მინდა აგიხდინო ყველა ნატვრა, შენთვის ვარსებობდე მინდა,
მინდა მოვყვებოდე შენს ნაკვალევს, გთხოვ, ნუ მომიშორებ გზიდან,
მინდა დაგიკრიფო მზის სხივები, გულზე გადაგფინო მძივად,
მინდა მიმოვფანტო ეს ღრუბელი, რომ არ მოგაკარო წვიმა.
შენ ხარ სინანული ჩემი, გრძნობა და სიგიჟე ფიქრთა,
თითქოს ბევრის მთქმელი, მაგრამ მაინც უპასუხო კითხვა,
შენით მიღამდება დღე და შენით მითენდება დილა,
შენ ხარ მონატრება ერთი, შენი მონატრება მტკივა...


25.04.2007