მე მშობლიური ღამე ვიცანი,ვისმენ ბინდების მკვნესარე ზუზუნს,ცაა ფირუზის თლილი ფიცარი,დნება ვარსკვლავი - თამარის ძუძუ... ცვივა ტყეებზე ოქროს მანანა,ციცნათელები არხევენ არაგვს...და ორი ტურა, ქილილ-დამანა,სოროში ჯერით ამბობენ არაკს.1926 წ.
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookies-ის გამოყენების უფლებას.