ფიქრად მომევლინე ღამის სიჩუმეში...
სევდად და ოცნებად რჩები...
ღამევ, მომეფერე ჩვეული ნუგეშით,
ღამევ, შემიფარე, ვკვდები...
ღამევ, მომახვიე სიბნელის საბანი,
რადგან უსაშველოდ მცივა...
მე შენთან მოვედი ცრემლებით ნაბანი,
როგორც კი დაეშვი ციდან...
უკვე ვეღარ ვიტან დღეთა უხეშ ფერებს,
მიყვარს მდუმარება შენი...
ღამევ, შემიფარე, ღამევ, მომეფერე,
ღამევ, მისაშველე... ვკვდები...


25.04.2007