მიიკლაკნება მდინარე დაღმით
და თან მიჰყვება ცხოვრებაც თითქოს,
ფიქრისგან უკვე ძალიან დაღლილს
აღარ მაქვს თავი და მაინც ვფიქრობ.
მიიკლაკნება მდინარე საწყლად
და ძლივს მიათრევს უსუსურ ტალღებს,
მზეც მას დღითიდღე ცხოვრების მსგავსად
ნელ-ნელა აშრობს და სიკვდილს აჩვევს.
მიიზლაზნება მდინარე მდორედ,
დანებებულა ცხოვრების წესებს,
თუ მოვა წვიმა, ერთს გაიბრძოლებს
და ათქმევინებს პოეტებს ლექსებს...
მიდის ცხოვრება ნელი ნაბიჟით,
მიიკლაკნება მხოლოდღა დაღმით...
არ გებრალებით? ხელი გამიშვით!!!
არ მსურს სიცოცხლე ცხოვრებით დღლილს!!!


25.04.2007