რამდენი მითქვამს სექსტინები, ოქტავა, ჰიმნი...
ნამდვილად მრწამდა მათი ტაძარი.
აწ კივილისთვის ირევიან მრავალნი სიმნი,
ვით ჯოჯოხეთი უზარმაზარი.
გარდა ბრძოლისა, ყველაფერი იქნება ცოდვა,
თვით ეს ვარდებიც, ასე მგონია.
გაისმის, როგორც მოგონების შეშლილი ბოდვა,
დაცინვა, წყრომა და ირონია.