ამბობენ, როცა წვიმს, ტირისო ბუნება,
ნისლი კი ყოფილა სევდა და ფიქრი,
დღეს რად შემეცვალა, ვერ გეტყვი, გუნება,
ან რად დავინისლე, ვერაფრით ვიტყვი.
იქნებ მონატრება იზრდება ძალიან,
ჩუმად რომ ჩასახლდა სიღრმეში სულის,
იქნებ გულმა გრძნობის სასმისი დალია
და მან მიმაჩვია სულ მიდამ დუმილს.
არ ვიცი, რას მექცა გული მთელ არსებად,
ან რატომ მიღიმის ამ ლით ცისკარი.
თუკი სიყვარული ფიქრებად მაქცევდა,
არ მეგონა და რა მჭირს, გთხოვ, მითხარი!
26.04.2007