წაიღეთ ჩემგან ეს სილამაზე,
წაიღეთ ჩემი თვალების ეშხი,
ოგონდ მაჩუქეთ ბედნიერება,
თუნდაც სულ ცოტა, თუნდ ერთი პეშვი.
წაიღეთ ჩემგან წვეთები ცრემლის,
ეს მარგალიტნი სულის შექმნილი,
გთხოვთ, შემარიგეთ ბედნიერებას,
რომ აღარ ვყავდე მას განდევნილი.
მოდით, წაიღეთ მშვენება თმების
და ეს სიწითლეც ამ ბაგეების,
მისი ცქერით რომ სულ მუდამ ტკბებით,
საწყისი ცოდვის და აღელვების.
წაიღეთ ხელის გულების სითბოც
და სინატიფეც თუგინდ თითების,
გულს ნუ წამართმევთ ერთადერთს მხოლოდ,
მე მის გარეშე აღარ ვიქნები...
25.04.2007