ქილილა და დამანას ქართული ვერსიების ერთი იგავის ნიმუშები

ერთი წმინდა სულის მიმდეგი მეუდაბნე იყო. ბაღადის ქვეყანას იმყოფებოდა. დღე და ღამ მისი საქმე ლოცვა და მოღვაწეობა იყო. და ერთმან მოწაფემან მისმან ერთს დღეს ერთი კარგი ზღოხა მიართვა. და ერთმან ქურდმან ის ძროხა შესთვალა და მისი მოპარვა მოინდომა. წავიდა ის ქურდი საქურდლად. გზაზედ ერთი დევი შეეყარა და კაცის სახედ მოეჩვენა. ქურდმან ჰკითხა:

სად მიხვალ ან ვინა ხარო?

იმან უპასუხა:

მე დევი ვარ და ადამიანის სახედ ვიარებიო, რომ იმ ერთმა მეუდაბნემ ქუეყანა თავის ნებასა და რჯულზედ მოაქცია და ჩვენ გაგვაშორა. აწ ვეძებ დროსა, რომ მას აუტეხოა რამე სიკუდილითა, რომე ქუეყანა ისევ ჩემკენ მოვიახლოვო. ჩემი საქმე ეს არის. რადგან შენ შეგეყარე ამ გზაზედ, გაგიტყდი და მართალი გითხარ, ახლა შენც მითხარ, ვინა ხარ ან სად მიხვალ?

მან უთხრა:

- მე ქურდი ვარ და იმ მეუდაბნეს ერთი კარგი მსუქანი ძროხა ჰყავს და ის მინდა მოვიპარო.

დევმან ეს სიტყვა დაუმადლა და უთხრა მას ქურდსა:

რადგან შენც იმის სამტეროდ მიხვალ, დიაღ შემიყუარდი და კარგი ამხანაგიც ვართ.

შეჰპირდნენ ერთმანეთს მის მეუდაბნის მტერობასა და წარვიდენ. იარეს და საღამოდის იმ მეუდაბნისას მივიდნენ. მას ლოცვა გაეთავებინა და იქავ დასძინებოდა. ქურდმან იფიქრა: ეს დევი ხომ მოსაკვლავად მივა, მეუდაბნეს რომ გაეღვიზოს, შიშით დაიძახებს, დევი გაქრება და მეზობლები მე დამიჭერენ. ამით არ იქნების ახლა ამ ძროხის მოპარვა. ევმან ეს იფიქრა: ეს ქურდი ზროხის მოსაპარავად რომ კარს გააღებს, კარი დაიჭრიალებს, მეუდაბნე დაიძახებს. მის ზახილშიდ მეზობლები შემოკრბებიან და ეღარ მოვკლავ. ქურდს უთხრა

--ჯერ მე დამაცალე, მეუდაბნეს მოვკლავ და მას უკან როხის მციე აღარავინ გეყოლება და ძროხა წაიყვანე.

ქურდმა უთხრა:

--არა, ჯერ დამაცალე, მე ის ძროხა გავიყუანო და მას უკან ის მეუდაბნე მოვკალ!

ისინი ამ საქმეზედ შეცილდნენ და აიშალნენ. და ქურდმა დაიძახა:

--ეჰა მეუდაბნევ, აქ ერტი დევი არის, სიკუდილს გიპირობს!

მერმე ებმან დაიძახა:

--მეუდაბნევ, აქ ერთი ქურდი არის, ძროხის მოპარვას გიპირობსო!

მეუდაბნემ რა მათი ხმა გაიგონა, დაიძახა, და მეზობლები შემოკრბენ და ქურდი და დევი ორივე გაიქცნენ და ძროხა და მეუდაბნე ორივ მორჩნენ.

2. ვახტანგისეული ვერსია  

მოუყვანიათ, ერთი ზეიდი [იყო] წმინდა ბუნებისა, წმინდა საქციელისა. ბაღდადის ერთს შუკაში ერთი სენაკი გაეკეთებინა, მისი ყოფა დილასა და საღამოს მოწყალის ღთის ლოცვის ალაგის მოყუანა იყო, და ამ გზით კალთა ქუეყნის ავისა და კარგისაგან დაებერტყა. სოფლის უპირობისა და მიუნდობლობის სახე[ს] დროსა და ჟამის დავთრის პირისაგან კითხულობდა. შეიტყო, რომ თვალის გუგა უნაშტროდ ვერ მორჩებოდა [....] მორჩენის სურათს არ დაიჭერდა, სიკეთის ხაზინა უგველოდ ბევრის გარჯით ჰელში არ მოვიდოდა. (ლექსი):

ვარდი უეკლო ამ ბაღში არ არის.                                                                              მისი ყაყაჩო უდაღისნიშნოდ არ არის,                                                                          კრმალს შემოგკრავს და იტყუის: მზის სხივი არის,
პირს გაგიყუითლებს და იტყუის ოქროა.

წყალობის კუთხეში თავი მოსვენებას საყელოში ჩაეყო, იმ მდღევარს, რომ დაფარულის ფარდიდამ მას მისცემდა, დასჯერდებოდა (ლექსი):
ჩვენ დაჯერებისა და კმარების სახე დაგვიდია
და მოყუარე რასაც შეგვეწევა, ვსჯერვართ.

ამაში ერთმა მისმა მოსავმა იმის საბრალობა და სიწმინდე შეიტყო, მისის სულისათვის ერთი ახალი კამბეჩის ზაქი მსუქანი, რომ ნდომის პირი მისის გემრიელობისა და ქონიანობით დატკბებოდა, შესაწირავად ზეიდის სენაკში მიიყუანა. ერთმა ქურდმა ის დაინახა, ნდომის სიხარბე დაეძრა და ზვიდის სენაკისაკენ წავიდა. ერთი დევიც კაცის სახედ იმას უკან გაუდგა. ქურდმა მას დევს ჰკითხა:
  -შენ ვინ ხარო და სად მიხვალო?
მან პასუხი გასცა:
-დევი ვარ, ამასზედ შევიცვალე და ზეიდის სენაკში მივალ, რომ ამ ქუეყნის უმრავლე კაცთ მისის ქადაგებისაგან ცოდვისა და ავის საქმისაგან ველი აუღიათ და აღთქმასა და მოღვაწებას შესდგომიან, ჩვენის რიგისა და ბაზიერობისაგან განშორებულნი შექნილან. და ახლა მინდა, დრო ვიპოვნო, მოვკლა. ჩემი ამბავი ეს არის, რაც გაიგონე, ახლა შენი მითხარ, რომ ვინ ხარ და შენი ამბავი რა არის?
მან უთხრა, თუ:
- მე ქურდობისა და მაცთურობის მოვალე (მოველე) ვარ. ღამე და დღე ამ ფიქრში ვარ, ერთის ვისიმე საქონელი მოვიპარო, ერთის შეწუხების დაღი მის გულზე დავსვა. ახლა  იქ მივალ, რომ მსუქანი ზაქი რომ მიგვარეს, ის მოვიპარო და ჩემად საციცოცხლოდ დავხარჯო.
   დევმა უთხრა (ლექსი):
ეჰა ქუეყნის სულო, შენ ჩემი ამხანაგი ყოფილხარ.
დიდება ღთსა, რომ ჩემსა და შენს შუა ამხანაგობის საბელი მაგარი არი.
ერთობის გზით ეს კმარა, რომ ორისავ სამტერო ერთია.

მერმე პირი გზისაკენ ქნეს. საღამოს ზეიდის სენაკთან მივიდნენ. ზეიდი ლოცვისაგან მორჩომილიყო და იმავ სალოცავს ადგილს ჩამჯდარიყო. ძილი მოსვლოდა. ქურდმა იფიქრა: თუ უწინ დევმა მისი სიკვდილი მოინდომოს, არამც შეუტყოს, გაიღვიძოს და დაიძახროს. ვინც მეზობელნი არიან, შეუტყონ. და ამ გზით კამბეჩის მოპარვა არ იქნება: დევიც ფიქრში ჩავარდა, რომ: თუ ქურდმა უწინ კამბეჩი მოიპაროს, კარი უნდა გააღოს. იქნება, რომ ზეიდს კარის ხმით გაეღვიძოს და მე მისი მოკვლა არ შევიძლო. მერმე ქურდს უთხრა:
 - ჯერ მე დამაცალე, ზეიდი მოვკლაო, მერმე შენ კამბეჩი წაიყვანე.
 ქურდმა უთხრა:
 - ჯერ ჩემის კამბეჩის გამოყუანას ეცადე, მერმე შენ ზეიდი მოკალო.
ეს სარჩელი იმათ შუა გამაგრდა. ბოლოს იმათი ლაპარაკი ჩხუბსა და ბრძოლაზე მივიდა. ქურდმა აჩქარებით ზეიდს დაუძახა:
 - აქ დევი მოსულა, უნდა, შენ მოგკლასო!
 დევმაც დაიყუირა:
 - ეს ქურდი მოსულა, უნდა კამბეჩი მოგპაროსო!
ზეიდმა იმათს ლაპარაკზე გაიღვიძა და დაიძახა. ერთპირად მისი მეზობლები იქ მოგროვდნენ, დევი და ქურდი ორნივ გარდაიჭრენ და სული და საქონელი ზეიდისა მტრის სიცრუისაგან ცოცხლებით მორჩენ. (ლექსი):
                                                                                   
თუ რომ მტრის ლაშქარში ორპირობა ჩამოვარდა,
რაღად უნდა ხრმალს ქარქაშიდამ ამოღება.


  3. საბასეული ვერსია

ერთი განშორებული იყო, ბუნებიტ წმინდა, საქციელითა სუფთა, კეთილად მქცეველი. ბაღდადისა შუკათა ერთი სენაკი დაეპყრა. მისი მოქმედება ესე იყო: დღე-ღამე დაუცადებელად ჟამიერად ილოცვიდა და ქუეყნიერისა კაისა და ავისა საქმის ქნისაგან კალთა სრულობით დაებერტყა. საწუთროს უხანობისა წერილსა მატიანეთა პირისაგან იკითხვიდა, და იჩქითად მარბენელი ხატი მისი არ შეიპყრობდა და სიკეთის საუნჯე მრავლისა ცდითა გუელუცემრად  არა ხუდებოდა.
შაირი
უეკლო ვარდი ვერ ჰპოო სოფლის წალკოტის არესა,
მისი ყვავილი საკრეფლად დაღსა დაგამჩნევს მწარესა.
ხრმალსა გცემს, მზის სხივს გაოცნებს, ეჭვდე მის შესადარესა.
და ფერმიხდას ოქროდ გახარებს კაცთა არმოსახმარესა.
მოწყალების კუთხესა შინა თავი მოსვენებისა უბესა შიგა ჩაეყო და მის მდღევრისა. საზრდოსა რომელი უცნაურისა ფარდაგით მოეცემოდა, მას დასჯერდებოდა.
ლექსი
ჩუენ სახე დაჯერებისა დაგვიდვა საკმარებელად,
მოყვრის შეწევნის მოქენე, მართ ოდენ დამჯერებელად.

მაშინ ერთმა მისმა მსასობელმა კაცმან რა მისი ეგრე ყოფნა და სიწმინდე სცნა, თვისისა სულისათვის ერთი ახალი, მსუქანი, გემოთი და სიპოხით გარდამატებული კამბეშის ღოღო შესაწირავად მიუძღვნა განშორებულსა. რა მის სენაკად მიიყვანეს ერთმა მპარავმა ნახა და ნდომისა სიხარბე მოემატა და განშორებულისა სენაკსა მიმართა. მას მპარავსა ერთი დევი კაცის მსგავსად უკან დაედევნა. მან მპარავმა ჰკიტხა:
_ვინ ხარ ანუ სადა მიხვალო?
მან უთხრა:
_მე დევი ვარ, კაცად ამისთვის შევიცვალე და მის განშორებულისა სენაკად მივალ ამად, რომე ამა თემთა კაცნი უმრავლესნი მისისა ქადაგებითა ცოდვასა და ავსა საქმესა დაუტეობენ და აღთქმასა ჰყოფენ და სინანულს შეუდგებიან. ჩუენის მორჩილებისა და სამსახურისაგან ხელსა იღებენ. აწ მინდა, მაზე დრო დავიცე და იგი მოვკლა. ამა საქმეზე მოვალ. ჩემი ამბავი ეს არის და შენი მიამბეო.
_მე მპარაობისა და ავაზაკობისა მოქმედი ვარ. ღამე და დღე ჩემი საგონებელი ეს არის: ვისი რა ქონება მოვიპარო ანუ შეწუხებისა დაღი ვის გულსა დავასვა. აწ მას განშორებულსა მსუქანი ღოღო მიუძღვნეს, იგი მოვიპარო და ჩუმად საზრდოდ ვიხმაროო.
[დევმა] უთხრა:
ტაეპი
ჰე ჩემო სულო ბედად მოსულო, ვიამხანაგოთ დღივ და ღამ, სულო!

ეჰა ვმადლობ სვესა ჩუენსა, რომე ჩემსა და შენ შუა ამხანაგობის საბელი განმტკიცებულა და ერთობის გზა გამზადებულა. ესე უადვილეა. ორისავე სამტერო რადგან ერთიაო.
მერმე პირი გზას მიაპყრეს და საღამოს განშორებულისა სენაკსა მიადგენ. მას ლოცვა დაესრულებინა და სალოცველსა ადგილსა ჩამომჯდარიყო და სთვლემდა. მპარავი საგონებელსა ჩავარდა და  იტყოდა: თუცა დევმა მისი სიკუდილი გააპირა, არამც მას გაეღვიძოს, სცნას და ხმა ჰყოს. მეზობელნი მოკრბებიან და ამით მე კამბეჩის ღოღოს ვეღარ ვიხელთებო. დევიცა ამას იგონებდა: თუცა მპარავი კარსა გაახვამს, კამბეშისა გამოსაყუანად, კარისა ჭრიალითა მას გაეღვიძების და მე მის მოკვლას ვეღარ შევძლებო. დევმა პირველ მისი მოკვლა მოინება და მპარავმა-კამბეშის მოპარვა. ამაზე ცილება შეექმნათ და შუა შუღლი და ბრძოლა გამოერიათ. მპარავმა განშორებულს უყივლა:
_დევი შენდა სასიკუდილოდ მოსულაო!
დევმა დაიყვირა:
_მპარავი აქა გიდგს, კამბეშსა გპარავსო!
განშორებბულს მათს ხმიანობაზე გაეღვიძა, დაიძახა. მეზობელნი ყოველივე მოეშველნენ და დევი და მპარავი ორნივე გარდაიხვეწნეს. და განშორებულის სული და საქონელი მტრისა სიცრუისაგან უვნებელი დარჩა.
ლექსი
თუცა მტერთ ლაშქარს შეუხდა გაყრა და ორპირობანი,
ხრმალსა ქარქაშით რათ იღებ, რად უნდა ხელთა პყრობანი.


4. ბებუდაშვილისეული ვერსია
ერთი განშორებული იყო ბუნნებით წმინდა, საქციელითა სუფთა, კეთილად მქცეველი. ბაღდადისა ერთ სენაკი დაეპყრა. მისი მოქმედება ესე იყო, დღე და ღამე ილოცვიდა. ქვეყნიერისა კაისა და ავის ქნისაგან კალთა სრულობით დაებერტყა. მაშინ ერთმა მისმან მსასოებელმან კაცმან რა მისი ეგრე ყოფნა და სიწმინდე სცნა, თვისისა სულისათვის ერთიმსუქანი კამბეჩის ღოღო შესაწირავად მიუძღვნა. რა განშორებულის სენაკად მიიყვანეს, ერთმა მპარავმა ნახა და ნდომის სიხარბე მოემატა, განშორებულისა სენაკსა მიმართა.
    მას მპარავსა ერთი დევი კაცის მსგავსად უკან დაედევნა: მან მპარავმან ჰკითხა:
_ვინ ხარ ანუ სად მიხვალო?
მან უთხრა:
_მე დევი ვარ, კაცად ამისტვის შევიცვალე, მის განშორებულისა სენაკად მივალ ამად, რომე ამა თემთა კაცნი უმრავლესნი მისის ქადაგებითა ცოდვასა და ავსა საქმესა დაუტევებენ და აღთქმასა ჰყოფენ, სინანურს შეუდგებიან, ჩვენისა მორჩილებისა და სამსახურისაგან ხელს აიღებენ. აწ მინდა, მასზედ დრო დავიცე და იგი მოვკლა. ამა საქმეზე მოვალ. ჩემი ამბავი ეს არის და შენი შენ მიამბეო.
    მან უთხრა:
_მე მპარაობისა და ავაზაკობის მოქმედი ვარ, ღამე და დღე ჩემი საგონებელი ეს არის, ვისი რა ქონება მოვიპარო ანუ შეწუხების დაღი ვის გულს დავასვა. აწ მას განშორებულსა ერთი მსუქანი ღოღო მიუძღვნეს. იგი მოვიპარო და ჩემად საზრდოდ ვიხმარო.
[დევმა] უთხრა:
ტაეპი
ჰე, ჩემო სულო, ბედათ მოსულო, ვიამხანაგოთ დღე და ღამ სულო.
ესე უადვილეა, ორივე სამტერო რათგან ერთია
მერე პირი გზას მიაპყრეს და საღამოს განნშორებულის სენაკს მიადგენ. მას ლოცვა დესრულებინა, სალოცველსა ადგილსა ჩამომჯდარიყო და სთულემდა. მპარავი საგონებელსა ჩავარდა და იტყოდა: თუცა დევმა მისი სიკუდილი გააპირა, არამცა მას გაეღვიძოს, სცნას და ხმა ჰყოს, მეზობელნი მოკრბებიან და მით მე კამბეჩის ღოღოს ვერ ვიხელთებო. დევიცა ამას იგონებდა: თუცა მპარავი კარსა გაახვამს კამბეჩის ღოღოს გამოსაყვანათ, კარისა ჭრიალითა მას გაეღვიძების და მე მის მოოკვლას ვეღარ შევიძლებო. დევმა პირველ მისი მოკვლა მოინება და მპარავმა მოპარვაი. ამაზედ ცილება შეექმნათ და შუა ბრძოლა გამოერიათ. მპარავმა განშორებულს იყოვლა:
_დევი შენდა სასიკუდილოდ მოსულაო!
დევმა დაიყვირა:
_მპარავი აქ გიდგს, ღოღოსა გპარავსო!
განშორებულს მათს ხმიანობაზედ გაეღვიძა, დაიძახა. მეზობელნი ყოველნი მოეშველნენ. დევი და მპარავი გარდიხვეწნეს, განშორებულის სული და საქონელი მტრისა სიცრუვისაგან უვნებლად დარჩა.

* *
როგორც ეს ერთი იგავის ამ პარადიგმებიდანაც ჩანს "ქილილა და დამანას" ზოგი ვერსია აქა-იქ მხარს უჭერს არა თავის უშუალო წყაროს, არამედ მის შორეულ წინაპარს. ამ იგავში ("განშორებული, დევი და მპარავი") "პანჩატანტრას" მიხედვით განშორებულს ძროხას აჩუქებენ. ასევეა იბნ ალ-მუყაფფას ვერსიაში. მოსალოდნელი იყო, რომ იგივე განმეორდებოდა ნასრ ალ-ლაჰის ვერსიას გამოიყენებს ქაშეფი, მაგრამ მის "ანვარე სოჰაილიში" ძროხის ჩუქებაზეა ლაპარაკი. ასევე "პანჩატანტრას" დეტალი. დევი ქურს რომ ეუბნება: რა კარგია, ჩვენ ერთიმიზანი გვქონიაო, შემოუნახავს იბნ ალ-მუყაფფას ვერსია. მის თარგმანს, ნასრ ალ-ლაჰის "ქილილა და დამანას" იგი არ დაუცავს,ხოლო ამ უკანასკნელის გადაკეთებაში, "ანვარესოჰაილიში" ისევ უჩენია თავი. შეიმჩნევა სხვა ასეთი სახის მიკერძოებანიც, მაგ:როგორც აღვნიშნეთ, "აიარ-ე დანეშის" შესავალში განმეორებულია არა მისი უშუალო წყაროს "ანვარე სოჰაილის", არამედ ნასრ ალ-ლაჰის "ქილილა და დამანას" შესავალში დაცული თავები.ანდა: "რაი-ო ბარაჰმანის" ავტორი, ნასრ ალ-ლაჰის ვერსია ლექსავს, მაგრამ ზოგ მის იგავს ქაშეფის სულ სხვა შინაარსის ამბავით ცვლის, ხოლო ყანე'ი საერთოდ იცავს გეოგრაფიული ლოკალიზაციის პრინციპს, მსგავსად "პანჩატანტრას", რაც მის უშუალო წინამორმებ ნასრ ალ-ლაჰს არ ჰქონია და ა.შ.