სიტყვები ვერაფერს ვერ შველის სევდას,
სიტყვები ვერაფერს ვერ შველის დარდს,
ცრემლები გულიდან ცდილობს ამოხეთქვას
და სულიც იფარებს უხილავ ჩადრს.
როგორ გავუცხოვდი ჩემი სამყაროდან,
როგორ გამომრიყა კუნძულზე ზღვამ,
ვერსად ვეღარ ვნახე წმინდა წყლის წყარო და
თეთრად აქაფებულ ტალღებსღა ვსვამ.
ვერსად ვეღარ ვპოვე სითბო, სიყვარული,
ტალახით მოსვრილა ღერთისკენ გზა,
ჯვარი სადღაც მტვერში არის მიმალული,
აღარსად რეკავენ ტაძრები ზარს.
და დუმს ეკლესია, მაგივრად იმისა,
რომ წმინდა გალობა სწვდებოდეს ცას,
ეშმაკმა ადამის სული დაიმისა
და ნუთუ იგივე ელის ამ ხალხს?!
ყველგან სიცრუე და ყველგან ორპირობა,
უკვე აკვანშიაც გესლავენ ჩვილს,
შენ, ადამიანო, ხომ დადე პირობა,
რომ აროს შეჭამდი აკრძალულ ხილს?
მაგრამ ფერფლად იქცა, ფიცი, დაპირება,
მოითხოვ ღვინოს და გასმევენ ძმარს,
კაცის სიყვარულით ცრემლი დაგცვივდება?
მოვა ის კაცი და მოგიკლავს ძმას.
არევ-დარეულა ირგვლივ ყველაფერი,
აღარ მიხარია თენება დილის...
არა! მაინც ისმის ჩუმი ლოცვა ბერის!...
ნეტავ თუ მოვნახავ გაცრეცილ ბილიკს?!
26.04.2007