მარჯვენა მკლავზე დაყრდნობით გძინავს
ვიწრო გვირაბის ქვაზე მჯდომარეს,
აქ არასოდეს მზე არ გიბრწყინავს,
გამოღვიძების ასე მდომარეს.
და მაინც წერაქვს, რომ გდია გვერდით,
ვეღარ შორდება ხელი მშრომელი;
ძილშიაც მასთან ისვენებ მკერდით,
დღეც ასე მიდის... მაგრამ რომელი?
გამოიღვიძე! გამოდი ბაღში,
მაგრამ იქ, სადაც ჰყვავის იები -
შენ მშრომელი ხარ, შეჭრილი თაღში,
ვით პოეტური ბარელიეფი.