გაფრინდი სულო, ცად აფრინდი ძალიან მაღლა
და შეიგრძენი ამ სამყაროს მთლიანი სივრცე,
რომ დაივიწყო, როგორია ცხოვრებით დაღლა...
რომ არ უსმინო უგუნურთა უგუნურ სიტყვებს...
გაფრინდი სულო, შეუერთდი ღრუბელთა ჯარებს,
ქროლვით გაერთე და თამაშში გალაღდი ქართან,
გაფრინდი ჩქარა, ნუღარ ითვლი ულმობელ წამებს,
თორემ გაგყინავს უგულობა უგულო ხალხთა.
გაფრინდი, სანამ მოგრევია ცხოვრების ძილი,
სანამ სიცივეს დაუჩაგრავს ბოლომდე სითბო,
ირგვლივ ყოველი ისე არის უკვე დაცლილი,
რომ ვერას ჰპოვებ... ცად აფრინდი, ნუღარას ითხოვ...
02.04.2008