რომელმან - ამ განუსაზღვრელ ნაცვალსახელში გულისხმობს ღმერთს.პარალელი გრიგოლ ხანძთელთან-მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის ძლიერითა (‘’სად არს პატივი’’)

პოეტის მიმართვლის ობიექტი არის  ღმერთი და სთხოვს მის დაცვას სატანისგან,ასევე სთხოვს,რომ მიჯნურობის ცეცხლით დასწვას.


‘’ვის ჰშვენის ლომსა ხმარება,შუბისა ფარშიმშელისა’’

‘’ლომი’’-დავით სოსლანი, ‘’ფარშიმშელი’’-ხმალი.

მზის მეტაფორულ სახეში გულისხმობს თამარს, ‘’ღაწვ-ბალახშ-თმაგიშერისა’’, ბალახში-ლალი.

თამარი იმსახურებს შერს (განსაკუთრებულ შექებას).

‘’მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამთ მას გიშერისა’’-მისი სილამაზის შემხედვარეს მოუნდებათ ყანდის-ტკბილეულის მირთმევა.

‘’მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და ტანი კალმად რხეული’’-ამ მეტაფორაში გულისხმობს თამარის თვალებსა და კენარ ტანს,ეს არის მისი ხოტბის მიზეზი.

‘’მიბრძანეს ამად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა’’- ნაწარმოები დაკვეთითაა დაწერილი.

‘’ბროლ ბალახშისა  თლილისა მის მიჯრით მიწყობილისა’’-კბილების მეტაფორა.

‘’გასტეხს ქვასაცა მაღალსა გრდემლი ტყვიისა ტკბილისა’’-ამ ფრაზით პოეტმა ხაზი გაუსვა იმას,რომ შეძლო რთული ამოცანისთვის თავის გართმევა.პროლოგშივე გვამზადებს ტარიელის გულშემატკივრობისთვის.

‘’მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირთ ერთმანეთთა მონება’’

ჩემმა ხელქმნელმა დამმართოს ლაღმან და ლამაზმანები’’

‘’მე რუსთველი ხელობითა’’-აქ ჩანს პოეტის გვარი ‘’ვიქმ საქმესა ამა დარი’’

‘’თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ნახვა შენთა’’, პოეტი უკიდურეს მდგომარეობაშია და ველად არის გაჭირილი. სამყაროს ჰარმონიაზე არის შემდეგი სტროფი:

‘’რაცა ვის რა ბედნამ მისცეს მასა საქმეს დაჯერდებდეს’’

პროლოგში რუსთაველი ეხება ორ მნიშვნელოვან თემას-შაირობას და მიჯნურობას.

‘’შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი’’

შაირობას-პოეზიას სიბრძნის დარგს უწოდებს.იგი გამოყოფს 3 ტიპს.

1.’’საღვთო საღვთოდ გასაგონი,მსმენელთათვის დიდი მარგი’’-სასულიერო პოეზია

2.’’ლექსი ცოტაი,ნაწილი მოშაირეთა-ლირიკა-ლექსები.

3.გასართობი პოეზია ‘’მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ,სამღერალად,სააშიკოდ,სალაღობოდ,ამხანაგთა სათრეველად.’’

პოეზია არის შემეცნების დარგი,გასაგონში კი გულისმობს ღვთაებრივ ჭეშმარიტების გაცხადებას,რაც იმავდროულად ძნელი აღსაქმელია,მაგრამ სასიამოვნო.პოეტი ხაზს უსვამს ფრაზაში ‘’ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის,შაირია ამად კარგი’’-აზრის ლაკონურად გამოთქმას.’’მოშაირე არა ჰქვიან ვერას იტყვის ვინცა გრძელად’’,ამ ფრაზით პოეტი გვევლინება ეპიკური ჟანრის მხარდამჭერად. მელექსეს რუსთაველი ადარებს ცხენს,რომელსაც დიდი გზის გავლა უწევს ‘’ მაგრა იტყვის ჩემი სჯობსო,უცილობლობს ვითა ჯორი’’,ამ ფრაზით აღგვიწერს ცრუ მელექსეებს.ღირსეულ მელექსეს უნდა ჰყავდეს ერთი მიმართვის ობიექტი.’’ხამს მელექსეს ნაჭირვებსა,მისსა ცუდსა არ აბრკომდეს’’ მელექსე ტყუილ-უბრალოდ არ უნდა ხარჯავდეს სიტყვებს,ახალბედა,გამოუცდელ მონადირეებს ადარებს იმ პოეტებს,რომელთაც არ შეუძლიათ დიდი ნაწარმოებების შექმნა. ‘’დიდსა ვერ მოჰკვლენ,ხელად აქვთ ხოცვა ნადირთა მცირეთა’’-მათ ადარებს ლირიკოსებს.

მიჯნურობა საცოდნელად  ძნელი და ტურფაა.ამ ფრაზით მოგვანიშნებს,რომ მიჯნურის ცეცხლით დაწვა ძალიან ძნელია.რუსთაველი პირველად ეხება ღვთაებრივ სიყვარულს. ‘’ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა’’ ღვთაებრივ სიყვარულს ვინც ეზიარება,დიდი ტკივილის გადატანა მოუწევს.

‘’ვთქვნე ხელობანი ქვენანი,რომელნი ხორცთა ხვდებიან’’

აქ იგულისხმება მიწიერი სიყვარული,რომელიც ასევე ისწრაფვის ემსგავსოს ღვთაებრივ სიყვარულს,მაგრმ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება,როცა სიძვას არ მიემსგავსება.

რუსთაველი ორი ტიპის სიყვარულს გამოყოფს:

მიწიერი-რომელიც ღვთაებრივს ემსგავსება და ხორციელი-სიძვა.

‘’იგი სხვაა სიძვა სხვაა მათ შორს უზის დიდი ზღვარი’’. მიჯნური არაბული ენით შმაგს ნიშნავს.

მიჯნურს სჭირდება:გარეგნული სილამაზ (თვალად სიტურფე), სიბრძნე,სიუხვე,სიმდიდრე,სიურმე და მოცალეობ-ამქვეყნიური ხორციელებისგან თავისუფალი.ხამს მიჯნური ხანიერი-ერთგული,მისი გრძნობა ერთის მიმართ უნდა იყოს ხანგრძლივი,მასთან განშორება იხვევდეს უშს-ოხვრას.რუსთაველს სძულს უგულო სიყვარული-ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში. პირველი თვისება,რაც მიჯნურს უნდა ახასიათებდეს-ხვაშიადად უნდა ინახავდეს ტრფობას.’ნიადაგმცა ჰქონდა ხილვა’’-განმარტოებას უნდა ესწრაფოდეს და რიდი ჰქონდეს სატრფოსთან.მას არ უნდა აყივნებდეს-არცხვენდეს. ‘’მას არ უნდა აყივნებდეს,მისთვის ჭირი ლხინად უჩდეს,მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს’’

ასეთი მიჯნურობით გაკვირვებული პოეტი ამბობს: ‘’ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა’’

პოეტი უკიდურეს მდგომარეობას ველად გაჭრას მიიჩნევს და მთავარ თვისებად სიყვარულის გასაიდუმლებად მიიჩნევს

.

არაბეთის სამეფო


განაგებს როსტევანი,რომელიც არის ღვთისგან დალოცვილი-სვიანი, ლაშქარმრავალი-ყმიანი-ვეფხისტყაოსანის იერარქიული წყობა დამყარებულია პატრონყმობაზე.ყმა არ გულისხმობს დაბალი წოდების ფენას.ყმა აერთიანებს მეფის გარდა ყველა დანარჩენს.მორჭმული ეპითეტით მეფის დახასიათებისას,პოეტი ხაზს უსვამს პირველი პირის ძლევამოსილებას. მეფეთათვის მთავარ თვისებას სამართლიანობას და მოწყალებას მიიჩნევს.არაბეთის მაგალითზე პოეტმა გვიჩვენა იდეალური ქვეყანა,სადაც არის  ჰარმონია მეფესა და მსახურებს შორის. ‘’გვერდსა დაისვა დაუწყო მათ ამო საუბარია’’.როსტევანის სამეფოში პრობლემას არც ქალის მეფედ დასმა წარმოადგენს.ამ საკითხს პრაგმატულად უდგებიან. აქ ვხედავთ ზრუნვას ერთი მეორეზე და პრობლემის მაშტაბურ გადაწყვეტას. ამაზე მეტყველებს როსტევანისა და ვეზირების საუბარი,როდესაც მეფეს ვეზირები პასუხობენ: ‘’შუქთა მისთაებრ პასუხად მზე მისად პასუხარია’’. ვეზირნი დარწმუნებულნი არიან,რომ თინათინი შეძლებს ქვეყნის მართვას. როსტევანი არ არის ასკეტიზმის მომხრე.ის ყოფიერების მომხრეა და ცდილობს რომ სამყაროთი ბოლომდე დატკბეს.მას კარგად ესმის ცხოვრებისეული ცვალებადობა-‘’იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა’’. მაგრამ შინაგანად მაინც განიცდის და ამბობს: ‘’რაღაა იგი ნათელი რასაცა ახლავს ბნელია’’-იგი აპროტესტებს  სიბერეს და ეშინია მისი.

ავთანდილი არის სპასპეტი,მას ყველაზე მეტად უხარია თინათინის გამეფება,რადგან ხშირად მოუწევს მისი ნახვა.როსტევანმა მოიწვია არაბები და ‘’ჯარი გამრავლდა ხასისა (დიდებულები)’’  ავთანდილის ეპითეტია პირიმზე,ასევე გვხვდება ვაზირი სოკრატი-მეფეთა დასთა დასისა-ჯარისკაცთა უფროსი. დადგეს ტახტი,რომელიც ფასდაუდებელია. თინათინის მთავარ თვისებად უნდა გამოვყოთ ის,რომ მამის დამჯერი იყო.მამის დარიგებას ყურადღებით ისმენდა და არ ბეზრდებოდა მისი მოსმენა. სამეფო აქსესუარები რაც გადასცა როსტევანმა არის სკიპტრა და მეფეთა სამოსელი. იგი ასევე იყო თავმდაბალი,რადგან თავს უღირსად მიიჩნევდა მამის ტახტზე ადგილის დასაკავებლად.როსტევანი წუხდა იმ ნაბიჯის გამო,რომელიც გადადგა თინათინის გამეფების სახით. ‘’ამისა თქნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა’’.როსტევანი გულს იმშვიდებს შემდეგი სიტყვებით ‘’ ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია’’. მეფე ქალიშვილს მოუწოდებს სიმდიდრის გაცემისკენ,იგი ასევე ურჩევს,რომ წყალობის გაცემის დროს,ყველას თანაბრად მისცეს და დიფერენცირება არ მოახდინოს.მაგალითად კი მოყავს მზე,რომელიც ვარდსაც და სარეველასაც სწორად მოეფინება.

თინათნის თვისებები-თავმდაბლობა,მორჩილება,შემეცნების მოყვარულობა,მოწყალება.

როსტევანმა მოიხმო მეჯინიბეთუხუცესი,ამილახვალი და სთხოვა ნაუფლისწულები მოეგვარათ მისთვის. თინათინმა პირადი საჭურჭლე გახსნა და გასცა უზომოდ. მიუხედავად იმისა,რომ როსტევანმა პრობლება არ შექმნა თინათინის გამეფებით,იგი მაინც იწყენს,გამომდინარე იქიდან,რომ ეჭვი ეპარება ქალის მეფედ დასმაში. ქალი ვერ გასწერს იმ საქმეებს,რაც კაცს შეუძლია.მეფის მოწყენის მიზეზიც ისაა,რომ არ მოეპოვება სწორუპოვარი მოასპარეზე,ვისაც ასწავლის სამამაცო ზნეებს.

ავთანდილი პირდაპირი და შეუვალია მეფესთან და მოწყენის მიზეზს თვითონ ხსნის. მისი მოწყენის მიზეზი არა საჭურჭლის დაცარიელება,არამედ სწორუპოვარი მოასპარეზის არარსებობაა. ავთანდილი პირდაპირ უცხადებს,რომ ის გაუწევს სწორუპოვარ მშვილდოსნობას,ნებართვას ჩამოართმევს,რომ ვინც წააგებს 3 დღე თავშიშველი უნდა იაროს.12 მონა აკვირდებოდა ასპარეზობას,შერმადინი კი ავთანდილს ადევნებდა თვალს.


ნადირობა

თვით საასპარეზო სცენაც არ ქმნის დაპირისპირების მუხტს ვეფხისტყაოსანში. ეს ასპარეზობაც კანონიერად  ითვლება/ ‘’დილას ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი’’ ეს მიემართება ავთანდილს,რომელიც თავისი აღნაგობით მიემსგავსება შროშანს, ეხვია პირ-ოქრო-რიდე, შვენოდა ქარქაშოსანი,იგულისხმება ოქროს ზონარით რიდე,რომელიც ნაწარმოების გმირების აუცილებელი აქსესუარია. დაიწყო ასპარეზობა.’’ მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ მიუწვდომელი,ირემი,თხა და კანჯარი-გარეული ვირი,ქურციკი მაღლად მხტომელი. ერთი შეხედვით ლამაზი სანახაობა იქცა ცოდვის მომხილებად და იმ მტვერმა რაც აქ შეიქმნა მზეც კი დააბნელა.ავთანდილი და როსტევანი ეჯიბრებოდნენ სილაღით.’’ერთმანეთსა ვითა გჯობო სიცილითა აუბნობდნენ’’ავთანდილმა 20 ნადირით მეტი დახოცა და მისი უპირატესობა იმაში იყო,რომ მისი ნასროლი ისარი ზუსტად ხვდებოდა ნადირს,იგი მიზანში ისროდა,ხოლო როსტევანის ნასროლი ისარი ბევრი უნახავთ აცდენილი.’’თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი აგვიხოცია’’-მიწიანი ისრები გვიწმენდია.

როსტევანს ეს მარცხი სიხარულს გვრის.’’მეფესა ესე ამბავი ურთს ვითა მღერად ნადირსა,უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა’’. ჭმუნვაგანელებულმა  მეფემ ავთანდილთან და ლაშქართან ერთად წყლის პირად დასვენება გადაწყვიტა.


უცხო მოყმის ნახვა

კვანძის შეკვრა უკავშირდება უცხო მოყმის ნახვას.მოსასვენებლად მომზადებულ როსტევანს და ავთანდილს უცნაური სანახაობა წარმოუდგებათ თვალწინ.ეს არის უცხო მოყმე,რომელიც წყლისპირას ტირის. უცნაურია მისი გარეგნობა,რომელსაც ამშვენებს ვეფხვის ტყავ-კაბა და მისი ტყავისგან შეკერილი ქუდი.ასევე შავი ცხენი,რომელიც შემკულია მარგალიტით მოჭედილი ლაგამ-აბჯარ-უნაგირით.ყველაზე მეტ ინტერესს მისი ტირილი იწვევს.თუმცა ვეფხისტყაოსნის გმირებისთვის ტირილი ნოვატორული ხერხია რომელიც სულიერი დაბრკოლების გადალახვაში ეხმარება.

როსტევანმა გაგზავბა ჯერ 1 და შემდეგ 12 მონა,ბოლოს კი მთელი ლაშქარი.უცხო მოყმის ემოცია პოეტს გაჰიპერბოლებული აქვს და მის სიმწვავეს გადმოსცემს : ‘’ცრემლსა სისხლი ერეოდა გასდის ვითა ნაგუბარი’’. მონის ვერაფერი გაიგო, 12 მონაზე რეაქცია ქონდა იმიტომ,რომ აბჯრის ჩხარუნმა გამოაფხიზლა, მონებმა გადაწყვიტეს მისი შებყრობა,მაგრამ მან ისინი თავისაუწევლად დახოცა,რითიც მწერალმა უცხო მოყმის ძალის დემონსტრირება ჰიპერბოლით გადმოგვცა. განრისხებული როსტევანი თავად მიდის,თუმცა ვხედავთ,რომ ტარიელს მის დანახვაზე განსაკუთრებული რეაქცია აქვს.ის ისე გაუჩინარდა თითქოს ქვესკნელში ჩაძვრა ან ზეცაში აფრინდაო. მეფეს ჭმუნვის მიზეზი განუახლდა,თავის ოთახში შევიდა მხოლოდ ავთანდილთან ერთად,რომელსაც შვილს უწოდებს.ჯალაბობა-ოჯახობა გაუშვა,თინათინი მამის ჭმუნვის ამბავს იგებს და მისთვის ყოველი სიხარული უფერულდება. თინათინმა ოთახის მოსამსახურისგან გაიგო მამის ძილ-ღვიძილის ამბავი.თინათინი შედის მამასთან საიდანაც ისმენს მამის ღვთისადმი სასაყვედურო სიტყვას: ‘’ უთუოდ ღმერთსა მოვძულდი აქამდე მე მხიარული’’,რაზეც თინათინი მამას პირდაპირ ამხელს და ეუბნება:’’ კაცმან საქმე მოაგვაროს დაღრეჯვასა ეგრე სჯობდეს’’. იგი მამას აკრიტიკებს ღვთისადმი საყვედურის გამო და ამბობს: ‘’ ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა’’. ამ ფრაზით ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ რუსთაველი კარგად იცნობდა არეოპაგეტიკულ მოძღვრებას სადაც ღმერთია კეთილის საწყისი და ბოროტებას არ დაუშვებს. თინათინს ეს სიტყვები არგუმენტად მოყავს მამის დასარწმუნებლად. მეფე კი ამბობს ‘’უცხოსა და საკვირველსა ყმასა რადმე გადვეკიდე’’ ამით ყურადღებას ამახვილებს უცხო მოყმის სილამაზეზე.ჭმუნვას სჯობს სამოქმედო გეგმა დასახოს და ოთხივე მხარეს კაცი გაგზავნოს,ხოლო თუ ვერ იპოვის ეს იყო ეშმა და მოჩვენება.მეფე უსმენს თინათინს და ისე იქცევა როგორც არიგებს,თუმცა უცხო მოყმის ამბავს ვერ იჯერებს.


თინათინისგან ავთანდილის გაგზავნა უცხო მოყმის საძებრად


ავთანდილი საძინებელ ოთახში იმყოფებოდა პერანგის ამარა,როცა თინათინის მონა ზანგი შემოვიდა და მოახსენა,რომ ‘’ტანი ალვა პირი მანგი’’ გიბრძანებსო. ავთანდილს ესიამოვნა,ადგა ჩაიცვა  და სიხარულით გაემართა. თინათინის და ანთანდილის შეხვედრა მკაცრი იმპერატივის ფონზე ასევე ქმნის ულამაზეს ეროტიულ სცენას.მეფის მკაცრ გამომეტყველებასთან ერთად თინათინი ასევე ლამაზად გამოიყურება. გაძარცვილსა ტანსა ეხურეს ყარყუმნი უსაპირონი,ებურნეს მოშლით რიდენი ფასისა თქმად  საჭიროსი. ყარყუმნი უსაპირონი-თეთრი ბეწვის უსახელო მოსასხამი. რიდე,რომელიც ვეფხისტყაოსნის გმირებისთვის აუცილებელი აქსესუარია,საოცარ მომხიბვლელობას სძენს. ‘’ებურნეს მოშლით რიდენი’’-თავისუფლად ჰქონდა მოგდებული ძვირფასი რიდე.

მონამ ავთანდილს სელი-სავარძელი მიართვა. თინათინი მკაცრ იმპერატივს-ბრძანებას აძლევს ავთანდილს და ახსენებს იმ ფაქტს როცა უცხო მოყმე ნახეს. პირველი სიყვარულში უტყდება თინათინი. ‘’მაგრამ შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია,ვიცი რომე განუწყვეტლად  თვალთა ცრემლი გისეტყვია’’

ვეფხისტყაოსანში მიჯნურს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მიჯნურის წინაშე.ამ ნაწარმოებს ტენდენციად გაყვება საგმირო საქმეების ჩვენება. თინათინი ორმაგ პასუხისმგებლობას აკისრებს  ავთანდილს. პირველ რიგში ყმაა ‘’პირველ ყმა ხარ,ხორციელი არავინ გვყავს შენდა სწორად,მერმე კიდევ მიჯნური ხარ დასტურია არნაჭორად’’.

თინათინს სჯერა,რომ ავთანდილი გაამყარებს მის დავალებას,რომელიც ასევე განამტკიცევს მათ სიყვარულს. თინათინი დაუთქვამს სამ წელიწადს და თუ ვერ მიაგნებს დაიჯერებს,რომ უჩინარი იყო. სამაგიეროდ ჰპირდება ავთანდილს ერთგულებას ‘’ კოკობი და უფურჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი’’(მეტაფორა)

‘’კიდეთ კიდე მოჰლახო ცა’’-ამ ფრაზით თინათინი გვიჩვენებს,თუ რამდენად თავისუფალია მიჯნური,მიჯნურს ურთულესი დავალება მისცეს.

ვეფხისტყაოსანი ასევე დამყარებულია ფიცხა და ერთგულებაზე. მიჯნურნი ერთმანეთის წინაშე ფიცს სდებენ და არ ტეხენ, მათ იციან ‘’რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა ფიცის გამტეხელსა’’, ავთანდილი მზად არის მოვალეობის შესასრულებლად თუმცა უჭირს მიჯნურთან განშორება. ‘’ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა.’’

‘’გული ჰქონდა გულისათვის სიყვარული ავალებდა’’. ეს მოვალეობა იყო მოყვარისათვის თავგანწირვა რაც წესად დაუდგინეს პოემის გმირებმა  საკუთარ თავს და განსაკუთრებით  ავთანდილმა : ‘’ ხამს მოყვრისათვის სიკვდილი ესე მე დამიწს წესადრე’’/ მოახლეს აგზავნის როსტევანთან და აცნობებს არაბეთიდან წასვლის შესახებ. პატრონსა და ყმას შორის ჰარმონიულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს როსტევანისა და ავთანდილის გამომშვიდობება. ავთანდილი მიდის სანაპირო ქალაქში,რომელიც ქვითკირითაა შემოვლებული და შერმადინს უტოვებს.სიყვარულის ხვაშიადად ქცევაზე მიუთითებს ის,რომ მასთან ერთად გაზრდილ შერმადინს მხოლოდ მას შემდეგ უმხელს სიყვარულს,რომცა თინათინი უტყდება. ვეფხისტყაოსანი არის ნაწარმოები,რომელიც გვეუბნება,რომ იერარქიული სხვაობა და დაბალი წოდება მუდმივი არაა,ყმას აქვს დიაპაზონი,რომ მაღალ საფეხურზე ავიდეს.


წიგნი ავთანდილისა

ავთანდილი წერილს უტოვებს მსახურებს,რომლებიც ზოგი მისი გაზრდილია,ზოგიც ასაკით დიდია. ‘’თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილთა ვითა ჩრდილი’’ ამით ხაზი გაუსვა მიდი ქვეშევრდომების  მზაობას დაეხმარონ მას და გაგებით მოეკიდონ მის გადაწყვეტილებას.

‘’საქმე რამე მიცდა მისა მზე სადმე ვარდსა ხვეწელი’’-საკმაოდ მძიმე დავალება მისცა რაც შორს გადახვეწას მოითხოვდა,ამიტომაც სთხოვა სამეფო მტერთაგან კვლავ დაუძლეელი დაეხვედრებინათ.ყველა მოიხმო,ქალაქს აბარებს შერმადინს და სთხოვს,რომ მას დაემორჩილონ ყველა.ავთანდილისა და მათ სიყვარულზე მიგვითითებს ის რომ : ‘’ მისნი სპანი გულმოკლულნი ცრემლსა ცხელსა გადმოჰყრიდეს’’.იგი მონა აპატრონეს ყველაკამან თაყვანი სცა. ვეფხისტყაოსანი  გამორიცხავს იერარქიული წყობისას რომელიმე წევრის დაჩაგვრას,უბრალო მონა შეიძლება დიდებული გახდეს.


ავთანდილისგან მის ყმის ძებნად წასვლა

რუსთაველს მაგალითად მოჰყავს ბიბლიური წინასწარმეტყველი ეზრა თავისი თხზულებით ‘’დიაგნოსი’’,სადაც ხაზგასმულია მიჯნურის მიჯნურთან განშორებით გამოწვეული სევდა.

‘’საბრალოა ოდეს ვარდი დაეთრთვილოს და ცა ესროს’’

ავთანდილმა დატოვა არაბეთის საზღვარი.კიდით კიდე მოიარა ქვეყანა,მაგრამ ტარიელს ვერ მიაგნო. ‘’ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა’’.რთული ამოცანა დაუსახა საკუთარ თავს მიზნად,მაგრამ მიზანსწრაფვა სატრფოსკენ ოპტიმიზმს ბადებს და დაბრკოლების გადალახვა არ აშინებს.ავთანდილი ტირის და მისი ცრემლის ღვრა პოეტს გაჰიპერბოლებული აქვ. ‘’ მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა,სდის ზღვათა შესართავისად.’’

ვერსად ვერ მიაკვლია ტარიელის კვალს,მაგრამ იგი ცდილობს ოპტიმიზმით მიაღწიოს საწადელს და ამ ფაქტს პრაგმატულად უყურებს.ის,როგორც რაინდი,არ დაუშვებს რაინდული წესის გატეხას ‘’ ავსა კარგად ვერვინ შეცვლის,თავსა ახლად ვერვინ იშობს’’. მას სწამს,რომ განგება გარდაუვალია და ‘’არსაქმელი არ იქმნების’’, საინტერესოა რუსთაველის მიდგომა,როცა პიროვნულ საწყისს ეხება.მიზანდასახულ გმირს ჭამა მოუნდება  ‘’ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა ზენითა,ისრითა მოკვლის ნადირი,როსტომის მკლავთა გრძელითა’’. როსტომი არის ფირდოუსის ‘’შაჰნამეს’’ გმირი,ასევე რუსთაველს ნახსენები აქვს ვისი და რამინი,რომლებსაც პოეტი ადარებს ავთანდილს ჭირთა თმენის მასშტაბით. ‘’იგი ჭირი არ უნახავს არცა ვისსა არც რამინსა’’,იგულისხმება გორგანის ‘’ვისრამიანი’’.

თუმცა ღმერთმა არ გაწირა და მან შეამჩნია სამი ხატაელი მეკობრე ძმა,მათ თან ახლდათ თითო მეაბჯრე. ორ უწვერულ ძმას მოყავდათ თავგადაფხრეწილი უმცროსი ძმა.მათ გადაუწყვეტიათ ერთმანეთს სროლაში შეჯიბრებოდნენ და ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირგამქუშავი,’’ზედ აჯდა შავსა ტაიჭსა,მერანი რამე შავია’’. თავზე და ტანზე ემოსა ვეფხის ტყავი და მისი მსგავსი მშვენება კაცთაგან უნახავი იყო.

როგორც ვიცით,მეკობრეობა ძარცვასთანაა ასოცირებული.ისინი ალაფობით ირჩენდნენ თავს.მათ გადაუწყვეტიათ უცხო მოყმის გაძარცვა და უმცროს ძმას გამოუჩენია ინიციატივა.ძმები აქცენტს აკეთებენ ტარიელის ძალის დემონსტრირებაზე,მას ხმალიც კი არ დასჭირდა და მათრახით თავი შუაზე გაუფხრიწა. შემთხვევითი არ არის,რომ ავთანდილი უცხო მოყმის ამბავს მეკობრეებისგან იგებს.უნდა ვიფიქროთ,რომ ბოროტებას არ აქვს სუბსტანცია  იგი არის ხანმოკლე და წარმავალი.ამ შემთხვევაში ის მომავალი სიკეთის საწყისადაც კი გვევლინება. ‘’ კაცსა მიხვდეს საწადელი,რას ეძებდეს მისი პოვნა,მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასულთა ჭირთა ხსოვნა’’.ავთანდილი მიხვდა,რომ უკვალოდ არ ჩაიარა მისმა შრომამ.’’ ახა მიხვდა ავთანდილსა ღაწვსა ცრემლი არ დათოვნა’’.გავაზივით-მიმინოსავით გაედევნა უცხო მოყმეს. ავთანდილის პრაგმატიზმი ჩანს შემდეგ სიტყვებში: ‘’ხამს თუ კაცმა გონიერმა ძნელი საქმე გამოაგოს’’. ის პირდაპირ არ აპირებს მისვლას,რადგან ხვდება,რომ გაშმაგებულია და ამით საქმეს უფრო გაამწვავებს.ის შორიდან უცქერს როგორ გამოეგებება მას შაოსანი ქალი,რომელსაც ჯუბა-კაბა აცვია.ისინი ერთმანეთს ეხვევიან და ტირიან. იგი ტევრიში(ხშირი ტყე) იმალება და მოკრავს ყურს როგორ ამბობს ავთანდილი რომ ‘’წყალში ხიდნი ჩაგვიცვივდნენ.’’

ასმათთან შეხვედრა

მალევე აცილებს ტარიელს ასმათი.ავთანდილი სარგებლობს იმ შემთხვევით და მიდის ასმათთან.მას ჰგონია,რომ საწადელს უკვე მიაღწია.მისი ხსნის ობიექტს გარმოადგენს ასმათი,თუმცა რუსთველისეული კონცეფციით რომ ვიმსჯელოთ,ადამიანს შეუძლია რთული საქმე უფრო გაამძაფროს,რისი მაგალითიცაა ავთანდილისა და ასმათის შეხვედრა.ასმათი შედარენულია კაკაბთან,რომელიც არწივის კლანჭებში მოექცა.ასმათს გონია,რომ ტარიელი მიბრუნდა რადგან ამ ადგილას სხვა კაცის არსებობა ვერ წარმოუდგენია,თუმცა ავთანდილი ცდილობს ქალი დაამშვიდოს და შიშის საფუძველი გაუქარწყლოს იმით,რომ ორივე ადამიანია და მათ შორის კონტაქტი უნდა დამყარდეს.ადამიანს ადამიანის უნდა ესმოდეს  ამიტომაც უთხრა: ‘’ ეტყოდა სულე რამც გიყავ,კაცი ვარ ადამიანი’’(ალეგორიულად მოიაზრება ‘’კაცია ადამიანი’’),ავთანდილი სთხოვს,რომ ტარიელის შესახებ უამბოს,რომელიც არის ‘’პირბაკმიანი და ტანსარო’’,რაზეც ასმათი ეუბნება ‘’ქალი ეტყოდა ტირილით,სარჩელი უგავს ბჭობასა’’ მას ავთანდილის ეს თხოვნა განაჩენად მიაჩნია,მოუწოდებს,რომ თუ შმაგია გონს მოვიდეს და თუ არა დაეხსნას,რადგან ამაოდ ეცდება. ავთანდილი ყველა ხერხს მიმართავს,ის თავს აცოდებს ასმათს და უხსნის,რომ მან ბევრი დაბრკოლება გადალახა და მისი ერთადერთი ხსნა ასმათია, ‘’ შენ მიპოვნიხარ სიტყვანი,ჩემი რატომცა გწყენია’’,მუხლიც კი მოიდრიკა მის წინაშე,თუმცა ამაოდ.ავთანდილმა  შეცვალა სტრატეგია,თმით წამოიზიდა და ყელზე დანა მიაბჯინა,რაზეც ასმათი ცინიზმით პასუხობს: ‘’ ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟი ნურა გგონია, მით მე დამიხსნი ტირილით …’’. ასმათისთვის ცხოვრებისეული საზრისი დაკარგულია და წუთისოფელს ჩალის ფასიც კი აღარ აქვს. ‘’ჩალად მიჩს ესე სოფელი’’.ავთანდილი საწადელს მხოლოდ მაშინ აღწევს,როცა ახსენებს: ‘’ვარ მიჯნური ხელი ვინმე,გაუძლებლად სულთა დგმისად,ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებნელად იმად ყმისად’’. ასმათი ავთანდილს ერთადერთ იმედად ესახება,იგი ხსნის,როგორ აქცია საკუთარი ლხინი ალქატად და ასმათი არის მისი მააზატებელი (განმათავისუფლებელი),ასმათთან ასევე მისი იუმორისტული ნიჭიც ვლინდება,ის ჭაში ჩავარდნილი კაცის იგავს უყვება. ასმათს მიჯნურის ხსენებაზე გული უბრუნდება და უჩნდება სურვილი დაეხმაროს ‘’ქალმან უთხრა: მომეწონა ყმაო შენი ნაუბარი’’, ეუბნება,რომ მას ასმათი ჰქვია,რომელსაც წვა აქვს ცეცხლისა ცხელისა,ხოლო იმ მოყმეს ტარიელი ჰქვია,ის მინდორშია და ცხენს არონინებს(დააჭენებს) და მისი ერთადერთი საკვები ნადირია,რომელიც ასმათთან მოაქვს. ასმათი დახმარებას ჰპირდება,თუმცა პირდაპირ ჯერ ვერ შეახვედრებს.ჯერ ასმათი ელაპარაკება და შემდეგ ახვედრებს. ტარიელი ადამიანებთან გაუცხოებულია,ამას კი იწვევს ის,რომ ამ ქვეყნად მას არ ეგულება ადამიანი,რომელსაც მსგავსი ჭირი ეხილოს.ნადირთა  თანა მყოფი ადამიანურ ურთიერთობებს გაურბის,ავთანდილს ასმათი ქვაბსა შინა დამალავს,მათი შეხვედრა აქაც დრამატულია, ‘’ამარტისფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამა’’

ასმათი მოხსენიებულია შაოსან,ჩადროსან ქალად,იგი გონივრულად უდგება ამ საკითხს,ტარიელს მოეწოდებს ადამიანური ურთიერთობებისკენ,რადგან ტევრში მხეცებთან ერთად ყოფნა  მას ხსნას არ მოუტანს და ფუჭად გალევს საკუთარ ცხოვრებას.მთელი ქვეყანა მოუვლია და ერთი შემაქცევარი(დამხმარე) კაცი არ უნახავს და უხსნის,რომ მასთან ავთანდილია დასახმარებლად და სთხოვს არ განურისხდეს,ტარიელს კი მიაჩნია,რომ მისი წყლულების წამალი არარსებობს,რადგან ‘’ ჩემი ლხინია სიკვდილი,გაყრა სულის და ხორცისა’’.ტარიელი შეხვედრაზე თანხმდება.


ტარიელის და ავთანდილის შეყრა.

ასმათი მიდის ავთანდილის მოსაყვანად და პირველივე შეხვედრაზე იხიბლებიან ერთმანეთით.მზის მეტაფორულ სახეში იგულოსხმება ტარიელი მთვარისაში კი ავთანდილი.ეს მონაკვეთი გცაჩვენებს კაცურკაცობის შეცნობის უიშვიათეს სცენას.დრო არ იჭირდებათ ღირსეულ ადამიანებს ერთმანეთის ღირსების ასაღიარებლად. ეს მონაკვეთი გვაგონებს ვაჟა ფშაველას გმირებს,სადაც ერთურთის ღირსებას აღიარებს ორი მხარე.”ქარვა შექმნეს იაგუნდი,მათი თუმცა ლაღად ღირდეს.” ქარვა-მწუხარება. ლალი-სიხარული.ტარიელი ინტერესდება ავთანდილის ისტორიით და უკვირს თუ საიდან მივიდა მასთან,რომელიც სიკვდილსაც კი აღარ ახსოვს. ავთანდილი პასუხობს: “მე ვარ არაბი არაბეთს მართ ჩემი დარაბებია,მიჯნურობითა დავმწვარვარ,ცეცხლი უშრეტი მგზებია,მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია”.უხსნის რომ მის მიჯნურს მეფედ ასახელებენ.შეახსენებს იმ მონაკვეთს როცა უცხო მოყმეს როსტევანი და ავთანდილი შეხვდა და ტარიელი რისხვით-ხაფად წაეკიდა.ის აღუწერს იმ მძიმე სურათს,რომელიც ავთანდილმა გამოარა.მან მეკობრეებისგან შეიტყო მისი ამბავი,რომელთაც ერთი ძმა სულთმობრძავი ჰყავდათ. ტარიელი ეუბნება:” ერთგან გნახე ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი,მით ვტიროდი მომეგება ჩემად ჩემი წარწყმედელი.” წარწყმედელში გულისხმობს ფარსადანს,ის კი როსტევანის დანახვაზე ახსენდება.”რას მაქნევდით რა გინდოდათ ერთმანეთსა რითა ვგვანდით” ამ ფრაზაში მათი სულიერი კონტრასტი ისახება და ჩანს მისი იმდროინდელი სულიერი მგდომარეობა,მას ასევე არ ახსოვს რა ჩაიდინა “აწ ვეჭვ რომე ჩემად ნაცვლად მკვდარნი მიიტანა”

“მაგრამ გარჯილხარ არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა,ძნელია პოვნა კაცისა,ღვთივ ზეცით განაწირისა”. იგი მის დიდ დამსახურებას მიიჩნევს,რომ მისი გარჯა თავდადება იყო და მიაგნო ღვთისგან განაწირ კაცს.ავთანდილი უხსნის რომ იმ დღიდან ხელი აიღო მიჯნურის სამსახურზე და ერთგულების ფიცს უდებს,რომ  მისთვჯს თავს დადებს და ემსახურება.ტარიელი გაკვირვებას გამოხატავს ავთანდილის მზაობის მიმართ,მისდამი თავგანწირის მაგალითით და დასძენს,რომ ისიც მზად არის მას დაეხმაროს  და მიჯნურობის საწადელი აუსრულოს.ისინი ორივე მიჯნურნი არიან და ერთმანეთის კარგად ესმით “მაგრა წესია მიჯნური მიჯნურსა შეებრალების,შენ საყვარელსა გაგყარო ესე რად გენაცვალების”. ტარიელისთვის სიკვდილის  ტოლფასია საკუთარი თავგადასავლის მოყოლა.მისი ამ კუთხით დახმარება თავგანწირვაა.რუსთაველი პერსონალური კონცეფციის მომხრეა,რაც თანაზიარობას გულისხმობს.იგი შორს არის ასკეტური რელიგიური მსოფლგაგებისგან.ადამიანები ერთმანეთის თანაზიარობით უფრო ადვილად გადაჭრიან პრობლემებს.ამის გასაგებად  გამოგვადგება თავად რუსთაველისეული სამყაროს შექმნის ისტორია.უფლისგან  მშვენიერი ქვეყანა ადამიანთა ადგილსამყოფელია,სადაც ადამიანები ბოლომდე უნდა დატკბნენ მშვენიერებით ამიტომ აქედან გაქცევა არასწორად მიაჩნდა “შენ შეჰქმენ  სახე ყოვლისა ტანისა”.ტარიელი ღილს ჩაიხსნის და სთხოვს წყალი მოიტანოს,რადგან ნესტანის ხსენებაზე გული მისდის.ტარიელის მთავარი მიზანი: მან იცის რონ თუ ადამიანი ვინმეს დაიმოძმებს “ხამს თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს”


ინდოეთის სახელმწიფოს აღწერა

ინდოეთი შედგება 7 სამეფოსგან.6 სამეფო ფარსადანს უბყრია და მეშვიდეს ტარიელის მამა სარიდანი განაგებს. იგი არაბეთის მეფისგან განსხვავდება ერთი თვისებით:  უკადრის ეპითეტით პოეტი ხაზს უსვამს მის ამაყსა და გოროზ ბუნებას. ‘’მამაჩემი ჯდა მეშვიდე მეფე მებრძოლთა მზარავი’’, ამ ფრაზით ნაჩვენებია სარიდანის ძლიერება და სიმკაცრე,რომელიც შიშს ზარს სცემდა ყველას.მტერთა მმუსვრელს უწოდებს. ფარსადანს და დედოფალს ერთი საწუხარი ჰქონდათ. მათ შვილი არ ჰყავდათ და ტარიელს ზრდიდნენ უფლისწულად.’’სრულად მზრდიდნენ საპატრონოდ ლაშქართა და ქვეყანაშა’ სარიდანი-ტარიელის მამა იჩენს ინიციატივარ და მეშვიდე სამეფოს ინდოეთის სამეფოს გადასცემს. ინდოეთი სიუზერენულ ვასალური ქვეყანა რომ იყოს,სარიდანის გადაწყვეტილება ჩვეულებრივი იქნებოდა.პოეტი მასზე ამბობს: ‘’ხალვა მოსძულდა შეექმნა მას კაეშანთა ზარები’’ ხალვა-უზრუნველი ცხოვრება. სარიდანს აღარ ჰყოფნის ის პატარა სივრცე,რომელიც საკარგავად არის გადაცემული და მისი შესაძლებლობები ამოწურულია,ამავდროულად ქვეყნის გაერთიანების ხელშემწყობია იგი. ფარსადანს მოსწონს მისი გადაწყვეტილება და სანაცვლოდ ამირბარობას-ფლოტის სარდლობას უბოძებს,იგი ასევე ამირსპასალარიცაა. მას უფლისწულად ამზადებდნენ,ბრძენნი მიუჩინეს და სახელმწიფო საქმეების შესწავლა დააბარეს.ტარიელი საკუთარი სილამაზის წარმოსაჩენად შემდეგ ფრაზას იმოწმებს: ‘’მოვიწიფე დავემსგავსე თვალად მზესა ლომსა ნაკვთად’’. 5წლის იყო,როცა დედოფალი დაორსულდა და საშობელი გაიყარა,თუმცა  ტარიელი ამბობს,რომ მეფე-დედოფალს სწორად უყვარდათ. იგი აცნობს ნესტან-დარეჯანის სახელს.7 წლის ასაკში უკვე ბრძენი იყო,მისი სილამაზის საჩვენებლად მთვარის მეტაფორას იყენებს.მეფემ ტარიელი ისევ სარიდანთან დააბრუნა.ტარიელის ძალის საჩვენებლად ამბობს: ‘’ვბურთაობდი და ვნადირობდი ვით კატასა ვხოცდი ლომსა’’. ინდოეთის სამეფოში ადამიანეს შორის ურთიერთობა უფრო მოკრძალებული და გაიშვიათებულია.ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი,რომ როცა ნანინანატრ ქალიშვილს არა სასახლეში,არამც ცალკე ფაზრის ქვით ნაშენ სასახლეში ზრდის. ნესტანი ლალისა და იაგუნდის ტახტზე-კუბოზე დასვა.ტარიელს მოულოდნელად თავზარი დაეცა როცა მამამისი გარდაიცვალა. ერთი წელიწადი სიბნელეში იმყოფებოდა. გოლოვობდა მამას.ფარსადამნა შეუთვალა: ‘’ შვილო ტარიელ,ნუ ხარ შავითა ქებული’’ ამირბარი ტარიელი გახდა.’’შენ გქონდეს ამირბარობა ქმნა მასვე საურავისა’’-თანამდებობრივი მოვალეობის აღსრულება.ფარსადანმა ნესტანს საკუთარი და დავარი დაუნიშნა აღმზრდელად,იგი ქვრივი იყო და ქაჯეთში იყო გათხოვილი. ‘’მას სიბრძნისა სასწავლებლად თვით მეფემან მისცა შვილი’’, სიტყვა ქაჯები დაკავშირებულია გრძნეულებასა და ფანტასტიკასთან და ამ შემთხვევის გამო გადაწყვიტა მეფემ რომ ეს მოვალეობა დავარს უნდა შეესრულებინა.ტარიელი წუთისოფლის მიმართ ამბობს:’’ცრუ და მუხთალი სოფელი,მიწყივ ავისა ქმნელია’’,წუთისოფლის გამოკვესილი ნაპერწკალი ტარიელს წვავს და ტკივილი არ უყუჩებდა.

5წლის იყო როცა საშობელი გაიყარა

15 წლის იყო როცა დღისით მეფესთან იყო.


ტარიელის გამიჯნურების ამბავი


როგორც ვიცით,არაბეთისა და ინფოეთის სახელმწიფოში ნადირობა ერთ-ერთი სამეფო რიტუალია.საშობელის გაყრის შემდეგ ტარიელი ნესტან-დარეჯანს  დურაჯების გადაცემის დროს ნახულობს.’’ასმათ ფარდაგსა აზიდნა,გარე მდგეგ მოფარდაგულსა,ქალსა შევხედე ალერსით,მეცა ცნობასა და გულსა’’, ფარსადანი რომ ცუდად ექცევა ტარიელს ამაზე მეტყველებს,რომ მას ავალებს დურაჯების გადაცემას,ცინიზმი კი იმაში მდგომარებოს,რომ ბოლომდე არ აძლევს საშუალებას ნესტანს შეხვდეს. ფარდაგი თავისთავად მეტყველებს გაუცხოებაზე,რომელიც ჯერ იმით გამოიხატა რომ ფაზრის ქვით სასახლეში გამოკეტა ნესტანი ხოლო ფარდაგი იმისთვის,რომ დამალოს და ადამიანებთან ურთიერთობაში ხელი შეუშალოს. ‘’ დურაჯნი მივცე გავიღე სხვა ვერა გზა რა თავისა,ვა მე მას აქეთ სახმსა დავუწვავ ნიადაგურსა’’ სახმილი-მწვავე ცეცხლი.

მოცემულ მონაკვეთში გვხვდება ტარიელის ფილოსოფიური ცნობა,სადაც ის ასკეტად გვევლინება. ‘’ მიმდონი საწუთროსანი მისსა ნივთთაგან რჩებიან,იშვებენ მაგრამ უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან. ვაქებ ჭკუათა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან’’, ამ ფრაზით ტარიელმა გააკრიტიკა საწუთროს მორჩილი ადამიანები,რომლებიც ამქვეყნიურ ფასეულობებს ემონებიან,მაგრამ ტრაგიკულად მთავრდება მათი ბოლო ,რადგან არ იციან,რომ ეს ყველაფერი არარაობაა. ბრძენთ უპირისპირებს ისეთ ადამიანებს,რადგან ბრძენნი ეურჩებიან წუთისოფელს,ეს ყველაფერი ამაოა.ტარიელი აწეული ფარდაგიდან დაინახავს თუ არა ნესტანს,გული მისდის და ძალას კარგავს. მხოლოდ ტირილის ხმა ესმოდა. ‘’მუყრნი(მოლები) და მულიმნი მე გარე შემომხვევიან,მათ ხელთა ეპყრა მუსაფი(ყურანი)’’

დასკვნა გამოიტანეს,რომ ის ბელზებელით-ეშმაკეულობით იყო დაავადებული. ტარიელს შიში ქონდა რომ არ შეეტყოთ მისი ამბავი და ერთი სული ქონდა როდის დატოვებდა დარბაზს.როცა გონს მოვიდა ფარსადანი და დედოფალი მისკენ მორბოდნენ,’’ზაფრანისფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამა’’, ეს მეტაფორა გამოხატავს ტარიელის დარდს. მოლარე-პირადი მსახური ტარიელთან შედის და ეუბნება,რომ ვინმე შაოსანი ქალი გკითხულობსო, სააშიკო წერილი,რომლის ავტორიცაა ასმათი,აკვირვებს ტარიელს,ეს აშიკობა არის გასაიდუმლებული,რომლის უკანაც იმალება ასმათის პატრონი ნესტანი.რეალური მიზეზის გაცხადების შემდეგ ტარიელს სიხარულზე სიხარული ემატება ‘’ამან წიგნმან გაგაგონოს ჩემთვის ვისმცა ეს უქმნია’’-ამ ფრაზით ასმათი მიანიშნებს მის რეალურ ავტორზე.


წიგნი ნესტან-დარეჯნისა

ნესტანი ტარიელს უწუნებს იმ ქცევას,რომელიც მას დურაჯების გადაცემისას დაემართა და სთხოვს მეტი თავშეკვებულობა გამოიჩინოს. მიჯნურნი,კონკრეტულად კი ნესტანი და ტარიელი ფიცს მუსაფის წიგნზე დებენ (ამ მონაკვეთშიც არ ავიწყება ნესტანს მიჯნურობა,იმის მიუხედავად იმისა რომ წერილში ამას გმობს). ‘’მე შენი ვარ ნუ მოვკვდები მაგრამ ბნედა ცუდი მძულსა’’. მიჯნურის შუასაუკუნეობრივი გაგება გულისხმობს ბევრუ დაბრკოლების გადალახვას. მიჯნურნი ტირიან,მაგრამ ეს სისუსტე არ არის,ეს მიჯნურის სახმილის(ცეცხლის) მოდებითაა გამოწვეული. მიჯნურს მართებს საგმირო საქმეების ჩადენა და ნესტანის იმფერატივი (დავალება) მარტივი არ არის,იგი სახარაკო-მოხარკე ქვეყნის ხატაეთის-ჩინეთის დამორჩილებას სთხოვს.

‘’ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია,აწ მაღნი ჯავრნი ჩვენზე რა დასათმობია’’ ნესტანი უმხელს იმის შესახებ,რომ ეტრფის.’’ შენგან ჩეემისა ქმრობისა წინამდეც ვიყავ მდომია,მაგრამ აქამდის ნახვისა კვლა ჟამი არ მოგვხდომია. გაგიჟებულს-ხელქმნილს გიჭვრეტდი ‘’ მანდა ყველაი მასმია რაცა შენ გარდაგხდომია’’

‘’მზემან მეტი რაღა გიყო აჰა ბნელი გაგითენე’’,ამ მეტაფორაში ნესტანი გულისხმობს იმ ოცნების ახდენას,რომელიც მიჯნურისგან სიყვარულის გამხელით გამოიხატება’’. ნესტანი იბარებს ტარიელს,მაგრამ ის ხმას არ იღებს და ასმათი ეუბნება რომ უკან გაბრუნდეს. ნესტანი ტარიელს უხსნის,რომ ქალს რიდი მართებს მიჯნურის წინაშე. ქალის მხრიდან უარესია ჭირზე საუბარი,მაგრამ უფრო უარესია არა თქმა და ჭირთა მალვა.’’მე თუ ზეპირ მიცინია ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა.’’ ამ ფრაზით ნესტანმა ხაზი გაუსვა იმას,რომ ის მიჯნურის ცეცხლით იწვება,მაგრამ ამას არ იმჩნევს. ‘’ მიბრძანა ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა,მზემან გაყრითა დაგაჭნე ვითა ყვავილი ბაღისა’’ ძოღან-წეღან. ნესტანი დასძენს,რომ მას არა მარტო მიჯნურობის,არამედ ამირბარობის გამო მართებს კრძალვა,მაგრამ  ‘’ხამს რიდი მიჯნურის და რიდი ამირბარისა’’. ნესტანი ოპტიმისტია,იმ მოლოდინშია,რომ ტარიელი მორჭმული დაბრუნდება და ამით მათი სიყვარული უფრო განმტკიცდება. ‘’შენი ვიყო სადამდიცა და მოყოფდის მიწა პირსა’’ ნესტანი ამქვეყნიურ სიამეს დროებითად მიიჩნევს და ღვთის წყალობა იდუმალი არ არის. ‘’ მოწყალება იჩქმითია ღვთის წყალობა ვითა კვირსა’’


ხატაეთის დიდი ომი

მიმოწერა იმართება რამაზ მეფესა და ტარიელს შორის. ამ სიტუაციაშიც ვხედავთ,რომ ტარიელი იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. რამაზ მეფე მლიქვნელი და ფარისეველია,ხატაეთი რომელიც ვასალურ დამოკიდებულებაშია,უარს ამბობს ხარკის მიცემაზე,ტარიელი რაინდია და არ დაუჩვებს ტყუილითა და ხრიკით მათთან მისვლად,ამიტომ ამბობს: ‘’ჩვენო ძმანო და პატრონო,თქვენგან არ გავიმწარებით, თუ თქვენ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ ზედა არ მოვიპარებით’’. ტარიელი ურჩევს დამორჩილდეს რათა სისხლს არ ეზიარონ. რამაზი ფარისევლურ წერილს უგზავნის: ‘’ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენი ინდონი თხანია’’.

ტარიელი ვეზირებს იხმობს და მათგან რჩევას ითხოვს,რაც მოქმედებს იმაზე,რომ მას სხვისი აზრის მოსმენა და გათვალისწინება შეუძლია.ვეზირები ამბობენ,რომ მათგან სიმუხთლე უკვე უნახავთ და ურჩევენ,რომ გამორჩეული მამაცი ვეზირებით წავიდეს და დანარჩენი ლაშქარი გადამალოს. 3დღე ივლიან ხატაეთამდე და ერთი კაცი ტარიელს უცნაურ ამბავს ამცნობს: ‘’ კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების’’-ტარიელს სარიდანის გაზრდილი კაცი სიმართლეს ეუბნება რამაზ მეფის განზრახვის შესახებ.ტარიელი ამ მონაკვეთში პრაგმატულად იქცევა,რადგან რამაზის სიმუხთლის შესახებ არ ეუბნება ლაშქარშ რათა ამან ქაოსი არ გამოიწვიოს. ტარიელის  ბრძოლის ჟინმა მწვერვალს მიაღწია. უტევანი (125) ნაბიჯით წინ წაიწია და დაინახა მთელი ჯარი. ხატაელებთან შერკინებამდე იმართება აღლუმი და ტარიელი იხიბლება ჯარის აღჭურვილობით. ტარიელი დაემსგავსა გნოლის ჯოგში გარეულ ქორს,პოეტი იყენებს ჰიპერბოლას მისი ძალის დემონსტრირებისთვის.ხატაელებს შმაგი ეგონათ ტარიელი და როცა კაცს შუბს დაჰკრავს,შუბი ტყდება და ხმალს იღებს ქარქაშიდან. ‘’ წინა კერძო რაზმი ორი’’-მოწინავე ლაშქარს ანადგურებს.ტარიელი არ ინდობს არავის,სისხლის ჩქეფაა ირგვლივ,ცხენსა და მოკვლულ ადამიანებს ხურჯინივით იკიდებდა, ტარიელმა რამაზ მეფეს შეუთვალა რომ ციხესიმაგრეები და საჭურჭლეთა გასაღებები ჩაებარებინა.მთელი ხატაეთი იძარცვებოდა და ამ დროს იპოვა ყაბაჩა და რიდე. ‘’ერთგან ვნახე საკვიეცწლი ყაბაჩა და ერთი რიდე,თუმცა ვნახე სახელისა ცოდნასაცა ინატრებდე’’. ტარიელმა  ხატაელებს 10000 დრაჰკანი დაადრო ხარკი და სტავრა-ძვირფასი ქსოვილი.


ტარიელის გამარჯვებით დაბრუნება

რამაზ მეფე მეფის წინაშე შებყრობილი მოიყვანა ‘’ ტკბილად ვნახე ხელმწიფემან ვითა შვილი სააკვანე,ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე’’. ეს ფრაზები მეტყველებს იმ დამოკიდებულებაზე,რომელიც ღირსეულ რაინდებს უნდა ჰქონდეთ დამარცხებისას და ასევე ტარიელის დავალების საპატიოდ შესრულებაზე.’’ჩემთა მჭვრეტელთა მოიცვა ქალაქი,შუკა და ბანი’’, ტარიელს ლამაზი კაბა ჰშვენოდა,ფარსადანი რომ მლიქვნელია იმაზე მეტყველებს,რომ ტარიელს უჩვეულო მდგომარეობაში აგდებს. ნესტანი ტარიელის პირისპირ დასვა ‘’ მას მზესა  ტანსა ემოსნეს ნარინჯისფერი ჯუბანი’’ ზურგს უკან ხადუმთა ჯარი ედგა.

‘’მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტი ყუბანი’’

ტარიელს ესიამოვნა მისი პირისპირ ცქერა ‘’მე მონა მყოფი მივეცი მეტისმეტისა შვებასა,რა შემომხედის შევხედნი,ცეცხლსა დამიწყის შრეტასა’’. მიუხედავად მათი პირისპირ შეხვედრისა ტარიელს არ ავიწყდება მიჯნურის რიდი ‘’კაცსა კრძალვასა ვაწვევვდი გულსა შმაგსა და რეტასა’’.


ნესტანის გათხოვება

დილით ადრე ფარსადანი უხმობს თათბირზე ტარიელს,სადაც უნდა გადაწყდეს ნესტანის გათხოვების ამბავი.თათბირზე იმყოფებოდა სამი დიდებული,ფარსადანი აქაც ფარისევლურად იქცევა.ტარიელი ფორმალურად ესწრება,რადგან მეფეს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და მეფის ქმედება გამოცდაა. ფარსადანს გადაწყვეტილი აქვს ხვარაზმშაჰის ძის მოყვანა. ხვარაზმშა მე-12-მე-13 საუკუნეების შუა აზიისა და აღმოსავლეთ ირანის შემცველი სახელმწიფოა.გამორჩეული სახელმწიფოს წარმომადგენელია ხვარაზმშას ძე და მეფის აზრით ქვეყანას კარგად უპატრონებს. ტარიელი ამბობს: ‘’რომე პირველვე დაესკვნა’’-წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი და მიხვდა,რომ წინააღმდეგობის გაწევას არ ჰქონდა აზრი ‘’ჩემგან დაშლისა კადრება მართამბად არ ეგებოდა, ოდენ დავმიწდი დავნაცრდი,გული მი და მო კრთებოდა.ხვარაზმშას კი გაუგზავნეს წერილი და აცნობეს,რომ ქვეყანა უპატრონოდაა.


ტარიელისა და ნესტანის თათბირი

დამწუხრებული ტარიელი უკან ბრუნდება და სახლში მისული მიიღებს წერილს,რომ ნესტანი იხმობს. სწორედ ამ მონაკვეთში არის საგულისხმო განრისხებული ნესტან-დარეჯანი. იგი ასე გამოიყურება: მწვანე სამოსში გამოწყობილს ტარიელის რიდე შილიბად ახვევია და ცრემლს ღვრის ‘’ქვე წვა ვით კლდესა მაღალსა ვეფხვი პირგამეხებული’’.

ასმათი სთხოვს,რომ შორიახლოს დაჯდეს რადგან ‘’ხე ედემს რგებული განრისხებულია’’.

ნესტანი ირონიით მიმართავს,ვითომ მან არ იცოდა ხვარაზმშას ამბავი,იგი ფიცის გატეხაში სდებს ბრალს ‘’შენ გასტეხე ფიცი ჩემი,სიმტკიცე და იგი ცნება’’. ღმერთმა ქმნა და დაგირჩინა იგი შენი ხელოვნება’’, უნაყოფო გაგიხდა შენი ხრიკები. ნესტანი იფიცება,რომ ტარიელს ინდოეთში აღარ გააჩერებს და შეახსენებს,რომ მის მსგავსს ვერსად იპოვის.როგორც კი ნესტანმა მუქარა დაასრულა ტარიელი ატირდა.ის უხსნის,რომ აზრი არ ჰქონდა მის შეწინააღმდეგებას, ‘’მათ წინავე დაეპირათ შენი ქმრობა,გულსა ვუთხარ მიემოწმე,ჟანად გიჟობს გულმაგრობა’’.ტარიელი რთულ მდგომარეობაშია და რთულია რომ თავი შეიკავოს,მაგრამ ის გონებით იქცევა.ტარიელი რიტორიკულ შეკითხვას სვავს ფარსადანის უგულისყურობასთან დაკავშირებით: ‘’არ იცის რომ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?’’

საკუთარ თავს კი მემამულედ ასახელებს.ნესტან-დარეჯანი რწმუნდება ტარიელის ერთგულებაში და სთავაზობს ‘’იაჯდი’’-ითხოვოს რომ თვითონ და ტარიელმა მართონ ქვეყანა.გარდა ამისა,რომ ნესტან დარეჯანი პრინციპულია,იგი გონიერი და წინდახედულია. მიბრძანა: გონიერი,ხამს არ აჩქარდეს და  გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს.ნესტანი იმის განჭვრეტაშია,თუ რა იქნება მოსახერხებელი,თუ სიძეს არ შემოუშვებს მეფე განრისხდება და საბოლოოდ მიიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე,ნესტანი ურჩევს ტარიელს,რომ სიძე შემოუშვას ინდოეთში,სპათა გარეშე მოკლას,რაც საბოლოოდ გამოიწვევს,რომ ბოროტება სიკეთედ იქცევა.ნესტან-დარეჯანს შეუგნებლად არ უთქვამს ეს ფრაზები,მას სათანადო არგუმენტი აქვს თუ როგორ უნდა გაიმართლოს თავი ტარიელმა ფარსადანთან. ‘’ჩემია მკვიდრი მამული,არ მივცემ არცა დრამასა’’,რაც პატრიოტის ნათქვამს გულისხმობს და ფარსადანის შეწინააღმდეგებას აზრი აღარ ექნება,რადგან ტარიელის კატეგორიულობა შეაშინებს. ‘’არ დაგეხსნები გაგიხდი,ქალაქსა ვითა ტრამალსა’’


ხვარაზმშას ძის მოსვლა ინდოეთში და მისი მოკვლა

ფარსადანს ყველაზე მეტად გაუხარდა სასიძოს მოსვლა,მისი ფარისევლობა და მიზანთან შენიღბულობა ჩანს როდესაც სასიძოს დახვედრის ორგანიზებას ტარიელს აბარებს,როგორც ძმას.’’ხამს ვითა და სა სრულია’’

ტარიელი მოედანს წითელი ატლასის კარვებით მორთავს,რაც აღვსებას-აღდგომას მოგვაგონებს და საურავგადახდილი-მოვალეობამოხდილი ტარიელი მიდის მოსასვენებლად. ამ მონაკვეთში კარგად ჩანს ტარიელის,როგორც ‘’სახითა მისმიერითა’’ ძილი,ამ შემთხვევაში შეიძლება გავიგოთ ტარიელის მცდელობად,რომ მოსწყდეს იმ ჯოჯოხეთს რომელიც მეფემ შეუქმნა.ტარიელთან მიდის ასმათის მონა და მოახსენებს,რომ ნესტანი იხმობს.სასახლეში მისულს ასმათი ხვდება და საყვედურობს,რომ ვექილად აქცია ნესტანის წინაშე ‘’გაუწყვეტლად რით გამართლო,რაგვარადცა გავვექილდი?’’. ბოლო ეპიზოდებში ნესტანს ჩვენ ვხედავთ კუშტს,პირგამეხებულს,გამომდინარე იქიდან,რომ მოვალენები უსწრაფესად განვითარდა.ამჟამად ნესტანი საყვედურობს ტარიელს,რომ სასიძოსთან ომის სანაცვლოდ მან პირიქით საზეიმო დახვედრა მოუწყო,რაზეც ტარიელი რიტორიკული შეკითხვით მიმართავს  თავის თავს: ‘’ქალი ომსა რაგვარ მიწვევს აგრე ვითა დავძაბუნდი’’. ავთანდილი ას მონას მოუხმობს და პირდაპირ მიდის კარავში,სადაც მძინარე სიძეა.მას სვეტს შეანარცხებს თავით და ასე კლავს.

‘’ცხენსა შევჯე წამოვაგე ჯაჭვი მეცვა საკურტაკე’’, ტარიელს მდევარი გამოადევნეს,მან ყველა დახოცა,თვითონ საკუთარ ქალაქში გამაგრდება,რომელიც მტერთაგან მოურეველია.ადამიანები გაგზავნა,რომლებსაც ტარიელთან მოსვლა უნდოდა,მაგრამ მდევრების ბედი გაიგებ და გაიქცნენ. ფარსადანმა დილაუთენია გამოუგზავნა სამი დიდებული და აქაც ჩანს მისი ცინიზმი,რადგან ის ამბობს,რომ ტარიელი მისი შვილია და ეს არ უნდა ჩაედინა და მეორე ის რომ ხვარაზმშას ძის მოკვლით  მან ცოდვა ფარსადანს მხრებზე წამოჰკიდა

‘’ხვარაზმშას სისხლი უბრალო სისხლად რად დამადებინე,თუ ჩემი ქალი გინდოდა,რად არა შემაგნებინე?’’

‘’დღეს სიკვდილადმდის შენიცა თავი არ მაახლებინე’’-არ მომეცი საშუალება შენთან ყოფნისა,ამბობს მეფე,რომელმაც ტარიელს ცხოვრება გაუმწარა.ტარიელს ესმის მეფის მდგომარეობა,რომ მას ღმერთმა ვაჟი არ მისცა, ‘’ვერ გათნევ’’-ვერ მოგეპირფერები,რადგან არა ხარ მართალი,ხვარაზმშას ძე მოგყავს სამეფოდ.’’სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს,მე მერტყას ჩემი ხმალია’’-ამ ეპიზოდში ტარიელს-როგორც ღირსეულ მამულიშვილს მოვალეობა ვერ შესრულდება. საკმაოდ საინტერესოა ტარიელის მდგომარეობა,როცა ტარიელი ნიღბავს სიყვარულის სურვილს ნესტანის მიმართ და ტარიელი ამბობს: ‘’შენი ქალი არად მინდა გაათხოვე გამარიდე’’. სიყვარულზე წინ დგება პატრიოტიზმი. ‘’ინდოეთი ჩემი არის არვის მივსცემ ჩემგან კიდე’’. თუკი ვინმე ხელს შეუშლის მას ამოძირკვავს. ‘’სხვას მეშველსა გარეგანსა,მომკალ ვისცა ვინატრიდე’’.


ნესტან დარეჯნის დაკარგვა

ტარიელს ერთი სული აქვს გაიგოს ნესტანის ამბავი.როცა ქალაქის ციხე გალავანზე გადადგება შეამჩნევს ორ ქვეითად მოსიარულე ადამიანს,რომელთან მოჰყავთ ‘’თავგადაგლეჯილი’’-თმაგაშლილი ქალი,რომელიც ტირის. ეს ასმათია. ასმათი ტარიელს ეუბნება მძიმე ამბავს ნესტანის დაკარგვის შესახებ.’’ღმერთმან სიმრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წარმოგრაგნა’’. ასმათი უხსნის: როდესაც შენ მოკალი სასიძო,მეფემ დაუყოვნებლივ მოგიკითხა,მას უთხრეს რომ შენ უკვე წასული იყავი,მან იხმო დავარი და ბრალი მას დასდო.ფარსადანი გაფეტიშებული პიროვნებაა,რომელიც თავის თავს დიდ პატივს სცემ ‘’მის მეფისა წესი იყო,თავი მისი ძვირად ფიცის და თუ ფიცის ვერ გატეხის მასვე წამსვე დაამტკიცის’’. ის ფიცს დებს,რომ დავარს მოკლავს.’’აწ თავმან ჩემმან მოვკლავ ჩემად დად ვისა მაწესა’’.მას ბრალს დებს გრძნეულობის სწავლებაში.დავარს აცნობეს მეფის დაფიცების შესახებ,მან იცოდა ამის შესახებ და ვიდრე იგი რამეს მოიმოქმედებდა დავარმა დაასწრო.დავარი ნესტანს როგორც ფიზიკურად,ასევე სიტყვიერადაც უსწორდება და ემუქრება რომ ტარიელს მაინც ვერ შეეყრება. ‘’აწ ღმერთსა უნდეს ვერ მიხვდსე ვიწ ესე დააშლევინე’’. ასმათი ნესტანის დახსნას ცდილობდა მაგრამ ვერაფერი არგო. როდესაც დაკმაყოფილდა ნესტანის ცემით,ორი ზანგი მოიხმო და დაავალა ნესტანი კიდობანში ჩაესვათ და ზღვაში გადაეკარგათ. თავადაც თავს იკლავს ‘’დანა დაიცა მოცაკვდა,დაეცა დასისხმდინარდა’’. ასმათი საკუთარ თავს იდანაშაულებს,თუმცა ტარიელი აწყნარებს რომ ის არაფერ შუაში არ არის.ამ ამბის მომსმენი ტარიელი გაშმაგდება და საკუთარ თავს იმხნევებს შემდეგი სიტყვებით : ‘’გულსა ვუთხარ მიემოწმე გიჯობს გაჭრა ძებნად მისად,გავარდა და ველთა რბოლა’’. მიმართავთ მათ,ვისაც სურს მისი დახმარება რომ თან წაყვნენ, 160 მონა გამოთქვამს სურვილს,რომ დაეხმაროს. მიდის ზღვასთან, ეძებს,შემდეგ მოსწყინდა  და ნაპირას გამოვიდა. ‘’გული სრულად გამიმხეცდა არ ვუსმენდი არც ვაზირსა’’.ამ მომენტში ვხედავთ გამხეცებულ ტარიელს,რომელიც გაუუცხოვდა ადამიანებს.ის დარჩა ასმათს და ორ მონასთან ერთად და ტირილი იქცა მის ლხინად.


ნურადინ-ფრიდონის ამბავი

‘’ზედ აჯდა შავსა ტაიჭსა აქამდე მე მითქს რომელი’’. შავ ტაიჭზე იჯდა ფრიდონი და ახლა ეს ცხენი ტარიელს აქვს,რადგან მას აჩუქა.როგორც ქარი ისე სწრაფად მოჰქროდა.მკლავში იყო დაჭრილი.მას საერთო ენა ვერ გამოენახა ტარიელის რაზმთან,თუმცა ტარიელის დანახვისთანავე ის მთლიანად იცვლება. ის იხიბლება ტარიელის გარეგნობით და ეუბნება: ‘’პირველ მითხრა რამე მითხრა რას გამსგავსო ანუ ეგრე რამ დაგლია  ვარდ გიშერი რამ გაგავსო’’

ფრიდონი ხვდება,რომ ტარიელს დიდი დარდი და მწუხარება გადაეტანა.ტარიელი მოუწოდებს დამშვიდებისაკენ. ‘’ შევსთვალე,დადექ დაწყნარდი,გარდავზიდ ძირთა ხეთასა’’. არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა’’. ფრიდონს ხელში ხმლის ნაკვეთი ეჭირა,ტარიელის დასტაქარმა შეუხვია წყლული ისე,რომ დაკოდილი არ ატკინა. ფრიდონი ამბობს: ‘’მულღაზანზარის ქალაქი ახლოს მე მაქვსო რომელი,ნურადინ-ფრიდონ სახელმძეს მეფე ვარ იქვე მჯდომელი,ესე საზღვარი ჩემია სადა ხარ გარდამხდლომელი,ცოტა მაქვს მაგრამ ყოველი სიკეთე მიუწვდომელი’’

ფრიდონს ერთი პრობლემა შეექმნა ბიძაშვილებთან. პაპამისი კუნძულს ასახელებდა მის კუთვნილებად მაგრამ ბიძამისს შეხვდა.ახლა როცა ფრიდონი სანადიროდ გამოვიდა კუნძულზე გადავიდა და ფიქრობდა რომ პრობლემა არ იქნებოდა,თუმცა ბიძაშვილებმა ლაშქარი დაახვიეს თავს. ფრიდონს 5 ბაზიერი ახლდა თან, ფრიდონმა ნავი ითხოვა და გამოიქცა,ისრები შემოელია,ხმალი გაუტყდა და ბოლოს საკუთარმა ცხენმა უშველა რომელიც წყალში იხვს გავს და მიწაზე შევარდენს.ფრიდონს ტარიელი ეუბნება რომ თუ დრო ექნება თავის ამბავს მოუყვება ‘’ უფროზე წყნარად გიამბობ თუ ჟამი ჩვენ გვექონების’’. ფრიდონს თავის ქალაქში მიყავს ტარიელი,სადაც მათ ხვდება ტურფა ქალაქი,ყველა ადამიანი ზარქაშიანი ტანისამოსით დადის. ტარიელი ეხმარება ფრიდონს ბიძაშვილების დამარცხებაში.ისინი დაახეიბრა და ასაბყარნა.მთელი საჭურჭლე ხელში ჩაიგდეს ,მულღაზანზარელები გახარებულები შეხვდნენ,აჯაბნი-ილუზიონისტები გაოცებას ვერ მალავდნენ.


ფრიდონისგან ნესტან დარეჯნის ამბის მბობა

მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი ტარიელს მისთვის სასურველი ინფორმაცია მოესმინა,როცა მან დახმარება გაუწია ფრიდონს.ტარიელი და ფრიდონი ქედზე გადადგებიან და ფრიდონს ახსენდება ის მომენტი,როცა მან ნესტანის საოცარი სილამაზე იხილა.აქ ფრიდონი არ ერიდება გადმოსცეს შთაბეჭდილება,რომელიც უცხო ქალის ხილვისას რჩება, ”ცა მეშვიდე კიდობანსა მასვცა ვეცნი” ის აღიარებს,რომ მისთვის სასურველი ეტალონი ის იყო. ის ინტერესდება მისით,თუმცა ვერ ახერხებს მის პოვნას.ტარიელი უმხელს,რომ ის იმ ქალის გამოა ფერწახდენილი,ფრიდონი კიდევ ერთხელ შეეცდება მის მოძებნას,მაგრამ ამაოდ.ეს იყო ბოლო იმედის ნაპერწკალი,რომელიც ტარიელმა განიცადა. მას შემდეგ იწყება მისი უიმედობა,იგი ბოლომდე სასოწარკვეთილია.ის სთხოვს ფარმანს (ნებართვას) რომ არ დატოვოს იგი. ფრიდონი მზადაა დახმარება გაუწიოს ყოველთვის.იგი ტარიელს შავ ტაიჭს ჩუქნის,რადგან ყველაზე მეტად სჭირდება.ტარიელი ყვება,რომ ის მოდის ფრიდონისგან,ნახავს ქვაბს-გამოქვაბულს,დევებს დახოცავს,ბრძოლის დროს მონებსაც დაკარგავს და რჩება ასმათთან ერთად, ”აჰა ძმაო,მაშინდლითგან აქა ვარ და აქა ვკვდები,მინდოს ვტირ და მხეცთა ვახლავ”, ის დასძენს,რომ ასმათი მისი ერთგულია ”ესე ქალი არ დამაქდეს,არს მისისვე ცეცხლნადები”,ტარიელი უხნის ავთანდილს რატომ აცვია ვეფხვის ტყავკაბა ”რომე ვეფხვი მშვენიერი სახედ მისად დამისახავს”, ავთანდილი ტარიელს უნდა გამოემშვიდობოს,სიცოცხლე საარმაგებულმა ტარიელმა შეძლო მისთვის საწადელი აესრულებინა და ხელდამშვენებული დაბრუნდებულიყო მიჯნურთან.ავთანდილს არ ავიწყდება შეგონება,რომელიც ტარიელს სჭირდება და ეჭვი ეპარება მის არაადეკვატურობაში. ”რა აქიმი დასნეულდეს რაზპ, გომდა საქებარი”,ტარიელი ფიცს დასცებს ავთანდილის წინაშე,რომ იქაურობას არ მოშორდება და ნესტანს არ მიატოვებს. 2თვეს დაუდებს ვადას და ჰპირდება,რომ დაბრუნდება და დაეხმარება ნესტანის მოძებნაში


ავთანდილის არაბეთში დაბრუნება

ავთანდილმა პირველ რიგში მიაშურა თავის სანაპირო ქალაქს და შერმადინს მოუყვა უცხო მოყმის ამბავი.მისნი სპანი ლაღობდნენ და სიხარულით აღნიშნავდნენ მის დაბრუნებას,ვის გამოც ლხინი გაიმწარეს.მათი შეხვედრა გვიჩვენებს იმ ჰარმონიულ ურთიერთობას,რომელიც არსებობს ავთანდილსა და მის ყმებს შორის.საოცარი სითბოთი ესაუბრება ავთანდილი თითოეულ ყმას და აღნიშნავს მათთან ერთად იმ დიდ სიყვარულსა და პატივისცემას,ტარიელისადმი. ვის გამოც თავისი სასახლე უიმიოდ დარჩენილს ”ხუხულად” მიაჩნია.შერმადინი იქნება მახარობელი სამეფო კარზე ავთანდილის დაბრუნების,რომელიც 10 დღის სავალ გზას სიხარულისგან 3 დღეში გაივლის.მხიარულად ეგებებიან ავთანდილს და სიხარულისგან აღტაცებას ვერ მალავენ. დიდებულთა ჯარიდან ზოგი ჰგვანდა ვითა მთვრალსა,საკმაოდ შთამბეჭდავად არის ნაჩვენები თინათინისა და ავთანდილის შეხვედრა,რომელიც საკრალურ დანიშნულებამდე ადის.ისინი ადამიანურ სახეებს სცილდებიან და ღვთაებრივ არსებებს ემსგავსებიან. სახლსამყოფი არა მართებს ცამცა გაიდარბაზეს.მათ სახეზე ღვთაებრივი შუქი გადაჰფენოდათ, ნადიმი გამართეს ტარიელის პატივსაცემად.მეფე შვილივით უყურებდა ავთანდილს და აქაც არ დავიწყებიათ ქველმოქმედება.იმდენი მარგალიტი გასცეს მადლიერების ნიშნად. ავთანდილი განსხვავებულად ფიქრობს წუთისოფელზე,რის გამოც მისი აზრი არ ემთხვევა თინათინის აზრს:ავთანდილს წუთისოფელი მიაჩნია მუხთლად და დაუნდობლად,რადგან მას ბევრი დაბრკოლება შეხვდა,თინათინი კი უფრო ოპტიმისტია და წუთისოფელს ტაროს-სიმინდს ადარებს. ”საწუთრო კაცს ყოფდა ვითა ტაროსი უხდების,ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების” თინათინის აზრით წუთისოფლის დაუნდობლობა მარადიული არ არის,ცვალებადია .თინათინი დარწმუნდა ავთანდილის ერთგულებაში ”შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა”,ხამს გასრულება მოკვრისა სიყვარულისა მტკიცისა” ის დარწმუნებული იყო ავთანდილის სრულყოფილებაში და მიხვდა რომ უცხო მოყმის პოვნის შემდეგ ის უფრო გაიზარდა. პირველ ჯერზე უცხო მოყმის საძებრად მიმავალი ავთანდილი ამბობს ” ხამს მოყვრისათვის სიკვდილი ესე მე დამიცს წესადრე” თუ ადრე ამას მიჯნურის დავალებით აკეთებდა,ახლა ეს შეიცვალა და უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. მიჯნურის სიყვარული იქცა ზოგადად სიყვარულის საზრისად,რომელმაც ავთანდილს შემდეგი სიტყვები ათქმევინა: ” ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,გული მიეც გულისათვის,სიყვარული გზად და ხიდად” იგი თინათინს უხსნის,რომ ფიცის გამტეხ ადამიანს ამ ქვეყნად არასოდეს გაუმარჯვია და არგუმენტად მოჰყავს ცქაფი და მოღალატე ადამიანის მაგალითი. ავთანდილი როგორც პრაგმატისტი,არ ღალატობს გონებას და მის უპირატესობას გვაჩვენებს გულზე,რომლის თქამასაც არ უნდა ავყვეთ.თინათინი კი ფიქრობს,რომ ყველა სასიამოვნო გრძნობა გულიდან გამომდინარეოს და ავთანდილს არწმუნებს,რომ მისი ეს თავდადება გულიდან ნაკარნახები გონებით განსაზღვრულია.ავთანდილი ჰბაძავს ტარიელსა და ნესტანს და სიყვარულის სიმბოლოდ უცხო მოყმესთან მიმავალი მარგალიტს ითხოვს თინათინისგან,რომელიც მას ოდესღაც მკლავზე შეუბნია


ავთანდილის დათხოვა როსტევან მეფესთან.

ავთანდილი ძალიან კარგი მანიპულირებელია.მან ზუსტად იცის როგორ უნდა მოახერხოს მეფესთან გამომშვიდობება,იცის რომ მეფე წინააღმდეგი იქნება ავთანდილმა კიდევ ერთხელ ქვეყანა დატოვოს,რადგან მას საპასუხისმგებლო მისია აკისრია.მისი როგორც სარდლის მიერ ქვეყნის დატოვება საფრთხისშემცველია.ის დარწმუნებულია თავისი სიტყვების ჭეშმარიტებაში და ამბობს:”ვერ გავუტეხ ზენაარსა,ვერ გავწირავ ხელი ხელსა,რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა ფიცის გამტეხველსა”.ვეზირი,რომელიც სრულიად განსხვავებულია,ავთანდილი ცდილობს გამოიყენოს.ეს ადამიანი მოკლებულია პიროვნულ ფასეულობებს,ავთანდილი სთხოვს როსტევანთან მისვლას დამისი წასვლის შესახებ ცნობებას და სანაცვლოდ ასი ათას წითელ ოქროს სთავაზობს.ვეზირი მიუხედავად მისი მძმე პიროვნული ჩამორჩენილობისა,ამ მომენტში ხვდება,რომ მძიმე იმპერატივს ავალებს,რადგან იცის როსტევანის რეაქცია ამ ამბავზე.,მაგრამ მისი ღირსების არქონის გამო თანხმდება რადგან იცის,რომ ქრთამს მიიღებს.როსტევანი ბრაზდება ამ ამბის გაგონების შემდეგ და სკამს ესვრის. ამ მონაკვეთში: ” ზოგჯერ თქმა სჯობს უთქმელობას,ზოგჯერ თქმითად დაშავდების” და ”სჯობს უყოლობა კაცისა,მომდურავისა ყოლასა”.ვეზირი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და მისი საქციელი გამართლებული იყო: ” თქმულა საკრავსა ქრთამი ჯოჯოხეთსა დაიურვებს”.ავთადილი კვლავ შერმადინთან მიდის და მას უტოვებს სანაპირო ქალაქს.ის წაყვანას სღხოვს და ავთანდილი პასუხობს,ომ მიჯნურის წესი ველად მარტო გაჭრაა,მას წუთისოფელი არარაობად მიაჩნია და ამბობს: ”მე იგი ვარ ვინ სოგელსა არ ამოკრებ ყიტსად ბგერად”ამით ასმათს ემსგავსება.ის ანდერძს უტოვებს მას რომ როსტევანს გადასცეს


ანდერძი

ანდერძი ერთგვარად ტრაქტატია,რომელშიც თავმოყრილია ყველა ის ფასეულობა,რომელიც შოთა რუსთაველმა მთლიან ნაწარმოებში სიუჟეტებისა და დიალოგების სახით გადმოგვცა. ანდერძი ფილოსოფიური აზროვნების უბადლო გამომხატველია,რომლის ცენტრშიც დგას პიროვნება  ზნეობრივი ფასეულობების პრიმატით. აქ ვხედავთ რომ პიროვნების ინტერესები უნდა ემთხვეოდეს სახელმწიფოს ინტერესებს,რაც გარკვეულად ჰარმონიის მაჩვენებელია. იქ სადაც სახელმწიფოს ინტერესები აღემატება პიროვნების ინტერესენს,იქ უკვე ვაწყდებით რადიკალიზმს,რომელსაც ავლენს პიროვნება პატრონთან დაუმორჩილებლობის თვალსაზრისით.ანდერძში სიბრძნე და ზნეობა განუყოფელი ცნებებია,რაც ქმნის მეტაფიზიკურ კავშირს სამყაროში.გონიერმა ადამიანმა ზუსტად იცის რა არის ზნეობრივი ფასეულობა და რა უნდა გააკეთოს ამის მისაღწევად. ამიტომაც ამბობს ავთანდილი: ‘’კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა’’. ავთანდილი კიდევ უფრო ფილოსოფიურ აზრს გვთავაზობს.მისი აზრით,სიყვარული არის ერთადერთი გზა ღმერთთან მიახლოებისა.ამ სიყვარულში კი ავთანდილი გულისხმობს  მოყვასისადმი თავგანწირვას,რაც საკრალურ ღირებულებამდე ადის ‘’მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა’’, ავთანდილი საუბრობს ასევე განგების გარდაუვალობაზე და არა ღმერთის ვნებელობაზე.ის რაც ცუდი ან კარგი ხდება,ავთანდილი განგების გარდაუვალობით ხსნის.ის განსაკუთრებულ ხაზს უსვამს  სიცრუეს,როგორც მომაკვდინებელ ცოდვას და მყარ არგუმენტად მოჰყავს პლატონის სიტყვები: ‘’სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერემე სულსა’’. ავთანდილი მოითხოვს პიროვნების ავტონომიად და ის არ უფრთხის მეფესთან დაპირისპირებას. ამა შემთხვევაში ვხედავთ პიროვნების ინტერესების უფრო მაღალ საფეხურზე აწევას ვიდრე სახელმწიფოსი,ამ დროს იგი ემსგავსება ნესტანსა და ტარიელს როცა ფარსადანს დაუპირისპირდებიან,რათა საკუთარი პიროვნული აზრი და თავისუფლება დააფიქსირონ. ჩვენ უკვე ვნახეთ რამდენად აქვს გათავისებული თითოეულ ყმას პატრონის წინაშე  მოვალეობა შეასრულოს სახელმწიფოსა და პიროვნული ინტერესების თანხვედრიდან გამომდინარე,მაგრამ ისიც ვნახეთ, ერთ-ერთის გამორიცხვის შემთხვევაში როგორ ირღვევა კავშირი. ავთანდილის თავისუფლება შიგნიდან მომდინარეობს და მისი მოწოდება თავისუფლებისაკენ უფრო მასშტაბური ხდება. ის ანდერძად ტოვებს შემდეგ სიტყვებს: ‘’მიეც გლახაკთა საჭურჭლე ათავისუფლე მონები’’, მისი მსოფლგაგება  ასეთია: ყველა ადამიანი,ყმაცა და სპასპეტიც,თავისი თავის უფალია და ეს ნება ღვთისგან ებოძათ.ერთი შეხედვით ძლიერი და ლომგული ავთანდილი მგლისფერ სიკვდილს უფრთხის და მის ყოვლისშემძლეობას და გარდაუვალობაზე საუბრობს: ‘’ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი’’, ავთანდილისეული ფორმულა სიკვდილის დასამარცხებლად ამქვეყნიურ ცხოვრებასა და  მოყვასისადმი თავგანწირვაში მდგომარეობს. მან იცის,რომ შესაძლოა ცოცხალი აღარც დაბრუნდეს,მაგრამ იცის,რომ ტარიელის სახით მოყვასს ეწირება და ღირსეულ სახელს დაიმკვიდრებს. ავთანდილი ანდერძში განგებას უპირისპირეებს ღმერთს, სამყაროს შემქმნელსა და დამბადებელს.’’ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,იგი გახდის წამის ყოფით ერთსა ასად ასსა ერთად’’. ავთანდილის ოპტიმიზმს ღმერთი უზრუნველყოფს  და საკუთარი ქმედების სისწორეში თვითდაჯერებულს სწამს,რომ ამ მძიმე გზაზე ღმერთი შეეწევა ‘’ვინ დამბადა შეძლებაცა მანვე მომცა …’’-ასე რომ,ავთანდილის მეფესთან დაპირისპირება ეთიკის ნორმებში ჯდება და მან,როგორც ბრძენმა და გონიერმა ადამიანმა,იცის რა უნდა  გააკეთოს,ის არ დაუშვებს ფიცის გატეხას,რადგან იცის,რომ ფიცის გამტეხ კაცს  არსად და არასოდეს გაუმარჯვია’’.


ლოცვა ავთანდილისა

როგორც ვიცით,თინათინისთვის ღმერთი ყოველთვის ტკბილი მხედია და ამ მოსაზრებით ემიჯვნება ავთანდილის აზრს,რომ ღმერთი ცვალებადია და მისთვის ის მხოლოდ სიკეთის სუბსტანცია არაა.

‘’ულოცვის იტყვის: მაღალო ღმერთო ხმელეთთა და ცათაო,ჯოგჯერ მომცემო პატიჟთა,ზოგჯერ კეთილთა მზათაო’’ ამ ფრაზით მან ხაზი გაუსვა ღმერთის ცვალებადობას,მაგრამ მაინც ოპტიმისტია,რადგან სჯერა,რომ ტანჯვას სიკეთე მოჰყვება: ‘’ ვინცა პირველი ჭირთა განსძლევს,ბოლოს იგი ლხინთა მისცეს’’. ის უფალს ითხოვს გულის თქმათა დაძლევას.მან იცის,რომ ის იდუმალი და უჩინარია,მაგრამ ყოვლისშემძლეა ‘’ უცნაურო და უთქმელო უფლებათაო,მომეც დათმობა სურვილთა მფლობელთა გულის თქმათაო’’

ავთანდილის გაპარვა

თინათინისგან განშორებული ავთანდილი შედარებულია ვარდთან,რომელზეც ნათქვამია: ‘’ვარდი ვერ არის უმზეოდ,იყოს დაიწყებს ჭნობასა’’, ეს ფრაზა ზუსტად გამოხატავს ავთანდილის სულიერ მდგომარეობას,რომელშიც იგი აღმოჩნდა თინათინთან განშორების შემდეგ.არანაკლებ  მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა როსტევანი და არაბეთის სახელმწიფო,რომელთაც უკვე მეორედ მოუწიათ სპასპეტის გარეშე ყოფნა. ‘’მზე აღარ მზეობს ჩვენთანა,დარი არ დარობს დარულად’’. ავთანდილი მიდის ტარიელთან,ასმათი მძიმე ამბავს აცნობებს იმის შესახებ,რომ ტარიელი გაუჩინარდა.ავთანდილი თუ გონებით მოქმედებს,ასმათი გულს უპირისპირებს და ამბობს: ‘’გული გრძნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდია,რა გული წავა მისკენა,წავლენ და მისკენ მიდიან,უგულო კაცი ვერ ვარგობს,კაცთაგან განაკიდია’’.ასმათისა და ავთანდილის მოსაზრება ერთმანეთს გაემიჯნა. მას ლოზუნგად მოყვასისადმი თავგანწირვა ჰქონდა,ამ ეტაპზე კატეგორიულია და მკაცრად განსჯის ტარიელს,რომელმაც პირობა გატეხა და დანაპირები არ შეასრულა.ავთანდილის პრაგმატულობა და მოხერხებულა ჩვენ არაერთხელ ვნახეთ,რომელიც საქმის ბოლომდე მისაყვანად მის ჩარჩოებს გასცდა და შესაბრალისის პოზიციაში აღმოჩნდა. ამ შემთხვევაშიც ის ასმათს უხსნის რა მძიმე გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარ გამზრდელს-როსტევანს დაუპირისპირდა. ასმათი ტარიელის გამართლებას ცდილობს იმ არგუმენტით,რომ ადამიანის ფენომენში გულის უპირატესობა გვაჩვენოს,რომლის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანი კარგავს გრძნობასა და გონებასაც. ‘’რა გული წავა მისკენა წავლენ და მისკენ მიდიან’’.ასმათი აღიარებს ავთანდილის დიდ შრომას და სცნობს,როგორც უბადლო მოყვასს და ამბობს: ‘’ესე არაკი მართალი ჩის ქვასა ზედა წერია,ვინც მოყვარესა არ ეძებს,იგი თავისა მტერია.’’ ავთანდილი ტოვებს ასმათს,სხვა გზა არ აქვს,ტარიელი უნდა მოძებნოს.


დაბნედილი ტარიელის პოვნა.

ავთანდილი გაემართა მის საძებრად.როცა ქედს გადაადგა,რაღაც შავი შენიშნა და იმედი მიეცა რომ ის უთუოდ დარიელი იქნებოდა.მან მიახლოებისთანავე დაინახა ტარიელი რომელიც ისე გამოიყურებოდა,რომ ამქვეყნიური არაფერი ესმოდა.”სოფლით გაღმა გაებიჯა”. საოცარი სანახაობის თვითმხილველი გახდა ავთანდილი. “ერთ კერძ უძს  ლომი მოკლული და ხმალი სისხლმოცხებული,კვლა სხვა გნით ვეფხვი უსულო და  ხმალი სისხლმოცხებული,კვლა სხვა გნით  ვეფხვი უსულო კვლა დანით ძირს დავარდნილი,მას წყაროსავით ცრემლი სდის ”  გულს მძინვარე ცეცხლი ედებოდა.ავთანდილი ტარიელის მოსულიერებას ცდილობს.ის უხსნის მას საკუთარ  ერთგულებას და ფიცის უბადლო შესრულებას.ავთანდილს არასწორი ქცევის გამო მორალს უკითხავს.ავთანდილის რჩევა დარიგება ასევე რიტორიკის მატარებელია.რასაც მისი ემოციური კითხვები განაპირობებს. “ყმამან უთხრა რა შიგან ხარ შენს საქმესა რად იქმენ ავს?” ცოტა არ იყოს ავთანდილისგან გაქეზებას და დაცინვას გავს ‘’ვინ მიჯნური არ ყოფილა ვის სახმილი არა სწვავსა?’’ ავთანდილი კიდევ უფრო ამწვავებს ტარიელის  დაცინვას. რაც მისი მხრიდან ტარიელის გონს მოსვლის მიზანს ემსახურება,თუმცა ავთანდილი  სულაც არ თვლის რომ ტარიელის ასეთი ქცევა უგუნურობითაა გამოწვეული.ავთანდილი ბრძენს უწოდებს,თუმცა მისი ქცევა მის სიბრძნესთან შეუსაბამოა. ‘’ბრძენი ხარ და გამორჩევა არ იცი ბრძენთა თქმულთა’’. მინდორს ტირ და მხეცთა ახლავ,მას წადილსა აისრულებ. ავთანდილი შეახსენებს ტარიელს,რომ ცხოვრება გაუთავებელი ბრძოლაა,რომელშიც ადამიანს უამრავი დაბრკოლების გადალახვა უხდება,ბოლო ადამიანს უნდა შეეძლოს იმუნიტეტი გამოიმუშავოს,რომ წუთისოფელს არ შეუდრკეს,რასაც რუსთაველი შთამბეჭდავად გადმოგვცემს. ‘’ჭირსა შიგან გამაგრება ასე უნდა ვით ქვითკირსა’’. ავთანდილი ბრძენი და წინდახედულია,ამიტომ მან ზუსტად იცის,რომ ცხოვრების ავ-კარგიანად წარმართვაში დიდი წვლილი თვითონ პიროვნებას მიუძღვის,ამიტომაც ტარიელის ამ მდგომარეობას მიდი პიროვნებით ხსნის. ‘’ თავისსა ცნობისგან ჩავარდების კაცი ჭირსა’’. ავთანდილი საყვედურობს ტარიელს მიჯნურობის აზრის გაუთვითცნობიერებაში,რომელიც დაკავშირებულია ტანჯვასთან,ჭირთა თმენასა და დიდ ნებისყოფასთან. ‘’ვის არ უნახავს პატიჟნი,ვის ვისთვის არა ბნედიან?’’. ავთანდილის აზრით,ყველაფერს ეშველება სიკვდილის გარდა,ამიტომ ტარიელის საქციელი აზრს მოკლებულად მიაჩნია.ავთანდილს კარგი არგუმენტი მოჰყავს ვარდის საფუძველზე,რასაც შემდეგნაირად ხსნის : ის რაც კარგი და ღირებულია,რთული მოსაპოვებელია.ის ოპტიმისტია და სჯერა,რომ ამქვეყნად უსასო მდგომარეობა მარადიული არ არის,ტანჯვის გარეშე ლანგრით მირთმეული ბედნიერება წარმავალია. ‘’ოდეს ტურფა გაიაფდის აღარა ღირს არცა ჩირად’’-ის თავის ფდასეულობებს დაკარგავს. ავთანდილი ფილოსოფიურ კითხვას სხვამს,რონელიც მის გაოცებას იწვევს. ‘’მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირსა უმუშაკო?’’ მას ვერ წარმოუდგენია ადამიანი,რომელმაც ჭირთა თმენის გარეშე საწადელს მიაღწია.ავთანდილის ეს შეგონებები ავთანდილისთვის სრულიად უცხოა,ის აქეთ საყვედურობს ავთანდილს: ‘’ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი,ხელი ვითა იქს ბრძნობასა,ეგ საუბარი მაშინ ხამს,თუცაღა ვიყავ გრძნობასა,ვარდი ვერარის უმზეოდ,იყოს დაიწყებს ჭნობასა,რაც ნიშნავს შემდეგს,რომ წუთისოფელში სიცოცხლის საზრის კარგავს მიჯნურთან განშორებული ტარიელი.იგი საყვედურობს ავთანდილს იმის გამო,რომ მან სიკვდილიც არ აცადა. ავთანდილის მოხერხებულობა ბევრჯერ ვნახეთ და ამ სიტუაციაშიც ეშმაკობას მიმართავს და სთხოვს ტარიელს ცხენზე შეჯდეს თითქოს იმ სურვილით,რომ ამირბარი ცხენზე ამხედრებული იხილოს. ავთანდილი საყვედურობს იმის გამო,რომ ასმათი დაივიწყა და მიატოვა გამოქვაბულში.ასევე როგორ არ გამოაცოცხლა და გონს არ მოიყვანა სამხრემ-ნესტანის სიყვარულის სიმბოლომ.

‘’სამხრე გაბია ოქროსი,ოქრო მჭედლისა დნობილი,უასაკო და უსულო არს სიყვიერ ცნობილი’’. უასაკო-მცირე ზომის ნივთი, ცნობილი-ღირებული. ავთანდილმა აუხსნა ტარიელს საკუთარი მძიმე მდგომარეობა,რომელშიც ის აღმოჩნდა არაბეთის ხელმეორედ დატოვების დროს.ამით მან მიანიშნა ტარიელს იმ მძიმე მისიაზე,რომელიც მან თავის თავზე აიღო ტარიელის დახმარების თვალსაზრისით. ტარიელს სხვა გზა არ ჰქონდა,დამორჩილდა და წაყვა. ‘’ვერ მიგია ქება მათი,ვერა ქება საქებარი’’,ავთანდილმა კი ეს შეძლო საკუთარი მჭერმეტყველებით,რაც შემდეგი აფორიზმითაა გამართლებული: ‘’გვეკსა ხვრელით ამოიყვანს,ენა ტკბილად მოუბარი’’. როგორც უკვე ვნახეთ,ავთანდილი ყველაფერს განგების ნებას მიაწერს. ‘’არ თუ იცი უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების’’,მაგრამ ის გამართლებას აქტიურ მოქმედებაში პოვებს: ‘’ბედი ცდაა,გამარჯვება,ღმერთსა უნდეს რაცა ხდების’’. ტარიელმა ავთანდილის ჭეშმარიტება აღიარა და მის შეგონებას მთელი წუთისოფლის ფასი დასდო. ‘’მოახსენა ეგრე სწავლა,ჩემთვის ყოვლად სოფლად  ღირდეს’’. გონიერსა მწვრთნელი უნდა უგუნურსა გულსა ჰგმირდეს.ტარიელი თავს აცოდებს ავთანდილს და საკუთარ მდგომარეობას იმ ჭირით ხსნის,რომელიც მიჯნურობის სახით სჭირს.

‘’შენცა გჭირიან ჭირი ჩემი არ მამართლო არ გიკვირდეს’’

ლომ-ვეფხვის დახოცვის ამბავი

ტარიელი უფრო მეტად იხსნება ავთანდილთან და საკუთა შინაგან სამყაროს  ერთბაშად თვალწინ უშვლის. მისი შინაგანი სულიერი მდგომარეობა მაშინ გამოაშკარავდება როცა ის ლომ-ვეფხვის დახოცვის ამბავს მოუთხრობს.ის უხსნის,რომ როდესაც ავთანდილს დაემშვიდობა,გაუჭირდა ,ვეღარ გაძლო მოლოდინის რეჟიმში და გამოქვაბული დატოვა,მინდორს მიაშურა.ქედზე როგორც კი გადადგა და შამბნარს მიადგა,შენიშნა ლომ-ვეფხვი.ტარიელს სიამოვნებდა მათი დანახვა,რადგან მისეულს ხედავდა. ‘’გვანდეს რათმე მოყვარულთა მათი ნახვა გამეხარნეს’’, თუმცა მათ გარეგნულ იმიჯს არღვევს მათი ქმედება,რომელიც ერთმანეთთან კონტრასტში მოდის.ტარიელი ლომს უწუნებს საქციელს და კლავს,ვეფხვში წარმოუდგება ნესტანის სახე ‘’ხმარი ვსტყორცნე გადავიჭერ ვეფხვი შევიბყარ ხელითა,მის გამო კოცნა მეწეადა ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა’’,ვეფხვი უღრენდა,აწყენდა,ვეღარ გაუძლო და ისიც მოკლა.ვეფხვი  ვერ დაამშვიდა.ამ მონაკვეთში ტარიელის ქვეცნობიერში იღვიძებს ცოდვების მონანიების ინსტიქტი და საკუთარი თავის გამართლება ვეფხვის მოკვლის ქმედებით,რაც პირობითად ნესტანის მოკვლას გულისხმობს,რის გამოც ის დაისჯება.ვეფხვის შეღრენა  ასოცირდა ნესტანთან წაკიდებად და ამბობს: ‘’მომეგონა ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე’’, ავთანდილი ამ ამბის შემდეგ სრულიად ჩაწვდა ტარიელს და შემდეგი სიტყვებით დაამშვიდა: მიჯნურის ცხოვრების წესი ფათერაკების სიმრავლე და დაბრკოლებების გადალახვაა,მაგრამ ის მაინც ოპტიმისტია და ტარიელს არწმუნებს რომ ‘’მაგრამ ბოლოდ ლხინსა მისცემს ვინცა პირველ ჭირსა დასძლევს’’


ასმათის ნახვა

ასმათთან გაემართნენ. ტარიელი უბოდიშებს მისი საქციელის გამო და ამბობს:  ‘’დიდი ლხინია ჭირთა თქმა,თუ კაცსა მოუხდებოდის’’, იმ ღამეს ერთად იყვნენ და მეორე დღეს ავთანდილმა უთხრა,რომ მზად არის და სთხოვს ფრიდონის გზა მიასწავლოს.ტარიელი აღმოსავლეთისკენ მიუთითებს და მისი ამბის მოყოლას სთხოვს თუ ფრიდონი დაინტერესდება. ფრიდონთან მიმავალი ავთანდილი წუთისოფლის საყვედურს კიდევ ერთხელ ამბობს,ის წუთისოფლის დაუნდობლობასა და უცნაურობაზე საუბრობს,თუმცა წუთისოფლისგან მიღებული ტანჯვის მიღმა,ღმერთის ოპტიმიზნი იმალება მისი მოწყალეობის სახით. ‘’ვა სოფელო რა შიგან ხარ რას გვაბრუნდებ რა ზნე გჭირსა,ყოვლი შენი მომდნობილნი,ნიადაგმცა ჩემებს ტირსა,სად წაიყვანს სადაურსა,სად აღუფხვრის სად ებრ ძირსა,მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა მისგან განაწირსა’’. ავთანდილი ექცევა კოსმიური სამყაროს ცენტრში,ის ახლა ღმერთს ემიჯვნება და ვარსკვლავებს მიმართავს,არ აშინებს ტანჯვა.

ზუალი-სატურნი

მუშთარი-იუპიტერი

ოტარიდი-ნეპტუნი

მარიხი-მარსი

ასპიროზი-ვენერა

ვარსკვლავებს იმოწმებს ავთანდილი,მათ იციან რა ცეცხლითაც ის იწვის.ავთანდილი ამბობს შემდეგ სიტყვებს: ‘’ მაგრამ თუ ჭირსა არ დათმობ,ლხინი რა დასათმობია’’-ლხინის გაუსაძლისობა არსად არ თქმულა. 70 დღე იარა სანამ ფრიდონამდე მივიდოდა.ის მენავეებს ხვდება,რომელთაც ძმებად მოიხსენიებს,ეს მეტყველებს იმაზე,რომ უცხო რანგი და სოციალური სტატუსი ვეფხისტყაოსანშ არ არის მნიშვნელოვანი.ისინი ფრიდონის სამეფოს მიასწავლიან,რომელიც თურქთა სამეფოს ესაზღვრება. ‘’ნურადინ ფრიდონ მეფეა,ამა ქვეყნისა ჩვენისა,მოყმე,მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხტომი ცხენისა’’. ისინი შეახსენებენ ავთანდილს ფრიდონის მოხერხებულობის,სიქველის და სიფიცხლის შესახებ. ავთანდილი არტისტულად შედის მულღაზანზარში.იქაურებს წრე შემოურტყავთ,ავთანდილი ორბს არღვევს და წრე ირღვევა. ‘’მით ლაშქარსა ყორბსა შუა,ორბი სირთმე გადმოფრინდა,ყმამან ცხენი შეუტია,გაამაყდა არ შეშინდა’’. ფრიდონი მისკენ გაემართა,რადგან მისმა მონებმა უკვე მოახსენებს,რომ მასთან შეხვედრას ითხოვდა ტარიელის ძმადნაფიცი. ვეფხისტყაოსნის გმირებს ახასიათებთ  ერთმანეთის ღირსების შეცნობა.ეს დეტალი ვნახეთ ტარიელისა და ავთანდილის შეხვედრის დროს. ‘’თვით უსახოდ ფრიდონს ყმადა,მოეწონა ყმასა ფრიდონ’’. ავთანდილი ფრიდონს იქ მიჰყავს,სადაც ნახა ნათება ნესტანის სახით, ოთხ მონას აყოლებს თან,ქაფს-მკლავის ჯავშანს,საბარკულს-წვივის ჯავშანს და სამოც ლიტრა წითელ ოქროს. ერთი უებრო ტაიჭიც აჩუქა თავისი უნაგირით და ერთმანეთს ტირილით გამოემშვიდობნენ.


ქარავანთან შეხვედრა

ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ როგორ იქცა ბოროტება სიკეთის საწყისად იმ დროს,როცა ავთანდილმა უცხო მოყმის ამბავი მეკობრეებისგან გაიგო,მეორე ბოროტების სუბსტანცია ახალი სიკეთის საწყისად იქცევა ავთანდილის ბაღდადელ ვაჭრებთან შეხვედრის დრო.

რომ არა მეკობრეებისგან შექმნილი პრობლემა,ავთანდილი ნესტანის კვალს ვერ მიაგნებდა. უცნაური წესები აქვთ მათ,ისინი ყვირიან და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ,თავს სახნისიანი ძელით იცავენ.ქარავნის ხელმძღვანელია უსამი,ვაჭრები ავთანდილს აცნობენ თავის პრობლემას,მათ უნახავთ ზღვის პირას უსულო ადამიანი,რომელიც მოუსულიერებიათ და მათ უცვნიათ მეკობრეების შესახებ.ავთანდილი ორ პოზიციაზე გვევლინება: პირველად დასცინის ‘’თქვენ ვაჭარნი,ჯაბანნი ხართ,ომისაცა უმეცარნი,შორს ისრითა არ დაგხოცენ,ჩაიხშენით თანა კარნი’’

ავთანდილი საკუთარ უპირატესობას უმტკიცებს და ამბობს: ‘’მარტო მნახეთ ვით შევება,ვით ვიხმარნო თავი ჩემი,მეკობრისა ნავისანი სისხლნი ნახეთ მონაღვარნი’’, მათი ირონია თანს აქ: ‘’მაღმადნი სჯულის მჭირნავი,აროდეს გვისმავ მაჭარი’’ ამ მონაკვეთში პირველად ჩანს ბატალური სცენა,რომლის ავტორიც ავთანდილია და ეს ჰგავს ტარიელის საბრძოლო მონაკვეთს: ‘’ მათ ლაშქართა გულუშიშრად ასრე ხოცდა ვითა თხასა’’, ავთანდილისგან შეშინებულები ხმას აღარ იღებდნენ. ‘’დაკოდილნი მკვდარსა შუა იმალვენ მალვენ ხმასა’’ აქ გამოჩნდა რელიგიური სენტენცია(შეგონება) ‘’შიში შეიქს სიყვარულსა’’. ეს გამოწვეული იყო ავთანდილის უპირატესობით ვაჭრებთან,მას შემდეგ რაც ავთანდილი ეხმარება ბაღდადელ ვაჭრებს და სთხოვს ჯუბაჩას-ვაჭრულ სამოსს,რომელიც გულანშაროში შესასვლელად დასჭირდება. ‘’მე სავაჭროსა ჩავიცვამ დავიწყებ ჯუბაჩაობას,თქვენ შემინახეთ ნამუსი თქვენსა და ჩემსა ძმობასა’’ ისინი ავთანდილს საჭურჭლესაც კი შესთავაზებენ,მაგრამ ავთანდილის თხოვნა მხოლოდ ჯუბაჩით შემოიფარგლა.


ავთანდილი გულანშაროში

ავთანდილმა გადაიარა ზღვა,ჯუბაჩაში გამოწყობილმა ბოლომდე გაასაიდუმლოა თავისი ვინაობა.საოცრად გამოიყურება გულანშარო,განსხვავებული სტილითა და წეს-ჩვეულებებით. ამ სახელმფოსთვის დამახასიათებელია ჰედონიზმი (სიამოვნება,გართობა) და მერკალტერიზმი(ვაჭრობა და სარგებლობის მიღება).ავთანდილი ერგება ამ სიტუაციას და პირდაპირ მიდის უსენის მებაღესთან,სადაც კითხულობს სხვადასხვა ნივთების ფასს.

‘’რა ლარია უფრო ძვირად ან იეფად ვინ იხსნების’’,

მიუხედავად  უცნაური გამოწყობისა,გარშემომყოფთათვის მისი სილამაზე შეუმჩნეველი არაა. უსენის მებაღე ფატმან ხათუნთან გასაუბრებას ურჩევს,რომელთანაც -ფატმანთან და უსენთან მოწმდება საქონელი.ზღვათა სამეფოს განაგებს მელიქ სულხავი,უსენი ვაჭართა უფროსი-ხუცესია. გულანშარო ისეთ ადგილას მდებარეობს,რომელიც გზაჯვარედინს წარმოადგენს და ყველა ძვირფასეულობა აქ ხვდება.უსენს ევალება ყველა ნივთის გადახარისხება და საუკეთესოს მელიქ სულხავისთვის გადაცემა. გულანშაროს ცხოვრების წესი ასეთია: დიდვაჭარნი სარგებლისა ამისებრა ჰპოვენ,იყიდიან გაყიდიან,მოიგებენ წააგებენ,გლახა თვე ერთ გამდიდრდების სავაჭროსა ყოვლნით კრებენ,უქონელნი წელიწადის სიმდიდრესა დაიდებენ.- ეს მიგვანიშნებს ამ სახელმწიფოს ძლიერებაზე. უსენის მებაღე ფატმანს ასე ახასიათებს: ‘’ფატმან ხათუნ სახლში არის,ნათლად კარგი შავგვრემანი,პირმსუქანი არპირმხმელი, მუტრიფთა  და მოყვარეთა მოყვარული,ღვინის მსმელი,დია ედავ სასალუქოდ დასაბურავ-ჩასაცმელი’’. ფატმან ხათუნი სრულიად განსხვავებული ქალი პერსონაჟია,ის კურტიზან ქალებს მიეკუთვნება,რომელიც ხორციელებაში ჩაფლული რუსთაველის სიყვარულის კონკრეტული მაგალითია. მუტრიფი-მომღერალი. სასალუქო-ჩასაცმელი.

უსენის მებაღე საკმაოდ გაიძვერა ადამიანია,ის დარწმუნებულია რომ ფატმანი ავთანდილით მოიხიბლება.მთელი გულანშარო ავთანდილის სილამაზის საჭვრეტად მოემზადა

‘’მათთა ცოლთა მოიძულეს ქმარნი დარჩნენ გაბასრულად’’.

ფატმანიც იხიბლება ავთანდილით და პირველ ნახვაზევე გაუმიჯნურდება.

‘’ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა,

სიყვარული მეტისმეტი მოუვიდა ცეცხლებს ყრიდა’’

ფატმან ხათუნი არ აყოვნებს და სამიჯნურო წერილს სწერს ავთანდილს, მას კი უკვირს და ამპარტავნულად ამბობს: ‘’თქვა ყვავი ვარდსა რად აქნევს,ანუ რა მისი ფერია,მაგრამ მასზედა ბულბულსა ჯერ ტკბილად არ უმღერია’’ ბოლო მეტაფორაში იგულისხმება,რომ ავთანდილი ხორციელი ვნების საიდუმლოს არ ზიარებია. იგი მზადაა დროებით გაუმიჯნურდეს . მისი პრაგმატულობა არაერთხელ ვნახეთ და აქაც გონებით მოქმედებს და ფატმანს გაუმიჯნურდება,რადგან ეს საქმის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს. ‘’უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა მით ოხერია’’

‘’ცამ სიმოკლე ბოროტისა კეთილია მისი გრძელი’’-ავთანდილმა იცის,რომ ფატმანი მისთვის შესაფერისი საშუალებაა,საწადელს მიაღწიოს,რადგან ის იმ ქვეყნის წარმომადგენელია,სადაც ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ხვდება და მას უთუოდ ბევრი რამ ეცოდინება ‘’ბინდისგვარია სოფელი ესე თურ ამად ბინდდება,კოკასა შიგან რაცა სდგას იგივე წარმოდინდება’’-ეს მეტაფორა მოემართება გულანშაროს მისი ცხოვრების სტილით.აქ ბევრი სიბნელე და საიდუმლოა და სწორედ ამაში მდგომარეობს მისი აზრიც.


* * *

ავთანდილი მზადაა ფატმანთან შესახვედრად,თუმცა ფატმანს არ სურს,რადგან იმ საღამოს საფრთხე იქნება მათი მიჯნურობის გამხელის. ზღვის პირად იდგა წითელ-მწვანე ქვით ნაშენი სასახლე,რომელიც უამრავი სამშვენისით იყო მორთული.მათ არშიყობის დროს ჭაშნაგირი-ფატმანის ყოფილი საყვარელი შეუსწრებს და დაემუქრება ფატმანს შვილებთან დასმენით. ფატმანი ჭაშნაგირის მოკვლას და ბეჭდიანი თითის მოტანას ავალებს ავთანდილს. თან მონას გააყოლებს,მიასწავლის ჭაშნაგირის მდებარეობას და ორ მონასთან მყოფ ჭაშნაგირს საოცარი სისასტიკით კლავს.თავებს ერთმანეთ შემოანარცხებს,ეს პასაჟი ხვარაზმშას ძის მოკვლის ეპიზოდს გავს,თუ ძის მოკვლა ნესტანის და ტარიელის ტრაგედიად იქცა,ჭაშნაგირის მოკვლით მათი ტრაგედია სრულდება’’. ‘’თავი თავსა შეუტაკა,გაურივა ტვინი თმასა’’ ავთანდილი ომპერატივშესრულებული ბრუნდება ფატმანთან ბეჭდიანი თითით.


ფატმანისგან ნესტან-დარეჯნის ამბის მბობა

გულანშაროში ნავროზობის დღესასწაული იყო-ახალი წელი. სავაჭრო ქალაქი ტრადიციულ წესს არღვევდა ‘’არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი,არცა ვინ წავად გზობასა’’, 10 დღე გრძელდებოდა. უსენი,როგორც დიდვაჭარი ხელმძღვანელობდა და უძღვებოდა ვაჭრებს მეფის სასახლეში,ფატმანი-ვაჭართა ცოლებთან იყო.

‘’ქმარი ჩემი დიდვაჭართა წაუძღვების უსენ წინა,მათთ ცოლთა მე წავასხამ,მაწვეველი არად მინდა’’, ილხენდნენ და ზეიმობდნენ,საუკეთესო არმაღანად (საჩუქრად) უძღვნიდნენ მეფეს და ყველა ხარობდა. ‘’ბაღსა შინა გავიყვანე ხათუნები’’-სმის შემდეგ ფატმანმა მოიწყინა,გულს სევდა შემოაწვა,რაც იმაზე მიგვანიშნებს,რომ გულანშაროს ჰედონისტური ცხოვრების მიღმა ადამიანური სევდაც იმალება. ‘’ხათუნები გამეფანტნენ’’-ამბობს ფატმანი,შეატყვეს მოწყენილობა. დარიჯაგს-სარკმელს მიადგა და მის თვალწინ საოცარი სანახაობა გადაიშალა: ის ზღვას გაჰყურებდა  და შემთხვევითი არ არის მისი შორეული მზერა,რაც შესაძლებელია რეალობისგან გაქცევის სურვილით იყოს გამოწვეული და ხედავს ზანგებს,რომელთაც  ნავიდან კიდობანი გადმოაქვთ,რომელშიც ულამაზესი ქალია. ‘’მით ნავი დაღმა მათ რომე გარდმოსვევ კიდობანია,ახადეს ქალი გარდმოხდა უცხოთა რამე ტანითა,თავთა რიდითა ტანითა მზესა სიტურფით ეყოფის,იყო მისითა გვანითა’’

ფატმანი მრავალწახნაგოვანი პერსონაჟია, გარდა ამისა,რომ იგი კეთილგანწყობილია,იგი სასტიკი და მრისხანეა,ეს ვნახეთ,როცა მძიმე იმპერატივს აძლევს ავთანდილს.

შემდეგ ოთხ მონას იხმობს და ავალებს ნესტანის მოყვანას მოსყიდვის სანაცვლოდ,იგი ამჩნევს,რომ ზანგები წინააღმდეგობას უწევენ და მონებს მათ მოკვლას უბრძანებს. ნესტანი ამ გზით აღმოჩნდება ფატმანის ხელში. ფატმანმა იცის თავისი ქმრის სუსტი და მერყევი ხასიათის შესახებ და ცდილობს შენიღბოს ნესტანის ადგილსამყოფელი. სტავრას შემოავლებს იმ ოთახს,რომ ნესტანის სილამაზემ არ გამოანათოს. საოცრად გამოიყურება ნესტანი,ფატმანი იგონებს მის მძიმე მდგომარეობას და ამბობს: ‘’შინა შევედი ცრემსა მას ედგას ოდენ გუბები’’. ნესტანის ტირილის ამბავი ვერ გაიგო. ნესტანმა უპასუხა: ‘’შენ ჩემთვის დედაო,ხარ უმჯობესი დედისა,რას აქნევ ჩემსა ამბავსა,ზღაპარი არის ყბედისა’’ ეს მეტყველებს იმაზე,რომ ნესტანი საკუთარ თავში ჩაკეტილი პიროვნებაა,აქ ჩანს მისი ეგოცენტრიზმი და საკუთარ თავში ჩაკეტილობით არ ცნობს თანაზიარობას,ის ბევრად უფრო ფრთხილი და თავშეკავებულია.გარდა ნესტანის გამო გაკვირვებისა,ფატმანი ყაბაჩამ და რიდემ გააოცა. ‘’სხვა გიამბო საკვირველი ყაბაჩის და მაგ რიდისა,ვარ მნახავი ყოვლისაებრ იცხოსა და მდიდარისა,მაგრამ მისი არა ვიცი რაგვარ იყო ქმნილი მისა სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა’’. ფატმანმა ბოლომდე ვერ შეინარჩუნა საიდუმლო,რადგან მას შიში ჰქონდა იმ საიდუმლოს გამო,რომელიც ერთ დღეს უსენს მოახსენა.სთხოვა, რომ მას ფიცი დაედო მის წინაშე ამბის გაუთქმელობისა.რა თქმა უნდა უსენი დათანხმდა და როცა აჩვენა ნესტანი გაოცდა მისი სილამაზით. ერთ დღეს,უსენი მეფესთან ნადიმობაზე აპირებდა მისვლას,ფატმანი შიშმა შეიბყრო,რომ უსენი დათვრებოდა და საიდუმლოს გათქვამდა ‘’აწ ნახო მთვრალი ვაჭარი,ცქაფი,უსმელი,ცმობელი (დამსმენელი)’’. მთვრალმა უსენმა საიდუმლო გაამხილა.ზღვათა სამეფოს მეფე მელიქ სულხავია,რომელი აღიარებს უსენს მისი საოცარი ძვენის გამო,ამით იგი გათამამებული იყო, უსენი ეუბნება,რომ მისთვის საუკეთესო საჩუქარი აქვს უფლისწულისთვის ულამაზესი საპატარძლოს სახით. 60 მონა მონათა უხუცესთან ერთად ფატმანს მიადგება და  ნესტანის წაყვანის ამბავს განუცხადებენ. ფატმანი ძვირფას სარტყელს ჩუქნის,რომლის თითო მარგალიტი ერთი ქალაქის ფასი იყო.აქ ჩანს მისი შორსმჭვრეტელობა,რადგან იცის,რომ ეს განძი ნესტანს თავის დაღწევაში დაეხმარება.

‘’მან მითხრა დაო ნუ გიკვირს ესე რაზომცა ძნელია,ბედი უბედო ჩემზედა მიწყივს ავისა მქმნელია,კარგი რა მჭირდეს გიკვირდეს,ავი რა საკვირველია,სხვადასხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია,ძნელია’’. ნესტან დარეჯანს მელიქ სულხავის სასახლეში 9 ხადუმი დაუყენეს,უფლისწული წასული იყო. მელიქმა საოცარი ტახტი მოუმხადა,თავს კი ლალისთვლიანი გვირგვინი დაადგა.ნესტანი აქაც გაუთავებლად ტიროდა. ერთადერთი,გულანშაროში ვინც მიხვდა და ეჭვი აიღო ნესტანის მდგომარეობის რეალურ საბაბზე,იყო მელიქ სულხავი,რომელიც ფიქრობდა,რომ ან ზედმეტად ბრძენი იყო ან მიჯნური. ჩვენ ვხედავთ რომ ზღვათა სამეფოს მეფის  და ფარსადანის პიროვნებები უგულვებულყოფილნი არიან და მათთვის თანაგრძნობა არ არსებობს.

ნესტანი საკუთარი თვალ-მარგალიტით ცდილობს ხადუმების მოსყიდვას,ის მცველებს ეუბნება,რომ ის მაინც თავს მოიკლავს რის გამოც მეფე აუცილებლად დასჯის,ამიტომ ურჩევს მარგალიტი აიღონ და გაუშვან. მონებს სიხარბემ სძლიათ და დათანხმდნენ. ამ ეპიზოდში ნესტანი სრულიად განსხვავებულია ტარიელისგან,ის ემსგავსება წუთისოფელთან გამოუკიდებლობაში ავთანდილს და ამბობს: ‘’სადაური სად მოვსულვარ,ვისთვის მოველ ვისი ხელი’’, იგი საკუთარ თავს აქტიურობისკენ მოუწოდებს ‘’ვეცადო რას,ნუთუ ღმერთმან მომარიოს მასა მტერსა’’

‘’დარჩა მთვარე გველისაგან გავსებული’’-ნესტანი ახერხებს თავის დაღწევას.

‘’მართლად თქმულა არა მართებს ყვავსა ვარდი,ვირსა რქანი’’-უსენმა მაინც დაუშვა შეცდომა.ფატმანი აღსარებას წარმოთქვამს ავთანდილთან თუ რამ მიიყვანა ის კურტიზან ქალამდე და მიმართავს საკუთარ ქმარს: ‘’მით არ მჯერვარ ქმარსა ჩემსა მჭლე არის და თვალად ნასი’’ ამიტომ ყავდა საყვარლად ჭაშნაგირი,სხვა გზა არ ჰქონდა,უნდა მოეკვლევინებინა მისთვის და იძულებული იყო ეს იმპერატივი მიეცა. ავთანდილი ამბობს: ‘’მოყვარე მტერი ყოვლისა მტერსაგან უფრო მტერია’’.

ფატმანი მიუხედავად იმისა,რომ სისასტიკეს ჩადის მისი მოკვლით,ის მაინც შურისმაძიებელი ქალია,რადგან ავთანდილთან საუბრისას ამბობს,რომ ჭაშნაგირის სისხლის თასით შესმა უნდა, ეს კი შურისმაძიებელი ქალის ქადილია.


ნესტანის ქაჯთაგან შებყრობის ამბავი


ნესტანისა და ავთანდილის პოზიცია ერთმანეთს არა მხოლოდ იმაში დაემთხვა,რომ სამშობლოსგან მოშორებული ყარიბად-უსამშობლოდ უწევთ ყოფნა,არამედ საწუთროსთან დამოკიდებულებაში ‘’ვა საწუთროო სიცრუით თავის სატანა სადარე,შენი ვერავინ ვინა სცნას,შენი სიმუხთლე სადარე’’

მიუხედავად იმ მძიმე მდგომარეობისა,რომელშიც აღმოჩნდა ნესტანი და ავთანდილი,ნათელი წერტილის ძიებით ორივე დაკავებულია. ნესტანის დამკარგავ ფატმანს საკუთარი ოჯახი და შვილებიც კი სძულს და შურისძიების გრძნობა ეუფლება უსენის-როგორც ფიცის გამტეხი ადამიანის მიმართ. უგულო და დარდიანი ფატმანი ერთ დღეს დარიჯაგთან(ფანჯარასთან) მიდის სადაც ხედავს ერთმანეთთან მოსაუბრე სამ მონას,რომლებიც ჩანდნენ რომ მგზავრები იყვნენ და ერთერთის საუბარს მოკრა ყური,რომ ქაჯთა სამეფოდან იყო,მათ სამეფოს მეფის გარდაცვალების შემდეგ მართავს მეფის და დულარდუხტი ‘’ მოგვიკვდა შემწე ქვრივისა შემწყნარებელი ობლისა’’ და დულარდუხტს მოუწია ობლების- როსანისა და როდიას გაზრდა. ის ყვება,რომ დულარდუხტს გარდასცვლია და და დასატირებლად წასულა. როშაქი განრიდებია დულარდუხტის წუხილს და ველად გაჭრილა. ისინი (როშაქი და მხლებლები) მინდვრად გადაეყარნენ საოცარ ნათებას,რომელიც უნაურად გამოიყურებოდა და საუბრისგან თავს იკავებდა. ნესტანი მათ კითხვაზე-ვინ არის,პასუხობს რომ ქაჯეთს მიმავალი გულანშაროელი მოციქულია. როშაქის ამალა მიხვდა,რომ ის ცრუობს და შეატყობენ რომ ქალია. ნესტანს განუწყვეტლად სდიოდა ცრემლი ‘’რა საბრალოა გავსილი,მთვარე ჩანთქმული გველისა’’ როშაქის ამალა შეიბყრობს ნესტანს და ქაჯეთის ციხეში წაიყვანენ. დულარდუხტი ქაჯეთის ციხეში არ იმყოფება. გადაწყვეტენ,რომ ნესტანი როსანს შერთონ. ქაჯები შემდეგნაირად გამოიყურებიან: ისინი არიან გრძნეულები,მათ შეუძლიათ სასწაულების მოხდენა (ფრენა,წყალზე გავლა),ამ ნიშნის გამო მათ უხორცოებს უწოდებენ,მაგრამ რეალურად ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან.მათ აქვთ ქაჯეთის ციხე,სადაც გვირაბით შედიან და ის წარმოადგენს ასაძვრომ ხვრელს.

‘’ქაჯნი სახელად მათ ქვიან,არიან ერთად რებულნი,კაცნი გრძნებისა მცოდნენი,ზედა გახელოვნებულნი,მათნი შემბმელნი წამოვლენ განწბილებულნი’’

ამ საინტერესო ამბავს იგებს ფატმანი,იხმობს თავის ორ მონა ზანგს და ნესტანთან აგზავნის.


წერილი ნესტანთან


ფატმანი წერილით აცნობებს ნესტანს,რომ მასთან არის ტარიელის ძმადნაფიცი ავთანდილი, ნესტანის საპასუხო წერილში ის კვლავ იმეორებს ფატმანის შესახებ,რომ მას დედად აღიარებს. ის მადლობას უხდის იმ ორი ზანგის გამო,რომელთაც ეს ამბავი უთხრეს. ტაირელის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა ‘’უმისოდ ჩემი სიცოცხლე ვა მე რა დიდი ძნელია’’ აზრი არ აქვს მისთვის ბრძოლას,რადგან ქაჯები დაუმარცებლები არიან-ამბობს ნესტანი


ნესტანის წერილი ტარიელთან


ნესტანი საკმაოდ წინდახედული და გონიერი მიჯნურია.ის საოცრად იქცევა და თავგანწირვის დიდ უნარს გვიჩვენებს ქაჯეთის ციხეში გამომწყვდეული. ის მთელ თავის ემოციას იმ უსტარს უზიარებს,რომლის ადრესატი ტარიელია. ‘’ მე გული ჩემი ქაღალდსა გულსავე ჩემსა ვაწევი,გულო შავგულო დაბმულხარ,ნუ აეხსნები აწ ები. ამ სიტყვებში არის ნესტანის შინაგანი გამხნევება. ამ წერილში მისი ავტოპორტრეტია,რომელიც მისი ცხოვრების ერთგვარი შეჯამებაა,ის ხაზს უსვავს წუთისოფლის დაუნდობლობას და სისასტიკეს.ამ შემთხვევაში მისი და ტარიელის მოსაზრება ემთხვევა ბრძენ კაცთა აღიარებისას:

‘’ხედავცა ჩემო სოფელი რათა საქმეთა ქმნელია,რაზომცა ნათობს სინათლე,ჩემთვის ეგრეცა ბნელია,ბრძენნი იცნობენ სწუნობენ მით მათგან საწუნელია’’

პარალელი ტარიელის ნათქვამთან ‘’ვაქებს ჭკვასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან’’

ნესტანი უხსნის ტარიელს,თუ როგორ ავბედითად  მოექცა მათ სოფელი. ის წუთისოფლის დამსახურებად მიიჩნევს მათ განშორებას. ნესტანი უმხელს ტარიელს იმის შესახებ,რომ ვერც კი წარმოუდგენია რომ ის ცოცხალი იყო,რის გამოც მას საკუთარი სიცოცხლისთვის უკვე წერტილი დაესვა.ნესტანისთვის სიცოცხლის საზრისი მხოლოდ ტარიელია და ფიქრი იმაზე,რომ ცოცხალი არააა საზრისსაც იქვე კლავს. ის იფიცება და ამბობს: ‘’შენნამ მზემან აქამანდის  ცოცხალიმცა არ მეგონე’’

ტარიელის ამბის გაგება ნესტანს მადლიერების გრძნობას უჩენს და უფალს ადიდებს ‘’აწ რა მესმა შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე,ჩემი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა შევამონე’’ აქ ჩანს მისი დიდი იმედი,რომელიც ტარიელის სიცოცხლითაა ნასულდგმულევი,რის ფონზეც ნესტანს საკუთარი ჭირი არაფრად მიაჩნია,მისთვის მხოლოდ ერთი ამბავი ‘’ტარიელი ცოცხალია’’ იქნება მისი სიცოცხლის წყარო, ისუხნის როგორ მოხვდა გრძნეულთა ხელში და ასევე ჩივის კვლავ წუთისოფლის სისასტიკეზე რომ ჭირი არ დააკლო. ‘’აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირთა მომისართა’’ და კვლავ ‘’ბედმან გვიყო ყველა კაი ჩემო რაცა დაგვემართა’’. ნესტანი უხსნის იმ ადგილს სადაც გამომწყვდეულია. ‘’ციხე ვზი ეზო მაღალსა თვალნი ძლივს გადასწვდებიან,გზა გვირაბითა შემოვა,მცველნი მუნ ზედა დგებიან,დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,მათთა შემბმელთა დაჰხოცენ მართ ცეცხლად მოედებიან’’ 10 000 ქაჯი იცავს მთლიანად ციხეს,ნესტანი უხსნის,რომ ისინი არ გვანან სხვა მებრძოლებს და სთხოვს ტარიელს  რომ მის დახსნას თავი დაანებოს,რადგან მისი სიკვდილი უარესი ტრაგედია იქნება ‘’შენ მკვდარსა გნახავ დავიწვი ვითა აბედი კვესითა’’ ტარიელს მოუწოდებს რომ ჭმუნვას თავი დაანებოს და ერთი წუთითაც არ იფიქროს რომ ნესტანი ვინმეს ხვდება წილად

‘’ჩემი ხვდა სხვათა წილადო იგი ალვითა ტანითა,არა სიცოცხლე უშენოდ ვარ აქამდისცა ნანითა’’ სიცოცხლე გამწარებული მაქვს და სინანულად მქცევია. ის ჰპირდება რომ თავს მოიკლავს და არავის წილი არ გახდება.

‘’ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ ან დანას ვიცებ გულითა’’

‘’შენმან მზემად უშენოსა არვინ მიხვდეს მთვარე შენი’’

ის ტარიელს სთხოვს რომ იქნებ ღმერთს შეევედროს წუთისოფლის ტანჯვისგან დახსნას ‘’მომცეს ფრთანი და ავფრინდე,მივხვდე მას ჩემსა ნდობასა’’ და ამქვეყნიური პატიჟი დაასრულოს

‘’მზე უშენოდ ვერ იქმნების რადგან შენ ხარ მისი წილი,განაღამცა მასვე ახელ,მისი ეტლი არცუ წბილი’’ ეტლში იგულისხმება მზესთან ორგანულად დაკავშირებული ლომი. მზეში იგულისხმება ნესტანი

ეს მისი წარმოსახვითი მომავალია ‘’მუნა გნახო მანდვე ვსახო განმინათლო გულსა ჩრდილი’’

მისი იმედი სასუფეველს უკავშირდება,რომ უკეთესი იქნება გაარმებულ სიცოცხლეზე.

ნესტანი აქაც პატრიოტად რჩება და მას არ ავიწყდება ქვეყანაზე ზრუნვა.აქაც იმპერატივს იძლევა და ტარიელს სთხოვს გამშობლო გაჭირვებისგან იხსნას ‘’წადი ინდოეთს მიმართე არგე რა ჩემსა მშოვლებსა’’

ბოლოს ამბობს: ‘’რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა კმა საჩივარად,შენთვის მოკვკდები გავხდები ყორანსა დასაყივარად,ვირე ცოცხალ ხარ მეყოფის…. ნიშნად იმისა,რომ ცოცხალია რიდეს წააჭრის ნაწილს და გაატანს წერილთან ერთად ‘’ აჰა ინიშნე ნიშანი შენისა რიდისა’’

კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ ტრაგიკულ ცხოვრებას ‘’რისხვით მობრუნდა ბორბალი,ჩვენზედა ცისა რისხვისა’’

ავთანდილის დაბრუნება გულანშაროში

ავთანდილი მოიჩქარის ტარიელთან მას აქვს ცოცხალი ნივთმტკიცება-წერილი და რიდის ნაწილი რომელიც უტყუარს ფახდის იმ ამბავს,რომელიც ავთანდილმა უნდა აცნობოს. ტარიელთან რომ დაუმტკიცოს ნესტან დარეჯანის არსებობა და სანუკვარი ამბავი აცნობოს.მათ შეხვედრას პოეტი ასე გადმოგვცემს : “მიწურვილ იყო ზაფხული ქვეყნად ამოსვლად მწვანისა ვარდისფუცვლობის ნიშანი დრო მათის პაემანისა”.აქ შემთხვევითი არაა სარატანის-კირჩხიბის ხსენება რომლის თანავარსკვლავედშიც მზე დაივანებს რაც სიმბოლურია  შევიცნოთ მომავალში სასიკეთო ცვლილების შესახებ.ავთანდილი მიდის ტარიელთან რომელიც ველზე იმყოფება,მას ლომი მოუკლავს და მისი ხმალი სისხლმოცხებულია.შამბის პირს იდგა ტარიელი ქვეითად ცხენის გარეშე.ამ მონაკვეთში ჩანს ტარიელის მოყვრისადმი საოცარი სიყვარული.მას სასწაულად უხარია ავთანდილის დაბრუნება და მისი სიხარულის საბაბად მისი დაბრუნებაც კი საკმარისია.ეს ის შემთხვევაა როცა ავთანდილის რაციოს სჯაბნის ირაციონალიზმი რაც იმ ემოციითა გამოწვეული,ძმადნაფიცს სასწრაფოდ ახაროს ნესტანის ამბავი.აქ ავთანდილი კარგავს მოთმინების უნარს.ის ვერ აანალიზებს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ტარიელისთვის ასეთი მოულოდნელი ამბის ცნობებას.ავთანდილი უჩვენებს წერილს თავისი რიდით რის შემდეგაც ტარიელი კარგავს ცნობიერებას და აგონიაში ვარდება.ავთანდილი ხვდება,რომ შეცდომა დაუშვა,ის კვლავ ჩვეულ სიტუაციაში აღმოჩნდება ცდილობს ტარიელის გონს მოყვანას,იქვე ნახავს მოკლულ ლომს და მის სისხლს დააბკურებს. ამ მონაკვეთში თანდათან იკვეთება აზრი რომ ბოროტება მოკლეა,ყოველი საქმე მოკლეა მით ოხერია და ამას ამტკიცებს ის სასიკეთო ცვლილება რომლის ინიციატორიც ავთანდილია.ავთანდილი მათ ცხოვრებისეულ ფერისცვალებას ასე გადმოგვცემს “მზე მოგვიახლა უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია,ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია”.გარდა პრობლემების თანაზიარობით გადაწყვეტისა,სიხარულიც საზიარო და საყოველთაოა.ტარიელი და ავთანდილი მიდიან ასმათთან რომ აცნობონ ეს ამბავი.ასმათმაც განიცადა ამ ამბით მიღებული სიხარული და დაუყოვნებლივ გაემართნენ ფრიდონთან.ტარიელი ერთ საიდუმლოს უმხელს,მან დევები როცა დახოცა აღმოაჩინა რომ მათ გამოქვაბული ჰქონდათ,სადაც ეჭვი აქვს,რომ ძვირფასეულობა იყო.გახსნეს და მთელი მოკაზმულობა რომელიც ასე სჭირდებოდათ აღმოაჩინრს აბჯარ იარაღით და საბარგულით.ასმათი ფრიდონის სამეფოში დატოვეს და თავად ქაჯეთის ციხისკენ გაემართნენ.აქაც გამოჩნდა პრაგმატიზმისა და მოხერხებულობის აუცილებლობა რაც ძალთა არათანაბარობით იყო გამოწვეული. ასი ათასსა აჯობებს თუ გამორჩევით ქმნელია.ფრიდონისთვის ბავშობაში ჯამბაზობა უსწავლებიათ და ის სთავაზობს რომ საბელი იქნება კარგი საშუალება ციხეში შეაღწიონ.ის წარმოაჩენს საკუთარ თავს თუ როგორ კარგად შეუძლია საბელზე სვლა და ამ ხერხით შეძლებს ნესტანის გათავისუფლებას.ავთანდილს სჩვევია ტრანსფორმირება,ვაჭრულ ჯუბაჩაში გამოწყობილმა ვნახეთ როგორ მიაღწია საწადელს და ახლაც ვაჭრული სამოსით ცდილობს ქაჯეთში შეღწევას.ის დააჯერებს რომ მგზავრია რადგან იცის რომ ქაჯები მგზავრებს არ ერჩიან,ის ასევე ურჩევს მათ რომ სამივეს ერთად შესვლა მომგებიანი არ იქნება და სჯობს რომ ისინი კართან დაელოდნენ და ის კი გახსნის კლიტეს და შეაღწევენ.

ტარიელის თათბირი

“ტარიელ უთხრა:მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა,თქვენსა ძალგულსა ორივე ჰგავს თათბირობა პირობა” თუმცა ტარიელს არ მოსწონს ის რომ მას უმოქმედოდ ყოფნას სთავაზობენ რადგან მან იცის რომ მიჯნურს მიჯნურის წინაშე მართებს საგმირო საქმეების ჩვენება და მისი უმოქმედოდ ყოფნა მისთვის სირცხვილის ტოლფასია.”ხმა ესმას ჩემსა ხელმქმნელსა ზედა გადმოდგეს მზევითა თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი უომრად მნახოს მევითა?”.

მაგა თათბირსა ესე სჯობს ვქნათ ჩემი მონახსენები.გავიყოთ კაცი 100-100 რა ღამე ჩნდეს ნათენები და სამივემ ცალცალკე მხრით შევუტიოთ “სამთავე სამგნით მკვმართოთ დავსხლიტოთ ჩვენი ცხენები”.ტარიელი დარწმუნებულია რომ ქაჯებს ეცოტავებათ მაგრამ მათი სისწრაფე იქნება მნიშვნელოვანი ნესტანის დასახსნელად

“ფიცხლა შევებნეთ შევსჯარნეთ,ვერ მოგვასწრებენ კარებსა,სამთაგან ერთი შევუვალთ სხვა გარეთ სცემდეს კარებსა,მან ერთმან შიგნით შიგანი მივცეთ სისხლისა ღვარებსა”.ფრიდონს და ავთანდილს მოეწონათ,აქ საინტერესოა არა მარტო გმირთა სისწრაფე და სიძლიერე,არამედ ღმერთის მოწყალება და ზეციური დასთა დასის მფარველობა.მათ სამთა შვიდთა მნათობი ჰფარვენ ნათლისა სვეტისა.შვიდთა-პლანეტები. “თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე მიუწვდომია,ღირსებებით არიან დაჯილდოვებული,მაგრამ ტარიელის ძალასთან ვერ მივლენ “ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომია”.

სამივემ სამად გაიყვეს თითო კარები.300მეომარი ახლდათ თან.გაჩაღებული ბრძოლა იყო გამთენიისას,მთელი ღამე კი სიფრთხილეში გაატარეს.ქაჯეთის ციხე დაკავშირებულია ბოროტებასთან.”მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო ღვთისა რისხვა.კრონოს წყრომით შემხედველმა მოიშორვა სიტკბო მზისა”.ამ უბედურებას წერტილი უნდა დასმოდა რაც ღვთის ძალით იყო.კრონო-სატურნი ბოროტების სიმბოლოა მზია სიტკბოებამ დაჩრდილა.აიღეს ქაჯეთის ციხე,განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა ტარიელი რომელიც ხაფად წაეკიდა იქაურობას,10000ნობათი-ციხის მცველი დახოცეს,შესასვლელი გვირაბი თავისუფალი იყო.”ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა” გველი აქაც ბოროტების სიმბოლოა.საინტერესოა რატომ მოექცნენ ასე დაუნდობლად ქაჯებს სამივე გმირი,მიუხედავათ მათი კეთილი ბუნებისა.აქ რა თქმა უნდა სხვა სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ეპიზოდს.ღვთის წყრომა და სამი გმირის სისასტიკე განპირობებულია ბოროტების დამხობითა და დაქცევით : “ცან სიმოკლე ბოროტისა,კეთილია მისი გრძელი”. თქვეს ფატმან ვნახოთ მუქაფა გვაქვს მისი გარდუხდელია. 7 სამეფოს განკარგავენ ნესტანი და ტარიელი და 1 სამეფოს ასმათს გადასცემენ.