იოანე 1:5 "ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი."
ალექსანდრე ჭავჭავაძე - ჰხამს ტრფიალსა საყვარელი
ჰხამს ტრფიალსა საყვარელი სულად ედგეს, მით ჰსცოცხლებდეს, მოშორებას ვერა ჰსთმობდეს, ღაწვთა მისთვის დაილებდეს; გულს სურვილი ეგზნებოდეს, ჭირთა ყოლე მითა ჰსძლებდეს, ზოგჯერ ზრახვით განჰსცხრებოდეს, ხან ტრფობითა მიახლებდეს