მინდა ფიქრები დაგირბიო, ისე შემოვიჭრა შენში
და მყუდროება დაგირღვიო გულის ხმამაღალი ფეთქვით,
სულის სიმშვიდე დაგიკარგო, არ მოგასვენო წამით,
დღე ოცნებებში ჩაგექარგო, ლამაზ სიზმრებში ღამით.
მინდა, საფიცრად გადაგექცე, შენი მონატრება ვიყო,
ვიყო გაგიჟება შენი, შენი მწუხარებაც ვიყო,
შენი გაზაფხული ვიყო ატმის ყვავილების ფერი,
შენი სიყვარული ვიყო, ვიყო უსასრულოდ შენი...
16.05.2009