მაშინ აღავლინა ღაღადისი თუთაშხამ მიმართ ცათა
– ჰე, უზენაესო! არა სართეველად თავისა ვეზიარე ფიქრთა; არა კვართისა ჩემისათვის
ვბეჭვე ქსელნი, არა ძიებად შურისა ვეც მახვილნი და არა ათინათისგან მოჯადოებით
გარდვიქმენ ძედ ხორციელად. არამედ სნებათაგან განკურნებისთვის მოდგმისა კაცთა.
გარნა უქმ მექმნენ ხმევანი გონთა და ძალთა, ვერა მოიღო ნაყოფი კეთილი თესლმან,
რომელი ვბნიე მე, რამეთუ არა მომეც ნიჭი გარდაქცევისათვის სიკეთედ ბოროტებისა. აწ
მოველ და მომაგე ხვედრი ჩემი და მივაგო ნაგრამსა შენსა.
და განისმა ხმა:
– არა იყავ ძე ხორციელი და მით ვერა ეზიარე სიღრმეთ კაცთა გუნებისა. ნარვედ და
ჰპოვებ მეინახეთა, რომელნი: იზრახვიდნენ ძღვნისა მირთმევას მავანისათვის, გარნა
მიჰქონდეთ უბითა მახვილი და ფლასთაგან ძრცვიდნენ მას; ეკრძალვოდნენ აუგის თქმასა
მიმართ მოყვასისა, გარნა ამოხორვილ ჰქონდეთ პაღვი ხორცითა მისითა და ეწადოთ მეტ,
ჰღაღადებდნენ თაყვანს ღმრთისასა, გარნა სასოებდნენ სატანასა და მძლავრებას მისას
ღმერთსა ზედა. ხოლო შენ სდექ მკვიდრად და ურყევლად რწმენასა, ვითარმედ
სრულქმნისათვის ღვაწლი არს ჭეშმარიტი დანიშნულება კაცისა და დაგესხმის ნიჭი
გარდაქცევისათვის სიკეთედ ბოროტებისა!
მიეცა თუთაშხა ნებითა თვისითა წამებასა უმძიმესსა, სწორად მათისა, რომელნი იყვნენ
ერისკაცნი უწამებულესნი. შემდგომ მარტვილობისა განმოეფინა შუბლისა იგურდივ
ნათელი სხივთა, უკუმოიქცა სოფელსა და ჰრქვა:
– ესერა, კაცნო! მოველ ხსნისათვის თქვენდა მძლავრებისაგან ურჩხულისა. ჰა, მაგალითი,
ვით არს ჯერ მისვლა მსხვერპლად მოყვასისა თვისისათვის, ერისა მარადობისათვის,
სრულქმნისათვის სულისა კაცობრიულისა!
მოიკვეთა თუთაშხამ თავისითავე დაშნითა მკლავი მარცხენა, მიუგდო ურჩხულსა და
დანთქა მან; მოიკვეთეს და მიუგდეს მათ ცოტა კაცთაც და დანთქა მან; მოიკვეთა
თუთაშხამ ფეხნი ორთავ, მიუგდო ურჩხულსა და დანთქა მან; მოიკვეთეს და მიუგდეს
მათცა და დანთქა კვალად. შედეგად ამისა იცვალა ფერი თვისი საზიზღარი ურჩხულმან
და ნაკლულ იქმნა ძალი ცეცხლისა გადმომდინარესი ხახით. იხილა ერმან ესე ყოველი და
რომელთავე აგრეთვე აჭმიეს ასონი თვისნი მას ურჩხულს.
აღედგინა ურჩხული ორთა ფეხთა ზედა, ვითა კაცი, კნინ ექმნა ბრჭყალნი და დინგი მისი
გარდაიქცა სახედ კაცისა.
მაშინ განიპო მკერდი თუთაშხამ, აღმოიგლიჯა გული თვისი, უბოძა ურჩხულსა, ხოლო
არა დანთქა მან, არამედ ჰრქვა მეტყველებითა კაცებრითა:
– არღა ვარ მწყურვალი სისხლთა, არღა მიძს სურვილი ჭამად კაცთა.
და მიეცა მყის ყველაკასა ახალი, რომელთა მოიკვეთეს ასონი თვისნი.
– არა ჰკლათ კაცი ესე და აჰა, ნიჭი თქვენ, გარდაქცევისათვის სიკეთედ ბოროტებისა.
დაუტევა სულმან თუთაშხასამან ხორცნი მიწასა ზედა, აღევლინა ცად, დაჯდა მთოვარედ
და იქმნა ძე იგი ხორციელი ღმერთად.
ალექსი სნეგირი
მეტეხის ხიდი გადმოვიარეთ, ორთაჭალისკენ გავუხვიეთ. იმ უცნობ პატიმარს ავხედ–
დავხედე. პატარა ტანისა იყო, ასე, ოცის, ოცდაერთისა იქნებოდა და ძალიან გაჭიმული
მობრძანდებოდა. დამაინტერესა, – ნეტავი, რა ჯურის კაცი უნდა იყოს–მეთქი. თომას
გვერდში იყო, ვანიშნე, გამასლაათებოდა. კარში უცნობ ადამიანს გამოკითხვა რომ
დაუწყო, – ვინა ხარ და რა კაცი ხარო, უზრდელობაში ჩამოგერთმევა. ციხეში პირიქით
არის – ამ პროცესს გამასლაათება ჰქვია და ყურადღების, თანაგრძნობის ნიშანია. ამდენად,
ისიც ჩვეულებრივი რამ არის, თუ გკითხეს, – რა ჩაიდინე, რისთვისა ზიხარო.
– რა კაცი ხარ? – გადაელაპარაკა თომა ჩვენს გაჭაჭულ თანამგზავრს.
– კაცი ვარ! – სასხვათაშორისოდ მიუგო მან.
ციხის ენაზე ეს იმას ნიშნავდა, – “კანონიყრი ქურდი” ვარო!
– რაზე ზიხარ?
– რაზეც, – ცივად მოუჭრა.
– რამდენი გაქვს? – სასჯელი იგულისხმებოდა,
– რამდენიც არის! – რა შენი საქმეაო.
– მერამდენე ჯდომაა?
– მერამდენეც არის! – მიუგო ბიჭმა და გულმოსული თვალი ესროლა.
– რა გქვია? – განზრახ აღარ მოეშვა თომა.
– პოქტიას მეძახიან! – თავი აღარ უნდა დამანებოო?
– სახელია თუ მეტსახელი?
– რაც არის! – ლაპარაკს მოვრჩითო.
– ამას გოროდოვოის ბიჭის მტრედები ეყოლება მოპარული, – ჩურჩულით დამიდასტურა
მიხვედრა თომამ.
პოქტიას ყველა პასუხის შინაარსი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც კანონიერი ქურდისა
იქნებოდა, მაგრამ ინტონაციაში გაიყიდა – ქედმაღლად, უტიფრად დაიჭირა თავი, ქურდი
კი ასეთ შემთხვევაში ზრდილობიანია, შემპარავია და, როგორც ჩანს, პოქტიასთვის ციხის
საქციელის მსწავლებელს საქმის ეს მხარე მხედველობიდან გამორჩენოდა. თვით პოქტია
დარწმუნებული იყო, რომ თავის “არისტოკრატულ” წარმოშობაში სავსებით დაგვაჯერა და
ისევ ისე იჭაჭებოდა. ერთი სიტყვით, ციხეში ადვილად და სხვის ხარჯზე ცხოვრების
საფუძვლებს აქედანვე იქმნიდა ბიჭი. ამას რაც მოჰყვა, ახლავე მოგახსენებთ.
ორთაჭალის ციხემ “დაგვამუშავა” – ადმინისტრაციის ენაზე ასე ერქვა პატიმრის მიღების
პროცედურას, რაც, ძირითადად, გაჩხრეკასა და მოყვანილთა დავთარში გრაფეგის
შევსებას ნიშნავდა, და კარანტინისკენ წაგვიყეანეს.
დაიჩხრიალეს კლიტეებმა და ურდულებმა. გაიღო კარი – საკნის სიმყრალე და ხორხოცი
ცხვირ–პირში წიხლივით გვეძგერა. ზედამხედველმა დაიძახა:
– ტარასტა, ტრი ჩალავეკ, მეტეხიი! – და ზურგს უკან კარი ჩაიკეტა.
ეს იყო უზომოდ გრძელი, ვიწრო, ბნელი და ნოტიო საკანი მთავარი კორპუსის
ნახევარსარდაფში. მიუჩვეველი თვალი მხოლოდ ლანდებს არჩევდა, ლანდები კი იმდენი
იყო, რომ იქაურობა ერთ მთლიან, მოფუთფუთე ფანტასტიკურ ორგანიზმს უფრო ჰგავდა,
ვიდრე მრავალი ადამიანისგან შემდგარ მასას.
– ადგილი არ არის, ბატონო, ვეღარ გაიგო ამ ხალხმა! რომ ტენიან და ტენიან, სად ტენიან,
ნეტავი?! მოეწყვეთ მანდ, არ არის ადგილები! – იმ აურზაურში ძლივს მოისმა “ტარასტას”
ხმა საკნის ჩაბნელებული სიღრმიდან.
– მოდი აქ. – გასძახა თომამ მამასახლისს.
თვალი სიბნელეს მიეჩვია. მხარმარცხნივ უხუფო, პირთამდე სავსე პარაშა იდგა და მისგან
უკვე ერთ ნაბიჯზე იატაკი არ ჩანდა – ხალხი იწვა. აქვე, პირდაპირ, მწოლიარე ხალხში
იდგა პატარა მაგიდა, პატიმრები დომინოს თამაშობდნენ. საკანს მთელ სიგრძეზე
გასდევდა ორსართულიანი ტახტი და ტახტს ზემოდან, სამ ადგილას, გისოსიან
სარკმლებში ცოტაოდენი სინათლე შემოდიოდა. მარჯვნივ! ზემო სართულზე, პატიმრების
ჯგუფი მოკალათებულიყო, ერთ–ერთი რაღაცას ყვებოდა, სხვები დროდადრო ხმამაღლა
იცინოდნენ. სულ ბოლოში, სარკმელთან, რამდენიმე კაცი ქაღალდს თამაშობდა. უკეთ
ვთქვათ, ორნი თამაშობდნენ, სხვები მაყურებლები იყვნენ.
– მოვედი. რომელი ხარ?! – თქვა მამასახლისმა.
– ჩვენ დასაგები არაფერი გვაქვს, იატაკზე ვერ დავწვებით. ტახტზე მისწი–მოსწიე ხალხი, –
უთხრა თომამ.
– ახლავე, ბატონო... საწოლებს მოგართმევთ, ქვეშაგებს, თეთრეულს, სამოვარს!!!
– მოკეტე! – შეაწყვეტინა თომამ – ორი ადგილი ზემოთ! დროზე!
მამასახლისი მიხვდა, რომ ხუმრობა და ქილიკობა აღარ გამოადგებოდა, მაგრამ კარანტინი,
მართლაც, უსაშველოდ იყო გადატვირთული. ვინ იცის, ეს მერამდენედ უნდა მიეწ–მოეწია
ხალხი და ან თუ კიდევ დარჩა მისაწევ–მოსაწევი ვინმე? მამასახლისმა ტონი შეიცვალა
მაგრამ ჭიჭყინს უმატა:
– წადით, ბატონო, და სადაც ნემსის ჩასაგდები ადგილი იპოვოთ, შეგარგოთ ღმერთმა.
რავა, მე ის კი არ ვარ... რა ქვია იმას?..
ჩვენი არ იყოს, არც პოქტიას აწუხებდა ბარგიბარხანა. იქაურობას გაეცალა, ტახტის
გასწვრივ დატოვებულ ბილიკზე ბოლთის ცემას შეუდგა. სწრაფად დადიოდა, ხელები
გავაზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. ეს ილეთი კარგად გამოუდიოდა, სწორედ ისე
იქცეოდა, როგორც არაერთგზის ნაციხარმა კაცებმა იციან.
შევამჩნიე, ამ შეხლა–შემოხლას შორიახლოდან ერთი ახალგაზრდა კაცი გულდასმით
უსმენდა. მერე მოგვიახლოვდა, თომას დააკვირდა და წავიდა.
სანამ ჩემი ძმაკაცი მამასახლისთან კამათში დროს ატარებდა, მე საკნის თვალიერება–
შესწავლით ვიყავი გართული. ჩვენს პირდაპირ, ტახტის ზემო სართულზე, ერთი კაცი
პერანგის ამხანაგის ამარა იჯდა, თავისი შარვალი ხელში ეჭირა და საგულდაგულო
დაკვირვების მერეღა დავრწმუნდი, რომ მკბენარს კი არ ხილავდა, ღილს იკერებდა.
გავიფიქრე კიდეც, – მამაცხონებული, ამ სიბნელეში, ნეტავი, რას ხედავს–მეთქი. იქვე
ფეხმორთხმით იჯდა თეთრწვერულვაშა კაცი, გიშრის კრიალოსანს აჩხაკუნებდა და
ღილის დაკერების პროცესს დასცქეროდა. ბებერი კი არა, ნაადრევად გაჭაღარავებული
იყო. ვიგრძენი, ეს კაცი სადღაც მენახა, საიდანღაც ვიცნობდი. ვიგრძენი და, თითქმის,
დავრწმუნდი კიდეც, მაგრამ გამოცნაურების დრო არ იყო, უნდა როგორმე
დავბინავებულიყავით.
ის ახალგაზრდა კაცი დაბრუნდა, რომელიც თომას აკვირდებოდა; ყაყანში, როგორღაც
დრო იხელთა, თომას ჰკითხა:
– თქვენ თომა კომოდოვი ხართ!
თომამ ახალგაზრდას ახედ–დახედა და მიუგო:
– დიახ!
– წამოდით აქეთ. მე შალვა თუხარელი ვარ.
მამასახლისმა თვალები დაჭყიტა. ჩვენ უკვე ვიღაცეებს ვალაჯებდით, ბილიკისკენ
მივიწევდით როცა “ტარასტამ” მოგვაძახა:
– კომოდოვი კაცო! მერე, ვერ თქვი დროზე?!
პოლიტიკურები მარცხენა კუთხეში, ფანჯარასთან, ზემო სართულზე
მოკალათებულიყვნენ. ხუთ კაცს ოთხი ლოგინი ჰქონდა, შედარებით ხალვათად იწვნენ და
ჩვენ ორივენი, შეიძლება ითქვას, თავისუფლად შეგვიკედლეს.
ციხეში, და ისიც, რევოლუციის მსვლელობის დროს, სალაპარაკოს რა გამოლევდა! ახალი
თუ ძველი ამბების მოყოლასა და განსჯაში მთელი საათი გავიდა. პოქტია ისევ ისე
დაიარებოდა. მისი საქციელის შინაარსი და მიზანი ის გახლდათ, რომ მამასახლისს
თავისით უნდა მიეპყრო ყურადღება კაცისთვის, რომელიც არც რამეს თხოულობს, არც
“რკინის რიგში” იკავებს ადგილს და ნერვოზულ, სწრაფ ბოლთას სცემს. “რკინის რიგი”
ნიმნავს, რომ კაცს მხოლოდ ერთი მტკაველი ეკუთვნის იატაკზე, აქ წოლაც მხოლოდ
გვერდზეა შესაძლებელი. ძილის დროს ყოველი გადაბრუნება მეზობლების გაღვიძება–
შეწუხებას იწვევდა – ერთი ღრენა და ჯაჯღანი ატყდებოდა ხოლმე. ამიტომ ღამით,
გვერდის შენაცვლება მამასახლისის განკარგულებით, მთელი “რკინის რიგისთვის”
ერთდროულად ხდებოდა: ყველა ერთად გადაბრუნდებოდა და ყველა ერთად
განაგრძობდა ძილსა თუ თვლემას...
პოქტიაზე ვლაპარაკობდი. მან ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ საკნის მამასახლისს
კანონიერ ქურდად მიეჩნია და ადგილი მიეთავაზებინა, მაგრამ მამასახლისი “დამპალი”,
ანუ ციხის ცხოვრების თავისებურებებში კარგად გარკვეული კაცი აღმოჩნდა, პოქტიას
სიყალბე მყისვე იყნოსა და აღარც რაიმე ყურადღება მიუქცევია, – ივლის, დაიღლება და
პარაშასთანაც მყუდროდ მოეწყობაო! როცა ბოლთის მეთოდმა არ გაუმართლა, პოქტიამ,
როგორც ციხეებში ნათრევ კაცს შეეფერებოდა, სხვა ხერხს მიმართა – ადგილის წართმევის
ხერხს. საამისოდ პოქტიამ ის კაცი შეარჩია, რომელიც ცოტა ხნის წინ შარვალზე ღილს
იკერებდა. არჩევანი ფორმალურად სწორი იყო. კაცი ზის, შარვალზე ღილს თავისი ხელით
იკერებს, ესე იგი, ქურდი არ არის, – დაასკვნა პოქტიამ და ამაში თითქმის მართალიც იყო,
რადგან ციხეში ქურდს ლაქია და მომვლელი არ მოაკლდებოდა. ის კაცი არც ტანსაცმლით
ჰგავდა ცოტად თუ ბევრად “გამოსულს”. გახუნებული ხალათი, ღდინგაცლილ
სალდათურ მძიმე ჩექმებში ჩატანებული შარვალი, მოკუნტული ზის, ფიქრობს.
რაღაცნაირად დაემთხვა, რომ როცა საუბარს მოვრჩით, ძირს ჩავედი, – გავიარ–გამოვიარო,
მუხლებში გავიშალო–მეთქი. მოსიარულე რამდენიმე იყო. მეც მწკრივს ავედევნე და
გავყევი. ცოტა ხნის შემდეგ პოქტია თავის მსხვერპლთან გაჩერდა, ბილიკი ჩაიკეტა,
მოსიარულეები უნებლიეთ შეჩერდნენ. ათიოდე ნაბიჯის მოშორებით ვიდექი, ჰოქტიას
მევცქეროდი, – ვნახოთ, რა მოხდება–მეთქი.
– ჩამო, ბიძა! – მთელი თავისი მრისხანებისა და ფეხმოუცვლელობის უნარი ჩააყოლა
პოქტიამ იმ ორ სიტყვას.
“ბიძა” არც განძრეულა, არც წარბი შეუხრია, არც შესტყობია, თუ გაიგონა რამე. მარტო
თეთრწვერულვაშამ მოიხედა, ჰოქტიას თვალი სხვათაშორის შეავლო და ისევ მიატრიალა
თავი.
იმწამსვე ვიცანი – დათა თუთაშხია! კინაღამ შევყვირე, მაგრამ ვერ მოვასწარი... “ბიძამ”
მუხლი გაშალა, სალდათური ჩექმის ცხვირი პოქტიას შიგ სიფათში აძგერა, წამიერი
გარინდეგა საკმარისი აღმოჩნდა, რომ დარტყმა განმეორებულიყო. პოქტია შეტორტმანდა,
ცხვირიდან თქრიალით წამოსკდა სისხლი.
დათა თუთაშხია აუმღვრევლად არაკუნებდა კრიალოსანს, თვალებს დინჯად
დაატარებდა: ხან პოქტიას უყურებდა ხან – ეგზეკუტორს, ხან დამსწრეთა რეაქციას
აკვირდებოდა.
დომინოს ქვებს მაგიდაზე ჭახაჭუხი გაუდიოდათ.
– ზედ დაგვდის კაცო! – დაიძახა იატაკზე მწოლიარეთაგან ერთ–ერთმა და სისხლის
წვეთებს გაერიდა.
– პარაშასთან მიდი... წამო, კაცო, აქეთ წამო!..
ხალხი გაიწ–გამოიწია, გზა დაუგდეს. პოქტია პარაშასთან მივიდა, ცხვირის მოვლას მიჰყო
ხელი.
– ხარჩოჯან, ეგრე გამეტებით არ იქნება ჩემმა მზემ! – ვიღაცამ დაიძახა და ამ მეტსახელით
მივხვდი, ვინც იყო ეს კაცი.. პროფესიით ყვავილების ვაჭარი, მოწოდებით – აქტიური
მამათმავალი, რაც პერიოდულად იწვევდა მის მობრძანებას ორთაჭალაში.
– ჰა, ბალი ორი შაურიაო?! – შეუღრინა პასუხად ხარჩომ, წვივები შეიკეცა და პოქტიას
ვიზიტამდე დაწყებული ფიქრი განაგრძო.
შივასავით იჯდა, ჰგავდა კიდეც.
ბოლთის მწკრივი დაიძრა, მეც მივყევი. რატომღაც ეჭვი მეწვია, – იქნებ ვცდები, ეს
თეთრწვერულვაშა კაცი დათა თუთაშხია არ არის, კიდევ უნდა დავაკვირდე–მეთქი.
პოქტია, სანამ სისხლის დენამ უკლო, პარაშაზე იყო დახრილი, მერე იქვე, მართალია,
შეძლებისდაგვარად მოშორებით, მაგრამ მაინც პარაშის სიახლოვეს ჩაჯდა, თავი
ზურგისკენ გადაიგდო და გაინაბა.
პარაშასთან ჩაჯდა! ეს იმას ნიშნავდა, რომ პოქტია ქურდის უფლებებზე პრეტენზიას
აღარასოდეს განაცხადებდა და, თეორიულად ასე საფუძვლიანად მომზადებული, მალე
თავადაც მიხვდებოდა, რომ ციხეში ცხოვრების, სიცოცხლის შენარჩუნების სხვა რამ გზა
უნდა ეძებნა.
ერთი–ორჯერ კიდევ დავბოლთე და ჩემიანებთან ავედი. ანდრო ჭანეიშვილს შევეკითხე,
ის თეთრწვერა კაცი ვინ არის–მეთქი.
– დათა თუთაშხიაა. გაგიგონია?
გამეცინა.
გამოირკვა, რომ დათას ხუთად ხუთი წელი ჰქონდა მისჯილი. ვადას აქ, ორთაჭალაში
იხდიდა. ერთი თვის წინათ, რატომღაც და რაღაცისთვის, ჟანდარმერიის საპყრობილეში
გადაეყვანათ და ცხრა თუ ათი დღის შემდეგ ისევ ორთაჭალაში მოეყვანათ. მთელი ციხე
იცნობდა და მეგობრებიც ჰყავდა.
– როგორ უჭირავს თავი? – ვიკითხე მე.
– არის თავისთვის.
ჩემი ახალი მეგობრები დაინტერესდნენ და საქმე მაინც არაფერი
თუთაშხიასთან შეხვედრებისა და ურთიერთობების მოყოლას შევუდექი.
იყო, დათა პოქტია თავჩაქინდრული იჯდა, ხელს წარამარა ცხვირზე ივლებდა. ძალიან მიუსაფარი და
საცოდავი იერი ჰქონდა, მაგრამ ის ორი წიხლი იმასთან შედარებით მაინც არაფერი იყო,
რაც ციხეში ზომიერად ითვლებოდა და რაც იმ დროისთვის უკვე არაერთხელ მქონდა
ნანახი. სხვა პოქტიებს მსგავსი შეცდომა “ნახევარი სიცოცხლის” ფასად უჯდებოდათ.
ასეთი ტერმინიც კი იყო ხმარებაში: “Отнять полжизни”.
დათაზე ლაპარაკს მოვრჩით. ისევ ძირს ჩავედი. ვფიქრობდი, ერთი–ორჯერ კიდევ ამევლ–
ჩამევლო და თვითონ თუ ვერ მიცნობდა, მე გამოვმცნაურებოდი.
– მოდი აქ, ბიჭო! – დაუძახა ხარჩომ პოქტიას.
პოქტია ისევ ისე იჯდა, თავი არ აუღია – არ იცოდა, თუ მას ეძახდნენ.
– მოდი–მეთქი, შენ გეუბნები!.. მაახედეთ! – გაიმეორა ხარჩომ.
მეზობელმა პოქტიას იდაყვი წაჰკრა, – შენ გეუბნებიანო!
პოქტია ერთხანს მილურსმულივით იყო, ტახტის ზემოთა სართულს წარბებს ქვეშიდან
აჰყურებდა. მერე წამოდგა, მწოლიარეებს გადაალაჯა, ხარჩოსთან მივიდა, მაგრამ იმ
ვარაუდით დადგა, რომ გამოქნეული წიხლი ვეღარ მისწვდომოდა.
– ამო დაჯე! – წყნარად, შერიგების კილოზე უთხრა ხარჩომ.
პოქტია შეყოყმანდა, მაგრამ ავიდა.
დათა თუთაშხიამ ნაცემს ცხვირ–პირი გულმოდგინედ დაუთვალიერა და განზე გაიხედა.
პოქტიამ ცალი ფეხი შეიკეცა, მეორე – ტახტიდან ძირს გადაიშვირა და თავის ეგზეკუტორს
გაჯავრებული თვალები მიაპყრო.
– ეხლა, რა გითხრა! – მშვიდად მამასავით მიმართა ხარჩომ. – ეგ რამე ვინც გასწავლა, არ
გითხრა, “ბიძა” თუ არ ჩამოვიდა, მერე რა უნდა ქნაო?
პოქტია გაფაციცებით შესცქეროდა, ხმას არ იღებდა.
– ჰოოო, აი! – არ უთქვამს, რაღა. მე გეტყვი, შეიძლება, რო გამოგადგეს...
ხარჩო ძირს ჩახტა, ანაზდად თანამოსაუბრის ფეხს ეცა... პოქტია იმავ წამს ადგილს
მოწყდა, ჰაერში კამარა შეჰკრა, დომინოს მოთამაშეებს თავზე გადაევლო და პარაშასთან
მოადინა ბრაგვანი.
– ვაჰ! – აღმოხდა ერთ–ერთ მოთამაშეს. – ნახე?!
– დასვი, კაცო, რა დროს ეგენია!..
– ვაჰ, არა, ნახე?
– დასვი, დასვი!
– არა... ნახე, რა იყო?!
– მიდი, დასვი–მეთქი ჰა!
მოთამაშემ დომინოს ბოლოები მოათვალიერა, თავის ქვებს ჩახედა და დასვა.
ხარჩო ტახტზე ავიდა.
– ჰოო, აი, ეგ დავიწყნია, რაღა! – თქვა, როცა წვივები ისევ შეიკეცა და რიგიანად
მოიკალათა.
აქ სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა. დათა თუთაშხია უკან გაჩოჩდა, ბეჭები კედელს
მიაყრდნო, ხარჩოს თეძოებს ორივე ფეხი ერთდროულად აძგერა ხარჩომ, რა თქმა უნდა,
პოქტიას ტრაექტორია
გაიმეორა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ უკანალით შიგ დომინოში ჩაჯდა. მაგიდა
მორყეული იყო, იმოდენა სიმძიმის დანარცხებას ვერ გაუძლო, ნაწილებად დაიშალა.
ხარჩომ ზეზე დადგომისა და წონასწორობის შენარჩუნების ცდისას პარაშა ხელჰყო, უკეთ
ვთქვათ, ფეხჰყო და საკმაოდ შედეგიანადაც, ირგვლივ მწოლიარენი თუ მსხდომნი მყისვე,
თვალის დახამხამებაში, დენნაკრავებივით წამოცვივდნენ და ისეთი ალიაქოთი ატყდა,
როგორსაც ციხეშიც კი იშვიათად შეხვდება კაცი.
სახელდობრ, რა რას მოჰყვა, ამის აღქმა–დადგენა შეუძლებელი იყო, არც ვცდილვარ. ცემა–
ტყეპის, ღრიანცელის, ნეკნეპის მტერევის რამოდენიმე კერამ ერთდროულად იფეთქა და
თვალის დახამხამებაში თითქმის მთელი საკანი ჩაითრია. დომინოს მოთამაშეთაგან ორი
იქვე, იატაკზე მწოლიარე ხალხს დაასკდა. აქ ხელჩართული ბრძოლა, უმთავრესად,
სახელდახელოდ წაძრობილი ჩექმებით, მძიმე ფეხსაცმელებითა და კალოშებით
წარიმართა. ფეხყოფის შედეგად წამოვარდნილი “რკინის რიგი” ხარჩოს ეტაკა. ბარე ათი
კაცი ერთდროულად უბაგუნებდა: ვინ – მუშტით, ვინ – წიხლით, ერთს წყლის კასრის
ვეება ხუფი ეჭირა და ჩარტყმა კი ვერაფრით მოეხერხებინა, სხვები უშლიდნენ ხელს.
ბოლოს, როგორც იქნა, უყელა, მოუქნია, მაგრამ ხარჩოს მაგივრად სხვას დასცხო და
ჩხუბის ახალი კერაც მყისვე წარმოიშვა. პოქტია ხარჩოზე მისეულ ზედახორას
უტრიალებდა, მარჯვენა ხელის სალოკი თითი გაბზეკილი ჰქონდა, შესაფერ პოზიციას
ეძებდა, რომ თავის ეგზეკუტორისთვის შიგ თვალში ეტაკებინა. გამომრჩა მეთქვა, დაკა–
დაკა დაიწყო თუ არა – ტახტზე ავხტი, თორემ ლაპარაკი ზედმეტია, მეც ძალიან კარგებისა
მომხვდებოდა, ზემოდან ბრძოლის ველი საუკეთესოდ ჩანდა. მტკიცედ შემიძლია ვთქვა,
ყველაზე ნაკლებად კურკალა, ანუ დომინოს მესამე მოთამაშე დაზარალდა. იატაკზე
მწოლიარეებმა იგი ერთხანს აბურთავეს, მერე ხელებსა და ფეხებში ჩააფრინდნენ,
ტომარასავით გააქან–გამოაქანეს და ტახტზე ამოისროლეს. კურკალა ჩემსა და დათა
თუთაშხიას შორის დაებერტყა. მისდა ბედად, ვარდნის დროს დიდად არავინ
დაუზიანებია, ამიტომ ტახტზე მჯდომთაგან ორიოდ მუჯლუგუნის მეტი არც არაფერი
მოხვედრია. არც თავად ცდილა, მუჯლუგუნების სამაგიერო მიეზღო, და ასე იაფად და
მექანიკურად მაყურებელთა პარტიაში ჩაირიცხა. კურკალამ რომ დაინახა, აღარავინ რასმე
მერჩისო, სასწრაფოდ წამოჯდა და ამის შემდეგ მთელი იმ ომის მანძილზე სულ ერთი და
იგივე იძახა:
– ვააა, ე რა ხდება, კაცო!.. – ამას იტყოდა, დაბეგვილ ადგილებზე ხელებს წაივლებდა,
დააყოლებდა: – უჰ უჰ, ვაი, ვაი, ვაი! – და თავიდან იწყებდა. – ვააა, ე რა ხდება, კაცო!..
სხვათა შორის, არც თვით მოჩხუბრებსა და მაყურებლებს ესმოდათ, თუ რა ხდებოდა.
სათავე სად იყო, ხარჩოს მეტმა არავინ იცოდა, ყოველ შემთხვევაში, საყოველთაო ჩხუბის
იმ წუთში, რომელსაც ახლა ვყვები, ასე ჩანდა.
დიახ, ხარჩო–მეთქი, და ხარჩოს იმ მომენტში მძიმე საშიშროება ელოდა. ეს ეპიზოდი
თავიდან, სახელდობრ, როგორ დაიწყო, არ დამინახავს, ომის სხვა უბანს შევცქეროდი.
ხარჩოსკენ მაშინ გავიხედე,
როცა კურკალამ გიჟივით დაიძახა:
– ვააა... იმას ნახე, ხარჩოს ნახე... არა, დარდაკასაც ნახე, ვააა, ე რა ხდება, კაცო!..
რა ხდებოდა და, ხარჩო ერთობ შილიფად იყო. იქვე, დარდაკა – ხარჩოს კოლეგა, ერთობ
ვერაგული განზრახვის სისრულეში მოყვანას ცდილობდა.
დათა თუთაშხია კვლავინდებურად მუხლებშეკეცილი იჯდა, რაღაც საგანგებო
ყურადღებით დაჰყურებდა იმ ულმობელ, უაზროდ თავაწყვეტილ, გადარეულ სამყაროს.
მის იერში ცნობისმოყვარეობა
უფრო სჭვივოდა, ვიდრე გაოცება ან პირველმიზეზობის სინანული. მომეჩვენა, რომ იგი
ყველაფერს ერთად უყურებდა, როგორც ორკესტრს უსმენენ ხოლმე და სრულიად არ
აინტერესებდა ამა თუ იმ ეპიზოდის შინაარსი ან სიმძაფრის დონე.
თქმა რად უნდა, ისეც ადვილი წარმოსადგენია, საკანში როგორი ღრიანცელი იდგა, მაგრამ
სწორედ ჩემს ფეხთით ერთი ისეთი შეკივლება გაისმა, რომ უნებლიეთ ძირს ჩავიხედე,
დაკივლების ავტორი ვერ დავადგინე, საზარელი ზედახორა იყო, ოცამდე კაცი ერთ დიდ
გორგლად ჩახვეულიყო და ვინ ვისა სცემდა, – ვერავინ ვერაფერს გაუგებდა. ჩემი
ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, დომინოს მეოთხე მოთამაშემ მიიპყრო. კანონიერი
ქურდი ბრძანდებოდა, მეტსახელი ტამბია ჰქონდა. ის ტამბია ზედახორას დასტრიალებდა,
ცდილობდა, ერთმანეთში გადახლართული სხეულების ქვეშიდან დალეწილი მაგიდის
რომელიმე ფეხი გამოეღო. რამდენჯერმე ხელიც კი მოავლო, მაგრამ სხვები ზედ იწვნენ და
ვერაფერს ხდებოდა. ამ დროს სასმელი წყლის კასრის ხუფი დარდაკას ჩასცხეს თავში,
დაარეტიანეს, წაქცევა არ დააცადეს, პირდაპირ პარაშამი ჩასვეს. მართალია, დარდაკა გონს
უმალვე მოეგო, პარაშიდან ამოვიდა, მაგრამ ცხადია, გადატანილი ფათერაკის შემდეგ
ხარჩო პროფესიულ შეურაცხყოფას გადარჩა!
ტამბიამ, როგორც იქნა, მაგიდის ფეხის გამოღება მოახერხა. ვიფიქრე, – ახლა ამ მუხის
კეტს დაატრიალებს და, ვაი იმის ბრალი, ვისაც მოხვდება–მეთქი. მაგრამ ნურას
უკაცრავად, არავისთვის უთავაზებია. ტახტს გასწვრივ ჩაჰყვა, დათას ათიოდ ნაბიჯით
გასცდა, ჯერ მაგიდის ფეხი ამოაგდო ზემოთ, მერე თავადაც ამოვიდა და კეტით
შეიარაღებული ჩვენკენ დაიძრა. გამიელვა, – ქვემოთ მოჩხუბრებს ზემოდან დაუწყებს
კეტით ცემას–მეთქი მაგრამ სულ სხვა რამ მოხდა: ტამბიამ კეტი
მართლაც ისე შემართა, ვითომ ძირს ერთ–ერთი მოჩხუბრის დამარცხება ჰქონდა
განზრახული და უკანასკნელ წამში დათა თუთაშხიას დასცხო! თავში მოხვედრება
უნდოდა, მაგრამ ტანმა უგრძნო დათას, თუ თვალმა, არ ვიცი – რაღაცნაირად წაიხარა,
კეტი მის ბეჭებზე დასხლტა და ტახტს დააცხრა. ხმის ამოღება ვერც კი მოვასწარი – ტამბია
განიარაღებული გახლდათ. გაქცევის მიზნით, პირდაპირ მოჩხუბრებში გადაშვებას
აპირებდა, რომ დათას მოქნეულმა კეტმა მოუსწრო. ტამბია ტახტის კიდეზე სველი
ჩვარივით დაეცა და ძირს მერეღა გადავარდა.
– ვააა! ამას ნახე .. ტამბიტს ნახე... ქურდებსა სცემენ!!! ე, რა ხდება, კაცო!.. ქურდებსა
სცემენ... – დაიძახა კურკალამ.
ამ წამოძახებამ მაგიურად იმოქმედა, რადგან მაშინდელ ციხეში ქურდი ხელშეუხებელი
იყო, ქურდის მცემელს სიკვდილი თუ არა, “ნახევარი სიცოცხლის” წართმევა მაინც ჰქონდა
განაღდებული. რა თქმა უნდა, ყოველ მოჩხუბართაგანს ესმოდა, რომ მისი მოწინააღმდეგე
თუ მსხვერპლი, შეუძლებელია, კანონიერი ქურდი ყოფილიყო – ისინი ასეთ საქმეში
მონაწილეობას საერთოდ არასოდეს მიიღებდნენ და ამ კერძო მემთხვევაშიც ზემო ტახტზე
ერთად მოქუჩებულები გადმოჰყურებდნენ სანახაობას, მოკლე კომენტარებით ამკობდნენ
ომის მსვლელობას, მაგრამ, – ქურდებსა სცემენო, და იმაში დარწმუნება, რომ ქურდთან არ
აქვს საქმე, მაინც ყველასთვის საჭირო იყო, ამიტომ ჩხუბის ტემპი იმ წამოძახილისთანავე
დავარდა – მხოლოდ ორი–სამი წამით დავარდა – და ისევ ახალი ძალით იფეთქა.
– სადა სცემენ?! – დაიძახა სპარაპეტამ.
– ვისა სცემენ?! – ყურები სცქვიტეს სხვა ქურდებმა.
– ტამბიას ნახეთ ტამბიას! – ბაიყუშმა, ბაიყუშმა! – დაიძახა კურკალამ. დააყოლა: – ვააა! ე
რა ხდება, კაცო! – და გაფრინდა კიდეც: დათას კეტმა ნიჩბით ახვეტილი ნეხვივით
გადააგდო ტახტიდან.
ბაიყუში, თურმე, დათა თუთაშხიასთვის შერქმეული სახელი იყო და ქურდების ბრბო
პირდაპირ ჩვენკენ გამოქანდა. ფიქრის დრო აღარ მქონდა, ზეზე წამოვიჭერი. გადავეღობე.
იმავ წამს წამაქციეს, ზედ გადამიარეს. დათას ეტაკნენ. დათას კეტი ეჭირა, სამი თუ ოთხი
ქურდი თვალის დახამხამებაში გამოიყვანა მწყობრიდან, სხვები შედრკნენ, კვეთება წამით
შეწყდა.
– ეგ კეტი აქ მომე! – უბრძანა სპარაპეტამ დათას.
– მოდი, ბიძიკო, და წაიღე!
– ჰა, ბაიყუშ! – მოვალთ, კეტსაც წავიღებთ და ჯანსაც! დააგდე, რო გეუბნებიან!
– მე არ მიხლია ხელი თქვენთვის პირველს. მან დამარტყა ჯერ, ეგერ რომ გდია. ტამბია
რომ ქვია, ის...
– პირველი მეორე არვიცი! კეტი დააგდე, თორე მოვედით და ეგ არის...
– ჰა, ბაიყუშჯან, დააგდე, ვერა ხედამ რამდენი ვართ?!
– ძალა ერთობაშიაო, ხო იძახიან, არა?.. აი, ერთობა შენ ჩვენი ნახე... ეგ მაგათ ჩვენგან
ისწავლეს, ჩემმა მზემ და შენმა მზემ, ჩვენგან!.. – აცნობა სპარაპეტამ.
– წაიღეთ ახლა ის თქვენი ტამბია, ბოვშვებო, და წადით მშვიდობით! – უთხრა დათა
თუთაშხიამ.
– არ იძლევა, ნახე?
– გიჟია, რაღა!..
დათა თუთაშხიამ უმალ იგრძნო, ქურდების შემტევი სული გატეხილი იყო და აღარც
დაუყოვნებია – თავად ეკვეთა. კიდევ ორი თუ სამი კაცი იქვე წააქცია, სხვები ძირს
პანტაპუნტით გადაცვივდნენ, მაგრამ ზურგიდან წამოპარულებმა დათას საბანი
გადააფარეს თავზე, წააქციეს და ცემა დაუწყეს. ძირს გადაყრილი ქურდები, მათ შორის –
თავდახეთქილებიც კი, ყველანი თვალის დახამხამებაში ამოცვივდნენ, წაქცეულ დათას
დააცხრნენ, როგორც სვავები ლეშს, და ყველამ ერთდროულად, დაუნდობლად დასცხეს –
რითაც და როგორც შეეძლოთ. ალბათ, გასაგებია, რომ ვაშველებდი და პოლიტიკურებმაც
ყველამ მოირბინა, გაშველებაში ჩაებნენ, მაგრამ მხოლოდ გაშველებაში, რადგან
პოლიტიკურებსა და ქურდებს შორის ერთი უთქმელი პირობა არსებობდა – ერთმანეთს არ
ვერჩოდით, და ეს პირობა რუსეთის იმპერიის ყველა საპყრობილეში, ყველანაირ
ვითარებაში მოქმედებდა. დათა პოლიტპატიმარი არ იყო. ამდენად, მხოლოდ გაშველების
უფლება გვქონდა. მართალია, ჩვენ რომ არა, იმ გაცოფებულ ნაძირალებს დათა თუთაშხია
იქნებ სიკვდილის პირამდეც მიეყვანათ, მაგრამ მთავარი მაინც თვით დათამ შეძლო..
ერთი, რომ კეტი ბოლომდე ხელთა პქონდა, ვერაფრით წაართვეს და, მეორე –
მომხდურებს, ძალიან მოხერხებულად, დიდი ოსტატობითა და საქმის ცოდნით
იგერიებდა. თვლაზე თუ მიდგა, ქურდების ერთ დარტყმაზე დათას სამი დარტყმა
მოდიოდა. ეგ არის, ქურდები ოცამდე იყვნენ და დათა კი მარტოხელა იცავდა თავს, თუ
გამშველებლებს არ მივიღებთ მხედველობაში... ქურდებისა და დათას ომის დროს საკანმი
რა ხდებოდა, დაწვრილებით ამისას ვერაფერს ვიტყვი, სხვებისთვის არ მეცალა. ერთი კია
– ჩხუბში მონაწილეთა რაოდენობამაც იმატა, ტემპმაც და გაშმაგებამაც. ძნელი სათქმელია,
სადამდე მივიდოდა საქმე, საკნის კარი რომ არ გაღებულიყო და ზედამხედველს არ
დაეძახა.
– ტარასტა, აბეეედ!
ბალანდა მოგვიტანეს!
ვფიცავ სინდისს, დაუყოვნებლივ და იმწამსვე, მყისვე და ერთბაშად დამთავრდა
ყველაფერი. ქურდებისა და დათას ბრძოლაც კი დამთავრდა, რადგან ზედამხედველს
იქით ამანათების დამტარებლის მსუქანი სიფათი გამოჩნდა და ამას კიდევ ერთი დაძახება
მოჰყვა.
– პერედაჩები მოვიდა, ტარასტააა!
ქურდებმა ყურები ცქვიტეს, დათას დაეხსნენ. სპარაპეტამ თქვა:
– შეეშვით, გიჟიაო, და თავისი კუთხისკენ გაიკრიფნენ. საკანი დაცხრა. ახლაღა გავიგონე,
რომ მთელი ციხე, უკლებლივ ყველა კორპუსი და საკანი ღრიალებდა:
– ქურდებსა სცემენ!!!
ეს ღრიალი სხვა ქურდების ორგანიზებული იყო – რა თქმა უნდა, სოლიდარობის,
მხარდაჭერის, კოლეგების ხელმყოფთა დაშინება–დაშოშმინების მიზნით, და დადუმდა
თუ არა ჩვენი საკანი! ის ერთობლივი ღრიალიც შეწყდა.
– უჰ! გათავდა, მგონია, კაცო?! – საკნის “ტარასტამ” ტახტის ქვეშიდან გამოყო თავი,
მიიხედ–მოიხედა. დარწმუნდა, რომ მართლაც ყველაფერი დამთავრებული იყო, გამოძვრა,
ტანისამოსი ჩამოიბერტყა, თანაშემწეებს თავი მოუყარა და მათი თანხლებით კარისკენ
გამოსწია.
საცაა, ამანათებიც უნდა შემოეტანათ. ქურდები თავის “კუთვნილ წილს” ტიტანური
სიმშვიდით ელოდნენ.
დათა თუთაშხია წამოდგა, მოწესრიგდა. ცხვირსახოცი ამოიღო, დასისხლიანებული თავ–
პირი შეიწმინდა, უცაბედად შემომხედა, მიცნო და ძალიან გადამდები ხარხარი აუვარდა.
ბალანდის დარიგებას შეუდგნენ. საკანი თიხის ჯამებისა და ხის კოვზების ბორიალმა
მოიცვა. კასრებთან რიგი დამწკრივდა. ხმას არავინ იღებდა. ახლახან ნაჩხუბრები
ხანგრძლივი უსაქმობითა და მოწყენილობით გულგაწვრილებულებს უფრო ჰგავდნენ,
ვიდრე ერთიანად დაბეგვილ მოწინააღმდეგეებს. ხანდახან თუ იტყოდა ვინმე:
– კარგად ამოურიე და ისე დამისხიო! – ეგ იყო.
მე და დათა ვისხედით, ვსაუბრობდით. ძალიან ნაცემი იყო, მაგრამ მაინც ისე ეჭირა თავი,
ვითომ არც ეჩხუბოს, არც ეცემოთ და არც არაფერი სტკენოდეს.
საკანი ბალანდის ხვრეპას შეუდგა. ფელდშერი მოვიდა – ბიკენტი იალქანიძე,
დაშავებულების მკურნალობა გაახურა. მერე ვიღაცას გასძახა, – მე აქ მარტო ვერაფერს
გავხდებიო, და ცოტა ხანში მეორე ფელდშერიც მობრძანდა.
წყლები და ტილოები შემოიტანეს, იატაკის რეცხვას მიჰყვეს ხელი. სიბინძურეში
ამოთხვრილებმა პარაშა დასაცლელად წაიღეს, იქიდან ზედამხედველებს აბანოში უნდა
წაეყვანათ.
ამანათების მიღება–ჩაბარება დაიწყო.
“შობლებმა” ბალანდა შეყლაპეს, ფანჯრებს აეკვრნენ და ჩვენს საკანში მომხდარის გამო
ზემო სართულებისათვის ზუსტი ანგარიშის ჩაბარებას შეუდგნენ.
– ვააა.. ე რა მოხდა, კაცო!!! – თავისას გაიძახოდა კურკალა.
ხარჩო დაბრუნდა. თავი შეხვეული ჰქონდა, სახეზე ბარე ათგან ეკრა სალბუნი და მხოლოდ
თვალი მოუჩანდა. ცალი მკლავი კისერზე შებმულ ჩვარში ჰქონდა გაყრილი, მეორეთი
შარვალი ეჭირა, – არ ჩამვარდესო, გაწამაწიაში ახლახან დაკერებული ღილები
ასწყვეტოდა. ზემოთ ამოსვლა დააპირა. ერთიანად დალეწილი იყო, ვერც ფეხი
დაიმორჩილა და ვერც ხელი.
– ხარჩო–ბატონო, – მიმართა დათა თუთაშხიამ, – რომ ამოძვრე, ვეღარ ჩახვალ მაინც,
მოსაქმება მოგინდეს, იქნება, და პარაშას არ მოგიტანენ აქ, იცი შენ ეს. ერთია კიდევ –
გაუპატიურებული მამათმავალი არ მჭირდება გვერდში... არ დამიწყო, ახლა, ვბორგავდი,
ის საქმე არ ყოფილაო და მისთანები. ა, შენ შენი ბარგი, სხვაგან მოძებნე ადგილი, თუ კაცი
ხარ.
ამის თქმა იყო, დათამ ხარჩოს ყურთბალიში და მყრალი საბანი აგორგლა – მუთაქის ტოლა
გამოვიდა, მერე ყელზე ხელის ჩამოსაკიდებლად შებმული ჩვარი გაუწია, შიგ ანაგორგლი
შეუჩარა და მე მომიბრუნდა:
– თქვენთან ერთად მოიყვანეს ის ბიჭი, ამან რომ გადააგდო... ეგერ რომ ზის. რა ქვია, თუ
იცი?
– პოქტია მქვიანო, – ვაცნობე მე.
– რას არ გამოიგონებს ეს ხალხი.. პოქტია, მოდი აქ, ბიძიკო! – დაუყვირა დათამ.
ბიჭი მოვიდა, ღიმილით ამოგვხედა.
– ამოდი და დაწექი აქ! გათავისუფლდა ადგილი.
პოქტია უკვე ჭკუანასწავლი იყო, წარბი შეჰკრა, დათას ეჭვიანი მზერა ესროლა.
– ამოდი ბიძიკო, ამოდი! – გაუმეორა დათამ.
პოქტია დარწმუნდა, საშიშროება რომ არაფერი იყო, და მარდად ამოვიდა.
– გაშალე ეს ჩემი ნაბადი, ორნი რომ მოვთავსდეთ, ისე, და მოგიტანენ, ალბათ, ლოგინს
მერე და მერე. არაფერი ქურდი არ ხარ შენ და აზნაურობის მაძიებლობას დაანებე თავი.
პოქტიამ გაიცინა, შიშველ ფიცრებზე წამოწვა.
– კვიმსაძე არი, კვიმსაძე?! – დაიძახა ამანათების დამტარებელმა.
– არის, არის, – დაუდასტურა მამასახლისმა და პოლიტპატიმრებს გასძახა: – კლასიონ
ამანათია შენი აქ... კვიმსაძეეე!
– კლასიონ ბიჭიევიჩ! აგერ ვარ, მოვდივარ!
კლასიონი ორმოციოდე წლის კაცი იყო. თვრამეტი წლის ასაკის შემდეგ თხუთმეტი
წელიწადი ციხეებსა და გადასახლებებში ჰქონდა გატარებული. დანარჩენი დრო, როგორც
თვითონ ამბობდა, ხელახლა ჩასაჯდომად ემზადებოდა. მას იცნობდა რუსეთის იმპერიის
არალეგალური სამყაროს თითქმის ყოველი ცნობილი წარმომადგენელი, მაგრამ ვერავინ
იტყოდა, თუ რომელ პარტიას ეკუთვნოდა კლასიონი, რა პოლიტიკური მრწამსი ჰქონდა ან
რა სურდა, გარდა იმისა, რომ ცარიზმი ყოველ მიზეზს გარეშე განადგურებულიყო.
სასაცილო, მაგრამ საჭირო კაცი – ასე უწოდებდნენ კლასიონ კვიმსაძეს და ეს დახასიათეგა
საოცრად სწორი გახლდათ. იყო მის ბიოგრაფიაში ასეთი მომენტი: ერთ–ერთი
გაცხარებული კამათის დროს, როცა ვეღარაფერი გაუგეს, თუ რომელ პოლიტიკურ
მოძღვრებას იზიარებდა პირდაპირ ჰკითხეს:
– თქვენი პლატფორმა, ამხანაგო კლასიონ?
– რიონი, ბატონო! – კლასიონი ქუთაისელი მღვდლის შვილი იყო.
სწორედ იმ ქუთაისელი მღვდლის – მოხუცი ბიჭია კვიმსაძის – შემოგზავნილი გახლდათ
ის ამანათი. უზარმაზარი რამ იყო, კლასიონმა მარტო მოხარშული დედლები მიითვალა
თორმეტი.
– კლასიონ–ბატონო, მაგ თორმეტ დედალში ერთი ნამდვილად მამაჩემის შეწირულია
მამაშენის ეკლესიისათვის, – გაემასხრა ვიღაც ქუთაისელი.
– შენ რომ დაგიჭირეს, მას მერე სად ყავს ქათამი შენს ოჯახს, ბიჭო? – შეუბრუნა
კლასიონმა. – ჰა, შენ ერთი დედალი, გაუგზავნე, ყავდეთ, სანამდე გაგიშვებდნენ და
საკუთარი დაუბრუნდებოდეთ შინ. ჰა, შენ ხაჭაპური და, აგერ, შოთიც წაიღე ერთი.
კლასიონ კვიმსაძემ ხორაგი მოიტანა, დაახარისხა, დაანაწილა, ჩვენთვის იმდენი დაიტოვა,
რაც არ გაგვიფუჭდებოდა, და მისაკითხავების დაგზავნას შეუდგა. ამასობაში ანდრო
ჭანეიშვილმა სუფრა გააწყო.
– ალექსი, წამოიყეანე დათა და მოდით, ვჭამოთ, კაცო, აღარ მოგშივდათ?! – დაგვიძახა
შალვა თუხარელმა.
– გადაიშალე ნაბადი და დაწექი ისე, – უთხრა დათა თუთაშხიამ პოქტიას, როცა
წასასვლელად გავწიეთ.
მივედით, ტახტზე გაშლილ პურ–მარილს შემოვუსხედით. კლასიონი ერთი ჩოჩქოლ–
ჩოჩქოლით გზავნიდა მისაკითხავებს და ყოველ გზავნილებას სიტყვიერ ტექსტს
მიაყოლებდა.
– ა, წაუღე ეს ქურდებს, სისხლი გაშრა მაგათი, რაფრა ჩამცხო რომელიღაცამ იმ გაშველება–
გამოშველებამი, კუკუზნაკი მტკივა, გავგიჟდე ლამის... წაუღე და უთხარი: წილი არ
გეგონოთ, კლასიონ კვიმსაძისაგან არაფერი წილი არ გეკუთვნით, მოსაკითხავია ეს–თქვა...
მეტი არ იქნა ჩვენი მტერი და იქამდე არაფერი ეტკინოს მამაჩემ ბიჭია კვიმსაძეს...
“უუფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე,
უფალო შეგვიწყალე” – მამას გამოაჯავრა შვილმა, – წაუღე და, მოსაკითხავია, წილი არ
გეგონოთ, თქვე ტილიანებო–თქვა, არ დაგავიწყდეს ეს...
– ძალიან კოხტად გამოგდის, კლასიონ, შენგან კაი მღვდელი დადგებოდა, – გაემასხრა
შალვა თუხარელი.
– მეფეს რომ უნდა, მღვდლებად გამოზარდოს, ისინი დაუნგრევენ სწორედ მიწიერ
სასუფეველს, თვარა, ვნახავთ მაგასაც!.. – კლასიონმა ხელები გადაიფშვნიტა, ჭადი გატეხა
და ჭამას შევუდექით.
– ასეთი ხაჭაპურები იცის საცოდავმა ელემ, ჩემმა დამ, – თქვა დათა თუთაშხიამ, პატარა
ხანს იფიქრა და დასძინა. – რამდენი ხანია ვზივარ და ერთხელ არ მოსულა აქ, რაღაც არის
მის თავს, ნამდვილია ეს.
– ამ ერთ კვირაში ორჯერ გადმოგცეს და ვის მოაქვს, გყავს ვინმე თბილისში? – ჰკითხა
შალვა თუხარელმა.
– რძალია. ჩემი ბიძაშვილის, მუშნი ზარანდიას, ცოლი.
– არ იდარდო, ღმერთი მოწყალეა, დათა–ბატონო, – გაამხნევა კლასიონმა.
– კლასიონ, ქერა ზანგი გინახავს შენა? – მიამიტად ჰკითხა შალვა თუხარელმა.
– ნახავ მეფის და მისი სატრაპების ხელში რამეს! – დაუყოვნებლივ და სრულიად
სერიოზულად მიუგო კლასიონმა, ერთხანს იფიქრა და თქვა: – რავა, არის, საერთოდ, ქერა
ზანგები, თუუ.
ხარხარი ატყდა, კლასიონს შერცხვა, რომ წამოეგო, და მისაფუჩეჩებლად დათას შეემასხრა:
– შენ მაინც რა გაცინებს, ვიცოდე ერთი! სიკვდილს რომ გადარჩი, ის გიხარია, ხომ?.. დედა,
რა ურტყეს და რას გაუძლო ამ კაცმა, არ იტყვით?!
– ასე, მართლაც, არ ვუცემივარ არავის და არასოდეს. – სიცილითვე დაუკრა კვერი დათა
თუთაშხიამ. – ძალიან ბევრნი იყვნენ ოხრები!
– შენი ხასიათის პატრონს, უარესი მოგიწევს და ხშირად მოგიწევს, ძამიკო, – დასძინა
კლასიონმა.
– რა ხასიათი მაქვს ასეთი, ნეტავი?
– რაც სახელი შეგარქვეს, ის ხასიათი გაქვს, სწორედ! მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო, – არ
უსწავლებიათ პატარაობისას შენთვის ეს ანდაზა, დავით–ბატონო?.. მარტო არ უნდა იყო,
ვინმეს მხარეზე უნდა იყო, თვარა, ნაბეგვი იქნები სულ “სე ლა ვი” და რას იზამ! –
დაუფრანგულა კლასიონმა.
– აქ ექვსნი ვართ. ადვილი შესაძლებელია, ბრძოლის სხვადასხვანაირი მეთოდების
მომხრენი ვიყოთ, – პირველად გამოელაპარაკა დათას თომა კომოდოვი – მაგრამ ერთი რამ
ექვსივეს გვაერთებს: ხალხის უმჯობესი მომავლისათვის ბრძოლის წყურვილი, რომელ
პოლიტიკურ მოძღვრებასაც უნდა იზიარებდეს ყოველი ჩვენგანი. საბოლოო მიზანი მაინც
ერთნაირი გვაქვს. ეს გვაერთებს, ამით ვართ ძლიერები!..
– ნამეტანი ძლიერები ვართ ნამეტანი! – სიტყვა ჩამოართვა კლასიონმა. – ძლიერები!..
გაჩერდი, თუ კაცი ხარ. ისე ერთობით ვართ და ისე ძლიერები ვართ, რომ ერთი ძღინკიანი
მეფე ვერ ჩამოვაგდეთ, არ დაადგა საშველი და მაგ კი არა, აქეთ გამოგვალპო ციხეებში!.. ე,
ერთობით ვინ არის, – კლასიონმა ქურდებისკენ გაიშვირა ხელი.
– მაგენი! – – თქვა დითამ, – მაგათი ერთობა იქიდან მოდის, რომ ყოველ მათგანს ცალ–
ცალკე თავის გატანა და კაი ცხოვრება უნდა. საკუთარი კეთილდღეობისთვის ერთობაა
ქურდების ერთობა. სხვისი კეთილდღეობისთვის ერთობა სხვაა კიდევ და ცოდნა უნდა
ამას. ამის უცოდინარი კაცებით რომაა სავსე რევოლუციური მოძრაობა, მიტომ არის ის
ერთობა ფუყე და უსუსური და მიტომ არის, ამდენ ხანს რომ ვერ იმარჯვებს!
– დიდი მცოდნე კაცი ყოფილხარ, რა ხანია გატყობ, დათა–ბატონო, და რომ გვასწავლიდე,
ცარიზმს რა მოვუხერხოთ, კაის იზამ, ნამეტანი, – წაექილიკა კლასიონ კვიმსაძე.
ბავშვობიდან ვიცოდი, დათა თუთაშხია დასაცინი კაცი არ იყო, და მეუხერხულა. ისიც
დავინახე, რომ კლასიონს არც სხვებმა მოუწონეს საქციელი. თვით კლასიონიც რამდენადმე
შემცბარი იყო, მაგრამ მგონი, იმიტომ, რომ სამასხროდ ნათქვამმა მოსალოდნელი რეაქცია
არ მოუტანა. მხოლოდ დათაზე ვერ იმოქმედა კლასიონის უშნო ოხუნჯობამ.
– დიდი მცოდნის რა გითხრა და, ვერც იმისას მოგახსენებ, ცარიზმს როგორ უნდა
მოევლოს, მაგრამ, დავიყვან აგერ, ამ ბარკალს და ვიტყვი, რაც ვიცი!..
– ქურდების ერთობის გცოდნია, ბატონო; სხვისი კეთილდღეობისთვის ერთობის ამბავი –
კიდევ უფრო მშვენივრად; შენ მარტო რომ ხარ, სხვები რომ ერთობით არიან და ამით რომ
დაგირეჯგვეს გვერდები და თავ–პირი – ამასაც შენი პირით ამბობ!.. მიდი ვინმესთან,
გააკეთე შენც, რასაც ისინი გააკეთებენ, და ვეღარ გაგიბედავს ვერაკაცი ვერაფერს და
ვეღარც გიბაგუნებენ წაღშა–უკუღმა... – კლასიონ კვიმსაძეს ამ ადგილას გაუწყდა სიტყვა,
რადგან დათა თუთაშხიამ წამახული მარგილივით მიაბჯინა თვალები. ლუკმა გადაყლაპა
და მიუგო:
– შენ მაგისთვის მიეკედლე, მგონია, რევოლუციას და მეც მასე მოვიქცე, თუ?!
უხერხულობამ დაგვადუმა და კლასიონიც, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, რომ წესიერ კაცს
უღირსად ელაპარაკებოდა.
– თუ ხალხის მომავალზე უანგაროდ მოფიქრალი კაცები ხართ თქვენ, – სიჩუმე დაარღვია
დათა თუთაშხიამ, – თქვენი მიზანი ის თუა, რომ ადამიანი იმაზე უკეთესი შეიქნას, ახლა
რომ არის, მაშინ კაი ხნის მოსული ვარ თქვენთან მე, კაი ხნის!
პატარა ხანს ისევ სიჩუმე იყო.
– გაწყენიე, დათა თუთაშხია, ჩემი ხუმრობით, და ნუ მიაქცევ ყურადღებას, თუ კაცი ხარ, –
ღიმილით უთხრა კლასიონ კვიმსაძემ.
– არაფერი არ მწყენია მე.
– შეუძლებელია, არ გწყენოდა, გადავაჭარბე... პატარაზე.
– მაგაზე ნუ იფიქრებ და ნუ შეწუხდები. მართლა არ მწყენია, ვფიცავ სინდისს! – გაუმეორა
დათამ.
კლასიონ კვიმსაძე გაინაბა, დათას დააკვირდა და ცოტა ხნის მერე უთხრა:
– აბა, ის უნდა მითხრა მაშინ, რატომ არ გწყენია.
– მაგ თუ გითხარი, კლასიონ, მაშინ შენ დარჩები ნაწყენი და დავანებოთ თავი ამ ლაპარაკს.
დათაშ შოთის ნახევარზე მოხარშული დედლის მოზრდილი ნაჭერი, ყველი და ორი
კვერცხი დააწყო, ვიღაცას დაუძახა, პოქტიასთან გაატანა. კლასიონი მხარ–თეძოზე იწვა,
ალბათ, იმაზე ფიქრობდა, თუ რა იგულისხმა დათა თუთაშხიამ თავის ნათქვამში.
– კლასიონ–ბატონო, შენ რომ ჩემს მოსვლას და თქვენთან ერთობას ამბობ, მომიწევს მაგის
გაკეთება მე, მაგრამ როდის, თუ იცი? – ლაპარაკის თემა შეცვალა დათა თუთაშხიამ.
– როდის, მაინც?
– ამ უაზრო ჩხუბს და უბედურებას ხომ უყურეთ თქვენ და ხომ დაინახეთ, რა ძალა და
ილაჯი დევს ხალხში! დროით და წყობილებით გაუბედურებული და ცხოველის დონემდე
დაყვანილი ხალხია ეს
ხალხი. იქაც ასეა, სწორედ, – დათამ ფანჯრისკენ გაიშვირა ხელი. – მდინარეს წისქვილი
როგორ უნდა დავატრიალებინო – ვიცი ეგ მე; ამ ხალხის ძალა და ილაჯი, ასე უაზროდ
რომ იხარჯება, მათივე სასარგებლოდ რომ დაიხარჯოს, ეს როგორ უნდა გაკეთდეს, ამას
ვისწავლი ჯერ და მოვალ მაშინ – დათამ იყუჩა და დასძინა: – თქვენ თუ იცით ამ საქმის
რამე, მოვალ და ვისწავლი თქვენგან.
– ჯერჯერობით არ ვიცით, დათა! – თომა კომოდოვი ჩაერია საუბარში. – ეგ რომ
გვცოდნოდა, არც ამდენ შეცდომას დავუშვებდით და რევოლუცია, იქნებ, უკვე
გამარჯვებულიც ყოფილიყო... ვაკვირდებით, ვსწავლობთ, ვისწავლით! ერთობა მაგაშიც
საჭიროა...
– მეტი არ იქნა ჩვენი მტერი ჩვენ ვერაფერი ვისწავლოთ! – ბოღმით ჩაილაპარაკა
კლასიონმა და ძირს ჩავიდა.
ჩვენი შემდგომი საუბარი ისე წარიმართა, რომ მომხდარი ჩხუბის გაანალიზებასა და
პატიმართა ამბოხების შესაძლებლობებზე ვიმსჯელეთ დიდხანს. დათა თუთაშხია
აქტიურად იყო განწყობილი, ჩანდა, თავადაც ბევრი ჰქონდა ნაფიქრი ამაზე.
კლასიონ კეიმსაძეს ქვემოთ ხალხი მოეგროვებინა, დიდი აზარტით უხსნიდა განსხვავებას
თეატრალურ ჟანრებს შორის. დაახლოებით ასეთ განმარტებას აძლევდა:
– ა, კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით: გოგოს უყვარს ბიჭი და ბიჭს უყვარს გოგო. უყვართ
ერთმანეთი და რა გინდა, რომ ქნა? ცდილობს ეს ბიჭი, რამენაირად ლოგინამდე მიიტყუოს
გოგო და აგერ–აგერ ქეც მიიტყუებს, ისე ეტყობა საქმეს. რცხვენია გოგოს და რაცხა ასეთები
კიდევ. მოდის ახლა მესამე – მუზმუზელა და ოხერი ვიღაც, შეუჩნდება ამ გოგოს, არ
აძლევს საშველს. იმდენს იზამს, რომ დაიყოლიებს, წაიყვანს და რა ქნას მაშინ
შეყვარებულმა ბიჭმა? რას იზამს – მიტრიალდება და წავა სხვა გოგოს საძებრად! ა ესაა
დრამა. ახლა ტრაგედია: იმ მიტოვებულმა ბიჭმა თავი თუ მოიკლა, ე, ისაა ტრაგედია, და
კომედია რაა, თუ იცით? რაა და, დღეს რომ თქვენ ჩხუბი ქენით და არც ერთმა რომ არ
იცოდით, რატომ ჩხუბობდით – ე, ისაა კომედია!..
ამ დროს საკნის კარი გაიღო. ჯერ აბანოში წაყვანილი ხალხი შემოიხვეტა – ბარე,
ოცდახუთი კაცი, მერე ციხის უფროსი და მისი თანმხლები პირები შემობრძანდნენ.
მამასახლისი მაშინვე იქ გაჩნდა და
საკანი გაინაბა.
კოცი – ციხის უფროსი, შუაში იდგა. აქეთ–იქით ორ–ორი ჟანდარმი ჰყავდა. ზურგს უკან,
კარებში – ზედამხედველები. ციხის უფროსს მარტო გვარი კი არ ჰქონდა ორიგინალური –
თავადაც საკმაოდ
საკვირველი კაცი იყო. მისი ხმა არავის გაეგონა და ლაპარაკი საერთოდ თუ შეეძლო, ამაზე
დარწმუნებით ვერავინ რასმე იტყოდა. ამ შემთხვევაშიც ისე განვითარდა საქმე, რომ კოცს
ხმა არ დაუძრავს. უფროსმა ზედამხედველმა რაღაც წაუჩურჩულა. კოცმა თავი დაიქნია –
სულ ოდნავ დაიქნია, შეიძლება ითქვას, არც დაუქნევია.
– პოქტია რომელია! – დაიძახა უფროსმა ზედამხედველმა, პოქტია წამოიწია, – მე ვარო.
– გამოდი!
გავიდა. უფროსმა სამი თითი აიშვირა – კარცერში, სამი დღე–ღამით. კორპუსის უფროსმა
პოქტიას თვალი შეავლო, პანღური ამოსცხო და დერეფანში გააგდო. უფროსმა
ზედამხედველმა ციხის უფროსს ისევ წასჩურჩულა. ამან თავი დაიქნია.
– ხარჩო გამოდი!
ხარჩომაც სამი თითი და პანღური მიიღო, დერეფანში გალასლასდა.
– ჩემი ჯერია, ახლა... აქ ყოფნას კარცერი ჯობია, ჰაერი მაინც არის საკმარისი იქ, –
ჩაილაპარაკა დათამ და, მართლაც, თუთაშხია დაიძახეს.
დათა მივიდა და დადგა. ციხის უფროსმა ერთხანს თვალებში უყურა, მერე ხელი აიქნია, –
წადი, თავისუფალი ხარო, და კორპუსის უფროსს ანიშნა, – შემდეგიო.
ტამბიას, დარდაკას, თქვენ წარმოიდგინეთ, კურკალასა და სპარაპეტასაც კი, ქურდების
“პაპას”, ყველას სამი თითი, თითო პანღური და დერეფანში გაყვანა ერგო. ამის შემდეგ
უფროს ზედამხედველს, ჩანს, გადასაჩურჩულებელი აღარაფერი გააჩნდა და მაშინ კოცი
პირადად შეუდგა საქმეს. საკანმი შემოვიდა, სასიარულოდ დატოვებულ ბილიკს მარჯვნივ
ბოლომდე ჩაჰყვა, მერე ზურგი იბრუნა, საკნის მეორე ბოლოში გავიდა და როცა ისევ
კართან მიბრძანდა, კიდევ თხუთმეტი კაცი უკვე დერეფანში იყო პანღურის ცემით
გაგდებული. რა მიზეზით დააბრუნა დათა თუთაშხია, ან რის მიხედვით არჩევდა
დასასჯელებს, ამის რა მოგახსენოთ, მაგრამ, ნამდვილია, რომ ხმა არავის დაუძრავს. თითს
დაუქნევდა, – ჩამოდიო, გადიო! ან ადექი და წადიო, და იმ ერთ დაქნეულ თითს კიდევ ორ
თითს უმატებდა. ეს იყო და ეს. დაწუწუნებაც კი არავის მოსვლია აზრად. ბოლოს ციხის
უფროსი საკნის მამასახლისს მიუბრუნდა, ხუთივე თითი ცხვირწინ აუბზიკა და ძალიან
თავაზიანად, დაახლოებით ისე, როგორც ხელგაშლილმა მასპინძელმა სასურველი
სტუმარი – დერეფნისაკენ გაიპატიჟა.
– ესაა საქმე? – ტახტის ქვემოდან ცხვირი არ გამომიყვია... ამდენს ვწვალობ... ესაა საქმე? –
აწუწუნდა “ტარასტა” და დაიძრა.
კორპუსის უფროსმა მამასახლისსაც მიაყოლა პანღური, მაგრამ მე ისე მგონია, ნათქვამის
გამო მოხვდა, თორემ კოცის გულღია, ზრდილობიანი მიპატიჟების შემდეგ პანღური
მოსალოდნელი აღარ იყო, თუ ციხისა რამე გამეგება.
კარი ჩაიკეტა.
კიდევ ერთი კვირა ან ათი დღე გაგრძელდა კარანტინი, წესისამებრ, პირველი პატიმრის
შემოყვანიდან ოცდაერთი დღის თავზე დაიშალა და საკნებს მივაშურეთ.
გრაფი სეგედი
სანამ გადადგომის თანხმობას ველოდებოდი, ხოლო მინისტრი, ჩემთვის დღემდე
გაუგებარი მიზეზით, პასუხს მიგვიანებდა, სახელმწიფოში სოციალური ვითარება ერთობ
დაიძაბა. ცხრაასიანი წლების რევოლუციის მემატიანეობა ჩემს ამოცანას არ შეადგენს, ამ
საგანზე სხვადასხვა თვალსაზრისის ვრცელი ლიტერატურა არსებობს და დილეტანტის
რემინისცენციები, ვფიქრობ, ისტორიას კეთილ სამსახურს ვერ გაუწევს. ამიტომ ორიოდ
ზოგადი შეხედულებით შემოვისაზღვრები და ამ ჩანაწერების თემას გავყვები.
ყველაფერმა, რაც ჩემი სიცოცხლის მანძილზე ვნახე, განვიცადე და აღვიქვი, ისეთი რწმენა
მემიქმნა, რომ სახელმწიფო არის ნელ ცეცხლზე მოთუხთუხე, ვეებერთელა სალაფავიანი
ქვაბი და მოქალაქე – ქვაბთან ჭიპლარით მიერთებული არსება. დგება დღე, თავს იჩენს
სრულიად გაუგებარი საჭიროება, რომ საკვები მილი ვიღაცამ მაკრატლით გადაჭრას და,
აი, მაშინ... ატაცებულ–აფოფინებული დარბის ათეული მილიონობით ადამიანი, ყოველ
მათგანს თავისი ჭიპლარი უჭირავს და ზოგი ძველ ქვაბთან კვლავ მიერთებას ლამობს,
ზოგი ახალს დაეძებს, ზოგი მხოლოდ მის წარმოდგენაში არსებულის პოვნას არის
გადაგებული... და ეს ორომტრიალი გრძელდება იქამდე, სანამ ვინმე ძველსავე ქვაბს სხვა
საღებავით შეალამაზებს და ახალ სახელს შეარქმევს. მაშინ ჭიპლარები ისევ ტკიპებივით
ეკვრიან ქვაბს და “ქვეყანა ჰგიეს უკუნისამდე”.
ცხრაასიანი წლების ამბებიდან მე, როგორც თანამდებობის პირსა და ტახტის მსახურს,
მთავარ დასკვნად ის შემომრჩა, რომ ხალხს მეტი სიბრძნე, ხოლო ხელისუფლებას მეტი
სულგრძელობა მართებდა. სიბრძნეში საპირისპირო ინტერესების შეთანხმებას
ვგულისხმობ და სულგრძელობაში – კონსტიტუციურ მონარქიას. რა თქმა უნდა, ასეთი
გამოსავალი, ისევე, როგორც ყველაფერი ცისა ქვეშე, დროებითი იქნებოდა, მაგრამ...
და კიდევ ერთი დასკენა, თუ გნეგავთ – აღმოჩენა. ზემოთ ბევრი რამ მაქვს ნათქვამი იმაზე,
რომ ასაკმა, სამსახურში თუ მის გარეთ ჩამოყალიბებულმა ვითარებამ, საკუთარ ფსიქიკაში
მომხდარმა ძვრებმა უმძაფრესი განცდები მომიტანეს და კრიზისიდან თავის დასაღწევად,
– დღესაც უღრმესად ვარ დარწმუნებული, – ერთადერთი სწორი გზა გამოვნახე:
თანამდებობიდან გადადგომა, სასამსახურო კარიერის დამთავრება. რაიმე
გადაწყვეტილებამდე მისვლა, მისი შესრულება და შედეგების ანალიზი მუდამ ძლიერ
საინტერესო პროცესად მიმაჩნდა. პირველი ფაზაა ვითარებაში გარკვევა, ფაქტების
შესწავლა, დასკვნის გამოტანა. მეორე ფაზა – ღონისძიება და მისი განხორციელება მესამე –
ახალ ვითარებასთან შეგუება და მეოთხე – გადაწყვეტილების გამომწვევ მიზეზთა
ხელახალი ანალიზი, რასაც შემთხვევათა უმრავლესობაში, რაიმე აღმოჩენა მოსდევს. ჩემი
აღმოჩენა იმაში მდგომარეობდა, რომ პირველ ფაზაში, ანუ ვითარებაში გარკვევის,
ფაქტების განხილვა–შესწაელის პერიოდში, მხედველობიდან გაშომრჩა ქვეცნობიერება,
რომელმაც, თურმე, მთავარი როლი შეასრულა: ჩემს თანამდებობაზე, იმპერიის მაშინდელ
სოციალურ, შინაპოლიტიკურ ვითარებაში, უფრო ძლიერი, ულმობელი კაცი იყო საჭირო.
ჩემი ლიბერალიზმით, შეხედულებებითა და ყოყმანით ტახტისა და სახელმწიფოსთვის
მხოლოდ ზიანის მიყენება შემეძლო. ეს მიზეზი პატაკის გაგზავნის შემდეგღა
გავიცნობიერე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ, უპირველესად ყოვლისა, ინტუიცია
ქმნის საქციელს და მერეღა – სტერეოტიპები თუ ანალიზი.
დიახ, ვიჯექი და ველოდი მინისტრის პასუხს, მაგრამ სანამ თანამდებობა მეჭირა,
მოვალეობებიც უნდა აღმესრულებინა. სწორედ ამ პერიოდში მივიღე დირექტივა
საპატიმრო ადგილებში მოსალოდნელი ამბოხებების გამო. გვევალებოდა, საგანგებოდ
შეგვესწავლა ვითარება, განწყობილებები და სამინისტროსთეის ანგარიში წერილობითი
მოხსენების სახით ჩაგვებარებინა. ეს მეტად რთული, პასუხსაგები სამუშაო იყო. თავად
მოვკიდე ხელი იმ იმედით, რომ გადადგომის დასტურს მალე მივიღებდი და საკითხის
შესწავლას ჩემი შემცვლელი დაასრულებდა. მოხდა ისე, რომ მინისტრმა ჩემი თხოვნა
მაშინღა დააკმაყოფილა, როცა სამუშაოც დამთავრებული მქონდა და ვრცელი მოხსენებაც
დაწერილი.
ამბოხება თბილისის საგუბერნიო ციხეში ჩემი გადადგომიდან სამი წლის შემდეგ მოხდა.
ცხადია, იმ ამბების უშუალო მოწმე არ ვყოფილვარ, სამსახურს ჩამოშორებული კაცი
ამბოხეპის მიმართ არც დიდ ინტერესს გამოვიჩენდი, მაგრამ აქციის ერთ–ერთი მოთავე
დათა თუთაშხია გახლდათ. ამ გარემოებამ მოვლენის მსვლელობაში ჩამითრია, რა თქმა
უნდა, მოთვალთვალის სახით, და გარემოებათა ადრე მიღებულ ცოდნას, შეიძლება
ითქვას, სრული ინფორმაცია დაემატა. ამდენად, მაქვს საშუალება, იმ ამბოხებაზე
ვიმსჯელო.
რატომ თვლიდნენ რევოლუციონერები საჭიროდ პატიმრების ამბოხებებს? თვით
რევოლუციონერები ამას დაკითხვებზე, დაახლოებით ასე ასაბუთებდნენ:
ათას ცხრაას ხუთი წლის ჩვიდმეტი ოქტომბრის მანიფესტით თვითმპყრობელობა
რუსეთის იმპერიის ხალხებს პიროვნების ხელშეუხებლობასთან და სინდისის, სიტყვის,
კრებების, კავშირების თავისუფლებასთან ერთად, პოლიტპატიმართა ამნისტიასაც
შეჰპირდა. უმალვე აღმოჩნდა, რომ მანიფესტით ცარიზმს დროის მოგება სურდა.
მანიფესტის პარაგრაფები მხოლოდ იმდენად სრულდებოდა, რამდენადაც ამას
თვითმპყრობელობისთვის მოჰქონდა სარგებლობა. ეს ცნობილი ჭეშმარიტებაა.
საკანონმდებლო სათათბიროც წინასწარ იყო დაკოდილი და პოლიტპატიმართა ამნისტიაც.
პროფესიული რევოლუციონერების დიდი რაოდენობა სხვადასხვა საბაბით საპყრობილეებში ჩატოვეს, ხოლო მანიფესტის შემდეგ უფრო მეტი გაშმაგებით მიჰყვეს ხელი დაპატიმრებებს.
მანიფესტი გამოქვეყნდა, სათათბიროც აირჩიეს და რევოლუცია არა მარტო გაგრძელდა,
არამედ უფრო გაღრმავდა და გამძაფრდა. რატომ? იმიტომ, რომ მასები აღთქმული
დაპირებების შეუსრულებლობას ხედავენ. ხალხის გულუბრყვილო ნაწილი მანიფესტის
აღსრულებას მოითხოვს. უფრო გამჭრიახი ნაწილი დარწმუნდა, რომ მანიფესტი მხოლოდ
ხაფანგია, და ერთადერთ გამოსავალს თვითმპყრობელობის დამხობაში, ცარიზმის
მოსპობაში ხედავს. ციხეების ამბოხება საერთო სახალხო მოძრაობის აუცილებელ
შემადგენლად არის მიჩნეული. ჩვენ ცარიზმს უნდა დავუმტკიცოთ, რომ რევოლუციას
საპყრობილეებითა და მასობრივი რეპრესიებით არამცთუ ვერ ჩაახშობს, არამედ
გაამახვილებს კიდეც და რომ თვითმპყრობელობის ერთადერთი ხსნა, ისიც დროებითი,
მანიფესტით გათვალისწინებული პირობების მთლიან, სრულ, გადაუდებელ
აღსრულებაშია. ამბოხების ერთ–ერთი მიზანი მაგალითის შექმნაშიც მდგომარეობს. ჩვენ
სხვა ციხეებიც მოგვბაძავენ. ეს იქნება დარტყმა თვითმპყრობელობის საფუძველთა
საფუძველზე – საპყრობილეებზე. ნარმოიდგინეთ იმპერია, პოლიციური სახელმნიფო,
რომელიც რეპრესიებითა და სატუსაღოებითაც კი ვეღარ იოკებს აღშფოთებულ მასებს! აქ
მას მხოლოდ ის გამოსავალი ექნება, რომ ფარხმალი დაყაროს ან მასობრივ ხოცვა–ჟლეტას
მიჰყოს ხელი, რაც მხოლოდ მოაახლოებს მის დაღუპვას.
ამბოხება, მოგეხსენებათ, უკმაყოფილო მასის აქტიური მოქმედებაა. მაშინ ორთაჭალის
საპყროგილეში ოთხი ათას შვიდასი პატიმარი იჯდა. ერთი შეხედვით, ეს ფრიად დიდ
ძალას წარმოადგენდა, მით უმეტეს, რომ აუტანელი პირობები იყო. საკნებში ორას–ორასი,
სამას–სამასი კაცი პირდაპირ მოასფალტებულ იატაკზე “რკინის რიგით” იწვა. ტახტები
რატომღაც მხოლოდ კარანტინში იყო შემორჩენილი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ერთ
პატარა საკანს, სადაც კატორღელები ისხდნენ. სახაზინო კვება არაფრად ვარგოდა და
ციხის დიდი გადატვირთვის გამო ადმინისტრაცია გარედან მოტანილი საჭმლის მიღებას,
გაჩხრეკასა და საკნებმი ამოტანას ვერ ასწრებდა. ჭირისუფლები იძულებული იყვნენ,
დილიდან დაღამებამდე საკვების გადმოსაცემ სარკმელთა რიგში მდგარიყვნენ. ხშირად
ვერც ახერხებდნენ გადმოცემას და მოტანილ ამანათიანად შინ ბრუნდებოდნენ. ისიც ხომ
მხედველობაშია მისაღები, რომ შინიდან საჭმლის მომტანი არცთუ ყველას ჰყავდა. ამას
დაერთო, რომ ციხის უფროსის ბრძანებით, ერთ მშვენიერ დღეს, სართულებისა და
საკნების კარები ჩაიკეტა და პატიმრებს მიმოსვლის საშუალება მოესპოთ. აქედან
მოყოლებული, საჭირო ოთახშიც კი წინასწარ შედგენილი ცხრილით, მთელი საკანი
ერთად გაჰყავდათ და უმალ საკანშივე კეტავდნენ. ეს მარტო დილით და საღამოთი
ხდებოდა და ამიტომ საკნებმი ვეებერთელა პარაშები დადგეს. ყოველივე ამან დიდი
უკმაყოფილება, დრტვინვა გამოიწვია. გახშირდა ადმინისტრაციისადმი დაუმორჩილებლობის
შემთხვევები და ზედამხედველებზე გაწევ–გამოწევის მაგალითებიც კი. გამოსვლებზე, გაფიცვებზე, აჯანყებებზე – საერთოდ, რევოლუციის მსვლელობაზე გარედან შესული ამბები – ციხემი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი
სალაპარაკო თემა იყო და ესეც აღიზიანებდა ადამიანების ფსიქიკას, გადამწყვეტობით
მუხტავდა, საბრძოლო განწყობილებას ქმნიდა. ამას გარდა, საკნებში მრავლად იყვნენ
მოხალისე თუ გამოყოფილი აგიტატორები, რომლებიც რევოლუციური იდეების
პროპაგანდას ეწეოდნენ და, უნდა ითქვას, ერთობ შედეგიანადაც, იმის მერეც კი, როცა
საკნებში ჩაკეტეს და პროპაგანდისტებს ადგილგადანაცვლების საშუალება თითქმის
მოესპოთ, სიტყვით მოქმედება ისევე გრძელდებოდა, როგორც მანამდე. მოკლედ რომ
მოვჭრათ, ციხეს, პატიმართა მასას, ერთი შეხედვით, მოწოდებისა და მაგალითის მიცემის
მეტი არაფერი უნდოდა, მაგრამ... ისიც შესაძლებელია, რომ მასა საბრძოლოდ იყოს
განწყობილი და აქტიურ მოქმედებამდე კი ვერ მივიდეს. მოქმედებამდე მიუსვლელობას,
აქტიური, ხელჩართული წინააღმდეგობის გაუწევლობას მრავალი მიზეზი აქვს და, მათ
შორის, ორია უმთავრესი: მასის სოციალური შემადგენლობა და საბაბი!
გავრცელებულია მცდარი აზრი, ვითომ ამბოხებები, აჯანყებები და ფართო მასშტაბის სხვა
სახალხო გამოსვლები ვიღაცის მიერ წინასწარ დანიშნულ დღესა და საათზე იწყებოდეს. მე
არ ვგულისხმობ სამთავრობო გადატრიალებებს, როცა შეთქმულთ ერთგული სამხედრო
ნაწილები ჰყავთ და ოპერაციის დაწყებას ბრძანების მეტი არა უნდა რა. ხალხის
ამბოხებაზე ვლაპარაკობ და აქ სულ სხვა რამ არის საჭირო. მასა, როგორი დამუხტულიც
უნდა იყოს იგი, ბრბოდ თუ არ იქცა, აქტიურ მოქმედებას ვერ დაიწყეგს. იგი ინერტული,
უმჯობეს შემთხვევაში, შესაძლებელი აფეთქების შემცველი რამ არის და საჭიროა მისი
ამოქმედება, ბრბოდ ქცევა. ამისთვის კი საბაბია საჭირო! შემდეგ, ბრბოს, თუკი იგი
ბრბოდვე რჩება, აუცილებელი დამარცხება, გაფანტვა და კვლავ მორჩილება უწერია.
იმისთვის რომ მისი მოქმედება სერიოზულ აქციაში გადაიზარდოს, საჭიროა მაორგანიზებელი ძალა
გარკვეული რევოლუციური მოძღვრებით აღჭურვილი ადამიანების სახით – ძალა,
რომელიც მიზანს, ბრძოლის გზებს დაუსახავს, ტაქტიკით შეაიარაღებს ბრბოს. აი, რა
ხალხი იყო მაშინ ორთაჭალის ციხემი და რა ფენებისგან
შედგებოდა მისი მოსახლეობა:
ყველაზე მცირერიცხოვანი იყო პროფესიული რევოლუციონერების ფენა. მათი რიცხვი იმ
ოთხი ათას შვიდას კაცში ოცდახუთ–ოცდაათს არ აღემატებოდა. აქ მე იმ
რევოლუციონერებს ვამბობ, ვისაც ციხე ჰქონდა მისჯილი და არა კატორღა. კატორღელები,
აგრეთვე, ოცდახუთი–ოცდაათი კაცი, ცალკე საკანში ისხდნენ და მათში პოლიტიკური,
დაახლოებით, ათი თუ იქნებოდა, მეტი არა, მაგრამ ამბოხებაში მონაწილეობის მხრივ ამ
გარემოებას არავითარი მნიშენელობა ირ ჰქონდა; კატორღელები ყველანი, განურჩევლად
მათი სასჯელის წარმომავლობისა, აქტიურ მონაწილეობას მიიღებდნენ, ამაში
დარწმუნებული ვიყავი. ამდენივე უნდა მეგულისხმა, ვინც ციხეში პირველივე
გამოსვლების შემდეგ მოხვდა, აქ შეგნებულად, საბოლოოდ დაუკავშირა თავისი მომავალ
პოლიტიკურ მოღვაწეობას, რევოლუციას, მერე ამნისტიამ მოუსწრო, გათავისუფლდა და
რევოლუციურ მოძრაობაში ხელმეორე მონაწილეობისთვის კვლავ ჩაჯდა.
ეს იყო სხვადასხვა სოციალური ფენებიდან გამოსული ახალგაზრდობა. მუშათა
ოჯახებიდან გამოსულთა გვერდით მღვდლისა თუ კაპიტალისტის შვილსაც ნახავდით,
მასწავლებლისა და ბანკის მოხელის შვილსაც და ერთი მათგანის მამა კი უბნის
ზედამხედველი იყო, – ჟანდარმი! მხედველობამი ვიღებდი იმასაც, რომ თუ რამდენიმე
ათას კაციან მასაში გარკვეული ჯგუფი აქტიურ მოქმედებას წამოიწყებდა, მაშინვე
გამოჩნდებოდა კიდევ ასიოდე სრულიად მოულოდნელი, თავზეხელაღებული მომხრე. ეს
მასის თვისებაა, ასეთი გამოცდილება უკვე გვქონდა. აღვნიშნოთ, რომ დასახელებული ას
ორმოცდაათი–ას ოთხმოცი კაცი ავანგარდი იყო, მაგრამ ვისი ავანგარდი?
ხუთასზე მეტი პატიმარი, ანუ მთელი კონტინგენტის ათი–თერთმეტი ჰროცენტი, ციხის
“მომსახურებას” შეადგენდა. ადმინისტრაცია მომსახურებას მცირესასჯელიან ან ახლო
მომავალში გასათავისუფლებელ პატიმართა რიცხვიდან აკომპლექტებდა. ამ ფენას
ეკუთვნოდა ყველა – ციხის კანცელარიაში, საავადმყოფოში თუ საწყობში მომუშავე
პატიმრებიდან დაწყებული – მრეცხავებით, დამლაგებლებითა და ასენიზატორებით
გათავებული. ეს იყო პრივილეგირებული ფენა, რომელიც ციხის ადმინისტრაციის
სულიერი და ფიზიკური ნასუფრალით იკვებებოდა! მის ბრძანებებს, წესებს თუ უკანონო
ღონისძიებებს მზადყოფნით ასრულებდა და უახლოეს ხანში “დაწინაურებას” ან
გათავისუფლებას ელოდა. ამ ხალხისაგან ამბოხებას მხოლოდ გამცემლობის, მუხთლობისა
და მუხანათობის მოლოდინი უნდა ჰქონოდა – სხვა არაფრისა. შესაძლებელი ამბოხების
მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით, მომსახურებასვე მიეკუთენებოდა
გულახდილი მონარქისტებისა და არსებული რეჟიმის სხვა აქტიური მომხრეების,
აგრეთვე, ხუთას–ექვსასკაციანი ფენაც.
ესენი ამბოხებულებს სიამოვნებით დაცხრილავდნენ, თუკი ვაზნასა და იარაღს ანდობდა ვინმე. ერთი ამდენიც ისეთი
პატიმარი იყო, ვისაც ორიდან ექვს თვემდე რჩებოდა მოსახდელი ვადა და, –
ამბოხებულთა მომხრედ არ მიმიჩნიონ, თანამონაწილეობისათვის ხელმეორედ არ
დამსაჯონო, სულ ადვილად შეიძლებოდა, ამბოხებულთა წინააღმდეგ აღემართა ხელი.
ამგვარად, პატიმართა საერთო რაოდენობის მესამედისა, შეთქმულთ არამცთუ იმედის
ნასახი არ უნდა ჰქონოდათ, არამედ მისი უვნებელყოფაც კი ექნებოდათ საფიქრალი.
საერთოდ, ასეთი მესამედი ყველა ციხეს ჰყავდა და ეს მესამედი რომ არა, ვერც ერთი ციხის
ადმინისტრაცია ვერ განახორციელებდა თავის დანიშნულებას.
ახლა, ეგრეთ წოდებული, “ვიგინდარები”: ამ ფენაში შედიოდა სამასამდე გამფლანგველი
და სხვადასხვა არაპოლიტიკური დანაშაულის ჩამდენი წვრილმანი და საშუალო მოხელე.
ესენი მთელ დღეებს იმაზე საუბრებსა და ტკბილ მოგონებებში ატარებდნენ, თუ როგორ
უთხრა მას საიდუმლო მრჩეველმა ტრატატატაკოვსკიმ, – უფალო, წესიერად მოიქეციო, ან
როგორ დაკარგა გენერალმა ტრალალაკოვიჩმა პენსნე და როგორ მარდად უპოვნა და
მიართვა იგი ადიუტანტმა. ციხემდე ამ ფენის სულიერი სარჩო პრივილეგირებული
წოდებების შარავანდედთან ლაციცი გახლდათ და ახლაც ყოველ მათგანს სერიოზული
იმედი ჰქონდა, რომ ციხიდან გასვლის შემდეგ მიაღწევდა იმას, რასაც ჩაჯდომამდეც
სიცოცხლის ოცნებად ატარებდა. ციხეში მათ მელებს ეძახდნენ და მელები, რა თქმა უნდა,
ამბოხების დაწყებისთანავე სოროებს მიაშურებდნენ. ვიგინდარებსვე განეკუთვნებოდა
კიდევ შვიდასი–რვაასი პატიმარი: ზოგმა მოღალატე ცოლს სახეში თეზაფი შეასხა; სხვამ
კარის მეზობელს წერაქვი თუ ძალაყინი დაჰკრა – შენი ღორი ჩემს ბოსტანში რატომ
გადმოვიდაო; ვიღაცამ იძალადა ან არასრულწლოვანი გახრწნა; ერთი ისეთიც კი იყო,
რომელმაც საკუთარი ბებია გაძარცვის მიზნით ცულით დაჩეხა – ნაძარცვმა შვიდი მანეთი
და ორი აბაზი შეადგინა. მაგრამ ამ ფენის დიდ უმრავლესობას, მაინც წვრილმანი ბაცაცები
შეადგენდნენ და ყველას ერთად, ვიგინდარებიც ამიტომ ერქვათ. აჯანყებაში
გამოუსადეგრობის თვალსაზრისით, ამავე ფენას განეკუთენებოდა სამასამდე ავადმყოფი
თუ სიმულიანტი და ასამდე უცხოელი მოქალაქეც. ამგვარად, სათვალავიდან კიდევ ათას
ხუთასი კაცი უნდა მოხსნილიყო, როგორც ინერტული, პასიური, უმჯობეს შემთხვევაში,
ნეიტრალური სულადობა.
იმ დროს ორთაჭალის ციხეში ათასამდე კანონიერი ქურდი და “შობლა” მოითვლებოდა.
ქურდების კასტა მაშინდელ საპყრობილეებში განსაკუთრებულ ფენად იყო მიჩნეული.
კასტა–მეთქი, იმიტომ, რომ მათ თავისი დაუწერელი, მაგრამ ერთობ ზუსტად
ჩამოყალიბებული კანონები, ზნეობრივი კოდექსი და სამსჯავრო პროცედურა ჰქონდათ.
ისინი თავს “ციხიხ ჰატრონებად” თვლიდნენ. ამ პრეტენზიას საფუძვლად ერთი ფრიად
დამაჯერებელი მოსაზრება ედო: “ჩემი ცხოვრება ციხეში ჯდომა, დროებით
გათავისუფლება და ისევ ციხეში მოსვლაა, ციხე ჩემი სახლია. შენ კი შემთხვევით,
დროებით მოსული კაცი, და მაშასადამე, ხტუმარი ხარ!” ეს, ასე ვთქვათ, ლოგიკური
წანამძღვარი სრულ პრაქტიკულ რეალიზაციას იღებდა, რადგან ციხეში პირველად
მისული კაცი, დაბნეულობასა და უმწეობას იჩენდა, მაშინ, როდესაც ქურდი, ტრადიციისა
და მიღებული გამოცდილების გამო, საოცარი ცხოველმოსილებით,
სიცოცხლისუნარიანობითა და შეგუების ხერხების მთელი არსენალით იყო აღჭურვილი.
აქვე უნდა აღინიმნოს: კანონიერი ქურდის მხრივ რაიმე სახის თანამშრომლობა ციხის
ადმინისტრაციასთან ან მის წარმომადგენელთან იმ დროში ისევე გამორიცხული იყო,
როგორც პოლიტიკასთან რაიმე სახის მისი ურთიერთობა. ქურდი აპოლიტიკურ,
კოსმოპოლიტურ ელემენტს წარმოადგენდა, მისი საქმე იყო ქურდობა – სულერთია, სად
და ვისგან. მისი მოვალეობა – კასტის კანონებისა და ზნეობრივი კოდექსის განუხრელი
აღსრულება, ყოველთვის, ყველა ვითარებაში და ყველგან! მართალია, რუსეთის იმპერიაში
რევოლუციური მოძრაობის გაცხოველებამ და, ამასთან დაკავშირებით, ციხეებში
პოლიტპატიმრების მომრავლებამ ქურდების უფლებები რამდენადმე შეკვეცა, მაგრამ მათ
აქაც შესაშური მოქნილობა გამოიჩინეს. ქურდებმა პოლიტპატიმრებთან ურთიერთობას
საფუძვლად დაუდეს პრინციპი: “არ გერჩი – ნუ მერჩი” და ამ გზით პრეროგატივების
დიდი ნაწილი შეინარჩუნეს – მათ შორის, ციხის დანარჩენი ფენების ხარჯზე ჭამა–სმა,
ჩაცმა–დახურვა.
ქურდებზე – კმარა. ქურდებთან ერთად “შობლა” ვახსენე. როგორც ყველა კასტას
შეეფერება, ქურდებსაც ჰყავდათ თავისი თანამგრძნობები. ეს იყო სისხლის სამართლის
დამნაშავეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი და ყოველ მათგანს “კანონიერი ქურდის” წოდების
მოპოვება სწყუროდა. ამისთვის მათ დროთა განმავლობაში და შესაბამისი საქციელით
უნდა დაემტკიცებინათ, რომ “ქურდის სისხლი” ჰქონდათ და არა გაჭირვებისა და, მით
უმეტეს, შემთხვევის ძალით ჩაიდინეს დანაშაული. ისინი რიცხვობრივად რამდენჯერმე
აღემატებოდნენ კანონიერ ქურდებს და კასტას მაინც განუსაზღვრელი გავლენა ჰქონდა
მათზე. ორი აზრი არ არსებობდა ამაზე, რომ ამბოხების შემთხვევაში ქურდეგი და “შობლა”
მტკიცე ნეიტრალიტეტის გზას დაადგებოდნენ, თუმცა, შობლაში აგიტაციის გზით,
ამბოხებას საკმაო რაოდენობის აქტიური მომხრეების მოპოვება შეეძლო. უნდა აღინიშნოს,
რომ გამოსვლების, დემონსტრაციებისა, თუ საბარიკადო ბრძოლების დროს ქურდები
თავის საქმიანობას წყვეტდნენ, ზოგჯერ ყოველგვარ ბოროტმოქმედებათა აღმკვეთი ძალის
ფუნქციას ნებაყოფლობით კისრულობდნენ.
ამგვარად, რჩებოდა, დაახლოებით, ხუთასკაციანი მასა, რომელიც, ჩემის აზრით,
ამბოხებას მხარში ამოუდგებოდა, ძირითად სიმძიმეს თავის თავზე აიღებდა და მისი
საუკეთესო ნაწილი დამრტყმელი ძალის როლსაც შეასრულებდა. ვინ იყო ეს ხალხი?
უპირველეს ყოვლისა, მათ დიდ უმრავლესობას უკვე მიღებული ჰქონდა მონაწილეობა
არსებული წყობილების მიმართ აქტიური პროტესტის რაიმე ფორმით გამოხატვაში: –
მასობრივი გამოსვლებიდან – ერთპიროვნული წინააღმდეგობით დამთავრებული.
ამათგან ერთი ნაწილი ამნისტიით გათავისუფლებული და კვლავ დაპატიმრებული იყო.
ჰქონდათ სასჯელის დიდი ვადები – ხუთიდან ათ წლამდე, ასაკი – ოციდან
ორმოცდაათამდე; ყოველი მათგანისთვის არსებობდა ორად ორი გზა: გრძელი – რუსეთის
იმპერიის ნანგრევებზე სრული ბურჟუაზიული დემოკრატიის შექმნა, და მოკლე –
იმპერიის ლიკვიდაცია, პროლეტარიატის დიქტატურის დამყარება. ეს მასა, ძირითადად,
თავშეკავებული, სერიოზული, უკვე დამდგარი ხასიათის ადამიანებისგან შედგებოდა.
თვითონ არ იცოდნენ ზედმეტი ლაპარაკი და არც სხვისი ჭარტალის დიდი დოზებით
მოსმენა უყვარდათ.
მიაქციეთ ყურადღება: აფეთქების შემცველი მასა იყო; ბრბოდ ქცეული მასის სტიქიური
მოქმედების ორგანიზებულ აჯანყებად გადამქცევი, ტაქტიკით შემაიარაღებელი ძალა იყო;
არ იყო კონკრეტული საბაბი, მიზეზი, რომელიც მასას ბრბოდ გადააქცევდა. ხატოვნად
რომ ვთქვათ, იყო ფეთქებადი ნივთიერებით სავსე კასრი და არ იყო ნაკერწკალი, ამნთები
საბაბი არ იყო და ჩვენს მოვალეოგას შეადგენდა, ეს ნაპერწკალი არ წარმოქმნილიყო.
ჩემი მოხსენების მეორე ნახევარი შეიცავდა პრევენტიული ზომებისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების კარგად მოსაზრებულ კომპლექსს. საფიქრებელი იყო, რომ შესაძლებელი ამბოხებების პრობლემა ჟანდარმერიის სამმართველოს დაეკისრებოდა,
მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ზომების მიღება საპატიმრო ადგილების უწყებას დაევალა. ამ
უწყების ხელმძღვანელთა მუშაობის შეფასებას არ შევუდგები, მხოლოდ ვიტყვი, თუ რა
გზას დაადგნენ, და ყველაფერი ნათელი გახდება.
ვითარება, კერძოდ, თბილისის საგუბერნიო, ანუ ორთაჭალის ციხეში, შემდეგნაირად
წარიმართა: ერთ მშვენიერ დღეს კორპუსების უფროსებმა თავ–თავისი საბრძანებელი
ჩამოიარეს და პატიმრებს ციხის უფროსის, ბატონ კოცის შეთხზული ბულა წაუკითხეს.
იგი, დაახლოებით, ასეთი შინაარსისა იყო: ამჟამად რუსეთის იმპერიაში სახალხო
ხელისუფლება სუფევს, რაც სახელმწიფო სათათბიროთია განხორციელებული. სახალხო
ხელისუფლების საწინააღმდეგო ყოველგვარი აგიტაცია ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას
ნიშნავს, რასაც მისი უდიდებულესობა, სრულიად რუსეთის იმპერატორი, ვერასდიდებით
ვერ დაუშვებს. თუ ვინმე ფიქრობს, ვითომ მანიფესტით შეპირებული სიტყვის
თავისუფლება პატიმრებზეც ვრცელდება – გაიხსენოს, რომ მანიფესტი მოქალაქეებისთვის
არის გამოშვებული, ხოლო პატიმარს სამოქალაქო უფლებები განაჩენის გამოტანისთანავე
აქვს აყრილი. მაშასადამე, პატიმარი მოქალაქე არ არის! ასეთი იყო კოცის ბულის, ასე
ვთქვათ, განმარტებითი ნაწილი. ამას მოსდევდა სანქციები ანუ სასჯელი: მეფეზე
აუგისთვის – ხუთი დღე–ღამე კარცერში; სახელმწიფო სათათბიროს გალანძღვისთვის –
ოთხი დღე–ღამე; მინისტრების, საიდუმლო მრჩევლების, ეკლესიისა თუ უმაღლესი
სამღვდელოების სიტყვიერი შეურაცხყოფა სამ დღე–ღამედ ღირდა და ყველაზე იაფი
პოლიცია და ციხის ადმინისტრაცია ჯდებოდა – ორი დღე–ღამე. ამაზე ნაკლებდღეღამიან
სასჯელს ბულა არ ითვალისწინებდა და კოცის სულგრძელობაც განუმეორებელი იყო. ეს
სიახლე სალაპარაკოდ, სამასხროდ და სასაცილოდ ციხეს კარგა ხანს ეყო. დემბინმა ამ
ბულაზე პაროდიაც კი დაწერა, ყველა საკანში გაავრცელა და ისე მოხერხდა, რომ
პაროდიის ერთი ასლი თვით ბატონ კოცსაც მიართვეს. ლუკა პეტროვიჩ დემბინი რუსი
მწერალი იყო, იმ დროს საკმაოდ ცნობილი არა მარტო მახვილი კალმის გამო, არამედ
იმითაც, რომ მას წარამარა აპატიმრებდნენ.
ბატონი კოცი თავის თხზულებაში აღთქმულ დაპირებათა შესრულებას ერთობ
ენერგიულად შეუდგა. უპირველესად ყოვლისა, დემბინი გააქანეს კარცერმი ორი დღე–
ღამით – ციხის ადმინისტრაციის შეურაცხყოფა! შემდეგ კოცმა თითო სართულიდან თითო
კაცი გამოაყვანინა და ისინიც კარცერში ჩასვა. ამასთან, თითქოს, იმის სადემონსტრაციოდ,
რომ ბულაში აღნიშნული ოთხივე სასჯელი რეალური იყო – ერთს ხუთი დღე–ღამე მისცა,
მეორეს – ოთხი, მესამეს – სამი და მეოთხეს – ორი. არავითარი მეცდომა. ოთხივე, ასე
ვთქვათ, შტატიანი აგიტატორი იყო და არა ვინმე მოხალისეები, რომლებიც ზოგჯერ უფრო
აქტიურადაც კი იქცეოდნენ, ვიდრე დავალებით მომუშავენი, და, ამდენად, კოცის
თვალსაზრისით – უფრო დასასჯელნიც. აქედან, – შეთქმულებს, თუკი ასეთნი იმ დროს
საერთოდ არსებობდნენ დასკვნა უნდა გამოეტანათ: ერთი ის – კოცი დასახული
პოლიტიკის თანმიმდევრულად, მტკიცედ გატარებას აპირებდა, და მეორე – მშვენივრად
იყო ინფორმირებული. მან დაჟინებით განაგრძო აგიტატორების დასჯა და, სახელდობრ,
დავალებით მომუშავე აგიტატორებისა; არც რევოლუციონერებმა დაიხიეს უკან – მუშაობა
გააძლიერეს; არც კოცმა – რეპრესიებს უმატა და ბულის გამოქვეყნების დღიდან თვე–
ნახევრის თავზე კორპუსების უფროსებმა თავის მრევლს ციხის უფროსის დანაბარები
გადასცეს: ვინც მეორედ და, მით უმეტეს, მესამედ ჩამივარდება ხელში, ისეთ საქმეს
დავმართებ, რომ მეფისა და სახელმწიფო სათათბიროს გინებაც სამუდამოდ დაავიწყდება
და სირცხვილისგან ცხვირსაც ვეღარსად გამოყოფსო!
ქვეყანაზე ისეთი პრობლემა არ არსებობს, პატიმრებმა რომ სწორი გადაწყვეტა არ
გამოუნახონ – ეს ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა. მაგრამ ციხის
უფროსის ამ მუქარას კარგა ხანს ვერაფერი ეშველა. პატიმრებმა ვერა და ვერ დაადგინეს,
რა უნდა ეღონა კოცს ისეთი, რომ იმ მჭევრმეტყველ, საუცხოოდ მომზადებულ
გიმნაზიელებს თავისი საქმე მიეტოვებინათ და, ამასთან ერთად სირცხვილისგან ცხვირიც
ვერსად გამოეყოთ?!
შალვა თუხარელი
ამბოხების საორგანიზაციო კომიტეტში თავიდან შვიდნი შევედით: თომა კომოდოვი,
ანდრო ჭანეიშვილი, ალექსი სნეგირი, ჰამბო ხლგათიანცი, ეზიზა ჭელიძე, პეტრე
ანდრაშჩუკი და მე – შალვა თუხარელი. დათა თუთაშხია კომიტეტში, ცხადია, არ შესულა,
მაგრამ ერთად ვიწექით და, არამცთუ მთლიანად იყო საქმის კურსში, არამედ ყველა
საკითხის უნებლიე თანაგანმსჯელიც გახლდათ. კლასიონ კვიმსაძე საკნის მამასახლისად
გავიყვანეთ, საეჭვო პატიმრებზე ზედამხედველობა, კონსპირაციის უზრუნველყოფა
იკისრა. დათა თუთაშხიამ ერთხელ შეკედლებული პოქტია აღარ მოიცილა, საკანში
ამოიყვანა და თავის გვერდში მიუჩინა ადგილი. საბოლოოდ, პოქტია ერთობ კარგი ბიჭი
აღმოჩნდა. სასაცილო ის გახლდათ, რომ თომა კომოდოვის მიხვედრა, – ამას გოროდოვოის
ბიჭის მტრედები ეყოლება მოპარულიო, ზუსტი აღმოჩნდა, ერთი პატარა განსხვავებით:
მტრედები სამხედრო პროკურორისა ყოფილა! პოქტია მალე მიხვდა, თუ რაოდენ
სერიოზულ და საშიშ საქმეს ვამზადებდით, თანამზრახველობა ეამაყა და უსიტყვოდ,
ფრთხილად და გონივრულად ასრულებდა სხვადასხვა ხასიათის დავალებებს, მათ შორის,
საკმაოდ სარისკოებსაც.
– კორპუსებისა და საკნების გასაღებები ჩაგვაგდებინა ხელში! – ჩაილაპარაკა პეტრე
ანდრაშჩუკმა ერთხელ.
– მართალია, მაგრამ მასა მხოლოდ აფექტის წყალობით ამოძრავდება და არა იმით, რომ მას
საკნის კარს გაუღებენ. კარები ღია გვქონდა, მერე რა?.. აფექტია საჭირო. აფექტის
გამოწვევას კი სათანადო საბაბი, მიზეზი სჭირდება! – ვინ იცის, მერამდენედ აღნიშნა თომა
კომოდოვმა.
– მაგ მიზეზს ჩაადენინებს ადმინისტრაციას კაი ჭკვიანი კაცი, – განაცხადა კლასიონმა. –
ხომ შეიძლება, ისეთი მოვიგონოთ რამე, რომ ადმინისტრაციამ უკიდურესობებს მიმართოს
და ამან გამოიწვიოს აფექტიც და აფეთქებაც?!
– რასაც შენ გულისხმობ – ყალთაბანდობაა, – უთხრა თომა კომოდოვმა. – ერთი რამ ნუ
დაგვავიწყდება: რევოლუციამ უკვე იცის რომ მასა ხელოვნურად შექმნილ
პროვოცირებულ საბაბს ინსტინქტურად გრძნობს. ასეთ მისატყუარზე იგი ან სულ არ
მიდის, ან მივა, აკენკავს, სიყალბეს იგრძნოგს და საქმის პირველსავე ნაბიჯებზე
მიგატოვებს. ასეთი ხასიათის ერთი მარცხიც კი სრულიად საკმარისია, რომ მასამ
სამუდამოდ დაკარგოს საბაბის ხელოვნურად შემქმნელი პარტიისა თუ რევოლუციონერთა
ჯგუფის მიმართ ნდობა და პატივისცემა. ამიტომ არ შეიძლება, კლასიონ!
– ჰო, ჰო, აიცვით თეთრი ხელთათმანები და დავინახავ, რაღაცა ამბოხებას მოაწყობთ, –
შემოგვიღრინა კლასიონმა, დასძინა: – ვიყოთ და ველოდოთ, რა მენაღვლება მე! – და
ბოლთას მისდგა.
მართლაც, ისე იყო საქმე, რომ ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენოდა. თითქოს, ჩიხში
მოვექეცით და, თითქოს, მზად ვიყავით, ხელი ჩაგვექნია, მაგრამ ყველას გვქონდა რაღაც
წინათგრძნობა, იმედი, ზოგ ჩვენგანს რწმენაც კი, რომ რაიმე საბაბი უეჭველად
გამოჩნდებოდა. ყველაფერს, რაც ჩვენს ირგვლივ ხდებოდა, მხოლოდ ამ თვალსაზრისით
ვზომავდით და, ბოლოს და ბოლოს, ისევ კლასიონ კვიმსაძემ მოახდინა აღმოჩენა.
– ქადაგს უხარია რაღაც. აღმოჩენა აქვს, დაიხსომე ჩემი სიტყვა, – დათა თუთაშხია
კლასიონ კვიმსაძეს ხანდახან “ქადაგს” ეძახდა.
ძალაუნებურად დავაკვირდი. მართლაც, გაბრწყინებული, ეშმაკურად მოციმციმე
თვალებით დაიარებოდა კლასიონი. ორი–სამი დღე, თითქმის, არც ერთს არ
გამოგვლაპარაკებია და მანძილზე იგრძნობოდა, რომ მისი ტვინი ორთქლის
მანქანისოდენა მუშაობას ასრულებდა – ქშინვაც კი ისმოდა. ბოლოს, როგორც ჩანს,
კლასიონმა წყლისა და ნახშირის მარაგი ამოწურა, შესაფერი დრო იხელთა და
ყურში ჩამჩურჩულა:
– ვიცი მე შალვა, რასაც უპირებს კოცი ჩვენს ბიჭებს!
– რას უნდა უპირებდეს?!
– სადაა კარცერები?.. სარდაფში, ხომ?
– მერე?
– დერეფნის ცალ მხარეს რომ კარცერებია, მეორე მხარეს საკნებია, ხომ?.. ვინ ზის იმ
საკნებში, თუ იცი?
– აღარ მახსოვს. თქვი, რისი თქმა გინდა?
– მამათმავლები სხედან მერვე საკანში, მამათმავლები, შე ჩემი ცოდვით სავსევ! დიღლია,
დარდაკა, ხარჩო, დარჩო, ალისკერა, რუდოლფ ვალენტინოვიჩი... ვინაა კიდევ იქ?..
– მერე?
– მერე და, კარცერებში მარტო, თითო–თითოდ უზის კოცს ჩვენი გიმნაზიელები!
წარმოიდგინე, ახლა, ღამით... გაუღებს კარს და შეუშვებს იმ ერთი ციცქნა კაკალაშვილთან
იმხელა სპილოსავით დარდაკას, – შედი და ქენი, რაც მოგეხასიათოსო!
პირი დავაღე – არც მეტი, არც ნაკლები! პირველი რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ ასეთ
სიბილწეს კლასიონის მეტი მსოფლიოში ვერავინ გამოიგონებდა...
– როგორი საბაბია, ა?! – კლასიონს ძლევამოსილი მხედართმთავრის თუ ახალი მატერიკის
პირველაღმომჩენის იერი ჰქონდა. – წარმოიდგინე, ახლა, მაგას ციხე რომ შეიტყობს...
– ხმა კრინტი არ დასძრა, კლასიონ!
– რატომ, ნეტავი?
– კოცს ეგ, იქნებ, აზრადაც არა ჰქონდეს, მაგრამ თუ მის ყურს მაგისთანა შესაძლებლობა
მისწვდა, ვინ იცის, გააკეთოს კიდეც, – ახლა მე მომივიდა გული.
– მაგ არის სწორედ საქმე!
– რა საქმე! – ეგ სულაც რომ არ მოხდეს და მხოლოდ ვერსია გავრცელდეს... შენ გესმის რომ
სამუდამო კომპრომეტაციაა?! მართლაც და, სად უნდა გამოყოს ცხვირი... პოლიტიკაა,
ხელად წამოაძახებენ: აქა და აქ, ამა და ამ წელს დარდაკას საყვარელი იყავიო! – ხმა,
კრინტი არ დასძრა!
– როგორ, შე კაცო, ამ ოთხი ათას შვიდას კაცში ჩემხელა ტვინის პატრონი მეორე აღარ
მოიძებნება, ვითომ?.. შორს ნუ წახვალ, აგერ, ჩვენი საკუთარი აბრაგი უკვე მიხვედრილია
ყველაფერს, მომკალი
თუ გინდა.
– რა იცი?
– რაის რა ვიციო... პოქტია დატოვა ეზოში გუშინ სეირნობის მერე და, ჩემი ყურით
გავიგონე, რომ ეუბნებოდა; – ზუსტად დაადგინე, ვინ ზის იქ და რამდენ–რამდენი სხედან
კარცერშიო. რისთვის ჭიროდა, თუ კაცი ხარ? ახლა, დათას გაზით ვერ ამოგლეჯ პირიდან
მაგას, მარა, სხვაც მიხვდება ვინმე და გველივით გამოხოხდება ხმა, ცხადია ეს.
იმის მოყოლა რა საჭიროა, თუ კომიტეტში როგორი რეაქცია გამოიწვია ჩვენმა ნათქვამმა.
პირველი შთაბეჭდილების ტალღამ ჩაიგრიალა და, როგორც უკვე ვთქვი, – ყველა
მოვლენას ამბოხების თვალსაზრისით აღვიქვამდით–მეთქი, ამ საქმემაც იმავე კუთხით
გამოიხედა. ივარგებს თუ არა საბაბად და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?! კოცის განზრახვა –
მიუხედაეად იმისა, განხორციელდებოდა იგი თუ არ განხორციელდებოდა, – აფექტის და,
მაშასადამე, აფეთქების პოტენციას ეჭვს გარეშე შეიცავდა!
– კოცი ასე და ისე აპირებსო... მარტო ჭორი და მითქმა–მოთქმა ვერ იკმარებს საბაბად, –
კატეგორიულად განაცხადა კლასიონმა.
– მეც ახე მგონია, ვერ იკმარებს, – დაუდასტურა თომა კომოდოვმა.
– მაშ, რა იკმარებს? – იკითხა პეტრე ანდრაშჩუკმა.
სიჩუმე ჩამოვარდა. ყოველი ჩვენგანი გრძნობდა, რომ აფეთქებისთვის იმ სისაძაგლის
მოხდენა, სისრულეში მოყვანა ან სხვა, თანაბარი აღმაშფოთებლობის შემცველი ბოროტება
იყო საჭირო, მაგრამ, აბა, რომელი გაბედავდა ესოდენ დიდი შეურაცხყოფისთვის,
სამუდამო კომპრომეტაციისთვის გაემეტებინა ამხანაგი, თანამებრძოლი – ასეც ნუ იქნეგა –
უბრალოდ, ადამიანი!
– რევოლუცია სუფთა რამეა, ჭუჭყიანი რამეები არ იქნება! – თქვა ჰამბომ და ყველას
გულზე მოგვეშვა, რომ სათქმელი ითქვა.
– მართალია ეგ, ჰამბო–ბატონო, – მიაგება კლასიონმა, – მაგრამ რევოლუცია ბრძოლაა,
მსხვერპლს და დანაკარგს მოითხოვს და როცა საკითხი ამბოხებას ეხება... – კლასიონი
შეყოყმანდა. თომა და ჰამბო თვალებმი შეჰყურებდნენ. დათა თუთაშხია აქამდე
მხართეძოზე იწვა – წამოდგა, ფეხები შეიკეცა და ისიც კლასიონს მიაშტერდა.
სხვებს თავები ჩახრილი ჰქონდათ, ძირს იყურებოდნენ. მე ხან ერთს შევცქეროდი, ხან –
მეორეს.
– უნდა მოხდეს ეგ – ამგოხება თუ გინდათ, უნდა მოხდეს, – მტკიცედ თქვა კლასიონმა. –
ყველა მასე ფიქრობთ და თქმის გეშინიათ!..
– კლასიონ კვიმსაძე! – სიჩუმე დაარღვია დათა თუთაშხიამ – შენ რომ გვთავაზობ, მასეთი
გზებით გამარჯვებული რევოლუციის დროშაზე კაკალაშვილი და დარდაკა უნდა იყოს
ოქროს ძაფით ამოქარგული, ასე ვფიქრობ მე...
– გამომივიდა ესაც!.. დამიწყეს აქ... წმიდა ბერი წმინდად წაწყდაო, ნათქვამია!.. დროშა და
ის... კიდევ!.. – ადუდღუნდა კლასიონ კვიმსაძე.
ხმა აღარავის ამოუღია.
დათა თუთაშხიამ ჩაიცინა. ერთხანს იფიქრა, მერე ქაღალდი და ფანქარი იშოვნა, საკმაოდ
ვრცელი წერილი დაწერა, ციხის მასშტაბებისთვის ვრცელი, ორი გვერდი. გადაიკითხა,
დაასორსოლავა, ძაფი შემოახვია და თავის პოქტიას მისცა:
– მოახერხო უნდა, კატორღელების საკანში გოგია წულაძეა, ცალფეხა, გაჩვენე მე ერთხელ.
მას მიეცი ხელიდან ხელში. ჩემი მისვლა არ ივარგებს იქ იცოდე, ჩავარდნა არ შეიძლება ამ
წერილის!
მერე სასეირნო ეზომი ერთი ისეთი რამ მოხდა, რომელმაც – დარწმუნებული ვარ, რომ ეს
სწორედ ასეა, – დანარჩენი თავისთავად განაპირობა. კედელს იქიდან ვიღაცამ კენჭზე
დაბმული ბარათი გადმოისროლა. ერთი შობლათაგანი დასწვდა, აიღო და, რა თქმა უნდა,
სპარაპეტას მიართვა. სპარაპეტამ ბარათს ძაფი შემოაცალა, ქაღალდი გაშალა, წაიკითხა,
ჯიბეში ჩაიდო. პატარა ხანს იარა, მერე თომა კომოდოვთან მივიდა და უთხრა:
– თომაჯან, ეხლა გადმოუგდიათ, ჩვენი არ არის, ბაიყუშის სახელზეა... შიგ იმნაირები
სწერია, რომ იქნება ჯერ შენ უნდა წაიკითხო. მოგცე, თუ ბაიყუშმა ნახოს?
– ვისიც არის, იმას მიეცი, – ღიმილით მიუგო თომამ.
– ჰა?.. – შეყოყმანდა სპარაპეტა. – ჰო, რა, შენი ნებაა.
დათა თუთაშხია მივიდა, სპარაპეტამ ბარათი გადასცა. დათამ წაიკითხა, თომას გაუწოდა
და დააყოლა:
– ბიკენტის ხელია ეგ, იალქანიძის, ფერშლად რომ არის საავადმყოფოში. ძმაკაცია ჩემი!
ბარათმა ორიოდ წუთში კომიტეტის ყეელა წევრი მოიარა. აი, მისი შინაარსი: კოცმა
საგანგებო უფლებები მიიღო. რაში გამოიხატება და რაში გამოიყენებს – არ ვიცი.
აგიტატორი ბიჭების კომპრომეტაციისათვის და სხვების დასაშინებლად მამათმავლების
გამოყენებას აპირებენ. პირველი ასეთი რამ “ცუგოს” ცვლაში უნდა მოხდეს, ხვალ ღამით.
პირადად მე წაკითხვისთანავე შემიჩნდა ეჭვი, რომ ბარათი კლასიონ კვიმსაძის
ინსპირირებული იყო.
– დავრჩები მე, ვნახავ ბიკენტის და გავიგებ ყველაფერს, – თქვა დათამ, სეირნობის
დამთავრების შემდეგ ზედამხედველს მანეთიანი ჩასჩარა და საავადმყოფოსკენ გასწია.
საკანში ავედით. რა დაგიმალოთ, აბა, ყველანი ციხეებში და გადასახლებებში ნათრევი
ვიყავით, რა არ გადაგვხდენია, მაგრამ იმ ბარათით მიღებული შთაბეჭდილება თომა
კომოდოვის ნერვებისთვისაც კი მძიმე ტვირთი აღმოჩნდა. ისე უხერხულად ჩემს
სიცოცხლეში არ მიგრძვნია თავი. როგორ გითხრათ... მეგონა, ვითომ, ეს არის ახლა
სიბინძურეში ამომავლეს და დაბანის უფლება აღმიკვეთეს, – ზედ უნდა შეგაშრესო! ჩვენს
კუთხეში შევიხვეტეთ, თავები ჩავკიდეთ, ყველა თავ–თავის საფიქრალს მიეცა.
დათა თუთაშხია დაბრუნდა. ბარათი, მართლაც, ბიკენტი იალქანიძისა იყო და დათამ
ახალი ვერაფერი მოიტანა, გარდა იმისა, რომ ბიკენტიმ პირველწყარო დაუსახელა, სანდო
პირველწყარო – საავადმყოფოს უფროსი, სამხედრო ექიმი, გვარად შჩელკუნოვი. მაგრამ
რად დასჭირდა ჟანდარმს ბიკენტისათვის გაენდო სახელმწიფო საიდუმლოება?! ესეც
ცალკე საფიქრალად შემოგვიჩნდა. იმ ღამეს სისხამზედღა მოვრჩით ჩურჩულს. დილით –
რაღა დილით, თორმეტი დაწყებული იყო, – ვისაუზმეთ და მერე გვიან ღამემდე ისევ იმ
საქმეს ჩავკირკიტებდით. ჯერ ვითარებაში ნათლად გარკვევა იყო საჭირო, შემდეგ იმის
დადგენა, თუ რა შეგვეძლო, რა სახის ჩარევას მოვახერხებდით და რა შედეგები იყო
მოსალოდნელი. უკვე ყველაფერი ასგზის აღნიშნული, შეფასებული, განსჯილი გვქონდა,
მაგრამ დასკვნა არსად ჩანდა
– საბაბი არის უკვე, მგონია, და ამბოხების დაწყებას რომ სჭირია, ადვილი საქნელია ისიც,
მაგრამ თომას პირისპირ მინდა ველაპარაკო ჯერ, – განაცხადა დათა თუთაშხიამ.
სიმართლე უნდა ვთქვა, გამოცდილება სასესხებლად არც ერთს არ გვქონდა, მაგრამ დათა
თუთაშხიას მაინც სულ სხვა ბუნებისა და არსის ძალად ვთვლიდით. ყოველი ჩვენგანი
გრძნობდა, რომ მიუხედავად განდგომილი ხასიათისა, მიუხედავად რევოლუციის მიმართ
ერთგვარი სიფრთხილისა და უნდობლობისა, აუცილებლად დადგებოდა მომენტი, როცა
იგი თავის სიტყვას იტყოდა. ყველანი გავინაბეთ, თვალებში შევაჩერდით.
– თუ ხართ თანახმა? – შეგვეკითხა დათა.
– ეგრე იყოს, – თქვა ჰამბომ.
სხვებმაც დასტური განაცხადეს, ვინ – სიტყვით, ვინ – თავის დაქნევით.
დათა გაგვეცალა, მოცარიელებული ადგილი შეარჩია, დაჯდა და თომას დაუძახა.
დიდხანს ილაპარაკეს. მერე მეც მიმიხმეს. მივედი, ის იყო, ჩამოვჯექი და ამ დროს
სპარაპეტა მოგვიახლოვდა.
– მე ბოდიში! ცოტა ხანს დადექით, რამე უნდა გითხრათ. მე რო წავალ, თქვენი საქმისა
მაშინა თქვით.
– დაჯექი, სპარაპეტ, – შეეხმიანა თომა კომოდოვი.
სპარაპეტა მოგვიჯდა! მიიხედ–მოიხედა. სამ–ოთხ ნაბიჯზე არავინ იყო.
– მე თქვენი რამეები ყველაფერი ვიცი. ჩემმა მზემ. – სპარაპეტამ შეგვათვალიერა, აბა, რა
ეფექტი მოვახდინეო. – არა, კიდე ორმა კაცმაც იცის, მაგრამ ჩვენ ქურდები ვართ და
არაფერიც არ ვიცით. გაიგეთ? – თავები დავიქნიეთ. სპარაპეტას, ჩანს, თავის შეკითხვაზე
დასტური სჭირდებოდა, მიიღო და განაგრძო: – ეხლა, მე რას გეტყვით... აი, ამას, – დათა
თუთაშხიას მკლავზე მოავლო ხელი, – ამას ერთი ბიძაშვილი თუ მამიდაშვილი ჰყვანს,
ეხლა აღარ მახსოვს, სწორე როგორ იქნება – მამიდაშვილი, თუ ბიძაშვილი, მაგრამ
სულერთია, და იმნაირი კაცი ქვეყანაზე არ დადის! თავი კი არ აბია – კისერზე ეჩმიაძინი
ადგას! ჩემმა მზემ, ეჩმიაძინი! იცით, ვინც არი.
– ვიცით, – მიუგო თომამ.
– კარგია, რომ იცით. ეხლა აქ აღარ არი, პეტერბურგში წაიყვანეს, იქა ჰყვანთ. არა,
ისეთნაირი ვინმეა, პარიჟში წაიყვანონ – ნიჩევო უდივიტელნი, ჩემმა მზემ. ჰო, იმას
გეუბნებოდით, რა, მე იმის ხელში გამოვლილი კაცი ვარ ერთხელაც რას მეუბნება: –
სპარაპეტჯან, ცავატტანემ, რისთვინა ქურდობ? მე ვეუგნები თუ, – ფული მინდა და
ვქურდობ. ის ამბობს, – მაგნაირი ფული რო ციხეაუ. მე ვეუბნები თუ, – მაშ, ჩემთვინ ისეთი
ფული სად არი, რო ციხე არ იყოს? გაიცინა და მეუბნება. – არი ეგეთი ფული! მეთქი–თუ, –
სადა? ლომის უკანალშიო... ლომის უკანალშიო, კაცო! ლომი იცით? ვაცნობეთ, რომ ვიცით.
– ჰოოო, მაგრამ ის ფული როგორ უნდა აიღო, იცი? – მეუბნება. – ვა, მივეპარები,
დავჯდები, დაველოდები, ერთხელაც იქნება, მონეხვამს, ფულს გადმოაყოლებს, ავიღებ და
წამოვალ–მეთქი. არაო! ეგრე აღებული ფულიც უეჭველი ციხე არიო. მაშ, როგორ–მეთქი?!.
რას მეუბნება: – როგორა და, ხახა უნდა გაუღო... – ლომსა, კაცო! – ხელი შიგ ხახაში ჩაუყო,
წახვიდე, წახვიდე, ბოლოში გახვიდე და ეგრე, იქიდან უნდა ამაიღოო!.. ცხოვრება და
შოვნა ეგეთი რამეაო! გაიგეთ?.. ნაღდი რამე მითხრა, ჩემმა მზემ, თქვენმა მზემ, მაგრამ ამ
სიტყვას კარგი გასინჯვაც უნდა! – ეხლა, თქვენ ის არა თქვათ, ვითომ მე იმისთვინ მოვედი,
რო ამას ეგეთი მამიდაშვილი ჰყვანს და ვითომ ეგ მინდოდა მეთქვა არაფერიც! ეს კაცი,
როგორიც გინდა მამიდამვილი ჰყვანდეს, ნაღდი კაცია. მე სპარაპეტა ვარ – კაცს ერთი
შტვხედო, უკვე ვიცი არა, სხვა რამე გითხრათ: იმ ლომს თქვენ უკნიდან ნუ უტრიალებთ.
ვისაც გამოღება გინდათ, ხახაში ხელი ჩაუყავით და გამაიღეთ! სხვანაირად იქიდან
არაფერიც არ გამაიღება, ეგ არი. ეს სიტყვა კარგა გასინჯეთ. მოვრჩი. ძალიანაც კარგა
იყავით, – სპარაპეტა წავიდა.
სხვათა შორის, დათა თუთაშხიას განზრახვა, როგორც მერე გამოირკვა, სწორედ ლომის
ხახაში ხელის ჩაყოფას ნიშნავდა.
თომამ თვალი გააყოლა, მერე თავი ჩაღუნა, ცოტა ხანს იფიქრა და, ალბათ, ეს დათასთან
საუბრის გაგრძელება იყო, ჰკითხა:
– კარგად აწონ–დაწონე?.. შესძლებ?
– ეს საქმე ცუდი იმით არის, რომ შევძლებ! წესიერი კაცი იმის გაკეთებას უნდა
ცდილობდეს, რაც არ გაუკეთებია ჯერ და არ იცის – შეუძლია თუ არ შეუძლია ის. თქვენ
ხართ სწორედ, თომა–ბატონო, ის კაცები, ვინც ისეთის კეთებას მოკიდეთ ხელი, რომ არ
იცით, შეძლებთ თუ ვერ შეძლებთ იმას. მეც მხოლოდ მიტომ აღმოვჩნდი თქვენთან,
თქვენთან ყოფნა რომ არ შემეძლო.
– იმიტომ, რომ არ შეგეძლო? – ჩაილაპარაკა თომამ, იყუჩა და უთხრა: – დათა, პირადად მე
თანახმა ვარ პირადად მე ყველაფერზე წამოვალ, მაგრამ ერთი პირობით: უნდა მითხრა
რის გულისთვის კისრულობ მაგოდენა რისკს.
– აუცილებელია, რომ გითხრა?
– არა. თხოვნაა, მინდა, ვიცოდე.
– თუ მოვახერხე თქმა. ბევრია სათქმელი და თავი ვერ მოვუყარო, იქნება, მე რომ მინდა და
საჭირო რომ არის, ისე, – დათამ კარგა ხანს იფიქრა. – ერთი ბოროტება რომ ხდება რაიმე,
შენს დასანახზე და ხელმისაწვდომზე, მისი მოსპობა ადვილია, ძალიან. ეგ არის, არაფერი
საქმე არ არის ეს, სხვაგან და უფრო მეტი ბოროტება მოხდება, უეჭველია, მიზეზი თუ არ
მოსპე იმ ბოროტების, ბუდე თუ არ დაუნგრიე. ბუდე აქვს თავისი ყველაფერს მზის ქვეშ
და – ბოროტებასაც. ბოროტების ბუდის დანგრევა დიდი საქმეა ძალიან. ისე დიდი საქმეა
ეს, რომ გასაჭირადაც ღირს და სიკვდილადაც. ამიტომ მინდა გავაკეთო ის, რაც გითხარი.
ერთხანს ჩუმად ვისხედით, ვფიქრობდით, თომამ გამომაფხიზლა:
– კარგი, შალვა, აი, დათა ამბობს, რომ ხვალღამ ჩაგვაბარებს ყველა კორპუსისა და საკნის
გასაღებს. რა გზით გააკეთეგს ამას, თავისი საქმეა და არ სურს, ჩვენ რომ ვიცოდეთ – ჩემს
გარდა, ვინმემ. ეს პირობა უნდა მივიღოთ. ყოველივე ამას მე კომიტეტის წევრებს გადავცემ
და იქ გადაწყდება, ვიწყებთ თუ არა ამბოხებას. საბაბად იგივე სისაძაგლე რჩება. ჩვენს
დახმარებას დათა არ საჭიროებს, მარტო შენ უნდიხარ! მძიმე და სარისკო საქმეა...
– მე მზად ვარ. თუ არ შეიძლება, საერთო ჩანაფიქრსა და გეგმას გავეცნო, არც ეგ მინდა
მოვდივარ! – სიტყვა ჩამოვართვი თომა კომოდოვს.
ახლა დეტალურად აღარ მახსოვს, თათბირი როგორ წარიმართა. ვინ რა თქვა და ამის
მოყოლა არც არის საჭირო. მაგრამ ვიტყვი და ეს ერთადერთი სიმართლე იქნება, რომ
ყველა წევრს, უკლებლივ, გაორება შევნიშნე: ერთი მხრივ – გულის წამოძგერება და
სიხარული, რომ მოდის დიდი ხნის ნაოცნებარი წუთი და, მეორე მხრივ – იმედი, რომ
დათა თუთაშხია დაპირების შესრულებას ვერ შეძლებდა! არ დავმალავ, თავად მეც მქონდა
ეს გაორებულობის გრძნობა. ამ მოვლენას თავისი ახსნა აქვს. საერთოდ, ხომ ძნელია,
სიცოცხლეს კითხვის ნიშანი დაუსვა და ისიც – გონების კარნახით, ცივი ანგარიშით,
წინასწარი მოფიქრებითა და გადაწყვეტილებით. მაშინაც კი ძნელია, როცა შენი
სამშობლოს მტერს ებრძვი იარაღით ხელში და შენს ზურგს უკან დგას შენი ხალხი, შენი
შვილები, შენი სახელმწიფოს კანონი, რომელიც ნებას გრთავს, ჰკლა და გაძლევს
გარანტიას, რომ კეთილი ადამიანის სახელი გექნება! ახლა წარმოვიდგინოთ შემთხვევა,
როცა ერთ მუჭა თანამზრახველებთან ერთად უნდა პირისპირ მიხვიდე, ეკვეთო
უზარმაზარ იმპერიას, მის სამხედრო ძალას, თავდაცვის ათასნაირ საშუალებებსა და
კანონს, რომელიც დაუყოვნებლივ გამოგაცხადებს მკვლელად, მოღალატედ, ნაძირალად...
– ამხანაგებო! არც გვიან არის და არც სირცხვილია... თუ რომელიმე ჩვენგანს რაიმე
მიზეზით საქმიდან გასვლა სურს, თქვას და გავიდეს. ნურც იმას შევეკითხებით, რით არის
გამოწვეული მისი გადაწყვეტილება! – განაცხადა თომა კომოდოვმა და დასძინა: – ახლა ნუ
შევეკითხებით.
რომელი იტყოდა, ლაჩარი ვარო?!
დათა თუთაშხიამ გამოიარა, მგონი, დემბინისკენ მიემართებოდა. კლასიონმა ხელი
წაუთათუნა, შეაჩერა – სათქმელი მაქვსო.
დათამ ჩაიმუხლა.
– რას აპირებ და როგორ აპირებ? გვინდა, ვიცოდეთ. რატომ გვიმალავ? – ჰკითხა
კლასიონმა.
დათა თუთაშხიამ სათითაოდ დაგვათვალიერა.
– ნუ გეწყინებათ! ცუდი არ არის არაფერი, მე რომ ვიტყვი, იმაში... თქვენ დამდგარი ჭკუის
კაცები ხართ ყველა, განსჯა, რჩევა–დარიგება გიყვართ. მე რომ უნდა გავაკეთო, იმას ერთი
კაცის ჭკუის მეტი არ ჭირდება. რომ გითხრათ, რას და როგორ ვაპირებ, აზრს გამოთქვამთ
თქვენსას და, ანგარიშს რომ გიწევთ, თქვენმა აზრმა შემაყოყმანოს, იქნება. ყოყმანი ცუდი
ამხანაგია ასეთ საქმეში. ამიტომ ვერ გეტყვით ვერაფერს.
– კაცო შენ რაღაცა გინდა ქნა და ჩვენცა გვკითხე, რაღა! – უთხრა ჰამბომ – ერთიც ვნახოთ,
ისეთი რამეა, რომ ჩვენთვის, ჩვენი საქმისთვის საზიანო გამოვიდეს, მერე?
დათა თუთაშხიამ ჩაიცინა.
– ჰამბო–ბატონო, ნიკოლოზ მეფემ იმდენი ზიანი მოგაყენა, რომ მე ვეღარ დაგიმატებ,
მგონია, ვეღარაფერს. ციხეა ეს, ჩემზე მეტი იცი აქაური წესების და არავისი საქმე არ არის,
რას ვაპირებ და რა მინდა! ჩემსას ვაკეთებ მე. მოყვება ამას ისეთი ვითარება, რომ
გამოგადგეთ, იქნება, თქვენს ჩანაფიქრში. ბოლოს და ბოლოს, არც მინდა, ვიცოდე,
გამოიყენებთ თუ არ გამოიყენებთ. ჩემი საქმის და საკეთებლის მე ვიცი და უნდა გავაკეთო!
სიჩუმე ჩამოდგა. დათამ წამოიწია.
– ტყუის ეს კაცი რამეში? – იკითხა თომა კომოდოვმა.
– ცამდე მართალია! – თქვა ეზიზა ჭელიძემ.
ჩვენი უახლოესი მიზანი იყო: გაგვეგდო ადმინისტრაცია! აგვეხერგა შემოსასვლელები,
მოგვეწყო სათადარიგო ბარიკადებიც და ვმდგარიყავით მოგერიებაში იქამდე, სანამ
მოვლენათა განვითარება რაიმე ახალ ალტერნატივას დაგვიყენებდა. აქ ბევრი რამ იყო
დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ რეაგირებას მოახდენდა მეტეხის ციხე, თბილისის
არალეგალური კომიტეტი და მუშათა კლასი, მეფის ადმინისტრაცია და სახელმწიფო
სათათბიროც, თუკი ჩვენი ამბები მის ყურს მისწვდებოდა. მოთხოვნები: ჩვიდმეტი
ოქტომბრის მანიფესტით აღთქმული დაპირებეგის დაუყოვნებლივ აღსრულება – ეს,
მთავარი და ზოგადი ხასიათისა, და კიდევ თერთმეტი კერძო პუნქტი, რაც ციხეებში
რეჟიმის გაადამიანურებას, ინვალიდების, ავადმყოფების, მცირესასჯელიანი პატიმრებისა
და ქალების დაუყოვნებელ გათავისუფლებას და სხვა ამგვარ პირობებს შეიცავდა.
ჯერჯერობით – ეს, ხოლო შემდგომში უკვე თბილისის არალეგალური კომიტეტის
მითითებათა თანახმად მოქმედებას ვაპირებდით.
ყოველივე ამას კონკრეტული ღონისძიებების დასახვა სჭირდებოდა და იმის
გათვალისწინებაც, თუ ვის რა უნდა დაკისრებოდა ან პრაქტიკულად როგორ უნდა
განხორციელებულიყო ესა თუ ის საქმე. სეირნობამდე ვბჭობდით. თითქოს, ყველა
საკითხმა მიიღო სათანადო გადაწყვეტა, დანაწილდა მოვალეობები, დაიწერა რამდენიმე
აუცილებელი ბარათი, მოწოდების ტექსტი, რომელშიც შუქდებოდა როგორც, საერთოდ,
ამბოხების მიზნები, ისე კოცის მიერ განზრახული სისაძაგლეც, და ახლა ჩვენი საქმე
ლოდინიღა იყო.
მახსოვს, ვიჯექი, სხვებს ვუსმენდი, თავადაც ვლაპარაკობდი და განუყრელად მახლდა
გრძნობა, რომ კომიტეტის წევრებში ის გაორებულობა, ზემოთ რომ აღვნიშნე, უფრო
გაღრმავებულიყო, თითქმის რწმენად ქცეულიყო, – იმის რწმენად, რომ გასაღებების ხელში
ჩაგდება ვერ განხორციელდებოდა, სიკვდილთან დაპირისპირება არ მოგვიხდებოდა... ეს
ყოველი ჩვენგანის ლაპარაკში, საქციელში, განწყობილებაში სჭვივოდა...
დათა თუთაშხიამ ისაუზმა, ნარდს მიუჯდა და შუადღემდე ითამაშა. მერე სპარაპეტასთან
მივიდა, ბარე ერთი საათი ალაპარაკა, უსმინა, იცინა. შემდეგ, ჩვენს საკანში ერთი
მხატვარი იყო – გვარად ლოლაძე, დაახლოებით, ერთი საათიც იმასთან მასლაათში
გაატარა. ახლა დემბინთან მოიკალათა და ლუკა პეტროვიჩმა თავისი ცხოვრებისა და
გადასახლებების მოგონებები გაუხურა... ერთი სიტყვით, დათა თუთაშხიას იმისი არა
ეტყობოდა რა, რომ რასმე აპირებდა და არც მე მეძახდა. ამ დროს, მოსახდენი რამდენიშე
საათის შემდეგ უნდა მომხდარიყო! ერთი ხანობა გავიფიქრე, რომ თავის განზრახვაში ჩემს
მონაწილეობაზე უარი თქვა. საეჭვო, ისიც ჩემნაირად გაფაციცებული კაცისთვის, მხოლოდ
ის იყო, რომ პოქტიამ ორჯერ მოახერხა საკნიდან გასვლა: ერთხელ ვიღაცასთან ერთად
კასრი წაიღო, წყალი შემოიტანა. ამ გასვლაზე ერთი ყალიბი შავი პური გაიტანა. დათამ ის
პური დილით ქურდებს გამოართვა, თავისი ბებუთი ფარულად, ყველასთვის
შეუმჩნევლად შიგ ჩამალა! პოქტიამ კარგა ხანს იარა. დაბრუნდა, პური, რა თქმა უნდა,
აღარ ჰქონდა და ახლა იმის ფიქრი შემიჩნდა, რომ დათა თუთაშხია თუ თავად აპირებდა
რამეს, მაშინ ბებუთი სხვაგან რატომ გაგზავნა? მეორე გასვლაზე პოქტიამ ჩვენი საკნის
დამლაგებელთან ერთად პარაშა გაიტანა, ბარათი წაიღო, დაბრუნდა და დათას რაღაც
აცნობა. კიდევ ერთი რამ შევნიშნე: დათასთან ლაპარაკის შემდეგ ლოლაძემ საკანი
ჩამოიარა, ზოგი ვისგან და ზოგი რა ფერის ფანქრები მოაგროვა, საღებავების შეზავებას
მიჰყო ხელი.
სეირნობიდან ვბრუნდებოდით. წინ მიმავალნი უკვე კორპუსის მთავარ კარში შედიოდნენ,
როცა ნენემ გამოიარა – სადარბაზოს დამლაგებელმა – და ჩვარში გამოკრული, ასანთის
კოლოფისოდენა რაღაც დააგდო. დათამ თვალით დამანახა და მითხრა:
– აიღე.
დავწვდი, ავიღე. ზედამხედველებს არაფერი შეუნიშნავთ.
საკანში ჭინჭი გავხსენი. თმა იყო – სქელი, უხეში, სანახევროდ ჭაღარა, სანახევროდ შავი.
დათამ ის თმა ლოლაძეს გადასცა. მხატვარმა ერთხანს ათვალიერა და, მოწონების ნიშნად,
თავი დააქიცინა. მერე დაჯდა. პარიკის გაკეთებას მიჰყო ხელი – ულვაშების კეთებას.
ჩვენი სართულის ზედამხედველი შეიცვალა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ცუგომაც ჩაიბარა
ნახევარსარდაფი. ცუგო წარსულში ჯალათი იყო, ანუ კაცი, რომელიც სახრჩობელაზე
მუშაობს. მერე ჯორ–ეტაპის უფროსად დანიშნეს. ჯორ–ეტაპი ორთაჭალის ციხეში ერქვა
პატარა ორთვალა ურემს, რომელშიც ჯორი ება და რითაც მკვდრები გაჰქონდათ იქვე,
მთის ფერდობებზე დასაფლავად. შემდეგ ცუგომ დაწინაურება მიიღო – ზედამხედველად
გაამწესეს და, ალბათ, განსაკუთრებული დამსახურების გამო და საგანგებო ნდობის
აღსანიშნავად, საზედამხედველო საქმის უძნელესი უბანი – სარდაფი – ჩააბარეს.
ციხე მეტსახელთა სამყაროა. უმრავლეს შემთხვევაში, ამა თუ იმ მეტსახელის
წარმომავლობა უცნობია და, ამასთან ერთად, მისი მატარებელი პირისთვის –
შეუფერებელიც. ეს, ძირითადად, იმით აიხსნება, რომ პატიმარი მეტსახელს
ახალგაზრდობაშივე შოულობს და იმ ასაკისთვის, იქნებ, ზედგამოჭრილიც იყო. გადის
დრო, პატიმარს სახე ეჭმუჭნება, თმა უჭაღარავდება, ნაბიჯი უმძიმდება, ზურგი
მშვილდივით ეკაკვება, მაგრამ მეტსახელად მაინც ლამაზ–გოგია, ან ხენდრო–კოლა ჰქვია.
სულ სხვა სურათია, როცა პატიმარს პირველსავე ჯდომაში ღორო ან ცინგლა შეერქმევა.
ასეთ მეტსახელებს, უმრავლეს შემთხვევაში, ხანგრძლივი და იქნებ, სამუდამო
შესაფერისობა ახასიათებს. სხვათა შორის, მეტსახელის ასეთი თავისებურება თვით
პატიმრებმა უკეთ იციან და, მახსოვს, არმავირის ციხეში ერთმა ჭაბუკმა პატიმარმა მეორე
პატიმარს მთელი ულუფა პური და ერთი ქისა წეკო მისცა იმაში, რომ იმ მეორეს
რამდენჯერმე ორიოლობით უნდა ეხმო მისთვის, რათა პირველს ეს მეტსახელი
შერჩენოდა, როდესაც დიდი საშიშროება არსებობდა, ვთქვათ, სკელეტა ან დოხლიაკი
დარქმეოდა, რაც მაშინ სრულიად ეთანადებოდა მის გარეგნობას. დიახ, ცუგო–მეთქი: ასე
ზუსტად შერქმეულ მეტსახელს იშვიათად შევხვედრივარ. ამ პროფესიონალ სადისტს
ისეთი სუფთა თვალები, ალალი ღიმილი და კეთილი სიტყვა–პასუხი ჰქონდა, რომ
ადამიანი აუცილებლად იფიქრებდა, ეს კაცი საკუთარი ცხრა და კიდევ შვიდი სხვისი
წვრილშვილის მამაა, ჯამაგირის სამ მეოთხედს ღარიბ–ღატაკსა და ქვრივ–ოხერს აძლევს,
უსახლკარო კატის კნუტებს ჰკვებავს და გორში თუ მცხეთაში ორი დღით მიმავალი
მეზობლის გაცილებისას ცხარე ცრემლით ტირისო.
მაშასადამე, ასე: ცუგო და მისი ცვლის სხვა ზედამხედველები ექვს საათზე დადგნენ. აქვე
უნდა მომხდარიყო გადათვლა, რასაც კიდევ ერთი საათი უნდებოდა. შვიდიდან რვამდე –
ვახშამი, რვიდან ათამდე – პარაშეგის დაცლა, ტუალეტი, წყლის შემოტანა, ათზე – ძილი.
ამ დროისათვის ყველა სართულს პირადად ჩამოივლიდა მორიგე კომენდანტი – იმ ღამეს
ბატონი კანარეიკა. ეს მისი გვარი იყო და არა მეტსახელი. დიახ, ჩამოივლიდა და საკუთარი
თვალით შეიხედავდა თითქმის ყოველი საკნის საჭვრეტში. რა თქმა უნდა, არა მარტო იმის
შესამოწმებლად, თუ როგორ შეასრულა თავისი მოვალეობა მავანმა ზედამხედველმა,
არამედ და უმთავრესად იმაში დარწმუნებისთვის, რომ მის საბრძანებელში მშვიდობა,
სრული წესრიგი და სამოთხებრივი სათნოება სუფევს. პატიმრებმა ბატონ კანარეიკას
თავისი გვარი კონტრასტის ნიადაგზე დაუტოვეს: იგი სქელი შავი, გაჭაღარავებული,
გრძელულვაშა სუბიექტი იყო. მართალია, ყოველი სართულის ზედამხედველი ყველა
თავისი საკნის გასაღების მფლობელი გახლდათ, მაგრამ სართულიდან სადარბაზოს
კიბეებზე გასასვლელი მძლავრი გისოსებით იყო გადარაგული და იკეტებოდა არანაკლებ
შთამაგონებელი სიმძლავრის კლიტეებით, რომელთა გასაღები მორიგე კომენდანტს ეპყრა
– იმ საღამოს, როგორც უკვე ვთქვი, ბატონ კანარეიკას. ამრიგად, ზედამხედველები თავ–
თავის სართულებში იყვნენ გამოკეტილები, კანარეიკას ტყვეობაში იმყოფებოდნენ და –
ყველა კორპუსისა და ყველა საკნის გასაღებებს ჩაგაბარებთო, დათა თუთაშხია რომ
შეგვპირდა, ამის აღსასრულებლად მას არც მეტი, არც ნაკლები – ჯერ კომენდანტის
გასაღებების ასხმულა უნდა ჩაეგდო ხელში, რომ მერე, მათი წყალობით, ყველა
სართულზე ყველა ზედამხედველისთვის აეყარა საკნების გასაღებები... იარაღის აყრა არ
გეგონოთ, შეიარაღებული კაცის ციხის ტერიტორიაზე შემოსვლა წესდებით იყო
აკრძალული. დიახ, და იმისთვის, რომ კანარეიკა გაძარცულიყო, მანამდე სართულის
ზედამხედველის ხელში ჩაგდება იყო საჭირო. კანარეიკა დერეფანში თუ არ შემოვიდოდა,
რანაირად მოხდებოდა მისი გაძარცვა?.. ჩემთვის ყველაფერი გაუგებარი და მიუწვდომელი
რჩებოდა იქამდე, სანამ უშუალო მოქმედება დაიწყებოდა და აქ კი ისე წარიმართა საქმე,
როგორც ყველაზე მდარე დეტექტიურ თხზულებეგში ხდება ხოლმე.
ჩემი ნერვების ამშლელი ლოდინი იმით გათავდა, რომ როცა ვახშმად მოტანილი
სალაფავის დაცლილი კასრები დერეფანში გაგვადგმევინეს, ანუ, დაახლოებით, საღამოს
რვა საათზე, დათამ მანიშნა, ჩემთან მოდიო, და მაშინღა მითხრა, თუ რა უნდა მეკეთებინა.
შემდეგ ორთავენი დემბინს ვესტუმრეთ და დათამ უკვე შეთანხმებული როლი გაუმეორა.
საღამოს ტუალეტმა – ასე ერქვა საპირფარეშოში ძილისწინა გაყვანას, – დერეფნის მეორე
ბოლოს მიაწია და დათა თუთაშხიას მღელვარების, წრიალისა და მოუსვენრობის მსგავსი
რაღაც შევნიშნე. თავად მე, მახსოვს, მაშინ არავითარ ღელვას არ განვიცდიდი,
გაცნობიერებული არ მქონდა, თუ სულ მალე როგორი ნაბიჯის გადადგმა მომელოდა,
სამაგიეროდ, კომიტეტის სხვა წევრებს გადაედოთ დათას განწყობილება. წინასწარი
მოლაპარაკების თანახმად, ყოველ ჩვენგანს თავი ისე უნდა სჭეროდა, როგორც ყოველთვის
– ზოგი უნდა წოლილიყო, ზოგს ნარდი ეთამაშა, ზოგს ესაუბრა. ყველაფერი პირიქით
მოხდა. ძირს დაფენილ ლოგინებზე ისხდნენ გარინდულები და ფიქრობდნენ,
ფიქრობდნენ, ფიქრობდნენ.
ბოლოსწინა საკანმა ტუალეტი დაამთავრა. მე და დათა თუთაშხია კარს ავეკარით,
დერეფანს მივაყურეთ...
აგერ უკანასკნელი პატიმარი შევიდა!
აი, ურდულების გრუხუნი მოისმა და კლიტემაც გაიჩხაკუნა.
საკანი ჩაკეტილია.
ზედამხედველი კატორღელების საკნის კარს აღებს: ისევ კლიტის გაჩხაკუნება, ურდულის
აყრის ხმა, კედელს მიხეთქებული ლითონის ჭახანი... ნაბიჯები... ბევრი ნაბიჯის ჩქამი
და... სრული, უსუნთქავი სიჩუმე!
– აყვანილია! – დაიჩურჩულა დათამ.
– აყვანილი? – ვერაფერი გავიგე.
– ზედამხედველი, – დასძინა დათამ. – გასაღებები გოგი წულაძეს აქვს უკვე!..
საპირფარეშოს კარმა დაიჭრიალა, ჯახანიც გაიღო. კატორღელები თავისი საკნისკენ
გაემართნენ.
გოგი წულაძემ საკნის კარს ურდული დაადო, კლიტით ჩაკეტა.
ისევ ჩეენკენ მომავალი ნაბიჯები, ისევ წყვეტილი, ნაირხმოვანი ჩქამი... ჩვენი კარის
საჭვრეტში თვალი გამოჩნდა. საჭვრეტი კვლავ ჩაიხურა და ახლა კარმა დაიწყო
ჩხაკაჩხუკი. ოდნავ გაიღო. სიოში გოგი წულაძის ფიგურამ გაიელვა და კარს მიეფარა.
დემბინი, მე, ლოლაძე და დათა თუთაშხია დერეფანში გავედით. სანამ ზღურბლს
გადავაბიჯებდი, უზარმაზარი სურვილი მომაწვა, ჩვენებისკენ მიმეხედა, მათი რეაქცია
დამენახა... ვერ მოვასწარი.
დათამ გოგის გასაღებების ასხმულა გამოართვა, ჩვენი საკნის კარის ჩაკეტვას შეუდგა.
გოგი გაგვიძღვა, სამთავე საპირფარეშოში შევედით. პირსახოცით თვალებახვეული
ზედამხედველი, საცელის ამარა და ფეხშიშველი, კუთხეში იდგა ზურგით ჩვენკენ. კეფაზე
თოქმა ნასკვი ედო, პირსახოცის ბოლოები მხრებზე ეფინა. რატომღაც ის დიდბაფთიანი,
ამურივით გოგონა მომაგონდა, რომელიც ერთხელ გემზე ვნახე ნოვოროსიისკიდან ბათუმს
მიმავალმა!..
დათა შემოვიდა, დემბინს ანიშნა, – გაიძრე და ესენი ჩაიცვიო. ზედამხედველის
ტანისამოსი ვიღაცას მკლავზე ჰქონდა გადაკიდებული. ორნი იყვნენ.
ჩემი ჯერი დადგა. ლოლაძემ ჯერ ტანზე რაღაცეები შემომახვია, აქა–იქ ყურთბალიშები
შემაბა და როცა, მისი აზრით, ბატონ კანარეიკას გაბარიტები შეძენილი მქონდა,
ულვაშების მორგებას შეუდგა.
დემბინი ტანისამოსს იცვლიდა, საშინლად ღელავდა, ხელები არ ემორჩილებოდა,
უკანკალებდა... მახსოვს, ჩექმები ვერაფრით ჩაიცვა – ცალ ფეხზე ვერა და ვერ დგებოდა.
დათამ ხელი შეაშველა. გადაცმა, როგორც იქნა, დამთავრდა. ლოლაძემ დემბინს
ტანისამოსი მოუწესრიგა, ბუნებრიობა შესძინა: ქამარი მოაშვებინა, ხალათის კალთა ოდნავ
ქამარს ზევით ამოუწია, შინელი გაუსწორა, ქუდი ჩამოაფხატა – ზომიერად, ისე, როგორც
ჩვენი დღევანდელი ზედამხედველი ატარებდა...
ძილის ზარები გაისმა.
დემბინი და დათა დერეფანში გავიდნენ. ლოლაძე, გოგი წულაძე, მე და კიდევ ორი
კატორღელი, რომელთაგან ერთი ზედამხედველს დიდი თვითნაკეთი დანით ადგა თავს,
საპირფარეშოში დავრჩით.
ცოტა ხანს მერე ჩვენი საკნის კარი გაიღო, კვლავ დაიკეტა . ეს დემბინმა დათა შეუშვა და,
როგორც დარიგებული იყო, ისე შეუდგა თავის საქმეს.
ჩვენ უნდა გველოდნა – თხუთმეტი, ოცი წუთი, იქნებ, ნახევარი საათიც – სანამ
კომენდანტი კანარეიკა სართულზე გვესტუმრებოდა.
ოპერაციის შემდგომი, ანუ ბატონ კანარეიკას დატყვევების ფაზა, მისსავე წინასწარ და
დაწვრილებით შესწავლილ მოქმედებაზე იყო ნავარაუდევ–ნაანგარიშევი.
ადმინისტრაციის კორპუსის წინ, ციხის ეზოში, ბოძზე ზარი ეკიდა. კანარეიკა ძილის ზარს
თავად რეკავდა და მერე საავადმყოფოს კორპუსისაკენ მიემართებოდა. იმ შენობის პირველ
სართულზე მომსახურება ცხოვრობდა. ღამე მათი საკნებიც იკეტებოდა. კომენდანტი ამ
საკნების დათვალიერების შემდეგ იქვე, სარდაფში ჩადიოდა, სამზარეულოს, პურის
საჭრელს, აბანოსა და სამრეცხაოს შემოუვლიდა და მერეღა გამოსწევდა ხოლმე ჩვენი
კორპუსისკენ. რამდენჯერ მიყურებია: მოვა მშენებარე, ჯერ დაუმთავრებელი ახალი
კორპუსის კედელთან დადგება და, ასე, მანძილიდან დაათვალიერებს ჩვენს შენობას.
შემდეგ, გზას გადმოჭრის, მთავარი შემოსასვლელის კარს, ანუ სადარბაზოს აღებს. ისევე,
როგორც სართულებზე შესასვლელები, კარი აქაც გისოსებისა იყო. გააღებდა და მძიმე
ნაბიჯით, ხვნეშა–ხვნეშით წამოვიდოდა ზევითკენ. დათვალიერება–შემოწმებას ჩვენი, ანუ
მეოთხე სართულიდან იწყებდა და სართულ–სართულ ქვევითკენ მიიწევდა. სარდაფს
ჩაროზივით ბოლოსთვის იტოვებდა ხოლმე. იქ კარგა ხანს ყოვნდებოდა, მერე,
თერთმეტზე, თორმეტის თხუთმეტ წუთზე მისი კეთილშობილება ეზოს გადაივლიდა,
ადმინისტრაციის კორპუსში შევიდოდა და მთელი ღამის განმავლობაში რას აკეთებდა,
ჩვენთვის ცნობილი არ იყო – ალბათ, ეძინა. აქვე უნდა აღინიშნოს ის მთავარი მომენტი,
რომელსაც ოპერაციის განხორციელებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა:
ზედამხედველებს ბატონ კანარეიკასი ღვთის რისხვასავით ეშინოდათ – ძალიან სასტიკი
კაცი იყო. ამიტომ ისინი თავის მრისხანე უფროსის გამოჩენისთანავე გაცხოველებულ
საქმიანობას იწყებდნენ, ვითომდა, – მთელი ცვლის მანძილზე სულ ამ დღეში ვართ,
საწყლებიო! ზედამხედველის საქმიანობა, ძირითადად, საკნების საჭვრეტებში ცქერაა.
ყოველი მათგანი ცდილობდა, რომ დერეფანში შემოსულ კანარეიკას რომელიმე საკნის
კართან ატუზული დახვედროდა და სწორედ ამ მომენტში თუ პატიმრებს გასაღებების
ასხმით მიუბრახუნებდა ან რასმე დაიძახებდა, მაგალითად: დაიძინეთ ახლავე, თორემ მე
ვიცი, მე თქვენიო! – მთლად უკეთესი. ბატონი კანარეიკა თუ ზედამხედველს დერეფნის,
ვთქვათ, მარჯვენა ბოლოში “მომუშავეს” დაინახავდა, მაშინ თვითონ მარცხენა ბოლოში
გავიდოდა, იქიდან იწყებდა საკნებში ჭვრეტას, მაგრამ აუცილებლად ყველაში როდი
შეიხედავდა – არჩევით მოქმედებდა, ორ–სამ საკანს მოიხილავდა და საპირფარეშოს კი –
უეჭველად და ყოველ მიზეზს გარეშე: ხომ უნდა შეემოწმებინა, ანტისანიტარიას არ
ჰქონოდა ადგილი და იმაშიც ხომ უნდა დარწმუნებულიყო, რომ ზედამხედველს საკნიდან
ორ შაურად ან მოხარშული დედლის ბარკლისა და შოთის ნატეხის ფასად ვინმე
გაჭირვებული არ გამოუშვია საპირფარეშოში?!
– გავიდეთ, ვნახოთ, რა ხდება... – გადავუჩურჩულე გოგის.
თვალი შემავლო, შემატყო, რომ გული ამოვარდნაზე მქონდა, ასე უძრავად, უმოქმედოდ
ყოფნა აღარ შემეძლო. რამდენადაც მახსოვს, ისიც ძლიერ ღელავდა და მხოლოდ
ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვის წყალობით ინარჩუნებდა გარეგნულ აუმღვრევლობას.
დემბინი სართულის კართან იდგა, ქვევით იყურებოდა. დაგვინახა, მოვიდა და გვითხრა:
– კანარეიკა სარდაფშია!.. დათამ თქვა, ჯერ აქ ამოვაო. ჰა?.. კოციც სარდაფშია, ერთად
ჩავიდნენ!.. ჰა?
თავები დავაქიცინეთ და გოგი ფეხაკრეფით წავიდა ჩვენი საკნისკენ, საჭვრეტის უბე
გადასწია. ჩანს, დათა იქვე იდგა, ჩურჩული გააბეს. ამასობაში სარდაფის სართულის კარმა
დაიჩახუნა, მაგრამ ამას ურდულისა და კლიტის ჩხაკაჩხუკი არ მოჰყოლია. კანარეიკა
სარდაფიდან გამოვიდა, კარი არ ჩაკეტა! ესე იგი დაბრუნებას მალევე აპირებს! ცოტა ხანს
კიდევ ვიყურეთ კომენდანტი მარტო იყო, პირველ სართულს ამოსცდა!.. დემბინი
კატორღელების საკნისკენ გაემართა, კართან აიტუზა. ჩვენ საპირფარეშოში შევბრუნდით.
გოგიმ გამომრთველი გადააბრუნა, საპირფარეშოში სინათლე ჩაქრა და ესეც ოპერაციის
მნიშვნელოვანი დეტალი იყო...
წუთიც არ გასულა, რომ ბატონმა კანარეიკამ სართულის კარს კლიტეები აჰყარა, ორად ორი
მრუმე ნათურით განათებულ გრძელ დერეფანში შემოვიდა, დემბინს გახედა. ლუკა
პეტროვიჩი საჭვრეტში იყურებოდა და დათას ინსტრუქციის თანახმად, გასაღებების
ასხმაც სთხლიშა კარს. ისე სთხლიშა, რომ ხმა დერეფანში მეხივით გავარდა და კანარეიკას
ყურადღებაც კი მიიპყრო. დემბინმა კატორღელთა საკანში კიდევ პატარა ხანს იჭვრიტა,
შებრუნდა და ახლა მოპირდაპირე საკნის საჭვრეტს მიაბჯინა ცხვირი. კანარეიკა,
ჩვეულებისამებრ, დერეფნის მეორე ბოლოსკენ დაიძრა, რამდენიმე ნაბიჯი
გაიარა, თვალში ეცა, რომ საპირფარეშოს კარის სიოში სინათლე არ იყო, მოტრიალდა და
კარი შემოაღო. შიგ შემოვიდა, სიბნელეში კედელზე ჩამრთველი მოსინჯა, რაღაც ლანდებს
მოჰკრა კიდეც თვალი, მაგრამ უკვე გვიან იყო: კისერზეც დანის წვერი ედო, გულზეც,
ერთი წამიც და, თვალები პირსახოცით ჰქონდა აკრული, ხელები მაღლა შემართა და
სართულების გასაღებების ასხმა უკვე მე მქონდა.
გოგიმ სინათლე ჩართო და კანარეიკა სულ მალე საცვლების ამარა დარჩა. მისი
ტანსაცმელი მე ჩავიცვი. ლოლაძემ ისევ მიტრიალა, მომაწესრიგა – ნიმუში იქვე ჰყავდა რა
უჭირდა. მერე უკანასკნელად შემომხედა, ხელები გაშალა და გოგი წულაძეს დიდი
სიამაყის გრძნობით ანიშნა, – არა, ერთი ნახე, რანაირად დავამსგავსეო!
ოპერაციის ეს ნაწილი დამთავრებული იყო.
– Feci quod potui, faciant meliora potentes (გავაკეთე რაც შემეძლო, უკეთ – მეტის შემძლემ
გააკეთოს (ლათ)) – თეატრალური მაღალფარდოვნობით წარმოთქვა ლოლაძემ და
დერეფანში გავიდა.
კანარეიკა და ზედამხედველი საპირფარეშოს სხვადასხვა კუთხეში თვალებაკრული,
ხელფეხშეკოჭილი იდგნენ და თითოეულს თავისი კატორღელი დარაჯობდა.
ჩეენი საკანი გავაღე, ლოლაძე შევუშვი. დათა თუთაშხია, პოქტია, კომიტეტის მთელი
შემადგენლობა და კიდევ რამდენიმე მოხალისე გარეთ გამოვიდნენ, მაგრაშ კაცისფერი
თომა კომოდოვის მეტს არც ერთს არ ედო. მახსოვს, სანამ ზღურბლს გადმოაბიჯებდა,
პეტრე ანდრაშჩუკმა პირჯვარი გადაისახა და რაღაც წაიჩურჩულა – ალბათ, რომელიმე
ლოცვის ნაწყვეტი. კლასიონიც წამით შეფერხდა, ნახევარხმაზე თქვა:
– კლასიონ კვიმსაძე!.. დადგა შენი ცხოვრების უდიდესი წამი! – ზღურბლს თვალი სჭიდა
და მერეღა გამოვიდა გარეთ.
დათა თუთაშხიამ ჩვენი სართულის გასაღებების ასხმა თომა კომოდოვს გადასცა. მერე
კარგა ხანს ვიჩურჩულეთ, მოვალეობები გავიმეორეთ.
ბოლოს დემბინმა და მე – იგივე ზედამხედველმა და ბატონმა კანარეიკამ – დათა
თუთაშხია, პოქტია, ანდრო ჭანეიშვილი, ალექსი სნეგირი, ეზიზა ჭელიძე, პეტრე
ანდრაშჩუკი და კლასიონ კვიმსაძე შუაში ჩავიყენეთ, კიბეებზე დავეშვით. თომა
კომოდოვი, ჰამბო ხლგათიანი და გოგი წულაძე იქ დარჩნენ, საქმეს შეუდგნენ. მათ ყოველი
საკნისთვის სათითაოდ უნდა განემარტათ ვითარება, წაეკითხათ მოწოდება, გამოევლინათ
მოხალისეები... ერთი სიტყვით, საქმე ბლომად იყო.
მესამე სართულის კარის კლიტემ გამაწვალა. რომელი გასაღები რომელი სართულისა იყო,
აბა, მე საიდან უნდა მცოდნოდა. ვერა და ვერ მოვარგე! ხელები მიკანკალებდა და
რატომღაც იმის შეგნება უფრო მეტად მანერვიულებდა, რომ ჩემს ზურგს უკან ხალხი
იდგა, ღელავდა, მოთმინებას კარგავდა, თავს ძლივსღა ფლობდა და, იქნებ ვინმეს ეთქვა
კიდეც – მომეცი, მე გავაღებ, რა ჭირი დაგემართაო!
ზედამხედველი ან კართან ახლო იდგა, ან მეტისმეტად გაჭიანურებულმა ჩხაკაჩხუკმა
წამოიყვანა – ვერ გეტყვით, მაგრამ ის იყო, როგორც იქნა, გავაღე, რომ მოვიდა და ამეტუზა.
– Кру-гом, скотина! – ეს “სკოტინა” ნათქვამიც არ მქონდა, რომ ზედამხედველი ზურგით
იდგა და ერთი პირსახოცი მისი თვალებისთვისაც მყისვე გამოინახა.
ამ სართულზე ანდრო ჭანეიშვილი და ეზიზა ჭელიძე დარჩნენ. ჩვენ მეორეზე ჩავედით...
მოყოლად აღარ ღირს. აქაც და პირველ სართულზეც თითქმის იგივე განმეორდა. მოკლედ
რომ მოვჭრათ, სარდაფის დერეფნის ზღურბლს მე და ლუკა პეტროვიჩმა გადავაბიჯეთ.
სხვები კარს აქეთ დარჩნენ – კლასიონ კვიმსაძე, პოქტია, ალექსი სნეგირი და დათა
თუთაშხია.
დათა თუთაშხია მეტყოდა ხოლმე, – გამბედაობა ჩვეულება არისო! იმ მოკლე ხანში ისე
დავეჩვიე ზედამხედველების შეყენებას, რომ ჩვენი საყვარელი ციხის უფროსი კოცი და
უფრო ძვირფასი ზედამხედველი ცუგო დავინახე თუ არა, პირდაპირ მათკენ გავემართე,
ნელა მივდიოდი, თან გასაღებებს ვაჩხრიალებდი. დემბინი სამ–ოთხ ნაბიჯზე,
თავდახრილი, მაგრამ ერთობ თამამად მომდევდა. გზად რომელიღაც საკანთან გავჩერდი,
საჭვრეტში შევიხედე. დემბინმაც იგივე გააკეთა – შეთანხმებული ვიყავით. კოცი
დერეფნის ბოლოში სკამზე იჯდა. გვერდით გაჭიმულ–გაშტრიგინებული ცუგო ჰყავდა.
დერეფანში რომ შემოვედი, კოცმა მხოლოდ ერთხელ მაღირსა თავისი უფროსებრივი
ყურადღება და მოწყენილი თვალები საითღაც წაიღო. ცუგო იდგა, ხან ჩვენკენ
გამოიხედავდა, ხან კოცს დაჰყურებდა.
საკნის კარს გასაღებების ასხმა ვთხლიშე, ეს ნიშანი იყო და დერეფანში დათა, პოქტია,
ალექსი სნეგირი და კლასიონი შემოცვივდნენ. სწორედ რომ – შემოცეივდნენ! მე ერთი კი
ვესროლე შემოვარდნილებს თვალი და კოცს მივაშურე. დემბინი, რა თქმა უნდა, მომყვა.
დერეფანი ვიწრო იყო, ჩვენს უკან ვინ გამორბოდა, კოცსა და ცუგო–ზედამხედველს არც
დაუნახავთ. სინათლე აქაც ისეთი იყო! როგორც სხვაგან – სანახევრო, იქნებ, სამესამედოც.
კოცსა და ცუგოს, ეჭვს გარეშეა, ეგონათ, რომ მათკენ შიში მიგვარბენინებდა – თუკი,
საერთოდ, რაიმეს მოსაზრება მოასწრეს, მაგრამ როცა ზედ წავადექი და დავუსისინე:
– Встань, скотина! Повернуться к стене! – ცუგოს მუხლები მოეკვეთა, გულწასული დაეცა.
კოცს ყბა ჩამოუვარდა. მივხვდი, რომ განძრევის უნარიც კი წაერთვა და ამიტომ
კედლისკენ სკამიანად მივატრიალე – ამაში უკვე პოქტია და კლასიონი დამეხმარნენ, ერთი
კაცისთვის კოციანი სკამი საკმაოდ მძიმე იყო.
დათამ ცუგოს გასაღებები აართვა, თვალები აუხვია, პოქტიამ და მე კოცი დავამუშავეთ.
როგორღაც იყო უკან მივიხედე: დემბინი იხდიდა, ცდილობდა, ტანსაცმელი რაც შეექლო
შორს გადაეყარა და ერთი ჩექმა იმ სიშორეზე მოისროლა, რომ ამ დროს სარდაფში
შემოსულ თომა კომოდოვს კინაღამ შიგ ცხვირ–პირში მოახვედრა.
დათამ კარცერებს ჩამოუარა, ყველა გარეთ გამოყარა. საწყალ კაკალაშვილს ვერ გაეგო, რა
ხდებოდა, თვალებს აქეთ–იქით აცეცებდა, რაღაცის თქმაც კი დააპირა, მაგრამ თომამ
ტუჩებზე თითი მიიდო, ხმა არ გაიღოო. ამან საბოლოოდ დააბნია ისედაც
თავრეტდასხმული გიმნაზისტი. დარდაკამაც კარში გამოსასვლელად გამოიწია. თომა
კომოდოვი გადაეღოგა, ხელი ჰკრა, შიგვე შეაგდო და მასთან საკანში ის ორი კაცი შეუშვა,
თან რომ მოიყვანა. ერთი მათგანი ჩალაბა იყო, ასე ეძახდნენ, გვარი არასოდეს მცოდნია. ამ
ჩალაბაზეც ვიტყვი, ცოტა მოგვიანებით.
დემგინს მოვკარი თვალი, ნიფხავ–პერანგის ამარა ფეხშიშველი გარბოდა დერეფნიდან.
დათამ კლასიონს ანიშნა, რომ ბატონი კოცი ერთ–ერთ კარცერში შეეყვანათ. კლასიონი
დათასთან მივიდა, თითებით რვა აჩვენა და მერვე საკნის კარზე მიანიშნა – იქვე იყო.
დათამ ნიშნითვე ჰკითხა, – მერვეში რატომო? კლასიონმა ხელი უკანალზე მიიტყაპუნა და
დათას ხარხარი აუვარდა. მეც მივხვდი, რომ მამაძაღლი კლასიონ კვიმსაძე ციხის
უფროსის მამათმავლებთან შეგდებას მოითხოვდა და, დათასი არ იყოს, ისტერიული
სიცილი ამიტყდა საოცარი რამ მოხდა: ამ დროისათვის დერეფანში უკვე თხუთმეტი–ოცი
კაცი ტრიალებდა – ჩვენები და კიდევ სხვა პატიმრები, რომლებიც, მგონი, არასოდეს მენახა
და ყველა ერთბაშად ახარხარდა. იმავ წამს სარდაფის ყველა საკნიდან გაისმა
თავაწყვეტილი ხარხარი და სულ რაღაც ნახევარი წუთის შემდეგ მთელი ციხე
ხარხარებდა, მთელი ციხე – ოთხი ათასი კაცი ერთად!
მერვე საკანი გააღეს, კოცი შეიყვანეს, კლასიონის სურვილი აღსრულდა. ვინ რას
გაუბედავდა, მაგრამ მამათმავლებთან დამწყვდევის თვით იდეაც საკმარისი იყო, როგორც
მასის გულის მოსაფხანად, ისე კოცის შეურაცხყოფისათვის.
– გაუხსენით ხელები და თვალები. – უბრძანა თომამ.
მამათმავლები ჯგუფად იდგნენ, კარს გამოჰყურებდნენ. ერთხანს სიჩუმე იყო. მერე ხარჩო
წამოვიდა, კოცის ხელების შეხსნას შეუდგა. ალისკერამაც გამობედა, ციხის უფროსს
თვალი აუხილა.
– ბისმალაჰ, ეს ვინ კაცია? – ალისკერამ იცნო, ვინ კაციც იყო, და მყისვე უკან დაიხია,
თავისიანებს შეუერთდა.
ხარჩომ ციხის უფროსს სახეში შეხედა:
– ვაჰ, ჩემმა მზემ, აი! არა მართლა, რა!.. კოცია, რაღა!
რუდოლფ ვალენტინოვიჩმა ძალიან თავაზიანად და გულუბრყვილოდ იკითხა.
– Помилуйте... Государь-император разве уже отрекся от престола?
– ამან თუ აქ ჭიჭყინი და ტირილი დაინყო, – მიშველეთო და რამე – მოვალ სათითაოდ
ფერდებს დაგიხეთქამთ! – უთხრა მამათმავლებს ჩალაბამ.
ჩალაბა ხელობით მეხანჯლე იყო, მისი მიცემული რევოლვერით ვიღაც ჟანდარმი მოკლეს.
პირველად ამისთვის ჩაჯდა. ახლა უკვე მესამედ იჯდა იმ რევოლვერის საქმის შემდეგ,
ორჯერვე პოლიციელების უმოწყალო გალახვისთვის. პუნქტი ჰქონდა – პოლიციელები
ეჯავრებოდა და გამოძიების დროს, რაღაც აუხსნელი სიჯიუტის გამო, თავის საქციელს
ცარიზმისადმი სიძულვილით ხსნიდა ხოლმე, აქედან – მისი პოლიტპატიმრობაც.
მამათმავლების საკნის კარი ჩაიკეტა და ჩალაბამ თომას უთხრა.
– აქაურობას პატრონი სჭირდება, თომა. თუ კანარეიკასა და ცუგოს აქ ვიტოვებთ... ეგრე
არა თქვი?..
– ვიტოვებთ.
– საშიშია... პატიმრებმა კარი არ შეამტვრიონ, რამე არ დამართონ, არ შეიძლება... არა?
თომამ თავი ჩააქიცინა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
– მოიტა გასაღებები, ამ საქმეს მე მივხედავ, – თქვა ჩალაბამ.
თომა, თითქოს მხოლოდ ამას ელოდა, გასაღებების ასხმა მიაწოდა და დასძინა:
– მაშინ, ხალხი იშოვნე, მარტო ვერ აუხვალ... საერთოდ, წესრიგი, რევოლუციური
დისციპლინაა საჭირო! – ვთქვი მე.
– ყველაფერი იქნება! – დამამშვიდა ჩალაბამ.
ვიღაცამ დაიძახა, – კმარა, დაცალეთ დერეფანიო, და ხალხი უსიტყვოდ დაემორჩილა ამ
მოწოდებასა, თუ ბრძანებას. მამათმავლების საკანთან სამნიღა დავრჩით – თომა
კომოდოვი, დათა თუთაშხია და მე.
– არ შეიძლება! – ჩაილაპარაკა თომამ.
იმწამსეე მივხვდი, რასაც გულისხმობდა.
– მართალი ხარ, არ შეიძლება! – დაუდასტურა დათამ.
– ჩალაბ, მოდი აქ, – გასძახა თომამ.
ჩალაბას ამ მომენტში ცუგო მიჰყავდა საკანში. შეიყვანა, კარი ჩაუკეტა და მოვიდა.
– გამოიყვანე, ცუგოსთან ჩასვი! – თომამ თავის აქნევით მერვე საკანზე მიანიშნა.
– რომელი?
– კოცი.
– კოცი?.. მე მეგონა, რომელიმე მაგათგანზე მეუბნები... კოცი? კოცი გამოვიყვანო? –
ჩალაბამ ეჭვის თვალით შეხედა თომას. – რათა?
– რათა და, გლახა რომ არის და გლახას რომ სჩადის მეფის ხელისუფლება, მიტომ უნდა
ხალხს მისი ჩამოგდება. – ჩაერია დათა თუთაშხია – ჩვენ არ უნდა ვაკეთებდეთ მაგას. ასე
მგონია მე.
– ცუგოსთან ჩასვი. – გაუმეორა თომამ და ჩვენც გასასვლელად გავწიეთ.
– როგორც მეტყვით, – უკვე კარგა მანძილიდან მოისმა ჩალაბას არცთუ ხალისიანი
დასტური.
გრაფი სეგედი
ამბოხების მსვლელობისა, შეიძლება ითქვას, ყველაფერი ვიცი – პიკანტური დეტალებიც
კი. ერთ–ერთი ჩემი ყოფილი ხელქვეითი იმ ამბებს თავიდან ბოლომდე შეესწრო, როგორც
ჟანდარმერიის სამმართველოს წარმომადგენელი, მაგრამ მხოლოდღა შეესწრო –
მოთვალთვალედ, მიუხედავად იმისა, რომ საპატიმრო ადგილების უწყება მისთვის ერთ–
ერთი დაქვემდებარებული დაწესებულება იყო, მას სათათბირო ხმის უფლებაც კი არ
ჰქონია. – უკვე ვთქვი, პეტერბურგში ასე ინებეს. ასეა თუ ისე, ჩემი ყოფილი ხელქვეითი
პატიმრების მიერ ციხის ხელში ჩაგდებიდან ერთი საათის შემდეგ საყარაულო კოშკზე
იდგა, ვითარებას თვალს ადევნებდა და აი, რა ხდებოდა. სიბნელეში ასობით ადამიანი
ფუთფუთებდა. კორპუსის გარშემო უკვე ეყარა ქვისა და აგურის დიდ–დიდი გროვები –
არსენალი, შტურმის შემთხვევისთვის. სადღაც მშენებარე სახლის ხარაჩოებს გაუდიოდათ
ჭრიალი, სხვაგან იატაკის ფიცარი იყრებოდა და ხალხს ხელში უკვე ზოგს კეტი ეპყრა,
ზოგს – ქვები, ზოგს – წერაქვები და ძალაყინები.
ვიღაცებმა სართულებიდან პატიმრები გამორეკეს – რატომ ხუთასი კაცი არ იქნებოდა!
მშენებარე ნაგებობიდან მასალის ზიდვასა და ბარიკადების მეორე რიგის მოწყობას
შეუდგნენ. საქმე სწრაფად მიიწევდა წინ და ძალიან საქმიანი, მცოდნე კაცების მოკლე
განკარგულებები ისმოდა.
ცოტა ხნის შემდეგ ერთად მოგროვებული ზედამხედველები ჭიშკრისწინა, პირველ
ბარიკადასთან მირეკეს, ზედ სტვენტ–სტვენითა და შეძახილებით გადააძვრინეს.
ალაყაფის პატარა კარი მხოლოდ დიდი ხნის ახსნა–განმარტებისა და ხვეწნის შემდეგ
გაიღო. ზედამხედველები გარეთ ჩასაფრებულმა ჯარისკაცებმა პატიმრებივით მიითვალეს.
გამთენიისას ციხე უკვე კარგად გამაგრებულ საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა.
ბარიკადებში აუარებელი ხალხი იჯდა. მათ განლაგებას, საჭურვლის – ქვებისა და აგურის
ნატეხების – მარაგს, დისციპლინასა და საქციელს დახელოვნებული კაცების ცოდნა და
ხელი ეტყობოდა. სამზარეულომ დილის ულუფის გაცემა დაიწყო. ბარიკადებში
ჩასაფრებულებს, ასე გასინჯეთ, პირველ რიგში და პირდაპირ პოზიციებზე მიართვეს
საუზმე. ყველაფერი უაღრესად წესიერად მიმდინარეობდა. მომსახურება საათივით
მუშაობდა და უსიტყვოდ ასრულებდა მორიგეებისა და ინტენდანტების მითითებებს.
საუზმეს მორჩნენ თუ არა, ციხის ეზოში საშინელი სიმყრალე დატრიალდა, ის სიმყრალე,
რომელიც საასენიზაციო ორმოების ამოცლის დროს დადგება ხოლმე. ერთ–ერთ თავკაცს
ნაირ–ნაირი ჭურჭლით დატვირთული რაზმი მოჰყავდა და იმ სიბინძურეებს მთავარი
ალაყაფის წინ აგებულ ბარიკადაზე ასხამდნენ. თავკაცი კლასიონ კვიმსაძე იყო. იგივე
კვიმსაძე მშენებარე სახლის მესამე სართულის ბაქანზე რაღაც ნაგებობის მოწყობას
ხელმძღვანელობდა. სხვა თავკაცები ჯერჯერობით არსად ჩანდნენ.
ამბოხებულებთან პირეელი კონტაქტი ინტენდანტ ჩარაძის მეშვეობით დამყარდა. მას
მთავარი ალაყაფის პატარა კარი გაუღეს, ღრიჭოში თავი გაყო და დაიძახა:
– ეს თუ არ დაშალეთ ახლა, რაფრა შემოვიტანო პროვიანტი?! პატარა კი არაა, ხუთი ათასი
კაცის საჭმელია და სამი დღის... ფუჰ, რაფრა დაგისვრიათ აქაურობა, რას გავს ეს?!
ხალხი ჩუმად იყო.
– კაცო არ გეყურებათ, რას გელაპარაკებით?!
– მოხსნან რკინები რომელიმე ფანჯარას და გადმოგვაწოდონ ისე, – დაიძახა ბოლოს
ვიღაცამ.
– კი, აბა!.. რკინებს მოხსნიან ისინი? მეტი არ იქნა თქვენი მტერი, – მიუგო ჩარაძემ და კარი
ჭახანით ჩაიკეტა.
დილის ათ საათზე მეფისნაცვალმა ოპერატიული შტაბის შემადგენლობა დაამტკიცა.
ამბოხების ჩაქრობის ხელმძღვანელობა პოლკოვნიკ ქუბასარიძეს დაეკისრა. მცირე
თათბირის შემდეგ ადმინისტრაციის კორპუსის ერთ–ერთ, ციხის ეზოსკენ გამავალ
ფანჯარას, ჯარისკაცები მიუყენეს, გისოსის მოხსნა დაიწყეს. გარეთ გამოფენილმა
პატიმრებმა პირველი გამარჯვება აღტაცებული ღრიალით აღნიშნეს და ინტენდანტმა
ჩარაძემ ამბოხებულთა მიერ დანიშნულ წარმომადგენელს კონტინგენტის სამი დღის
საკვები ჩააბარა. ეს პატიმარი იყო შალვა თუხარელი. იგი დღესაც ცოცხალია, სოფლად
ცხოვრობს, სკოლის სამოსწავლო ნაწილის გამგეა. ამ ჩანაწერების ის ნაწილი, რომელიც
ამბოხებულთა შინაგან, გამოძიებისთვის უცნობ ურთიერთობებს ეხება, შალვა
თუხარელის ნაამბობიდან ვიცი.
პროვიანტის მიღება–ჩაბარება თხუთმეტ წუთზე მეტი არ გაგრძელებულა. ეს ოპერაცია
დამთავრდა, შალვა თუხარელი ბოლო ტომარას გაჰყვა. ჯარისკაცებმა ფანჯრის რაფა ჯერ
ცოცხით გადაგავეს, შემდეგ სველი ტილოთი გაწმინდეს, მერე მშრალი გადაუსვეს და
ფანჯარაში პოლკოვნიკი ქუბასარიძე გადადგა.
– გამარჯობათ პატიმრებო! – დაიძახა პოლკოვნიკმა.
მისალმებაზე არავის უპასუხია, ყველა გაინაბა.
პოლკოვნიკმა მხარზემოდან გადაიხედა და მას ორთავე მხრიდან თითო, უფრო დაბალი
ჩინის ოფიცერი ამოუდგა.
– პატიმრებო! – წარმოსთქვა პოლკოვნიკმა რბილად. – ვერ გამიგია, რა გაწუხებთ, რატომ
მოაწყეთ ეს... ეს სასაცილო არეულობა?
კვლავ სიჩუმე იყო.
– აი, მაგალითად, თქვენ! – მობრძანდით, გამოდით, გამოდით წინ! – რომელიღაც შობლას
უთხრა ერთ–ერთმა ოფიცერმა და ვინაიდან მას თავის სიცოცხლეში პირველად მიმართეს
თქვენობით და, ამასთან, ესოდენ თავაზიანადაც – იგი მექანიკურად დაჰყვა, ორიოდ
ნაბიჯით გასცდა ბრბოს.
– დიახ, ძალიან კარგი, – კვლავ ალაპარაკდა პოლკოვნიკი. – რა გვარი ბრძანდები,
ახალგაზრდავ?
ახალგაზრდა თავჩაქინდრული იდგა და არავითარ ნიშანს არ იძლეოდა, რომ პოლკოვნიკი
მის გვარს როდისმე გაიგებდა.
– ნუ გეშინია, შვილო, მითხარი გვარი. აი, მე, მაგალითად, პოლკოვნიკი სტანისლავ
ქაიხოსროვიჩ ქუბასარიძე გახლავარ. შენ? – ძალიან ალერსიანი ტონი ჰქონდა.
შობლა კყლავინდებურ ტრანსში იყო. ბრბო განაბული უსმენდა სიჩუმეს.
– თქვი, – ჩააცივდა პოლკოვნიკი. – მე ხომ გითხარი ჩემი გვარი?.. ახლა შენ მითხარი.
პაუზა კარგა ხანს გაგრძელდა და მერე შუა ბრბოდან, როგორც სამარიდან, ისე ამოიძახა
ვიღაცამ:
– ვა, ეს ვინა ყოფილა?!.. მაგას შენი გვარი რათ უნდა. აჰა, და, იცოდეს კიდეც – რაში
გამოადგება?! აი შენ რო მაგის გვარი დაიხსომო?.. იცის, ბოლოს ფინთი იქნება, იმიტომაც
არ გეუბნება. გვარიო!.. ეს ვინა ყოფილა?!
ეტყობა, პოლკოვნიკი, თავის მხრივ, დაჩვეული არ იყო ასეთ უტიფარ მიმართვას და, ცოტა
არ იყოს, შეცბა.
– კარგი, კარგი, – ხმა გაიღო მეორე ოფიცერმა. – არ არის საჭირო გვარი. გვითხარი, აი,
ბატონ პოლკოვნიკს მოახსენე, რით ხარ უკმაყოფილო, რა გაწყენინეს, ვინ გაწყენინა,
როგორ იყო...
– როგორ იყო და... – მოულოდნელად, ხმამაღლა, ერთობ ბრაზიანად ალაპარაკდა
პატიმარი. – ერთი თვეა, სახლში წერილებსა ვწერ, საჭმელი მოიტანეთ–მეთქი. არ მოაქვთ...
ველოდები და არ მოაქვთ!
ოფიცრებმა ერთმანეთს გადახედეს, პოლკოვნიკმა რაღაცის თქმა დააპირა... შინ მიწერილი
წერილების ავტორმა არ დააცადა:
– არ უშვებენ, ფოშტაში არ მიაქვთ, ციხე არ უშვებს!
– ააა! – მიუხვდა პოლკოვნიკი – გამოვიკვლევთ, უეჭველად გამოვიკვლევთ და
დამნაშავეებს დავსჯით. წადი, დაწერე წერილი, მე საკუთარი ხელით ჩავაგდებ ფოსტის
ყუთში. წადი, შვილო, დაწერე!
– ბაჭიევი ვარ, ფრიდონ ნიკალაევიჩი, – დიდი დაგვიანებით, მაგრამ ამაყად, ღირსების
გრძნობით, ძალიან გარკვევით აცნობა შობლამ და წერილის დასაწერად გაიქცა.
სანამ ერთ–ერთ ოფიცერს უბის წიგნაკში Бачиев Фридон Николаевич გამოჰყავდა,
პოლკოენიკმა კვლავ ბრბოს მიმართა:
– აბა, კიდევ ვის რა გასაჭირი გაქვთ? გისმენთ.
– ხორცებს იპარამენ! – დაიძახა ვიღაცამ.
– კი არ იპარამენ, შედიან და სჭამენ!
– ვა, მოპარვაც კიდე სხვა რამეა?
– მოპარვაა, მოპარვა!
– მარილი, ზეთი – რაც კაი რამეა, მიაქვთ!
პოლკოვნიკმა ძლივს მოიხელთა დრო, რომ იმ ყვირილმი თავისი სიტყვაც ჩაეკერებინა.
– ვინ იპარავს, ბატონებო, საიდან იპარავს, სად შედიან?!.. რიგრიგობით ვილაპარაკოთ
ერთმა თქვას!
საშინელი ღრიანცელი ატყდა, რადგან ყოველ დამსწრეთაგანს მიაჩნდა, რომ თუ
რიგრიგობით ლაპარაკზე მიდგა საქმე, მაშინ სწორედ მისი რიგი იყო.
ოფიცერმა რის ვაი–ვაგლახით ჩაიწერა – ხორცები, მარილი, ზეთი, რამდენიმე გვარი და,
საზოგადოება ცოტა რომ დაშოშმინდა, სიტყვა ისევ პოლკოვნიკმა აიღო:
– გაძლევთ პატიოსან სიტყვას, ყოველივე ამას გამოვიკვლევ და დამნაშავეებს სასტიკად
დავსჯი, სასტიკად!.. რა გაწუხებთ, რა საჩივარი გაქვთ?
ბრბო მიხვდა, რიგრიგობით ლაპარაკი ჯობდა, მაგრამ იმას ვერ ხვდებოდა, რომ
ხელისუფლების წარმომადგენელს ყოფით წვრილმანებზე ემასლაათებოდა, მაშინ
როდესაც ამბოხებას სულ სხვა საფუძველი და მიზანი ჰქონდა. არც პოლკოვნიკი
ჩქარობდა, დარწმუნებული იყო, იმ ნამდვილზეც მიდგებოდა საქმე.
– პარაშები ძველია, გამოგვიცვალონ! – მოისმტ შეძახილი.
პოლკოვნიკმა ესეც ჩააწერინა. ამ საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარებას შეჰპირდა და აქ
უკვე ვიღაცამ მოითხოვა:
– საკნები, რობორც იყო, ისევ ისე გაგვიღონ!
– ვაა, მართლა, ეეე!..
ხალხმა ისევ ღრიანცელი ატეხა, თითქოს ყველას ახლაღა მოაგონდა, რომ ესოდენ
მნიშვნელოვანი მოთხოვნა მივიწყებული ჰქონდათ.
პოლკოვნიკს კარგა ბლომად ლოდინი მოუხდა, სანამ ის ალიაქოთი მიილეოდა და,
ვითომც აქ არაფერიაო, განაცხადა:
– ხელისუფლებამ არ იცოდა, რომ საკნები ჩაიკეტა. ეს ციხის უფროსის და მისი
ადმინისტრაციის თვითნებური საქციელია, ჩვენ მათ აუცილებლად დავსჯით. ამჟამად
ხომ ღიაა? იყოს ღია, ხელახლა ჩაკეტვას ვეღარავინ გაბედავს... დღისით ჩაკეტვას. რა თქმა
უნდა, ღამე, როგორც იკეტებოდა ისევე ჩაიკეტება – დილის ექვს საათამდე. აბა, ბრძანეთ,
კიდევ რა გაქვთ?!
ბრბოში საკმაოდ ხმამაღლა ითქვა, – ღამე ჩაგვიკეტავენ და დილით აღარ გაგვიღებენო, –
იმდენად ხმამაღლა, რომ პოლკოვნიკმა უეჭველად გაიგონა, მაგრამ, როგორც იტყვიან,
გამწვავებას თავი აარიდა და ამაში გალამბოც დიდად დაეხმარა:
– აბანოს დროზე არ გვაძლევენ ხოლმე, აბანოსა!
– გალამბო, ხმაზე გიცანი, შენ ამბობ მაგას მანდ, ხომ?.. ვაი, შე უბედურო, შენ!.. – მოისმა
ვიღაცის შეძახილი.
შემდგომში გავიგე, რომ ის პატიმარი – მეტსახელად “გალამბო” – წყალთან, საერთოდ,
მწყრალად იყო, ხელ–პირსაც კი თვეობით არ იბანდა და აბანოს ადგილსამყოფელი
მხოლოდ დაახლოებით იცოდა.
პოლკოვნიკმა თავის ხელქვეით ოფიცერს ესეც ჩააწერინა და სეფესიტყეა თქვა:
– ჩვენი ძვირფასი ხელმწიფე–იმპერატორის საყვარელ ქვეშევრდომებს დროდადრო
უყვართ თავის აწყვეტა, მღელვარეგა, შფოთი და დავიდტრაგა, მაგრამ მის
უდიდებულესოგას ეს მოვლენა მისი დიდი ხალხის ამაღლებული სულის
გამოხატულებად მიაჩნია და სრულიად სამართლიანადაც. წარმოიდგინეთ, პირუტყვმაც
ხომ იცის: შედგება და ადგილიდან აღარ იძვრის. ცემით აქ ვერაფერს გახდება კაცი, მოცდა
უნდა! გავა პატარა ხანი, ოჩანს თავისი ხუშტურები მობეზრდება, დაიძრება, წაათრევს
ფორანს და ისევ ყველაფერი ძველებურად, კარგად იქნება. მით უმეტეს თქვენ, ბატონებო!
აბა, ამ საზიზღარ სახაზინო სახლში ხართ გამოკეტილები. რა თქმა უნდა, ერთფეროვნება
მოგბეზრდათ და სულმა შფოთი მოგთხოვათ. იშფოთეთ, იყვირეთ, იჯანყეთ – მე თქვენ
ყველაფრის ნებას გაძლევთ. ჩვენ მოვითმენთ, მოგიცდით და, – როცა იქნება, ყველაფერი
ძველ კალაპოტს დაუბრუნდება....
ამ ადგილას პოლკოვნიკმა დიდი ცხვირსახოცი ამოიღო, ძალიან ხმამაღლა მოიხოცა, შიგ
ჩაიხედა – შედეგს თვალი მოაელო, თავი გადაიქნია. მერე ცხვირსახოცი შეინახა, ალაყაფის
წინ ახონხლილ ბარიკადას ხელი მიაშვირა და დასძინა.
– აღარ არის საჭირო, სიბინძურეებს ნუღარ მოზიდავთ, ძალიან ცუდი სუნი დგას, ძალიან...
დიახ, და ახლა კიდევ ერთი საქმე მაქვს თქვენთან, ბატონებო... – პოლკოვნიკმა ერთხანს
აქეთ–იქით აცეცა თვალები. მერე ვიღაცაზე შეჩერდა, დააკვირდა და თქვა: – აი თქვენ...
დიახ, დიახ, თქვენ! მობრძანდით ახლოს ბატონო. მე ხმა არ მეყოფა, ავადმყოფი ყელი
მაქვს...
პატიმარმა რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა, ბრბოს გამოეყო.
– თქვენ ინტელიგენტის იერი გაქვთ რა გვარი ბრძანდებით, გეთაყვათ? – ტკბილად ჰკითხა
პოლკოვნიკმა პატიმარს.
– კვიმსაძე კლასიონ ბიჭიევიჩ, ტელეგრაფისტი! – სწორედ ასეთ კილოზე ეტყვიან ხოლმე: –
წადი, შენი პატრონის დედაცაო!
– ძალიან სასიამოვნოა, – მიუგო პოლკოვნიკმა. – მე თქვენ გათენებიდანვე გხედავთ. იქ,
აგერ, იმ დაუმთავრებელ შენობამი რაღაც ნაგებობის აღმართვას ხელმძღვანელობთ, ხომ
ასეა?.. და სიბინძურეებსაც აზიდვინებთ...
კვიმსაძეს – გაფუჭდაო, რომ იტყვიან, სწორედ ის დაემართა. რა ექნა ან რა ეთქვა?.. მაგრამ
ისევ პოლკოვნიკმა გამოიყვანა მძიმე მდგომარეობიდან:
– დიახ, და რაკიღა იმ კოშკის აგებას ხელმძღვანელობთ და სიბინძურეებსაც აზიდვინებთ,
საფიქრებელია, რომ ამის... – პოლკოვნიკმა ხელის მტევანი დაატრიალა... – ამის ერთ–ერთი
ხელმძღვანელიც ბრძანდებით. ამიტომ მოგმართავთ სახელდობრ თქვენ... აქ არის კიდევ
ერთი, აი, პროვიანტი რომ ჩაიბარა, მაგრამ არ არის ახლა აქ. დიახ, და საჭიროა, რომ
ბატონი კოცი და კიდევ ერთი ზედამხედველი რომ გყავთ... აუცილებლად საჭიროა,
გადმოგვცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მათ ვერ დავსჯით, ეს თავისთავად გასაგებია!
ერთი სიტყვით წადით და გამოუშვით!
კვიმსაძემ პოლკოვნიკ სტანისლავ ქაიხოსროვიჩ ქუბასარიძეს ალმაცერად ახედა უყურა და
უთხრა:
– დანებდეს, ბატონო, და გამოვუშვებთ, აბა რას ვიზამთ!
– როგორ თუ დანებდეს? – პოლკოვნიკმა იფიქრა, საქმე კარგად ყოფილა, ჯერაც არ
დანებებულანო, და ხმას აუწია: – მისი უდიდებულესობის არმიის!.. ეეე, შეიარაღებული
ძალების ოფიცერი?. .. ვის დანებდეს!
– ხარჩოს ბატონო! – აშკარად დასცინა კვიმსაძემ.
– როგორ ბრძანეთ? ხარჩოს? – პოლკოვნიკმა თავის ოფიცერს გადახედა.
– ხარჩოს თუ არ მოინდომებს, აბა, დარდაკას დანებდეს მაშინ!
პოლკოვნიკი მეორე ოფიცერს გადაელაპარაკა. იმანაც მხრები აიჩეჩა.
– ეგ, რა... ვინმეს მეტსახელებია! ბატონო კვიმსაძე?
– დიახ, ბატონო.
– მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ოფიცერი ტყვედ დანებდეს?! არაფრის
გულისთვის! – უარესად შეიცხადა პოლკოვნიკმა.
– რავა გეკადრებათ, ჩემო ბატონო, ტყვე რას მიქვია, ეგერ გვყავს ნიფხავ–პერანგის ამარა
საკანში... ამოირჩიოს, რომელიც მოეხასეათება და დანებდეს. მაგენს თუ არ მოინდომებს –
ხარჩოს და დარდაკას, მაშინ, აგერ, მშვენიერი კაი განათლებული კაცი გვყავს ერთი –
რუდოლფ ვალენტინოვიჩი...
– ლაპარაკი! – დაიღრიალა პოლკოვნიკმა.
– რავა, ბატონო... რუდოლფ ვალენტინოვიჩისთანას სად ნახავთ მეორეს და, ახლა ისიც
ვთქვათ, რომ თვითონ თუ მოეწონა კოცს რომელიმე, მაშინ ვერ გავხდებით ვერაფერს და
სულ ზედმეტია ჩვენი ლაპარაკი...
– როგორ ეძახიან, როგორ ბრძანეთ მათი სახელები, ბატონო ქერქაძე? – ჰკითხა ერთ–ერთმა
ოფიცერმა და უბის წიგნაკი მოიმარჯვა.
– კეიმსაძე ვარ მე, კლასიონ ბიჭიევიჩ! ტელეგრაფისტი.
– დიახ, ბატონო გვიმსაძე, როგორ ბრძანეთ?
– ხარჩო, დარჩო, ალისკერა, დიღლია, დარდაკა, რუდოლფ ვალენტინოვიჩი და კარგად
რომ მოძებნოს კაცმა, მოინახება სხვებიც...
– ბარბაროსებო! – დაიყვირა პოლკოვნიკმა.
– მაგ ჩვენ კოცისგან ვისწავლეთ, ბატონო! – ნიშნისმოგებით მიუგო კლასიონ კვიმსაძემ.
როგორც ხედავთ, პოლკოვნიკ ქუბასარიძეს დიპლომატიური ნიჭი მხოლოდ ემბრიონულ
მდგომარეობაში ჰქონდა და ისეთი სიმძლავრით წამოდუღდა, რომ რას მოიმოქმედებდა –
ძნელი წარმოსადგენია, ერთი მოულოდნელი გარემოება რომ არა:
– Простите, господа, пропустите! – ათასკაციანი ბრბოს სულ ბოლო რიგებიდან გაისმა
რუდოლფ ვალენტინოვიჩის ბოხი, მძლავრი ხმა.
ხალხი გაიწ–გამოიწია. პოლკოვნიკი გაფაციცდა, რუდოლფ ვალენტინოვიჩი მარტო არ
იყო, მის წინ “დარდაკად” ცნობილი მამათმავალი მიარღვევდა ბრბოს.
გამოაღწიეს, ასე ვთქვათ, ავანსცენაზე გამოვიდნენ.
– ეხლა შენა თქვი, – მიმართა დარდაკამ თანამგზავრს.
– Нетб что вы! ... Я уже в трех камерах исповедывался. Теперь Ваш черед, сударь! – მიუგო
რუდოლფ ვალენტინოვიჩმა.
– კაცო, შენ უფრო ლამაზად გამოგდის, ნასწავლი კაცი ხარ, თქვი, რაღა! – ისევ დარდაკამ
უთხრა.
– Ваш черед, сударь! – მტკიცედ გაიმეორა რუდოლფ ვალენტინოვიჩმა.
დარდაკამ ერთი მწიფე ლანძღვა თქვა და დაიწყო:
– ამას წინათ კოცმა დამიძახა და მეუბნება, თუ მოწყენილი ხარ, დროს გასატარებელი
მაქვსო. ახლა, რაც იყო, ვიტყვი, ოღონდ ამათ, – დარდაკამ ბრბოს მიაშვირა ხელი, – ერთი
პირობა თქვან: არა მცემონ. ორგან უკვე მცემეს! ჯეილი კაცი ვიყო – სხვა საქმეა. იმდენი
ჯანი სადღა მაქვს, მაგდენი რამე ავიტანო.
ბრბო განაბული იდგა. პოლკოვნიკი სასტიკად დაიბნა – ვერ გაეგო, რას მოითხოვდნენ
მისგან.
– შენა თქვი, რაღა! – ისევ შეემუდარა დარდაკა კოლეგას, მაგრამ რუდოლფ ვალენტინოვიჩი თავისაზე იდგა.
– ბრძანეთ, ბატონო! ბრძანეთ! – ცნობისმოყვარეობამ აალაპარაკა ქუბასარიძე, – ნურაფრისა
ბეშინიათ ვერ გამიგია, რატომ გცემეს და ან ახლა რისთვის უნდა გცემონ?!
დარდაკამ, უთუოდ, სიტუაციის მიხედვით დაასკვხა, რომ ცემა არ ელოდა, და
პოლკოვნიკს ხმამაღლა, ბრბოს გასაგონად უამბო შემდეგი: იმ პატიმრებს ვინც ციხის
ადმინისტრაციას რაიმე უკანონობისა და წესების დამახინჯების გამო წერილობით
უჩიოდა, კოცი, ვითომდა რეჟიმის დარღვევისათვის, თითო–თითოდ კარცერში აგდებდა
და ღამე მათთან რომელიმე მამათმავალი შეჰყავდა. ამ მეთოდით შეურაცხყოფილთა
დიდი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, გაჩუმებას არჩევდა და ბატონი კოცის შურისძიება
დაუსჯელი რჩებოდა. დარდაკამ ისიც თქვა, კოცის ეს საქციელი კანონის მოსარჩლეობის
თითო–ოროლა მოიმედეს გაუსაჩივრებია კიდეც, მაგრამ საჩივრის გამრჩევთათვის ასეთი
ცინიზმი, ალბათ, იმდენად წარმოუდგენელი იყო, როშ ავტორებს შეშლილებად
თვლიდნენ.
ისიც შესაძლებელია, რომ კოცი სწორედ მათი მითითებით ხელმძღვანელობდა. ასეა თუ ისე, დარდაკას სიტყვით, ეს დამკვიდრებული პრაქტიკა იყო და არა ცალკეული ღონისძიება.
– შენ რა, იცოდი, რომ კოცი მაგას საჩივრის დაწერისთვის გაკეთებინებდა? – ჰკითხა ერთ–
ერთმა ოფიცერმა.
– არა თავიდან არა – მერე გავიგე, რა!
– ვინ გითხრა?
– თვითონ მითხრა.
– ვინ თვითონ?
– ვა, ვისთანაც შემაგდეს... და ერთხელაც, როცა იქიდან გამოვედი, კანარეიკამა თქვა, აი,
ეხლა წეროსო. რა წეროს–მეთქი? საჩიერებიო! – არა, კაცო, მე ეგენი ყველა ვიცი,
ნასწავლები არიან, წერა კარგი იციან კლიაუზნიკი ხალხია! – დარდაკა წამით შეჩერდა და
ღიმილ–ღიმილითა თქვა: – ეგ კი არა, ერთმა გასუდარსტვენი დუმაში პრაშენიაც დამიწერა,
ჩემმა მზემ!
– კი მარა, კოცმა სიდან იცის, ვინ უჩივლა და ვის არ უჩიელია? – იკითხა კლასიონ
კვიმსაძემ.
– Помилуйте, господа! – ჩაერია რუდოლფ ეალენტინოეიჩი. – Все жалобы на администрацию
тюрмы, поступающие в любое из присутствий Российской империиб пересылаются для разбора
начальнику той-же тюрмы. Как Вы можете не знать?! Это общеизвестно!
– ეგრე დადიხართ და ხან შენ ლაპარაკობ და ხან ეგა? – პოლკოვნიკმა რუდოლფ
ვალენტინოვიჩზე მიანიშნა.
– აბა, ესა ლაპარაკობს, თორე!
– Вас заставили? – ჰკითხა ქუბასარიძემ რუდოლფ ვალენტინოვიჩს.
– Нет, нет, никто меня не заставлял. Приношу глубочайшие извинения и бесконечные
сожаления, Ваше сиятельство, по поводу необходимости вынудившей нас, в некоемом смысле,
оскорбить Ваш слух... однако... – და ფანჯარა უმალ გაიტენა სხვადასხვა ჩინის ოფიცრებით.
– ერთი, ამათ ნახე, რამდენი ყოფილან! – აღმოხდა დარდაკას, განცვიფრება უმალვე
დაიოკა და რუდოლფ ვალენტინოვიჩს უთხრა:
– ო, კარგი, კარგი, თქვი.
რუდოლფ ვალენტინოვიჩს ამ აღსარების თქმა, ვინ იცის, მერამდენედ უხდებოდა, მამაო
ჩვენოსავით იცოდა. ბრბო გაზეპირებულ ტექსტს მოელოდა, მაგრამ მამათმავალს
შემოქმედებითი უნარი აღმოაჩნდა – სათქმელი არა მარტო ახალი დეტალებითა და სხვა,
მოულოდნელი კუთხიდან დანახული მასალით შეავსო, არამედ თვით თხრობის
სტილისტიკაც ძირფესვიანად შეცვალა – კოცის საქმიანობას ლირიზმი შესძინა, სიტყვა და
ფრაზა სამკაულებით გაამდიდრა და ბოროტმოქმედებამ მთელი თავისი სატანურობით
გამოიხედა.
პოლკოვნიკი ფიცხ ცეცხლზე შედგმულსა ჰგავდა. ჯერ შიშინი დაიწყო, შემდეგ ფსკერიდან
ერთი ციცქნა ბუშტები ამოუშვა, მერე წამოდუღდა და ერთბამად გადმოიღვარა:
– Молчать, подонок!
– А у тебя, Стаська, кила (ფუში, ვეება სიმსივნე თიაქარისა (ხალხ.))! И еще, Стаська
Кубасаридзе, тебя из полка за растрату казенных денег выгнали. Вот и смываешь пятно на
жандармской ниве, подлец! – მშვიდად მიუგო რუდოლფ ვალენტინოვიჩშა, მიტრიალდა და
წავიდა.
სიჩუმე ჩამოვარდა.
დარდაკამ დრო იხელთა და პოლკოვნიკს ჰკითხა:
– კილა რაღაა, ა?
პოლკოვნიკი გაქრა. ფანჯარა ჩაიკეტა.
ასე დამთავრდა ქუბასარიძის პირველი შეხვედრა ამბოხეგულებთან. მეორე შეხვედრა
სამხედრო–საომარი ხასიათისა იყო და შემდეგნაირად წარიმართა: პოლკოვნიკმა
საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება გასცა და შტაბი მოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ
მეფისნაცვალს კონფლიქტის მოგვარება პოლიტიკური საშუალებებით სურდა,
ქუბასარიძემ თათბირს სამხედრო ჩარევა მოახვია თავს. ასეთი წინადადების მთავარ
არგუმენტად იგი პატიმარ კლასიონ კვიმსაძის მიერ აგებულ საომარ იარაღსა და მის უცნობ
საბრძოლო თვისებებს ასახელებდა, – სანამ დაუმთავრებიათ მანამდე უნდა შევუტიოთო!
ამ საომარი იარაღის გარშემო ის იყო ცნობილი, რომ ძველთაძველი ორთქლის მანქანის
დგუშს სახანძრო შლანგები ჰქონდა მიერთებული, რომელთა მეორე ბოლო გაურკვეველ
ადგილას იკარგებოდა. ამას გარდა, თვით დგუშთან ორ დიდ, ათას–ათასი ლიტრის
ტევადობის ყაზანს ცეცხლი ჰქონდა შენთებული და შიგ წყალი თუხთუხებდა. ამ
არგუმენტის წამოყენებისას თათბირის ზოგიერთ მონაწილეს ღიმილი გამოეფინა, მაგრამ
ქუბასარიძემ უმალ დატყვევებული ბატონი კოცისა და ზედამხედველის უმწეო,
შეურაცხყოფილი მდგომარეობა მოიყვანა და გაიმარჯვა.
“უსისხლო იერიში” – ასე ეწოდა ოპერაციას, რომელშიც საბრძოლო იარაღად ხელკეტები,
ვეებერთელა ფარები და გალავანზე ასასვლელი მსუბუქი კიბეები იქნა გამოყენებული.
ციხის გალავანს ხუთასამდე ჯარისკაცი შემოერტყა. მთავარი ალაყაფის თავზე მეორე
სართულის ორი ფანჯარა ერთდროულად გაიღო, ჯარისკაცებმა სახანძრო ბრანდსპოიტები
გადაიშვირეს და ალაყაფის წინ სიბინძურეებით მორწყული ბარიკადების რეცხვას მიჰყვეს
ხელი.
ბრძანება გაისმა, მეორე რიგის ბარიკადებიდან ადმინისტრაციის კორპუსს ქვა დაუშინეს.
ჯარისკაცებმა ბრანდსპოიტები დაყარეს, გაიქცნენ და ნახევარ წუთში ფანჯარა აღარსად
იყო ჩაუმსხვრეველი.
“ცეცხლიც” მეწყდა, მოიერიშეთა პირველი უკუქცევით გამოწვეული აღფრთოვანებული
ღრიანცელიც და თავის, უკეე ჩალეწილ ფანჯარაში, პოლკოვნიკი ქუბასარიძე გადადგა.
ამჯერად მას ვერცხლისფრად მობრჭყვიალე ხმამზარდი ეჭირა და ორ ფარს შუა ჰქონდა
თავი გაყოფილი.
– პატიმრებო, ყურადღება! – დაიწყო მან – თავი დაანებეთ სისულელეებს. ნუ აჰყოლიხართ
ერთ მუჭა ავანტიურისტებს. ჩვენ მათ ყველას სათითაოდ ჩამოვახრჩობთ. ყოველი
თქვენგანი სამხედრო საველე სასამართლოს წინამე აგებს პასუხს ამბოხებაში
მონაწილეობისათვის, მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ საშუალება, გამოისყიდოთ
დანაშაული. როგორ? დაეცით ავანტიურისტებს, შეუკარით ხელ–ფეხი, გადმოგვეცით და
ყველაფერი ამით გათავდება!
სანამ პოლკოვნიკი ლაპარაკობდა, ბარიკადებიდან ათი–თხუთმეტი პატიმარი გადახტა,
ნასროლი ქვისა და აგურების ისევ ბარიკადებზე ზიდვას შეუდგნენ. ქვების
მომგროვებელთაგან ერთი, რომელიც ფანჯარასთან ყველაზე ახლო იყო, წელში გაიმართა
და ძალიან ბარაქიანად, შიგ სახეში შეაფურთხა ბატონ ქუბასარიძეს.
იერიში დაუყოვნებლივ დაიწყო და ეს, ალბათ, მეურაცხყოფილი პოლკოვნიკის ნაჩქარევი
ბრძანებით მოხდა. ალაყაფში დატანებული კარი შეაღეს, უნტერმა ხელკეტებითა და
ფარებით აღჭურვილი ათეული შეიყვანა – მგლებივით შეცვივდნენ. ფარები მყისვე
გაბინძურებულ ბარიკადას ააფტრეს და მიაწვნენ, მაგრამ მიაწვნენ ისე მძლავრად, რომ ასე
გასინჯეთ, ბარიკადა დაიძრა და ნელ–ნელა გახოხდა. ბარიკადის დაძვრა იყო – ჭიშკარი
ყურთამდე გაიღო, კიდევ ასამდე ჯარისკაცი შევარდა, ადრე შესულებს მხარი მისცეს და აქ
კლასიონ კვიმსაძის ზარბაზანიც ამუშავდა. კაცობრიობამ ტექნიკის უდიდესი
საკვირველება იხილა; მოიერიშეებს წყლის მძლავრი ჭავლი ეტაკა. წყალი, ჩანს, გრილი
იყო, ჯარისკაცებზე მაინცდამაინც დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, მაგრამ როცა
შლანგებში ნადგომი წყალი დაიხარჯა და დიდ ქვაბებში მოთუხთუხე მდუღარე წამოვიდა,
ეფექტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – ჯარისკაცებმა ღრიალ–ღრიალით შეაფარეს
თავი გვირაბს და ჭიშკარი დაიხურა. ბრძოლის ველზე ნადავლის სახით ათამდე ფარი და
მრავალი ხელკეტი დარჩა. ამბოხებულებმა ყველაფერი ეს უმალ თავის ქონებას შეუერთეს.
ახლა გალავნის სამთავე კედლიდან მიიტანეს იერიში, მაგრამ ამ წამოწყებიდან მოალყეებს
სრულიად არაფერი გამოუვიდათ. საკმარისი იყო, გარედან მოდგმულ კიბეზე მოიერიშე
ასულიყო და თავი მაინც ეჩვენებინა, რომ ვერავითარი ფარი ვერ შველოდა – ქვისა და
აგურის სეტყვას ზუზუნი გაჰქონდა. განსაკუთრებით შედეგიანი აღმოჩნდა სახურავიდან
გამოსროლილი ქვები. მათ ძგერების იმოდენა ძალა ჰქონდათ, რომ მოიერიშეები კიბიდან
ფარიანად ცვიოდნენ ძირს. შტურმი ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა. იერიშის
მეთაურებს იმედი ჰქონდათ, რომ გარემოცულთ ქვა გამოელეოდათ, მაგრამ მარაგი
უზარმაზარი იყო და, მიუხედავად ამისა, მშენებარე სახლის კედლების შლა და აგურის
სახურავზე ატანა ერთობ სწრაფად, ორგანიზებულად ხორციელდებოდა.
შტურმის შეწყვეტის ბრძანება გაიცა. ჯარისკაცებმა კედლიდან შორს დაიხიეს, ჯგუფებად
მოქუჩდნენ.
პოლკოენიკმა ქუბასარიძემ ბრძანება გასცა, ორი ზარბაზანი მახლობელი მთის ფერდობზე
აიტანეს, ლულები ციხეს მოაშვირეს. ცხადია, ეს დაშინების ღონისძიება იყო. ამაზე
ამბოხებულებმა იმით უპასუხეს, რომ პატარა ქვებზე შებმული პროკლამაციები დაუშინეს
ჯარისკაცებს. ჯარისკაცების უმრავლესობამ თავი შეიკავა, პროკლამაციას არ გაეკარა,
მაგრამ რამდენიმემ მაინც გაბედა სამხედრო წესდების დარღვევა – აიღო, წაიკითხა და
ამხანაგებს შინაარსიც გააცნო. ამას ოფიცერსა და პირად შემადგენლობას შორის ექსცესი
მოჰყვა. ის ოცეული სხვა ოცეულით შეცვალეს. ამბოხებულებმა თავისი პროპაგანდის
ეფექტურობა იგრძნეს, მოქმედება გააძლიერეს. ქუბასარიძე სამხედრო ძალის შესაძლო
დაუმორჩილებლობის წინამე აღმოჩნდა და, მისი აზრით, ერთადერთი სწორი დასკვნა
გამოიტანა: სანამ ჯარისკაცები ბრძანებებს ასრულებენ, იერიში უნდა განმეორდეს.
ამბოხებულებს კორპუსების სახურავებზე სათვალთეალო პუნქტები ჰქონდათ და
მოალყეების სამზადისი არ გამოჰპარვიათ. ქუბასარიძემ თავისი შეიარაღებული ძალები
ორ ეშელონად გაყო. პირველ ეშელონში – ოფიცრები და უმცროს მეთაურთა
შემადგენლობა, ასი კაცი, საწვიმრებში გამოწყობილი, ფარებითა და ხელკეტებით
აღჭურვილი. მეორე ეშელონი – რიგითი ჯარისკაცები იმავე საჭურვლით მაგრამ
უსაწვიმრებოდ; შემდეგ, ადმინისტრაციის კორპუსის ზემო სართულის ფანჯრიდან
ხმამზარდმა დაიგუგუნა:
– პატიმრებო! ვაფეთქებთ ალაყაფისწინა ბარიკადას! უკან დაიწიეთ ასი ნაბიჯით!
ვაფეთქებთ... – პოლკოვნიკმა ქუბასარიძემ, რომელსაც რუდოლფ ვალენტინოვიჩის
ავტორიტეტული განცხადების თანახმად, ფუში ჰქონდა, ეს ახალი ამბავი რამდენჯერმე
გაიმეორა და წავიდა.
ასი ნაბიჯით უკან დახევის რა მოგახსენოთ, მაგრამ ათიოდ კაცმა ბარიკადებიდან გაქცევა
ამჯობინა. ეგ არის, იქვე წასწვდნენ, წააქციეს და კარგადაც უბაგუნეს. ალაყაფში
დატანებული კარი გაიღო, ეზოში სალდათები შეცვივდნენ. დინამიტის პატრუქგამობმული ფუთები ბარიკადას მიაყარეს და ქვების ქარიშხლით თანხლებულნი, ისევ ჭიშკარს იქით გაუჩინარდნენ. მხოლოდ ერთ მათგანს მოხვდა ბრტყელი აგური
ბეჭებში. პატრუქი, ჩანს, საკმაოდ გრძელი დაუდეს, ჭიშკარს აქეთ კარგა ხნის შემდეგღა
აიკლაკნა ცისფერი კვამლი, აიკლაკნა და ათიოდ წამის მერე ბარიკადის ხსენება აღარსად
იყო. ალაყაფის წინ მის ადგილას ვეება ორმოს დაეღო პირი.
აფეთქების შემდეგაც განმეორდა პოზიციის დატოვებისა და გაქცევის ცდები, მაგრამ უკანა
ხაზებმა გაქცეულებს ქვები შეაგებეს, აიძულეს, ადგილს დაბრუნებოდნენ.
ჭიშკრის ორთავე ფრთა გაიღო. ციხე გაინაბა. მხოლოდ კლასიონ კვიმსაძის ტუმბოების
ჭრიალი ისმოდა.
მერე დოლების დგრიალი მოისმა და ამას ომახიანი ბრძანება მოჰყვა..
– Господа офицеры, вперед!
მწყობრი გვირაბს გასცდა, ციხეში შევიდა. წინ ქუბასარიძე მიუძღოდა, დიდი ფარი ჰქონდა
აფარებული, ქუდისა და თვალების მეტი არაფერი უჩანდა. მთელი მწყობრი გარშემო და
ზემოდანაც ფარებით იყო გადაჯავშნული. ერთი შეხედვით, ასეთ მოძრავ სიმაგრეს ქვებით
ვერავინ ვერაფერს დააკლებდა, თუნდ მილიონი ესროლათ.
მშენებარე სახლამდე ორმოცდაათი–სამოცი ნაბიჯი ჰქონდათ გასავლელი. შემდეგ კიდევ
ამდენი – ბარიკადებამდე და ოციოდ ნაბიჯიც – კორპუსის სადარბაზომდე. ცხადია,
შემტევთა საბოლოო მიზანი მომგერიებელთა გაფანტვა და ბატონი კოცისა და
ზედამხედველის გასათავისუფლებლად კორპუსში შევარდნა იყო. ამბოხებულთა ამოცანას
ის შეადგენდა, რომ ჭიშკრიდან ოფიცრების მწყობრის მხოლოდ სათავე გადაეშვათ,
ძლიერი “ცეცხლი გაეხსნათ”, ჭყლეტა და ზედახორა გამოეწვიათ.
ბრძანება გაიცა და მშენებარე სახლიდან, მთავარი კორპუსის, საავადმყოფოს
სახურავებიდან ქვისა და აგურის წვიმა წამოვიდა. მწყობრის თავებზე დაფარებულ ფარებს
ისეთი ბაგაბუგი აუვიდა, მსმენელს ეგონებოდა, ზვავი მოწყდაო. მწყობრი
კვლავინდებურად წინ მოიწევდა. ჩანაფიქრით, ალბათ, ისე იყო, რომ ბარიკადებში
ჩასაფრებულებს ეფექტიანი ტყორცნის მანძილზე უნდა მიეშვა მწყობრი და ქვა მერეღა
დაეშინათ. მაგრაშ ეზოში მწყობრის ნახევარი რომ შევიდა, კლასიონ კვიმსაძის ტუმბო
ამუშავდა... წყალი კი არა – ლურჯი, საზარლად მყრალი სითხის, ცხენის კუდის სიმსხო,
მძლავრი ჭავლი დაეძგერა მოიერიშეებს. პირველ წამებში ოფიცრებს იხტიბარი არ
გაუტეხიათ, ისევ ისე მიდიოდნენ, მაგრამ როცა ციხის საასენიზაციო ორმოებში
მოპოვებულმა სითხემ ოფიცერთა თავებზე წამომხობილი ფარებიდან ჩაჟონა და
სუნამოებით განებივრებულ ცხვირებს თავისი მოსვლა ამცნო, მწყობრი, ცოტა არ იყოს,
შეცბა, ნაბიჯს სიმტკიცე მოაკლდა და სვლას – სისწრაფე. კოლონის წინამძღოლი
პოლკოვნიკი ქუბასარიძე, მოულოდნელად პირქვე დაწვა, ზემოდან ფარი დაიმხო და
გაყუჩდა. ოფიცრები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჯერ ისა, რომ ქვისა და
აგურის მთელი კორიანტელისთვის უნდა გაეძლოთ, მერე – ეს წყეული, ბინძური,
საზიზღარი სითხე. და ბოლოს, მიწაზე გაშოტილი პოლკოენიკი!.. ოფიცერთა რიგებში
ალიაქოთი ერთბაშად ატყდა. კოლექტიური თავდაცეა გადარჩენის პანიკურმა სულმა
შეცვალა. მწყობრმა თავისი წინამძღოლი ბედის ანაბარა მიატოვა, ზურგი იბრუნა, ჭიშკარს
მიაწყდა და გარედან სირბილით მომავალ მეორე ეშელონს შეეფეთა!..
იქ გამართულ ჭყლეტა–ჯგლეთისა და ზედახორის აღწერა, ალბათ, სავსებით
შეუძლებელია. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დგუში სატანისეული დაჟინებითა და
სიმშვიდით საკმაოდ დიდხანს რწყავდა იქაურობას – მაშინაც კი, როცა მოიერიშეთა
ძირითადმა მასამ ჭიშკრის გვირაბს შეაფარა თავი, ხოლო ზედ ზღურბლზე კი
თხუთმეტამდე დარეტიანებული თუ დაბეგვილ–დაჟეჟილი ოფიცერი სამშვიდობოს
გასვლას სიბინძურეში ხოხვით ლამობდა.
აქ იყო, რომ ჩუმი ბრძანება გაიცა. ქვის ზვავი შეწყდა და ფარს ქვეშიდან ჰოლკოვნიკმა
ქუბასარიძემ ძალიან რიხიანად დაიძახა:
– Господа офицеры, за царя и отечество, по-пластунски, - вперед!
ციხე ხარხარმა ააგრიალა.
პოლკოვნიკი მიხვდა, რომ საქმე რაღაც სხვანაირად იყო და ფარს ქვეშიდან ძალიან
ფრთხილად გამოაპარა თვალი. დარწმუნდა, ქვებს აღარავინ ისროდა, მთლად გამოყო
თავი, უკან მიიხედა, ერთხანს ალაყაფს უყურა. მერე ადგა, ფარი შიატოვა და
თავჩაღუნული დაიძრა იქითკენ, საითაც მისი ოფიცრები მიღოღავდნენ. უკვე ალაყაფს
მიახლოებული იყო, როცა მშენებარე სახლიდან ვიღაც გადმოხტა, პატარა კასრი ეჭირა –
ასეთი კასრები კარცერებში პარაშის მოვალეობას ასრულებდა, – პატიმარი პოლკოვნიკს
მიეპარა, კასრი თავზე ჩამოაცვა და ფაცხაფუცხით გამოიქცა. პოლკოვნიკმა კასრი მოიხადა,
დააგდო, საწვიმრის კალთით სახე შეიწმინდა და ალაყაფის გვირაბში შევიდა.
ამის შემდეგ სამი თუ ოთხი დღის მანძილზე მოალყეები გოგირდოვანი თბილი წყლით
იშუშებდნენ “ჭრილობებს”, კავკასიის მეფისნაცვალი და პეტერბურგი დეპეშებით
საუბრობდნენ, ხოლო პრემიერ–მინისტრის პირადი დირექტივების მიღების შემდეგ
პოლკოვნიკმა ქუბასარიძემ შვებულება მიიღო. ორთაჭალის ფერდობებიდან ზარბაზნები
საითღაც წაიღეს და კონფლიქტის პოლიტიკური საშუალებებით მოსაგვარებლად
ფანჯარაში პროკურორი, ბატონი კალიუზე გადმოდგა.
– ჰატიმრებო, სთხოვეთ თქვენს წარმომადგენელს, სალაპარაკო მაქვს, – მიმართა მან
ამბოხებულებს.
ამ დროისთვის მთავრობასა და უფროსობასთან საურთიერთოდ ამბოხებულებს ორი კაცი
გამოეყოთ – ჩემს ჩანაწერებში მრავალგზის ხსენებული ბატონი გოგი წულაძე და აგრეთვე
ხსენებული მწერალ–რევოლუციონერი ბატონი ლუკა პეტროვიჩ დემბინი. დიპლომატებს
არ დაუყოვნებიათ, ფანჯარასთან მივიდნენ. ურთიერთწარდგენისა და გაცნობის შემდეგ,
დესპანებმა ბატონ კალიუზეს სთხოვეს, სამხედრო ექიმ შჩელკუნოვს მოვალეობათა
აღსრულება განეგრძო, ანუ საავადმყოფოში ევლო და ემკურნალა. როგორც შემდგომში
გამოირკეა, ასეთი თხოვნა, ძირითადად, ბატონ კლასიონ კვიმსაძის მძიმე ავადმყოფობით
იყო განპირობებული. პროკურორმა თანხმობა განაცხადა და ბატონი შჩელკუნოვი
სამსახურს დაუბრუნდა. ბატონმა კალიუზემ მოლაპარაკება ასე დაიწყო:
– როდემდის უნდა გყავდეთ ბატონი კოცი და ის მეორე... ზედამხედველი ტყვეობაში?
– ბატონი კოცი და ნაძირალა ცუგო პატიმრობის ვადას იხდიან, ბატონო პროკურორო, –
აცნობა გოგი წულაძემ.
– რისთეის? – ღიმილით იკითხა კალიუზემ.
– ადამიანთა ღირსების შელახვისათვის, ჰომოსექსუალიზმში თანამონაწილეობისთვის,
ხელისუფალთა უკანონო მითითებების აღსრულებისთვის, – მიუგო ლუკა პეტროვიჩ
დემბინმა.
– სერიოზული ბრალდებებია. – თაეი გადაიქნია კალიუზემ. – რამდენი აქვთ მისჯილი?
– არ გვაქვს რწმუნება, გავამხილოთ სასჯელის ვადა, მაგრამ ჩვენ ჰუმანისტები ვართ,
დავალებით ჩადენილ დანაშაულთა შემსრულებლებს მკაცრად არ ვსჯით. ვიცით, ვისაც
უნდა მოეთხოეოთ პასუხი, მოვა დრო და მოვთხოვთ კიდეც, – უთხრა გოგი წულაძემ.
პროკურორი კალიუზე ერთხანს დუმდა. მერე რაფაზე ჩამოჯდა, ფეხები ეზოში გადაყო,
ცხვირსახოცით უპეები ამოიწმინდა და თქვა:
– მოგეხსენებათ, მთავრობის თავმჯდომარის შეცვლა ჰოლიტიკაში ცვლილებების შეტანის
მომასწავებელია. როცა მთავრობის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრის
პორტფელსაც იტოვებს, ეს
იმას ნიშნავს, რომ აქცენტის, მახვილის
პრობლემებზე აპირებს. თქვენც ასე გესმით?
დასმას,
სახელდობრ,
შინაპოლიტიკურ
– დიახ, – დაუდასტურა წულაძემ.
– ჩანს კიდეც, – დასძინა დემბინმა. – რეაქცია და ტერორი მძვინვარებს. სხვა არაფერი
შეცვლილა.
– შეიცვალა, როგორ არა, – მიუგო პროკურორმა. – თუ გაინტერესებთ, შემიძლია ერთი
მკაფიო მაგალითი მოგიყვანოთ.
– ბრძანეთ.
– მისმა იმპერატორობითმა უდიდებულესობამ ღამის სამ საათზე გააღვიძებინა ბატონი
პრემიერ–მინისტრი და დაუყოვნებლივ მოსვლა უბრძანა. მისი იმპერატორობითი
უდიდებულესობა ერთობ ცუდი გუნებით დაუხვდა თავის მინისტრთა საბჭოს
თავმჯდომარესა და შინაგან საქმეთა მინისტრს, მისვლისთანავე მაგიდაზე დაუგდო
თექვსმეტგვერდიანი ნაწერი და მრისხანედ დააყოლა:
– ბატონო პრემიერ–მინისტრო, თქვენ მე ფიცი დამიდეთ, რომ მოკლე ხანში გამოიყვანდით
ჩემს სამეფოს დრტვინვისა და შფოთის მდგომარეობიდან. სად არის თქვენი დაპირება? რა
არის ეს?!
ბატონმა პრემიერ–მინისტრმა ითხოვა უფლება, დოკუმენტს გასცნობოდა. დასტური
გაიგონა, წითელი ფანქარი აიღო და კითხვას შეუდგა. ეს იყო პეტერბურგის
უნივერსიტეტის სამი სტუდენტის მიერ შედგენილი პროექტი რუსეთის იმპერიის
რეორგანიზაციისა და ძირეული რეფორმებისა. იგი იწყებოდა იმით, რომ მეფეს უარი
ეთქვა ტახტზე და მთავრდებოდა იმით, რომ უნდა გაუქმებულიყო კერძო საკუთრება.
– რა მშვენიერი ახალგაზრდობა მოდის, ბატონო პროკურორო! – ჩაურთო ლუკა პეტროვიჩ
დემბინმა.
– ბრწყინვალე, ბატონო დემბინ, ბრწყინვალე, მაგრამ მინდა, განვაგრძო... სანამ ხელმწიფე–
იმპერატორი ნერვებაშლილი სცემდა ბოლთას, ბატონი პრემიერ–მინისტრი პროექტს
ეცნობოდა და წითელი ფანქრით ტექსტს რაღაც შენიშვნებს უკეთებდა.
– დაამთავრეთ? – ჰკითხა მისმა იმპერატორობითმა უდიდებულესობამ.
ბატონმა პრემიერ–მინისტრმა კვერი დაუკრა.
– მერე?. ..
– სათხოვარი მაქვს, თქვენო უდიდებულესობავ!
– ბრძანეთ!
– მე, თქვენო უდიდებულესობავ, ერთობ განებივრებული ვარ თქვენი ყურადღებით და
ნდობით. ამიტომ, გთხოვთ, დაადოთ ამ საბუთს შემდეგი ვიზა: “რუსული მართლწერის
დაუფლებამდე სახელმწიფო რეფორმებს ნუღარ შეეხებით, დროს ამაოდ ნუღარ
დამაკარგვინებთ. ნიკოლოზი”. ამ თექვსმეტ გვერდში სამოცდაერთი ენობრივი,
სტილისტური და ორთოგრაფიული შეცდომაა დაშვებული. თქვენო უდიდებულესობავ,
თქვენ დაადეთ ხსენებული ვიზა, მე ამ ნაწერს ავტორებს გადავუგზავნი და თვალთვალს
დავუნიშნავ. შედეგებს მოგახსენებთ.
ხელმწიფე–იმპერატორმა ჩაიცინა და ბატონ პრემიერ–მინისტრის თხოვნას დაჰყვა. ნაწერი
სტუდენტებს უნივერსიტეტის მისამართით გადაეგზავნა. მისი უდიდებულესობის კარის
შტემპელიანმა კონვერტმა, გასაგებია, სტუდენტობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ორასამდე ახალგაზრდამ მოიყარა თავი პაკეტის საზეიმო გახსნასა და წაკითხვაზე.
რეზულტატი: ორმა ავტორმა საერთოდ დაანება უნივერსიტეტს თავი, მშობლების იმ
მამულებს მიაშურა, რომლის ჩამორთმევასაც თავის პროექტში ისე დაჟინებით
მოითხოვდა. მესამე გალოთდა, მეფე ტახტზე დარჩა, რეფორმებს ბატონი პრემიერ
მინისტრი ახორციელებს. თქვენ გრძანეთ, არაფერი შეცვლილაო. როგორ მოიქცეოდა
ბატონი პრემიერ–მინისტრის წინამორბედი? გადასახლებაში უკრავდა თავს... მინდა,
გაცნობოთ, რომ თქვენი ამბოხების ამბავი ბატონ პრემიერ–მინისტრს მოახსენეს და დღეის
შემდეგ რაც იქნება, ყოველივე მისი ბრძანების საფუძველზე იქნება.
– რა იქნება, ნეტავი? – ცინიკურად ჰკითხა გოგი წულაძემ.
ბატონმა კალიუზემ ჩაიცინა და თქვა:
– არაფერი ახალი, სრულიად არაფერი! გესმით?
– როგორ თუ არაფერი?! – გაუკვირდა ლუკა პეტროვიჩ დემბინს.
– არა, მე, ცოტა არ იყოს, გადავაჭარბე. როგორ თუ არაფერი? მართლაც! იქნება როგორ არა!
აი, თუნდაც ის, რომ თქვენ ნებაზე იქნებით მიშვებული. რაც გინდოდეთ – ინებეთ,
გალავნისა და კანონიერების ფარგლებში. ეს – ახალი. შემდეგ იქნება ის, რომ თქვენ
სასამართლოს მიერ დამნაშავეებად ხართ აღიარებული და გამოტანილი გაქვთ შესაბამისი
განაჩენი. განაჩენი კანონია, ხოლო კანონი Pereat mundus, et fiat iustitia, (სამართალი უნდა
აღსრულდეს, თუნდაც მოისპოს სამყარო (ლათ.)) მოგეხსენებათ, უნდა აღსრულდეს ყოველ
მიზეზს გარეშე. მაშასადამე, უნდა ისხდეთ, სანამ მსჯავრს არ მოიხდით. გაცნობებთ
იმასაც, რომ გასაჩივრებისა და შეწყნარების დაწესებულებები კვლავინდებურად
იმუშავებენ და მეამბოხეთა მიმართ რაიმე საგანგებო ზომებს არავინ მიიღებს. რა ვიცი, რა
იქნეგა კიდევ?.. დიახ, იქნება ის, რომ ვადამოხდილები გათავისუფლდებიან, როგორც
უწინ, და მისჯილთა ახალი ჯგუფებიც მოვლენ. დიახ, კიდევ რა იქნება?.. აჰა, მძევლებს,
როგორც ბრძანეთ, გადმოგვცემთ და ჩვენ მათ სათანადოდ დავსჯით. ეს არის და ეს.
თითქოს, მეტი არაფერი უნდა იქნას. დღევანდლამდე ციხეში ჩადენილ დანაშაულთათვის
ხელისუფლება აღარას გერჩით, მისთვის ისიც საკმარისია, რომ კანონი სრულდება, ანუ
თქვენ სასჯელს იხდით. იყავით და იცხოვრეთ, როგორც მოგესურვოთ, მაგრამ
გაითვალისწინეთ, რომ ახალი დანაშაული არავის შერჩება...
პროკურორი კალიუზე თავისი ნალაპარაკევის ეფექტს აღარ დალოდებია, მშვიდობა
უსურვა და წავიდა.
ეს იყო და ეს.
ეფექტი კი განუმეორებელი იყო – დესპანები იდიოტებივით იდგნენ და ფანჯარას
შესცქეროდნენ. ეს კარგა ხანს გაგრძელდა. პირველმა გოგი წულაძემ დაარღეია სიჩუმე.
ძალიან გულიანად და გრძლად გადაიხარხარა.
– Ай–да премьер–министр! – ჩაილაპარაკა ლუკა პეტროვიჩმა.
კიდევ ერთი რამ მოხდა, რაც პროკურორმა კალიუზემ მეამბოხეებს დაუმალა ან, იქნებ,
დაავიწყდა ეთქეა. რა მოხდა და, ციხის ბადრაგი შეიცვალა, ახალი სამხედრო ნაწილი
მიიყეანეს და გალავანს გარეთა აკრძალული, ანუ ცეცხლის არეები ას მეტრამდე
გააფართოვეს: ციხეში საზედამხედველო სამსახური აღარ ხორციელდებოდა და ამით
გვირაბის გათხრის საშიშროება იქნა თავიდან აცილებული.
– ას მეტრს ვერავინ გათხრიდა, ასეთი რამ საპყრობილეების ისტორიას არ ახსოვს. კაცმა
რომ თქვას, ეს ღონისძიებაც ზედმეტი იყო, რადგან ციხეში, საიდანაც ყოველდღე ვიღაც
თუ ვიღაცეები თავისუფლდებიან, გვირაბის გათხრის დამალვა ყოვლად შეუძლებელია,
მით უმეტეს, როცა ყველა თავის ნებაზე, საითაც უნდა და როგორც უნდა, ისე დაეხეტება...
შალვა თუხარელი
მე კომიტეტმა მასის განწყობილებებზე, სხვადასხვა ფენების ურთიერთობებსა და,
საერთოდ, ვითარებაზე დაკვირვება დამავალა. დავდიოდი, ვისმენდი, ვუყურებდი,
არაფერში არ ვერეოდი თუ, რა თქმა უნდა, ამის უკიდურესი საჭიროება არ შეიქმნებოდა
და მაგალითებით შემაგრებულ ზოგად დასკვნებს სიტყვიერი მოხსენების სახით თომა
კომოდოვსა და ანდრო ჭანეიშვილს ვაბარებდი. დათა თუთაშხიას ერთი რაიმე
კონკრეტული მოვალეობა არ ჰქონდა – არც ჩვენ დაგვივალებია და არც თვითონ აუღია
თავის თავზე. ეტყობა, ცნობისმოყვარეობა ამოძრავებდა – დამყვებოდა და ვიყავით
ერთად. თუმცა, სამართლიანობისთეის ისიც უნდა ვთქეა, უფრო მე დავყვებოდი დათას...
რაღაცნაირი იღბალი თუ ალღო ჰქონდა – სწორედ იქ მიდოდა, სადაც რაიმე
მნიშვნელოვანი ლაპარაკი იყო ან რაიმე ყურადღების ღირსი ხდებოდა ხოლმე. შემიძლია,
შავი ფიცით დავიფიცო, რომ სხვისი მოტანილი ამბებითაც კი არ ვაპირებდი მესარგებლა,
არამცთუ აგენტურა გამეჩინა და... რა საოცარი, შეუცნობელი
რამ არის მასა, ხალხი, საზოგადოება – რაც გნებავთ, ის დაარქვით, ვინ, საიდან და როგორ
მიხვდა ჩემს დანიშნულებასა და როლს იმ ამბოხების ჰროცესში, ამისას ვერაფერს
მოგახსენებთ, მაგრამ კომიტეტის პირველივე გაფართოებული სხდომის შემდეგ, სადაც ეს
როლი დამეკისრა, ორი საათიც არ იყო გასული, რომ აუარებელი მოხალისე
თანამშრომელი გამოჩნდა. ვიღაც უცნობი ადამიანები მოდიოდნენ, ყოველგეარი წინასწარი
დაზვერვისა და შემზადების გარეშე მაბარებდნენ ანგარიშს თვალით ნახულისა თუ ყურით
გაგონილის გამო და მთავარი ის არის, რომ, თითქმის, ყოველმა მათგანმა ზუსტად იცოდა,
რა მჭირდებოდა მე, ანუ კომიტეტს და ამბოხებას.
მე და დათა ერთად დავდიოდით–მეთქი. იმ ერთად ყოფნამ თავისთავად მოიტანა ის, რომ
შემდგომში კომიტეტსაც ერთად ვაბარებდით ხოლმე ანგარიშს და ჩემზე დაკისრებული
ფუნქციაც ჩვენ ორივეზე დაკისრებულ ფუნქციად იქცა.
ეს იყო ადამიანის, მასის ფსიქიკის შესწავლის განუმეორებელი სკოლა და, ამასთან ერთად,
ჩინებული გასართობი... მით უმეტეს, ეხლაა გასართობი, როცა ყველაფერი წარსულშია და
როცა ისღა დამრჩენია, რომ მეგობრებსა თუ ჩამომავლობას მსუბუქი იუმორით შეკაზმული
მივართვა ჩემი ახალგაზრდობის უმძაფრესი განცდები.
რაღა მაქვს სათქმელი? მნიშვნელოვანს ვგულისხმობ... ათასი რამ იყო, მაგრამ მე მაინც იმ
ამბოხების ყველაზე საყურადღებო შედეგის განსჯას ვამჯობინებდი.
ერთხელ, ჯერ კიდევ ამბოხების დაწყებამდე, დათა თუთაშხიამ თომა კომოდოვთან
საუბარში ასეთი რამ თქვა:
– გაწამებულს და გატანჯულს რომ ნახავ ვინმეს, უნდა იღონო რაიმე, რომ ეშველოს იმ
კაცს, თუ ადამიანი ხარ. ამას ვშერებოდი მე, მაგრამ თვითონაც ხომ უნდა გაანძრიოს თავი
და ხელი და ხომ უნდა უშველოს თავის თავს და მის ბედში მყოფსაც, სიკეთე და
სამართალი თუ უნდა, თვითონ არ გაანძრევს ხელს არასგზით: ერთი – იმიტომ, რომ არ
იცის, ვინ ან რა არის მისი გამამწარებელი და გამტანჯველი და მეორე ის, რომ თუ
დაანახვე და გააგებინე, – აგერ, ეს არის მიზეზი, უბედური რომ ხარ და ამას უნდა
მოსპობაო – ვერ შებედავს, მისას ბუზს ვერ აუქნევს ხელს. მისივე სიკეთისთვის როგორ
უნდა დავაძვრევინო კრინტი, ხელი როგორ გავანძრევინო, ეს მინდა! ვისწავლო, თომა–
ბატონო. ხომ გათქმევინე ერთხელ, – ჯერ არ ვიცით, ვსწავლობთ და უეჭველად
ვისწავლით, მეფეს როგორ უნდა ჩამოგდებაო. ისე ვარ მეც, მაგრამ ჩემი სასწავლი და
თქვენი სასწავლი ერთნაირიც არის და სხვადასხვანაირიც. ჩემი ძნელია უფრო.
აქვე ვიტყვი, დათა თუთაშხიამ ამით ამბოხებაში თავისი მონაწილეობის მიზეზიც
მოიყვანა: მისივე სიკეთისთვის როგორ უნდა დავაძვრევინო კრინტი, ხელი როგორ
გავანძრევინო, ეს მინდა, ვისწავლოო! შიში და გაბედვა ყველანაირი მასობრივი მოძრაობის
თავი და ბოლო, საფუძველი და საძირკველია... ეს იქნებ, საერთოდ, ყოველი შეგნებული
ნაბიჯის განმაპირობებელი საწყისიც იყოს, მაგრამ სათქმელს დავუბრუნდეთ.
პატიმრობაში მყოფ ადამიანს, ზოგადი შიშის გარდა, კიდევ ერთი გრძნობა თრგუნავს –
დანაშაულის გრძნობა. ამბოხების მსვლელობაში თავი იჩინა გარკვეულმა შებოჭილობამ,
გაუბედაობამ, წინააღმდეგობის გაწევის უფლებაში დაეჭვებამ. საქმე ის არის, რომ
დანაშაულის გრძნობა, თუნდაც სრულიად უმნიშვნელოსი, თუნდაც შეთხზულისა,
პატიმარზე დამთრგუნველად მოქმედებს. იშვიათად შეხვდებით პატიმარს, რომელიც
თავის თავს ბოლომდე დამნაშავედ თვლიდეს იმ ბრალდებაში, მას რომ ნაუყენეს და რის
საფუძველზეც დასდეს მსჯავრი. აქ ასეთი შედარების მოყვანა შეიძლება: ადამიანთა
უმრავლესობა ხშირად ამბობს – რეგვენი ვარო, მაგრამ ისეთს ვერავის იპოვნით, რომ ეს
სჯეროდეს. სამაგიეროდ, იშვიათად შეხვდებით ისეთ პატიმარსაც, ვინც რამდენადმე
დამნაშავედ მაინც არ თვლიდეს თავს და აქ იმის მოტანა შეიძლება, რომ არ არსებობს
ნორმალური ადამიანი, ვისაც ცოტათი მაინც სულელად არ მიაჩნდეს თავისი თავი თავის
თავთან მარტოს. აი, ეს დანაშაულის მცირედი გრძნობაა, პატიმარს რომ აიძულებს, ეჭვი
შეიტანოს დაუმორჩილებლობის, ამბოხების, აქტიური წინააღმდეგობის გაწევის
უფლებაში. ბრძოლისუნარიანობის გასამახვილებლად საჭირო იყო ამ დამთრგუნველი
ფაქტორის მოშორება და ამის მიღწევა კი, ერთი მხრივ, განმარტებითი მუშაობით
შეიძლებოდა და, მეორე მხრივ, პრაქტიკას, თვით ამბოხებაში მონაწილეობას უნდა ეთქვა
გადამწყვეტი სიტყვა. დათა თუთაშხია იტყოდა ხოლმე, – გამბედაობაც ჩვეულება არისო.
მინდა, ამისი მაგაითები მოვიყვანო.
პირველი იერიში მოგერიებული გვქონდა. დათა და მ კიბეებზე ჩავდიოდით, ეზოში
გასვლა გვინდოდა. ვიღაც კაცმა ჩაგვიარა. შევნიშნე, ძალიან ფრთხილად, შიშნეულად
ჩადიოდა, შეიძლება ითქვას – მიიპარებოდა. არც დათას გამორჩენია იმ კაცის თვალის
ცეცება და ყოყმანიანი ნაბიჯი. დათამ მაცნობა:
– თოკაძეა მაგის გვარი, გაჩვენე, თუ გახსოვს. ფოთელია, ვიგინდარებთან არის აქ.
მომაგონდა, მართლა მაჩვენა. ხელში ორი აგური ეჭირა. მოკუნტული, თავჩაქინდრული
იდგა, ისეთი იერი ჰქონდა, ვითომ საკუთარ ცხედარს დაჰყურებდა. ეს მაშინ იყო, როცა
ადმინისტრაციამ ციხის კარს მომდგარ ხუთას თუ ექვსას ჭირისუფალს – ძირითადად,
ქალებს – ამანათების მიღებაზე უარი უთხრა და ჩვენ ამას სათანადო აქცია
დავუპირისპირეთ – ყვირილი! ეს ასე განხორციელდა. პოქტიას დავავალეთ და ორი
წუთიც არ იყო გასული, რომ ციხე აღრიალდა. ჰამბო ხლგათიანის ბიჭებმა მესამე
სართულის ფანჯრებს შორის კედელზე დიდი ტრანსპარანტი გადაჭიმეს: “მოგვეცით
ამანათები!!!” გალავანს გადაღმა მოქუჩებულმა ჭირისუფლებმა ტრანსპარანტი წაიკითხეს,
თავის მხრივ ატეხეს ჩოჩქოლი და ზოგმა კივილიც კი.
შობლები ვიგინდარებს საკნებიდან ეზოში მოერეკებოდნენ. სწორედ რომ მოერეკებოდნენ
– კეტებით, და ზოგ–ზოგი – დანებითაც. ერთი შობლა იყო, კრამიტას ეძახდნენ, კანონიერი
ქურდის წოდებაში გადასელას აღარაფერი უკლდა. იმ კრამიტას ცალ ხელში თოქმა
ხელკეტი ჰქონდა, ჩამორჩენილ, თუ ზანტად მოძრავ ვიგინდარებს ზურგში უბაგუნებდა.
მეორეში დიდი დანა ეჭირა და ერთობ საშიშად იქნევდა. იმ დანის დანახვაზე
მიცვალებულიც კი გაიქცეოდა და, მიუხედავად ამისა, ვიგინდარების უმრავლესობა
არცთუ მარდად ირჯებოდა.
– გაინაღდა აზნაურობა კრამიტამ, – აზრი გამოთქვა დათა თუთაშხიამ.
– ჰა მიდით, მიდით–მეთქი! – დაჰყვიროდა კრამიტა თავის ჯოგს.
– ხაჭაპურები გინდათ, ყვირილი არ გინდათ?! ჰა, დროზე–მეთქი!.. – და შემართული
ხელკეტი თავის საქმეს აკეთებდა.
ვიგინდარების კარში გასულ მეწინავეებს პოქტიას ხალხი დაუხვდა. უბრძანეს, ქეები
აეღოთ. შიშითა და პანიკით ატაცებული ბრბო დაუფიქრებლად, უსიტყვოდ დაემორჩილა
ბრძანებას – თითოს კი არა, სამ–სამს, ოთხ–ოთხს იღებდნენ და მითითებისამებრ
იკავებდნენ ადგილს კედლის ძირას.
ეს ხალხი, მართლაც, მშვენიერი სანახავი იყო. წარმოიდგინეთ: მთელი ციხე – ოთხი ათასი
კაცი – სულმოუთქმელად ღრიალებს. გალავანს იქით ქალებს გააქვთ ქაქანი და წივილ–
კიეილი – ექვსასამდე
ქალს ერთად. ასეთი რამ მსმენიაო, ბევრი ვერაეინ დაიტრაბახებს!..
ვიგინდარებს ქვები აუკრეფიათ: რა თქმა უნდა, ეს უკვე თაეისთავად ნიშნავს, რომ იმის
წინააღმდეგ აუკრეფიათ, ვისი ყურმოჭრილი მონებიც იყვნენ მთელი სიცოცხლის
მანძილზე და, მიიღეთ მხედველობაში, იმ მონობაში ფრიად ბედნიერად გრძნობდნენ
თავს. ახლა წელში მოკაკულები, განადგურებულები დგანან, ყბები უცახცახებთ და
მუხლებში სისუსტე შესდგომიათ. ზოგი მართლა ყვირის, ზოგი პირს აღებს, ვითომ ყვირის
და ჰგონია, რომ ვიღაცას ატყუებს. ჟანდარმერიის მხრიდან თუ ვინმე უთვალთვალებს, ის
მოთვალთვალე საყოველთაო ღრიალში ვერასგზით დაადგენს, მართლა ღრიალებს, აგერ
ის კაცი, თუ მხოლოდ პირს აღებს. სამაგიეროდ, უეჭველად ხედავს, რომ პირს აღებს, ესე
იგი, ყვირის და ამბოხებულთა მხარეზეა!.. უჭირავთ ქვები ვიგინდარებს მაგრამ ისე
უჭირავთ, თითქოს ის ქვები, ეს არის ეხლა, ცეცხლიდან ამოყარეს და ხელებში ჩასჩარესო...
ერთი სიტყვით, უმწეობასა და საკუთარი სურეილის წინააღმდეგ მოქმედების იმდენად
მკაფიო მაგალითს მას მერე აღარსად შევხვედრივარ. აი, სწორედ მაშინ მაჩვენა თოკაძე
დათამ: მკედრისფერი ედო, უპეებიდან ჩამომდინარე ცრემლი აგურებზე ეცემოდა...
– რა კაცია? – ვკითხე დათას.
– რა ვიცი, მწერლობდა იქ, ფოთში, მაგრამ წერდა და თვითონ კითხულობდა, სხვა არავინ,
მგონია.
– რაღად უბეჭდავდნენ, თუ წერა არ იცის?
– უტიფარი კაცია, თავხედი და დაშინებული ყავდა ყველა. ლანძღვასა და დაბეზღებებს
ერიდებოდნენ, ალბათ. არ ვიცი, რა ვიცი მე.
– რას წერდა?
– მთავრობის სასარგებლოდ წერდა და ასეთები სხვა. ცემდნენ უბედურს, დღეგამოშვებით.
ახლა თვითონ არის აქ. რისთვის ზის, ნეტავი!
ეზოში გავედით, თოკაძე სადარბაზოსთან იდგა, იქაურობა ათვალიერებდა, რატომღაც
ძალიან ფრთხილად, შიშნეულად ათვალიერებდა.
ციხე გამარჯვებას ზეიმობდა, ბარიკადებზე ერთი ჟრიამული იდგა, მებრძოლები
ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. სხვები ძალიან სწრაფად და საქმიანად
მიდი–მოდიოდნენ. ყოველ ადამიანს უღრმესი რწმენა ჰქონდა, რომ იერიშის მოგერიებაში
უმნიშვნელოვანესი წვლილი სწორედ მან შეიტანა და ახლაც საგანგებო საქმეზე
მიიჩქაროდა.
ისე მოხდა, რომ ათიოდ წუთის მერე ისევ მთავარ სადარბაზოსთან აღმოვჩნდით. დათა
თუთაშხიამ მიმახედა, – ყური დაუგდეო. ფოთელი მწერალი თოკაძე იდგა, ხალხი
შემოეკრიბა, ეჭვმიუტანელი უპირატესობის ტონით ელაპარაკებოდა:
– დაიბნა ესენი ყველა და არც წყალს გაუკეთებია დიდი ამბავი, ეგერ იქიდან რომ
გადაასხეს სალდათებს. ყეელა დაიბნა, ყველა – მეთაურიც, ეს ხალხიც, – თოკაძემ
ბარიკადებს აგდებულად მიაშვირა ხელი. – ეგერ შევიპარეთ მე და ავქსენტი კაშიბაძე, ამ
დაუმთავრებელ სახლში, და როგორ ვისროდით ქვას, თუ იცით? კედელს ვახვედრებდით
და იქიდან რომ ასხლტებოდა, პირდაპირ სალდათებს ხვდებოდა ის. ასე უნდოდა სროლა
აქედანაც, მარა რომ ვერ მოიფიქრა ვერავინ?!
ვიღაცამ შემთხვევით ჩამოიარა, თოკაძის ტრაბახს მიაყურა და უთხრა:
– პეტია თოკაძე, რას არის რომ ტრაბახობ მანდ! მეორე ართულის საპირფარეშოში არ იწექი
პირქვე მთელ იმ ამბავში?!
თოკაძემ უმალ მიიხედა და წამი არ დაუყოვნებია. პირდაპირ მიახალა:
– ცოლის დის გაუპატიურებაზე ზიხარ შენ, კოლია შილაკაძე, ვიცი მე! წადი ახლა,
ჩამოიარე საკნები, უამბე ყველას ეგ და იმასაც ნუ დაივიწყებ რაც არ დაგიმტკიცდა:
სიდედრის გაუპატიურებაც რომ
გინდოდა!
შილაკაძეშ პირი დააღო, გახევდა.
თოკაძე თავის მრევლს მიუბრუნდა, კიდევ რაღაც ილაპარაკა და საავადმყოფოს
კორპუსისაკენ გაემართა. ლაღად მიდიოდა, იმ შიშისა, ადრე რომ ჰქონდა, კვალიც
აღარსად იყო.
შილაკაძე ისევ ისე იდგა. შემიძლია, როგორც გნებავთ, ისეთი ფიცით დავიფიცო, რომ მას
თოკაძის მიერ ინკრიმინირებული დანაშაული საერთოდ არ ჰქონდა გაგონილი, არამცთუ
ჩადენილი.
თოკაძის პასუხმა ჩვენზეც კი იმოდენა შთაბეჭდილება მოახდინა – ისეთი უტიფარი
ტონით თქვა და იმდენად მოულოდნელი რამ, რომ კარგა ხანს დარეტიანებულებივით
ვიყავით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
– დაუბეჭდავდნენ, აბა, რას იზამდნენ ნეტავი? – მომაგონა დათა თუთაშხიამ თოკაძეზე
ჩვენი ის ლაპარაკი, როცა კიბეს ქვევით მოვყვებოდით. შორიახლოს კლასიონი იდგა, ისიც
თოკაძის საბრალდებო სიტყვას ისმენდა. დაგვინახა, შემოგვიერთდა.
შილაკაძემ, როგორც იყო, შოკს თავი გაართვა, ჩვენკენ მობრუნდა, მემოგვხედა და
გაწითლდა.
– გეტყვი, თუ გინდა, კოლია შილაკაძევ, როგორ და რით გათავდება ეს ამგავი, – მიმართა
კლასიონ კვიმსაძემ თოკაძის მსხვერპლს. – ჩვენც და შენც ციმბირმი ამოგვძვრება სული.
რევოლუცია გაიმარჯვებს. მაგ თოკაძე მწერალი ყოფილა, – აგერ ახლა გავიგონე, –
მოგონებებს დაწერს. კაი რაც ხდება აქ, იმას თავისთვის მიითვისებს, ცუდი თუ მოხდება
რამე – ჩვენ დაგეაბრალებს და დიდი კაცი გახდება. ნამეტანი დიდი.
მეორე დღეს, როცა პოლკოვნიკი ქუბასარიძე მასირებულ იერიშს პირადად მეთაურობდა
და როცა კლასიონი სიბინძურეების შხაპით გაუმასპინძლდა ოფიცრებს, სწორედ პეტია
თოკაძე გახლდათ ის პატიმარი, რომელმაც პოლკოვნიკს სავსე პარაშა ჩამოამხო თავზე. ეს
მაგალითი იმიტომ არ მომიყვანია, რომ, სახელდობრ, თოკაძის გააქტიურების გზა
მეჩვენებინა – თოკაძისთანა ნაძირალები რევოლუციას არც გამოადგებოდა და არც
სჭირდებოდა. მე მხოლოდ სქემა დავხატე იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი
ცხოველური შიშიდან თავზე ხელაღებამდე მივიდეს. აი, მეორე, უფრო მხიარული
შემთხვევა. უნდა ჩაგვეტარებინა მიტინგი, სადაც წავიკითხავდით მოწოდებას
სახელმწიფო სათათბიროსა და მთავრობისადმი და აქვე მოვაწყობდით ხელმოწერას ამ
მოწოდებაზე. მიტინგი კარგად გვქონდა მომზადებული, დასწრებაც სრული იყო.
პატიმართა საერთო რაოდენობის სამი მეოთხედი ეზოში გამოვიდა. სხვები საკნების
ფანჯრებში გადმომდგარიყვნენ, იქიდან უსმენდნენ. ლუკა პეტროვიჩი რუსულად
კითხულობდა და სამნი იგივე ტექსტს ამიერკავკასიის ძირითად ენებზე იმეორებდნენ.
რამდენიმე ათასკაციანი მასა მჭიდროდ იდგა, ძალიან ყურადღებით უსმენდა. უკანა
რიგებში, ალბათ, რიგიანად ვერ ისმოდა და ხალხი მშენებარე სახლის ხარაჩოებზეც
გასულიყო. მთავარ კორპუსს სახანძრო კიბე ასდევდა. ის კიბეც კი სავსე იყო. სულ ზევითა
კაცი მეორე და მესამე სართულებს შორის იჯდა. ორნი ერთ საფეხურზე ისხდნენ – ორი
ჟორა – ჟორა კაშია და ჟორა ბადალიანცი, განუყრელი ძმაკაცები და ამბოხების მიმართ
საკმაოდ ფრთხილად განწყობილნიც. კიბის ძირტს, მიწაში, უზარმაზარი სახანძრო ავზი
იყო ჩადგმული, სამი მეტრი დიამეტრი ჰქონდა, ამდენივე სიღრმე და შიგ წყალი
გადმოღვრაზე ლაპლაპებდა. მიტინგისთვის საგანგებოდ ისეთი ადგილი შევარჩიეთ, რომ
ფერდობებზე ჩამოყუნცული ზარბაზნები მონაწილეთათვის მოფარებულში ყოფილიყო.
თითქმის, დარწმუნებული ვიყავით, სროლას არავინ აგვიტეხდა, მაგრამ ზარბაზანი
ზარბაზანია და მის შესახედაობას შეეძლო ბევრისთვის გაეფუჭებინა სახელმწიფო
სათათბიროსადმი მიმართვის მოსმენის იშტა, მით უმეტეს, რომ ის დოკუმენტი
პოლიტიკური ხასიათის მრავალ მოთხოვნას შეიცავდა. ჩვენ, ესე იგი, კომიტეტის წევრები
და სხვა აქტივისტები, ხალხში ვიყავით გარეული, რომ მიტინგის სწორი განწყობილება
უზრუნველგვეყო. შესაძლო პროვოკაციების აღკვეთას ვცდილიყავით, ოპონენტები და
უმეცარი შემსწორებლები დაგვეოკებინა. ერთი სიტყვით, თითქოს, ყველაფერი
ნავარაუდევი და გათვალისწინებული გვქონდა, მაგრამ მიტინგმა უინციდენტოდ მაინც
ვერ ჩაიარა.
კითხვა მალე უნდა დასრულებულიყო, რომ ძალიან შორიდან, ყრუდ, შეიძლება ითქვას,
ოდნავ გაისმა – არ ვიცი, რაიმე უშველებელი ლითონის ფურცლის ვარდნა, თუ ზარბაზნის
ერთი გასროლასავით რაღაც და იმავ წამს ვიღაცამ ისტერიულად დაიღრიალა:
– Палят, братцы!!!
– Стой, ни с места! Провокация!!! – რამდენიმე კაცმა ერთდროულად დავიძახეთ წინასწარ
მომზადებული სიტყვები, მაგრამ ამაოდ...
როგორ მოასწრო იმდენმა ხალხმა თვალის ერთ დახამხამებაში გაქრობა, ეს ჩემთვის
დღემდე და მარად ამოუხსნელ ამოცანად რჩება. ვფიცავ სინდისს, დავიძახე, მივიხედ–
მოვიხედე და ორმოცი–ორმოცდაათი კაციღა შემრჩა ხელში!.. მეორე წამში უნებლიეთ
კორპუსზე აკრულ სახანძრო კიბეს ვკიდე თვალი – მრავალხმოვანმა ღრიანცელმა
მიმახედა. ვინც ქვევითა საფეხურებზე იყო შემოსკუპული – იმათი კვალი აღარსად ჩანდა;
ვისაც კიბის შუა წელი ეკაეა – ფაცხაფუცხით, ერთმანეთის ხელებზე ფეხების დაბიჯებითა
და ლანძღვა–გინებით ჩამორბოდნენ. სულ ზევითებმა, ანუ ორმა ჟორამ, თავისი
მდგომარეობა, ალბათ, გამოუვლად მიიჩნიეს, რომ ორთავემ ერთდროულად ისკუპა და
პირდაპირ სახანძრო ავზში მოადინა ტყაპანი. ინსტინქტურად მივირბინე, – ვუშველო–
მეთქი. ჯერ ერთმა ამოყვინთა, მერე – მეორემ. ჯერ ერთს გავუწოდე ხელი, ამოსვლაში
დავეხმარე, მერე – მეორეს. ერთმანეთის გვერდით იდგნენ. ძალიან საცოდავი იერი
ჰქონდათ – გაფითრებულები, შერცხვენილები, მოკუნტულები და ორთავეს ყველა
ადგილიდან წყალი სდიოდა.
– ფანქარი და ქაღალდი მომეცი! – ძალიან გადაჭრით უთხრა ჟორა კაშიამ ჟორა
ბადალიანცს.
ჟორა ბადალიანცმა ხელი წყლით სავსე ჯიბეში ჩაიყო, შადრევანი ამოუშვა ჟორა კაშიას
მიაშტერდა და ჰკითხა:
– რა მითხარი, რა მოგცე?
– ქაღალდი და ფანქარი!
ჟორა ბადალიანცს სახე ბრაზისგან გადაებრიცა:
– რა დროს ქაღალდი და ფანქარია, შენი დედა!..
კაშიამ პირი იბრუნა, კორპუსში შესასვლელისკენ გასწია. ბადალიანცი ფეხდაფეხ
მიჰყვებოდა, ძალიან მოხდენილად აგინებდა.
დათა თუთაშხია იქვე იდგა, ჟორებს პირდაღებული გამოჰყურებდა და როცა მისკენ
ნაბიჯი გადავდგი გაკვირვებულმა იკითხა:
– ყურმა ხომ არ მომატყუა, შალვა, მართლა ქაღალდი და ფანქარი თხოვა იმ ჟორამ ამ
ჟორას?
ისტერიული ხარხარი ამივარდა, სიტყვის თქმა ვეღარ მოვახერხე, თავის დაქიცინებით
დავუდასტურე და დათა თუთაშხიამ ძალიან დაფიქრებულად ჩაილაპარაკა.
– რამ მოაგონა ნეტავი?!.. ქაღალდი და ფანქარი!
როცა თავს დავეუფლე, პირველად ის მეცა თვალში, რომ დათა თუთაშხია
დოინჯშემოყრილი იდგა და ქვაფენილს დასცქეროდა. მეც ძირს დავიხედე ღმერთო ჩემო!
აუარებელი ქოში ელაგა და ეყარა – ორასი, სამასი ნყვილი იქნებოდა! ელაგა–მეთქი,
იმიტომ, რომ ზოგი წყვილი ისე ბუნებრივად იდო, გეგონებოდათ, პატრონი ახლაც შიგა
დგასო. როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა, საკუთარი ქოშებიდან ისე გაიქცეს, რომ არც კი
გაანძრიოს ისინი?!
– ე, ცალი დაუტოვებია ვიღაცას და ცალით გაქცეულა! – ყვითელი ქოში დამანახვა დათამ.
მივუახლოვდით. იქვე, ორ ნაბიჯზე თუ უფრო ახლოს, ჩვენკენ ზურგით ვეება, დონდროხა
კაცი იდგა, მიტოვებული ყვითელი ქოშის ცალი ეცვა. დათას ვანიშნე, ნაბიჯი წასდგა.
უნდოდა ენახა, ვინ იყო ასე უიმედოდ, თითქოს, სამარადისოდ გახევებულ–გაქვავებული
და უმალ ცხვირი აბზიკა:
– ფუჰ, ყარს, მამაძაღლი. ჩაუსვრია უბედურს. დარდაკაა ეგ! – აცნობა.
– კაცო, ჩამოდით, ჩუსტები მაინც წაიღეთ! ეხლა რა, მანდ მოგიტახოთ?! – კორპუსს
აჰყვიროდა პოქტია.
ხალხი ნელ–ნელა მოგროვდა, მაგრამ, ძირითადად, ისინი, ვისაც თავისი ელვისებური
გაქცევა სრულიად გამართლებულად მიაჩნდა. ზოგს ახლახან გამჟღავნებული ლაჩრობისა
რცხვენოდა, ზოგს შიში ჯერაც არ გამონელებოდა. ერთი სიტყვით, პოქტიას ბიჭებს კაი
თხუთმეტი წუთი დასჭირდათ, სანამ ხალხს თავი ისევ მოუყარეს.
სპარაპეტა მოვიდტ, გვერდში ამომიდგა, ცოტა ხნის შემდეგ ჩამჩურჩულა:
– აი, ეხლა თქვენა რა... აგიხირებიათ, ხალხიო. მაშ, ეს ხალხია? არა, ხალხია, მაშ, მაგრამ
ეგენი ღმერთს იმისთვინ გაუჩენია, რომ მაგათ უნდა იმუშაონ, სხვა არაფერი, სულაც
არაფერი და რიგიანმა კაცებმა მაგათი ნაშოენი ჭამონ. ეგ არი!
– შენ სად იყავი? – ვკითხე ქურდების უდიდებულესობას.
– საცა ეხლა ვარ, იქ ვიყავი! სად ვიქნებოდი? არა გჯერა? აგე, ბაიყუშსა ჰკითხე.
მიტინგი დამთავრდა. ორი ათას ხუთასამდე ხელის მოწერა მოგროევდა, მეტი აღარც
ქაღალდი იყო და აღარც საჭიროება.
დარდაკასგან ვის რა მოლოდინი ექნებოდა, მაგრამ ის ჟორები თანდათან ისე გათამამდნენ,
რომ გულადობისა და ყოველნაირი შემართების მაგალითად იქცნენ. შემდგომში ჟორა
კაშიამ და ჟორა ბადალიანცმა არმავირის ციხეში ანალოგიური ამბოხება მოაწყეს და
თავიდან ბოლომდე ჩინებულადაც უხელმძღვანელეს.
ეს, რაც შიშის გრძნობის დაძლევას შეეხებოდა. ახლა ორიოდ, ჩემი აზრით, საინტერესო
რამ და მერე, ეგრეთ წოდებულ, “ორთაჭალის დემოკრატიაზე” ვიტყვი.
დასავლეთის კედლის დაცვა ბატონ ვანო თარხნიშვილს ჰქონდა დავალებული, ამ უბანს
მეთაურობდა. აღარ მახსოვს – ამბოხების მეათე, მეთერთმეტე დღე იყო, დათამ და მე
გამოვიარეთ. კორპუსის ძირას ბატონი ვანო თარხნიშვილი სხვებისგან განცალკევებით
იჯდა, წინ ქვების დიდი გროვა ჰქონდა, თავჩაქინდრული ფიქრობდა. საოცარი და, მგონი,
განუმეორებელი წარსულის პატრონი იყო ბატონი ვანო. ოცისამ თუ ოცდაორისამ მიჰყო
ხელი არალეგალურ მუშაობას. იგი საქართველოში მონარქიის აღდგენის იდეით იყო
გატაცებული და მთელი სიცოცხლის მანძილზე ჯიუტად, ფეხმოუცვლელად ებრძოდა
წყობილებას, რომელსაც მისი უახლოესი ნათესავებისთვის გენერლობა, საიდუმლო
მრჩევლობა, დიდი მამულები, ორდენები, სიმდიდრე, ყოველგვარი სხეა კეთილდღეობა
უხვად ემეტებოდა და ყოეელივე ამას არც თვით ბატონი ვანოსთვის დაიშურებდა,
წყობილებისადმი მისი ერთობ თავისებური პოზიცია რომ არა. ბატონი ვანო თარხნიშვილი
სამოცს გადაცილებული იყო და იმ ორმოც წელიწადში მოხდილი ჰქონდა მრავალი
გადასახლება, რამდენიმე იძულებითი თუ ნებაყოფლობითი ემიგრაცია, უამრავი ციხე.
ერთი სიტყვით, მის თავზე წისქვილის ქვაც იყო ნატრიალები, ჯაჰრუ–დოზანაც და ის, რაც
მაშინ ორთაჭალის ციხეში ხდებოდა, პირდაპირ და საგანგებოდ მისი ნატურისთვის იყო
ზედგამოჭრილი.
– გამარჯობათ ბატონო ვანო! – მიესალმა დათა თუთაშხია.
მოხუცმა ამოგვხედა, ღრმად ამოისუნთქა და მერეღა გვითხრა:
– ღმერთმა გამარჯვება მოგცეთ!
– როგორ ბრძანდებით, ხომ კარგად, ივან დარისპანოვიჩ, – მოვიკითხე მე.
ბატონმა ვანო თარხნიშვილმა წამით იყუჩა და მითხრა:
– დავიქანცე, შალვა... ძალიან დავიღალე. როდის გათავდება ეს ამბავი, ჰა?
მოხუცი, მართლაც, ღონემიხდილი და ქანცმილეული ჩანდა.
– იცით, რაზე ვფიქრობ, ბატონებო?.. – ისევ გამოგველაპარაკა.
– დიახ, ბრძანეთ.
– მე გიორგი სააკაძის პირდაპირი ჩამომავალი ვარ. ჩემმა წინაპრებმა, აი, ეს ბოლო სამასი
წელიწადი სულ შფოთსა და დავიდარაბაში გაატარეს. ალბათ, ჩემში და ამ სიბერის დროს
გამოჟონა მთელი მოდგმის დაღლილობამ. აღარ შემიძლია!
პატარა ხანს ჩუმად ვიყავით.
– დაისვენეთ, ვანო–ბატონო. ახლა ახალგაზრდობის ჯერია. თქვენ თქვენი ვალი დიდი
ხანია მოხდილი გაქვთ. ვიცით ეს ყველამ, – უთხრა დათამ.
– არ იქნება. ჩემი ადგილი აქ არის, – მიუგო ბატონმა ვანო თარხნიშვილმა, თავი ჩაღუნა და
ფიქრებს მიჰყვა.
– მაგი არ წავა მანდედან! – მითხრა დათა თუთაშხიამ, როცა ბატონ ვანოს საგრძნობი
მანძილით გავცდით.
კიდეე ერთი რამ დამამახსოვდა – გოგი წულაძის დედა. ის მოხუცებული მანდილოსანი
სამ დღეში ერთხელ მოდიოდა და, მიუხედავად იმისა, თუ რომელ საათზე მოახერხებდა
ამანათის გადმოცემასა და პასუხის მიღებას, მაინც დაღამებამდე რჩებოდა. ამგვარი
ჭირისუფალი, საერთოდ, იშვიათი სანახავია და, მით უმეტეს, ხნიერი. ასე ახალგაზრდა,
უმთავრესად, მეოცნებე ნატურის, ქმრებზე უსაზღვროდ შეყვარებული ქალები რჩებიან
ხოლმე, თითქოს, საქმე მოითავა, უკეე შეიძლება, დამშვიდებული, მოხდილი
ვალდებულების ტკბილი გრძნობით გასწიოს შინისკენ, მაგრამ არა!.. დგას, შესცქერის
ციხის კორპუსებს და კმაყოფილია, რომ აქ არის, თავის სევდასთან, ძვირფასი ადამიანის
გასაჭირთან სულ ახლოს. გოგი წულაძის დედის ამანათებთან ერთად შემოსული
წერილების შინაარსი ციხეში სევდიანი ხუმრობის საგანი იყო. ყველა წერილი ასე
იწყებოდა.. “გოგია, შვილო, გენაცვალოს დედაშენი. ცხელი საჭმელი ჩახოხბილის მეტი
ვერაფერი გაგიკეთე, მუხლები მტკივა, ქურასთან დგომა მიჭირს. დანარჩენი – ბაზარში
გამოვიარე და გიგზავნი...” ამას მოსდევდა ხოლმე სანოვაგის ვრცელი სია და ბოლოში
აუცილებლად მინაწერი: “არჩილა ძალიან გიჟია, მოგიკვდეს დედა, მაგრამ ძალიან
ჭკვიანია, ვენაცეალე”. არჩილა გოგი წულაძის დედით ობოლი ვაჟიშვილი იყო –
ერთდროულად გიჟიცა და ჭკვიანიც, როგორც პატარა ბიჭების დიდი უმრავლესობა,
ხოლო ქალბატონ ნინოს მუხლები ქურასთან არ ვარგოდნენ და ციხესთან დაღამებამდე
თავისუფლად ეჭირათ საკმაოდ ტანადი და წარმოსადეგი ქალი. პატიმარს საქმე არაფერი
აქვს, ამგვარ შეუსაბამობებს ადვილად ამჩნევს და ვინაიდან ციხე სანტიმენტალობისა და
წუწუნის უპირველესი მტერია – სატირალსაც კი იუმორის კვართში მოსავს. ხუმრობა
თავისებური გამოსავალია. გამოსავალი – თვით პატიმრისთვის ძალიან ძნელია, დიდი
სულიერი ძალაა საჭირო, რომ გალავანს გადაღმა მოხუცებულ დედას გადასცქეროდე და
არ მოიდრიკო. ჭირისუფლებს ეს არ ესმით, რჩებიან და დგანან. პატიმარი ღელავს, ყელში
ბოღმა დაგორგლილი ზღარბივით აწვება და ხუმრობს, სხვა რა გზა აქვს!..
ერთხელ, ღამე მქონდა სათევი, უკეთ ვთქვათ, მე და დათას გვქონდა სათევი. დასვენება
და, შესაძლებლობის შემთხეევაში, წაძინება იყო საჭირო. ლოგინებს მივაშურეთ, მაგრამ,
მიუხედავად იმისა, რომ ძილი გვაკლდა, საუბარმა შეგვიყოლია. იმდღევანდელი ამბები
მოვითავეთ, თემა თანდათან შეიცვალა, სიტყვამ მოიტანა და დათას შევეკითხე:
– ცოლ–შვილი გყოლია როდისმე?
– არ მყოლია.
– სიყვარული?.. ქალი გყვარებია?
– ნამდვილ სიყვარულს დრო ჭირდება, შალვა, – მცირედი დუმილის შემდეგ თქვა დათა
თუთაშხიამ, – არც ერთხელ არ დამაცადა ბედ–იღბალმა.
– არ მესმის! სიყვარული ერთი ნახვითაც შეიძლება.
– სიმღერაში.
– რატომ? არა გქონია შემთხვევა, რომ ქალი დაგენახოს და შეგყვარებოდეს? – მართლა არ
მესმოდა, რას გულისხმობდა.
– ეგ სიყვარული არ უნდა იყოს, მგონია.
– მაშ რა არის?
– არ ვიცი, როგორ გითხრა... მოწონებაა, გატაცებაა, ალბათ. ხორციელია ეგ, სიყვარული
სულიერია. ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, როშ სულში ჩახედოთ ერთმანეთს, მისი
სულიერი რაღაც–რაღაცები შენი სიცოცხლისთვის აუცილებელი რომ გახდება, მაშინ
დაერქმევა თქვენს ურთიერთობებს სიყვარული. ასე მგონია მე და, შენი შვილების დედაც
თუ არის ის ადამიანი, ამახვილებს სიყვარულს ეს.
– შეიძლება ეგრეც იყოს, – დავეთანხმე და კვლავ ვკითხე: – არც სერიოზული გატაცება
გქონია?
დათა თუთაშხია კარგა ხანს დუმდა, რაღაცაზე თუ ვიღაცაზე ფიქრობდა. უძილო,
დაღლილი სახე ჰქონდა, მაგრამ თვალებში შუქი მაინც ჩაუდგა. მერე ისევ მოიღუშა და
თქვა.
– ერთხელ... სიყვარული იყო, მგონია, ის, მაგრამ... ეჰ, დავიძინოთ, შალვა.
გადაბრუნდა და აღარაფერი უთქვამს.
აღარც მე ჩავციებივარ.
მთლიანი პიროვნებაო, რომ იტყვიან ხოლმე, სწორედ ასეთად მიმაჩნია კლასიონ კვიმსაძე –
ნათელი იყოს მისი ხსოვნა. მთლიანი იმიტომ, რომ იგი ყველა ადამიანურ თვისებას
ერთნაირად, თანაბარი სიმძაფრით ავლენდა. ყველა თვისებას–მეთქი და, მათ შორის,
უარყოფით თვისებებსაც, მაგრამ აქვე, მომდევნო წუთში უაღრესად დადებით,
სულგრძელობითა და მაღალი ზნეობით აღსავსე რაიმეს აკეთებდა. ხასიათის მთლიანობა
მე სწორედ ასე მესმის. საასენიზაციო შადრევანს კლასიონის მეტი ვერავინ გამოიგონებდა
და ამას, უშუალო შედეგის გარდა, რაც იერიშის მოგერიებაში გამოიხატა, კიდევ ის მოჰყვა,
რომ იმპერიის ყველა სატუსაღოში საასენიზაციო ორმოები გალავანს გარეთ იქნა
გატანილი, ხოლო იმ იერიშში მონაწილე ოფიცრებსა და ჯარისკაცებს მეტსახელად
მძ...ჭამიები შეერქვათ. რამდენიმე შემთხვეყა იყო – საქმე დუელამდე მივიდა. ამ
მეტსახელის გამო უმაღლესი სარდლობის სათანადო ბრძანებაც კი გაიცა და, რა თქმა
უნდა, საწინააღმდეგო რეზულტატი მოიტანა.
პარლამენტის შექმნა მინდა გიამბოთ, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში პარლამენტი და კლასიონ
კვიმსაძე, რატომღაც, ერთად არის ფიქსირებული, მიუხედავტდ იმისა, რომ კლასიონი
პირველი მოწინააღმდეგე იყო პარლამენტისთვის ძალაუფლების გადაცემისა და მის
სხდომებზე ერთის მეტად ფეხი არ მიუდგამს.
მართალია, ამბოხება კარგად ვითარდებოდა, ყველა იერიში მოვიგერიეთ, მაგრამ ახდილი
თუ ფარული მოწინააღმდეგე მაინც ბლომად იყო. ოპოზიცია, მოგეხსენებათ, ყველა
რევოლუციისა თუ აჯანყების აუცილებელი ატრიბუტია, ყოველგვარი სოციალური ძვრისა
თუ რეფორმის თანამავალია. ეს წინააღმდეგობა სხვადასხვა ფორმით ვლინდებოდა.
ჩალაბამ კომიტეტს რამდენიმე ბარათი წარუდგინა, რომლებშიც ვიგინდარები მოალყეებს
შინაგან ვითარებას ატყობინებდნენ და ჭკუასაც ასწავლიდნენ, როგორ ჩაეხშოთ ამბოხება.
მეორე მხრივ, უკმაყოფილების ახდილად, საჯაროდ გამოთქმისა და ამბოხების
საწინააღმდეგო მოწოდებების შემთხვევებიც არცთუ იშვიათი იყო. აი, ზოგი მათგანიც.
ციხეში თერძად მომუშავე პატიმარს ხალხი შემოეკრიბა და ამბობდა:
– კაცო, თვე არ გავა, სამი–ოთხი თუმანი ფული არ გავაკეთო. რაც იყო, ძალიანაც კარგი
იყო. ეხლა, რა, ვითომ უკეთესი ციხე იქნება? ნახე, რა დღეში ჩაგვაგდონ!
– ნუ გეშინია, სანამ მეფის ხელისუფლება იქნება, ციხეც იქნება. კერე და იყავი, – მიუგო
ვიღაცამ.
მეორეგან იმაზე საუბრობდნენ, თუ როგორ მოეწყოთ მასობრივი გაქცევა.
– მე ამათი აყალმაყალი ფეხებზეც არა მკიდია, თავისუფლებაში გასვლა მინდა. არა, ამათმა
მზემ, ათი წელიწადი აქ ვიყო, არა!?
– ხალხს დააცადე, – თქეა მეორემ. – ხალხი მამაძაღლია, თავისი საქმე იცის. ისე უნდა
მოიქცე, რომ ხალხის მხარეზეც იყო და უფროსებმაც ვერ დაგინახონ. გამოვა რამე –
შენთვისაც იქნება, არ გამოვა და, ისევ ისა ხარ, რაც იყავი!
– კაცო, მე არც ეს მინდა და არც ისა. მოსახდელი ერთი წელიწადი დამრჩენია. ერთი
წელიწადი, თუ გინდა, მარგილზე დავჯდები... რევოლუცია მაგათ გააკეთონ! – მესამემ
დასძინა.
ერთხელ, როდესაც ეს თუ ამგვარი განწყობილებები კომიტეტს მოვახსენე კლასიონ
კვიმსაძე აფეთქდა, სიტყვის თქმა არავის დააცადა:
– გეუბნებოდით მე თქეენ, პირველ დღესვე უნდა გაგვეგდო ეგენი – ვიგინდარა
მამაძაღლები. ასტრახანის ციხეში რა ქნეს მაგათ, თუ იცით?.. რა ქნეს და, ხუთმა პატიმარმა
– ორი მეეზოვე იყო, ერთი ასენიზატორი და ორიც ოხერი, ვიღაც, აღარ მახსოეს ახლა –
შტოფი არაყი ჩაიგდეს ხელში, დათვრნენ – დათერებოდნენ, აბა, რა იქნებოდა – “Боже, царя
храни” დაცხეს და ჩასვეს კარცერში ხუთივე, არ უშველა არაფერმა. მეორე დღის საღამო
ხანი იყო, მიაყვანინა ციხის უფროსმა თავის კაბინეტში ის “царя храни”–ს მომღერლები და
გამოუცხადა. – გუბერნატორმა ბრძანა, ხვალე დილით ხუთივე უნდა ჩამოგახრჩოთ და
შვიდ საათზე აგერ დამხვდით ყველა, შემოსასვლელთანო. რა მოხდა, თუ იცით? ერთს
გული გაუსკდა ღამე და მოკვდა. დანარჩენი ოთხი მოვიდა დაბარებულ ადგილზე და
ზუსტად შვიდ საათზე დილის. საკუთარი თოკები ქონდათ ოთხივეს, კარგად და
მშვენივრად გამოყულფული და ორს ასტრახანის ეპისკოპოსთან მიწერილი ცოდვების
მონანიების წერილები უპოვნეს ჯიბეში, კიდევ. ჩემი თვალით ვნახე ეს და, ჭკუა თუ
გინდათ, ბატონო, აგერ ვარ, დამიჯერეთ მე – მაგენი უნდა გავაგდოთ ციხიდან.
ყულფებისა და ცოდვების მონანიების წერილებისა რა მოგახსენოთ – ზოგმა დაიჯერა,
ზოგმა არა, მაგრამ დიდი კამათისა და განსჯის შემდეგ ვაღიარეთ, რომ ეს ფენა ვნებისა და
ზარალის მეტს არაფერს მოგვიტანდა.
ასეა თუ ისე, კომიტეტის ერთ–ერთ სხდომაზე მასაში აზრთა, შეხედულებათა
სხვადასხვაობისა და ძირგამომთხრელი მოქმედებების თაობაზე დიდი კამათი ატყდა და
კამათს მნიშვნელოვანი შედეგიც მოჰყვა. კომიტეტმა ხმების უმრავლესობით აღიარა
ყოველი ადამიანის უფლება საკუთარ აზრზე, შეხედულებაზე, ამბოხების მიმართ
დამოკიდებულებაზე. აღინიშნა ისიც, რომ ესა თუ ის შეხედულება, რაკიღა არსებობს,
მაშინ იგი, უთუოდ, გარკვეული ფენის კუთვნილებას წარმოადგენს, და ისიც, რომ
ამბოხება ყველა ფენის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, მაგრამ უმრავლესობის მიერ
მიღებული პროგრამით უნდა წარმართულიყო. ამბოხების მიმართ ყველა ფენის
დამოკიდებულების ცოდნა შეუძლებელი ჩანდა, თუ არ დაარსდებოდა სათანადო საბჭო,
რომელშიც ცალკე ყოველ ერს და ცალკე ყოველ ფენას თავისი წარმომადგენელი
ეყოლებოდა და სადაც შეხედულებათა დაპირისპირება–შეჯერება განხორციელდებოდა.
– დავუარსოთ, ბატონო, პტრლამენტი! – განაცხადა კლასიონ კვიმსაძემ. – ძალა და
უმრაელესობა ჩვენი იქნება მაინც, და დადგნენ და ილაყბონ, რა გვენაღვლება, ნეტავი?!
მაგიერში, გვეცოდინება, ვის რა უნდა და ზურგს უკან ისე ადვილად ვეღარ მოგვიწყობენ
ვნებას და ზიანს.
ანდრო ჭანეიშვილს პარლამენტის მოწვევა დაევალა. ამ მხრივ მუშაობა კომიტეტის
დამთავრებისთანავე დაიწყო და დილით, ვისაც დებატების მოსმენა სურდა, კარანტინის
საკანში მოისმენდა – საბჭომ იქ დაიდო ბინა.
კლასიონის ზარბაზანი, თურმე, შიგნითაც ასხამდა სითხეს და პირველი იერიშის შემდეგ
ჩვენი ძმაკაცი და თანამებრძოლი გაცივდა, მაღალი სიცხე მისცა. კლასიონისთვის ეს
ერთობ საშიში იყო, რადგან მას დროებით მიყუჩებული ძველთაძველი ჭლექი ჰქონდა. არც
ჩვენს ხვეწნა–მუდარას დაემორჩილა, არც კომიტეტის ბრძანებას – არ დაწვა. ერთადერთი
კომპრომისი კლასიონის მხრივ ის იყო, რომ თავისი ზარბაზანი მოადგილეს გადააბარა და
სხვა საქმეებს მიჰყო ხელი. მახსოეს, სწორედ მეორე იერიშის წინ იყო, ერთად ვიდექით,
კლასიონი პოქტიას ჭკუას ასწავლიდა:
– ამბოხება და რევოლუცია რაა, თუ იცი?.. რაა და... ძველ კანონებს რომ მიაფურთხებ,
ფეხებზე რომ დაიკიდებ და ახალს და შენსას რომ შემოიღებ – ისაა. ახლა, ამ ხალხს რა
უხარია, თუ იცი? ის უხარია, არცერთნაირ კანონს რომ აღარ ემორჩილებიან. თავაშვებული,
კანონის მორჩილებიდან თავდაღწეული მასაა ეს ხალხი, მარა რევოლუცია ვერ
გაიმარჯვებს ვერასოდეს, ეს ხალხი რევოლუციის გამარჯვებისთვის საჭირო კანონს თუ არ
დაემორჩილა. ნამეტანი ძნელია, ისევ კანონის მორჩილებაში მოყვანა ამ ხალხის –
რევოლუციური კანონის მორჩილებაში, მარა, მაინც, კანონის თავაშვებულობა სწყურია
ხალხს. აბა?
ამ დროს მოხდა, ალაყაფი რომ გაიღო და ფარებით დაცულ ოფიცერთა მწყობრს
კლასიონის ზარბაზნიდან გატყორცნილი სიბინძურეების ჭავლი რომ დაეძგერა.
– ა, ანდე რამე იდიოტს, – დაიყვირა კლასიონმა. – გადააქანე, პატარაზე, ჭონია, გააქანე, შე
კაცო, რავა ერთ ადგილში უმიზნებ. დაგწყევლოს ღმერთმა!
ჭონიამ გააქან–გამოაქანა და ამ დროს ბარიკადებმაც ააგრიალეს მწყობრის გვერდითი
ჯავშანი... დამთაერდა თუ არა იერიში, პოლკოვნიკ ქუბასარიძის ალაყაფის გვირაბში
გაუჩინარება იყო და კლასიონი იმავ წამს პოქტიას მიუბრუნდა და იერიშამდე დაწყებული
სიტყვა დაუმთავრა:
– რევოლუცია სკოლაა, ბატონო! – და მეზარბაზნეებს ასძახა. – ჭონია ჩამოდი და მოდი
აგერ!
– ვინ ჭონიაა ეგ? – ჩაილაპარაკა დათამ.
კლასიონმა ყური მოჰკრა, ხელი აიშვირა და მიუგო:
– ეგერ იმის უფროსად მყავს დაყენებული!
მშენებარე სახლიდან ჭონია გამოლასლასდა. თავიდან ფეხებამდე, თმიდან ლანჩამდე
სიბინძურეში იყო ამოვლებული. დადგა, გვიყურა, მერე ეზოში გავიდა, ბრანდსპოიტებით
გაერეცხვინა და კლასიონს ერთიანად ამოწუწული ეახლა.
– არაფერია, ჭონია, მეც მასე ვიყავი გუშინ, – გაამხნევა კლასიონმა.
– შენ წყლით იყავი, კლასიონ–ბატონო, და მე?.. – საყვედურით მიუგო ჭონიამ.
– ჭონია, გამარჯობა შენი! თუ მიცანი? – მიმართა დათამ.
– გასულ შემოდგომაზე, პირველად რომ მომიყვანეს, მაშინვე გიცანი მე, – უთხრა ჭონიამ.
– რას შვრები, როგორ ხარ?
– როგორ ვარ და, ხომ დაინახე, რა დღე დავაყენე ვაშე ბლაგოროდიებს! სიკეთის ქნას
ვსწავლობ და ვისწავლე, მგონია, უკვე. აჯამეთში სადგურის უფროსი იყო, ერთაოზ
ნიკოლაძე, იმან მითხრა ერთხელ, – კაცს სასიმღერო ხმა და სმენა დედის მუცლიდან
დაყვეს, შეიძლებაო, მარა თუ არ ისწავლა სიმღერა, ვერ იმღერებს ვერაფერსო. სიკეთეც
დაგყვეს იქნება, დაბადებით, მარა სწავლა უნდა მაინც და ყველაფერი ასეა ქვეყანაზეო.
აგერ ა, ვსწავლობ სიკეთის ქნას და ვარ ასე!..
– კიდევ ერთი სიკეთე ქენი, აბა, შენ, – შეაწყვეტინა კლასიონმა. – წადი ახლა, ნუ
აგვაყროლე აქ, იბანავე და რომ იბანავებ, მოდი და მიამგე, რაფრა იყო საქმე იქ, ზევით.
ჭონიამ გაიცინა, აბანოს მიაშურა.
კლასიონს ხველება აუტყდა, დიდხანს ახველა, სული ძლივს მოითქვა.
– გავცივდი, ალბათ, გუშინ. ვერ ვარ კარგად, რაღაც, – სნეული კაცის იერი ჰქონდა,
თითქოს ლაპარაკიც კი უმძიმდა.
ბევრი ვარწმუნეთ, ბიკენტი იალქანიძესთან მისულიყო. ძლივს დავიყოლიეთ. ბიკენტი იმ
დღეებში საავადმყოფოს უფროსობდა. დაწვა კლასიონი და მას მერე აღარ
გამოჯანმრთელებულა, მაგრამ
ამაზე მოგვიანებით ვიტყვი.
– ამბობენ, დიდი ჩხუბი და დავიდარაბა არის იქო, შალვა, – მითხრა ერთხელ დათა
თუთაშხიამ. – ჩავიდეთ ერთი, იმ პარლამენტში და ვნახოთ, რას ლაპარაკობენ და ვინ
არიან.
პოქტია შემოგვიერთდა. ჩავედით.
“ხალხის მოვლინებულებს” კარგა საგრძნობი ზიანი მიეყენებინათ
არსენალებისთვის. ეს ჩვენზე ადრე პოქტიამ შენიშნა და ძალიან აღშფოთდა.
ამბოხების
– ერთი ამ დამპლებს უყურე, რამოდენა აგური ჩამოუზიდნიათ?! – დარწმუნებული ვარ,
პარლამენტისთვის ასე უხეშად არსად და არავის მიუმართავს.
აგური, ანუ ჩვენი ძირითადი იარაღი, მართლაც, ბლომად იყო ჩამოზიდული. კარანტინში
– ბოდიშს ვიხდი – პარლამენტში, ასამდე კაცი თათბირობდა და ყოველ მათგანს აგურების
სკამი ედგა. პოქტია, რა თქმა უნდა, ამდენს ვერ აიტანდა და ვისაც მისწვდა, იმას გამოუკრა
“სკამის” ძირში ფეხი. “ხალხის მოვლინებულმა” ტყაპანი მოადინა, მაგრამ აღშფოთება
ვერავინ გაბედა, ყველამ იცოდა, რომ პოქტია ამბოხების ადამიანური და მატერიალური
რეზერვების უფროსი იყო. კარგა ხნის შემდეგღა მოისმა შორიდან ძალიან წვრილი, კატის
წამოკნავლების მსგაესი ხმა:
– რა იყო, შე კაი კაცო, მოვრჩებით და ავზიდავთ... თუ საჭირო იქნება... ჰო, მაშ!
ჰოქტიამ ძალიან მრისხანე თვალებით მოიარა პარლამენტი და გავიდა.
– ვაგრძელებთ, ამხანაგებო! ნუ აღელდებით, აქაც იგივეა. ეს შემთხვევა პირდაპირ ჩვენი
მსჯელობის პარალელური რამ არის – ომის ვითარება და შესაბამისი კანონები! – დიახ,
იმას მოგახსენებდით... თქვენ, ბატონო ფხაკაძევ, ამ ტრიბუნიდან განაცხადეთ, რომ
დაირღვა, უკეთ ვთქვათ, თქვენს მიმართ არასწორად იქნა გამოყენებული სადილის
დარიგების არსებული, ამბოხების ვითარებაში მოქმედი წესი. რატომ მოხდა ასე,
ბატონებო?! – ორატორმა ხელი პათეტიკურად შემართა, მაგრამ არ აცალეს, რეპლიკა
მიაგებეს:
– თვით წესია უვარგისი, უნდა შეიცვალოს!
– რატომ არის უვარგისი?! – შეიცხადა ორატორმა.
– უვარგისია ის კანონი, ის სამართლებრივი სტატუს კვო, თვით ის იდეოლოგიაც კი,
რომელიც თავისივე დამახინჯების საშუალებასა და პირობას თვითვე ქმნის! –
ტემპერამენტით, გზნებით განმარტა ოპონენტმა.
– მართალია, სწორია! უვარგისია მეთოდი, რომელიც საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა! –
დაუდასტურა კარანტინის სიღრმიდან ბოხმა ხმამ.
– “ბუნაგო”, დაიოკეთ ნერვები! – გამოსძახა ორატორმა.
– ეს აზრი მარტო “ბუნაგს” როდი ეკუთვნის, ასეთსავე პოზიციაზეა “ზავის აქცია” და
“დეზინფექტორთა” მარჯვენა ფრთაც! – კიდევ გამოსძახეს.
ამ დროს პატარა ბიჭი შემოვარდა – გამომძახებელი, სიბნელეს თვალი შეაჩვია, ორატორი
დაინახა ტაში შემოჰკრა და დაიძახა:
– ეეე!.. ქერქაძე, რამოტოლა ხანია გეძებ! გათავისუფლებაზე გეძახიან, კაცო... შენ კიდენა
აქა ენას აჭარტალებ!
ეს ცნობა იმით იყო საინტერესო, რომ ამბოხების მსვლელობის ორ დღეში ბარე თხუთმეტ
კაცს გაუთავდა პატიმრობის ვადა და ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვინმეს
გასათავისუფლებლად ეძახდნენ.
– სულ რამდენი კაცია? – ჰკითხა დათამ გამომძახებელს.
– თვრამეტია, მაგრამ ცამეტი მიდის, ხუთი კიდენა უნდა დაწერონ... აი, ისა, რა... რაღაც რო
ჰქვიან...
– გაფორმება.
– ჰო, უნდა გააფორმონ... ეეე, ქერქაძე, აღარ მოდიხარ?!
– სამწუხაროდ, იძულებული ვარ... უნდა დაგტოვოთ... თორემ ჩვენ მაგ საკითხს
მართებულ გადანყვეტას გამოვუნახავდით!..
უვარგისია მეთოდი, რომელიც საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა, არა?..
– კაცო, შენ წახვალ, თუ აქ უნდა დარჩე, ჰა?.. – ვიღაცამ შესძახა.
ქერქაძემ ჩაგვიარა და გავიდა.
– ასეთებს ლაპარაკის საშუალება მიეცი და თუგინდ პურს ნუ აჭმევ, – ჩავილაპარაკე დათას
გასაგონად.
– ლაპარაკის უფლება მაგათ არასოდეს არ ჰქონიათ! – მოესწრო, აგერ, აზრის გამოთქმის
საშუალება მიეცა, საცოდავს, და გაიხარა ძლივს. გათავისუფლება ქვია იმას თვარა,
ტყვეობაში მიდის ისევ. იცის ეს და აითრია ფეხი, რა იქნებოდა, აბა, – ჩაიცინა დათა
თუთამხიამ.
კარში გამოსულებს ბიკენტი იალქანიძე შემოგვეფეთა.
– წერილი მაქვს... ბარათი! – გვაცნობა მან, გაიღრიჭა, ვითომ რასმე სასაცილოს
გვეუბნებოდა და დასძინა: – თომას სახელზეა, პარტიულ მეტსახელზე. აქ ვერ მოგცემთ.
ასე ნელ–ნელა სეირნობით შევბრუნდეთ კორპუსში... იქ! კლასიონს მაღალი სიცხე აქვს.
გასინჯა შჩელკუნოვმა. ფილტვების ანთება არ იყოსო, ასე თქვა!..
ფილტვების ანთება მაშინდელ დროში!..
ბიკენტიმ ბარათი დათა თუთაშხიას ჩასჩარა და აორთქლდა. კომიტეტში ავედით! თომამ
ბარათი გახსნა, წაიკითხა, ერთხანს ისევ შიგ იყურებოდა, მერე ჩვენ გადმოგვცა და
ბოლთას შეუდგა.
ბარათი თბილისის არალეგალური კომიტეტიდან იყო:
“არსებულ ვითარებაში გარედან რამდენადმე სერიოზული დახმარება თუ სოლიდარობის
დემონსტრაცია გამორიცხულია რეაქციის გამძაფრების გამო. თქვენი აქციის განგრძობისა
თუ შეწყვეტის საკითხი ადგილზე გადაწყვიტეთ. ამოცანა: ბრძოლაში გამოვლილ
მებრძოლთა შენარჩუნება”.
იქ კომიტეტის კიდევ რამდენიმე წევრი იყო. ბარათს ყველა გაეცნო. დაბნეულობამ,
გაურკვევლობამ, უპერსპექტივობამ აგვიტანა. იმ დღეებში პირველად ამოიღო
კრიალოსანი დათა თუთაშხიამ – ეს მისი მღელვარების უპირველესი ნიშანი იყო.
– რამდენმა წაიკითხა? – იკითხა თომა კომოდოემა.
დავთვალე:
– შვიდმა!
– გაანადგურეთ.
ჰამბო ხლგათიანმა ბარათს ცეცხლი მისცა.
იმდღევანდელ საღამოს კომიტეტი ხანგრძლივ, მრავალგზის კომიტეტობად გადაიქცა,
ვინაიდან ვერც ამ და ვერც კიდევ რამდენიმე სხდომაზე ვერ ვიპოვნეთ პასუხი კითხვაზე:
როგორ მოვიქცეთ შემდგომში? რაც აქამდე, ესე იგი, თბილისის არალეგალური კომიტეტის
ბარათის მიღებამდე, მოხდა, ყველაფერი ცხადი გახლდათ. ჩვენს მიერ წამოწყებულმა
აქციამ თავის მიზანს მიაღწია. ფორმალური საბაბი ხომ ბატონ კოცის საზიზღარი
საქმიანობა იყო და ეს აღარ განმეორდებოდა! შევქმენით პრეცედენტი სხვა
საპყრობილეებისათვის.
– უდიდესი მნიშვნელობის მაგალითი; ამბოხების პროცესში ოთხი ათას ხუთასი კაცი, ასე
თუ ისე, მეტად თუ ნაკლებად, ბრძოლის გამოცდილებას ვაზიარეთ და აქციის
აღმზრდელობითი დანიშნულებაც ამაში მდგომარეობდა; ის დღეები მთელი ქალაქი,
შემდეგ მთელი კავკასია, ჩვენს ამბოხებაზე ლაპარაკობდა; მის შესახებ ცენტრალურ
მთავრობასაც მოახსენეს და, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ ინფორმაციამ სახელმწიფო
სათათბიროშიც შეაღწია – ეს ჩეენი წამოწყების პოლიტიკური ფუნქცია იყო. ერთ–ერთი
უმნიშვნელოვანესი შედეგი იმაშიც მდგომარეობდა, რომ თვითონ ჩვენ, პროფესიულ
რევოლუციონერებს, მასობრივი გამოსვლების მოწყობის გამოცდილება გვაკლდა და ახლა
საკმაოდ გავიმდიდრეთ იგი. მერე?
– ავუხსნათ ხალხს, რომ მიზანი მიღწეულია... – ვიღაცამ თქვა, მაგრამ არ დააცადეს:
– რა უნდა აუხსნა? მინდოდა, მესინჯა! აბა, როგორი რამე გამოვაო.
– მასა მასაა და გაღებული მსხვერპლის პრაქტიკული შედეგის დანახვა და ხელში აღება
სურს...
– სამაგიერო თუ არ მიეცი – ავანტიურისტი ხარ!
– კაცო, ავუხსნათ–მეთქი, ამაზე მეტი სამაგიერო უნდა?..
– პროფესიული რევოლუციონერები ვართ და გულზე ხელი დავიდოთ, რაც გავაკეთეთ,
იმის მნიშვნელობა ბოლომდე ჩვენ თვითონ არ გვესმის, თოკაძეს რანაირად უნდა
შეაგნებინო?!
– წადი შენა და ვისმეს გააგებინე, რომ განმათავისუფლებელი, რევოლუციური მოძრაობა
თავისებური ყულაბაა. საჭიროა იმდენი პროტესტი, ამბოხება, გამოსვლა, აჯანყება,
თუგინდ ლოზუნგების წამოძახებები დაგროვდეს, რომ ყულაბა გაივსოს, ნაპირებიდან
გადმოვიდეს...
– ჩვენ ყულაბაში მხოლოდ ერთი ციცქნა კენჭი ჩაეაგდეთ...
– მოგიბრუნდება და გეტყვის: მაგ ერთი ციცქნა კენჭისთვის სასიკვდილოდ გამიმეტეო?
სიჩუმე ჩამოდგა და დათა თუთაშხიამ თქვა:
– ან უნდა გაუძღვე ხალხს და წაიყვანო! ან უნდა დატოვო და უშველო თავს. საით უნდა
წაიყვანო ამ ოთხ კედელში? სიკვდილისკენ მხოლოდ! სასიკედილოდ გამეტება არ
შეიძლება ამ ხალხის ეს ხალხი ძვირად ღირს უკვე, მაგრამ ჯანდაბას, მიზანი თუ იქნა
უფრო ღირებული. არ არის მიზანი! მიატოვო? დაგიხსომებს, – ამან იყო, რომ მომატყუაო,
აღარ გაგეკარება სათოფეზე და მაგის დავიწყებას ერთი და ორი თაობა არ ყოფნის, მეტი
ხანი ჭირია! მე თუ მკითხავს ვინმე, მთავარი საფიქრალი ის არის ახლა, რომ გადარჩეს ეს
ხალხი ერთმანეთის დაჭმას და თუა შესაძლებელი, მეტი ისწავლოს კიდევ, უკეთესი
გახდეს, რომ იყო იმაზე!
– მაგას ბრძოლა სჭირდება, არ გებრძვის ის კაცი. ნახე, ზარბაზნები წაიღეს!
– აბა, კარში ვიყოთ და ეს ამბავი გვქონდეს?!
– კარში ნიკოლოზა შრაპნელით ამოგვწყვეტდა და ვინც ტყვიით სიკვდილს გადარჩებოდა
– ციმბირში მატარებელი დადის და ახალი ვაგონებიც გამოუგონიათ შენი და ჩემი
მგზავრობისთვის!
აი, დაახლოებით, ასეთი ლაპარაკი იყო ყოველ სხდომაზე და ბოლო არაფერს უჩანდა.
შემდგომ სამ დღეში საყურადღებო ის მოხდა, რომ ხალხს თანდათან მობეზრდა
ბარიკადებში ჯდომა. ზოგი სახურავზე ყოფნასა და მეთვალთვალეობას ითხოვდა, ზოგმა
ავადმყოფობა მოიმიზეზა და წავიდა. ხალხმა შინაგანად, ინსტინქტურად იგრძნო, რომ
ბარიკადებზე საჭირო აღარ იყო. მომსახურებაში საბოტაჟმა იჩინა თავი. ეს გასაგებიც
გახლდათ და მოსალოდნელიც, ვინაიდან მომსახურებაში წამსვლელ პატიმარს სხვა
პატიმრებისთვის სამსახური კი არა აქვს მიზნად, არამედ ჟანდარმების წინაშე თავის
გამოჩენა სწყურია და ამით ცხოვრების შემსუბუქებას, შედარებით თავისუფლებას
ინაღდებს. ახალ პირობებში აღარც ჟანდარმები იყენენ და ის შედარებითი თავისუფლებაც
ყველას ჰქონდა. რისთვისღა მოეწყვიტათ წელი? ჟანდარმი, ექიმ შჩელკუნოვის გარდა,
ერთადერთი გაჩნდა – გრძელკისერა ინტენდანტი ჩარაძე, თუ არ მივიღებთ მხედველობაში
ორ მეხანძრეს, რომლებიც მოკრძალებით, შიშით შემოვიდნენ, თავისი მეურნეობის
მოწესრიგებას მიჰყვეს ხელი და მერე, ერთი კვირის შემდეგ, მოწიწებით ითხოვეს, –
კლასიონის ზარბაზანზე მიბმული შლანგები დაგვიბრუნეთო. გასათავისუფლებელი
ხალხი ძველებურად თავისუფლდებოდა. ახალი ეტაპიც კი მოვიდა – სოხუმიდან. ერთი
სიტყვით, პროკურორ კალიუზეს დანაპირები სავსებით სრულდებოდა.
კლასიონს სიცხე დაუვარდა, მაგრამ საამქვეყნო რომ აღარ იყო, ამას შჩელკუნოვიც ამბობდა
და ისეც ეტყობოდა, საცოდავს. დათა თუთაშხია პროკურორის უკანასკნელი ვიზიტის
შემდგომ სხდომას რომ დაესწრო, მერე აღარ გამოჩენილა, პარლამენტში იჯდა და
განუყრელ პოქტიასთან ერთად მოთმინებით, გულდასმით უსმენდა ორატორებს.
ერთხელ საქმე არა მქონდა რა და გავიფიქრე, – პარლამენტში ჩავალ, იქაურობას ვნახავ,
დათა ჭკვიანი კაცია, იქ ამაოდ ხომ არ იჯდება–მეთქი. ჩავედი. ტევა არ იყო,
განსაკუთრებით – ქანდარაზე, ესე იგი, დამსწრეთათვის მიჩენილ ნახევარში, თორემ წინა
რიგები “ხალხის მოვლინებულებს” ეკავათ. მაშინვე ის მეცა თვალში, რომ ქანდარა
ბარიკადებიდან წასული ხალხით იყო სავსე, იქვე დათა თუთაშხია, პოქტია და ბიკენტი
იალქანიძე დავინახე. ანდრო ჭანეიმვილი კვლავინდებურად თავმჯდომარის ადგილზე
იჯდა, სარეპლიკო ვითარების გამძაფრების შემთხვევებში ზარს აწკარუნებდა – ზარიც კი
გაიჩინეს!
– ჩვენ მოვითხოვთ ყველასთვის თანასწორ პირობებსა და უფლებებს. წინააღმდეგ
შემთხვევაში – მივდივართ! – განაცხადა ორატორმა და მაშინვე ესროლეს:
– საით, ტარიელ ავთანდილოვიჩ, პირობებისა და უფლებების უარესი უთანასწორობის
სხვა სამყაროში?!
– სწორი ბრძანებაა! – სიტყვა დაიბრუნა ორატორმა. – დღეს რუსეთის იმპერიაში არ
არსებობს მეორე ისეთი ადგილი, სადაც ასე თავისუფალი იყოს პიროვნება, ასე სრული
იყოს დემოკრატია, როგორიც ჩვენთან, აქ, ორთაჭალის საპყრობილეში. მე ჩვენს პატარა
თემობას “ორთაჭალის დემოკრატიას” დავარქმევდი...
აპლოდისმენტები გაისმა.
– ... მაგრამ, როდესაც წასვლას ვამბობთ, ვგულისხმობთ იმპერიიდან წასვლას, წასვლას
სახელმწიფოდან, სადაც არის მჩაგვრელი და ჩაგრული. ჩვენ დავრჩებით მხოლოდ იმ
შემთხვეეაში, თუ ყოველი მოქალაქე გარანტირებული იქნება თანაბარი პირობებითა და
უფლებებით!..
– შალვა მოდი აგერ, დაგსვამთ როგორმე! – დამიძახა ბიკენტი იალქანიძემ.
გავაღწიე და ძმაკაცებში ჩავჯექი.
– რას აკეთებთ? – ბიკენტის ვკითხე სიცილით.
– უჰ, რას ამბობ] კაცო! – ამდენ ტუტუცს ერთად ვერ ნახავ ვერსად. საგიჟეთი ამასთან...
პროფკავშირები დაუარსებიათ, პროფკავშირები. – ჩამჩურჩულებდა უზომოდ მხიარული
ბიკენტი იალქანიძე, – კვების მუშაკების – ცალკე, სანიტარია–ჰიგიენის და მედიცინის –
ცალკე... შემოდიო, მეუბნებიან. აგერ, რუდოლფ ეალენტინოვიჩია მოსული,
მამათმავლებსაც პროფკავშირის დაარსება უნდათ, მგონი!.. – ბიკენტი სიცილისგან
ჩაბჟირდა.
მე ორატორის – ვინმე ტარიელ ავთანდილოვიჩის – ნათქვამი დამიჯდა ჭკუაში. მართლაც,
სად ნახავდა კაცი რუსეთის იმპერიაში ადგილს, სადაც ამდენი თავისუფლება იყო –
აზროვნების, სიტყვის, საქციელის, სინდისის...
დათა თუთამხია კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ მესამე დღეს გამოჩნდა. ეს ამბოხების
ხუთი დღის თავი იყო. მოვიდა, პატარა ხანს გვისმინა და, როცა სიჩუმე ჩამოდგა, თქვა:
– დავაკვირდი ამ საქმეს მე და, რევოლუციონერების მოვალეობა ის არის, რომ დაამხონ
ძველი წყობილება, აიღონ ხელში ძალაუფლება, დააარსონ ახალი წყობილება და
ძალაუფლება ხალხს გადასცენ, მასებს. ყველაფერი გააკეთეთ უკეე თქვენ და ის დრო არის,
მგონია, ძალაუფლების გადაცემაზე რომ ფიქრობდეთ. როდემდე გინდათ გეჭიროთ,
ნეტავი? სანამდე დასანახად შეგიჯავრებდეს ხალხი, იქამდე? აგერ, მზამზარეული
სახელმწიფოა აქ, ორთაჭალის ციხეში: პოლიცია, შეიარაღებული ძალები, ბატონო,
დაზვერვა, კვება და მეურნეობა, პროპაგანდა, დიპლომატია და ელჩობა, პარლამენტი და
რა ვიცი მე. არა, კიდევ რომ იყოს რამე საბრძოლველი და მისაღწევი – კეთილი და
პატიოსანი, მაგრამ აღარ არის! ერთი რჩება მხოლოდ მივაწვეთ გალავანს, გავარღვიოთ,
გავიტანოთ ამბოხება გარეთ... შემოგვითვალეს, მხარს ვერ აგიბამთ ჩვენო და ქათმებივით
დაგვწყვეტენ, მარტო ჩვენ თუ დავრჩით მოჯანყე და მოამბოხე. ასეა ეს.
– რევოლუციონერს არაფრის არ უნდა ეშინოდეს, დათა თუთაშხია! – შეუძახა ეზიზა
ჭელიძემ.
– უაზროდ სიკვდილის მეტის და ბრძოლაში გამოვლილი კაცების ტყუილუბრალოდ
დაკარგვის მეტის! – მიუგო დათამ. – მე რომ ვლაპარაკობ, სხვა ვითარებისთვის არ
ივარგოს, იქნება ამან! მაგრამ აქაუროგისთეის ზედგამოჭრილია პირდაპირ. გადავცეთ
მართვა–გამგეობა პარლამენტს, ჩამოცილდით საქმეს თქვენც და ის კაცებიც,
მომავლისთვის რომ გიღირთ რამედ. სხვებმა მართონ და იყვნენ! თუ შეტრიალდა საქმე,
თუ მოეპრიანათ ჟანდარმებს ძველი წესრიგის აღდგენა და თუ შემოგვიტიეს ისევ საქმის
გამკეთეველი ხალხი მთელი, საღ–სალამათი იქნება და პარლამენტმა თუ ვერ შეინარჩუნა
მოპოვებული პირობები, აგერ ხართ თქვენ და აგერ – ბურთი და აგერ – მოედანიც. ვთქვი
მე ჩემი სათქმელი.
დათა თუთაშხია იატაკზე დაეშვა. ხმა კარგა ხანს აღარავის დაუძრავს.
– აგე, იმ ტუტუცებსა, კაცო, კარანტინში რომ ლაყბობენ, იმ ტუტუცებსა?! – წამოვიძახე მე.
– ტუტუციც ბევრია, შალვა, იქ და ჭკვიანიც ურევია – საერთოდ, კაცობრიობას რომ ჭკვიანი
კაცები ურევია, იმდენი, – მიაგება დათა თუთაშხიამ. – ტუტუცები კი არა, ხალხია ის,
ხალხი! აცადეთ მათ და იზამენ საქნელს.
– მაგათ ორ ბატს ვერ ანდობს კაცი, – ჩაილაპარაკა პეტრე ანდრაშჩუკმა.
დათა თუთაშხია ადგა:
– რის პატრონი ვერ ვანდობთ ნეტავი, ბატი იქნება თუ ძალაუფლება? ალექსი სნეგირმა
საჭმელი კარგად დაარიგა, პეტრემ და ეზიზამ ქვები მოაგროვებინეს პოქტიას კარგად და
გოგიმ ვიღაც ძღინკ ზედამხედველს ციხის აღებისას შარვალი რომ ჩახადა – აბა, მაგ
საქმეების გამკეთებელი სხვა აღარავინ ყოფილა ქვეყანაზე, ხომ? ვაცალოთ, ძალაუფლება
მაგათ ხელში იქნება და საჭიროებისას მათ შორის თუ არ მოიძებნება, გოგი წულაძეს
დაუძახებენ ისევ და მისი ხელით ჩახდიან ვიღაცას, შარვალი იქნება თუ ნიფხავი!.. კაი, ნუ
ვიდავებთ... ისე ნუ ვიდავებთ, საქმეს რომ ეყოს ზიანი. ვიფიქროთ კიდევ, არ გამოვდგე,
იქნება, მართალი, და აჩქარება არ ვარგა ასეთ საქმეებში.
– შენ რას აპირებ, დათა, ვისთან იქნები? – ჰკითხა თომა კომოდოვმა.
– აქ ვიქნები ჯერჯერობით, სადაც ვარ – ციხეში... თქვენთან! – დათამ ცოტა ხნით იყუჩა და
დასძინა: – თუ გახსოვს, თომა, კარანტინიდან ჩხუბის შემდეგ ოცი კაცი რომ გაიყვანა კოცმა
კარცერში და მე რომ არ წამიყვანა?
– მახსოვს. მერე?
– მამიდაშვილი მყავს მე! მუშნი ზარანდია, იცით თქვენ ეს. მას აქვს ნათქვამი აქაური
ვირთაგვებისთვის, – ამ კაცს ბეწვი არ ჩამოუვარდეს არსაიდანო, და შიში მათი ხელობაა,
ეშინიათ, ვერაფერს მიზამენ მე. რაც მოგთავაზეთ, ჩემთვის არ მითქვამს, საქმისთვის ვთქვი
ის და პირადად ყოველი თქვენთაგანისთვისაც კიდევ.
დათა თუთაშხიამ, როგორც იტყვიან, თესლი ჩააგდო და წავიდა. ორი დღე–ღამე
ვიმსჯელეთ, ვიბჭეთ, ვიდავეთ. საქმე ლანძღვა–გინებამდეც კი მივიდა. დათა იმ სხდომებს
აღარ დასწრებია. ძალაუფლების პარლამენტისთვის გადაცემის მომხრეებმა გავიმარჯეეთ
და რამდენიმე დღის შემდეგ ანდრო ჭანეიშვილმა ჩვენიეე შედგენილი, პარლამენტში
ერთხმად მიღებული მოთხოვნა წარმოგვიდგინა, რომ კომიტეტს თავის რწმუნებებზე
ხელი აეღო. ძალაუფლების გადასაცემად ლუკა პეტროვიჩ დემბინი ჩავგზავნეთ, თომა
კომოდოვის შეთხზული დეკლარაცია წაიკითხა. “ხალხის მოვლინებულები” ისმენდნენ
და როგორ იყვნენ, იცით?.. აი, ვითომ ჭერიდან ვაშლის სიმსხო სეტყვა მოდიოდა და აღარ
იცოდნენ, თავები საით გაერიდებინათ, სად შეფარებოდნენ. მერე როგორღაც აღიქვეს, რაც
მოხდა, უცბად გათამამდნენ და თავი ისე დაიჭირეს, ვითომ, მართლაც, თავისი
კატეგორიული მოთხოვნის წყალობით მიაღწიეს ძალაუფლებას.
– აგურები თქვენთვის მიჩუქნია! – გამოუცხადა პარლამენტს პოქტიამ საზეიმო
ცერემონიალის შემდეგ და კარანტინში აღარასოდეს ჩასულა.
ერთ კვირაში ციხე დაგვილ–დაწმენდილი და სანიმუშოდ მოწესრიგებული იყო.
უკიდურესი დემოკრატია სუფეედა და ყველაფერი ეს – უჩვენოდ! ჩვენ ჭადრაკითა და
დომინოთი ვერთობოდით. ათი დღის თავზე პარლამენტმა კოცისა და ცუგოს შეწყნარება
დააკმაყოფილა – გაათავისუფლა. გამოტანილ იქნა გისოსების მოხსნის დადგენილებაც,
მაგრამ სისრულეში მოყვანა ვერ მოხერხდა, სპეციალური იარაღი იყო საჭირო. ეს
დადგენილება ნელ–ნელა დავიწყებას მიეცა და გისოსები ადგილს შერჩა. მგონი, აქ იმანაც
ითამაშა როლი, რომ პატიმრები ვიყავით, ცოტ–ცოტა დანაშაულს – არა, როგორც – ვიყავით
დესჯილი, იმდენს არა, დაგიფაროთ ღმერთმა: – დიახ, ცოტ–ცოტა დანაშაულს ყოველი
ჩვენგანი გრძნობდა და უგისოსებოდ აბა, რაღა სასჯელი და რაღა ციხე იქნებოდა?!
ერთ მშვენიერ დღეს პროკურორი კალიუზე მობრძანდა. დიდად გაუკვირდა, რომ
სალაპარაკოდ სულ სხვა ხალხი ეახლა. ძველები, ანუ გოგი წულაძე და ლუკა პეტროვიჩ
დემბინი, დიდი სიყვარულით მოიკითხა და ჩამოვლის ნებართვა ითხოვა. მისცეს.
პატიმრებს მოუსმინა, საჩივრები მიიღო და ჩავიდა. მეორე დღეს გრძელკისერა
ინტენდანტმა ჩარაძემ მისი ნათქვამი შემოიტანა: “ყველაფერი სწორია – თვითმმართველობა, რად უნდა იხადოს ხაზინამ ამოდენა ადმინისტრაციის ჯამაგირიო?!”
მთავრობის შეცვლაზე ბატონ კალიუზეს აზრი არ გამოუთქვამს.
ამავე ხანებში დათა თუთაშხიამ თავისი ერთადერთი დის სიკვდილი გაიგო. ახლა აღარ
მახსოვს, რისგან გარდაიცვალა, მაგრამ საწყალმა დათამ ძალიან მძიმედ განიცადა.
ტირილი თუ შეეძლო, არ ვიცოდი. სამი–ოთხი დღე თვალები არ მეშრობია, არ უძინია, არ
უჭამია, ხმა არ ამოუღია. გახდა, ხალისი ბარე ორ თვეს აღარაფრისა ჰქონდა. ბოლთას
სცემდა და კრიალოსანს აჩხაკუნებდა ან იწვა და თვალდახუჭული ფიქრობდა.
ციხის უფროსი, რა თქმა უნდა, ახალი დაგვინიშნეს, გვარად – კოპლიაკოვი. შემოვიდა,
გამოგვიცხადა, – დღეის ამას იქით, ციხის უფროსი ვარო, თხუთმეტიოდე წუთი იტრიალა
და წავიდა. ასევე განაგრძო: დღეში თხუთმეტი წუთით შემოდიოდა, – ხომ არაფერი
გნებავთო, საკუთარი ხელით, ხანდახან, საკუთარი ზურგით შემოტანილ წიგნებს
ბიბლიოთეკარს უტოვებდა და მიდიოდა. პატიმრებმა გვარის პირველი ასო სანით
შეუცვალეს. ძალიან საინტერესო კაცი იყო, მე ვიტყოდი, მოწინავე იდეების მატარებელიც
კი – თვეში ერთხელ კინემატოგრაფი მოჰქონდა. მაშინ კინო საკმაოდ უცხო ხილი
გახლდათ. კოპლიაკოვმა თავისი უფროსობის ორი თუ სამი თვის თავზე პარლამენტის
სესიებზე დასწრების უფლება ითხოვა. ნება დართეს და ხანდახან საათობით იჯდა,
დებატებს ისმენდა. ჩემი იქ ყოფნის მანძილზე კოპლიაკოვის მხოლოდ ორი საქციელი
გახდა პარლამენტში მსჯელობის ღირსი. პირველი ის იყო, რომ ვინმე საგზალაძემ დალაქს
სამართებელი მოჰპარა, კარცერში ლურსმანი და ჩაქუჩი შეიტანა, ტახტზე დაჯდა,
საკუთარი სათესლე პარკი ტახტის ფიცარს მიაჭედა და ამ საქმეს რომ მორჩა, მოპარული
სამართებლით საკუთარი ასოს შაურიანებად დაჭრას შეუდგა. კოპლიაკოვი ამ მომენტში
პარლამენტის სესიაზე, ესე იგი, იქვე, კარანტინში აგურებზე იჯდა. გაიგო, კარცერში
შევარდა. ძალა იხმარა, ანუ საგზალაძეს სამართებელი წაართვა, მერე გაზი მოატანინა და
ლურსმანი ამოაძრო. პარლამენტმა საქმე არეოპაგს გადასცა. არეოპაგმა, სცნო რა
საგზალაძის მიერ გამოყენებული პროტესტის მეთოდი უვარგისად, კოპლიაკოვს
გამართლების ვერდიქტი გამოუტანა. მეორე შემთხვევაც გადასარევი გახლდათ. ვინმე
ჩობოსიმ, წოდებრივი მდგომარეობით შობლამ, საგანგებო ტალანტი გამოიჩინა ციხის
ფანჯრებიდან გალავანს გადაღმა მცხოვრები ქათმების დაჭერაში. მოგეხსენებათ,
ქათმებისთვის აკრძალული ზონა არაფერს ნიშნავს, არც გუშაგისთვის არის ქათამი
წესდების აღსრულების ობიექტი. ამიტომ ისინი თავისუფლად სეირნობდნენ გალავანს
იქითა აკრძალულ არეში და ხანდახან ჩობოსის მიერ გადაგდებულ სიმინდის მარცვალსაც
ჩაჰკრავდნენ ხოლმე ნისკარტს. ეს საკმარისი იყო, რომ ქათამს თავისი სიცოცხლე ჩობოსის
ხელში დაესრულებინა. ერთ–ერთი ასეთი ნადირობის დროს კოშკზე მოდარაჯე გუშაგმა
ჩობოსი ნიშანში ამოიღო, დააცადა, სანამ იგი მომიზნებულ შაშხანას დაინახავდა და
კედელს ამოეფარებოდა და გაისროლა. პატიმარს ესროლეს, და არამცთუ ესროლეს – ერთი
საათის შემდეგ კართან მიიტყუეს და ციხიდან ძალით გაათრიეს და ეს სრული
დემოკრატიის პირობებში! საკითხი, რა თქმა უნდა, პარლამენტში აღიძრა. კოპლიაკოვმა
თქვა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ქათმების გატაცებას ჩიოდა. ამაზე კოპლიაკოვს
ჰკითხეს: – ერთი გასროლა სრულიად საკმარისი იყო, რომ ჩობოსის ნადირობაზე ხელი
აეღო, ხოლო არეოპაგი, თავის მხრივ, დამნაშავეს შესაფერ მსჯავრს დასდებდა და ძალის
ხმარება რაღად იყო საჭიროო?! კოპლიაკოვი იძულებული შეიქნა, თავისი მოქმედება
განემარტა: ჩობოსი დაჭერილი ქათმებით ქურდების ელიტას უმასპინძლდებოდა, მაგრამ
დაკვლამდე აუპატიურებდა მათ! ქურდები, ადრე თუ გვიან, გაიგებდნენ, ჩობოსის
პირსახოცით დაახრჩობდნენ და ამას ციხის უფროსმა ძალის ხმარება არჩია. კოპლიაკოვი
კვლავ გამართლდა, დიდად კმაყოფილმა დატოვა არეოპაგის სხდომა. სამაგიეროდ,
სპარაპეტამ ერთი თვის მანძილზე პირში ვერაფერი ჩაიდო, მშიერი დადიოდა და
ბანჯგვლიან მკერდში მუშტებს იბაგუნებდა.
ერთადერთი, ვინც ძალაუფლების პარლამენტისათვის გადაცემას ტრაგიკულად
განიცდიდა, საცოდავი კლასიონ კვიმსაძე იყო.
– რა ქენით ეს! ასეთი დაწყობილ–დალაგებული საქმე, და მერე ვის ხელში ჩააგდეთ –
მოლაყბეების, კრუხების ხელში... დარდაკას ხელში?! – ამ ჩამოთვლის დროს
აღშფოთებითი ინტონაცია თანდათან მატულობდა და ტაშის უმწეო შემოკვრით
მთავრდებოდა.
კლასიონი მარტო ძვალი და ტყავი იყო, ფეხზე დგომა არ შეეძლო, მაგრამ ერთხელ დიდი
ხნის გულისნადები აისრულა: ჭონიას და მის ერთ ძმაკაცს თავი პარლამენტის სხდომაზე
ააყვანინა. ჯერ იჯდა და, რამდენადაც ამის საშუალებას განუწყვეტელი ხველება აძლევდა,
ორატორებს უსმენდა. მერე სიტყვა მოითხოვა. მისცეს. ბოდიში მოიხადა, რომ მძიმე
ავადმყოფობის გამო, სიტყვის წარმოთქმა ადგილიდან მოუხდებოდა, და პარლამენტს
მიმართა:
– ახლა, მაჰმადიანებს და ებრაელებს რა უჭირთ, მარა რას გიზამენ ჟანდარმები, თუ იცით?
რას გიზამენ და, შემოვარდებიან ერთ დღეს ამ თქვენს სალაყბო დაწესებულებაში და
მასობრივ წინადაცვეთას მოგიწყობენ ბლაგვი დანებით ყველას... – კლასიონს ამ ადგილას
ხველება აუვარდა, სიტყვა ვეღარ განაგრძო და საავადმყოფოში მიაბრუნეს.
მახსოვს, სწორედ კლასიონის პარლამენტში სტუმრობის დღე იყო, რაღაც საუბარში სხვათა
შორის მითხრა დათამ, – მე აქ საქმე აღარაფერი მაქვსო.
გაქცევა ჰქონდა გადაწყვეტილი!
საოცრად ცხოველმოსილი კაცი იყო კლასიონ კვიმსაძე, ვინც ნახავდა, უთუოდ იფიქრებდა,
ხვალ დილამდე სულს ვერ მიაბოგინებსო, მაგრამ თითქოს მტრის ჯიბრზე ცოცხლობდა.
ათას ცხრაას შვიდი წლის ოთხი ივნისის გადატრიალებამდე იცოცხლა, დიახ, ოთხი და არა
სამი ივნისის, არაფერი შემშლია. ამაზე – მოგეიანებით.
ერთხელ კლასიონმა დათა თუთაშხია მიაყვანინა. ყოველდღე დადიოდა დათა
კლასიონთან, მაშინაც ერთი საათის წამოსული იყო. მიბრუნდა. კლასიონმა დაუბეჭდავ
კონვერტში ჩადებული ბარათი გადასცა და უთხრა:
– მიედივარ მე, დათა–ბატონო!
– ვერ წახვალ, კლასიონ, – სიტყვა ჩამოართვა დათამ. – შენი საყვარელი ხელმწიფე–
იმპერატორი, სანამ ვადას სრულად არ მოგახდევინებს, არსად გაგიშვებს, მგონია მე.
– კაი, ძამიკო, მასე იყოს, მარა მაგ ბარათს მისამართი აწერია. შენთან პაემანზე მოსულებს
ჟანდარმები არ ესწრებიან და გადაეცი ეგ, მიიტანონ...
ილაპარაკეს ცოტა, წამოვიდა დათა. კონვერტი დაუბეჭდავი იყო–მეთქი და ეს იმას
ნიშნავდა, რომ ბარათის წაკითხვა მეგობრებისთვის ნებადართული გახლდათ. აი, რა
ეწერა:
“მიედივარ, შვილო, მე, და იცოდე, სამუდამოდ. ავასრულე კაცის დანიშნულება, როგორც
შემეძლო, რისი საშუალებაც მომცა ბუნების ძალამ. სათხოვარი და ანდერძი მაქვს შენთან:
კაცური კაცის სიცოცხლე ის არის, რომ უნდა იწვოდე კვარივით, სანთელივით,
კოცონივით, მზესავით – როგორ ხვედრსაც გარგუნებს განგება, ისე. იმაზეც უნდა იფიქრო,
შენ რომ ჩაქრები, წყვდიადმა არ დაისადგუროს ირგვლივ, ან შენ რომ ხარ, მაგ ერთ ფიორა
ადგილზე მაინც, სანამდე ანთიხარ, ისე უნდა ენთო, შვილო, რომ სხვაც აანთოს შენმა
სიცოცხლემ და აღარ შეიქნება სიბნელე შენი წასვლის შემდეგ. ვიმედოვნებ, ასე იცხოვრებ
და მივდივარ დამშვიდებული. თვრამეტი წლისას წააკითხე ბიჭს ეს ბარათი, კატია”.
ათას ცხრაას შვიდი წლის სამ ივნისს, მოგეხსენებათ, სახელმწიფო სათათბიროს სოციალ–
დემოკრატიული ფრაქციის სამოცდახუთი დეპუტატი დააპატიმრა მეფის მთავრობამ და
გადასახლებაში უკრა თავი. ეს მოვლენა სამი ივნისის გადატრიალების სახელით შევიდა
ისტორიაში. ათას ცხრაას შვიდი წლის ოთხ ივნისს “ორთაჭალის დემოკრატიამ” შეწყეიტა
არსებობა. ციხეში ჟანდარმები შემოცვივდნენ, ეს კოცისდროინდელი წესების აღდგენით
დამთავრდა და აღნიშნული მოვლენა ოთხი ივნისის გადატრიალებით დარჩა მონაწილეთა
მეხსიერებაში.
სანამ ამ გრძელი ამბის დასასრულს გეტყოდეთ, იქნებ გაინტერესებთ და იმასაც ვიტყვი,
ვის რა ბედი ეწია. თომა კომოდოვი ათას ცხრაას ოც წელს ოდესის აღებისას მოკლეს
თეთრგვარდიელებმა, დივიზიის პოლიტკომისრად იყო. ანდრო ჭანეიშვილი ყუბანის
საბოტაჟის დროს პარტიამ კულაკების წინააღმდეგ საბრძოლველად მიავლინა. იქ დარჩა,
დიდი საბჭოთა მეურნეობის დირექტორი გახდა და, მგონი, დღესაც ცოცხალია. პეტრე
ანდრაშჩუკი სამამულო ომის დროს გენერლის ჩინით გარდაიცვალა, გულმა უმტყუნა.
ეზიზა ჭელიძე საგანგებო კომისიაში მუშაობდა, დიდი კაცი იყო,
კონტრრევოლუციონერებმა კაბინეტში ბომბი შეუგდეს. ჰამბო ხლგათიანი თბილისში
მოკვდა, საწყალი გოგია წულაძე – კატორღაში. გოგიას სხვისი საქმე ჰქონდა თავის თავზე
აღებული: ვიღაც გიმნაზისტს ცხრაას ხუთში ორი შავრაზმელი მოეკლა. გოგიმ
ახალგაზრდა კაცი საკატორღოდ ვერ გაიმეტა, დანაშპული თავის თავზე აიღო. დემბინი და
ბიკენტი იალქანიძე დიდი ხანია აღარ არიან. პოქტია ოცდაათიან წლებში დიდი
კომბინატის დირექტორად იყო შუა აზიაში. ის და ალექსი სნეგირი ოცდაჩვიდმეტში
დაიღუპნენ. დათა თუთაშხია ცხრაას შეიდი წლის სექტემბრის ბოლო რიცხვებში გაიქცა.
დანარჩენი მოგეხსენებათ. ჭონიასი არაფერი ვიცი, მაგრამ თოკაძისას გეტყვით. ოციან
წლებში ბელგიაში საბჭოთა საელჩოში ვმსახურობდი და მაშინ თოკაძე ტაქსის მძღოლად
მუმაობდა ლიეჟში. იმას მოგახსენებდით, ოთხ ივნისს ჟანდარმები შემოცვივდნენ–მეთქი.
საცოდავი კლასიონი სულს ლევდა, მაგრამ რაღაცნაირად თავს მოერია, ხუთ ივნისს ზეზე
ადგა, პალატის კართან აიტუზა. საღამოს გადათვლის დრო იყო. კომენდანტი შემოვიდა,
კლასიონი ეცა, ყელში ხელები წაუჭირა, რა შეეძლო. უმოწყალოდ სცემეს. გრძნობა
დაკარგა, აღარც მოსულიერებულა, წავიდა, საწყალი. პარლამენტმაც საინტერესოდ
შეწყვიტა არსებობა. ტარიელ ავთანდილოვიჩი “ტრიბუნაზე” იდგა, როცა ჟანდარმებმა
ხელი სტაცეს, ჩამოიყვანეს. მიათრევდნენ, მაგრამ არ გაჩუმებულა, დაწყებულ სიტყვას
განაგრძობდა:
– ვაი თქვენდა, გულუბრყვილონო! ახლა ხომ მაინც დარწმუნდებით, რომ დემოკრატიას
თავისი აქილევსის ქუსლი აქვს და ეს ყველაზე უკეთ ტირანებმა იციან!


გრაფი სეგედი

არმაზის აგარაკის შეკეთება–მოწყობას ბარე სამი თვე მოუნდა. ცხრაას ოთხი წლის
შემოდგომაზეღა შევსახლდი. ეს იყო ჩემი სიცოცხლის მეორე ნახევრის საუკეთესო, მე
ვიტყოდი, ვარდისფერი მონაკვეთი. ვკითხულობდი, ვწერდი, ვნადირობდი, ვთევზაობდი,
ვფიქრობდი. თვეში ორჯერ ან სამჯერ სტუმრები მყავდა ხოლმე. საკუთარი ეტლი
გავიჩინე, თბილისის ბინა ზამთარში საცხოვრებლად და სხვა საჭიროებებისთვის მქონდა.
იმ დროს ეკუთვნის ჩემი ცხოვრების ყველაზე ღრმა და სერიოზული რომანი. ამავე
პერიოდში გადავწყვიტე და განვახორციელე კიდეც რუსეთის მამულების ლიკვიდაცია.
ახალმა გარემომ ადვილად გამომინელა საფიქრალ–სადარდებელიცა და სამსახურში
ყოფნის მრავალწლოვანი ჩვეულებაც. გამიჩნდა ახალი ნაცნობ–მეგობრების წრე,
ურთიერთობები, გატაცებები. ერთი სიტყვით, ოცდაათი წლით გავახალგაზრდავდი და,
დარწმუნებული ვარ, ჩემი ოთხმოცდაათი წლის ასაკამდე მოღწევა არმაზში გატარებული
ჩვიდმეტი წლითაც აიხსნება.
იმავე შემოდგომაზე სანდრო კარიძე მცხეთაში შემხვდა. არ დავმალავ, ვეძებდი იმ
შეხვედრას, თვალყური მეჭირა, ვიცოდი, შეხვედრა, ბოლოს და ბოლს, მოხდებოდა.
ვუამბე, რომ არმაზში სახლ–კარი შევიძინე, და ვთხოვე, მწვევოდა. არ დაუყოვნებია,
მოვიდა. თანდათან, არამცთუ დავახლოვდით – ერთმანეთთან ურთიერთობის მძაფრი
მოთხოვნილებაც კი გაგვიჩნდა. ვიმედოვნებ, დაყვედრებაში არ ჩამომერთმევა, არც იმაში,
თითქოს, წარსული სამსახურიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის შერბილება
მსურდეს: სანდრო კარიძე მე ჩემი ყოფილი ურთიერთობებისა და შენარჩუნებული
გავლენის წყალობით, ორჯერ გამოვიყვანე სატუსაღოდან – ცხრაას შვიდი წლის ადრე
შემოდგომით, რევოლუციასთან დაკავშირებული ამბების გამო აყვანილი, და მერე კიდევ
ეგზარქოს ნიკონის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებული. ამით მხოლოდ იმის თქმა
მინდა, რომ ძმასავით შემიყვარდა ის საკმაოდ ახირებული, მძიმე ხასიათის ადამიანი და
მიუხედავად ხსენებული ნაკლისა, იგი მეტი სიყვარულის ღირსი იყო.
ცხადია, ინტერესს მოკლებულია ჩვენი ურთიერთობების დაწერილებითი აღწერა.
მოვიყვან მხოლოდ ორ–სამ საუბარს, ისეთს, ამ ჩანაწერებთან რომ შინაგანი კავშირი აქვს
და კიდევ ერთი მიზეზის გამო: მეცხრამეტე საუკუნის დამდეგიდან საზოგადოებაში ფეხი
მოიკიდა მოფილოსოფოსო–მოპოლიტიკოსო ტიპმა. ამ ხალხში ყველა წოდებისა და
კლასის წარმომადგენელს შეხვდებოდით. იყვნენ უჭკვიანესნი და ტუტუცებიც; ფრიად
განათლებულებიც და უბირნიც; ფანატიკოსებიც და ფეხის ხმას აყოლილნიც;
ინდივიდუალობანიც და ორიგინალობის პრეტენზიის მქონენიც. ჩემი ღრმა რწმენით, მათ
ბევრი გააკეთეს რევოლუციისთვის. გააკეთეს იმით, რომ ხალხში დაუღალავად
ავრცელებდნენ, თუმც სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის, მაგრამ საბოლოო ჯამში,
რევოლუციის გარდუვალობის შემცველ
შეხედულებებს. ასეთი ადამიანები მრავლად მინახავს, როგორც სამსახურის წლებში, ისე
გადადგომის შემდეგ. სანდრო კარიძე თითქმის ამ ადამიანთა ყველა დადებით თვისებას
აერთიანებდა – ერთობ სერიოზული განათლებიდან და სიბრძნიდან მოყოლებული,
გულუბრყვილობამდე და პატიოსნებამდე. ჩემს ჩანაწერებში მისი და, მაშასადამე, ამ
სოციალური ტიპის გამოტოვება ცოდვის დადება იქნებოდა. სანდრო კარიძის ჩემთან
სტუმრობის დასაწყისშივე იყო – სხალტბაში შეწყვეტილი საუბარი მომაგონდა და ვკითხე:
– თქვენ მაშინ დამთავრება არ ინებეთ, ბატონო სანდრო... გახსოვთ, “ხალხსა” და “ერს”
შორის განსხვავებაზე რომ ჩამოვარდა ლაპარაკი?
– ააა, მახსოვს, როგორ არა, ძალიან დიდი განსხვავებაა! სრულიად სხვადასხვა ცნებებია.
თქვენ წარმოიდგინეთ, წინააღმდეგობრივიც კი. “ერი” არის გარკვეული ეთნიკური
ორგანიზმი მთელი მისი არსებობის მანძილზე, “ხალხი” არის “ერი” დღეს. ერი – ერთობ
ხანგრძლივი, მდგრადი ფენომენია. ხალხი – დღესდღეობითი, მსწრაფლწარმავალი რამ. აქ
შედარებისთვის ხისა და მისი მწვანე საბურვლის, კალაპოტისა და წყლის მიმართება
გამოდგებოდა.
– წინააღმდეგობა?
– “ერსა” და “ხალხს” შორის?
– დიახ.
– ხალხი ხელებია და სტომაქი, ერი – მაღალი ზნეობა და შორსმჭვრეტელობა. ხალხი
სულიერსა და ნივთიერ ღირებულებებს ქმნის და ვინაიდან მოთხოვნილება ყოველთეის
სჭარბობს შექმნილს, მას აქვს დაუოკებელი მისწრაფება, მთლიანად შთანთქას არა მარტო
ის, რაც თვითონ შექმნა, არამედ ისიც, რაც მანამდეა შექმნილი და შთანთქმას
გადარჩენილი. ერი ცალკეულ პიროვნებებში თუ მათ ერთობლიობაში განხორციელებული
ის მარადისი სულია, რომელიც ნებაყოფლობით კისრულობს მთელი ეთნიკური
ორგანიზმის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგეგლობას. ერი დამაოკებელი,
მომწესრიგებელი საწყისია, სულიერ და ნივთიერ საუნჯეთა დამგროვებელი, მცველი.
გახსოვთ? – “ცხოვრება სულიერი და ხორციელი სარჩოს მოპოვების პროცესია, ხოლო
ზნეობა – ამ პროცესის მომწესრიგებელი ძალა”. ერის ცნებასა და ზნეობის ცნებას შორის
ტოლობის ნიშანი ზის.
– გამოდის, რომ ხალხი ის არის, ვინც ქვის სამტეხლოებში გროშის ფასად და იძულებით
მუშაობს კათედრალების ასაგებად საჭირო ლოდების მოსაპოვებლად, ხოლო ერი – ვინც
ხალხს ამას აიძულებს?
– მთლად ეგრე არა. ჩემი აზრით, როგორც იძულებულთა შორის, ისე მაიძულებლებში
არიან ადამიანები, რომლებსაც ერისა არაფერი სცხიათ, ისინი ქვეყანას მხოლოდღა
საძოვრად იყენებენ. არიან ისეთებიც, ვინც მეტნაკლებად ორთავე საწყისს აერთიანებს,
მაგრამ ერს, ანუ უკვდავების, მარადისობის განმახორციელებელ ძირითად ძალას ის
ადამიანები წარმოადგენენ...
– ... ვინც ქვეყანას აძლევს ყველაფერს, თუკი რამ გააჩნია, – სიტყვა ჩამოვართვი, – და იღებს
მისგან მხოლოდ იმდენს, რამდენიც არსებობისთვის, ანუ ყველაფრის მისაცემად სჭირია,
არა?
– უზუსტესი ფორმულაა, – სიხარულით დამიდასტურა კარიძემ. – ეგ უმაღლესი ზნეობისა
და სიკეთის განსაზღვრებაა, გრაფ, და მაგ ფორმით პირველად თქვენგან მესმის. სწორედ
მაგას ინახავს ხოლმე ბოთლში ფანტასტიკური ნოე საკაცობრიო კატაკლიზმების წინ.
მაგიტომ ვუწოდებთ ერს პიროვნებებში თუ მათ ერთობლიობაში განხორციელებულ
მარადის სულს. ერსა და ხალხს შორის არსებული ძირითადი წინააღმდეგობა კი იმაში
მდგომარეობს, რომ ერი ინტერნაციონალური, საკაცობრიო სათავეა, რადგან კათედრალები
და მანუსკრიპტები, ფრესკები და მონუმენტები, საბოლოო ჯამში, ინტერნაციონალურ,
საკაცობრიო საუნჯეს წარმოადგენს მაშინ, როდესაც ხალხი თავკერძული,
პირადმომხვეჭელური სათავეა: მისი მოთხოვნილებების დიდი უმრავლესობა მხოლოდ
მისი და სადღეისოა და არა საზოგადოებისა თუ აწმყოსი, კაცობრიობისა თუ მომავლის.
ერთობ მოხერხებულად გამოიყვანა სანდრო კარიძემ ყოველივე ეს, მაგრამ მის
მსჯელობაში წინააღმდეგობებიც იყო, მაშინ ვიგრძენი. შემდგომში ბევრი ვიფიქრე და,
მგონი, მივაგენი კიდეც ხარვეზებს. ჩემი მოსაზრებები და შენიშვნები ნაშრომად ვაქციე,
წავაკითხე, არც ერთი დებულება არ მიიღო, კინაღამ წაევიჩხუბეთ. თვისება ჰქონდა: თუკი
ერთხელ რაიმეს იწამებდა და ჭეშმარიტებად ჩათვლიდა – მორჩა, ზედ დააკვდებოდა,
არავითარი კომპრომისი ან დათმობა!
ერთ დღეს – ეს მისი პირველი დაპატიმრების წინახანებში იყო, – სიტყვამ მოიტანა და
ვკითხე:
– სანდრო, ვიცი, ბევრს კითხულობ, წერ და ღრმა ინტერესები გაქვს. როგორია შენი
ამოსავალი კონცეფცია, რომელი ზნეობრივი პლატფორმიდან ახდენ აბსტრაჰირებას?
– ადგილს ეძებ? – დაუყოვნებლივ და, თუ არ ვცდები, ცინიკურად მითხრა.
– არ მესმის.
– პლატფორმას. ძველი აღარ გტკმაყოფილებს?
– ამ წუთში მაგას მნიშვნელობა არა აქვს. ჩემს კითხვას უპასუხე, თუ შეგიძლია!
გულის მოსვლასავით რაღაც შემატყო, დადუმდა, იფიქრა და თქვა:
– ყველა შემთხვევაში, ყოველთვის გამოვდივარ იქიდან, რომ კაცობრიობამ ადამიანის
ზნეობრივი გაუმჯობესების რაიმე საშუალება უნდა გამონახოს, თორემ კანიბალიზმამდე
მივა, კაცისავე ხორცს საკვებად გაიხდის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და ეს
გაგრძელდება იქამდე, სანამ ჩვენი ცთომილის უკანასკნელ homo sapiens–ს რომელიმე
ნადირი არ გამოიყენებს ხორცად. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ
იმპერიების მოსპობის გზით, საჭიროა რევოლუცია!
ეიცოდი, რომ სანდრო კარიძეს რევოლუციის გარდუვალობა სწამდა. ისიც ცნობილი იყო,
რომ თანაუგრძნობდა და მის მხარეზე იდგა. ახლა იმაშიც დავრწმუნდი, რომ რევოლუცია
კაცობრიობის სახსნელად უნდოდა.
– მე შენი ნაშრომების მხოლოდ სათაურები ვიცი და მგონია, რომ ისინი რევოლუციას
ემსახურებიან...
– რევოლუცია ხვალინდელი დღეა, მე ზეგინდელ დღეზე ვმუშაობ, – შემისწორა სანდრო
კარიძემ.
– საინტერესოა! – სახელდობრ, რა პრობლემებზე მუშაობ?
– ზნეობრივი პროგრესის პრობლემებზე,
რევოლუციის თეორიულ საფუძვლებზე.
მართვას
დამორჩილებული
ზნეობრიეი
– უფრო დაწვრილებით?
კარიძემ წვერში შეიცურა თითები, სახე მიიფხან–მოიფხანა:
– შენ, დიმიტრიჩ, სამართლის მაგისტრი ხარ, არა?
– ვარ, – მივუგე და გტმეცინა.
– რას იცინი?
– ადამიანის იღბლის უკუღმართობაზე ვიცინი. მოსკოვის ან პეტერპურგის
უნივერსიტეტის პროფესორობას ვაპირებდი – ჟანდარმერიის გადამდგარი გენერალი და
სიბარიტი ვარ. სასაცილო არ არის?
კარიძემ გაიღიმა, მგონი, დამშვიდება დამიპირა, მაგრაშ გადაიფიქრა და დაწყებულ
საუბარს მიჰყვა:
– შეგიძლია თუ არა, ყველა დროისა და ერის საიმპერიო კანონების ზოგადი განსაზღერება
მითხრა?
– შემიძლია, – დავფიქრდი, ჩამოვაყალიბე და ვთქვი: – პირველ რიგში, საშინაო და საგარეო
პოლიტიკის განხორციელების საშუალებაა; შემდეგ – მმართველი უმცირესობის უფლება–
მოვალეობათა სამართლებრივი სტატუსი და ბოლოს, ინერტული თუ უკმაყოფილო
უმრავლესობის მორჩილებაში ყოლის იარაღი. გაკმაყოფილებს?
– კეთილი და პატიოსანი. ახლა: შეიძლება თუ არა იმპერიის დამოკიდებულება, როგორც
საკუთარ მოქალაქესთან, ისე სხვა სახელმწიფოებთან, განისაზღვროს ფორმულით: “გჭამ
იმიტომ, რომ შენ არ შემჭამო, და იმიტომაც გჭამ, რომ ორგანიზმი გასუქებას მთხოვს!”
– ეგრე იყოს, – სიცილით დავთანხმდი.
– როგორ თუ – ეგრე იყოს? თუ სხვანაირად არის – თქვი!
– ეგრეა, ეგრე, განაგრძე!
– ახლა რასაც ვიტყვი, ამაზე შენ ერთხელ უკვე დამეთანხმე, დიმიტრიჩ, და ამიტომ
ცნობილი ჭეშმარიტების სახით ვიტყვი: ზემოხსენებული ჭამა–ყლაპვა კეთილსახიერი,
კაცობრიულად სამართლიანი მიზნებით არის შენიღბული, ქრისტიანულ ჰუმანიზმზე
აგებულ დემაგოგიას ეყრდნობა და კარგად აკინძული “რუსეთის იმპერიის კანონთა
კრებულის” საშუალებით ხორციელდება.
– უფრო მართალი იქნებოდა, ჯავრით რომ არ იყოს ნათქვამი... მერე?
– ეს ჯავრი არ არის, მსჯელობის მანერაა. მართალია, არცთუ საუკეთესო, მაგრამ,
მოგეხსენება, ამითაც იოლას გაედივარ. ახლა, კიდევ შეკითხვა: როგორია ერთი მხრივ,
რელიგიისა და კანონის და, მეორე მხრივ, პიროვნების და, მაშასადამე, საზოგადოების
ურთიერთზემოქმედების შედეგები? რა თქმა უნდა, დღეს არსებულ პირობებში, ჩვენს
სინამდვილეში.
– მე, ჩემო სანდრო, მორწმუნე კაცი ვარ, მკრეხელობას ვერიდები. მოდი, შენ რელიგიისა და
პიროვნების ურთიერთზემოქმედების შედეგებისა თქვი და მე – კანონსა და პიროვნებაზე
ვიტყვი. ეს შენთვისაც ხელსაყრელია: ინტონაციას მომაწოდებ უნებლიეთ ჩემს სათქმელს
შენი ნათქვამის რიტმში ვიტყვი.
– კაცო, მე სულაც ბერი ვარ, სულაც ბერი ვარ... – ჩააბულბულა კარიძემ.
– შენ ერეტიკოსი ხარ! წესით, მსხვილ–მსხვილ მუგუზლებზე უნდა იწვე და შიშხინი
გაგიდიოდეს. შენი ბოლო მაინც ჯოჯოხეთი და კუპრია. თქვი, რასა კარგავ?!
– მართლა რასა ვკარგავ, რა!.. რელიგია ცდილობს, ადამიანი ქრისტიანული ზნეობის
ჩარჩოში გამოამწყვდიოს, ამ გზით მის მორჩილებას მიაღწიოს და, ცხადია,
წინააღმდეგობას აწყდება, სხვათა შორის, იმიტომაც, რომ თვით მქადაგებელნი და
მერჯულენი უფართოესი პროფილის ცოდვილნი არიან. რელიგია ფიზიკურად ძლიერი,
მაგრამ დოგმატურია. ადამიანი – გაცილებით უძლური, მაგრამ შეგუების დიდი უნარით
აღჭურვილი და მოქნილი. ამასთან ერთად, ადამიანს აქვს მოთხოვნილება, რაიმე სწამდეს.
მერჯულეთა ფარისევლობის ვითარებაში ერთადერთი სარწმუნებელი პირადი
კეთილდღეობაა, რაც მხოლოდ თავგამოდებულ მორწმუნეთათვის არის
სანქციონირებული. აქვდან იწყება იმ მეთოდების შემუშავება და რაფინირება, რომელთა
წყალობით ადამიანი ქრისტეს მოძღვრების უმტკიცესი მრწმენელის სახელს იმკვიდრებს
და, ამით, მამონის სამსახურს იადვილებს. ამგვარად, იმპერიის პირობებში რელიგიისა და
ადამიანის ურთიერთზემოქმედება იძლევა, ერთი მხრივ, გამწარებულ, მოძულე
მოქალაქეს, რომელიც მხოლოდ რევოლუციაში ხედავს ხსნას და ხდება კიდეც მისი
მებრძოლი და, მეორე მხრიე, გამოფიტულ, დაუძლურებულ, ფორმალობამდე დაყვანილ
კულტს. იზიარებ თუ არა, გრაფ, ზემოთქმულს, როგორც ჩვენი სინამდვილის ძირითად
ნიშანს?
– ნაწილობრივ. მგონი, რომ ფერებს მეტისმეტად ამუქებ.
– ძალიან კარგი, ჟანდარმერიის ერთი გადამდგარი გენერლისაგან მაგდენი დასტური
უფრო ღირებულია, ვიდრე ასი ფანატიკოსის აღტაცებული კივილი. ეხლა შენი თქვი.
– შენებურად ვილტაპარაკო?
– სხვანაირად სიმართლე არ გამოგივა.
– კაი, ბატონო! კანონი ძალადობს ადამიანზე და წინააღმდეგობას აწყდება. კანონი
ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ მოუქნელია; ადამიანი გაცილებით უძლური, მაგრამ
მოქნილია და მის ხელთ ყოველთვის არის კანონის გვერდის ავლის, მისი ნაწილობრივი
აღსრულების, თუ საერთოდ, შეუსრულებლობის, საშუალებები და ხერხები. კანონი
იბრძვის, რომ ადამიანმა თავისი ინტერესები იმპერიის ინტერესებით შემოფარგლოს.
ადამიანი ცდილობს, კანონები პირადი ინტერესებისთვის გამოიყენოს და, უპირველესად
ყოვლისა, მათი გვერდის ავლის გზით. ბრძოლა უთანასწოროა და სუსტი მხარე, ანუ
ადამიანი, იძულებულია, ზნეობრივ კომპრომისებზე წავიდეს, გამოიყენოს ყველა
საშუალება, რაც კი კანონის მოგერიებაში, არსებობის შენარჩუნებაში დაეხმარება. –
შევჩერდი, რომ დასკვნაც მიმემსგავსებინა: – ამგვარად, იმპერიის პირობებში კანონისა და
ადამიანის ურთიერთზემოქმედება იძლევა, ერთი მხრივ, გამწარებულ მოქალაქეს,
რომელიც მხოლოდ რევოლუციაში ხედავს ხსნას და ხდება კიდეც მისი მებრძოლი და,
მეორე მხრივ, დაუძლურებულ, ფორმალობამდე დაყვანილ სამართლებრივ პროცედურას.
– ბრავისიმო, გრაფ. – დაიძახა გახარებულმა კარიძემ. – მაგრამ მიაქციე ყურადღება,
როგორი ხარისხის ზნეობრივი კრიტერიუმებით აღჭურვილ მემკვიდრეობას უტოვებს
იმპერია იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც უნდა ჯერ შექმნას და შემდეგ კი მართოს
ახალი სახელმწიფო. დღეს სოციალური რევოლუციის მომხრე ყველა პოლიტიკურ
მიმდინარეობას ესმის, რომ გამარჯვებისთანავე საქმე ექნება ერთობ რთულ, ძნელად
მოსავლელ ზნეობრივ მასალასთან და, სამწუხაროდ, ყოველ მათგანს იმის იმედი აქვს, რომ
საკმარისია, შეიცვალოს სოციალური პირობები, საზოგადოებრივი ყოფიერება და
ადამიანის ზნეობა თავისით გაუმჯობესდება. მე ამას არ ვეთანხმები და ვცდილობ, ჩემი
წვლილი შევიტანო. ეს არის და ეს.
ერთხელ, მტკვრის პირას, ძეგვის ნაჩქრებთან ვიჯექი, მსხვილი ანკესი მქონდა
გადაგდებული. შიომღვიმის მხრიდან ბორანი წამოვიდა. დურბინდით გავხედე,
მგზავრებში ჩემი სანდრო ვიცანი. თუ არა ვცდები, ეს მისი მეორე პატიმრობის შემდგომ
ხანებში იყო. ბორნიდან გადმოვიდა, გზას მცხეთისკენ გამოჰყვა. ადვილი შესაძლებელი
იყო, ჩემთან, არმაზში მოდიოდა. ანკესს თავი მივანებე, გზაზე გავედი. მართლაც ისე
აღმოჩნდა, – მარტოობა ყელში ამომივიდა, შენთან მოვდიოდიო, მითხრა.
– წაეიდეთ, ვისამხროთ, ვიმუსაიფოთ, – მივთავაზე.
არ დამყვა, – აქ გვირჩევნიაო.
წყლის პირას ვისხედით. ღრუბლიანი ამინდი იყო, ცოტა ციოდა კიდეც. სანდრო კარიძეს
თავის სიცოცხლეში, თურმე, ერთი პატარა ღორჯოც კი არ დაეჭირა, ამ საქმისა არაფერი
ესმოდა და არც ჩემი თევზაობისადმი გამოუმჟღავნებია რაიმე ინტერესი. მოწყენილი,
უგუნებო მეჩვენა და გამოველაპარაკე:
– რასა წერ, სანდრო, რაზე მუშაობ?
ხელი ჩაიქნია, არ მიპასუხა.
– მაინც? – ჩავაცივდი მე.
– ერთ საკითხში გავიხლართე... სამი დღეა, პწკარი ვერ დავწერე, ლამის გულზე გავსკდე.
ახლაღა მივხვდი, ჩემსკენ რამ წამოაჩანჩალა. ასეთი გახლართვები მანამდეც ჰქონია.
კრიზისს იმით აღწევდა თავს, რომ იმ საკითხზე ვისთანმე წამოინყებდა საუბარს და
კამათში უცაბედად წააწყდებოდა ხოლმე საჭირო გადაწყვეტას.
– აბა, მიამბე, იქნებ მსჯელობამ მოჰფინოს ნათელი?
– სტუმარმასპინძლობის პრობლემაა.
– პურმარილზე გადახვედი?
– არა. აი, მისმინე. ეგვიპტელები, ასურელები, ხეთები, ურარტუელები, ელინები,
რომაელები, ბიზანტიელები და, ვინ მოსთელის კიდევ, რამდენი ისტორიულად მდგრადი,
ხანგრძლივი ეთნიკური ორგანიზმი – ხომ მოევლინნენ კაცობრიობას, როგორც
უზარმაზარი იმპერიებისა და კულტურების შემქმნელნი და მპყრობელი ერები?
– მოევლინნენ. მერე?
– მერე, სად არიან დღეს? ეგვიპტელთა ნაშიერი აღარსად რამე ჩანს; ხეთები დაიკარგნენ;
ასურელები – სადღაც ჩავიკითხე , მსოფლიოში სამასი ოჯახიღაა; ელინთა მოდგმის
ბერძენს სანთლით ვეღარ იპოვნის კაცი; რომაელები – ერთი ბებერი აღმოუჩენიათ, თურმე
ქალაქ–ქალაქ უპირებენ ტარებას; ბიზანტიელები ქვიშაში წასული წყალივით გაიპარნენ.
ხედავ, რა ხდება?
– ყველა ერის ისტორიული ბედია ეგ.
– არა. დღეს, ჩვენს სინამდვილეში არიან ერები, რომლებიც იყვნენ ასურელების თუ
ურარტუელების დროსაც, ელინთა ეპოქაშიც, რომაელთა იმპერიასაც ებრძოდნენ,
ბიზანტიის ბატონობის დროსაც იყვნენ და, საფიქრებელია, კიდევ არაერთ სტუმარს
გააცილებენ მარადისობაში.
– ვინა?
– ებრაელები, სომხები, იბერები, ეთიოპები, ბოლგარები, უნგრელები...
– ეგენიც წავლენ, სანდრო,
– არაფერში ეტყობა. ამ ერებმა კრიზისი გადაიტანეს და აღმავლობის გზაზე დგანან. სხვათა
შორის, ციკლური კრიზისი და აღმავლობა მათი ისტორიული მახასიათებელია. ჩვენი
ცთომილი სასტუმროს ჰგავს, არიან დიასახლისები და მდგმურები, მასპინძლები და
სტუმრები.
– სადავოა შენი დებულება.
– დებულება კი არა – ჰიპოთეზა. მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ პერსპექტიული
ჰიპოთეზაა.
სიჩუმე ჩამოვარდა. კარგა მოზრდილი ციმორი ამოვიყვანე. ანკესი ხელახლა გადავაგდე და
ერთი მიგნება მეწვია: სანდროს მიერ ჩამოთვლილი იმპერიების არსებობა, ძირითადად,
ხუთასი წლის ფარგლებში იყო გამომწყვდეული – ეგვიპტეს ძველი და ახალი სამეფოები,
ხეთების იმპერია, ასურეთი, რომაელთა იმპერია – სახელდობრ იმპერიას ვგულისხმობ.
მხოლოდ ბიზანტია იყო გამონაკლისი – ათას წელზე მეტხანს იარსება. ეს აზრი კარიძეს
გავუზიარე. დამიდასტურა და თარიღებიც ჩამომითვალა.
– ახსნაა საპოვნელი, თორემ ეგ ჰიპოთეზადვე დარჩება.
– ორივე მოვლენისთეის საკუთარი ნიშანი არსებობს. გადაშენებული ერებისთვის:
მეზობელი თუ შორეული ხალხების დაპყრობა, საკუთარ ორგანიზმზე მიკოწიწება და
განუწყვეტელი ბრძოლა მათი მორჩილებაში ყოლისთვის. გადარჩენილი ერებისთვის:
საკუთარი მიწა–წყლის ეკონომიკური შესაძლებლობებით დაკმაყოფილება, სულიერი
კულტურის ავტონომია, გამუდმებული ბრძოლა განთავისუფლებისთვის და დაპყრობითი
ომების უარყოფა! მაგრამ ეს მხოლოდ ნიშნებია. საჭიროა მიზეზები და სწორედ მანდ ვარ
გახლართული. ჯერჯერობით მხოლოდ ერთს მივაგენი და ისიც არა მაქვს ბოლომდე
დამუშავებული. სინათლის შეტანაა საჭირო, მკვიდრი დამაჯერებლობის მინიჭება.
– თქვი.
– დაუსრულებელი სახით?
– მერე რა?
– გადარჩენილი ერები მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ფიზიკური არსებობის
შესანარჩუნებლად, თავისუფლებისთვის, სულიერი საუნჯის გადასარჩენად იბრძოდნენ
და ეს ბრძოლა მათთვის წრთობის პროცესს წარმოადგენდა, ცხოველმოსილების
სტიმულატორი იყო. მპყრობელი ერების შემთხვევაში სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე:
პყრობას, დაოკებას, წინააღმდეგობის ჩახშობას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ასი ხალხის
პყრობას – ასჯერ მეტი ძალისხმევა. უსაზღვრო და ამოუწურავი მზისა ქვეშე არაფერია.
მპყრობელი ერის ენერგიასაც აქვს თავისი საზღვარი. იღლება, იფიტება, ცხოველმოსილება
უდუნდება. ჯერ პყრობის უნარს კარგავს, შემდეგ თავდაცვისას, მერე სხვა ერებში
ითქვიფება და ბოლოს არსებობასაც წყვეტს.
– მანდ შეუსაბამობა იმაშია, რომ ორივე იბრძვის, ორივეს სჭირდება ძალისხმევა და ეს კი
ერთს აწრთობს და მეორეს ღუპავს, – შევნიშნე მე.
– აკი გითხარი, სინათლის შეტანა, დამაჯერებლობის მინიჭებაა–მეთქი საჭირო. მაგას
ეშველება. ეგ არაფერია. საჭიროა, ისტორიულ მასალაზე გაანალიზდეს დაპყრობითი და
თავდაცვითი ომების სულიერი შედეგები და ყველაფერი თავის ადგილზე დაჯდება,
მაგრამ ერთი რაიმე მიზეზით არაფერი ხდება. სხვა მიზეზების აღმოჩენაა საჭირო, რომ
ჰიპოთეზა დადასტურდეს. ვერ მიმიგნია, დასწყევლოს
ღმერთმა, – სანდრო კარიძე ისევ მოიღუშა.
– იცი, რას გეტყვი?.. – ვთქვი მე – თუ რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნის
თარიღად მეთხუთმეტე საუკუნის დასასრულს მივიღებთ, მეოცე საუკუნეში ჩვენი
იმპერია, შენი ჰიპოთეზის თანახმად, უნდა დაინგრეს. თუმცა, ისიც არ არის
გამორიცხული, რომ ბიზანტიის იმპერიასავით ათას წელიწადზე მეტს იარსებებს.
– ბიზანტიის იმპერიამ სხვებზე ორჯერ მეტი იმიტომ იარსება, რომ გარკვეული
რელიგიური სამყაროს ხელმძღვანელის ფუნქცია ჰქონდა. მისი დამხობის შემდეგ ეს
ფუნქცია რუსეთმა იკისრა და ამით სათანადო სიცოცხლის გარანტიაც შეიქმნა, მაგრამ
რუსეთის იმპერია მაინც მეოცე საუკუნის პირველსავე მეოთხედში დაემხობა. ამას თავისი
გამომწვევი მიზეზები აქვს, სხვა დროს იყოს.
– დაემხობა და სამ–ოთხ საუკუნეში რუსი ერიც აღიგვება პირისაგან მიწისა? – სიცილით
ვკითხე.
– არა. ერმა, ანუ ცალკეულ პიროვნებებსა თუ მათ ერთობლიობაში განხორციელებულმა
მარადისმა სულმა რუსეთში ხელმეორედ იფეთქა, ამჯერად პოლიტიკური პარტიის სახით.
მოგაგონებ, პირველად ეს მეთხუთმეტე საუკუნეში იყო. ახლა რუსეთის სოციალ–
დემოკრატთა პარტია კაცობრიობის ისტორიაში პირველ სოციალისტურ რევოლუციას
მოახდენს, დროთა განმავლობაში სათანადო იდეოლოგიური სამყაროს ხელმძღვანელის
როლს იკისრებს და როგორც სახელმწიფოს, ისე ერს ზემოთ აღნიშნული ხანგრძლივობის
სიცოცხლე გარანტირებული აქვს. არის მეორე გარემოებაც, სოციალ–დემოკრატები
რუსეთის იმპერიას დაანგრევენ და თავისუფალ, თანასწორუფლებიან, სოციალისტურ
ერთა ნებაყოფლობით კავშირს შექმნიან. ეს რუსი ერისთვის სხვა ხალხების საპყრობად
ძალისხმევის, გამუდმებული შეტევითი ომების საჭიროებას გამორიცხავს და, მაშასადამე,
ქანცის გაწყვეტა, გამოფიტვა და გადაშენებაც თავიდან არის აცილებული. დარწმუნებული
არა ვარ, რომ ამ პარტიის ლიდერებს ასეთი რამ გაცნობიერებული ჰქონდეთ, გენიალური
კაცის ინტუიტურ ნამუშევარს უფრო ჰგავს. რუსეთის პოლიტიკურ აზროვნებას
პირველაღმომჩენობის დაფნა ეკუთვნის.
– პატენტი აიღონ. ინგლისელები, ფრანგები, გერმანელები, ესპანელები, იაპონელები მაგ
პანაცეას სიამოვნებით იყიდიან. შენ გადაშენება ხომ მათთვისაც გაქვს გათვალისწინებული
– მპყრობელი ერები არიან.
– რუსო მამულიშვილებო! – გამოაცხადა სანდრო კარიძემ. – დროულად შეიძინეთ
ბილეთები, თორემ ათ–თხუთმეტ წელიწადში მატარებელი გავა, აქვე დარჩებით და რაღას
ეტყვით თქვენს სინდისს, სამშობლოს და ჩამომავლობას?!
– ეგ მატარებელი ბაბილონიდან ბაბილონში მიდის, სანდრო!
– ბაბილონში?.. ბაბილოვანი... ბაბილოვანის გოდოლი... – კარიძეს ენა დაება, გაფითრდა
კიდეც. კარგა ხანს იყო გარინდებული და მერეღა ალუღლუღდა: – გოდოლის
ღმერთებამდე ატყორცნის ცდა ენების აღრევა! საოცარი სიმბოლო უბრწყინვალესი სახე!..
მეორე მიზეზიც ნაპოენია... დიახ, დიახ, მეორე მიზეზი! მეორე მიზეზი!
სანდრო კარიძემ ათას ცხრაას ჩვიდშეტი წლის თებერვლის რევოლუციის ამბავი გაიგო,
ძეგვში მოვიდა, რატომღაც უზომოდ დათვრა. მედუქნისა და დამსწრეთა ნაამბობის
თანახმად, თურმე, ხან ცრემლები სდიოდა და ხან ხარხარებდა. ბუნებით მოლაპარაკე კაცი
იყო – იმ რამდენიმე საათის მანძილზე თითქმის არაფერი უთქვამს. მერე დაცხრა, თვალები
მილულა და, ასე მჯდომარე, დუქანშივე გარდაიცვალა.
დაკრძალულია შიომღვიმის მონასტრის ეზოში.
ვანო ნათოფრიშვილი
– ეგა მე ყეელაფერი ჩემი თვალითა ვნახე! შენთვის როგორც უთქვამთ, ეგრე არ იყო.
როგორ იყო და... ჩემზე ადრე არავის დაუნახია. ჯერ მე დავინახე, ბაღებზე გამორბოდნენ.
წინ სპარაპეტა მოდიოდა, უკან მეგრელი მოსდევდა – ისა, დათაი.
ეხლა როგორ დავინახე. ყაზარმებს ზემოდან, გორაკზე, აგურხანა იდგა, ეხლაცა დგას.
სპარსელისა იყო. მაშინ იმ სპარსელთან დარაჯად ვიყავ, აგურხანას ვუდექი. ჰოოდე, და
ვნახე, რომა გამორბიან. კვირა დღე იყო. დილითვე თვალი მოვკარი, სალდათმა
ყაზარმებთან ორი პატიმარი მიიყვანა, შეშას მიუყენა: ხერხავდნენ, აპობდნენ და
შეჰქონდათ. ბაღებში რომ დავინახე, მაშინვე მივხედი, – გამოჰპარვიან და გარბიან–მეთქი.
თოფი მხარზე მქონდა. იმათთვის მესროლნა – არ ივარგებდა: რა იცის კაცმა, იქნება ძმები
ჰყავთ ან ნათესავები... რა ჩემი საქმე იყო, მე აგურხანას ვუდექი. არ მესროლა – არ
ივარგებდა, გამაქანებდნენ და თავს მეტეხის ციხეში ამომაყოფინებდნენ, – მიმრბოლავი
პატიმრები ნახე თოფი გქონდა და არა იღონე რაო! ავდექი და ჰაერში გავისროლე, კიდევ
გავტენე და კიდევ გავისროლე; ორი თოფი გაქცევის ნიშანია. ისე გამოვიყვანე, რომა არც
მიმრბოლავ პატიმრებს ვესროლე და არც თავი ავიყრუე, ვახმისტრის გასაგონად დავცალე
– დასდგომოდა და ედევნა... არც მწვადი დავწვი და არც შამფური, მაშა!
პირველი დავცალე – იმ სალდათმა, რომელიცა თვლემდა და ვისაც გამოეპარნენ –
გამოიღვიძა და იმანაც ორი დაცალა. ყაზარმიდან ვახმისტრი გამოვარდა. ერთი კი
დაიყვირა და კიდეე სამი სალდტთი, მეძაღლე და ძაღლი გამოცვიედნენ, აგრე უცბათა,
კაცოო! ვერ წაუვლენ–მეთქი, ამის გაფიქრება მოვასწარი და თავისი ვახმისტრით
გამართული სალდათები უკვე თავქვეში გარბოდნენ. ძაღლმა კვალი კუნძებთანვე აიღო და
მიჰყვა. ისე ძალუმად მიდიოდა, ლამის თასმა გაეწყვიტა. ერთი სიტყვით, კვალზე
სირბილით მისდევდნენ, მაგრამა სანამ ესენი წყალს მიადგნენ, სპარაპეტა და თუთაშხია,
ცოტა აკლდათ, შუა მტკვარში იყვნენ.
ვახმისტრი, როგორც მირბოდა, არც გაჩერებულა, წყალში შეტოპა ლაჯებამდისინ შევიდა;
ჩექმები დაუმძიმდა და მაშინღა შედგა. მამაცხონებული, რასა ფიქრობდა, სადამდის უნდა
ევლო!.. ცოტა ხანი აგრე იდგა. მერე ისევ ხმელზე გამოტოპა, სალდათებს დაუყვირა, –
ესროლეთო! სალდათებმა ჩაიმუხლეს და ერთი ისეთი ბაგაბუგი ატეხეს, რომაა!..
გაქცეულებმა ჩაყვინთეს. ჩაყეინთეს და ესენიც მოეშვნენ სროლასა. სპარაპეტამ ამოყვინთა,
ვახმისტრს გამოსძახა, – აღარ მესროლოთ, ვბრუნდებიო! ქალაქელ ქურდსა რა ჭკუა
ესწავლება, რა. სალდათებისკენ გამოსჭრა და აღარც ესროლეს. ისე კი, იმ სპარაპეტას
დარდი ნაკლებათა ჰქონდათ, თვალი წყალზე ეჭირათ, თუთაშხიას ეძებდნენ.
ვახმისტრმა სპარაპეტას გასძახა, მეგრელი რაღა იქნაო. ქურდი მიბრუნდა და დაიყვირა: –
დათაა!.. გამო, მე მომკლავენო!
დათა არსად იყო, სპარაპეტამ ისევ ნაპირისკენ გამოსწია, მაგრამა წყალს ქვევით მიჰქონდა
და სალდათებიც ნაპირ–ნაპირ წაფრატუნდნენ; ცალი თვალი სპარაპეტაზე ჰქონდათ! თან
თუთაშხიას გამოჩენას ელოდნენ. ერთი კი გავიფიქრე, – უთუოდ ტყვია მოხვდა და მოკვდა
ან დაიჭრა და დაიხრჩო–მეთქი. გინახავს?! ამოყვინთა და მერე სადა – გაღმა ნაპირს
აღარაფერი უკლდა! ვახმისტრმაც დაინახა, ნაბიჯს უმატა და ისევ დაიძახა, – ესროლეთო.
ისევ სროლა აუტეხეს, ეჰე–ჰე–ჰეე, რა ამბავი ატყდა, კაცოო!..
მტკეარი ადიდებული მოდიოდა, თუთაშხია შორს იყო, ერთიც არ მოხვდა ისევ ჩაყვინთა
და მორჩა!
ამაობაში სპარაპეტა წყალს კიდევ ქვევით ჩაეტანა. სალდათები ისევ დაიძრნენ, სპარაპეტას
დასახვედრად გასწიეს. მარტო მეძაღლე ჩამორჩა – ძაღლი აღარ მისდევდა და იმიტომა.
მეძაღლე ქვევით ეწეოდა, ძაღლი ზევითკენ იწევდა. ძალს ძაღლი და ძალს მეძაღლე. მერე
მეძაღლე გაწყრა, წიხლი დაუშინა. რაღას იზამდა ძაღლი, დაჰყვა და ძუნძულით წავიდნენ.
სპარაპეტა ფეხზე დადგა, ხელები მაღლა ასწია, გამოტოპა. მკერდში კონდახი დაჰკრეს,
წააქციეს, პირქვე დააწვინეს. ვახმისტრმა – მეძაღლეცა და ძაღლიც სპარაპეტას დაუყენა,
სხვები თან გაიყოლა და ისევ ნაპირს ჩაჰყვნენ. იმ აგურხანას უჩემოდ რა მოუვიდოდა და
სპარსელიც რაღა ეხლა მოვიდოდა?.. დავადე თავი და ნაპირზე ჩავედი, მეც იმ
სალდათებში გავერიე.
“ვირს რომ ზურგი აჰქავდება! მეწისქვილეს მიადგებაო”, – მეც ისე მომივიდა. ეხლა ნახე
შენა: გავერიე და სალდათებიც აყაყანდნენ: დათა თუთაშხია, გაღმა ნაპირზე ბექობი იყო,
იმაზე იდგა ჯიშიანი მამალივითა, დოინჯშემოყრილი იდგა. მერე უბეში ხელი ჩაიყო,
სვანური ქუდი ეხურა ხოლმე, ის ქუდი ამოიღო, გაწურა და დაიხურა.
დაიხურა და ცას აჰხედა.
ღრუბლიანი იყო, ცრიდა.
გამიკეირდა, – რაღას უდგას–მეთქი. სალდათებმა ისევ დაუშინეს. დათა თუთაშხია
მიტრიალდა, შიმალში შევიდა. წყნარად, დინჯად მიდიოდა, თითქოს ტყვიას არა და
ქოქოლას აყრიანო.
წავიდა!
ამათ რაც ვაზნა ჰქონდათ, ერთიანად დაწვეს და ვერ კი მოარტყეს. წავიდა და წავიდა!
ვახმისტრი მომიტრიალდა, თვალები გადმომიკარკლა და დამიყვირა – შე სვოლოჩო,
ჰაერში რას ისროდი, ამათთვის გესროლნაო!
ვაშე სკავაროდიე–მეთქი...
ახ სკავაროდიეო?! – ერთი ისეთი სილა გამაწნა, მე და ჩემმა ღმერთმა, აგურხანაში
ვყოფილიყავ, იქ გავიგონებდი. გამაწნა და დააყოლა – რაზ სკავარადაო! ახლა მეორე
ლოყაში გამაწნა და დააყოლა, – დვა სკავარადაო! ხელები სახეზე ავიფარე, იქნება,
შევეცოდო და მომეშვას–მეთქი. შევეცოდე მაშ, რა იყო! – მუცელში წიხლი ჩამცხო, სანამ
წყალში ტყაპანს მოვადენდი, – ტრი სკავარადაო, დამაყოლა და სპარაპეტასკენ გასწია.
აგურხანაში აველ, სამოსლის გაშრობას მივყავ ხელი...
მაგარ ხიფათს გადავრჩი. ძალიან ჭკუა ვიხმარე, რომა მეტი აღარ შეიძლებოდა, თორემა!..
როგორც გიამბე, სწორედ ეგრე იყო. ჩემზე უკეთ ეგ ამბავი არავინ იცის, იქ ვიყავი.
გრაფი სეგედი
ვარსკვლავთმეტყველებისა და ასტროლოგიის საიდუმლოებით გატაცებული არასოდეს
ვყოფილეარ. ამ უძველეს მეცნიერებებს ოკულტიზმის თანრიგს ვაკუთვნებდი. ალბათ,
ასეთი წინასწარგანწყობის გამოისობით არის, რომ დღემდე არაფერი გამეგება მათი.
მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით სამსახურიდან გადადგომის შემდეგ,
ვარსკვლავებიანი ცა ჩემი ფიქრების მუდმიეი თანამავალი გახდა. როცა მოვლენები და
შთაბეჭდილებები მჯაბნიდნენ, როცა ვითარებაში გარკვევა და სწორი დასკვნის გამოტანა
მიძნელდებოდა, მაშინ ცაზე თორმეტ ზოდიაქოდ დამჯდარ სამყაროს ავცქეროდი,
იდუმალ ციურ სიმბოლოებში ადამიანთა ხასიათებისა და ურთიერთობების ანალოგიებს
ვეძებდი. ეს, თითქოს, თავშესაქცევარი და გასართობი, წვრილმანებში დაფლული
მთავარის პოვნას მიადვილებდა, ფიქრთა ნისლიდან მკაფიო სურათების გამოტანაში
მშველოდა. დღესაც ღრმად მწამს, რომ ვარსკელავთა სამყარო მიწიერ საქმეებზე
გაცილებით მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე ჩვენ გვგონია.
ჩემი აგარაკის აივანი, თითქოს განზრახ, ისეა განლაგებული, რომ სარწეველაში
მოკალათებულს კაბადონის თვალიერების სურვილი უნებლიეთ გეწვევა. სანამ მე
შევიძენდი, აგარაკმა ორი მფლობელი გამოიცვალა. რამდენადაც ვიცი, ვერც ისინი
სძლევდნენ ცის ციმციმით ტკბობის მოთხოვნილებას და ზაფხულის საღამოებს აივანზე,
მყუდრო მარტოობაში ატარებდნენ. აგარაკის ახლანდელი მფლობელებისთვისაც
მომიკრავს თვალი – ცას აჰყურებენ ხოლმე, როცა აივანზე მარტონი არიან.
ათას ცხრაას ცხრა წლის მაისი თავდებოდა. აივანზე ვიჯექი. ღამის ათ საათს მიტანებული
იყო, მალე სავახშმოდ შესვლას ვაპირებდი. ეტლის ხმაური გავიგონე. მარტოხელა,
სამსახურიდან გადამდგარი კაცი ვიყავი, სტუმარი შედარებით იშვიათად მყავდა, თუ
სანდრო კარიძეს არ მივიღებთ მხედველობაში, და გამიკვირდა, რომ ეტლი სწორედ ჩემს
ჭიშკართან გაჩერდა. მსახური სტუმარს გაეგება და უმალ მაცნობა, – პოლკოვნიკი მუშნი
ზარანდია ბოდიშს იხდის წინასწარ გაუფრთხილებლად სტუმრობისთვისო.
ძალიან გამიხარდვ და სრულიად არ გამკვირვებია მისი მოსვლა. არ გამკვირვებია იმიტომ,
რომ მუშნი ზარანდია ბუნებით გულწრფელ და კეთილისმსურველ ადამიანად მიმაჩნდა.
კაცის სიკეთეს სამუდამოდ იხსომებდა, თუ ვინმე მოეწონებოდა, თავის
კეთილგანწყობილებას გულუბრყვილოდ უმჟღავნებდა. გამიხარდა იმიტომ, რომ ჩემი
მაშინდელი მდგომარეობის კაცთან მუშნი ზარანდიას მხოლოდ კეთილი გული
მოიყვანდა, ჩემი იმჟამინდელი ცხოერების ავ–კარგისადმი ინტერესი – სხვა არაფერი.
ბევრი ვისაუბრეთ. მუშნი ზარანდია საინტერესო თანამოსაუბრე იყო ყოველთვის, მაგრამ
ახლა, ათას ცხრაას ცხრა წელს, იგი უკვე ისეთი მუსნი ზარანდია გახლდათ, როგორსაც,
შეიძლება ითქვას, პირდაღებული ვუსმენდი. ნურავინ იფიქრებს, თითქოს გადამდგარი,
საქმეებს ჩამოშორებული, პროფესიულ ინფორმაციას მოკლებული მოხუცი გენერალი
ვიყავი და ამიტომ საშრობივით ვნთქავდი ყველაფერის მელანს. ეს – თავისთავად. და
მთავარი კი ის არის, რომ ჩემი სტუმარი ერთდროულად იყო ორი სრულიად სხვადასხეა
ბუნების ახალი ამბების ყულაბა: მან იცოდა მთელი მსოფლიოს ყველა პოლიტიკური ჭორი
და ყველა სახელმწიფოს სამთავრობო კულუარების მრავალი საიდუმლო, – ერთი მხრივ,
ხოლო რუსეთის იმპერიის სამეფო კარის სრული, ყოველდღიური ქრონიკა – მეორე მხრივ;
ამაში გასაკვირი არაფერი იყო – მუშნი ზარანდია საგარეო პოლიტიკურ დაზვერვას
ხელმძღვანელობდა, მაგრამ ამგვარ თანამოსაუბრეს ძლიერ იშვიათად მიჰგვრიდა ვინმეს
ღმერთი – ეს ხომ ასეა. იმდროინდელ პეტერბურგში იგი ერთი იმ შვიდ კაცთაგანი იყო,
ვისაც იმპერატორთან პირადი აუდიენციის უფლება პერსონალურად ჰქონდა
მინიჭებული. არ ვიცი, რამდენად სარგებლობდა მუშნი ამით, მაგრამ ცხადია, საჭიროების
შემთხეევაში მისი უდიდებულესობის გაღვიძებასაც კი არ მოერიდებოდა. შევნიშნე კიდევ
ერთი საინტერესო რამ: მუშნი ზარანდია დიდი მოწიწებითა და ღრმა ინტერესით
ლაპარაკობდა უავგუსტესი ოჯახის ყველა წევრზე, მათ ცხოვრებაზე და ნათქვამის
ინტონაციაში მონის თაყვანისცემა იგრძნობოდა. ადვილი შესაძლებელია, რომ სამეფო
კარის მიმართ ამდენად მლიქვნელური დამოკიდებულების ფორმა ჩემი გადადგომის
შემდეგ დამკვიდრდა და უმაღლეს თანამდებობის პირებს სხვა გზა არ ჰქონდათ – უნდა
მიეღოთ და აღესრულებინათ იგი; მაგრამ მუშნი ზარანდია ამას სიამოვნებით სჩადიოდა
და არა მოვალეობის გამო თუ იძულებით. მე ეს მოვლენა მისი ხასიათის არსებით
ცვლილებად მივიჩნიე. არანაკლებ გასაოცარი იყო ჩემთვის ისიც, რომ სახელმწიფო
აპარატის საშუალო რანგის მოხელეთა შორის გავრცელებული ერთი თვისება მუშნი
ზარანდიასაც შესძენოდა: ლაპარაკია იმაზე, რომ სამსახურებრივ დაწინაურებას
მოწყურებული ადამიანები უღრმეს ინტერესს იჩენენ ყოველგვარი გადაადგილებების,
დაქვეითებებისა თუ დაწინაურებების, ან ასეთი მოსალოდნელობების მიმართ.
მნიშვნელობა არა აქვს, ვინ როგორ ფორმებში ამჟღავნებს ამას, ვინ და როგორ ნიღბავს
თავის დამოკიდებულებას. მთავარია, რომ ასეთი ცნობების, ჭორებისა თუ
შესაძლებლობების გადამუშავება უკიდურესი აზარტით, გაცხოველებული
ცნობისმოყვარეობით, სულის აფოფინებით ხდება. ჩემთან სამსახურის პერიოდში მუშნი
ზარანდიასთვის თანამდებობრივი ცხოვრების ეს მხარე არ არსებობდა, მას ამისთვის
არასოდეს ეცალა. ახლა, ვუსმენდი მას და ვხედავდი, როგორ ჩაჰყოლოდა იმ ჩამთრევ
ძალას, რომელიც მისი ინტერესების ჩარჩოებს მიღმა მოქმედებდა. პირადად მის
სამსახურებრივ მდგომარეობაზე რაიმე გავლენას ვერ მოახდენდა და არც იმის თქმა
შეიძლებოდა, რომ იმ ჭორ–ამბავის ცოდნა მუშნი ზარანდიას პროფესიულად
სჭირდებოდა. მომეჩვენა, რომ მამამისის – მაგალი ზარანდიას – წინასწარმეტყველება: –
უმაღლეს თანამდებობაზე კეთილი განზრახეებით გასული ბევრია და
სიკეთეშენარჩუნებული არავინო, – მუშნი ზარანდიას შემთხვევაშიც გამართლდა. იგი
უკვე მკაფიოდ გამოხატული კარისკაცი იყო.
ჩვენი საუბარი თითქმის მიიწურა, როცა გავბედე და თბილისში ჩამოსვლის ნამდვილი
მიზეზი ვკითხე. განმარტების ბურუსში დათა თუთაშხიას სახელმა გაიელვა, მხოლოდ
გაიელვა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო, რომ მეგრძნო – დათა თუთაშხიას საქმეს
ზარანდიასთეის სადღეისოდაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. და აქ გამახსენდა, ერთხელ
სანდრო კარიძემ გაკვრით, ცალი ყბით მითხრა, – დათა თუთაშხია ციხიდან გაქცევის
შემდეგ ცოტ–ცოტა პოლიტიკაშიც ერევაო. გამიელვა, რომ ამგვარ ცნობას მუშნი ზარანდია,
მაღალი თანამდებობით გამოწვეული სულიერი ცვლილებების შემდეგ, გულგრილად ვერ
შეხვდებოდა. ჩემი მიხვედრის დამალვას არც ვცდილვარ. პირიქით, ამ აქცენტს გავუსვი
ხაზი და გამოვთქვი გაკვირვება იმით, რომ ზარანდიას საგანგებოდ მოუცლია თუთაშხიას
საქმისთეის, და ეჭვიც, თუ რამდენად გამართლებული იყო დათა თუთაშხიას ესოდენ
დაჟინებული დევნა და ისიც საკუთარი მამიდაშვილის მხრიე.
მუსაიფი გვიან ღამემდე გაგვიგრძელდა, ზარანდია ჩემთან დარჩა. უკვე დაწოლის წინ იყო,
მითხრა:
– ნება მიბოძეთ, თქვენო ბრწყინეალებავ, მიტოვებულ თემას დავუბრუნდები. ჩემი
პროფესიული და სამსახურებრივი რეპუტაცია ვერც შეირყევა და ვერც განმტკიცდება
იმით, თუ სახელდობრ ვინ დაიჭერს დათა თუთაშხიას და დაიჭერენ თუ არა მას
საერთოდ. მაშასადამე, ჩემი მხრივ კარიერისტული განზრახვები მოსალოდნელი არ არის.
– სწორი ბრძანებაა!
... რისთეის განაახლა ეს ლაპარაკი?
– თქვენ მაინც ხომ მოგეხსენებათ, გრაფ, რომ ჩემთვის მთავარია, გონივრულად
წარიმართოს ესა თუ ის საქმე და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ წარმატების
შემთხვევაში დაფნით თავს ვინ დაიმშვენებს.
– რამდენიმე ორდენი ვიცი სხვათა მკერდზე, რომელიც შენ გეკუთვნოდა, მუშნი...
... მაგრამ დათა თუთაშხიას დაჭერა–დაუჭერლობაზე რატომ ამახვილებს ყურადღებას?
– მაშასადამე, თუთაშხიას წინააღმდეგ ჩემი რაიმე მოქმედება არც თავმოყვარეობასა თუ
პატივმოყეარეობას შეეძლო, გამოეწვია. რჩება სადისტური მიდრეკილებები, რაც,
ვიმედოვნებ, ჩემს ხასიათში არასოდეს შეგინიშნავთ.
ზარანდიამ რეაგირება დამაცადა. გავიცინე. მაშინ პოლკოვნიკმა მსჯელობა განაგრძო;
– თქვენო ბრწყინვალებავ, ამ საქმეს სხვა, გაცილებით ზოგადი და ამაღლებული ასპექტიც
გააჩნია. თქვენ ეს, რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ. უნდა გავიმეორო.
– ბრძანეთ ძალიან საინტერესოა!
რაღაცის მიჩქმალვა სურდა!
– მე იმ პრინციპით ვხელმძღვანელობ, რომ ნამდვილმა ადამიანმა ბოროტებას არა მარტო
უნდა სძლიოს, არამედ სიკეთედ უნდა აქციოს იგი!
– რა თქმა უნდა, მუშნი, თუკი ამის შესაძლებლობა გამოჩნდება! – ცხადი და ნათელი იყო,
რომ მან დათა თუთაშხიას უკვე დაუგო რაღაც ჯოჯოხეთური ხაფანგები!
როგორც ერთხელ, ოთხი–ხუთი წლის წინ, ისევ მომეჩვენა, რომ მუშნი ზარანდია
სავარძელში გორგალივით იდო და კისერი ჰქონდა მოღერებული.
დიახ, ხაფანგები, მაგრამ, სახელდობრ, რა ხაფანგები?.. აქ მეხსიერებამ მოულოდნელად
მომაწოდა ერთი დეტალი, რომელიც არც კი მახსოვდა, სად ან ვისგან მქონდა გაგონილი:
ბეჩუნი პერტიამ დათა თუთაშხიას ახალგაზრდობის საყვარელმა, თავის შვილს, სახელად
გუდუს, პატარაობაშივე დაუქირავა რუსულის მასწავლეგელი, ვინმე ბიქტორ სამუშია,
რომელიც შემდგომში ბიჭს ლათინურსაც ასნავლიდა. ამ ბიქტორ სამუშიაზე მითხრეს,
პოლკოვნიკმა კნიაზევმა მუშნი ზარანდიას დავალებით გადმოიბირაო. დათა თუთაშხიას
ხელში ჩაგდების მიზნით სხვადასხვა დროს გადმობირებულთა რაოდენობის აღნუსხვას
საგანგებო ბუღალტერი ესაჭიროებოდა, ხოლო მიღებული შედეგი ნულს უდრიდა და ამ
ცნობას ჩემზე არავითარი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. მიუხედავად ამისა, მომდევნო
შესაძლებლობისთანავე – წინასწარი განზრახვით კი არა, სრულიად უნებლიეთ – ამ
ცნობის შევსება–დაზუსტება მოვინდომე და კიდევ ზოგი რამ გავიგე: გუდუსთვის ტოლ
ბიჭებს რამდენჯერმე უთქვამთ, ნაბიჭვარი ხარო, დათა თუთაშხიას გუში ხარო! გუდუ
მაშინ უკვე თორმეტ–ცამეტი წლის ბიჭი იყო, თავისი ხასიათი ჰქონდა – უსიტყვური,
გულჩათხრობილი და, ჩანს, დედისთვის არაფერი უკითხავს, მაგრამ კარგა ხნის შემდეგ
თავისი მასწავლებლისთვის – ბიქტორ სამუშიასთვის მიუმართავს. მასწავლებელს ასე
აუხსნია. დათა თუთაშხია დაუნდობელი ყაჩაღი და მკვლელია, დედაშენი უყვარს,
თქვენთან მოდის ხოლმე და დედაშენს, მიუხედავად იმისა, რომ სძულს იგი, მის
სტუმრობებზე შიშის გამო ვერაფერი უთქვამს. ნაძირალა თუთაშხია ამით სარგებლობს,
თქვენთან დადის და დედაშენსაც და შენც სახელს გიტეხავთო. დიდი შთაბეჭდილება
ჩემზე არც ამ ტექსტს მოუხდენია. რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას? მეტი–მეტი ის, რომ
დათა თუთაშხიას მოსვლას გუდუ პერტია რაიმე საშუალებით პოლიციას შეატყობინებდა.
ეს იყო და ეს. ასეთი შეტყობინებებით პოლიცმეისტერებს ყურები ჰქონდათ გამოჭედილი,
მაგრამ რა?.. არც მაშინ მწვევია სურვილი, გამეგო და არც ახლა გამაჩნია იმის
გაანალიზების უნარი, თუ ქარიშხალივით რატომ შემომაწყდა მუშნი ზარანდიას მაშინ ჯერ
კიდევ ჩემთვის უცნობი გეგმების ჩაშლის დაუოკებელი წყურვილი. მახსოვს, გუნებაში
ხელებიც კი გადავიფშვნიტე, – ჩემი გამოზრდილი ლეკვი ხარ, მევე მოგივლი–მეთქი,
ბატონო სატანავ! – ეს უკვე გადაწყვეტილება იყო და, გადაწყბეტილებასთან ერთად,
როგორც მთელი სიცოცხლის მანძილზე, ახლაც უკიდურესი სიფრთხილის გრძნობა
ამიმუშავდა: არ შეიძლებოდა ზარტნდიასთვის, თუნდ სრულიად უმნიშვნელო ეჭვის
საბაბის მიცემა! მეორე მხრივ, ხელთ ისეთი არაფერი მქონდა, საიდანაც მოქმედების
დაწყება შემეძლო, მეტი ინფორმაცია მესაჭიროებოდა, მაგრამ კითხვების მიცემა
გამორიცხული იყო – ზარანდია განზრახვას ადვილად მიმიხვდებოდა. მრჩებოდა
მხოლოდ ის, რომ იქნებ თვით სტუმარს ეთქვა ჩემთვის საგულისყურო რამ, საუბრის ეს
ეტაპი თემის შეცვლას მოითხოვდა და ვკითხე:
– ვიაზინს თუ იცნობთ, მუმში, ალექსეი ვიქტოროვიჩს? ხომ არსად შეგხვედრიათ ან ასეთი
გვარისთვის ხომ არ მოგიკრავთ ყური? ამჟამად კაი ორმოცდაათი წლის კაცი უნდა იყოს,
ორმოცდათორმეტისა.
– ვიაზინი?.. ჰმ, ვიაზინი! – ზარანდია დაფიქრდა და მკითხა: – ვინ არის ეგ ვიაზინი?
– ჩემი ერთადერთი დისშვილია. მამა ბავშვობაშივე გარდაეცვალა, დედა – გიმნაზიის
უკანასკნელ კლასში ყოფნისას. მაშინ პარიზში ვცხოვრობდი. გავიწვიე და უმაღლესი
განათლება იქ მიიღო, ზოოლოგი გახლავთ, კერძოდ, ორნითოლოგი, – მუშნი
ზარანდიასთვის ის არ მითქვამს, რომ ვიაზინი ოცდაერთი წლის ასაკიდან ჩვენი
სამსახურის საიდუმლო აგენტი იყო. – ერთობ ცნობილი ორნითოლოგი გახლავთ. თავის
დროზე მთელი ევროპის მუზეუმებს აწვდიდა სხვადასხვა კონტინენტებზე მოპოვებულ
ფრინველების ფიტულებს. ხუთი წელიწადია, მისი აღარაფერი ვიცი. უფრო ახლობელი
ნათესავი სხვა აღარავინ მყავს.
– არა, გრაფ, ეგეთი არავინ შემხვედრია... – ზარანდიამ როიალს შეხედა და მკითხა: – ეს
როიალი პალისანდრის ხისაა?
როიალი პალისანდრისა არ იყო და იმწამსვე მივხვდი, რომ, ჯერ ერთი, ჩემი დისწული
ისევ საიდუმლო სამსახურშია, და მეორე ის, რომ ამჟამად იგი არგენტინაში ან
ბრაზილიაშია – პალისანდრის ხე მხოლოდ იქ იზრდება. არა–მეთქი, ხელი გავიქნიე და
ახლა, როგორ მეკითხა, – ხომ არ დაცოშვილდა ამ ხუთი წლის მანძილზე–მეთქი?..
– შარშან, გრაფ... ამას წინათ, ენისეიზე მომიხდა ყოფნა. გრანდიოზულია, საოცრებაა და,
წარმოიდგინეთ, იმ უმდიდრეს ადგილებში, ას კვადრატულ ვერსზე ერთი მოსახლე
მოდის!
აჰა! დამიზუსტა, ამჟამად ბრაზილიაშია – დიდი მდინარის ქვეყანაში, ჯერაც მარტოხელაა
– ერთი მოსახლეო, და ეს ცნობები ახალია, – შარშან კი არა ამას წინათო! დღემდე არ
მესმის, რა პროფესიულმა, თანამდებობრივმა ან სხვა რამ სპეციფიკურმა პირობებმა
გამოუმუშავეს, და, ამასთან, ესოდენ მოკლე ხანში, ლაპარაკის ზემომოყვანილი მეთოდი,
საერთოდ რაში სჭირდებოდა იგი და კერძოდ, ჩემთან ურთიერთობაში, მაგრამ ფაქტია,
რომ ასე ლაპარაკობდა.
უწინ თუ იგი ჩემთანაც კი ლაპარაკობდა მხოლოდ იმას, რის თქმაც საქმისთვის იყო
საჭირო (და არა, ვთქვათ, იმას, რის თქმაც შეიძლებოდა, ან მით უმეტეს – რის თქმითაც
დაშავდებოდა) ახლა ლაპარაკობდა ბევრს, დაუზარებლად, თითქოს ყველაფერს და,
ამასთან ერთად, არაფერს ლაპარაკობდა – რა თქმა უნდა, პროფესიის ნიუანსებში ღრმად
ჩაუხედავი მსმენელის გულისყურისთვის არაფერს. სხვა სიტყვებით, ის, რის თქმაც მას
სურდა, ნათქვამის ქვეტექსტში უნდა მეძებნა.
ვიაზინზე საუბარი ამოიწურა. ვატყობდი, ზარანდიას საღერღელი ჰქონდა აშლილი,
რაღაცის თქმა სწყუროდა და ეს სალაპარაკო დათა თუთაშხიას სფეროს განეკუთვნებოდა.
ქვეცნობიერება ასე მკარნახობდა და არც მოვტყუებულვარ. მე მისთვის საშუალება უნდა
მიმეცა, სასურველ თემას მიახლოებოდა...
– როგორ გგონია, მუშნი, ეგ თანამდებობა უმაღლესია შენთვის თუ უფრო დიდი
სიმაღლეების პერსპექტივაც გაქვს? – ვკითხე და კიდევ ერთხელ გამიელვა, რომ ამ კაცს
ერთობ ხანგრძლივი ურთიერთობის მანძილზე ხან “თქვენობით” მივმართავდი, ხან
“შენობით” და ამ მოვლენის არც კრიტერიუმისა გამეგებოდა რამე და არც მიზეზისა.
ზარანდია პატარა ხანს ჩუმად იყო, ფიქრობდა და მერე მითხრა:
– ჩვენი იმპერიის პირობებში, ჩემი წარმოშობისა და ეროვნების კაცისთვის, თანამდებობა,
რომელიც მიჭირავს – უმაღლესია. მიუხედავად ამისა, ეხლაც დარწმუნებული ვარ, რომ
შრომა და ერთგულება, ბოლოს და ბოლოს, ყველა დაბრკოლებას გადალახავდა...
სიმართლეს გეტყვით, ასეც ვაპირებდი...
სტუმარი დადუმდა.
– გადაიფიქრე?..
– ამას წინათ, გრაფ, შუვალოვების დიდი გვარის საძვალე ვნახე, – მითხრა ზარანდიამ
პატარა ხნის ფიქრის შემდეგ. – გადათელილი, უპატრონო სამარეები. სევდიანი
სანახაობაა!.. აი, თუნდაც... სტეპან ივანოვიჩ შეშკოვსკისთანა დიდოსტატი, მისი
პროფესიული ტალანტის მეორე მოღვაწე რუსეთის იმპერიაში ბოლო სამასი წლის
მანძილზე გეგულებათ ვინმე? იგი სიცოცხლეშივე სძულდა ყველას და არც სიკედილის
შემდეგ მოჰკლებია აუგი. დღეს მისი საფლავიც კი აღარ არსებობს, ყველამ დაივიწყა და
თუ როდისმე ახსენებენ – მხოლოდ, როგორც ვერაგობის უმაღლესობასა და სატანას. მე
ვერასოდეს შევძლებდი ტახტისთვის იმდენი სამსახურის გაწევას, რამდენიც შეშკოვსკიმ
შესძლო... ჩვენს შემდეგ, თქვენო ბრწყინვალებავ, ისეთი არაფერი რჩება, რაც მომავალ
თაობებს მაგალითად გამოადგებოდეს.
– ჩვენს შემდეგ, ბატონო ზარანდია, პირუთvვნელი სამსახური და სახელმწიფო, ანუ
უმაღლესი სიკეთე რჩება! სახელის უკვდავება კი გმირის ხვედრია...
– ჰმ, გმირებისა და არა მათი, ვინც გმირის სახელს ქმნის, არა? – სიტყვა ჩამომართვა
ზარანდიამ.
– რას გულისხმობთ?
– იმას, რომ თვით ქრისტესგანაც კი არაფერი დარჩებოდა, იუდას იგი ოცდაათ ვერცხლად
რომ არ გაეყიდა. ქრისტეს ტრაგიკულმა აღსასრულმა მის უკვდავებასა და აღიარებას
უდიდესი სამსახური გაუწია. ეს იუდას შეგნებული საქციელი იყო – წინასწარ
განზრახული, საჭირო შედეგის მისაღებად აღსრულებული საქმე. მე ეს მტკიცედ
ვირწმუნე.
– შეშკოვსკის, როგორც ჩანს, ეგ მტკიცე რწმენა არ გააჩნდა, თორემ პუგაჩოვსა და
რადიშჩევს ჯერ ოცდაათ ვერცხლად გაჰყიდდა და მერეღა გამოიძიებდა მათ საქმეებს! –
დღესაც არ ვიცი, შევძელი თუ არა აღშფოთება დამემალა.
მუშნი ზარანდიამ მშვიდად შემომხედა და ისე გადაიტანა საუბარი სხვა თეშაზე, როგორც
ამას მხოლოდ ფანატიკოსი გააკეთებდა.
მეორე დღეს, გავისტუმრე თუ არა ზარანდია, მსახური შიომღვიმეში სანდრო კარიძესთან
ვაფრინე. დაუყოვნებლივ მოვიდა. ერთად შევუდექით იმის მოფიქრებას, თუ რა ზომები
უნდა მიგვეღო, – უპირველეს ყოვლისა, დათა თუთაშხიას გასაფრთხილებლად და მერე
ზარანდიას გეგმის გასაგებად და ჩასაშლელად. ამ საუბარში აღმოვაჩინე, რომ მუშნი
ზარანდიამ ჩემთან განგებ, მხოლოდ მისთვის ცნობილი მიზნით თქვა ის, რაც თქვა. ან
სხვაგვარად როგორ უნდა მეფიქრა, როცა ჩემი დისწულის ამბავი და ადგილსამყოფელი
პალისანდრებით, ენისეიებით, ას კვადრატულ ვერსზე ერთადერთი მცხოვრებით მაცნობა
და დათა თუთაშხიას “ბოროტი” საქმეების “სიკეთედ” ქცევის განზრახვა კი პირდაპირ
მომახსენა? რა იყო ეს , გამოწვევა, შებმის სურვილი? ვთქვათ, მე ღირსეულთა რიცხვიდან,
ერთადერთი კაცი ვიყავი, ვისი ჯობნა და დამარცხება მან ან ვერასოდეს შესძლო, ან
არასოდეს მოინდომა და ახლა, თავის უთვალავი გამარჯვების რუკაზე ამ თეთრი ლაქის
შევსების ჭია შეუჩნდა? ვთქვათ–მეთქი, მაგრამ საიდან უნდა სცოდნოდა, რომ მე დათა
თუთაშხიას გადარჩენის სურვილი აღმეძვრებოდა და გამოწვევას მივიღებდი?..
ხანგრძლივი თათბირისა და განსჯის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სანდრო კარიძე დათა
თუთაშხიას სანახავად დასავლეთ საქართველოში გადავიდოდა და აცნობებდა, რომ ახალი
საშიშროება მოელის, მაგრამ მუშნი ზარანდია არ უნდა ხსენებულიყო. ცნობა ჩემი
სახელით იქნებოდა მიწოდებული. მე კი თბილისში ზარანდიას განზრახვებში უნდა
ჩამეხედა.
ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული ნაბიჯი, საკუთარი სურვილით გაკეთებული საქმე იმის
წინააღმდეგ, რასაც მთელი სიცოცხლის მანძილზე წარმოვადგენდი.
ვასო გოდერძიშვილი
– მეგონა რომელია! ძობა იმის კაცი არ იყო ეთქვა და არ გაეკეთებინა. განა ერთხელ და
ორჯერ უთქვამს, – საცა შემხვდება, იქ მოვკლავო. ნასწავლი კაცის ნახვა და თავისი
დაობლების მოგონება ერთი იყო. ჯერ იმას მიამბობდა ხოლმე, ყაჩაღებმა ოჯახი როგორ
დაურბიეს. მერე იმას იტყოდა, – ეს ამბავი არ დაგვმართოდა, მამაჩემი ქუთაისში გაგზავნას
მიპირებდა, გიმნაზიაში უნდა მესწავლა, ეხლა ნამდვილი მხატვარი ვიქნებოდიო. ხატვა
ძალიან უყვარდა, ეხერხებოდა კიდეც, ჩემზე უკეთ ეხერხებოდა. ეხლა მხატვარი
ვიქნებოდიო, ამას იტყოდა, ცოტა ხნით გაინაბებოდა, თვალებში სისხლი მოაწვებოდა და
ბოღმით ჩაილაპარაკებდა ხოლმე:
– ტყის კაცია, სად უნდა ვნახო! – ამის თქმაზე კბილების დაკრაჭუნება იცოდა.
განა არ გამეგებოდა, ვისა გულისხმობდა, მაგრამ მაინც ვეკითხებოდი:
– ვინა, კაცო?. .!
– რამდენჯერ მაქვს ნათქვამი... ერთი გასული კაცია – დათა თუთაშხია.
თურმე, ის თუთაშხია ძობას მამის დუქანში იმ ამბავს შესწრებია და ხელი დაუბანია, –
არავისი არა ვიცი რაო. ძობასთვის ყური დაგეგდო, – თუთაშხიას მაშინ ორი სიტყვა ეთქვა,
ყაჩაღები დაშოშმინდებოდნენ და არაფერიც არ მოხდებოდაო. არა, თუთაშხიას სახელი
დიდი ჰქონდა დავარდნილი, მაგრამ იქ როგორ იყო და როგორ არ იყო – ამისი რა გითხრა.
ერთი სიტყვით, ძობა თავისი მამისა და დის სიკვდილში ბრალს უფრო თუთაშხიასა
სდებდა, ვიდრე იმ ყაჩაღებს. ესეც არაფერი, თავად მხატვარი აღარ გამოვიდა და ამასაც
თუთაშხიას აბრალებდა. ძობას გულის ჯავრი ეს უფრო იყო. სულ იმის ნატვრა ჰქონდა, –
ნეტავი სადმე შემახვედრა და მე ვიცოდე და იმანაო. თითქოს ჭკუათმყოფელი კაცი იყო და,
– მხატვარი არ გამოვედიო, გიჟივითა ჰქონდა აჩემებული.
შენ ამბობ, ძობა, რახან გამდგარი კაცი იყო, მკვლელობას არ იკისრებდაო. მაშ, კოლა
ქათამაძე თუ გამდგარი ქურდი იყო და არავისთან საქმეს არ იჭერდა – რა, დიაკვნად
დადგა თუ მეარღნეობა დაიწყო?! ყველანაირ საქმეს ეწეოდა. დაგავიწყდა?.. არა, რა მალ–
მალ გეკითხები, – დაგავიწყდა–მეთქი? სხვა რა გახსოვს, რომ ეს გახსოვდეს... ესეც იქით
იყოს, ძობასთანა ჯიბრიანი და თავისნათქვამი ქვეყანაზე მეორე აღარ შემხვედრია... ბაქოში
ეკატარინკები მოვჭერით და იმ საქმეზე დაგვიჭირეს. ძობა პირველი დღიდანვე მოსდგა,
სულ ის იძახა, მე მარტო საღებავები ვიშოვნე, შევაზავე, დავბეჭდე და სხვა არაფერი მიქნია,
ბრალი არაფერში მიდევს, უნდა გამიშვათო. არა, მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა, ყალბი
ფულის მოჭრა სხვაც კიდევ რამეა?.. მანიფესტმა გვიშველა... თორემა... მერე და, მე შენ
გეტყვი, ხელი აუკანკალდებოდა. ძობას, თავის დროზე, კაცის მოკვლაში და ბატკნის
დაკვლაში, ორთავეში ერთნაირი გული ჰქონდა – დაუნდობელი იყო... ჩვენთან ერთად
ერთი განჯელი კაცი მოჰყავდათ. იმ განჯელმა კაცმა რაღაცა მაწყენინა, – მე მაწყენინა, განა
ძობას, – ეხლა რიგიანად აღარ მახსოვს, რა იყო. ასტრახანში ზღვით მიგვიყვანეს.
ნავსადგურს მივადექით. ხომალდიდან ბოგირი გადააგდეს, მტკაველის სიგანე სქელი
ფიცარი იყო. გადავდიოდით. ძობამ მიიხედ–მოიხედა, განჯელ კაცს წიხლი ჰკრა და
წყალში გადაუშვა; ბორკილები ედო რაღას ამოყვინთავდა! დაიხრჩო. ჟანდარმებმა
იფიქრეს, – ან უცაბედად გადავარდა, ან თავი განზრახ დაიხრჩოო. ძობას იმ კაცის მოკვლა
ხახვივით შერჩა. იღბალი კიდევ ცალკე ჰქოზდა; იღბალია, მაშ, რა არის – გამიგონე, რა
გითხრა: კატორღაში კლდეს ვანგრევდით. ზეინკალი გვყავდა – ისიც კატორღელი. ძობა იმ
ზეინკალს მუშად მიუყენეს, – მიეშველეო. სამი თუ ოთხი დღე გავიდა, სალესავი ჩარხი
გაფუჭდა. რაღაც იყო მოსაშვები და ზეინკალმა ვერ მოუშვა, ის ხელსაწყო ზედ არა ჰქონდა,
რომელიც საჭირო იყო, მოსატანად წავიდა. ძობა დარჩა, გაზი აიღო, ქანჩის მოშვება სცადა.
ზეინკალი დაბრუნდა. ხედავს, ძობა ჩარხს უჩხიკინებს. არ ვიცი, რატომა და გული
მოუვიდა: ძობას გაზი გამოსტაცა, ხელში დიდი ჩაქუჩი მისცა და ასე უთხრა, – აბა, გაზი რა
შენი საქმეა, შენი ჭკუა ჩაქუჩს იქით ვერაფერს გასწვდებაო. ძობამ არც აცია, არც აცხელა,
ასწია და ის ვეება ჩაქუჩი კეფაში ჩაჰკრა, – აჰა, თუ არ გასწვდაო! ზეინკალი ფეხზევე
მოკვდა და მერეღა წიქცა. ამ დროხ იყო, პატრუქებისთვის ცეცხლი მიეცათ დაიძახეს, –
მიეფარენითო! მივიმალ–მოვიმალეთ. ლაღუმებმა დაიგრიალეს. აფეთქეპა მორჩა.
მივედით, ვნახეთ: ზეინკალი ლოდებში იყო ჩამარხული. ესეც შერჩა ძობას და სხვაც ბევრი
რამ. იღბალი ჰქონდა. რა ან გასდიოდა, სველ საქმეებს არც ერიდებოდა: “ბავშვსა ჰკითხეს,
რა გატირებსო? გამიდის და ვტირიო”. შენ კიდევ იმას მეუბნები, გამდგარი კაცი სველ
საქმეზე არ წავიდოდაო.
ეს ყველაფერი იქით იყოს. რომელი წელი იყო, ეხლა საიდანღა მეხსომება... აი, საქულა–
მჭედელმა რიყეში ორი დუქანი რომ გააღო? – ორთავე ერთ გაყოლებაზე... არ მახსოვსო?.. –
მოიცა, ერთ რამეს გეტყვი – მოგაგონდება. დუქნები ერთმანეთზე, ესე, ას, ას ოც ნაბიჯზე
იქნებოდა. საქულამ აბრები კედელზე კი არ ააკვრევინა – ქეაფენილის გარდიგარდმო
გადმოაშვერინა. აბრაზე ერთი მხრიდან ეწერა.. “კუზნეც–საქულ ზდეეს???”, მეორედან:
“ზდეს!!!”. სიტყვაზე, მუხრანის ხიდის მხრიდან მოდიხარ, პირველი დუქნის აბრაზე
წაიკითხავ: “კუზნეც–საქულ ზდეეს???”. გაივლი და მეორე დუქნის თავზე – “ზდეს!!!”.
გინდა მეტეხის მხრიდან წამოსულიყავი, მაინც ისევ ისე წაიკითხავდი. არ გაგონდება?..
აბა, რა ვქნა, ყური მიგდე. მეტეხისკენ რომელი დუქანიც იყო, იმაში ქვრივი გოგო
მუშაობდა, მზარეულს ეხმარებოდა, მაროს ეძახდნენ. ეეეჰ, ეშხიანი, ლამაზი ქვრივი იყო! –
იმ მაროსა ვყვარობდი და საღამოობით, თუ ამფსონებს არსად გადავყვებოდი, ერთთავად
იმ დუქანში ვიჯექი. მე იქ დროს ვატარებდი და ძობა სადღა ჯანდაბას იქნებოდა,
გადაბმული ძმაკაცები ვიყავით. არა, ხელობასაც ერთს მივდევდით – ვმხატვრობდით.
სამხატვრო საქმე არ იშოვნებოდა – ვკალატოზობდით. ერთხელაც, გაზაფხული დგას. მე
და ძობა იმ დუქანში ვსხედვართ. საღამო ხანია. მგონი, რომ ცხრაას შვიდი ან ცხრაას რვა
წელი იყო. ვსვამთ, პურსა ვჭამთ, დროს ვატარებთ. მედუდუკეები უკრავენ, ცოლაკა
მღერის. მაგარი მომღერალი იყო. იმის სიმღერისთვის საიდან რა ხალხი არ მოდიოდა...
იმას ვამბობდი, ბლომად მუშტარია, ერთი მაგიდაღაა ცარიელი, ჩვენს გვერდზე რომელიცა
დგას – ისა.
კარებში შუატანისაზე მაღალი კაცი გამოჩნდა. კარგა რიგიანად ეცვა. იდგა, იქაურობას
ათვალიერებდა. მერე გამოსწია და ამ ერთ თავისუფალ მაგიდას მიუჯდა. შევხედე და
ვიცანი: სანამ შემოვიდოდა დუქნის გასწვრივ რამდენჯერმე აიარ–ჩაიარა. თეალი მაშინ
მოვკარი და დამახსომდა. აქეთ მოვიხედე – ძობა იმ კაცს ისეთნაირად შესცქერის, მაშინვე
ტანმა მიგრძნო, რამე დავიდარაბა უნდა ატეხილიყო. ამ დროს იმ კაცმაც გამოიხედა, ძობას
შეეყარა. ისე მომეჩვენა, რომ შეკრთა, მაგრამ ბევრი არაფერი შესტყობია და რაც შეეტყო,
იმასაც მალე მოერია. ეგ იყო და ეგა, სხვაში არაფერში გაყიდულა.
მერე სხვაგან გაიხედა, კიდევ სხვაგან გაიხედა და მსახურს ხელი დაუქნია, – მოდი,
მომხედეო.
– რას მიაცივდი, მაგისი გალიბანდი მოგეწონა თუ ჩოხის თარგი?!
ძობამ ჩანგალი აიღო, ხელში ატრიალებს, ფიქრობს, თან თავისთვის რაღაცას ლაპარაკობს,
მაგრამ ვერ მეყურება. – ძობას ვეუბნები:
– რასა ბუტბუტებ, კაცო, გამაგებინე, რაღა! – გუმანით უკვე ვიცოდი, აღაცნაირად იყო
საქმე.
ძობამ იმ კაცს კიდევ ერთხელ გადახედა და მითხრა:
– ის არის!
– ვინ ისა?
ჩურჩულით თქვა:
– დათა თუთაშხია! – კარგა კი ვეღარა ვცნობ, მაგრამ ჩემმა მზემ, ის არის!
ერთხელ სიზმარი ვნახე, ვითომ თავზე ათუხთუხებული სამოვარი დამაცალეს.
გაფუფქულ ვარიასავითა ვარ, მდუღარე წყალი კისერში, გულმკერდში წურწურით ჩამდის
და ვერკი გავნძრეულვარ – სწორედ ისეთი რამე დამემართა. ეხლა რათა: რათა და, როცა
ამდენი წელიწადი ძველბიჭობაზე და მამაძაღლობაზე ხელი გაქვს აღებული, ლუკმაპურს
ხელობითა შოულობ, ცხოვრებას როგორღაც მიათრევ და უცბად ციხის სიმყრალე ცხვირში
გეცეშა – უეჭველია, ფინთად გახდები! ჩემგან ძობას ღალატი არ იქნებოდა; ამდენი წლის
ძმაკაცობას სანეხვეზე ვერ გადავაგდებდი, ყველაფერში მხარი უნდა ამება. ეს შემოსული
კაცი თუ მართლა თუთაშხია იყო, ძობა არ დაიშლიდა – ან ერთი მოკვდებოდა, ან მეორე...
ყურებში ბორკილის ჟღარუნი გამიდის, თან იმასა ვფიქრობ: რა ვქნა და როგორ მოვიქცე,
როშ ეს შარი ძობასაც ასცდეს და მეცა–მეთქი.
– სულ იმას ამბობდი, გინდა მოხარშული მაჩვენონ, მაინც ვიცნობო...
– ეგრე მეგონა – რამდენი ხანი გავიდა, მიმავიწყდა... კაცო, პატარა ბიჭი ვიყაეი. ვაჰ, ის არის
თუ არა?! ის არის – რა!
– რაც შენ ჩემთვის გიამბნია – ეს ის კაცი არ უნდა იყოს. ერთი ნახე ალშვანგის ნოქარსა
ჰგავს! – ესე ვთქვი, მაგრამ ერთი მე ვიყავი მირზოევის პრიკაშჩიკი და მეორე ის –
ალშვანგის ნოქარი.
– დათა თუთაშხია ცხენის და მაუზერის კაცია... ამ ქალაქურ სამიკიტნოში რა საქმე უნდა
ჰქონდეს?! ნახე, თავი რანაირად უჭირავს, მართლა ქალაქელი გეგონება. არადა, ის არის! –
მოიცა, შენ ეს კაცი ან აქ, ან სხეაგან სადმე, გინახავს?
კინაღამ ვთქვი, მინახავს რომელია, ბაზრის ძაღლივით ერთთავად აქა გდია–მეთქი!
– არ მინახავს.
ძობა ადგა, სიკა–მიკიტანთან მიეიდა დაბრუნდა და მითხრა:
– ამბობს, ამ დუქანში მაგისი შემოსვლა ეს პირველიაო.
უნდა გენახა, რანაირი გაფაციცებული იყო ძობა. მონადირე არა ვარ, არც ძაღლებისა
გამეგება რამე, მაგრამ კვალზე დამდგარი მეძებარი მინახავს და ძობაც სწორედ ისე იყო.
სკამზე ვეღარ ისვენებდა, ბორგავდა, ხან იმას ამობდა, – ეხლა თუ წამივიდა, ვეღარასოდეს
შევხვდებიო, ხან იმას, – ვნახოთ და, ის არ იყოსო!.. მე ჩემი სადარდებელი მქონდა:
დამეშალა ნუ იზამ–მეთქი?.. გამინაპირებდა, უჩემოდ რასა და როგორ მოიმოქმედებდა –
სასამართლოზეღა გავიგებდი. ძაან ცუდ დღეში ჩავვარდი, რომ მეტი აღარ იქნება. ისე
ვიყავი, ვითომ თავში წისქვილი მედგა – ხან რასა ვფიქრობდი, ხან – რას. აზრმა გამიელვა,
ავდგები და ძობას ვეტყვი – ნეტავი შენა, ზიხარ, ლამის დამაღი ჩამოგივიდეს, ის არის თუ
არაო? მიდი და ჰკითხე, რამეს ხომ გეტყვის? რასაც გეტყვის, იმაზე შეეტყობა ყველაფერი–
მეთქი. გულში რა მქონდა: თუ ეს კაცი მართლა თუთაშხია იყო, მაშინ უეჭველში
იმალებოდა და თავის ვინაობას ცოცხალი თავით არ იტყოდა – ეს ერთი. მეორე ისა, რომ
ძობასაგანაც გაგონილი მქონდა, – თუთაშხია დიდი ეშმაკი კაციაო, და ძობას თქმაც არ იყო
საჭირო, ზედვე ეტყობოდა, რა ხილიც იყო – ისეთებისას აუბ–დაუბამდა, რაშიაც
მოინდომებდა, იმაში დაარწმუნებდა. კინაღამ გავბრიყვდი და ვუთხარი, – მიდი–მეთქი...
კაცი როცა შეწუხებულია, ათას რამეში შეცდება. ნახე: ძობამ ეჭვი საიდან აიღო, ეს კაცი
თუთაშხია არისო? გარეგნობით იცნო, არა? გამოლაპარაკებოდა – შეიძლება, ცოტათი
ხმითაც ეცნო...
სანამ ამ გაწამაწიაში ვიყავი, დუქანში ახვრები შემოვიდნენ. სამნი იყვნენ... ვაჰ! კარგია,
ქვეყანა იმათ არ დარჩათ. დაიღუპებოდა!.. ისეთი ხალხი იყო, რაც მამა–პაპას ათასი
წელიწადი უშენებია – სამ დღეში დაანგრევდნენ. “დედა ნახე, მამა ნახე – შვილი ისე
გამონახეო”. ჩარჩებმა, ქორვაჭრებმა ფულები იშოვნეს, ბეზმენები და არშინები გადაყარეს,
ვითომ კაცები გახდნენ. თავის ლეკვებს გუვერნანტები და ბონები დაუქირავეს. აქეთ –
სწავლა, იქით – პიანინო! ადამიანობა ვიღამ ასწავლოს – ბონამ, დედ–მამამ? ჯერ ერთი, არც
ესმით, რომ კაცობა ცალკე სასწავლებელია. მეორე – ეგეთ დედ–მამას ადამიანური
თავისთვის რა აქეს, შვილს რა უნდა შესძინოს?.. თხუთმეტი, თექვსმეტი წლისანი ქუჩაში
გამოდიოდნენ, მარაქაში ერეოდნენ – დაბადებით როგორი ჯიშიცა ჰქონდათ, იმნაირ
საქმესა და საქციელს როგორა ხვეტავდნენ, იცი? აი, როგორც ხარაზმა თავისი დაზგიდან
ანდამატით ლურსმნები ახვეტოს – ისე. განა კარგსა სწავლობდნენ? რაც რამე ფინთია –
იმასა სწავლობდნენ. ეს იმიტომა, რომ ცუდი სისხლისანი იყვნენ. რიგიანი კაცის შვილი,
სიტყვაზე, ხელოსანი კაცისა, თავისი ალალი შრომით პურის მჭამელი კაცისა, რაღა თქმა
უნდა, რომ რაც კარგია, იმას აიღებს, ცუდს არ წაეკარება – სისხლი აქვს ეგეთი... როგორები
იყვნენ, ასეთებისთვის არც კანონი იყო, არც სამართალი. უმწეოსა ნახავდნენ – გაგიხარია,
არაფრისთვის აწყენინებდნენ, წიხლით ჩათელავდნენ. მჯობი გამოუჩნდებოდათ ან თუ
თავისი უხეირობით კანონში გაეხვეოდნენ – მამები იქ არა ჰყავდათ? ფული აკლდათ თუ
გავლენა და ნაცნობობა!.. ხედავ – მოდის, მოიტყლარჭება, გინდა ასი წლისა იყავი, ერთი
გოჯით არ გაგეცლება. ეეჰ, ღმერთს ვენაცვალე ერთი დრო არავის შეარჩინა!
როგორც არი!.. იმას ვამბობდი, – სამი ახვარი შემოვიდა–მეთქი. დგანან გაფხორილები,
ადგილს დაეძებენ და ადგილი კი არ არის. თითო ისეთი დედას ბიჭია, შეაყენო –
სამოცდაათი, ოთხმოცი თუმნისა მარტო ტანსაცმელი ჩამოვა. ჯიბეშიც კიდევ სხვა იქნება.
ეხლა, ახვრები რისთვის მოვიდნენ? სადღაც ჩაუცეცხლიათ და ცოლაკას სიმღერისთვის
არიან მოსულები და ვერკი სხდებიან. ეს ამბავია, ტაშიკოლა შემოვიდა, ახვარს ხელი
გაუშვირა, მოწყალება სთხოვა. ახვარმა ჯიბიდან რაღაც ამოიღო, ხელში ჩასჩარა, მოუჭირა,
მუჭას არ ახსნევინებს. ტაშიკოლა ყვირის, ახვრები სიცილით იხოცებიან. მთელი დუქანი
იმათ მაიმუნობას შესცქერის: ზოგი იცინის, ზოგს ვერ გაუგია, საქმე როგორ არის.
ტაშიკოლამ გოლოს ახვარს ხელი ძალისძალად გამოსტაცა, დაიქნია, ვითომ დაფუფჩული
ჰქონდა და იატაკზე პატარა ბაყაყმა მოადინა ტყაპანი... ძობა ისეთია, დანა დაარტყა –
წვეთი სისხლი არ გამოუვა, ამნაირი რამეები ეჯავრებოდა... ძობას კაციც ამ ამბავს
შეჰყურებს, არც იცინის, სახეზე არც ის ეტყობა, რომ სწყინდეს რამე. საცოდავ ტაშიკოლას
პირი დაუღია და თვალებს აქეთ–იქით აცეცებს. მაშ, სხვას რას იზამს!.. აი, ეგეთები იყვნენ
ახვრები: საცა საწყალსა და უმწეოს ნახავდნენ, იმათი მხიარულება და დროს ტარებაც იქ
იყო. მაგათი პატრონის დედაც... მეორე ახვარმა ტაშიკოლას კაპიკიანი მისცა, მესამემ
პაპიროსი ამოიღო, პირში ჩაუდო, მოაკიდებინა კიდეც. ტაშიკოლამ გაიხარა – პაპიროსი
მდიდრების რამე იყო, ძვირი ღირდა, მადლობა თქვა, ახვრებს გაეცალა და სხვა მაგიდებს
დაუარა. ცოტა ხანში ძოგას კაცთანაც მივიდა. ამან სკამი გამოუწია, დასვა, საჭმელი
მისთავაზა, ღვინო დაუსხა. ტაშიკოლამ თავისი პაპიროსი მაგიდის კიდეზე ჩამოდო,
საჭმელ–სასმელს მიაწვა. იქით გავიხედე – ახვრები ძობას კაცსა და ტაშიკოლას ჩუმ-ჩუმად
გაგოჰყურებენ, რაღაცის მოლოდინში არიან. ძობას კაციც გაფაციცებული ჩანდა – ხან
ახვრებს გახედავდა, ხან თვალებს მაგიდაზე დაატარებდა, ჰაერსა ყნოსავდა, თითქოს რამე
იწვოდა და ვერ გაეგო, სუნი საიდან მოდიოდა.
ახვრებში რომელიც უფროსი იყო, იმან შალიკო–მსახური მოიხმო, ყურში რაღაც უთხრა,
თვალით ძობას კაცისკენ მიანიშნა და სამმანეთიანი მისცა. შალიკო–მსახურმა ფული
გამოართვა, თავი დაუქნია, – კარგიო, აქეთ გამოსწია. სანამ შალიკო მივიდოდა, ძობას კაცმა
ტაშიკოლას პაპიროსი ცხვირთან მიიტანა, უსუნა და ახვრებისკენ ჯავრიანი თვალით
გაიხედა.
შალიკო–მსახური მოვიდა, ძობას კაცს უთხრა:
– ბატონო–ჩემო! სტუმრები მობრძანდნენ, ადგილები არ გვაქვს და თქვენს მაგიდას თუ
დაუთმობთ, აგერ, ა, სამ მანეთს გთავაზობენ... ჩემგან ნუ გეწყინებათ ნურაფერი, მსახური
ვარ.
ძობას კაცმა შალიკოს სიტყვებზე ტაშიკოლას მხრჩოლავ პაპიროსს ისევ უსუნა და დინჯად
ჩააქრო. როგორ ჩააქრო, იცი? ჯერ თითებით ცეცხლი გააგდებინა, მერე მაგიდაზე
დაცემული წვეთი იპოვნა, ნამწვავი იმ წვეთს ციმციმად დაადო, დარწმუნდა, ჩაქრაო, და
ჯიბეში ჩაიდო. როცა ამაებს მორჩა, შალიკოსთვის მაშიზღა მოიცალა.
– მარტო რომ ვიყო – სხვაა მაშინ. ორნი ვართ და უნდა დავეკითხო ამ კაცს. წადი, ბიძიკო,
და ცოტა ხანში მოდი ისევ.
მსახურმა ულვაშებში ჩაიცინა:
– ამას რა უნდა კითხოთ, ბატონო, ეს მათხოვარია, ტაშიკოლაა. შაური რომ მისცენ
მუხრანის ხიდამდე კინტოურის ცეკეით მივა!
ახვრებს მოლოდინი ჰქონდათ, წარბშეკრულები იყურებოდნენ.
– წადი, ბიძიკო. მოდი ისევ და გეტყვი მერე, – გაუმეორა ძობას კაცმა და თავის საქმეს
მიჰყვა, შალიკოსთვის ყური აღარ უთხოვეგია.
– აყალმაყალი ატყდეგა, ეს კაცი ხელიდან წამივა, თორემ გინდ თამამშევის შვილები
იყვნენ, ამ ახვრების ოთხში ავოყვანას გაყურებინებდი! – ჩაილაპარაკა ძობამ და
გადააფურთხა.
ტაშიკოლა ჭამა–სმას მორჩა, ხელები გადაიფშენიტა, წასასვლელად მოემზადა. ძობას კაცმა
სათუთუნე მიართვა. მათხოვარმა ნახა, – ჩემი წასვლა არავის ეჩქარებაო, თუთუნი გაახვია,
ფეხი ფეხზე გადაიდო, რიგიანად მოიკალათა და გააბოლა.
ძობას კაცის საქციელი, სიმართლეს ვიტყვი, მომეწონა. ვიჯექი, ვფიქრობდი, – ნეტავი მერე
რას იზამს, რას მოიმოქმედებს–მეთქი...
დუქანში ზახარ კარპოვიჩი შემოვიდა. ზახარ კარპოვიჩი გახსოვს?.. ასლამაზოვი. არ
გახსოვს ელამ კარაპეტას ბიჭი? რანაირ ბეჭედს გინდა, გერბიან ქაღალდს გინდა, რასაც
გინდა, იმას გაგიკეთებდა. მოგაგონდა?.. “ზახარ კარპოვიჩი” , იმისმა მზემ!.. კაცად ვინ
აგდებდა?! ეგრე იმისთვის შეარქვეს, შორიდან დაგენახა – მინისტრი გეგონებოდა: შლაპა,
გალსტუკი, ბუნიკიანი ჯოხი, ფეხზე გამაშები... ახლო ნახავდი, – ყველაფერი დაძენძილ–
გაწყალებული ეცვა, იმის ტანისამოსს მეძველმანე უფასოდ არ წაიღებდა. თავის თავს
ატყუებდა, რაღა. ჰო, შემოვიდა, დუქანი მოათვალიერა, დახლის ბოლოში დადგა.
სამზარეულოს კარი ღია იყო, ვიღაცას ხელი დაუქნია, – გამოდი, საქმე მაქვსო. მარო
გამოვიდა, ჩემი ქალი. ზახარ კარპოვიჩმა ყურში რაღაც უთხრა, მიტრიალდა და დუქნიდან
გავიდა. მე ეს საქმე არ გამკვირვებია – ჩემი მარო და ზახარ კარპოვიჩი კარის მეზობლები
იყვნენ, მაგრამ ძობას კაცმა იმათ ჩურჩულს ისეთნაირი თვალი ესროლა... უნდა გენახა,
როგორი.
– ჰა, ძობაჯან, რა კამბეჩივით იბღვირები, განა რა მოხდა? – ისე ვეუბნები, რომ
გავამხიარულო და თანაც გუმანი გავუგო. – რასა ფიქრობ, რაზე მოგიწყენია!
– რასა ვფიქრობ? რასა და, ნახე, მარჯვენა ჯიბეში რევოლვერი უდევს. მე რით მივიდე?..
ცარიელა ხელებით მივიდე?!
ცივმა ოფლმა დამასხა. ეს ნათქვამი იმნაირი იყო – ძობა თავის სიტყვას აღარ გადაუხვევდა,
თუნდ ეს კაცი თუთაშხია კი არა, გაბრიელ მთავარანგელოზი ყოფილიყო. როცა კაცთან
მთელი სიცოცხლე და ათას რამეებში ერთად ხარ, ერთ სიტყვაზე იმისი ყველაფერი
დიაკვანივით იცი. ეგრეა... არუთინოვის შვილში გიორგა მათიაშვილმა და ბიჭებმა
ოცდაათი ათასი აიღეს და მერე საქმე ისე წავიდა, რომ ყველამ კატორღაში ამოყო თავი.
ძობამ ეჭვი, მეთულუხე ჩიხო იყო, იმაზე აიღო, – ამან გასცაო. ვეუბნები, – ვინ გითხრა,
საიდან იცი, მაგისი გაცემულები არიან, თუ სხვისი, და რას ერჩი, რათ უნდა მოკლა–მეთქი.
ძაღლად ვინ ჩამაგდო, ვისი ტიკი–ტომარა ვიყავი. ორი წელიწადი იმ საქმეს უტრიალა და
ერთხელაც გამომიცხადა, – ნაღდად ვიცი, ის ბიჭები მაგისი ჩაყრილები არიანო. ეხლა,
როგორ გითხრა, რანაირად ვეხვეწე, ააგდო ქვა და შეუშვირა თავი, – მაგნაირი კაცის
სიცოცხლე არ იქნებაო. იპოვნეს მეთულუხე ჩიხო თავგაჩეხილი. ძობას ვერაფერიც ვერ
გაუგეს. ესეთ საქმეებში ბედი ჰქონდა–მეთქი, აკი გითხარი. ის მეთულუხე ჩიხო იყო, ავი
საქმე სხვას გაუკეთა. ჩვენ გვერდით კაცი იჯდა, იმ კაცის ნახვას ძოვა მთელი სიცოცხლე
ნატრობდა, თავისი ოჯახის ამომგდებად მიაჩნდა და გაუშვებდა? არ გაუშვებდა და, ბედი
ისეთი რამეა, დღეს გაგიცინებს. ხეალე?..
– რანაირი გულღვარძლიანი კაცი ხარ, ძობა! – სხვა რა უნდა მეთქვა. თავისას მაინც არ
დაიშლიდა, მოსახდენი უნდა მომხდარიყო. ეხლა მარტო იმისი ფიქრი მქონდა, რომ საქმე
სუფთად გაკეთებულიყო.
სამზარეულოდან მარო გამოეშურა, ძობას კაცთან მივიდა და უთხრა:
– თქვენ რომ ელოდებით, იმ კაცმა შემოგითვალათ, შინა ვარ, მოდითო.
თუთაშხიამ მაროს თავი დაუქნია და სთხოვა, მსახური გამომიგზავნეო.
შალიკო–მსახური მოვიდა.
– მოგვეცი ის სამი მანეთი, რომ გვაძლევდი, და დავცლით ადგილს! – უთხრა ძობას კაცმა.
შალიკომ ფული ამოიღო, გაუწოდა.
– დადე მანდ! – ძობას კაცმა თითით ანიშნა, სადაც უნდა დაედო.
მსახურმა ფული მაგიდაზე დადო.
– რამდენია ჩვენზე?
შალიკომ იანგარიშა, თქვა, რამდენიც იყო.
ძობას კაცმა დანახარჯი გადაიხადა და ტაშიკოლას უთხრა:
– აიღე ეგ ფული. შენია ეგ სამი მანეთი... აიღე და წადი მალე, თვარა წაგართვან, იქნება,
ისეთი ხალხი ჩანს ეგ ხალხი.
ტაშიკოლამ ფული ჯიბემი იტუცა და მოუსვა.
ახვრები ნაყიდი ადგილისკენ წამოვიდნენ. ძობას კაცი ჯერაც არ ამდგარიყო – თავზე
წამოადგნენ.
– ვითომ რაო, შენმა თავის გახეთქამ, ჩვენი ფული ბარძაყზე გიკმენდა? – თქვა უფროსმა
ახვარმა.
ძობას კაცმა ის ხალხი ცივი თვალებით მოიარა წამოდგა და უპასუხა:
– თქვენი აღარ იყო, ჩემი იყო და მივეცი, ვისაც მინდოდა!
ეგ იყო – მიბრუნდა და კარისკენ გაემართა. როცა დუქნიდან გავიდა, ერთმა ახვარმა
ძალიან მწარე გინება თქვა და გამოეკიდა. მეორემაც წამოიწია, მაგრამ უფროსი რომელიც
იყო, იმან მხარზე ხელი დაადო, დასვა.
– აყალმაყალი არ გინდა! დააქოთაქებს და მოვა.
ძობამ თვალი მიქნა. წამოვდექით, ჩვენც იმ კაცებს მივყევით. კარში გასვლა იყო – გვესმის,
ახვარი ძობას კაცს უძახის, – დადექიო!
ძობას კაცი გაჩერდა, მობრუნდა:
– რა გნებავთ, ბატონო!
ახვარმა სილა გააწნა და დააყოლა:
– ეს არის, სხვა არაფერი!
ის ახვარი კაი ვირი იყო და მაგარიცა სთხლიშა.
– კარგია, მეტი თუ არაფერი! – თქვა ძობას კაცმა მიბრუნდა და წავიდა.
– ვაჰ! – ახვარმა და ძობამ ერთადა თქვეს ესა.
ძობას კაცმა თხუთმეტი, ოცი ნაბიჯი გაიარა. ახვარი ხელახლა გამოეკიდა, ისევ დაუყვირა,
– დადექიო! იმან ნაბიჯს უკლო. ახვარი უკვე ზედ იყო მისული, ძობას კაცი
მოულოდნელად შემოუტრიალდა, მუცელზე რევოლვერი მიაჭირა. ახვარმა რაღაცა ხმა
ამოუშვა და ხელები მაღლა წაიღო.
– ჩამოუშვი, არ უთქვამს არავის ხელები მაღლა აწიეო! – ახვარმა ხელები ჩამოუშვა.
– რა გინდა ჩემგან, ბიძიკო? – წყნარად უთხრა ძობას კაცმა. – ყველაფერს ვერ იყიდის კაცი
ამ ქვეყანაზე ფულად. ეს მინდოდა, გაგეგო, იმიტომ მივეცი შენი ფული მათხოვარს. ჯერ იქ
გამლანძღეთ, მერე დამეწიე და სილა გამარტყი. არ გითხარი არაფერი. ერთი, რომ არ
მეცალა შენთვის. მეორე ის, რომ გაპატიე, გამოფხიზლდება და მიხვდება, გლახად რომ
იქცევა, ვიფიქრე. არ მეშვები მაინც. კაცმა თუ გაპატია, არ უნდა გეგონოს, ვითომ სუსტია
და იმიტომ დაგითმო. ა, უყურე, ჩემს ხელში ხარ და რასაც მინდა, იმას გიზამ. მინდა –
გაგლანძღავ, მინდა – გაგლახავ, მინდა – მოგკლავ, მინდა – ამას მოგაწევინებ ბოლომდე,
იფუყებს თოფის–წამალი და იმ სიცილს აგერ, ამ ხალხთან ერთად ვიცინებ, შენ და შენს
ამხანაგებს თქვენთვის რომ გინდოდათ, – ძობას კაცმა გულის ჯიგიდან ტაშიკოლას
პაპიროსის ნამწვავი ამოიღო. – გააღე პირი! მასე... მოუკიდე ცეცხლი!
ახვარმა ისეთი ფაციფუცი ატეხა, იტყოდი, – ცეცხლი ნამესტნიკისათვის უნდაო.
– რასაც მინდა, იმას გიზამ. ჩემი ნებაა ყველაფერი. რატომ, თუ იცი? იმიტომ, ბიძიკო, რომ
ძალაა ჩემს ხელში! – გადააგდე მაგ სიბინძურე, გამოიღე პირიდან, რომ გელაპარაკები!..
მასე... რას ვიზამ, თუ იცი? კიდევ გაპატიებ. წადი ახლა, ეცადე, დაივიწყო მასეთები და
შენც თუ გაწყენინა ვინმემ, გახსოვდეს, პატიება აჯობებს მაგიერის გადახდას. წადი ახლა!
ძობას კაცი ახვრის წასვლას ელოდა. ახვარი იდგა, აზრზე ვერ მოსულიყო.
– წადი ახლა, რომ გეუბნებიან. – გაუმეორა ძობას კაცმა და თავის გზას გაუდგა.
ახვარმა თავი ჩაღუნა, ნელი ნაბიჯით დუქნისკენ გასნია.
დროგმა ჩამოიარა, იქაურობა ბრაგაბრუგით აიკლო.
– ნახე? – ვთქვი მე. – მაგაზე ცუდი კაცობის თქმა იქნება?
ძობამ თითქოს გამოიღვიძაო, სახეზე ხელები მიისვ–მოისვა, კბილები დააკრაჭუნა და
მითხრა:
– ეგ ეხლა ზახარ კარპოვიჩთან მიდის. შორიახლოს მიჰყე. შევიდეს. გარეთ დამელოდე. შინ
მივალ, იარაღს წამოვიღებ. თუ გამომასწრო, კიდევ მიჰყევი, გაიგე, სადა დგას. არსად
დაგეკარგოს! მიდი.
ძობამ მეტეხისკენ გაჰკრა.
ზახარ კარპოვიჩი ჩუღურეთში იდგა. რომელ სახლში იდგა, იცი? გეო ასლამაზოვის
სახლში... მაგასაც მოგაგონებ: ქალაქში ერთი ჭაღარა, წითური კაცი დადიოდა, ზურგზე
ერთთავად ტომარა ეკიდა, საცა აგურსა ნახავდა, იმ ტომარაში სდებდა, შინ მიჰქონდა.
ლამაზი, მოხდენილი კაცი იყო, მაგრამ ჭკუა აკლდა. მალ–მალე იტყოდა ხოლმე.
გეო ასლამაზოვ,
სახეწითელო, ლამაზო!
შენ გიჟი ეძახე. იმან ეგრე თითო–თითოდ მოგროვებული აგურებით ჩუღურეთში
ოროთახიანი სახლი აიშენა. ზახარ კარპოვიჩი გეო ასლამაზოვის ძმისწული იყო. ბიძის
სიკვდილის შემდეგ ის სახლი მემკვიდრეობით მიიღო. ერთ ოთახში თავად იდგა, მეორეს
აქირავებდა. იმ მეორე ოთახში ჩემი ქვრივი მარო ცხოვრობდა. მაროსთან ყოველ
დღემეორე, დღემესამე დავდიოდი, გზაც კარგა ვიცოდი, სახლიცა და ძობას კაცს არხეინად
მივდევდი. ძალიან ნელა, ფრთხილად და ეშმაკურად მიდიოდა. ეტყობოდა, იმისიც
ეშინოდა, ხომ არავინ ამეკიდაო, და იმისიც – გზა არ ამერიოსო. თვალი შორიდან მეჭირა.
როგორც უნდა ევლო – იქ უნდა მისულიყო. ესე გულდაჯერებითა ვარ და, ამასობაში
დამეკარგა! ჯერ აქეთ–იქით ვაცეცე თვალები მერე ვივარაუდე, იქნებ წინ წავიდა და
სიბნელეში ვერა ვხედავ–მეთქი. ფეხს ავუჩქარე. მაინც არა ჩანდა. ეგრე ძუნძულ–
ძუნძულით ზახარ კარპოვიჩის სახლსაც მივადექი, მაგრამ ძობას კაცისა კვალიც არსად
იყო. დავაღე პირი და დავდექი. რაღა მექნა!
ცოტა ხანი გავიდა, არ ვიცი, უკან რამ მიმახედა. მივიხედე და ძობას კაცს თვალი მოვკარი.
თვალი მოვკარი–მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ნაპერწკალივით გავარდა და გაქრა. კინაღამ
იყო, თავში ხელი შემოვიკარი, მივხვდი, – მომატყუა; შემამჩნია, უკან რომ მივდევდი,
დამემალა, წინ გამიშვა და თავად გამომყვა. კვალდაკვალ მე მივდევდი და საქმე ისე
შემობრუნდტ, რომ ის გამომყვა.
ამ ამბავს კარგი მოფიქრება სჭირდებოდა. ყური მიგდე, რანაირ დღეში ჩავვარდი. ძობას
კაცმა ზახარ კარპოვიჩთან მისული და ბრინჯივით დაბნეული მნახა. ახვართან ლაპარაკის
დროსაც შემნიშნა. საქულა მჭედლის დუქანში მეცა და ძობაც გვერდზე ვეჯექით. ლაპარაკი
არ უნდა, დარწმუნდა, რაღაც ინტერესი გვქონდა, მაგისგან რაღაც გვინდოდა. ეხლა აქ,
ზახარ კარპოეიჩის სახლთან ვიდექი – არც იქით მივდიოდი, არც აქეთ ვიძვროდი. ძობას
კაცი ამ სახლში შემომსვლელი იყო? ქუდი შეეგდოთ, გამოსატანად შევიდოდა? ესეც იქით
იყოს; ორთავემ ვიცოდით, რომ ერთმანეთს ვუთვალთვალებდით. გამოვდევნებოდი? ჯერ
საკითხავი ის იყო, ვინ ვის გამოედევნებოდა! დაეწეოდი? იმას იარაღი ჰქონდა, მე
ხელცარიელი ვიყავი. მქონოდა კიდეც იარაღი, დავწეოდი კიდეც – რა მეთქვა, რა მინდა–
მეთქი?.. გულზე მაინც რაღაცნაირად მსუბუქად ვიყავი. ალბათ, იმიტომ, რომ რახან
მიგვიხვდა, წავიდოდა, აგვეცლებოდა, შარს გადავრჩებოდით.
რამდენი ვიფიქრე, იმაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე, რომ ამ ჩასვრილი საქმისთვის
თავი მიმენებებინა, ზახარ კარპოვიჩთან შევსულიყავი და სანამ ძობა მოვიდოდა, ძობას
კაცის ნამდვილი ვინაობა, ძალით იქნებოდა თუ ნებით – გამეგო.
ამაზე მერეც ბევრს ვფიქრობდი ხოლმე და მუდამ იმ აზრამდის მივდიოდი, რომ სწორად
გადავწყვიტე. შეიძლება, იმდენი ტვინი არა მქონდეს, რომ უკეთესი რამე მოვიფიქრო,
მაგრამ ნაღდია, იმისთანა საქმეში ყველა კაცი ისე მოიქცეოდა.
უკან არც მიმიხედია – დავადე თავი და ზახარ კარპოვიჩის ალაყაფის კრიჭა შევაღე. ერთ–
ერთი ფანჯრიდან შუქის ვიწრო ზოლი სცემდა – დარაბა კარგა არ იყო ჩაკეტილი. კარზე
მივუკაკუნე თუ არა, ოთახში სინათლე ჩაქრა: დაიმალა ზახარ კარპოვიჩი! რახან
დაბარებულ კაცთან დათქმული კაკუნი ვერ იცნო, დამალვა არჩია.
კიდევ დავაკაკუნე.
ხმა ვინ გამცა.
– კარპოვიჩ, გააღე! ვიცი, შინა ხარ. ნუ გეშინია, ვასო ვარ, ვასო! – ხმადაბლა შევძახე.
რაღას იზამდა.
– კტო ტამ?
– გააღე, ვასო ვარ!
– კარები შეგეშალა, ვასოჯან. მაროს კარები – რიადომ, თანაც ჯერ შინ არ იქნება დუქანშია!
– კაცო, გააღე–მეთქი, საქმე მაქვს.
კარპოვიჩმა ეხლაც არ გააღო:
– ვასოჯან, პაჟალსტა, სხვა დროს მოდი, ეხლა ოთახში ასობა მყავს... ქალი, რაღა!
– კარპოვიჩ! – ძალიან გავბრაზდი, რომ მეტი არ იქნება. – თუ გამიღებ, ალალად ვამბობ,
საქმე მაქვს, გკითხავ და წავალ. თუ არ გამიღებ, კარს შემოვიტან, მაგ შენი ქალით დავიწყებ
და კარპოვიჩით მოვრჩები!
– ნი მაგუ. – თაეისაზე დადგა, მამაძაღლი.
მაშინ წიხლი ავიქნიე, კარის გვერდით ფანჯარა იყო, იმისი შუშა ლაწალუწით ჩამოვიღე.
– ატ–კრივაიუ! – აღარ გატეხო, ატ–კრივაიუ!
ნათქვამი არა ჰქონდა – კარი ღია იყო!
– პრაშუ, ბატონო!
სანამ ოთახში ფეხი შევდგი, კარპოვიჩი უკვე ლამპას ანთებდა. აანთო, გაასწორა და ვითომ
წყალდიდობაში დამხრჩვალი შეილი საღ–სალამათი დაუბრუნდი, ისე გაიხარა:
– ვაჰ! ვასოჯან მართლა შენა ხარ?.. კავო ია ვიჟუ. არა, შენა და ძობა ეხლახან დუქანში არ
ისხედით? დაჯე, რაღა. ზა მებლიროვკუ – პარდონ!
– აკი ქალი მყავსო! აბა, ასობა?
– ეჰ, ვასოჯან, კლასიჩესკი განათლება მიმიღია – ჩემისთანა კაცი სხვანაირად იტყვის?..
იმას იტყვის, ეხლა არა მცალია, ვ დრუგოი რაზ მოდიო? ეგ არაფერი. სულაც არაფერი. შენ
ისა თქვი, ამ შუაღამეზე რა გაგჭირვებია, ჩემ მაგუ სლუჟიტ.
ოთახს თვალი მოვაელე, კარპოეიჩს მივაციედი:
– იმ კაცის სახელი და გვარი თქვი!
– რომელი კაცისა, ვასოჯან?
– რომელიც მაროს პირით დაიბარე და აქ უნდა მოსულიყო!
– ვაი! შტო ზნაჩიტ მოსულიყო... აღარ მოვა?..
– აღარ მოვა!
კარპოვიჩს ფერი წაუვიდა, ხელისგული პირზე აიფარა და გაინაბა.
– ჰა დროზე!
– დამღუპე, ვასოჯან?.. მართლა აღარ მოვა, თუ შუტკაა.
რაღა ბევრი გავაგრძელო, ჩემს სიტყვას თავი ბანისკენ უკრა და რაღაცეების ღერღვას
მოჰყვა.
კარპოვიჩისთანა ცბიერი, ეშმაკი ყალთაბანდი მაშინდელ თბილისში მეორე არ იყო.
შევატყე, თავის დაძვრენა უნდოდა... არა, ის კაცი რომ ხელიდან წაუვიდა, ამას მართლა
ნანობდა. როგორ იყო და როგორ არა, მე იმ კაცის ვინაობა მჭირდებოდა და დაწყებული
საქმე ბოლომდის უნდა მიმეყვანა; კედელთან კარპოვიჩის ვერცხლისბუნიკიანი ჯოხი
დავინახე, ის ჯოხი მოვიმარჯვე და ვთქვი:
– იტყვი თუ არა!
– ვაჰ! ერთი რომ – არ ვიცი. მეორე ისა, ვიცოდე – მაინც არ გეტყოდი, პრაფესიონალნი
ტაინა!
– გაიხადე! – ზეზე წამოვვარდი კარპოვიჩს თავზე ჯოხით წავადექი.
ყალთაბანდი იანერის ბეღურასავით მოიბუზა, მოიკუნტა, ისეთი საბრალო გახდა, რაღა
დავმალო და, შემეცოდა კიდეც.
– რა გავიხადო?..
– ყველაფერი გაიხადე!
კარპოვიჩი უმალვე გახდას შეუდგა და თან აილაპარაკა:
– პოლიციუ პაზავუ!.. – შევატყე, პოლიციის ხსენყბაზე ჟრუანტელმა დაუარა.
– პოლიციუ, თორემ, შენმა მზემ, შენი გულისთვის ნახევარ თბილისს ბრატსკის
კატორღაში გაისტუმრებენ, მეორე ნახევარს სახრჩობელაზე გაიყვანენ. გაიხადე, მალე!
ყვირილი საჭირო აღარ იყო; ჟილეტი და პერანგი უკვე მკლავზე ეკიდა, ხელები ქამარზე
ეჭირა და თვალებში შემომცქეროდა, – შარვალიც გავიხადო თუ იყოსო? ცალი წარბი ავწიე
– კარპოვიჩი თვალის დახამხამებაში დედიშობილა დარჩა.
– რას მიპირებ, ვასოჯან?
მაგიდას მკლავი მოვუსეი, ზედ თუკი რამე იყო – ძირს გადმოვყარე.
– დაწე. პირქვე დაწე!
– ვაჰ, ვასოჯან, როზგი რათ გინდა, ბურსაა თუ ბატალიონი? – თქმითა თქვა, მაგრამ
მაგიდაზე პირქვე დაემხო და ხელები ისე დაილაგა, როგორც მაიდანში მექისეს
დაუწვებიან ხოლმე.
ისეთებისა დავცხე – მატლივით დაიკლაკნა.
– ინკვიზიცია! პრაიზვოლ! – იძახდა კარპოვიჩი და ცრემლები ღაპაღუპით გადმოსდიოდა.
ხუთი დავარტყი, ის ერთადერთი სკამი მივიდგი, ჩამოვჯექი და წყნარად ვკითხე:
– ვინ არის და რისთეის დაიბა ე..
– კაცო, რატო არა გჯერა, გვარ–სახელი არ ვიცი. ქუთაისიდან ბუკოვსკიმ გამომიგზავნა,
ცარიელა ზაგრანიჩნი პასპორტი უშოვნე, ბეჭედი უქენი და აქ მე შევამსებ, რა გვარზეც
საჭირო იქნებაო. კლიანუს ჩესტიუ! ჩემი საქმე – კნიჟკა ი პეჩატ, მეტი არაფერი!
ამნაირ საქმეებში ეგრეცა ხდება, ვიცოდი, მაგრამ აზრზე მოვედი, რომ ძობას კაცი ხელიდან
წაგვივიდა, ბრაზი მომედო, წამოვხტი, ჯოხი ავწიე, კარპოვიჩი წინდაწინ დაიკლაკნა და ამ
დროს, პუპლუზ – ძობას კაცმა კარი შემოაღო!
ჯოხი დავუშვი. გავშრი. გავშრებოდი, მაშ რა იქნებოდა! ჯერ ერთი, არ მოველოდი. მერე,
რა დასამალია, რაც მე თუთაშხიაზე მქონდა გაგონილი იმისი ნახევარი ყოფილიყო
მართალი – მიდი და ნუ გაშრები! ამასაც თავი გავანებოთ, იმდენ რამეში გამოვლილ კაცს
კარი ღია უნდა დამრჩენოდა? – ერთი სიტყვით, ტუტუცივით ვიყავი და სულ ის ფიქრი
მქონდა, – ნეტავი არ მოსულიყო–მეთქი. კაცო, პირდაპირ საკვირველია, მთელი საღამო
ვერაფრით ვერ გამეგო, რა მინდოდა. თუ დავინახავდი, რომ ძობას კაცი ხელიდან
წამივიდა, – ბრაზი მახრჩობდა, – ეს რანაირად დამემართა–მეთქი. თუ თვალწინა მყავდა
და ვიცოდი, ვერსად წაგვივიდოდა, – ნეტავი დაიკარგოს, თვალით აღარ ვნახო–მეთქი.
შიში არასოდეს არა მცოდნია – ელდა ვიცოდი. მაშინაც შიმი არ იყო, ელდა მეცა. იმ ელდამ
გადამიარა თუ არა, გავიფიქრე, ეს კაცი აქაურობას ეხლავე თუ არ გაეცალა, საცაა ძობა მოვა
და სისხლი დაიღვრება–მეთქი.
ძობას კაცი მოგვიახლოვდა. ხან მე მიყურებდა, ხან პირქვე წაწოლილ ზახარ კარპოვიჩს.
– პრიშოლ. – კარპოვიჩს იმისი მოსვლა ისე გაუხარდა, მეგონა, ახტებოდა და
ჩაეხუტებოდა...
მაგიდიდან ისკუპა, ნიფხავ–პერანგი ჩაიცვა, ფეხები შარვალში გაუყარა, თვალის
დახამხამებაში ისე იყო, გინდა რაუტზე წამოგყვებოდა... თავისი გამაშებიც კი გაიკეთა.
ცირკში ერთი კაცი ვნახე, ბარე ასნაირი ტანისამოსი ხუთ წუთში გამოიცვალა. კარპოვიჩის
სიმარდე იმ კაცსაც კი შეშურდებოდა.
– პრიშოლ, გალუბჩიკ. – კარპოვიჩს კუთხეში სკივრი ჰქონდა მიდგმული, იმ სკივრს
დაეჯაჯგურა, გამოწევა დაუპირა.
– ვინ ხარ და რაში გჭირდება ჩემი ვინაობა? – მკითხა ძობას კაცმა.
ის “ინკვიზიცია” და “პრაიზვოლი” თავიდან ბოლომდის მოსმენილიცა ჰქონდა და
ნახულიც! ერთი წუთით გავფუჭდი მაგრამ თავს დროზე მოვერიე და ვკითხე.
– დათა თუთაშხია ხარ?
ზახარ კარპოვიჩმა ამ გვარ–სახელის გაგონებაზე სკივრს ხელი გაუშვა, ზედ ჩამოჯდა და
ძობას კაცს პირდაღებული მიაცივდა.
– კატორღაში თუ ხარ ნამყოფი? – მკითხა ძობას კაცმა.
თავი დავიქნიე, – ნამყოფი ვარ–მეთქი.
– რაზე მოგცეს?
– ყალბი ფულის მოჭრაზე... – ამ კაცმა ხელში ამიყვანა და თავის ნებაზე მატრიალებდა.
დავაპირე მეთქვა, – რა შენი საქმეა, ვიყავი კატორღაში თუ არ ვიყავი! თქვი თუთაშხია ხარ
თუ არა–მეთქი, და ამის მაგივრად რა ვთქვი, საიდან იცი–მეთქი?
– ბორკილი გაქვს ნათრევი. სიარულში გეტყობა.
მდია და მარტო იმას კი არ უყურა, საით მივდიოდი ან სად მოვედი. ისიც შენიშნა, რომ
კატორღაში ნამყოფი ვარ. ეხლა იმასაც შემეკითხებოდა, სად, რა საქმეები მიკეთებია და,
ვინ იცის, მათქმევინებდა კიდეც. მერე თავს მატარებელზეც გამაცილებინებდა, ხურჯინებს
ვაგონში ამატანინებდა, აბაზს მომცემდა და გამომისტუმრებდა...
– თუთაშხია ვარ. დათა თუთამხია ვარ. რა გინდა მერე.
– ძობა ძიგუა გახსოვს?
– კი მახსოვს. ის იყო, შენ რომ გახლდა?..
– ის იყო.
თუთაშხია დაფიქრდა. მერე თვალი თვალში გამიყარა და თქვა:
– მერე?
– მერე ისა, რომ საცაა შემოვა. შენ მოსაკლავად მოვა... დაუნდობელი კაცია, უკან არ
დაიხევს. აბა, რა გითხრა, რომელი დაასწრებთ, მაგრამ სისხლი დაიღვრება, ნაღდია.
კარპოვიჩი სკივრიდან ნაკბენივით წამოვარდა.
– შტო?! ჩემ სახლში უბიისტვა?.. სველ საქმეში გინდათ გამხვიოთ?! პალიციუ პაზავუ,
გარადავოი!..
– წყნარად!..
– დაჯე, ფარმაზონობას მოეშვი, შენი...
ზახარ კარპოვიჩი თავის სკივრზე დაეშვა, გაინაბა.
თუთაშხიამ პატარა ხანს იყუჩა და მომიბრუნდა:
– ჩემი მოკვლა უნდა ძობა ძიგუას?.. რატომ?
– ეგ თქვენ ორმა უკეთ იცით.
– რა ვქნა მერე მე, რას მეტყვი, როგორ მოვიქცე?
– გაათავე შენი საქმე და აქედან წადი სანამ მოსულა!
თუთაშხიამ ჩაილაპარაკა..
– ვიფიქრებ მე.
ჯიბიდან სამი ასმანეთიანი ამოიღო, კარპოვიჩს გაუწოდა და უთხრა:
– მო ეცი ის... რისთვისაც დამიბარე.
კარპოვიჩი რისი კარპოვიჩი იქნებოდა, ყოველნაირი საქმიდან თავისი ხეირი არ გამოეტანა;
რა უთხრა, არ იტყვი?..
– იმ კაცმა შემოგითვალათ, მარტო კნიჟკა ორმოცი თუმანი მიზისო და ბეჭედიც ათი
თუმანი – სულ ორმოცდაათი თუმანი უნდა. ნაკლებში არ იქნებაო! კლიანუს ჩესტიუ.
რახან საქმე ცოტა სხვანაირად წავიდა, მე ჩემ კომისიონებზე ხელი ამიღია, არაფერიც არ
მინდა. ნი კაპეიკი ბოლშე!
გაწუწკებულმა ჩარჩებმა იციან – საქონელს გაჩვენებენ, მოგირიგდებიან, ფულის
მოსატანად წახვალ, დაბრუნდები და გეტყვიან, – ამ საქონლის პატრონმა, მაგ ფასში ვეღარ
მოგცემთ, ამდენი და ამდენი უნდაო. საქონლის პატრონი თავად არის, მაგრამ გატყობს,
ინტერესში ხარ, მეტი აგძვრეგა. რის კაცი, რომელი კაცი, რომელი კომისიონები და
ბეებიო... კარპოვიჩმა დაინახა, – ეჩქარებათ, ოც თუმანზე ლაპარაკს არ დაიწყებენო, და
ფანდები დაყარა. გული მომივიდა, მაგრამ დარდი არაფრისა მქონდა, ოღონდ ეს კაცი
აქაურობას მალე გასცლოდა, კარპოვიჩს გინდ ასი თუმანი გადაეხდევინებინა.
თუთაშხიამ ჯიბეები ღიმილ–ღიმილით ამოიბრუნა, კიდევ რვა თუმანი მოაგროვა.
– ჰა ესეც, არ მაქვს მეტი, თვარა არ გალაპარაკებდი, მოგცემდი.
– ნი მაგუ, გალუბჩიკ. თორმეტი თუმანი მე დავადო? ნი მაგუ.
კაცო, საქმე წამებზე ეკიდა, ეს კიდევ – ნი მაგუო? ეგეც არ იყოს, გავუგე, კარპოვიჩს რის
იმედიცა ჰქონდა. რისი და, ვასოს ამ კაცზე მეტად ეჩქარება, ამოიღებს და მომცემსო!
მქონოდა კიდეც – არ მივცემდი. მივცემდი კი არა? ეფიქრობდი, თუთაშხია წავა, დავრჩები
და ზახარ კარპოვიჩს იმ ფულს ან სულ წავართმევ, ან ნახევარში ჩავუდგები–მეთქი.
უარესის ღირსიც იყო.
– კაი, აბა, იყოს ეს ოცდათვრამეტი თუმანი შენთან. წავალ და მოვიტან კიდევ თორმეტ
თუმანს მე. – თუთაშხიამ ფული მაგიდაზე დაყარა, მე მითხრა: – ძობამ დამიცადოს პატარა
ხანს, მოვალ უსათუოდ მე, – და კარისკენ გასწია.
თუთაშხიას დაბრუნება და ძობასთან შეყრა მინდოდა?!.. არა და ისეთი კაცი ჩანდა,
უეჭველად დაბრუნდებოდა... ვისკუპე, ჯოხს ხელი ვტაცე და სანაშ ვინშე რამის თქმას
მოასწრებდა, კარპოვიჩს დავუშინე. თანა ვცემ, თან მუხლებით თავისი სკივრისკენ
მიხოხავს. თანა ვცემ, თან თავის სკივრს ეჯაჯგურება. სკივრს სახურავი ახადა,
ქაღალდევში გახვეული პასპორტი ამოიღო – მე მაინცა ვცემ. მაგიდაზე დადო – მაშინღა
მოვეშვი. იმოდენა ხანი ვცემე – არც დაკლაკნილა, არც კრინტი დაუძრავს, ვითომ ვერცა
გრძნობდა. ეს იმიტომ, რომ ნამდვილი შიში ნახა, სიკვდილი დაინახა, არტისტობის იშტა
გადაუვარდა.
– რატომ ქენი მასე. მეც შემეძლო ეგ, თუ საჭირო იქნებოდა, – მითხრა თუთაშხიამ.
– კაცო, რატომა ვქენი და აიღე შენი პასპორტი და წადი, რაღა!..
სიტყვა გამიწყდა: თვალებში დავუნახე, არსად არ იყო წამსვლელი. ჭკუამ მითხრა, ამ კაცის
წასელა არ იქნებოდა, ეს კაცი ვერავისა და ვერაფერს გაექცეოდა.
თუთაშხიამ მაგიდასთან სკამი მიიდგა, დაჯდა და კარპოვიჩის ნახელავს დაუწყო
თვალიერება.
ვისაც გამოუცდია, კვერს დამიკრაეს – გაჭიანურებულმა შიშმა და საფრთხემ გაპარვა იცის.
გაპარვა როგორ? ერთი ისეთი საათიც დადგება, რომ ხედავ, სიკვდილია თუ რაც არის,
ფეხებში გებლანდება, ერთთავად შენთან ტრიალებს, მაგრამ ამ დროს შენ რაზე ფიქრობ,
იცი? რაზე და, ვთქვათ, ბალღობაში კარგი ჯილა კოჭი გქონია და გაგონდება, მტკვარზე
საბანაოდ იყავი, ის ჯილა წყალში გადაგივარდა. ან კიდევ, თითებზე იყურები და გიკვირს,
ფრჩხილები აყვავებული გქონდა ხოლმე, ეხლა ყვავილები ჩაგიქრა. სად წავიდა?..
სიკვდილია თუ რაც არის, ამ დროს ფეხებში დაგიძვრება, მაგრამ შენთვის უკვე
სულერთია, მოვა თუ არ მოვა, მოხდება თუ არ მოხდება... აი, ამნაირ გუნებაზე დავდექი.
მივედი, მეც იმ პასპორტში ჩავიხედე. თუთაშხიამ პასპორტი გამომიწოდა, – შენცა ნახე,
ვარგა თუ არაო. კარგი ნახელავი იყო. კარპოვიჩი სუფთად მუშაობდა, ნიჭი ჰქონდა – რაც
მართალია, მართალია.
რაღაც გაჭრაჭუნება გავიგონე, მაგრამ იმ გუნებაზე აღარ ვიყავი, რამესთვის ყური
მეთხოვებინა. სამაგიეროდ კარპოვიჩი დაფაცურდა, ხან საით მიაწყდა, ხან – საით. მერე
სკივრს ისევ აჰხადა თავი...
– ვიღაცა მოდის! ძობაა, ჩემმა მზემ!.. ამაზე რიგიანი ადგილი არსადაც არ იქნება ნასინჯი
მაქვს! – კარპოვიჩს შიშისგან ყბა უკანკალებდა.
თუთაშხიამ ახდილ კიდობანს გადახედა, დაინახა, შიგ ეპატიჟებოდნენ, და გაიცინა.
პასპორტი უბეში შეინახა. სათუთუნე ამოიღო, ახადა.
ზახარ კარპოვიჩმა არც აცია, არც აცხელა – სკივრში ჩაძვრა და ხუფი ზედ დაიმხო.
თუთაშხია პაპიროსს ახვევდა.
გამეცინა, – ეს რა კაი ხალხში ჩავვარდი–მეთქი, და კარში გავედი. ჭიშკრამდის შუა გზაზე
ძობა შემომეყარა.
– სად არის! – ფეთიანივით იყო, არყის სუნი ამოსდიოდა.
ძობა საქმეზე მიმავალი, მოგეკლა, სასმელს არ გაეკარებოდა. გამიკვირდა, – არაყი რაში
დასჭირდა–მეთქი. ყველაფერი ვუამგე. ისე ვუამბე, არც დამიკლია რამე და არც
მომიმატებია. ის მკელელობა და დავიდარაბა მინდოდა, თუ არ მინდოდა, იმნაირ
ძმაკაცობამი ტყუილის უფლება არც ერთს არა გვქონდა, ვერცა ვთქვი. ძობა გულდასმით
მისმენდა და როგორც მაძღარმა ქათამმა ანაკმაზიდან ხორბალი ამოკენკოს, ჩემი
ნათქვამიდან თითო–ოროლა რამეს ისე კენკავდა და ხმადაბლა იმეორებდა:
– თავად აგედევნა?.. იცოდა, შიგ იყავი და მაინც შემოეიდა... დათა თუთაშხია ვარ, მერე რა
გინდაო?.. უთხარი, ძობა შენ მოსაკლავად მოდის, წადი, აქაურობას გაერიდეო, და არ
წავიდა?.. ეხლავე მოვალ, იმ თორმეტ თუმანსაც მოვიტანო? – მოვიდოდა, ნაღდია!..
კარპოვიჩმა, – სკივრში ჩაძვერიო? მანდა ზის და მელოდება? არ წავა. მაგის წასვლა არ
იქნება!..
სათქმელს მოვრჩი. ძობა იდგა, ფიქრობდა, მალიმალ სახეზე ხელს ისვამდა.
– ამდენი ხნის გულისნადებზე კაცმა ხელი როგორ უნდა აიღოს! – მარტო ეს ჩაილაპარაკა
და ისევ ფიქრს მიჰყვა.
მე, რატომღაც, ქუთაისელი ბუკოვსკი მომაგონდა და იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ სწორად
მოიქცა, როცა ზახარ კარპოვიჩს თუთაშხიას გვარ–სახელი დაუმალა და სუფთა პასპორტი
გააკეთებინა. ზახარ კარპოვიჩი წურბელა იყო, ფულს მარტო საბუთების კეთებაში კი არა
შოულობდა... ამ ამბავზე ხუთი, ექვსი წლით ადრე ჩიორაძეს ინჟინრის დიპლომი გაუკეთა.
ჩიორაძე არიფი იყო, დიპლომი ზახარ კარპოვიჩს შეავსებინა. მერე იმ “ინჟინერმა” კარგი
სამსახური იშოვნა, მოიჯარადრეობა დაიწყო და სახაზინო საქმეებზე გამდიდრდა კიდეც.
მაშინ ზახარ კარპოვიჩმა, ძაღლისუბნელი ნიკა და ხარფუხელი არამა იყვნენ –
შანტაჟისტეგი, იმათ უთხრა, ჩიორაძეს ყალბი დიპლომი აქვს, მიდით, ფულები
წაართვითო. ყალბი დიპლომის წყალობით გაინჟინრებულსა და გამდიდრებულ კაცს სხვა
რა გზა ჰქონდა?.. ან უნდა საქმე გაჰხსნოდა და მთავრობაში და დიდკაცობაში გარეულ კაცს
ყალთაბანდის სახელი დავარდნოდა, ან შანტაჟისტებისგან ფულით უნდა დაეხსნა თავი.
სამასი თუმანი გადაიხადა. კარპოვიჩს, როგორც საქმის მიმცემს, ასი თუმანი ერგებოდა, ესე
იყვნენ მორიგებულები. ოცი თუმნის მეტი არ მისცეს, ოთხმოცი თუმანი გადაღუნეს.
კარპოვიჩისთვის ოცი თუმანიც ნაჩუქარივით იყო. გაჩუმდა. გინდ არ გაჩუმებულიყო – რას
იზამდა. შანტაჟისტებმა, რახან გზა დაისწავლეს, ჩიორაძესთან მალ–მალე მიდიოდნენ
ხოლმე. ისიც აძლევდა. ერთხელაც იყო, “ინჟინერმა” ძაღლისუბნელ ნიკას ორი ტყვია
ესროლა და მოკლა. ჩიორაძეს არაფერიც არ უქნეს, მთელი თავისი დღე და მოსწრება
ფული ნიჩბითა ხვეტა. ეხლაც ცოცხალია, ბინების დალალობას ეწევა. ხალხი ჰყავდა, რას
გაიმეტებდნენ. ხარფუხელი არამა დაიჭირეს, კატორღა მისცეს და აღარც დაბრუნებულა...
ვიდექი, ამ საქმის ასავალ–დასავალზე ვფიქრობდი და ამ დროს ზახარ კარპოვიჩის კარი
გაიღო, თუთაშხია გარეთ გამოვიდა, დადგა. მთვარე ცაზე ზის, იქაურობას ანათებს,
შუადღე გეგონება. თუთაშხია გულხელდაკრეფილი დგას. ძობა მისჩერებია, თვალს ვერ
აშორებს. ესე ცოტა ხანმა გაიარა. მერე ძობამ ჯიბიდან რევოლეერი დააძრო, ორი ტყვია
ზედიზედ გაისროლა, შეტრიალდა და ეზოდან გავარდა.
დაღმართებში გარბოდა. წყნარი ღამე იყო, ფეხების ტყაპატყუპი კარგა ხანხ მოდიოდა.
თუთაშხია ისევ იქ იდგა, ისევ ისე იდგა. დავიძარი, მივედი, შევათვალიერე.
იღლიაში რევოლვერი ჰქონდა გაჩრილი, ტარი გარეთ იყურებოდა.
– ჰაერში გაისროლა ორივე! – მითხრა თუთაშხიამ.
წამოვედი.
სამი თუ ოთხი თვე გავიდა. ერთხელ ხარაჩოზე ვართ გასული, ჭერებსა ვხატავთ. ძობა კარგ
გუნებაზეა, მღერის. სხვათაშორის ვკითხე, – როგორ გამოვიდა, რომ არ მოკალი–მეთქი.
– ეგეთი კაცის მოკვლა არ შეიძლებოდა!
– მაშ, რაღად ესროლე?
კარგა ხანს იყო ჩუმად. არ ვიცი, რასა ფიქრობდა. მერე ყალამი საღეგავმი ჩააწო დაბერტყა
და მითხრა:
– არც ის იქნებოდა, რომ არ გამესროლა!
სიმღერის იშტა გადაუვარდა, საღამომდის ხმა აღარ ამოუღია.
ერთი კვირის შემდეგ ისევ დუქანში ვისხედით, პურსა ვჭამდით. ერთი ვანუა იყო
სოლოლაკელი, მახორკას ეძახდნენ. მოეიდა, ჩვენ სუფრას მოუჯდა. ძობასა სთხოვა, –
ერთი–ორი დღით რევოლვერი მათხოვე, მჭირდებაო. ძობამ უარი უთხრა, არანაირი
იარაღი აღარა მაქვსო. მახორკამ არ დაიჯერა, მაგრამ რას იზამდა – მიბრუნდა და წავიდა.
მართალი გითხრა, მაშინ მეც ისე მეგონა, – თავიდან მოიშორა–მეთქი. არა, იმის მემდეგ
ძობამ ბარე ოცდახუთი წელიწადი იცოცხლა, ბოლომდის ძმაკაცებად დავრჩით, მაგრამ
იმის ხელში იარაღი არც დამინახია და არც გამიგონია, რომ ჰქონოდა.
აღარასოდეს აღარა ჰქონია.
გრაფი სეგედი
აგვისტოს დასაწყისში დათა თუთაშხიამ ენგური აიარა, სვანეთში გადავიდა, მულახში
გუჯეჯიანებთან სამი დღე დაჰყო. მეოთხე დღეს რიჟრაჟზე გზას გაუდგა. ღამე ზედ
უღელტეხილზე გაათენა. მერე ბალყარეთში გადავიდა, ბაქსანის სათავეები და მიმდგომი
ხეობები მოიარა; ძმადნაფიც აბრაგს ბილალ ზანკშის ეძებდა. ბილალის ნათესავებმა
თუთაშხიას მეგზურად უმცროსი ბიძაშვილი გააყოლეს. ჩეგემის ხეობაში გადაიყვანეს,
ძმადნაფიცს შეახვედრეს. აბრაგებმა სათქმელი თქვეს. ბილალმა ბიძაშვილი წაიყვანა,
ჩეგემის ხეობას ბარისკენ ჩაჰყვა, სამი დღის შემდეგ ჯერ კიდევ გაზაფხულზე მუჰამედ
გუტეს თავლებიდან გამოყვანილი და ლისკენის ტყეებში საიმედოდ გადამალული ულაყი
დათას მოჰგვარა. თუთაშხიას ამ ულაყის მშვენება და სახელი გაგონილი ჰქონდა, მაგრამ
ასეთს მაინც არაფერს მოელოდა. ისე მოეწონა, რომ ერთიანად აცახცახდა, მოახტა, იქამდე
იჯირითა, სანამ თვითონაც გამოეცალა არაქათი და ცხენსაც.
ბილალი ისეთ ასაკში იყო, რომ ცხენი, მხედრის ხელოვნება, იარაღი, ჩუბინობა და
შემართება თვით ღმერთის ღირსებებად მიაჩნდა.
უკვე ჭარმაგი, სახელგანთქმული აბრაგისა და კეთილშობილი ცხოველის ერთმთლიანობა
ნახა, აღტაცებამ თუ სიამაყემ ყელში ცრემლი მოაბჯინა. როცა თუთაშხია ჩამოხტა,
ბილალმა აღგზნებულსა და სახეგაბრწყინებულ ძმადნაფიცს სინანულით უთხრა:
– ამ ულაყზე ჯდომა ქვეყანაზე მხოლოდ შენ გეკუთვნის! ალლაჰსა ვფიცავ, დათა!
სახლში შევიდნენ, ნივრიან არაჟანში ჩამბალი ხამპალებით შენაყრდნენ, მოსასვენებლად
წამოწვნენ. ბილალმა მოკრძალებით თქვა:
– სისუსტეში არ ჩამომართვა, უმცროსი ძმა ვარ, რაც არ გამეგება, უფლება მაქვს, გკითხო.
ვისთვისაც ულაყი მიგყავს, შენი მტერია. სანამ ეგ კაცი გამოჩნდა, რამდენი წელიწადი
გდიეს?! მაინც, როგორც გინდოდა, ისე დადიოდი. მაგან ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი
დაგიხვედრა. ეხლა ფეშქაშად ორი ათას თუმნიან ცხენს მიიღებს. ეს საქშე როგორ არის?
თუთაშხიამ ბალყარული არ იცოდა, მაგრამ ბილალი დედით ქართველი იყო, ცოტაოდენი
ქართული გაეგებოდა და ძმადნაფიცებს ერთმანეთისა ესმოდათ. რაინდობისა და
ძმადნაფიცობის წესების მიხედვით, ჯერ შეკითხვისგან თავშეკავება იყო საჭირო, მაგრამ
რაკიღა კითხვა მიიცემოდა, მაშინ პასუხის გაცემის გზაც აუცილებლად უნდა
მოძებნილიყო. თუთაშხია გუნებაში შესაფერი სიტყვებისა და გამოთქმების ძებნას შეუდგა.
კარგა ხანს იფიქრა და მიუგო:
– ის კაცი მტერი არ არის ჩემი. ამ ქვეყანაზე ყველა თავის საქმეს აკეთებს, ბილალ. თავის
საქმეს რომ აკეთებდეს და ყველასთვის სასარგებლო გამოუდიოდეს – ასეთი კაცები
ნამეტანი ცოტაა ჯერ. მაგიერში, თავის საქმეს რომ აკეთებს და ყველა სხვებისთვის ზიანი
რომ გამოდის – ამისთანა კაცებითაა სავსე ქვეყანა. მტრად უნდა ჩავთვალოთ ყველა ცუდი
კაცები, აბა?
– მართალი სიტყეაა, ძმობას გეფიცები!
– წესიერი კაცობა და ნამდვილი აბრაგობა ის კი არაა, ისინი გვდევდნენ და ჩვენ კარგად
ვემალეგოდეთ, პირიქითაა: წესიერი კაცი ცუდი კაცებისგან მოტანილ ზიანს უნდა დევდეს
და სარგებლად აქცევდეს, უნდა. ასე თუ არ იქნა, რა ფასი ექნება მაშინ მალვას და გაქცევ–
გამოქცევას!
– მაჰმადის სიბრძნეს ამბობ ვალლაჰი ბილლაჰი!
– სხეა დრო იყო მაჰმადის დრო, ბილალ, ძმაო; ასე არც მაჰმადს და არც ქრისტეს არ
უთქვამს. დღევანდელი დროის, ჩვენი ცხოვრების ნათქვამია ეს. – თუთაშხია დადუმდა,
იფიქრა და განაგრძო: – იმ გზაზე თუ დადგა კაცი, რომ აუარება ცუდი საქმიდან ცოტა
მაინც გადააკეთოს კარგ საქმედ, მაშინ ცუდი კაცების მტრად მიჩნევა არ გამოდგება და
გეტყვი, რატომ. ის ცუდი კაცები მთელი ქვეყანაა, თითქმის. მტრად თუ ჩათვალე – აქეთ
შენ დარჩები და იქით ყველა ისინი ერთად და გაჯობებენ უვჭველად. ეს – ერთი. მეორე ის,
რომ თვითონ კაცს რომ ებრძოლო, ათს აჯობე, თუ გინდა – ეს ცხოვრება კრუხივით ჩეკავს
ცუდ კაცებს და ათივეს მაგიერ მოიძებნება სხვა ცუდი კაცები უცბად; გამოვა, რომ
ამრავლებ და კი არ ამცირებ სიგლახეს. მესამეა კიდევ: როგორიც გინდა იყოს საქმე,
სიყვარულით თუ არ მიუდექი – ვერ მოერევი. კაცი მტრად თუ ჩათვალე, შეგძულდება და
მისი მოტანილი ზიანის კარგ საქმედ გადაკეთებაში სიძულვილი ვერ გამოგადგება
ამხანაგად. მიტომაა, მტრად რომ არ უნდა ჩათვალო ცუდი კაცები, მან ჩაგთვალოს მტრად,
გდიოს, გებრძოლოს, ის მდევარი იყოს, შენ – დევნილი და ხალხი შენს საქციელს მიბაძავს,
შენს მხარეს დაიჭერს მაშინ. ცუდ კაცს ნურც მტრად ჩათვლი, ნურც მოყვარედ. მის
გაფუჭებულ საქმეს და მის მოტანილ ზიანს უნდა ხედავდე – არაფერს სხვას. ამას უნდა
დევდე და კარგ საქმედ აქცევდე. სხვები დაინახავენ, კარგმა გლახას აჯობაო, მოგბაძავენ
თვითონაც, უკეთესი გახდებიან, ვიდრე იყვნენ. გამრავლდება ასეთი ხალხი და
გაუჭირდება ავ საქმეს. ესაა აბრაგის ვალი და ყველა კაცის ვალი. ასეა ეს.
– მართალი სიტყვაა, ალლაჰის მადლმა, – თქვა ბილალმა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ.
– მონადირე ხარ შენ და ჯიხვებს მიტომ ჯობნი, რომ გზები იცი მათი. ის კაციც მასე
დამდევს მე; ამდენი წელიწადია მიყურებს – და ისწავლა ჩემი გზები და ასავალ–
დასავალი. მახეს მიგებს ყველგან. ვისაც ვხვდები და ვისასაც დავდივარ – აფუჭებს იმ
ხალხს. ზოგს ფულად ყიდულობს, ზოგს შიშით ითანხმებს გაცემაზე, ზოგს თავისით
გათახსირებულს პოულობს და ჩემს სადევრად იყენებს. ბოროტებტს სჩადის, მოკლედ.
აბრაგი ვარ მე, ჩემი ვალია, მაინც იმ გზებით ვიარო და მისი განაფუჭარი გადავაკეთო.
ვართ ასე: ის თავისას შვრება და მე ჩემსას. ასეც უნდა იყოს ეს. ახლა ცხენის ამბავს გეტყვი.
იმ კაცმა სამი წლის წინ იცოდა, მისთვის ძღვენი რომ უნდა მიმერთმია. განზრახ ისეთ
ხალხში ვთქვი, ამბავს რომელიც მიუტანდა. ყველაფერი იცის მან: ვისი ცხენია, ვინ
მოიპარა და რა გზებით უნდა მივიყვანო საქართველოში. თუ ხედავ, ჩემი კიდევ ერთი გზა
მე თვითონ გავაგებინე – გააკეთოს თავისი საქმე. არაფერი არ გამოუვა ისევ. თვითონ თუ
ვერ დარწმუნდა, რომ ვერ მჯობნის და თუ ვერ მიხვდა, რატომ ვერ მჯობნის – ხალხი
დარწმუნდება და ერთხელ კიდევ დაინახავს, ავი საქმე კარგ საქმეს რომ ვერ აჯობებს
საბოლოოდ. იმას რომ წუხხარ, ბილალ, ორი ათას თუმნიანი ცხენი არამია მისთვისო – ვერ
დაიტოვებს ის კაცი ნაპარავს. გაის გაზაფხულზე, გზები რომ გაიხსნება, პოლიციის
ხელიდან მიიღებს მუჰამედ გუტე თავის ლურჯას...
ბილალს ხმა აღარ დაუძრავს, ღრმა ფიქრებში იყო.
თუთაშხიამ ღამე გაათენა. ადრიან დილით ძმადნაფიცისა და მისი ბიძაშვილების
თანხლებით გზას გაუდგა. ორ დღეში უღელტეხილამდე ააღწიეს. ბილალმა გამოთხოვების
დროს უთხრა:
– დიდ საფიქრალს მიტოვებ დათა, ძმობას გეფიცები!
თუთაშხია მულახში გადმოვიდა, ოქტომბრის ბოლომდე ისევ გუჯეჯიანებთან
სტუმრობდა. მასპინძლები გამოზამთრებას ეხვეწებოდნენ, მაგრამ აბრაგს თავისი საქმეები
ჰქონდა, ხარნალისკენ დაეშვა. იქ ერთი ციხეში შეძენილი მეგობარი ჰყავდა – ბიკენტი
იალქანიძე, ხარნალში იჯარით აღებული დუქანი ეჭირა, წელიწადზე მეტი იყო,
ერთმანეთი არ ენახათ.
მისი ნამდვილი გვარი ჯმუხაძე იყო. სიჭაბუკეშივე გადაწყვიტა, – უკუღმართი ბედ–
იღბალი განგებამ გვარზე დამაყოლაო და იალქანიძე დაირქვა.
ამ იალქანიძეს ორმოცდაათი წლის ასაკისთვის თითქმის მთელი რუსეთის იმპერია და
ბევრი უცხო ქვეყანა ჰქონდა მოვლილი. ალბათ, ისეთი ხელობა არ არსებობდა, რომელიც
მოუსინჯავი დარჩენოდა, მაგრამ მის მთავარ ღირსებას მაინც ის შეადგენდა, რომ რვა თუ
ცხრა სახელმწიფოს საპყრობილეებში იყო ნაჯდომი და ყოველთვის ერთისა და იმავე
მიზეზის გამო. “უწესო” კაცებს ვერ იტანდა! ეს აქტიური შეუწყნარებლობა ყოველთვის
პატიმრობით როდი თავდებოდა – იალქანიძე ხანდახან გაქცევითაც შველოდა თავს.
გაქცევას ცხოვრების თავიდან დაწყება–დალაგება მოსდევდა, ხოლო ეს კი, პირველ ხანებმი
მაინც, გაჭირვებასთან, და ზოგჯერ, შიმშილთანაც იყო დაკავშირებული. კაცმა სიმართლე
თქვას, იალქანიძეს არც ბედი სწყალობდა. ერთხელ, ახალ გვინეაში სამოთხის ფრინველზე
მონადირე ინგლისელს შეუამხანაგდა. სანადირო ადგილები კუნძულის სიღრმეში,
“ჭეშმარიტი კაცების” ტომის ტერიტორიაზე იდო. სამოთხის ფრინველის ფიტულებით
ვაჭრობა იმ დროს ახალ გვინეაზე ძალიან სარფიან რამედ ითვლეგოდა და
შეამხანაგებულებსაც რიგიანად მიუდიოდათ საქმეები. მოეალეობები ასე ჰქონდათ
განაწილებული: კარტრაიტი ნადირობდა, იალქანიძეს ნანადირევი ქალაქს ჩაჰქონდა,
მეფიტულეს უტოვებდა, წინა ჩამოსვლაზე ჩამოტანილი ნანადირევიდან დამზადებულ
ფიტულებს ნარდად ჰყიდდა, ფულს ბანკმი კარტრაიტის სახელზე ინახავდა და ახალი
ნანადირევის ჩამოსატანად ბრუნდებოდა. ოთხასი მილი იყო სავალი უღრანი ტროპიკული
ტყეებით. ერთხელაც იალქენიძე ქალაქს ჩავიდა, საქმეეგი მოაგვარა.
ერთ–ერთ დუქანში ვიღაც “უწესო” ავსტრალიელ მეზღვაურს გზა–გზა გაუსწორდა,
პოლიციას ხელიდან დაუძვრა და ამხანაგისკენ გასწია. აღმოჩნდა, რომ იალქანიძის
კომპანიონის თავი “ჭეშმარიტ კაცებს” თავისი კოლექციის შესავსებად წაეღოთ, რაშიც
ისინი მხილებულნი ადრე იშვიათად ყოფილან – თეთრი ადამიანების თავები არცთუ
ძალიან აინტერესებდათ. იალქანიძე დაბრუნდა, უბედურება პოლიციას აცნობა და
თერთმეტი თვე საპყრობილეში დაჰყო. როცა გამოირკვა და დადგინდა, რომ კარტრაიტის
სიკვდილში მის კომპანიონს ბრალი არ მიუძღოდა – სამძიმარი უთხრეს, გაათავისუფლეს,
მაგრამ ამხანაგის სახელზე ბანკმი შეტანილი ფულის საკუთარი ნახევრის მიღებას
სასამართლოთიც ვერაფერი მოუხერხა და, როგორც თვითონ ამბობდა, დედიშობილა
დარჩა. ამჯერად ბიკენტი იალქანიძეს იმან უშველა, რომ ფრანგულ საოკეანო ხომალდზე
ერთ–ერთ მზარეულს კეთრი აღმოაჩნდა. ბედუკუღმართმა რაჭველმა თეთრი წინსაფარი
გაიკეთა და ჩამჩა–ქაფქირებით გარემოცული იღბალს ევროპისკენ წაჰყვა.
იალქანიძის ცხოვრება ერთიანად ასეთი ან ამის მსგავსი ფათერაკებისგან შედგებოდა.
რომელიღაც პატიმრობის დროს იგი მიხვდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერში
თვითონ, უკეთ ვთქვათ, მისი ხასიათი იყო დამნაშავე. რახან წარსული და მომავალი
ჯდომების მიზეზი ერთნაირი და ერთადერთი ჰქონდა, მის აზროვნებაში ყველა ჯდომამ
ერთი დიდი ჯდომის სახე მიიღო. რახან კარში ცხოვრებამ არა და არ გაუმართლა, ხოლო
საპყრობილეებში, რომელიღაც იდუმალი კანონზომიერების წყალობით, იგი მუდამ
საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა და “რიგიანი” კაცების დახმარების
საშუალებაც მუდამ გააჩნდა, მის აზროენებაში სიცოცხლე ერთ დიად, მარადიულ ჯდომად
და არცთუ მთლად უარყოფით მოვლენად ჩამოყალიბდა. ბუნებით ნიჭიერმა ისიც შენიშნა,
როშ გასაჭირში სასაცილო მეტია, ვიდრე სამწუხარო. სიცილი და მხიარულება დასჩემდა.
ყოველივე ამის შედეგად იალქანიძე ქვეყნიერებას უზარმაზარ საპყრობილედ თვლიდა და
მისთვის სულ ერთი იყო, ცენტრალურ აფრიკაში მძივებით ივაჭრებდა, თუ ტამბოვის
საგუბერნიო სატუსაღოში მეძებარი ძაღლების ჯიშებზე იმუსაიფებდა საქმეში ჩახედულ
“წესიერ” კაცებთან.
დათა თუთაშხია და იალქანიძე ციხეში ერთად კარგა ხანს ისხდნენ. მათი ხასიათი “უწესო”
კაცების პუნქტში და უანგარობაში დაემთხვა. ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა
იმისთვის, რომ ყოველ მათგანს თავისი თავი მეორის მიმართ ყველაფრის ვალდებულად
ჩაეთვალა და ამ ვალდებულების უდრტვინველი აღსრულება გარდუვალ აუცილებლობად
მიეჩნია.
ისე მოხდა, რომ იალქანიძემ შეწყნტრება მიიღო. ციხიდან გასვლის წინ თუთაშხიას
უთხრა:
– არ მოიწყინო, მალე მოვალ.
– ვეღარ მომისწრებ, ალბათ.
იალქანიძეს ეს იდეა არ მოეწონა, მეგობრის უდავიდარაბოდ გათავისუფლების იმედი
ჰქონდა. აქ კი გაქცევის სუნი დატრიალდა. ციხეს, პატიმრობას თავისი წესები აქვს.
თუთაშხიაც თუთაშხია იყო. ამიტომ იალქანიძე ძმაკაცის გადაწყვეტილების შეცვლას არ
ცდილა, პატარა ხანს იხფიქრა და თქვა:
– რიყეში ბიძა მყავს. ჯმუხაძეა ისიც, კოსტა ქვია. მეხაშეა. ჩემი ადგილსამყოფელი მას
ეცოდინება. კაცნი ვართ...
– კაცნი ვართ, – კვერი დაუკრა თუთაშხიამ.
ცენტრალურ აფრიკაში მძივებით ვაჭრობისა არ იყოს, ბიკენტი იალქანიძე ხარნალშიც
ადგილობრივსა თუ გზად გამვლელ “მოსახლეობას ემსახურებოდა”, “უწესო” კაცებს
ეომებოდა და ციხეში გასამგზავრებლად შერჩეული ბარხანა მუდამ მზად ჰქონდა.
უკვე დაღამებული იყო, როცა დათა თუთაშხია ბიკენტი იალქანიძის დუქანს მიუახლოვდა
და რაღაც ყაყანს მოჰკრა ყური. ცხენს სადავე დაუმოკლა, მიაყურა: ღამის სიწყნარეში
ხმაური შორ მანძილზე ისმოდა, მაგრამ გარკვევით მაინც ვერაფერი გაიგონა. გზა
შიმალიან ხევზე გადარბოდა. აბრაგმა ხევში შეუხვია, ცხენები დააბა, ყაყანისკენ ჩუმი
ნაბიჯით გაემართა.
დუქანს რუ ჩამოუდიოდა. რუს გაღმა რამდენიმე ძეწნა იდგა. თუთაშხია ჩრდილს შეეფარა,
ალიაქოთს დაუწყო ყურება.
ვიღაც ზომაზე მეტად ნაქეიფარი კაცი დუქანში შესასვლელად იწევდა. ამხანაგები
აკავებდნენ. კაცი ბიკენტი იალქანიძის აივანს მუშტებს უქნევდა, უშვერი სიტყვით
ილანძღებოდა, შეურაცხმყოფელს ათასნაირ წამებასა და სხვადასხვა ხერხით სიკვდილს
ემუქრებოდა.
– მალაქია, წადი სახლში, თუ კაცი ხარ, ნუ გამომიყვან გარეთ! – მოისმა აივანზე
გამომავალი ღია კარიდან.
თუთაშხიამ ბიკენტი იალქანიძის ბოხი ხმა იცნო.
– იალქანიძე, გამოდი, თუ ვაჟკაცი ხარ! ცოცხალი თუ წამიხვედი, როგორ ფერდებს შეიტან
უკან მაგ შენს ბუნაგში იმასაც ვნახავ! – მიუგო გარედან შფოთისთავმა და ამხანაგების
ხელიდან დასხლტომა სცადა ისევ.
– შალიკა და, მეორე რომ ხარ მანდ, ღებელი კაცი, შენი სახელი არ ვიცი... გადაამეტა და
უნდა გავლახო უეჭველად, მაგ მამაძაღლი! კარგად დაიჭირეთ, სოფელში არ გამექცეს,
თვარა ისევე თქვენ მოგაყვანინებთ და ყველას გადაგითვლით ნეკნებს!.. აგერ, ა, ამას
ჩავიკითხავ, ნამეტანი კაი ლექსია და გამოვალ ახლავე. არ გაგიწყრეთ ღმერთი, არ
გაგექცეთ!..
მოჩხუბარმა რეალური საშიშროება იგრძნო და სასწრაფოდ დაცხრა. სიჩუმე ჩამოწვა.
აივნის ქვეშ, დუქანში შესასვლელი კარის ზღურბლზე, ჩია კაცი გამოჩნდა. დადგა,
გულხელი დაიკრიფა, ერთბაშად დაშოშმინებულ შფოთისთავს ნიშნისგებით დაუწყო
ყურება – ძლევამოსილი სარდალივით იდგა. მალაქია ჩხუბისთავი, შალიკა და ღებელი
კაცი ტყვედ დანებებული მეციხოვნეებივით მობუზულიყვნენ.
თუთაშხიამ ჩაიცინა.
– კაი, გეყოფა ახლა, მალაქია. შენს დარიკოს და შენს შვილებს გაფიცებ, წამოდი, თუ კაცი
ხარ, – შეეხვეწა შალიკა.
– ასთიონ–ბატონო, – თავაზიანად ჰკითხა ზღურბლზე შემდგარ ჩია კაცს ღებელმა კაცმა, –
რამხელაა ის ლექსი, იალქანიძე რომ კითხულობს?
ასთიონმა ხელით ანიშნა, – ერთი ციცქნა არის, ათავებს, ახლავე გამოვა და რა დღეც
გეწევათ, მალე დავინახავო.
ხმა აღარავის დაუძრავს. მალაქიამ რუზე გადაგდებულ ბოგას მიაშურა. ჩია კაცის
გესლიანი ხარხარი გაბრუნებულებს ქოქოლასავით დაეწია.
– ბიკენტი იალქანიძე, გამიგონე, რა გითხრა. – დაიძახა რუს გაღმიდან მალაქიამ. – ამ შენი
იუდა ასთიონას გულისთვის დუქნიდან რომ დამითხოვე, მაგის ღირსი არ ვარ მე. ამას ენა
მისმა ამხანაგებმა ციხეში ამოგლიჯეს, არ იცი შენ. საკაიკაცოდ არც შენთან არის მოსული
და, სანამ რაცხა უბედურებას გადაგკიდებდეს, თავი მოაჭერი შენი ხელით გირჩევ მე!
ჩია კაცი ქვას დასწვდა, მალაქიასკენ ისროლა და დუქანში მიიმალა.
– მალაქია–ბატონო მოიცადე ერთ წამს, საქმე მაქვს! – ხმადაბლა შეეხმიანა თუთაშხია.
მალაქია გაინაბა, ლანდს მიაჩერდა.
– რისთვის ამოგლიჯეს მაგ კაცს ენა? სად იყო ეგ?
დაბნეული მალაქია უეცრად გამომტყვრალ კაცს პირღია შეჰყურებდა. სანამ ელდას მოერია
და თავს დაეუფლა, კარგა ხანი გავიდა.
– გაგონილი თუ გაქვთ, კროპოტკინში ვაჭრის ოჯახი რომ ამოწყვიტეს და დიდი
სიმდიდრე წაიღეს? – ჩუმად, საიდუმლოსავით თქვა მალაქიამ.
– მერე?
– იმ ვაჭართან იყო ასთიონა ლაქიად. ყაჩაღებს მან ასწავლა, ჩემს ბატონს ბევრი ფული აქვს
შენახული აქ და აქო. რომ დაატრიალეს ის ღვთის რისხვა, მივიდა პოლიცია, დაიჭირა
ასთიონა პოლიციამ. ალაპარაკეს, გათქვა ყაჩაღები. დაიჭირეს ისინიც. იმ სხვებმა ამოჭრეს
ენა ციხეში...
– აუუუ!.. – აბრაგს გაეცინა. – რა იცი შენ, ნამდვილად მაგ თუა?
– მაშინ იქ ვმსახურობდი. მეჯინიბედ ვიყავი მაზრის უფროსთან და ვიცი მაგ ამბები... ცხრა
თვეს არ ვყოფილვარ ოჯახში. ამოვიარე დღეს აგერ არ ყავს ბიკენტი იალქანიძეს ასთიონა?
– მოვუქციე ყბა, გათახსირებულს და გამომაგდო დუქნიდან იალქანიძემ ძაღლივით. მაგას
გონია... არ იცის მაგან, ბევრი იყო მედუქნე აქ. ზოგი თავისით გაიქცა და ზოგმა ჭირი
მოგჭამა. ისეთი ადგილია ხარნალი. არ იცის ეს იალქანიძემ...
– კაი, მადლობელი ვარ. მშვიდობით იყავით ყველა. – თუთაშხიამ თავისი ცხენისკენ
გასწია.
წყაროს ზემოდან, ბორცვზე, ძველი საყდრის ნანგრევი იდგა. თუთაშხიამ იქ სამალავი
იცოდა. თოფი და ხანჯალი შეინახა. ორი მაუზერი ჰქონდა – ხურჯინში აქეთ–იქით
ჩაილაგა, ცხენები წაიყვანა და დუქნისკენ წავიდა.
ფლოქვის ხმაზე დუქნიდან ასთიონამ გამოიხედა.
– დააბინავე ცხენები, დავრჩები ამაღამ აქ, – უთხრა თუთაშხიამ.
მსახურმა სადავეები ჩამოართვა და სტუმარი გულდასმით შეათეალიერა. სტუმარს ეს
გადამეტებული ცნობისმოყვარეობა არ გამოპარებია.
– სად არის ბიკენტი? – ჰკითხა თუთაშხიამ.
მსახურმა ხელით ანიშნა, აგერ, იმ ოთახშია, სადაც ეს კიბე ადისო, და ცხენები თავლისკენ
წაიყვანა. თუთაშხია კიბეს აჰყვა, წამით აივანზე შეჩერდა, მსახურს თვალი გააყოლა.
იალქანიძე ტახტზე იწვა, პატარა ლამპის შუქზე წიგნს კითხულობდა.
– ბიკენტი, გამარჯობა!
იალქანიძემ წიგნს თავი მიანება, სტუმარს ახედა.
– ტი–ტუუუ! – თქვა მან ხმადაბლა.
– ტი–ტუ, – დაუდასტურა თუთაშხიამ ისე, თითქოს დიდი ხნის მივიწყებული სათაკილო
რამ მოაგონეს, და დასძინა:
– საიდან გაგახსენდა ეგ?.. – მაინცდამაინც მაგ რამ მოგაგონა – ჰმ, ტი–ტუ...
იალქანიძემ აღარ უპასუხა, ძმაკაცს გადაეხვია.
– სად ხარ ამდენ ხანს, შე კაცო!
თუთაშხიამ ხურჯინი მოიხსნა, ნაბადი დადო, ჩამოჯდა. საუბარი გაიბა და როცა
ერთმანეთის ასავალ–დასავალს მორჩნენ, აბრაგმა ჰკითხა:
– ის თუ გაიგონე, ერთი მალაქია რომ იყო აქ და გარედან რომ მოგაყვირა ასთიონაზე, ასე
და ისეო?
– გავიგონე. ვიცი მე ეგ. შენ რომ უკანასკნელად იყავი აქ და პატიმრებს რომ ამუშავებდნენ
აგერ, გზაზე, უფროსი ზედამხედველი ყავდათ ერთი იმ პატიმრებს – უდოდოვი გვარად.
თეთრი თვალები ჰქონდა. კაცი ეწამებია – პურს ნუ აჭმევდი და წყალს ნუ დაალევინებდი
ერთ თვეს. მოვიდა. ნამეტანი წესიერი კაცი, გამოცდილი ლაქია თავისუფლდება ჩემთან,
ცოლის საყვარელი დაჭრა და მისთვის იჯდაო. მუნჯია, მარა ყრუ არ გეგონოს, მშეენიერად
ეყურებაო. გვარი რომ მითხრა, მივხვდი, ვისაც ლაჰარაკობდა, ვიცოდი, რისთვისაც იჯდა.
ეს სისხლისმსმელი ზედამხედველი ასთიონას სიბრალულით მატყუებს–მეთქი, ასე ხომ არ
ვიფიქრებდი?! პოლიციას თავისი კაცის ყოლა ჭირდება ჩემსას. სხვას არ ნიშნავდა არაფერს
უდოდოვის ვირეშმაკობა. ავიყვანე და არის ახლა აგერ.
– სწორედ მიხვედრილხარ ყველაფერს. პოლიციას ჭიროდა, მარა შენ თუ გჭიროდა?..
– რაი?
– პოლიციის კაცი დუქანში.
– მჭიროდა, ალბათ, თვარა უარს ვერ ვეტყოდი?
თუთაშხიამ მხრები აიჩეჩა და ისევ აივანზე გავიდა.
იალქანიძემ სკამები გაიტანა. დასხდნენ.
– თვეში რამდენი ულუფა ხაშლამა ივაჭროს ბიკენტი იალქანიძემ, დათვალე და
შეგვატყობინეო, ასთიონას ამისთვის არ შემოგზავნიდნენ, – ცხადია ეს, – განაგრძო
იალქანიძემ საუბარი. – მთავრობას რომ ემალება, ისეთი კაცები თუ ნახო, მოდი და
გვითხარიო – არც ამისთვის უნდოდათ ასთიონა აქ. ამ ექვს თვეში ყაჩაღიც ბევრი გაჩერდა
ჩემს დუქანში და სხვა დევნილი კაცებიც, ასთიონას თვალს და ყურს არ გამოპარებია არც
ერთი, მარა, ე, იმ ზარულს არ გაცილებია აქედან. ხარნალიდან ბოქაულამდე ოცი ვერსია
სრული, პოლიციამდე – სამოცი. უდოდოვმა ასთიონა რომ მომიყვანა, სამი დღის მერე
გაირეკა თავისი პატიმრები და წავიდა. რომ უნდოდეს კიდეც, ვის და როგორ უნდა
შეატყობინოს ასთიონამ რამე? და, როგორი მამალი სულელია, თუ იცი?.. ჯაშუში არ არის
მაგ კაცი, თვარა, აგერ, მოპირდაპირე ოთახში ბოდღო ყვალთავაა გაჩერებული...
– ვინაა გაჩერებულიო?.. – გაფაციცდა თუთაშხია.
– ბოდღო ყვალთავა, ყაჩაღი... – იალქანიძეს ისე მოუწყდა სიტყვა, ვითომ თავში რამე
სტაკებოდეს და იმავ წამს სახე რაღაც აზრმა გაუნათა.
– ბოდღო ყვალთაეა!.. – ჩაილაპარაკა თუთაშხიამ, ერთხანს იყუჩა და ჰკითხა: – მარტოა თუ
ახლავს ვინმე?
მეფუნდუკე ფიქრებიდან გვიან გამოერკვა, პასუხი დაუგვიანა:
– რა მკითხე შენ?.. მარტოა თუ ახლავს ვინმეო? ამხანაგი ახლავს.
თუთაშხიამ დინჯად თქვა:
– ჩამოხრჩობილი, მარტო ამ ბოლო თხუთმეტ წელიწადში, ხუთი კაცი ვიცი მაგ ყვალთავას
ამხანაგები და სროლაში მოკლული რამდენია კიდევ... ნამეტანი გაფუჭებული კაცია; რომ
მოიხელთებს პოლიცია სადმე – ამხანაგს შეუტოვებს ხელში ეგ და იპარება თვითონ.
ამითაა ცოცხალი და ამისთვის დაყავს ამხანაგები თან.
იალქანიძემ გადააფურთხა, ლანძღვა დიაყოლა და იმავე ფიქრს გაჰყვა, რომელიც წეღან
ყვალთაეას ხსენებაზე ეწვია.
– რაზე ფიქრობ, ბიკენტი? – ჰკითხა თუთაშხიამ.
– რაცხა გავიფიქრე, მერე იყოს ეს. ასთიონაზე უნდა გითხრა ჯერ. ჯაშუშად არ არის
შემოგზავნილი, ვთქვით უკვე...
– ტუტუციაო, ამბობ, პოლიციამაც იცის ეგ, ტუტუც კაცს ჯაშუშად არ აიყვანენ ისინი, –
ჩაურთო თუთაშხიამ.
– არ აიყვანენ, მართალია. აბა, ვინ არის, თუ იცი? მკვლელია! სანამდე მივიღებდი, იქამდე
მივხვდი ამას. მივიღე, პატარა ხანმა გაიარა. გავაგზავნე სოფელში საქმეზე და ბარგი
გავუჩხრიკე. საწამლავი ვუპოვნე, მამაძაღლს.
– უყურე შენ! – რაც მეტი ტუტუცია კაცი, მით უფრო იოლად კლავს ადამიანს. კარგად
შეურჩევიათ, – განმარტა თუთაშხიამ.
– ახლა ხომ გესმის, რისთვის მჭიროდა ეგ კაცი აქ? მე რომ უარი მეთქვა, სხვაგან
ჩაასაფრებდნენ. რას გავხდებოდი მაშინ? ვერაფერს.
– სწორად მოქცეულხარ, – ხმადაბლა თქვა თუთაშხიამ.
აბრაგი ცას ასცქეროდა. იალქანიძე ფიქრობდა. სიჩუმე კარგა ხანს არ დარღვეულა.
– ელეს ვაჩუქე ერთხელ, ჩემს დას, საკაბე, ამ ცას ჰგავდა სწორედ, – ჩაილაპარაკა
თუთაშხიამ ნაღვლიანად. – ასეთი ლურჯი იყო და მარგალიტები ეყარა ზედ ამ
ვარსკვლავებივით – ზოგი დიდი და ზოგი პატარა.
იალქანიძის ფიქრები მუნჯი მსახურის გარშემო ტრიალებდა. უპირველესად ყოვლისა,
იმის გაგება სწყუროდა, იცნო ასთიონამ თუთაშხია, თუ ვერ იცნო? ამაზე ლაპარაკის
საღერღელი აეშალა, მაგრამ თავს იკავებდა, მეგობრის სევდიან მოგონებებში შეჭრას
ერიდებოდა.
სიომ ჩამოიქროლა, ქედებზე შეფენილი ტყეებიდან ხმელი ფოთლის სურნელი მოიტანა.
თუთაშხია თითქოს მიხვდა იალქანიძის წრიალის მიზეზს და უთხრა:
– ძალიან დამაკეირდა, მარა მე ვარ თუ არა, ვერ დარწმუნდა, მგონია.
იალქანიძემ გაიცინა.
– კაი ხანია გასული მას მერე. ციხეში წვერს ატარებდი, გაპარსული ძნელი საცნობი ხარ
ახლა. ამ სიბნელემი მაინც რას გიცნობდა... რამდენ ხანს იყავით ერთად?
– ორ თუ სამ დღეს. გაიგეს პატიმრებმა ასთიონას ამგავი და შეშინდნენ ჟანდარმები,
მოკლავენო. წაიყვანეს საითღაც... ის ცხენი მოვიყვანე, ბიკენტი, მე.
– რას ლაპარაკობ! – აბა, გაგიგია, ვინაა ის კაცი! მითხარი, თუ კაცი ხარ...
თუთაშხიამ ჩიბუხის გატენვას კარგა ხანი მოანდომა. მერეღა უთხრა:
– სანდო კაცის ნათქვამია, მარა სხვა ადგილიდანაც უნდა გავიგო და მაშინ დავიჯერებ
საბოლოოდ. ამ ჩავლაზე უნდა ვნახო ის კაცი... – თუთაშხიამ იალქანიძეს შეხედა, მეტად
გაფაციცებული მოლოდინი დაინახა და დასძინა: – ჩემი მამიდაშვილი – მუშნი ზარანდია!
იალქანიძემ თავი ჩაქინდრა, დააყოვნა და ჩაილაპარაკა:
– სხვანაირად არც მგონებია, დათა. ვერ გითხარი... სისხლი და ხორცია შენი!
ქტრი გაძლიერდა. აცივდა. ჩუმად ისხდნენ, იქამდე ისხდნენ, სანამ იალქანიძეს
გააჟრჟოლა:
– ხომ არ შევიდეთ შინ?
სკამები წამოიღეს, კარი დახურეს. თუთაშხიამ გაზეთი აიღო, თარიღი ნახა, სათაურები
ჩაათვალიერა და კითხვას შეუდგა.
– ამ კარს გავაღებ, თვარა შევწუხდებით, – მეფუნდუკემ სასადილო დარბაზის კარი
ყურთამდე გამოაღო.
დუქანი ორსართულიანი იყო. პირველი სართული სასადილო დარბაზს, სამზარეულოსა
და სხვა სათავსოებს ეჭირა. მეორე სართულს საცხოვრებელი ოთახები შეადგენდა:
სიგრძლივ სამ–სამი იყო განლაგებული და სიგანე – ორ–ორი. ოთახები ვიწრო შიდა
აივანზე გამოდიოდა. აივანი ირგვლივ შემოვლებულ ქანდარას ჰგავდა, დარბაზს
გადაჰყურებდა და ძირს ჩასასვლელად ოთხივე მხარეს კიბეები ჰქონდა. ღიად
დატოვებული კარიდან აივნებისა და სასადილო დარბაზის დიდი ნაწილი მოჩანდა.
დარბაზს ჭაღზე ჩამოკიდებული ვეება ლამპა ანათებდა. მუშტარს თუ სურდა, მისი
მაგიდის სიახლოვეს კედელზე დაკიდებულ პატარა ლამპასაც აუნთებდნენ ხოლმე.
– მაგ ის ყვალთავაა, შენ რომ მედუქნის ოჯახის დარბევის ამბავი მიამბე?.. მერე მისი ბიჭი
რომ შეგხვდა თბილისში, ხომ?
– კი, ის არის. რა ხნისაა უკვე, ღმერთმა იცის? თავისი დღე და მოსწრება ძარცვავს, გლეჯს,
ნაშოვარი თითქმის მას რჩება სულ – ამხანაგების ბედ–იღბალი გითხარი მე შენ. რისთვის
ჭირია და რას უხერხებს ამდენ ქონებას – მეტყოდეს ვინმე! საცღა იქნება, მოკლავენ მაგასაც
და ჩაიარა უქმად ამდენმა კვლამ, ძარცეამ და სიმდიდრის გროვებამ. ძნელი გასაგებია ეს.
თუთაშხიამ ხელები გაასავსაეა, კვლავ გაზეთს მიუბრუნდა. იალქანიძე არ
გამოლაპარაკებია, ბოლთა დაიწყო. რაღაცის აწონ–დაწონასა და ვარაუდში იყო გართული.
პატარა ხანს იარა, ჩანს, გადაწყვეტილება მიიღო, ისევ მაგიდას მიუჯდა და ძმაკაცს
მიმართა:
– არ მინდოდა შენი შეწუხება... შეიძლება, ხმაური ატყდეს აქ...
თუთაშხიას გაზეთისთვის თვალი არ მოუცილებია, მცირედი დუმილის შემდეგ მიუგო:
– ატყდეს, თუ გჭირია.
– მჭირია.
აბრაგმა თავისი ხურჯინი ხელმისაწვდომზე მოითრია და კითხვა განაგრძო.
მოპირდაპირე ოთახიდან ორი კაცი გამოვიდა. ორივეს მაუზრები ეკიდა, ძვირფასი ქამარ–
ხანჯლით დამშვენებული ჩოხები ეცვათ.
– თუ იცანი? – ჰკითხა იალქანიძემ თუთაშხიას, სანამ სტუყრები კიბეს ჩაივლიდნენ.
– კი. კაი დაბერებულია, მაგ გათახსირებული. დათა ჩოჩიაა მეორე. თხუთმეტი წელი
კატორღა გაათავა მაგან. ჩამოვიდა, იყო ერთხანს ჭკუით. ვხედავ ახლა, მოუნახავს,
როგორც იქნა, თავისი წილი სიკვდილი. არც კატორღამდე ექნა ღმერთს და ახლა კაცის
თავს ექვს შაურად მოგიტანს, თუ შეპირდი. როდის მოვიდნენ აქ?
– სამხრობისას, დღეს. ისე უჭირავთ თაეი, კაცს ეგონება, რაც ცოდვები კიდიათ, სულ
ჭორიკანა დედაკაცების მოგონილია და თუ დასდევს ვინმე – მადლობის სათქმელად
დასდევენ. იცის ასთიონამ უკვე მაგათი სახელები. ყურები კურდღელივით აქვს
დაცქვეტილი, ეგება გვარებიც გამაგონონო.
– ვიცნობდი ახალგაზრდობაში ჩოჩიას მე, – თქვა თუთაშხიამ. – ერთი ხნის ვართ,
თითქმის.
იალქანიძემ სტუმრებისკენ მიმავალ ასთიონას მოჰკრა თვალი; ზეზე ადგა და თუთამხიას
უთხრა:
– მივხედავ იქაურობას და მოვალ ახლავე.
ბიკენტიმ კიბე ჩაირბინა, სამზარეულოში შევიდა, ზაქარია–მზარეული დაარიგა, – ასეთი
და ასეთი უნდა გითხრა ასთიონას თანდასწრებით და ასე და ასე უნდა მიპასუხოო.
მზარეული, ჯერ იყო, უცბად ვერ მიუხვდა და როცა მიუხვდა, პასუხის გაზეპირება
გაუჭირდა, მაგრამ მაინც ყველაფერი მოგვარდა. იალქანიძე სამზარეულოდან გამოვიდა,
სტუმრებს ეახლა, საღამო მშვიდობისა უსურვა. მემდეგ საჭმელ–სასმელი ჩამოუთვალა, რას
ინებებთო. როდესაც შეკვეთის მიღება დაამთავრა, ასთიონა წაიყოლა, ისევ სამზარეულოს
მიაშურა.
– თაბახი მოიტანე, ასთიონა! – უთხრა იალქანიძემ მსახურს, ღუმელთან მივიდა, ქვაბებს
ხუფები ახადა. ჩაიხედა. ზაქარია მზარეული კუთხეში რაღაცას საქმიანობდა, ხელები
გადაიბანა, მედუქნესთან მივიდა და ჰკითხა:
– რას მიირთმევენ?
იალქანიძემ ჩამოთვალა და როცა ასთიონამ თაბახი მოიტანა, ზაქარია–მზარეულს ჰკითხა:
– იქით რომ ზის, ჩვენსკენ პირით რომ ზის, ისაა დათა თუთაშხია, ხომ?
– რა ვიცი მე, როგორ დაჯდა. ვერ ვხედავ აქიდან, – შეთანხმებისამებრ მიუგო მზარეულმა.
– გაიწიე პატარაზე, შემახედე.
ასთიონამ ყურები ცქვიტა, დასადებად გამზადებული თაბახი ჰაერში გაუშეშდა.
იალქანიძეს ეს არ გამოეპარა, მაგრამ არც არაფრით შეიმჩნია.
– დათა თუთაშხია ისაა – პირგაპარსული. ბოდღო ყვალთავა მეორეა, ცანცარაწვერიანი. –
თქვა ზაქარიამ და საქმეს მიჰყო ხელი.
– რა არიან, ნეტავი, ასე დაუჭირავი და მოუხელთებელი! – ჩაილაპარტკა იალქანიძემ.
ასთიონა გონს მოეგო, ზაქარიას გადმოლაგებულ ულუფებს დასწვდა, თაბახზე გადაიტანა.
– კარგად ემსახურეთ. მაგათი ჯაჯღანის თავი არ მაქვს. ასთიონა, ჭურჭელი წაიღე,
ალექსანდრეული ჩამოუსხი. თაბახს ზაქარია მიიტანს. პატარა კასრიდან ჩამოუსხი. აბა, ჰე,
ყოჩაღად!
მსახურს, ვინ იცის, გული უფანცქალებდა, – დუქნიდან გასვლა, საწამლავის მოტანა და
ღვინოში ჩასხმა როგორ მოვახერხოო და, აკი, იალქანიძემ შეუწყო ხელი განზრახვის
შესრულებაში. ამიტომ იყო, რომ ასთიონამ ერთობ საგანგებო მზადყოფნითა და ხალისით
გაარბენინა ორი ყელმოღერებული სურა. იალქანიძემ ცოტა ხანს შეიცადა, ასთიონას
დაბრუნება იანგარიშა და ზაქარია–მზარეულს უთხრა:
– აბა, მზად არის თაბახი, ხომ? წაიღე ახლა, დანარჩენი დახლიდან წაიყოლიე და მიართვი.
– ბიკენტი... – თქვა მზარეულმა, შეყოყმანდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია და მაინც
ჰკითხა. – გაფიცებ, მართლა დათა თუთაშხიაა მაგ კაცი?
იალქანიძემ პასუხად მხოლოდ თვალეგი დაუბრიალა, სამზარეულოდან გავიდა, კიბე
აიარა და თავის ოთახში შევიდა.
– ისე ეტყობა საქმეს, რომ ომი უნდა დატრიალდეს მალე, – თქვა თუთაშხიამ, გაზეთი
გადადო და ტახტზე ნამოწვა.
იალქანიძე ფანჯარასთან აიტუზა, სიბნელეს ჩააჩერდა.
თუთაშხია ძმაკაცს დააკვირდა, ღელვა და შფოთი შენიშნა. თვითონაც ჩაფიქრდა და როცა
სიჩუმე გაგრძელდა – გაემასხრა.
– ფერი წაგსელია, ბიკენტი–ბატონო. ტი–ტუო, ტუღუშის ამბავი რომ შემომაგებე სალამის
მეგივრად – ახლა ისეა საქმე, მგონია, მე დამჭირდეს შენი მობრუნება, – თუთაშხიამ
ხმამაღლა გაიცინა.
– ტი–ტუ! – თითქოს მიხვედრა დაუდასტურა მეფუნდუკემ.
იალქანიძეს ეს ერთი სიტყვა არც თუთაშხიას მოსვლით გამოწვეულმა განცვიფრებამ
ათქმევინა და არც დევნილ კაცთან ერთად მოსულმა შესაძლო საფრთხემ. უბრალოდ, მისი
მეხსიერება ადამიანებს რაიმე სასაცილო ფათერაკის მეშვეობით ინახავდა. ძმაკაცის
დანახვისას ბიკენტი იალქანიძეს რატომღაც ვინმე ტუღუში გაახსენდა. ეს კაცი მათთან
ერთად იჯდა. იალქანიძე ციხეში იმ დროს ფერშლად იყო. ტუღუში ერთ საღამოს
საფერშლოში კბილის ტკივილმა მიიყვანა. იქ თუთაშხია დახვდა, იალქანიძესთან
მუსაიფობდა. ბიკენტის არც კბილის მკურნალობისა გაეგებოდა რამე და, სატუსაღოს
პირობებში საამისო ხელსაწყოც საიდან უნდა ჰქონდა. ამიტომ ავადმყოფს რაღაც
გამაყუჩებელი დაალევინა. ტუღუში მალევე დაბრუნდა, ისეე მტკივა, ლამის მოვკვდეო.
იალქანიძემ კელავ გამაყუჩებელი მისცა, მაგრამ ტუღუშმა ყოველ ათ წუთში მოსვლა არ
მოიშალა – ამომგლიჯე მომაშორეო! იალქანიძეს ერთი უხეირო მაშის მეტი არაფერი
ჰქონდა. ის მაშა უჩვენა, აუხსნა – ჩამტვრეული სიბრძნის კბილია, ძალიან გეტკინება და
იქნებ ვერც ამოღება მოვახერხოო! ტუღუში თავისაზე დადგა, ამომგლიჯეო. რაღა
იქნებოდა, – იალქანიძემ ავადმყოფი ტაბურეტზე დასვა. მაშა ნინსაფრით გაწმინდა და
თუთაშხიას სთხოვა:
– მოდი, თავი დაუჭირე. ფართხალს დაიწყეგს, მარა არ გაუშვა, სანამდე არ გეტყვი. მაგრად
უნდა დაიჭირო!
ავადმყოფმა პირი გააღო. დათა თუთაშხიამ ცალ მკლავში ტუღუშის თავ–შუბლი მოიქცია,
მეორეში – ტუღუშის ხელები. იალქანიძემ ჯერ მაშა ვერ მიუყენა. როცა მიუყენა და კბილის
მორყევა სცადა, მაშინ ტუღუშმა გაიბრძოლა და მაშა დასხლტა...
– მაგრად დაიჭირე, რა გითხარი მე შენ!
– მიჭირავს, კაცო, და მოსაკლავად ხომ არ მოგიცია ეს ადამიანი?!
თუთაშხიამ ტუღუშს ორთავე მკლავი შუბლზე შემოხვია, მოუჭირა და ისეთ სალტეში
მოაქცია, რომ ტუღუშმა იფიქრა, – თავი კაკალივით გამისკდყბაო. ბევრი იწია – მაინც
ვერაფერს გახდა, მაგრამ ვეღარც იალქანიძე მოერია საქმეს.
– რას იქექები მანდ? მოკვდა კაცი! – გაწყალებული ხმით ჩაილაპარაკა თუთაშხიამ.
– შენ რაღა დაგემართა კაცო!.. ამას ტკივა თუ შენ?! ყბაზეა მიზრდილი, ოხერი. ვერ
დავძარი, ხომ ხედავ, გეჭიროს, არ გაუშვა... არც მაშაა საამკბილო, დასწყევლოს ღმერთმა
თფუჰ! – იალქანიძმმ მაშას დააფურთხა და ოპერაცია განაგრძო.
ტუღუშმა ორმაგ ტკივილს ვეღარ გაუძლო, იალქანიძეს ორთავ ხელებით მაჯაში
ჩააფრინდა. სწორედ ამ დროს კბილის ფესვმა ტკაცანი გაიღო, მოირყა, მაგრამ იმ
გაწამაწიაში მაშა ისევ დასხლტა. ავადმყოფმა ცარიელი პირი დაიგულა თუ არა –
საზარყლი ხმით იკივლა:
– ტი–ტუუუ!!!
იალქანიძეს სამსართულიანი ლანძღვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ დათა თუთაშხიას
გული ცუდად გაუხდა, სახეზე მკვდრისფერი დაედო, მუხლები აუკანკალდა. ტუღუშმა
დრო იხელთა, თავს უშველა. თუთაშხია ტუღუშის სკამზე დაეშვა.
იალქანიძემ დოინჯი შემოიყარა, გაფითრებულ ძმაკაცს დახედა, ბოღმიანად თქვა:
– ა, ყაჩაღი, აბრაგი, ქვეყნის დამაქცეეელი! ვაააი! შენი დაკლული ქათამი რა ვთქვი მე! – და
მის მოსულიერებას მიჰყო ხელი.
მას შემდეგ რამდენი წელიწადი იყო გასული, მაგრამ თუთაშხია ახლაც გატაცებით,
შენიშვნებით, წვრილმანებით ყვებოდა ამ შემთხვევას. იალქანიძეს ხმაც არ დაუძრავს,
ასთიონას მოსვლას ელოდა, სიბნელეს იყო ჩაჩერებული.
– რამხელა ცხვირი ქონდა ტუღუშს, თუ გახსოვს! – აღარ ეშვებოდა თუთაშხია.
იალქანიძე ფანჯარას სწრაფად გამოეცალა. ქვემოდან თავლის კარის ჯახანი მოისმა.
– რანაირად ჩამაცივდა, თუ გახსოვს, – ამომგლიჯე, მომკლა და გადამაშენაო!.. –
გამოეხმაურა იალქანიძე, მაგრამ ხმა ოდნავ უკანკალებდა, ცხადი იყო, ამაზე არ ფიქრობდა.
მაგიდას მიუჯდა. თვალი სასადილო დარბაზში გადააპარა. სტუმრები ვახშამს
შეექცეოდნენ და მალ–მალე სამზარეულოსკენ იყურებოდნენ – ალბათ, ღვინის
მოლოდინში.
სასადილოში შემოსასვლელმა კარმა დაიჭრიალა. ასთიონა სტუმრებთან მივიდა, სურები
მაგიდაზე დაუდგა. მთელი სიცოცხლის მანძილზე ლაქიად ყოფნის ჩვევამ თავისი
გაიტანა. მაგიდასთან შეყოვნდა, რამეს ხომ არ მიბრძანებენო, და როცა აღარაფერი უთხრეს,
სამზარეულოსკენ გატრიალდა.
ჩოჩიამ ღვინო დაასხა, ამხანაგს ფიალა მიუჯახუნა, სულმოუთქმელად გადაჰკრა.
ყვალთავამ ნახევარზე ნაკლები მოსვა, ფიალა მაგიდაზე დადგა. მსახურს ეს არ დაუნახავს,
ამ მომენტში სამზარეულოსაკენ მიდიოდა.
მუნჯი სამზარეულოში შევიდა, სათვალთვალოდ მოხერხებული ადგილი შეარჩია.
იალქანიძეს გაზეთი ეჭირა, ვითომ კითხვაში იყო გართული. ისე იჯდა, რომ სტუმრებსაც
კარგად ხედავდა, სამზარეულოში მოწრიალე ასთიონასაც.
თუთაშხია იალქანიძეს შესცქეროდა, ცდილობდა გარკვეულიყო, თუ რა ხდებოდა.
ჩოჩიამ ყვალთავას რაღაც უთხრა. ყვალთავამ უპასუხა. იალქანიძეს არ გაუგონია, მაგრამ
მიხვდა, ჩოჩია ამხანაგს ეკითხებოდა, – ფიალა რატომ არ დაცალეო. მუნჯი სტუმრებს
გულიხ ფანცქალით გამოჰყურებდა. ვერაფრით ვერ გაეგო, ღვინოს რატომ არ სვამდნენ.
ცოტა ხანმა გაიარა. ჩოჩიას მოულოდნელად სახის ფერი ეცვალა, გაფითრდა რაღაცის თქმა
დააპირა: ტუჩებს ამოძრავებდა, მაგრამ ყელიდან ერთი ბგერაც არ ამოსვლია. ბოდღო
ყვალთავამ ამხანაგს თვალი სჭიდა, წამით გაირინდა, მერე თითქოს რაღაცას მიხვდა და
დაიძახა:
– მარილი არაა სუფრაზე, მარილი მოგვიტანოს ვინმემ!
სამზარეულოდან ქურდულად მომზირალი მუნჯი გაშეშდა, მუხლები აუძაგძაგდა, თავს
ვერ მოერია. იდგა. მაშინ ყვალთავა სამზარეულოსკენ მიბრუნდა და კვლავ დაიძახა:
– რას გაჩერებულხარ მანდ. არ გესმის, რას გელაპარაკებიან? – ასთიონა მყისვე მოსწყდა
ადგილს, დარბაზში გამოვიდა, დახლიდან სამარილე წამოიღო და სტუმრებს მოართვა.
დათა ჩოჩიას თვალები დახუჭული ჰქონდა, სკამზე ოდზავ გადახრილიყო, გადავარდნას
აღარაფერი უკლდა. ყვალთავამ თავისი ფიალა შეავსო მაუზერი ამოიღო და მსახურს
მოკლედ უთხრა:
– დალიე!
მუნჯმა ჯერ ჩოჩიას შეხედა, შეგდეგ ღვინით სავსე ფიალას, მერე ბოდღო ყვალთავას და
დაიღრიალა. იმწამსვე გავარდა. მსახური ძირს დაეცა, ხელის დაშველიება სცადა.
ყვალთავამ კიდევ ერთი დაახალა.
თუთაშხიამ ხურჯინიდან მაუზრები ამოიღო და იალქანიძეს ჰკითხა:
– რა ხდება აქ?!
– ტილიანო იალქანიძე! შენი ფეხით ჩამოეთრიე მანდედან, ეს ღვინო დამილიე, თვარა
კინწისკვრით ჩამოგიყვან და იმ პოლიციის სადღეგრძელოს დაგალევინებ, შენ რომ
მოგისყიდა! – მოისმა დარბაზიდან.
თუთაშხიამ აივანზე გასასვლელად გაიწია. იალქანიძემ დაასწრო, კტრს ფეხი მიჰკრა,
ურდული გადაადო და კედელს აეკრა.
– შხამი დაალევინა ასთიონამ! – თქვა მედუქნემ.
დარბაზში კიდეე გავარდა. ტყეიამ ბიკენტის ოთახის კარი გამოიტანა, მარჯვენა კედელზე
ღრმა ღარი დატოვა და მიიკარგა.
– იალქანიძე, ჩამოეთრიე, არ ამომიყეანო მანდ! – კელავ მოისმა ყვალთავას ხმა.
– სამი ტყვია გაისროლა უკვე, – ჩაილავარაკა თუთაშხიამ და იალქანიძეს ჰკითხა: – შენ თუ
იცოდი?
– ვიცოდი. მე მოვატყუე, – პირგაპარსული რომაა, დათა თუთაშხია არის–მეთქი! – მიუგო
მეფუნდუკემ და ჯიბიდან იარაღი ამოიღო.
– მაგას თუ აპირებდი, მოვალე იყავი, გეთქვა!.. მე ხომ ვერ გკითხავდი?! ჯერ წესია საქმე
და მერე საქმეა საქმე!..
– იალქანიძე გააღე კარი! – დაიძახა ყვალთავამ კარს იქიდან და კიდევ ორი ტყვია
დააყოლა.
– ხუთია უკვე, – აღნიმნა თუთაშხიამ.
– წაეთრიე აქედან! – უპასუხა იალქანიძემ.
ოთახის კარი ერთიანად იყო დაცხრილული. თუთაშხია და იალქანიძე უხვედრად იდგნენ,
არაფერი დაშავებიათ. აბრაგმა ბიკენტის ანიშნა, – ყვალთავას მაუზერში ორი ტყვიაღა
დარჩაო. იალქანიძემ ანიშნა, ქვევიდან მოვუვლიო. ოთახი ფეხაკრეფით გაიარა, გარეთა
კარში გავიდა, სიბნელეში გაუჩინარდა.
თუთაშხიამ ურდული შეხსნა, კარი გააღო.
ყვალთავა და დათა თუთაშხია პირისპირ იდგნენ.
ყაჩაღს ძირს დაშვებული მაუზერი ეჭირა, ენაჩავარდნილი შესცქეროდა თუთაშხიას.
– რა გინდა, ყვალთავა. – ცივად ჰკითხა თუთაშხიამ.
– ოხხხ! – აღმოხდა ყვალთავას, კიდევ პატარა ხანს უყურა თუთაშხიას, თვალები მილულა
და კედელს მიეყრდნო.
იალქანიძე კიბეზე ფეხაკრეფით მოიპარებოდა. კედელს იყო აკრული, ყაჩაღი მიზანში
ჰყავდა ამოღებული.
აივანზე აშოვიდა, ყვალთავა ახლო მანძილიდან ნახა – იარაღი ქამარში გაირჭო.
ყაჩაღს ნელ–ნელა მუხლი მოეკვეთა, იატაკზე დაჯდა. მერე სული მოითქვა, თავი აწია,
თვალი გაახილა.
– ოხხხ! – ისეე ამოიხრიალა და ძლივს თქვა: – დათა–ბატონო, მითხარი, რომ არ იცოდი ეს...
ხომ არ იცოდი?..
– არ ვიცოდი! – მტკიცედ მიუგო თუთაშხიამ.
ყვალთავას ჩალურჯებული ტუჩები ღიმილმა წაუგრძელა. ყაჩაღი პირაღმა დაეცა,
მაუზერს ხელი გაუშვა, იარაღი აივნიდან გადავარდა, დარბაზის იატაკზე დაიტანა ბახანი.
ჩოჩიას გვამი სკამიდან გადაქანდა.
თუთაშხია კარის ზღურბლზე გულხელდაკრეფილი იდგა. მხარით დოლაბს იყო
მინდობილი, სასადილო დარბაზს გადაჰყურებდა. ხანგრძლივი დაძაბულობის შემდეგ
იალქანიძემ, ალბათ, სისუსტე იგრძნო, კიბის პირველ საფეხურზე ჩამოჯდა და ზურგით
კედელზე მიყუდებულმა თვალები ჭერს მიაბჯინა.
მძიმე სიჩუმე იყო.
თავლაში ცხენმა დაიჭიხვინა – ისეე დუმილი ჩამოწვა.
სამზარეულოდან რაღაც ფაჩუნმა მოაწია, იალქანიძეს თავისი მზარეული მოაგონდა.
– ზაქარია, ნუ გეშინია, გამოდი! – დაუძახა მედუქნემ.
მზარეულმა კერძების სარკმლიდან გამოიჭვრიტა. მერე კარის ზღურბლზე შემოდგა ფეხი,
დარბაზი მოათვალიერა, აივანს ამოხედა.
– ამოდი აქ, რომ გეუბნები! – გადაჭრით იყო ნათქვამი.
მზარეულმა ზღურბლი დატოვა, სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა, დარბაზის შუაგულში
ანაზდად გაშეშდა. პატარა ხანს იდგა, გვამებს უცქირა, შემდეგ ზურგი იბრუნა და კიბეს
აჰყვა. აივანზე გასვლას რამდენიმე საფეხურიღა უკლდა, როცა გულაღმა მწოლიარე
ყვალთავა დაინახა. კვლავ გაშეშდა და პირი დააღო. მზარეული ერთიანად ფქვილში იყო
ამოგანგლული. იალქანიძე მიხვდა, რომ მისმა ხელქვეითმა პირველი გასროლისთანავე
საკუჭნაოს მიაშურა, ფქვილის ტომრებმი ჩაიმალა.
– ბიკენტი... ამდენი მკვდარი, კაცო? – ყველა ჩვენია ესენი?.. – ჩაილაპარაკა ზაქარიამ.
თუთაშხიამ გაიღიმა, ოთახში შებრუნდა.
– მამაშენ დიმიტრისია ნახევარი! – მიუგო მეფუნდუკემ. – სანამდე ბოქაულთან ჩავალ,
სანამდე იქედან პოლიციას ამოვიყვან, სამი დღე მაინც გავა და გაფუჭდებიან ესენი. მიწაში
უნდა შევინახოთ. ბარი წაიღე, სამივე რომ ჩაეტევა, იმხელა საფლავი გაჭერი. დილაადრიან
წავალ მე, უნდა დავმარხოთ იქამდე.
ზაქარია ზანტად მიტრიალდა, კიბეები ჩაიარა, დადგა, იფიქრა და მედუქნეს უთხრა:
– რას გეტყვი, იცი?.. ალექსანდრე რომ ზარულის ორმოს სათხრელად გყავს დაყენებული,
ხომ გათხარა ნახევარი უკვე? იმაში ლამაზად ჩაეტევა სამივე, ასე ვფიქრობ მე.
იალქანიძეს ეს ჭკუამი დაუჯდა.
თუთაშხია ფიქრმა არ მოასვენა, გარიჟრაჟზეღა ჩაეძინა. ძილში – სიზმარმა აღარ დააყენა.
ბევრი სიზმარი ნახა. ყველაში შავი კაცი დადიოდა, მოწამლული ღვინით სავსე სურა
ეჭირა, გამვლელ–გამომვლელს ასმევდა: ზოგი კვდებოდა, ზოგი – არა. როცა იალქანიძემ
გააღვიძა, მზე კარგა წამოწეული იყო. მაგიდაზე საუზმეული ელაგა.
უკვე ჭამად ისხდნენ, თუთაშხიამ მზეზე გაფენილ, კარგა დაჭმუჭნულ ტანისამოსს მოჰკრა
თვალი და ძმაკაცს ჰკითხა:
– ციხის ტანსაცმელი გასამზეურებლად რომ გაგიკიდია... ჩაჯდომას აპირებ ისევ?
– გადაკარგვა არ მინდა არასგზით – ხეტიალი მომბეზრდა. ჩავჯდები, ვიქნები ერთხანს და
გამომიშვებენ აბა, რას იზამენ! – მიუგო იალქანიძემ.
შუადღე გადასული იყო. ძმაკაცები გზაჯვარედინზე შეჩერდნენ.
თუთაშხიამ გამომშვიდობებისას თქვა:
– რად გჭირია შენ, მარა თუ გინდა, შევუთვლი მაინც ხალხს, იქ.
თვეზე მეტს თუ მოგიხდა გაჩერება, ფული მოგივა.
– მაქვს ფული.
თუთაშხია დუმდა. იალქანიძე ჯერ ღიმილით შეჰყურებდა მეგობარს. მერე რატომღაც
გული აუჩუყდა, თვალებზე ცრემლი მოადგა. დაკითხვის ოქმში ეწერა, – ანაზდად გულმა
მიგრძნო, რომ უკანასკნელად ვხედავდიო. ასე იდგნენ. იალქანიძე თაეს მოერია და ძმაკაცს
უთხრა:
– რატომ მოვიგიჟიანე, ნეტავი?.. სულ არ მოხდებოდა წუხანდელი ამბავი... დაგინახე და
მიტომ გავაკეთე... ვერ ვლაპარაკობ სწორად! შენთან რომ ვარ, ისეთი მინდა გავაკეთო,
რამე... შენს გვერდით რომ არის, ყველას ასე უნდა ეს... ვინც გიცნობს კარგად...
იალქანიძემ მარცხნივ აუხვია. თუთაშხია ენგურს ჩაჰყვა, ბარში საქმეები ჰქონდა.
მიდიოდა, ხან თავის ცხენზე იჯდა, ხან ბილალის მოგვრილ ლურჯაზე. ზუგდიდი
მხარმარცხნივ დატოვა, გეზი სამურზაყანოსკენ აიღო. შუაღამის ხანს ნიკო ბასილაიას
სარკმელს კენჭი ესროლა. მოპირდაპირე მოსახლის – მოსე ჯაგალიას – ძაღლებმა ყეფა
ატეხეს, პატრონს უცხო კაცის გამოჩენა ამცნეს. ნოკო ბასილაიამ მხრებზე ახალუხი
წამოისხა, სტუმარს გამოეგება.
– მოხვედი?..
– გამარჯობა შენი! ნოკო, კატა თუ გყავს სახლში? – უთხრა აბრაგმა.
– კი.
– პარკი გექნება რამე. ჩასვი შიგ და მომიყვანე აქ. ერთი ლობიოს სარი გატეხე შუაზე და
გამახული ნახევარი წამოიყოლე თან. ამაღამვე დაგიბრუნდება კატა... რამე ბაწარი შეაბი
კანჭზე, ორი მტკაველი ბაწარი.
ძაღლები იქაურობას იკლებდნენ, მაგრამ თუთაშხიას ყურს მოსე ჯაგალიას ფაცხის კარის
გაჭრიალება არ გამოპარვია. აბრაგი განზე გადგა, მოხერხებული ადგილი შეარჩია, ფაცხას
დაუწყო თვალთვალი. მალე გაარჩია, მოსე ჯაგალია ოთხზე იდგა, ღობისკენ, პირდაპირ
თუთაშხიაზე მოიწევდა და, რა თქმა უნდა, ეგონა, რომ ვერავინ ხედავდა. ძაღლები
პატრონის საქციელმა საგონებელში ჩააგდო, დაცხრნენ. თუთაშხიამ ფაცხის პატრონი
ახლო მოუშეა და ხმადაბლა გამოელაპარაკა:
– მოსე, ძაღლი თუ ხარ, რატომ არ ყეფ და ადამიანი თუ ხარ, ოთხ ფეხზე რატომ დადიხარ,
ნეტავი?
ჯაგალია დაიბნა, ვეღარაფერი გაახერხა.
– მეჯინიბედ უნდა იყო ნამყოფი, მგონია, მოსე–ბატონო? – ჰკითხა თუთაშხიამ.
ჯაგალიამ საგრძნობი დრო მოანდომა იმის ვარაუდს, თუ რას ნიშნავდა ეს შეკითხვა, ან
მასხრობა იყო თუ არა. თავი ვერაფერს მოუბა და სწორი პასუხი არჩია:
– ჩვიდმეტ წელიწადს ვიყავი საჯინიბოში დგებუაძეებთან!
თუთაშხია საფარიდან გამოვიდა, ღობეზე ახტა, მოხერხებულად ჩამოჯდა.
– ცხენის მოვლა კაი გეცოდინება, აბა. ადექი ახლა, მოსე–ბატონო, მოდი ახლოს. სათქმელი
მაქვს შენთან. დათა ვარ, თუთაშხია.
ჯაგალიას კინაღამ გული გაუსკდა, მაგრამ მეტი რა გზა ჰქონდა – ადგა, გაუბედავად
მივიდა.
– აგერ, ცხენი მოვიყვანე ერთი, ასეთი საქართეელოში არ არის მეორე და შენახვა უნდა, ასე,
ერთ თვეს, მოვლა ჭირია კარგი, საქმის მცოდნე კაცის ხელი უნდა. ა, ოცდახუთი მანეთი
შენ... გამომართვი!..
ჯაგალიას ხან სიზმარში ეგონა თავი, ხან სიცრუედ და ეშმაკობად თვლიდა ყველაფერს,
ხან შვილებს, შვილიშვილებს და ახლო ნათესავებს ემშვიდობებოდა გუნებაში... ხელი
მაინც გაიშვირა და ფული ჯიბეში რომ დაიგულა, მაშინღა გაიფიქრა, იქნებ არც სიზმარში
ვარ და არც მასულელებს ვინმეო.
– მასე. დღისით არ გამოიყვანო გარეთ. აჭამე და ასვი. მოუარე. კაცი მოვა შენთან ჩემი
სახელით. გეტყვის, ვის უნდა მიუყვანო და როდის უნდა მიუყვანო ცხენი. გაიმეორე, რაც
გელაპარაკე, თუ კაცი ხარ!
აბრაგმა ჯაგალიას ისიც კარგად დაასწაელა, თუ რა და როგორ უნდა ეთქვა იმ კაცისთვის,
ვისაც ცხენს მიუყვანდა.
– გამოდი გარეთ და წაიყვანე!
ჯაგალიას შიში ჯერაც არ გამონელებოდა, ბანდალ–ბანდალით მოდიოდა. ნოკო ბასილაიამ
პარკი გამოიტანა. პარკიდან კატას ჰქონდა თავი გამოყოფილი. წარამარა კნაოდა. ჯაგალიას
ჯერ იმის დაჯერება გაუჭირდა, რომ თუთაშხიას ნოკო ბასილაიას კატა პარკით მიჰყავდა.
როცა ნოკო ბასილაიამ თუთაშხიას ცხენი წაიყვანა, მოსე ჯაგალიამ იმ ცხენს შეხედა და
რატომღაც მოეჩვენა, რომ თუთაშხიამ ცხენი ბასილაიას კატაში გადაუცვალა. ამისმა
ფიქრმა კინაღამ გადარია. კიდევ რა შესძრავდა მის აფორიაქებულ გონებას – ვინ იცის
მაგრამ თუთაშხიამ კვლავ მიმართა:
– ნუ გეგონება, მოსე! შენი ამბავი არ ვიცოდე. სამ მანეთს გაძლევს პოლიცია თვეში, ნოკო
ბასილაიასთან ღამე მისული კაცები დაიხსომე და გვითხარიო. მიპატიებია, მარა მოეშვი
მაგ გლახა საქმეს. სიბერეში სამ მანეთად ნუ გაყიდი სინდისს. წადი, ახლა წაიყვანე, ცხენს
მოუარე და თავს მოუარე, კიდევ!
ჯაგალიამ ცხენი წაიყვანა. დათა თუთაშხიამ ნოკო ბასილაიას ღამე მშვიდობისა უსურვა
და გასწია.
თუთაშხია რომ წინასწარ დაუზვერავად და მდგომარეობის შეუსწავლელად სახლში
არავისთან შევიდოდა, მით უმეტეს, იმ სახლმი, სადაც უწინ იგი ორჯერ იქნა
ალყაშემორტყმული, ამის მოფიქრებას არც დიდი ჭკუა უნდოდა და არც ვაპირებ, ასეთი
რამ მუშნი ზარანდიას სიბრძნეში ჩამოვართვა. მოულოდნელი ის იყო, რომ მან,
სახელდობრ, ეს მომენტი გამოიყენა თავის სასარგებლოდ. თუთაშხია ბეჩუნი პერტიასთან
მისვლამდე მისი სახლის წინასწარ დასაზვერად და მდგომარეობის შესასწავლად, რა თქმა
უნდა, იმ არემარეში ყველაზე მოხერხებულ ადგილს შეარჩევდა. ასეთი ადგილი ის ბექობი
იყო, რომელიც ბეჩუნი პერტიას სახლს თავს ჩამოსდგომოდა და სადაც მარუხიას პატარა
წისქვილი იდგა. ისიც ცხადია, რომ იმ ადგილებმი თუთაშხია მხოლოდ ღამით
გამოჩნდებოდა. დაზვერვას დრო უნდა, თვალის ერთი გადავლება არ კმარა; გამოდის რომ
აბრაგი წისქვილის ბორცვზე კარგა ხანს დაჰყოფდა. მეწისქვილის ძაღლიც კარგა ხანს
იქნებოდა შეშფოთებული უცხო კაცის ხანგრძლივი, საეჭვო სტუმრობით და პატრონს
მისახვედრს მიახვედრებდა, ან გააფაციცებდა მაინც. ამის შემდეგ ყველაფერი ზარანდიას
მიერ გადაბირებული მეწისქვილის ღირსებებსა და შესაძლებლობებზე იქნებოდა
დამოკიდებული. ზარანდიასთვის იდეალურ შემთხვევაში იგი აბრაგის მოკვლას
მოახერხებდა. უარეს შემთხვეეაში – პოლიციას დროულად აცნობებდა – თუთაშხია ბეჩუნი
პერტიასთან არისო. წისქვილის პატრონი მარუხია, ღრმად მოხუცებული კაცი,
პოლიციასთან თანამშრომლობაზე ახალგაზრდობაშიც უარს იტყოდა, დევნილი კაცის
გაცემას არასგზით არ იკისრებდა. მისი გადმობირების ცდას აზრი არ ჰქონდა. ზარანდიამ
ამ საკითხს სხვა გადაწყვეტა მოუნახა – შესაფერ კაცს, ვინმე ბონიას ხუთასი მანეთი მისცა,
შარუხიას წისქეილი შეასყიდვინა. ამ კაცმა თუთაშხიას გარეგნობა კარგად იცოდა. ავი
ქოფაკი მოიყვანა, პალოზე დააბა და წისქვილში დაბინავდა. იმ წვიმიან ღამეს, როცა
თუთაშხიამ მოსე ჯაგალიას ცხენი მიაბარა, მეწისქვილე ბონიამ თავისი მოლოდინის
მეოთხე თვე აათავა.
თუთაშხიამ შეიდი ვერსი გამოიარა, ღამის ორსა და სამ საათს შუა პირდაპირ წისქვილის
ბექობს მოადგა. ძაღლმა ალიაქოთი ატეხა. ბონია ტახტზე თვლემდა, ქოფაკის ყეფამ
გამოაღვიძა. თუთაშხიამ გახელებული ქოფაკისაგან ათიოდე ნაბიჯის დაშორებით
ლობიოს სარი მიწაში ჩაარჭო, პარკიდან კანჭზე ბაწარწაბმული კატა ამოიყვანა, სარზე
დააბა და წისქვილისკენ გასწია.
ბონიამ გაიფიქრა, ნეტავი ვინ უნდა იყოსო, და სწორედ ამ დროს წისქვილში თუთაშხია
შემოვიდა. დამხვდურმა მოსულს ჭრაქი მიანათა, აბრაგი უმალ იცნო. მეწისქვილეს
რევოლვერი თავთით ჰქონდა, მაგრამ ვერაფერი გაბედა – იცოდა, ასე, პირისპირ სროლას
თუთაშხიას ვერ დაასწრებდა. ან იქნებ სახტად დარჩა და აზრად მსგავსიც არაფერი
მოსვლია.
ქოფაკმა კატა იყნოსა, რაღა დააშოშმინებდა.
ქვებს ხრიალი გაჰქონდა, სარეკელა კაკანებდა. თუთაშხიამ ნაბადი მოიხადა, კედელზე
კაპი ნახა, ზედ ჩამოჰკიდა და ბონიას თავზე წაადგა.
– ჩაიწიე პატარაზე, ბონია, დავჯდე მინდა, – უთხრა თუთაშხიამ.
ბონიამ სასთუმლისკენ გადაიჩოჩა. აბრაგმა საწინააღმდეგო მხარეს მიუთითა. მეწისქვილე
წამით შეყოყმანდა, მაგრამ უსიტყვოდ დაემორჩილა, სასთუმლიდან ტახტის ბოლოსკენ
გადაინაცვლა. თუთაშხია დაჯდა, მარცხენა ბარძაყთან მკვრივი საგანი იგრძნო,
სასთუმალში ხელი შეყო, ახალთახალი, ფეხზე შეყენებული რევოლვერი გამოიღო, დახედა
და ძალიან გულიანად გაიცინა: სიხარული, ალბათ, მიხვედრის დადასტურებამ მოჰგვარა.
ბონია იატაკზე პირქვე დაემხო აბრაგს ცრემლით შეემუდარა:
– დტთა–ბატონო, შემაცდინეს, გაჭირვებამ მაჯობა. ნუ მომკლავ, ნუ დაიდებ ჩემი ცოლ–
შვილის ცოდვას. გეტყვი ყველაფერს... ნუ მომკლავ და ჩემზე ერთგული არ გეყოლება
ქვეყანაზე კაცი!
– ერთგულება რომ შეგიძლია ვხედავ მაგას მე! – მიუგო თუთაშხიამ. – ადექი ახლა და
ჯორკოზე დაჯექი მაგერ. მოსაკლავად არ მოვსულვარ მე.
ბონიამ უნდო ღიმილით ჰკითხა:
– აბა, რისთვის მოხვედი, დათა–ბატონო?.. – და პასუხის მოლოდინში აბრაგს მიაშტერდა.
თუთაშხიამ გაიცინა:
– რას გპირდებიან ამ საქმეში, ბონია?
ბონიამ ჯერ თავის მოსულელება განიზრახა, შემდეგ გაიფიქრა, რომ ეშმაკობით ვერაფერს
გახდებოდა და ჩაილაპარაკა:
– წისქვილი მიყიდეს, ქოფაკი მომცეს! თხუთმეტ მანეთს მიხდიან თვეში კიდევ და... –
ილაჯმა უმტყუნა, ენა წაუბორძიკდა, დადუმდა.
– დაასრულე!.
– ხუთი ათასს მომცემდნენ კიდეე რომ მომეკალი, მაშინ! – ძალისძალად ამოსცრა მან.
– აბა, კაი ზარალი მოგსვლიათ შენც და მათაც, – თქვა თუთაშხიამ, წამით დაფიქრდა და
ჰკითხა: – კაცი თუ მოგიკლავს როდისმე?
გონიამ დინჯად გაიქნია თავი.
– ახლა მასწავლეს სროლა, ამ საქმისთვის... ქუთაისში.
– არასოდეს რომ არ გაგიკეთებია და არც იცი, რაა, ისეთ საქმეზე რამ მოგაკიდებია ხელი, შე
კაცო!
– გაჭირვებამ და უბედურებამ, დათა–ბატონო. გასულ ზამთარს სახადი იყო. ორი
მიცვალებული გავიტანე ფაცხიდან. წლისთავი მოდის აგერ და ქვა არ დამიდვიტ
საფლავზე ჯერ... ჩემი სიმინდი და მოსავალი ორ თვეს ყოფნის ჩემს ოჯახს. ოთხი შვილი
მყავს, გოგოებია ყველა. გაზრდა თუ მოხერხდა მათი ვინ წაიყვანს უმზითვოდ! – ბონიას
ყელმი ცრემლი მოაწვა.
გახელებულ ქოფაკს ლამის ჯაჭვი გაეწყვიტა. წისქვილის ქვემოდან წყლის სევდიანი
ხრიალი ისმოდა.
– ეს ძაღლი შენს ამხანაგებს ყეფს, ალბათ, დათა–ბატონო. უთხარი, შემოვიდნენ... ამ
თავსხმაში ძნელია იქ.
თუთაშხიამ ყური არ ათხოვა, ლაპარაკი დაიწყო, მაგრამ ბონია უცბად ვერ მიხვდა, მას
ელაპარაკებოდა აბრაგი თუ თავისთვის ხმამაღლა ფიქრობდა:
– მგელიც მისი ლეკვების შიმშილს გამოყავს საშოვარზე. მშიერი და გამწარებული მგლის
ფიქრი მარტო ის კი არაა, ვინმე შევჭამოო, იმასაც ფიქრობს მგელი, – ისეთი შევჭამო, რომ
არ დამასწროს და აქით არ შემჭამოსო, მაგრამ მეტი ფიქრი არ იცის მგელმა. ნადირია და
მიტომ. კაცი ადამიანის შვილია და იმის ფიქრიც უნდა ქონდეს, ისეთი შევჭამო, რომ ჩემი
სიცოცხლე ჯობდეს მის სიცოცხლესო. ასეა ეს. – დათა თუთაშხია დაფიქრდა, თვალებში
შემოშტერებულ მეწისქვილეს შეხედა და განაგრძო: – შენ რომ ხარ, მისთანა კაცის
გახარებისთვის არ ღირდეს ეგებ, მე რომ ვარ, მისთანა კაცის მოკვლა, ბონია, და თუ
გიფიქრია ამაზე?
– კი, მიფიქრია, – დაუდასტურა მეწისწვილემ ცოცხლად. – წისქვილი მისთანა ადგილია –
ფიქრობს კაცი სულ რას არ ფიქრობს კაცი!
– მერმე?
– ამ საქმეს ასე უნდა შეხედოს კაცმა, დათა–ბატონო... – თუთაშხიას მშვიდობიანმა იერმა
და კილომ მეწისქვილეს შიში გაუქარწყლა და მუსაიფის იშტა მოჰგვარა. სათქმელი
მცირეოდენი დუმილის დროს ჩამოაყალიბა და განაგრძო: – რაც შენ გინდა და გჭირია,
დათა–ბატონო, ყველაფერი გაქვს უკვე და აღარაფერი აღარ გინდა და აღარ გჭირია აწი. რაც
მე მინდა და მჭირია – არაფერი არ მაქვს ჯერ. შენ ყველა გულისნადები ასრულებული
გაქვს შენი – ასე მგონია მე, თვარა, კიდევ რომ გინდოდეს რამე – სიმდიდრე, სახელი ან
პატივისცემა, ადვილად აისრულებდი იმასაც. ჩემს გოგოებს პატარ–პატარა საყანე მიწები
და ცოტაოდენი ფული თუ არ გაყვა მზითვად, ვინ წაიყვანს ისე?! ჩემი ძაბუნიასთანა ქალს
ამ სამურზაყანოში მეორეს ვერ ნახავდა ადამიანის თვალი. ბოდიში და, ძუკნა ძაღლს
დაამსგავსა დარდმა და შიმშილმა...
ბონიამ კიდევ გადაყლაპა ყელზე
ნალაპარაკევის დასკვნა გააკეთა:
მომდგარი
ცრემლი,
ამოიხვნეშა
და
თავისი
– ასე მგონია მე, რომ ჩემისთანა კაცის გაჭირვებას თუ ეშველება რამე – შენისთანა კაცის
სიკვდილით... დათა–ბატონო, ქვეყანაზე ჭკვიანი კაცის სახელი გაქვს... იცი შენ, მოგკლავს,
ბოლოს და ბოლოს, ვიღაც მამაძაღლი და მდიდარს და ბედნიერს თუ ერგო ის ფული –
ღმერთი და სამართალი სად იქნება მაშინ?!
– შენ რომ გკითხოს კაცმა, ბონია–ღორისშვილო, გლახა და ბოროტი კაცია დათა თუთაშხია,
თვარა მოვიდოდა შენსას, შენი გოგოების შემხედავს, გული აუჩუყდებოდა და გეტყოდა, –
ა, თოფი, მომკალი და მზითევი გაუწყვე შენს ანგელოზებსო!
აბრაგი დინჯად მიწვდა ტახტზე მიგდებულ რევოლვერს და იატაკზე ფეხებთან დაუდო
ბონიას:
– მაგერ გაქვს და მესროლე!
ბონია მოიკუნტა.
– თუ იმის გეშინია, რომ სროლას დაგასწრებ – წამოვწვები ამ ტახტზე, მოგიქცევ ზურგს და
მერე მესროლე.
ბონიამ თავი გაიქნია და ჩაილაპარაკა:
– სხვას ვფიქროგ მე, დათა–ბატონო...
– რას!
– ამხანაგები გყავს გარეთ... მოსისხლე კი არ ვარ შენი, რომ ოღონდ მოგკლა და მერმე
ყველაფერი სულ ერთი იყოს ჩემთვის. ცოცხალს მჭირია ფული. რომ გესროლო ცოცხალს
დამტოვებენ ისინი?! – ბონიამ ხელი კარს მიაშვირა.
თუთამხიას მეწისქვილის ნათქვამმა ღიმილი მოჰგვარა:
– ჩემს სიკვდილზე მე რომ მიფიქრია, შენ არ გიფიქრია იმდენი; ვერ მომკლავს ვერავინ და
ვერ აიღებს იმ ფულს ისე, ხალხმა რომ არ გაიგოს, ვინ ქნა და რა ფულად ქნა ეს საქმე. შენ
რომ გეშინია, ის ბედისწერა – მომკლავენო – ახლა იქნება თუ მერე, მოგიწევს მაინც, საწევი
თუა. ფულს შენს ოჯახს ჩააბარებენ და რა გინდა მეტი?..
– ცოცხალი თუ აღარ ვიქენი, ჩემი გოგოების მზითევი, – ბონიამ ხელი ჩაიქნია.
– შენთვის გინდა ის ფული, გოგოები არაფერ შუაშია, მაგრამ იმდენი ხარბი ვერ ხარ,
ქონების გულისთვის ნამდვილ ხიფათში რომ ჩაიგდო თავი. წიგნი წავიკითხე,
მეკობრეებზე იყო დაწერილი. მეკობრეები ზღვის ყაჩაღებია. აუარება ქონებას აგროვებენ.
ერთი სამეფოს საყიდლად კმარა ის ქონება, მარა ვინ იკმარა. მაინც ძარცვავენ, გლეჯენ,
იხოცებიან ბოლოს და ოხრად რჩებათ სადღაც უბედურებაში გადამალული სიმდიდრე. რა
ხალხია, თუ იცი, ის მეკობრეები? სიყვარულის ხალხია: ხიფათი უყვართ, იმის ფიქრი
უყვართ, სადღაც გადასაკარგავში დიდი ქონება რომ აქვთ დამალული. ფული არ უყვართ
იმ კაცებს ფულის შოვნა უყვართ, შოვნა! რაც სიმდიდრეს შეუძლია, იმის სიყვარული რომ
ჰქონდეთ, ხომ დაანებებდნენ მეკობრეობას თავს და გაინაპირებდნენ სამშვიდობოზე?
სულელი კაცის სიყვარულია ის სიყვარული, მარა მაინც სიყვარულია, სხვები სიხარბეს
ეძახიან ამას; სიხარბე რაა, უფრო ესმის ხალხს და მიტომ. გინდა შენ ფულის შოვნა, მარა რა
გაკლია იცი? ხიფათის სიყვარულს არ ვამბობ, არ გაქვს და არც უნდა ჰქონდეს შენი ჯიშის
კაცს, მაგრამ ფულის სიყვარული მაინც გმართებს იმდენი, რომ მისი გულისთვის ხიფათის
არ გეშინოდეს. არც ეს გაქვს. ქუთაისში სვიმონ საპყარაძეა ერთი – ხარაზი. ორმოცი
წელიწადია ადანაიას სახლის სარდაფში ზის და წაღებს კერავს. გოგოები ექვსი გამოზარდა
სვიმონმა ამით, ყველა გაათხოვა და დააბინავა და სარდაფიდან არ ამოდის დღესაც.
მასავით კარგი კაცი თუ იქენი, უმზითვოდ ნაიყვანენ შენს გოგოებს, ბონია, სიხარულით
წაიყვანენ, მაგრამ ამისთვის არ დამიწყია ეს ლაპარაკი, სხვა მაქვს სათქმელი. ჩექმები
შემიკერა ერთხელ, აწონა სასნორზე – გირვანქაზე მეტი გამოვიდა და არ გამომატანა არას
დიდებით. ამაზე ფილიმონა ტაბატაძემ თქვა, საქმის დიდი სიხარბე აქვს საპყარაძესო.
სიხარბე არაფერ შუაშია აქ, თავისი საქმის სიყვარული აქვს სვიმონს. ზოგს გონია,
სიყვარული მარტო ცოლ–შვილის, დედაკაცის, ფულის და სუკის მწვადის შეიძლება. მენ
რომ გიყურებ, გონია, არც შენი მიცვალებულების სიყვარული გაქვს, არც შენი გოგოების
და არც იმ შენი ძაბუნიასი, ძუკნა ძაღლს რომ დაამსგავსე, თვარა კაცის კვლაში ნაშოვნი
ფულით არ დააპირებდი შენი მიცვალებულების სამარეზე ქვების დადებას, ცოლისთვის
დარაიების ყიდვას, შვილებისთვის მზითვის გაწყობას. როცა სიყვარული არ გაქვს ვერც
კაცს მოკლავ მაშინ; სამშობლო თუ არ უყვარს ადამიანს, მტრად მოსულ კაცს ვერ მოკლავს
ის... მაგრამ ეს ამბები შენისთანებისთვის ძნელი მისახვედრია, ბონია.
მეწისქვილე ერთიანად ალეწილი და აწურული იჯდა. მერე გესლიანად ჩაიცინა და აბრაგს
ჰკითხა:
– შენ თუ გიყვარს რამე, დათა–ბატონო, სიყვარული თუ გაქვს?
თუთაშხიამ მეწისქვილის კილოს ყური არ ათხოვა, დაფიქრდა და მიუგო:
– ილაჯიანი ქოფაკი გყოლია. არ გაჩერებულა, რომ მოვედით, მას მერე. კმარა, დაისვენოს,
თვარა ჩაეხლიჩება ხმა.
თუთაშხიამ რაღაც ივარაუდა, წამოდგა და გარეთ გავიდა.
წვიმას გადაეღო, ცას ღრუბელი გადაჰყროდა, მიდამოს მთვარე ანათებდა. აბრაგი
ზღურბლთან დადგა, სიბნელეს თვალი მიაჩვია, გარემო რიგიანად მოათვალიერა და
დაღმართს ჩაჰყვა.
თუთაშხია რომ დაბრუნდა, ბონია ხვიმირში საფქვაეს ყრიდა. მეწისქვილემ კარის
ჭრიალზე მიიხედა, აბრაგის იღლიაში მბორგავ სულიერს დააკვირდა. ერთხანს
გახევებული იყო. მერე ტომარა ბოლომდე ჩაცალა, ძირს ჩამოვიდა. თუთაშხიამ კანჭზე
ბაწარშებმული კატა იატაკზე ჩამოსვა. წისქვილს თვალი მოავლო, რევოლვერი ვეღარსად
დაინახა და ბონიას შეხედა.
– სასთუმალში შევინახე ისევ, – ჩაიდუდღუნა მეწისქვილემ. – კვალში გამოგყვნენ ეგება და
რომ შემოვიდნენ და მკითხონ, ხომ უნდა ვთქვა! – მზად ვარ, აგერ იარაღი, და
მოხერხებულ დროს ველოდები–მეთქი. ასე თუ არ ვქენი, წამართმევენ წისქვილს...
ქოფაკი დაცხრა.
კატამ ქურქი გაიბერტყა, მყუდრო ადგილი იპოვნა, ჩაითბუნა და თვალები მილულა.
– ამ კატით გამაფუჭე და გამომტეხე, დათა თუთამხია, ხომ? – სინანულითა და ღვარძლით
ჩაილაპარაკა ბონიამ. – მაგას ყეფდა ჩემი ძაღლი და მე ამხანაგები მეგონა შენი...
– მხდალი კაცი ხარ, ბონია, და თავი სიცრუით გინდა, დაიმშვიდო, მიეშმაკა თუთაშხიამ
და მიტომ ვერ მოვკალიო! გაიხსენე: ჯერ ხომ გამოტყდი და მეხვეწე, ნუ მომკლავო, და
მერე მოგხვდა გუნებაზე შენი ქოფაკის აურზაური. არაფერ შუაშია მაგ კატა და შენთვის არ
მომიყვანია აქ. ამ წისქვილში საკაიკაცოდ რომ არ იყავი მოსული, ამის მიხვედრას არ
ჭირდებოდა სოლომონ ბრძენის ჭკუა და არც კატების ტარება ამ სიშორეს.
– აბა, რაზე აყეფე ქოფაკი ამდენ ხანს დათა–ბატონო?!
– სხვა კაცებს მოიყეანს შენი ძაღლის ყეფა აქ. ამ სოფელში შენსავით დაქირავებული კიდევ
რომ არ იყოს რამდენიმე კაცი, არ შეიძლება ის. ღამე იყო, ეძინათ მათ და ყეფამ რომ
გამოაღვიძა, იფიქრეს, რატომ დაანგრია მეწისქვილის ძაღლმა ქვეყანაო და ისიც იფიქრეს,
თუთაშხია თუა მოსული და სადმე ჩასაფრებულიო. სანამდე ძაღლი ყეფდა, ვერც ერთი
ვერ გამობედავდა კარში. ისხდნენ, იარაღი ეკავათ ხელში და ხუთ ათას მანეთ ფარას
ნატრობდნენ შენსავით. ახლა, ქოფაკი რომ გაჩერდა, ის კაცები იფიქრებენ, ალბათ, წავიდა
თუთაშხიაო. მშიშარა კაცი ცნობისმოყვარეა და ჭორიკანაა დედაკაცივით; ვერ მოისვენებენ
სანამდე სათითაოდ არ ამოვლენ და არ გკითხავენ, – რა აყეფებდა შენს ქოფაკსო. არ
მცალია, თვარა დავრჩებოდი ერთხანს და ყველას ვნახავდი იმ კაცებს ჩემი თვალით.
მივდივარ მე. ა, შენ ხუთი მანეთი. არ მაქვს მეტი. გამოგადგება სახარჯოდ.
– არა, დათა–ბატონო, რას ბრძანებთ, რატომ წუხდებით.
ბონიას მართლა არ უნდოდა ფულის გამორთმევა. თუთაშხიამ შენიშნა ეს და უთხრა:
– სხვა ამგავში სულერთი იქნებოდა, აიღებდი თუ არ აიღებდი ამ ხუთ მანეთს. ჩემგან
მოთავაზებაც იკმარებდა და დანარჩენი შენ გეცოდინებოდა. ახლა ისეა საქმე, რომ თუ არ
აიღე, მარტო მოთავაზებას არ აქვს აზრი. რომ გამომართვა, ისაა საჭირო. ჩაიდე ჯიბეში. ის
ხალხი დაიხსომე ყველა, ვინც ამაღამ და ხვალ დილაადრიან ძაღლის ყეფის მიზეზი
გკითხოს.
მეწისქვილემ ფული გამოართვა, უბის ჯიბიდან ქისა ამოიღო, გახსნა და ხუთმანეთიანი
შიგ ჩააგდო.
– იცოდე, ბონია, არ მომატყუო, თვარა ისე მოვაწყობ საქმეს, რომ ამ წისქვილიდან
ამოგკრავენ პანჩურს და მზითვის რა გითხრა, ღომი მოგენატრებათ შენც და შენს
გოგოებსაც.
თავღია ქისა ორთავ ხელებით ეჭირა ბონიას, შიგ იყურებოდა. თუთაშხიამ კატა აიყვანა,
კანჭზე გამობმული ბაწარი ააჭრა.
ბონიამ დაიყვირა:
– რაში მომეცი, დათა თუთაშხია, ეს ხუთი მანეთი! – აიღე უკან. არ მინდა ფული, ისე
გეტყვი იმ კაცებს, ვინც მოვა და მკითხავს...
– სსსუ, წყნარად, ბონია! – შეაწყვეტინა აბრაგმა. – მარტო მაგისთვის არ მომიცია, ჩეიხედე
შიგ!
მეწისქვილემ ისევ ქისაში ჩაიხედა.
– იყურე შიგ და იფიქრე. დაინახავ, ვინ ხარ და იმასაც მიხვდები, როგორი უნდა იყოს კაცი.
ამისთვის მოგეცი მაგ ფული.
თუთაშხიამ ნაბადი ჩამოიღო, მკლავზე გადაიკიდა. მეწისქვილეს თვალებიდან ცრემლები
სცვივოდა.
– დათა თუთაშხია, მოგეკალი ბარემ და ისე წასულიყავი, – გულწრფელად, ხვლიპინით
თქვა ბონიამ.
– ნუ ლაპარაკობ სისულელეებს! მოსაკლავიც რომ იყო, არ მოგკლავდი მაინც, – წყნარად
მიუგო აბრაგმა. – მტერი ხარ ჩემი და ისე გამოვა, ვითომ ყველა მტერი მოსაკლავია. ჩემი
ხელით შენი სიკვდილი უარეს საქმეს იზამს, ვიდრე შენ იზამ შენი ბოროტი სიცოცხლით,
მაგრამ გულუბრყვილო ხარ და გულუბრყვილო კაცი ხელჩასაქნევი არაა. იფიქრე, განგებამ
ფიქრისთვის გააჩინა ადამიანი. მშვიდობით იყავი, ბონია.
თუთაშხიამ კარს მიაშურა. მეწისქვილემ თვალი გააყოლა და უკვე კართან მისულს უთხრა:
– დათა–ბატონო, მოიცადე ერთ წუთს, სათქმელი მაქვს რაღაც.
აბრაგი შეჩერდა, მეწისქვილეს გამოხედა.
– ქუთაისმი ვინ მელაპარაკებოდა და ვინ დამითანხმა ამ საქმეზე, თუ იცი?
თუთაშხია დაბრუნდა.
– ვინ?
– ქუთაისის ჟანდარმერიის უფროსიც იყო იქ, მარა ხმა არ დაუძრავს მას. მამიდაშვილი
მელაპარაკებოდა შენი, მუშნი ზარანდია. სხვა გვარი მითხრა, ეს და ეს კაცი ვარო. ეგონა, არ
ვიცოდი, ვინც იყო. მისი პოლკოვნიკობაც ვიცოდი და პეტერბურგში რომ დიდზე დიდი
კაცია, ისიც. მუშნიმ მაყიდვია ეს წისქვილი შარუხიასგან.
დათა თუთაშხია გაქვავებული იდგა, მაგრამ ეს სულ სამიოდე წამს გაგრძელდა. აბრაგმა
ჭრაქს ხელი დაავლო, ბონიას სახეში მიანათა თვალებში ჩახედა და ჰკითხა:
– როდის იყო ეგ?
– ივნისის თვეში.
სიჩუმე ჩამოვარდა.
– მართალს ლაპარაკობს, – თავისთვის თქვა თუთაშხიამ და ჭრაქი ადგილზე დააბრუნა. –
აბრაგი ფიქრობდა. მეწისქვილე ერთხანს ჩუმად იყო, მერე ხმადაბლა ჩაილაპარაკა:
– ძალიან ვერაგი კაცია მუშნი ზარანდია, დათა–ბატონო. დიდი სიფრთხილე გმართებს,
დიდი!
– მუშნი არ მდევნის მე, მისი უფროსები მდევნიან და თანამდებობა აქვს მუშნის ისეთი,
რომ იძულებულია, მათი ბრძანება შეასრულოს. მუშნი ჭკვიანი კაცია, დიდი კაცია.
მისთანა ორი, სამი ყავთ მაგათ, მეტი არ ყავთ, იცოდე ეს. სიფრთხილე არ მაკლია მე.
სიკვდილმა თუ მიწია, გაუფრთხილებლობის ბრალი არ იქნება, განგების ნება იქნება ის.
თუთაშხიამ კარი გააღო. კატამ ზღურბლზე გადაასწრო და პირდაპირ ნოკო ბასილაიას
სახლისკენ მოჰკურცხლა.
– ჯიშიო! ჯიში ამათი თქვი შენ, თუთაშხიების! – ჩაილაპარაკა ბონიამ.
აბრაგმა წისქვილს შემოუარა, დაღმართი ჩაირბინა, ბეჩუნი პერტიას ღობეზე გადახტა,
უკანა კიბე ფეხაკრეფით აიარა, კარი შეაღო. დერეფანში ბნელოდა. აბრაგმა კედელს ხელი
გააყოლა, კარი მოსინჯა და მიაკაკუნა. კარგა ხანს არაფერი გაფაჩუნებულა. ცოტა მოიცადა,
სახელურს დაავლო ხელი, შესვლა დააპირა. მოპირდაპირე მხრიდან იატაკის ოდნავი
გაჭრიალება მოისმა. მაშინ თუთაშხია ხმაზე მივიდა და იმ კარს მიაყურა, საიდანაც
ჭრიალი მოსწვდა. ისევ სრული სიჩუმე იყო, მაგრამ აბრაბმა კარს იქით განაბული ადამიანი
ტანითა და ალღოთი იგრძნო. უცხო ხომ არავინ არისო, გაუელვა. დერეფნის ბოლოში
ფანჯარას გახედა. აქედან მთვარე არა ჩანდა, მხოლოდ კაკლის ტოტები ციმციმებდნენ
ვერცხლისფრად და უფრო იქით, ეზოს გადაღმა ხეხილებში სველი ფაცხები
მიკუნტულიყო. რატომღაც თავისი ჯოგი და როდისღაც ბუღად განზრახული მოზვერი
ქორა მოაგონდა. ქორა წინაპრებივით შავი, ფერდზე თეთრვაშლიანი და ტანადი იყო.
ვნებისგან ამღვრეულ ვეება ცისფერ თვალებს აბრიალებდა. აბრაგმა მოგონებას შეჰღიმა,
კიდევ ცოტა ხანს უმზირა ნარმოდგენაში აღმდგარ ომახიან ბუღას, რომელიც ახლა
ახალქალაქელ მალაკნებს ჰყავდათ, და დააკაკუნა.
– ვინ ხარ მანდ? – გაისმა კარს იქიდან გუდუნას ხმა.
თუთაშხიამ შეხმიანება დააპირა, მაგრამ იატაკქვეშ ხრინწიანმა ყვინჩილამ წამოიყივლა.
გრძლად, ნაწყვეტ–ნაწყვეტად, ალბათ პირველად ყიოდა. თუთაშხიამ სიჩუმეს მოუცადა და
ხმადაბლა თქვა:
– დათა ვარ, გამიღე!
– მობრძანდი, – მცირედი დაყოვნების შემდეგ უპასუხა დამხვდურმა.
რაზამ დაიჩხაკუნა.
დათა თუთაშხია ოთახში შევიდა, კარი ჩარაზა, იქვე, ზღურბლთან დადგა, გუდუნა
პერტიას გააყოლა თვალი.
ბიჭმა ღიად დატოვეპული დარაბა დახურა, ბუხართან მივიდა, ნაღვერდალი მოქექა, სული
დაუბერა. სტუმრისთვის არც შეუხედავს, ზანტად იქცეოდა, თითქოს მხოლოდ იმიტომ
საქმიანობდა, რომ ვინმე აძალებდა.
დათა თუთამხია ბიჭს ზემოდან დაჰყურებდა, რაღაცას ფიქრობდა მერე ნაბადი მოიხადა
და ჰკითხა:
– ორი წელინადია არ ვყოფილვარ აქ... რამდენის ხარ ახლა შენ?
– თოთხმეტის ვარ, მეთხუთმეტეში! – მიუგო გუდუნა პერტიამ, კედელს ძველი ქაღალდი
ჩამოახია და ისევ ნაკვერჩხლებს შეუბერა.
მიფიცხებულ ქაღალდს ალი მოედო.
– თოთხმეტის, მეთხუთმეტეში... კი, მასე იქნები. – თუთაშხია გულდასმით ათვალიერებდა
ქაღალდის ალით პირსახეგანათებულ ბიჭს. სტუმარ–მასპინძელმა იქამდე უყურა
ერთმანეთს, სანამ ქაღალდი მთლად ჩაიწეა და კვლავ ჩამობნელდა.
– ჭრაქი აანთე, ლამპა არ არის საჭირო, – თქეა თუთაშხიამ.
ბიჭმა კედლიდან ისევ ჩამოხია ქაღალდი, ცეცხლი წაიღო, სანთელს მოუკიდა და გაინაბა.
ზურგით იდგა. სანთლის ალს დასჩერებოდა. აბრაგმა ოთახი დაათვალიერა.
– პატარა იყავი მაშინ შენ; ამ ორ ოთახში მასნავლებელი ქალი ცხოვრობდა ერთი, თიკო
ერქვა, თინათინი, ორბელიანი იყო გვარად... – დიდი ხნის წინანდელი ხიფათიანი ღამე და
მდგმურის თავგანწირული ეშმაკობა გაახსენდა. – ბეჩუნია სად არის, გუდუ?
– ინდოურები გადენა გასაყიდად გუშინ. მოვა დილით.
თუთაშხიამ ბუხარს ჩაუარა, კრეტსაბმელი გასწია, მეორე ოთახში შეიხედა. ფანჯარაში
მთვარე იყურებოდა. იქაურობას მკრთალ სინათლეს ჰფენდა აბრაგმა ყველაფერი
დაწვრილებით მოიგონა: სად იდგა თიკო ორბელიანის საწოლი, რომელ ადგილას იყო
კედელზე აკრული თვითონ, როცა ორბელიანის ქალი კაზაკებსა და მათ იასაულებს
ეომებოდა. ისიც მოაგონდა, რომ აგერ იქ მასწავლებელი მკერდში ჩაეკონა და სწორედ ამ
დროს ბეჩუნიმ ფანჯარაში თავისი ნაკვერჩხლისფრად მოვარეარე თვალები შემოანათა.
აბრაგმა თავი დააქიცინა. შემოტრიალდა.
ბიჭს კარგი აღნაგობა და თავისი ასაკისთეის საკმაოდ ბრგე შეხედულეგა ჰქონდა.
დაჟინებით იყურებოდა, თითქოს ცდილობდა, აბრაგის არც ერთი, სულ უმნიშვნელო
მოძრაობაც კი არ გამორჩენოდა.
– კაი, – თქვა თუთამხიამ. – მოდი ახლა, ბუხარი გავაფიცხოთ. სველი ვარ მთლად,
გავაშროთ ტანსაცმელი და ვილაპარაკოთ პატარა. ღამიანად უნდა გავიდე აქედან მე.
თუთაშხიამ იარაღი აიყარა, ხელმისანვდომად დააბინავა, ჯორკოზე ჩამოჯდა და გახდას
შეუდგა. გუდუნამ ნაკვერჩხალს ხმელი ჩხირები დააყარა, სული დაუბერა. ცეცხლი მალე
აგიზგიზდა. თუთაშხიამ წინდები, პაჭიჭები და წუღები ცეცხლს მიუმარჯვა, პერანგი
მუხლებზე დაიფინა ხალათი ბიჭს გაუწოდა:
– ა, მომეხმარე, თუ კაცი ხარ.
ბიჭმა ხალათს შეუბღვირა, ჯორკოიანად გაიჩოჩა, ტუჩები მობუზა, ბუხარს წარბშეკვრით
ჩააჩერდა.
თუთაშხია გაოცდა:
– შე კაცო, სტუმრის დახვედრა და პატივისცემა მასეთი ვინ გასწავლა, ნეტავი?
ამ ნათქვამში გუდუს რაღაც ენიშნა, შეკრთა, აბრაგს მყისვე თვალი თვალში გაუყერა,
მაგრამ იქ ეჭვის ნატამალიც კი ვერ დაინახა. პირიქით – რაღაც სითბო იგრძნო. ელდამ
გაუარა, გულზე მოეშვა, დამშვიდდა. როცა დამშვიდდა, მაშინ იმასაც მიხვდა, რომ დიდი
ხნის განზრახული გულღია დახვედრის მაგიერ დაგუბებულ სიძულვილს აჰყვა, სტუმარს
მკვახედ მოექცა და სწორედ ამით შეეძლო, მისთვის რაიმე ეჭვის საბაბი მიეცა, მისი
სიფრთხილე გაემახვილებინა. ბიჭი მიხვდა, შემობრუნება მართებდა, თორემ შეიძლება,
ყველაფერი ჩაფუშულიყო. ხალათს უკვე ორთქლი აუვიდა და მას კი ვერასგზით ვერ
დაემორჩილებინა თავი, აბრაგისთვის გულთბილი რამ ან თუნდაც ორიოდ მშვიდი სიტყვა
ეთქვა. იმის შიშიც ბორკავდა, რომ უდიერობიდან გულთბილობაზე მკვეთრად გადასვლა
სტუმარს შეაფიქრიანებდა და, ალბათ, ისიც, რომ იშვიათი გამჭრიახობით და ეშმაკობით
ცნობილ ადამიანს მასპინძლის გულითადობაში უნებლიეთ გამჟღაენეგული მცირედი
სიყალბეც კი არ გამოეპარებოდა. ამ ფიქრმა ისე შეაწუხა, რომ ჯორკოზე თავი უხერხულად
იგრძნო, აწრიალდა. თუთაშხიამ ბიჭს მოუსვენრობა შენიმნა და ცოტა ფიქრის შემდეგ
უთხრა:
– შეგაწუხე, გუდუ, გავაშრობ ნაბადს და წავალ მალე მე. წვრილად დახეთქილი ხმელი შემა
თუ გაქვს სადმე?.. ფიცხი ცეცხლი ჭირია ტანსაცმლის გაშრობას.
ბიჭს ჟრუანტელმა დაუარა, ტანში შეზრიალებამ მხრები აუბორგა.
– გაციებული ხომ არ ხარ შენ? – თქვა თუთაშხიამ. – მე გავალ და მოვიტან, სად გაქვს?
– აგერ მაქვს, პატარა ოთახში. კარში გასვლა არ მომიწეეს. მოვიტან ახლავე.
თუთაშხია ჩაცმას შეუდგა.
– გიორგობისთვეს ხარ დაბადებული, მშვილდოსანი ხარ ჩემსავით, – თქეა აბრაგმა.
გუდუნა პერტიამ მაშა აიღო, ბუხარში მუგუზლები მოაწესრიგა, დინჯად ადგა და
ოთახიდან გავიდა. დერეფანში ერთი წამი შეჩერდა, მერე მოპირდაპირე ოთახის კარი
შეაღო, შეშის თაკარიდან ჭინჭში გახვეული რევოლვერი გამოიღო. გულმა დაგადუგი
აუტეხა, სუნთქვა შეეკრა, მაგრამ ეს სულ ცოტა ხანს გაგრძელდა; თავისი მოდგმის
სიმშვიდე და გადამწყვეტობა მალევე ეწვია, იარაღს ჭინჭი შემოაცალა, ჩახმახზე შეაყენა,
უბეში შეინახა და სიბნელეში წვრილი შეშების მოფათურებას მიჰყო ხელი. არჩევდა,
იატაკზე ჰყრიდა, ხმაური სწყუროდა!
იატაკქვემ საქათმეში ისევ მამალმა დაიყივლა. მეზობლისამ ხმა მოსცა. ბიჭმა შეშას თავი
მიანება, დაფიქრდა, წაიჩურჩულა:
– გათენდება მალე. გათენებას არ დაუცდის ეგ...
კარგა მოზრდილი იღლია შეშა წაიღო და ბუხარს მიაშურა. დათა თუთამხია უკვე
ჩაცმული იყო. ჩოხაზე ქამარ–ხანჯალს ირტყამდა. სკამები დაედგა, ზედ გადაფარებული
ნაბადი ცეცხლისთვის მიემარჯვებინა. ბიჭმა შეშა დაყარა, რამდენიმე ღერი მუგუზლებზე
დაალაგა და სულის შესაბერად ჩაცუცქდა. ბუხართან მისადგომი აღარსაიდან დარჩა.
– მიმიშვი ერთი, ნახე, სულის შებერვა როგორი ვიცი მე, – აბრაგმა ბიჭს ხელი დაუთათუნა.
ბიჭი წამოდგა, დაიხია. თუთაშხიამ ჯორკო მიიჩოჩა, ზურგს უკან მდგომ ბიჭს ღიმილით
ახედა, დაიხარა, ცეცხლს გრძლად, მძლავრად შეუბერა. გუდუ პერტიამ ხელი უბეში
მეიყო, რევოლვერი გამოიღო, აბრაგს თავში დაუმიზნა და სასხლეტს დააწვა.
გავარდა, ჩახმახი კვლავ დასაცემად აიყალყა. დათა თუთაშხია, თითქოს თავში მარგილი
დასცესო, – შუბლით ფილას ეძგერა და ხელისგულებით იატაკზე დანდობილი წამით
გაქვავდა. ბიჭმა ისევ დაუმიზნა, მაგრამ სროლა აღარ დასცალდა: თუთაშხიამ
რაღაცნაირად ისკუპა და ჯერ ზეზე ამართულიც არ იყო, რომ გუდუ პერტიას იარაღი
ხელთ ჰქონდა.
ისინი სამიოდ ნაბიჯზე პირისპირ იდგნენ, ერთმანეთს შესცქეროდნენ. დათა თუთაშხიას
სახე უკიდურეს განცვიფრებასა და ყრუ, სასიკვდილო ტკივილს გადაებრიცა. გუდუ
პერტია მხოლოდ გაფაციცებული იყო. მთელი არსებით სიცოცხლის შენარჩუნების გზას,
გამოსავალს ეძებდა. იგი არავითარ დაბნევას, შიშს და, მით უმეტეს, პატიების მუდარას არ
ამჟღავნებდა.
– რა ქენი, ბიჭო, ეს! – დაიკვნესა თუთაშხიამ, შუბლი მოისრისა და სინანულით გაიმეორა:
– რა ქენი, გუდუნა ეს!
კეფიდან კისერში ჩაჟონილი სისხლის სიგრილე აბრაგს ხელი ჭრილობაზე მოასმევინა.
ტკივილმა უმატა. თუთაშხიამ წართმეული რევოლვერი ქამარში გაირჭო, აცახცახებული
ხელებით დოლბანდი დაკეცა, ჭრილობაზე მოიხვია. სისუსტე მოერია, სკამზე დაეშეა.
თავჩაქინდრული იჯდა, იატაკს დასცქეროდა. ბიჭმა ბუხრის სიახლოვეს მიყუდებულ
თოფ–იარაღს სჭიდა თვალი; ეერ მისწვდებოდა, შუაზე პატრონი იჯდა.
– არ შეიძლება ჩემი სიკვდილი აქ, – ჩაილაპარაკა დათა თუთაშხიამ.
ბიჭი ვერაფერს მიხვდა.
აბრაგმა თავს ძალა დაატანა, წამოიწია, ადგა. ტკივილმა დააკვნესა, ორთავე ხელი
საფეთქლებმი ატაცებინა. ასე იდგა, სანაჭ ტკივილმა უკლო და თავბრუს ხვევა მოეშეა. მერე
ბუხართან მივიდა, თოფ–იარაღი აისხა და ისევ გაინაბა.
– რამ მოაფიქრებინა ეს!.. მაჯობა მაინც, – ჩაილაპარაკა მან მცირედი დუმილის მემდეგ და
დასძინა: – გუდუნა, დედაშენს არ უთხრა, რომ ვიყავი და მესროლე. ცოდვაა.
ბიჭი ჩუმად იყო.
დათა თუთამხიამ გასასვლელი კარი გამოაღო, ზღურბლზე შედგა ბიჭს გამოხედა და თქვა:
– ფული არ გამოართვა. გაგაწვალებს და წაგახდენს ის ფული... – სიტყვა პირზე შეაშრა,
იფიქრა და დასძინა. – მე ვიზამ მაგას! გვამს რომ ვერ იპოვნიან, ისე ვიზამ ფულს აღარ
მოგცემენ მაშინ!
აბრაგი ორღობეს ზღვის მიმართულებით გაჰყვა. გუდუ პერტია კარს იყო მიჩერებული,
ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. მერე ტრუსის სუნმა ოდნავ გამოაფხიზლტ. ბუხარს
გახედა, აგურგურებულ ცეცხლს მიაჩერდა. დრო გავიდა, გონება თანდათან დაეწმინდა და
საოცრად მკაფიო რწმენა ეწვია იმისა, რომ თუთაშხიას ნათქვამი ყველაფერი უკლებლივ,
ზუსტად უნდა შეესრულებინა...
ბიჭი ნაბადს ეცა, ძირს დააგდო, ალმოდებული ადგილი ფეხით ჩააქრო იატაკზე სისხლის
პატარა გუბე დაინახა; კუტალით წყალი და ტილო შემოიტანა, აწმინდა, მორეცხა.
იქაურობა გულდასმით დაათვალიერა, სტუმრის ყოფნის სხვა რამ კვალს თვალი ვერსად
მოჰკრა. ახლა ნაბადი დაკეცა, იღლიაში ამოიდო, ტილო და კუტალი წაიყოლა, ოთახიდან
გავიდა. ცოტა ხანში დაბრუნდა, მუგუზლები დააშორა, ცეცხლი დააცხრო და ლოგინზე
ჩამოჯდა. ფიქრობდა. ყველაფერი თავიდან გაიხსენა, გაიმეორა, აწონ–დაწონა.
– სად წავიდა ამ ღამეში!.. – ჩაილაპარაკა თავისთვის.
ბიჭმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ აუცილებლად, უსათუოდ საკუთარი თვალით უნდა
ენახა ის ადამიანი, ვისთანაც დათა თუთაშხია მივიდოდა. ზეზე წამოიჭრა, ქურთუკში
ხელი გაუყარა და კარში გავარდა. ჭიშკრის ზღურბლს გადასცდა, დადგა, ღამეს მიაყურა.
ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა; არც ფეხის ხმა, არც ძაღლის ყეფა, არც სხვა რამ ისეთი, რაც
მიმავალი კაცის კვალზე დააყენებდა... ადგილს მოწყდა, მარჯვნივ გაიქცა, ოცი, ოცდაათი
ნაბიჯი გაირბინა, გაჩერდა, შეტრიალდა და საწინააღმდეგო მხარეს მოჰკურცხლა. არც
პირველ არჩევანს ჰქონდა რაიმე გამართლება, არც – მეორეს; ორივე შემთხვევაში ალღო
ამოძრავებდა და დარწმუნებული იყო, რომ სწორ გზაზე იდგა. მირბოდა, ხან სულის
მოსათქმელად სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა. სმენად იყო ქცეული, თვალთახედვას ძაბავდა,
რომ მოძრავი რამ სიბნელეში შორიდანვე დაენახა.
მიქორის აღმართი აათავა. აქედან სოფლამდე ლარივით სწორი შარა ეშვებოდა. შუა
დაღმართზე რაღაც ლანდი შენიშნა.
თუთაშხია იყო?..
ბიჭმა გზიდან გადაუხეია, ჯაგებში გადავიდა. იცოდა, აბრაგი სწრაფად ვერ ივლიდა.
მორიდან შემოვლა, გადასწრება და მიქორის ბოგირთან ჩასაფრება განიზრახა. ხომ უნდა
ენახა, ვის მისდევდა, – იქნებ სხვა იყო ვინმე?
ღელეს მიაწია, ნაპირ–ნაპირ იარა, ბოგირთან მივიდა. გზად მომავალი ლანდი ჯერ კიდევ
შორს იყო. აქვე, ბოგირს გადმოღმა, მალაქია ნინუას სამჭედლო იდგა. ზედ პატარა ოთახი
ჰქონდა მიდგმული. მჭედელი იმ ოთახში ცხოვრობდა. ბიჭმა საფარი დატოვა, სამჭედლოს
უკანა კედლის ძირას ჩაჯდა, გზას დაუწყო თვალთვალი.
მგზავრი ნელი, უმწეო ნაბიჯით მოდიოდა. ჩერდებოდა, ხეებს ეყუდებოდა და ისევ წინ
მოიწევდა. ბიჭი დარწმუნდა, ეს კაცი დათა თუთამხია იყო.
– მიქორში მიდის, – გაუელვა მას. – ვისას მიდის მიქორში?..
დათა თუთამხიამ სამჭედლოსკენ გადმოუხვია, მალაქიას სარკმელზე მიაკაკუნა.
ბიჭი განცვიფრდა. მალაქია ნინუა აქეთ ჩამოვლილ ან მიქორელ ბავშვებთან სათამაშოდ
მოსულ გუდუნას ისე არ გაუშვებდა, რომ არ გამოლაპარაკებოდა და რაიმე არ ეჩუქებინა:
კანფეტი თოხი, აბზინდი. ცხენის ან ხარის დაჭედვაში ხომ ფულს ან სულ არ ართმევდა, ან,
თუ უცხო შეესწრებოდა ვინმე, ნახეყარს უანგარიშებდა ხოლმე...
დათა თუთაშხიამ ხელმეორედ დააკაკუნა. ოთახიდან ფაჩიფუჩი მოისმა და სარკმელი
გაიღო.
– მე ეარ, მალაქია, – დაიჩურჩულა დათა თუთაშხიამ.
– ახლავე გაგიღებ კარს.
– ვერ შემოეალ, მეჩქარება ძალიან.
აბრაგი სარკმელთან იდგა, კუთხეს ამოფარებული ბიჭი კედელს აკვროდა, სულ რაღაც
ორიოდ ნაბიჯით იყვნენ დაშორებული.
– ავად ხომ არ ხარ, დათა? რანაირ ხმაზე მელაპარაკები, თუ იცი?
– დაღლილი ვარ ნამეტანი. ბოღაზში თათრის ფელუკა მელოდება, სამსუნში უნდა
გადავიდე, საქმე მაქვს იქ... – თუთაშხიამ სული მოითქვა და განაგრძო: – რას გთხოვ, ახლა.
მოსე ჯაგალია უნდა ნახო ამ დღეებში. ცხენი მყავს დატოვებული მასთან. ნოემბერია ახლა.
დეკემბერში მუშნი ზარანდია ჩამოვა, გულიებს ქორწილი აქვთ და ქორწოლში იქნება
უსათუოდ. ჩემი დატოვებული ცხენი ქორწილში მიუყვანოს მუშნის ჯაგალიამ. დანარჩენი
ნათქვამი მაქეს მე, რა უთხრას და როგორ უთხრას, მამაძაღლმა... – თუთაშხიამ
წამოიკვნესა, ხელები საფეთქლებში იტაცა. – ჭორიკანა კაცებთან ილაპარაკე, თუთაშხია
ოსმალეთშია–თქვა.
– არსად არ გაგიშეებ, დათა, გეფიცები შვილებს... რა არის ეგ, რას გავხარ, იცოდე ნეტავი... –
შეწუხდა მალაქია.
– ხომ დაიხსომე ყეელაფერი, მალაქია?.. გავცივდი, დასწყევლოს ზეცაუფალმა. თავი
მტკივა, გამისკდეს ლამის. კაი, წავალ მე. მშვიდობით იყავი, აბა!
– მშვიდობა შოგცეს ღმერთმა! – ჩაილაპარაკა მჭედელმა ფიქრიანად.
დათა თუთაშხიამ გზისკენ გასწია, ბოგირზე ბარბაცით გადავიდა. გუდუ პერტია იმავე
კედელს იყო აკრული, რაღაცას ფიქრობდა, აბრაგს გასცქეროდა. როცა დათა თუთაშხია
ბოგირს გადასცდა, ბიჭი უკვე დასანახზე იყო. მოეხედა – დაინახავდა კიდეც. არ
მოუხედია, ბოღაზისკენ ჩაუხვია და თვალს მიეფარა.
– მალაქია ბიძიამ იცის ყველაფერი. – ჩაიჩურჩულა ბიჭმა, ერთხანს შეიცადა და შინისკენ
წავიდა.
დათა თუთაშხიამ ნავსაბმელს გვერდი აუარა, მარცხნივ, ნაპირნაპირ წავიდა. ბოღაზს
ზღვისგან ვეება ფიჭვებით აფაფრული ნახევარკუნძული ჰყოფდა. თხემისკენ ბილიკი
მიიკლაკნებოდა, საღი კაცისთვისაც კი მძიმე სავალი იყო. დათა თუთაშხია, სანამ აღმართს
შეუდგებოდა, დასასვენებლად დაჯდა, მჯდომარემ დაკარგა გრძნობა. როცა თვალი
გაახილა, გათენებული იყო, მაგრამ მზე ჯერ არ ამოწვერილიყო. ძალა მოიკრიბა, ადგა.
ტკივილშა და თავბრუსხვევამ
კინაღამ ისევ ძირს დასცა. თხემამდე ნახევარი გზა ჰქონდა ავლილი – ფეხი რაღაცას
წამოსდო, ცუდად, უხერხულად წაიქცა. ამის შემდეგ ზეზე აღარ ამდგარა, დარჩენილი
მანძილი ხოხვით აიარა. განაპირა ქიმზე ფიჭვი იდგა. იმ ფიჭვამდე მიხოხდა, მკლავის
სიმსხო ფესეებში ჩაჯდა და თვალები მილულა. მის ფერხთით კლდეს გაცოფებული ზღვა
ძალუმად აწყდებოდა. ზოგი ტალღა ისეთი იყო, გრძნობამიხდილ აბრაგს შხეფი სახეზე
ეპკურებოდა. ძირს, ბოღაზისპირა მინდორზე, უკვე საქონელი ბალახობდა. მენახირე
გაკვირვებით ამოჰყურებდა კლდის ქიმზე, ფიჭვის ქვეშ მოკალათებულ კაცს. დაუსტვინა,
ამოსძახა კიდეც, მაგრამ ვერაფერი გააგონა, თუთაშხია შორს იყო. აბრაგმა ერთხანს მზის
ამოსვლას უყურა, მერე ყაბალახი მოიხსნა, წელზე შემოირტყა, შიგ ქვების ჩალაგებას მიჰყო
ხელი და პირთამდე გაავსო. საკინძე შეიხსნა, უბე ქვებით გაიტენა შარვლის ტოტებშიც
ქეები ჩაილაგა: ასე დატვირთული გვამი ვეღარასოდეს ამოტივტივდებოდა. როცა ამ საქმეს
მორჩა, მხარიღლიზე გადაკიდებული კარაბინი მოიხსნა და ზღვაში გადააგდო, ორივე
მაუზერი, გუდუს რევოლვერი, ხანჯალი და აჭარული ბებუთიც ზედ მიაყოლა. კლდის
პირზე მიჩოჩდა, გულაღმა დაწვა, გაინაბა, თითქოს სიკვდილის ფეხის ხმას მიაყურა. ახლა
მარტო გრძნობის დაკარგვა იყო საჭირო და გვამი თვითონ გადაიჩეხებოდა.
მხოლოდ რამდენიმე წამით მოაკითხა ფიქრის უნარმა, ეფემია წინამძღვარი და მისი
ნათქვამი მოაგონდა: – “ბოლომდე დამწვარი სანთლის ნაღვენთი თავისთავადაც
მშვენიერებაა და იმ მშვენიერებასაც გვაგონებს, რაც რბილად მოციმციმე, მაგრამ
წყვდიადის შემანგრეველი ძალა იყო...” დათა თუთაშხიამ უეცრად მოსულ მოგონებას
სევდიანი ჩაღიმება მიაგება და ვარდისფრად აკიაფებული კაბადონი კვლავ ჩაშავდა.
სიკვდილი მალე მოვიდა. დათა თუთაშხიას ყურებში ზარი აგუგუნდა. სხეულმა
უკანასკნელად წაიბორგა. გაქვაედა, ნელა, უილაჯოდ დაცურდა და კლდეს მოსწყდა.
იურიდიული ფაქტის დადგენის საქმეს გენერალი სუხოდოლსკი თვით ჩაუდგა სათავემი,
მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მიიღო. გუდუ პერტიას ჩვენების თანახმად, თუთაშხია
მხოლოდ დაიჭრა და სხვა მოწმეთა ანალოგიური ჩვენებების უქონლობის გამო, ესეც
საეჭვო გახდა.
მენახირეს, რომელმაც შეიარაღებული უცნობის კლდეზე ასვლისა და ზღვაში
გადავარდნის ამბავი სოფელში მიიტანა, მამასახლისი მეორე დღესვე აჰყვა შემთხვევის
ადგილზე, მაგრამ სიკვდილის დამადასტურებელი რაიმე ნიშანი ვერ ნახა და ასეთი რამ
არც შემდგომში ყოფილა აღმოჩენილი. ამას გარდა, მენახირე ჭკუანაკლული იყო, ამიტომ
ნაამბობი ჯერ თანასოფლელებმა არ დაიჯერეს და ხელისუფლებას ირ შეატყობინეს,
შემდეგ კი მისი ჩვენება გამოძიებამ ვერ ჩათვალა სარწმუნოდ. თუთაშხიას გვამის და მის
მიერ ზღვაში გადაყრილი რაღაც საგნეგის საძებნელად სოხუმიდან მყვინთავები ჩაიყვანეს,
მაგრამ იმ ადგილას ზღვა მეტისმეტად ღრმა გამოდგა, მყვინთავებმა ფსკერამდე ვერ
ჩააღწიეს და ვერაფერი იპოვნეს. მეორე მხრიე, მჭედელი, რომელმაც დათა თუთაშხია
ერთ–ერთმა უკანასკნელთაგანმა ნახა და თვით გუდუ პერტიაც, ვინც დათა თუთაშხიას და
მჭედლის ლაპარაკი მოისმინა, დაჟინებით ირწმუნებოდნენ, რომ აბრაგი თურქების
ფელუკით სამსუნს გაემგზავრა. იმ ღამეს ბოღაზიდან ფელუკა მართლა გავიდა. მაგრამ არ
ემთხვეოდა ერთი რამ: დათა თუთაშხია მის გასვლას ვერ მიუსწრებდა. ამგვარად,
გამოძიება ჩიხში მოექცა, საქმე ვერ დაიხურა.
ეს იმ შემთხვევათაგანია, როდესაც ფაქტში ყველა დარწმუნებულია, მაგრამ მისი
იურიდიული დადასტურება ვერ ხერხდება და კანონით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე
ფაქტი მომხდარად ვერ ჩაითვლება. დათა თუთაშხიას მტრები, კეთილისმსურველები,
გუდუ პერტია – ყველა ღრმად იყო დარწმუნებული, აბრაგი კვლავ ცოცხალია და როდისმე
საღ–სალამათი გამოცხადდებაო. ამ რწმენას ერთი კურიოზული შემთხვევა მოჰყვა.
ბიქტორ სამუშიას, ანუ პირს, რომელმაც გუდუ პერტია თუთაშხიას მოსაკლავად
მოამზადა, ღამის ორ, სამ საათზე ვიღაცამ ენერგიულად დაუკაკუნა. ნამძინარევმა და
დაფეთებულმა მასპინძელმა ჰკითხა, – ვინ ხარ და რა გინდაო. სტუმარმა ხმადაბლა მიუგო:
– თუთაშხია ვარ, ძაღლის ვილო!
ბიქტორ სამუშიას გული გაუსკდა და იქვე მოკვდა.
პირადად მე ეჭვი არ მეპარება, რომ დტთა თუთაშხია, სახელდობრ, იქ და ისე მოკვდა,
როგორც მენახირე ამბობდა.
მუშნი ზარანდიასთვის თუთაშხიას ამბავი, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ გახდა
ცნობილი, მაგრამ არ აჩქარებულა, საქართველოში დეკემბრის დასაწყისში ჩამოვიდა, ანუ
იმ დროს, როცა მისი წინასწარი ვარაუდით, დათა თუთაშხიასთვის დაგებულ ერთ–ერთ
მახეს თავისი დანიმნულება უნდა შეესრულებინა. ჩამოსვლის ოფიციალურ მიზეზად
ზარანდიამ ახლო მეგობრის, სვიმონ გულიას ვაჟის ქორწილი დაასახელა.
თბილისში ჩამოსვლისთანავე პოლკოვნიკმა თუთაშხიას საქმეში ჩახედული
თანამდებობის პირები მიიწვია, ყველას სათითაოდ მოუსმინა. შეკითხვა არავისთვის
მიუცია. ორი საათის მანძილზე შუბლი არ გაუხსნია, არც ვინმესთვის თვალი
გაუსწორებია. ქუთაისში ჩავიდა, ციხიდან იალქანიძე მოაყვანინა, დიდხანს ესაუბრა. მის
წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს გაეცნო, გამოძიების შეწყვეტა, პატიმრის
გათავისუფლება ბრძანა და სვიმონ გულიასკენ გაემგზავრა.
ქორწილის მეორე დღეს ერთმა კაცმა გულიას ეზოში გასაოცარი სილამაზის ცხენი
შეიყვანა, მუშნი ზარანდიას მიართვა და თუთაშხიას დანაბარები გადასცა. პოლკოვნიკმა
სინანულით განაცხადა, – აბრაგი შეცდა, ძღვენი მე არ მეკუთვნისო. ცხენი პოლიციამ
წაიყვანა.
ცოტა ხნის შემდეგ პოლკოვნიკმა ორი კაზაკისა და მეგზურის თანხლებით თუთაშხიას
შესაძლო სიკვდილის ადგილისკენ გასწია. სამძებრო საქმეში ცნობილია, რომ დანაშაულის
ადგილს საკუთარი მიზიდულობის ძალა აქვს და ბოროტმოქმედი თავისი დანაშაულის
ადგილზე, ადრე თუ გვიან, უსათუოდ მივა. “ადგილის მაგნეტიზმის” სხვაგვარ
გამოვლინებას შვეიცარიის ალპებში შევხედი: ოტელში გავჩერდი. მეზობელ ნომერში
მხცოეანი ინჟინერი იდგა. ავდარმა დაგვაყოვნა და დაგვაახლოვა. გამოირკვა, რომ
ოთხმოცს გადაცილებული მოხუცი ინჟინერი მთებში მიკარგული, არცთუ მნიშენელოვანი,
ხიდის სანახავად მიდიოდა. მისი ასაკისთეის ესოდენ ძნელი მგზავრობის ნამდვილ
მიზანს ვერ მივხვდი და განმარტება ვთხოვე.
– ნახელავმა მიხმო, – მითხრა მოხუცმა ღიმილით. – ჩემს მიერ აშენებულ ხიდებში ეს
ყველაზე მახვილგონიერი ქმნილებაა!
მგონია, რომ მუშნი ზარანდიას მოულოდნელი სურვილიც “ადგილის მაგნეტიზმით”
აიხსნებოდა. პოლკოვნიკმა კაზაკები ქვემოთ დატოვა, მეგზური გაიყოლა, კლდეზე ფეხით
ავიდა. მეგზურმა მენახირის ნაამბობი ზუსტად გაუმეორა და ის ადგილიც აჩვენა,
საიდანაც დათა თუთაშხიას გვამი ზღეაში გადავარდა. მუშნი ზარანდია გულხელდაკრეფილი იდგა, რაღაცაზე ფიქრობდა. მერე მოტრიალდა და დაღმართს ჩაჰყვა.
შემდგომში მუშნი ზარანდიას ავადმყოფობა მელანქოლიის მძიმე ფორმებით დაეწყო და
სამიოდ წლის მერე რაღაც სხვა მძიმე სენითა და სიკვდილით დამთავრდა. რამდენადაც
შევძელი დამედგინა, მელანქოლია მას საქართველოდან პეტერბურგში დაბრუნების
შემდეგ დაეწყო. არ მინდა, დაუსაბუთებელი დასკვნების ავტორის შთაბეჭდილება
მოვახდინო, მაგრამ თავს ვერ შევიკაეებ და ვიტყეი: ამ უდავოდ დიდი ტალანტის ადამიანს
თავისი შესაძლებლობების საზომად დათა თუთაშხია ჰყავდა. თუ დავუშვებთ, რომ
ადამიანს არსებობისა და მოღვაწეობისათვის ცოცხალი მაგალითი სჭირდება და მუმნი
ზარანდიასთვის კი ასეთი ეტალონი დათა თუთაშხია იყო, მაშინ ისიც კანონზომიერად
უნდა ჩავთვალოთ, რომ დათა თუთაშხიას სიკვდილის შემდეგ მუშნი ზარანდიაც უნდა
წასულიყო ამ ქვეყნიდან – მით უმეტეს, რომ მან თავისი სულიერი ცხოვრების მოდელი
საკუთარი ხელით მოსპო.
ეს ჩანაწერები დასრულებულ სახეს ვერ მიიღებს, თუ ერთ გარემოებასაც არ შევეხე. ჩემი
ღრმა რწმენით, უკანონოდ შობილნი, უმრავლეს შემთხვევაში, ენერგიულ, მოხერხებულ,
აქტიურ ადამიანებად ყალიბდებიან. დასტურისთვის ისტორიაც გამოდგება და
სინამდვილეც. გუდუ პერტია, მისივე მასწავლებლების აღიარებით, ნათელი გონებისა და
ჭარბი ნიჭის პატრონი იყო. მან ბავშვობაშივე დიდი მღელვარება იწვნია, უმაგალითო
სულიერი ტრავმა გადაიტანა, გამოიწრთო. მე მუდამ ვფიქრობდი, რომ განგება ამ ადამიანს
მნიშენელოეანი მომავლისთეის ამზადებდა. ზემოთ მოთხრობილი ამბების შემდეგ
მეტისმეტად ფიცხელმა, სოციალური წინააღმდეგობებით აღსავსე ისტორიულმა
პერიოდმა განვლო. ნიჭიერ, მხნე ადამიანებს მიზნის მისაღწევად, სახელის მოსახვეჭად
კარგი პირობები შეექმნათ. მართალია, სამსახურიდან დიდი ხნის გადამდგარი ვიყაეი,
მაგრამ საქართველოში ვცხოვრობ და მოვლენათა მსვლელობას, ადამიანთა ბიოგრაფიებს
დღემდე დიდი გულისყურით ვადეენებ თვალს. გუდუ პერტიას სახელი არსად
შემხვედრია. ამას წინათ შემთხვევა მომეცა, იქაურ კაცთან ბეჩუნი პერტია და მისი შვილი
ვიკითხე. სადღაც გადასახლებულან, სამშობლოსთან ყოველგვარი კავშირი გაუწყვეტიათ
და მათი ამბავი არავინ იცის.