მოგეფერები, მოგიალერსებ, ჩაგიკრავ გულში,
ვიგრძნობ შენს სუნთქვას, სიახლოვით შენით დავტკბები,
დავხუჭავ თვალებს, არ შევხედავ წამებს და წუთებს,
გაჩირაღდნდება შენით სულის მშელი ლამპრები.
მოგეფერები, წამწამებზე ცრემლებს მოგწყვიტავ,
როგორ გიხდება, რომ იცოდე, ღიმილი უფრო,
შენი ღიმილი... წუთიერად მაშორებს მიწას,
შენი თვალები მუდამ აფრქვევს ნათებას უქრობს.
მოგეფერები, არ გაგიშვებ, ვერც გამექცევი,
ჰაეროვნებას შენს თმებისას ვეამბორები,
შენს მოკრძალებას, ავდგები და კოცნით დავამსხვრევ,
მომიახლოვდი, მოდი ჩემო, ნუ გეშორები!

 

27.04.2007