იოანე 1:5 "ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი."
გალაკტიონ ტაბიძე - აელვარებულ ღუმელთა შორის
აელვარებულ ღუმელთა შორის იქ, სადაც კვამლში ქანაობს ძილი, აჩრდილი მაღალ გლადიატორის დადის საშიში, როგორც სიკვდილი, გამოხედვა აქვს ზვიადი ქორის და ბაგეების კერპი დუმილი, გარშემო ნისლის იშლება ქუფრი, ჭვარტლი, გუგუნი, ტალახი, კუპრი.