„ტრფობა წამებულთა“ არაა ჩემი გაბედულების საბუთი, ის ნებისმიერი გაბედულების უსაზრისობის ხაზგასმა და მრავალმხრივ დაქსაქსული ჩემი გაბედულების დასასრულია, ესაა ყოველი შესაძლო გაბედულების თავმოყრა უსასტიკეს (და არა უკიდურეს) რეალობაში, ნატურალიზმის გადაქცევა მეტაფორად, საიდანაც გასაძვრომები არ არსებობს. ჩემი შინაგანი ცხოვრების ყველაზე უფრო დრამატულ წუთებში, ეს ნაწარმოები მოულოდნელად უჩინარდება, საერთოდ ქრება და აღარ არსებობს, მერე თითქოს არსაიდან ჩნდება, თავის თავს პარადოქსულად აღმომაჩენინებს და უჩვეულო სიამოვნებას განვიცდი იმის გამო, რომ ამ ტექსტის ავტორი მე ვარ. ეს არაა აღტაცება, სიხარული, ბედნიერების განცდა. უბრალოდ, ესაა შვება, რომელიც, შესაძლოა, სულაც არ იყოს მოკლებული მაზოხისტურ თვითგვემას, გაჯერებულს მეტად უსიამო ვნებით, გაორებული ტკბობის ყოველთვის ხელახლა განმეორებადი პროცესით, რომელიც ყოველთვის ხელახლა ინახება“.
დათო ბარბაქაძე, 1998 წელი