ამ შავთვალასაც თვისი შავთელი

რომ ეყოლება უეჭველია!

ბებო მისძახის: ნუ წაშავდები!

იცი, ქვეყანა, როგორ ჭრელია!

გოგოს მკერდს უვლის ცხელი შანთები,

ჯერ მისი ფრთები დაუჭრელია!

 

შავთელმა კიდეც დაწერა ხოტბა,

მარა, ბებია ვერა, ვერ მოტკბა.

ბიჭსა და გოგოს ძარღვებში სცხელათ,

პაპანებაა თავგანწირული,

ბებომ არ იცის, სულ მალე, ხელად,

წამოვა კოცნა კოკისპირული.