ვიცი, ღამეა, აღარ ჩანს მთვარე,
ვიცი, წაშლილა დილისა კვალი,
დამდგარა ბნელი, მწუხრია მწარე,
ბულბული დუმს და... გვიგალობს ყვავი.
სადა ხარ? გეძებ, თუმც ვეღარ გპოვებ
ვერც მდიდართან და ვეღარც ღარიბთან,
ეგრე ეგ ფრთები როგორ შებორკე
და როგორ გაქრი ამ ქვეყანიდან?
რატომ ბატონობს სიცრუე ყველგან?
რატომ მძვინვარებს შური და ბოღმა?
თუკი სიმართლე აღარ გაელავს,
რისთვის არსებობს დღეს კაცის მოდგმა?
რისთვის იღწვიან? რისთვის ბრძოლობენ?
რისთვის დადიან აღმა და დაღმა?
რა საჭიროა, კრავდე ორ ღობეს
არ გაიხარა თუკი შიგ ბაღმა?!
აანთეთ სულში სანთლები წმინდა,
გამოიფხიზლეთ, ისმინეთ ლოცვა!
დამდგარა წამი სინანულისა,
ხალხი სიზმარში ბანაობს როცა...

 

26.04.2007