იოანე 1:5 "ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი."
გალაკტიონ ტაბიძე - გაგონდება თუ არა ..
გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები, მთების ლურჯი კამარა - უცხო სამოთხეები? კიდევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვალები? თუ დრომ გადაუარა და ჩაუქრო ალები? მივდიოდით მხარდამხარ და დრო გვეუარესა, აწ არ ვიცი სადა ხარ და რომელსა მხარესა.