როგორც ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყები

უმწეონი და შეუბუმბლავები,

წუთისოფლის უწესრიგობას რომ ვაწყდებით,

გვიკვირს, როგორ ვუმკლავდებით!

 

არყოფნის შვილებს ბევრი რამე გვეუცხოვება,

ღვთის იმედად ვართ, მხოლოდ დამხოლოდ...

სულ ასე მიდის უთავბოლოდ ჩვენი ცხოვრება,

უსასრულობას რადგან არა აქვს თავი დაბოლო.