დაბადების ადგილი: სოფელი სიმონეთი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა კიევის სამხედრო გიმნაზია 1880 წელს; 1882 წელს მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელი.

1882 წლიდან მუშაობდა სამხედრო სამსახურში ქ. ბათუმში. იყო მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი. დაკავშირებული იყო მოწინავე ინტელიგეციასა და რევოლუციურად განწყობილ მუშებთან და ჯარისკაცებთან. 1905-1907წწ. რევოლუციის შემდეგ არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან. 1908 წლიდან ჯერ ქუთაისში, შემდგომ ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშობდა. 1915 წელს მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისთვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და სამშობლოში დაბრუნდა. მისი პირველი მხატვრული თარგმანები 1885 წელს, ჟურნალ "თეატრში" დაიბეჭდა. დ. კლდიაშვილის პირველსავე მოთხრობებში  გამოვლინდა მისი სამწერლო პრინციპი - ქართული კლასიკური რეალიზმის ერთგულება, რითაც  მან XIX საუკუნის ახალი ქართული პროზის დიდი ტრადიციები განავითარა. მწერლის მთავარი თემა - იმერეთის გაღარიბებული, ე. წ. "შემოდგომის აზრაურების" ცხოვრების  მწუხრის ასახვა - პირველად გამოჩნდა მოთხრობაში "სოლომონ მორბელაძე" (1894). სწორედ  აქ დაინახა მწერალმა თავისი "ცრემლნარევი სიცილის" სათავე; განწირული აზნაურების  შინაგანი ტრაგიკული ბუნება, რამაც მის სამწერლო სტილს განუმეორებელი ინდივიდულობა  მიანიჭა. მწერალი  მწვავედ განიცდის ყოველივე ამას და მხოლოდ იშვიათად მიმართავს მძაფრ, დაუნდობელ  სატირას ("ბაკულას ღორები", 1920). მოთხრობათა პირველი კრებული 1901 წელს გამოიცა; ორტომეული 1911, რჩეული ნაწერების ორტომეული 1926, თხზულებათა სრული კრებული 2 ტომად - 1933, 1935 და ა.შ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ., 1980.-გვ.552


ბიბლიოგრაფია

სამანიშვილის დედინაცვალი : რჩეული (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, 2008. - 432გვ.. - ISBN: 978-99940-27-47-7
თხზულებანი : მოთხრობები, პიესები, მემუარები, მიმოწერა, მოგონებები დ. კლდიაშვილზე (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1988. - 447გვ.
ჩემი ცხოვრების გზაზე (ავტორი). - ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1984. - 204გვ.
დარისპანის გასაჭირი : სურათი ერთ მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, საქ. თეატრ. საზ-ბის გამ-ბა ხელოვნება, 1947. - 30გვ.
ბაკულას ღორები : მოთხრობა საშუალო ასაკისათვის (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1941. - 28გვ.
მემუარები (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის გა-მა, 1932. - 376გვ.
მოთხრობანი (ავტორი). - ტფილისი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა N 53, 1901. - 198გვ.