დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი) 1957 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1962 წელს.

აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში, უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში; 1962-1975წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; მონაწილეობდა 30-მდე ქვის ხანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში; 1975-1985წწ. ჟურნალ "მნათობის" პროზის განყოფილების გამგე; მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში; 1985 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მთავარი რედაქტორი. მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში" 1961 წელს; 1966 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი "მთის გადაღმა". სცენარის ავტორია ფილმების: "გამსვლელი პაიკი"(1970), "ბალადა მომღერალზე"(ანიმაციური, 1987), "ბესამე"(1989), "ჰავაური ვალსი"(1990); გადაღებულია ფილმში: "ახალი წელი"(1982). თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი.

წყარო: burusi.wordpress.com; buki.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.66


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

    საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
    საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

    2020 - თბილისის საპატიო მოქალაქე
    2013 - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო)
    დიდი წვლილისა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისთვის
    2010 - ლიტერატურული პრემია "საბა", ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
    1997 - ღირსების ორდენი
    ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
    საქართველოს სახელმწიფო პრემია