აქ ჯეჯილებში მყუდროდ ვიქნები,

ვერავინ აგყრის სახლის ანგელოზს,

მე თუ ქალაქში მკილავს მლიქვნელი

ან  წერილს ჩემზე სწერს - უსახელოს,

 

აქ, - ნათლიდედა მოკითხვას მეტყვის,

- როგორ შაქრად და  ტკბილად ბრძანდები? -

(მიუხედავად შარშანდელ სეტყვის

და წლევანდელი გვალვის წანთების!)