იცი? მე წუხელ სიზმრად ვნახე შენი ხატება,
შენი თვალები, გაბუტული ეგ შენი ბაგე,
ნეტავ იცოდე, მე უშენოდ რა მემართება,
გრძნობის ვარ ცეცხლში გახვეული, ცეცხლია ცამდე.
ყვავილთ გვირგვინი გიმშვენებდა წაბლისფერ მაგ თმებს
და უწმინდესი თეთრი კაბა გემოსა ქალწულს,
შენზე ოცნებას და სიყვარულს თავს ვეღარ ვართმევ,
ჩუმად გაჩუქებ მოფერებას და კოცნას მალულს.
დაფარფატებდი ვით პეპელა ყვავილთა ზედა
და სიხარული დაჰფენოდა შენს სათნო სახეს,
იცი, პაწიავ, მე გიპოვნე მინდორში ბედად,
მაგრამ ვაი, რომ ყველაფერი სიზმარში ვნახე...

 

26.04.2007