ციკლიდან „პაციფიზმი“
აგერ ინგლისი იწვევს საფრანგეთს
მას უნდა შექმნას ფრონტი მთლიანი
ვის წინააღმდეგ? ისევ შტატების.
„ლუმანიტე“ სწერს: ბრმა და გვიანი
უნდა იყო, რომ ვერ დაინახო
ამ თანხმობაში, ბრძოლის დამდეგი
პასუხი ზღვაზე გაბატონების,
ფაკტი, შტატების წინააღმდეგი.
გერმანია კი უკმაყოფილო
ინგლისისა და ფრანგების შორის
შეთანხმებაში თავის თავისთვის
არგამოსადეგს ხედავს კომპრომისს
ეს შეთანხმება გააძლიერებს
ახალ აღრევებს, ყველას ჰგონია,
და საგარეო პოლიტიკის თვალს
იწვევს იქ, სადაც ვაშინგტონია.
კაპიტალიზმი საბჭოთა მხარე
ყველა ისინი ღრინავენ მხოლოდ
მისთვის, რომ მისწვდენ
მსოფლიო ბაზარს
მაგრამ არავინ
არ დაივიწყებს
საბჭოს უდიდესს და უზარმაზარს.
ის მათთვის არის
საერთო მტერი.
„დეილი-მეილი“ სწერს: „იქ მთავრობა
სწევს პროპაგანდას, რათა დაამხოს
ჩვენი კულტურის თანამგზავრობა“.
ის მოისწრაფის დასცეს ინგლისი.
ჩვენი პასუხი არა ქარაგმით
არა სიტყვებით და მასლაათით
უნდა გაეცეს, - არამედ საქმით“.
შიგნით ინგლისში
შიგნით ინგლისში თემთა პალატა
როცა ინდოთა არჩევს ფანტომებს
ჯონსტონი ამბობს, რომ პარლამენტი
პატარა კითხვებს დიდ დროს ანდომებს.
აბა შეხედეთ,
რა კამათია,
რა აბდაუბდა და მასლაათი,
სამას თვრამეტი მილიონიან
ქვეყნისთვის კი აქვს ერთი საათი.
საკლატვალამ სთქვა:
„ინდოეთის ერს
ნუ გაამტყუნებთ, თუ ამის მერე
ინგლისელების პარლამენტისთვის
არ დარჩეს გრძნობა და სიგულწრფელე.
ამიერიდან სულ სხვანაირი
იქნება ლტოლვა მისი გონების,
რომ პარლამენტი აპარატია
განადგურების და დამონების“.
ამიერიდან ვერ მოატყუებს
ვერვინ ინდოეთს - ვით გახარება,
მრავალ მილიონ ერის ფენობას
მოედოს ცეცხლი და მღელვარება.
პაკტი
ზოგის სიბრიყვე, ზოგის ყბედობა
გაიძვერობაც გაოცებს ზოგის,
დგება თათბირი სახელმწიფოთა,
რომ გაარჩიონ პაკტი კელლოგის.
„ავიცდინოთო,
როგორმე, ომი.
ამის დავდოთო
ხელშეკრულება.
რისთვის გვინდაო ამდენი სისხლი,
რად გვჭირდებაო რბევა, ძულება“.
ის კი, რომელსაც
ნამდვილად ომის
წინააღმდეგი ბრძოლა სჩვევია,
საბჭოთა მხარე,
ახალი მხარე
თათბირზე არვის მიუწვევია.
მაშ ამნაირ პაკტს,
სთქვით, რა ფასი აქვს?
და პროპაგანდის.