შენთან მინდა... მომენატრა შენთან ყოფნა... სიახლოვე...
გრძნობით სავსე მოფერება, გრძნობით სავსე ჩახუტება...
თუ გიყვარვარ ოდნავ მაინც ყველაფერი მიატოვე,
დააჩქარე ჩემთან მოსვლა, სანამ სული გახუნდება.
შენთან მინდა... მომენატრა მაგ თვალების მზერა მწველი,
შენთან მინდა... მომენატრა შენი ჩუმი გაღიმება...
თუ გიყვარვარ ოდნავ მაინც, მიატოვე ყველაფერი,
დააჩქარე ჩემთან მოსვლა, სანამ სული დაიღლება.
ის წუთები, უსასრულო რომ მეგონა, გაიფანტა...
ფიქრად ქცეულ ღამეების თანამგრძნობი დავრჩი მარტო,
მიატოვე ყველაფერი, ოდნავ მაინც თუ გიყვარვარ,
დააჩქარე ჩემთან მოსვლა, ქარის ქროლვას ნუ მიმანდობ...


26.04.2007