ვეღარ ვისვენებ, სავსეა გული დარდით და სევდით,
ვეღარ ვისვენებ, ატირდა სული, უწყვეტად კვნესის,
ფიქრნი ტალღებად ბობოქრობენ, შფოთვენ და ძრწიან,
ტანჯვით დაღლილ სულს სიმშვიდესაც აღარ აცლიან.
ვიყვირო მინდა, შევანძრიო კედლები მიწის,
მე აღარ ძალმიძს, აღარ ძალმიძს ტარება ნიღბის,
დამტოვეთ მარტო, აღარ მინდა ველი ყვავილთა,
ღამის სიცივეს ტანჯვით, მაგრამ მაინც ავიტან.
გავუძლებ ყინვას და გავუძლებ სიბნელეს, უკუნს,
გავუძლებ წვიმის უსაშველო ხმაურს და გრუხუნს,
შენზე ფიქრები შევაჩერო, აღარ მაქვს ძალი,
ვეღარ ვისვენებ ამიტომაც თუნდ ერთი წამით.

 

26.04.2007