იოანე 1:5 "ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი."
გალაკტიონ ტაბიძე - გაიცქირება მომავლისაკენ
ის დაფიქრებით და დაჟინებით გაიცქირება მომავლისაკენ; ვერც დამუქრებით, ვერც დაშინებით ვერ გაიტაცეს ფიქრი მისაგან. უფრო ძლიერად და უარესად სურს გაარღვიოს თვალით ბინდები, სად დარაზმულად და საკმარისად ერთგული უცდის მას რაინდები.