დაიბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სამი კურსი.

1944-1959წწ. პოლიტპატიმარი: პატიმრობის 16 წლის მანძილზე იყო ტყის მჭრელი, ჩრდილოეთ ოსეთის სატყეო კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი (1945-1947); 1947-1950წწ. ბელორუსიის სატყეო მრეწველობის სამინისტროს ტყის გადამამუშავებელი კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი; განთავისუფლების შემდეგ საქართველო - აშშ ერთობლივი საწარმოს "ამსაქფილმის" დამაარსებელი და დირექტორი, ალმანახ "კინო"-ს დამაარსებელი და დირექტორი, საქართველოს სახკინოს სარეკლამო-საინფორმაციო ბიუროს დამაარსებელი და დირექტორი (1969-1972); 1972-1976წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმი"-ს მეორე გაერთიანების დირექტორი; 1983-1989წწ. კინოსტუდია "მემატიანეს" დირექტორი; ქართულ სულიერ ფასეულობათა დაცვის ასოციაცია "ივერია"-ს და გაზეთ "ახალი ივერია"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავჯდომარე (1999); გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიცისტური სტატია (1976 -1998), მოთხრობების სამი კრებული (1965-1968), საბავშვო იგავ-არაკების კრებული (1967), რომანები. 1994-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი საკომპესაციო სიით, საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი. მინიჭებული აქვს სახალხო მწერლის წოდება. დაჯილდოვებულია უცხოური, რუსული, ქართული პრემიებითა და პრიზებით. თავისი ნაწარმოებები დაბეჭდილი აქვს მსოფლიოს ხალხთა ოცდაათ ენაზე. 2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.-თბ., 1996-97.-გვ.14; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 65

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

    არალეგალური ანტისაბჭოთა ორგანიზაციის "თეთრი გიორგი", დამფუძნებელი
    ინტელელექტუალთა საზოგადოება, დამფუძნებელი (1998-)
    საქართველოს თავდაცვის ფონდი, თავმჯდომარე (1992-1995)
    საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი (1965-)
    საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1994-1995)
    საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1965-)
    საქართველოს სახელმწიფო საბჭო, წევრი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

    2009 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
    2001 - თბილისის საპატიო მოქალაქე
    1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    1995 - ღირსების ორდენი
    1994 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
    1979 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
    წმინდა გიორგის ორდენი
    დავით გურამიშვილის სახელობის პრემია
    ვახტანგ გორგასლის ორდენი

ბიბლიოგრაფია

    გორა მბორგალი : რომანი (ავტორი). - თბილისი, საქინფორმკინო, 1995. - 661გვ.
    დათა თუთაშხია : რომანი (ავტორი). - თბილისი, ჭაბუა, 1974. - 687გვ.