ზოგისთვის ეს ცხოვრება ჭრელა-ჭრულა ფერია,
ზოგისთვის კი ვაი, რომ უსასრულოდ ბნელია,
თითქოს კვდება იმედი მზის სხივების მიგნების
და ცხოვრებით დაღლილნი უფრო მეტად ვიღლებით.
სულ გამქრალა ღიმილი ჩვილი ბავშვის სახეზეც,
პაწაწინა თვალებსაც აქეთ-იქით აცეცებს,
დედა არის იმისთვის მაგალითი ყოველის
და სიცილის სწავლებას მხოლოდ მისგან მოელის,
მის სახეზე კითხულობს სიხარულს და გრძნობასაც
და მისგანვე ითვისებს კაცის მიმართ ნდობასაც...
მაგრამ შვილის აღზრდილისთვის დედას აღარ სცალია...
ვაი, რომ ყველაფერი ამ ცხოვრების ბრალია...


26.04.2007