რად მიბღვერი ნეტავ?
რატომ გინდა მომეჩვენო უმრისხანეს ქალად?
შემოგხედო, ვბედავ,
მაინც შორს ხარ, ვაი, გული როგორ დაიღალა.
ნუ მარიდებ თვალებს,
გამისწორე ერთხელ მაინც ეგ გამჭოლი მზერა,
მე მივბაძავ მთვრალებს,
და თუ იქაც ვერ გიპოვი, გავიჭრები სერად.
შემოვივლი მთა-ბარს,
ყველა წყაროს შენ გაჩუქებ, მინდორსა და ჭალას,
არ დავეძებ ავდარს,
წვიმაც ცოტას გააგრილებს მზით გათანგულ ქალაქს.
თავს მოვუყრი ღრუბელს,
გადავხვეწავ ცხრა მთას იქეთ მიუწვდომელ შორეთს,
აგიშენებ ბუდეს,
ოღონდაც. გთხოვ, იქ მიგულე და ნუ მომიშორებ.
და მოგივლი ჩემო,
ვითარც ჩიტი დასტრიალებს თავს პაწია ბარტყებს.
ვით მსურს დაგიჩემო...
შენზე ფიქრი დღე და ღამე მუდამ სულ თან დამდევს.
თუ დამლოცავს ღმერთი,
შეერთდება ერთ გზად ჩვენი ცალკეული გზები,
ხომ იცი, რომ გეტრფი,
ახლოსა ხარ, გხედავ, მაგრამ მაინც მენატრები.
26.04.2007