დღეს მოვსხლეტთ ცრემლებს და ჩვენი თვალები უკანასკნელად გააცილებენ შენს კუბოს...

მერე... მე გავყვები შენს სიმღერებს და შენივე სევდით დავაგვირგვინებ ჩემს გრძნობებს...

მე ჩავიკეტები შენი სევდის სენაკში და დიდხანს, დიდხანს ვიგლოვებ საქართველოს ჩაჩქან-გვირგვინებს.

ქარი წაიღებს ჩემს ფიქრებს და ღრუბლებად გაშლის ღამიან კოლხიდაში.

...იტირე, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჰრეკს ზარები შუაღამისა, ცისკრად კი მოგევლინეთ შენნი რჩეულნი და ამომავალ მზის სხივებით მოგიქსოვთ დიდების დროშას.

იტირე! დღეს შენი სალამური გადატყდა და მისი ცრემლებიც დაე, შენს შავ წამწამებზე ჩამოგორდეს.


1916 წ.