გაგაუცხოვე, შენ მე დღეს უკვე სულ აღარ მიცნობ,
არ ვიცი, იქნებ გგონია კიდეც, თითქოს დავკარგე სულისა სითბო,
იქნებ გგონია, რომ შევიცვალე, იქნება ჩემზე ბევრ სხვასაც ფიქრობ,
და ეხლა წასვლის ბოლო წუთებში მე შენგან მხოლოდ მოსმენას ვითხოვ.
მე იგივე ვარ და ის ვიქნები, რაც კი ვყოფილვარ პირველ წამიდან,
მივყვები გზას და არ ვუბრუნდები უკვე გათელილ შარას თავიდან,
ისევ ისეა გაზაფხული და ისევ იღვრება სუნი ბაღიდან...
გაგიუცხოვე ჩემი სამყარო!!! აი, სულ ბოლო წამიც გავიდა...


26.04.2007