩემს რაუნიტში.
- წყალი? - იკითხა მოურავმა შეშფოთებით.
- წყალიც საკმაო მექნება.
- რაუნიტზე არ მოგახსენებ! - გაცხარდა მოურავი. - წყალს მოსძებნი თუ არა? -
ზერს ყოველ შემთხვევაში დავზვერავ. - დავამშვიდე მოურავი, - და თუ წყალი
აღმოვაჩინე, ექსპედიციასაც მოვაწყობ.
კმაყოფილი მომშორდა.
ზეგ მივდივარ!..
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვინაიდან ეროსზე (ნოგოსუ) ჩემს მგზავრობას არა აქვს პირდაპირი კავშირი
თქვენთვის საინტერესო საკითხთან, მე გამოვტოვე დღიურის ის ადგილი, სადაც
აწერილია ეს მგზავრობა. საჭიროდ მიმაჩნია მხოლოდ ერთი პატარა ეპიზოდის
გადმოცემა, რომელმაც მისცა დასაბამი მოვლენათა სწრაფ განვითარებას.
ეროსმა ჩემი იმედი გაამართლა. კმაყოფილი ვბრუნდებოდი ორბიტის მეორე
გვერდით ვესტას საზღვრიდან.
ვუახლოვდებოდი მარსს. დაბრუნეაბს არ ვაპირებდი, განზრახული მქონდა
დედამიწის შესწავლა ახლო მანძილიდან. ამიტომ გადავწყვიტე გავყოლოდი
ეროსს და მისი ორბიტის პერიჰელიუმთან დამეთვალიერებინა დედამიწა და
დაკვირვებით შემესწავლა გედას მიერ გადაღებულ სურათებში აღნიშნული
რაიონები, განსაკუთრებით ის ადგილები, რომელთა ინიციალები: GKG –D და K–R
ჩემი და ნუავეს სახელებად გადაიქცნენ.
მე განუწყვეტელი კავშირი მქონდა რაუნიტიდან ეკრანის საშუალებით მარსის
ობსერვატორიასთან და ჩემმა ქვეყანამ ჩემი მგზავრობის ყოველი დეტალი
კარგად იცოდა.
ეროსის ერთ მშვენიერ დილას, როცა ქრონომეტრს ვსინჯავდი მარსის თარიღის
გამოსარკვევად, უცებ ეკრანმა დარეკა.
რამდენიმე წამის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდა ნუავე.
მომანათა შეშფოთებული თვალები.
- კარო, შენ ობრასკენ მიემგზავრები? - მკითხა და პასუხის დაულოდინებლად
დაუმატა: - მე ვიცი, რომ ასე გაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ მინდა გთხოვო
შესცვალო მარშრუტი! - რა მოხდა? - ვკითხე მე, - რად ხარ ასე აღელვებული? -
საჭიროა შენი აქ ყოფნა. შეწყვიტე მგზავრობა. დაბრუნდი! შევატყე, რომ ქალს
სასოწარკვეთილების მოურევნელი გრძნობა ეუფლებოდა.
- მზადა ვარ დაგეხმარო, ოღონდ მითხარი, რა მოხდა? - ანგარიშმიუცემლად
შევაგებე თავაზიანი სიტყვები.
ნუავეს სახეზე სიამემ ელვა დაანთო.- დაბრუნდები? მაშ, დაბრუნდები? - სიხარულით წამოიძახა და ხელები
ფრთებივით შეათამაშა.
- დავბრუნდები! - რაც შეიძლება მალე! დღესვე აუშვი რაუნიტი! - ამ საათში
მოვიხსნები აქედან, მაგრამ რად არ მეტყვი, რა მოხდა? - ვკითხე განმეორებით.
ქალმა თავი დაღუნა. დაფიქრდა.
უცებ ამართა თავი და შემომხედა. სიხარულის ნატამალი არ იყო მის
გაფითრებულ სახეზე.
მუდარით სავსე თვალები შავი ცეცხლით იფერფლებოდა.
- ჩემი არავის სჯერა, - სთქვა მან. - გოუ თავისას გაიტანს, თუ შენ არ დაიჭერ
მხარს.
- რად არ იტყვი, რა მოხდა? - მოუთმენლად შევძახე.
- ობრას კოსმიური კატასტროფა ემუქრება. - ხაზგასმით წარმოსთქვა მან და
შეშინებულ ბავშვივით გაუფართოვდა თვალები.
- რანაირად? - კომეტა ცე უახლოვდება.
- ვინ ამტკიცებს? - გოუ.
- ანგარიში სწორია? - სწორია! - მაშ, დაჯახება აუცილებელია? - აუცილებელია! -
როდის უნდა მოხდეს კატასტროფა? – CK–5 – 18-ს.
- საჩქარო არაფერი ყოფილა, - დამშვიდებით ვუთხარი.
- რომ ჩამოხვალ, გაიგებ, საჩქაროა თუ არა.
- მაშ, ნახვამდის, ეხლავ მოვიხსნები! - გელი მოუთმენლად. - მომაძახა და
ეკრანიც ჩაქრა.
ერთი საათის შემდეგ ჩემი რაუნიტი სულმოუთქმელად მიქროდა მარსისაკენ.
- 17 – 1. დღეს დილის 10 საათზე რაუნიტი გარაჟში დავაბინავე. გასაწმენდია
ნოგოსუს ყვითელი ქვიშისა და უჰაერო სივრცის - კოსმიური მტვერისაგან.
შეიტყო თუ არა ჩემი ჩამოსვლა, ნუავემ დამირეკა და იმწამსვე მესტუმრა. ხვალ
გოუ მოხსენებას კითხულობს მეცნიერთა კოლეგიაში ობრას კატასტროფის
შესახებ.
ნუავე მარწმუნებს, რომ გოუ "გულგრილად" არის განწყობილი ობრას მიმართ და
სრულიად არ აწუხებს მას ჩვენი მეზობლის მოსალოდნელი დაღუპვა.
მეცნიერებისათვის იშვიათი მოვლენის დემონსტრაციად სთვლის თურმე ამ
კატასტროფას.
მთხოვს, მივემხრო მის მოსაზრებას, რომ ჩვენი მოვალეობაა მივეშველოთ
გასაჭირში მყოფს ჩვენს თანამოძმეს.
არის კი ვინმე მიშველების ღირსი? ნუავე დარწმუნებულია ისევ, რომ ობრაზე
ჩვენი თანამოძმენი ჩვენზე ფიქრობენ.
მე ძალიან მეეჭვება.
მაინც დავპირდი! - თუმცა არა ვარ დაჯერებული, რომ შენი მოსაზრება სწორია,
- ვუთხარი მე, - მაგრამ განზრახვა იმდენად კეთილშობილურია, რომ მეც შენთან
ვიქნები! ნუავემ მადლობა მითხრა და წავიდა.
მეტეორივით დაჰქრის მისი გონება ობრას უცნობ ცაზე.
ვინ იცის, რა ელის მას?
იქნება მეტეორივით ჩაიწვას უსიცოცხლო ობრას მიუკარებელ ჰაერში ნათელი
სიზმრით გატაცებული სული!..
- 17- 2. სხდომამ საღამომდის გასტანა.
გოუს მოხსენებამ ხანგრძლივი კამათი გამოიწვია.მომხსენებელი ამტკიცებდა, რომ ეს კატასტროფა იშვიათი და განუმეორებელი
მოვლენაა ჩვენს სისტემაში და მთელი რიგი პრობლემების გადასაჭრელად მეტად
დიდი მნიშვნელობა ექნებაო.
ნუავე შეუპოვარი გამბედაობით და უმაგალითო პათოსით ებრძოდა გოუს
მოსაზრებებს.
- რა უფლება გვაქვს ჩვენ, - ანთებდა იგი ცეცხლიანი სიტყვების კოცონს, -
შორიდან გულზე ხელდაჭდეული შევცქეროდეთ, როგორ იღუპება სამუდამო
სიცოცხლით სავსე ქვეყანა, როგორ ისრისება უაზრო სტიქიონის ბრმა ძალთაგან
ჩვენს გვერდით აყვავებული თავისებური სიცოცხლის ერთად-ერთი და
განუმეორებელი სახე? განა მეცნიერებისათვის გეოლოგიისა და
ელექტრომაგნიტური პრობლემების კატასტროფის პრიზმაში განხილვა უფრო
საინტერესო და საჭიროა, ვიდრე სიცოცხლის ახალი, ჩვენთვის უცნობი ფორმის
გადარჩენა და შემდეგ მისი გაცნობა? შეიძლება ბევრს არ სჯეროდეს, რომ
ობრაზე ამჟამად სიცოცხლის უმაღლესი სახე იყოს, მაგრამ ვინ იტყვის, რომ ის
არ წარმოადგენს ჩვენთვის მიუწვდომელ მიღწევათა უდიდეს ასპარეზს
სიცოცხლის მომავალ ფორმისათვის? ჩვენთან შედარებით ობრა ჯერ ჭაბუკობის
ხანაშია. ვინ იტყვის, რას უმზადებს მსოფლიოს მისი დავაჟკაცება? როგორ
შეგვიძლია ჩვენ ფიზიკურ მოვლენათა შესასწავლად ლაბორატორიად ვაქციოთ
მსოფლიოს უდიდესი ტრაგედია? ჩვენ გვაქვს ტექნიკური საშუალება,
გადავარჩინოთ დაღუპვას ჩვენი მოძმე ქვეყანა. მე მოგიწოდებთ თქვენ
სიცოცხლის უზენაესი კანონის სახელით, ჩვენი მომავალი კავშირის სახელით,
დავეხმაროთ ობრას და ვიხსნათ იგი სიკვდილისაგან.
გოუ აუღელვებლად, დამშვიდებით ასაბუთებდა თავის აზრს.
- რა საჭიროა უაღრესად მეცნიერული ხასიათის საკითხში რომანტიული
გატაცება და სანტიმენტალური არგუმენტაცია? ვინ არ იცის, რომ სიცოცხლე
ბევრგან არის შესაძლებელი? მაგრამ განა ყოველგვარ სიცოცხლეს ვიცავთ ჩვენ?
სიცოცხლის უმაღლესი ფორმა იბრძვის არსებობისათვის და სპობს უმდაბლეს
ფორმებს. ჩვენს მსოფლიოში სიცოცხლის უმაღლესი მწვერვალი გვიპყრია ჩვენ
და ჩვენს ნებას ემორჩილება ჩვენს გარეშე მყოფი სიცოცხლის ყოველი სახე. რა
არის ობრა? უბრალო პლანეტა, რომლის მსგავსი მრავალია ჩვენს სისტემაში. იქ
სიცოცხლე თუ არსებობს - უმდაბლესი სახის. რამდენი საუკუნეა ვცდილობთ
ობრასთან კავშირის დამაყრებას, მაგრამ არაფერი გამოდის, ვინაიდან ცდა
ცალმხრივია: ობრას არ ესმის ჩვენი ძახილი და ვერც გაიგონებს, - რამდენი
ცხოველი დაღოღავს ჩვენს პლანეტაზე, მაგრამ ჩვენს მოკავშირეებად ისინი ვერ
გამოდგებიან! მოსალოდნელი კატასტროფა-კი ისეთ მასალას მისცემს
მეცნიერებას, რომლის მნიშვნელობა განუზომელი იქნება. ჩვენ თვალწინ ორი
ციური სხეული ერთმანეთს დაეჯახება. დაჯახება იქნება კატასტროფიული,
სწორედ ამიტომ ნათელი გახდება ჩვენთვის ქვეყნის წარმოშობისა და მისი
განვითარების ბევრი ბუნდოვანი მხარე. განა მეცნიერება სიცოცხლის უზენაესი
ფორმის უღრმესი ფუნქცია არ არის? რას მისცემს სიცოცხლეს ამაზე მეტს
კატასტროფას გადარჩენილი ობრა? თქვენ გსურთ დაიცვათ ობრას მნიშვნელობა?
მე ვამტკიცებ, რომ კატასტროფიული სიკვდილით ობრა მეტ სამსახურს გაუწევს
სიცოცხლის უნივერსალურ განვითარებას, ვიდრე თავისი უბადრუკი
პირველყოფილი პროტოპლაზმების უაზრო ცახცახით.
- თქვენ ჰკლავთ ცოცხალ არსებას, - აენთო ისევ ნუავე, - ჰკლავთ, რათა
დოსტაქრის დანით გასჭრათ მისი სხეული და გაიგოთ, როგორ არის აშენებულიხერხემლის ძვალი. მეცნიერება არ არის სიცოცხლის ბატონი, იგი მხოლოდ
იარაღია მისთვის, თქვენ კი საშუალება მიზნად დაგისახავთ. ნუ ვიქნებით
მკვლელები და დავიცვათ ობრა ხიფათისაგან! - ჩვენ არავის ვკლავთ, - უპასუხა
გოუმ. - ჩვენ მხოლოდ არ ვერევით კოსმიური პროცესის ბუნებრივ
მსვლელობაში. თუ ობრა ატარებს მომავალი სიცოცხლის დიდ პოტენციას,
კატასტროფა სამუდამოდ არ დაღუპავს ამ შესაძლებლობას. გაივლის ხანი და
ანთებული პლანეტა ისევ გაცივდება და თავის მოწოდებას შეასრულებს.
მარადიული სიცოცხლისათვის კი მნიშვნელობა არა აქვს რამდენიმე ათეულ
მილიონ წელს. ამის გარდა, თუ ობრაზე, როგორც თქვენ ამტკიცებთ, არიან
მაღალგონიერი არსებანი, ისინი თვითონ დაიცავენ თავის ქვეყანას
კატასტროფისაგან.
- თუ მოვალეობის გრძნობა თქვენზე არ მოქმედებს, - შეედავა ნუავე, -
შებრალება მაინც იქონიეთ უმცროსი ძმის მიმართ. თუ ძალა შესწევს, თავს
თვითონ დაიცავსო, - ამბობთ თქვენ. მითხარით, ვინ დაუწყებს შორიდან ცქერას,
როცა ბავშვს მხეცი უახლოვდება და ვინ იტყვის: თუ შეუძლია - საფრთხეს
გაუმკლავდესო? არ გესმით, როგორ კივის ბავშვი და გთხოვს შველას? მე მესმის
კივილი ბნელ სივრცეში საშინელი ხიფათის წინ მდგარი ბავშვის და
მოგიწოდებთ თქვენ, მიეშველოთ მას! მაგრამ თუ თქვენზე არც სიბრალულის
გრძნობა მოქმედებს, გაიხსენეთ თქვენი საკუთარი გასაჭირი - უწყლობა.
მოისაზრეთ, წყლის რა დაულეველ მარაგს ჰკარგავთ ობრას დაღუპვით და ამ
მიზნით მაინც დაიცავით თქვენთვის საჭირო მეზობელი.
- წყალი ზერზედაც აღმოჩნდა, - მიუგო მომხსენებელმა, - არის კიდევ წყლის
უფრო დიდი რეზერვუარი, ვიდრე ობრაა, პლანეტა ნირ. მე დარწმუნებული ვარ,
რომ ჩვენ მალე შევძლებთ იქიდან წყლის მოტანას. შორეულ მომავალში, შემდეგ
თაობათათვის ობრას წყალიც ჩადგება ისევ თავის კალაპოტში.
ვილაპარაკე მეც.
ვამტკიცებდი, რომ მართლა დაუშვებელია ამოდენა ქვეყნის დაღუპვა
მეცნიერების პრობლემატიურ მიღწევებისათვის. ძნელი იქნება აგრეთვე წყლის
საკითხის მოგვარება, თუ ობრა დაიღუპება. ზერ მცირე სხეულია და წყალიც
ცოტაა იქ. რაც შეეხება ნირს, იქ, მართალია, წყალი ბევრია, მაგრამ ჩვენთვის
ძალიან გაძნელდება ნირის კოლონიზაცია, ადგილობრივ კი, არავითარი ბაზა არ
ექნება ჩვენს მოქმედებას პლანეტის პირველყოფილ მდგომარეობის გამო. ამიტომ
მხარი დავუჭირე ნუავეს წინადადებას: გაგზავილ იქნას ობრაზე ექსპედიცია,
რომელსაც მიენდოს ადგილობრივი პირობების მიხედვით დახმარების საკითხის
გადაწყვეტა.
დიდი კამათის შემდეგ კოლეგიამ მიიღო ნუავეს წინადადება.
დაისვა საკითხი ექსპედიციის მეთაურის შესახებ.
ნუავემ მე დამასახელა.
მოპირდაპირ ჯგუფმა - გოუ.
ორთავე კანდიდატებმა სხდომა დავტოვეთ.
შინ დავბრუნდი.
მშვენიერი საღამო იდგა.
ჩემი ოთახის ღია აივანს დაჰკაშკაშებდა ბრწყინვალე ობრა.
თითქმის წელიწადი შესრულდა ნოგოსუზე ჩემი გამგზავრების შემდეგ. 21 20
ვენერა 21 დედამიწის ორი წელი.ამ ხნის განმავლობაში ობრამ ორჯერ შემოურბინა აზას და ახლა ისევ ჩვენს
პირდაპირ დგას.
ათასი ფიქრი შემომესია.
ვიჯექ აივანზე. გავცქეროდი ლურჯად აპრიალებულ ობრას, აივნის მოაჯირზე
თითებს ვათამაშებდი და ეს ღარიბი აკომპანიმენტი მუსიკის გრიალივით
მისდევდა ჩემი ფიქრის უჩინარ გრიალს...
- კარო, შენ გგზავნიან? - მომესმა უცებ გახარებული ჩურჩული და აივანზე
ჩიტივით დაეშვა ქალი.
- გადაწყდა? - თითქმის ერთხმად! - და ჩემს შუბლზე გედას ხავერდის თმები
დაიღვარა.
- შენ უნდა შეასრულო დანაპირი, რადაც არ უნდა დაგიჯდეს! და მე მათრობს
ქალის ცხელი სუნთქვა, გულში კი, უჩინრად მოძრაობს ჩრდილი, და ჩრდილი
თითქოს კვნესის: - ვისთვის, ვისთვის არის ეგ თვალები ანთებული? ვინ
იტაცებს ამ სუნთქვას, უხილავი და უცნობი?..
- შევასრულებ! - ვეუბნები და წელზე ხელს მოვხვევ.
ქალის სხეული კანკალებს, როგორც ხელში ჩაბღუჯული შაშვი და სწვავს ჩემს
ხელს.
- ზედმეტად ღელავ, გედა! - ტკბილად ვეალერსები. - სიცხე გაქვს. შენ
დასვენება გჭირია! მენდე, შევასრულებ! თუმცა ვიცი, საით მიქრის შენი ოცნება.
გედა, რად იღუპავ თავს? - კარო, ჩემო კარო! - ჩურჩულებს ქალი. - მე
განწირული ვარ, მაგრამ ტკბილია ჩემი ტყვეობა!.. დიდია უფსკრული, მაგრამ მე
ვხედავ შორეულ ნაპირს და მესმის ძახილი, აუტანელი ბედნიერების
დაუძლეველი ძახილი...
- შევასრულებ! - ვიმეორებ და ქალს თვალებში ჩავაცქერდები. - მაგრამ რომ
დაიმსხვრას ოცნება? შორიდან მიმზიდველი ობრან პირუტყვივით რომ
აბღავლდეს? ჰაერში ოქროსთმებიანი ხომალდი გაიშხუილებს და აივანს ელვა
გაანათებს.
- მაშინ დავიღუპები! - ძლივს გასაგონად ჩურჩულებს ქალი და ოცნებით
ანთებულ თავს ყვავილის დამძიმებულ ყლორტსავით დახრის და მხარზე
დამადებს.
ვინ იცის, რა მოელის ამ ქალს? მეტეორსავით იზიდავს მას უცხო ქვეყნის
მომაჯადოებელი ელვარება.
რას ეძებს ობრაზე მისი დამშეული თვალები? ვინ გადააბა მისი ზღაპრული
სიყვარულით სავსე გული შორეულ ვარსკვლავებს გაუწყვეტი ჯაჭვით? -
მეტეორივით დაჰქრის პატარა ქალის დიდი გული ობრას უცნობ ცაზე.
რა ელის იქ მას? იქნება მეტეორივით ჩაიწვას უსიცოცხლო ობრას მიუკარებელ
ჰაერში ნათელი სიზმრით გატაცებული სული!..
- 17 - 20. მივდივარ და თან მიმყვება გედას ანთებული თვალების ცეცხლოვანი
მუდარა: "არ გასწირო ობრა, არ გაიმეტო დასაღუპავად აზას სხივების ახალი
ყანა, რაც უნდა უმნიშვნელოდ გეჩვენოს ნათესი!.."
- 17 - 36. მიჰქრის გამალებით რაუნიტი უნაპირო სივრცეში, წამში 50
კილომეტრის სისწრაფით.
სანორ ვარსკვლავივით ციმციმებს ვარსკვლავთა შორის. პირდაპირ ჩემსკენ
მოჰქრის ცის უმშვენიერესი ჟინჟღილი - ობრა. არც დღე, არც ღამე.
უფრო ღამე.
ცა შავი, კრიალა ვარსკვლავებით მოფენილი.უამრავი ვარსკვლავი შავი ცის ფონზე და შუაში აზა.
უკუნეთი ღამე, გაყინული სივრცე ირგვლივ და ცაში აზა, აუტანელად
მცხუნვარე და სხივოსანი.
მიჰქრის რაუნიტი და ობრა თანდათან იზრდება.
უკვე მოსჩანს პატარა ორე,22 წიწილასავით რომ მისდევს გაფრენილ ობრას.
- 17 - 38. რაუნიტმა გადალახა 78 მილიონი კილომეტრი.
დარჩა ობრამდე კიდევ 5 მილიონი კილომეტრი.
მანქანა გრძნობს უკვე, რომ ობრას მიმზიდველობის სფეროში შევიჭერით.
რა პატარა ვარსკვლავია ახლა სანორ!
უზარმაზარი ობრა დღესავით ანათებს რაუნიტის გახურებულ ლითონს.
გეზი ჩრდილო-პოლუსისაკენ! მშვიდობით, სანორ! ტკბილო, სანორ!..
- 17 - 40. პოლუსის ყინულოვანი სივრცე ნისლით არის დაბურული.
ნისლით დახუთული ქარიშხალი საზარლად ღმუის და ყინულის ნამსხვრევებით
ჰხევს ღრუბლის აფრიალებულ კალთებს! რაუნიტი მიჰქრის ეკვატორთან.
ვათვალიერებ ნუავეს რუკებს და ვეძებ დანიშნულ ადგილებს.
- საოცარია! მოულოდნელი! მაგრამ ამაზე შემდეგ, როცა უფრო ახლო გავეცნობი
ყველაფერს.
ნუავეს ვახარე გამარჯვება.
როგორ ელავდა ეკრანიდან მისი თვალები!
1928 - 27 - XII. K და R ჩრდილოეთ ამერიკის შუა ნაწილი აღმოჩნდა.
დავბინავდი ჩიკაგოში და ვსწავლობ ინგლისურს.
- 1929 - 3 - III. კატასტროფას არავინ ელის.
საჭიროა ფრთხილად მოქმედება.
პირველყოვლისა უნდა მოვიპოვო ნდობა.
- 10 - V. ვეძებ მოკავშირეს.
დამაინტერესა ინჟ. კამარელის წიგნაკმა: „ელექტრონული ენერგიის
ცვალებადობა".
კამარელი მუშაობს საბჭოთა კავშირში.
რევოლუცია შესაფერი ნიადაგია ჩემი გეგმის განსახორციელებლად.
- 1 - 10. C და D ორ პატარა ზღვის შუა მდებარე მთებია. ჩიკაგოს განივზე,
აღმოსავლეთით.
კავკასიონი.
- 10 - XII. მაწუხებს სათვალისა და სიმძიმის შემნელებელი აპარატის მუდმივად
ტარების აუცილებლობა. ადვილად ვიქანცები.
ვწერ წიგნს დედამიწის შესახებ.
ვფიქრობ, ნუავე კმაყოფილი დამრჩება.
1930 - 20 - II. გასაოცარია სიცოცხლის ფორმების ერთგვარობა მსოფლიოში!
გარეგანი სახე თითქმის მრავალფერია, მაგრამ ეს სხვადასხვაობა ერთ
პრინციპზეა აგებული. სულ რამდენიმე დედასახე განსაზღვრავს უთვალავ
ფორმათა მოჩვენებითს მრავალფეროვნებას.
ერთია მსოფლიოს შენების ფიზიკური საფუძველი. ერთია სიცოცხლის ფორმათა
საფუძველიც.
- 2 - XI. დავასრულე ჩემი წიგნი. დარწმუნებული ვარ, მეცნიერთა კოლეგია
გაიზიარებს ჩემს დასკვნებს და დედამიწის მიმართ საბოლოოდ გაიმარჯვებს
ნუავეს პოლიტიკა.- 4 - XII. ინჟ. კამარელი აღმოჩნდა ტომით ქართველი, ჩ – დ-ს რაიონში
მცხოვრები.
გასაკვირია ეს შეხვედრა.
უნდა ვაცნობო გედას.
- 5 - XII. ჩემი წიგნი ეკრანიდან გადაიღო გედამ. ხვალ ჩააბარებს კოლეგიას.
მაჩქარებს კამარელის გაცნობას.
1931 - 15 - 1. საქართველოში. მიემგზავრება ინჟინერთა დელეგაცია. მეც ჩავეწერე.
ჩემი წიგნი კოლეგიამ მოიწონა.
- 6 - II. რაუნიტი მოვათავსე მიუვალ ადგილას.
უკანასკნელად ვესაუბრე დღეს გედას: საქართველოში ჩასვლამდე ახალ ეკრანს
ვერ ავაგებ!23
- 12 - IV. ერთი კვირაა საქართველოში ვარ.
დღეს კამარელს წერილი გავუგზავნე.
14 აპრილს ვესტუმრები!
დედამიწის დამუხრუჭება
კამარელმა გამოაქვეყნა კაროს დღიური და თავის მხრით ვრცელი განმარტება
წაუმძღვარა მას.
სხვა დროს იქნება არავის დაეჯერებინა მარსელი ადამიანის დედამიწაზე
ჩამოსვლის ამბავი და "დღიური" ფანტასტიურ გამოგონებად ჩაეთვალათ, მაგრამ
პანიკით შეპყრობილი სასოწარკვეთილი კაცობრიობა რელიგიური რწმენით
დაეწაფა კამარელის განცხადებას და უეცრად გაცოცხლებული იმედის
ფართხალით უპასუხა თბილისიდან მოულოდნელად მოფრენილ ცნობას.
თითქოს მომაკვდავ სხეულს ელექსირი შეუშხაპუნესო, ქვეყნის მოდუნებულმა
გულმა კვლავ დაიწყო ძგერა და შიშით დაბინდული გონება ოდნავ განათდა.
თბილისს გრიგალივით მოაწვა ყოველი მხრიდან რადიოს ცნობისმოყვარე
ტალღები. მთელი ქვეყნის პრესა აივსო ათასგვარი ცნობებით და ევროპა და
ამერიკა მოჰფინა კამარელისა და კაროს ურიცხვმა სურათებმა.
რადიო-გრიგალს თან მოჰყვა უამრავ დელეგაციათა ქარავანი: ყველა, ვისაც
შეეძლო, ცდილობდა საკუთარი თვალით ენახა მარსიდან მოსული საკვირველი
არსება, და თუ ეს შეუძლებელი იქნებოდა იმ ქალაქისათვის მაინც მოეკრა
თვალი, საიდანაც ამდენი ხანია ჰქროდა ქვეყნის შემზარავი შიშის ქარი და ახლა
კი მოულოდნელად დაჰქროლა იმედისა და სიხარულის სიომ...
კამარელმა და კარომ შეიმუშავეს მოქმედების გეგმა.
მაისის 20-ს თბილისში გაიხსნა მსოფლიო კონგრესი, რომელსაც დაესწრო ყველა
სახელმწიფოს წარმომადგენელი. ეს იყო ისტორიაში ხალხთა პირველი ყრილობა,
სადაც მრავალი, ერთი-მეორის საწინააღმდეგო მტრულად მიმართული
სახელმწიფო პირველად ლაპარაკობდა გულგახსნილად და დაუფარავად,
ერთმანეთისათვის გასაგები ენით და ყველასათვის თანაბრად საჭირო საგანზე.
კონგრესი გახსნა კამარელმა. პირველივე მისი სიტყვა ჰაერში მოიტაცა და
შთანთქა ოვაციის უჩვეულო გრგვინვამ. დიდხანს ისმოდა ამღელვარებულ
ქუჩებში სასახლის დარბაზიდან ქუხილივით მომსკდარი ყიჟინი.
დედამიწის ყველა კუთხისა და ერის წარმომადგენელი, ერთი გულისთქმით
შედუღებულნი, ზეიმობდნენ საერთო სიხარულით.
ეს იყო გრძნობათა ინტერნაციონალური კავშირის ჭეშმარიტად მოულოდნელი და
უცნაური გახმაურება.კამარელმა მოკლედ მოახსენა კონგრესს საქმის ვითარება და სიტყვა მისცა -
"მარსელ ინჟინერს, ჩვენს ძვირფას სტუმარს, ობრენ-ექსპედიციის მეთაურს,
ლენგორ კაროს". დარბაზში იგრიალა ტაშმა.
მაგრამ როცა ტრიბუნაზე გამოჩნდა თავისი ქვეყნის ელვარე ტანისამოსით
უცნაურად მორთული, გასაოცარი თვალებით აბრიალებული კარო, კონგრესს
გაკვირვებისაგან ელდა ეცა და დარბაზში უეცარი სიჩუმე ჩამოვარდა.
შარავანდედით მოსილი კარო ცეცხლის-პორფიროსან ზღაპრულ მეფესავით
დადგა ტრიბუნაზე და ენაჩავარდნილ დელეგატებს პროჟექტორებივით მიანათა
თვალები.
უეცრად ჩამოვარდნილ სიჩუმეში, როგორც ცარიელ ჭურჭელში, დაგუბდა
მოზღვავებული გრძნობა და ერთი წამის შემდეგ სიჩუმე ყუმბარასავით გასკდა.
ხუთასი დელეგატის გაშმაგებულმა ღრიალმა და ტაშმა ფანჯრის მინებს ზრიალი
დააწყებინა. დარბაზიდან ოვაციის გრიალი და ათეულ ენაზე ამქუხარებული
"ვაშა" დაიღვარა ქუჩებში და ქალაქი აავსო მიწისძვრისებური გუგუნით.
დედამიწის ყველა კუთხისა და ერის წარმომადგენელნი მარსელ ადამიანთან
ერთად ზეიმობდნენ საერთო სიხარულით.
მაგრამ ახლა ეს არ იყო მარტო ინტერნაციონალური გამოვლინება საერთო
გულითქმათა, ეს თითქო უფრო მეტი იყო, რაღაც ახალი და ჯერ განუცდელი.
ეს იყო ინტერპლანეტარული კავშირის პირველი გაელვება და ქუხილი.
- მე ვარ თქვენი პლანეტის უფროსი ძმის, სანორის, თქვენებურად მარსის,
წარმომადგენელი, - მიმართა კარომ კონგრესს, როცა დარბაზი ოდნავ
დამშვიდდა. - სალამი ჭაბუკ დედამიწას, ჩვენი საყვარელი ობრას კაცობრიობის
წარმომადგენელთა ყრილობას.
დარბაზში ისევ იფეთქა ოვაციამ.
- მე გამომგზავნა თქვენთან ჩემმა ქვეყანამ, - განაგრძო კარომ, - რათა დახმარება
აღმოგიჩინოთ გასაჭირის დროს...
კარო ლაპარაკობდა დაბალი ხმით, ინგლისურის უცნაური ინტონაციით, და რომ
არაფერი გამოპარვოდათ მისი სიტყვიდან, კისერწაწვდილი დელეგატები სულის
გატრუნვით მისჩერებოდნენ მას, მარჯვენა ყურზე ხელაფარებულნი.
კაროს ისევ ოვაციები გაუმართეს.
შემდეგ ილაპარაკეს სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა.
ყველა გამოსთქვამდა უზომო სიხარულს საშინელი ხიფათისაგან გადარჩენის
იმედის ასე მოულოდნელად მოვლინების გამო და აღუთქვამდნენ მარსელ
ინჟინერს მისი ყოველგვარი განკარგულების უსიტყვოდ შესრულებას.
- რა საჭიროა ლაპარაკი, - ამბოდა მოჭარბებული სიხარულისაგან გაცხარებული
ამერიკელი დელეგატი ბანკირი დინგვეი, - მთელი ჩვენი სიცოცხლით, მთელი
ჩვენი ქონებით ჩვენ ვეკუთვნით მარსის ბრწყინვალე წარმომადგენელს. მას
შეუძლია ჩვენ ყურმოჭრილ მონებად გაგვხადოს, ჩვენ მივიღებთ ყოველგვარ
პირობას, ოღონდ სიცოხლე შევინარჩუნოთ! საკითხი ის კი არ არის, რამდენად
ვართ მზად მსხვერპლის გასაღებად, - უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ
საბოლოოდ შევურიგდით ყველაზე უდიდესი განძის - სიცოცხლის დათმობას.
საკითხია - შევძლებთ თუ არა ხიფათისაგან თავის დაღწევას, თუნდაც უდიდესი
მსხვერპლის გაღებით. ჩვენ ერთხმად ვუცხადებთ მარსის ნათელმოსილ
მოციქულს: მიიღეთ მთლიანად ჩვენი სული და ხორცი, გადაგვარჩინეთ და
გვიყმეთ! არა თუ წყალი, მიირთვით ჩვენი უბედური პლანეტის მთელი ავლა-
დიდება ერთი პოლუსიდან მეორემდე, ოღონდ გვიხსენით განსაცდელისგან დაგვიპატრონეთ!.. უნდა ვთქვა აგრეთვე ორიოდე სიტყვა იმ სახელმწიფოს შესახებ,
რომლის მიწა-წყალზე ხდება ჩვენი მკვდრეთით აღდგომისათვის მზადება. ეს
არის საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა.
ახლა ჩვენ გვეძლევა საშუალება შევაფასოთ ჩვენი პოლიტიკის ძველი პრინციპები
და ახალი სიცოცხლის საზღვარს აქეთ დავტოვოთ ყველა ის გონებრივი
სიბინძურე, რაც, ჩვენდა სამარცხვინოდ, უტიფარი ყოყოჩობით გვიტარებია ამდენ
ხანს, როგორც ცივილიზაციის და პროგრესის ტვირთი. თუ ჩვენ გვიწერია
ხიფათისაგან გადარჩენა, დაე, ახალი სიცოცხლისათვის მეორედ დაბადებულთ
ნუ გაგყვება თან ამ ქვეყანაზე ის უღირსი წარმოდგენა, რაც ასე ამძიმებდა
კაცთმოძულეობის გრძნობით ჩვენს გონებას! საბჭოთა ქვეყანა იმარჯვებს. ჩვენ
უნდა ვიცნოთ ამ ქვეყნის იდეურ-ზნეობრივი უპირატესობა და თავი დავხაროთ
მის წინაშე.
ტაშის ცემის ქუხილმა დაჰფარა დინგვეის სიტყვა. ერთიმეორეს ეჯიბრებოდნენ
დინგვეის მიერ გამოთქმულ აზრების გაზიარებაში ინგლისის, საფრანგეთის,
იტალიის, გერმანიის, იაპონიისა და სხვათა წარმომადგენლები და საბჭოთა
კავშირს სიყვარულსა და ერთგულებას ეფიცებოდნენ. კაპიტალისტური ევროპა
და ამერიკა სოციალისტური ქვეყნის იდეურ უპირატესობას სცნობდა და ქედს
იხრიდა მის წინ! ეს დაუჯერებელი მოვლენა იყო, მაგრამ კამარელი თავისი
თვალებით ხედავდა ამ საკვირველ დემონსტრაციას და გაოცებით შესცქეროდა
მას. კამარელს გაუელვა აზრმა: შეიტანოს წინადადება თუ კაპიტალისტური
ქვეყნები მართლაც და გულწრფელად სცნობენ სოციალისტური წყობილების
გამარჯვებას, დაუყოვნებლივ გაუკეთდეს ამას სათანადო დასკვნა. მაგრამ მცირე
მოფიქრების შემდეგ, კამარელმა თავი შეიკავა ასეთი წინადადების შეტანისაგან.
ის უზარმაზარი ამოცანა, რომელიც ამჟამად იდგა კაცობრიობის წინაშე,
გაუგონარი და ფანტასტიკური გეგმა დედამიწის დამუხრუჭებისა, მოითხოვდა
მთელი ყურადღების და ენერგიის აქეთკენ მიმართვას და ამ დროს
კაპიტალისტურ მსოფლიოში რადიკალურ სოციალურ გადატრიალებას შესაძლოა
გამოეწვია დროებით ენერგიის დაქსაქსვა. კამარელმა გადაწყვიტა სავსებით
გამოეყენებია კონგრესის სულიერი განწყობილება მომავალ სამუშაოსათვის
მტკიცე და საიმედო აპარატის შესაქმნელად.
კამარელმა დასკვნა გაუკეთა კამათს და რეზოლუციებს კენჭი უყარა.
კონგრესმა მთელი რიგი ტექნიკური ხასიათის დადგენილებათა მიღების შემდეგ,
ერთხმად აირჩია, კაროს წინადადებით, ინჟ. კამარელი დედამიწის
დამუხრუჭების სამუშაოთა მთავარ ხელმძღვანელად და უზენაესი ძალაუფლებით
აღჭურვა იგი ამ საქმეში.
კონგრესი დასრულდა საღამოს 11 საათზე. ამ დროს სასახლესთან ჰაერში
გამოჩნდა ელექტრონით გაჩირაღდნებული საჰაერო ხომალდი "გედა". უმთვარო
ღამის ბნელ სივრცეში "გედა" ელვარებდა ზღაპრულ ფრინველივით და ღამის
ჰაერის შავ ხავერდზე ცეცხლით ამოქარგულივით მოსჩანდა. ხომალდი ნელ-ნელა
დაეშვა დაბლა და სასახლის წინ ჰაერში გაჩერდა. ბაქანზე გამოვიდა გემის
უფროსი ბაკურ შევარდნაძე და სასახლის აივნიდან "გედა"-ში გადასხა კონგრესის
დელეგაციათა მეთაურები, ოცი კაცი. "გედა" ანთებულ მაშხალასავით ავარდა
ჰაერში, ჩააქრო შუქი და უზარმაზარ შავ არწივივით გაფრიდნა მყინვარისაკენ.
ხომალდს გეზი მოსკოვისაკენ ეჭირა.
კამარე ლის კაბი ნ ე ტი შემოდის კარო.- შეიძლება ახლა მოგახსენოთ? - გთხოვთ! - თქვენ ახლა დედამიწის დიქტატორი
ხართ, ნუ კი მთხოვთ, მიბრძანეთ! - ღიმილით უთხრა კარომ კამარელს და
მაგიდაზე დააწყო ნახაზები და ცხრილები.
- დედამიწის ძალაუფლება თქვენზე არ ვრცელდება, - ღიმილითვე მიუგო
კამარელმა. - თქვენ სხვა პლანეტის ქვეშევრდომი ხართ.
- ქვეშევრდომი მარსისთვის უცნობი და გაუგებარი სიტყვაა. - შენიშნა კარომ.
- უკაცრავად, მოქალაქე უნდა მეთქვა.
კამარელმა აიღო ნახაზი და დააცქერდა მიწის სფეროს ირგვლივ გაყოლებულ
წერტილებს.
- გეგმის მთავარი პრინციპები ამ ნახაზშია გამოსახული, - სთქვა კარომ და
ნიკელის წვეტიანი ფანქარი გააყოლა ერთ ხაზს. ეს არის ჩრდილო განივის მე-60-
ე პარალელი, ლენინგრადის პარალელი. ამ პარალელს ზევით ჩრდილო
პოლუსამდე და აგრეთვე სამხრეთ განივის მე-60-ე პარალელს ქვეოთ სამხრეთ
პოლუსამდე დედამიწის ტერიტორია ჩვენ არ გვაინტერესებს. ამ ორ წრეს შუა კი,
ე. ი. ეკვატორის წრიდან ორივე მხრით 120°-ის მანძილზე დედამიწის ბურთს
უნდა შემოერტყას ფოლადის მუხრუჭების მტკიცედ ნაჭედი სარტყელი.
- რა გრდემლზე უნდა გაიჭედოს ასეთი სარტყელი? - გაიკვირვა კამარელმა.
- სარტყელი მთლიანი ხომ არ იქნება! დამზადდება 168 ცალკე მუხრუჭი და
ფოლაქებივით დაეჭდობა დედამიწას გარშემო. ჯერ დააკვირდით ამ
მერიდიანებს. დედამიწის 24 მერიდიანზე სოლებივით უნდა დაეჭდოს ეს
მუხრუჭები, თვითეულ მერიდიანზე, ერთი იმ წერტილზე, სადაც მერიდიანი
გადასჭრის ეკვატორის წრეს. სამი ზევით, ჩრდილო განივის მე-60-ე
პარალელამდე, სამიც ქვევით, სამხრეთ განივის 69-ე პარალელამდე. მუხრუჭები
ერთიმეორეს დაშორებულ იქნებიან 20°-ით.
- თვით მუხრუჭის მოქმედება რა პრინციპზე იქნება აგებული? - იკითხა
კამარელმა.
- ამის შესახებ, როგორც მახსოვს, ერთხელ გაკვრით მქონდა უკვე თქვენთან
საუბარი! - მაშხალისებური მანქანის რეაქტივური პრინციპი, - მოიგონა
კამარელმა.
- სწორედ. მუხრუჭი ღრმად და განიერად ჩაეჭდობა დედამიწის კანს და ოკეანეს
ფოლადის ბოძებით, ზედაპირებზე კი ვერტიკალურად მოეწყობა ზარბაზნების
მაგვარი ლულიანი კოშკები, თვითეულ მუხრუჭზე თორმეტი. ეს ზარბაზნები
დაიტენება არა დინამიტით, არამედ მილიონჯერ უფრო მძლავრი ენერგიით.
- ატომის ენერგიით, - წამოიძახა კამარელმა.
- ატომში ჩაჭედილი ქარიშხლის განთავისუფლებით ჩვენ მივიღებთ განუზომელ
ძალას, რომლითაც შეგვიძლია დედამიწა ავლაგმოთ და ყალყზე შევაყენოთ, -
განაგრძო კარომ.
- მე, ჩემი ქვეყნის სახელით, დიდი მადლობა მომიხსენებია თქვენთვის, -
მოწიწებით წარმოსთქვა კარომ, - ჩვენ ისედაც მეტად დატვირთულნი ვართ
თქვენის ამაგით. შესაძლებელია სულ მალე ჩვენს შორის ისეთი ურთიერთობა
დამყარდეს, რომ ორივე პლანეტის ტექნიკა და მეცნიერება გაერთიანდეს, მაგრამ
ჯერ კი, თქვენებურად რომ ვთქვათ, ეს დიდი პოლიტიკის საკითხია.
- არც ვიფიქრებთ ამაზე შედავებას, - სთქვა კამარელმა, - მერწმუნეთ, ჩვენთვის
სავსებით საკმარისია თქვენი პირადი ღვაწლი, ჩვენი პლანეტის გადასარჩენად
გაწეული.- ახლა დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს გეგმას. მუხრუჭის 168 წერტილიანი სისტემა
მზად უნდა იქნეს ნოემბრისათვის. ხუთი თვეღა დაგვრჩა. საჭიროა მთელი
ქვეყნის მეტალურგიული წარმოება ამ საქმეში ჩაებას დაუყოვნებლივ! აი, გეგმები
და ამოცანები, ყოველი ქვეყნისათვის ცალკე, ყველა მთვარი ქარხნის აღნიშვნით,
დიაგრამებითა და ციფრებით აჭრელებული.
კამარელმა ქაღალდებს გადახედა და ერთხანს დაფიქრებული იჯდა. მისი
ანგარიშით ამდენი ფოლადის დამზადება თითქოს შეუძლებელი იყო ამ ვადაში.
- ფოლადს აი ამ ფორმულით დაამზადებენ, - სთქვა კარომ და მიაწოდა
კამარელს ბლოკნოტიდან ამოხეული ქაღალდის პატარა ნაჭერი.
ქაღალდზე აღნიშნული იყო ფოლადის დამზადების კამარელისათვის სრულიად
უცნობი წესი.
- მუხრუჭები, როგორც შენიშნავდით, ორი კატეგორიისაა, - განაგრძო კარომ, -
ხმელეთისა და წყლის.
- ხმელეთის 73 და წყლის 95 - დაუმატა კამარელმა.
- დიახ! 24 მერიდიანიდან ორზე, დიდი ოკეანის სივრცეზე, ხმელეთის მუხრუჭი
სულ არ იქნება, სამზე იქნება თითო მუხრუჭი, ორზე - ორ-ორი, რვაზე - სამ-
სამი, სამზე - ოთხ-ოთხი და ექვსზე - ხუთ-ხუთი. სულ 73. დანარჩეი 95
მუხრუჭი წყალზე უნდა მოეწყოს. წყლის მუხრუჭების სიმრავლე რამოდენიმედ
ართულებს საქმეს, რადგანაც ოკეანეთა ზედაპირზე წნევის არაჩვეულებრივად
გაძლიერება გამოიწვევს საშიელ შტორმებს, მაგრამ, სწორედ ამის საწინააღმდეგო,
ყოველ შემთხვევაში, მისი ეფექტის შესანელებლად, ჩვენ მივიღებთ ღონისძიებას,
რაც მე აღვნიშნე უკვე ჩემს სიტყვაში.
- ეგ რომელ ღონისძიებას გულისხმობთ? - შეეკიტხა კამარელი.
- აზვირთებული წყალი სწრაფად უნდა აერთვას ოკეანეს, რათა ღელვა
შენელდეს.
- მესმის! - წამოიძახა კამარელმა. - მისი თქვენს პლანეტაზე გადაზიდვა კი
დედამიწის ტექნიკას არ დაევალება, - ღიმილით დაუმატა მან.
- რა თქმა უნდა, ამას ჩვენ თვითონ ვიკისრებთ! - შტორმი, მე ვფიქრობ, მაინც
საგრძნობი იქნება, - სთქვა კამარელმა და გლობუსი თავისკენ მოატრიალა. -
საჭირო შეიქნება გამაფრთხილებელი ზომების მიღება წინასწარ! სამგზავრო
ფლოტის მიმოსვლა იმ ხანებში მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ! - გეთანხმებით!
- აგრეთვე ზღვის დაბალ ნაპირებზე მდებარე ქალაქებს საჭირო სიმაღლის
ჯებირები უნდა აუშენდეს, რომ მოზღვავებულმა ტალღებმა ქალაქები არ
წალეკოს.
- სწორია! - ამას გარდა, ჩემთვის კარგად არ არის ნათელი, რა ეფექტს
გამოიწვევს დედამიწის კანზე მუხრუჭების მოქმედება.
- მოსალოდნელია მიწის ძვრათა ზონების ამოქმედება, - მიუგო კარომ, - თუ
მოხერხდა, კარგი იქნება ამ ადგილების დროებითი ევაკუაცია.
- 168 მუხრუჭზე დადგმული იქნება 2016 საშინელი ძალის ზარბაზანი. ვაითუ ამ
კოლოსალურმა ძალამ ჩალეწოს მიწის კანი და ამრიგად, ჩვენმა წამალმა
ავადმყოფი უფრო ადრე მოკლას, ვიდრე მას ბუნებრივი სიკვდილი
იმსხვერპლებდა.
- მეტი რწმენა, მეგობარო, მეცნიერებისადმი! - ოდნავ ნაწყენი კილოთი შესძახა
კარომ. - გეგმის შემუშავების დროს მხედველობაში მიღებულ იყო მიწის კანის
გამძლეობა. აიმთ აიხსნება დამუხრუჭების ასე ნელი ტემპი - მთელი წლის
განმავლობაში მხოლოდ 3 საათით. თქვენ ერთ შეცდომას უშვებთ აგრეთვე:ყველა მუხრუჭი ერთდროულად როდი იმოქმედებს. თუმცა ეს რომ ასე იყოს,
მაშინ თქვენში შიში ზედმეტი იქნებოდა, რადგანაც ყოველმხრიდან მოწოლილი
ენერგია დედამიწას არც დაამუხრუჭებდა და არც კანს დაუშავებდა რასმე.
მოიგონეთ მუჭში ჩაბღუჯული კვერცხის ამბავი. საქმეც ისაა, რომ მუხრუჭების
მოქმედება დედაიწის კანისათვის უფრო მტკივნეული იქნება, მაგრამ არც
იმგვარად სახიფათო. დედამიწის სფეროს თავის ორბიტზე სრბოლის დროს წინ
უნდა ეღობებოდეს უკუმქცევი ძალა. თუ ყველა მერიდიანი ერთბაშად
ამუშავდება, დედამიწა ამას ვერც კი შეიტყობს, ვინაიდან ერთიმეორის
მოპირდაპირე ძალები ერთმანეთს გააბათილებენ. საჭიროა მუხრუჭების სისტემა
ისე მუშაობდეს, თითქოს ეგ სისტემა დედამიწის გარეთ იყოს, მას მზის
ირგვლივ მოძრაობის დროს წინ ხვდებოდეს ცის სივრცეში. სწორედ ამ
პრინციპზეა აშენებული ჩვენი გეგმა.
- მიკვირს, როგორ ავცდი ამ ელემენტალურ მოსაზრებას, - გაიკვირვა კამარელმა.
- მაშასადამე, ერთდროულად ამუშავდება არა 24, არამედ მხოლოდ მერიდიანი.
- რატომ 11 და არა 12? - ჰკითხა კამარელმა.
- აი, რატომ: დედამიწა თავის ორბიტზე მიიმართება ყოველთვის
ნახევარსფეროთი - ეგ არის მერიდიანები შუაღამიდან შუაღამემდე. მეორე
ნახევარი, ე. ი. შუადღიდან შუადღემდე ყოველთვის მიწის ზურგია.
მუხრუჭები იმუშავებენ ყოველთვის მიწის წინა ნახევარზე, ასე ვთქვათ, მის
მკერდზე.
- მაგრამ დედამიწა არა მარტო მიჰქრის თავის ორბიტზე, იგი ამავე დროს ხომ
თავის ღერძის გარშემოც ტრიალებს? - შენიშნა კამარელმა.
- მართალია, დედამიწის მკერდი და ზურგი ერთმანეთს სცვლიან ყოველ დღე-
ღამის განმავლობაში. ამიტომ არის ჩვენს გეგმაში აღებული 24 მერიდიანი, რაც
უდრის დღე-ღამის 24 საათს. შუაღამისა და შუადღის მერიდიანები ერთიმეორის
პირდაპირ არიან, ამიტომ მათი მუხრუჭების მუშაობა უშედეგო იქნებოდა. დარჩა
მიწის წინა მხარეზე 11 მერიდიანი, ანუ 11 საათი, ღამის 1-დან დღის 11
საათამდე. აი, ეს მერიდიანები იმუშავებენ განუწყვეტლად. მაგრამ, ვინაიდან
ყოველი მერიდიანი იცვლის დროს, ჩვენი გეგმაც ითვალისწინებს ამ
მდგომარეობას და ამიტომაც ყოველი საათის გავლის შემდეგ დღის მერიდიანებს
წინა ხაზზე აკლდება ერთი მომუშავე მერიდიანი და ღამის მერიდიანებს უკანა
ხაზზე ემატება ერთი ასეთი მერიდიანი. ამრიგად, მოქმედებაში იქნება
ყოველთვის 11 მერიდიანი თავისი 77 მუხრუჭითა და 924 ზარბაზნით.
ყოველთვის მიწის წინა მხარეზე და მათი უკუმქცევი ძალა თანდათან და
შეუწყვეტლად შეანელებს მიწის მოძრაობის სისწრაფეს.
- ერთი საკითხიღა დამრჩა გაურკვეველი, სხვა ყველაფერი გასაგებია ჩემთვის, -
სთქვა კამარელმა და ერთი ნახაზი აიღო ხელში. - აი, აქ თქვენ
გამოანგარიშებული გაქვთ დედამიწის მასა, მისი მოძრაობის სიჩქარე და
მუხრუჭების წნევის სიმძლავრე. ფიქრობთ თუ არა თქვენ, რომ მუხრუჭების
წნევა შეანელებს აგრეთვე დედამიწის საკუთარი ღერძის ირგვლივ ტრიალს, ე. ი.
გაახანგრძლივებს დღე-ღამეს? - თქვენი მოსაზრება სწორია, - მიუგო კარომ, -
დღე-ღამის ხანგრძლიობა ოდნავ მოიმატებს. მოსალოდნელია აგრეთვე დედამიწის
ორბიტში უმნიშვნელო ცვლილება.
- ასეთ "უმნიშვნელო" მოვლენას შეუძლია გამოიწვიოს დედამიწის კალენდარის
შესწორება, - შენიშნა კამარელმა.- ესეც სწორი ანგარიშია, - დაუდასტურა კარომ.
- მე სავსებით დაკმაყოფილებული ვარ, - დაასკვნა კამარელმა და წამოდგა. -
რამდენადაც შესაძლოა ამ ბუმბერაზული და ფანტასტიური გეგმის გონების
ფარგლებში მოქცევა, ვფიქრობ, გავეცანი მას. ანგარიში და დასკვნები სწორია და
უნაკლო, მთელი გეგმა აშენებულია ჰარმონიული სიზუსტით. მაგრამ ეს არის
გეგმის ასეთ ვთქვათ, არქიტექტონიკა, მისი სხეული, ხოლო შინაგანი ენერგია ამ
გეგმის, მისი სული ჩემთვის ჯერჯერობით დაფარულია. მიუხედავად ამისა, მე
იმედი მაქვს, რომ "ჯანსაღ სხეულში სულიც ჯანსაღია".
მეორე დღიდან კამარელი შეუდგა თავისი მოვალეობის ასრულებას. საბჭოთა
კავშირის, ევროპისა და ამერიკის ინდუსტრიალურ გიგანტებში ავარვარდა
ანთებული ფოლადი და დაიწყო დედამიწის ასალაგმავი ჯაჭვის დაუცხრომელი
ჭედვა.
X - კატასტროფის მოლოდინში
ხუთი თვის განმავლობაში შეუსვენებლად ზანზარებდა გრდემლი და უროს ქვეშ
კვნესოდა ცხელი რკინა. მთელი ქვეყნის საზღვაო და საჰერო ფლოტი
განუწყვეტლივ ეზიდებოდა მუხრუჭების დამზადებულ ნაწილებს დანიშნულ
ადგილებზე და დედამიწის სხეული კეთროვანივით თანდათან იფარებოდა
რკინის მუწუკებით. მიუვალ კლდეებში სჭექდა დინამიტი და კვამლით
დანისლულ ხევებში ელავდა ელექტრონის ნაკადი. ოკეანეთა სივრცეზე ხან აქ,
ხან იქ განცვიფრებით ხვდებოდნენ ხომალდები რკინის კოშკების უცნობ
კუნძულებს და შიშით და მოკრძლაებით ჩაუვლიდნენ მათ.
კაცობრიობა ემზადებოდა საშინელი სტუმრის დასახვედრად, მაგრამ რაც უფრო
მეტი დრო გადიოდა და ახლოვდებოდა საბედისწერო თარიღი, მით უფრო
მძლავრდებოდა გულში ჩარჩენილი შიში. კამარელის ყოველ განკარგულებას
დიდი ხალისით და გულმოდგინებით ასრულებდნენ, მაგრამ თავისთვის გულში
ზრდიდნენ ეჭვებს და სულმოკლეობას. კაცობრიობის დასაშოშმინებლად ხომ არ
არის გამოგონილი კამარელისა და კაროს ფანტასტიკური გეგმა. ვის გაუგონია
დედამიწის დამუხრუჭება? ბავშვური თამაშით სურთ გაართონ კაცობრიობა, რომ
სულმოკლე ჭიასავით ქვეყნის დაქცევამდე თვითონ არ დაითხარონ საკუთარი
თვალები. ესეც პატიოსანი განზრახვაა, მაგრამ ერთხელ აზმორებული ეჭვი
თანდათან ღონეს იკრებდა და აწრიალებული ბორგვნით აღვიძებდა ოდნავ
მიძინებულ შიშის ბანჯგვლიან მხეცს...
აგვისტოს დამლევს კარო სადღაც გაჰქრა და მარტოდ დარჩენილი კამარელი
ბიბლიური ღვთაების სულივით დასტრიალებდა ბნელ შიშით მოცულ ქვეყანას.
იგი არ ისვენებდა არც დღე, არც ღამე და მეტეორივით დაჰქროდა დედამიწის
ერთი კუთხიდან მეორეზე. მას თავი წარმოედგინა ფანტასტიური დუელის
სეკუნდანტად. იგი აცმევდა თავის რაინდს ჯაჭვის პერანგს, უსინჯავდა
მუზარადს, იარაღს და გულის ფანცქალით ელოდა უსაზღვროებიდან შემოჭრილ
მტერთან მის შეხვედრას. მას ღრმად სწამდა მისი გამარჯვება, უფრო გულით,
ვიდრე გონებით, ვინაიდან ამ გამარჯვებასთან იყო მჭიდროდ დაკავშირებული
მისი გულის ბრწყინვალე დღესასწაული...
ნოემბრის 15-ს, როცა ყველაფერი მზად იყო, კაროც გამოჩნდა: ღამის 12 საათზე
დიდუბეში მოფრინდა და "გედას"-თან დადგა კოსმიური მტვერით დაჟანგული
რაუნიტი. მეორე დღიდან ნოემბრის 25-მდე კარო დაჰქროდა თავისი რაუნიტით
და მუხრუჭების ზარბაზნებში ათავსებდა ლითონის ლურჯად მოვარვარე
კოლოფებს, თითქოს უცნაური რამ ფრინველი თავის ურიცხვ ბუდეებშიკვერცხებს დებსო... ამ კოლოფებში იყო ჩაჭედილი ის ჯადოსნური ძალა,
რომელიც უნდა დასჯახებოდა დედამიწის შეუპოვარ სრბოლას...
თვითეული მერიდიანის შვიდივე მუხრუჭი ერთიმეორეს იყო გადაბმული
ელექტრონის მავთულით. ერთ-ერთ მუხრუჭთან მოთავსებული იყო მერიდიანის
შტაბი, რომელსაც დავალებული ჰქონდა სასტიკი განრიგების მიხედვით,
მუხრუჭთა სისტემაში მერიდიანის თავის დროზე ჩართვა და ამორთვა.
მთვარ შტაბს ბინა თბილისში ჰქონდა და მუშაობდა კამარელის
ხელმძღვანელობით.
შიშით, იმედითა და ეჭვებით დათასმული ქვეყანა მოუთმენლად ელოდა
მუხრუჭების ამოქმედების დღეს, ნოემბრის 26-ს, რომ ცხადად დაენახა
ჯადოსნურ მანქანათა მუშაობის რეალური ეფექტი და უფრო კონკრეტულად
წარმოედგინა დამუხრუჭების მოსალოდნელი შედეგი. გეგმის მიხედვით
მიღებული იყო ყოველგვარი წინასწარი გამაფრთხილებელი ზომები, მაგრამ
მაინც იყო შიში, რომ ლურჯ კოლოფებში მთვლემარ უჩინარ ძალთა აფეთქება
დედამიწას შეატორტმანებდა და რაიმე საბედისწერო ხიფათს შეამთხვევდა.
ნოემბრის 25-ს საღამოს 10 საათზე თბილისის რადიომ უკანასკნელად დაზვერა
მერიდიანთა შტაბები. ღამის 1 საათზე თბილისის მერიდიანს, როგორც პირველ
სისტემაში, უნდა მიეცა სიგნალი მუშაობის დასაწყებად. პირველს წყებაში
ჩართული იყო მერიდიანები თბილისიდან აღმოსავლეთით დიდ ოკეანეს შუა
ზონამდე.
ნოემბრის 26-ს, სრულ 1 საათზე, თბილისის რადიო-ანძაზე ავარდა ელვა და
მუხრუჭთა სისტემა ამუშავდა... ამუშავდა და იმავ წამს მიწა ატორტმანდა,
დაბარბაცდა და გაბზარულ მინასავით იწყო ზრიალი, ყოველი მხრიდან
საშინელი გრიალი და ქუხილის მაგვარი გუგუნი მოისმა. ამოვარდა ქარი და,
თითქო ცა გაირღვაო, ნიაღვრული წვიმა დაუშვა. აწიოკებულ ღრუბლებში ელვა
დაიკლაკნა და გუგუნს გრუხუნი დაერთო.
- რას იტყვით? – ჩააცქერდა კამარელი კაროს.
- ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, - დამშვიდებით წარმოსთქვა კარომ.
პირველ წამს ცოტათი შეშფოთებული კამარელი კაროს დინჯმა პასუხმა
დაამშვიდა.
- მიწა იძვრის განუწყვეტლივ! ნუთუ ასე გაგრძელდება შეუჩერებლად? - კვლავ
შეეკითხა კამარელი.
- მოქმედ მერიდიანების ზონაში მიწის კანი ასე იზრიალებს.
- ყველა მერიდიანი მოქმედია! - ნაწილი ისვენებს! კამარელი ისევ შეშფოთდა: -
მთელი წლის განმავლობაში დედამიწამ თუ ციებიანი ავადმყოფივით ასე
იკანკალა, რაღას ემგვანება წლის ბოლოს მისი ზედაპირი? - ოღონდ თავი
გადარჩეს და თმა თუ შეიტრუსება, არაფერია! ხანი გაივლის - ისევ
წამოიზრდება, - გაიღიმა კარომ.
ამ დროს დაფეთებული ღრუბლებით აფორიაქებულ ცაზე სამჯერ ზედიზედ
იჭექა.
- ნოემბერში ელვა-ქუხილი რა ამბავია? - წამოიძახა კამარელმა.
- დაცლილი ატომების ელექტრონი ატმოსფეროში გროვდება.
ერთი საათის შემდეგ მთავარმა შტაბმა მიიღო პირველი ცნობები. იაპონიაში,
მცირე აზიასა და კალიფორნიაში მიწისძვრები დაიწყო. ახალ გვინეას და
ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაპირებს ოკეანე ემუქრება. უჩვეულო შტორი
მძვინვარებს აგრეთვე ჩინეთის ნაპირებზე. ფილიპეს კუნძულების ჩრდილოეთნაპირზე ერთი მუხრუჭი წყალმა დაჰფარა და ამორთულ იქნა. მთელი ქვეყნის
სეისმოგრაფები აღნიშნავდნენ უზარმაზარი რადიუსის, მაგრამ მცირე ძალის
საერთო მიწისძვრებს.
მთავარ შტაბს საათში ერთხელ მოსდიოდა ყოველი მხრიდან დაწვრილებით
ცნობები. მიწისძვრები თუმცა უმნიშვნელო ძალისა იყო, მაგრამ განუწყვეტელი
მოქმედების გამო დიდ ზიანს აყენებდა მოსახლეობას. განსაკუთრებით
მძლავრდებოდა ზღვათა ღელვა და ბევრგან მისგან მრავალი კატასტროფა მოხდა.
დილის 11 საათზე თბილისის მერიდიანში ამართულ იქნა მომქმედ სისტემიდან
და ცოტა ხნის შემდეგ გუგუნი ოდნავ მინელდა.
იმავ ღამეს 12 საათზე, კარო და კამარელი რაუნიტით გაემგზავრნენ მუხრუჭების
დასათვალიერებლად და მიღებული ცნობების შესამოწმებლად.
დიდი ცნობისმოყვარეობით ადიოდა კამარელი რაუნიტის ბაქანზე და ათას
თვალგამოსხმული ტრიალებდა ხომალდის ნახევრად ბნელ ტალანში. მაგრამ
კარომ ბევრი თვალის ცეცება არ დააცალა კამარელს და საჩქაროდ ერთ კაბინაში
შეიყვანა. დასვა რბილ სავარძელზე და უთხრა ხელები მაგრად ჩაეჭიდა
სახელურებისათვის. თვითონ კაბინიდან გავიდა და კარები ჩაჰკეტა.
კამარელმა კაბინა კარგად დაათვალიერა და ბევრი რამ ყურადღების უღირსი
შენიშნა.
კაბინას ერთი რგვალი ფანჯარა ჰქონდა, სქელი, მეტად გამჭვირი შუშისა. ვერ
მოასწრო კამარელმა ფანჯარაში გახედვა, რომ უეცრად სარკმელს რაღაც შავი
მოეფარა და კაბინაში საიდანღაც ელექტრონისმაგვარი შუქი შემოვარდა. იმავე
წამს კამარელმა იგრძნო, რომ რაუნიტი დაიძრა, და უცებ ისეთი ძალით მიეკრა
სავარძელს, თითქოს ასფუთიანი ტვირთი დააწვა ზურგზეო. წუთიც, და თითქოს
ხომალდი ჰაერში შეჩერდაო, ყოველგვარი მოძრაობის გრძნობა შეწყდა და
კამარელმა ისეთი სიმსუბუქე იგრძნო, რომ სახელურებისათვის ხელი მაგრად
რომ არ ჩაევლო, სავარძლის ზამბარა ზევით აისროდა. ასეთი მდგომარეობა
გაგრძელდა ორიოდე წუთს და შემდეგ კამარელი საშინელის სიმძლავრით
დაეხალა ისევ სავარძელს და... ხომალდი გაქვავებულივით შედგა.
შემოვიდა კარო და კამარელი კაბინიდან გაიყვანა.
განცვიფრებული და თავბრუდასხმული კამარელი საკუთარ თვალებს არ
უჯეროდა: თბილისიდან აფრენის შემდეგ გავიდა რაღაც სამიოდე წუთი, ისინი
კი, ამჟამად იმყოფებოდნენ ეკვატორის 195-ე გრადუსზე შუადღის მზის ქვეშ,
ერთ-ერთი მუხრუჭის კოშკთან, წყნარ (ახლა კი საშინლად აზვირთებულ) ოკეანს
შუაგულში. კამარელი აქ ნამყოფი იყო, იცნო აქაურობა, თორემ ვერავინ
დააჯერებდა, რომ ეს დიდი ოკეანის ტალღებია და არა შავი ზღვის. აი, კოშკის
ერთ გვერდზე 75 და მარჯვნივ ესტრადისათვის ამართული პატარა მოედანი,
ბეტონით ჩარკინული სვეტებით. აქ იდგა იგი ამ ერთი თვის წინათ თავისი
3000-ძალიანი ჰიდრო- ჰაეროპლანით, როცა უკანასკნელად დაათვალირა
მუხრუჭის ნაშენობა.
კამარელმა უცებ მოისაზრა, თუ რა მოხდა: „რაუნიტი“ გასროლილ ტყვიასავით
მოსწყდა თბილისს, ავარდა ჰაერის ზედასფეროზე, სტრატოსფეროზე და
თითქმის უჰაერო სივრცის ზონაში თვალის დახამხამებაზე გადიქროლა
რამდენიმე ათეული ათასი კილომეტრის მანძილი და ფრთამოტეხილი ორბივით
დაეცა დიდი ოკეანის შუა მერიდიანს.კამარელმა კარგად იცოდა, რომ „რაუნიტი“ პლანეტათაშორისო მოგზაურობის
ხომალდია, რომ მისი ლითონის მკერდი დაფერფლილია კოსმიური მტვერითა
და დახაზულია მეტეორების ნაკვალევით. მაგრამ გაგონილსა და პირადად
განცდილს შუა დიდი მანძილია.
როცა განცვიფრებისაგან გამოერკვა და კოშკის ბაქანზე გავიდა, მის თვალწინ
წარმოუდგენელი სურათი გაიშალა: ოკეანე სდუღდა და გადადიოდა, თითქოს
მას ქვემოდან ჯოჯოხეთური ცეცხლი უნთიაო და მთებისოდენა აქაფებულ
ტალღებს ერთმანეთს ანარცხებდა გაშმაგებული ღრიალით და გრუხუნით. წყლის
ზედაპირზე უზარმაზარ ბუშტებივით ქანაობდნენ სფერული ფორმის შავი
ბურთები, რომლებითაც დაფარული ყიო ოკეანე ვიდრემდის თვალი სწვდებოდა.
რა უნდა ყოფილიყო ეს ბურთები, ზღაპრული ქვეყის გოლიათურ გლობუსივით
რომ ტრიალებდნენ ოკეანეზე.
კამარელმა თვალები მოიფშვნიტა, ქაფშეფრქვეული ჰაერის ნამიანი ბურუსი ხომ
არ მატყუებსო. მაგრამ ამ დროს ერთ-ერთი სფერო მიუახლოვდა კოშკს და
კამარელმა მის ვეებერთელა გვერდზე გარკვევით შენიშნა ნაჭედი ლურსმნის
თავები. ნუთუ, შესაძლებელია "ადამიანის" ხელით ლითონისაგან იყოს
გაჭედილი ეს საკვირველი სიდიდის ბურთები, რომელთა დიამეტრი კილომეტრს
აღემატება? კამარელმა მირაჟად ჩასთვალა მის წინ გადაშლილი სანახაობა და
დაასკვნა, რომ ეს იყო მისთვის გაუგებარი ატმოსფერული მოვლენა, დედამიწის
დამუხრუჭებით გამოწვეული.
ვიდრე კამარელი ამ უცნაური ამოცანის გასაღებს ეძებდა, ერთი სფერო,
მისიმოცულობისათვის შეუსაბამო სიჩქარით, ავარდა ცაში და უმალვე ისე
ამაღლდა, რომ ბავშვის სათამაშო ბუშტის ოდენად გამოჩნდა. მას მოჰყვა მეორე,
მესამე და რამდენიმე წუთის განმავლობაში მთლიანად აიკრიფა ოკეანის
პირიდან უცნაურ მოვლენათა თუ სხეულთა საოცარი ჯოგი და ცაში უკვალოდ
გაჰქრა.
კამარელი მიუბრუნდა კაროს, იგი იდგა ცოტა მოშორებით, ბაქნის სვეტს
მიყრდნობოდა და ნაღვლიანად გასცქეროდა შორეულ სივრცეს.
- ეგ რა სფეროები იყო? - ჰკითხა კამარელმა.
- მარსს გამოეგზავნა დედამიწიდან წყლის პირველი ტრანსპორტი, - მიუგო
კარომ გაოცებულ კამარელს.
1933 წელმა შეშინებული თვალებით შემოაღო იანვრის კარები. ლაგამამოდებული
დედამიწა მთვრალივით მიბარბაცებდა თავის მარადიულ გზაზე და თავხედურ
მუჯლუგუნებისაგან გაკვირვებული და ბრაზმორეული ცეცხლნარევ დორბლს
ჰყრიდა ათას ვულკანიდან და გაცოფებული ტალღების წარღვნით ემუქრებოდა
ადამიანთა უმადურ მოდგმას. მას თითქოს ერჩივნა ცის მზიან სივრცეში
სიხარულით შეხვედროდა სამყაროს შორეულ კუთხიდან გადმოჭრილ კოსმიურ
ნათესავს, აღტაცებით ჩაეკრა გულში მილიონი წლის უნახავი მეგობარი და ამ
საზეიმო წუთის ცეცხლის ტანისამოსში ამოებუგა მის კანზე მოფუსფუსე ათასი
ჯურის პარაზიტი, განსაკუთრებით ის ორფეხა ცხოველი, რომლის
შეურაცხმყოფელი წკიპურტებისაგან გაკაპასებული შემზარავ გუგუნითა და
ღრიალით ტრიალებდა იგი ახლა თავისი ღერძის გარშემო.
კაცობრიობა კი, სწორედ ამ "წკიპურტებზე" ამყარებდა თავის გადარჩენის იმედს
და მოუთმენლად ელოდა ობსერვატორიების დაკვირვებათა შედეგის
გამოქვეყნებას. მაგრამ დედამიწის კანის შეუჩერებელი რყევის გამო ტელესკოპებივერ მუშაობდნენ იმ სიზუსტით, როგორიც საჭირო იყო მიწის მოძრაობის
სიჩქარის ასე მცირე ცვლილების აღმოსაჩენად.
მხოლოდ ნახევარი წლის დაკვირვებათა შეჯამების შემდეგ შეიქმნა შესაძლებელი
ზოგიერთ დასკვნათა გამოქვეყნება. მეცნიერთა უმრავლესობა იმ აზრისა იყო,
რომ დედამიწის მოძრაობის შენელება იმდენად მცირე ტემპით ხდება, რომ წლის
ბოლოს სასურველი ეფექტი მოსალოდნელი არ არისო. მათი გამოანგარიშებით,
გეგმით ნავარაუდევ 10.000 კილომეტრის ნაცვლად კატასტროფის მომენტისათვის
დედამიწა დაიხევდა მხოლოდ 15 კილომეტრით, ამას კი არავითარი
მნიშვნელობა არ ექნებოდა. უმცირესობა კი, სრულიად საწინააღმდეგო აზრს
იცავდა და ოპტიმისტურად აფასებდა მიღებულ შედეგებს.
ამ დავამ ფართო საზოგადოებას უფრო შეუმცირა ისედაც მილეული იმედი და
მწარე საგონებელში ჩააგდო. ნერვული ცახცახით ადევნებდა იგი თვალყურს
დამუხრუჭების შესახებ გამოქვეყნებულ ცნობათა ყოველგვარ გახმაურებას და
უგუნებოდ ითვლიდა დღეებს საშინელი კატასტროფის მოლოდინში.
XI - 100%-ით!
მოახლოვდა კრიტიკული მომენტი.
დაჩეჩქვილი და ფედებჩალეწილი დედამიწა. ყაჩაღდასხმულ, დაჭრილ და
გაძარცულ ადამიანივით, ბღავილით მოგორავდა თავის აქამდე სწორსა და
მართალს, ახლა კი, ოღრო-ჩოღრო და ბორძიკიან გზაზე.
ფრთამორღვეულ ფრინველებივით უშნოდ და უხალისოდ გადაფრინდნენ
ზაფხულის დამშეული თვეები და შეუმჩნევლად ჩაჰქრა ოქტომბრის ოქროვანი
ელვარება.
ნოემბრის 19-ს ტელესკოპებმა იკივლეს ცაში კომეტის გამოჩენა და მესამე დღეს
დამფრთხალი კაცობრიობა შიშმორეული გასცქეროდა საღამოს ცაზე აელვარებულ
საშინელ სტუმარს.
კომეტა გამალებით უახლოვდებოდა დედამიწას და შორიდანვე მოსავდა მას
შხამიანი შუქის შიშის მომგვრელი ჟრუანტელით.
ნოემბრის 24-ს დილის 11 საათზე კამარელის განკარგულებით თბილისის
მერიდიანთან ერთად ამორთულ იქნა მუხრუჭების მთელი სისტემა.
რელსებიდან ამოვარდნილ ვაგონივით აძიგძიგებული დედამიწა მყისვე ჩადგა
კალაპოტში და უმალვე მისწყდა "ზარბაზნების" გამაყრუებელი გრიალი.
ჰაერი თანდათან დამშვიდდა და ზღვის ნაპირებზე უკან დაიხიეს მოღლილმა
ცოფშენელებულმა ტალღებმა.
გათენდა ნოემბრის 25, შიშის, სასოწარკვეთილებისა და ნერვიული დაძაბულობის
აპოგეი.
კამარელმა გამოაქვეყნა თავისი საბოლოო დასკვნები და მიულოცა კაცობრიობას
დედამიწის დამუხრუჭების გეგმის ბრწყინვალე გამარჯვება.
მანიფესტმა ყველა ქვეყნის სკეპტიკოსებს მწარე ღიმილი მოჰგვარა: თუ
გამართლდა "წინასწარმეტყველება" - დიდება კამარელს! თუ არა და? რას კარგავს
კამარელი? ვინ უნდა ამხილოს მისი შეცდომები ქვეყნის დაქცევის შემდეგ, როცა
აღარ იქნება არც ბრალმდებელი და არც ბრალდებული?..
მაგრამ კამარელმა გაიმარჯვა.
ნოემბრის 25-ს, საღამოს 10 საათზე კამარელმა ზეიმით აუწყა ორთავ
ნახევარსფეროს მოსახლეობას, რომ "ბიელის" კომეტამ 9 საათსა და 45 წუთზე
გადასჭრა დედამიწის ორბიტი 300.000 კილომეტრის სიშორეზე და ამჟამად
მშვიდობიანად მიჰქრის უსაზღვრო სივრცის შორეულ მიდამოებისაკენ...იმავ წამს დედამიწის 24 მერიდიანის 2000 ზარბაზნის ლულებიდან ამოვარდა
წითელი და მწვანე შუქის 2000 შადრევანი და საზეიმო ილუმინაციის ათიათას
კილომეტრიანმა ჩირაღდნებმა გაანათეს გაოცებულ პლანეტათა და ასტეროიდთა
ბნელი სივრცე.
XII - რეაქცია ხიფათმა გაიარა და კაცობრიობა უმალვე თავის ჩვეულებრივ
კალაპოტში ჩადგა. შიშისაგან განთავისუფლებულ გონებას ყოველდღიური ჭირ-
ვარამი დაეუფლა.
სახელმწიფოებს დაუბრუნდათ მოქმედების უნარი და როცა ირგვლივ
მიმოიხედეს, მათ წინ მეტად სავალალო სურათი გადაიშალა.
ამ სურათის სივალალეს მთავარი შტაბის მიერ გამოქვეყნებული მასალაც
ამოწმებდა.
დედამიწა სახიფათო ბრძოლიდან თუმცა გამარჯვებული გამოვიდა, მაგრამ ეს
გამარჯვება მას მეტად ძვირად დაუჯდა. ახლა იგი ძალიან გავდა ღირსსახსოვარ
რაინდს დონ-კიხოტს ქარის წისქვილებთან ბრძოლის შემდეგ.
როგორც გამოირკვა, მიწისძვრებს, გრიგალსა და მოზღვავებულ ტალღებს ბევრ
ქვეყნისათვის აუნაზღაურებელი ზიანი მიეყენებია.
იაპონიაში მიწისძვრას დაუზიანებია ხუთი ქალაქი და სრულიად დაუნგრევია 18
სოფელი. წყალში ჩაძირულა კუნძული ფორმოზა, მთელი მადაგასკარი,
ფლორიდა და კალიფორნია. ახალი გვინეის აღმოსავლეთი ნაწილი და კამჩატკა
წყალს დაუსილავს და ფილიპეს კუნძულის მთელი ჩრდილო ნაწილი ოკეანეს
დაუფარავს. სუეცის არხი სილას ამოუვსია და შუაში მთა ამობურთულა. წყალს
გაუნადგურებია აგრეთვე სამხრეთ-ამერიკის აღმოსავლეთი ნაპირები. ამას გარდა,
მთელ რიგ ნავთსადგურებში მოზღვავებულ ტალღებს წინასწარ აგებულ იჯებირი
დაუნგრევია და მრავალი გემი დაუღუპავს.
ამას ზედ დაერთო კიდევ ერთი გასაკვირი ფაქტი, რომელიც თვალსაჩინო გახდა
მხოლოდ ზღვის ღელვის სავსებით დაწყნარების შემდგომ: როგორც ირკვევა
ზღვის დონემ დაიკლო სამი მეტრით და ეს გარემოება აუწერელ ზიანს აყენებს
მთელი ქვეყნის ნაოსნობას. მთელი რიგი ნავსადგურები მიუდგომი გახდა
ოკეანის დიდი გემებისათვის, გამოუსადეგარი გახდა აგრეთვე ნავსადგურებში
გემების მისადგომ ბაქანთა მთელი ნაგებობა.
ეს ფაქტი უვარგისად ხდიდა საუკუნეებით შესწავლილ და გამოცდილ საზღვაო
გზებს, ვინაიდან წყლის დონის ეგზომ დაწევის გამო მრავალ ალაგს
მოულოდნელად აღმოჩნდა წყალქვეშა კლდეები. ეს გარემოება, სუეცის არხის
გაფუჭებასთან ერთად, ქვეყნის ვაჭრობა-მრეწველობას დაკნინებას და
განადგურებას უქადდა...
ამერიკისა და ევროპის მეცნიერები ზღვის დონის დაწევას მიაწერდნენ მარსზე
წყლის გაგზავნას, თუმცა ზოგი მათგანი ხსნიდა ამ ფაქტს მიწის კანის
დეფორმაციით, რამაც გამოიწვია ფლორიდის, მადაგასკარისა და ბევრი
კუნძულის ჩაძირვა.
ინგლისმა, იაპონიამ და ამერიკამ ითავეს ახლად წამოჭრილ ეკონომიური
პრობლემების გადასაჭრელად თათბირის მოწვევა. თებერვლის 27-ს ლონდონში
გაიხსნა ევროპა-ამერიკის უმთავრეს სახელმწიფოთა წარმომადგენლების
კონფერენცია.
კონფერენციამ მუშაობის გახსნის დღეს მისალმების დეპეშა გაუგზავნა კამარელს
და აცნობა, რომ კონფერენციის დასრულების შემდეგ განსაკუთრებული
საინფორმაციო დელეგაცია გაიგზავნება თბილისშიო.კონფერენციის მუშაობის პირველსავე დღეს ნათელი გახდა, რომ გადასაჭრელია
ერთადერთი საკითხი - მარსთან მომავალი ურთიერთობის შესახებ.
დანგრეული ეკონომიკის აღდგენისათვის საჭირო ღონისძიებათა ხასიათი
ლოგიკურად გამომდინარეობდა ამ მთავარი პრობლემის ამა თუ იმ გზის
წარმართვისაგან.
მაგრამ მარსელებთან ურთიერთობის საკითხი მჭიდროდ იყო გადანასკვული
საბჭოთა კავშირისადმი დამოკიდებულების გადაფასებასთან.
კონფერენცია შეუდგა მუშაობას, დახურულ კარებში.
პირველად მოისმინეს მაკდონალდის მოხსენება.
საბოლოოს ირკვეოდა, რომ ზღვის დონის დაწევა მარსზე წყლის გაგზავნით იყო
გამოწვეული.
- შეცდომა იქნებოდა ეს ფაქტი აგვეხსნა, - ამბობდა მომხსენებელი. - მიწის კანის
დეფორმაციით, როგორც ცდილობს ამ ვერსიის თავზე მოხვევას ზოგიერთი
საეჭვო წარმოშობის გამოკვლევა. ხმელეთის ნაწილის წყალში ჩაძირვის ფაქტი
სრულიად არ მოწმობს ოკეანეთა ფსკერის საერთო დაწევას, ვინაიდან, თუ ერთ
ალაგს ხმელეთი ჩაწვა, მეორე ადგილას ზღვაზე კუნძულმა ამოჰყო თავი.
დედამიწის კანი ნაოჭდება და ეს პროცესი არ იწვევს ოკეანეთა მოცულობის
სწრაფ ცვლილებას. ვინც გაეცნობა მარსზე გაგზავილ წყლის პირველი
ტრანსპორტის რაოდენობას (ხმები: - რას ნიშნავს პირველი? განა მეორეც იქნება?)
- როგორც დაბეჯითებით ირწმუნებიან, ახლო ხანში მოსალოდნელია მეორე
ტრანსპორტის გაგზავნა (ხმები: ოჰო! აი, რას გვიპირებენ!). ვინც გაეცნობა იმ
წყლის რაოდენობას, რაც მარსზე გაიგზავნა, მისთვის ცხადი იქნება ზღვის
დონის დაწევის ნამდვილი მიზეზი. ყველას გვახსოვს ბრიტანეთის
ადმირალიტეტისმიერ გამოქვეყნებული ცნობები 1932 წლის 27 ნოემბერს
ინდოენთის ოკეანეზე მომხდარ კატასტროფის შესახებ. როგორც იცით, იმ დღეს
მადაგასკარის მახლობლად, დღემდისაც გამოუცნობ მიზეზით, უცნაურად
დაიღუპა ბრიტანეთის კრეისერი "ასკვიტ". აი, როგორ აღწერს ამ კატასტროფას
ადმირალი კრიგ, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა დრედნაუტ "გლადსტონ"-ზე
და უფროსობდა ინდოეთის ესკადრას: - "ნოემბრის 24-ს ჩვენ გავედით
ზანზიბარის ნავსადგურიდან, რათა ინსტრუქციის თანახმად, გაშლილ ზღვაში
შევგებებოდით მოსალოდნელ შტორმს. 27 ნოემბერს დილის 11 საათზე ჩვენ უკვე
მადაგასკარის აღმოსავლეთ ნაპირებს ჩავუარეთ. შტორმი თანდათან
მძლავრდებოდა და ჩვენც სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ავიღეთ გეზი. იდგა
მზიანი დღე. უცებ ჰაერში გამოჩნდა რამდენიმე შავი უზარმაზარი სფერო.
სამიოდე წუთში სფეროთა შავმა ღრუბელმა დაჰფარა ირგვლივ მთელი სივრცე
და უეცრად ჩამობნელდა. სფეროები ეშვებოდნენ ოკეანეზე და უმალ
იძირებოდნენ. მე დავკარგე კავშირი ჩემს გემებთან და სამი საათის
განმავლობაში უნაყოფოდ ვებრძოდი ჩემთვის გაუგებარ მოვლენას. შუადღის 2
საათზე სფეროები მოულოდნელადვე აიკრიფნენ. როცა გემებთან კავშირი
აღვადგინეთ, გამოირკვა, რომ კრეისერი "ასკვიტ" ჩაძირულიყო. დაიღუპა 162
მეზღვაური. დახმარების აღმოჩენა შეუძლებელი შეიქნა, ვინაიდან გემებს არ
ჰქონდათ კატასტროფის მომენტში საშუალება თავისუფალი მოძრაობისა".
ბატონებო! ჩვენ მაშინ ისეთს მდგომარეობას განვიცდიდით, რომ ამ
კატასტროფისათვის დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია. ახლა კი, ჩვენთვის
ცხადია ის "გაუგებარი მოვლენა", რამაც იმსხვერპლა კრეისერი "ასკვიტ". ჩვენ
ვიცით, რა კოლოსალური ზომისა იყვნენ მარსიდან მოფრენილი სფეროები.ამგვარივე გიგანტური რეზერვუარებით იყო მაშინ მოფენილი ატლანტისა და
წყნარ ოკეანეთა სივრცე. როგორც შემდეგ გამოიანგარიშეს, ამ ტრანსპორტმა
წაართვა მსოფლიოს დაახლოებით ერთი მილიონი კუბიკური კილომეტრი წყალი.
ამ დანაკლისს კი, როგორც სპეციალისტები ანგარიშობენ, სწორედ ისეთი შედეგი
უნდა მოჰყოლოდა, როგორიც ჩვენ მივიღეთ. ზღვის დონემ დაიწია სამი მეტრით.
როგორც ხედავთ, ზედმეტია სხვა მიზეზების ძებნა. მარსმა პირველი
ტრანსპორტით წაიღო ჩვენგან ერთი ჩვენებური ზღვის მარაგი, დაახლოებით
შავი ზღვის მოცულობისა.
გაიმართა კამათი.
ამერიკელმა დელეგატმა დინგვეიმ ფრთხილად მოაგონა კონფერენციას მარსელი
ინჟინრის სიტყვა, თბილისის კონგრესზე წარმოთქმული და კონგრესის პასუხი ამ
სიტყვაზე. ინჟინერი კარო ლაპარაკობდა მაშინ დედამიწის და მარსის ინტერესთა
ჰარმონიულ შეთანხმებაზე და ამაზე ამყარებდა იგი გამარჯვების იმედს. იმედი,
როგორც ხედავთ, გამართლდა და დედამიწა ხიფათს გადარჩა, მაგრამ
"ინტერესთა ჰარმონია"-ში დისონანსად გაჰკივის ჩვენი პლანეტის დაშრობის
პერსპექტივა. ჩვენ მაშინ მარსის ბრწყინვალე დელეგატს დავპირდით იმაზე
მეტსაც, რაც მან მოითხოვა, მაგრამ ახლა ამის მოგონება მხოლოდ სირცხვილის
მკბენარ ტკივილებს აღვიძებს ჩვენში. საკითხი ამჟამად ასე დგას: მარსმა
გადაარჩინა დედამიწა დაღუპვისაგან არა კაცთმოყვარული გრძნობის კარნახით,
არამედ საკუთარი ინტერესების მიხედვით და მოსალოდნელია, რომ იგი ჩვენს
პლანეტას თავის კოლონიად გადააქცევს. შესაძლებელია დედამიწის
კოლონიზაციისათვის მარსელებს დასჭირდეთ ჩვენი კულტურის განადგურებაც -
არავინ იცის რაგვარი ინტერესები აქვთ მარსელებს ჩვენს ქვეყანაში, - ვფიქრობ,
მარტო წყალით არ ამოიწურება ამ შემთხვევაში მათი "საგარეო" პოლიტიკა.
როგორ უნდა გავუმკლავდეთ ჩვენ მარსის შემოტევას? როგორ დავიცვათ ჩვენი
ქვეყნის დამოუკიდებლობა? აი, კარდინალური საკითხი, რაც ამჟამად საშინელი
სიმწვავით დგას ჩვენს წინაშე. პასუხის გაცემა ამ კითხვაზე მეძნელება, რადგანაც
ძალიან კარგად ვიცი, რა ძალასთან გვექნება საქმე, თუ ჩვენ შორის ბრძოლა
აუცილებელი შეიქნა.
სიტყვა აიღო არისტად ბრიანმა.
- მართალია, მარსელ ინჟინერს ჩვენ დავპირდით ჩვენი წყლის მარაგის
განსაზღვრულ ნაწილს, მაგრამ ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ იყო
დასაბუთებული ამ ღონისძიების აუცილებლობა: დედამიწის დამუხრუჭებისაგან
მოსალოდნელი წარღვნის შესანელებლად საჭირო იყო ოკეანეებს ართმეოდათ
ამქუხრებული ზედაპირი. ვფიქრობ, ამ ოპერაციის წინააღმდეგ არაფერი
გვეთქმის, ვინაიდან, როგორც ახლა ყველასათვის ცხადია, ამ ღონისძიებამ
მართლაც იხსნა წარღვნისაგან ხმელეთის დიდი ნაწილი. მაგრამ წყლის მეორე
ტრანსპორტს არავითარი გამართლება არ ექნება. ეს იქნება მარსელი ინჟინრის
მიერ პირობის დარღვევა და ჩვენი პლანეტის დასაპყრობად აშკარად
გადადგმული ნაბიჯი. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მეორე ტრანსპორტის შესახებ
ცნობა სიმართლეს მოკლებული აღმოჩნდება.
კონფერენციის წევრებს მოულოდნელად ჩაუდგა თავში იმედის სინათლე და
საქმის კეთილად მობრუნების შესაძლებლობამ იელვა.
ინჟინერი კარო ერთადერთი წარმომადგენელია ჩვენთვის უცნობი ქვეყნის. ვინ
იცის, რამდენად სწორად გამოხატავს იგი თავის ქვეყნის მიზნებს? ხომ შეიძლება
მარსზე სხვადასხვა კლასები და მიმართულებები არსებობდნენ? ცხარე დაიმედნასხური კამათის შემდეგ კონფერენციამ აირჩია დელეგაცია, რომელსაც
მიანდო წარუდგეს კამარელს საინფორმაციო მოხსენებით და სცადოს კაროსთან
მოლაპარაკება...
XIII - ორი ბანაკი
მარტის დაუნდობელი ცა დედოფალსავით ათამაშებს მზეს: ხან ოქროს
ჯინჯილებით მორთულ ლურჯ აკვანში ჩააწვენს და თეთრი ნისლის აბრეშუმს
გადააფარებს, ხან ყვითელ ბაიას ყვავილების კაბას ჩააცვმევს და ბაღში მოსეირნე
ბავშვივით გაატარებს ღრუბლის მოოქრულ კოშკებს შორის, ხან შავ ნაბადს
წამოასხამს და მოტაცებულ მზეთუნახავსავით წვიმიან ღრუბლის ტყეში
დამალავს.
თბილისის ქუჩებიც ხან ტალახიანი ქვებით ითალხება, ხან მზის ფარჩით
იმოსება და ქალაქი, ნერვიული ქალივით, ხან უმიზეზოდ გაიცინებს, ხან ასევე
უმიზეზოდ ატირდება.
წვიმს.
გურგენ კამარელი თავის ოთახში უცხოელ სტუმრებს ელის.
ათვალიერებს ინგლისურ გაზეთებს. ეკალივით სჩხვლეტს გულს ლონდონის
კონფერენციის შესახებ ამოკითხული ყალბად მორთული სტრიქონები.
რევოლუციამ შთააგონა კამარელს მისი მგზნებარე იდეები, მანვე დაუკავშირა
იგი შორეული ქვეყნის მიუწვდომელ მწვერვალიდან მოფრენილი გენიას,
დედამიწის საუკეთესო ფიქრთა და ზრახვათა ამ ცოცხალ განსახიერებას.
რევოლუციონური პათოსით გათამამებულმა შემოქმედებამ აანთო მის წინაშე
მომავალ დროთა ჯადოსნური სარკე, საიდანაც იელვა სიყვარულის, ბრძოლისა
და მეცნიერების უკვდავმა შარავანდედმა.
დედამიწა იხსნა კატასტროფისაგან რევოლუციამ.
რევოლუციამ შეანგრია მისი ბრწყინვალე მომავლის კარები და საქვეყნოდ
გამოაჩინა ბრძოლის პერსპექტივის დამაბრმავებელი ელვარება.
რევოლუციამ შემოარტყა დედამიწას ფოლადის სალტეები და შეასხა მძლეთა-
მძლე ენერგიის ფრთები, რათა სამუდამოდ მოიშოროს მან სტიქიურ ძალთა
ბორკილები და საკუთარი ნებისყოფით გაიკვლიოს გზა მომავლისაკენ.
კამარელის გულში ჩახვავებულია სიხარულის, რწმენის და სიყვარულის ულევი
მადანი.
რა გამოლევს მის აცეცხლებულ ენთუზიაზმს და შეუნელებელ პათოსს? მისი
სხეული თითქოს სავსე ჭურჭელია სიმტკიცის, შეუპოვრობისა და
შეურიგებლობის, მისი კუნთების ყოველი უჯრედი დატენილია შემოქმედების
დინამიტით.
მას თვალმოუშორებლად დასცქერის ციურ სარკიდან რევოლუციის ცოცხალი
შთაგონება, გედა ნუავე, დედამიწის კეთილი სული და მომავალ საუკუნეთა
ჩირაღდანი.
რევოლუციის დროშებით შემოსილი დედამიწა, პურპუროსან გლადიატორივით
ბრძოლით გაიკაფავს გზას და მის აელვარებულ ხმალს წინ წარუძღვება ამ
ჩირაღდნის გაუქრობელი ალიონი.
დარკინული მერიდიანები მფეთქავ ნერვებად დაუვლიან ირგვლივ დედამიწის
მბორგავ სხეულს და გააქანებენ მას ისტორიის თვალშეუდგამ აღმართზე.
რა ძალას შეუძლია მისი შეჩერება? კამარელმა საათს დახედა.
- უკვე დროა.
ადგა და ფანჯარასთან მივიდა.წვიმისაგან აცრემლებული ქუჩები წარბშეკვრით გამოიყურებოდნენ.
უცბად მზე გამოჩნდა და ცრემლის ცვარები ბრილიანტებივით აკაშკაშდა.
ჰაერში უხვი სინათლე ჩადგა.
წუთიც და ჰაერი ისევ ჩაქრა.
ამ დროს ჭავჭავაძის ქუჩიდან უხმოდ ასრიალდა ავტო, - ოთხი ფარნის ნამიანი
სათვალეები ტრიბუნალის ქუჩისაკენ მოაბრუნა და კამარელის ბინის წინ
მოწყვეტით შედგა.
უეცრად გადმოღვრილ მზის სხივებისაგან კოცონებივით აბრიალდა ავტოს
დაბინდული სათვალეები.
გაიღო ავტოს კარი და ქურციკივით გადმოხტა ბაკურ შევარდნაძე.
მას ზანტად და დინჯად გადმოყვნენ ლონდონის კონფერენციის მიერ
გამოგზავნილი დელეგაციის წევრები - რამზეი მაკდონალდი, არისტიდ ბრიანი
და მისტერ დანგვეი.
შევარდნაძე მათ კამარელთან შეუძღვა.
პირველი მისალმების შემდეგ მაკდონალდმა, როგორც დელეგაციის მეთაურმა,
სიტყვით მიმართა კამარელს.
- მე წილად მხვდა, - სთქვა მან, - უდიდესი პატივი, ცივილიზაციის სახელით
მოგესალმოთ თქვენ, როგორც კაცობრიობის ახალ მესსიას, და განათლებულ
ხალხთა გულითადი მადლობის დაუშრეტელი გრძნობით შევმოსო თქვენი
სახელი. მეოცე საუკუნის მაღალ ქედზე, ომების, რევოლუციებისა და
კატასტროფის ქარიშხალით აგრიალებულ ჰაერში, თქვენი სახე აღიმართება
ბრინჯაოს ქანდაკებასავით და მომავალ საუკუნეთა მწვერვალები უფრო მაღლა
ასწევენ მას, როგორც განთავისუფლებული კაცობრიობის უწმინდეს დროშას.
თქვენმა გენიამ, მუშათა კლასის რევოლუციური აღმაფრენის ნაშობმა, იხსნა
დედამიწა უმაგალითო განსაცდელისაგან, და ქვეყანა არ იქნებოდა გადარჩენის
ღირსი, თუ ის მოწიწებით და თაყვანისცემით არ აღბეჭავდა ისტორიაში თქვენს
ღვაწლსა და ამაგს. მით უფრო სასიხარულოა ჩემთვის ამის თქმა, რომ
აღზრდილი ვარ სწორედ იმ მუშათა კლასის სამსახურში, რომლის უდიდესმა
შემოქმედებითმა ძალამ თქვენში იჩინა თავი. მადლობის გრძნობასთან ერთად
ჩვენში მეტყველებს აგრეთვე მოვალეობის შეგნება. ჩვენ ვერ დავივიწყებთ, რომ
ჩვენი გადარჩენის გენიოსური იდეა თქვენმა ქვეყანამ დაჰბადა და გამოკვება;
რევოლუციის სამშობლოს ცხოველმყოფელ ნიადაგზე დაეცა ამ იდეის მარცვალი,
რომლისგანაც აღორძინდა ჩვენი პლანეტის ფერისცვალებისათვის საჭირო
ენერგია. ჩვენ მოწიწებით ვიხრით თავს რევოლუციის კერის წინ და აღთქმას
ვდებთ სამუდამოდ შევინარჩუნოთ თქვენი ქვეყნის მიმართ უდიდესი მადლობის,
კეთილგანწყობილებისა და ერთგულების გრძნობა.
მაკდონალდმა თავი დახარა და გულზე მიიდო მარჯვენა ხელი.
არისტიდ ბრიანმა ხმის გასაწმენდად ჩაახველა და წინ წამოდგა: - მე ორიოდე
სიტყვა უნდა დავუმატო ჩვენი დელეგაციის მეთაურისა და ჩემი მეგობრის
ნათქვამს, - დაიწყო მან და ჯერ მაკდონალდს დაუკრა თავი და შემდეგ
კამარელისაკენ მიბრუდნა. - თქვენ იხსენით ქვეყანა აუცილებელ დაუღუპვისაგან.
ამ ღვაწლის საკმარისად შეფასება ყოვლად შეუძლებელია. მაგრამ სიკვდილს
გადარჩენილმა კაცობრიობამ უნდა განაგრძოს ცხოვრება და მოქმედება.
ცხოვრებას კი, თავისი კანონები აქვს და ცივილიზაციის იმ საფეხურს,
რომელზედაც დღევანდელი კაცობრიობა დგას, თავისი განსაკუთრებული
საჭიროებანი ახასიათებენ. მე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება იმაფორიაქებულ ეკონომიურ მდგომარეობას, რომელშიაც ჩააყენა ქვეყანა
კატასტროფის მოლოდინმა და მის ასაცილებლად მიღებულმა ღონისძიებამ. ჩვენ
დაგვჭირდა დიდი მუშაობის შესრულება ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ჩვენს შორის არსებული ზავი მეგობრობამ უნდა შესცვალოს, ჩვენ უნდა
დავადგეთ თანამშრომლობის გზას და საერთო ძალღონით აღვადგინოთ
დანგრეულ მეურნეობა. დაე, ნუ შეგვაშინებს ის გარემოება, რომ საბჭოთა
კავშირი და კაპიტალისტური ქვეყნები სხვადასხვა ეკონომიურ საფუძველზე
დგანან, - ეს არ გვიშლიდა ხელს დედამიწის დამუხრუჭების გრანდიოზული
გეგმა საერთო მუშაობით შეგვესრულებია. ჩვენ მოგვაქვს თქვენთან ზავი,
მეგობრობა და თანამშრომლობა.
აქამდე ყველანი ფეხზე იდგნენ.
ბრიანის სიტყვის შემდეგ კამარელმა სავარძელი შესთავაზა სტუმრებს და
თვითონაც დაჯდა.
ჩამოვარდა დუმილი.
- მე მადლობელი ვარ თქვენს მიერ ჩემი მუშაობის ეგზომ საზეიმო
შეფასებისათვის, - სთქვა კამარელმა მცირე პაუზის შემდეგ, - თქვენი განცხადება
ფრიად საგულისხმოა და ჩვენ შესაფერ დასკვნას გავუკეთებთ მას, მაგრამ მე
მინდა მოვისმინო თქვენგან ლონდონის კონფერენციის შესახებ უფრო
კონკრეტულად. გაზეთებში დახურული სხდომები გაშუქებული არ არის მაგრამ
ჩემის ცნობებით იქ ბატონობდა სულ სხვა განწყობილება, თქვენი დღევანდელი
განცხადება კი თბილისის კონგრესის განწყობილებაზეა აგებული, რაც
ლონდონმა, თუ არ ვცდები, უარჰყო და დაგმო...
ბრიანმა მაკდონალდს შეავლო თვალი.
- ჩვენ ლონდონის კონფერენციის მიერ ვართ თქვენთან წარმოგზავნილი, - სთქვა
მაკდონალდმა და გრძელი ულვაში გაისწორა, - მაშასადამე, ჩვენი განცხადება
კონფერენციის აზრს გამოხატავს. კონფერენციის მუშაობაში იყო მტკივნეული
მომენტები, მაგრამ ისინი გამოწვეული იყვნენ მდგომარეობის სიმწვავით და
მთელ რიგ ქვეყნებში საჩქაროდ განსახორციელებელ ღონისძიებათა სიძნელით.
რაც შეეხება თბილისის კონფერენციის მიერ არჩეულ გზას, უნდა
კატეგორიულად განვაცხადო, რომ ლონდოს არა თუ არ დაუგმია იგი, პირიქით,
მთელი მისი სამოქმედო პროგრამა ამ კონგრესზე განმტკიცებულ მეგობრულ
ურთიერთობაზეა დამაყრებული.
- მე ვიყავი ამ განწყობილების პირველი მედროშე, - ჩაურთო სიტყვა აქამდე
მდუმარმა დინგვეიმ, - და ჩემს მოვალეობად მიმაჩნია განვაცხადო, რომ
თბილისს მიჰყვება ამ შემთხვევაში ლონდონი, პარიზი, ნიუ-იორკი...
- და ყველა განათლებული ხალხი, - დაუმატა ბრიანმა და წამოდგა. - მე მინდა
ბოლომდე გულწრფელი ვიყო თქვენთან. - განაგრძო მან. - და ყველაფერი, რაც
ჩვენ გვაფიქრებს, დაუფარავად მოგახსენოთ. ჩვენ როგორმე მოვიშუშებთ
ჭრილობებს, უკუქცეულ მხეცის ნაჭანგარს, სხეულს რომ მტკივან იარებით
გვისუსხავს...
- ბოდიშს ვიხდით, მაგრამ სიტყვა უნდა შეგაწყვეტინოთ! - სთქვა კამარელმა და
წარბები შეიკრა. - გადაჭარბებულ გრძნობიერებას იჩენთ თქვენ ყველანი იმ
ჭრილობის მიმართ, ქვეყნის სხეულს უმაგალითო განსაცდელთან ბრძოლის
შემდეგ რომ დააჩნდა; გასაკვირია, რომ ასეთი გულჩვილობით ათვალიერებთ
სხეულის გაკაწრულ ადგილებს, როცა კარგად იცით, რა საშინელი საფრთხე
მოელოდა მას! რა მნიშვნელობა აქვს იმას, რაც დაიღუპა, შედარებით იმასთან,რაც გადარჩა? - უკაცრავად! - იწყინა ბრიანმა და წელში გაიმართა, - აკი
მოგახსენეთ, ძნელია შეფასება იმისი, რაც თქვენის მეოხებით მოხდა-მეთქი! ამას
ჩვენ არ ვივიწყებთ, მაგრამ დედამიწა რომ დაღუპვას გადარჩა, ეს იმას როდი
ნიშნავს, რომ ცივილიზაციას არავითარი საფრთხე არ მოელის. შესაძლებელია
ცივილიზაცია დაიღუპოს, თუ თავის დროზე ენერგიული ზომები არ იქნება
მიღებული გაერთიანებული კაცობრიობის მიერ.
- ამის შიში ჩვენ სრულიად არა გვაქვს, - გაიღიმა კამარელმა. - პირიქით, ჩვენ
დარწმუნებული ვართ, რომ კაცობრიობის პროგრესისათვის არასოდეს ისეთი
გაცხარებული ტემპებით არ უმუშავნია ისტორიას, როგორც ჩვენს დროში.
- გუშინდელს და დღევანდელს დროს ერთმანეთში ნუ ავრევთ, - სთქვა ბრიანმა,
- გუშინ ჩვენთვის გარკვეული იყო მოქმედ ძალთა ურთიერთობა და ყოველთვის
შეგვეძლო აგვეწონა და გაგვესაზღვრა მათი სიმძლავრე. დღეს ჩვენ, კაცობრიობის
დიდ უმრავლესობას ამისი საშუალება არა გვაქვს. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ
საკითხს ნათელი მოჰფინოთ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისტორიის ამ ახალ
ფაქტორზე თქვენ მოახდენთ კაცობრიობისათვის სასურველ გავლენას.
ბრიანი დაჯდა.
- თქვენ კარგად იცით, რა ფაქტორზე მოგახსენებთ, - დაუმატა მაკდონალდმა.
– ეს არის მესამე ძალა, რომლის შესახებ ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით, გარდა
იმისა, რომ იგი შეიძლება ჩვენი ისტორიის მამოძრავებელ ძალთა შორის
უდიდესი და უმნიშვნელოვანესი გახდეს.
- აი, ახლა კი პოლიტიკის ნამდვილ ნერვებს ჩასჭიდეთ ხელი, - ისევ გაიღიმა
კამარელმა. - აქამდე კი მწვერვალებზე და ბრინჯაოზე საუბარი მხოლოდ
პოეტური შესავალი იყო. მე თქვენს თხოვნას დავაკმაყოფლებ და ვეცდები ამ
ფაქტორზე საჭირო გავლენა მოვახდინო.
უკანასკნელი ფრაზა კამარელმა იმგვარი ტონით წარმოსთქვა, რომ ძნელი იყო
ირონიის შემჩნევა.
- ჩვენ გვაინტერესებს, - სიტყვა ჩაურთო დინგვეიმ, - ჩაერევიან თუ არა
მარსელები ჩვენს ცხოვრებაში და თუ ჩაერევიან - რა მიმართულებას მისცემენ
მას? - ჩვენი ნების გარეშე მარსელები ჩვენს ცხოვრებაში არ ჩაერევიან. - მიუგო
კამარელმა.
- ჩვენს ნებას ვინ გამოსახავს? - იკითხა ბრიანმა.
- ამაზე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ.
- არის ლაპარაკი წყლის მეორე ტრანსპორტის გაგზავნის შესახებ. რამდენად
მართალია ეს? - იკითხა მაკდონალდმა და ულვაშზე თითები ნერვიულად
აათამაშა.
- შეიძლება მეორეც გაიგზავნოს და მესამეც. - დამშვიდებით მიუგო კამარელმა. -
წყალი ჩვენ ბევრი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში შიში ნუ გაქვთ! მარსი იმდენად
"მდიდარია", რომ მასთან "ვაჭრობით" ჩვენ არაფერს წავაგებთ.
დელეგაციის წევრები გაფითრდნენ.
მაკდონალდმა ულვაშები თითქმის დაიწიწკნა აცახცახებული თითებით.
ბრიანმა თვალები ისე ღონივრად დაახამხამა, რომ მარცხენა თვალის შესივებულ
უპეში წამწამების ბეწვი ჩაუვარდა, ხელით დაისრისა და ცრემლი წამოსკდა.
დინგვეის წვეტიან შუბლზე ოფლის ცვარი აუკამკამდა.
- პირველმა ტრანსპორტმა, - სცადა ლაპარაკი ბრიანმა, და ჩაახველა. - პირველმა
ტრანსპორტმა ზღვის დონე დასწია სამი მეტრით. წარმოგიდგენიათ თქვენ, რას
დაემგვანება ჩვენი სრუტეები, ნავსადგურები და საზღვარო გზები მესამეტრანსპორტის შემდეგ? - წყლის მარაგი ჩვენს პლანეტაზე იმდენია, რომ ხუთჯერ
მეტიც რომ გავცეთ, ზღვის დონე შეგვიძლია მაინც სასურველ სიმაღლეზე
შევაჩეროთ. - სთქვა კამარელმა და გაფითრებულ დელეგატებს დინჯად
გადახედა.
- ოკეანეთა გარეთ ხომ არსად გეგულებათ წყლის მარაგი? - ნაძალადევი
ხუმრობის კილოთი იკითხა ბრიანმა.
- სწორედ ოკეანეთა გარეთ ძევს წყლის უდიდესი მარაგი. - სავსებით
სერიოზულად მიუგო კამარელმა.
ეს კი ნამეტანი იყო.
დელეგაციის წევრები წამოდგნენ.
- მგონი, ბევრი ლაპარაკით დაგღალეთ, - ცუდად დაფარული სარკაზმით შენიშნა
მაკდონალდმა და თავი დაუკრა კამარელს. - გვაპატიეთ, რომ თავი მოგაბეზრეთ.
დაგვრჩა უკანასკნელი თხოვნა: კონფერენციის დავალებით ჩვენ უნდა
მოვუსმინოთ ინჟინერ კაროს. გთხოვთ, შეგვახვედროთ! - დღეს კარო აქ არ არის.
ხვალ 12 საათზე იქნება. გადავცემ. პასუხს გაცნობებთ.
- დელეგაციის წევრები გამოემშვიდობნენ კამარელს და წავიდნენ.
- ხომ მიაქციეთ ყურადღება, რა სთქვა კამარელმა? - იმედიანად წამოიძახა უკვე
გარეთ გამოსულმა ბრიანმა, - ჩვენს უნებურად ჩვენს საქმეებში მარსელები არ
ჩაერევიანო. თუ ეს განცხადება მართალია, უმთავრესი დაბრკოლება მოხსნილად
უნდა ჩაითვალოს.
- მე მგონია, კამარელი ასე კატეგორიულად არ იტყოდა ამას, რომ
დარწმუნებული არ იყოს მარსელების ნეიტრალობაში, - სთქვა მაკლდონალდმა. -
მით უმეტეს ჩვენთან აუდიენციის დროს, როგორც შევიტყე, მას ინჟინერ
კაროსთან ამ საკითხზე უთუოდ ჰქონდა ლაპარაკი და ჩვენც, ალბათ, კაროს
აზრი გაგვიზიარა.
- გასაკვირი კია ამ შემთხვევაში მისი გულგაშლილობა, - შენიშნა დინგვეიმ. -
რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ ზავსა და მეგობრობაზე, შეუძლებელია ტკბილი
სიტყვებით იმ უფსკრულის ავმოსება, რომელიც პირღია სამარესავით უცდის ან
ერთ, ან მეორე ბანაკს. ბრძოლის აუცილებლობა კამარელისათვის აშკარაა და მე
ვერ გამიგია, რად ასუსტებს თავის პოზიციას ასეთი განცხადებით.
- იქნება "ლეტარგინიც" საკმარისად მიაჩნია, - წაიდუდუნა ბრიანმა და ჩაფიქრდა.
"ლეტარგინი" მართლა დიდ ძალას წარმოადგენდა. პოლონეთის საზღვრიდან
თბილისში დელეგაცია "გედა"-მ ჩამოიყვანა. ბრიანი კარგად ხედავდა, რა დიდი
უპირატესობა ეძლევა საბჭოთა ავიაციას "ლეტარგინის" მეოხებით, მაგრამ
„რაუნიტის“ განუზომელი ძლიერებით დაშინებული ყურადღებას არ აქცევდა მას.
ახლა კი, როცა რამდენიმედ მინელდა „რაუნიტის“ შიში, "გედას" უცნაურმა
საიდუმლოებამ მიიპყრო მისი გულისყური. რა მანძილზე ვრცელდება
"ლეტარგინის" ძალა, რამდენად იქნება შემოფარგლული "გედას" მოქმედების
რადიუსი მომავალ საჰაერო ბრძოლაში? სანამ ეს კითხვები არ გამოირკვევა,
ძნელია ძალთა ურთიერთობის გათვალისწინება.
- როგორ ფიქრობთ თქვენ, - დაარღვია დუმილი ბრიანმა, - "გედას"
მოქმედების ზონა რამდენად გაფართოვდა "დამუხრუჭების" პერიოდში? - 1934
წელს, თბილისის კონგრესის დახურვის შემდეგ, - სთქვა დინგვეიმ, -დელეგაციების მეთაურებმა ვიმგზავრეთ "გედა"-თი თბილისიდან მოსკოვსა და
ლენინგრადში. დავბრუნდით ხარკოვ-ბაქოს ხაზით. კარგად მახსოვს, მაშინ
პოლონეთის საზღვრებისაკენ "ლეტარგინის" ზონა არ იყო გაყვანილი. ახლა,
როგორც ეტყობა, საბჭოთა კავშირის თუ მთელ ტერიტორიაზე არა, დასავლეთის
საზღვრებამდე მაინც ჰაერი გაჟღენთილია "ლეტარგინით".
- მე მაქვს ცნობები, - დაუმატა ბრიანმა, - რომ ბელორუსიაში აგებულია სამი
დიდი სიმძლავრის ელექტროსადგური, რომელთა ენერგია დიდად აღემატება
ადგილობრივი მრეწველობის საჭიროებას.
- ჩანს ამ სადგურებს სხვა დანიშნულება აქვთ, - შენიშნა მაკდონალდმა. - ალბათ,
"ლეტარგინს" ავრცელებენ.
- მეც ეს მაფიქრებს, - თქვა ბრიანმა, - ვინ იცის, იქნება უკვე ვარშავამდე
მოსულია ამ ელსადგურებიდან გადმოღვრილი "ლეტარგინის" ტალღები? ჩვენ
ხომ არა გვაქვს საშუალება აღმოვაჩინოთ ჰაერში "ლეტარგინის" არსებობა? -
ყველაფერი ეს ზედმეტად ასაბუთებს ჩვენი გეგმის საჩქაროდ შესრულების
აუცილებლობას, - დაუმატა დინგვეიმ და ავტომობილის კარი გააღო, ვინაიდან
ისინი უკვე მიადგნენ სასტუმროს, სადაც მათ მიჩენილი ჰქონდათ ბინა.
საღამოს გაიმართა დელეგაციის წევრების თათბირი.
გადასინჯულ იქნა მოქმედების გეგმის ყოველი დეტალი და შემუშავდა
ხვალინდელი აუდიენციის მოსალოდნელი პროგრამა.
მეორე დღეს, დილის 11 საათზე კამარელმა აცნობა მათ, რომ 12 საათზე
დელეგაციას უცდის თავის ბინაში ინჟინერი კარო.
კარომ თავაზიანად მიიღო დელეგაცია, გაცილებით უფრო თავაზიანად, როგორც
დელეგაციის წევრებს მოეჩვენათ, ვიდრე კამარელმა. ამან ძალიან დააიმედა და
გაამხნევა დელეგაციის წევრები, რომელნიც მეტად გაახარა აგრეთვე იმ
გარემოებამ, რომ კაროსთან კამარელი არ დახვდათ, რისიც მათ ძალიან
ეშინოდათ.
დელეგაციის სახელით კაროს სიტყვით მიმართა ბრიანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა
მარსელი ინჟინრის ამიერიდან დაუვიწყარ ამაგს.
- კაცობრიობისათვის, - სთქვა მან, - სრულიად მოულოდნელი იყო, როგორც
კატასტროფის საშიშროება, ისე მეზობელ პლანეტიდან მოსული დახმარება. მარსი
მოგვევლინა მფარველ ანგელოზად და ჩვენს მომავალ თაობას ჩვენ ისე
აღვზრდით, რომ ჩავუნერგოთ გულში ჩვენი ციური მეზობლისადმი ღვთაებრივი
მოწიწებისა და თაყვანისცემის გრძნობა. ჩვენ ვერ გადვიხდით ამ დაუფასებელ
ამაგს, მაგრამ ვფიქრობთ, საუკუნეთა მანძილზე ჩვენს შემდგომად მოსულნი
უფრო ძლიერნი თაობანი შესძლებენ უსაზღვრო მადლობის გრძნობის
ნაწილობრივ მაინც განაღდებას.
სიტყვის ბოლოში ბრიანმა მოხერხებულად ჩაურთო მოსაზრება ორ პლანეტას
შორის უფრო მწყობრ და ფართო ურთიერთობის მოგვარების საჭიროების
შესახებ.
- მე მოხარული ვიქნებოდი, - განაცხადა კარომ, - თუ შევძლებდი მეგობრული
ურთიერთობის განმტკიცებას, მაგრამ ამისათვის საჭიროა სიტყვასა და საქმეს
შორის არ იყოს წინააღმდეგობა.
- ჩვენი სიტყვა და საქმე ერთ მიზანს ემსახურება, - წარმოსთქვა მაკდონალდმა.
- ვნახავთ! მაკდონალდმა თვალით ანიშნა ბრიანს, მაგრამ ბრიანიც უკვე
მიხვედრილი იყო, რომ დადგა კითხვის პირდაპირ დასმისათვის შესაფერი
მომენტი.- თქვენი პასუხი ჩვენს შორის მეგობრული კავშირის ურყევი გარანტიაა, -
მიმართა კაროს ბრიანმა. - და ჩვენ შევეცდებით ჩვენი მუშაობის ცენტრალურ
იდეად გავხადოთ ამ კავშირის ირგვლივ კაცობრიობის მოწინავე ძალთა
დარაზმვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით მარსის შესახებ და
ჩვენს პროპაგანდას კონკრეტობა აკლდება. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწამ
საკუთარ სხეულზე საკმაოდ დამაჯერებელი რეალობით იგრძნო მარსელი
კაცობრიობის ტექნიკური გენიის მოქმედება, ბევრს მაინც არ სჯერა თქვენი
რეალობა და უზენაეს ძალთა მიუწვდომელ საიდუმლოებას მიაწერს ქვეყნის
გადარჩენას. ჩვენ ბედნიერად ჩავთვლით თავს, თუ შევძლებდით მარსის უფრო
ახლო დანახვას.
- მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო! - სეთქვა კარომ. - მანდატები გაქვთ? - რისი
მანდატები? - იკითხა გაოცებულმა ბრიანმა.
- მარსზე წარგზავნის, - უპასუხა კარომ.
დელეგატები დაიბნენ: არ მოელოდნენ საკითხის ასე უცბად მოკვეთას.
წამოდგა მაკდონალდი და მოწიწებით მოახსენა: - იმ შემთხვევისათვის, თუ
თქვენ კეთილ ინებებდით და ჩვენს სურვილს აასრულებდით, კონფერენციამ
წინასწარ აღგვჭურვა ჩვენ, სამი კაცი, საჭირო მინდობილობით. კონფერენციაში
მონაწილე 24 სახელმწიფო, ე. ი. საბჭოთა რესპუბლიკის გამოკლებით, მთელმა
განათლებულმა კაცობრიობამ აგვირჩია ჩვენ დედამიწის წარმომადგენლებად
მარსთან ურთიერთობის ყველა საკითხის გადასაჭრელად. აი, ჩვენი მანდატები. -
და მაკდონალდმა გადასცა კაროს დოკუმენტები. - მეოთხე წევრად დელეგაციას
მოემატება საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი.
კარომ მანდატები გადაათვალიერა და გადასდო.
- ხვალ კამარელს მოველაპარაკები და გამგზავრების დღესაც დავნიშნავთ! თქვენ
ალბათ მზადა ხართ და თქვენს ქვეყანაში დაბრუნება აღარ დაგჭირდებათ! - ჩვენ
შეგვიძლია თუნდაც დღესვე გავემგზავროთ, - მიუგო მაკდონალდმა და წამოდგა.
დელეგატები გამოეთხოვნენ კაროს და წავიდნენ.
როცა კამარელმა გაიგო მარსზე დელეგაციის გაგზავნის განზრახვა, ისე ძლიერ
მოსწყურდა პლანეტთაშორისი ფრენის სიამით დატკბობა, მარსის საიდუმლოების
ფარდის ახდა და ვარსკვლავივით დაშორებული სატრფოს პირისპირ ნახვა, რომ
დიდი სიამოვნებით გაიზიარა კაროს წინადადება და ხალისიანად შეუდგა
გაფრენისთვის მზადებას.
გაფრენის დღედ დანიშნული იქნა მარტის 19.
XIV - საოცარი ხომალდი
სამი დღე-ღა იყო დარჩენილი გაფრენამდე.
ამ ხანში კამარელს უამრავი საქმე უნდა მოეწესრიგებია, რომ მისი აქ არ ყოფნის
დროს არაფერი შეფერხებულიყო ენერგეტიკის მთავარ სამმართველოს მეტად
რთული აპარატის მუშაობაში.
ჯარასავით დატრიალდა, დღე ღამეს გადააბა და მისი საყვარელი საქმე მწყობრ
მანქანასავით ამუშავებული ჩააბარა თავის თანამშრომლებს.
მარტის 18-სათვის ყველაფერი მოწესრიგებული იყო და კამარელი სასწრაფოდ
გაფრინდა მოსკოვს საჭირო ინსტრუქციების მისაღებად.
მეორე დღეს, საღამოს 5 საათზე, მოსკოვიდან დაბრუნებული "გედა" თეთრ
ღრუბლის ქულასავით მოსწყდა ზეცას და მსუბუქად დაეშვა დიდუბის
ჰაეროდრომზე.იქვე იდგა გასაფრენად გამზადებული ,,რაუნიტი”. დელეგაციის წევრები კაროს
ესაუბრებოდნენ, ,,რაუნიტ”-ზე ასავალ ბაქანზე მდგომნი.
კამარელი გამოემშვიდობა ბაკურ შევარდნაძეს, მზრუნველობით ჩააბარა მას
"გედა" და კაბინიდან პირდაპირ ბაქანზე გადმოვიდა.
- სწორედ დროზე დაბრუნდით, - შორიდანვე მიაძახა კარომ და კამარელისაკენ
წამოვიდა.
- ქარივით მიჰქროდა "გედა", რომ ,,რაუნიტი” არ დაეყოვნებინა, - უპასუხა
კამარელმა და მიესალმა კაროს და დელეგაციის წევრებს.
- "გედა" უმცროსი დაა ,,რაუნიტის”, - სთქვა კარომ, - და, რა თქმა უნდა,
სირცხვილს არ სჭამდა. აბა, მობრძანდით, კაბინები თქვენთვის მზადაა! კარო
შეუძღვა დელეგატებს ,,რაუნიტ”-ში და თვითეულს თავისი კაბინა უჩვენა.
ხომალდის ტალანში დღის სინათლე იდგა, თუმცა მგზავრებმა ფანჯრები ვერსად
შენიშნეს.
კაბინს ფართო რგვალი მთლიანი მინის (თუ მინისმაგვარი ლითონის) ფანჯარა
ჰქონდა და კედლებზე მომწვანო ფერის რბილი ხავერდი იყო გაკრული. მაგიდა,
სამი სავარძელი და საწოლი იატაკზე იყო მიკრული. მაგიდის გვერდით პატარა
კარადა იდგა, ხოლო იქვე კუთხეში კედელზე მიმაგრებული იყო ფაიფურის
ბაქანი ზედ დაშვერილი ნიკელის ონკანით. კედელზე გარშემო კაცის სიმაღლეზე
არშიასავით ხის მოაჯირი ჰქონდა შემოვლებული.
ყველას თავის ჩემოდანი კაბინაში დახვდა.
მგზავრები რამდენსამე წუთში სავსებით დალაგდნენ და შემდეგ საერთო
კაბინაში შეიკრიბნენ. ეს კაბინა ხომალდის ბოლოში იყო და რგვალი, შუშასავით
გამჭვირვალე კედელი ჰქონდა. აქედან მშვენიერი გადასახედი იყო და
დელეგაციის წევრები განუცდელი მღელვარებით გასცქეროდნენ დედამიწას,
რომელსაც საცა იყო უნდა განშორებოდნენ და, ვინ იცის, დაუბრუნდებოდნენ
თუ არა მას ოდესმე უვნებლად.
12 საათსა და 30 წუთზე ,,რაუნიტი” დაიძრა.
თითქო ლიფტი ასრიალდაო, მგზავრებს იატაკი მძლავრად მოაწვა ფეხებზე და
დედამიწა აქანავდა. წუთიც და მგზავრების თვალწინ დედამიწამ იწყო თანდათან
დაძირვა.
- რა სიჩქარით მივფრინავთ, თუ იცით? - ჰკითხა მაკდონალდმა კამარელს.
- წამში ათი მეტრის აჩქარებით, - მიუგო კამარელმა. - ასეთი ნელი ტემპით,
როგორც კარო ამბობს, პირველად მიფრინავს ,,რაუნიტი”. მაგრამ ეს "უცხო
მგზავრთა" პატივისცემით აიხსნება, თუმცა ეს სიჩქარე მაინც საკმაოდ დიდია:
იგი უდრის დედამიწაზე სხეულის თავისუფლად ვარდნის სისწრაფეს.
- როგორ დედამიწაზე ვეცემით, თუ ვშორდებით მას? - შეეკითხა გაკვირვებული
მაკდონალდი.
- ისეთი სიჩქარით ვშორდებით ჩვენ ახლა დედამიწას, რა სიჩქარითაც
მივუახლოვდებოდით მას, ცის შორეულ სივრციდან თავისუფლად რომ
ვეცემოდეთ დედამიწის ზედაპირს. ყოველ წამს ჩვენი სიჩქარე მატულობს 10
მეტრით.
- ათი მეტრის სიჩქარე რა დიდია? - გაუკვირდა დინგვეის.
კამარელმა საათზე დაიხედა.
- უკვე სამი წუთია, რაც მოვფრინავთ. პირველი წუთის შემდეგ ჩვენ მივქროდით
წამში 600 მეტრის სიჩქარით, ახლა კი ჩვენი სიჩქარე უდრის 1.800 მეტრს, ე. ი.თითქმის ორ კილომეტრს წამში. ერთი საათის შემდეგ ჩვენ უკვე კოსმიური
სხეულის სიჩქარეს მივაღწევთ - წამში 36 კილომეტრს.
დინგვეი გაფითრდა. ჯიბიდან ამოიღო აკანკალებული ხელით პატარა კოლოფი,
გახსნა და ერთი აბი გადაყლაპა.
- შეხედეთ, წამოიძახა ბრიანმა, - როგორ დაგვშორდა დედამიწა და ამავე დროს
იგი თითქოს ბრუნავს.
- ჩვენ მივფრინავთ თბილისის მერიდიანით ჩრდილოეთის პოლუსისაკენ, -
განუმარტა კამარელმა. - ამიტომ გვეჩვენება, თითქო დედამიწა ჩრდილოეთიდან
სამხრეთისაკენ ბრუნავდეს.
- პოლუსისაკენ რისთვის მივფრინავთ? - იკითხა ბრიანმა.
- ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაო მანძილით დავშორდით დედამიწის
ზედაპირს, მაინც ვღებულობთ მონაწილეობას დედამიწის ღერძის გარშემო
ბრუნვაში. რომ ამ ტრიალს თავი დააღწიოს, ,,რაუნიტი” პოლუსიდან უნდა
მოსწყდეს დედამიწას.
ამ დროს ,,რაუნიტი” უკვე ჰაერის ზედა სფეროზე მიჰქროდა. დედამიწის
ჩრდილო ნახევარი მზის სხივებით იყო შემოსილი და აქა-იქ ღრუბლის გროვა
დამაბრმავებელი ელვარებით ბრწყინავდა. შორიდან მოსჩანდა შავი და კასპიის
ზღვების დაბინდული კონტურები და სხივნაფრქვევი კავკასიონი თვალის
მომჭრელად ანათებდა. ჩრდილოეთისაკენ განთიადის ზოლივით გამოჩნდა
ყინულოვანი ზღვის თეთრი ტილო და იელვეს გრენლანდიის ნაპირებმა. კიდევ
რამდენიმე წუთი და ,,რაუნიტი” პოლუსის დაღრუბლულ სივრცეს მოექცა ზედ,
სწორედ იქ, სადაც დღე-ღამის საზღვარი შუა ჰყოფდა დედამიწას. ჩრდილოეთ
ამერიკისა და წყნარი ოკეანის მიდამოები ღამის ბურუსით იყო მოცული.
ატლანტის ოკეანის დასავლეთისაკენ ზღვაში ჩაძირულივით მოსჩანდა თეთრად
მოელვარე მთვარე, რომელიც თანდათან ამოვიდა ზღვიდან და აფრენილ
გედივით სცილდებოდა დედამიწას.
,,რაუნიტმა” აიღო სწორი გეზი და სიჩქარეს უმატა.
უფრო ძალუმად მოაწვა მგზავრებს იატაკი და უფრო დამძიმდა მათი სხეული.
კამარელი იდგა გამჭვირვალე კედელს მიყრდნობილი და მთრთოლავი გულით
შესცქეროდა ქვესკნელში მიმქროლავ დედამიწას.
აჰა, ესეც პლანეტათაშორისო ფრენის ბევრჯერ ნანატრი განცდა! ჯერ კიდევ
ყმაწვილობის დროს რამდენჯერ დამტკბარა იგი ფანტასტიური რომანების
კითხვით, სადაც მრავალი ვარიაციით აღწერილი იყო ცის მიუვალი უდაბნოს
დაპყრობა! რამდენჯერ აძგერებულა მისი გული ჟიულ ვერნისა და ჰერბერტ
უელსის გმირთა გაბედული გეგმებით და მათთან ერთად მოხიბლულა
ფანტასტიური ოცნების რეალური განცდით! და აი, დღეს თვითონ ის მიფრინავს
ვარსკვლავთა სამყაროში არა სიზმრით თვალდაბინდული, არა ოცნებით, არა
წიგნით ხელში, არამედ ნამდვილად, ცხადად და საკუთარი ხელის შეხებით
გრძნობს ,,რაუნიტის” რეალობას, საკუთარი თვალებით ხედავს ცის უფსკრულში
დანთქმულ დედამიწას.
კამარელმა შუბლზე ხელი გადაისვა და ირგვლივ მიმოიხედა: კაბინაში მის
გარდა არავინ იყო.
სანამ ,,რაუნიტი” პოლუსს მოაღწევდა, თუმცა ატმოსფეროს უმაღლეს ფენაზე
მიჰქროდა იგი, მაინც დედამიწის სამფლობელოში გრძნობდნენ თავს მისი
მგზავრები. მაგრამ როცა პოლუსიდან ,,რაუნიტი” ვერტიკალური გეზით ავარდა
და დედამიწა მოწყვეტილ ქვასავით ჩაეშვა უფსკერო სივრცეში, მგზავრებს გულიშეუკუმშა უცნაურმა შიშმა და მათ არჩიეს ამ მეტად არაჩვეულებრივი
სანახაობისათვის თვალის არიდება და თავიანთ კაბინებს მიაშურეს.
დინგვეის ნერვულად აჟრჟოლებდა. გაუხდელად წამოწვა და პალტო წამოიხურა.
მაკდონალდმა თავის ჩემოდანს ღვედების შეხსნა დაუწყო.
ბრიანმა თავის კაბინაში ვერ მოისვენა და მაკდონალდს ესტუმრა.
- რაღაც უცნაურად ვგრძნობ თავს. - უთხრა მან მაკდონალდს. - მარტოდ ყოფნა
მეზარება.
- აქ დაისვენეთ! - მოიპატიჟა მაკდონალდმა.
ბრიანი საწოლზე წამოწვა. უბიდან პენსნე ამოიღო, ცხვირზე წამოიგო, გაშალა
"MMetin"-ის ნომერი და კითხვა დაიწყო! კამარელი ისევ უძრავად იდგა შუშის
კედელთან და მისჩერებოდა სივრცეში ჩაძირულ დედამიწას.
ცას თანდათან შუქი მოაკლდა. მზე თუმცა ანათებდა უღურბლო და უნისლო
სივრცეში, მაგრამ კოსმიური ღამის უჰაერო ჩრდილი თანდათან აჩენდა
ვარსკვლავებს და @"რაუნიტის" წინა მხარეს შავი ხავერდის საბურველი
ეფინებოდა ქვემოდან. ბოლოდან კი ხომალდს ღვარად ასკდებოდა დედამიწისა
და მთვარის ელვარება და ჩრდილი და სინათლე შავ და თეთრ ზოლებად იწვა
ხომალდის ტანზე, ხოლო ზურგზე ჰაერით შეუნელებელი მზის სხივები
ავარვარებულ კოცონს ანთებდა.
კამარელი დაჯდა, - სავარძლის სახელურს ხელი მოხვია და თავით ზედ
დაეყრდნო.
უეცრად რაღაც უჩინარმა ჩრდილმა შავ ელვასავით გადაიკრიალა და "რაუნიტი"
თითქოს შედგა უცბად და სივრცეში უძრავად დაეკიდა.
კამარელს ყოველ მხრიდან სინათლესავით მოაწვა აბსოლუტური სიჩუმე და
ყურებმა წივილი დაუწყო. მთელი სხეული აევსო ჰაეროვანი სიმსუბუქით.
და იმავ წამს დელეგატების კაბინიდან საშინელი ღრიალი მოესმა.
კამარელმა მყისვე მოისაზრა, რაც მოხდა და განსაკუთრებული სიფრთხილით
ჩასჭიდა ხელები ტალანის კედელზე ხაზივით გაყოლებულ წითელი ხის
მოაჯირს და ახლად ფეხადგმულ ბავშვივით ტაატითა და მოაჯირზე ხელების
ფათურით შევიდა კაბინაში, საიდანაც ისმოდა გულის შემზარავი ყვირილი.
კაბინაში უცნაურ სურათს წააწყდა: გაფითრებული დინგვეი, სასაცილოდ
გაშხლართულიყო, ჭერს მიკვროდა, ხელები მაგრად ჩაევლო ვენტილაციის
ონკანისათვის და ფეხებს ჰაერში ბაყაყივით ასავსავებდა.
- მიშველეთ! ეს რა მოხდა? რა მომივიდა? - ღრიალებდა იგი და გაოცებული
თვალებით მიშტერებოდა შუაკაბინაში ჰაერში უძრავად დაკიდულ პალტოს.
კამარელი გაჰყვა მოაჯირს კედელ-კედელ, მიუახლოვდა იმ კუთხეს, სადაც
ჰაერში ეკიდა დინგვეი, ამოიღო ჯიბიდან ცხვირსახოცი, აუქნია ზევით და
უთხრა: - ნუ ყვირით, ახლავე აგიხსნით, რაც მოხდა. ჯერ ამ ცხვირსახოცს
მოკიდეთ ხელი.
დინგვეიმ ცხვირსახოცს ორივე ხელი წაავლო, კამარელმა ძირს დასწია და საპნის
ბუშტივით მსუბუქი და აფამფალებული დელეგატი იატაკზე დასვა და ხელები
მოაჯირთან მიუტანა.
- მოკიდეთ ამას ხელი და არ მოშორდეთ. მე კი დანარჩენებს მივეშველები,
მათაც უჭირთ, როგორც ჩანს.
მართლაც, მეზობელ კაბინიდან ისმოდა ოხვრა და წყევლა-კრულვა.- პალტოს შეხედეთ, პალტოს! - დაიკნავლა შეშინებულმა დინგვეიმ. - პალტოს რა
მოუვიდა? - არაფერი უშავს პალტოს, - ამშვიდებდა კამარელი, - რა
გენაღვლებათ, ეკიდოს ჰაერში.
კამარელი გაჰყვა მოაჯირს და მეზობელ კაბინაში შეჰყო თავი.
აქაც კომიკური სურათი დახვდა.
ბრიანი ფანჯრის ახლო ჰაერში ეკიდა თავდაღმა. ფეხები ჭერისაკენ ჰქონდა
აშვერილი, ხოლო ხელებით იატაკს ეპოტინებოდა, მაგრამ ვერც ჭერს სწვდებოდა
და ვერც იატაკს. „მატინ“-ის ნომერი თეთრი ღრუბელივით გაკვროდა ჭერს.
პენსნე ცოტა მოშორებით ჰაერში იყო გაჩერებული.
მაკდონალდი ორივე ხელით მოხვეოდა უზარმაზარ ჩემოდანს და მასთან ერთად
მსუბუქად დასცურავდა ჭერსა და იატაკს შუა; ჭერს რომ თავს მიადებდა,
იმწამსვე ნელი ფამფალით დაბლა დაეშვებოდა, იატაკს რომ ფეხს მიაკარებდა -
მყისვე ათრთოლებულ ბუშტივით ჭერისკენ გაემართებოდა.
- ღმერთმა დასწყევლოს მარსიცა და იქ წასვლის მომგონიც! - იწყევლებოდა
მაკდონალდი.
- ბ-ნო კამარელო! - დაიყვირა ბრიანმა, კამარელი რომ დაინახა. - რა არის ეს? რა
მოხდა? - არაფერია, დამშვიდდი! - მიუგო კამარელმა და კაბინაში შევიდა, -
სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.
- რატომ არ გაგვაფრთხილეთ, თუ ეს მოგველოდა? - იწყინა ბრიანმა და ორივე
ფეხი მოღუნა, მაგრამ ამ შერხევამ წისქვილის ბორბალივით დაატრიალა ჰაერში.
- ნუთუ ასე უნდა ვიქანაო საათის ქანქარივით ჭერსა და იატაკს შუა? -
დაიკვნესა მაკდონალდმა.
- ახლავე მოგეშველებით! - მიაძახა კამარელმა და როცა მაკდონალდი ძირს
დაეშვა, ხელი გაუწოდა.
- მომკიდე ხელი. ჩემოდანს ხელები გაუშვით! მაკდონალდმა ცალი ხელი
კამარელს წაავლო, მეორეთი ჩემოდანი იატაკზე დადო.
ჩემოდანი ისევ ჰაერში აცურდა, ხოლო მაკდონალდი კამარელმა მოაჯირს
მიაყენა.
შემდეგ ჰაერში მბრუნავ ბრიანს სტაცა ხელი და ისიც მოაჯირს მიამგარა.
ბრიანმა პეპელასავით აფრენილი პენსნე დაიჭირა და უბეში ჩაიდო.
ამ დროს კაბინაში ოხვრითა და ფორთხვით შემოძვრა დინგვეიც.
- მოქალაქენო! - მიმართა მგზავრებს კამარელმა, - აი, სამი სავარძელი, მაგიდა
და საწოლი. ყოველი მათგანი საიმედოა, რადგან მიკრულია იატაკზე. მოჰკიდეთ
ხელი, გინდ დაბრძანდით, გინდ დაწექით, გნებავთ დადექით, თუმცა დგომასაც,
წოლასაც და ჯდომასაც აქ ერთი ფასი აქვს.
- აგვიხსენით, რა მოხდა? - დაეღრიჯა კამარელს დინგვეი და ერთ-ერთ
სავარძელს წაავლო ხელი, მაგრამ რამდენიც არ ეცადა, ვეღარ დაჯდა: ხან ერთი
ფეხი აუცურდებოდა, ხან მეორე, ხანაც სავარძლის ზამბარა ზედ აისროდა.
ბრიანმა და მაკდონალდმა მოახერხეს, როგორც იყო, სავარძლებზე ტანის
მომაგრება. ორივე ხელით სავარძელს ჩაფრენოდნენ სახელურებზე და ისხდნენ
გაუნძრევლად.
- ეცადეთ, არ გაინძრეთ და არ აცურდებით, - სთქვა კამარელმა. - როცა ამ
მდგომარეობას შეეჩვევით, მერე არ გაგიძნელდებათ მორჩილებიდან გამოსულ
სხეულის დაურვება.
- რატომ შესდგა "რაუნიტი"? - იკითხა ბრიანმა. - ნუთუ, ხიფათი რამ შეემთხვა? -
"რაუნიტი" კი არ შესდგა, - მიუგო კამარელმა, - აჩქარება შეწყვიტა, ვინაიდანმიაღწია საჭირო სისწრაფეს. ახლა იგი მიჰქრის წამში 600 კილომეტრის
სიჩქარით. ამით აიხსნება ის მდგომარეობა, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით:
"რაუნიტმა" დაჰკარგა სიმძიმე. მოგეხსენებათ, რომ სივრცეში ინერციის ძალით
თავისუფლად მქროლავი სხეული სავსებით ჰკარგავს სიმძიმეს.
- მაშ, ჩვენც სიმძიმე დავკარგეთ? - იკითხა დინგვეიმ.
- რა თქმა უნდა, ჩვენც, რადგანაც "რაუნიტთან" ერთად ჩვენც ისეთივე სიჩქარით
მივქროლავთ სივრცეში.
- განა დედამიწის მიზიდულობა არ მოქმედებს ახლა "რაუნიტზე"? - შეეკითხა
მაკდონალდი.
- მოქმედებს, მაგრამ ერთ და იმავე ძალით მოქმედებს როგორც "რაუნიტზე", ისე
შიგ მყოფ საგანზე, ამიტომ ხომალდის შიგნით, ასე ვთქვათ, მის სისტემაში ეს
მოქმედება არ ჩანს. თუ დედამიწის მიზიდულობის გავლენით "რაუნიტი" წამში
ერთი მეტრით იწევს მიწისკენ, ჩვენც იმავე ძალის მეოხებით იმდენადვე ვიწევთ
მისკენ, ასე რომ "რაუნიტის" იატაკსა და ჩვენს შორის მანძილი არ იცვლება.
- მაშ, ჩვენ რომ ახლა კარი გავაღოთ და ხომალდიდან დედამიწაზე
გადავცვივდეთ, არ დავეცემით ჩვენს პლანეტაზე? - იკითხა ბრიანმა.
- რა თქმა უნდა, არ დავეცემით! - მიუგო კამარელმა. - ჩვენც მოძრაობის
ისეთივე ინერცია გვაქვს, როგორც "რაუნიტს" და, მაშასადამე, კიდეც რომ
გადავხტეთ აქედან, გავყვებით მას სივრცეში იმავე სიჩქარით და
მიმართულებით.
- მაინც ვერ გავიგე კარგად, - სთქვა დინგვეიმ, - თუ "რაუნიტს" დედამიწა
იზიდავს, რატომ ჩვენც არ მიგვიზიდავს? - მთვარესაც იზიდავს ხომ დედამიწა?
მაგრამ მთვარიდან საგნები დედამიწაზე როდი ცვივა? - მთვარეზე საგნებს
მთვარე იზიდავს, - მიუგო დინგვეიმ.
- თუ გნებავთ, აქაც იგივე ხდება. "რაუნიტი" ამ შემთხვევაში შეიძლება პატარა
ციურ სხეულად ჩაითვალოს. იგი გვიზიდავს ჩვენ, მაგრამ მისი მასა იმდენად
მცირეა, რომ მის მიზიდულობას ჩვენ ვერცკი ვგრძნობთ.
მგზავრები, როგორც იყო დაშოშმინდნენ.
- მაგრამ, როგორ უნდა ვიცხოვროთ ასეთ ყოფაში? - ოხრავდა დინგვეი. - განა
სიმძიმეს მოკლებულ არეს ჩვენი სხეული აიტანს? - როგორც ჩანს, აიტანს, -
სთქვა კამარელმა. - დედამიწაზეც ხშირია ისეთი მდგომარეობა, თუმცა ძალიან
მცირე ხნით, როცა ადამიანის სხეული სრულებით ჰკარგავს სიმძიმეს. ან არის
ვარდნის დროს, ან როცა ადამიანი გადახტება ერთი ადგილიდან მეორეზე იმ
რამდენიმე წამის განამვლობაში, როცა ადამიანი მოშორებულია საყრდენს და
თავისუფლად ვარდება, იგი ჰკარგავს სიმძიმეს, მაგრამ ეს არ აყენებს ზიანს
სხეულის არც ერთ ფუნქციას: სუნთქვას, სისხლის მოძრაობას და სხვა.
- ამაზე მეტი ზიანიღა შეიძლება? - წამოიძახა დინგვეიმ, რომელიც მთელი ამ
საუბრის დროს ამაოდ ცდილობდა როგორმე მიმაგრებულიყო სავარძელს და
საცოდავად ფამფალებდა ფეხებაშვერილი. უცებ როგორღაც უხერხულად დაჰკრა
ფეხი იატაკს იმ დროს, როცა სავარძელს ხელები მოაშორა და დინგვეი ჰაერში
აცურდა. კამარელმა ცალი ხელი მიაშველა და ფანჯრის ახლო ჰაერში გააჩერა.
შემდეგ ხელი გაუშვა და უთხრა: - გაშალეთ ხელები, ფეხები, როგორც
გნებავდეთ, და მოისვენეთ. სიმძიმის უქონლობის გამო ჰაერში დაკიდულიც
ისევე მოისვენებთ, როგორც მსუბუქ საწოლზე. თავი გინდ მაღლა დაიჭირეთ,
გინდ დაბლა, აქ არ არსებობს "ზევით" და "ქვევით", ვინაიდან არ არსებობს
სიმძიმის ცენტრი, რომელიც საზღვრავს მიმართულებას.დინგვეი ჰაერში გაშეშდა თავდაღმა.
- მართლაც მოსვენებითა ვარ, - სთქვა მან. - რად ვწვალობდი ამდენ ხანს
სავარძელთან? - როგორც ჩანს, პლანეტთაშორისო ფრენისათვის ზედმეტი ბარგი
ყოფილა სკამი, მაგიდა, საწოლი და სხვა ავეჯი, - შენიშნა ბრიანმა, ამოიღო
ჯიბიდან პორტსიგარი, გახსნა, ერთი სიგარა პირში ჩაიდო და გახსნილი
პორტსიგარი ჰაერში დასტოვა.
- მიირთვით, - შესთავაზა სხვებსაც.
კამარელმა ერთი სიგარა ამოიღო და პორტსიგარი თავქვე გადმოაბრუნა.
- ნახეთ, თუ საოცრება არ არის! - დაიძახა ჰაერში უძრავად დაკიდებულმა
დინგვეიმ. - სიგარები არ სცვივა.
ბრიანი კი ამ დროს ასანთს ასანთზე ანთებდა, მაგრამ სიგარას ცეცხლი ვერ
მოუკიდა: ასანთი ვერ ასწრებდა ანთებას, მყისვე ქრებოდა.
- რა დაემართა, ნეტა, ამ ასანთს? - ბუზღუნებდა იგი და ჰაერში ისროდა
ასანთის ღეროებს, რომლებიც უფრო მწერებივით ნელი კანკალით
მიედინებოდნენ კედლისაკენ.
- ალი ქრება საკუთარი წვის პროდუქტებისაგან, - შენიშნა კამარელმა. - ცხელი
ნახშირმჟავა, რომელიც გამოიყოფა წვის დროს, უფრო მჩატეა, ვიდრე მის
გარშემო ჰაერი, და ჩვეულებრივი სიმძიმის არეში უმალ ზევით მიილტვის და
მის ადგილს მჟავბადი იჭერს, ამნაირად ალი საზრდოობს. მაგრამ აქ სიმძიმე არ
არის და ნახშირმჟავა იქვე რჩება, სადაც ჩნდება, გარს ეკვრის ალს, არ უშვებს
მასთან მჟავბადს და ალიც ქრება. შეუბერე და ხელოვნურად მოაშორე ალს
ნახშირმჟავა.
ბრიანმა კიდევ აანთო ასანთი, მაკდონალდმა ნელა შეუბერა და მართლაც
სიგარას მოეკიდა.
ამ დროს დინგვეიმ ფანჯრის ოვალურ ჩარჩოს ხელი ჩასჭიდა და ფანჯრისაკენ
მიიწია. გაიხედა ფანჯარაში თუ არა, საშინლად დაიღრიალა: - ვაიმე, მიშველეთ,
სადა ვართ? ფანჯრიდან ჩანდა განათებული დედამიწის უზარმაზარი ბურთი
"რაუნიტს" იმდენად დაშორებული, რომ დინგვეის გონებაში დაუძლეველი სევდა
ჩაეღვარა და გული წაუვიდა.
- წყალი, წყალი! - დაიძახა ბრიანმა, წაავლო ცალი ხელი დინგვეის და ძირს
დასწია.
გულწასულს თვალები დახუჭოდა და ტუჩები უთრთოდა.
- მე მაქვს წვეთები! - სთქვა მაკდონალდმა და საჩქაროდ გახსნა თავისი
ჩემოდანი. ამოიღო ყავისფერსითხიანი პატარა შუშა და წვეთის სასმელი ჭიქა.
- დამიკავეთ ჭიქა! - მიმართა კამარელს.
- დადგით ჰაერზე, დაჭერა რად უნდა? - ჰო, დამავიწყდა, - და მაკდონალდმა
ჭიქა ჰაერში გააჩერა, მოხსნა შუშას თავსაცობი და ნელა დახარა ჭიქის თავზე,
რომ წვეთები დაეთვალა.
ბევრი ატრიალა, მაგრამ შუშიდან წვეთები არ იღვრებოდა. შუშა თვალებთან
ახლო მიიტანა და გაჰხედა.
- რა დაემართა, ნეტა, ხომ არ შედედდა? სითხე ჩვეულებრივად კამკამებდა
შუშაში.
- რად უნდა გადმოიღვაროს, რა ძალა ადგას? - სთქვა კამარელმა. - შუშას
ფსკერზე ხელი დაარტყით და სითხეც წამოვა.
მაკდონალდმა სამჯერ დაჰკრა თითი შუშის ფსკერს და იმ წამსვე შუშიდან
ამოიბურთა ყავისფერი სითხე, კაკლისოდენა ბუშტებივით ამოგორდა დაიატაკისკენ თრთოლვით დაეშვა. მოხვდა თუ არა იატაკს, მაშინვე რგოლივით
გაიშალა და ზედ შეეწოვა.
- ეს რა მოუვიდა? - გაუკვირდა მაკდონალდს.
- რაც უნდა მოსვლოდა, - უპასუხა კამარელმა. - სიმძიმეს მოკლებულ სივრცეში
თავისუფლად მიშველებული სითხე სფერულ ფორმას იღებს. რაიმე სხეულს თუ
მოხვდა, თუ ის გაქონილი არის, ზედ შეეწოვება.
- ჩვენი საშველი არ ყოფილა და ისაა! - სასოწარკვეთილებით წარმოსთქვა
მაკდონალდმა და ცარიელი შუშა გადააგდო.
შუშა კედელს მოხვდა და ისევ მაკდონალდს დაუბრუნდა.
ამასობაში დინგვეი თვითონ მოვიდა ცნობაზე და თვალები გაახილა.
- წყალი! - ძლივს გასაგონად ამოიხივლა.
ბრიანმა მაგიდაზე შენიშნა წყლით სავსე გრაფინი, ლითონის სალტეში ჩასმული.
ამოაძრო ბუდიდან, მოხადა საცობი და ქვევიდან ხელი ჰკრა.
გრაფინიდან ნელ-ნელა ამოიბუშტა რაც შიგ წყალი იყო ერთ ვეება წვეთად და
რხევითა და ციმციმით აცურდა ჰაერში.
- ვინ დაიჭერს ახლა ამ წყლის ბურთს, რომ ავადმყოფს პირი დავუსველოთ? -
შეწუხდა მაკდონალდი.
- კიდეც რომ დაიჭიროთ, არაფერი გამოვა, - სთქვა კამარელმა. - ასეთი ბურთის
ჩაყლაპვა არც ისე ადვილია.
- მაშ ჩვენ აქ წყალი ვეღარ დაგვილევია? - გაბრაზდა მაკდონალდი.
- აქ სმისთვის სხვაგვარი ხერხია საჭირო. ღვინო ხომ არავის აქვს? - იკითხა
კამარელმა.
- მე მაქვს! - და ბრიანი თავის კაბინაში გაცოცდა და ერთი ბოთლი ფრანგული
"ბორდო" შემოიტანა, საცობი ამოაძრო და კამარელს გადასცა.
კამარელმა ჯიბიდან ამოიღო სათუთუნე მუნდშტუკი და დინგვეის პირში
ჩაუდო. მერე ღვინიანი ბოთლი მუნდშტუკის მეორე ბოლოს ზედ აამხო.
- მოსწოვეთ! - უთხრა დინგვეის და ბოთლს ხელი გაუშვა. როცა საკმაოდ შესვა,
ბოთლი მოაშორა და მუნდშტუკიც პირიდან ამოაძრო.
დინგვეი ღვინომ ჯანზე მოიყვანა და ჭამის მადა გაუხსნა.
- ფანჯარასთან მდგარს მე ამის მეტად ვეღარ მნახავთ. - სთქვა მან და მოაჯირს
მოჰკიდა ხელი.
- ნუ ღელავთ, დაისვენეთ! - უთხრა კამარელმა, - ყველაფერს შეეჩვევით,
დაისვენეთ! საშიში აქ არაფერია! - მართალი ხართ. ეხლა კარგად ვგრძნობ თავს.
წარმოიდგინეთ, მომშივდა კიდეც.
- კუჭი თავის ჩვეულებას უჩვეულო პირობებშიაც არ იშლის. - შენიშნა
მაკდონალდმა და უეცრად იკითხა: - ელექტრონი ხომ არ მოქმედებს აქ
ჩვეულებრივად? - ისევე, როგორც დედამიწაზე, - მიუგო კამარელმა.
- მადლობა ღმერთს! - წამოიძახა ბრიანმა. - მაგრამ საიდან არის ამდენი ენერგია
ამ ხომალდზე, ნუთუ ყველაფერს ის ლურჯი კოლოფი ამოძრავებს? - ენერგია აქ
გამოულეველია - მიუგო კამარელმა. - ლურჯი კოლოფი ხომ ატომის უსაზომო
ენერგიის შემკული რეზერვუარია ულევი და საწყაო მიუდგომელი, მაგრამ
სითბოსა და ელექტრონს ხომალდი ღებულობს მზის სხივებისაგან
განსაკუთრებული მოწყობილობის მეოხებით. აქ ხომ მზე განუწყვეტლად
ანათებს, ვინაიდან აქ "ღამე" არ არის და არც ღრუბელი ეფარება მას.
- მაშ, არც ისე ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. - წამოიძახა მაკდონალდმა. - მე თან
მომაქვს ყოველი შემთხვევისათვის ელექტრონის სამზარეულო, თუ აქ სადმეშტეპსელს ვიპოვნით, - და კაბინას ირგვლივ თვალი მოავლო. - აგერ,
მაგიდასთან, ბარე ორი ერთად.
მაკდონალდი ისევ თავის ჩემოდანს მიუბრუნდა. ამოალაგა ელექტრონის
სამკუთხი ღუმელი, ტაფა, საყავე, კონსერვები და სხვა სანოვაგე და დიდი
სიფრთხილით, რომ მცირეოდენი ბიძგის, ან შებერვისაგან ჰაერში არ
აფრენილიყო ყველაფერი, უსუნთქავად დაიწყო მაგიდაზე და შეუდგა საუზმის
მზადებას. თუმცა სულ ერთი იყო მაგიდაზე "დააწყობდა" სანოვაგეს თუ ჰაერზე,
მაინც ფსიქოლოგიურად უფრო ჩვეულებრივი და ბუნებრივი იყო მაგიდასთან
მუშაობა.
- ისეთი საბივშტეკსო სუკი მაქვს თბილისიდან წამოღებული, რომ მოგეწონებათ!
- ამბობდა დიდი ბრიტანეთის პრემიერი და მზარეულის როლით გატაცებული
დიდ ფაცა-ფუცში იყო.
ტაფაზე კარაქი აშუშხუნდა. "მზარეულმა" ზედ სუკის ნაჭერი დასდო, მაგრამ
იმავ წამს კარაქის მკვრივმა ორთქლმა სუკი ააგდო.
ბრიანი, რომელიც რამდენიმედ უკვე შეეგუა უჩვევ მდგომარეობას, გამოეკიდა
გაფრენილ ბივშტეკსსა, დაიჭირა, კვლავ ტაფაზე მოათავსა და ზედ თეფში
დაახურა.
- თეფშს თითი დააჭირეთ. - უთხრა კამარელმა. - და ვიდრე ხორცი არ შეიწვას,
ხელი არ შეუშვათ.
მაკდონალდმა თეფშს თითი დააჭირა, მაგრამ მაშინვე იატაკს მოშორდა და
გრძელი ფეხები ჰაერში გაიშხლართა.
კამარელმა ხელი სტაცა უხეირო მზარეულს, ძირს დასწია, აიღო ჩემოდნის
ღვედი და მარჯვენა ფეხით მაგიდის ფეხს მიაკრა.
- გიშველოთ ღმერთმა! - წამოიძახა მაკდონალდმა და უფრო იმედიანად და
თავისუფლად შეუდგა თავის ახალი მოვალეობის შესრულებას.
დიდის წვალებით, მაგრამ, როგორც იყო, სუკი შეიწვა და მგზავრები შეექცნენ
უცნაურ საუზმეს.
დინგვეიმ ცხვირსახოცით მაგიდის მეორე ფეხზე მიიმაგრა თავისი
აფარფატებული სხეული და ამგვარად მოიპოვა წონასწორობა. კამარელი და
ბრიანი კი, ეკლესიის გუმბათზე მიხატულ მოციქულებივით ჭერქვეშ იყვნენ
გაწოლილნი და ისე მიირთმევდნენ სუკის ნაჭერს.
მაკდონალდი ახლა ყავის სამზადისს შეუდგა. დინგვეიმ თავის კაბინიდან წყლით
სავსე გრაფინი გამოიტანა და წყლის ბუშტი დიდი წვალებით ჩასვა საყავეში.
მაგრამ აქაც ჩვენს მზარეულს მარცხი შეემთხვა: საყავეს ირგვლივ მოედო წყლის
თხელი შრე, ნაპირიდან გადმოეფინა და მაგიდაზე გაიშალა.
- საყავის კიდურს კარაქი წაუსვით და წყლი არ გადმოვა, - ურჩია კამარელმა.
- გადმოვიდა და ეგ არის, კი აღარაფერი დარჩა შიგ. - ბუზღუნებდა
მაკდონალდი.
წყალი ბრიანის კაბინიდან მოიტანეს. საყავის გაქონილმა ნაპირებმა წყლის
ბუშტი შიგ დააკავა და ცხელი ყავის დალევის იმედი ისევ გაცოცხლდა.
მაგრამ გავიდა საკმაოდ დიდი დრო და საყავე დუღილს არ აპირებდა. არა თუ
დუღილს, წყლის ოდნავ გათბობასაც ვერ ეღირსა გაოცებული მზარეული და
ისევ აბუზღუნდა.
- ღუმელი ცხელია, საყავის ფსკერიც გავარვარებული, და წყალი რად არ
დუღდება? - ადუღდება, მაგრამ დიდი ხანი გაივლის. - სთქვა კამარელმა.- როდისღა? – ხვალამდე ხომ ვერ დავიცდით? - შესაძლოა ხვალამდეც არ
ადუღდეს. თუმცა არ ვიცი, რას ნიშნავს "ხვალ" იქ, საცა არც დღეა და არც ღამე.
- მაინც რა მოუვიდა წყალს, რომ სითბოს არ იკარებს? - სიმძიმე დაჰკარგა.
- სიმძიმე რა შუაშია? - ჩაერია დინგვეი.
- მოიგონეთ, - სთქვა კამარელმა, - როგორ დუღდება წყალი ჩვეულებრივ
პირობებში: გახურებულ ფსკერიდან ცხელი წყალი ზევით იწევს, როგორც უფრო
მსუბუქი, მის ადგილს ცივი წყალი იჭერს, ვიდრე გათბებოდეს, რომ შემდეგ ისევ
მაღლა ავარდეს, ამგვარად თბილი და ცივი წყალი ერთიმეორეს სცვლის, ჩქარა
ცხელდება და იწყებს დუღილს. აქ კი ცხელი წყალი ფსკერზე რჩება და ზედ
ცივი ნაწილი შეიძლება გათბეს მხოლოდ სითბოგამტარობის მეოხებით.
სითბოგამტარობა კი წყალს ძალიან მცირე აქვს. ჩვენს პირობებშიაც ქვაბს რომ
ცეცხლი ზევიდან ხუფზე დაუნთო, ასევე გვიან ადუღდება წყალი.
- ჰაერიც ცუდი გამტარია სითბოსი. როგორღა თბება კაბინა, - შენიშნა
მაკდონალდმა.
- დააკვირდით ამ კედელს. - მიუგო კამარელმა და ზევიდან გადმოხედა
ფანჯრიდან კედელს. - მაგრამ ჯერ შეგეკითხებით: რითია გაკრული თქვენი
აზით, კაბინის კედლები? - ხავერდით, ან მის მაგვარი ქსოვილით. - უპასუხა
ბრიანმა.
- მეც ასე მეგონა პირველად, მაგრამ აბა, შეახეთ ხელი! - ეს მომწვანო ხავერდი
ჩვენთვის უცნობი ლითონია, რომელიც ელექტრონის სითბოს ავრცელებს. მაგრამ
თბილი ჰაერი კედლებს არ მოშორდებოდა და კაბინა დიდხანს არ გათბებოდა,
ფანჯრის მხარეზე განსაკუთრებული აპარატი რომ არ იყოს მოწყობილი
კედელზე. ხომ ხედავთ მთელი კედლის გასწვრივ კარნიზივით გაყოლებულ
სრიალას? მისი ტრიალი იწვევს ჰაერის შეუმჩნეველ მოძრაობას და თბილი ჰაერი
განუწყვეტლივ სცილდება კედლებს და ათბობს მთელს კაბინას.
მგზავრებმა მხოლოდ ახლა შენიშნეს ყველაფერი ის, რაზედაც კამარელი
მოუთხრობდა: სრიალას ზემოთ კუთხეებში ორი რაღაც პატარა მანქანა
მოძრაობდა კიდევ.
- ეგ რა მანქანებია? - იკითხა დინგვეიმ.
- მარცხნივ რომ არის - მჟავბადით ჰკვებავს ჰაერს, მარჯვნივ ჰაერს სწმენდს,
ნახშირმჟავას ისრუტავს.
მაკდონალდმა ყავა რომ ვეღარ აადუღა, თავი დაანება საყავეს.
- ღვინო მაინც დავლიოთ, - სთქვა მან და "ბორდოს" წაავლო ხელი.
მუნდშტუკით რიგრიგობით "მოსწიეს" ღვინო და "წამოწვენ" დასასვენებლად.
- თქვენ დღეს ჩემი სტუმრები ხართ, - მიმართა მაკდონალდმა კაბინაში მყოფთ, -
რადგანაც ჩემს ოთახში ისვენებთ. ბოდიშს ვიხდი, რომ უკეთ ვერ მოგასვენეთ, -
სთქვა ეს თუ არა, ფეხზე ღვედი შეიხსნა და ჰაერში გაიშოტა. დინგვეიმაც ფეხი
გაითავისუფლა და მაკდონალდის ქვემოთ თავდაღმა დაეკიდა.
კამარელი და ბრიანი ჭერთან ოდნავ ქანაობდნენ. ბრიანს თითქოს ჩასძინებოდა,
ხოლო ჩაფიქრებული კამარელი ფანჯრიდან სივრცეს გასცქეროდა.
უცნაური "ცა" მოსჩანდა. სამყაროს წყვდიად ღამეში მზე ანათებდა, მაგრამ ბნელ
ცას სინათლე არ ეფინებოდა. ახლად დაფერილივით ბრჭყვიალებდნენ
სხივგაყინული ვარსკვლავები, დედამიწა კი, ბრწყინავდა, როგორც უზარმაზარი
დისკო თეთრად ასხივებულ პოლუსით. მთვარე თეთრშუქიანი ფარანივით წინ
მიუძღოდა მას სამყაროს ბნელ უდაბნოში. ოკეანეთა მუქ სივრცეზე ნათელლაქებად ელავდა ხმელეთის ნაწილები, ძლივს ირჩეოდა ციმბირის თოვლიანი
ველი და კავკასიონის თეთრი ქედი. კამარელის ფიქრი თავს დასტრიალებდა
ამჟამად ცის მანათობელ სხეულად გადაქცეულ დედამიწას, კაცობრიობის
სისხლითა და ცრემლით, ნაღველითა და იმედით დატვირთულ ხომალდს...
უცებ დედამიწა დაქანდა და სადღაც ჩაიმსხვრა, ვარსკვლავეიბ ხაზებად იქცნენ
და კამარელმა იგრძნო, რომ იატაკზხე ეცემა. და იმავ წამს ოთხივე მგზავრი
ძირს გაინართხა. ჭერთან ჰაერში მოლივლივე ცარიელი ბოთლი იატაკს
დაენარცხა და დაიმსხვრა.
- რა ამბავია? რა მოხდა? - წამოიძახეს გაოცებულმა დელეგატებმა და ფეხზე
წამოდგნენ.
- სიმძიმე დაგვიბრუნდა! - დაიღრიალა დინგვეიმ და კაბინაში თამამად და
მძიმედ გაიარ-გამოიარა.
დანარჩენებმაც იგრძნეს იატაკზე მაგრად დგომისა და სიარულის უნარის
მობრუნება. სხეულში სიამოვნების გრძნობასთან ერთად ნაკადივით ჩაიღვარა
სიმძიმისა და წონასწორობის უჩინარი სისხლი.
კამარელი კაროს კაბინაში გავარდა.
- ალბათ, რომელსამე დიდ პლანეტას მივუახლოვდით, - სთქვა ბრიანმა.
- ჩვენ ირგვლივ დედამიწაზე უფრო დიდი ჯერ არაფერი მოჩანს. - მიუგო
მაკდონალდმა.
- იქნება შესდგა "რაუნიტი" და ჩვენც მოძრაობის ინერცია დავკარგეთ? - მაშინ
დედამიწა მიგვიზიდავდა.
- რა იცით, იქნება დედამიწაზე ვვარდებით? - შეეშინდა ბრიანს.
- ასეც რომ იყოს, სიმძიმე მაინც არ უნდა დაგვბრუნებოდა, - უპასუხა
მაკდონალდმა. - ვიდრე დავეცემით მიწაზე, ხომ თავისუფალი ინერციით
ვიქროლებთ სივრცეში? მაშასადამე, არც სიმძიმეს უნდა ვგრძნობდეთ.
- მაშ, რა უნდა იყოს? შემოვიდა კამარელი.
- მოქალაქენო! ინჟინერი კარო გითვლით სალამს და გთხოვთ, სადილად ეწვიოთ
მას ერთი საათის შემდეგ.
- რა მოხდა? რატომ გამოიცვალა მდგომარეობა? - ეცნენ კამარელს ყოველი
მხრიდან.
- რომ წყალმა იდინოს, ხორცი შეიწვას და ჩვენც შეგვეძლოს ჩვეულებრივ
პირობებში ჭამა და მოსვენება, კარომ "რაუნიტი" მისი ღერძის ირგვლივ
დაატრიალა, ასე რომ ახლა "რაუნიტი" პაწაწინა ასტეროდივით ბრუნავს.
- მერე? - სხვა არაფერი. - მიუგო კამარელმა.
- რამ დაგვიბრუნა სიმძიმე? - ჰკითხა მაკდონალდმა.
- "რაუნიტის" ტრიალმა.
- რანაირად? - ცენტრიდანი ძალის საშუალებით. სწრაფად მბრუნავმა "რაუნიტმა"
შექმნა ცენტრიდანი ძალა, რომლის მოქმედებას განვიცდით ჩვენ ეხლა, როგორც
სიმძიმეს.
- ე. ი. ჩვენ მივისწრაფით მოვსწყდეთ "რაუნიტს" და ვიქროლოთ მის გარეშე? -
იკითხა მაკდონალდმა.
- სწორედ. ამიტომ ჩვენ ვაწვებით იატაკს ისე, თითქოს მისი გარღვევა გვსურდეს.
- სრული ილუზიაა მსოფლიო მიზიდულობის. - სთქვა ბრიანმა.- აკი ამტკიცებს სახელგანთქმული აინშტაინი, რომ მსოფლიო მიზიდულობისა
და ცენტრიდანი ძალის შორის არავითარი განსხვავება არ არისო! ჩვენ
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნურად შევქმნათ მსოფლიო მიზიდულობის არე.
კამარელი კაროსთან წავიდა.
დინგვეი თავის კაბინაში შევიდა. კრანი ღია დარჩენოდა და წყალი ჩხრიალით
იღვრებოდა ფაიფურსი ბაქანში. გრაფინი აავსო, სიამოვნებით დალია ცივი წყალი
და ისევ ტალანში გავიდა, სადაც ბრიანი და მაკდონალდი სეირნობდნენ და მათ
შეუერთდა.
ზუსტად ერთი საათის შემდეგ ტალანში კამარელი გამოჩნდა.
- მასპინძელი გვიცდის, - შორიდანვე გაეხმაურა იგი დელეგატებს. - სადილი
მზად არის.
- ჩვენც მზადა ვართ, - შესძახა ბრიანსა და დინგვეის და მეგობართა სამეული
კამარელისკენ წამოვიდა.
კამარელი მათ კაროს კაბინაში ეუძღვა.
სუფრა უკვე გაშლილი იყო.
დელეგატები გააკვირვა პირველხარისხოვანი table d’hôte და საამურმა იერმა
და მადის აღმძვრელმა სურნელებამ. განიერი კაბინის გიშერივით შავ კედლებისა
და ჭერის ფონზე იშვიათ ხელოვნებით შესრულებულ Nature Morte – ივით
ბზინავდა დიდის ოსტატობით მორთული სუფრა, ფაიფურით, ბროლით და
ვერცხლით დამძიმებული. ოქროსფერ საცობიან ღვინის ბოთლებს შორის
სუფრაზე იდგა სამი მაღალი ჩინური ლარნაკი ცოცხალი ყვავილების
თაიგულებით შემკული. ყვავილთა შორის უცნაური შუქით ირჩეოდა თეთრი
ზამბახის მოზრდილი ფიალები, რომელნიც ელექტროს სანათურებივით
ანათებდნენ. ელვარე ყვავილებით გაოცებული დინგვეი მიუახლოვდა სუფრას და
შეუმჩნევლად ხელი შეავლო ერთ-ერთ ზამბახს. თითებს მოხვდა ხავერდივით
რბილი და სათუთი ფოთოლი. თითქოს დინგვეის ნების გარეშე თითებმა
მოულოდნელად ზამბახს ფიალის ნახევარი აახიეს. დინგვეიმ ყვავილის ნახევი
თითებით ხელისგულზე დაისრისა და ხელზე დაიხედა. ხელისგულზე და
თითებზე გასრესილ ციცინათელას ნაკვალევივით ციმციმებდა ფოსფორიული
ზოლები. ცხადი იყო, თუმცა ძნელად დასაჯერებელი, რომ კაბინას ანათებდა
ცოცხალი ყვავილის შუქი.
მეზობელ კაბინიდან გამოვიდა კარო და დელეგატებს მიესალმა.
- ხომ არ მოგწყინდათ "რაუნიტზე?" - ჰკითხა მან მგზავრებს და სუფრაზე
მიიპატიჟა.
- მოწყენას რა უნდა გაუგონარ ჯადოსურ ფანტასტიურ ბუდეში? - ღიმილით
მიუგო დინგვეიმ და ბრიანს მიუჯდა.
- თქვენ აქ დაბრძანდით, ჩემს გვერდით, - მიმართა კარომ კამარელს და სკამი
შესთავაზა. - თქვენთვის მე აქ მომარაგებულ იმაქვს თქვენი საყვარელი
ქართული საჭმელები.
- ფანტასტიკას და ჯადოსნობას, - მიუბრუნდა იგი დინგვეის, - ჩვენ არ ვიცნობთ.
ყველაფერი, რასაც თქვენ "რაუნიტზე" ხედავთ, ბუნებრივია და რეალური.
ყველანი დასხდნენ.
- ესეც ბუნებრივია? - წამოიძახა დინგვეიმ და მარცხენა ხელი ასწია.
ხელისგულზე და თითებზე ჟანგივით აჩნდა სხივოსანი ზამბახის მიმხმარი
სისხლი.- სავსებით. - მიუგო კარომ და თაიგულიდან ერთი ზამბახის ღერო ამოაძრო.
ღეროს მოსწყდა ცეცხლივით აკრიალებული წვეთი და სუფრაზე დაეცა. წვეთის
წინწკლები სხივებივით გაიფანტნენ ირგვლივ.
- ლარნაკში მოთავსებულია ფოსფორის სითხე, ლეტარგინით შეზავებული, -
განაგრძო მან. - ამ სითხით იკვებება ყვავილი და მისი მეოხებით ყვავილის ამ
უჯრედებს, რომელნიც სურნელებას გამოსცემენ, ეძლევა სხივების ემანაციის
ძალა. ამ უბრალო საშუალებით შესაძლებელია ყოველგვარი ცოცხალი სხეულის
სინათლის წყაროდ გადაქცევა.
კარომ ზამბახი ბრიანს გადასცა. დელეგატებმა დიდის ცნობისმოყვარეობით
დაათვალიერეს ანთებული ყვავილი და კაროს დაუბრუნეს, რომელმაც ისევ
ლარნაკში ჩასდო.
ყველაფერი გასაკვირი იყო და უჩვეულო ჩვენი მგზავრებისათვის ამ საოცარ
ხომალდზე, ამიტომ თავი შეიკავეს განცივფრებისაგან, როცა ყოველ დელეგატს
სუფრაზე მისი საყვარელი საჭმელების საგანგებოდ შერჩეული კერძები დახვდა,
ვინ დაამზადა ამ ხომალდზე ამდენი რიგი საჭმელი? როგორ მოასწრო ერთი
საათის განმავლობაში მრავალგვარი კერძის დამზადება, ან ვინ არის ის
მზარეული, რომელიც ასეთს სასწაულს სჩადის? მიუხედავად ამ კითხვათა
სრული გაურკვევლობისა, მგზავრები დიდის ხალისითა და მადით შეუდგნენ
სადილობას.
როცა ღვინომ სისხლი საკმაოდ შეახურა, ენამაც მეტი სარბიელი იპოვა და ბევრი
ფარული გულისთქმა უნებლიედ ამოჰყვა ღვინის ორთქლს.
- ბატონებო! - გრგვინავდა ბრიანი. - ბევრ ბანკეტს დავსწრებივარ, ბევრჯერ
მჭერია ხელში ღვინით სვსე ჭიქა, როგორც ელვარე ხმალი, და ბევრი სიტყვა
მითქვამს დანასავით მჭრელი და ტყვიასავით მძიმე, მაგრამ ამგვარი პასუხსაგები
და ჟრუანტელის მომგვრელი მომენტი მე ჯერ არ განმიცდია. ყოველთვის, როცა
სიტყვისათვის წამოვდგებოდი ხოლმე, მე მხედველობაში მქონდა ტერიტორია,
რომელზედაც ვიდექი და დროშა, რომელიც ჩვენს თავზე ფრიალებდა. ვის მიწა-
წყალზე ვდგევართ ახლა ჩვენ? ვისი დროშა გვმფარველობს? მე არაფერს ვამბობ
მარსზე, რადგანაც ჩვენ მას უფრო დაშორებული ვართ, ვიდრე დედამიწას. სად
არის ახლა დედამიწა? იგი ლამის ჩვენს თვალწინ ვარსკვლავად გადაიქცეს და
მეც უცნობი შიშის განუცდელი გრძნობით მავსებს წარმოდგენა, რომ ჩვენ
დედამიწის გავლენის გარეშე ვიმყოფებით. მაგრამ მე მჯერა ტექნიკის ყოვლის
შემძლეობა. ჩვენ დავბრუნდებით ისევ ჩვენს პლანეტაზე ალალი ცოდნით, ახალი
სიბრძნით შეიარაღებულნი და ჩვენი ქვეყნის დროშას ახალი სხივებით
შევმოსავთ.
ბრიანმა ჭიქა გამოსცალა და კაროს თავი დაუკრა.
- თქვენი წესის მიხედვით სიტყვა მე მეკუთვნის, - სთქვა კარომ, - მაგრამ მე
სათქმელი არაფერი მაქვს, და თუმცა თამადად არ აგირჩევივართ, სიტყვას
მაკდონალდს ვუთმობ.
მაკდონალდი ამ დროს წიწილის ფრთას ახრამუნებდა, საჩქაროდ გაისწორა
ხელსახოცით ულვაშები და წამოდგა.
- მეგობრებო! - დაიწყო მან ოდნავ ათრთოლებული ხმით. - არასოდეს მიგრძვნია
თავი ისე უნიადაგოდ, როგორც ახლა, არასოდეს შევუპყრივარ მარტოობის
გრძნობას ისე, როგორც ამჟამად. ყოველი პოლიტიკური მებრძოლი ანთეოსსა
ჰგავს: მის ძალას ჰკვებავს უჩინარი ფესვებით ის სოციალური ნიადაგი,
რომელზედაც ის აღორძინდა. სადა ვარ ახლა მე? რა ნიადაგზე ვდგავარ? სადღაცჰაერში ვკიდივარ. უფრო მეტი - ჰაერსაც მოშორებული ვარ. გაჩხირული ვარ
სადღაც ცის სივრცეში ორ მსოფლიოს შუა. რა ძალას უნდა ვგრძნობდე ასეთს
მდგომარეობაში? მაგრამ, მეგობრებო, მიუხედავად ამისა, არასოდეს არ მწამებია
ხალხთა შორის სოლიდარობა ისე, როგორც ახლა. ვთქვათ გულწრფელად
ყველაფერი, რასაც ვგრძნობთ. დრედნოუტებითა და ტანკებით
გარშემორტყმულნი არა ვართ, არაფრის შიში არა გვაქვს, ვიქნეთ სავსებით
გულახდილნი. იქნება ამ ზღაპრულმა დაშორებამ უფრო ღრმად ჩაგვახედოს
ჩვენს საერთო ტკივილებში და მოგვცეს მეტი ობიექტივობის უნარი. შევკრათ
პირი, რომ დედაიწაზე დაბრუნების შემდეგ ვიბრძოელბთ საერთო ნიადაგზე,
საერთო ძალ-ღონით და საბოლოოდ უკუვაგდებთ ურთიერთ სიძულვილსა და
მტრობის გზას. შეთანხმება ყოველთვის ჩემი დევიზი იყო და აქ
განსაკუთრებული სიცხადით ვგრძნობ ამ დევიზის სიმართლეს. მხოლოდ
შეთანხმებული მუშაობით არის შესაძლო იმ გრანდიოზული მიზნის მიღწევა,
რაც ამჟამად ჩვენს წინაშე დასახულია, მხოლოდ საერთო საქმის სიყვარულს
ძალუძს აღამაღლოს ჩვენი დროშა იმ სიმაღლემდე, საიდანაც თანაბრად მოჩანს
მთელი კაცობრიობა.
- მე აშკარად უნდა განვაცხადო, - სთქვა დინგვეიმ, - რომ ყოველთვის
წინააღმდეგი ვიყავი ყველაფერ ირაციონალურის და არასოდეს მომწყურებია
გაუგებარის გაგება. ვიყავი ჩემთვის მკვიდრად, მყარად და ხუთი თითივით
ვიცოდი ქვეყნის ავ-კარგი. ახლა კი ისეთ ყოფაში ჩავვარდი, რომ აღარ ვიცი, რა
ხდება ჩემს გარშემო. დავკარგე სიმძიმესთან ერთად რეალობის გრძნობაც და
ყოველ წუთს ველი გაუგონარს და უნახავს. ასე მგონია, საცაა კარს ეშემოაღებს
ცეცხლის მახვილიანი მთავარანგელოზი და მამა ღმერთის ბრძანებას
გამომიცხადებს. ბრიანმა სთქვა, აღარ ვიცი, ვის ტერიტორიაზე ვარო.
მამაღმერთის ტერიტორიაზე ვართ, მეგობარო, და დროშაც რომ გვქონდეს,
საეკლესიო ბაირაღი უნდა აგვემართა, სადაც სული წმინდაა გამოსახული
მტრედივით და საბაოდ ღმერთის ცალი თვალის სამკუთხედი. დედამიწასთან
ერთად გაქრა ყოველგვარი რეალობა და ამ გაყინული სივრცის უდაბნოში
ფანტასმაგორიაა ჩვენი ბანკეტი. მე არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ვინაიდან
ყველამ ახსენეთ კაცობრიობის დროშა, მეც მინდა შევძახო: გაუმარჯოს ჩვენს
დროშას!..
დინგვეი დაჯდა და ჭამა განაგრძო.
კარომ კამარელს გადახედა.
ჩამოვარდა სიჩუმე, რასაც დინგვეის კბილების ჩახა-ჩუხი და ბრიანის მძიმე
ხვნეშა არღვევდა.
- მე მაქვს სამივე ორატორის მიმართ ერთი შეკითხვა, - სთქვა კამარელმა. - მე
მინდა ვიცოდე, რომელია ის დროშა, რამაც უნდა გააერთიანოს დედამიწაზე
ჩვენი მუშაობა.
- ეს არის კაცობრიობის დროშა. - მიუგო ბრიანმა.
- რა სწერია ამ დროშაზე? - ცივილიზაცია და პროგრესი.
- ვინ ატარებს მას? - განათლებული ქვეყნები.
- ყავას ხომ არ მიირთმევთ? - შეეკითხა დელეგატებს კარო.
დელეგატებმა ვერც კი მოასწრეს პასუხი, რომ სახეზე ცხელი ყავის ორთქლი
ეცათ. წინ რომ დაიხედეს, შავი ყავით აორთქლებული ფინჯნები შენიშნეს. ვინ
მოიტანა? როდის? ნუთუ ლაპარაკით ასე გაერთნენ, რომ ყავის ჩამორიგება ვერ
შეამჩნიეს? თუ ესეც ის ჯადოსნური თვალთმაქცობაა, რომლითაც სავსეა ესსაოცარი ხომალდი? ამ დროს მოულოდნელად ახმაურდა რადიო-აპარატი და
კაბინაში გაისმა "რაუნიტის" ევროპულ სტუმრებისათვის ნაცნობი პარიზის ერთ-
ერთი ფეშენებლური რესტორანის კონფერანსიეს თავაზიანი სიტყვები: -
ბატონებო! - ამბობდა კონფერანსიე, - ამ საღამოს ჩვენი კონცერტი მიეძღვნება
ჩვენი ქვეყნის სახელოვან ბელადს არისტიდ ბრიანს (გაისმა დარბაზის გუგუნი:
"Vive Brian!"). ამჟამად, როგორც მოგეხსენებათ, ის მეთაურობს მარსზე
წარგზავნილ დელეგაციას. ვინ იცის, სად არის ის ამ წუთს? იქნება უჭირს რაიმე
ვარსკვლავთაშორის გაყინულ სივრცეში? მგზავრობა გაუგონარია და ათას
ხიფათთან და ფათერაკთან გადაბმული. მხოლოდ შეუდარებელ პატრიოტს,
სწორუპოვარ ვაჟკაცს და უდრეკ პოლიტიკურ მოღვაწეს შეეძლო ასე თავის
გაწირვა. ვუსურვოთ მას გამარჯვება და მშვიდობით დაბრუნება.
კაბინაში გაისმა რესტორნის დარბაზის გუგუნი, მოწონების ხმები, ტაში და ნელი
ვნებიანი მუსიკა.
ბრიანს თვალებში ნამი ჩაუდგა.
უხერხულობის გრძნობა შესცვალეს სულ სხვა ემოციებმა.
- ესეც თქვენებური ნამცხვრები, - კარომ ბრიანს და დინგვეის ევროპული ქადები
გადააწოდა. - ეს ქართული ხაჭაპური თქვენი, - მიმართა კამარელს, - ესეც
თქვენი საყვარელი ბისკვიტი, - და კარომ მაკდონალდს წინ დაუდო ინგლისური
ბისკვიტით სავსე ლამბაქი.
ბისკვიტის ხსენებაზე მაკდონალდს ფერი ეცვალა და კამარელს გადახედა.
კამარელის თვალებში შეკავებული ღიმილი ფრთებს ილეწდა. მაკდონალდმა ყავა
ისე მოსვა, თითქოს შხამიანი ფიალა დასცალაო. სადილი დასრულდა.
დელეგატებმა კაბინებს მიაშურეს და ღვინით აფორიაქებული სხეული
ჩვეულებრივ საწოლზე დაასვენეს.
კამარელიც სიამოვნებით გაიშხლართა ისევ დამძიმებული ტანით თავის
საწოლზე.
იყო აბსოლუტური სიჩუმე და სრული უძრაობის შთაბეჭდილება.
კამარელს მალე ჩაეძინა.
უცბად თბილისში გაჩნდა.
ირგვლივ რატომღაც თოვლია და გაყინული ქარი ჰქრის.
კამარელი გარბის ამ თოვლის მინდორზე, მაგრამ ეს თოვლი კი არ არის, არამედ
შუშასავით მაგარი და გამჭვირვალე ყინულია.
ქარი ყინულის ნამსხვრევებს აყრის სახეზე და სულს უხუთავს.
ყინულის ერთ ზოდზე სამი კაცი ზის.
- სად არიან სხვები?! - უყვირის მათ კამარელი.
- დაიღუპნენ! ერთ მათგანს ფეხი დაჰზრობია და საშინლად გასივებია.
უჭირავს ორივე ხელით ეს უზარმაზარი ფეხი და ამბობს: - მე ვეღარ ვივლი!
დამტოვეთ აქ! თქვენ მაინც უშველეთ თავს! - გვებრალებით! - ეუბნებიან მას.
- თუ გებრალებით, ყინულზე პატარა საფლავი ამომიჭერით და შიგ მომათავსეთ!
- დათვმა რომ შეგჭამოს? - სამარეც მისთვის მინდა, რომ დათვმა ვერ მომნახოს.
ორი კაცი საჩქაროდ სჭრის ყინულს რკინის ბარებით.
ოდნავ ჩაღრმავებულ ყინულში აწვენენ ფეხდამზრალს, ემშვიდობებიან და
მიდიან.
უცებ მობრუნდებიან.
- გვებრალებით! ვერ დაგტოვებთ! - დამტოვეთ! შემიბრალეთ! - შიშისგან
აკანკალებული ხმით იძახის ფეხდამზრალი.- ვერ დაგტოვებთ! გაიხადეთ ტანზე! - მოულოდნელად უყვირის ერთი.
ფეხდამზრალი ტირის და ნელ-ნელა იხდის ტანზე.
სრულიად გატიტვლებული წვება ყინულზე.
უცებ რევოლვერი იჭექებს და ტიტველ ადამიანის შუბლზე სისხლი ითქრიალებს.
- მკლავები ეხლავე შევწვათ და შევჭამოთ, - ამბობს ერთი, - დანარჩენი ხორცი
აქვე დავფლათ და შევინახოთ.
- კარგი, - ეთანხმება მეორე და ვეება დანით სჭირს მკლავს მხრის სახსარზე.
კამარელს გული ერევა და გარბის.
ხედავს ყინულში ჩასობილ ჰაეროპლანს.
გარს ეხვევა ხალხი; ეჭიდებიან, მაგრამ ადგილიდან ვერ დაუძრავთ.
კამარელი პროპელერს დაატრიალებს და ჰაეროპლანიც ნელ-ნელა დაიძვრის.
- დასხედით! - ყვირის ვიღაცა.
კამარელი ჯდება ჰაეროპლანის კაბინაში, კაბინიდან ტალანში გადის. ხედავს,
ვიღაცას კიბე მიუდგამს კედელზე და ფანჯარასთან წვალობს.
მიუახლოვდება.
ეს ხომ ბრიანია? "რაუნიტის" კედელზე.
მაკდონალდს კიბე უჭირავს და დინგვეიც იქვე დგას.
- არ გააღოთ ფანჯარა! - ყვირის კამარელი და კიბეს მივარდება. - არ გააღოთ,
თორემ "რაუნიტი" დაიღუპება.
მაგრამ ამ დროს ბრიანი აღებს ფანჯარას და შიგ მიძვრება, საჩქაროდ აირბენენ
მაკდონალდი და დინგვეი და ისინიც გაძვრებიან ფანჯრიდან.
კამარელიც აჰყვება კიბეს და ფანჯარაში გაიხედავს.
ბრიანი, მაკდონალდი და დინგვეი მიფრინავენ სივრცეში საოცარი სისწრაფით.
შორიდან მოჩანს უკვე მოახლოვებული მარსი.
- მართლა, რა საჭიროა "რაუნიტი", როცა ისედაც ადვილია ფრენა? - ფიქრობს
კამარელი და ფანჯრიდან გადახტება.
აჰა, უკვე მარსზე არიან.
ოქროს ფოთლებით დაბურული ტყე აემართებათ მათ წინ.
დელეგატები ტყეში შეირბენენ.
კამარელი ცდილობს დაეწიოს მათ, მაგრამ ვეღარ ეწევა.
თვალს კი არ აშორებს.
გაქცეული დელეგატები ერთ დიდ ხეს ამოეფარებიან.
შურდულივით გაექანება ამ ხისკენ და მოულოდნელ სანახაობას წააწყდება:
ცამდე ამართული ბროლის მთა ძირს დაფენილი საფეხურებიანი ტერასებით.
მწვერვალებზე დგას წითელი მოსასხამით შებურული კუბო, რომელზედაც
დასვენებულია თეთრად მოელვარე მზე. ბრიანი, მაკდონალდი და დინგვეი
გამალებით არბიან ტერასიდან ტერასზე. წინ მირბის ბრიანი. მაკდონალდი
ფეხებზე ეპოტინება მას ხელებით, მაგრამ ბრიანი წიხლის კვრით იშორებს.
კამარელი სულდაუთქმელად ავარდება კიბეზე და სრიალით მისცურავს აღმა
ბროლის აკრიალებულ საფეხურებზე. აღარ თავდება ტერასები და საფეხურებს
ბოლო არ უჩანს.
მწვერვალზე წითლად შებურული კუბო შეირხევა და კამარელს ელვასავით
გაანათებს გედას სახე. დგას გედა ბროლის კოშკზე და მზესავით ბრწყინავს მისი
თმა. მკერდი ღია აქვს ჭრილობასავით და მოსჩანს, როგორ ფეთქავს შიგ გული.უცნაური ფერი აქვს ამ გულს: იგი ლურჯად კამკამებს, თითქოს ცის შეკუმშული
შუქია შიგ ჩაღვრილიო.
- არ მიეკარო! - კივის კამარელი და ხედავს, რომ მაკდონალდმა უკვე გაასწრო
ბრიანსა და დინგვეის და რამდენიმე საფეხურიღა უკლია მწვერვალამდე.
უცებ გედა ამოიძრობს მკერდიდან მფეთქავ გულს და ხელში ანთებულ
ჩირაღდანივით დაიჭერს.
კამარელი ხედავს ახლა, რომ გედას ხელში გულის ნაცვლად "ლურჯი კოლოფი"
უჭირავს.
- აი, რის მოტაცება უნდათ ამ არამზადებს! - ფიქრობს კამარელი და
თავგანწირულად მიიწევს აღმა. უცბად მოაგონდება, რომ მას შეუძლია ფრენა და
ფრთებსავით გაშლის მკლავებს.
და იმავე წამს მოსწყდება საფეხურს და ჰაერივით მსუბუქი და ქარივით მალი
ზედ მოექცევა აქლოშინებულ მაკდონალდს და...
კამარელს გამოეღვიძა.
საწოლს მოშორებული ჭერისაკენ ბუმბულივით მისცურავდა.
- "რაუნიტი" უკვე აღარ ბრუნავს, - გაიფიქრა მან და ჭერს ხელი ჰკრა. ირიბად
გამოქანდა და კაბინის კართან იატაკზე დაეშვა. გაჰყვა მოაჯირს და მიწის
კედლიან ოთახში გავიდა. გამჭვირვალე კედლიდან მკაფიო მოხაზულობით
მოჩანდა კრიალა და უძრავ ვარსკვლავებით დატვირთული კოსმიური ღამე.
იმ კუთხიდან, საცა იგი იდგა, დედამიწა აღარ ჩანდა.
კამარელმა თვალი შეავლო ნაცნობ ვარსკვლავებს და სიყვარულით ჩააცქერდა
შვიდვარსკვლავედს. არც ერთ ვარსკვლავს არ შეუცვლია თავისი ადგილი
მიუხედავად იმისა, რომ "რაუნიტი" რამდენიმე მილიონ კილომეტრით დაშორდა
უკვე დედამიწას. თითქოს თბილისში იჯდეს თავისი ბინის აივანზე და ღამის
ცას გასცქეროდეს. აი, პოლარული ვარსკვლავი (ახლა იგი უკვე აღარაა
პოლარული), რომელსაც ზედ დამხობიან უზარმაზარ კოვზივით ბრწყინვალე
შვიდვარსკვლავედი. მის პირდაპირ მეორე მხარეზე დგას ქალის ცარიელი
სავარძელი - კასიოპეა. აი, კაშკაშა ქნარი, ნარიყალას ნანგრევებზე რომ იცის
ხოლმე გადმოდგომა შემოდგომაზე. აგერ, დაღვლარკნილი ღრიანკალი,
მთაწმინდის ქედზე რომ უყვარს თავისი შხამიანი კუდის დასობა. ნაცნობი,
მეტად ნაცნობი სურათია, ჩვეული "დედამიწური".
კამარელმა თავი მართლა თბილისში წარმოიდგინა. საკმარისია უკან მოიხედოს,
რომ მისი ოთახის ღია ფანჯრიდან შემოანათოს. თითქოს ქუჩიდან ესმის
ავტომობილის მიყრუებული გუგუნი და შორეულ მოსახვევზე მოტრიალებული
ტრამვაის მინელებული წივილი. დაჰქროლა კოჯრის ნიავმა და კამარელს სახეზე
ქინძის სურნელება შეაფრქვია. თბილისში ზაფხულის ღვართქაფა წვიმის შემდეგ
დგას ასეთი სურნელება გადარეცხილ ქუჩების აკრიალებულ ჰაერში.
კამარელს გული შეეკუმშა და უჩინარი ნაღველის თბილმა ტალღამ
ჟრუანტელივით დაჰკრა სხეულში. დახუჭა თვალები და თავი ძირს დახარა. ასე
ჰგონია, თვალს გაახელს თუ არა, დაინახავს შავ ჟინჟღილივით მდგარ კვიპაროსს
და ბაღის ყურეში იასამნით აშრიალებულ ფანჩატურს. იასამნის მტევნებით
დაბურდულ საბურველიდან გამოჩნდება ელექტრონის მრგვალი ნათურა,
რომელსაც თოვლის კორიანტელივით დასევია ღამის აცახცახებული თეთრი
ფარვანა. ასე ჰგონია, რომ თავის პატარა ბაღს გადასცქერის აივნიდან... და
თვალებს გაახელს.შემოანათებს შავი უფსკრული, მილიონ ვარსკვლავებით აყვავებული ცა ღიაა
ყოველ მხრით, ზევით, ქვევით და ირმის ნახტომის თეთრად დათოვლილი
რგოლი უზარმაზარ სარტყელივით შემოჭდობია სამყაროს სხეულს. ჩრდილოეთის
ნაცნობ ვარსკვლავებს ქვევიდან ეალერსება სამხრეთის ცის მნათობები, რომელთა
შორის ულამაზესია სამხრეთის ბრწყინვალე ჯვარი.
კამარელი კედლის მეორე კუთხეს მიუახლოვდა.
ღამის შავ ხავერდის მოსასხამზე მიკრულ ვერცხლის უზარმაზარ ფოლაქივით
გამოჩნდა დედამიწის დისკო, თეთრად ასხივებულ ხმელეთით და ლურჯ
შესევადებულ ოკეანეთა სივრცით. ევროპის აღმოსავლეთი საღამოს ბურუსით
იყო შემოსილი და კამარელი გულის ტკივილით აკვირდებოდა დისკოს,
მარჯვენა კიდურის დაბინდულ კონტურებს, რომლის იქით, ღამის საფარველ
ქვეშ სუნთქავდა მისი საყვარელი საქართველო.
ყოველთვის, როცა უცხოელ თანამებრძოლთა ძმური სიყვარულით გამთბარი,
საერთო მუშაობით გახარებული და ბუნების სხვადასხვა სანახაობით გამაძღარი
ბრუნდებოდა იგი საქართველოში, შორიდანვე ქართული მთების ჭაღარა ქედები
რაღაც სხვანაირი სიყვარულის ელვით გმირავდნენ მის გულს და ჰგვრიდნენ მას
ბავშვურ სიხარულს და ხალისიან მღელვარებას.
ახლაც დედამიწას მრავალ მილიონ კილომეტრით დაშორებული, თუმცა იგი
მთელი სხეულით განიცდიდა სამყაროს პირველყოფილ მშვენიერებისა და
სიდიადის ამაზრზენ ძლიერებას, მისი თვალები ალერისთ შესცქეროდნენ ცის
მნათობად ქცეულ დედამიწას და შეყვარებულის მოუთმენლობით ეძებდნენ მის
ზედაპირზე საკუთარ ჩრდილში მიმალულ საქართველოს.
მაგრამ ევროპის ნაპირები თანდათან ჩრდილში იძირებოდა და დედამიწის
მბრუნავ დისკოზე თვალის მომჭრელად ლაპლაპებდნენ სამხრეთ ამერიკის
წვეტიანი სამკუთხედი და ბინდში მიმავალ აფრიკის მოღუნული ქუსლი.
- რას დაფიქრებულხართ, მეგობარო? - ალერსიანი შეძახებით შეაწყვეტინა ფიქრი
კამარელს ტალანიდან მოულოდნელად გამოსულმა კარომ.
კამარელს გაეხარდა კაროს დანახვა და სახეზე თბილი სინათლე გაეშალა.
- სამყაროს დიადმა პეიზაჟმა გამიტაცა, - ღიმილით მიუგო მან.
- თუ სამშობლოს სევდამ? - ღიმილითვე მიაგება კარომ.
კამარელი შეკრთა, თითქოს რაღაც ფარულ გულის თქმაში დაიჭირესო, მაგრამ
მაშინვე შერცხვა ამ შეკრთომისა და თამამად უთხრა: - განა სათაკილოა
სამშობლოს სიყვარული? - ამას ვინ ამბობს? - სერიოზულად მიუგო კარომ და
ხელის ჩვეული მოძრაობით თევზივით გაცურდა კამარელისაკენ და მის ახლო
შეჩერდა.
- მაგრამ, - განაგრძო მან. - უნდა დამეთანხმოთ, რომ სამშობლოს გრძნობაც,
როგორც ყველაფერი, შედარებითია და დროსა და გარემოების მიხედვით
განიზომება.
- მე რომ ქართველი ვარ, - სთქვა კამარელმა, - ეს არის მოვლენა ფაქტის და არა
შედარებითი შეფასების.
- მაგრამ ეს ფაქტი არ ამოიწურება მარტო ბიოლოგიზმით, - შენიშნა კარომ. - იგი
უმთავრესად შედეგია ისტორიულ-სოციალური პროცესების. მოაშორეთ თქვენს
სამშობლოს გრძნობას მთელი ისტორია, რაღა დაგრჩებათ? - არაფერი, - თითქოს
დაეთანხმა კამარელი.
- ხოლო ის, რაც ისტორიულია, - განაგრძო კარომ, - განიცდის მუდმივს
შეუჩერებელს ცვლილებას.- რაც უნდა ცვლილება განიცადოს სამშობლოს შემეცნებამ, - სთქვა კამარელმა, -
იგი მაინც იტრიალებს ღერძის გარშემო.
ჩამოვარდა დუმილი.
"რაუნიტის" გაყინულ სივრციდან კამარელი სიყვარულით დანამული თვალებით
დასცქეროდა თბილ ელვარებით შემოსილ დედამიწას. სამხრეთ ამერიკის
სამკუთხედი ბრწყინვალე დაღივით ენთო დედამიწის დისკოზე და მისი
ანარეკლის ციალი სარკესავით ემჩნეოდა კამარელის გულს. რა იყო მისთვის
დედამიწაზე სამხრეთ ამერიკა, ყველა ეს კოლუმბია, პერუ, პარაგვაი და
ურუგვაი? თითქმის მხოლოდ გეოგრაფიული ტერმინები. აქედან კი ყოველი
მათგანის მოგონება უტკბესი მღელვარებით ავსებდა მას. ის თბილი და
ჟრუანტელის მომგვრელი გრძნობა, რომლითაც იმსჭვალებოდა იგი საქართველოს
მოგონების დროს, თანდათან, მისთვის შეუმჩნევლად სცილდებოდა პატარა
საქართველოს საზღვრებს და ხანძარივით გადადიოდა მეზობელ ქვეყნებზე, რათა
ბოლოს მთელ დედამიწას მოსდებოდა მშობლიური სიყვარულის ალი.
კარო კი ამ დროს მისჩერებოდა ცის მეორე მხარეს, საიდანაც ანათებდა წითლად
შეფერილი მარსი. კამარელს გაუკვირდა: ჯერ მას ერთხელაც არ მოჰგონებია
მარსი! თითქოს ბავშვი მისტირის შორს მიმავალ დედასო, ის ცრემლიან თვალებს
არ აშორებდა დედამიწას. მხოლოდ ახლა მოიხედა მარსისაკენ და ნათლად
წარმოუდგა წითელ შუქში გახვეული გედა: დგას ბროლის მთაზე და ხელში
ჩირაღდანივით უჭირავს ლურჯად მოკამკამე გული... მოაგონდა წუხანდელი
სიზმარი და სანეტარო წინააღმდეგობამ შეიპყრო.
- წამოდით ჩემთან! - დაარღვია დუმილი კარომ, - თორემ ვხედავ, თქვენებური
მელანქოლია გიახლოვდებათ.
- პირიქით, შთაბეჭდილებათა სიუხვე, განცდათა სიჭარბე მქანცავს.
- ჩემთან დაისვენებთ.
კარომ კამარელი თავის კაბინაში შეიყვანა. აქედან მეზობელ კაბინაში გავიდნენ,
საცა მრავალგვარი აპარატი იყო მოწყობილი. კარომ გააცნო იგი ზოგიერთ
აპარატის დანიშნულებას.
- გინდათ თბილისი ნახოთ? - საიდან? - გაეხარდა კამარელს.
- აი, ჩახედეთ ამ მილს! კამარელი დააცხრა ტელესკოპს და... მის წინ გაიშალა
მზიანი თბილისი. ზაფხულის ახალი მწვანით შემოსილი. აი, ფუნიკულორის ორი
ვაგონი ორ შავ ხოჭოსავით მიცოცავენ ერთიმეორის შესახვედრად. აი,
რუსთაველის პროსპექტი უმავთულო ტრამვაით, ავტოებით და უამრავი ხალხით
ამოძრავებული. ოპერის წინ თეთრხალათიან პიონერების გუნდმა ჩაიარა. "რა
დროა, ნეტავ, თბილისში!" - გაიფიქრა კამარელმა, თვის რომელი რიცხვია? ბევრს
თეთრი აცვია..."
კამარელი ძალიან ცდილობდა პირველ ხანებში დროის სვლა ზუსტად აღენიშნა,
მაგრამ დღე და ღამეს მოკლებულ "რაუნიტში" ვერ მისდია საათების უცნაურ
დენას და დაკარგა აღრიცხვის საზომი. თანაც ამ კოსმიურ სიჩქარით მქროლავ
ხომალდსა და დედამიწას შორის დროის შეფარდებისთვის აინშტაინის
მოშველება იყო საჭირო. ამისათვის კი მას ჯერ ვერ მოეცალა. ამიტომ
აკვირდებოდა თბილისის ქუჩებს ასე თვალდაცეცებული, მაგრამ კარომ უეცრად
მოსწყვიტა იგი ტელესკოპს.
- ეხლა ამ კაბინაში შედით და დაისვენეთ. მე ცოტა ხანს აპარატთან ვარ საჭირო,
- თქვა მან და მესამე კაბინის კარი შეაღო, შემდეგ მობრუნდა და ერთ აპარატს
მიუჯდა.კამარელი დაღლილობას არ გრძნობდა, პირიქით, მთელი არსებით განიცდიდა
სასიცოცხლო ენერგიის მოზღვავებას ამ გაუგონარსა და წარმოუდგენელს
პირობებში, მაგრამ მაინც ეამა, როცა კარომ დასასვენებლად კაბინაში შეიპატიჟა.
მოუნდა თავის ფიქრებთან მარტოდ დარჩენა, რათა აფორიაქებულ გონებაში
მიმავალ დედამიწის ძახილი და მომავალ მარსის მოწოდება ერთ მთლიან და
ჰარმონიულ ნებისყოფად ექცია.
ენერგიულად ჰკრა ხელი ნახევრად შეღებილ კარს და კაბინაში შევიდა, შევიდა
და მოულოდნელი სურათისაგან სახტად დარჩა: კაბინაში კუთხის პატარა
მრგვალ მაგიდასთან ანთებულ ჟინჟღილივით იდგა გედა ნუავე და კამარელს
სიყვარულით სავსე თვალებით შესცინოდა.
უმალვე მოულოდნელი სიხარულით აღტაცებულმა განცვიფრებით შესძახა: -
გედა! გაემართა მისკენ და გაშლილი ხელები და მკერდი... კედელს მიახალა.
გედას ეკრანს იქით სიცილი წასკდა, კამარელსაც გაეცინა და იქვე
გულწასულივით სავარძელს დაესვენა.
***
კამარელს არ ახსოვდა, რამდენი ხანი დაჰყო მან ეკრანთან ტკბილ საუბარში;
როცა ტალანში გამოვიდა, დინგვეის შეეფეთა.
- რამდენი ხანია დაგეძებთ, სად დაგვეკარგეთ? - მიახალა მან კამარელს.
გედასთან საუბრის შემდეგ კამარელი ისეთ მშვიდ, დაჯერებულ და ნათელ
გუნებაზე იყო, რომ დინგვეის მეგობარსავით მიეგება და ალერსიანად მიუგო: -
თქვენი თვალები მთელ ამერიკას ანათებს და ამ ერთ მტკაველ ხომალდზე
როგორ ვერ მომნახეთ? - რა ვიცი, არ დამიტოვებია არც ერთი კუთხე
გაუსინჯავი, კაროსთანაც ვიყავი და თქვენ კი, ვერსად გნახეთ.
- უჩინმაჩინის ქუდი მეხურა, - გაეხუმრა კამარელი.
- არც გამიკვირდება! უთუოდ ისიც იქნება ამ ჯადო-ხომალდზე.
- არის! ერთი მშვენიერი ქალი დაიარება ამ ხომალდზე, უჩინმაჩინის ქუდი
ხურავს და ამიტომ ყველასათვის უჩინარია.
- თქვენ კი ნახულობთ, როცა მოისურვებთ? - ეხლა იმას ვესაუბრებოდი,
დროდადრო ქუდს მოიხდის ხოლმე და დამენახვება.
- ნეტავ თქვენ! ამ საუბარში ტალანი გაიარეს და საერთო კაბინაში გავიდნენ.
- ქალი თქვენ გყავდეთ, - თქვა დინგვეიმ, - ოღონდ ამიხსენით, რისთვის უნდა
დავცურავდეთ აკვარიუმის თევზებივით ამ დასაქცევ ხომალდში, თუკი
შესაძლებელია ხელოვნურად სიმძიმის შექმნა? ვიყავით იმ სამ-ოთხ საათს
დიდებულად. რატომ შეწყვიტა "რაუნიტმა" ბრუნვა? - როგორ გგონიათ, ამ
უდაბნო სივრცეში მეტეორივით რომ მივქრით, გზას არ უნდა ვხედავდეთ, რომ
არაფერს დავეჯახოთ? - თავის მხრით შეეკითხა კამარელი.
- რას უნდა დავეჯახოთ? - ათასი ოხერი ვაგაბუნდი დახეტიალებს ცაში,
რომელთაც ასტრონომია მეტეორიტებს უწოდებს. ბევრი მათგანი უმნიშვნელო
მასას წარმოადგენს და ჩვენი "რაუნიტი" ისე მიარღვევს მათ ბრბოს, როგორც
სპილო კოღოების გუნდს. მაგრამ ხანდახან გამოერევა გვარიანი სიმძიმის ქვა ან
რკინა, და თუ მხედველობაში მივიღებთ როგორც "რაუნიტის", ისე მეტეორიტის
კოსმიურ სიჩქარეს, მათი შეხვედრა არ იქნება ჩვენთვის მაინცა და მაინც
სასიამოვნო.
- მერე ვინ გიშლით, თვალი ადევნოთ მათ მოძრაობას? - როცა "რაუნიტი"
ბრუნავს, ტელესკოპით სარგებლობა შეუძლებელია.
- რატომ? - გაუკვირდა დინგვეის.- ცოტა მაინც დაუფიქრდით თქვენს შეკითხვას. "რაუნიტის" ბრუნვის დროს არ
გახსოვთ, რას დაემგვანენ ვარსკვლავები? - მართლა, ნათელ რგოლებად
შემოგვერტყნენ ირგვლივ, - მოაგონდა დინგვეის.
- მაშასადამე, ვერცერთ ვარსკვლავს, და მით უმეტეს მოხეტიალე მეტეორიტს,
ხომალდის ჩქარი ბრუნვის გამო, ტელესკოპი ვერ დაიჭერს.
დინგვეიმ თავი დაჰხარა.
- ეხლა მესმის, რატომ არის აუცილებელი ჩვენი სასაცილოდ ამჩატება და საპნის
ბუშტივით ფარფატი.
ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ისევ მიმართა კამარელს: - მე ამ საქმის ბევრი
არაფერი გამეგება, მაგრამ მაინც მიკვირს, როგორ უნდა აღმოაჩინოს ტელესკოპმა
ამ უსაზღვრო სივრცეში უგზო-უკვალოდ მოხეტიალე უმნიშვნელო სხეულები? -
სწორი კითხვაა, - მიუგო კამარელმა. - ტელესკოპით ძნელი იქნებოდა ეგზომ
პატარა სხეულის აღმოჩენა, მაგრამ "რაუნიტ"-ში არის ამ ციურ "პაცანების"
დასაჭერად მოწყობილი სპეციალური აპარატი, რომელიც ზუსტი სისწრაფით
აღნიშნავს მოახლოებულ მეტეორიტების მასას, მიმართულებასა და სიჩქარეს. ეს
აპარატი აგებულია მატერიის ურთიერთმიზიდულობის პრინციპზე.
ამ დროს, თითქოს ხომალდს რაღაც დაეჯახაო, კამარელი და დინგვეი კაბინის
მარცხენა კედელს მიენარცხნენ. იმავ წუთს იმავ ძალამ ისინი მარჯვენა
კედლისკენ გადმოისროლა და უცბადვე ისევ შესდგა, თითქოს ხომალდი და
მგზავრებიც ჰაერში აცურდნენ.
- რა მოხდა? - ძლივს მოასწრო შეძახება დინგვეიმ.
- პირველი შეტაკება ციურ ავაზაკთან, - ღიმილით მიუგო კამარელმა
დაფეთებულ დინგვეის. - "რაუნიტმა" გზა აუქცია მეტეორიტს. სწორედ იმ
აპარატის მუშაობის დემონსტრაციაა, რომლის შესახებაც ახლა ჩვენ
ვსაუბრობდით.
კაბინაში შემოცურდნენ ბრიანი და მაკდონალდი.
- კარგია, აქ ყოფილხართ! - მიმართა კამარელს ბრიანმა. - ეგ რა უცნაური რწევა
სცოდნია ამ ხომალდს? - ნება მომეცით, მე ავუხსნა ყველაფერი! - დაეღრიჯა
კამარელს დინგვეი და შემოსულ დელეგატებს დაწვრილებით უამბო როგორც
"რაუნიტის" შექანების, ისე მისი ბრუნვის შეჩერების მიზეზი.
ვიდრე დინგვეი თავის განმარტებას დაამთავრებდა, კამარელი ღიმშეფენილი
სახით მისჩერებოდა ჰაერში სასაცილოდ გაფარჩხულ მგზავრებს. მაკდონალდი
რატომღაც სულ ქანაობდა. საერთოდ, სურათი მართლა აკვარიუმს ემსგავსებოდა,
სადაც ადამიანები თევზებივით მოძრაობდნენ ყოველი მიმართულებით.
დინგვეის პატარა "ლექციით" დამშვიდებული ბრიანი წყალში დამხრჩვალივით
გაეკრა მინის კედელს და ნელ-ნელა გაცურდა მარცხენა კუთხისკენ.
- თქვენ ძალიან შეეგუეთ სიმძიმეს მოკლებულ არეს, - მიმართა კამარელმა
ბრიანს, როცა დაინახა, როგორ მოხდენილად შეიცვალა მან მიმართულება
კედელზე თითის ოდნავ მიკარებით.
- წარმოიდგინეთ, მე მომწონს ასეთი მდგომარეობა, - სთქვა ბრიანმა და ტანი
ვერტიკალურად შეაყენა. - რა თქმა უნდა, სჯობდა ცოტაოდენი წონა
შეგვრჩენოდა, მაგრამ დედამიწაზე, მართალი გითხრათ, მეტისმეტად
დატვირთულნი ვართ სიმძიმით.
- მაშ, თქვენ მარსზე კარგად იგრძნობთ თავს. იქ სიმძიმე 2,5-ჯერ ნაკლებია:
ჩვენებური 100 კილოგრამი იქ 38-ს იწონის.- სწორედ ჩვენთვის ყოფილა იქაურობა შექმნილი! - ნეტავ, თუა სადმე უფრო
მსუბუქი ქვეყანა? - იკითხა დინგვეიმ.
- პლანეტებში მარსი ყველაზე "მსუბუქია", - მიუგო კამარელმა.
- როგორ? განა მერკური არ არის ყველაზე პატარა? - მე ვამბობ სიმძიმეზე. ეგ კი
მარტო მარსზე არ არის დამოკიდებული.
მერკურზე ჩვენებური 100 კილო 52-ს იწონის.
- სიმძიმე განა სხეულის მასაზე არ არის დამოკიდებული? - გაიკვირვა დინგვეიმ.
- რაც უფრო დიდი მასისაა სხეული, მით უფრო ძლიერია მისი მიზიდულობა.
მგონი, ასე იყო აქამდე.
- ეგ მართალია, მაგრამ სიმძიმეს ანელებს ცენტრიდანი ძალა, ხოლო ამ ძალის
მოქმედება განიზომება სხეულის ბრუნვის სიჩქარით. ამიტომ არის, რომ
დედამიწის პოლუსებზე სიმძიმე მეტია, ვიდრე ეკვატორზე.
- დამვიწყებია, - დაეთანხმა დინგვეი.
- შესაძლებელია თუ არა დედამიწაზე სიმძიმის ხელოვნურად შენელება? -
იკითხა ბრიანმა.
- რატომ არ შეიძლება? - მოულოდნელად წარმოსთქვა აქამდე მდუმარედ
მოქანავე მაკდონალდმა. - თუ დედამიწის დამუხრუჭება შესძლეს, მაგასაც
მოვესწრებით.
- თეორიულად დიდი ხანია გამოანგარიშებულია, - სთქვა კამარელმა, - რომ
დედამიწის ბრუნვის 17-ჯერ აჩქარება პოლუსებიდან ეკვატორამდე სიმძიმეს
თანდათან შეანელებს, ხოლო ეკვატორზე სავსებით მოსპობს მას.
- პრაქტიკულად თუა შესაძლებელი ამის განხორციელება? - შეეკითხა ბრიანი.
- მაკდონალდის შენიშვნა სწორი იყო, - უპასუხა კამარელმა. დამუხრუჭების
გამოცდილება გვიმტკიცებს, რომ შესაძლოა დედამიწის ბრუნვის აჩქარებაცა და
შენელებაც.
- ეკვატორზე მაშინ ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა, - შენიშნა დინგვეიმ.
- ყოველ შემთხვევაში მეტად საშიში იქნებოდა იქ სიარული, - დაეთანხმა
კამარელი. - სიმძიმეს მოკლებული ადამიანი უბრალო ქუსლის კვრით
მოსწყდებოდა დედამიწას და სამუდამოდ დაინთქებოდა სივრცეში. ვერც
მატარებელი, ავტომობილი და გემი გაივლიდა ეკვატორის ზონას: საკუთარი
მოძრაობის ინერციის ძალით უმალვე მოსწყდებოდა ზღვას თუ ხმელეთს და
უზარმაზარი ხომალდები, ექსპრესები თუ პატარა ავტოები მსუბუქი
ფოთლებივით აფრინდებოდნენ ცაში და სამუდამოდ მოშორდებოდნენ
დედამიწას.
- ღმერთო, გვიხსენი ამგვარი ცდისაგან! - თავისთვის ჩაილაპარაკა დინგვეიმ.
მაკდონალდმა ბრიანს გადახედა.
ბრიანი მიუხვდა მაკდონალდს გულისთქმას და კამარელს შეეკითხა: - ერთი ეს
მითხარი, როდის შეუდგებით მუხრუჭების დაშლას? იმდენი ლითონია უქმად
დაყრილი, ახლა ხომ მუხრუჭები არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენენ? -
მუხრუჭების დაშლას ჩვენ არ ვაპირებთ. პირიქით, უფრო უნდა მოვაწყოთ და
გავაუმჯობესოთ ტექნიკურად.
- როდის დაგჭირდებათ კიდევ დედამიწის დამუხრუჭება? - ამ წუთს ამაზე არ
ვსაუბრობდით? - შეუტია კამარელმა. - ეგ მუხრუჭები კი არ არის ახლა, არამედ
მოტორია, რომელმაც უნდა გადააქციოს დედამიწა ხომალდად. ამ მოტორის
საშუალებით ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი პლანეტის თავისუფლად მართვა, რომ
ჩვენი სურვილისა და ნების მიხედვით მოვაწესრიგოთ მისი მოძრაობა.ბრიანმა, მაკდონალდმა და დინგვეიმ ერთმანეთს გადახედეს.
- მოტორს თუ ენერგია არ ექნა, - გაუბედავად შეედავა კამარელს ბრიანი, -
როგორღა იმუშავებს? - რად არ ექნება ენერგია? - გაუკვირდა კამარელს.
- რამდენადაც ვიცი "ლურჯ კოლოფის" საიდუმლოება ჯერჯერობით ჩვენს ხელთ
არ არის.
კამარელს უცებ მოაგონდა სიზმარი: ბროლის მთაზე მდგარი გედა, "რაუნიტი"-
დან გაპარული დელეგატები, გედას ღია მკერდი და მის ხელში გულივით
აძგერებული "ლურჯი კოლოფი".
- ჩვენსა და მარსს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარებას, ვგონებ,
არაფერი უნდა აბრკოლებდეს. - წყნარად და მკაფიოდ წარმოსთქვა კამარელმა.
- ღმერთმა ქნას! - უგუნებოდ წამოსცდა ბრიანს.
კამარელს გაეცინა: - ღმერთს სად შეუძლია ამოდენა საქმის მოგვარება?!
ჩამოვარდა დუმილი.
მაკდონალდი მიხვდა, რომ არ ვარგა ასეთ სათუთ და "საბედისწერო" თემებზე
საუბარი და სცადა მისი უფრო ნეიტრალურ სფეროში გადატანა.
- ერთი რამ უნდა გკითხოთ, ბ-ნო კამარელო! - ბრძანეთ.
- რამდენი ხანია ვაკვირდები ვარსკვლავებს და მაკვირვებს ერთი გარემოება:
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათეულ მილიონ კილომეტრის მანძილით
დავშორდით ჩვენს ქვეყანას, ვარსკვლავებს შორის მანძილი სრულებით არ
შეცვლილა და აქაც ჩვენი ქვეყნის ნაცნობი ცა დაგვცქერის, თითქოს დედამიწა
დაინთქა სადღაც, ჩვენ კი უძრავად ვიდგეთ იქვე, სადაც პირველად ჩავსხედით
"რაუნიტ"-ში.
- ვარსკვლავები იმდენად დაშორებულია ჩვენი მზის სისტემას, რომ
ინსტრუმენტის დაუხმარებლად შეუძლებელია სივრცეში თუ ას მილიონ
კილომეტრის გადანაცვლებით გამოწვეული ცვლილების შემჩნევა ვარსკვლავთა
ურთიერთობაში. ჩვენ დედამიწაზე ყოველ წელიწადს უფრო მეტ მანძილზე
ვინაცვლებთ ხოლმე სივრცეში ადგილს, მაგრამ ვარსკვლავების მოხაზულობა
ცაში არ იცვლება ჩვენთვის.
- ვერ გავიგე, ადგილის რომელ გადანაცვლებაზე ლაპარაკობთ.
- იანვრის 1-დან ივლისის 1-მდე დედამიწა გაივლის თავისი ორბიტის დიდი
ღერძის მანძილს, დაახლოებით 300 მილიონ კილომეტრს. მიუხედავად ამისა,
ვარსკვლავების ურთიერთმდებარეობა შეიარაღებულ თვალებისათვის ოდნავაც არ
იცვლება.
- ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ და მეტს არ შეგაწუხებთ.
- ბრძანეთ.
- ცას რომ ვაკვირდები, ვამჩნევ, რომ იგი ბრუნავს, თუმცა ძალიან ნელა, მაგრამ
ვარსკვლავები მაინც ბრუნავენ ერთ რომელიღაც ღერძის გარშემო. მე მაკვირვებს
ეს გარემოება: ჩვენ ხომ დედამიწაზე არა ვართ. "რაუნიტი" კი არ ბრუნავს.
როგორ ავხსნა ეს მოვლენა, ნუთუ მართლა ზეცა ბრუნავს, ან თვალები
მატყუებს? - ამ შემთხვევაში თქვენი დაკვირვება სწორედ მოსაწონია, - შენიშნა
კამარელმა.
- "რაუნიტი" ბრუნავს.
- როგორ თუ ბრუნავს? - გაუკვირდა მაკდონალდს, - ახლა ამაზე არ
ვსაუბრობდით? "რაუნიტს" რომ არაფერი ეტყობა? - "რაუნიტს" არც ის ეტყობა,
რომ ის წამში 600 კილომეტრის სიჩქარით მიჰქრის კოსმიურ სივრცეში, მაგრამ
ეს ხომ ფაქტია.- "რაუნიტი" როცა ბრუნავდა, ჩვენ სიმძიმეს ვგძნობდით, - მიუგო მაკდონალდმა.
- მაშინ ისე სწრაფად ბრუნავდა, რომ ცენტრიდანი ძალა შეიქმნა, რამაც ჩვენ
სიმძიმე დაგვიბრუნა. ახლა კი სულ სხვა მიზანი აქვს და ძალიან ნელა ბრუნავს.
- რა მიზანი აქვს? - მზის სხივების მეტისმეტი მცხუნვარების შენელება. უჰაერო
სივრცეში მზის სხივებს არაფერი ანელებს და ხომალდის ის მხარე, რომელსაც
მზე ანათებს, ძალიან ხურდება. მართალია, ეს სითბო გადადის მანქანაში და
ხომალდის განათებისა და გათბობისათვის იხარჯება, მაგრამ სხივების მოქმედება
იმდენად ძლიერია, რომ მაინც რჩება ზედმეტი სიმხურვალე, რომელსაც ანელებს
"რაუნიტის" შეუმჩნეველი ბრუნვა.
ესენი რომ ამ ლაპარაკში იყვნენ, ჯერ ბრიანი გავიდა კაბინეტიდან, შემდეგ
დინგვეი. მაკდონალდმა ეს შენიშნა და ამიტომ აღარ განაგრძო ამჟამად მისთვის
ინტერესმოკლებული საუბარი ვარსკვლავებსა და კოსმიურ მანძილებზე და უცებ
მოჰკვეთა: - გმადლობთ, ახლა მესმის ყველაფერი.
და თვითონაც გავიდა და ბრიანის კაბინას მიაშურა.
ბრიანი და დინგვეი ცხარე ლაპარაკით იყვნენ გართული.
- მართალი ხართ, მართალი! - ამბობდა ბრიანი და ფანჯრის ჩარჩოს ნერვიულად
ებღაუჭებოდა. რა თქმა უნდა, ადრევე უნდა გვცოდნოდა, ვისთან გვაქვს საქმე
და უნდა გაგვეთვალისწინებია ყოველგვარი შესაძლებლობა.
- მე მაინც იმედი მაქვს, - რეტდასხმულივით დაბორიალებდა დინგვეი, - იმედი
მაქვს, რომ ჩვენებიც მიხვდებიან, რაა გასაკეთებელი.
- რაზე დაობთ? გამაგებინეთ! - ჩაერია მაკდონალდი.
- ხომ გესმოდათ, რა სთქვა? - ეცა ბრიანი, - ხომ ხედავთ, რას გვიპირებენ
თურმე, თუ დასცალდათ? - მუხრუჭებზე ლაპარაკობთ? - უკაცრავად, ეხლა
მოტორია და არა მუხრუჭი. მოესურვებათ, მიწას წაღმა მოაბრუნებენ, მოენებებათ
- უკუღმა. შეიძლება მთლად მოხსნან დედამიწა მზეს და სადმე ბნელ
უფსკრულში გადასჩეხონ! - ცხარობდა ბრიანი და ფანჯრის ჩარჩოს აბღაუჭებული
ჰაერში ტლინკებს ისროდა.
- ჩვენ ვწუხვართ, - დაუმატა დინგვეიმ, - რომ წამოსვლის წინ არ გავეცით
განკარგულება, რომ მუხრუჭები მოეთხარათ ყველგან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ
უჩვენოდაც მიხვდებიან.
- რას მიხვდებიან, საქმე არა გაქვთ? - ბრაზობდა ბრიანი, რომელიც
დარწმუნებული იყო, რომ მასთან ერთად მოშორდა დედამიწას მთელი
პოლიტიკური სიბრძნე და გამჭრიახობა.
- მომენტი კი მეტად შესაფერია ამჟამად დედამიწაზე, - განაგრძო დინგვეიმ. -
კარო თავისი "რაუნიტით" და მისი მარჯვენა ხელი კამარელიც აქ არიან,
მაშასადამე, ჩვენები თუ ივარგებენ, არა მარტო მუხრუჭს, ბევრ სხვა შხამიან
ფესვებს ამოსთხრიან.
- კი მაგრამ, რატომ გინდათ, რომ მუხრუჭები მოეხსნას დედამიწას? - იკითხა
მაკდონალდმა. - განა ჩვენ არ გამოგვადგება ეგ მოტორი? ბრიანს ცოტა მოეშვა.
- ოღონდ გავიმარჯვოთ და მუხრუჭებს ხელმეორედ ვერ დავდგამთ განა? - ეხე-
ხე! პესიმიზმი შეგპარვიათ! - გაუცინა მაკდონალდმა. - მე კი დარწმუნებული
ვარ, რომ მუხრუჭებიც ჩვენ დაგვრჩება და "ლურჯი კოლოფიც".
ბრიანს გულის სარკესავით გაუნათდა და მშვენიერ გუნებაზე დადგა.- შაქარი თქვენს პირს! თაფლი და შარბათი! - რაც შეეხება მიწის ბრუნვის
აჩქარებას, - განაგრძო შემპარავი ღიმილით მაკდონალდმა, - არც მე ვარ ამის
წინააღმდეგი. თქვენ რას იტყვით? - როგორ? - გსურთ თუ არა 17-ჯერ მეტი
სიჩქარით დატრიალდეს თავის ღერძზე ჩვენი საწყალი ქვეყანა? - არ ვიცი, რა
საჭიროა ეს კაცობრიობისათვის! - ვერ მიხვდა ბრიანი მაკდონალდის შეკითხვას.
- რად გვინდა ნეტავ დედამიწას ირგვლივ სარტყელივით შემოერტყას საშინელი
ორმო ღია საფლავივით? - გაუკვირდა დინგვეის მაკდონალდის ხუმრობა.
- თქვენ ვერ მიმიხვდით, ახლა მე მაცალეთ, - სთქვა მაკდონალდმა და იატაკს
ფეხი დაჰკრა. ავარდა ჭერზე, ხელი წაავლო სრიალას ჩარჩოს და ჰაერში
დაეკიდა.
- თუ ჩემი პროექტი არ მოგწონთ, მე უკან მიმაქვს, მაგრამ ჯერ მომისმინეთ.
ბრიანი და დინგვეი ფანჯარასთან "წამოწვნენ".
- ჩვენ ყურს გიგდებთ.
- ჩვენ ვბრუნდებით ჩვენს ქვეყანაზე, - დაიწყო მაკდონალდმა ხმამაღლა ოცნება,
- გამარჯვებულნი და ახალი იარაღით აღჭურვილნი. მოტორი იწყებს მუშაობას
და ჩვენის დაბრუნებით გახარებული დედამიწა საზეიმოდ ცეკვავს და
რეტდასხმულივით ტრიალებს. სიმსუბუქე და ჰაეროვნება შეიჭრება ჩვენს
სხეულში და გაიხარებს გამარჯვებით გამაძღარი გული ჩვენი. ეკვატორის
ზონაზე ზღაპრულ გველივით შემოერტყმის დედამიწას ღია უფსკრული,
შესაზარი და დაუნდობელი. მაგრამ ეს ზონა ჩაკეტილია და ჩვენს ხელთ არის
გასაღები. არ გვეშინია ჩვენ ამ უფსკრულის, რადგანაც ჩვენა ვართ ბატონი და
მბრძანებელი ზესკენლისა და ქვესკნელისა. გვჭირდება ჩვენ ეს უფსკრული ისე,
როგორც კარგად მოწყობილ ქალაქს კანალიზაცია... დედამიწასაც უნდა ჰქონდეს
საშუალება, რადიკალურად მოაწყოს თავისი ასენიზაცია. მიაქვს დედამიწას ამ
ზონაზე ყოველი სიბინძურე და ნაგავი და ჰყრის ამ უფსკრულში. ჩვენი
მოტორის სასწაულთმომქმედი ძალა სწმენდს დედამიწის სისხლსა და ნაწლავებს
ყოველგვარ შხამისა და უწმინდურებისაგან და კოსმიურ სივრცის ხვრელში,
როგორც კანალიზაციის მილში, ჰყრის ამ ნაგავს.
- მესმის, მესმის! - ღრიალებს ბრიანი, ავარდება ჭერზე და მაკდონალდს
გადაეხვევა. - ახლა მე მომეცი სიტყვა, მე განვაგრძობ! და ბრიანი განაგრძობს
მაკდონალდის პროექტს.
- იწმინდება კაცობრიობა ყოველგვარი სიბინძურისაგან და მთელდება და
საღდება ავადმყოფი სხეული, მისი ყველა მავნე მიკრობი სივრცის გაყინულ
უფსკრულში ცვივა.
* *
განვლო საჭირო დრომ. "რაუნიტი" შეუსვენებლად მიჰქროდა დასახულ
მიზნისაკენ. დედამიწის დისკო თანდათან დაცხრა, დამჭლევდა და ლურჯად
აკიაფებულ ვარსკვლავად იქცა, ხოლო მარსი გადიდდა და მისი სპილენძისფერი
დისკო მთვარესავით გაიზარდა.
ერთხელ, საერთო სადილის შემდეგ, კარომ კამარელი თავის კაბინაში მიიწვია.
- რამდენი საათიღა დაგვრჩა, მეგობარო! - როგორ? - გაეხარდა კამარელს და სახე
გაუნათდა.
- ვუახლოვდებით მარსს. მალე "რაუნიტი" უნდა დავამუხრუჭო.
- ვაშა! - შესძახა კამარელმა, ბავშვივით შეხტა ჰაერში და ბზრიალასავით
დატრიალდა.მარსი ელის დედამიწის დელეგაციას და მიიღებს კიდეც. ეხლა კი, წადით და
ისინიც გააფრთხილეთ: დამუხრუჭებას ვიწყებ.
კამარელი გავიდა.
მგზავრები საერთო კაბინაში შეიყარნენ და სავარძელზე დასხდნენ.
ატოკდა "რაუნიტი", თითქო უჩინარს რამეს სხეულს დაეჯახა, მგზავრებმა
სავარძლების ზამბარა მძლავრად ჩაჰღუნეს...
უფსკრულიდან თანდათან ამოფუვდა უცხო ქვეყნის ზედაპირი. რამდენიმე
წუთის განმავლობაში ზღაპრული სიჩქარით გაიბერა და გასივდა გოლიათ
ჯადოსანის მიერ გასროლილი ციური ბურთი და "რაუნიტი"-კენ დაეშვა.
გამოჩნდა ნარინჯისფრად შებურვილი ველები და ჰაერში თეთრ ღრუბლებივით
აფრენილი უცნაური კოშკები. უეცრად კოშკები აენთო და ჰაერი აივსო
ცისარტყელას ნამსხვრევით. მარსი სხივების სალიუტით ეგებებოდა დედამიწის
დელეგაციას. კიდევ რამდენიმე წუთიც და "რაუნიტ"-ის ყრუ კედლები შეანგრია
ქუხილივით აგრიალებულმა მუსიკამ და ფანჯრებს უზარმაზარ პეპლებივით
მოასკდა მფრინავი ყვავილები.
"რაუნიტი" მსუბუქად შესრიალდა მუსიკის, სხივებისა და ყვავილების ზღვაში.
XV
- "რაუნიტმა" ირიბად მოხაზა მუსიკის გრიალითა და ყვავილებით სავსე ჰაერი
და უზარმაზარ ზღაპრულ ფრინველივით შეფრინდა ღრუბელივით ამართულ
სადგურის თეთრად დაბაბთულ ბუდეში. იელვა ცისფრად ხომალდის ირგვლივ
და ოთხივ კუთხიდან ოთხი რკინის ურდული ელვარე ხმლებივით ჩაეგო
გვირაბის ქარქაშებში.
გაისმა რკინის კარების ჟღარუნი და ჩაკეტილ რაზების ზრიალი.
ხომალდზე ორი მარსელი ამოვიდა.
დელეგატები კაბინიდან შუშაბანდში გაიყვანეს, გადასხეს ლიფტზე და ჩაუშვეს
გუმბათივით მორკალულ ბროლის სადგურის ერთ განიერ დარბაზში.
პირველი შთაბეჭდილებით გაბრუებული მგზავრები უდიდესი
ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ ყველაფერს, რაც მათს გარშემო ხდებოდა,
მაგრამ მდგომარეობა იმდენად უჩვეულო იყო მათთვის, რომ გონებას
უძნელდებოდა აფორიაქებულად აღბეჭდილი სურათის წესიერად დალაგება.
კამარელი აუტანელ მღელვარებით ელოდა გედასთან შეხვედრას და დამშეული
თვალებით აცქერდებოდა ყველა მარსელს, მაგრამ ჯერ გედა არსად ჩანდა და
მას იპყრობდა გაუგებარი შიში. "რაუნიტზე" ათასჯერ წინასწარ განცდილი
სურათი სანატრელი პაემანისა მოულოდნელად ირღვეოდა, ოცნებით შექმნილ
ნათელ ხაზებში მოუთმენლობის ბინდი იჭრებოდა.
- მეგობრებო! - მიმართა დელეგატებს კარომ. - თქვენ აქ გამოგიცვლიან
ტანისამოსს, რადგან ჩვენს ატმოსფერულ პირობებში თქვენი ჩაცმულობა აღარ
გამოდგება.
- ჯერჯერობით განსხვავებას ვერ ვამჩნევ, - მორიდებულად წარმოსთქვა
მაკდონალდმა.
- ამ დარბაზში ხელოვნურად არის შექმნილი დედამიწის ატმოსფერული
პირობები, - განმარტა კარომ, - მაგრამ აქედან რომ სათანადოდ მოუკაზმავი
გახვიდეთ, ისევე იგრძნობთ თავს, როგორც ღრმა წყლიდან ამოყვანილი თევზი.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ აქ ჰაერი მეტად თხელია: თქვენებური ბარომეტრი თუ
750 მილიმეტრის წნევას იძლევა, აქაური ატმოსფეროს წნევა უდრის მხოლოდ 50მილიმეტრს. თქვენი შინაგანი წნევა კი შეფარდებულია დედამიწის
ატმოსფეროსთან.
- რა მოგვივა, ასე რომ გავიდეთ? - იკითხა შეშინებულმა დინგვეიმ.
- მეტად არასასიამოვნო ამბავი, - ღიმილით უპასუხა კარომ. - სხეული
ბუშტივით გაიბერება, დასკდება და სისხლისაგან დაიწრიტება.
ამ საუბარში მარსელებმა დარბაზში შემოიტანეს ჩვენებური ტრიკოსმაგვარი
მთლიანი საცვლები და მაგიდაზე დააწყვეს.
- ამას ჩაიცვამთ შიშველ ტანზე, - განაგრძობდა კარო. - სხვა არაფერია საჭირო.
წნევასაც და სითბოსაც მოგვრის თქვენს სხეულს საჭიროების მიხედვით. თქვენი
ტანისამოსი თქვენთვის გამზადებულ ბინაში დაგვხვდებათ, სადაც თქვენთვის
ჩვეულ პირობებში იქნებით.
დელეგატებმა ტანთ გაიხადეს და ჩაიცვეს მარსელებისგან ნაძღვენი უცნაური
ტილოს სამოსი.
- ეგ არის მაგნიტის ძაფებით ნაქსოვი, - უხსნიდა კარო, - ჩვენი ქვეყნის
სასწაულთმოქმედი ლითონი, რომელიც თქვენში ჯერჯერობით უცნობია.
შეერთებულია ჩვენი ჰაერის ლეტარგინთან და შეუძლია თქვენი სხეულის
შინაგანი წნევის გარედან ავტომატურად მიაგებოს შეფარდებული წნევა. ამავე
დროს გამოჰყოფს საჭირო სითბოსაც.
უცებ, ერთის წუთით, დარბაზში სავსებით დაბნელდა, და როცა ისევ განათდა,
დელეგატებმა ერთმანეთი ვერ იცნეს: მარსელებთან ერთად იდგა დედამიწის
ოთხივე ადამიანი უცნაური ალით შემოსილი, გრილი ცეცხლით ანთებული,
ბრწყინვალე და შარავანდედ-ჩაცმული.
იმავ წამს გაიხსნა წინა კედელი და გამოჩნდა მარსის ცა და ქვეყანა,
ამოოქროვილი ველი და ჰერში აფრენილი თეთრი კოშკები, უზარმაზარ
ყვავილების მფრინავი თაიგულები და თეთრად მოელვარე მარსელები,
ჟინჟღილებივით მოკიაფე მარსელები, ხომალდებზე და კოშკებზე შემდგარნი,
ჰაერში მფრინავი და დარბაზის წინ მოედანზე ზღაპრულ ყვავილებივით
დარაზმულნი.
ჰაერში იდგა მუსიკის შეუწყვეტი გუგუნი და ათასი ცისარტყელა, ერთმანეთს
გადაქსოვილი, ქმნიდა აფერადებულ სვეტების უნახავ აღნაგობას.
უცებ ისევ დაბნელდა, დელეგატები მოსწყდნენ იატაკს და სადღაც გაცურდნენ.
როცა განათდა, ისინი იდგნენ ევროპულად მორთულ ოთახში, იქვე დივანზე
ელაგა მათი ტანსაცმელი.
შემოვიდა კარო.
- ესეც თქვენი ბინა. შეგიძლიათ ჩაიცვათ თქვენი ტანისამოსი და მოიქცეთ ისე,
როგორც საკუთარ სახლში. თქვენს ბარგს თქვენს ოთახებში იპოვით. თუ რამე
დაგჭირდეთ - დარეკეთ.
კარომ სტუმრებს თავი დაუკრა და ოთახიდან გავიდა.
- მგონი, გათავდა ოფიციალური ცერემონია, - ჩუმად ჩაილაპარაკა მაკდონალდმა.
- პარადი დიდებული იყო, მაგრამ ძალიან ჩქარა დასრულდა.
- მე მიკვირს, რატომ არავინ მოგვეგება სიტყვით? - იკითხა ბრიანმა.
- მართლა, სად არის ამათი მთავრობა? - გაიკვირვა მაკდონალდმა. - ალბათ,
აქაური წესები და დიპლომატიური ურთიერთობა სულ სხვანაირია.
ამ ლაპარაკში დელეგატებმა ტანისამოსი გამოიცვალეს და თავიანთ ოთახებს
მიაშურეს.მთელი სახლი წარმოადგენდა ევროპულად მორთულ მშვენიერ ვილლას,
ყოველგვარი მოწყობილობით, აივნებით და პატარა ბაღით. ამრიგად, სტუმრებს
საშუალება ეძლეოდათ ისე გაეტარებინათ აქ დრო, რომ არც კი ეგრძნოთ უჩვევ
ქვეყანაში ყოფნა. მთელი ვილლა, თავისი ბაღითა და ეზოთი, ჩასმული იყო
ვეებერთელა ბროლის გუმბათში. ასე რომ, სტუმრებს თავისუფლად შეეძლოთ
ბაღში სეირნობა სრულიად უშიშრად; ჰაერიც და სითბოც ისეთივე იყო, როგორც
დედამიწაზე. გუმბათს გარეთ კი მათ გასვლა აღარ შეეძლოთ.
კამარელი დაბინავდა თავის ოთახში, იბანავა, ტანისამოსი გამოიცვალა და
ფანჯარასთან დაჯდა. გამჭვირვალე უნისლო ჰაერში თვალის მომჭრელად
ელვარებდა თეთრი მზე, კაშკაშა და სხივოსანი, როგორც კოსმიურ სივრცეში.
შავი ხავერდის ცა აქ ოდნავ შელურჯებული იყო, მაგრამ თხელი ჰაერის
საბურველი ვერ აკავებდა შორეულ მნათობებს და ალაგ-ალაგ თეთრად წვეთავდა
ვარსკვლავების შუქი.
უცებ სადღაც ტალანში ზარმა დაიწკრიალა.
დაუცხრომელი მოლოდინით აწრიალებული კამარელი წამოხტა და ოთახის კარი
გააღო.
არავინ ჩანდა, ზარი კი განაგრძნობდა წკრიალს.
ტალანში გამოვიდნენ თითო-თითოდ ჯერ დინგვეი, შემდეგ მაკდონალდი და
ბოლოს ბრიანი.
ყველანი ერთად შეიყარნენ და ზარისკენ გაემართნენ.
ზარმა ისინი შეიყვანა ღია სასადილოში, სადაც მათთვის გაშლილი იყო საუზმე.
ერთი მარსელი ქანდაკებასავით იდგა სუფრასთან - ევროპულ კაპელდინერივით
ჩაცმული.
- ამათაც ჩვენებური საჭმელები ჰქონიათ. - გაკვირვებით წამოიძახა დინგვეიმ და
სუფრას მიუჯდა.
- არა მგონია, - შენიშნა კამარელმა, - ამათი კვება უთუოდ სულ სხვანაირია, ეს
საჭმელები კი სპეციალურად ჩვენთვის არის დამზადებული.
- უთუოდ ასეა, - კვერი დაუკრა ბრიანმა. - ხომ გახსოვთ, როგორ
გაგვიმასპინძლდა კარო რაუნიტზე? სტუმრები სუფრას მიუსხდნენ.
საუზმის დროს ბაასის ერთადერთი საგანი იყო მარსელების შეხვედრის
უცნაურობა.
- სწორედ პატიმრებსა ვგევართ, - ამბობდა მაკდონალდი, - ვართ დამწყვდეული
ციხესავით დახშულ ბინაში და არავინ გვეკარება.
- იქნება მართლაც დაპატიმრებულნი ვართ? - შეეშინდა დინგვეის.
- რისთვის უნდა დაგვაპატიმრონ? - იკითხა კამარელმა.
- ვინ გაიგებს მათ ზრახვებს! - შიშნარევი ხმით წამოსთქვა ბრიანმა, რომელიც
შთაბეჭდილებათა ნამეტნაობისაგან მოქანცულად და უგუნებოდ გრძნობდა თავს.
ჩამოვარდა დუმილი.
კამარელმა ჭიქაში ღვინო დაისხა და დალია.
- მთავრობას ჩვენი მიღება არ უნდა, ალბათ, - სთქვა მან და ღვინიანი ბოთლი
ხელში აიღო და ეტიკეტს სინჯვა დაუწყო, - ვიდრე კაროს მოხსენებას არ
მოისმენს.
- წარმოიდგინეთ, ღვინო თბილისიდან არის წამოღებული, - დაუმატა მან და
ბოთლი სუფრაზე დასდო, - პირდაპირ საოცარია, რა მზრუნველობას იჩენენ
ჩვენს მიმართ ჩვენი უზენაესი მასპინძლები.- ნუ ჩქარობთ დასკვნებს! - გააფრთხილა მაკდონალდმა. - რა იცით, რისთვის
დაგვჩერებია თავზე ჩვენებური პოლისმენივით ეს გაქვავებული მარსელი? ჩვენ
მისი არაფერი გვესმის და ამას ჩვენი, რა უნდა აქ, შემოჩენილი ხომ არ არის? -
თუ ჩვენი არაფერი ესმის, როგორ უნდა გვიდარაჯოს? - კითხვა შეუბრუნა
კამარელმა.
- ჩვენს მოქმედებას ადევნებს თვალყურს. შეხედეთ, როგორ უელავს თვალები! -
ვინ იცის, იქნება ესმის კიდეც ჩვენი საუბარი, - სთქვა ბრიანმა.
- შეუძლებელია! - წამოიძახა მაკდონალდმა და უცებ მარსელისაკენ მოტრიალდა.
- მეგობარო! რომელი საათია თქვენებურად? - თოთხმეტი! - გარკვევით
წარმოსთქვა მარსელმა ინგლისურად.
იმდენად მოულოდნელი იყო ამ გაშეშებული მარსელისაგან ინგლისური სიტყვა,
რომ ეს სრულიად უწყინარი და მშვიდობიანი „ფოურტეენ“ ყუმბარასავით
გასკდა და გაოცება გამოიწვია.
- გმადლობთ! - წაიბუტბუტა მაკდონალდმა, წამოვარდა და სასადილოდან
გავიდა. მას მიყვნენ ბრიანი და დინგვეი.
კამარელი მარტო დარჩა სუფრასთან.
მაგიდაზე იდაყვდაყრდნობილს თვალებზე ხელები აეფარებინა და ფიქრებს
გაეტაცნა.
მას არ გაჰკვირვებია, როცა მარსელმა ინგლისურად დაილაპარაკა. იგი მაშინვე
მიხვდა, რომ ეს გედას მიერ მოწყობილი საქმე იყო. მას მხოლოდ ის უკვირდა,
რომ აქამდე გედა არ გამოჩნდა და ესოდენ ნანატრი პაემანის წუთი ასე
გაუგებრად იგვიანებდა. "უთუოდ რაღაც მოხდა, - ფიქრობდა იგი, - რაც გედას
ართმევს ჩემი ნახვის საშუალებას".
- მოსვენებას ხომ არ ინებებთ? - მოულოდნელად შეეკითხა კაპელდინერი
სუფრაზე ნაღვლიანად დამხობილ კამარელს.
კამარელი შეკრთა, თითქოს საიდანღაც ნაცნობი ხმა მოესმაო, და გაკვირვებით
ჩააცქერდა მარსელ ლაქიას.
უცნობი სახის გულგრილმა გამომეტყველებამ შეანელა კამარელის
ცნობისმოყვარეობა.
- მივდივარ, - სთქვა კამარელმა და წამოდგა.
მარსელმა თავი დაუკრა და ტალანში გავიდა. კამარელიც მას მიჰყვა.
კამარელის ოთახის კართან მარსელი შედგა, შემდეგ კარი შეაღო, ჯერ კამარელი
შეუშვა და მერე თვითონაც შევიდა.
- ხომ არაფერს დამავალებთ? - ჰკითხა კამარელს, კარი მიხურა და ისევ
ჯარისკაცივით აიტუზა.
- გმადლობთ, არაფერი მინდა, - უგუნებოდ უპასუხა კამარელმა და თან
გაიფიქრა: "ამ ციხეშიაც თვალს გვადევნებენ. რად დასჭირდათ ამგვარი
სიფრთხილე?".
მარსელი კი, თითქოს კამარელის ფარულ გაფიქრებას ადასტურებსო, უძრავად
იდგა კარებთან და არაფრით არ ამჟღავნებდა წასვლის სურვილს.
- იდგეს, ვიდრე არ მობეზრდება, - თქვა თავის გულში კამარელმა, წამოწვა
დინვაზე, თვალებზე მარჯვენა მკლავი დაიფარა და იმავ ფიქრებს მიეცა.
"შეიძლება აქ არ არის ამჟამად... მაგრამ რატომ არ გამაფრთხილა წინასწარ?..
კარო მაინც მოვიდოდეს მალე, უთუოდ ვკითხავ!.."
და უცებ მოულოდნელმა ფიქრმა ისარივით გაუარა გულში: "ვაითუ ეკრანი
მოჩვენება იყო და გედა არც არსებობს..."ამ შემზარავმა იჭვმა ელვასავით გაურბინა სხეულში და ფიზიკური ტკივილი
აგრძნობინა. გველნაკბენივით წამოვარდა ზეზე და... უეცარი გულისტკივილი
გააქრო უეცარმა სიხარულმა: კაპელდინერის ნაცვლად კარებთან იდგა ნათლით
მოსილი გედა ნუავე, სწორედ იმ სახით, როგორითაც მრავალჯერ უნახავს
ჯადოსნურ ეკრანზე.
ახლა ცხადი იყო, რომ ეს არ იყო მოჩვენება, არც ეკრანზე აღბეჭდილი სახე
შორეულ პლანეტელ ქალისა; მათ შორის უკვე აღარ იყო გაუვალი უფსკრული
კოსმიური ღამისა, - ეს იყო ცოცხალი გედა ნუავე, სისხლით აჩქროლებული
მკერდით მსუნთქავი, ელვარე ჰაერის ნისლით შემოსილი, მიმზიდველი
განუზომელად და დაუთრგუნველი ვნებით დამათრობელი.
იდგა ჟინჟღილივით ანთებული, მღელვარე სხეულის ცეცხლოვან ნაკვეთების
შუქმფენად მჩენი, და შავი ალით დაფერფლილ თვალებს შავ პეპელასავით
აფარფალებდა.
კამარელი ნელი ნაბიჯით გაემართა მისკენ, უსიტყვოდ, გულის ცემისაგან
შინაგანად აკანკალებული, მოურევნელი სიამისაგან ენადაბმული.
გედამაც გადადგა მისკენ ორიოდე ნაბიჯი და ორი ანთებული სხეული ერთ
კოცონად აბრიალდა...
როცა პირველი ალერსის თავბრუდამხვევი ალმური ოდნავ მინელდა, გედა
უეცრად წამოდგა, "მალე გნახავო" - წასჩურჩულა ყურში კამარელს და
ელვასავით გაკრთა და გაუჩინარდა.
დიდხანს იჯდა კამარელი დივანზე გარინდული, გაოცებული და ჯერ კიდევ
შემორჩენოდა მის მკლავებს, მის მკერდსა და სახეს საყვარელი ქალის სითბო და
სურნელი, სუნთქვა და სიმძიმე...
კამარელს უყვარს გედა, გედასაც უყვარს კამარელი.
კამარელი ხელს სთხოვს გედას. გედა თანახმაა.
კამარელი ხელს უწვდის გედას. გედა თავის ხელს ათავსებს კამარელისაში და
უჭერს. შემდეგ ოდნავ შეანჯღრევს...
კამარელს ეღვიძება...
მის წინ თავდახრილი დგას მოახლე ქალი და ხელზე ხელს უჭერს. უღიმის.
კამარელი შეშფოთებული, გამოურკვეველი შესცქერის მოახლეს. მას გრძელი,
საოცარი სიზმარი უნახავს...
- ვიღაც კაცი გეწვიათ.
კამარელმა გაოფლილ შუბლზე ხელი გადაისვა და შემდეგ თმებში შეიცურა
თითები.
გასაოცარი, გამოუცნობი გრძნობა მორეოდა.
- სთხოვეთ.
მოახლე გავიდა...
შემოდის საშუალო ტანის მამაკაცი მისთვის ნაცნობ ტანსაცმელში და შავად
მოელვარე უზარმაზარი სათვალით.
კამარელი წამოდგა. უცნობმა ხელი გაუწოდა კამარელს და თავი გააცნო.
- ინჟინერი ვაისმანი!!!...