ჩემი მშვენება ერთიდამ არი,

სამშობლოს ცა და მისი ოცნება; -

ქართულ ბუნების ღმერთი - თამარი,

მისი ღვთიური ასხივოსნება...

 

ერმა უწოდა თამარ ცხებული,

თურმე შავი დღე სიკვდილს დამართა:

არა ყოფილა  დამარცხებული

სიკვდილი ისე, როგორც თამართან...