ტოროლასავით შეფრინდი გულში,შიგ შეიყოლე ცისკრის ციალი,მისთვის დილაა მუდამ ჩემს გულშიდა ჩემს ლექსებში - ვერცხლის წკრიალი. განთიადის ფრთით შეიჭერ გულშიდა გარეთ დილა რაღად ვეძიო?ტოროლასავით დაჰქროლავ გულში,რომ სულს წამითაც არ მიეძინოს...1936 წ.
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookies-ის გამოყენების უფლებას.