შენ მომიტევე უფალო გვედრებ,
ჩემი ცოდვილი ცხოვრება ესე,
მე ჩემი სულის სადავეს ვეძებ
და ვეძებ სითბოს, სულში რომ ვთესე.
ნუ მიმატოვებ მაღალო ღმერთო,
გვედრებ, ნუ მიმცემ ეშმაკის ხელებს,
არ მაქვს უფლება,ვიცი, მე ქვე მდგომს,
მაგრამ შემმატე, გთხოვ, შენსა ველებს.
მომეც წყალობა და მომეც მადლი,
რომ მუდამ ყველგან გინთებდე სანთელს,
რომ მუდამ ყველგან ვლოცვიდე მალვით,
მისაზრდოებდეს ეს ლოცვა კანდელს.
მომეცი ნიჭი, ვისმინო სიტყვა,
სიტყვა კეთილი და სიტყვა წმინდა,
შენს სადიდებლად ოდეს რაც ითქვა,
ყველაფერს ერთად ვგალობდე, მინდა.
მომეც უნარი ცოდვების განსჯის
და სინანულიც მომმადლე მათი,
გთხოვ, მომიტევე, ღმერთო, ნუ დამსჯი
და გამინათლე გონება ნათლით.
გამხადე, ღმერთო, ღირს ზიარების
სისხლის და ხორცის შენისა ნებით,
გთხოვ, ნუ ისუნთქავ სუნს იარების,
ნუ დამიყოვნებ დროსაც კურნების.
მიიღე ესე ცოდვილი სული
და მიეც მხოლოდ ერთი გზა შენსკენ,
შენ შემოგცირავ სიწმინდეს სულის,
გვედრებ, ნუ დამნთქავ შავ-ბნელსა ქვესკნელს.

 

26.04.2007