ესე რა მესმა მე მისგან თქმულად,
ვარქვი, მაშ არ ვარ სრულად ბედბმულად,
მაგრამ წამალი ჩემი მქცე სულად.
აქამდე რასთვის გქონია ხშულად;
აწცა შენ კიდე არვინ მიცს სრულად,
ნუ მყოფ ბედისგან იავარ-ქმნულად,
ჩემდა მწე ყოფად ვისგან ხარ ბრკმულად?
რად გქონან ბაღის კარები კრულად?
მათის განღებით მოი, მაამი.
იამ მახარა საქმე საწამი,
ვარდი მოაო კოკობ-ნაბამი.