ყვავსა და ყორანს გაჰხდოდათ
არწივის საბუდარზედა:
ერთმანეთს თავ-პირს აჭამდენ
ნადავლარ-ნაქურდალზედა.
ნისკარტს ნისკარტში უყრიან,
ბრჯღალი თარეშობს ბრჯღალზედა,
ერთსაც ეწადა, სხვასაცა
ბინის შეძენა მზაზედა.
ფიქრობენ: ბუდის პატრონი
მოკლესო მაღლა მთაზედა.
როდი იციან, არწივი
რომ მოდის, მოჰყეფს გზაზედა,
ბინისკენ სული ელევა,
ცეცხლი უელავს თვალზედა!