ზოგიერთი ცნობა ,,ქილილა და დამანას,, წარმომავლობის შესახებ

,,ქილილა და დამანა,, ინდური წარმომავლობის ძეგლია. სანსკრიტიდან იგი ჯერ საშუალო სპარსულ ენაზე ითარგმნა, საშუალო სპარსულიდან არაბულზე, ხოლო არაბულიდან ისევ სპარსულ (ოღონდ უკვე ახალ სპარსულ) ენაზე იქნა გადმოტანილი. ქართული თარგმანი ერთ მის გვიანდელ სპარსულ ვერსიას უკავშირდება.

,,ინდოეთში ჩ.წ. აღრიცხვით VI ს. უკვე არსებობდა,_არაა ცნობილი რა დროიდან,, _ კრებული ,,პანჩატანტრა,, (ხუთი რვეული, ხუთი წიგნი.)

,, ამ ლიტერატურულმა ძეგლმა იმ სახით, როგორსაც ჩვენ მას ვიცნობთ, თავისი საბოლოო ფორმა შედარებით გვიან მიიღო. ეს მოხდა მაშინ, როცა ბუდიზმი საბოლოოდ იქნა ინდოეთში შევიწროებული და ბრაჰმანიზმმა იწყო ბუდისტური ლიტერატურის გამოყენება,,. არის ვარაუდი, რომ ძეგლი პალის დიალექტზე უნდა შექმნილიყო და მერე უნდა ეთარგმნათ სანსკრიტზე ინდოელ ბერებს. ,,პანჩატანტრა,, ხუთი კარისაგან შედგება, ყოველ შემთხვევაში, დღემდე შემონახული მისი რედაქცია, რომელიც ერთ_ერთი გვიანდელი ვერსია უნდა იყოს, დღესაც ხუთ ნაწილად იყოფა. თავისთავად ეს მოვლენა იმაზე როდი უთიტებს, რომ იგი იმთავითვე ხუთი კარისაგან ყოფილიყო შემდგარი და, შესაბამისად სათანადო სახელი ,,პანჩატანტრა,, რქმეოდა. ძეგლის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მისი კარები შინაარსობრივად ერთმანეთს არ უკავშირდება, სხვადასხვა საკითხებს ეხება და სხვადასხვა დროს, ნაირ სოციალურ გარემოში არის შექმნილი. წიგნი ეტყობა, ამ არაკების ბაზაზე შედგა უფრო გვიან, ვიდრე ეს არაკები შეიქმნებოდა.

,,პანჩატანტრა,, პირველ წიგნის სათაურია ,,მოყვასთა გაყრა,,. ესაა ამბავი, რომელიც ნადირთა მეფე ლომს, მის მისანდო ხარს და ტურას_კარატაკასა და დამანაკას გადახდა. ეს წიგნი ოცდაათ იგავს აერტიანებს. მეორე წიგნია ,,მოყვასთა შეძენა,,. იგი ქარტული ,,ქილილა და დამანას,, მესამე კარის შესატყვისია და ყვავისა და თაგვის ამბავს შეიცავს. აქ ცხრა იგავს ჰყვებიან. მესამე წიგნი,,ყვავთა და ბუთა ამბავია,, და შიგ ჩვიდმეტი იგავია თავმოყრილი. მაიმუნისა და დელფინის (ქართული ,,ქილილა და დამანას,, მიხედვით_მაიმუნისა და კუს) ამბავს გვიყვება მეოთხე წიგნი, რომელსაც შეძენილის დაკარგვა ეწოდება. აქ თერთმეტ იგავს შეიცავს და ,,ქილილა და დამანას,, კარის, ,,ერთგული კვერნის,, სათავეა.

ასე რომ ,,პანჩატანტრასთAნ ,,ქილილა და დამანას,, აკავშირებს იგავები, რომლებიც ინდური ძეგლის ხუთ წიგნშია მოქცეული. მაგრამ ,,ქილილა და დამანაში,, ამ კრებულის ყველა იგავი არ გადმოსულა და არც ქილილა და დამანა შეჩერებულა ამ იგავებზე,_ მას თავისთავად ჩაუმატებია კიდევ ბევრი იგავი, რომლებიც აგრეთვე ინდური ძეგლებიდან უსესხებია. მაგალითად ,,კატა და თაგვი,, ,,ხელმწიფე და ჭარო,, და `ღვთისნიერი ტურა~ `მაჰაბჰარატას~ მეთორმეტე კარში იკითხება.

გარდა ფაბულებისა `პანჩატატრამ~ `ქილილა და დამანას~ გადმოაყოლა ამ ფაბულთა დალაგების სისტემა, ე. წ. ჩარჩოვანი თხრობა ესაა წიგნი, სადაც ამბავში ამბავს ჰყვებიან, ხოლო მოსალოდნელია იმ მოყოლილი ამბის გმირები კიდევ რაიმე ამბავს ჰყვებოდნენ. ეს ამბები ერთმანეთს კი არ ავსებენ შინარსობრივად, არამედ, გარდა ორი გამონაკლისისა, დამოუკიდებელნი არიან და მომყოლთ საგანგებოდ მოაქვთ ნათ ამა თუ იმ შეხედულების დასადასტურებლად. ასეთი ტიპის წიგნებში ძირითადი ამბავი ისე არ დამთავრდება, რომ მასში მოყოლილი არ მოთავდეს. ხოლო ეს უკანასკნელი მანამ არ დასრულდება, სანამ შიგ მოთხრობილ ამბავს არ დაამთავრებენ.

,,ქილილა და დამანას,, (მისი თვით საშუალო სპარსული რედაქციის) უშუალო წინაპარი, როგორც ფიქრობენ ,,პანჩატანტრა,, არ უნდა იყოს. ეს უკანასკნელი ინდური ლიტერატურის ბევრ ძეგლს კვებავს (მას უკავშირდება მაგალითად ,,ჰიტოპადეშა,, როგორც ამას სილვესტრ დე სასი მიუთითებდა0 ერთ_ერთი მათგანი ,,პანჩატანტრადან,, გამომდინარე და დღემდე მოუღწეველი ძეგლი უნდა ყოფილიყო ,,ქილილა და დამანას,, წყაროსთვალი. ახლა ძნელია ვიმსჯელოთ იმ წყაროზე, რადგან მისგან გამოდინარე ვერსიაც, ფალაური ძეგლი, დაკარგულია, ხოლო ფალაურის არაბული და სირიული თარგმანები შემოგვრჩა,მაგრამ არ ვიცით თვით ფალაური რა მიმართებაში იყო იმ ძეგლთან, იქნებ მისი მხოლოდ თავისუფალი დამუშავება_ღა იყო.

არ არის შეუძლებელი რომ თვით სახელწოდება ,,ქილილა და დამანა,, ინდურსავე წიაღში რქმეოდა იგავთა ამ კრებულს. ქილილა და დამანა ტურათა სახელებია და ,,პანჩატანტრაში,, მათ ამბავს ერთი (პირველი) წიგნი უჭირავს (არაბულსა და სპარსულ ვერსიებში _ ორი). მაგრამ შეიძლება თვით ინდურსავე წიაღში შეერთებოდეს მას ეს სხვა კარები და ,,ქილილა და დამანა,, რქმეოდეს.

,,პანჩატანტრას,, დღესდღეობით გავრცელებული ვერსია ლექსნართავი პროზაა. ასეთი პროზით მრავალი ძეგლი დაიწერა აღმოსავლეთსა და დასავლეთში. ინდურ ლიტერატურაში ეს ჩართული ლექსები ხან ციტატებია რომელიმე თხზულებიდან მოტანილი (ზოგჯერ ამავე თხზულების უფრო ძველი ლექსითი ვერსიიდან), ხანაც ავტორისავე პოეტური გაგრძელებაა პროზით გამოხატული შინაარსისა (ამ უკანასკნელის ნიმუშია "შაკუნტალა", სადაც კალიდასა პროზაულ დიალოგებს თავისითვე ლექსით აგრძელებს). ,,პანჩანტანტრაში" ხშირადაა ჩართული სხავდასხვა ზომის ლექსები, რომლებიც ან რაიმე აზრს ადასტურებს თუ ასკვნის, ან ამბის მოსაყოლ საშუალებადაა მოხმობილი. მათი უმეტესობა ,,ეპიკური პოეზიის ძეგლებიდან და დიდაქტიკურ ლლიტერატურიდანაა ამოღებული (,,მაჰაბჰარატა", ,,არტახშასტრა" და სხვა)"

    ასე მაგალითად, ,,პანჩატანტრაში ვკითხულობთ: ,,ძვირფასო, ეს ჩვენ რა გვესაქმება? აკი თქმულა:

ვინც ცხვირს სხვის საქმეში ჩაჰყოფს ისჯება,

როგორც მაიმუნი, რომელმაც სოლი ამოაძრო და თავი დაიღუპა"

საიდანაა ეს ლექსი? საეჭვო არ უნდა იყოს, რომ იგი ციტატაა, მოხმობილი ამავე იგავის რომელიმე ძველი ნართაულიდან. ასევე, ,,პანჩატანტრას" ამ ვერსიის ავტორს არც ეკუთვნოდეს, მისი რომელიმე ძველი ლექსითი ვერსიიდან (თუ პროზაული ვერსიის ლექსითი ნაწილიდან) მოჰქონდეს, ან რაც უფრო საფიქრებელია, სხვა ძეგლიდან ჰქონდეს ნასესხები. ასეა თუ ისე, აქ ახლა ის გვინდა ვთქვათ, რომ შეიძლება "ქილილა და დამანას" ინდური ვერსია, მისი პირველი ინდური წყარო, ლექსნარევი პროზით ყოფილიყო დაწერილი. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს, ერთი მხრივ, თვით "პანჩატანტრას" და მეორე მხრივ, არაბული ვერსიის შედარება,-არაბულშიც იკითხება ამ ლექსის შინაარსი (ჩანს, ასეთივე იყო მათი შუალედი, ფალაური ვერსიაც, რომლის თარგმანიც არაბულია), ხოლო ლექსებს, ე.ი. გალექსილ ადგილებს უკვე ვეღარ ვხვდებბით, ეტყობა, მის ავტორს იბნ ალ-მუყაფფას ლექსი არ ემარჯვებოდა (მის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში რაიმე პოეტურ თხზულებას არ ასახელებენ) და ფალაურის ლექსით ნაწილს თავისი ბრწყინვალე პროზით გადმოსცემდა, სანიმუშოდ ერთ ადგილს ავიღებთ.

"პანჩატანტრა"

თუმცა ხარობს ძაღლი ძვალს რომ იხელტებს

ქონი და ძარღვი ოდნავ რომ აკრავს და ხორცი,-არა,

ვერ იკლავს შიმშილს,

ხოლო ლომი რომელმაც უვნებლად გაუშვა ტურა,

სპილოს ეტანება მოსაკლავად.

ყველა სუჯლდგმულს გაჭირვებაშიაც ჰსურს მიიღოს

შესაფერისი ჯილდო,

პატრონის ფეხებტან წევს ძაღლი განაბული,

კუდს აქიცინებს და საჭმელს ელოდება პირდაფჩენილი,

სპილო კი, როცა აჭმევ, დიდხანს იკავებს თავს

და მხოლოდ ბევრი ფერების შემდეგ იღებს საჭმელს.

    არაბული ვერსია:

და ჭეშმარიტად ვინც კეთილშობილი არაა და რომელთაც მცირედიც ახარებს და მით კმაყოფილდება, ჰგავს ძაღლს, რომელმაც ძვალი იხელთა და მით ნეტარებს. კეთილშობილსა და სათნო ხალხს კი მცირედი არ აკმაყოფილებს და არ სჯერდება უმნიშვნელო რამეს, სანამ არ ამაღლდება იმ სიმაღლემდე, რომელსაც იმსახურებს, როგორც ლომი, რომელმაც გაფატრა კურდღელი მაგრამ კანჯარი რომ დალანდა, კურდღელი მიაგდო და მას გაეკიდა.

განა ვერა ხედავ, ძაღლი მანამდის აქიცინებს კუდს, სანამ ნახორხალს არ მიუგდებენ, ხოლო სპილო, თუმცა იგი შიმშილისაგნ ირევა, მოწიწებით რომ მიართმევენ საჭმელს, მაინც არ ინებებს ღამას, სანამდის არ მოეფერებიან და არ დაუყვავებენ.

    ასეთსავე სურათს იძლევა სირიული თარგმანიც.

სანსკრიტისა და არაბულის წაკითხვათ შუა ათი საუკუნე და ორი ვერსია მაინც დგას, და ამასობაში შეიცვალა. აქ მოტანილი ზოგი ლექსის შინაარსი. "ქილილა და დDownloadამანაში" "პანჩატრანტასთან" საერთო იგავთა ყველა ლექსი, თუნდაც შეცვლილი აღარ იკითხება. აქ უნდა გავიხსენოთ, რომ "ქილილა და დამანას" უშუალო დედანი, ფალაური ვერსია, "პანჩატანტრადან" კი არ მოდის არამედ მისგან გამომდინარე ინდურ არაკთა კრებულიდან და იქნებ ლექსების ეს ადგილები არც იმ საგულვებელ კრებულში იყო (საერთოდ ფიქრობენ, რომ ლექსები იგავებს "პანჩატანტრას" შექმნამდე რამდენიმე საუკუნით ადრე დაუკავშირდა, ინდურ ლიტერატურაში ლექსები გვხვდება იგავების ბუდისტურ კრებულში "ჯატაკა". ასეთ ლექსნართავ იგავებს  ინდურად ა ქ ი ა უ კ ა  ეწოდებოდა).

"ქილილა და დამანა" როგორც "პანჩატანტრადან" გამომდინარე ძეგლი, იგავ-არაკთა კრებულია. აქ მოტანილი არაკები ჩვეულებრივი ზღაპრები კი არაა, არამედ იგავებია. ხოლო "იგავი ესე არს სიტყვით მაგალითი, გინა საჩუენებელი, გინა მოსანიშნავი". იგავში მარტო ცხოველები როდი მოქმედებენ. "პანჩატანტრასა" და მის მსგავს თხზულებებში ცხოველთა იგავების გვერდით იკითხება იგავები, რომელშიაც მოქმედი გმირნი მხოლოდ ადამიანები არიან, გვხვდება ისეთი იგავებიც, სადაც ცხოველებიც მოქმედებენ და ადამიანებიც. ზოგ იგავში პერსონაჟებად გამოყენებულია თვით ფლორა. თავისი ხასიათით ყველა იგავი ერთნაირია. იგი უნდა იყოს "საჩუენებელი" და "მოსანიშნავი". მასში შინაარსი ისე უნდა ვითარდებოდეს, რომ ერთი ტენდეციური აზრი ტრიალებდეს და ერთი დასკვნა გამოდიოდეს. დასკვნა აუცილებელია. იგავის მიზანი სწორედ ეს დასკვნაა, რომელიც მკითხველმა თუ მსმენელმა თვითონ იოლად უნდა გამოიტანოს. ზომის მხრივ იგავი ნაირია, ზოგი დიდია, ზოგი პატარა, რამდენიმე გვერდიდან რამდენიმე სტრიქონამდე მერყეობს. ზომა ყოველთვის მცირე არ იქნება, მაგრამ ზედმეტ დეტალებს და ხაზებს იგავი ვერ იტანს, მასში ყველაფერი ერთ ტენდენციას უნდა ემსახურებოდეს და, ამდენად, მოქმედება დინამიურად უნდა ვითარდებოდეს. ამ მხრივ "ქილილა და დამანას" იგავები სხვა ლიტერატურათა იგავებისგან არაფრით განსხვავედება. გამიზნულებით  "იგავი, მასიური სახალხო მოქმედების ნამდვილი ნაყოფი, პროტესტის უფრო მძაფრი, გამოკვეთილი და დასაბუთებული გამოხატულებაა, ვიდრე ის ყრუ ნართაულები, რომლისთვისაც ათასში ერთხელ თუ შეეძლო მიემართა ოსტატს მის მიერ მოქარგულ ორნამენტებში".

იგავ-არაკთა კრებულის წარმატებას ყოველთვის მისი მხატვრული სიმართლე განაპირობებდა. ამიტომ ვრცელდებოდა კარგი იგავები ასე ფართოდ მილიონობით სხვადასხვა ეროვნების, სარწმუნოებისა და ეპოქის ადამიანებში.

ინდოეთიდან მომდინარე იგავები დასავლეთისაკენ ალბათ მრავალ ნაკადად დაიძრა. ისინი ხალხიდან ხალხში "გადადიოდა ხან ცალკე, დამოუკიდებლად, ხან-კრებულში გაერთიანებულნი". ყველაზე უხვი და ძლიერი მათ შორის სწორედ "ქილილა და დამანას" ნაკადი უნდა ყოფილიყო. მას ვერაფერი დაუდგა წინ და "უფრო გავრცელდა, ვიდრე ბიბლია, ყურანი და ბუდიზმი". მისი იგავები იმთავითვე ვრცელდებოდა, შეიძლება მანამდეც კი, სანამ ამ კრებულში გაერთიანდებოდა. მისი ფაბულები კერძოდ იგავი სამი თევზისა გვხვდება სოღდურ ფოლკლორში. იაპონურ ხალხურ სიტყვიერებაში ფიქსირებულია მისი რამდენიმე იგავი. დროთა ვითარებაში ეს იგავები იცვლებოდა, ჰკარგავდა ზოგ ადრინდელ რეალიასა და ნიუანსს, ადგილობრივ გარემოსა და პირობებს ეფარებოდა. ამოტომაა, რომ ინდური ვერსიის დელფინი არაბულში კუდ ქცეულა, ხოლო იაპონურ ფოლკლორში-მედუზად ("ყაპუზუნას და კუს მეგობრობა".

"პანჩატანტრას" იგავებში თითქმის ყველა მოქმედი გმირის საკუთარი სახელი ვიცით (ისინი ყოველთვის რაიმეს ნიშნავს), ხოლო "ქილილა და დამანაში" ეს სახელები თითო-ოროლა პერსონაჟს თუ აქვს შემორჩენილი (ქილილა, დამანა, შუთურბა, ქამიჯუ და სხვა). ასევე "პანჩატანტრაში" ყოველთვისაა მითითებული გეოგრაფიული პუნქტი, სადაც მოქმედება ხდება, "ქილილა და დამანაში" კი ესეც იშვიათია.

არის კიდევ ზოგი განსხვავებული ნიშანი "პანჩატანტრასა" და "ქილილა და დამანას" იგავთა შორის. "პანჩატანტრაში", მაგალითად ყოველთვის გვაქვს ამა თუ იმ მოვლენისა და მოქმედების მოტივირება, მხატვრული გამართლება. "ქილილა და დამანაში" კი ასეთი მოტივირება ხშირად აღარაა. ასე, მაგალითად, არაბულ ბაჰრამშაჰისეულ, ქაშეფის და ქართულ ვერსიებში მეუდაბნოეს ერთი შეკედლებული კაცი ტანსაცმელს მოპარავს. აქ მხატვრულად დაუჯერებელი არაფერია, შინაურ კაცს შეეძლო სათანადო დრო ეხელთა. მაგრამ "ოანჩატანტრაში" მაინც უფრო კონკრეტული მოტივი გვაქვს: მეუდაბნოეს მდინარე უნდა გაეცურა და ხალათი მოწაფეს მოაბარა. მოწაფე კი ქურდი აღმოჩნდა და მისთ.

"ქილილა და დამანას" იგავთა კრებული, ბუნებრივია, ყველაზე ადრე ინდოეთის მოსაზღვრე ირანულ სამყაროში გავრცელდებოდა. ამიტომაც სწორედ ირანულ წყაროებს ენიჭება დიდი მნიშვნელობა კრებულის შქმნის ისტორიისა და მისი ავტორის ვინაობის დასადგენად. და მართლაც "ქილილა და დამანას" ფალაურმა და ფალაურის დაყრდნობით უკვე სემიტურმა ვერსიებმა მისი სადურობა იციან და ავტორსაც იცნობენ. კრებულის შმდგენელი უნდა ყოფილიყო სამეფო კარის ქურუმი თუ ვეზირი ბიდაფი ანუ ბეიდაბა, რაც სხვა ვერსიით ბიდფაი და ფილფაი ფორმებითაც შემონახულა. ამ პირს კრებული ინდოთა მეფის დაბშალიმისთვის დაუწერია. კრებულის ყველა კარს გასდევს მისი სახელი და ყველა იგავს ჰყვება. დაბშალიმს უკავშირებდენსანსკრიტის დევაშარმანს. ამავე დროს "პანჩატანტრას" წინასიტყვაობაში მისი ხუთივე წიგნის ავტორად ბრაჰმანი ვიშნუშარმანი არის დასახელებული.

ინდოეთიდან წამოსული "ქილილა და დამანას" პირველი კვალი ფალაურ ლიტერატურაში შეინიშნება. ნამდვილად ვიცით, რომ იგი ფალაურად უთარგმნიათ. ტრადიციული შეხედულებით, ეს უნდა მომხდარიყო ხოსროვ ანუშირვანის მეფობის (531-578) დროს. გამოთქმულია ვარაუდი, რომ სწორი უნდა იყოს თაბარის (839-923) ცნობები ხოსროვის დაპყრობათა შესახებ და ანუშირვანს მეფეთა მეფეს (შაჰან-შაჰს) უწოდებს. ასეთ მჭიდრო ურთიერთობას ინდურ სამყაროსთან, ბუნებრივია თავისი კვალიც უნდა დაეტოვებინა ირანის კულტურის, კერძოდ ლიტერატურისათვის. და ვიმეორებთ, "ქილილა და დამანას" საშუალო სპარსულ ენაზე გადმოთარგმნას სწორედ ამ წლებით ათარიღებს თვით ამ კრებულის არაბული ვერსია. არაბული ვერსისს ერთ-ერთი უპირველესი წყარო, რომელიც "ქილილა და დამანას" ინდურიდან სპარსულად თარგმნას ანუშირვანის კარის ექიმს ბარზუის თუ ბარზოეს მიაწერს წიგნის თარგმნის ისტორიისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ შესავალ თავში ("თავი შესახებ იმისა თუ როგორ გაგზავნა ხოსროვ ანუშირვანმა ექიმი ბარზუი ინდოთა ქვეყანაში ქილილა და დამანას წიგნის მოსაპოვებლად). ამ ცნობის მიხედვით ბარზუი ინდოეთში გამგზავრებულა "ქილილა და დამანას" ჩამოსატანად. დე სასი ფიქრობს, შეიძლება, ბარზუი წარმოშობით ინდოელიც იყოსო.

უფრო პოეტურია მეორე წყარო, ფერდპუსის (X-XI ს) "შაჰნამე", რომლის გადმოცემით, ბარზუი ინდოეთში საგნგებოდ მიდი არა-რაიმე წიგნის ჩამოსატანად თუ სათარგმნელად, არამედ უკვდავების წამლის (ბალახის) მოსაძიებლად. ბარზუიმ სათითაოდ გასინჯა ყველა ინდური ბალახი, ბევრი იხეტიალა, მაგრამ ამაოდ დაშვრა, არცერთი არ გამოდგა სასწაუთმოქმედი. ექიმი ინდოელ მკურნალთ დაეთათბირა: რას მირჩევთ, როგორ მოვიქცეო? ინდოელებმა იგი ერთ ბრძენ მოხუცტან მიიყვანეს, ამან კი ასე  დაარიგა: ის უკვდავების ბალახი    ჩვენც ამოდ ვძებნეთ. კაცი სიბრძნით ცოცხლობს, სიბრძნე "ქილილა და დამანაშია", "ქილილა და დამანა" კი მეფის საგანძურში ინახება, წადი და იგი იძიეო. ბარზუი იშოვნის ამ წიგნს და ანუშირვანს ჩამოუტანს. როგორი ლეგენდური სამოსით არ უნდა იყოს პირველწყაროები მოსილი, მათი მთავარი არსი მართალია: "ქილილა და დამანა" ინდოეთიდან არის შემოსული სპარსულ ლიტერატურაში.

სანსკრიტიდან საშუალო სპარსულზე თარგმნილი "ქილილა და დამანა" ირანში მეტად გახმაურებბულა. როგორც გადმოგვცემენ, მას გატაცებით კითხულობდა თავის კარავში ხოსროვ ფარვიხის (590-628) წინააღმდეგ აჯანყებული ბაჰრამ ჩუბინი. ნიშანდობლივია ისიც, რომ ნიზამი განჯელის (1141-1209) პოემაში "ხოსროვი და შირინი" (1186წ.) ცუდ გუნებაზე მდგარი შირინი თავის ვეზირს ბოზორგამიდს უბრძანებს: "ქილილადან" რამე წამიკითხეო. ვეზირიც ორმოც არაკს წაუკითხავს". ჩანს ნიზამის დროს ხოსროვზე დაცულ ქრონიკებსა თუ გადმოცემებში შემონახული ყოფილა ცნობა, რომ ფარვიზის კარზე "ქილილა და დამანას" კითხულობდენ და იგი ასე უყვარდათ. ეს ცნობა ემთხვევა თვით "ქილილა და დამანას" ქაშეფისეული ვერსიის ცნობას: "ნუშრევანს უკან აჯამთა (ე.ი. ირანელთა-მ.თ.) დიდის სურვილით მასვე იკითხვიდენ"

ფალაური ვერსია არ შემონახულა და ამდენად მასზე სრული წარმოდგენის ქონა ძნელია. მაგრამ შემოგვრჩა მისი სირიული და არაბული თარგმანები. ერთი ძეგლის ორი თარგმანი კი რა თავისებურნიც უნდა იყვნენ ისინი,მაინც გვაძკევს შესაძლებლობას,შორიახლო ვიცნობდეთ მას.

უპირველესი თვისება ამ ვერსიისა ის უნდა ყოფილიყო,რომ მას უნდა მიმატებოდა თავი ბარზუის შესახებ.დღევანდელ არბულ ვერსიაში კიდეც იკითხება,როგორც აღვნიშნეთ,"თავი შესახებ იმისა,თუ როგორ გაზავნა ხოსროვ ანუშირვანმა ექიმი ბარზუი ინდოთა ქვეყანაში ქილილა და დამანას,წიგნის მოსაპოვებლად" და "თავი ბარზუი ექიმის შესახებ".პირველი თავი,როგორც იბნ ალ-მუყაფა გადმოგვცემს,ბარზუის თხოვნითა და ანუშირვანის დავალებით დაუწერია ამ უკანასკნელის ვეზირს ბოზორჯმიჰრს (ბოზორგმიჰრს) და დაურტავს (წარუმძღვარებია) კრებულისათვის.ხოლო მეორე თავად ბარზუის განცდები და ამბავი პირველი პირითაა მოთხრობილი.სხვა დანარჩენ  თავისებურებებსა და პასაჭებზე მსჯელობა სახიფათოა.ე. კრაჩკოვსკი  ფიკრობს,მაგალითად:დამანას საქმის  გამოძიება ფალაურ ვერსიაში არ უნდა გვქონოდა,რადგან  სირიულში არაა,და იგი იბნ ალ-მუყაფას უნდა შეეთანა "ქილილა და დამანაშიო" (ამ აზრისავი არიან სხვებიც),რადგან მთარგმნელის შეხედულებით,უკეთურნი უნდა დაისაჯონ.თითქოს ამის სასარგებლოდ ლაპარაკობს ისიც,რომ ეს ეპიზოდი არაა "პანჩატანტრაშიც".მაგრამ სირიული და არბული ვერსიები სხაგანაც შორდებიან ერთმანეთს.მაგ.,სირიულში დაცული მთელი თავი "თაგვთა ამბავი "არ იკითხება არაბულ ვერსიაში,ხოლო დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იგი ფალაურიდან მოდის (საკ.სახელები ზუდამად,მიჰრაიარ, ანდარბი ავან და სხვა.)ეს შეიძლება იმაზემეთყველებდეს,რომ იბნ ალ-მუყაფამ არ გადმოითანა იგი ფალაურიდან და,მაშასადამე,ნებისმიერად ექცევა ფალაურ თექსთს,ზოგან აკლებს და ზოგან უმათeბს.მაგრამ აქ სიფრთხილე გვმართებს:ფალაურად რამდენიმე ვარიანტი ხომ არ არსებობდა და იბნ ალ-მუყაფაც რომელიმე ერთი მათგანით ხომ არ სარგებლობდა?

"ქილილა და დამანა" ირანულიდან არაბულ სამყაროში გადასულა. ჯერ ის უთარგმნიათ სირიულად, ხოლო მერე-არაბულადაც.თავიანთი ვერსიების წინასიტყვაობებში "ქილილა და დამანას"  ისტორიას რომ გაგვაცნობენ, იბნ ალ-მუყაფფა, ნასრ ალ-ლაჰი და ვა ეზ ქაშეფი არაფერს ამბობენ მის სირიულ თარგმანზე. ჩანს ამ ვერსიას არ ჰქონია დიდი რეზონანსი, რადგან ეს ავტორები მას არ იცნობენ, შეიძლება ეს იმითაც იყოს გამოწვეული, რომ იგი ითარგმნა ქრისტიანის მიერ, ქრისტიანულ სამყაროში. მაგრამ ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ 570წ. ვინმე  ბ უ დ ს "ქილილა და დამანა" სირიულად უთარგმნია.(თარგმანი 1871წ. იქნა აღმოჩენილი). თავის დროზე ბენფეიმ დაამტკიცა, რომ სირიული თარგმანი ფალაურიდან მოდის. მანვე ცხადჰყო, რომ ეს თარგმანი უფრო ახლოს დგას ფალაურთან,ვიდრე არაბული.  ამას მეცნიერი ასაბუთებდა ამით,რომ სირიულ ვერსიაში იკითხება ირანული წარმოშობის (ფალაური) სიტყვები (ზირაქ, ფირუზ, სიმურღ და სხვ.),რაც არაბულ ვერსიაში აღარ გვხვდება.

სირიული ვერსია ათ კარს აერთიანებს. ესენია: 1) "ლომი და ხარი" 2) "გარეული მტრედი" 3) "მაიმუნი და კუ" 4) "განდეგილი და თრითინა" 5) "კატა და თაგვი" 6) ""ბუთა ამბავი" 7) "ხელმწიფე და ფრინველი" 8) "ლომი და ტურა" 9) "ბილარის ამბავი" 10) "თაგვთა ამბავი" .  სირიულში ლომისა და ხარის ამბავი ერთ კარშია მოქცეული (არაბულსა და სპარსულ ვერსიებში მას ორი კარი უჭირავს), ხოლო ბოლო, მეათე, კარი საერთოდ ახალია (არაბულსა და სპარსულ ვერსიებში აღარ გვხვდება), წარმოშობით კი ფალაურიდან მომდინარეობს. ამ კარში მოთხრობილი ერთი იგავის "ყურდაჭრილი ვირის" შორეული გამოძახილია, ვფიქრობთ, "ანვარ-ე სოჰაილიში" დაცული გალექსილი იგავი, სადაც კუდის მაძიებელ ვირს გლეხი ორივე ყურს მოაჭრის.

"ქილილა და დამანას" ფალაური ვერსია არაბებს სხვა სიკეთესთან ერთად დახვდათ ირანში, და მათ იგი აითვისეს ისე, როგორც სხვა ბევრი რამ, ნაყოფი ირანული კულტურისა. VIII  საუკუნეში ეს ძეგლი არაბულად ითარგმნა. მთარგმნელი ცნობილია. ესაა ეროვნებით ირანელი აბუ მუჰამად აბდ ალ-ლაჰ რუზბეჰ იბნ დადოე, რომელიც იბნ ალ-მუყაფფას ფსევდონიმითაა ცნობილი. იგი დაბადებულა ტრადიციულ ირანულ ოჯახში, გვიან მიუღიაისლამი (მანამდე ზოროასტრულ რელიგიას ესავდა), რაღაც პოლიტიკურ ინტრიგებში გახლართულა და 759წ. სიკვდილით დაუსჯიათ.

ადრე ბევრი ფიქრობდა, "ქილილა და დამანა" აბნ ალ-მუყაფფას თავით შეთხზა, მაგრამ შიგ გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხისმგებლობა რომ აეცდინა, წიგნი თარგმანად გაასაღაო. იბნ ალ-მუყაფფა მარტო მთარგმნელი არ ყოფილა, მას ორიგინალური თხზულებანიც ჰქონია, მაგრამ ამჯერად, როგორც გაირკვა, მთარგმნელად გვევლინება. ამას ადასტურებს მისი ქილილა და დამანას ერთი მხრივ "პანჩატანტრასთან" და მეორე მხრივ ამ კრებულის სირიულ თარგმანთან შეჯერება.

ცივილიზებული მსოფლიო მუყაფფასეული არაბული თარგმანის მეშვეობით გაეცნო ქილილა და დამანას წიგნს, არაბულიდან ითარგმნა იგი მრავალ ენაზე (მათ შორის სპარსულზე) და გავრცელდა ხალხში. მაგრამ ამ ვერსიამ თვით არაბულ სამყაროში მოიპოვა მაინც არნახული პოპულარობა, აბბასიანთა ხალიფა მა`მუნი (813-833) თურმე მოწიწებით ინახავდა "ქილილა და დამანას" ხოლო მის ვეზირს მარლმორწმუნე ფაზლ იბნ საჰლს რომ ჰკითხეს: ყყურანი როგორ მოგწონსო? მიუგო: "ქილილა და დამანასავითო"

X საუკუნის არაბი მკვლევარი აბუ ლ-ფარაჯ იბნ იაყუბ ალ-ვარაყა ან-ნადიმი თავის "ფიჰრისთში" წერს: "ქილილა და დამანა" ჩვიდმეტი კარისგან შედგება. იგი აბნ ალ-მუყაფფამ და სხვებმა თარგმნესო. აბუ ლ-ფარაჯის ეს ცნობები სწორია. მართლაც 781წ. "ქილილა და დამანა" ისევ სპარსულიდან ასევე პროზით ხელახლა უთარგმნია აბდ ალ-ლაჰ იბნ ჰილალ ალ-აჰვაზის. არაბულ ენაზე " ქილილა და დამანას"  ლექსითი ვერსიებიც გაჩენილა. ამჯერად იბნ ალ-ჰამიდ ალ-ლაყიფის (570-815) ეს თხზულება თურმე თოთხმეტ ათას ბაითს შეიცავდა. იგი დაკარგულა (მხოლოდ ოთხმოცამდე ბაითიღაა შემორჩენილი) კიდევ ასახელებენ "ქილილა და დამანას "ორ გამლექსავს, რომლებიც სხვებში გამოირჩევიან. ესენია: ალი იბნ დაუდ ქათები და საჰლ იბნ ნავბახთი. 1100 წ. "ქილილა და დამანა" ისევ გაულექსავს ნაზმ ად დინ მუჰამად იბნ  ალჰუბბარის, რომლის ვერსია დღემდეა შემონახული. არსებობს სხვა თარგმანებიც, მაგრამ ვერც ერთმა ვერ დაჩრდილა იბნ ალ-მუყაფფას შედევრი, რომელიც "ჯერაც ალმასის თვალივით ბრწყინავს  არაბული მწერლობის საპატარძლო გვირგვინში".