შენი სიცოცხლე ჩემი ცხოვრების ფესვია, ძირი,
ჩემი სიცოცხლე ერთადერთი შენა ხარ მარტო,
დავხეტიალებ ქვეყნად როგორც ეული გზირი
და ამ უფერულ სამყაროში მხოლოდ შენ გნატრობ.
აღარ არსებობს ნუთუ ჩემთვის ერთი გზაც შენსკენ?
აღარ არსებობს ნუთუ ცაზე თბილი მზე ძველი?
აღარ არსებობს დააწვიმს ნეტა კიდევ გაცრეცილ ფრესკებს?
არ გაგვაგონებს თავის სიტყვებს მოხუცი ბრძენი?
დავტოვებ მიწას, არ მენანება არც ერთი წამით,
არ მენანება არც ეს ქარი და არც ეს წვიმა,
არც მთვარის თეთრი, ვერცხლიფერი ფეთქება ღამით,
არ მენანება, რადგან უკვე სიკვდილი მინდა.
ამ ცხოვრებისთვის, ვფიცავ შენს თავს, არაფრით ვიბრძვი,
მაგრამ შენ მრჩები ერთადერთი ამ ქვეყნად ჩემი,
ჩემო სიცოცხლე, მე უშენოდ სიცოცხლე მიმძიმს,
მაგრამ შენითვე მიჯაჭვული მიწაზე ვრჩები...

 

26.04.2007