ვარსკვლავებს ვითვლი ჩუმად,
ყოფილან უთვალავი,
მე მესმის შენი სუნთქვა,
ვგრძნობ, ვით დახუჭე თვალი.
გხედავ ოცნება ქცეულს
და მოგეახლო, მინდა,
ვარსკვლავს გაჩუქებ რჩეულს,
ვარსკვლავს, მოწყვეტილს ციდან.
გიახლოვდები თითქოს,
გზა კი გრძელდება უფრო,
ვშიშობ, არ გაგაღიძო,
მძინარს მსურს გესაუბრო.
წამწამებს არხევ, ვხედავ
შენი წარბების ჩრდილში,
ნუ აღელდები, ვბედავ
გითხრა: რად გინდა შიში?
კვალი გატყვია ფიქრის,
არ გჯერა ჩემი სიტყვის?
შენთან მოსვლამე იცი?
წამებს, ნაბიჯებს ვითვლი.
ოცნებებს სხვას ვერ მივგვრი,
უშენოდ მზეც თავს იკლავს,
რატომ დაბნელდა ირგვლივ?
თურმე ზმანება იყავ...
26.04.2007