[რიდი] ორენა კაცისა და მიუნდობელისაგან
ქ.კარი პირველი
რაი-დაბიშლიმ ფიდაფი ბრძენს უბრძანა:
-პირველის ანდერძის წეერილი ეს იყო, რომე თუცა კაცი ვინმე თვისისა მეპატრონისა წინ სამსახურით წადგეს და მისისწყალობიტ თავჩენილი შეიქნას, შურითა და სიქიშპით მისნი ამხანაგნი აუმტერდებიან და მის წახდენას ეცდებიან და ხერხიტ მასზე ხელმწიფის გულს გამოსცულიან. მეფეთაგან წესია, შემასმენელსა და ეშმაკთმოყყუარეს კაცს ყური არ მიუოყრას, გასინჯოს, მოიცადოს და გულისხმა იყოს. ბეზღება სიბოროტის კიდე არ არის რა, რომე მატს სიტყუას არ ისმენდეს და არც დაიჯეროს.
შაირი
ავენა კაცსა სენს წინა ნუ მისცემ გზასა მარებლად:
სამსალას ურთავს შაქარსა საკუდავად გასამწარებლად,
პირად ტკბილს გეტყუის, გეგონოს მოყურისა დასადარებლად,
გასინჯავ ლახვრის უმწარე დაგასო არ საკმარებლად.
აწ ბარამანთან ესე სავედრებელი მაქუს, რომე ამისი შემსგავსებული იგავნი მითხრას.რომე ერთი კაცის სიტყუა რა ხელმწიფეს წინ სათნო იყოს, მას შურითა და შესმენით ერტგულის სიდიდის საფუძვლის შერყევა, მტრისა და მოავისაგან მისი დაშორვების საქმე იქნებისო.
ბაჰრამან მოახსენა:
-მეფეთ საფუძველთ სიმტკიცე მაგა ანდერძითა დამყარებულა, თუცა ხელმწიფემან მაბეზღართა და მეშურნეთა და ავენა კაცთა მისი სიბოროტე, შესმენა და ავსიტყობა არ მოაკუეთინა, სახელმწიფოს მარიგებელთა და ერთგულთა სამსახურისაგან ხელს ააღებინებენ და წაახდენენ. და რა ისინი სამსახურს დაშორდებიან, ხელმწიფისაცა და ქუეყნის დასაკლისი იქნება, ჩხუბიანმა და მეშურნემ რა ორს მოყვარეთ შუა სამდურავისა და გულსკლების გზა პოოს, მათში სამდურავი და დაშორვება გაგრძელდების, როგორაც ლომსა და ხარს მოუხდაო.
რაიმ ჰკითხა, რაგვარ ყოფილაო?
ბ ა რ ა მ ა ნ თ ქ უ ა ა რ ა კ ი
[ლომისა და ხარის ამბავი]
ერთი დიდვაჭარი იყო, რომელსა ზღუა და ხმელეთი მოევლო, აღმოსავლიტ დასავლამდე ყოველივე ენახა, ჟამთა და დროტა სიცხე და სიცივე მრავალი შემთხვეოდა, ამ სოფლის სიტკბოსა და სიმწარის გემოვნება ენახა.
ჩახრუხაული
ბრძნულად ჭკვიანი საქმით გზიანი, მშვიდი და წყნარი, მეტყველი ტკბილად,
მცნობელი თუალთა გამონათალთა, ლართა სყიდაში არ გახდის წბილად,
სიკუდილის ლაშქარი უსუსურება და სიბერე არის. რა მისის ბუნების ბუნების თემთ რბევა დაიწყონ, მეომართ რაზმთა წარმოდგინება მხცოვანებაა და მისის გუამის გარემოს დაიპყრობს.
შაირი
სიბერის სენმა დაფდაფსა რა დაჰკრას სმენად ყურისა,
მხცო მოციქული საკუდავი, ვის მოსვლად არა სურისა,
ძალის მოკლება, ლხინთ წარვლა რა ნახო უსუსურისა,
ზურგისა მოთხრა, სალამი სიკუდილის რა მიეწურისა.
დიდვაჭარმა სცნა, დღითი-დღე მისის წავლის ბუკსა და დაფდაფსა უცემდენ, და მისი სიცოცხლის სათავნოს ერთი საუნჯე, რო/მელიც გამის ზარდახშათა შინა ედვა, მისი თხოვა დაუწყეს. მოუწოდა ძეთა თვსთა სამთა. დია ჭკვიანნი და ხელგამომავალნი ყრმა კაცნი იყუნეს,მაგრამ ჭაბუკობის ამპარტავნებითა და უგვანის მედიდურობითა მართებულის რიგისაგან გარდასულიყვნენ და საფორიაქო ხელი მამის ქონებისათვს, მეტად აეხარად, მოგებისა და მომჭირნეობის სარგებელი დავიწყებოდათ,მათს კეთილს სიცოცხლეს უქმობით დაუგუნურობით აღამებდეს. მამამან მათმან-მოწყალებითა და შებრალების გზით, ვითა მამათ წესია, ჭკუასა სწვრთიდა და სიბრძნისა კართა უღებდა, თთუალუხვავად შიშსა და იმედსა წინა უდებდა – უთხრა:წრმანო ჩემნო, თქუენ საქონლის პატივი არ იცით, ამად რომე მის შეკრებაზედ ეგზომსა არა გარჯილხართ. რადგან არ გამოგიცდიათ, ამისთვის ჭკუის გზით ბოდიშსა თქვნთან მოვითხოვ,რათა შეიტყოთ, რომე საქონელი სააქაოსა და საიქიოსათვს სვიანობის ძირია. რაცა თქვენი საწადელია, ორისავ სოფლის დიდების შოვნა საქონლის მეშუალობით იქნება და ხელთ მოსცემს. ყოველი ქუეყნიერი კაცი სამთა აღსავალთა მძებნელი არიან. პირველად, სიცოცხლის სიგრძე და მისი სახმარი და მისი მორთულობის სიადვილე მრავლის შემოკრებით იქმნების,რომე მათი ჭამა, სმა, ჩაცმა, დაბურვა, / ხორცთ პატივი და სიუხვე მით არსს; მეორე ,მეპატრონობა და მაღალთა ხარისხთა აღსვლა, რომელთა ნებავს სამნეო და სიდიდე და უფლობა და პატიოსნობა. ესე ორნი აღსავალნი უსა/ ქონლოდ არ იქნებისო; მესამე, მას საუკუნოს პოვნა და განსასვენებელთა ადგილთა მიწევნა. რომელთაცა თუალი მიწყივ მას ზედა უჭირავსთ, ცოდვათაგან ხელი აუღიათ და მადლი მოუგიათ, მათი რიგიანი მოსავალი და უცოდველი საქონელი მათთვსაცა მადლია, რომე საღმთოსა გზაზედ დახარჯოს და შეჭირვებულთა მიანიჭოს, როგორადაც ჯალალ ედ-დილ რუმის “ორმ-[უ]ხლსა” წიგნსა შინა უთქუამს. თქუა:
ლექსი
უნჯი ოდესმე შჯულთათვს, ჰე, თქმულა მოსახმარისად;
მადლის საქნელად, ქვრივთა და ობოლთა შესაწყნარისად.
ერთსა მეცნიერსა ვისმე უთქუამს:აწ შევიგენო, საქონლის კურთხევით მრავალი საწადელი ხელთ მოგეცემისთო, და საქონლის შოვნა მოუჭირვებლად და დაუშრომელად შორად დარჩებისო; და თუ ვინმე საქონელი გაურჯელად იშოვნაო და მრავალი ჭირი არა/თავს იდვაო,არც მისი პატივი და ფასი ეცოდინებაო და სწრაფად ხელთაგანაც გაცვიანო, აწ უქმობისა პირი დავიწყეთ და ხელსაქმართა და მოჭირვებასა შეებენით, რაცა ვაჭრობისა საქმე და გზები ჩემგან გინახავთ და გასმიათ, მას ეცადენითო.უხუცესმა ძემან უთხრა:ჰე, მამაო! თქუენი ბრძანება ჩუენის ხეთლსაქმრისა და მომჭირნეობისათვს თქმული, ყოველიოვე კეთილ არს, მაგრამ მე ესე დაჯერებით ვიცი, რაც ჩემთვს მდღევარი განწესებულა, მისსა შოვნასა განაღა არ ვეცადო და არ მოვიღვაწო, ეგრეცა მომეცემისო ,და რაიც ჩემთვს და რაიც ჩემთვს განწესებული არ არის, რაოდენცა ვეცადე, გარჯითა და მოჭირვებით არ მომეცემისო . თქუა:
შაირი
დღითი-დღე საზრდო მიეცეს ბედისგან განწესებული,
რაცა არა აქვს, არ იქნას აგრევე ეგოს გებული,
მაშა, რაღათ ესდევთ, ვერ ეპოოთ, წინარე გუქონდეს დებული,
ცუდია, შრომით არ მიხვდეს მას თვსი იმეღებული.
მე მესმა ვისგანმე, ბრძენს ვისმე უთქუამს, რომელიც ჩემი ბედისაგანი იყო, ოდესცა გავექეც, კალთას მომეკიდაო, და რომელიც ჩემი ბედისა არ იყო, რაოდენც ვდივე, ვერ მივეწიეომაშა, აწვე რომ მოჭირვება დავიწყოთ და ან უქმად ვიყოთ, არც ერთით არ იქნება რა: რაც პირველ ჩვუენთვს ბედად არ განწესებულა, მის მეტი არა მოგუეცემა რაო, როგორც მათ მეფის ორთა ძეთა არაკი ჩემს სიტყუას ემოწმება, რომ ერთს გაურჯელად თვისის მამის საუნჯე ხელთ ჩაუვარდა და მეორემ მის საუნჯის ხალისითა ხელმწიფობაცა და მამული ხელით გაუშვა ყვალაკა დაკარგა.მამამან ჰკითხა, როგორ ყოფილაო?
შ ვ ი ლ მ ა თ ქ უ ა ა რ ა კ ი
[ხელმწიფის ორი ვაჟი]
ჰალაბის ქუეყანას ერთი ხელმწიფე იყო, ამაღლებული და სვიანი, ბრძანებაგავლენილი მრავალჟამიერი და ბრძოლა და ომსა შინა გამოცდილი, და დღე-ღამეთა ფურქცეულება მრავალგზის ენახა. ორნი ძენი ჰყუეს, ჭაბუკობის სილაღის მორევთა შინა მცურავნი,გამარჯვების ღვინით შებრუჟებულნი, ნიადაგ განცხრომასა, ლხინსა და საკრავთა შეექცეოდენ, ამ ხმის სიმღერას ჩანგითა და ჩაღანის პირით ისმენდენ.
ლექსი
ლხინსა და შვებას ვეცადოთ, ვირემ თუალს დავიხუჭევდეთ,
სთველი მოდის და არე რბის, ვიპყრათ ვერ დავიმუჭევდეთ.
ხელმწიფე დიდად გამოცდილი იყო და მრავალთა საუნჯეთა უფალი, და თუალ-მარგალიტთა და სამკაულთა რიცხვი არ იცოდა. შვილთა რა უმართებულოდ ქცევით ხედვიდა, დაღონდა, ამისთვის რომე მისა შემდგომად მისი სიმდიდრე გაიბნეოდა და უადგილოს ალაგს დაუწირებლად ქარის სატაცებლად შეიქნებოდა. მის ქალაქის ახლოს ერთი მარტომყოფი განსორებული იყო, ამ სოფლის დიდებისათვის ზურგი შემოექცია და პირი მის სოფლის გზისაკენ საგზლიანად მიეპყრა.
ლექსი
გული შესწოდა სურვილის ბრწყინვალებისა ალითა,
ტრფიალებიტა მოწყლულლი უდაბნოს მყოფთა ძალითა.
ხელმწიფე იცნობდა და დიდი სასოება ჰქონდა მისგან. და თვისი საგანძური ყოველივე სხუათაგან უცნაურად შემოკრიბა, რომელ არარა კაცთაგანმან არა უწყოდა და მას მარტომყოფსა მიანდო და მისსა ქუაბთა შინა დამარხვა უბრძანა და ანდერძად ესე დაუგდო:
-სვეცუდობამან და დიდობისა ბედძნელობამან ჩემთა შვილებთაგან საკეთილო პირნი მიიტაცეს. აწე ჩემის სვესვიანობის წყაროს სათავე, რომელ, მირაჟის მსგავსად, მოჩუენების კიდე არა არის რა, რა მიწათა სიღნიოშეთა დაშრეს, შვილნი ჩემნი უქონელნი თუცა შეიქნენ და დაჭირება მიადგეს, მაშინ მათ ეს საუნჯე და საქონელი გამოუჩინეო, ნუნთუ, შეწუხებისა და აგჭირვების ნახვას უკან ჭკუა მოიპოონო და მერმე ეს უნჯი რიგიან მოიხმარონო, უმსგავსოდ არ წარაგონო და ცუდად არ განაბნიონო.
მან მარტომყოფმა მეფის ვბრძანება აღასრულა: და მეფემ არავისაგან ცნობისათვის თვის საწოლს შიგნით ერთი ადგილი შემზადა ყვალაკას ასე ეგონა, თვისი სალარო მაში დაუმარხავსო, და მისი ძენიც გულდაჯერებულნი იხარებდეს და იტყოდენ გონებათა შინა: თუცა დაჭირება რამე შეგვემთხვას, რაცა მუნ შეკრებულია, ჩუენთა სიცოცხლეთა საზრდოდ გუეყოფაო. რა მცირემან ხანმა გამოვლო, მეფე და იგი მარტომყოფი, ორნივე სიკუდილის მასპინძლობისა წვეულად წავიდნენ და სოფლის მოსთვლების თვინით მტვრალნი, შებნედილნი დაეცნენ.
ჩახრუხაული
ვინც დაიბადოს ვერ დაიქადოს, რომე არ შესვას ესე სასმელი,
ამ სოფლის წესი გუართ დანაწესი, ლახვარი ეცეს გულთა სამელი.
და საუნჯე იგი, რომელი მას მარტომყოფსა თვის სენაკში დაემარხა, ყოვლის კაცისაგან შეუგნებელი დარჩა და არავინ უქყოდა. მეფისა იგი ძენი, მამისა სიკუდილის უკან, მამულისა და საქონლის გაყოფაზედ აიშალნენ და მათ შუა ბრძოლა შეიქნა. უხუცესმა ძმამ ძალითა და უფროსობის გზით უმცროსს ძმას სძლია, რაც მამის დანარჩომი იყო, სრულობით თვითან დაიპყრა და დაეპატრონა და უმრწემწსი ძმა სრულობით ცალიერი დარჩა, თვის გონებათა შინა თქუა: რადგან სიდიდისა და სიმაღლის მზემან პირი დასავალს ჩასვლისაკენ გაიბრუნა და ჩალხისა ბრუნვამან, გატანჯვათა ხელოსანმა, ჩემზედ ორგულობა და მტერობა გამოიჩინა, აწ კიდევ ამ სოფლის ნდომასა და ხელის კიდებას რაღა ხელი ეყრებისო? თქუა:
შაირი
სოფელი სიყმით, სიბერით კაცთ ახლავს მოუხმარებლად,
დღეს შენია და ხუალ სხვისა, დავალს ყვალასთან სარებლად.
ქრთილად მჩანს ესე საწუთო, ქრთილთათვე შესადარებლად.
სჯობს ცათა სახლი ვიშენო თავისა შესაფარებლად.
ამის უკეტეს რაღასა ვიქ, რადგან ბედნიერობის საყელო ნებიერობის ხელიდამ დამვარდა, აწ სიმართლის დაჯერების კალთა ხელთ ვიგდო და მარტომყოფობის ხარისხი რადგან გაურჯელი მეფობა არის, იგი ხელად ავიღოო. თქუა:
შაირი
უდაბნოს მყოფთა სარწმუნო რაცა აქუსთ, უცოდველია,
არა აქუსთ რა და ყვალა აქვსთ, ახალია თუ ძველია.
\მწწირი ჰქვიათ და მათ აქუს ქუეყნის მეფობა ვრცელია,
მსოფლიო ზრუნვას ევლტიან, მას ესვენ, ვინცა მცველია.
მერმე ამა აღთქმისა გონებითა ქალაქი გამოვლო და გონებათა შინა იტყოდა; მარტომყოფელი იგი, რომელი მამისა ჩემისა მეცნიერი იყო, მივიდე მასთან და მის სენაკს დავდგე და მისსა ფერხთა თანა ვიღვაწო, და მასთან ლოცვისა გზებსა ვიწვრთიდეო.
რა მუნ მივიდა სცნა, მისის სულის ზორაყი გუამის გალიათაგან გასულიყო და სამოთხის წალკოტისაკენ გაფრენილიყო და მისი სენაკი გულგანათლენულის მარტომყოფელისაგნ დაცარიელებულიყო. მცირე ხანს მისმან ნაღველმან შეაწუხა და მერმე მას ადგილს დასადგომელად გული დააჯერა და დიდისა წადილიტა მას სენაკში დაემკვიდრა. მის ადგილის სიახლოეს ერთი ჭა იყო, მას უდაბნოდამ ჩაეთხარათ და მისი გზა უდაბნოში გამოეღოთ, როლმე მის ჭის წყალი უდაბნოში მოვიდოდა და მუნ მყოფი მას ჰხმარობდეს. ხელმწიფის შვილმან ერთს დრეს ჭაში თოკი ცაუშვა, სხვა რამე ხმა გამოჰხდა. ჩაიხედა ჭათა შინა, წყალი არა დისო? ნუთუ ჩამოიზვლა ორმო და მის გამო სადინარი წყლისა წაიფარაო? ამის საცნობელად ჭათა შიგან ჩავიდა და ორმოთა გარემოთა სინჯვიდა. მუნ შინა ერთი ხურელი ნახა, იქიდამ ერთი რამ მის წყლის გზათა ჩავარდნილიყო და მის გამო წყალი აღარ მოდიოდა. რა ნახა, თქუა: ამისი წყალი სად უნდა დიოდესო და ან ეს ხურელი სადა გავაო? რა ის ხვრელი გასგანიერებლად თხარა, ფერხი რა ჩადგა, მაშiნვე საუნჯე იგი პოვა.
ხელმწიფის შვილმან, რა უამრავი საფასე და განძი ნახა, ღღთს მადლობა შესწირა და თქუა: თუცა ურიცხვი საფასე და თუალ-მარგალიტია, ამისთუს ღთის მონობიდამ და ამ მარტოყოფისაგან ხელს არ ავიღებ და არას დაჭირებითა არ გავალო და ამას მის გზაზე წარვაგებო.
ტაეპი
ამ დაფარულით ვნახოთა, რასა შობს რას ვასახოთა.
მის უხუცეს ძმასა გულდაწყნარებით მოსვენება ჰქონდა: ლაშქართა ჯამაგირსა აღარ აძლევდა, გლეხისა არას ზრუნვიდა. მამის სალარო აგრევე დამარხული ეგონა და მისი იმედნეული, რასაც შსოობდა- ცუდად წარაგებდა; ამპარტავნობისა და მედიდურობისგან ძმა გაეძო და მისი არა იამებოდა რა. ამასობაში ერთი მტერი აუჩნდა, ბუმბერაზნი მოიმხრო და მისის თემის დასაპყრობელად ხრმლის კრვად წამოვიდა. ხელმწიფე ესე, საფასეუქონელი, ლაშქართმოშლილი ,მოვიდა სადაც მამის საუნჯე დამარხული ეგონა-მით ლაშქარი მოემრავლა. რაზომცა ძებნა ვერა პოივა ცდილობდა და მრავალს მიზეზს ეძებდა-საწადლის მოსავლისაგან სრულობით უნაყოფო დარჩა.
შაირი
რასაცა გეტყვიეს რჩევა შენდა დაიდევ წინარე:
გულტაგან ზრუნვა გააძე, ნაღველი მოსაწყინარე,
სისხლის სმა არის ურგებლად. თავი შრომაზედ ვინ არე,
რაც შენი ბედი არ არის ვერ ჰპოო შესაძინარე.
რა მის საუნჯის პოვნის სრულიად უიმედო შეიქნა, სხვა ხერხებით ესოდენ იღონისძია, ლაშქარი რამ შეიყარა და საბრძოლად პირი ,ტერს შეაქცია.ქალაქიტ გამოვიდა; და საომრად რა მიადგნენ, ორსავე მხარეს რაზმი გააწყვეს. და სასიკუდილო ცეცხლი აღაგზნეს. მის მტრის ლაშქრიდამ გამონატყორცნი ერთი ისარი მეფეს საკუდავთა ადგილს ეცა და იქივე სული წარხდა. აგრევე აქადამ ნასროლმა ისარმა მის მხრის მეფე მოკლა. ორნივე ლაშქარნი დარჩნენ უპატრონონი. ახლოს-ახლორე იყვნეს, რომე ბრძოლისა ცეცხლსა შინა შეტკეცილნი ორთავე მხათა იწვებოდეს. მერმე ორთავე ლასქარტა სპასპეტთა ჯარი დაამშვიდეს და შეიერთნენ და აირჩიეს და დაასკუნეს. სამეფო ნათესავთაგან ერთი გუნებაუხვი,საქციელპატიოსანი პოონ ვინმე და იგი გაიმეფონ და ორთავე ქუეყანათა საქმე და საურავი მაზედ მიაგდონ. ყოველთა კაცთა ჭკუა ამა საქმესა მიემოწმა და თქუეს: თუცა ქუეყნის მპყრობელობა და მისის ბედნიერობის ამაღლება-სამეფოსა გვირგვითა თავს დადგმა-მისთვის მოხდებოდეს, და ქუეყანისა გარიგებისა ბეჭედი მას ეფერებოდეს, ჩუენის მეფის უმრწემესი ძმა არის და მას მივანდოთო. შეითქუეს წარჩინებულნი და მის უდაბნოს კარს მიადგეს და ხელმწიფის ძე ამაღლებულის დიდებით სოროს მოწყინებიდამ და მარტომყოფობისაგან აღმატებულს სრას მოიყვანეს და სახელმწიფო სნატთა ზედა დასვეს დაღთის წყალობითა ის საფასეცა და მაშინ სამეფოცა მას დარჩა
*
* *
ეს არაკი ამისთვის მოგახსენე არას საცადლიტა და არას მოწირვებითა საშოვარი არ იშოების, ღთის მოწყალებას უნდა მიენდოს და მისგან კეთილის მონიჭებას მოელოდეს და ზურგი მის მიერს სასოებას მიაყრდნასო. თქუა:
შეწყობილი
ღთის მმინდობა სჯობს ყოელსა ვაჭრობა-მუშაკობასა,
რა უკეთეა, რაც მოგცა მის სილამაზე-მკობასა?
გული მას მტიკეც მიანდევ, ნუ მისდევ ეშმაკობასა,
შენი მდღევარი მოგეცეს, ვით ხელი აშიკობასა,
თუცა მოითმენ მოგივა, დაეხსენ არაკობასა,
შენმა ტრფიალმან გამოვლოს კლდოანი ვით ვაკობასა.
რა შვილმან ეს არაკი გაათავა უთხრა მამამან:
-რაცა მითხარ გზიანი და კეთილი იყო, მაგრამ სოფელი ესე საზოგადოდ შემწედ დაუცს ბრძანებასა ღთისასა, და უფროსი-ერთი საწუთროს საქმე რაცა ჩანს, მიზეზზედ ჰკიდია, ამისთვის მოცალებისაგან ხელოსნობისა და მუშაკობის სარგებელი უკეთესია. მოცალების სარგებელი მოცალებიტ მინდობილსა ოდენ მიეცემის და მუშაკობისა და ხელთსაქმრის სარგებელი თვითანცა და სხვათაცა სარგოდ მიხვდების. ესე, საჩინოა, კეთილი საქმე და კაცის სიკეთე ესე არს: მისის სიკეთისაგან არ შეეწიოს და მარტო თვისა რგებასა ცდილობდეს ბოროტს იქს. არა გასმია მის კაცისა ჰამბავი, ქორისა და ყუავის საქმეს უკან კეთილი მიზეზი დაუტევა და ამ მიზეზით ღთის რისხვას მიხვდა?
მ ა მ ა მ ა ნ თ ქ უ ა ა რ ა კ ი
[გაურჯელი მწირი]
თქმულა ერთი მწირი ტყეთა შინა ვიდოდა, ცხონებისა ნიშატთა და ღთის საკუირველებატა საქმეთა იგონებდა. ანაზდეულად ერთი წერვალო სწრაფი ქორი ნახა, ცოტა რამ ხორცი კლანჭითა ეჭირა და ერთსა ხესა დაბრუნევდა. მოჭირვებულის ფრინვითა ბუდისა ახლო მოსვლასა ცდილობდა. მწირმან მას გაცდით ჭვრეტა დაუწყო. ნახა ყუავი ერტი უფრო და ბოლოდაცვინული ბუდეთა ჯდა და ქორი მას ყუავთა მის საწმლითა ზრდიდა. მწირმა ღრთს მადლობა შესწირა და თქუა:
ჩახრუხაული
მიწისა პირი, ღთივ განაპირი, ტაბლად გვიშლია სრულად ცხოელთა,
მოყვარე-მტერთა ჩვილთა და ბერთა გვზრდის და გვალხინებს უხვად ყოელთა:
კაცთა ფრინველტა ვინ დარბის ველთა, თევზთა და მძრომტა აგრევ მძოელთა!
ფასკუნჯით, ბუზით ნადიმად უზით, საზრდელს არ გვაკლებს სასმელთა სველტა.
აწე მე რადგან ჩემსა მდღევარსა არ დაჯერებულვარ და თავი სიხარბის ზრუნვითა უდაბურტა და უგზოთა ადგილთა ჩამიგდია და რას ხერხით თითო ლუკმა პურს აქა-იქ მოვიშოებ და სარწმუნოებას სიმართლეს ვასუსტებ, თქუა:
ლექსი
მდღევრის თავსმდები მდღევარად არს მომცემელი ზენითა ,
მაშა აქა-იქ რასა ვალ, ვითა გლახაკი რბენითა?
მოთმენით გული დავსცალო სულთქმისა ამოდენითა,
დღითი-დღე ხვედრსა დავსჯერდე, ვიკმაო ეს ოდენითა!
აწ ეს მიჯობს, ამას იქით მოცალების თავი მარტოობის მუხლთა ზედა დავსვა და კალამი მოღვაწებისა წერილისა პირსა გავკრა, ხელი ქუეყნიერის ლიქნისაგან დავიბანო და ერთსა კუთხეთა დავსჯდე და უდაბნოთ მყოფთა წესითა გული უზაკუელის რიცხვის მიზეზითა ღთსა შევაკრაო.
ლექსი
სასოდ ღთი სჯობს, ვიდრეღა მთავართ შეწევნა-გებასა,
რა მათგან სულნი განვიდენ განხრწნად იწყებენ გდებასა
რა სამსაოდენ დრე და ღამე მარტოდ სენაკთა დაეყუდა და ვერარა მოსავლის პირი ვერ გაიცადა, უჭმელობით დამჭლა და დასუსტდა. მისი სიმხნე და ღონე ესრე მიეღო, ვეღარც ილოცა და ვერარა მეუდაბნოის რიგი ვეღარა ქნა, ვეღარც მარტოობას დაადგრა და ვეღარც მოყვსიანობასა. ამისთვის ღთის რისხვა მოევლინა.
რადგან ამ სოფლის მიზეზი გზა და რიგი მეშუალობითა და შემწეობით გარიგებულა, ღთის ძლიერებისაგან შესაძლებელია, რომე უმიზეზოდ საქმე იქნას, მაგრამე ბრძანებაა:
შრომითა და პირის ოფლითა სჭამდენ პურსა და ერთმანეთს სარგებელს და შეწევნას მისცემდენ ქუეყანისა საქმისა გასამართველად. და ესე უმჯობესია, შენ სხვასა არგებდე, ვირემ შენ სხვისგან რგებას ცდილობდეო. თქუა:
ლექსი
ქორულად მოინადირე, შენგან საზრდოთა ყვაოდენ,
სხვისა ნაღვაწი ნუ გინდა, ვითა ქორისგან ყვავ ოდენ.
*
* *
ესე არაკი ამაზედ მოვიყუანე, რომ სცნათ: უმიზეზოდ არა საქმე არ იქნება. საუკეთესო მინდობა ეს არის, მიზეზისა რასამე გზით გარჯილობის მცდელი იყოს და ღთის მინდობასა და მადლობაზე იდგეს და იმედის საქმით მსოფლიო სარგებელს იჭირვიდეს.
ერთს ბრძენს უთქვამს: მუშაკობდე და შვრებოდე, რათა მცონარება არ გეუფლოსო, მდღევარისათვის ღთს მადლობდე, კერპი არ შეიქნებაო! თქუა:
შაირი
მინდობას ნუ შეუდრკები, შემწე გგიყვარდეს მცნებითა,
მუშაკნი ღთსა უყვარან სიმტკიცით, არ ოცნებითა,
მიმდო თუცა ხარ, ცდაცა ყავ მუშაკობისა თნებითა,
საქმე ქენ, მაგრამ იმედი ღთსა მიანდევ ნებითა,
მეორე შვილმან სიტყუა შეჰკადრა და თქუა:
-მამო, ჩუენ არცაღა ღთისა მინდობილ ვართ და არცა მოშოებისა ღონე გუაქვან, რომე შემოკრებასა ხელი მივჰყოთო და მრავალმოწყალება ღთან თვისი უხვის საუნჯით რაიც ენებოს, ჩუენად ბედად იგი ქნასო.
მამამან უთხრა:
-საქონელთ შოვნა ადვილია და შენახვა და მოხმარება- ძნელი. რა საქონელი კაცმან იშოვნოს, ორი რიგი განკრზალვა უხამს: პირველად ესრეთ შეინახოს, არ განაბნიოს და სხუაცა შემატოს; მეორედ მტაცებელსა და მპარავთა და მეკობრეთაგან დაიფაროს, საფასეტა მოყუარენი მრავალი უვის და მის საფასისა უფალსა მტერი უამრავი ჰყავსო. თქუა:
ჩახრუხაული
ცათ ეტლთა ქცევა, მალ-მალ მოქცევა, ჩუენთა ნისდაგ არ გვტაცებს ლართა,
მაგრამ მრავალგზით, მთუარითა და მზით, მეფეთ ვაჭარნი გაძარცვეს მჯდართა.
მეორედ, მისის სარგებლის მოსავალი რიცხვით შეიგნას და იცოდეს და სათავნოსა არა მოაკლოს, და თუცა მისი სარგებელი არ იკმაა და თავნისაგან წარგება დაიწყო, მცირესა ხანთა დასრულდება და ოქროსა ნაცვლად მტვერი გამრავლდება. ყთხრა:
ლექსი
თუ ზღვასა წყალი არ შედის, იგიც დაშრება ვიცითა,
კლდეს ძირს უკაფდე ნიადაგ, ვერ დადგეს იგ სიმტკიცითა.
ვისცა მოსავალი არა ჰქონდეს და ხარჯსა არ ეკრძალებოდეს, გინა მოსაგებელთაგან წარსაგებელი მეტი აქვნდეს, იგი მთხოვარებისა მორევთა ჩავარდეს და საქმე სიკუდილის ნატრად გაუხდეს, რაგვარადაც საქმეგაცუდებულმან თაგვმან ჯავრით თავი მოიკლაო.
შვილმან ჰკითხა,ეგე საქმე საქმე რაგვარად ყოფილაო?
მ ა მ ა მ ა ნ თ ქ უ ა ა რ ა კ ი
[ თაგვი და ხვარბლის ორმო]
უთქუამთ,ერთს მხუნელსა თვისი საზრდო ხვარბალი შეენახა და მისი მოგონების კარი მაგრიად დაეხშაო, ვირემ ერთჟამ დაჭირების დღე მოხდეს და მის შეზარების დროს ვისარგებლოო. მაშინ ერთი თაგვი, ყოველთა მეკობრეთაგან უჩქარესად, მთუარის კალოდამ მარცვალთა და ცისაგან ვარსკულავსა მრისხანეს ჭანგითა მოიტაცებდა. მის ხვარბლის ორმოს ახლორე სორო ჰქონდა და დღე და ღამე მის მიწის ქუე ხვრელტა სთხრიდა. მის მთხრელობასა შინა, ანაზდად მის ორმოში გამოხვრიტა და ხვარბალმან წვიმასავით ზეიდამ დენა დაიწყო. თაგვსა საზრდელი მოაკლდა, რა ხვარბალი დანაცვივნი ნახა, ღთს მადლობა დაუწყო, რადგან უსასყიდლო თუალი მან იმედად იშოვნა. რა მრავალი მოსავალი ნახა, ფარაოს სიდიდე და ფრიდონის მასპინძლობა დაიწყო რა თაგვთა ეს ამბავი მოესმათ, ყოველნი წელშერტყმულნი მის წინაშე მონურად წარმოდგეს.
ლექსი
მაფერებელნი მოყუასნი მოვლენ და გედასებიან,
მწერსავით სიტკბოს მოსდევენ, შენთანა არ მოკუდებიან.
სიმაძღრის მდევნელი და სირჩათა მსმენლი თაგვნი მოვიდენ და გარ შემოუგროვდენ, და რაც მათის წესით საფერებელი და საქებარი სიტყუა მას იამებოდა, მას მოახსენებდენ, ენას მისის ლოცვისა და შესმის კიდე არას აუბნებდეს. იგი თაგვიცა უგუნურებით ამპარტავნობდა და თვისის თავის ქებისა და კუეხნის მეტს არას იტყოდა. მათ აძლევდა, ხარჯევდა და აფორიაქებდა. ესე იმედი ჰქონდა, რომ ეს ხუორბალი მრავალია და ნიადაგ ესრე მოედინებაო. დღე-ყოველ თვის მეგობართ ხვარბლით დატვირთულს წარავლენდის, საბოლოოსას არასა სინჯვითა და სახვალ-ზეგიოს არ იგონებდა, იტყოდის
ტაეპსა
მწდევ დღეს დამათვერ ხვალ ვიცდი მათ ვერ.
რა თაგვნი ამა ლხინსა და განცხრომათა იყუნეს,მაშინ სიყმილის ვიწროებამან ხელ-ფერხთა ღონე მოშალა და შიმშილობის ცეცხლი ღვიძლდამწვართ გულთა შინა უშეშოდ აღაგზნა. ყოველთა ადგილთა ერთისა პურისატვის ერთსა სულსა აძლევდეს და არავინ სყიდულობდა; სისხლისა სათავნოსა ხვარბალთა ზედა მისცემდეს და არავინ იღებდა.
შაირი
სიყმილისაგან მოყუარე მოყუარეტ ვერ იცნობდიან,
მავედრებელთა ვედრება მსმენელთა არ ესმოდიან,
კბილნი ბაგეტა მოჭმასა სტომაქნი ვითა სცნობდიან,
და მშიერთა ცრემლნი მაძღართა გულქვათა ვერ ალბობდიან
მას ტაგვსა მედიდურობის სიუხვიტა ტაბლა კეთილისა საჭმლით აევსო და ძუნწობის სახელი მიღმა გაეშორებინა და არცა მის წელიწდის ნაკლულევანება სმენოდა. სამი-ოთხი დღე რა გამოვიდა მხნველსა სულის დანა ძუალთა მიადგა, მას ორმოს მოჰკადა, ნახა-მრავალი მოჰკლებოდა. ამისთვის სიოიანი სულთქმა მდუღარისა გულიდამ აღმოადინა და მისის მოკლებისათვის მრავალი იზრუნვა. მერმე თქუა: გარდასულის საქმისათვის ტირილი ჭკვიანის კაცისაგან ხელთ მიმსგავსება არისო, ესე სჯობს ესე ხვარბალი აქადამ სხვასა ადგილსა გარდავსცუალოო. მიჰყო ხელი და დანარჩომს ამოღება დაუწყო და სხვაგან წაიღო. მას თაგვსა სოროსა მყოფსა სილაღით ვერა შეეგნა რა და განსვენებიტ ეძინა. სხვა მასთან მყოფნი თაგვნიცა მის მხვნელისა ფერხის ხმას ამპარტავნებით ყურს არ უპყრობდეს და არცა რას ფრთხილობენ. მათში ერთი მონახული თაგვი იყო, რა ფერხის ხმის ალღო აიღო, ერთოდა ამოვიდა და ერტის ხურელიდამ ჭვირვა დაიწყო. მხვნელი ნახა, ჩაირბინა და თვის ამხანაგთ აცნობა და თუით გაძვრა და წავიდა და სხვა თაგუნიც ყოველნივე თვითო ხურელით გაიპარნენ და მასპინძელი თაგვი მარტო დაუტევეს.
ჩახრუხაული
ყუალას ამისთვის ერთის ჟამისთვის ვითამ უყვარდი შენ სასურველად,
საზრდელსა ხშირსა ვითა ნახშირსა, უხვად უყრიდი ახალსა ძველად,
რა საქონელი შეგექნა ბნელი, მათცა მოყვსობა ვერ გიყვეს გრძელად,
შენი მოკლება, მათდა სარგებლად, მისთვის უნდოდათ სარგოსა მქნელად.
ესრეთს მეგობარს, ბოროტად მცნობარს მაფერებელსა რად იღებ ხელად?
სჯობს მოიძაგო, ან სამ წააგო, არ გიჩნდეს მათი გაყრანი ძნელად!
რა მეორეს დრეს თაგვი განსვენებიდამ ადგა, რა მიმოიხედა, თვისი საყვარელთაგანი ვერავინ დაინახა. რაოდენც იჭვრიტა მისის მოყვარეთაგან არავინ პოვა, ტირილით ესრე იტყოდა და თქუა:
ლექსი
ჰე, საყუარელნი მოყვასნი სად გამეცალნეს სადა, რად?
რად მომიძულეს რა იქნეს, ვით ვპოო მათდა სადარად?
რა მათი ამბავი ვეღარა შეიგნა რა, მისის საწოლიტ გამოვიდა, შიმშილით და პურის სიზვირე შეიტყო, ჩქარად მობრუნდა და თვისა სოროთა შევიდა, რომე თვისი საზრდო შეიკრიბოს და შეინახოს. რა ორმოდ მივიდა, მარცუალიც ვეღარ იპოვა, რომე ერთჯერად გამაძღარიყო. მეტის დაღონებისა და შეჭირვებისაგან სული ყიათა მოადგა, ესოდენ მიწათა თავი აწყვიტა, ტვინი ზედ დაანთხია და ზრუნვისა აღბორგვებიტა სიკვდილის ფონში დაიღუპა და მიწათა გაერია.
*
* *
ამა არაკის სარგებელი ეს არის, რომ კაცმ,ან ხარჯი და მოსავალი უნდა შეასწოროს და რაც თავნი ჰქონდეს, მისი სარგებლით საზრდო გაირიგოს და სათავნოს დაუკლებელად მართებულად მოუაროს. თქუა:
ლექსი
თუ მოსავალი არ გქონდეს, სარვაგით ხარჯე, კუნესითა,
მოსავლისა და ხარჯისა რიცხვს მალ ნახევდე წესითა.
მამამან რა არაკი დაასრულა, უმრწემესი შვილი ზე აღდგა და სიტყვა საქებლის თუალ-მარგალიტითა მოოჭვილად შემზადა და თქუა: ჰე მამაო! რომელმანც კაცთაგანმა თვისი ქონება კეთილად ამგზავროს და მისგან სარგებელი გაუმრავლდეს, მან კაცმან რაგვარად უნდა დახარჯოსო?
მამამან უთხრა:
-მართებული რიგი ყოველ საქმეთა შინა ქებულა, და უფრორე რომ იმყოფინოს საქონლის უფალმან, უნდა მოსავალტან სარგებელი ორრიგად დასდვას: ერთად, რომე უადგილოს ხარჯსა და მეტს წარსაგებელს გაეკრძალოს, რომე ბოლოდ სასინალულოდ არ გაუხდეს და გმობა და ძვიორის ზრახვა არ დაუწყონ და საკიცხელი ენა მაზედ არ აუბნან. ეს დაიჯერე, საქონლის ცუდს საქმეზედ გაედაგება ეშმაური საქმე არისო. თქუა:
შაირი
მოხუეჭა და წარსაგები არ ქებულა შენაბედი,
უხობაა მოსაწონი, ვისაც მისცე შენაბედი,
ძუნწობა სჯობს გაროქვასა,აფრინო-ღა შენა ბედი,
უსარვაგო ხარჯი მას ჰგავს ცეცხლს მიუპყრა შენ აბედი!
მეორე, ავსა სიძუნწის სახელს მოერიდოს. სიძუნწე რჯულშიაც ცოდვაა და თემზედაც სასირცხო. ქუეყანათა მპყრობელი თუცა იყოს და თუცა ავისმოქმედია, მტერთ გულისად გახდების. ძუნწის საქონელი ბოლოდ მარბიელთა და მტაცებელთაგან იავარ იქნების, რადგანაც ერთს ავაზანს ხუთი-ექუსი რუ შესდიოდეს და მას ავაზანს წყლის შედენის ოდენი გასადენი არა ჰქონდეს,-გზის სამჭიდროობისაგან ყელკგან ძალას დაატანს და კედელთა შინა წყნარად ჟონვასა და დენას დაიწყებს, და ბოლოდ ის ავაზანი ძირიან მოიშლება და სრულობით დაინგრევა და მისი წყალი ცუდად ქუეყანასა მოიცავსო. თქუა:
შაირი
რა ძუნწი თვისი ქონება სიძვირით ვერ იხმაროსა,
მტაცებელაგან გაიბნას, ვითა ბზე ქარმან აროსა.
თუ ტომთა დარჩეს სწყევლიდეს გინება არ აკმაროსა,
აქ შერცხვეს, მერმე კი წაწყმდეს, ჩავარდეს ბნელსა ხაროსა.
რა შვილთა მამისა სწავლა მოისმინეს, მისი სიტყვა ასარგებლიანეს და თითომან თითო საქმისა ხელყოფად გული აღიძრეს. უხუცესი ძმა ვაჭრობად გაემზადა შორთა გზათა და ხელი მოიწყო და წავიდა. თანა ორნი აზავერნი ჰყუეს, ერთისა ფურისა ნაშობნი, რომელნი მბრუნავისა ეტლისა კუროსა მათი ჭიდებისა ღონე არა ჰქონდა; ზოდიაქოსა ლომი მათის ძლიერებისა შიშითა მშიერს კატასავიტ, ძლიერს ჭანგსა უსუსურობის ნუნათა შინა დამალვიდა.
ლექსი
ტანად პპილოსა ოდენი, მებრძოლად ლომის სახენი,
საჭვრეტად ტურფად ლამაზი, სვლით მსგავსი ვერა ვნახენი.
ერთსა სახელად შეთურბა ერქუა და მეორესა მანდაბა. ვაჭარი იგი რთევდა აზავერთა მათ და დიდად ხელს უწყობდა, მაგრამ გზის სიგრძემ და თემით-თემ სიარულმან მიმაჭირვა და სიმჭლე ეუფლათ. გზათა ზედა ლიამპალი დახუდათ და გასვლასა შინა შუთურბა დაეუფლა და ვეღარ ამოვიდა. ვაჭარმა მრავლის ღონისძიებით ამოიყვანა და რა სვლისა ღონე აღარა ჰქონდა, ერთსა მოჯამაგირეს მიაბარა და მისი მოვლისათვის ევედრა, და რა მოიმატოს და შეიძლოს, მასვე მოგზაურთან მიყუანა ამცნო. მოჯამაგირეს ორსაოდე დღეს მარტოობა მოეწყინა, შუთურბა მუნ გაუშვა, პატრონს დაკარგვის ამბავი მიუტანა. მას მეორეს სავანესა მანდაბაც მეტად დაშურა და შუთურბას გაყრის ნავღელიც გაუმძლავრა და მოკუდა.
შუურბამ მცირე ხანთა შინა ღონე მოიცა და დაძვრა შეიძლო. აქა-იქ საძოვარს ძებნა დაუწყო. ერთს შუენიერს სათიბს შეხვდა, შაშპრარეული მრავალიფერი ყვავილი მოჰფენოდა, სამოთხის მეწალკოტესა მას მისის შვენიერებისაგან გაოცებიტა თითსა ზედა ეკბინა, ცას მისად სამზერლად გონება აეხილებინა.
ჩახრუხაული
ყუავილოვანი, ჩერო-მზოანი, მოლზედა წყალნი ხშირად დიოდეს,
მის შემკობასა, ბანაკობასა, სამოთხის მცუელნი მეტად ჩიოდეს.
შუტურბას ადგილ იგი მეტად მოეწონა და დასადგომელი ბარგი მუნ ჩამოჰკიდა. ერთხანად უავშროდ და თავისუფლად იარა, მის წალკოტისა მსგავსს მინდორტა სძოვდა, მას სულთმომაბრუნებელთა აერთა და გულის საწადელს სამყოფთა აქა-იქ ეტარებოდა. მეტად პოხილად გასუქდა. მუნ მოსვენებამა და სიხარულიტ გემოვნებამან მაღალი ყვირილი მოანდომა.
მას ადგილს თურე ერთი ლომი გუარობდა. მოშაო და უზაბარის მსგავსი. ყოველნი მხეცნი მის სასამსახუროდ წელმორტყმულონი დგენ და სხვათა ნადირთა სამონოდ ხელითწერილით თავი დაედვვათ. ლომსა თვისის სიმხნითა და ძლიერებითა, ყმათ სიმრავლითა და ადგილის სიდიდითა ამპარტავნება შესლოდა და მისი უფროსი აღარავინ ეგონა, კისკასს ჯიქსა და ტანდიდს პილოს არად მიიჩნევდა. მას არც აზავერი ენახა, არც ხარისა ხმა ასმოდა. შუთურბას ყვირილი რა შეესმა, დიდა შეეშინა და მის განკრძალვასა იყო, მისი შიში სხუა ნადირთ არ შეეტყო, და ამისთვის აღარსად წავიდის, არცაღა ერთის ადგილით მიმომივლიდის.
მის სიახლოეს ორი ეშმაკი ტურა იყუნეს, ერთისა სახელი ქილილა იყო მეორისა დამანა. ხერხიანნი და საქაჯოთა საქმეთა შინა სრულნი, მაგრამ დამანა უახოვნესი იყო და მედიდურობისა და სახელის მძებნელი. დამანამან იაზრა, რომე ლომსა შიშისა რამე საქმე გულთა ჩავარდნიაო და ქილილასა უთხრა:
-ნადირთ ხელმწიფის მოწყენისას შენ რას ამბობო, რომე ლხინი და შვება გაუშვია და ერთს ადგილს მარტოებიტ არისო? თქუა:
ლექსი
შუბლთა აჩნია ნიშანად გულისა ურვანი
იცის, ვერ უთქუამს საქმენი, რაცა აქვს შიგან ზრუნვანი.
ქილილამ უთხრა:
-შენ მაგის გამოძიებასა რასა სდევ, ანუ რა მართებულია შენი მაგა საქმისა კითხვაო? უთხრა:
ტაეპი
რა ხარ შენ ვინა რომ გაცოდინა, თემთ საიდუმლო ზედ მოგიხდინა.
ჩუენ ხელმწიფის კარზედ მცირედსა საზრდოსა ვშოობთ და მათის ბედნიერის ჩრდილს ქუეს განსვენებით დღესა და ღამეს ვატარებთ, ესე კმაა ჩუენთვის. მეფეთ ხვაშიადთა ცნობასა და მისთა საქმეთა გამოწვლილვასა ნუ ეძებო. ჩუენ სახელმწიფოთა შინა ამაღლებული არა ვართ, არცა მათი სამსახური გვითავებია, ჩუენი სიტყუა ხელმწიფეს როდის მოეხსენების, მათისიტყვის თქმა თავისა თვისისა ქებისა წადილია, და რომელიც ქებასა ცდილობდეს და თვისსა საქმესა არ დასჯერდებოდეს, მას ეგრე მოუხდება, რაგვარადაც ერთს მაიმუნს მოუვიდაო.
დამანამა ჰკითხა, როგორ ყოფილაო?
ქილილა თქუა არაკი
[მაიმუნი და მხერხავი]
ერთმან მაიმუნმა ერთი მხერხავი ნახა, ერთს ძელზედ იჯდა და მას ხერხავდა. ორი სოლი ჰქონდა მას ძელის ნახერხში ხან ერთს ჩაარწმიდის და ხან მეორესა, რათა მისი გაკუეთა გაიადვილოს და ხერფხის ტარების გზა ხსნილად ჰქონდეს. და რა ხერხსა ძელიკს ნაკუეთი მოუჭირებდა, წინა სოლს ამოიღებდის და უკან დაარჭმიდის. მაიმუნი ამას გულსმოდგინედ სინჯავდა, ხუროს საქმე რამ გამოუარდა. ადგა და წავიდა. მაიმუნმა რა სამუშაო უკაცური ნახა,ჩავიდა და ნახერხის მხარეს დაჯდა, და სასირცხო ასო ნახერხში ჩაეკიდა. მას ნარჭობს სოლს ხუროს ბაძით ჭიდება დაუწყო, სხვაგან დარჭობა უნდოდა. რა სოლი მოგლიჯა, ძელის ნაპობმან პირი პირს მოუჭირა და მაიმუნის სასირცხო შიგ დაჰყვა. მაიმუნი ტკივილისაგან შეიწრებული ტირილით იტყოდა და თქუა:
ლექსი
ამ სოფელ ვინცა მუშაკობს, კეთილ არს დაუშრომელად,
მისს არ დასჯერდეს სხვისა ქნას დაუგმონ გაუზომელად.
ჩემი საქმე ხილის ჭამა იყო, არათუ ხერხის ხმარება: ჩემი მუშაკობა ქერქთა შეძრობა იყო, არათუ სოლთა დარჭმა და ცულთა კვეთებაო. თქუა:
ტაეპი
ვინც უქნელი ქნას ჩემებრ შეიქნას
მაიმუნი რა ამ გაჭირვებასა შინა იყო, ხურო მობრუნებული მოვიდა, მოხმარების ნაცვლად სიკუდილსა მისწივა. ამისთვის უთქვამთ:
ტაეპი
ქია რად ბაძავს ხუროსა? ხამს ხილი წაიხუროსა.
*
* *
ესე არაკი იმისთუის ვტქვი, შეიტყოტ რომე ყოველმან სულიერმან მისი შემსგავსებული საქმე უნდა ქნას და თვისი ფერხი მაგალითიდამ არ გადადგას. შვენიერად უთქუამთ:
ფასთიკაური
ერთი იგავი მახსოვს მოყვრისა, ცნობილთა ბრძენთა ტკბილად ნათქმისა.
საქმე ყოველი კაცისა არის, არათუ კაცი ყოვლის საქმისა
საქმე ეგე შენგან საქნელი არ არის და დაეხსენ. მცირედი საზრდო და ცოტაი გასაძლებელი მოგცემია, იყოფინე, შენი საფერი საქმე სცანო.
დამანამ უთხრა:
რომელსაცა ხელმწიფეთაგან დიდყოფა უნდა, მცირედის საზრდოთი არ იქნების ცოტათი მუცელს ყოელთა ადგილთა მოაძოებს. მაგრამ მეფეთ წინ სამსახურის სარგებელი მაღლის სახელისა და სახელოს მოპოვნებისათვის ქნილა, რომე მით შეიძლებს მოყუარეთ მოპყრობასა, მათს არძანგთა და მტერთა მტრობასა და მათს შურისგებასა. რომელიცა მცირესა საზრდოსა დასჯერებია, იგი კაის კაცად არავის შეურაცხია. ძაღლსავით ერთს ძვალზე სიხარული და მსუნაგს კატასაებრ, თაგვის შეპყრობაზედ განცხრომა რა სახელია! მე მინახავს ლომსა ყურდღელი შეეპყრას და რა კანჯარი ენახოს, ყურდგელი გაეშვას და კანჯარს მისტევებოდეს. თქუა:
ლექსი
მაღალს საქმესა ეძებდე, ღთმან ეგრეთვე გიყოსა,
მის იმედისებრ გიბოძოს და პირი არ დაგიყოსა.
ვინცა სიმაღლის ხარისხთა ჰპოებს, ვარდივით რაგინდ დღემოკლე იყოს, ბრძენთაგან შვენიერის შესხმითა დღეგრძელი შეიქნება; რომელმანცა სიავესა სიძუნწეთა სინა თავი ჩაიგდოს, ძეწნისა ფურცელებრ, რაგინდ მრავალი გასძლოს საქებალდ არ დასწერონ და არც სახელდიდთა თანა არევენ და მათთან აღრიცხვენო. თქუა:
ლექსი
კაცი სახელის მძებნელი უკუდავად შემირაცხია,
მკუდრად იგი თქმულა, ვის კაი სახელი ზედ არ აცხია.
ქილილამ უთხრა:
-სიდიდე და სიმაღლის ნდომა ესეთის გუარქებულის კაცისაგან მართებულია. ჩუენ მის დიდგვართაგანი არა ვართ, რომ სიმაღლის ხარისხზედ აღსვლას ვჭირნახულობდეთ და მაზედ საცადლის ფერხნი დადგმად შევიძლოთო, თქუა:
ლექსი
გულის ზრახვანი უუზომო, ზღვაებრი გულთა წწყობილი,
მცირე ასოა, ვით იტევს-ვერას შეიგებს ცნობილი.
დამანამ თქუა:
-დიდობის მომპოვნებელი ჭკუა და სიკეთე არის. ვისცა რჩეული ცნობა აქუს, თვისის კეთილისმყოფელის ცნობა უწყის და თავსა თვისსა დაცემულებისაგან მაღალს და ქებულსა და პატიოსანს ხარისხზედ აიყვანს, და ვისიცა ჭკუა და მეცნიერება მოკლე და უსუსური აქუს, ამაღლებულის ხარისხით თავს სიმდაბლისა და სიგლახაკის უბეთა ჩამოაჭრუნებს. თქუა:
შაირი
წინასწარმცნობი უქიათ სიბრძნითა სწორი და სრული,
ძალუძცს თავისა დაპყრობა, თუ ცით აქვს თოკი დასრული,
თუ გულის თუალი ღია აქვს, არ ეცეს მმისის დას რული,
იგავთ მიხედვა ვერ უძლოს, ტარებით დაშვრეს დასრული.
დიდთ მეცნიერთ უთქვამთ: სიმაღლისა და სიდიდის ხარისხზედ ასვლასა დიდი ცდა და გარჯა უნდა, და დაბლის პატივის ხარისხთა ჩავარდნა ანაზდეულად იქნება, ამად რომე ამაღლებულს და სიკეთით სრულს კაცსა ნაღვლისა და ჭირის მოთმენა შეეძლოს და სხვანი მის მსგავსად მას მაღალს სამნეოს ვერ განაგებდენ. თქუა:
ჩახრუხაული
უღონო კაცთა ქართ საბარბაცთა, ტრფიალთ ალერსი ვით შეუძლია?
ჭაბუკთა ლომთა, მიმართონ ომთა, თუ არ სიმხნითა მტერთ რითმე სძლია.
ვინც მოსვენების მდომელია, ნიადაგ უპირისწყლოდ სიძუნწისა და ურცხობის კუთხეთა დაენარცხება; რომელიცა ცოტათ ტკენითა ეკლიდამ ვარდის მოკრეფას არ ეცადოს. მან პატივის წალკოტთა შინა სალხინოდ ნატა ვერ გაიფინოს. თქუა:
შაირი
ვითა მომეცეს პატივი, შეუდრკე ჭირთა მალალებს?
ვირე სისხლისფრად არ იქცეს ფას ვინ დაურთავს მა ლალებს.
საწადლის გზათა დაშრომა ვერად დამამჩნევს მალ ალებს.
ბოლოდ ვით ვპოო მოლხენა, პირველ არ გარჯა მალალებს.
ნუთუ შენ მათ ორთ ამხანაგთ არაკი არ გასმოდესო, ერთმა რომ მოჭირვებითა და ცდით ხელმწიფობა იშოვა და მეორე უღონობითა და მცონარებითა მთხოვარად და მკოდოანად შეიქნა?
ქილილამ ჰკითხა, როგორ ყოფილაო?
დამანამ უთხრა არაკი
[სალიმა და ყანიმა]
იყვნენ ორნი ამხანაგნი, სახელი მის ერთისა სალიმ, და მეორისა -ყანიმ. ორნივე ერთსგზასა მავალ იყვნეს, ერთსა სავანეთა დაისადგურებდენ.
აგრევე გზათა ვლიდენ. ერთსა მთის ძირთა მივიდენ, რომე თავი მის მთისა ლურჯის ცის ცხენისათვის სადავე დაესწორებინა, მისი გარემოსართავი ცის ბურჯთ გრკალთან ავჟანდა ავჟანდას ხსვდებოდა; მის მთის ძირთა ერთი წყარო დიოდა, შვენიერებითა ახალგაშლილს ვარდის პირთაებრ და სიტკბოთი ბაგეტკბილ და ენაშაქრიანებრ მწვეთარე მის წყაროსა წინ ერთი ავაზანი იყო, გარშემო შემორგული ხენი, მაჩრდილობელნი, რტო რტოთა გარდადებული.
შაირი
ხენი დარგულნი გაწყობით, ზე აღმართებით მდგარენი,
სარო და ნაჟვი დამზერით, ნარდთა მოეცვა გარენი,
შაშპრა შროშანთა ნარევი, სუნით აევსო არენი,
ია თავმოხრით, მონურად მათ ახლდა არ უდარენი.
რა იგი ორნი საყვარელნი ამხანაგნი, მის საშინელის მინდვრით დამაშვრალნი, მას განსასვენებელს სავანეთა მოვიდნენ. ნახეს მეტად შვენიერი და სიკეთით გულის საწადელი ადგილი მუნ დაისადგურეს და განისვენეს. მერმე ადგეს და მის წყაროს გარემო სლვა და ტარება იწყეს და მიმოსინჯვიდეს. ავაზანს იქით ერთი თეთრი ფიქალი ნახეს, ძლიერების კალამთაგან მწვანითა ასოთა, ვითა დიდისა სიბრძნითა, ქარტათა ზედა დაწერილისა უმჯობესი. აღმოიკითხეს და ესრეთ ეწერა: ჰე მგზავრნო! რომელნიცა ამას სავანეთა გარდახდეთ, ბედნიერობისა იმედნეული იყვენითო, ამისთვის რომე სასტუმრო სავანე კეთილად გაგვიწესებიაო. სასარგებლო ჩახვი რიგიანის საქმით გამოგვიბერტყია ამა საქმითა და პირითა: რომელმანცა თავი თვისი გაწიროს და ამა მორევთა ჩახდეს და დაღუპვათაგან არა შეიშინოსო და საცადლით იქით კიდეს გავიდესო, მუნ ერთი ქვისაგან გამოთლილი ლომია, კლდისა მის ძირთა მდებარეა, იგი მხარეთა აღიღოს და უსვენებელი დაუყოვნებლად ესე მთა წვერამდე შეირბინოსო, მთაზე ესრეთ აიტანოს. რაზომცა სულთა მომნადირებელნი მხეცნი და ქვეწარმავალნი წინარე ბრძოლად დაუხვდენო, ანუ ღვიძლთა გამგვრემელნი ქაცვნი კალთათა ეკიდებოდენ, ამათით სირბილი მისი არ მოშალოსო, და ესრეთ რა მთისა თხემთა აღვიდეს, მაშინ მისის საწადლის ხემ მისი სანდომელი ნაყოფი მოსცესო.
შაირი
თუ კაცი გზათა არა ვალს, ვანად ვერ მიიწევისა,
აგრევ თუ სულსა არ დალევს, ზეცად არ აღიწევისა.
თემთა დაპყრობის სდასოთა ნათლად ჩანს გარდაწევისა,
მან დაინახოს ცოტათი, ვის სიბრძნე შეეეწევისა.
იგი წერილი რა წაიკითხეს, ყანიმა მოიქცა სალიმისაკენ და უთხრა:
-ძმაო მოდი საწადლის ფერხითა შიშის ასპარეზი გავზომოთო და ამა ტილისმისა ცნობისათვის გავისარჯოთ და ვეცადნეთ რასმეო! თქუა:
ლექსი
ან საწადლისა ღრუბელთა ავალ და ავფრინდებია,
ანუ კაცურად სიმხნითა სიკვდილი თავს მიდებია!
სალიმ უთხრა:
-საყვარელო მოყვასო. ამ წერილისა რადგან არცა მწერალი ვიცით და არცა სიმართლე დაგვიმტკიცებია, ამრიგი საეჭვი რამე დიდად საფრხილოა, რომელ უმეცრებით თავის განსაცდელში და სიკვდილის გზათა ჩაგდება უგუნურებისა შესწორებულნი არიან. არა მეცნიერნი სამსალა და თერიაყსა ერთად არა სჭამს, და არცა ჭკუისმყოფელი ხელსაქონს ვეცხლსა საეჭვს სავაჭროზე მისცემს. თქუა:
ლექსი
რადმც უჩნდეს კაცსა ბრძენსა და კეთილად მცოდინარესა.
ათას წელ მოსვენებულსა, ერთ წამ შეწყენით მარესა?
ყანიმამ უთხრა:
-ტკბლად საყვარელო, მოსვენების წადილი ოღონობად და მცონარებად ითქმის, და საშიშართა შინა ყოფა ბედნიერობისა და სიმაღლის ნიშანია. თქუა:
შაირი
მოსვენებისა მდომელმან თავი ვერ ოდეს იქისა,
მცონარმა ბედნიერობა ჯიბეთა ვით ჩაიქისა;
მებრუობისა მოშიშმან ღვინო ვერ შესვას ჭიქისა,
საწადელს სად მიემთხვიოს უსარჯლად აქა-იქ ისა!
სახელმარალი კაცი მცირე ლუკმათა და უგვანის კუთხეთათვის არ დაბადებულა; ვირემ სიდიდეს არა ჰპოებს, წადილის ფერხი სვლისაგან არ დაეცადება; სიმხიარულის ვარდი უეკლოდ არ მოიკრიფება, სურვილის საუნჯის კარი უცდელად კლიტით არ გაეხმის. მე სახელოვნობის სადავე, ჩემი შემპყრობელი, მის მთის ტავზედ მიმწევს და მოკეთეთ მორევსა და ჭირის ტვირთვასა აღარა ვზრუნავ. თქუა:
შაირი
თუცა მისითა ძებნითა ჭირნი მრავალნი მოვიგნე,
უცოდველია სურვილი, თვალნიცა მაზედ მოვიგნე;
უდაბურთ გზანი საჭირო მის ნახვათათვის მოვიგნე,
ჩემისა სატრფიალოსა ლახვარი გულთა მოვიგნე.
სალიმ თქუა:
-რადგან სიცოცხლე ბედნიერობის გაზაფხულია სულისა, ამისის მოლოდინით გაიძლების და ღნიოშის შემოდგომის გაწყობაცა იქნებისო, მაგრამე ეს ერთს ესეთს გზაზედ სიარულია,დასასრული არა აქვს,როგორც უკიანე ზღვათა შინა ვლა, რომელსა კიდენი შორად აქვან -ამისებრნი ჭკუის გზათაგან უცხო არიან. ვინცა ერთი რამე ხელად აიღოს, გასინჯოს და რაცა მოსავალი რგებია, წარსაგებელიც აგრევე წარაგოს; და საქმის გაგების რიგი იცოდეს, და მისი შესამატი და დასაკლისი ჭკუის სასწორით ასწონოს, რომე ცუდად და უბადოდ მისი საქმე არ წაუხდეს, და სიცოცხლის სიტკბოს ხვავი გასაბნეველად ქარს არ მისცეს. უთხრა:
ჩახრუხაული
ოდეს ხვალ ფერხით დაადგი ხერხით რა დაამტკიცო სხვაცა გარდადგი,
სადაც შესრულმან მონახე სრულმან სად ხვრელი იყოს, გასძვრი, გარ დადგი.
ნუთუ ესე წერილი ჯადეგობა რამე იყოს, ანუ ესე დასახული საცინელად და სათამაშოდ მოერთოსთ? ანუ წყაროსა ამის მორევივ ნაპირად მცოდნეთაგან არ გაისვლებოდეს? ანუ რა მისგან მორჩეს მან კაცმა ნუთუ სიმძიმით ქვის ლომი მხართა ვერ იტვირთოს? და ესე ყოველივე თუცა აღასრულა, ერთისა რბენითა უსვენებელი, მის მთისა თავსა ვით ააწიოს? და თუცა იგიცა შეიძლოს და მას ადგილს მივიდეს, და მუნცა არარა თვისის ნებისა დახვდეს? სცან რომე მე ამა მგზავრობისა მოზიარე არა ვარ, და შენცა დიდად გიშლი ფერხთა შედგმასა მაგა საქმეთა შინა.
-მაგას ნუღარ მეტყვი! იცოდე მე ამ საქმიდან არ გამოვბრუნდები. ეს ქორწილი რომე მიქნია, ეშმაკის ცდუნებით ამას არ მოვშლი. მე ვიცი რომე შენ ჩემსა ამხანაგობას ვერ იღონისძიებ და რადგან წასვლაში ვერ მეამხანაგები, აქადამ ლოცვით მაშინც შემეწიეო. თქუა:
ლექსი
ჩანს რომ ვერ შესვამ ღვინოსა: ძალი არ გიჩანს ღონისად.
მთვრალად მეჩვენე, მაშინცა სჩნდე მოყვსად მოსაწონისად.
სალიმ რა შეატყო, რომე წასვლა არ მოიშალა, უთხრა:
-ძმაო ჩანს ჩემი ვერა შეგასმინე რა და ამა უქნელისა საქმისა ქნა ვერ მოგაშლევინე. მე ამისთანას საქნელის ჭვრეტას ვერ თავს ვიდებ, ერთსა საქმესა, რომ ჩემმი გული სწორად ვერ ხედვიდეს, მზერას ვერ დავუწყებ. უმჯობესად ესე მინახავსო. თქუა:
ტაეპი
აქით უნდა ავიბარგო, რადგან სწავლით ვერა ვარგო.
მერმე თვისი ტვირთი აჰკიდა და საყვარელსა ამხანაგსა დაესალამა და პირი გზას მიაპყრა. და ყანიმამ თვისი სული და ხორცი გაწირა, წყაროსა პირსა მოვიდა და თქუა:
ლექსი
ჩავიჭრა უკიანესა, ზღვის ფსკერმა სწრაფად მიტია,
ანუ სრულიად დავინთქი, ან ვპოო მარგალიტია.
მერმე წასასვლელი კალთა წელთა ჩაირჭო და ფერხი წყაროსა მას შინა ჩადგა.
ტაეპი
წყარო არ იყო მდენარე ზღვა წყაროდ გამომჩენარე.
და შეიტყოყანიმამ, რომ წყარო იგი წირის მომრევი იყო, მაგრამე გაგულოვანდა და ცურვით ნაოირს გავიდა, წყალთ კიდეთა ადგა და მცირე შეისვენა, და ლომი უგუ ქვისა სიმხნითა და ხერხითა მხართა შეიდვა და ათასნი ჭირნი სხვანი იტვირთა და უსვენებლის რბენიტა მის მთის წვერზედ აიტანა. მის მთის უკან ერთი ქალაქი დაინახა, კეთილჰაეროვანი და გულის საწადელი.
ტაეპი
ქალაქი ვნახე სამოთხის სახე, ერმის წალკოტებრ გული შევახე.
ყანიმა მის მთის თავსა დაჯდა და ქალაქისაკენ იჭვრიტებოდა. ანაზდა მის ქვის ლომიდამ ხმა გამოხდა. ესეთი ყვირილი შექნა, გარემოს ადგილსა ზარი დაეცა. რა მოქალაქეთ ხმა მიესმა, ყოვლით კერძო მუნ მყოფნი კაცნი გამოვიდენ და მას მთას მომართეს, ყანიმას გარ მორტყენ. ყანიმა გაკვირვებული უმზერდა და მათ კაცთა მოსვლას გაეცვიფრებინა, რომე ანაზდეულად ესოდენმა ჯარმა მოიცვა. მათ კაცთა დალოცეს და საქებარი ენა ააუბნეს და დიდის ვედრებით კეთილად აკაზმულს ცხენს შესვეს და მის ქალაქისაკენ წაიყვანეს. თავი და ტანი ვარდის წყლით დაბანეს, სამეფო სამოსელი შემოსეს, ამაღლებულის პატივითა მის ქვეყნის ხელმწიფობა ხელთ მიაბარეს. ყანიმამ ეს საქმე მათგან გამოიკითხა. მათ მოახსენეს:
-მას წყაროსა შინა ბრძენთა ესეთი ტილისმა შეუმზადებიათ და იგი ქვის ლომი ცის ეტლების ხარისხების ჩხრეკით და ვარსკვლავთა სინჯით შეუქმნიათ: რახანცა კეთილგონებიანი კაცი მოინებებს და მას მორევს განვლის, მას ლომსა აიხვამს და ამ მთასა ზედა ამოიტანს, თუცა ამ ქალაქსა შინა ხელმწიფე მომკვდარა, ისი ლომი ყვირილის შეიქს, და რა აქ მისი ხმა მოოისმის,-გავლენ და ვისცა ამოოუტანია, მას გაიხელმწიფებენო და მისის მოწყალების ჩრდილს ქვაშ გაისვენებენ, ვირემდის მასცა დრო იგი მოუვიდოდესო. თქვეს:
ტაეპი
ერთი წავა და სხვა მოვა სოფლის სასძლოსა წყეულად.
ოდესცა ღმთის ბრძანებით ხელმწიფის სიცოცხლის მზე სიკვდილის ტატანთა ჩავა, მას ჟამთა ახლორე დიდებისა და ბედნიერობის ვარსკვლავის პატრონი მის მთისა თავსა ზედა აღმობრწყინდებისო. მრავალი ჟამი არს, რომე ეს ესრეთ განუწესებიათ და ამგვარად დაუცთო, და აწ თქვენ დღეს ამ ქალაქის უფალი და თადადთ მბრძანებელი ხართო. მოახსენეს:
ტაეპი
თემი შენია, ბრძანება გაეც და ღმერთმან განება!
ყანიმამ სცნა, რომე ეგზომი ჭირნი სრულობით მის ბედნიერობისათვის ყოფილიყო. თქვა:
ლექსი
რა ბედი კაცზედ სვიანად მივა და მიეცემისა.
თვითვე მოოურთავს საქმესა, რაც უჯობს გარდაცემისა!
*
* *
ეს არაკი ამისთვის მოვიყვანე, რომ შეიტყო, მოსავალიი გაურჯელად არ იქნების; და ვისაც დიდების წადილი გამოუჩნდეს, მაშინ ყოვლის ცუდისა და უგვაროს კაცის ფერხს ქვეშ თავი არ მოიმწყვდიოს და უღონობის ხარისხზედ ჯდომას არ უნდა დაჯერდეს. მე სანამდისი ლომისაგან დიდების ხარისხს არ ვიშოვნი და მის წარჩინებულთა შიგა არ გავერევი, თავსა განსვენების სასთუნალზე არ დავსდებო და ფერხთა შვებისა საგებელთა ვერ გავიწვდიიო.
ქილილამ უთხრა:
-მაგა კართა გასახმელი სადა გიპოვნიაო, ანუ მაგა საქმეთა ხელად აღება ვით მოგიგონიათ?
დამანამ უთხრა:
-ესე დრო რა დივიეც, რადგან ლომსა ესე გულთა ასაჩქარებელი რამ შესმენია, მისი რამ მოვახსენო, ნუთუ ჩემისა სწავლებისა ნოშთარო მაჯუნმა მისი სიმხიარულის მოსავალი მოგვაროს და ამა მიზეზითა ჩემისა ყმობისა სიმაღლე მომეცემისო.
ქილილამ უთხრა:
-ლომისაგან შენი ამაღლება ვით იქნება, და რომე კიდეც იქნას შენ მეფეთ სამსახური არა გარდაგხდია რა და მათი რიგის მოკრძალვა არ იცი; და მცირითა საქმითა თუცა რამე მოგივიდეს, ყოველივე ადრე წარეგოს და მერმე ვეღარც მისი მოვლა შეიძლოო.
დამანამ უთხრა:
-თუცა კაცსა შეძლება და ხელთგამომავლობა აქვს, დიდებულთან ლხინთა შინა მის შესვლასა დასაკლისი არა აქვს რა. ვისცა თვისის ცოდნის სისრულის იმედი აქვს, რასაც საქმეს ხელს მიყოფს, მისის რიგით შეუძლია, რომ განსაცდელიდამ თავი დაიხსნას. ესეც არის რომე რა ბედნიერობა კაცს მიადგა, რაცა საქნელად უხამს, მისს გზასა იგივე აჩვენებს, რაგვარადაც არაკთა შინა უთქვამთ:
ერთსა დუქანთა მჯდომელსა კაცსა და მისი სახელი ყოველსა ადგილსა გაითქვა. მას ერთმა მემკვიდრემ ხელმწიფემ როარტაგი მისწერა: შენი ხელობა ხუროობა არისო.ხელმწიფობისა და ქვეყნის მოვლის რჩევა და ჭკუა ვისით ისწავლეო? მან პასუხად მოსწერა: ვინცა ბედსვიანობა მომცა, ხელმწიფობის რიგი და ქვეყნის მოვლაცა და წესი მანვე მასწავლაო. მოსწერა:
შაირი
ბრძენთა სასწავლო საქმენი შეჰყარო ცნობად ამისად,
ჩემნივე რჩევა აჯობებს არისტოტელსა ჟამისა,
ვის სვეთ ლამპარი უნათებს დაუშრეტელად ღამისად,
ყოველი ცოდნა მას დარჩეს, ათასად უქონ წამისად!
ქილილამ უთხრა:
-ხელმწიფენი სახელოანთა კაცთა მათისა სიკეთითა არ გააძლიერებენ. ვინცა მათი ნათესავია ანუ მახლობელი, ანუ სამსახურითა მათთან სიმაღლე ეშოვნოს და მეფეთ ნიჭთა ჩვეულ იყოს,-მათაც საქმე გასაჭირი აქვთ. შენ ხომე ლომთანა არცა ნათესაობა გაქვს და არცა მოხელობა რისამე და არცა მომხმარო გყავსო. მე ესრე მგონია, შენ მისის წყალობისაგან შორს დარჩეო, მტერთ გულისად გახდეო.
დამანამ უთხრა:
-ხელმწიფის სამსახურთა შინა ცდა და გარჯა ქებულა, რომე რიგიან ქნას. უცდელად და უმიზეზოდ მათის გადიდების ნიშნად სახელმწიფოს ხარისხთა პირი არავისთვის უჩვენებიაო. მეც ამას ვეძებ და ამისთვის ვკვდები. მრავლის სარჯლის თავსდებითა უმართებულო შარბათის ჭაშნიკი მისვამს. ესე ვიცი, რომე მეფეთ კართა მოსამსახურეთა ხუთნი საქმენი უნდა სჭირდეს: პირველად-მრისხანებისა ცეცხლი სიმშვიდის წყლითა დაშრიტოს; მეორედ-მზაკვარისა და ბოროტის მოქმედის კაცისა მომრიდალი იყოს; მესამედ სიცრუე და შუღლი და სიხარბე ჭკუისა მისისაგან განაძოს; მეოთხედ-რაცა დასაქმონ, მისი საფუძველი მისი სიმართლითა და უსარგებლოდ დადვას; მეხუთედ-რაიცა ძნელი, თუ ადვილი შეემთხვიოს, აუჩქარებლად და სიმდორით ჭკუის რჩევით გზა მოოუნახოს. ვინცა ესეთისა ქცევითა დაჰყოფს, მისი საწადელი კეთილად მოევემაო.
ქილილამ უთხრა:
-მე ესრეთ მგონიეს, შენ ხელმწიფესა ვერ მიიახლოო. შენ რომლითა ხელოვნებითა მიაწევ მეფეთა სახედველთა წინაშე და რომლითა შეძლებითა და ცდითა იპოებ სიმაღლისა ხარისხთა?
დამანამ თქვა:
-თუცა ხელმწიფეთა მახლობელი შევიქნები, ხუთისა ზნეობითა მის წინარე წარვდგებიო: ერთით, რომე ერთგულად ვემსახურები; მეორე რასცა მიბრძანებს, არ დავეურჩები; მესამე მე ავი არარა ვთქვა, და ვისცა შევხვდე ავი კეთილად უთხრა; მეოთხე რაც სამადლო და ქვეყნის სასარგებლო მოიგონოს ვინმე, იგი მოუწონო, და ურჩიო და მოვანდომო და მისი სარგებლის ნაყოფი დავანახო და მოვაწადინო; მეხუთე,თუ რამ ავი და ქვეყნის საზიანო მოინდომოს, რომ საბოლოოდ არ ვარგიყოს, ტკბილის სიტყვით იგი დავშალო და საბოლოო, სამჯობინარი და დასაკლისი გარჩევით ვაჩვენო. როსცა ხელმწიფე ჩემსა ესოდენსა ცოდნასა ნახავს, პატივსა მცემს, წყალობას გამიმრავლებსო, ნიადაგ ლხინთა მაწვევს და ჩემგან ჭკუათა წვრთასა მოინდომებსო. ესე არა იცი, სიკეთე არ დაიმალვის? რაგინდ მცოდინარემ კაცმა თვისის სიბრძნის დაფარვა მოინდომოს, ყოვლის გზით უსარგებლო მაშინც არ დარჩებისო. თქვა:
შაირი
მუშკი და კაცის ქველობა, ორნივე ერთად დარია,
მათმან ყნოსამან ქვეყნისა პირთა სრულობით დარია.
წადი სახელო ქებულო! შენთვის ჩანს დართა დარია,
მიწა გაქებს და მცენარე, აგრევ ნაქმარი დარია!
ქილილამ უთხრა:
-გავს, შენი ჭკუა დაგიმტკიცებია და შენი სწავლა და რჩევა ამ საქმეზე შეუცთომელი გგონია. ეს მაშინაც დამიჯერე, გაკრძალვით იყავ: ხელმწიფეთ სამსახური ძნელი და საფრთხილოა. ბრძენნი იტყვიან სამთა საქმეთა უქნელობასა, რომე კაცი თუცა ესრედ უჭკო არ იყოს, რომელსა ჭკუისა სუნიცა არა სცემოდეს, ამა სამთა საქმეთა ნუ იქნს:
-ხელმწიფის მსახურად შესვლასა;-ცოდნით სამსალის შესმასა, და მესამედ-თავის ხვაშiადისა დიაცთან თქმასა.
მეფენი მაღლის მთისა თავს შეუდარებიათ. თუცა მათ შიგა ოქრო-ვეცხლთა და თვალთა პატიოსანთა ლითონი იპოების, მხეცნი და გესლოვანიცა მძრომნი მუნ ისოებიან. მას ზედა ასვლა ამისთვის საჭიროა და დასადგურება-შეუძლებელი. კიდევ უთქვამთ: ხელმწიფეთ მეგობრობა ზღვასა ჰგავს,-ვაჭარი რა ზღვასა შინა შევალს, ანუ ისარგებლებს და ანუ დაინთქმისო. თქვა:
ჩახრუხაული
თუ გინდ უნჯნი თეთრ-წითელ-ლურჯნი, ზღვათა მიმართე ნავით მავალმან.
გინდეს დღეთ სიგრძე? წინარე გიძე: ხმელთა იარე, შრომამრავალმან!
დამანამ უთხრა:
-რომელიცა მიბრძანე ყოველივე კეთილი იყო. მეც ვიცი, დიდსთან შესვლა ცეცხლს ჰგავს დამწველსა და ვინცა მიიახლოება, უფრორე საშიშია. თქვა:
შაირი
ხამს მეფესთან სამეგობროდ არ შეიქნა, გქვონდეს კრძალვა;
ვითა ცეცხლსა შეშა ხმელი მიეკაროს იწყოს ალვა,
მაგრამ საშიშს ვინც შეუდრეკს ცუდი არის ბოლოდ მალვა,
მას მაღალსა აღსავალსა ვერ აღვიდეს იწყოს მალ "ვა"!
მაგრამ ვინც საშიშარისაგან შეშინდების, სიმაღლის ხარისხზედ ვერ ავა. თქვა:
ლექსი
საშიშართაგან ვიშოვნით სიდიდეგადმონაჭარსა,
თვარ ათით ასი ვით მიხედეს მას მოშიშარსა ვაჭარსა?
სამთა საქმეთა არ უნდა შეებას კაცი, თუცა ბედნიერობისა ძალი არა შესწავდეს: პირველად-ხელმწიფეთა სამსახურთა; მეორედ-ზღვის მგზავრობასა; მესამედ-მტერზედ გამარჯვებისა. მე ჩემსა თავსა უბედურად ვერა ვხედავ, მაშე მეფეთაგან გამოზრდისაგან რად ვიშიშოდეო. თქვა:
შეწყობილი
ჩემისა სიუხვის მკლავი ასრეა დარიგებული,
რაცა მწადია, მომივა სახელთა მიძე გებული,
ვისცა რომ უნდეს სიდიდე, პატიოსნობა გებული,
მას ბედს ეცადოს რაც ჰქონდეს უქებელი თუ ქებული,
რისაც აწთომა შეეძლოს მას შეეწოდოს რებული,
თუ უხობა აქვს ძლიერი, ყვალასა შესწვდეს დებული.
ქილილამ უთხრა:
-მაგ წასვლის მრჩევლად მე ვერ დაგიდეგები და რადგან შენი ჭკუა ამა საქმისა შემძლებელია, და შენსა გონებასა მაგისა ქნისა საფუძველი დაუმტკიცებია, ღმერთმან გიბედნიეროს! უთხრა:
ტაეპი
გზა წინა გიც გასავალი, წა და სვემან წარგიმართოს.
დამანა წავიდა და ლომს თაყვანი სცა. ლომმან იკითხა ვინაობა მისი. მოახსენეს, თქვენის ამაღლებულის კარის მოსამსახურის შვილი არისო. ლომმა ბრძანა, ვიცნობო. ახლორე მიუწოდა და ჰკითხა: სად ყოფილხარო?
-აწ ქვეყანათა მაჩრდილობელთა ხელმწიფისა კართა მსგავსად მამისა ჩემისა, მსახურად ვარო, და ჩემთა ნატრათა თქვენის ბჭისა ლოცვითა მოვიპოებო და ამის მომლოდნე ვარ, ერთი რამ სამსახური მიბძანო, რომ გემსახუროო. დიდებბულთ სამსახურთა უღირსი, ნუთუ მდაბალთა ოდენი რამე მეც რამ შევიძლოო, მოახსენა:
ტაეპი
ფარშამანგისა ფრენა ვერ შევსძლო, ბუზებრ მაშინცა გავბზრიალდები.
რაც საქმე წვლილის ენით გამოვა ეგოდენი გამარჯვებულისა შუბისაგან არ იქნება. ერთი რამე რომ მცირისა ღინწისა მიერ გაკეთდების, მოლესილი ხრმალი მას ვერ შეიძლებს. მოსამსახურე, რაგინდ მდაბალი შეწევნა არა ჰქონდეს, არ იქნებაო. ხმელი შეშა და ცუდი ჩხირი, გზათა ნაგდები, დრო მოვა, რაგინდ რაში ვარგიყოს, სხვად რომ ვერად გამოიყენოს ტანტრაბეჩად მაშინც მოიხმარსო. მოახსენა:
ლექსი
თუ ვარდის კონად არ ვარგვარ, მეფეთ ხელისა საჭერად,
ქვაბთ სადუღართა შეშათა მაშiნცა კმარვარ ნაჭერად.
ლომმა რა დამანას გაწყობილი სიტყვები მოისმინა, გაუკვირდა და პირი მსახურთა მიუპყრა და უთხრა:
-მცოდინარე კაცი რაგინდ გამოუჩენელად და მისი ჭკუა და ცოდნა შეუტყობრად იყოს, მისი კეთილი ზნეობა და რჩევა მაშინც გამოაჩენს,-როგორათაც ალი ცეცხლისა რაგინდ დაბლად ანთებად უნდეს, მაშინც მაღლად შეიზევსო. თქვა:
ლექსი
ვის საყვარლისა სატრფოსა გულთ აქვს ნიშანი დებისა,
მას ღაწვთა ზედა აჩნდება ცეცხლი წვად მალ მოდებისა.
დამანა ამ ლომის ნათქვამს სიტყვაზედ გამხიარულდა და სცნა, რომე მისი სიტყვები წინარე წადგა. სწავლათა ენა ააუბნა და თქვა:
-მართებან ყოელთა მსახურთა და სპათა, რომე ხელმწიფეთა რაცა საქმე აუჩნდეს, მათის მცოდინარობის მსგავსად,მის საქმეს ეცადნენ; და რომელმაც უმჯობესი მოიგონოს, მოახსენოს, და რჩევის გზები ხელთაგან არ დააგდონ, რომე ხელმწიფემ მისთ მსახურთ ერთგულება სცნას, თითოსი ჭკუა, რჩევა სიმართლე და გასინჯვა შეიტყოს, და რა მათის სამსახურის სარგებელი ნახოს და ყველაკასი გამოიძიოს და მათის გარჯილობის საფერი წყალობა მიანიჭოს. როგორაცა მარცვალი-მიწათა დაეთესების, არა ჩანს, და რა მიწასა დასძრავს და ზურმუხტის ფერად ამოვა, მწვანით შემოსილი თავსა მიწის პირით ამოყოფს, მაშინ სცნობენ, რაგვარად სარგებლიანი ხე იქნება, მერმეღა ხელთა მიაპყრობენ და მისთა ნაყოფთაგანისარგებლებენ. ყოელთა შემასრულებელი ხელმწიფეთ წყალობის კარია, რომელსაცა საქებელს კაცსა მოწყალებისა თვალიტა შეხედვენ და ნიჭთა მიმადლებენ, მის წყალობისა შემსგავსებულსა სამსახურის სარგებელსაც ნახვენ. თქვა:
ლექსი
მე მიწა ვარ და ეკალი, შენ მზე და წყარო მრწყველია,
ვარდთა და უნდთა მოვისხამ, თუ მეფე შემომზღველია.
ლომმან უბრძანა:
-ჭკუათამყოფელთა კაცთა წყალობა რაგვარად უნდა, რომე მისის მიზეზითა მისის ნაყოფისა ხილი ჭამონო?
დამანამ მოახსენა:
-ამა წესითა რომე მეფენი სიკეთესა უნდა უზმიდენ არა თუ გვარსა: რომე უღონო კაცნი, მამა-პაპათ ნამსახურთა იქადდენ და თვით ვერა შეიძლონ რა, რა სარგებელი არის?თვბით უნდა ხელით გამოსვლა ჰქონდეს და მის რიგით წყალობა უყონ, არა თუ მამათა შვილობითა. თქვენ ხელმწიფე ბძანდებით და ღმერთსა ხედვად თვალნი უბოძებია, ამისთვის გმართებს თქვენი მოსამსახურენი იცნათ, რომელი ჭკუის ახლო არს და რომელი ჭკუისაგან შორს.თქუა:
შეწყობილი
რაცა ძალს გედვას, ეცადე, სიმხნე მოიგე, შრომანი.
დიდითა შვილობას რად მოჰკვეხ, ცუდია გვართა ზომანი!
ცოცხალი მკუდარსა ჰბაძვიდე, კიდეც მოიგო წყრომანი,
რა მკუდარი განაცხოელო, მაშინ გაქებდენ რომანი.
მკუდრის მამის შენის სახელით შენი არ გაწმდეს ცთომანი,
ძაღლთა ვაჩემოთ მსგავსება, ძვალთ სიყვარულის წთომანი.
თაგვი კაცთან სადგგურობს და ერთმოსახლენი არიან, მაგრამ რადგან მისგან კაცთა დასაკლისი და ზიანი გამოვა, ამისთვისცა სასიკუდილოდ სდევენ. ქორი რომ ველურია და კაცთა ფრთხის და ევლტის, რადგან სარგებელი აქვს, მას პატივით მოიყუანებენ და ნებიერად გაზრდიან და მეფეტა ხელთა შეუსმენ. მაშა ხელმწიფემან რაგინდ გუარიანი იყოს, უცოდინარსა და შეუგებელს კაცსა ყური არ მიუპყრას: მეცნიერი და ჭკვიანი უნდა გაიშინაუროს, საქმით მღვიძარე კაცი და სიმხნეში შემძლე, დაუზარებელნი იახლოს. ხელმწიფემ ხელგამომავლს კაცს გულს არ უნდა შეაკლოს ამით, რომე შეუძლებელს კაცსა, რა მისი უფერი სამსახური უბრძანო, მას ემსგავსების-ქუდი ფერხს ჩააცუას და მაშია თავს დაახუროს. სადაც ჭკუისმყოფელსა და ხელგამომავალს კაცს წაახდენენ და უჭკოთა და ხელგამოუალთა და ყმაწუილთა საქმისა და ნების სადავეს ხელთ მიანებებენ,-მას ქუეყანასა ყოელი ავი საქმე გზას იპოებს და მათის ავკაცობის ზიანი მეფეთა და გლეხთა ზედა მოევლინება. თქვა:
ლექსი
ბოლოკარკაზის ჩრდილს ქუეშე დადგომამც ნუ ეღირსების,
სადა ზორაყი ჭილყვავთა უარესობით ძირს ების.
რა დამანამ სიტყუანი დაასრულნა, ლომმა მრავალი წყალობის იმედი უბრძანა და მის საჩინო მსახურთა თანა მოდასე ყო, და მისი სიტყუანი მოეწონა გული გააწყო და თვისი საქმის საფუძველი მის სწავლასა და რჩევაზედ დადვა,და დამანამაცა თვისი ჭკუითა და მეცნიერობით თვისი საქმე უფრო და უფრო წინ წასწია. ცოტა ხანს უკან თავისწინაობა შეიქნა, ქვეყნისა და სახელმწიფოს რჩევა დაიწყეს. მათში საკითხავი და დიდი კაცი შეიქნა და მას დღეს ბედნიერი და შემსგავსებული ჟამი შეხვდა. სხვა კაცნი დაითხოვა და ხელმწიფეს თავისწინ მოახსენა:
-მრავალი ხანია ხელმწიფე ერთს ადგილს ბრძანდება, მივლა-მოვლისა და ნადირობის გემო გაუშვია, და მინდა რომ მე ამისი მიზეზი შევიტყო, რომე მის კარის გასაღები რითაც ცდით იყოს, გავაკეთოო.
ლომმა სხვა რიგი პასუხი იწყო. უნდოდა დამანასათვის მისი შეშინება არ გაეცხადებინა. ამაზედ შუთურბას ყვირილის ესრე ძლიერი ხმა მოვიდა, რომე ლომი შიშით თვის ადგილიდამ გარდახლტა და ჭკუის სახედველი დაუბნელდა. მაშინღა შეჭირვებულმან, თვისი მოწყენა დამანას გაანდო.
-ჩემისა შიშისა მიზეზი ესე ხმა არის, რომ გვესმისო, და მე არა ვიცი რა, რისაა ესე ხმაო. და ესრე მგონია, ტანი და ძლიერება თვისის ხმის სადარო ჰქონდეს. და თუცა მისი შემსგავსებული ტანოანება და ძლიერება აქუსს, მე ჩემსა აქ მკვიდრობას გაურჯელად ვერა ვხედავო.
დამანამ მოახსენა:
-რადგან ხელმწიფის გულთა ამა ხმისა კიდე სხუაი საზრუნავი არა არის რა, ხამს ამით ესოდენთა სამკვიდრებელთა დატევება და მამეულთა სამყოფთა დაცლაო. ერთსა ხმასა რაი ძალუძცს და ყვირილსა რა საზომი აქუს, რომე ამით ვინმე გარდიხვეწოსწ. ხელმწიფე კლდეთაებრ ფერხმტკიცე უნდა იყოს, რომე ყოელთა ქართაგან არ შეირყიოს და სხუადასხუა ხმისაგან უძრავი იყოსო. მოახსენა:
ლექსი
ფერხი მთებრ დადგი ქვეყნად, ტინურად დამტკიცებული,
ვითა ქარქეტი ქართაგან არ იქმნა მოტაცებული.
ბრძენთ ნათქუამია: ხმათა სიმაღლესა და ტანთა სიდიდესა ნუ სჭვრეტო, რომე ვერარა სახე ამ სახით ვერას შეიძლებსო და არცა ყოველი გამოჩენილი დაფარულის გამომაჩინებელი იქნება. ლერწამი რაზომც სხვილი იყოს, წვრილი ჯოხითა გატყდება და მწეროს სიგრძეობა შავარდნის კლანჭთა შინა დამოკლდება. რომელიცა ტანად დიდობისთვის შერაცხს რასმე მას ეგრე მოუვა, როგორაც ერთს მელს მოუვიდაო.
ლომმა ჰკითხა ეგე რაგვარად ყოფილაო?
დ ა მ ა ნ ა მ თ ქ უ ა ა რ ა კ ი
[მელი და ტაბლი]
ერთი მელი ერთსა ტყეთა შინა იარებოდა, მძორთა პოვნისათვის ყოვლგნით დაცანცალებდა. მუნ ერთი ხე იდგა, და მას ხეზედა ტაბლი ვისმე ჩამოეკიდა და დარჩომადა. ესრე ეკიდა, რომე რა ქარი მოვიდის, ხის ძირს ქათამმი ნახა, რომე საკენკთა კენკდა. მას პარვა დაუწყო, მონადირებას ცდილობდა. ანაზდად, ტაბლის ხმა შემოესმა, მიხედა-ერთი დიდტანოანი, მეტად მსუქნის მსგავსი და საზარელხმიანი ხეზედ ნახა. მელმა სიხარბით აღარა გასინჯა რა და თქუა: მისი ხორცი და ტყავი მისის ხმის ოდენი იქნებაო, ქათამი იგი გაუშვა და პირი ხეს მიაპყრა. ქათამმა შეუტყო და გაექცა. მელაი ათასის ხრიკით მას ხეზედ გავიდა, ტაბლი გახია, ნახა-ხისა და ცოტა ხმელი ტყავის მეტი არა იყო რა! ქათმის მოშორვების ცეცხლი გულთა მოეგზნა და თქუა: ვაიმე, რომ ამ დიდტანოვანისაგან უცოდინრად მოვსტყივდი და ჩემი უცოდველი ნადირი უვნებელად გაუშვი და მისი შვენიერის სახისაგან სარგებელი ვერა რა ვნახეო!
ჩახრუხაული
მაღლა ხმობს დაფი, ყვირის დაფთდაფი, მოსავლად გვიძღვნის არას სარგებლად,
ვაქებ მრიგავთა, მძებნელ იგავთა სახეს არ აჰყვეს შესაზარებლად.
*
* *
ეს არაკი ამისთუუის მოვიყუანე, ხელლმწიფე საშინელის ხმისაგან და დიდის გუამისა გამოჩენითა მიმოსვლასა, ნადირობასა, შექცევასა და სიხარულს ნუ მოიშლისო. მას ხმასა და ტანსა არა შეუძლია რა, არც არის რაო. თუცა ხელმწიფე მიბრძანებს, მის ახლორე და მის საქმესა და ამბავს ყუალაკის შევიტყობო.
ლომსა დამანას სიტყუა მოეწონა და დამანა ლომის ბრძანებითა მისად ძებნად წავიდა.
რა ხანმა გამოიარა, ლომი საგონებელსა ჩავარდა და მისი გაგაზავნა სასინანულოდ შეექნა. გონებით იტყოდა: დავაშავე რად ესრე ვყაო! არამც ჩემზედ შეითქუან? ბრძენთ უთქუამს: ხელმწიფემ გაუსინჯავად თვისი გულისპასუხი არავის უნდა ანდოს და არც შეატყობინოს თვისი საიდუმლო საქმე, რომე მას მრავალი საქმე მოსდევს და ცოტა საქმით შუაში არ ჩამოიგდოს. პირველად არ უნდა ენდოს მას, რომე დაუნაშაებლად მის კარზედ გარჯა და წყენა ენახოს და მრავალგზის ჭირი და მწუხარება გამოევლოს; მეორედ-მას, რომ მისი პატივი და საქონელი ხელმწიფისაგან ქარს მისცემოდეს და დავრდომილიყოს, მესამედ- მას, რომელი მისი სახელო და სიმაღლისაგან გამოეძოს და წყალობის იმედი აღარა ჰქონდეს; მეოთხედ- დაუნდობელსა და მოჩხუბარსა, ავენასა და ქუეყნის აშლის მდომს და არა მშვიდობის მყოფელს, მეხუთედ-მას, რომე მოყვრისაგან დიდი სიკეთე და კარკაცობა სჭირდეს და მას იგი წაუხდინონ და მისი ურვა ჰქონდეს; მეექუსედ-ორგული რა გარდეხდევინოს და მისის მორჩენისატვის მრავალნი ცდილიყოს და გარდადგომილიყოს; მეშვიდედ-მას რომელსა კეთილად ემსახუროს და მას ყური არ მიაპყრას და ვისცა არ ემსახუროს, იგინი უფრორე წყალობით ჰყვენ; მერვედ-მას ვისთვისაც სიდიდე წაერთმიოს და სხვისთვის მიეცეს, და იგი მეფეთ წინარე დგეს, და იგი მეორე-დაჩაგრული; მეცხრედ-ხელმწიფის დასაკლისი რომ თვისი შემატება ეგონოს; მეატედ- რომე მას ხელმწიფის კარზედ კეთილი არა სჭირდეს რა და მისის მტრის გაკეტებით კეტილს მოელოდეს. ხელმწიფენი განეკრძალნენ, ამა ათთა რიგთა კაცთა შუა გაუსინჯავად თვისი საიდუმლო არა თქუას: ვირემდისი კაცისა ღთის შიში და პირის სისწორე,მოწყალება და სიკეთე არ ნახოს და არ გამოიკვლიოს, თვისი ხვაშიადი არ გაანდოს და არ აცნობოსოს. თქუა:
ლექსი
ხვაშიადთ თქმასა მრავალთან დაჰგმობენ ბრძენთა დასები,
სადაც ვლე, ვერცად ვერ ვნახე საიდუმლოთა მფასები.
ამა საქმისა დამანას ბრძანება გამოუცდელად, აჩქარებით არ ვარგიყო. მტერთან მისი გაგზავნა ჭკუათა საცნობელთა შინა შორს იყო. დამანა მცოდინარე კაცსა ჰგავს და ერთხანად ჩემს კარზედ გარჯითა და საბრალოდ იყო, ღთმან ნუ ქნას, რომე მას ეგზომის ჭირის ეკალი გულთა დასობოდეს; აწე რომე მუხთლობა იხმაროს, ერთი რამ შფოთი შემზადოს, ანუ მტერი იგი ჩვენზედა ძლიერად და მძლედ ნახოს და მისი სამსახური მოინებოს, და ჩემი გულის ხვიშიადები იცის, მას უთხრას და მისის საცადლისა რჩევისა და სამჯობინაროს ხარისხთა აღხდეს! რასათვის ამ სიტყვის ჩხრეკასა და ბრძენთ ნათქუამს ლექსს არ დავადგერ?
ლექსი
ღვინოვ შმაგობას ევლტოდე, ეჭვი გეტუირტოს გულითა
ჩხუბისა და ზაკუას მოშორდი, არ დაიკარგო სულითა!
თუცა მე ამა მოციქულობითა ავი რამე მომიხდეს, ათასიცა დამეტდეს, ჩემთვის ცოტაი იქნება!
ამა საგონებლით ადგის და დაჯდის, და ბორგევდა და თუალი გზისაკენ ჰქონდა. ამასობაში დამანა გამოჩნდა და ლომმა გული დაიწყნარა და თვის ადგილს დაჯდა. დამანასა ამბავი ჰკითხა. თაყუანისცემას უკან მოახსენა:
ლექსი
ვირე ცა ეგოს მბრუნავად, მეფის მზე მზობდეს მზიანათ,
მისი სვე მისთა მონათა ზედა ბრწყინავდეს გზიანათ.
ჰე, თემთა და ქუეყანათა მპყრობელო! ხმა იგი, რომელ გასმიათ, ერთი ხარია ამა ტყისა სიახლოესა. იგი სძოვს, სჭამს და სძინავს; მას სხვა საგონებელი არარაი აქვს. მისი ბრძანება მუცელსა და პირსა იქით არსად წავა.
ლომმა: მისი ძლიერება რაზომი იქნებაო?
დამანამ მოახსენა:
-ძლიერების გამოჩენა არა მინახავს რა, რომე მისი ძალი რამ შემეტყოს და სწორად მოგახსენო, მაგრამ გუნებათა შინა არას მეზარნა, რომე შიშით მისთუის მეტი პატივი რამ მეცაო.
ლომმან უთხრა:
-მაგითა მას სუსტად ნუ დაინახავ, რომე არა მოსტყუვდე, ქარი ძლიერი რა წვრილს ბალახს ეცეს, ვერ მოსტეხს, მაგრამ მაღალთა და სხვილთა ხეთა ძირითურთ ამოფხვრის. მტერი ვირემდე მტერს დასაცემელად არა ნახავს, მანობამდის ძლიერს ძალს არ გამოიჩენს. თქუა:
ლექსი
ქორი მყუარს არ იკადრებს, არცა სდევს საჭმლად ნდომითა,
სონღული მუმლთა შეპყრობად ფრთესა არ გაშლის ზომითა.
დამანამ მოახსენა:
-ხელმწიფემ მისი საქმე არად უნდა მიიჩნიოს და არცა იგი ყოლე რადმე შერაცხოსო. მე იგი რაცა ვსინჯე, მრავალი რამე შევიგენ და მისი საქმე ყოველივე გავსინჯე, და თუცა ხელმწიფისა მაღალსა საწადელსა ნებავს და ბრძანებს, მას აქ მოვიყვანებო, რომე წადილის სურვილი სასამსახუროდ დადვას, მონურად კალთა კადრების მხართა გარდაიკეცოო.
ლომსა ესე საქმე დიდია იამა და მისი მოყვანება უბრძანა, და დამანა შუთურბასტან მივიდა. უთხრა:
ტაეპი
კულა ჰკითხა: თუალო სადით მოხუალო?
და ეტყოდა:
-აქა სადით ჩამოვარდნილხარ და ამ ადგილს მოსვლის მიზეზი და აქა დგომისა და ბარგთა მოხდისა საფენთა გაშლა რით მოგიხდაო?
სუტურბამ თვისი საქმე და ამბავი ყოველივე უკლებლად უამბო. რა დამანამა მისი ამბავი სცნა, უთხრა:
-აქა ერთი ლომი პატრონნობს, ყოელთა მხეცთა და ნადირთა ბრძანებით მორჩილ-მყოფელი, და მე გამომგზავნა შენთანა, უნდა მასთან გამომყუეო. და წიგნიცა გამომატანა, და თუ რამე შეცოდება გაქვს, მასცა შეგინდობს, და მასთან წამოდიო. და თუცა არ მისმენ და არ წამოხვალ, აწვე გარე შევიქცევი და ლომსა ესრე მოვახსენებო.
შუთურბამ რა ლომისა და მხეცტა სახელი მოისმინა, შეშინდა და უთხრა:
-თუცა პირობას მომცემ, რომე სიკუდილისა არა მეშინოდეს, თან წამოგყუები და შნის შუამდგომლობითა მისი სამსახური რამ მიშოვნეო.
დამანამ ამისი პირობა და ფიცი მისცა. რა გული დააჯერა, ორთავე ლომსა მიმართეს. დამანა დასწინაურდა და მისი მისვლა აცნობა, და ცოტას ხანს უკან ხარის მოვიდა და სასამსახურო რიგები მისის რიგით მოიხვნა. ლომმან ტკბილად მოიკითხა და უბრძანა: მას ადგილს როდეს მოსულხარო, და ან შენის მოსვლის მიზეზი რა იყოო? ხარმან ყველა მისი გარდასავალი მოახსენა. ლომმა უბრძანა.
-აქ დაისადგურე და ჩემის წყალობისა და პატივისა და საბოძვრის უხვად მონიჭება გექნებისო. აწ წყალობის კარი ჩემთა წარჩინებულთა თანა შენთვის გამიღია და ჩემთა დიდებულთა თანა შემიერთებიხარო. უთხრა:
წყობილი
რაზომ ხმელეტი იარო,
ჩემს მდურავს ვერ ეზიარო,
არა ვქნა საუდიარო,
გლეხთ არსად მოვამშიარო.
ხარმა დალოცა და სამსახურად სარტყელი წელთა შეირტყა. და ლომმაცა მისის ამაღლებულის ხარისხით წყალობა უყო და დღე და ღამე მის სიახლოეს წა და წაადგინა, წყალობისა და პატივის მატება დაუწყო და გონება მისსა სამსახურსა და საქმის გამოწვლილვას მიაპყრა. მეტად მცოდინარედ და გამომკვლეველად და ჭკუისმყოფელად იცნა, რომელი ესრეთი ვინმე იყოს სიბრძნითა სრულითა შეგონებითა რომელ მისი ქცევა და ქველობა მეტ იყო, და დააჯერა გული მისი ყოველტა მეცნიერებატა მისტა.
შაირი
რა ნახა მისი სიკეთე, სიმარტლე გასინჯულობა,
სიტყვსა გზები ,რჩევანი სიბრძნისა ცოდნის სრულობა.
ქვეყნის მიმოვლა დასწავლა, ნახუათა გამოცდილება,
ლხინთა და წირთა აწონა. საქმეთა გამოწვლილობა.
ლომმან მრავალს საქმესა და გამოძიებასა და გამოცდას უკან ხარი თვის მესაიდუმლედ და გულითადთა საკითხავად გაიშინაურა; და ყოელთა ჟამთა მისსა სვე-ბედტა ხარისხთა სიმაღლეს მატა, და მისი ბრძანებისმორჩილად სხუანი შექნა, რომე ყოელთა სახელმწიფოს მარიგებელთა და ლომის წარჩინებულტა წიონა წაასწრა. რა ესე დამანამა ნახა, რომე ლომმა ზროხის დიდება სიმაღლის საზღუარს გარდარია და წყალობისა და ნიჭთა დღითი დღე უმატებდა და დამანას აღარა ეკითხებოდა რა, და აღარც რჩევიტა შინა უხმიან,-გაძებისა და დაშორების საოლავი გულისა თუალთა ეოლა, მოწყენისა და შურის ცეცხლის ალი გონებათა საცნობელთა მოეკიდა.
ლექსი
მეშურნე შურისა ცეცხლთა სადაც არაგზენებს კიდებით,
თვითვე უმალვე დაიწვის სრულიად არ თუ კიდებით,
თუალთა მისთაგან ძილი განქარდა, ვეღარ დაწყნარდა მოთმენის გასაძლისი სამოსელი გულისაგან შემოეძარცვა და ქილილასთან მოჩივარი მივიდა და უთხრა:
-ძმაო ჩემს ჭკვათა უსუსურობასა და გაზრახვის სისუსტესა მმიხედე! სრულობით ჩემი სვე-ბედი ლომის საბედნიეროდ მოსვენებაზე წარვაგე და ხარი მისად მოსამსახურედ მოვიყუანე. აწ იგი ესრე გაადიდა, ყოელტა წარჩინებულთა გარდამატა და მე ჩემის პატივისა და ხარისთაგან ჩამოვარდი.
ქილილამ უთხრა:
ტაეპი
ჰე, ჩემო სულო ჭკუათ გარდასულო, შენივ ნაღვაწი თვით დაისულო!
ესე ეჩო ფერხთა შენთა თვით შენ იკარ და ამა ჩხუბისა მტვვერი შენ აღაფქვრიე, აწე შენ იგი მოგივა რაცა მას ერთსა მეუდაბნოეს დაემართაო.
დამანამ ჰკითხა: ვითარ ყოფილაო?
ქ ი ლ ი ლ ა მ თ ქ უ ა ა რ ა კ ი
[ნაპარევის მძებნელი მეუდაბნოე]
თქმულა ერთმან ხელმწიფემა ერტს მეუდაბნოეს ძვირფასი სამოსელი მისცა. ერთმა მპარავმა ესე რა სცნა შეხარბდა და მისის ნდომისათვის მოვიდა და მას მეუდაბნოეს ეყმო, დია კრძალვით ემსახურებოდა. რა გაუშინაურდა დრო პოვა და იგი კაბა მოიპარა და წავიდა.
მეორეს დღე სმეუდაბნოემ კაბა ვერა პოვა და ვერცაღა თვისი ახალი მსახური. სცნა, რომე მას მოეპარა. მისს საძებრად ქალაქით გამოვიდა, უკან გაუდგა.
გზაზედ ნახა, ორნი მხეცნი იბრძოდეს, ერთმანეთისათვის ჭანგმახვილობითა ტავი და ტანით სისხლი სდიოდათ. ერთი მელი მოსულიყო და მათს ნაწვეთს სისხლთა ლოკდა. ანაზდად შუა შემოიგდეს და მათი გაცემული ტოტი მელს მოხუდა და სიკუდილის მახეთა შიგა გაება. მან განშორებულმან ესრე გაიკვირვა გასცილდა და წავიდა.
საღამოს რა ქალაქის კარზე მივიდა, ნახა კარნი დახშულნი იყო, აქა-იქი სადგომისათვის სვლა დაიწყო. ერთი ვინმე დიაცი ერთოდამ შუკათა დამზერდა. რა ეგრე შეღონებული ნახა განშორებული, შეებრალა და აწვია, და სახლად შეიყუანა, და ერთს კუთხეს დადგა და ილოცვიდა, და რაცა მხევალნი ჰყვეს, მათცა ამაჭანკლებდა. ერთი მათგანი კეკლუცობითა მოჰმადიანთ სამოთხის სძლებს საპატოურობასა ასწავლიდა. მისი ტურფა პირის სიცხე ქუეყნისა სინათლისა მორცხობის ცეცხლსა შინა სწევდა, მართალთა თუალთა მისის წამწმის ისარი გულთა საგანსავიტ გახვრეტდა, სულთა წამრებელტა ბაგეტა სიმცირე შაქრისა სიტკბოსა სწვეთდა.
შეწყობილი
ვით მთვარე იარებოდა, ტანი უგვანდა საროსა,
თმათა ნათხაზი საბლური სათსა ვინ სეუდაროსა?
ნიკაპთა ვერცხლისა ბურთსა ვერ ვხედავ მოსახმაროსა,
ღაწვთა გიშრისა ჩოგანი უჯდა, რად გაეყაროსა?
ახალი მთუარე მოხრილი შავად ჩენილა აროსა,
ვთქვი: კაკვი მთვარეს მოსტაცა, ბურთი მზით მოეპაროსა!
და ჭაბუკი შუენიერი, პირი მისი მუშკებრი სუნელი, წერწეტი, ტანად საროს მსგავსი,
პირმ;უარე, ენატკბილი, სიტყუაწლიანი, თურქთა მხატუართაგან გამოხატული, თმახუჭუჭი, სუმბულივით მიგრეხილ-მოგრეხილი, მისნი ბალახშნი ბაგენი დატიტულნი, საკუთრად მხიარული, ტრფიალებით სწრაფი.
ლექსი
პირი მზისაებრ ნათელი ხმელთა შუქისა,
თმანი ხუჭაჭად ნაწყობი მქროლელი შტახსთა ბუქისა.
მათ ერთმანეთის სიყუარული გამოჩენით ჰქონდათ, ნიადაგ ერთგან იყვნიან, მზესა და მთუარესავით ერთ სამყოფსა იყოფებოდნენ, აფრდიტისა და მუშთარსავით ერთსა ბურჯთა ზედა შეიყრებოდეს. იგი ჭაბუკი სცვივა მას მზვევალსა, რომე სხვამან მოყვარემან მისი სილამაზის ჭაშნიკი არ ნახოს, მინდორთა მყწურვალთა მონატრეთა, ათასთა გარჯას უკან, ყინტორთა წყაროს მისდგონოდეს.
ლექსი
თუცა ჩემგან სიყუარულსა შენზედ ესრე შევიძლებდე,
სხვის კაცისა გულის გავლით შენსას-მასცა ვერ გავსძლებდე.
იგი როსკპი დიაცი მის მხევლისაგან ამას ფია წყინობდა და მეშურეობდა. რა ვეღარ გასძლო, მხევალს სირცხვილს ფარდაგი დაეხია და სული თვისი საყუარლის სულის სულის ნდომის ხელთა დაედვა და წუთსაცა არ მოშორებოდა. და მან დიაცმან მის ჭაბუკის სიკუდილი მოინება. იგი მეუდაბნოე მის სახლთა იყო და სინჯავდა. დიაცმა დრო დაიცა. და ტრფიალესა და სატრფიალოსა ორთავე მრა/ვალი ღვინო ასვა; და რა მუნ მყოფთა დაეძინათ, მოიღო საკუდინებელი სამსალა, დალაგა მასრათა შინა ჩაყარა და მასრისა წვერი ჭაბუკსა ცხვირთა ჩაუყო და მეორე წვერით ენება შებერვა და ცხვირთა სამსალის შებნევა. მას ჭაბუკს ცხვირს დააცხიკუა, და მისმა ორთქლისა ძალმა სამსალა მასვე დიაცსა პირთა შეაბნია და ყიათა ეცა და წამსვე მოკუდა.
ტაეპი
რას თავსა თვისსა უყოფდე, სხვათაცა ეგრე უყოფდე.
რა განშორებული ამათ ხედვიდა მის ღამის სიგრძე გათენებამდე მეორედ მოსვლის დღე იყო. რა გათენდა მის ღამის სიბნელის ჭირებს მორჩა, ლოცვა დაიწყო და დიდი დროშა ნათლისა ქუეყნისა კაცთა აღმოუბრწყინდა.
ლექსი
ააელვარა კამარა იასპად, მსგავსად სარკისა,
განაძო ყოვლგნით სიშავე ჟანგთა მომკრეფი ხარკისა.
მაშინვე მან განშორებულმან თვისი ტავი საბოზართა სიბნელისაგან გააშორა და ავისმოქმედის მესადგომისაგან თავი მოირჩინა და სხვა სადგომს ეცადა. ერთი ხარაზი იყო ღთის მოშიში და გზიანი. მან ნახა მეუდაბნოე იგი აწვია და თვის სახლად შეიყუანა; სახლეულთ მისი სამსახური უბრძანა და თვითან მოყვრის საწვევად წავიდა. მისა ცოლსა კურო ვინმე ჰყუა, გუნებაკეთილი ,შვენიერი და პირკეკლუცი, კისკასი, თმახუჭუჭი, სიტყუაწყლიანი, ნაზადმქცეველი, ჩაუქი, თვალთა წამწმითა დამშრეტელი, ტურფად მწყაზარი და სიცოცხლის წამღები. მათ შუამავალი ერთი მეკოტოშის ცოლი იყო, გრძნებათა მოქმედებითა ცეცხლსა და წყალთა შეარტებდის, ენატკბილობითა ქვათა ცვილებრ გაჰხდიდის.
შეწყობილი
ესეთს ტყუილსა იტყოდა, წაუხვნის კაცსა ცნობანი,
ფასკუნჯსა მუმლსა შეჰყრიდა, შეუქმნის აშიკობანი,
კრიალესვანი ხელთ ჰქონდა, იჩემის მლოცაობანი,
მისი ზონარი ხელთ ება, ინდოთა ჰქონდა მკობანი,
ლოცვისებრ ბაგეს იძრევდა გულთ ედვა მაცთურობანი,
გარეთ ერთფრად ჩნდა, შიგ ედვა ასფერი ჯადეგობანი.
ხარაზის ცოლმა რა სახლი მოცალედ ნახა, თავის კუროსთან მატყუად გაგზავნა და შეუთუალა; ამა ღამე შაქარი ბუზისა შფოთისაგან მოსვენებით არს, და სალხინო-უკერკეტონო და უმოურაოდო. შესთვალა:
ტაეპი
ადეგ და მოდი მალიად რბოდი!
მან დიაცმა კურო კართა მოგვარა და კარი დაურეკა. ამას ზედა ხარაზი, ანაზდად სნებასავით მოუვიდათ. თავად უწინა მას კაცზე ეჭვი ჰქონდა, და რა თვისის სახლის კართა ნახა, ცოლის ბოზობას გული დააჯერა. გარისხებული შევიდა, ცოლს მრავალი სცა და სვეტთა ზედა მიაბა და თვით ლოგინთა გაისვენა. განშორებული მას კაცსა გულშია გმობდა: უმიზეზოდ და შეუცოდრად რად გალახა ეს დედაკაციო, და მან უსამართლო ქნა და მე რასათვის არ მივეშველეო და არ ვიპატიეო. ამას რა ინანდა ნახა რომე მეკოტოშის ცოლი შემოვიდა და უთხრა:
-დაო, ამა ჭაბუკსა ესოდენსა რად აჭირვებო, ანუ რას ჰყოვნი? ადრე გადი მოსულს ლხინს ნუ უკუაბრუნებო.
უთხრა:
ლექსი
მოყუარე მოყვრის მოკითხვად რადგან სნეულსა უნდესა,
მანამდის მართებს მიესწრას, ვირ სული შეუძრწუნდესა.
ხარაზის ცოლმა ჩუმის ხმით ახლო მიუწოდა და უთხრა:
შაირი
მოლხენის გულსა ტირლისა ეგრე ჰგონია ასვეა,
ღვიძლდაკოდილსა აშიკთა სისხლი ტრფიალით ასვეა.
გვრიტმა ხე-და-ხე მივალმან ვითა სცნას ჭირნი ასვეა.
სირთა პყრობილთა რა იცის, თუ რა ლახვარი ასევეა.
მოდი საყუარელო ტკბილო, და ჩემნი ჩივილ-ტირილი მისმინე, ჩემი დამწველი ამბავი სცან: ჩემსა უწყალო ქმარსა კაცი იგი კართა ენახა, შმაგებრ შემოიწრა, პირველად მრავალი მცა და მერმე სვეტსა ამას ამაკრა. აწ თუ შენ ჩემი მოწყალე და კეთილისმყოფელი ხარ, ანუ მის, ჩემის საყვარელისა, თავი არ გაგიწირავს, მეწიე, აქათგან მე ამხსენ და შენ ჩემაგიერ დაები. წამზე გავალ, ჩემს საყუარელთან ბოდიშსა მოვიხდი, მოვალ შენ გაგიშვებ მე ისრევ დავებმიო,და მე და ჩემს საყუარელს დიდიად ესე დაგვავალეო.
მეკოტოშის ცოლმა იგი შეხსნა და თვით დაება და იგი დიაცი გარეთ გავიდა.
რა მეუდაბნოემ ესეები ნახა, ცოლ-ქმართ შუღლზე ქმარი ამართლა. ამას ზედა ხარაზსა გამოეღვიძა და ცოლსა საუბარი რამე დაუწყო. მეკოტოშის ცოლმა ხმის ცნობის შიშით სიტყვა ვერა მიუგო. რამდენსაც ელაოარაკა, დიაცმა ხმა ვერ გასცა. ხარაზი ჯავრით ცეცხლისაებრ აეგზნა, დანა აიტაცა, წამოიჭრა, მოუხდა და საწყალს მეკოტოშის ცოლს ცხვირი მოსჭრა და ხელთ მისცა: ეს ძღვენი შენს კუროს მიუძღვენო.მან ცხვირმოკვეთილმან შიშისაგან ვერც დაიკივლა და ვერც ამოიხუნეშა. გულში ესრე თქუა: საოცარი ეს მომევლინაო, საწადელი ვის აუსრულდა და პატიჟი ვინ გარდიხადაო.
რა ხარაზის ცოლი მობრუნდა თვისი დობილი ცხვირმოჭრილი დახუდა, ნამეტნავად შესჭირდა და ბოდიში მოითხოვა.
იგი აუშვა და თვით დაება. მეკოტოშის ცოლმა ცხვირი ხელთ დაიპყრა და თვისის სახლისაკენ წავიდა.
ტაეპი
გზად მიმავალი ტიროდა, უკვირდა ხან იცინოდა.
მან მეუდაბნოემ ესე ყოველივე ნახა და მოისმინა. ესეტსა უცხოთა საქმეტა რა შეესწრებოდის, გაკვირვება გაკვირვებასა ემატებოდის.
რა ხარაზის ცოლმა მცირედ შეისვენა, საცტურისა ხელი მოიმარჯვა და თქუა:
-მაღალო ღთო, ყოელთა ხელმწიფეო! შენ უწყი ქმრისა ჩემისა უსამართლობა, რა მიყო! ნაცილად შეცოდება და დანაშაული თავსა ზედა დამადვა, რომელთა შინა უბრალო ვარ. აწ წყალობა ყავ ჩემზედა და უბრალოდ მოკუეთილი ცხვირი აგრევე გამომაბიო.
ამისტანა რა ილოცვიდა, მისსა ქმარსა გაეღვიძა და მისი ტირილი სიწმიდის ამხოცელი და მისი ლოცვანი საეშმაკონი მოისმინა; ხმა უყო:
-შენი საქმენი აღსრულებულია, მაგა ლოცვასა ცუდად ნუ ირჯებიო. ეგე რაი სათხოელია რომე აწ შენ მოგიგონია? ბოზთა ლოცვანი მის კართა ვერ წადგებიან და ავსაქციელთა წადილი მისსა გზათა ვერ იპოებენო. უთხრა:
ლექსი
თუცა გინდეს მის წინაშე დაფარულთა შესმენანი,
ყოლე გული განიწმიდე, კვლა სიმართლით ჰყავ ენანი.
ანაზდად დიაცმა დაიძახა:
ნიადაგ უსამართლოთა მოქმედო, ადეგ და ღთის სასწაული და ძლიერება იხილე! რადგან ამა სიბილწისაგან ჩემი კალთა წმინდა იყო, მოწყალე ღთმან მე საბრალოსა ცხვირიცა გამიკურნა და ქუეყანათა ზედა სირცხვილისა და საყუედურისაგან მასახელაო.
მისი ქმარი გულითა წრფელითა ადგა და სანთელი აანთო, მიდგა დიაცი გასინჯა,-უვნებლად იყო და ცხვირიცა მისვე ადგილსა ება და წყლული და დაკოდილობა არა სადა აჩნდა.
მაშინვე ტავი დამნაშავედ დადვა და შენდობის თხოვა დაიწყო და ხელ-ფერხთა შეკრულობა პატივითა გაუხსნა და პირობა დაუდვა: ვირემდის ერთი რამ შენაცოდარი თვალით არა ვნახო რა ესეთსა საქმესა ხელი აღარ მივყო, ცილითა და ჩხუბიანთა ენითა ესეტსა მლოცავსა პატიოსანსა აღარ ვაწყინო და მის დანარჩომს სიცოცხლეთა შინა, ესეთსა წმიდასა დიაცსა, რომლისა თხოვასა ღთის წინაშე დამაყენებელი ფარდაგი არა უბია, მისის სიტყვიდამ აღარ გავიდეო.
იქით მეკოტოშის ცოლი ცხვირმოკუეთილი მივიდოდა, დაღონებული თვისის მისვლის საქმეს არჩევდა. ანუ საქმე ესე თვისა ქმარსა ვით მოუხრიკოს, ანუ მეზობელტა და მოყვარეთა თანა რა მოსაგონით თავი გამოიმართლოს. მცნობთა და მოკიდებულთა რომლისა პირითა ეუბნას? ამა საგონებელსა შინა რა იყო, მეკოტოშეს ძილისაგან გაეღვიძა და ცოლს დაუძახა.
-ჩემი იარაღი მომეც, ერთის ვაჭრის სახლში მივალო!
ცოლმა მოგვიანოდ მოოუსმინა და იარაღისაგან მარტო სამართებელი ხელთ მისცა. მეკოტოშემ ჯავრით ბნელეში სამართებელი ცოლს შემოსტყორცნა და გინება დაუწყო. დიაცმა დაიკივლა და დაეცა და დაიძახა, ვაიმე, ცხვირიო! მეკოტოშეს შესწრფა, და კივილის ხმაზედ მეზობელნი და მოყუარენი შემოცვივდენ. მისი ცოლი ცხვირმოჭრილი და სისხლით გასვრილი ნახეს. ჰგმობდენ მეკოტოშესა და ყუედრიდენ. საბრალო მეკოტოშე წყალწაღებულივით შეიქნა.
რა ქვეყნის მანათობელმა დილამან კედარის ფარდაგი წინიდამ აიხადა და ქუეყნისა მაჩუენებელმა მზის სარკემა ჯიმშედის ჯამსავით ელვა დაიწყო-
ფისთიკაური
აღმართა დროშა აღმოსავლისა ლაშქართ პატრონმა დასარაზმელად.
დასავლის მეფე და მათი სეფე ზღუათა დაანთქა ხანდაუზმელად!
მის ქალის სამშობლონი შეითქვეს და მეკოტოშე ყადთან წაიყუანეს. მას ჟამსა განშორებულიცა ხარაზის სახლით გამოვიდა,-ყადის მეგობარი იყო და მისდა ნახვად მივიდა.რა ერთმანეთი მოიკითხეს და მოიალერსეს მაკოტოშის ცოლიც მოიყუანეს და მასთან იჩივლეს და მათის სისხლისა აღებასა ცდილობდენ. ყადმა უბრძანა:
-ოსტატო, დაუნაშაებლად და შეუცოდრად რომე ამა ქალისათვის გიქნია, რომლისა რჯულისა წესი გგონიაო?
მეკოტოშე გაწბილებულმან ვერარა პასუხი გასცა, და ყადმა მისი ხელის მოკუეთა გააჩინა.
მეუდაბნოე ზე ადგა და ყადს მოახსენა:
-ამა სქმესა გაჩხრეკა უხამსო: მპარავსა ჩემი კაბა არ წაუღია, მელი მხეცთა არ მოუკუდინებიათ, მას ავისმოქმედისა დიაცისათვის სასიკუდინე წამალი არავის შეუსმევიაო, ხარაზსა ცხვირი უბრალოდ არ მოუჭრია, მას მეკოტოშესა თვისის ცოლის ცხვირი არ მოუკვეთია. მე ეს საქმეები ყუელაკა გამომიცდიაო. ყადმა მეკოტოშე ააზატა, და განშორებულსა პირი მიაპყრა და ამა საქმეთა კითხვა დაუწყო, რომე ესე დაფარული ცხადა გამოგვიჩინეო. მეუდაბნოეს რაც ენახა და ანუ სმენოდა თავით ბოლომდე ყველა უამბო.
-თუცა მე ხელმწიფისათვის თავი არ შემესწავლებინა და იგი კაცი არ მეყმო, ის ეშმაკი და მოძალე დროს ვერ დაიცემდა და ჩემს კაბას ვერ წაიღებდა; თუცა მელსა თვისისა მსუნაგობითა სისხლის ჭამა არ დაეწყო და გაშორებოდა მხეცთაგან არ მოიკოდაო; თუცა მას ავის მოქმედს დიაცსა მის ჭაბუკისა სიკუდილი არ მოეწადა, თვის ტკბილსა სულსა არ გააქარვებდაო, თუცა მეკოტოშის ცოლი მას ბილწების საქმეში არ გარეოდა ეს სასირცხო საქმე არ დაემარტებოდაო, რომე ცხვირი მოჰკვეტესო. ვინცა ავის მოქმედია, კეთილსა ნუ მოელის, და ვისცა შაქრის ლერწმის მოსვლა უნდეს, ჯიქურას ნუ დასთევსასო. თქუა:
ლექსი
ბრძენთ უთქუამს: მასვე მოიმკი შეკრებად შენს დატესულსა,
ავის მოქმედი ავს მიხვდეს, ხორცსა რად აშრობ ჰე სულსა.
*
* *
ესე არაკი ამად მოვიუბნე, რომე სცნა: შენისა გარჯისათვის გზა შენ გაკაზმე, და შენი ჭირის კარი შენ გაახვენ.
უთხრა
ტაეპი
ვისრა შესჩივი? რაცა გჭირს შენმავ ნაქმარმან გიწია.
დამანამ უთხრა:
-მართალს ამბობ, ეს საქმე მე მოვაწიე ჩემს თავსა ზედა! მაგრამე ამის საშველად შენ რასა მირჩევო და ამა ხვანჯისა ხერხით გახსნასა რომელის გზით მოიგონებო?
ქილილამ უთხრა:
-მე პირველადვე ამა საქმესა ზედა არ გაგიერტდი. არცა ამის ქნასა შინა მოგყევ, და აწცა მათსა კართა შორე ვარ, და ჩემი გარევა არას გზით არ იქნების. და თუცა შენ შენსა თავსა ეწევი, შენ იციო. უთხრა:
ტაეპი
ვინცა სიბრძნითა მეტია, რად ჰკითხავს ვინცა რეტია?
დამანამ უთხრა:
-ჩემი რჩევა ეს არის, ხერხითა და ხრიკითა შინავე შევეტყუო, და რაც ძალ-მედვას, რომე ხარი იგი ანუ ამა სიმაღლითგან დავსცე და ანუ ქუეყანისა ამისგან გავაძოო, ამისთვის, რომ ესეთსა შეცოდებასა და ცთომასა საუკადრისა წესად ვხედავ, და ამისი ყურის მიუპყრობელობა ჭკუვისა მოსწავლეთაგან შორედ განაკიდია. მე ჩემისა დიდებისა მომატებისათვის არ ვეძებ: რაცა ჩემი საფერია, მის მეტი არა მინდა რა: მაგრამე დიდთა ბრძენთაგან თქმულა, ხუთთა საქმეთა უცდელობა არა კეთილ არსო: პირველად-სიდიდე და რასაცა მქონებელ იყოს, მისი უპატიოსნოება; მეორედ-კრძალვა, ვითარცა სამსალათაგან და რიდება ბოროტთა საქმეთაგან, რაიცა აუგად დაუცთ;მესამედ -რასაცა მქონებელი იყოს, მისის მოხმარებასა და მისსაცა არ დაკარგუასა; მეოთხედ-სულისა გამოხსნასა და გამოყუანასა, რომელსაცა ბოროტთა შინა ჩავარდნილ იყოს; მეხუთედ-სასრგებლოსა და სასიკეთოსა თავისა თვისისაკენ მოწევასა და ნოზიდვასა, და დასაკლისისა და ზიანის გაშორებასა და მორიდებასა. მე ამა გზით ვეცდები, რომე კიდევე ჩემი ადგილი ვიშოვნო, მუნ მივაწიო, და იგივე ჩემისა საქმისა პირი გავაახლო. საქმე ეს არის, ხარსა ხერხითა შევადგე და მიწისა პირსა გამოვასალმო, და ანუ ამა სოფლით ბარგი აიკიდოსო. მე მის მჭლეს ჭავჭავისა უდარესი არა ვარ, რომე მიმინოსა თვისი ჯავრი არ შეარჩინაო.
ქილილამ ჰკითხა როგორ ყოფილაო?
დ ა მ ა ნ ა მ თ ქ უ ა ა რ ა კ ი
[ჭავჭავი და მიმინო]
მასმია, ორთა ჭავჭავთა ერთსა ხისა შტოთა ზედა ბუდე ედგა; ქუეყანათა ნაყოფთაგანსაკენკთა და წყალთა დაჯერებულ იყუნეს. ხე იგი კლდისა რასმე ძირტა მდგომარე იყო, რომლისა თავსა ზედა ბუდობდა მიმინო და რა შორს ნადირობით მოიცალის, მეხენრ რბოდის და ცეცხლებრ საბრალოთ ჭავჭავთ სულთა კალოთა სრულობით დასწვევდის.
ტაეპი
რა კლანჭი გახსნის სირისად, ოცდათს იძღვნიდის პირისად.
რა ჭავჭავი ბარტყთა დაფრენდენ, უმზირდენ იგი მიმინონი და სრულობით დასტაციან და მათთა ქულათა მით ზრდიდიან. ჭავჭავნი ვერცა სამკუიდროსა სთმობდეს, და მიმინოსაგანცა ამა გაუსაძლისსა ჭირთა იყუნეს.
ტაეპი
დგომა და წასულა ორივე მათ ჰქონდათ ძნელ სანდომივე.
ერთხელ, რა მართუეთა მათტა ზრდა აღუორძნდათ და ფრთე მოეცათ, რა ხლტომისა ღონე მოეცათ, მათი მამა-დედანი მათის პირის ჭურეტით იხარებდენ, მათდა სასწავლებლად განცხრომმით მიმოფრინვიდენ. ანაზდათ, მიმინოს მტერობა მოაგონდათ და სიხარულისა ტაბლა აეკეცათ, და გულითა მწუხარითა ტირილი და წივილი შექმნეს. მათტა ბარტყებთა შინა ერთსა სისრულე და სიკეთე პირთა აჩნდა, მან მის მხიარულების მოწყენად შშეცვლის მიზეზი იკითხა და უთხრეს:
ლექსი
შვილო, არ იცი რაზომცა გულთა სახმილი მდებია?
ცრემლნი ჩუენნი გყავს მოამბედ, გითხრას რაც წაგუკიდებია.
და მათზედ მიმინოსაგან უწყალოება და აოხრება და შვილთ დატაცება უამბეს. მან უთხრა:
-ზეგარდმო მოსულის რისხვისა და განსაცდელის გაქცევა მონათგან უხამსია, მაგრა დამბადებელს ღთსა ყოველთ და ყოვლის სენისათუუის თითო საკურნებელი სარგო მიუცემიაო. თუცა თქუენ ამა საქმისაგან განრომა და ამა ნასკვისა გახსნასა ეცადოთ, ესე ჭირი თავთა ჩუენთა მოსცილდებისო, და ეგე ნაღველი გულისა თქუენისაგან განქარდებისო.
ჭავჭავთა ესე სიტყუა მოეწონათ, და ერთი მათგანი ბარტყთა საზრდელად დადგა, და მეორე მათის შველის საცდელად წავიდა. რა ცოტა გზა გავლო, იტყოდა: სადა და ვისთანმე მივიდე და ესე გულისა ჩემისა შეჭირვება ვისა გავანდოო? თქუა:
ლექსი
გულთა მჭირს ჭირნი ულხენი, უწამლო, უკურნებელი,
გულთა მწვავას დაღი მხურვალი, წამთა მოუსვენებელი.
და მერმე ესე თქუა: რომელიცა პირუტყვი პირველად შემემთხვევის, ჩემსა ზრუნვასა მას უამბობო, და ამა გულთა წრტიალთა ღონესა მისგან ვითხოო. რა წავლო, ნახა-სალამანდრა ცეცხლისა ლითონით გამოსრული და ველთა ზედა მოარული. ჭავჭავმა რა მისი საკვირველი და გასაცვიფრებელი სახე თუალით გაიცადა, მოინება და გულთა თქუა: ჩემთა დახვანჯულთა საქმეთა გამოგება მას შეეძლოსო და ერთი რამ მიღონისძიოსო. დიდითა კრძალვითა სალამანდრასა თანა მივიდა და ქება შეასხა, მონებრივი საქმენი აჩუენა. სალამანდრამანცა უცხოთა შეწყნარებისა მსგავსად პატივით მოიკითხა, ტკბილად უალერსა და უბრძანა:
-დაღრეჯილობისა რასმე ნიშანთა შენთა გულისა სარკეთა შიგან ვხედაო. თუცა გზისაგან დამშვრალხარ, აქა სახლსა ჩემსა ახლორე ხანი რამე დაყავ და განისვენეო, და თუცა სხვაი რამე გაურვებს, მითხარი და მისის ღონის გზასაც ვეცდებიიო.
ჩიტმა ენა ააუბნა და მისის საიდუმლოთა საქმენი ესრერიგად აუწყა, თუცა ქუათა სმენოდა, მწუხარებით იგიცა დაილეწებოდეს, ესეთისა საუბრითა თავსა აწყინებდა. თქუა:
ლექსი
ვინმცა ცნა ჩემნი ამბავი, საბრალოდ შესაწყალისა,
მასცა მოედვა სახმილი გულთა უწყალო ალისა.
და რა სიტყუა დაასრულა, სალამანდრამ წყალობისა ცეცხლისა ალნი ზე აუმაღლა და უბრძანა:
-ნუ სწუხ, მე ამა განსაცდელით თავსა შენსა ვიხსნი, და ღამესა ამას ესრეთსა საქმესა მოვრთავ, რომე მისი სახლი და სამყოფი და მუნ შინა მსხდომელნი სრულობით დავსწვა. ოღონცა შენ შენი სადგომი მიჩუენო, და შენ შენთა შვილთა თანა იყოფებოდე, ვირემ მე შენთან მოვიდოდეო.
ჩიტმან მან თვისი ბუდე სალამანდრას ასწავლა და სწორედ ანიშნა და ნაღვლისაგან თავისუფალმა, გულმხიარულად ბუდეს მიმართა. რა დაღამდა, სალამანდრამ თვისი ნათესავ-ტომნი შემოიკრიბა და ყუალაკამ ცო-ცოტა წუნწუბა და ნავთი აიღეს და მის ჩიტის ბუდესთან მოვიდენ, და ჩიტი წაიძღუანეს და მიმინოს ბუდეს მიმართეს. მიმინომა და მისთა ქულათა ეს არც ერთი იცოდეს და, საჭმლით მაძღარნი მძინარე იყვნეს. სალამანდრათა მოღებული წუმწუბაი და ნავთი მის ბუდეს მოსცხეს და წამოვიდენ. აუქროლდათ ღთის რისხვისა ქარი: ცეცხლისა ალი მის მტაცებელისა ბუდესა მოეკიდა! ესრე უცებად გაეღვიძათ, რომე საშველი ხელი მის ჭირისაგან უღონო ქნილიყო, და ერთობილ-სახლით ბუდით, შვილებით ნაცრად შეიცუალნეს.
ლექსი
ვინ მძლავრმან ცეცხლი აღაგზნას სხუათ დასაწუელად ცნებითა,
თავსავე დასწვავს საქმითა, სხვათა უაზროს ნებითა.
*
* *
ესე არაკი ამისთვის წარმოვსთქვი, სცნა, რომე რომელიცა მტერთა მოშორვებასა ეცდების, თვით რაგინდ მცირე და უსუსრი იყოს, და მტერი ახოანი და ძლიერი, გამარჯუების იმედიაო.
ქილილამ უთხრა:
-ლომსა მისთუის სიდიდისა პირი მიუცემია და მისი სვიანობისა ბავრაყი აუმართავს, და აწ ლომის გულიდამ მისის სიყუარულის გასვლა და გუნების გზის გამოცულა დია ძნელად დასანახავია. მეფენი ვისაც აამაღლებენ და გაადიდებან, უმიზეზოდ აღარ დასცემენ, და ვისაც ხარისხზე აიყუანებენ, ვირემ დიდსა დანაშაულს არ უნახავენ, თუალიდამ აღარ გააძებენ. თქუა:
ლექსი
ძელი რა წყალთა ჩააგდო, იცოდე არ დასძირავსა,
რადგან მის რწყვითა აღზრდილა, ამისთვის ვერ გასწირავსა.
დამანამ უთხრა:
-ამის უარესი რაი მიზეზი იქნების? რა მისთვის ხელმწიფესა წყალობა უქნია, სხუათა ჭკუიანთა და ერთგულთა კაცთაგან ხელი აუღია, და მისის სამსახურისაგან დაშორებულან,-მათის მონობის სწავლის სარგებელი მოჰკუეთიათ, ამ გზით მათაც ხელმწიფის დასაკლისის საქმე შესვლიათ. ბრძენთ უთქუამსთ, ქუეყნის ზიანი და მაფეთ წახდენის საქმე ექვსის საქმით იქნებისო: პირველად-ერთგულნი გააძონ და უიმედოდ შექნან, და ჭკვიანსა და მეცნიერსა არა ჰკითხონ რა და წაახდინონ; მეორე-მოჩხუბართა და მზაკუართა ჩხუბი არ დაუშალონ, მოუგონარი რამ მოხდების, და მტერთა ქარქაშით ხრმალი ამომღერდების; მესამე-დიაცთა დევნა და ალერსი და ენათა სიყუარული და ხშირად ნადირობა, სიმთვრალე, მღერა და საკრავნი; მეოთხე-თვისისა ძალისა და სიცრუის მინდობა და არა ღთისა, რომე ამისგან მოიწევის სრვანი და ძრვანი, ზღვათა დანთქმანი და ყოველივე ჭირნი; მეხუთე- მრისხანება და წყრომა და უსამართლობა და გაუკითხაობა, შეპყრობა და გახეიბრება; მეექუსე-სიჭაბუკე და გამოუცდელობა, რომე დაწყობის ჟამსა აშლა მოახდინოს და აშლის დროს ზავი, და წყალობის დროს რისხვა იყოს, და რისხვის დროს წყალობა. რისხვისა ბჭე უხამს შეკრას, რომე წყალობისა კარნი აღახვრას. თქუა:
ლექსი
ბრძოლა გინდეს თუ მშვიდობა, უჟამოდ არ საქებია,
ვარდთან ვარდობა იჩემე, ეკალთან ეკლის რქებია!
ქილილამ უთხრა:
- გავს, რომე შენ შურის ზოსტერი შემოგირტყამს და შუთურბასათვის საზიანოსა შემზადებასა ცდილობ, და ბოროტი რამე შეამთხვიო. მაგრამ მე ვიცი, მისთვის ავის ქნა კაი არ არის: ყოველსა ავის მოქმედსა კაცსა თავსავე თვისა მოექცევაო, უთხრა:
ლექსი
ავის მოქმედმან მოიგოს მისნივ ნაქმარნი ავები,
ნაცვლად მიეცეს საჭიროდ თვისივე დანაშავები.
რომე;მანც ამისთვის თვალნი აღიხილოს -კეთილს არა და ბოროტის მოსაგებელსა სჭვრიტოს,- არა სათუაო, მას სიკეთე და წყალობა არ შეხუდება, თუცა ხელი და ენა კაცთა საზიანოსა და დასაკლისსა არ არიდა, როგორცა მას სამართლიანს ხელმწიფესა უბრძანებია.
დამანამ ჰკითხა, როგორ ყოფილაო?
ქ ი ლ ი ლ ა მ თ ქ უ ა ა რ ა კ ი
[უსამართლო-ყოფილი ხელმწიფე]
უწინარეს ერთი ხელმწიფე ყოფილა, უსამართლობა და უდიერი ძალა და ცოდვა ხელწაყრით იცოდა, და სახელვნებისა და მოწყალებისაგან ფერხი გარ გაედგა.
ლექსი
უსამართლო და უწყალო თემთა დამწველი ძალითა,
სიტკბოსა მწარედ შემცველი უგემურობის ძალითა.
დღე და ღამე მისის უსამართლობითა, ლოცვის ნაცვლად პირაღებით სწყევლიდიან. დღესა ერთსა ნადირობად გავიდა. რა შემოიქცა ქადაგი დააძახა: თუალნი ჩემი დღემდე კეთილისა საქმეთა დაწუხვილნი მქონდა, ჩემსა მომხვეჭელსა ხელსა საბრალონი უწყალოდ ხედვიდენ. ჭირთა შებმულ იყუნენ, ტანჯვისა ხრმალი გლახაკთა ქედთა ედვა; აწ გლეხთა და დავრდომილთათვის მოწყალებისა, სამართლისა და სიბრალულის ფერხი დამიმყარებია; ამა პირსა მივსცემ, დღეის იქით ვერა მოძალის ხელმან სასარჯლოს კაკვითა გლეხთა კარი ვერ დარეკოს, ვერას მტაცებელის ფერხი საბრალოთა საბზელთა შინაცა ვერ შევიდესო.
ლექსი
მუნ რა ვიპოო სიმდიდრე ქალაქთა, გინა თემათა,
სადა მეფენი მოხვეჭენ, მიიხმენ გლეხთ მიცემათა?
საბრალოთა და მდაბალთა რა ამისი მახარობლობა ესმათ, ამოსასვლელი სული ჩაუბრუნდათ, საწყალთა საწადლის ვარდი სიხარულის საიმედოს წალკოტთა შინა აუყუავდათ.
ლექსი
იჩქითად ბედთა იმედი აწ მათზედ მოეფინა რა,
ლხინით აავსნა ყუელანი, გულით იშვებდენ ვინ არა.
მას აქეთ მოსამართლეობისა სვენი ესეთსა ხარისხთა აღიწია, რომე კრავი ლომისა ძუძუთა წოვნითა ძღებოდა, და ქორი და ხოხობი ერთგან თამაშობდენ. ამისთუის მას ხელმწიფეს "მოსამართლე" უწოდეს.
ლექსი
ესეთი ზარი განჰფინა, ვინ იყო გარდამავალი,
ცეცხლიც წუმწუბას ჰფარვიდა სხვა რაღა გითხრა მრავალი!
ხელმწიფის ერთმა შინაურმა მახლობელმან ესე საქმე დროიანსა ჟამსა ჰკითხა:
-პირველად ეგრე უწყალოება და მერმე ესეთი სიყუარული და წყალობა ვით იქმნაო?
-მას დღესა რა ნადირობად გაველ, ვლიდი და ყოელთა მიდამოთა ვზვერვიდი, ვნახე ძაღლი ერთი მელსა მოსდევდა და ფერხთა ხორცნი კბილითა შემოეღრნა. ფერხმოტეხილი, საბრალო მელი ძაღლსა ერთმა ქუეითმა კაცმან ქვა შესტყორცა, მოხვდა და ფერხი მოსტეხა. ორი ბბიჯი არ წაედგა, მას ქუეითს კაცსა ცხენმა წიხლი ჰკრა და ფერხი მოსტეხა. ჯერეთ ცხენს არ წაევლო, ნათხართა ფერხი ჩაუარდა და ფერხი მოიტეხა. მე მაშინღა გონებას მოველ და მისი ეგრე მოსვლა და ქნა გავსინჯე.. ვინცა არა საქნელი ქნას, მასვე მოუა, რომელიც არ უნდოდესო. თქუა:
ჩახრუხაული
ქმენ-ყე კეთილნი, ავნი კუეთილნი, ორთავე ბოლო გაც მოსასვლელად,
თუ კარგს მოზიდავ კეთილსა ზიდავ, სწრაფად მოგცემენ თავგაუსვლელად.
თუცა იქ ავსა, დაგინთქამს ნავსა ზღვისა უფსკრულად ჩაგზიდავს ბნელად,
ავის დღის მზირთა, ეშმაკთა გზირთა მაშiნღა მიგზენ დასათრგუნველად.
*
* *
ესე არაკი ამისთვის მოგითხარ ბოლოდ მოსაგებელი მოიგონე და ავის საცადლის ადგილიდამ გავლე, ნუთუ მისი მწირე სამე გეწიოს; და სხვასაცა იგავსა დაგისართებ. ბრძენსა ვისმე უთქუამს: ბოროტდა ნუ იქ, თუარა ბოროტად წაეგებიო.ასეთს ნურას იქ,რომე შენვე ბოლოდ გაზიანოსო.
დამანამ უხრა:
-მე ამ საქმესა შინა ძალდამართებული ვარ:მოძალეს უდიერი ჩემთვის უქნია,არათუ მე მისთვის მიქნია. თუცა ძალდამართებულმა მოძალეს უსამარტლოს ქნის მაგიერის მიგებას ეცადოს, რა დასაგმობია? თუცა ჭირი ვისგანმე მოსცემია, მან მასცა ჭირისა ბადე აუბას, რას ავს ემართლებიან? ანუ რა ჭირი მისაგებად არს?
ქილილამ უთხრა:
-ესე იპყარ, რომე ამ საქმით ერთი რამ ავი შენის გზის დასაბრკოლებელი არ იყოს, თუარა, შენ რომ ხარის წახდენის ცდას შეება, მისი ძლიერება შენს ძლიერებას მეტობს და მისნი მოკიდებულნი და ერთგულნი შენისაგან უმრავლესნი არიანო.
დამანამ უთხრა:
-საქმობისა საფუძველი მრავალსა მოყვარესა ზედა არა ჰკიდია, რჩევითა და ჭკუითა იქნების-ყე. რაიცა ჭკუითა და ხერხითა და რჩევითა გარიგდება, და გაკეთდება, და გაემარჯვება, იგი ძალითა და სიმხნითა არ იქნება და არც შეიძლება. ნუთუ შენ არ გასმოდეს, ერთმან მაღრანმა რომე ერთი გველი ხერხით მოკკლაო?
ქილილამ ჰკითხა, როგორ ყოფილაო?
დ ა მ ა ნ ა მ თ ქ უ ა ა რ ა კ ი
[მაღრანი და გველი]
უთქვამსთ: ერთი მაღრანი ერთსა კლდეთა ბუდობდა და მას ადგილს დამკუიდრებულიყო. და მისვე ახლორე ერთი გველი მყოფობდა. პირით სასიკუდინე წყალი სდიოდა, კბილთაგან ბოროტი გესლი და ლოშქრი, მისი სიცოცხლის გამაქარვებელი. რა მაღრანი ბახალათა გამოზრდიდის გველი იგი დაუჭამდის. მაღრანის გული თვისის ღვიძლთა ნაკუეთთა გაყრის დღისათვის უწყალოდ დაიწვებოდის. რა გუელმან სიბრალულისა და შეწყალების საზღვარი დაივიწყა, დაღონებულმან მაღრანმა თვისი საზრუნავი ერთს ტურასა შესჩივლა, რომელიც მისი კეთილისმყოფელი იყო, და უთხრა:
-ერთი რამ მამიგონია, ნუთუ რომე ჩემი თავი ამა გუელისა ჭირისაგან გარდვარჩინო, და ამა მძვინვარისა მონადირისა შიშისაგან განვერეო.
ტურამა ჰკითხა:
-რომელითა ხერხითა მოგიგონია მაგისი ხელყოფა, ანუ რომელითა ცდითა გნებავს დაკლებ მისიო?მაღრანმა უთხრა:
-მწადიან, რა გუელი მძინარე ვნახო, ჩემისა ნიკარტისა ეკლითა ხმელითა მხედველი თუალნი ამოვხადნეო, რომე ჩემთა თუალთა ნათელთა ჩენანი არიან, ეშმაურთა თუალთა ცემათაგანცა მშვიდობით იყოსო
.ტურამ უთხრა:
-მაგა რჩევასა ჭკუის გზა შორავს. ძლიერის მტერის დასაკლისსა ესეთისა ხერხითა უნდა ეცადოს, რომე თუისისა სიკვდილისაგან უშიშრად იყოს. მაგა საგონებელსა დაესხენ, რომე მას ყარაულასავით არ დაგემართოსო: კიბორჩხლის სიკუდილსა ცდილობდა და თვისი საყუარელი სული სიკუდილის ნიავს წააღებინა!
მაღრანმა ჰკითხა, ეგე როგორ ყოფილაო?
ტურამ უთხრა არაკი
ერთს ყარაულასა მდინარის პირთა ერთი სადგური დაეჩემებინა, და სხვა საქმისაგან მოეცალა და ყოველი გულის წადილი თევზთა ნადირობაზე შეექცია. თვსისა საწადლისოდენსა თევზთა იპყრობდა და მისსა ჟამთა ამ გზით სიადვილით იზრდებოდა. რა სიბერისა სიმჭლე შემოერია, გუამთ სიმხნემა რა პირი უსუსურობისაკენ ქნა, თევზთა ნადირობასა აკლო, მოწყენისა მახეთა შინა გაება და თქუა:
ლექსი
ბერთა სიცოცხლე მიდიან, მგზავრობენ მგზავრთა წესითა,
მისთა მტვერთაგან ვერ ვნახოთ, ქარმან მოგვბერნეს გესითა.
ვაი, რა ჩემი სიცოცხლე განცხრომით ქარს მოვატაცებინე, სიბერის ჟამისთვს მცირე რამ საგზალი ჭაბუკობის დროს არ დავსდე, როსცა შემეძლო. აწ ძალი მომკლების და ღონე აღარ დამრჩომია! აწე ესე მიჯობს, საქმისა საძირკუელი ხერხთა და ხრიკთა ზედა ჩავაგდო და საზრდოსათუის სიმტყუნის საბრხენი დავსხნა. თქვა:
ტაეპი
ამ მოგონებით რამენი შვებით დღე დავაღამენი.
მერმე ნაღვლიანი და მწარედ მტირალი წყალთა პირს დაჯდა. შორით ერთმა კიბორჩხალმა ნახა, ახლორე მოვიდა და სამეგობროს სიტყუების უბნობა დაუწყო და უთხრა:
-საყუარელო მოყვასო, შეწყენით რასმე გხედავ და რა მოგვლენიაო?
მან უპასუხა:
-მოწყენა მმართებს და მისთვის ვარო, შენც იცი, ჩემი მდღევარი საზრდელი და სიცოცხლის სარგებლად დღითი დღე აქა თითო-ოროლს თევზთა ვიჭირევდი და მით ღონეს რასმე მოვიცემდი. სიცოცხლის საზღვარი ხელთ მეჭირა და თევზთაცა ყოლე არა დააკლდებოდა რა, და/ჩემი ცხორებაც მას ჯერ-იყო. დღეს ორთა მებადურთა ამაზე გამოვლეს, ამა მორევთა თევზისა სიმრავლე არისო, და ამას ერთი ხერხი უნდა უყოთო. ამხანაგმა უთხრა: ერთი სხვა მორევია, დია უმრავლესი სხეთს, დღეს ის ვინადიროთ, და რა მოვიცა/ლოთ მერმე ეს ვინადიროთო. ამ საქმეზედ ჩემი ტკბილი სულის ამოხდას ველი, რომ მწარეს სიკვდილს მივეცეო.
რა კიბორჩხალმა ესე სცნა, გარე შეიქცა, და თევზებსთან მივიდა, და რაცა ასმოდა, ყოველივე უამბო. მათ შიშით სისხლი აუდუღდათ. შეწუხებულნი ყარაულასთან მოვიდნენ და უთხრეს: შენ გამო ჩუენ ეს ამბავი გვესმა და რცევის სადავე შენთვის მოგვიციაო. უთხრეს:
ლექსი
რაზომცა ვსინჯავთ საქმისა თავსა და ანუ ბოლოთა,
კარაკინსავით დავბრუნავთ გაჩემებითა მხოლოთა.
აწ შენთან ამისა კითხვად მოვედით: ბრძენთ უთქუამთ, მტერმან თუცა რჩევა გკითხოს, მართებულია, სწავლების რიგი ხელით არ დააგდო, და ესეთის გზით ურჩიო, მასცა გული შეუჯერდეს და შენთცა მისგან სარგებელი იხვედროო. | რადგან შენვე გითქუამს, თუმცა შენი სიცოცხლე ჩვენზედ ჰკიდია, და სული შენი ჩუენით ცხოელობს, აწე ჩუენთვის რას არჩეო?
ყარაულამ უთხრა:
-მე ეგე სიტყვა მებადურთაგან მესმა, და მათი ბრძოლა არცა თქუენ ძალგიცს და არცა მეო, და ამა / ხერხითა კიდე ვერა ღონე მომიგონია: აქა ახლორე ერთი ტბა არის,, მისი წყალი დილისა ცვართაებრ სუნელობს, პირის სახეთა მაჩუენებლობითა ქვეყანათა დამნახველისა სარკისა მსგავსია, ქვიშათა სიწლო მისის ფსკერთაგან თვალით იხილებიან, თევზთა ქვირითა მის ძირს მხედველთაგან აღირიცხვიან. მებადურთა დასაბამითაგან მუნ არ გაუვლია. მის ადგილას თევზთა წყალთა ჩქერისა მეტი საზრუნავი არა უნახავთ რა. უთხრა:
ლექსი
მორევი იგი ზღუათა ჰგავს მართ ოდენ სივცრე-სიგრძისა,
თევზთა სიმრავლე, მსუქანი ნაწოვნთა გუანან თხის რძისა.
თუცა მუნ მისვლას შეიძლებთ, თქვენის სიცოცხლის ნეშტთა მშვიდობით, მოსვენებით, ლხენით და შვებით დაასრულებთო.
თევზთ უთხრეს:
-ეგე დია კაი რჩევა არისო, მაგრამ უშენოდ ჩვენ იქ მისვლას ვერ შევიძლებთო.
ყარაულამ უთხრა:
-რაც ჩემის ხელით გამოვა, თქუენს მოხმარებას ვეცდებითო, მაგრამ ჟამი შემოკლებულა და მებადურები ამ გვიანობისათვის მოგასწრებენო.
თევზთა მათ შიში ზარი დაეცათ და ზრუნვა შეექნათ. ყარაულამ ესე დიდად დამადლა , რომე პირი მისცა, - დღე-ყოველ რაერთიც შეეძლოს, მის მორევით თევზნი ამოიყუანოს და მას სხვას ტბასა შინა ჩასხნეს. იგინიც შესჯერდენ. და ყარაულამ ამ გზით დღე-ყოველ / თევზი ამოიყვანის, და ერთი გორა ახლო იყო, მაზე ავიდის, დაჯდის და შეჭამის. შემოიქცის და თევზთ მებადურთა ამბავი რამე მოართვის და შეაძრწუნებდის, და უმრავლესნი წაჰყუებოდიან. და ჭკუაიანის კაცის თუალი მათს უმეცრებასა და უგუნურებას სჭვრეტდა და ყოველ დღე მათს ესეთსა ყოფათა ადასითა საგონებელითა ხედვიდეს და მათთვს მძიმობდენ: რომელიცა მტერთა ხერხითა მოსცთების და მზაკუარსა და ძარღვსუსტსა კაცსა მიენდობის. მას ეგრე დაემართება, როგორათაც მათ თევზთა დაემართაო. რა ერთიც დღენი ესრე გავლო, კიბორჩხალსაცა თევზებრ წასვლის ნდობა მოუნდა, ყარაულას ეაჯა, რათა წაიყვანოს. ყარაულამ თქვა: რადგან მე ამისი შეპყრობა ვერას ღონით მიქნია, აწ კაი დრო შემხვდა და ამასაც მის მოყურებთან წავიყუანო, ახლორე მოვიდა და კიბორჩხალი კისერთა შეაჯდა, და თევზთა საჭმელთა ადგილთა მიმართა. კიბორჩხალმა შორით თევზთა ძვალნი დაინახა, მაშინვე სცნა, რაცა ხერხი იყო, სთქუა: ჭკვიანთ უთქუამს, რა მტერი შენისა სიკვდილისა მცდელი ნახო, მისსა მოვლასა არ ეცადო, თვისისა თავისა მესისხლე თვითვე იქნებიო. რაცა ძალ-გედვას, ეცადე, და ამა ორთაგან ერთიცა იქნბისო: თუცა გაგემარჯვა, ჭაბუკობის საქებელთა წიგნთა დაიწერებიო, და თუცა მას ვერა ავნე და შენ დაგიმარცხდა, - სახელოვნობის ასპარეზთა შინა არა სირცხვილიაო.
შაირი
მტერი რა კაცსა უმზირდეს საკუდავად გამზადებული,
მართებს განრომას ეცადოს, თუცა სიბრძნე აქუს დებული.
თუცა სძლო, ბედსა ეწევის, დადგების იმედებული,
თუ ვერა, ვერვინ აბრალებს, ასრეა ეს დადებული.
მას უკან კიბორჩხალმა ყია შესტაცა ყარაულასა, რაცა ძალი ჰქონდა მოუჭირა, ყარაულა სიბერით უღონო ქმნილიყო, შებნდა და სიმაღლით ქუე ჩამოიჭრა და მიწათა გაერია. კიბორჩხალმან დაუტევა, მგზავრ ვლო, და რაცაღა დანარჩომი თევზნი იყვნეს, ყოველივე აუწყა. მათ თევზთა დახოცილთათვს იგლოვეს, და ცოცხალნი შეგროვდეს და ყარაულას სიკვდილისათვს მხიარულ იქმნეს და დაძველებული სულნი გაუახლდათ.
შაირი
მტერს უკან მცირე სიცოცხლე დიდად არს გასახარელი,
ას წელ ცხოვრებას სჯობია მით, ვინც სიკუდილსა არ ელი,
არა სიკუდილის იშნს უგებ, მტერს რომ მიფლვიდეს მბარელი,
და მაგრამ ერთს წამსა მოლხენი ყველას სჯობს დღე საყუარელი.
*
* *
ესე არაკი ამისთვის მოვახდინე, სცნა, რომე მრავალი კაცი თვსივე ხერხითა და ეშმაკობით მომკუდარა და თვსი საცთურის ცოდნა თან წაჰყოლია. მე შენა | სხვას რასმე გასწავლი და მის გზით ეცადო, რომე შენი სიცოცხლე მტერთა სიკუდილის მიზეზი იყოს, ესე მეჯობინებაო.
მაღრანმა უთხრა:
-ერთგულთა სწავლათაგან ლტოლვა უხამსია, და არცა ჭკუისმყოფელთა სიტყუა საცრუო იქნებისო. უთხრა:
ლექსი
მარნის სწავლას მახარებ, მეღვინე, ვსვემდე მაჭარსა,
შენის რჩევისა ნაკუეთსა რადმცა გარდავხედე ნაჭარსა.
ტურამ უთხრა:
-ესრე მეჯობინება: ჰაერთა აფრინდე და ერდოთა და წყლის პირთა დამზირო და თუ რამ კაცთა სასარგებლო ნახო, რომელისაც ზიდვა შეგეძლოს, აიტაცე და ზე აიღე, და ესრე იფრინე, თუალნი კაცთანი გხედვიდეს, და უცილოდ, /მისთვის კაცნი დევნას დაგიწყებენ, და რა გუელთან მიხვიდე, მასთან დააგდევ. რა იგი კაცნი მისს ასაღებელად მივლენ, გუელს ნახვენ და მსწრაფელ სიცოცხლით გაიყუანებენ, და მას აგრევ წაიღებენ; და ამ საქმით შენი გული მისის სიკვდილის შურს იგებსო.
მაღრანმა ტურის რჩევით შენობითაც მოიტავარდა. ერთის დიაცის პერანგი ერდოთა ეფინა, და თვით პირს იბანდა, მაღრანმა პერანგი აიტაცა და, ვითა ტურამ ასწავლა, გუელთან დააგდო. მათ მაღრანისა მდევარდა რა გუელი ნახეს, თავი დაუნაყეს და პერანგი წაიხვნეს. მაღრანი მორჩა. თქუა:
ჩახრუხაული ტაეპი
მომესწრეს ერნი, მომისპეს მტერნი, თან გაჰყვა ჩემნი სიმწარის ცრემლნი.
*
* *
დამანამ თქუა:
-ესე სახე ამაზედ მოვიყუანე, რომე სცნა, ხერხით გარიგდება საქმე, ძალად არაო.
ქილილამ უთხრა:
-ხარსა ძალისა, დიდებისა, ჭკუისა და რჩევის მოსავალი ყუე|ლასი კარგა მოსვლიაო. ხერხი ესეთსა კაცსა თანა ხელუყრელია, შენ რომე ყოველი კიდე ხერხით დაუხვრიტო, იგი გონების სიტყვით ყოველთავ ამოავსებს. მე ესრე მგონია, შენ რომ სერად საწვევრად გაამზადო, მან საუზმედ უადრეს გაჭამოს. თურმე შენ მას ყურდგლის ამბავი არ გასმიაო, რომ მელის დაჭერას ეცადა და თვით საბრხეთა დაება!
დამანამა ჰკითხრა, როგორ ყოფილაო?
ქილილამ თქუა არაკი
[ყურდგელი, მელი და მგელი]
მასმია, მშიერმა მგელმა მძორთა სუნისა დევნასა შინა ერთის ძეძვისა ძირთა ყურდგელი ნახა; იწვა და სწრაფისა ძილისა სიმრავლე გარ ესრე მოხვეოდა. მგელმა საშოვრად მოინდომა და მისკენ პარვით მისლვა იწყო. მგლის სიმყრალითა და ფერხის ბგერათა ხმათა შიშითა ყურდგელი წამოიჭრა, გაქცევას ლამობდა, მგელმა გზა შეხუთა და უთხრა:
ლექსი
მსურდა შენი სიახლე, აწ სადა მჟვლიტი მე, რადა?
რა გნახე, გულნი განსცხრების, პირი ამიშკამს მღერადა!
ყურდგელი მისის შიშით შებნადა, და ცრემლიანითა ვედრებითა პირი მიწასთან გაასწორა და მოახსენეს:
-ვიცი, მხეცთა ხელმწიფესა სიმშილის ცეცხლისა ალი სტომაქთა მოგზებია, და საჭმლისა ნდომასა ძლიერად გული აუჩქარებია. მე სიმჭლითა მაგათთვინ ერთ ლუკმადაცა არა კმა ვარ, და ჩემი შეჭმა არა სარგებელია, სტომაქს ვერ გააძღებს მუცელს ვერ აავსებს! აქა, ახლოსა ერთი მელი ვიცი, მეტისა სიმსუქნისაგან ფერხთაგან დავარდნილა, ხორცთ პოხიერებისაგან საძრაობა არა აქუს; მისისა ხორცითა სიჩუილე და გემო უკუდაების წყალსა შეედრება, მისი სისხლი სიტკბოთი * შაქრის ყინულის შარბათს ემსგავსება. თუცა ხელმწიფე ფერხს წაიცვლის, მე მას ესეთს უხრიკებ რასმე, რომე ხელმწიფემ საუზმედ იამოს. და თუ მას დასჯერდებით, კაია, და მე მაშინაც თქუენი ტყვე ვარო.
მგელმა ყურდგლისაგან რა მელის ქება მოისმინა, თან გაჰყვა და ახლო მივიდა.
შაირი
ერთი მელი ხერხიანი ხელოვნებით იყო კარგი:
სოფლის რძალთა თუალთმაქცურად იხვ-ქათამთა პოვნად ვარგი,
ძაღლთა ჭირად, ხვასტაგთ მზირად, ფრინველთ ჭირვად იყო ნარგი,
ველთა თაგუნი, სახლთა ფლანგვნი, მისთვის იქნა მუცლად მარგი.
მისისა პოვნისა კარი თუალთაგან უხილავი იყო, და კუდითა მისითა მოქცევისა ცისა კართა ჩამოგვიდა. ყურდგელსა მასთანა სამტეროო რამე ჰქონდა, და აწ დრო დაიცა და შურის გებასა ცდილობდა. მგელი სოროსა კართა დააყენა, და თვით შინა შევიდა, უსალამა და მოკითხვით მოიალერსა. მელმა მოკითხვის პასუხი შეუტკბო, და მისსა ხრიკსა და მელურობას შეუდგა და თქუა:
ჩახრუხაული
კეთილ მოსულო, ჰე ჩემო სულო! სადედამ მოხვალ? დაჯედ ზემორე!
გულს ქუე დაგიფენ ალერსი კრიფენ, ადგილს არ დაგსვამ თუალთ ქვემორე.
ყურდგელმა უთხრა:
-ესოდენსა ხანსა თქუენისა ხილვისა მოსურნე ვიყავ და ავისა დროთაგან უცალობითა შეუძლებელ შევიქენ, და ამა ბედნიერობისაგან უცხოდ დავრჩიო! და აწ ამ ქუეყანათა მოძულვებითა კეთილი საქმე ხელად უპყრია და სასწაულითა თავი აუმაღლებია, ყოველსა ქუეყანასა პატივცემული ერთი მოღვაწე მისის ადგილით მოსულა, რადგან შენი უდაბნოსმყოფობა და დაყუდება ასმია. თქუნის სიყუარულით მე მონას მიბრძანა, რომე მისი გულის თუალი ქვეყნის მაშვენებელის თქუენის პირთა ნახვით გაანათლოს და სული მისი შენის პატიოსნის სამშვინველით მუშკასავით გაასუნელოს. და თუცა ბრძანებ, გიახლება და თუცა აწ დრო არ არის, როსცა ბრძანოთ, მაშინ გიახლოსო. უთხრა:
ლექსი
ან კარიდამე სენსავით ანასდად შეიქცევისა,
ანუ აქ ჩამოოიჭრება, შენს ლოცვას შეექცევისა.
მელმა მისის ხრიკებთა ქარტათა წერილთა სიტყუანი სრულიად აღმოიკითხა, და ლაპარაკისა სარკეთა შინა მაცთურობის პირი სწორედ გაიცადა და გულთა შინა თქუა: ესე უმჯობეს არს, მეცა მათ მათდა ქმნილის მსგავსად გავეწყო, და თვისი შემზადებული სასმელი მათვე ყიათა ჩავასხაო. თქუა:
ტაეპი
ბელტისა მსროლელისათვის ქვა თქმულა შესარტყოცელად!
მელმანცა ცბიერობა დაიწყო და მრავალი ტკბილი სიტყუანი უპასუხნა:
-მე მგზავრთა სამსახურად წელი შემირტყამს, და უდაბნოთა კარი სათუთთა პირთათვის ამად გამიღია, რომე მაგა სახისა მოქმედნი ეგეთნი მცოდინარენი ვნახე, და მათისა სულიერობისაგან ვისარგებლოო. მეტადრე შენ რომ მმის პატიოსნობას მიქებო, ეგრე სათნოებით შემკულსა-მე მას სამსახურს არას დავაკლებ, და მაგის ალერსსა წამს არ გაუშვებ. ესეც ვიცი, რა სტუმარი ვისაცა სახლთა შევა თვის მდღევარს ღმერთი თან მოიტანსო. მეცნიერთ უთქუამს:
შაირი
რასაცა ხედავ, ღთი ზრდის ყოველთა დაულევნელად,
მაშა სტუმარსა მადლობდე, არ იყო მოსვლის მწყენელად:
შენთა ტაბლათა მჯდომნი ჩანს თვისის როჭიკის მფენელად,
აგი მისსა ჭამს ღთიურსა შენს წინა გამომჩენელად.
მაგრამ ამას გეხვეწები, ესოდენი მაცადო, სახლი დავგაო და მის ბედნიერის სტუმრის ფერხთა საფერი საფენელი დავფინოო.
ყურდგელსა თუისის ხერხისა მელისაგან შეუტყობრობა ეგონა, მაშინვე მგლისა სასამსახუროდ წავაო და ,ელს უთხრა:
-ესე სტუმარი უამპარტავნო და კაის გუნებისაა და საფენსა და სამოსელს ეგოდენ არ ჰყვარობსო, და რადგან შენ გწადია, ბატონი ხარო.
მგელთან მივიდა და მელის მოტყუება ახარა, და ხელახლა მელის სიმსუქნე და ხორცის სიკეთე უქო. მგელმა ნდომით კბილთა ლესვა დაიწყო და მელის ხორცის გემოვნებისათვის ქოშინებდა, და ყურდგელსა ამა სამსახურის ცდითა მორჩენის გული უთქმიდა. მელსა მრავლის გამოცდილებითა დაჭირების დღისათვის, სოროს შიგნით პირს ღრმა ხნარცვი ჩაეთხარა, და მისი მიწა გარ გაეზიდა და მაზე კაჭაჭი და მოლი დაეფარებინა, და ერთი დამალვით გასაპარავი სხვა გზა ჰქონდა შავის დღის მოსარჩენელად. რა ყურგელი გამოიცალა, მის ხნარცვთა პირსა ესრე დააფარა, რომე ცოტა ფერხის დადგმით ჩატეხილიყო, და მერმე სამალავის გზიდამ გამოეძახა:
-პატიოსნის სტუმრის ფერხი დაშვრეს შემოსასვლელადო!
რა იგინი შესვლასა ლამოდენ, მელმა სხვის გზით კარი გავლო. ყურდგელი დიდის სიხარულითა და მგელი ნამეტნავის ნდომმითა მას ბნელს გზათ რა შევიდნენ, მაშინვე მას ხნარცვში ჩაცვივდენ. მგელს ეგონა ესე ყურდგელმა მიხრიკაო, შეიპყრა და ყურდგელი დაგლიჯა, და ქუეყანათ მისი სირცხვილი გამოჰხოცა.
*
* *
ესე არაკი ამისთვის მოგახსენე, სცნა, რომე მცოდინარეს კაცსა ხერხითა ვერას დააკლებ; ერთი კაცი რომე ჭკვიანი და საბოლოოს გამსინჯავი იყოს, მას ვერავინ მოაცთუნებს, ამისთვის რომე არ აზვავდებისო.
დამანამ უთხრა:
-სწორედ უბნობ, მაგრამე ხარისა დიდებამა ჩემი მტერობა არა იცის, და მისისა უცოდინარობისაგან იქნება, რომე დავსცე. როცა ვერაგოობის ისარი მეგობრის სანგრიდანაა ნასროლი, უფრო ხვდება მიზანს, ნუთუ არ გასმოდეს მის ყურდგლის დამნაშაობა, რაიცა მან ლომსა უყო, რომე მისს ხრიკსა არას ეკრძალებოდა, და მან ჭკუათა და ცოდნითა სიკუდილისა მახეთა ჩააგდოო?
ქილილამა ჰკითხა ეგე საქმე როგორ ყოფილაო?
დ ა მ ა ნ ა მ თ ქ უ ა ა რ ა კ ი
[ყურდგელი და ლომი]
თქმულა, ბაღდადის სიახლოეს კოლინდარით მოცული სამყოფი იყო, მისგან ნიავსა ყოველგნით სამოთხის სუნელება მიჰქონდა და შაშპართა ელვარება მბრუნავისა ცის თუალთა გაანათლებდა: ყოველთაყუავილათა რტოთა ათასი ვარსკულავი ესხათ და თითოსა ვარსკკულავისა თავთაცხრა-ცა დაჰფრინავდა.
შაირი
წყალნი დიოდენ სარწყავად მწვანეთა გარდაფენითა,
ვით ოქროს წყალნი ლაჟვარდთა მზის სხივთა ზედ მიფენითა,
რუს გარე შაშპრა გაშლილი, სუნისა სიაფენითა,
მუშკთა ყნოსათა ცნობით გნვიკაფენითა.
მას კოლინდაროვანთა სამყოფთა შინა იყო ნადირთა სიმრავლე, ჰაერკეთილობისა, შვებისა და მრავალწყლიანობისათვის მათ დროთა და ჟამთა სიხარულითა და გასვენებით აროინებდენ. მის ახლორე ერთი მძვინვარე და მათი შემაწირვებელი ლომი მყპოფობდა, დღეყოველ საუბედუროს პირს მათ საბრალოტ უჩუენებდა; მისგან ლხინი და სიცოცხლე დამწარებოდატ.
ერთსა დრესა შეკრბენ და ლომსა თანა მივიდენ, ტირილითა და ცრემლით შეევედრენ.
-ხელმწიფევ! ჩუენ შენნი გლეხნი და მოსამსახურენი ვართ, თქუენ ჩუენთვის დღე-ყოველ მრავალსა ირჯებით, დიდის შრომითა ჩუენგან ერთსა თუ ინადირებ! ჩუენ შენისა შიშითა ჭირისა მორევთა ჩაცვინულვართ, და თქვენ ჩვენისა ძებნითა. შეღონებულ! აწ ჩუენცა მშვიდობა გვიბოძე. ამა პირითა თუცა სატაცებლად ჩუენდა არა დაშვრე და აღარა გვაშფოთებდე, დღითი დღე ჩუენ თითო ნადირი მოგიძუღნათ. ბეგრად დავიდებთ, რომე არასა დღესა არ მოვაკლოთო.
ლომი ამაზედ შესჯერდა, და მათცა ესრე გააწესეს: დღეყოველ წილსა გააგდებენ და რომელსა ნადირზედ აღმოხდის, ერთსა მათგანსა მიუძღვიდენ. ერთხანად ესრე წარვლო, და ერთსა დღესა ყურდგლისა სახელი წილთა სინა ამოხდა, და მოსავალმან საბრალო იგი ჭირის ისრის საგნად შემზადა. მან ყურდგელმან ამხანაგთ უთხრა:
თუცა მცირესა მადროებთ, მე მის უწყალო ხელიდან გიხსნითო.
მათ ჟამი რამე ადროეს. ყურდგელმა მანობამდე დაიცადა, რომე ლომისა სადილობამან გარდავლო. ლომსა შიმშილი აეშალა და ნადირთა ზედა წყრომითა კბილთა იმტვრევდა. ყურდგელი მისკენ სიწყნარიტ წავიდა. იგი მეტად გარისხებული იყო და შიმშილის ცეცხლისა ქართა აღმჯდარ იყო, წყრომისა და რისხვის ელვა აღბოეგებისა მოსვლით კრთებოდა.
ლექსი
ვინცა მუცლისა ღუმელსა წამ და წუთ გზება უწყოსა,
არ ქონებითა ვერ დასთმობს შიმშილსა მას საუწყოსა!
ყურდგელმა რტა ლომი აღბორგებით ცეცხლის მყრელად ნახა. რომე კუდსა მიწათა სცემდა, და ნადირთა პირობისა გატეხისა და დაუნდობლობისათვის სწყრებოდა, მოკრძალვით წარდგა და თაყუანი სცა. ლომმა ჰკითხა:
საიდამ მოხუალო, და ანუ ნადირნი რას იქმონენო?
მან მოახსენა:
-მე ერთი სხვა ყურდგელი გამომატანეს, რიგისაებრ, ბეგარი ვითა განაწესეთო, და ერთი ლომი ვინმე გზაზე მომეწია, და ყურდგელი იგი მან წამგვარა. რაოდენც ვეაჯე, ნადირთ ხელმწიფის სადილია, მისთვის ძღუნად მიმყავს-მეთქი, არა მისმინა, და ეგრე მითხრა: ესე სანადირო ჩემია, და ესე ტყე ჩემი სამკუიდროო. მითხრა:
ტაეპი
არ გასმია ყოვლსა ლომსა მის ტყეთათვის ვერ უქმთ ომსა?
ხელმწიფევ ესოდენი თვისი ქება თქუა და მუქარობა დაიწყო, და ძალსა და ძლიერებას იქადდა, მე დიდად შემეშინდა და გამოპარვით მოვრბი, რომე ესე ამბავი მზესავით შუქგამფენელს ჩუენს ბრძენს პატრონს მოვართვი,
მშიერს ლომსა მომყმარის ყრმის ჭკუა მოუვიდა და თქუა.
შაირი
მე იგი ვარ, ვინ ძლიერსა ტოტის კრავსა არ აკმარებს,
ლომს ვასწავლი ომიწს, სიმხნე ჩემი მისკენ მარებს!
უზაბარი ვით იკადრებს, გმირსა ვინცა შემოიდარებს,
ჭანგთა ჩემთა დანაკოდსა წამალს რითღა მიაკარებს?!
მერმე ყურდგელს უთხრა:
შეგიძლია, რომე იგი მიჩუენოო და მე მისგან ჩემი და შენი შური ვიძიო?
ყურდგელმა ჩუენები სიადვილე მოახსენა, და ესეცა დაურთო:
მე რომე მისგან ხელმწიფე უკადრისად და ურიგოდ ნახსენები ვნახე, თუცა შენძლებოდა მისსა თავისა ბაკანსა ველთა მიწატა გავასწორებდიო. მოახსენა:
ღმთისაგან მაქუს ესე სასოსი: შენს ჭანგთა ვნახო მისი ასონი!
ესე თქუა და წაუძღუა წინა, და ლომი მისის საცთურით სავსე სიტყვიტ გაზვავდა და უკან შეუდგა. ყურდგელმა ლომი იგი ერთისა ჯურღმულისა პირითა მიიყუანა, რომე მისი წყალი კამკამებითა, ჩინელთ სარკესავით, სახესა სწორედ აჩუენებდა, ცდუნებისა და კერპის მაგალითსა ხატსა ანდაზის მსგავსად დასთვლიდა.
ვინცა ჩახედის მის ხატსა, სრულობით ფამოსახულსა,
გულის ცნობითა ბრწყინვალედ წაიკითხვიდა ნახულსა.
და მოახსენა:
ხელმწიფევ, ჩუენი მტერი აქ არის და მე მისგან დიდად მეშინიან და მარტო ვერ მივალ. და თუცა ხელთ ამიქუამ, მაშინღა გაჩუენებო. ლომმა უსმინა და ხელთ აიყვანა. რა ორმოს ჩაიხედა, თვისი სახე დაინახა. მას ესრე ეგონა, იგი სხვა ლომია და ჩემი სასადილო ყურდგელი უპყრიაო. გამწყრალმა ყურდგელი უკან უკმორე აგდო და ორმოთა შიგა ჩაიჭრა, და ორისა დაღუპითა მისი სისხლისა მსმელი სული ჯოჯოხეტსა მიანდო. ყურდგელი მშვიდობით შემოქცეული მივიდა და ნადირთ უამბო, და მათ ღთს მადლობა შეწირეს. და მისთვის ნიადაგ ილოცვიდენ და სიცოცხლის წალკოტთა ჟამთა და დროთა ავლენდეს, და ამას იტყოდეს.
ლექსი
ერთი სასმელი მშვიდობით თუ შევსვა გულის ნებითა ,
ას წელ სიცოცხლეს სჯობია უგემურობის სნებითა.
*
* *
ამა არაკისაგან იცნობება: მტერი რაზომცა ძლიერი იყოს, თუცა კაცზე უაზროდ არის იგი კაცი მას ხელთ იგდებსო.
ქილილამ უთხრა:
-თუცა ხარის დასაკლისსა ეგრე შეიძლებ, რომე თვით შენ არარა საპატიჟო და საწუხარი გარდაგხდეს, რომე მას შეცოდება რამე დაადვა, ნუთუ იქნასო; და თუცა ლომისა საზიანო რამე იყო, არმც გულთა შინა გაგვლია, რომე არა ჭკუისმყოფელი თვსისა სარგებლისათვის თვსის პატრონის დასაკლის არა იქმანო.
სიტყუა ამასა ზედა მოჰკვეთეს, და დამანამ სამსახურისაგან ხელი აიღო, და მარტოებით ერტთსა ადგილსა დაადგა, ერთსა დღესა დრო დაიცა და ლომსა წინაშე მოვიდა, და შემცოდესა და გარეშე კაცსავით გულმტკივნეულად და თავჩამოგდებით დადგა.ლომმა უბრძანა: მრავალი ხანია აღარსად მინახვიხარო, თურე სიკეტის ამბავიაო?
მან მოახსენა:
-ღთმან ბოლოდ კეთილი ქნასო.
ლომს ეწყინა და ტქუა:
-მომხდარა რამეო?
მან მოახსენა თუ:
-ეგრეო!
თქუა:
-რა იციო?
დამანამ მოახსენა:
-ჩემსა სიტყასა გულდადებით ყოფნა და გარჩევით ცნობა უნდაო.
ლომმა უტხრა:
-ნუღარა აყოვნებ შენს ამბავსა, კაი დროაო, თქვი. თუცა საქნელი ერთპირად არ იქნების, მაშინცა თუ დღეისა საქმე სახვალიოდ მოვარდა, ატასი პირსა გამოიჩენსო. თქუა:
ლექსი
სასწრაფო საქმე ადრე ქენ, წამიც ნუ დაეყოვნება,
თუარა მოცდიტა საჭირო გამრავლდეს, იცი ყოვნება.
დამანამ მოახსენა:
-რაიცა სიტყა მსმენელსა ეწყინებოდეს, მისი თქმა უჯეროა, დაკრძალვასა და არათქმას უნდა ეცადოსო. მთქმელსა თუცა ჭკუისა და გაგებისა მინდობა აქუნდეს, მას მსმენელმაცა ყური უნდა მიუპყრასო, და შეგონება და სიკეტის ნდომა არს. თუ არა, მთქმელსა უნდა გაუსინჯოთო, თუცა მას შინა ერგულობისა და სიკეთისა კიდე არა არის რა, მისის სიტყვის დაჯერება ხამს, რომე მისი სარგებელი მასვე მოჰხუდებისო.
ლომმან უბრძანა:
-შენ თვით იცი, მე სახელმწიფო და საქებელი ზრახვა, ჭკუა და გაგონება მიყუარს, და ყოვლსა სიტყვასა ნასმენსა გონებისა გასინჯვითა გამოვჩხრეკ. შენ უშუროდ და უქიშპარად რაიც გენებოს, თქვიო, და მართებელი რაცა მოგაგოპნდეს, ნუ დამიმალაო.
დამანამ მოახსენა:
-მეცა მთქმელობასა ამისტვის შემოგეკადრე. ხელმწიფის ჭკუა და სიბრძნე უზომოა, და ჩემი ერთგულება ურიცხვი, და მეცა ამად ვიკადრებ ხელმწიფის წინაშე, რომე ესე საქმე მისი შეუტყობარი არ იყოს, რომე სიტყუასა სასარგებლოსა და სახვაშიადოსა მოგახსენებ, ნდომისა და სახერხოსა არას გაურევ,-თუარა ხელმწიფის გოონების მეტი ვეცხლთა შერყვნილობასა ვერავინ იცნობსო. მოახსენა:
ლექსი მეფეტა გლი კილონტის ქუას ემსგავსება ამითა:
ჩუენს რიიოშობას გამოსცნობს, სიწმინდეს იცნობს წამითა.
ლომმა უბრძანა:
-შენით მრავალი დაფარული გამოსცხადდების, შენისა საქმიანობისა ნიში შენთავე შუბლთა ჩანან, შენი სიტყვა საერთგულოთა სწავლათა შინა სრულად სახმარია. მისა მსგავსად ურიცხვთა სარგებელთა და საწადელტა ვიპოებთო.
დამანამ მოახსენა:
-ყოელთა ნადირთა სიკეთე ხელმწიფისა კეთილობასა ზედა ჰკიდია. მაშა, ხამს, რაგინდ დაბალი კაცი იყოს, თუცა სიმართლეზედ შობილა და გულიღა წმიდითა მის საქციელს ჰყოფს, ესეგუარსა ვისმე სწორე სიტყუა და საერთგულო სწავლათა მოხსენება ხელმწიფისაგან არ დაეშალოს ამისთვის, რომე ბრძენთა უთქუქმსთ: თუცა მეფეთა სწორე სიტყუა, და მკურნალთა სნეულება, და მოყუარეთ სიგლახაკე დაყმალოს და არ აუწყოს, ესე სიკეთის ნაწილოთა შინა არა ძეს, თვისის თავის მტერი იქნებისო.
ლომმან უბრძანა:
-შენი ერთგულობა და სამსახური ჩემთან საცხადოდ არის, და შენი მისანდობლობა და სიკეთე ყოველივე შემიგნია, აწე მითხარ, რაი მომხდარა, რომე მისი საქმე გაგონებისა შემდგომად ვიურვოო?
რა დამანამ ლომი მოსატყუარის ხრიკითა და ეშმაურისა საბლითა შეკრა, ენა ააუბნა და თქუა:
ლექსი
მეფისა სიბრძნის სიმრავლე მისთავე გზათა მცველია,
სიმხნე და ძალი თან ახლავს, მით მტერთა დამთრგუნველია!
შეთურბასა თვისა მნეთა და ლაშქრის თავთა და მისის სახელმწიფოს გამგეთა თანა თავისწინა სიტყვა წაუთქუამს: ლომი გამოვსცადე, და მისი ძალი და ჭკუა ცოდნისა მაგალითსა ზედა ვპოვე და მას შიგა სიჯაბნე და შეუძლებლობა ვიხილეო...
ჩახრუხაული
არა არს ისრე,-გამოვსცან მყის-რე, ვითა ისმოდა მოისი ქებანი.
რასმე ვჰგონებდე, მისთვის ვმონებდი, აქუს-ყე მას ყოლე ცუდად დებანი.
დია მიკვირან, რადგან ხელმწიფე მის მუხლისა ესოდენსა გადიდებასა ეცადა და მისი სიტყუა და ბრძანა არაოდეს გააცუდა, და მის წყალობათა სანაცლოდესეთი სიტყუანი მისის პირით წარმოითქუა! ესრე კაცის თავის აღება ესეგუარსა ნდომასა გულისაგან თავს გამოაყოფუნებს. და უგვანი კაცი კაისა და ავის შეძლებას თვის ხელთ ნახავს, და ქუეყნიერის საქმის რისხვათა და სიტკბოებათა სადავე იპყრას,-მზაკვარი ეშმა სასასა მისთა დაიბუდეს, და კუერცხთა დასდებს, და სიბოროტისა ჰაერი გულისთქმისა დასჩეკს. თქუა:
შაირი
რა კაცი ცრუმან სიმდაბლით აღადგინოსა,
ამღლის და მეფეთ წინ ხარისხთა წაადგინოსა,
მიკვირს მეფობას ეცდება ყოლემცა მას ედგინოსა.,
მარალთა თავნი დათრგუნვად ტერფითა გაადგინოსა.
ლომმან უბრძანა:
დამანავ გამოჩხრიკე რასაცა იტყვიო მაგა ამბისა სიმართლე სადეტ და თუცა ეგრეა, ვინ გითხრა, და თუცა სწორია, ამა საქმისა რჩევა ვითა ხამსო?
დამანამ მოახსენა:
-მისის დიდების სიმაღლის ხარისხი ხელმწიფისა წინაშე საცხადოდ ჩანან, და რა ხელმწიფემ თვისი ყმისა სიდიდისა და პატივის ხარისხი თვისად სწორად ნახოს მალე ხამს მის საქმიდამ დამდაბლოს და წაახდინოს, თვარა რა საქმე ხელტაგან გავარდება, ხელმწიფე ფერხთაგან დავარდება. ამა საქმისა წამალი ერთია: რომე მზეებრ ბრწყინვალემან ხელმწიფის გუნებამ მოინდომოს, მასტან ჩვენისა მცოდინარობისა სიგრძე დამოკლდების, და ვერცა ჩვენი სიჩქარე უნდოდეს, თვარა, თუ დაეყოვნა, საქმე მასთან მიაწევს, რომე საღონისძიო ფერხი მგზავრობის მინდორთა შინა დაშვრესო. თქუა:
შაირი
იგი შენი ურჩი ჯინჭველი, აჰა, შექნილა გველია,
ვითა ეკალი აღმოფხარ ვინათგან სამარგველია:
მტუერი მთად შეიცვალება, არ ჰგაო. მოსაგველია,
თუ გუელი ვეშპად გარდიქცა, სიცოცხლე ადრე გველია.
ესრე თქმულა, კაცნი ორსახენი არიანო: ერთი უღონო და ხელგამოუვალი და მეორე ღონიერი და ხელგამომავალი. ხელგამოუვალი იგი არს რა ერთი რამე მოუხდეს, გაბუცდეს და უცნობო შეიქნას და ვერარა გაიგოს, და ტავს ვერ ეწიოს და მოუღონოვდეს. ხელგამომავალი და ღონიერეი იგი არს სწრაფად მოგონებული პირველვე ნარჩევი მზა აქუნდეს და ნიადაგ საქმეს ბოლოს უსინჯვიდეს. ესე ხელგამომავალი და ღონიერიცა ორად გაიყოფების: პირველი ესე არს, უწინვე საქმის ქნამდე მისწვდეს და შეიგნოს. სხვა ტუცა ნაქმარსა დაინახავს, მან ჯერეთ უქნელი ნაქმარსავებ დაინახოს და მისისა ბოლოსა თათბირი უწინვე ქნას. ვინცა პირველადვე მოიგონებს, ბოლოდ სინანულსა არა იწყებს, ესრეთ რომე რა მცურავი დიდსა მორევსა ჩაიჭრეს, ძალუძა ნაპირტა გასვლა,-და ესეთსა კაცსა ხელგამამავალი ეწოდება. და მეორე იგი, რა ჭირი რამე მოადგეს, და არა შესცდების, არცა ცნობა მოეღების ამისტანასა ღონიერი ეწოდების. პირველად რომე შეჭირვებით რა აჩქარდეს, და საქმისა ბოლოს გამოუბნელობითა და შიშით მტრის მორევით უღონოდ ითქვა, და ორნი ესრე ამა სამთა შინა ერთსა სრულსა ჭკვისასა უხმობენ და მეორესა ჭკუანახევარსა, და მესამესა უჭკუო და უმეცარსაო, რაგვარადცა სამთა მათ თევზთა ერთსა ტბათა შინა მყოფთათვის არაკი თქმულაო.
ლომმა ჰკითხა როგორ ყოფილაო?
დ ა მ ა ნ ა მ თ ქ უ ა ა რ ა კ ი
[სამი თევზი]
ერთი მომცრო ტბა იყო, და გზა შორს გაუვლიდა. მგზავრთა ხმა არა მისწვდებოდა, უმანკო კაცის გულსავით დაწმედილი, სანახავდ სამოთხის მსგავსი. მას ტბასა ერტი მდინარე შედიოდა. მაში სამნი თევზნი სხდეს მსუქანი, რომე ცის ზოდიათა თევზი მატის სიკეტის შურითა ტაფათა შინა, ცის ვერძის მსგავსად მატის მზის სიცხით იხრაკებოდენ. ამ სამთა თევზთა ერთსა სახელად ჭკვიანი ერქუა, და მეორესა კერძო ჭკვიანი და მესამესა უღონო. ერთს გაზაფხულ მისი მიდამო ყუავილვნებიტა ერმის წალკოტი შექნილიყო, სამოტხის მიმსგავსებულს მწვანვილსა ადგილი მოეფინა, შაშპრანი ცის კამარათაებრ ვარსკვლავთა გარდათხმოდა. დილის ნიავსა ყუავილი მას მწვანოანსა ზედა ფერად-ფერადად მოეფანჩა, ხელოვანს მეწალკოტესა ქუეყნის სამოთხე მრავალრიგითა უცხო-უცხოთა ვარდის ყუავილითა მოერთო.
შაირი
კორდი ქორისა ქროლიტა მუშკისა სუნთა ბერვიდა,
იასამანი სიტურფით კეკლუცთა პირებ ელვიდა,
დილის ნიავვი ვარდს შლიდა, არ ფურცელს შეუკერვიდა,
ვით ხელი ხელსა ნახვითა გულსა-ყე დაუფერვიდა.
გზაშეცთომილნი მონადირენი ანაზდად მას ტბას შეხუდენ, იგი თევზნი განგებით მას ტბასა შინა ნახეს, და მის თევზთა შესაპყრობელად შეითქუნეს. ერთი ბადისა მოსაღებლად შეიქცა. და მათ თევზთაც მონადირეთ ალღო აიღეს. მათ მას წყალთა შინა გაყრის ცეცხლი მოეგზნათ.
მას ღამესა ჭკვიანი იგი თევზი უზრუნველად იყო, მრავალგზის ამა სოფლისა დროთა და ჟამთაგან გამოცდილება ჰქონდა, მიუნდობელის ცისაგან თუალთა სიმახვილე ესრე გაეკრძალა, შორეთ საფენთა ზედა რასმე ნახვიდა. მონადირეთა ბადეთაგან მორჩენასა ცდილობდა და იგონებდა. და მებადურთ მოშორვება ხერხად და საცთურად გულთა ჰქონდა.
შაირი
ბრძენი ხამს, ცნობა მოკრიბოს ჭკუა იხმაროს ძალისად,
იგია ბრძენი ვინ კლდეთა სახლთა აგებდეს ხალისად;
შმაგად მჩანს ქვიშათა ზედა მუშაკი დიან წყალი სად,
ვერ დადგეს ვერ დაემყაროს, დარჩება შესაწყალისად.
მერმე თევზთა მათ მსუბუქად რამე არჩიეს, და იგი ჭკვიანი გაეცალა და მას მდინარესა შევიდა, რომელი ტბასა შესდიოდა. რა დილა გათენდა, მონადირეთა მის ტბის შესადინარ-გასადინარი მაგრიად გაკრეს. ნახევარჭკუიანი იგი თევზი, რომელსა ჭკუის სამოსელი ტანთა გაეწყო და გამოცდილების საგძლისაგან ცარიელი იყო, რა ესე მოინახა, თავსა ბრალობა დაუწყო და ამას იტყოდა: უგუნურად ვიყავ, და უგუნურთაებრ მოვიმკეო. მეც მას თევზსავით რად არა ვყავ, რომე ჭირისა მოსვლასა ზედა წამსვე თავს ეწიაო, და მეცა მასსავით პირველვე თავი მომერჩინაო. თქუა:
ლექსი
ვისაც მორჩენა ეწადოს, ეცადოს პირველ საქმისა,
თვარა გარდასულს წუხილი რაღას არგია აქ მისა?
აწ რადგან საქმე ესრე გაჭირდა, ცდისა და ხერხისა კიდედ აღარა არი რაო. თუცა უთქუამთ: რჩევა ჭირის მოწევნაზე რაღას ვარგაო, და არცა შეჭირვებასა შინა ჭკუიანის მოსავლის ნერგი სხვათა ზედა არ წარემატებაო. მაგრამ ჭკუიანი ამისთვის ცოდნის სარგებელთაგან უიმედო ნუ შეიქნება და მტერისა მოშორვებისა და ხერხისაგან ნუ გაუღონოვდებაო. მერმეღა თავი მოიმკუდარა და წყალთა პირს გულაღმა დაეგდო. ერთმა მებადურმა რა ნახა, მას მართლა მკუდარი ეგონა, აიღო და გასტყორცნა, და თევზი საცადლით მას მდინარესა ჩავარდა და სული სიცოცხლით გაახრწია.
ლექსი
მოჰკუე, ერთგულო მტერთაგან განრომა თუცა გინდესა,
უკუდავად წადილს ვერ მიხვდე. დღე თუ არ დაგიბინდესა.
სხვა ლექსი
სოფლისა ზღვისა განშრომა თავმომკუდარებით იქნება,
მკუდარს ღელვა ნაპირს გააგდებს, სად აღგისრულდეს იქ ნება.
მესამე იგი თევზი, რომელი უგუნურ და გამოუცდელ იყო, რომელს საქმეთა შინა უღონობა აქუნდა. შეწუხებული და დაღონებული ცქუტად აქათ-იქით, ზე და ქუე დახლტოდა და სირბილიტა სინა ბადესა გაება.
*
* *
ხელმწიფემან ამა არაკისაგან სცნას, რომე შუთურბას საქმეს აჩქარება უნდა რომე სანამდის ის რასმე გვიზამდეს დაუყოვნებლად და დაუცადებლად ელვარე ხრმალი მოშორვების ცეცხლითა დანაცრებულსა მისსა სულსა სცნეს და მისის სიცოცხლის ხვავი ქართა წააღებინონ, რომე მისისა სახლისა ბოლო ზეცად აღიწეპდეს. მოახსენა:
ლექსი
რა უწყალოსა მტერზედა ჟამი მოგეცეს, დრონია,
რადმცა აყოვნებ დაქოლვა მისიმცა საადრონია.
ლომმა უბრძანა:
-რასაცა ამბობ, მესმიან. მაგრამ არ ვეჭვობ შუთურბა მაგა საგონებელთა იყოს, და ჩემსა ესოდენსა წყალობასა და პატივთა გმობდეს. რა იგი მინახვას კეთილისა და სიდიდის მეტი არა მიქნია რაო.
დამანამ მოახსენა:
-თქუენი ბრძანება ყოველივე მართალ არს. მაგრამე ხელმწიფის წყალობამა იგი ამა ხარისხთა აღსვაო მოახსენა.
ტაეპი
წყლულსა დაღითა საწვავსა სალბუნი არას არგია!
უგვარო ავი კაცი მეშურნე და ორგული,მანობამდე ერთგულობას იჩემებს, გზიანად ურჩევს რომე მისგან სიკეთისა და დიდების იმედი აქუს-ყე.
და რა იგდებს და გულის საწადელსა ეწევის, სხვისა ნდომისა ქნასა, რომელიცა არა ჰპეროვდეს. მისთა გულისა საუნჯეტა იგი დაეთესება. ბრძენთ უთქუამსთ:უგვაროსა და უგვანის სამსახურის საფუძველი შეშინებითა და იმედის მიცემით დაიდებისო. თუცა შიშისაგან გამოვიდა, ბედნიერობის საწადლის წყაროსა სათავეთა შეამღვრევს, და რა მოსავალი უხვად მიუა, სიკეთის ჰგმობს და საჩხუბარს ცეცხლს აანთებსო.
ლომმა უბრძანა:
-მაშა რომელინიცა მოსამსახურენი უგვარო და უგვანნი და ავგულნი არიან, ვით უნდა ითავსოს, რომე ბოროტმა საგონებელმა მათს გულთა შინა დამკვიდრება მოინდომოს. მათი მშიშრეულობა და განკრძალვა ხამს. არცა სრულიად გლახაკ და მკოდოვანად იყოს, და არცა ესოდენი ჩაიდვას, გულისა მისისა კიდობანმა ვერ დაიტიოს, განიპოს და ბოლოჟამ შფოთი და ცოდვა მოჰხდეს. სიგლახაკე და უიმედობა ყმათა გაავგულებს, და არცა მეპატრონეტა პატიოსნობისა საკადრისიაო. თქუა:
ჩახრუხაული
უიმედო ყმა სასოდ არა ხმა: გულქუად გარდიქცეს, ენას უმატოს,
გეტყვი მოყუასო იმედი მასო გული ნაღვლითა არ დამეხატოს.
ლომმა უბრძანა:
-დამანამ მე ესრე მგონია, შუთურბას სარკე ამა ჯანგისაგან უვნებელი იყოს, და მისი გული მაგ საგონებლისაგან წმიდა. მე ნიადაგ მაზე მწყალობელი ყოფილვარ და დღეყოელ კეთილი მიქნია, ამისად მუქაფად მუხთლობასა და ბოროტს რად მოინდომებსო?
უთხრა:
ჩახრუხაული
თუ ჩემა გულმა მისტვის ერთგულმა. მისი ბავრაყი გზატა წამართა
მან ჩემთვის მაშე არ დასამაშე მტერობის დროშა ვით ამიმართა?
დამანამ მოახსენა:
-ხელმწიფესაც მოეხსენება, მრუდის გულისაგან არას დროს სიმართლე არ გამოვა, და ტყუილად ბოროტის ზრახვის გათქმითა სახელოვანი და პატიოსანი და მხნე კაცი ავი არ შეიქნებაო, თქუა:
ტაეპი
ლაგვანთ ნადგვამი აგრევე დაიწყებს დენასა.
ნუთუ ხელმწიფეს კუსა და ღრიანკლის არაკი არ მოხსენებია?
ლომმა ჰკითხა ეგე როგორ ყოფილაო?
დ ა მ ა ნ ა მ თ ქ უ ა ა რ ა კ ი
[კუ და ღრიანკალი]
ერთი კუ და ერთი ღრიანკალი კაამყოლნი იყუნეს და ნიადაგ ერთმანეთს არ მოშორდებოდენ, ასე მოყუარულნი იყუნეს, კუდი კუდს გარდამბული ჰქონდათ და წამსაცა არ გაიყრებოდეს.
ლექსი
დილით მწუხრამდე ალერსი მათ ჰქონდათ გაუწყუეტლად,
საღამოთ გათენებამდე ჯდომით თუალდაუბლეტელად.
ესეთი დრო შემოუარდათ, რომე მუნ ყოფით სხუაგან წასვლის საქმე მოუხდათ. რა გაემართნენ, სლვასა შინა ერთსა მდინარესა მიადგენ. ღრიანკლისა მასშიგან გასვლა არ შეეძლო, დია დაღონდა და მოიწყინა.
კუმ უთხრა:
ჰე საყუარელო ძმაო! რა გეუფლა, რომე სულთა საყელონი საგონებელის ხელთა მიგიცემიეს, და გულისა სიმხიარულისა და ლხინისა კალთა ზე აგიკეციეს?
ღრიანკალმა უთხრა:
-მე ამა მდინარისა გასვლა არ ძალმიც, და ამისა ზრუნვვისა მორევთა შავარდნილვარ, არცა გაღმა გასვლა შემიძლია და ვერცა გაყრისა და მოშორვებისა ნაღველი დამითმენიაო. თქუა:
ლექსი
შენ წახვალ მე აქ დავრჩები, საბრალო უმეყვისანი,
უშენოდ სწრაფად დამიდნეს, გულიცა მქონდეს ქვისანი.
კუმ უთხრა:
-ნურასა იურვი, მე ამა მდინარესა გაურჯელად და მშვიდობით გაგიყყუან. ჩემსა ზურგსა შენთვის გავახომალდებ, და ჩემთა მუცელთა შენისა ჭირისა ფარად შევიქ, ამისთვის რომე ერთისა მოყურისა ძნელია ათასის ცდითა ხელთა ჩაგდება და მერმე ადვილად გაშვება.
უთხრა:
ლექსი
სჯობს რომ რაც გქონდეს გაჰყიდო, იყიდო მოყუარენია,
არ გქონდეს მოყვრის სასყიდლად სულიცა საადრენია.
მაშინ კუმ ღრიანკალი ზურგთა აღისვა, მკერდი წყალთა დააპყრა და ცურვა დაიწყო. ცურვათა შინა კუსა ხმა რამე ესმა და ღრიანკალისა გარდაჭრისაგან შეეშინა. ხმა უყო.
რაისა ხმა არს რომე მესმისო.
ღრიანკალმა უპასუხა.
-ჩემსა შაშართა წვერთა შენთა ტანსაცვამთა ჯავშანთა ზედა გამოვსცდიდი და ვსინჯევდიო.
კუს ესე დიდად ეწყინა და უთხრა:
შენ მუხთალო, ჩემი სული შენთვის საკუდავად მორევთა ჩავაგდევ და ზურგი ნავად შეგიმზადე, და ამა მდინარეთა შინა უზრუნველად მიმყავხარ, და აწ ამასაც არად შემირაცხ და პირველთაცა შვებათა დაივიწყებ, მაგა შაშრითა ჩხვლეტასა რაღას მემართლებიო? ესეცა ხომე იცი შენი საწერტელი მე ვერარას მავნებს და შენი ნაწრთობი შაშარი ჩემსა ზურგსა ვერა გაჰკვეთსო?
უთხრა:
ლექსი
ვინცა გამწყრალმან მჯიღითა კლდესა სცეს გარისხებულმა,
ხელს იტკენს, მას ვერას ავნებს, არ იცის ვაგლახებულმა?
ღრიანკალმა უთხრა:
ნუ ეჭვ, მე ესე შენთუის სააოდ არა მიქნია, და არცა ეგეთსა საქმესა გულთა ჩემთა გაუვლია, მაგრამე ჩემსა გუართა შაშართა ხმარება მოსდგამთ, მოყვარეთა ზურგი არს, გინა მტერთა მკერდი, უნდა ვახმაროო.
შაირი
თუ ვისმე მოდგმა ბოროტი აქუს ოდენ მისის გუარითა,
რომ არ უნდოდეს ავის ქნა,არ წასცდეს იქმნას არითა,
ვითა ქუას ვერას დააკლებს გასახურეტელად სარითა,
მაგრა კულავ უცემს კუდითა გესლიანითა მწარითა.
კუმა გულსა შინა თუისთა ესრე თქუა:ბრძენთა კეთილად უთქუამთ.
შაირი
ვინ ჩუენთვის არად ვარგია ჩუენ კეთილს რადღა გველოდა?
მეტყვის: გამზარდე მაჭამე, ღვინითა სავსე გველოდა,
ჭკუისა გზათა შემცთართა სჯობს ჩუენი თავი გველოდა,
ამას ჰგავს უხმოთ მოწვევად, უბითა გაგზრდი გველო და?!
ავგუნება და უგუარო კაცის გაწვრთა და გაწყობა თვისის პირის-წყალთა გაშვება არს და თუისის საქმიანობისა საბელთა წვერთა დაკარგუა. უთხრა:
ჩახრუხაული
ოქრო და ვერცხლი მიწათ ჩაბნევა ბრძენთა ეგოდენ ვერა გიძრახონ.
მაგრამე ავთა კაცთა უზავთა წყალობას ზედა იახონ ახონ.
კუმ უთხრა:
თუცა შენი მოდგმა შინა, წყალს წააღებინა და თქუა: ბრძენთ ნათქუამია, ვინცა გუარქებული არა არის, მისგან უიმედო იყაო, და ესეგვარსა კაცსა რომე კეთილი უყოს კაცმან, იგი კეთილისათვის ბოროტსა მიაგებსო-მან თუცა კაისათვის ავი არა ქნა, ცოდვითაც მიაჩნიაო.თქუა:
შაირი
უგვარო კაცსა რად მისცე საინახენი ზემონი?
ვინც გველი უბეს ჩაისვას, საქმე ყოს გასაჩემონი.
ჭილი აკეთო, ვერ მოგცეს შაქრის ლერწმისა გემონი,
ვარდის მოკრეფას ნუ ელი ძეძვისა რწყო გარემონი.
*
* *
ამა არაკითა სცნას მზესავით ბრწყინვალე ხემწიფის გონებამა, რომე შუთურბასა თვისი გულისთქმის სანაცვლო მისაგებელი ადრე უნდა უყოთ, ერთგულის მონის შეგონება გულისყურითა ისმინოთ, და ჭკუის გზით რომელნიც დიდად ზიანად მოგახსენებენ, მას სასმენელი არ მიუპყრათ. ვიცი, მისის საქმის დასასრული ორგულებისა და მუხთლობისაგან ცარიელი არ არის. მკურნალი სნეულსა, საწყენელთა უჭმელობასა ეტყვიან, და თუ მოოუსმინა, არგებს, და თუ არა და თვისის ნებით სუა და ჭამა, ესეთისა ქნითა უკან და უკან დამჭლდება, ავადობა ჭირთა მოიმატებს. ერთს ბრძენს უთქუამს.
ლექსი
მწურთელი თუ რისხვით გეტყოდეს შენს სასარგებლოს სწავლათა
მოთმენა მწარობს, ხილს ისხამს უტკბოსსა შაქრის ალვათა!
დაიჯერე მეფეთ ღონეთა მომწყუედელი საქმისა ბოლოთა უზრუნველობაი არს, და რა ხელმწიფემ საქმე სუბუქად მიიჩნიოს, და რა დიდი რამე მოხდეს, განცხრომით არა ინაღვლოს რა, და იგი დაუტეოს, როსცა დრო გარდავლის, მტერს ძალი მოემატება, და თვისა მახლობელთა კაცთა შეიერთებს და ერთსა ვისმე ამა საქმესა მიაჩემებსო. მოახსენა.
შაირი
შენთა საქმეთა მიაპყარ შენი ცნობა და გონება,
სხვისა და სხვისა კისერთა რად მიაჩემო ქონება?
მერმე რა საქმე დამარცხდეს, ჭირისა ჰქონდეს მონება.
სხვათ ქედთა რომე დაჰკიდო, საბრალოდ დაეღონება.
ლომმა უბრძანა:
შაირი
ლომმა უბრძანა: იკმაე მძიმე სიტყუათა თქმანია,
მეფეთა კრძალვას გარდახე, ვისგან იშიშვის ყმანია,
ღირსსა მრჩეველსა არ მართებს ზედიზედ ცრუ წათქმანია,
ხამს რომე არ შეაწყინოს, თუცაღა იყუნენ ძმანია.
შუთურბა ესრე ვთქუათ გამოჩენილი მტერი იყოს მას რაი ძალუცს წინაშე ჩემსა? იგი ჩემი საზრდო და ჩემი საცოხნელია და მისის მაჯათა და ტანთა პოხიერება მდელოთაგან არს, და ჩემთა ძუალთა გამმაგრებელი ხორცთა სიკეთეა. მოლის მძოარსა ნადირთა მჭამელისაგან უდიდესი ძლიერება ჰქონდეს, ესე ვიტ იქნების? მე მისგან ეგოდენი რიდი არა მაქუს მან ჩემი პირისპირი შეიძლოს და ანუ ბრძოლათა შინა ჩემად დარად მას გულმა უთქუასო თქუა:
ლექსი
ვინ არის ჩემი მებრძოლი პირისპირ მკადროს ომია?
მთვრალს პილოს კოღომ შემართოს ძალი მატს თუ რაზომია!
ჩემისა ბედნიერობის მზე რომელი წყალობითა ღთისათა განათლებულა და მისგან მთვარესავით ელვარობს, თუცა შუთურბაი მის პირისპირობას მოიწადინებს,-დაშავდება და დაბნელდების, თუცა ბოლოკარკაზის დარს მრგუალსა ჩრდილსა დასდგამს ჩემსა, რომელ ცისა მსგავსება აქვს მზესაებრ სხივისა ისრითა სროლითა დასავალთა ქუეშე ჩაიყუანს,თქუა:
შაირი
რა უქონელი ვაჭარი სავაჭროდ გაემზადოსა,
ამას ჰგავს კოჭლმან გამართვით ცდითა სლვა მოიწადოსა,
მე იგი მხეცთა საჭმელი ვაუფლე ამ საცხადოსა,
კულა შემიძლია საბელი გარდაცვა მას უბადოსა.
დამანამ მოახსენა:
-ხელმწიფე მაგით ნუ მიენდობა, იგი ვერა იტყვის შენსა მისგან უდარესობასა, ანუ მრეობისა შეძლებასა. რადგან მისის გუარიანობითა და შეძლებითა ჩუენი ბრძოლა არ ძალუც, თვისთა მოკიდებულთა და ერთგულთა სიმრავლის გამო ერთსა რასმე გვიხრიკებს და ეშმაურობითა საქმეთა რასმე მოახერხებსო. მე ამისი მეშინიან, რომე ნადირთა თვისთა ხელმწიფეთა ზედა გული არ გაურყუნას და თვით არ შეირთოს, თუარა ერთსა ახონსა, რაგინდ მხნე იყოს, მრავალთა ბრძოლა არ ძალუძცსო. თქუა:
შაირი
მუმლთა სიმრავლე რა შეხვდენ, აღაქოთებენ პილოსა,
მას საზარელსა ცხოელსა ჰკბენენ თუალთა და კილოსა.
ჯინჯველთ ლაშქარი რა მოკრბენ ადგილსა უადგილლოსა,
ძლიერსა ლომსა შედებით გააძებს უნაწილოსა.
ლომმა უთხრა:
-შენთა სიტყუათა გულთა შინა ჩემთა ადგი;ლი პოეს. შენი შემჭერვებულნი პასუხნი გულისხმა ვყავ, მაგრამე მე ესე საქმე კალთასა მიჭერს, რადგან იგი ავიყვანე და მისის სიდიდისა და სიკეთის დროშა ავმართე. ნადიმსა და მარაქათა შინა მისსა ქებასა წარმოვიტყოდი, მისი წკუა, ერთგულობა და დანდობა ყოველთათვის ენითა მიმიფენია, აწე რომე მისი აუგი რამე ვთქუა და ავი რამე უყო, ჩემისა საქმისა უკადრისი იქნების და ჩემისა ბედნიერობისა სასირცხო და ჩემგან გადიდებულთა კაცთა გულთა შესაკლებელი, და ჩემთა სიტყუათა აღარ მიენდობიან, და ჩემზედა გუნება გამოეცვლებათო, უთხრა:
ლექსი
როცა დარგო და იხაროს, აღორძნდეს მას სავარდოსა,
ფერხით ნუღარა დასთრგუნავ ეცადე გაიზარდოსა.
დამანამ მოახსენა:
-ჭკუა და რჩევა ესე არის: რა ერთისა მეგობრისაგან მტერობა მოინახო, ანუ რომლისამე ყმათაგანთა შენისა მრეობისა ნიში გაიცადო, მსწრაფლ შენი მოდგმ,ანი გარ შემოიკრიბო, და მისის ოირის ერთობის კალთა სრულობით აიკეცო. და მტერი რა სადილობად აგიჩნდეს, მისთვის შემსგავსებული ვახშამი დაამზადო, ამად რომე კბილი კაცისა სიყრმით სიბერემდე გაუყრელი საყუარელი და დიდად სახმარია, მაგრამ რა ასტკივდება, აღმოფხვრის მეტი არა ღონეა, და სხივთა ვერარათი ირგებს. აგრევე საჭმელი სულთა მაყენებელი, რა წყენას დაუწყებს და ვეღარა შეირგებს მისის გაყენების ცდასა შინა უნდა იყოს და გაიშოროს. უთხრა:
ლექსი
რაცა გაწყენდეს, მოშორდი, მოსორვებითა შორითა,
ხორცს გარყვნის სულსა მოაკლებს საზიანოთა ორითა.
რა დამანას სიტყუები ლომმა გაიგონა, ბრძანა: მე შუთურბას სიყუარული კიდეგან მიქმნიაო, ამად რომე ჩემი და მისი ერთობა აღარად იქმნებისო, და აწე კაცსა ვისმე მივუგზავნი და ჩემის ადგილით დავითხოვ, და სადაცა უნდა წაცავიდესო.
დამანა ამას ზედა დიდად შეშინდა და გულთა განიზრახა: თუცა ესე საქმე შუთურბამა სცნა, თვისის ხერხისა და ხრიკისა წერილს თვისის დაფარულის საუნჯისაგან გამოაჩინებს და ჩემთა საავო ადგილს მიაწვდენს. ამისთვის ესრე მოახსენა:
-ხელმწიფეო ეგე შესავალი სიმხიარულისაგან უცხოა, ამისტვის რომე ვირემდე სიტყუა არა ითქუა, წადილი კაცსა ხელთ უპყრია, და კიდევ მისი მოვლა შეუძლია, მაგრამე თქმულის დაბრუნება შეუძლებელია, მოახსენა:
ლექსი
ვიდრეღა სიტყუა არ გეთქუას, ითქმისღა მისის ჟამისად.
მაგრამ ნათქუამი უთუოდ არ დაიფარვის წამისად.
რა სიტყუა პირით და ისარი მშვილდით გამოჰხდა, არცა სიტყუა ენათა ქუეშე დასაფარავად მობრუნდება, და არცაღა ისარი ადგილს მიუსვლელი შემოიქცევა. იგავად უთქუამთ, რაცა ენამან წართქუა, კაცთა ზიანი იქმნაო. ერთსა ბრძენსა უთქუამს, ენა გულისა საფარველისა გარდამხდელიაო. გული ასოთა ხელმწიფე და პატრონია, და სიტყუა გუამთა საუნჯეთა სპეკალია. ვირემდე სიტყუისა სკივრი დუმილის კლიტითა დაკლეტილია, და მოცდისა ბეჭედი უთქმელობისა კოლოფთა ზედა აზის, სიცოცხლის სავარდეთა ყუავილი და სუნი გახარებულნი არიან, გაიშლებია და სუნელობენ, და მისი ნერგი დამშვიდებისა და განსუენების ხილსა მოისხამს.მაგრამ რა ითქმის და კოკობი ღიმილსა დაიწყებს და საუბრისა იადონი სიმღერას დაიძახებს, მშვიდობა მოიშლების, და სიტყვის სავრდეთა სუნიცა გულთა საწყინოდ შეიცვალების, და სასასა ძალი დაემართება, და ანუ სნეულება გამოიჩინების, და ანუ სურდოსაგან ბუნება მოსუსტდების. მდუმარე ენა გონებისა ერთად შემომკრებელ არს. სიტყუასა მრავალი ნასკვი გაუხსნია, მაგრამ ჩხუბითა ცოტა უმართებულოს მთქმელის კისერი ჯაჭვითა და სხვილის საბლით მრავალჯერ დაუბამს. თქუა:
შეწყობილი
რა სიტყუა სიბრძნის თუალითა ეძიო საძიებლად,
სარგებელი და ზიანი ორივ სდევს მოსაგებელად.
ვინა თქუას თქმული უთქმელად კაცთ წინა მოსაღებელად,
გულთა ჭირი სულთა სიკუდილი შეუქნას შესახებელად?
მაგრამ ცოტას თქმით მრავალი მომხდარა გასაგებელად,
ქარებრ აბნევდეს სათქმელსა ენათა არ საქებელად.
ჰე, ხელმწიფეო! თუცა ესე სიტყუა შუთურბასა თანა მივიდა და თვისისა რამე შეიგნო, და ამა ამბავმან მასტან მიაწია,-ამით სეგისინედების და ჩხუბისა და შფოთისა გაშლას ეცდების. თქმულა ჭკუათაუფალმან საცხადო შეცოდება ცხადად აზღვივაო. ესე ყავ, დაფარული მისი ბრალი თქუენცა დაფარვით მიაგეო.
ლომმა ბრძანა:
-ეჭვითა და შეუტყობრად თვისის გაკეთებულისა და ახლოდ მყოფის დაშორვება, წახდენა და ესეთისა კაცისა გამატება, თვისითა ხელითა რა ეჩო ფერხთა იცეს და სრულობით მოწყალებისა წესისა და სჯულიერისა საქმისაგან გადგომაა. უთხრა:
შაირი
ღთისა და კაცთა სიბრძნითა ესე არ მოიწონების,
გაუსინჯავად მეფემან სისხლი დასთხიოს მონების,
რადგან მეფენი ღთის სახედ, ქუე იგიც მოიოგონების,
სხუას აცოცხლებს, და სხუას მოჰკლავს, სხუა რისხვით დაეღონების.
დამანამ მოახსენა:
-არავინ მოწამე ხელმწიფეთა ჭკუისა უმჯობე არ არის. იგი ხვანჯითა სავსე და ეშმა რა მოვიდეს, ხელმწიფე მშინჯავითა თუალითა უმზერდეს, და მისი გუნებისა სიმრუდე შუბლთავე მისთა აღმოაჩნდების. მისის ავგულობის ნიშანი ამით სცან, რომე აღშფოთებით იყოს და ფერი პირისა ეცვლებოდეს და ზედიზედ მიმოიხედვის, შუღლთად და ჩხუბად მზაობდეს და ესევითართა იქმოდეს.
ლომმა უბრძანა:
კეთილად სთქვო: თუცა ესე ნიშანნი ერთიცა რომელი ვნახე, მტუერი სწორეს გზათა მოშორდება და გონების შიში სიმართლის ხარისხთა გარდაიცვლება.
დამანამ რა სცნა, რომე მისი მზაკუარის ენის ალი ერთკერძო ამაღლდა, მერმეღა ხარის ნახვა მოიწადინა, რომე მის მხარესაც საჩხუბარი ცეცხლი აღეგზო და სახმილი აემაღლებინა.
ლექსი
რა ორთა კაცთა საშუალ ცეცხლი აღაგზონ შურისად,
მათ შორის ენის მიმქონი ჩანს მრეშველად მეაგურისად.
გასინჯა რომე შუთურბას ნახვა ლომის შეუკითხავად არ ვარგიყო. არამც საგონებელთა ჩავარდესო, და მოახსენა:
-თუცა მაღლისა ხელმწიფისა ქებული ბრძანება იქნება, მე შუთურბას ვნახავ, და მისის საქმისა გზასა და მისის გუნების ნაწილს ვეცდები ერთი რამ გამოვიღო და მოგახსენოო.
ლომმა წასვლა უბრძანა და იგი ურვეული და გულნაღვლიანი და ყელგარდაგდებული შუთურბასთან მივიდა თაყუანისცა და დალოცა და ქება შეასხა. შუთურბამაცა პატივ-სცა, და მის ადგილს ბოდიში მოიხადა, და ადგილი ახლორე სცა, და უთხრა: დამანავ,უთხრა:
ტაეპი
პირველად სეთვისებული რად დამივიწყე სრულადო?
უბრძანა:
-ესოდენ ხანია, რომე მოყვრობისა თუალითა შენისა პირისა შუქითა აღარა გაგინათლებია მოყვსობისა სადგომი, და საცხადო მეგრობობის სიყუარულის ნერგის ყუავილით არ აგიყუაებიაო. უთხრა:
ლექსი
შენთა ყოლე სიცოცხლეთა, რა იქნების ერთხელ მნახო,
ჩემთა გულთა შენი სახე ოდენ ნათლად გამოსახო?
დამანამ მოახსენა:
-თუცა პირისახენი ჩემნი თქუენისა ხლებისაგან დაშორებულა, ჩემი სული და გული წამ და წუთ მოგონებით საცნობელთა გამახარებელის თქუენის სახელის ხსენებით მოხარებია, თქუენის სამსახურისა და მორჩილობისა და სიყუარულის თესლი ჩემის გონების ქუეყანათა ზედა დათესვით აღმიორძინებია. თქუა:
ლექსი
გული მოვსარკმლე სულისად ანაზდად შემოსავალდ,
იდუმალ შენთვის სურვილით ამად ვიმღერი მრავალად.
თქუენის სვე-ბედთა მოსმატებლად თავისწინა მხურვალი ლოცვა არ დამიკლიაო.
ხარმან უთხრა:
-ცალკე ყოფისა და თავისწინაობის მიზეზი რაიაო?
დამანამ უთხრა:
-კაცი რა თვისთა სულთაცა ვერ ეუფლას და სხვათა ბრძანებისა ტყუექმნილიყოს, უშიშრად და გაუკრძალებლად წამზედ ვერ ამოისულთქმოს, და წუთსაცა ვერ მოიცალოს, და თვისის სულისა და ხორცის უზიანოდ და დაუსაკლისად ხანი ვერ დაყოს, რომე ბოროტი და უპატიურობა და ლანძღვა არ ესმოდეს,-მაშა უჭკო იქნების იგი კაცი, ერთსა მცირესა კუთხეთა არა დასჯერდეს და კარი ცნობისა გონებისა პირთა ზედა არა დაიხშასო. თქუა:
შაირი
რა ჟამი ესრე გაირყუნას, შფოთსა ისხემდეს ყანანი,
გაცლა ხამს მისგან მონახოს მალ სისორისა ვანანი,
გაცლა არ ძალუძცს, რამცა ქნას გულს ვერ დაიცეს დანანი,
მარტოღა დაჯდეს, ისი სჯობს ხანი რაც დაყოს ხანანი.
ხარმან უთხრა:
-დამანავ, ეგე ყოველივე ნათლად წარმოსთქვი და მაგა ერთისა სიტყყუისა თარგმანება ესეთია, რომე ეგე ქადაგებასრულიად ქუეყანასა სარგებელი და გასანათლებელი არისო.
დამანამ თქუა:
-ექვსი რამ არის სოფელსა ამას შინა და ამას ექვსთა ძნიად განერება კაცი: ქუეყნიერი საქონელი უცოდველად; ხორცთა გემოვნების მიყოლა შეუბილწებლად, უზრუნველად და უბოროტოდ; დიაცთან ლხინი უჭიროდ; ხარბის კაცისა სატხოვარი უკუუწბილებლად; ავის კაცის უწბილებლად; ავის კაცის მეგობრობა მოუყივნებლად და ხელმციფის სამსახური შეუწუხებლად. არავის ქუეყანისა მარნისაგან ერთი თასი ვერ შეუსვამს, რომე სიმთვრალისაგან უშიშად მოესვენოს, და ცოდვას ამპარტავნობის საყელოში თავი არ ამოეყოს; არავის ხორცთგემოვნების მიმყოლსა ფერხთი წაუდგამს, რომე სიკუდილის მორევთა არ ჩაჭრილიყოს; არავის დიაცთან მჯდა/რსა ესრე ლხინი არ უნახავს, ჩხუბი არ ცაჰკიდებოდეს; არავის ბოროტთა კაცთა მეგობართა ბოლოდ არ დაენანოს და მოსაყივნებელი ხმა განჰფენოდეს; არავის ხარბთა კაცთაგან უკუწბილების მეტი გაეტანოს რა; არავის ხელმწიფეთ მოსამსახურეთა თავი ეგრე დაეცუას, ცოცხალი სისხლის სმის მორვისაგან გამოსულიყოსო. უთხრა:
შაირი
მეფეთა კაამყოლობა ძნელი უძნელესი მგონია,0
ვით ზღვის ღელვათა არ აჰყუეს მენავე სავარგონია,
ნიადაგ გულიშიშითა სავსე რა საკარგონია,
და რა უფრო დაახლოვდება, უფრო დასადაგონია.
შუთურბამ უთხრა:
-შენთა საუბართა აჩნია, რომე ლომისაგან გულის შესაკლებს სიტყუასა შენთან მოეწიოს, და მისგან შენსა გულსა შიშის მარცუალი დათესილიყოსო.
დამანამ უთხრა:
-არათუ ჩემთვის ვიტყვი ამასა, არცა თავისა ჩემისად შეწუხებული ვარ. მაგრამ მოყვარეთათვის ვიურვი და მისთვისვიტყვი. და ესე საზრუნავი და გულთა მტკივნეულობა, რომელი მე მომცემია, თქუენი არს და თქუენ იუწყეთ, რომე ჩემნი ამასწინანდელი სიყუარული და მეგობრობა თქუენთანა ვითარი ყოფილა, და რა საერგულო პირობა დამიცს; მასუკან ზოგი რამცა აღმისრულებია, ამისთვის ვეგარ დაგიფარავ, რომე რაიცა მოხდეს ავი თუ კაი, დასაკლებელი ანუ შესაძინელი, ყელა მოგახსენოო.
შუთურბა ამა სიტყუასა ზედა შეკრთა და მიუგო:
-საწადელო მოყუარევ და ტკბილო ამხანაგო! ამა ამბვისა საქმე მალე მაცნობეო და ჩემსა მწეობასა და ეთგულებასა ნუ დაუტოებო
დამანამ უთხრა:
-ერთმან მოსამსახურეთაგანმა მითხრა, რომე ლომსა ბედნიერს სიტყუაში მოუყუანია: შუთურბა მეტად გასუქებულაო და კართა ჩუენთა აღარად საჭიროა, დამისი ტანოანი სიცოცხლე ცუდად ვლის, და მინდა ნადირთა მისისა სიპოხისაგან ნადიმი დაუდვა და ერთსა დღესა დიდნი და მცირენი მისის ხორცის გემოვანებითა გავახაროო. რა მე მესმა, მაშინვე წამოველ მოსახსენებლად, და ჩემისა პირობისა მიუდრეკელობა დაგაჯერო, და რაიცა მეგობრობისა და სიყუარულის წესია, იგი აღგისრულო. უთხრა:
ლექსი
სწორება გითხრობ მცნებასა, რაცა მოყუასთა წესია,
გინდა ირწმუნე გინდა ნუ ჩემი სათქმელი ესია.
აწე ამისა რჩევასა ამას ვამჯობინებ თავსა შენსა ეწიო და სწრაფად პირი საქმიანობასა მიაპყრა. ნუთუ ხერხისა რასამე მოგუარებითა ამა საქმისა მორჩენისა გზა ვიპოვნოთ და ღონისძიებითა მწარისა სიკუდილისაგან განეშოროო.
შუთურბამ რა დამანას სიტყუა მოისმინა, ლომისა პირობა მოაგონდა და საგონებელთა ჩავარდა და უთხრა:
-დამანავ ლომსა ჩემზედა არა დაუშავებია რა, და მე მისი ორგულობა არა მმიქნია რა, ჩემი ფერხი მის საწადელს სამსახურზედ არ დამიბრკოლებია, და შენსა სიტყუასაცა მართლობითა და სიკეთის ნდომითა ვხედავ. ესე ესრე ჰგავს, ჩემთვისა ტყუვილი რამე შეუმზადებია ვისმე, და იგი ეშმაურისა ხრიკითა მოუცთუნებიათ და საწყრომლად და სარისხველად გაუხდიათ. მისთა მსახურთაგანი-ავთა ჩუეულებათაგანი მრავალნი არიან, და საეშმაკო სიტყვანი შეუმჭევრებიათ, და საორგულოდ ხელნი წაუყრიათ და გაგულოვნებულან. რამდენჯერაც იგინი გამოოუცდია, ცხადად ორგულობა შემცნევიათ; და ამას რა მოისმენდა და სვხისასაც მათებრ დაიჯერებდა. ამის გამო ეგონება, ავთა კაცთა მსგავსად, ერთგულნი და დაუნაშაებელნიცა ავის მოქმედნი იყუნენ. და ესევითარისა საგონებლობითა მართალთა გზანი დაიფარვიან, როგორაც იხვის ამბავი, და მისი შიში და ცთენა და გამოცდა ამა იგავის მსგავსის სახისა მანიშნებელიაო.
დამანამ ჰკითხა ეგე როგორ ყოფილაო.
შ უ თ უ რ ბ ა მ თ ქ უ ა ა რ ა კ ი
[იხვი და მთვარის შუქი]
ერთმან იხვმა კამკამსა წყალსა შინა მთუარისა სახე და შუქი ნახა, თევზსა ამსგავსა და შეპყრობა მოინება. რა ჩაიყუნთა, ვერღარა ნახა რა, მრავალჯერ ეცადა და ვერ შეიპყრა. რა ნახა, რომე მისი მოსავალი ამა ნადირობითა მწყურვალი დარჩომილიყო, და წყლის სიმაძღრითა და მრუდის გონებითა მოსავლისათვის დაქცეულსა მორევსა სინჯვიდა,-თევზისა ნადირობისაგან ერთობით ხელი აიღო, თვისი საქმე ყოველივე გაუშვა. რასც ღამესა თევზთა ნახვიდა, მთუარისა შუქი ეგონის და არღარა სდევდა შეპყრობად, და მისა დაჭირვასა აღარა ცდილობდა, და იტყოდა: ამას საცადლისა ხილი ესე იყო, ნიადაგ ჩემთა დღეთა შინა მშიერი და უმდღევარო დავარდიო.
* * *
რადგან ლომსა ჩემი ეგეგუარი უთქუამს ამისთანას საქმის გამო, მას გულთა წყენა შესვლია, და მათი სიტყუა დაუჯერებია, და ჩემიცა სხუასავით ჰგონია. მაგრამე ჩემსა და მათში ესოდენი განყოფილება არის, ვითარ ნათელსა და ბნელსა, გინა მაღლად მყოფთა ფასკუნჯთა და მიწათა შინა თხუნველთა. უთხრა:
შეწყობილი
მათს საქმესა და შენს გონებასა, ესე იცოდე სხვა რამ აძესა,
მწერალი დასწერს ლომსა და რძესა, ლომსა და რძეში სხვაობა ძესა,
ორნივ ფუტკართა მიემსგავსებით, ერთად მოსჭამენ მას მოსაძესა,
ერთს თაფლსა მისცემს, სხუას საწერტელსა მტერთა საკრავად და გასაძესა,
ორნი ქურციკნი მოლთა მძოარნი ერთსა წყალთა სმენ დღეთა სიგრძესა,
ერთი მუშკსა ყნოსს, სხვისა სისხლია, გვამსავე მოაქვს დასაბრაძესა.
დამანამ თქუა:
ნუთუ ლომისა გულთა ხერხი ამის გამო იყოს? დიდებულთა წესია, უცნობელად და გაუსინჯავად ერთსა ცუდსა და უგუაროსა მაღალთა ხარისხთა აღიყუანებს, და რომელიც გასადიდებელი და მართებული კაცი იყოს-მას უმიზეზოდ გააცუდებს და ოხერ ჰყოფს.უთხრა:
შაირი
ურმუზის მეფემ არ მნახა, მრავლად მიბოძა ნიჭია,
იეზდის მეფეს გვერდს ვახლდი. არცა თუ მამცა ხიჭია.
მეფეთ გაგება ასრეა ორს დღვილოს ადენს ფიჭია,
ღთსა მდღევარსა უმადლი პატრონსა ვითა ბიჭია.
შუთურბამ თქუა:
-ესე საქმე ლომსა ჩემთვისა დაუსკუნია, საეჭვი აღარ არის. საქმობის მაყოვნებელის ფერხი სასიარულოს შარათა ზედა დაკოჭლდების, საწადლის თუალი ნდომის პირის სახესა ვეღარ გაიცდის; რისხუასა თუცა მიზეზი აქუნდეს იგი ვედრებითა მოიცილვების, და ღთნ ნუ ქნას, და თუცა უმიზეზოდ ამიზეზებულა და მოგონების საქმითა მისი გუნება გამოცვლილა მოვლის ხელი მისგან დამოკლებულა, და მისის მოვლის საგონებელი უღონისძიებო ქმნილა. მაგრამე ტყუილსა და ცილს საზომი არ უჩანს და ვერაგობასა და ცბიერებას საზღვარი არ უდევს. რაცა ლომსა და ჩემს შუა მომხდარა, მე შეცოდება და დანაშაული არა მაქვს რა. განაღა ესე რჩევისა და წკუის გზათა გამოძიებათა შინა, ნუთუ მისი უწადელი რამე მეთქუას! ანუ წყალობასა და გასარიგებელთა საქმეთა ხანდისხან მისის სამჯობინაროსათვის მისი უნდომი რამე მომეხსენებინოს! ამისთანანი ნუთუ შეუპოვრობით და ყიფობით ჰგონია და უმორჩილობად ჩამომართუა? მაგრამ ამათგანიცა არცერთი მახსოან. ჩემგან მრავალგზის უსარგებლოდ არ დარჩომილა: სამსახური, მოწიწება, პატივი და ერთგულობა არ მომიკლია, ერთსა რომელსამე ზედა მართბეულის ნაკლებობა არ მექნას, და სიკეთე და რიგი გარდამატებით მის ადგილს მომეყუანოს. რად უნდა ერთგულობისა და წვრთისათვის გამაძოს, სწორისა და მართლის სამსახურისათვის გამოწყრეს? თქუა:
ლექსი
რა წამალი სნეულთათვის მავნებელად შეიქნების,
ავადმყოფის მორჩენისა კულა იმედი ვით იქნების.
თუც ამის გამო მიზეზთა მიკრეფს, რომე ხელმწიფობისა სიდიდისა და ქუეყანისა სიმდიდრისათვის მიწყრების, დიდთა წესთაგან ესე შორს არის, რომე ჭკვიანსა გამზრახსა არ მოუსმინოს და ორგულნი და მაფერებელნი გაიშიანაუროს. ამისთვის უთქუამთ ბრძენთა და მეცნიერთა: ზღვათა პელაგონთა ცურვა, და ბოლოგანყოფილთა გუელთა გესლთა წონა, და მეფეთა სამსახურთა შინა სიკუდილი სიცოცხლისაგან უმსწრაფლესია. თუცა მეფეთა პატივი და განსვენება ჩემზედ უანგარიშოდ მრავლობს, ესეცა ვიცი, რომე მათს სამსახურსა შინა შიში უამრავია და მწუხარება დიდი სალხინოსაგან უმრავლესია. ვიეთთა ფილასოფოსთა მეფენი ცეცხლისათვის შეუმსგავსებიათ, ამისთუიცა, თუცა მოწყალებისა შუქითა მსასოებელთა ბნელსა გაუნათლებს, აგრევე რისხვისა ალისა მიერ მოსამსახურისა სამსახურისა და ჭირნახულის კალოსა ანაზდად დასწვავს. სრული ჭკვიანი ამას ამტკიცებს, რომე ცეცხლისა ახლორე მყოფისა ზიანი უფროსი არს. ვინცა ცეცხლისა ნათელსა შორით ხედვენ, კაის ყოფასა იგინი არიან, მაგრამ ამა საქმეთა შინა გამოოუცდელნი არიან ესრე გონიათ-ყე, ხელმწიფეტაგან ამაღლებასა და წყალობასა მრავალი გემმო და სარგებელი ჰქონდეს. სწორე ესე არის,თუცა მათ ხელმწიფეთ რისხვისა და ზარისა გამოცდილება ჰქონდეს, და მის სამსახურთა მიაწევდენ და გასინჯევდენ,- ათასისა წელთა წყალობასა ერთისა ჟამისა რისხვათა არ შეუდარებენ. ამა ამბვისა სახე ქორისა და შინაურის ქათმის საუბართა ჰგავსო.
დამანამ ჰკითხა, როგორ ყოფილაო?
შ უ თ უ რ ბ ა მ თ ქ ვ ა ა რ ა კ ი
[მონადირე ქორი და შინაური ქათამი]
ერთსა დროსა ერთი მონადირე ქორი და ერთი შინაური ქათამი შესიტყუდნენ,და შუღლთა და კამათობათა შიგა ქორმა უთხრა:
-შენ იგი ქათამი ხარ, რომელი ერთსა პირსა ზედა არა დასდგები, ენა და გული სწორი არა გაქუს. კეთილობა ესე არის გონებისა წიგნისა თავსა პირობაზედ დგომა ეწეროს. სულისა სარგებელი ესე არს, და კაცობასაც იგი იქს, რომელიცა თვისისა საქმისა უსტარსა სიმრუდისაკენ მიწერად არ შეიქს. უთხრა:
ჩახრუხაული
ძაღლთ ერთგულობა არ ორგულობა ფერობით არა, მოდგმათა სჭირან
ვისცა ესენი, დიდი ეს სენი თუცა არა სდევს უკეთ ის ღირან.
ქათამმა უთხრა:
ჩემგნით რაი უპირობობა გინახავს და რომლისა სიტყვისა სიმრუდე?
ქორმა უთხრა:
შენისა სიმუხთლისა ნიშანი ესე ჩანს, რომე კაცნი შენთვის ესოდენსა წარაგებენ, შენდა დაუშრომელად წყალთა და საკენკთა მოგართმენ, რომლისაგან შენი სიცოცხლე შეწევნას ჰპოებს; ღამე და დღე გივლიან,მათის ბედნიერობით განსუენება გაქვს და როდესცა დასაჭერად მოგინდომებენ, გაექცევი და ერდოთა აფრინდები და დაიმალვი სადმეო. უთხრა:
ლექსი
პურ-მარილისა პატივი არ იცი, ვიცი ცნობითა,
შენს პატივს ევლტი რიდებით შენითა უგზო გმობითა!
მე აერთა ფრინველი ვარ, რა სამ დღე მათ შევეჩვევი და მათ ხელთა შინა ხორცსა ვჭამ, მათს პატივს გავამრავლებ და მათთვის ვნადირობ, და რაგინდ შორს ვიყო, მათისა ერთისა ხმისა სმენითა და დასტვენთა მფრინავი შემოვიქცევი და მათთან მივალო უთხრა:
ლექსი
მე გარეული ფრინველი გამგზავნოს შორასა,
რა მიხმობს მალ მოვბრუნდები, სიტყუას არ ვათქმევ ორასა.
ქათთამან უპასუხა.
მაგას მართალსა იტყვი, მაგრამე შენი მოსვლა და ჩემი გაქცევა ამისთვის ყოლე არის: შენ არაოდეს ქორი შამფურთა ზედა აგებული და შემწვარი არა გასმია, და მე მრავალი ქათამი ტაფათა შინაცა მოხრაკული მინახავს. თუცა შენ ესეთი რამე გენახა, თუცა მე ერდოთა გარდავფრინდები, შენ მთათა თხემთა გარდაიარდიო.
*
* *
ესე არაკი ამისთვის მოვიყუანე, სცნათ რომე მათ კაცთა, რომელთაცა ხელმწიფეთა თანა ახლო ყოფისა ნდომა აქვსთ, მათ მისი წყრომისა ამბავი არა იციან; და ვისცა რისხვისა გემო არ უნახავთ, არცა მოსვენებისა წილი უცთ და არცა დაწყნარებისაო. თქუა:
ლექსი
მეფეთაგან მეფის მნეთა საქმემ უფრო გამაკვირნეს,
რომ იციან მეფეთ რისხუა, სხვათ თქმად რადმცა დაუძვირნეს?
დამანამ უთხრა:
ლომი ეგების, თვისისა დიდებისა და ამაღლებისათვის შენთვის ამა საგონსა ჩავარდა, რადგან შენ მრავალი რამე ზალგიც, ხელგამომავალი ხარ და დიდა მცოდინარი, და ხელმწიფენი შემძლებელთა მომრიდანი არიან.
შუთურბამ უთხრა:
მეცა ვიცი, ეს ჩემი სიმხნე ჩემისა მოწყენისა მიზეზია, როგორაცა მარანსა ცხენსა თვისი კეთილი ტარებისათვის მიაჭირვებენ და მსხმოიარსა ხილსა შტოებითა მოამსხვრევენ, და იადონსა ტკბილხმიანობისათვის გალიათა შეაწყუდევენ, და ფარშამაგს სიკეკლუცისათვის ბოლოთა დაგლეჯენ და გაასახიჩრებენ, თქუა:
შაირი
მე შეცოდებათ გარდმექცა ჩემი სიბრძნენი სრულია,
ვით ფარშამანგსა ბოლო და მელს ბეწვი ფერად სრულია,
ჩემი სიკეთე სირცხვილით შეიქნა გაბასრულია,
თავთა გვირგვინი სპეკალთა მედგა, არ მიწა სრულია.
მართალია შეუძლებელნი უმრავლეს არიან შემძლებთაგან, ბუნებით მზაკუარნი მრავლის გზით ეცდებიან შემძლებელის უკუწბილებასა და წახდენასა და სირცხვილში ჩაგდებასა, და თვისსა ამას მეცადინობენ, მათი ყოფა-ცხოვრება სიმრუდის სამოსლიდამ გამოიყუანოს და მისანდობელნი მიუნდობელის პირითა და ერთგულნი ორგულობის სამოსლით შემოსონ და რომელიც შემძლებელი ბედსვიანობათა მარიგებელი და მიზეზი და სახმარია, ავკაცად და უნამუსოდ სახმარად გაჰხადონ. თქუა:
ლექსი
გულღრტუთა თუალნი დაბნელდეს ამოთხრით, ამოღებითა,
სიკეთე კლებად შეექნას, რომ ნახოს მალ მოღებითა.
ერთსა მეცნიერსა ამისთვის უთქუამს.
შაირი
კეთილმან ადგილს რა თავი ამოყოს, ამოვიდესა,
ბოროტმა ყია შეუპყრას მას მისსა წასაკიდესა,
ეგრე სულობას მიჰხადოს, ვერ გააწიოს კიდესა,
ვირემდი არ გააცუდოს ესრე მაგრიად სცვიდესა.
ესეცა კუალა წყალობის წესით სირცხვილის მძებნელთათვის უთქუამთ:
შეწყობილი
ვის მოწყალების თუალთ უჩანს,დამნახველია ყოელთა,
სინდიყის თუალნიც ეყარნეს, გამოსცნობს ქვა და ცხოელთა ,
მათ უწყალოთა უშიშთა ღთისაგან შეუპოელთა,
აბრეშუმს მატყლად სახელ-სდებს, ხმელსა დაარქუამს სოელთა.
დიდთა წესისა სიქუჰელე, ყოვლთა კეთილთა მპოელთა,
ბოროტთა კაცთა სიახლე მსგავს არს ეკალთა მძოელთა.
დამანამ უთხრა:
-ეგე ეგრეა, ავისა და ორენა კაცის წესი და სანდომი ეგე არს, მაგრამე თქუენისა თავისა მოვლასა ვითა აპირებთო? შუთურბამ უთხრა:
-თუცა ღთსა არ გაუწირავარ არარა დასაკლისი შემემთხვევაო, და თუცა ღთის მიშუქება მათსა ხრიკსა და ხერხთა შეეწევა, და არა საცადლითა მისი მოცილება არ იქნებაო. უთხრა:
ტაეპი
თუცა ღთსა გაუგიაა, არ მომშორდეს არად არად.
დამანამ უთხრა:
-ჭკუისმყოფელმა კაცმან თვისი შორითგასინჯვა, მართებს, წინ წაიმძღუაროსო, თუარა, რომელიცა თუისისა საქმისა საფუძველი ჭკუათა ზედა არ დაამტკიცა, ვერასა სამარჯოსა ვერმოიმარჯვებსო.
შუთურბამ უთხრა:
-ჭკუა ესეთსა საქმეთა შინა მოიხმარების, თუცა მოსავალისა მოვლენისა ბრძანება არა განგებულ არს: ესეთსა ჟამსა ხერხისა მოვლა იქნება, რომე მისი პატიოსნობა სიმტყუანითა არ იავარ ყოს, თუარა ღთის ბრძანებასა არცა ხრიკი და არცა ღონისძიება არა შეემართება რა, არცა სარგებელი აქუს: არცა ვინ ზეგარდმო საბრხედარწყმულსა რჩევითა და ხერხით განრომიაო. თქუა:
ლექსი
რა გამგებელისა მიერ ცეცხლი აღეგზო, ალები.
ყოველს ცდასა და რჩევასა გონი დასწუას და თუალები.
ნუთუ ცისა და ქუეყანისა შემოქმედმა ღთნ ერთი ესეთი რამ მოახდინოს, ანაზდეულითა მოწყალებითა ბოროტად მხედველთა თუალნი დააბრმოს და დააბნელოს, რომე მორჩენის გზამა ესე მწუხარების თქმულობა გაატაროსო. თქუა:
ლექსი
რა რომ გამგება მოვიდეს ღთისაგან მოვლინებულად,
ყოველი მეცნიერება დაბრმავდეს დაყრუებულად.
არამც შენ მეწალკოტისა და ბულბულისა ამბავი არა გასმოდესო?
დამანამ ჰკითხა, როგორ ყოფილაო?
შ უ თ უ რ ბ ა მ თ ქ უ ა ა რ ა კ ი
[მეწალკოტე და ბულბული]
სახედ დაუცთ: ერთსა მეწალკოტესა წალკოტი ჰქონდა ფრიად შუენიერი, ერმისა საშროშნესა გუანდა. მისი აერი გაზაფხულისა ნიავსა მაშუენეობასა მისცემდა, შაშპართა სუნელობა სრულობით გარდამატებით საყნოსელთა ფშავთა მიუძღოდა.
შაირი
საშროშნე, ახალ ჭაბუკებრ, ბრწყინვალედ აყუავებული,
ვარდი ვამსგავსო ბაგეთა, წყლად უკუდავება ცხებული,
მაზედ ბულბული მყეფარე, სალხინოდ გაშმაგებული,
ვარჯთა ნიავთა სუნნელთა მომღებად არ მოკლებული.
ერთსა მისსა მწვანიანსა კუთხეთა ერთი ახალი ვარდი იდგა, გულის სანდომის შემწის ნერგის სიახლე, და მის აღმატებული სიხარულის ხის უმდიდრე, დილითი-დილად ფერად-ფერადა ჰყუაოდა. გულის მომტაცებელს სათუთის შუენიერის პირთაებრ და ვერცხლის გუამოვნად იასამანის სუნელებათა ფშოდის. მეწალკოტე მას ორთა ფერთა ვარდთა ზედა იხარებდა და იტყოდა.
ჩახრუხაულსა
ვარდი ბაგითა გულთსადაგითა, არ ვვიცი, ჩურჩნით რასმე უბნობდა,
ბულბულსა ხელსა ჭირ არ ერთხელსა ვითა მეშლიდა ვითა აძნობდა.
ბებაღე ერთსა დღესა, პირველის წესისაებრ, ვარდის ნახვად მოვიდა. მაზე მჯდომი ერთი მტირალი ბულბული ნახა, ვარდისა პირთა პირსა აკონებდა და ოქსინოიანთა ფურცელთა მომახულითა ნიკარტითა ჰკრეფდა.
ლექსი
ვით ღვიბო, ვარდი ბულბულსა დაათრობს, გაახელებსა,
ჭკვასა და ცნობას მოსტაცებს აროტვებს, ვით ნაცხელებსა.
მეწალკოტემ რა ვარდისა ფურცელთა დაძვირება იხილა, სიწყნარისა საყელო სიჩქარისა ხელითა დაიპო, და გულისა კალთა ღვიძლისა მკერავისა უღონობასა ზედა გარდაჰკიდა, და ვარდისა მოშორვებისა ალითა მეორეს დღეს ეგრევე ნახა.
ტაეპი
დაღი დაღზედა დაისვა, გლახ გული დაიდგა მან!
მეორეს დღესც ნახა, ბულბულსა ნიკარტითა ვარდი დაეკოდა.
ტაეპი
ვარდის ფურცელი ეკალი გახშირებოდა ეკალი.
ბულბულმა მეწალკკოტესა მკერდისა ქავილი აუჩინა და მებაღემან ბულბულსა საცთურის მახე გაუჩინა, ხრიკისა საკენკითა მოინადირა და გალიათა დილეგთა შეაწყვდია.
უგულო ბულბულსა ზორაყისაებრ სალაპარაკოდ ენა ააუბნა და უთხრა:
ეჰა, პატიოსანო! საპყრობილესა რომლისა მიზეზისათვის შემსვი? რომლისა შეცოდებისათვის ესეთისა ტანჯვითა დაგიბამვარ? თუცა ჩემისა ტკბილისა სტუენისა სმენა გსუროდა, არა ჩემი ბუდე შენთა წალკოტთა მედგა და დღე-ყოელ ჩემთა სახლთა ვლხინობდი? შენთა სავარდეთა მიდამო ყოფისათვის მიყავი, ანუ სხუაი რამე იგავი დაგიცს? რაცა გულითა გაგიზრახავს მაცოდინეო.
მებაღემ უთხრა:
ლექსი
ვირემდის მაწყენ, მოყუასო, ნუმც გაქუს დღეთ სიგრძენია,
მანამდის პირთა დაგბურავ ცხვირთა წაგუარდეს რძენია.
არა იცი ჩემთა სარგოთა დღისათვის რაი შეგიმთხვევია? მე საწყალობელი ჩემის საყუარლისა გაყრითა რამდენჯერ დაგიწუავარ. ეგეთისა საქმისა მოქმედსა ესეთი საპასუხე უნდა, რომე შენცა შენს სახლსა და საყუარელთა მოგაშორვე, და შექცევისა შვებისა და მხედვარეობისაგან გასულხართ და დილეგთა კუთხეთა სტირ. მეცა გაყრისა მწუხარებასა მრავალგზის შეუპყრივარ, და საყუარლისა მოშორვებისა სირჩისა ნაჟური დამიჭაშნიკავს, და უნახაობის ბნელთა სადგომთა შინა ცრემლი მდენიაო. უთხრა:
ლექსი
ბულბულო გურინთა მეტყოდე შენსა მოყუასსა მწარეთა,
ორთავ სატრფოსა შორს მყოფნი ცრემლით მოვრწყვიდეთ არეთა.
ბულბულმა უთხრა:
აჰი, აჰი, ამა შაირობასა გაეყენე და ესე განიგულე, რომე რავდენი სულნი შეგიწუხებივართ და ესოდენსა ჯურუმთა გვახდევ ერთისა შენისა ყუავილის გამო. აწე თავისასა რასა იგონებო? უთხრა:
შაირი
სოფელი ბრუნავს, იცოდე, დავალს სახითა ჭრელითა,
მაშა, ხამს ცნობა ავ-კარგთა ივაჭრო სავაჭრელითა.
კეთილთა მიხვდეს კეთილი გულით ველს გაუჭრელითა,
ბოროტის მქნელი არ დარჩეს ლახვრითა დაუჭრელითა.
ესეგუარმა სიტყუამან მეწალკოტისა გული მოალბო და ბულბული გაათავისუფლა.
ნააზატევმა ბულბულმა უთხრა:
რადგან შენ ჩემზე სიკეთე ჰყავ, მისი სანაცვლო მეცა მმართებსო, და ასწავლა: რომლისა ხისა ქუეშე სდგახარ, ერთისა ჭურჭლითა ვერცხლი ჰფლავს, მოითხარე, ამოიღე და ნებისაებრ იხმარეო.
მებაღემ თხარა, პოვა და სცნა ბულბულისა სიტყვისა ჭეშმარიტება, და უთხრა ბულბულსა.
-ესე გასაოცებელი არსო; მიწათა ქვეშე ჭურჭელთა დაინახავ და მიწათა ზედა მახესა ვერაო!
ბულბულმა უთხრა:
-თურე შენ ესე არ იცი და არცა გასმიაო?
ტაეპი
განგებით მოსულს საქმესა კაცი ვით შეეყბედისა.
თუცა ღთის რისხვისა ბრძანება ქუეყანად მოიწიოს, ყოელთა მხნეთა მხედვართა თუალთა ჩენანი გაურეტდეს, და ვერამან ბრძენმა და მეცნიერმან რჩევისა სარგებელი ვერა პოონო. თქუა:
შაირი
განგებით შენაწმასარი ხელით ვინ შექმნა ნაცარი?
სადაღა ევლტი, ყოელგან ღთის განგებაა ნაცარი,
სხვასმცა რასა იქ, ინანდე, თავსა დაისხა ნაცარი,
მან მწყლა და მანვე განჰკურნოს მისთა შაშართა ნაცარი.
*
* *
ესე არაკი ამისთვის წარმოვსთქვი, რომე ესე გამოჩენით დაინახო. მე ზეგარდმო მომავლისა მეპირისპირე არა ვარ, და არცა ამის მეტი შეიძლება მაქუს. ყოელი ღთისა ნებასა ზედა მიმინებებია, და თავი ღთისა ბრძანებათა ზედა დამიცს, და არცა სხვაი რამე მაქვსო. თქვა:
ლექსი
ჩემი წადილი მისგან არს, მე მიწა ვარ და მტვერია,
რაცა გაეგოს ჩემზედა, მისის ნებისად მჯერია.
დამანამ უთხრა:
-შუთურბავ, რაცა მე შემიტყვია, მართლობით ესე არს: რაიცა ლომსა შრნთვის საგონებელთა მოოუღია, არცა მტერთაგან შესმენით არის, და არცა შენისა მრავალშემძლებელობის გამო, ანუ მისი საწყენი გექნას რამე. მაგრამე მისი საქმე ესე არს, ერთსა პირთა ზედა არა დადგების, შეუცოდებელსა შეცოდებასა შესწამებს. იგი ერთი უწყალო და უსამართლო, ავგული და ეშმაურობის მოყუარეა. პირველად თვისისა ლხინისა ალერსითა სიტკბოებისა სიცოცხლესა მისცემს, და ბოლოდ, მის ნამსახურთა სიკუდილისა სიმწარეთა შეაბამს, მისა მსგავსად, რომელი გუელი არს გარეგან წრელი და შვენიერი, და შინაგან უკურნებელისა გესლითა სავსე, რომლისა ნაკბენსა ვერა თერიაყი ვერასა მარგებელ ექმნება. უთხრა:
ჩახრუხაული
მსგავსია დევის, ჰქონან ბადე ვის, ხერხითა სრული ტყუილით სავსე,
სიმშვიდის მოცდა არ გაუოცდა, წყალობა, სიწრფო სრულად და სავსე.
შუთურბამ უთხრა:
წყალობისა მოწყალებისა და სიტკბოების ჭაშნიკი მინახავს, აწ შაშართა კრვისა და უდიერის ჟამი მოწევნულა. ერთხანად ლხინითა და განსუენებითა მომივლია, და აწ ჭირისა ურვისა და მოწყენის დროაო. თქუა:
ლექსი
ჰე, გულო, ერთხანს სიახლის მოსძოე გემოვანება,
აწ გაყრის ჭირსა დასჯერდე, სოფელს ეს შეეგუანება.
თუარე, მართლა სიკუდილსა ჩემი საყელო შეეპყრა, რა რომე მე ამა ტყეთა მოვმართე,თვარა მე ვინა და ლომთან ლხინი! რა ერთსა ვისმე ჩემზედა ძლიერება მეტი ჰქონდეს და ხორცი ჩემი საჭმელად ერგებოდეს, ხამდა მასთან ათას თოკმობმული თრევითაცა არ მოვყოლოდი, და მრავალი ხერხი მეცადა, მისსა დილეგთა არა შევარდნილიყავ, თქუა:
შაირი
დაბალმა ვითარ შეჰკადრა მაღალსა პირის ნახვანი?
შორაც დიდ იყო გამევლო გონებად მისი ზრახვანი.
მაგრამე ღთის განგებამ და დამანვ შენმა მაცთურობამა მე ამა სასიკუდილოს მორევთა შემაცურვა. აწე ამა საქმისაგან გამოსარკვევი რჩევის ხელი მოსავლელად დამოკლებულა. ამა საუბრისა მხიარულობის ბოლო მოწყენა არის. გულხარბთ საწადლისა ხმიანობასა, მოჩხუბართ აღებ-მიცემასა ესეთი ცეცხლი ჩემთვის აუგზიათ, და ჯერეთ მისი კუამლი ვერა მომწდომია, და ზრუნვისა და ნავღლის სიცხითა დამწვარვარ. თქუა:
ტაეპი
მევე უყავ თავსა ჩემსა, ჩემი ბრალი ვის ვაბრალო?
ბრძენთ უთქუამს, ქუეყანათა ზედა რომელიცა მისის საზომის წესსა არ დასჯერდეს და ნამეტნავი მოინდომოს, მას კაცსა ჰგავს, რომელი ალმასისა მთასა შეხუდეს; და ალმასთა დიდ-დიდნი ნაკუეთნი მის მთის პირსა ეყაროს, და მან კაცმან მრავალი საგონებელი შემოიკრიბოს და ახლორე რა მივიდეს საწადელისა აღსასრულებელთა ადგილთა, და გარე შექცევა გაუძნელდეს ალმასთ ნატეხთაგან ფერხთა დაჭრითა; იგი გამოუკვლეველის მოგონებასა შინა დაფლვითა, რა რომე უწინვე არა გამოიძია, რომე გამობრუნვების გზა საჭირო იყო, და ესევითარისა სიხარბითა მუნვე მოკუდაო. თქუა:
ლექსი
უზომოს ნდომა საქმესა წაახდენს გააცუდებსა,
ზომიერება საწუთროს ედემსა ზე დაუდებსა.
დამანამ უთხრა:
-თქუენი სიტყუანი მეტად მოსაწონია. რაცა ავი კაცსა დაემართება, ყოველივე სიხარბისაგან იქნების. უთხრა:
ლექსი
ხორცს დასვრის, სულსა დაუწვავს, სიხარბე-ანგარებანი,
ძმათ მოაძულებს საყოლთა, რაცა ჰყავს ან გარ ებანი
ვისიცა ქედი სიხარბისა საქმითა გაზქელდების ბოლოდ შერცხვენისა ხრმლითა მოიკუეთების; ვისაცა თავსა შინა სიავე და უგუნურება დაემკვიდრების და დაიადგილებს, მერმე გაცუდებული მიწათა ზედა დაითრგუნების. მრავალი კაცი სიხარბის ნდომითა და უბადოსა იმედითა დაგლახაკებულა, სარგებლის ხალისითა სულისა გამწირავი სიკუდილის მახესა გაბმია, რაგუარადაც მას მონადირეს მელის შეპყრობის სიხარბითა ვეფხვის ჭანგითა ძარღვი საყნოსლით აღმოსწოდაო.
შუთურბამ ჰკითხა, როგორ ყოფილაო?
დ ა მ ა ნ ა მ თ ქ უ ა ა რ ა კ ი
[მონადირე.მელი და ვეფხვი]
ერთსა დღესა ერთი დია ცქვიტი მელი მინდორთა შიგა ჩქარად ვიდოდა, ხლტოდა და ყოვლგნით ცაქცაქებდა. ნახა მონადირემან ვინმე და მისი ბეწვი დია მოეწონა, და ძვირად გასყიდვას იგონებდა. სიხარბის ძალმა ამა იმედზე დააყენა, რომე იგი შეეპარა.რა მელმა კაცი ნახა, სოროთა შიგა შეიჭრა. მონადირე უკან მიჰყვა, მისი სორო პოვა, და სოროთა პირსა ერთი ორმო ჩაუთხარა და ზედ კაჭაჭი წაბურა, და ზედან მძორი რამე დაუდვა, და იგი შორი-ახლო მოფარებით დაუდგა. მის მელის ამ საქმით დაჭერას ელოდა.
მელი სოროთ გამოვიდა და მის მძორის ნათრევის სუნვით მოჰყვა, ორმოსა პირსა მოადგა. რა მძორი ნახა, თქუა: ამა მძორისა სუნის ნდომა საყნოსელთა ესუნელება, მაგრამე ჭირისა სუნი ჩემთა ცხვირთა ეცემა! რა ჭკუათა უფალნი ერთისა რისამე ახლორე შიშსა გულობდეს, არა მივლენ მუნ: მცოდინარეთა რომელსაცა საქმეთა შინა საჩხუბარი რამე გულვებიათ აღარა უქნიათ.
ტაეპი
სად ევლოს ძნელი წრენია, შიგა ნუ შეესწრენია.
აზრი იკრა და თქუა: იქმნების აქა ნადირი რამე მომკუდარიყოსო, და ესეცა ქნილა, მის ქუეშე საბრხე რამე შეემზადოსო? ყოელთა საქმეთა ზედა სიფრთხილე უმჯობესიაო. თქუა:
შაირი
რა ორი საქმე მოგადგეს საჭირო მოსაგებელი,
არა იცოდე რა ხამდეს საქნელად შეუგებელი.
რომელსაც ჭირი და შიში მოსდევდეს გაუგებელი,
იგი განაძე შენ დარჩე ლახვართა დაუგებელი.
მელი ამ რჩევაზედ დაემტკიცა, და მის მძორისაგან ხელი აიღო, და სიცოცხლის გზაზედ გაირბინა.
ამაზე ერთი მშიერი ვეფხვი მთით ქუე ჩამოვიდოდა, მძორისა სიმყრალე ესუნა, მიიჭრა და მას ორმოსა ჩავარდა. რა მონადირეს ორმოს საფარის ჩაქცევისა და შიგა ჩავარდნის ხმა ესმა, მას მელის ჩაჭრა ეგონა, მეტის ნდომით სირბილში ფეხი შეუცთა და თვითაც ორმოთა ჩავარდა. ვეფხვსა მძორისა მაცილებელი ეგონა შეება და უპე გაუპო.მონადირე სიხარბითა და მეტის ნდომითა სიკუდილის საფრთხეთა გაება. თვისი სიხარბის მოკვეთითა და ცოტას მოთმენითა მელი ჭირისა და ვაებისაგან გადარჩა.
*
* *
ამა არაკისა სარგებელი ესე არს, რომე კაცმა უნდა იცოდეს-სიხარბე და შური და ქიშპობა თავისუფალსა მონად და ნასყიდად შეიქს. თქუა:
ლექსი
რა ქუდი თავსა დაირქუა, ნამეტური და მძიმენი,
უცილოდ თავსა გატკინებს შეგექნას დასამძიმენი.
შუთურბამ უთხრა:
დავაშავე რადგან რომე პირველად ლომისა სამსახურთა შინა შეველ და უწინე არა გამოვიკითხე, რომელ მას სამსახურისა პატივი არა სცოდნია. ნათქუამია, ესეთსაკაცსა თანა ლხინი, რა შენი არძანგი არა იცოდეს, და ესეთისა მეპატრონისა სამსახური, რომე ვერა შეიტყოს და არ გასინჯოს, მასა ჰგავს,მოსავლის იმედნეულმან კაცმა თესლი მლაშეთა ადგილთა და კლდეთა ზედა დათესოს; გინა შობითგან ყრუსა სამხიარულო და კაი ამბავი უჩურჩულო, გინა მდინარესა ზედა ლექსები დასწერო, ანუ ხმელისა ქარისაგან წვიმა მოინდომო. თქუა:
შაირი
მეფეთ პირობის მოქენე, ვაიმე ცუდად შურებიან.
სოჭისგან ხილს ვინ მოისთლობს, საჩრდილოდ ემოყურებიან!
ძეწნი არ იქცეს ლერწამად, ვისგან შაქარი დნებიან,
გეონით რწყვიდე ნიადაგ ნურა გეიმედებიან.
დამანამ უთხრა:
ყოელი საუბარი დაუტევე და შენისა საქმისა სარჩევი წინა დაიდევო.
შუთურბამ უთხრა:
რაი ვიღონო და რაი ვიხერხო? შენ უბნობ, მე ლომისა გუნება შემიგნიაო, შენის ცოდნისა და ხელგამომავლობისათვის შენს გაცუდებას ცდილობსო. აწე რადგან ესრეა, ჩემის სიცოცხლისა სასწორისა უღელი გაცუდებისა პერსა სჭვრეტს და ლოღარიკისა საკიდებელსა. ესოდენთა უწყალოთა და ხერხიანთა და უსამართლოობისა მოქმედთა ზურგი ზურგისათვის მიუყრდენიათ, და ხელი გაუბამთ, რომელსაცა შეებმიან, ყოველსავე ზედა მრე იქმნებიან, და მტერთა ფერხით დააგდებენ, რაგვარადაც მგელი, მელი და მაღრანი ერთისა აქლემისა სიკუდილზედ შეითქუნეს, და თვით მათსა წადილსა და ნებას ეწივნენო.
დამანამ ჰკითხა, როგორ ყოფილაო.
შ უ თ უ რ ბ ა მ ა ნ თ ქ უ ა ა რ ა კ ი
[მაღრანი, მგელი, მელი და აქლემი]
უთქუამთ ერთი მაღრანი თუალგიშერი და ერთი მგელი ჭანგმახვილი, და ერთი მელი ხერხითა სრული სამნივე, ერთისა მონადირისა ლომისა თანა იყოფებოდეს. მათი საბუნაგო ტევრი ერთსა შარათა ახლორე იყო. ერთსა მოგზაურსა აქლემი დავარდნოდა და მას გზასა ზედა დაეტევებინა. მან აქლემმა აქა-იქ ძოვნით მას ტყეთა შინა მიაწია. რა ღონე მოიცა, მოლთა ძოვნად ვლიდა, ესეთსა გზათა მიხვდა, მას ლომსა თავსა წაადგა. სამსახურისა და მორჩილებისა კიდე რაღასა გააწყობდა! გამწყრალმა ლომმა მუნ მისვლა გამოჰკითხა, და რა ყოველი შეიტყო, ჰკითხა: დასდგები, თუ აგრევ წახვალო? აქლემმა თქუა:
ლექსი
თუ ამას წინათ ჩემს ხელთა იყო ჩემივე ნებანი,
რა თქვენა გნახე, დამვარდა თქუენ წინა აქუან დებანი.
რასაცა ხელმწიფე ბრძანებს, მისისა მონისა რჩევაა ის დამყკიცდებისო.
ტაეპი
თქუენ უკეთ იცით ყოელი აწ ჩემგან უკეთესები.
ლომმა უბრძანა:
-თუცა გნებავს ჩემთა საბრძანებელთა შინა ყოფა, უშიშად და მშვიდობით იყაო.
აქლემსა დიდად იამა და მას ტყეს შინა დადგა, და რა მოისვენა და ჟამი გამოხდა დია გასუქდა.
ერთსა დღესა ლომი ნადირობად განვიდა, და სვლასა შინა ერთსა აღბორგვებულსა პილოსა შეხვდა და ბრძოლა შეექნათ. ლომი მრავალს ადგილსა დაიკოდა, და მისსავე სამყყოფთა გამობრუნდა, მტირალი და მძიმედ დაკოდილი ერთსა კუთხეთა დავარდა. მგელი მელი და მაღრანი, რომელნი მისის ნასუფრალითა გამოიზრდებოდეს, უმდღევრო დარჩნენ. ლომსა მათ ზედა რა ხელმწიფური წყალობა და მოწყალება უზომოდ მეტი ჰქონდა, რა იგინი ეგრე შეწუხებულნი ნახა, შეწუხდა და უბრძანა:
თქუენი ესედენი ნაღველი ჩემისა ჭირისაგან უმწარესიაო. ამა ახლომახლოსა ტყეთა ერთი ნადირი მომმიდარაჯეთ და მითხარით. მე მივალ და თქუენ სადილს გავარიგებო.
იგინი ლომის სამსახურით გამოვიდეს და ერთსა ადგილსა დასხდენ, და ერთი მეორეს ეტყოდა.ამა აქლემისა ყოფა ამა ტევრთა შინა ჩუენთუის რა სარგებელიაო? არცა რას ხელმწიფეს რასმე ემატებისო, არცა ჩუენი საარშიო რამე არისო. ამას ვეცადოთ რომე ლომი ამაზედა დადგეს, და სამსაოდე დღესა ხელმწიფემა მძორთა ძებნისა და საცოხნელთა ნდომათაგან გაისვენოს, და შუენცა ჩვენ გუარად ვისარგებლოთო.
მელმა თქუა:
-მაგასა საქმესა ნუ გაიზრახავთ, რადგან ლომსა მისთვის პირობა დაუცს და მისსა სამსახურსა ქუეშე დაუდგინებია. ვინცა ხელმწიფეთა მისსა მინდობილსა ზედა გაარისხეს და პირობისაშეცვლასა ზედა შეაგულიანებს, ორგულობა არის, და ორგულობა ყოველსავე საქმესა ზედა ბოროტი და წასაწყმედელია, და ღთი და კაცნი მისთვისა კეთილსა აღარას იქმნაო. თქუა:
შაირი
მუხლთასამისი სიმუხლთე უფროსად მასვე ავნებსა,
გულითა რჯულად არა დგას, რა მიჰყოლია ავ ნებსა,
პირობის პირით დაბეჭდა ცუდსა არ გაამჟღავნებსა,
და კაცთა რიოში გონება სრსვილურად ააქავნებსა.
მაღრანმა თქუა:
-ესე საქმე ერთისა ხერხისაგან ლიდე არა იქნების, რომე ლომისა პირობისა გატეხა არა მოჰკდესო. თქუენ აქა მელოდეთ, ვირემ მოვიდოდეო.
მივიდა ლომთანა და წინარე წაუდგა. ლომმა ქკითხა:
-ნადირი დაზვერეთ სადმეო?
მაღრანმა მოახსენა:
-არც ერთსა შიმშილითა თუალთა არ გვიჩანს და დაძვრის ღონე არა გუაქვსო. ერთი სხვა საქმე მოგვიგონია, და თუცა ხელმწიფე ბრძანებს, ყოველნივე მოვისვენებთ და საზრდელიცა გაგვიმრავლდებისო.
ლომმა მოახსენა:
-სირყვა გამომიცხადე, რათა მისი სახე გარჩევით შევიტყოო.
მაღრანმა მოახსენა:
-ესე აქლემი ჩუენი უხმარია და არც არად სხუად გამოსადეგია. ესეთსა გაჭირების დღესა კაი ნადირი გაურჯელად ხელთა გუყავს და მახესა შინა გვიბიაო.
ლომმა უწყია და თქუა:
-ამა დროსა მიწასა რაი მოაქვს, ამხანაგთა ზედა ავისა და ბოროტისა მეტი არა უმდათ რა, და კაცობის რიგსა და მოწყალებისა გზასა ანაზდეულად ერთობით ხელით გაუშვებენო.თქუა:
შაირი
ამჟამად კაცთა მინდობა ამხანაგთაგან ძნელია,
საწადლის პირთა გამთავე საქმით არა ჩანს მქნელია.
რომელიც მშვიდიგგონია, იგ ხერხთა მომფენელია,
და მუცლის ლხინად და ნადირად უჩანს საქმენი ბნელია.
პირობის გატეხა რომელსა რჯულისა შინა განწესებულა, და შეხვეწებულისა კაცისა სიკუდილი რომელს ქვეყანასა და რომელსა ტომსა შინა ქნილაო? თქუა
შაირი
რა ნერგი დარგო მოქმედმა, შენით ამაღლდეს იხაროს,
ნაყოფი მოგცეს კეთილი მღილით აროდეს იხაროს,
რტოთ მოსატეხად შენგანვე მოზიდვით ნუმცა იხაროს,
მაშენებელი მაოხრე ხნარცვსა შთავარდეს იხაროს.
მაღრანმა მოახსენა:
-მე ეგოდენი ცოდნა არა მაქუს, მაგრამ მასმია ბრძენთ ნათქუამია: ერთისა სახლის ჯალაბის დახოცასა ერთისა კაცისა სიკუდილი უმჯობესიაო, და ერთისა უბნის მოწყუედასა ერთისა სახლისა სჯობსო, და ერთისა ქალაქისა მოსვრასა ერთისა უბნისა უმჯობეაო, და ხელმწიფის წახდენასა-ერთისა ქალაქის მოოხრება უფრო დაუსაკლისიაო. ამისთვის რომე, თუცა მეფე კეთილად ცხორებს, იყლიმისა მოვლა ძალუცსო. და პირობის გაუტეხელობისაცა საქმე რამე მოგუარდების, რომ მისის მიზეზისაგან უბრალო იყოთ, და თვისი თავი მანვე მოგართოსო.ლომმა თავი დაჰკიდა. და მაღრანი თვისა ამხანაგებსა თანა მოვიდა და უთხრა.
-ესე ყოველი ლომსა მოვახსენე. პირველად მიწყინა და მერმე აღარა თქუა რაო. აწე ამას ვარჩევ: ყველაკანი აქლემთან მივიდეთ, რადგან ამა ხელმწიფისა სვესვიანობითა ჩუენი ჟამი და დრო მხიარულად მიგუყავს, და დღეს ესეთი გაჭირება აქუს, მაშა ჩუენთა ნამუსთა რაი საკადრისია, ჩუენი თავი და სული და ხორცი მას არ ვანაცუალოთ, და ესეთი სასირცხო საქმე თავს დავიდვათ და პირისწყალსა განვეყენოთ? ესე გუმართებან-ყე: ყუალანი ლომსა ვიახლოთ, და მისგან მრავლის წყალობისა და საბოძვრის მადლი მოვახსენოთ და სხვა არარ შეგვიძლია, და ჩუენი სული და ხორცი ხელმწიფისათვის გვინაცუალებიაო. და თითომან ესრე მოვახსენოთ: დღეს სადილი ხელმწიფემ ჩემით იამოსო, სამთა ამათ რა დავასრულოთ, და რა აქლემმა მოახსენოს, მისი საქმე გავაგოთო.
ესე პირი დაასკუნეს და სამნივე აქლემთან მივიდნენ და ესე საქმე ყოველივე ზაკვით უთხრეს,მას რადგან გული წრფელი ჰქონდა, ეშმაურობისა ხრიკითა შეაცთუნეს და რა მათი სახერხო წერილის ამოკითხვა დაასრულეს, ლომსა თანა მივიდნენ.
მაღრანმა საქებელი ენა ააუბნა და თქუა:
ლექსი
მეფეო. ღრთნ გიბოძოს მშვიდობა დღეთა გრძელობა,
სიმრთელე მოუკლებელი, ჟამთა და ხანთა ძველობა!
ჩუენი მყოფელობა ხელმწიფისა სიცოცხლეთა რტოთა დამოკიდებულა. აწ ესეთი საჭირო ჟამი მოჰხდენია, ვევედრები ხელმწიფესა, თუცა ჩემისა ხორცითა ძალისა ღონე მოეცემის, მე თავი გამიწირავს და ჩემთა ხორცთაგან იგემოსო.
მათ სხუათა ამხანაგთა დაასწრეს და უთხრეს.
-შენისა შეჭმითა რა სარგებელი გამოვა, და შენის ხორცითა ვინ გაძღებაო!
ტაეპი
ამასცა რადღა ჰგონია სხუათა ნაწილთა ქონება?
მაღრანსა რა ესე ესმა, თავი დაიდრიკა და უკუდგა,
მელი წადგა და მოახსენა:
ლექსი
ჰე მეფეო! ნუ მოგნახოს სიკუდილისა მოციქულმან,
შენთა ფრჩხილთა მოარიდოს ჟამთ ნაწერთა დასასრულმან.
მრავალი ხანი არს ჩუენთა მაცოცხლებელთა ჩრდილსა ქუეშე თქუენსა მზისა სიცხისაგან განსვენებით და მშვიდობით ვიმყოფებით, აწე ამა ჟამსა თქუენთა მეფობისა მზესა რა მთოარე მოსაკლებელად აღფარებია, რომე სვეთა აღმაორძინებელმან ვარსკვლავმან ჩემისა საქმისა ცისაგან იქუხოს, მე ერთ ლუკმად მიკმაოს, და საუზმის საგონებელი ამით დაუტეოსო.
სხვანი ამხანაგნი წადგეს, უთხრეს.
-რაცა მოახსენე ყოველივე სხმარი და მართლისა თუალით კეთილად სახილავია, მაგრამ შენს ხორცსა სიმყრალეცა და მაწყინარობა აქვსო, და ამით არ იქნება არამც ხელმწიფეს აწყონოსო და სნეულობისა მატოსო.
მელი დადუმდა და მგელი წინარე წადგა, და ენა დაძრა და მოახსენა:
ჩახრუხაული
ეჰა, მეფეო! გკადრებ მყეფეო: ღმერთმან ყოვლის გზით ნება მოგაპყრას,
მტერთა ომისად, მძლედ საზომისად, ვითა ნადირი ხელთა დაგაპყრას!
მეცა ჩემი თავი ხელმწიფისა ჭირთათვის შემიწირავს. ჩემი საწადელი ესე არს: ხელმწიფემ ჩემს ხორცთა ზედა მხიარულად და განცხრომით თვისი კბილი გაძრასო.
მათ სხვა ამხანაგთ თქუეს:
-ეგე მოხსენება ერთგულობის გზაა, მაგრამე შენი ხორცი ხუნაგგისა ამშლელია და მაწყინარი და მოუნელებელი და ასპიტისა გესლისაგანცა უძნელესიო. და მგელმან ფერხი უკურე დგა.
ყელგრძელმან აქლემმა თავხედობითა გონების აღვირი გაწყვიტა და სიტყუა დაიწყო, და ქებისა შესხმასა უკანის თქუა:
ლექსი
რომელმან ცანი კარავად მაღალმა დართნა მზიანი,
კარნი განვიხვას მეფეო გასამარჯვებლად გზიანი,
მე ხელმწიფისა წინაშე ვიყოფები, მათი სვესვიანობისათვის მომიმართავს: თუცა თქუენისა სამზარეულოთა ვეკადრები და თქუენთა ტაბლათა მოვიტანები, სულიცა საკუდავად არა მეწყალვისო! მოახსენა:
ლექსი
ვირე ცოცხალ ვარ, შენს კარსა არ მოვშორდები ნებითა,
სულიც არა მშურს საკუდავად მოცემად მითქვამს ცნებითა.
სხუათა მათ მოყუასთა უთხრეს:
-სიტყუა ეგე შენი ტრფიალებისა და ერთგულობისა გამო არს, და შენი ხორცი- ყოველთა მჯობი და მეტად გემრიელი და მაშვნე და ხელმწიფისა ჭრილობისა მარგე. შენიმცა უხობა გაძლიერდების, რადგან შენი დიდი სული არ შეიწყალე და ამით რაოდენი სახელი და ქება ხმელეთთა მოჰფინეო!
უთხრეს:
ჩახრუხაული
უნჯთა და ლართა ვერცხლისა ძალთა გამცემნი კაცნი ბევრ ათასობენ,
შენ სჯობხარ სრულთა, რომ გვიძღვნბი სულთა ყოვლნი ნაქებნი შენთან ნასობენ.
და ამა სიტყვისა დასრულებასა ზედა აქლემი სასიკუდილოდ მოიცვეს, და იგი რაღასა იტყოდა, და უწყალოდ დაბალთეს.
*
* *
ესე არაკი ამად მოგითხარ, სცნა, რა შურისა და ხერხის ჭურჭელი გასრულდება, არ იქნების, მის გამო ერთი არა მოხდეს რაო.
დამანამ უთხრა:
მეცა მაგის მორჩენისათვის გეტყვი, შენცა გონებად ჩაჰხეო.
შუთურბამ უთხრა:
აწე ჩემი გონება სარგებლისაგან უნაყოფო ქნილა. აწ ბრძოლის, ომისა და რკინებისა და შეჭიდების მეტი გზა აღარ არის! ვინცა უბრალოდ წახდენის სიფრთხილისათვის მოკუდების, სამოთხეს ეღირსების. და ესეცა, იცოდე, თუცა ლომისა ხელითა სიკუდილი თავსა მაცს, ბარემ სახელოვნად მაშინც მოვკუდე, ნამუსსა შინა ჩამომერთმევისო1 თქუა:
ლექსი
სახელოანად სიკუდილი სიცოცხლის უმჯობესია.
სული განათლდეს თუცაღა სხეულტა მატლი გვესია.
დამანამ უთხრა:
-ჭკუათმყოფელთა კაცთაგან ბრძოლისა პირველად გამართვა უხამსია, გინა ბრძოლისა ჟამსა უწინარეს მან იწყოს ომისა აშლა. ამისთვის რომელიცა ბრძოლასა თავსა აუღებს, უსამართლობისა სახელი მას ხუდება: რომელიცა თვისა თავსა დიდსა ჭირთა შინა შერთავს, მეცვიერობათა გზათა გარდახდება. ჭკუითა და ხერხითა და რიგით შებმა ჭამს, რომე ხრიკითა და სიტკბოთი მტერი დასცე, - იგი უმჯობესია. უთხრა:
შაირი
სჯობს რიგიანი ტყუილი რისხვასა დაუზომელსდა,
მოფენა წყალთა ანედლებს, ცეცხლი სწუავს, შეხუდა რომელსა,
თუ საწადელი სიმშვიდით ძოუხდა მისსა მდომელსა,
და რადაღა სწყრების რისხვითა, ცნობა უხმს სიბრძნის მზომელსა.
და არცა დაბალი მტერიმცირედ შერაცხოს, ამისთუის, თუცა ძალი და შეიძლება ეგოდენი არა შესდგამს, მაგრამე ხერხიანობის საქმითა ესეთსა ცეცხლსა აღაგზნებს, რომე მისი ალი რჩევისა წყლითა აღარ დაშრტეს. თქუენ ლომისა ამბავი იცნი მაშა. მისსა მტერობასა რაცა
შვენოდეს, ეგრე აღრაცხე, და ომისა ჟამსა გაკრძალვით იყავ, ტომე ვინცა მტრსა სუბუქადმიიჩნევს და ბრძოლათა შინარა იქნების, -სანანურად შეექნების, როგორათაც ზღვის უფროსს დაემართაო.
შუთურბამ ჰკითხა, ეგე რაგუარათ ყოფილლაო?
დ ა მ ა ნ ა მ თ ქ უ ა ა რ ა კ ი
[დედალ- მამალი ალკუნი და ზღვის უფროსი]
მოუყუანით, ინდოეთისა ზღუის პიეთა ერთი რიგი ფრინველი მკვიდრობენ, რომე სახელად ალკუნსა უწოდებენ. ერთსა წყვილთა მამალ-დედალთა მის ზღვის პირთა ადგილი დაემკუიდრათ და მუნ იყოფოდენ რაი კუერჩხსა დებისა დრო მოუვიდათ, დედალმა ალკუნმა უთხრა მამალსა:
-ესეთსა ადგილსა დავიბუდოთ, რომე არარას მავნებელთაგან გუეშინოდეს, და ჩუენთვის გასუენებით ვიყოთო.
მამალმა უთხრა:
-ამისი უმჯობესი ადგილი სადა არს, ვნო და მისავლელ-მოსავლელი და გულთა საწადელი, და აქავე დავიბუდოთო, და კურცხიცა აქავე დაჩეკეო.
დედალმა უთხრა:
-აქა ჩუენი დაბუდება ძნელია, ამისთვის რომე, თუცა ზღუა აღელდა ღადოსა გუკრავს და მართუეთა ჩუენთა წარიტაცებს, და ჩუენი ესოდენი შრომა ცუდად ჩაგვიარს. მისი რამე გამოარჩივეო.
მამლმა უთხრა:
-არა ვეჭვ ზღვის უფროსმა ესეთი საქმე მოაწიოს ჩუენზედა და გვიმტეროს რამე. და თუცა ქნა და მტერობად ხელ-ყო, ჩემი მართუენი დაღუპა, მეცა დიდსა ზიანსა შევამთხვევო. თქუა:
ლექსი
მბრუნავთა ეტლთაც ქუე დავთხევ, თუ ჩემს წადილზედ არ დიან,
ცა ვერ დამჩაგრავს მოძრავი, სხვათ ვინ რა გაიკულადიან.
დედალმა უთხრა:
-კაცთაგან თვისი საზღვრის გარდასვლა არა კეთილია, შეუძლებელის საქმით თავის ქება საგმობარია, ნამეტნავის თქმა ჭკვის პატრონისაგან უხამსია. შენ რაი ძალგიცს ზღვისა უფროსსა ექადოდე და დიდურად და ამხანაგსავით მაზედ საბრძოლელსა სიტყუასა იტყოდეო?უთხრა:
ლექსი
არ ძალგიცს მისი მტერობა, რასთვისღა მოჰკვეხ ენითა?
მაშინც ვერას იქ უცილოდ ორბი შეიქნა ფრენითა.
შენა ეგეთი სიტყუა დაუტევე და ბუდისა დასადგმელად ერთი სამშვიდობბო მოსასვენებელი ადგილი ჰპოე. ესე ჩემი სწავლება დამიჯერე. ვიმცა მასწავლებელსა სიტყუასა არა უსმენს, მოყურისა შეგონებასა არა დაიჯერებს, მას ეგრე მოუვა, რაიცა მას ერთს კუს მოუხდაო.
მამალმა ჰკითხა, როგორ ყოფილაო?
დ ე დ ა ლ მ ა ნ უ თ ხ რ ა ა რ ა კ ი
[კუ და იხვები]
უთქუამთ ერთსა ადგილსა მცირე რამე ტბა იყო. მისი წყალი სარკესავით ელვარებდა, ჩამხედთა პირთა აჩუენაბდა, სიკეთით უკუდაებისა წყაროსა გუანდა, და სამოთხის მდინარესავიტ, სახელი გაჰფენოდა. ორნი იხვი და ერთი კუ მას შინა იყოფოდეს ტკბილითა ალერსითა, და მათს წესზე მეგობრობითა ერთად მყოფობდენ და ეგრე მოსახლეობდენ, და ერთმანეთისა პირისა ჭვრეტითა იხარებდენ, და მათი ცხორება განსვენებითა ჰქონდათ.
ლექსი
მას რამცა შეედარება მოყურისა პირის მზერასა,
რა საყუარელსა ხედვიდეს, მთუარე რად უნდა მზე რასა?
იჩქითმა, უსამართლო დროსა და ჟამის ხელმან მოხდომმის ფრჩხილითა მათის საქმისა პირთა ხოკა დაუწყო და სარკისა მსგავსმა ცამა მატის ერთობის გაყრის საქმე მიჭვრიტანაში მოაჩუენა.
შაირი
საწუთროს ჯამით ღვინის სმა ტრფიალთა სანატრელია,
მაგრამე ხვალ გამოყოლა ჭკუისა ხელამხრელია,
სოფლის ნადიმთა მჯდომელი სოფელსავითვე ტრელია,
რა გემოთ ჭამდეს, თან ახლავს კბილისა მოსაჭრელია.
წყალი იგი, მათისა სიცოცხლისა ღონეთა შემკრებელი და სიხარულისა საზრდოთა მომცემელი, მო-და-მოაკლდებოდა და დაშრობისა ნიშანი აჩნდებოდა. და სხუათა ადგილთა წასვლა გააპირეს.
შაირი
გაცლა ხამს სამკვიდროსაგან, თუ დგომა არ ეგებოდეს,
გული რა ნაღვლის მორევსა არ ოდეს გაესვლებოდეს.
თუცა მგზავრობა ძნელია, რაზომცა კაცი კუდებოდეს,
მაგრამ შინ ჭირსა ისი სჯობს, გარ ალი მოედებბოდეს.
და კუსთან მოვიდნენ გულწყლულნი და ცრემლმდინარენი გაყრის და გამოთხოვისა სიტყუანი უთხრეს, და თქუეს.
ლექსი
ამა სოფელმა მუხთალმა ჩუენ შენსა ძმობას გაგვყარა,
დრომა და ჟამმან სამკვიდროთ ესრე უწყალოდ გაგუყარა.
რა კუმა მათი გაშორება მოისმინა, ტირი;ოთა და ვაებით ვალალება დაიწყო და ეგრე უთხრა:
-ეგე რა სიტყუაა! მე უთქუენოდ ცოცხალი სადმე ვიყო, და უმოყროდ და უმეგობროდ აქა ვიყოფებოდეო? უთხრა:
შაირი
უთქუენოდ ჩემი სიცოცხლე რით გაიძლება მითხარით?
მე გული ცეცხლით შემწუარი, თქვენ შვებით მხარი მმით ხარით,
გული გლახ გული, უწყალოდ აწე გაღრჯნითა მითხარით,
ვითა მოკუდავსა საფლავი თქვენის ხელითა მითხარით.
თქუენის გამოსალმების ღონე როდის მაქუს რომე გაყრისა ტვირთისა ზიდვა შევიძლო? თქუა:
იხვთა პასუხი აგეს:
-ჩუენცა შენისა გაყრისათვის გული დაგვკოდია, და მუცელი გაყრის ცეცხლითა მწარედ გუტკივიან, მაგრამე უწყლოობისა ჭირნი მოგვეახლოვა, ჩუენთა გვამთა მიწანი სიკუდილისა ქართაგან სატაცებელად განმზადებბულა. ამა უღონობისათვის სამკვიდროსა და საყუარლის მოყვსის დატევებასა ვაპირებთ და უცხოობისა ჭირთა თავს ვიდებთი. უთხრეს.
ლექსი
მტრფიალი თვისის ნებითა სატრფოსა არ მოსცილდების:
სულსა სამოთხე სამყოფად წადილით ვით მოსწყინდების?
კუმ უთხრა:
-მოყუასნო, თქუენ უკეთ იცით, უწყალობა თქვანგან ჩემთვისს უძნელესია და ჩემთვის საჭირო, და არცა ჩემი სიცოცხლე უწყლოდ გაიძლება. აწე გულის სიყუარული და სიყუარულისა სისწორე ამასა მოქენეობს, რომე მეცა თანა წამიტანოთ, და თქუენისა გაყრილობისა სიმწუხარე არა აღმიორძინოთა.უთხრა:
ლექსი
თქუენ ჩემთა გუამთა სული ხართ, წასავლად განმზადებული,
სული რა გავა უსულოდ გუამი მიწაა დებული.
იხვებმა უთხრეს.
-ტკბილო ამხანაგო და რჩეულო საყუარელო! შენისა მოშორვებისა სიმწარე სამკუიდრებელის დატევების უძნელესია, შენისა უნახაობისა ჭირი გულისა ჩუენისა ურვისა გარდამმატებელია! სადა უნდა წავიდეთ რა გინდ ყოელი განსუენება გვქონდეს და მას დროს ჟამიერი ლხინი მოუკლებელი, უშენოდ ჩვენისა ბედისა თუალნი განირეტდებიანო, ჩუენ შენს კიდე ამხანაგისა და საყუარლისა შეთვისება არა გუწადიან, მაგრამე ჩუენი შორს გზას სიარული ხმელზედ სვლით გაგრძელდება, და შენი აერთა შინა ფრინვა მოკლე და უქნელია, და ამა მგზავრობით ამხანაგობა ვით მოთავსდებაო?
კუმ უთხრა:
-ამა საქმისა ღონისძიება თქუენისა რჩევისაგან მოიპოების, და ამისი ხერხი თქუენისა მოგონებით მოიაზრებისო.მე გაყრისა გონებიოსგან სულის ამოსვლად მიწურვილ ვარ, და გული საყუარელთაგან გაწირვისათვის გამტეხია...მე რისიღა მოგონება შემიძლიაო? უთხრა:
ლექსი
გული საქმისა მოქმედი მოცალე უნდა მრჩეველად,
გული ნაღვლითა აღვსილი ვით იქნას გამომკულეველად?
იხუთ უთხრეს:
-შენისა პირისა დაუმჭირველობა ჩუენ ადრიდგან ვიცით. შენშიგა სიმჩატე გვიპოვნია და ნუთუ რაცა გითხარით, არა გუისმინო? ამის გამო მტკიცე პირობა მოგუეცი, რაიცა გამცნოთ დაგვიჯეროო.
კუმ უთხრა:
-ვით იქნების ჩემი სამჯობინაროს თქუენგან თქმა, და ჩემგან მისი გარდასვლა, და გინა თქუენისა პაემნისა და ჩემისა აღთქმისა გატეხაო, უთხრა:
ლექსი
პირობას მოგცემ ესეთსა უტყუარითა პირითა,
რაც მითხრათ, არას გარდავხდე არარას გასაჭირითა.
იხვთ უთხრეს:
-პირობა ჩუენ ესე გვინდა შენგნით, რომე ჩუენ შენი აერტა ზედა აღება გვწადია, და შენ მიერ ხმისა ამოღება არა ეგების, თვარა ერთისა სიტყვისა თქმითა ქუე ჩამოიჭრები. რომელმანცა გვიხილოს, ან გაკვირვებული სიტყუა რამე თქუან, გინება თუ ლოცვა ყუედრება თუ ქება, ანუ ზახილი და კიჟინა გესმას, ანუ ერთი რამ ნახო ავი ანუ კაი, სიტყვისა გზანი ესრე შეკარ, არარსა ზედა ხმა არ ამოიღოო.
კუმ უთხრა:
-თქუენთა ბრძანებათა აღვასრულებ. ეგრე დუმილისა ბეჭედთა ბაგეთა ზედა დავისვამ, და არას მოუბარსა პასუხსა არ გავსცემ და არცაღა მე მათ უამბობო.
შაირი
იონთ ბრძენთა მოვეწივე, გზათა შემხვდა მასთან რება,
უთხარ: ღირსო მეცა ვიცი, სწავლით ვერვინ გედარება,
ვკითხე: კაცსა რამცა უჯობს, ანუ რამცა ეკმარება?
მითხრა: ყოელთა უმჯობეა დუმილი და მდუმარება.
ამა პირისა უკანის მათ იხვთა ერთი ჯოხი რამე მოიღეს,და მას კუსა საშუალ პირი მაკიდებინეს, და იხვთა მათ აქათ-იქითი წუერნი ნიკარტითა შეუპყრეს და აფრინდენ.კუ ესრე წაიყუანეს. რა სოფლისა სიმაღლისა გარდავლეს, რომელი მათსა გზასა ქუეშე ედვა, რა სოფლისა მის კაცთა დაინახეს, ყოველნი ჭვრეტად გამოვიდენ და გაკუირვებამან შეიპყრა, და ყუელაკანი იზახდენ:
-იხილეთ, იხილეთ! იხვთა კუ აუყუანით და ჰაერთა შინა რაგვარად მიჰყავსთო! ესეთი გასაოცარი ამჟამად არა ნახულა რაო!
ესეთი ზახილი ემატებოდა და უფროსად გახშირდებოდა. კუმა მცირეს ხანს უპასუხობა მოითმინა, და რა მათ კივილი გაამრავლეს გულის წყრომისა კოჭობი აუდუღდა, ვეღარ დაითმინა და თქუა:
ტაეპი
ბოროტი თუალი ცეცხლს მინათუალი!
რა ამის თქმისდა პირი ააღო, თქმისავე უმალ ქუე ჩამოიჭრა, იხვთა მათ დაჰყივლეს:
-მოყვარეთაგან სწავლება ხამსო, მაგრამ ბედი დამჯერებელს შეხვდებისო. უთხრეს.
შაირი
კეთილის მდომნი კეთილსა კაცს ჭკუას ასწავლიდიან,
მაგრამე კაცტა შეგება ხამს, რომ მაზედა ვლიდიან,
ჩუენ რაც გუფერობდა, გასწავეთ, ბრძენნი რას გზათა მიდიან
უბედურნი და უცებნი სწავლასა დაერიდიან.
*
* *
ესე არაკი ამას გამცნებს, რომელიცა კეთილის მდომელისა სწავლასა არ დაიჯერებს და ყურით არა შეისმენს, თავისა თვისისა სიკუდილისა მომატყუებლად გამოჩნდების და ბოროტის საქმის სირცხვილის ფარდაგსა პირით თვისით აიხდის.
ლექსი
ვინცა მოყურისა სწავლასა ყურს არ მიუპყრობს მიდებით,
სინანულიტა მრავალჯერ თითს ექნას კბილმოკიდებით.
მამლმა ალკუნმა უთხრა:
-ეგე არაკი გავსინჯე და იგავსაცა მივხვდი, მაგრამე შენ მაგით ნუ იშიშვი! ადგილი დაცევ: ავგული და მოშიშარი კაცი საწადელსა ვერ აღასრულებს: გულდაჯერებით იყავ, რომე ზღვის უფროსი თუცა არა შეგუეწევა, მავნებელად არ აგვიდგებისო.
დედალმა გული დააჯერა, დაკრუხდა, და მართიეთა რა კუერცხთა ქაფურის ფერი პერანგი დაფრიწეს, და თავი მათი სიცოცხლის საყელოთა შიგა ამოიყუეს, ზღუა აღელდა, ჰკრა ღადო და იგინი კალთასა ქუეშე ამოიფარა. დედალმა რა ესე ნახა, გულტკივნეულმა მამალს უთხრა:
მიწამდც იქცევი! არა გითხარა, ზღვისა თანა ლაღობა ჩუენდა არა სარგებელ იყო, აწ რა ვქნა, შვილნი ჩემნი ესრე განმიქარვენ და ცეცხლი გულთა ჩემთა ააგზენ! აწე ერთი რამე მოიგონე. ნუთუ მათ გულსა ჩემსა დამწვართა სალბუნი რამე დასდვაო?
მამლამ უთხრა:
ნუ სწყრები, პატიოსნად იტყოდე. მე რაიცა ძოღან მითქუამს, მასვე პირობასა ვდგავარ, და რაიცა გითხარ, მის გასრულებას ვეცდები, და რაცა ხელით გამომმივა, ამის საპასუხოსა ზღვის უფროსსა შევზღაო.
მაშინვე წავიდა და ყოელთა ფრინველთა უფროსთა მოუწოდსა და ერთსა ადგილსა შემოიკრიბა, და ესე ყოველივე შესჩივლა, შეწევნასა და მოხმარებისა შევლა იაჯა, და მათ ვედრებითა და მწუხარითა ენითა ესრე უთხრა:
ლექსი
ჩემის გულისა ურვანი ყოვლს მწუხარეზე მეტია,
თქუენის შეწევნის მთხოელსა გლახ, თუალი დამიბლეტია.
თუცა ესოდენი პატიოსანნნი ამა ჩემზედა მოსულსა საქმეთა ზედა ერთშეთქმულობათა არა იქთ, და ჩემსა სისხლსა და აოხრებასა ზღვის უფროსსა შეარჩენთ, იგი გალაღდება, მერმე თქუენისა შვილებისა დატაცებასაც ეცდების, და ესე ბეგარად დაგუედების, და შვილთა სიყუარული უნდა გაუშვათ და სამკუიდრომდე ხელი ავიღოთო. თქუა:
ლექსი
ან გვიხამს ამის გაგება ათასის ძნელის ჭირითა
ანუ თავების დახოცა საქმითა გასაჭირითა.
ფრინველთა მათ, რა ესე ესმათ, მწუხარება შეექნათ და მხარმოტეხილებ გახდენ, ფრთა ფრთასა შემოჰკრეს და ფასკუნჯისა კართა შეკრბენ. ამა საქმისა აღსასრული გაასინჯვეს და ეაჯნეს და მოახსენეს.
-რადგან ჩუენი ხელმწიფე ბრძანდებით, გლეხთა და უღონოთა საქმე იურვე და ვიცით, ქნაცა შეგფიძლია და ქენ, თუ არა, თუცა საბრალოთა ტირილთა და ცრემლთა არა შეისმენ ხელმწიფობისა ხელითწერილი ბედნიერის პირითა აღიხოცება და ჩუენის მოვლისა სიგელი სხუას მიეცემაო. უთხრეს:
ლექსი
ხელქვეშეშათვის იზრუნე ზრუნვისა საურავითა,
უფროსისაგან შეშინდი, დრო ჟამდ გმართებს რა ვითა.
ფასკუნჯმა მათი აღშფოთება დააცხრო, და თვისი ყმანი და ლაშქარნი შემოიკრიბა და მისად სამტეროდ გამოემართა. მათ ფრინველთა მისის მოშუელებითა გული გაუმაგრდათ და ზღვისაკენ იარეს. ფასკუნჯისა ლაშქრისა სიდიდესა თავი და ბოლო არცა ერთი უჩნდა, მათი რიცხვი არას სკნირიარის მატიანესა შინა დაეტეოდა, მათი ლაშქრისა დგომისა საზომიკ არას მეცნიერის საწონითა არ შეიგებოდა.
შაირი
ბუმბერაზთა გამწყო რაზმთა გულსრულთა და სისხლის მსმელთა
ზუჩად ბურტყლი ფარად ფრთენი მოეჭურათ ომის მზმელთა,
ლახვრად ჩარბი, შმაგად კლანჭი აეხვნა მათ, ვით რომელთა,
ბრძოლის ჟამთა სწრაფი ხერხი უსწავლია მათგან მელთა.
რა ზღვის ახლორე მოვიდენ, დილისა ქარმან ზღუას ნჩქრევა დაუწყო. ესე ამბავი ზღვის უფროსსა მოესმა და მას თვისითა ღონითა ფასკუნჯისა და მისის ლაშქრისა ომი არ ძალ-ედვა. უღონობითა ზავი ჩამოაგდო და ალკუნისა მართუენი აგრევე მისცა.
*
* *
ამა სახიტა საცნაურია, მტერი რა გინდ უღონო იყოს, შეუპოვრად არ მართებს ყოფა; წვრილი მის ადგილს ასეთს რასმე იქს, რომე გრძელბუნოსანის შუბისაგან არ შეიძლებოდეს; ცეცხლისა ნაბერწყალი რომელი თუალთა წინაშე მცირეა, თუცა კაცსა ეცა, დასწვავს. ბრძენთ უთქუამთ, ათასისა კაცისა ერთგულობა ერთისა მტერობასა ვერ წაეჭარბებაო.
ლექსი
მოყურად ათასი ერთგული მეკნინა, არ მომეწონა,
სამტეროდ ერთი მაზარნა მისი გავსინჯე მე წონა.
შუთურბამ თქუა:
-მე პირველად საჩხუბართა არა რასა ვეტყვი, რომე შემცოდედ და ორგულად ჩემი საქმე ითქუას, მაგრამე თუცალომმა სასიკუდილოდ მომინდომა მეცა ვეცდები თავი ნამუსიან მოვუკლაო.
დამანამ უთხრა:
-რა ლომისა სიახლოვესა მიხვიდე და ნახო-რისხვითა კუდსა მიწათა სცემდეს და თუალთა ფაკლასავვით წყრომისა ცეცხლითა ანთებდეს, მაშინ სცან, რომე შენი სიკუდილი გაუპირებიაო.
შუთურბამ უთხრა.
-თუცა ეგრე რამე ეგეთი ნიშანი ვნახე, მას უკან გუამთა ფარდაგსა ერთგულობისა პირისაგან ავიხდი, და ლომსა მის განზრახულსა საქმეთა თავთა უხეთქო.
დამანამა რა ესე მოისმინა მხიარულითა პირითა ქილილასაკენ იარა.
ლექსი
უჭკო იხარებს სხვისასა შეწუხებასა დიდებსა,
მისგან კეთილსა ნუ ელი, თუ არ ავს დასარიდებსა.
ქილილამ უთხრა.
-შენი საქმე სადა მიაწვდინე, ანუ რაგვარად მოახდინეო?
დამანამ უპასუხა და უთხრა:
ტაეპი
ბედსა უმადლი ნიადაგ ამ დროსა ვაქებ ჟამითა.
დიდებასა ვკადრებ ღთსა, რომელმა პირი ჩემი გაასვენა და ესეთი ძნელი საქმე ადვილად გამარიგებინა.
დამანა მის დროს ნაქმარზე ხარობდა, და ამა ლექსსა გულისყურიანთა სასმენელთა უკითხავდა:
ლექსი
მაგრად დაიპყრეს არიფთა მეღვინის ზილფი, წინამო,
თუცა დაწყნარდა სოფელი, ანუ ცა გიძეს წინ ამო.
ადგენ ორნივე და ლომთან წავიდნენ. რა ესენი მივიდნენ, იქიდამ ხარი მოვიდა. რა ლომმა ხარი დაინახა, დამანას საქმე მოაგონდა, რომე მისმა წამ და ჭუთ შესმენამა ისაქმა. ლომმა ყვირილი შექნა, ჯავრით მიწაზე კუდს ცემა დაუწყო და მეტის აღბორგებითა კბილისა ღრჭენა დაიწყო. ამაზე შუთურბა გულდაჯერებით შეიქნა ლომისაგან მისის სიკუდილისა, და მისსა გუნებასა შინა იტყოდა: ხელმწიფეთა სამსახური შიში და ვაება ყოფილა! მორიდება და კრძალვა გველისა სოროთა შინა ყოფასა მიჰგავს, და ლომისა სიახლოეცა ეგრეთვეა. თუცა გუელსა ეძინოს და ლომსა ეღვიძოს მხოლოდ ერთი იგი თავსა აღიღებს, და მეორე იგი პირთა ააღებსო. თქუა:
ჩახრუხაული
მეფეთ მსახურთა ჭკუა ნასხურთა, ფათერაკი სდევს ხშირად წამისად,
ვითა ჭიქათა მოყვასთა ქვათა ერთად მოძრავთა ჟამით ჟამისად.
მას იგონებდა და საომრად ემზადებოდა. ორტატვისვე რაცა დამანას ენიშნებინა, იგი ნიშანი აჩნდათ, და მტერობისა გული დააჯერეს და ბრძოლა შეექნათ. მათი ყვირილი მიწათა სძრევდა და ზახილი ცად გაიწეოდა.
შაირი
მათის ბრძოლისა შიშითა მხეცნი ტყეთ იმალოდიან,
ნადირნი ველთა მირბოდეს, ჭენებაშია ძრწოდიან,
კლდეთ მიმართიან,სოროთა, რომელნიც შეესწროდიან,
ბრწამლთა და ბარდთა ეძებდეს, ვინძი რა იაზროდია,
რა ქილილამ ესე მოინახა, პირი დამანას მიაპყრა და უთხრა:
შაირი
ათასი ზაკუა შეგითხზავს სიცრუვით შემჭერვებული,
თვით გამომძვრალხარ ეშმაკი, ეშმაკად საარებული,
ორის წლის წვიმაც ვერ გარცხის შენს გესლსა ზე ცუარებული,
მინაწყავს შენვე მოგიწყენ, ხანი არა ჩანს რებული.
ჰე, უგუნურო და უგბილო! იქით იცნობს შენი ჭკუა შენსავე ნაქმარსა!
დამანამ უთხრა:
"უგბილობა" და "ამას იქითა: რაიაო?
ქილილამ უთხრა:
-ესე საქმე რომელ ჰყავ არა იცია, რომე შვიდნი ზიანი ჰქონან: პირველად შენი საქმე საგმობართა წიგნთა ჩასწერე და ძლიერი ჭირი ლომსა ზედა მოაწიე: მეორედ, შენსა ხელმწიფესა სააუგო საქმე აქნევინე და პირი და პაემანი გაატეხინე და ქუეყანასა ზედა მოაყტივნე, და ესეთი სირცხვილი თემთა გაჰფინე. მესამედ, უბრალოდ ხარისა სიკუდილისა მოჭირვებით ეცადე და საბრალო სიკუდილის მორევსა ჩააგდევ; მეოთხედ, ერთგული და დაუნაშავებელისა სისხლი შენის მზაკუარებით დასთხიე და თავსა დაიდევ; მეხუთედ, ყოელი ამისნი ყმანი გაავგულე, რომე ამა შიშით სამკვიდრებელს მოიძულებენ და სხუათა ადგილთა მონახუენ, თვისა სახლ-კართა გაეშორებიან და უცხოობისა ჭირთა და თვისთა სამყოფთა დატევების ზრუნვასა შინა ჩაცვივიან; მეექუსედ,მხეცთა და ნადირთა ლაშქრისა თავი მოაკულევინა, რომე ამას იქით მათის შეკრებისა და ერთობისა ნასკვი აღარ შეიკრვის; მეშვიდედ, შენი უმეცრება და ავენაობა საცხადო ჰყავ. ერთი სასარჯლო საქმე, რომელი სიკეთითა და სიქუელით გარიგდებოდა, შენს თავსა არ აღირსე. კაცის სიცრუე მაშინ გამოჩნდების, რომე მძინარსა შუღლსა აღვიძებდეს, და ერთს საქმეს, მშვიდად და წყნარად გარიგდებოდეს და მას შუღლთითა და ბრძოლით რიგებასა ცდილებდოსო.
დამანამ უთხრა:
- შენ ხომე გასმია, რა იგი უთქუამს?
ტაეპი
რაცა ჭკუითა არა იქმს, შმაგობით გარიგდებისა!
ქილილამ უთხრა:
- აწე რაიცა ჰქმენ, მის გამო რაი ჭკუა გამობერტყე და გამორჩევისა საცადლისა ხელის საზოგადო სახე რაი დასდევი, რომე წინა ვერ წაიძღუანე, რომე აწ ცხვირთა დასაშუები და სიტყაფიცხელი და უჭკოუერი რომე დაგჭირვებოდეს. ესე არა უწყი, სწორი ჭკუა და სიმართლის გონება ჭაბუკთა სიმხნისაგან უკეთესიაო თქუა:
ლექსი
სიბრძნე გააგებს სიტყვთა საქმესა დია ძნელებსა,
რაზმმა და რაზმმა ვერ პოოს სძებნიდეს საძებნელსა.
მე ნიადაგ შენსა საქმესა გაუკვირვებივარ: შენში ტყუილისა და ხერხის მეტი არა ძეს რა! ამა მუხთლისა სოფლისა სიდიდისათვის, რომელი წყლისა ციმციმისაებრ მოეჩუენება, მისთვის შურები და ესოდენსა ბოროტთა აღასრულებ. შენგან სიკეთეს ველოდი, ნუთუ მოიქცეს-მეთქი, და ამპარტავნებისა და უგუნურებისა ძილისა და ყმაწვილობის ბანგნარევის ღვინის სიმთვრალიდამ გამოიფხიზლებს მეთქი, და არ იქნა! უფრო და უფრო გარდამეტებითა საზღუართა გარდაჰხედ, და ყოვლისა სულიერისა სავნებელად ეკლოანთა ველთა და უწყლოთა უდაბნოთა გზაგაუგებელი, საბრალოდ დარჩომილი შეიქენ. აწ დროა, რათა შენი უგუნურება და გულის სიბნელე, კაცთა გასაოცებელი საქმე გამხილო, რადგან სენი უნამუსობა და ურცხობა თოთო-თითო რომ აღრიცხო, ზღვა რა წვეთწვეთად დასთვალი, იგი უმრავლესია, და წონითა შენი ცოდვა მთათა უმძიმესო. უთხრა:
შაირი
თუცა იცოდა,რაცა ჰქენ ჩხუბი და ეშმაკობანი,
ღთის შჯულისაგან გადგომა, ქაჯს თანა ბანაკობანი,
ვის შეუძლია წარმოთქმა ამისი არაკობანი,
მაშინღა იცნობ შენს თავსა, რა შეზდეგ მართვა-მკობანი.
დამანამ უთხრა:
ძმაო, ჩემის შობის დღით აქამომდე, არ ვეჭობ, ჩემგან მუხხთლობა ქნილიყოს, ან რასც კაცზე მე ავი რამემექნას. თუცა შენ ჩემში ერთი რამე აუგი გინახავ, წურთა და პირს თქმა გმართებსო.
ქილილამ უთხრა:
მრავალი აუგი გჭირან, პირველი ესე, შენი თავი წმიდად მოგაქუს, და შენი სიტყუა შენთა საქმეთა ზედა მეტია. უთქუამს ვისმე, მეფეთა ამის უარესი არა ეჭირვება რაო, მისის ვეზირის სიტყუა მისის საქმის უკეთესი იყოსო. ყოვლისა კაცისა პირობასა და საქმესა შინა ოთხნი განყოფოლება სხენან:ერთი ესე, თქუან და არა ქნან,-ესე ორპირთა და ძუნწთა წესია, მეორე ესე, არა თქუან და ქნან,-ესე სიკეთით ქებულისა და სახელოანისა წე/სია. მესამე ესე, რომე თქუან და ქნან,-ესე ყოველს საქმეზე ნამუსიანის კაცის წესია.,მეოტხე ესე არცა თქუან და არცა ქნან,-ესე ძუნწისა და უგუაროს წესია. შენ მისი მსგავსი ხარ, რომელმანც თქუას და მართებულად თვისი სიტყუა ვეღარ გამართოს. მე შენის საქმისაგან სიტყუა ნამეტნავი მრავალგზის მინახავს. ლომი შენის ლაშლაშით მოაცთუნე, და ესეთსა საშინელსა საქმეში გარივე, ღთნ ნუ ყოს, და თუცა ერთი რამე დამარცხდა, და ამა ქუეყნის არევა და ბრძოლა მოჰხდა, ესოდენი გლეხნი აღიძვრიან და საზღვართა გავლიან. სიცოცხლე რავდენსა დაშხამდება საქონელი რამდენს წაუხდება, და როგორსა შეზარებასა ჩაცვივიან! ამა ყოველთა ცოდვა შენტა კისერთა მოკრბებაო. უთხრა:
შაირი
ვინცა ბოროტი გონებად მოიგოს ბოროტეულად,
მასვე მიეცეს ბოროტი ცნობისა ვერ დატეულად,
რაც ნერგი დარგოს სხვისაvის სამუხთლო ღალატეულად ,
ნაყოფი მანვე მოისთლოს საცხადოდ განმარტეულად.
დამანამ უთხრა:
-მე ნიადაგ ხელმწიფეთა ვეზირი და მრჩეველი ვყოფილვარ, მისის საქმის წალკოტთა შინა სწავლებისა ნერგის მეტი არა დამირგავს რა.
ქილილამ უთხრა:
-ამა ერთისა ნერგისა ნაყოფი, რაცა ესე ჰყავ, რომელსა მე ვხედავ, ძირითამც აღმოიფხვრის!რომელმანცა სწავლამა ესეთი შვილი შვეს, რომელი ჩანს, მისიმცა სახსენებელი ამოსწყდება! არცა ითქუას და არცა ისმას იგი უმჯობეა. შენსა საუბარსა რიგი არა აქვს, და არცა ქნისა სამოსლითა შეგვიმკია. უქნელად სწავლა თაფლია უცვილო და უგემური, და გაუსინჯავი სიტყუა ხეა უნაყოფო. რომელი, თუ არ საწვავად, არად სახმარ იყოს. თქუა:
შეწყობილი
ცოდნას თუ საქმე არა აქუს მისი რიგისა მგებარე,
ვით გუამი სულის გაყრილი,ცუდად ძეს უქმქდ მდებარე!
ცოდნა ხეა და საქმენი-ხიკი, მას ესხას ზე ბარე.
ხეს ხილისათვს დანერგუენ,ამისათვს შურება მებარე,
ხეს თუ ნაყოფი არა აქუს, რისაღაა მომგებარე?
თუარა, მოჰკუეთონ,დაურთონ, სადა ცეცხლია მგზებარე.
დიდსა მატიანეთა პირთა სახელოვანის კალმით ესრე აღუწერია,ექვსთა საქმეთაგან სარგებელი არა მოგვეცემა რაო: სიტყვისა თქმა და ვერა ქნა, საქონლის უჭკუოდ სიყუარული,ერთგულთა გამოუცდელად და ცოდნა უხმარად, ლოცუა / უთქმელად, რომელსა ნათელი ღთისა ჰქუიან,და მსხვერპლი უსასოდ,სიცოცხლე უმშვიდობოდ. ხელმწიფე რომე ბუნებით გაუსინჯავი და უდიერი იყოს, და ავი ვეზირი ჰყუეს, გლეხთა და ყმათზე მოწყაკების სარგებლის გუნება გაურყუნას, სიქიშპითა მათი საჩივარი ხელმწიფესა არ გაასინჯოს, მას წყალსა გუანდეს, რომელსა შინა ვეშპისა სახე მოჩნდეს,და შიშითა ვერცა მწყურვალი სასმელად მიუდგეს და ვერ/ცა მცურავმკა ხელფეხი საამურად გაძრასო.
ლექსი
ვინ პოოს მეტად მწყურვალმან, ცხელოდეს, ცივი წყარონი,
იქ თუ ვერა სვამს,რას არგებს, შიგა სხუა ცურვით ნარონი.
დამანამ უთხრა:
_მე ეგეთი რამე არა მიქნია რა, ხელმწიფისა სამსახურის გაძლიერებისაგან კიდე.
ქილილქმ უთხრა:
_ რიგიანი გამრიგენი და მეცნიერი მსახურნი მეფეთა კართა სამკაულნი არიან, მაგრამე რადგან ესე მოინებე, რომე სხუანი ლომისა სამსახურთა გაჰყარო და შენ მისის კარისა ამირა და გამრიგე შეიქნა, და ხელმწიფისა ნიჭი მარტოკა შენზედ იყოს,-ესეთი საგონებელი მეტად უმეცრობისა და უჭკუობის გზაა. არა უწყია,ხელმწიფენი ოდენ ერთსა კაცსა ზედა არ მოიცლიან? ხელმწიფისა საქმე კეკლუცობისა სახეს ჰგავს: რაგუარათაც შუენიერისა მტრფიალი გული, რაზომცა ტრფიალება მეტობს, ეზომცა უფრო და უფრო ტურფად ეჩუენება, აგრევე ხელმწიფეთა-რაზომცა ყმა და ლაშქარნი მეტი ჰყუეს, აგრევე უმეტესი მოუნდებათო.ესე გამოუცდელობისა საწადელი რომელი შენ გაქუს-ყე ერთი სარწმუნოდ დასაჯერებელი შენისა ურიგობისა იგი არის, რომელიცა მას ბრძენთა უთქუამთ: უცოდინრობის ნიშანი ხუთნი არიანო: თვისი სარგებლისა და სხვის ზიანის ცდა; ულოცავად და გაურჯელად ცოდვის მონანების გონება, გინებითა და წყრომითა ქალისა აშიკობა; მოსვენებითა და უშრომელად ცოდნისა სწავლების ნდომა; ამხანაგის პირის ტეხითა და სიკეთის დაუსწავლელობითა და ავკაცობითა სხვა კაცთაგან ერთგულობისა და სიკეთის მოგების იმედის ქონება. მე რადგან შენთვის სიკეთე მინდა, მისთვის გამცნებ, მაგრამე მზესავით ჩანს, შენისა სიბოროტისა ბნელი ღამე ჩემისა სწავლის ლამპრიტ არ განათლების. უთხრა:
ლექსი
რა შავის მატყლის ფარდაგი ბედმა უქსოოს გებული,
სამოთხის წყლითაც გარეცხო, ვერ გაათეთრო ღებული.
ჩემი შეგონება შენთანა მას ჰგავს რომე ერთი კაცი ერტს ფრინველს ეტყოდა:
-ცუდად ნუ შვრები ვისგანაც სიტყვის დაჯერებასა არ ეჭვდე, ნურას ეტყვიო! იგი არ გასმია, ბოლოდ მისი მაგიერი მას მიეცა?
დამანამ ჰკითხა, როგორ ყოფილაო?
ქილილამ თქუა არაკი
მოუსახავთ, ყაპუზუნათა ერთსა ადგილთა სამყოფი რამე ჰქონდათ, ხილითა და მდელოთი თვისი დრეთა აღამებდენ. ერთსა ღამესა ცოდვის მოქმედისა გულისა უსავესი და ბოროტისმქნელისაგან უდღემოკლესი სიცივის ლაშქარი ზედა დაესხა. სიცივის ყინვითა სისხლისა მიმოდენა შეაშრათ.
შაირი
თხის რქისა ყინვით ცის ლომის კუდისა სიცხეს ნატრობდენ.
თვის ტყავთა გახდით ბეწვისკენ ჩაცმითა მოიმხატვრობდენ.
შამფურზე აცმას ცდილობდენ, თავის-თავს ესრე დამტრობდენ,
იტყოდეს: ცეცხლზე დავიწვათ, ძუალნიღა ჩუენი დამტრობდენ!
იგი საწყალი სიცივემ მეტად შეაჭირვა და თავისა შესაფერებელთა რასმე ეძებდენ, და მისთვის მიმოიარებოდნენ. ერთსა ადგილსა ხისა ფუტუროსა სიბრწყინვალე ნახეს, რა კანთარო იგი იხილეს, მათ გულისა დაჯერებით ცეცხლად ჰგონეს კანტარო იგი და მოზიდეს შეშა და დაურთეს მას ზედა და იწყეს ბევრად. მათსა პირისპირ ერთი მფრინველი ჯდა, მან უხმო, რასა ზამთ, ცუდად შვრებით, ეგე ცეცხლი არა არს! და მათ არავე უსმინეს, მის უსარგებლო შრომისაგან იგინი არა დასცხრენ. ერთი ვინმე მოგზაური მუნ გზათა წარვლიდა, მას ფრინველსა ეგრე უთხრა:
ცუდად რად შურები შენსა რჩევასა ეგენი არა ისმენენო, და ზიანის კიდე არცა რას თავს არგებენო. უთხრა:
ლექსი
ბუნებით უგზო, უგუანი, კაცი უგუაროდ შობილი,
რაგინდ ეცადო სწავლასა არ შეიქნების ცნობილი!
ეგთისა კაცისა წურთა და შეგონება ხრმოლისა ქვათა ზედა ცემას ჰგავს, და იქედნეს გესლისა თერიაყითა კურნებისა ნდომასა. თქუა:
შაირი
არ ძალუძც ხესა ხენეშსა ნაყოფთა მოსხმა ტკბილისა!
მოდგმითა მქისე გვარისამ სიბრძნე ქნას მან ცნობილისა?
ეცადო არ გაიმართუის სიმრუდე მის გმობილისა,
ყვავისგან ვითარ გამოვა ქორი გუარშემკობილისა?
რა მან ფრინველმან სეიგნო, რომე მას არარა უსმინეს მეტის სიბრალულითა გულმა აღარ მოუჭირვა და ხით ჩამოფრინდა.ენება, რომე სწორე დაენახვებინა და მათი ცუდი შრომა მათვისვე ეჩვენებინა. რა ყაპუზუნათა თანა ახლო მივიდა, შესთქრენ და თავი წასწყვიტეს.
აწ ჩემი საქმეცა მას მიემსგავსება, და ჩემსა ცხორებასა ცუდად ვაღამებ, რომე მედად გეუბნები და შენ ჩემსა არას შეისმენ და მე ზიანი მხვდება. უთხრა:
წყობილი
თუცა მსმენელი სწავლასა ყურს არა უპყრობს სმენასა,
მძიმესა ართღა იტვირთავ თავსა რად უზამ შენასა?
წესია, უთხრა შეჯდომა ბედის ტაიჭთა რბენასა,
გზის შრომისაგან განერას, ვანად მივიდეს მენახა.
თუ არ გისმინოს მიუშვი კლდეზედა გარდაფრენასა,
მაშინღა იცნობს შეტყობით მისსა გულსა და ენასა.
დამანამ უთხრა:
-ეე, ძმაო! უაღრესმან მსწავლებელმან უდარესსა სწავლა და შეგონება არა ხამს მოაკლოს. მეცნიერთაგან სხუათა ქადაგება და შემეცნება და გზის პოვნის თქმა მართებული არის და უნდათ ვისმე უსმინონ და ტუ უნდათ ნურავინ უსმენს. უთხრა:
შაირი
სწავლის ნურავის მოგვაკლებ, და მეცა მითხარო,
უსმისა გული არ გისმენს, მაგრამ სიტყვათა მით ხარო,
ღრუბელიცა წვიმს ყოელგან მთანი აღავსოს მით ხარო,
ქვის გულის მქონის გონება მისით მომილბო, მით ხარო.
ქილილამ უთხრა:
მე სიკეთის სწავლის პირსა შენთუის არ შევიკრავ, მაგრამ ამისი მეშინია, რადგან შენი საფუძველი ხერხსა და ეშმაურობისა საქმეთა ზედა დაგიმყარებია, და შენისა გულის წადილისა მიყოლა ვერა მოგიშლია, ესე საქმე ესეთსა დროსა შეგასწრებს, რომე დაინანო და სინანულმა სარგებლის მოსავალი ვეღარ მოგცეს, და შენთა მაჯათა ხორცთა იკბენდე, და მკერდსაცა იგლეჯდე ვეღარა გარგოს რა. რომელსაც სახერხო კედელი უშენებია, ბოლოდ მასვე სიმწარით თავს დაჰქცევია, რაგვარათაც მას ხერხისა მცოდინარესა კაცსა მოსვლია, და თვისი ხრიკის ჭირის მახის თუალი მასვე ყელთა გარსასცმია და სხუა იგი სამართლისმოქმედი მისი ამხანაგი მისის სიმართლითა და გულის სიწმინდით თვისსა წადილსა მიხუდაო.
დამანამ ჰკითხა ეგე როგორ ყოფილაო?
ქ ი ლ ი ლ ა მ თქუა არაკი
[ორი ამხანაგი და გუდა ვერცხლი]
ორნი ამხანაგნი იყუნეს: ერთი იგი ბრიყვი და მეორე მზაკუარი და მეტად ხერხიანი, რომელი ათასრიგითა მღერითა წყალზედაც გაირბინის,რომელსა სახელად თიზგუშა ერქუა; და ზიანი ეგოდენი გამოწვლილვა არა ჰქონდა, ხურმადილი ეწოდა. მათ ორთავე მგზავრობა მოინებეს, და ერტად საამხანაგოდ სავაჭროდ გაემგზავრნენ, და გზისა და სავანისა შემოკლებასა სწრაფობგდენ. ამა სვლათა შინა გზათა ზედა ერთი გუდა ვერცხლი პოეს, და სარგებელად მას დასჯერდენ. მან მზაკუარმა ამხანაგმა უთხრა:
ძმაო სარგებლისათუის მრავალნი ვაჭარნი დადიან, და თუცა შენცა გნებავს, ამ ხელად ჩუენ ამა ერთს გუდა თეთრს დავსჯერდეთ, შინისაკან შევიქცეთ და შვებითა განვისვენოთო.
იამბიკო
მრავალთა ჟამთა მოგებად თემთა იარო,
ეგოდენ ზრუნვა უმეტეს გაიზიარო,
ანგარის თუალი აღვსებად ვერ აღიარო,
სადაფთ მუცელი თუცა არ მოამშიერო,
მარგალიტს ვერა აიხუამს, რაზომცა მოიმცბირო.
ამაზე შეიქცენ და ქალაქთა მიეწურნენ. ერთსა სავანეთა გარდახდენ. მან ბრიყუმა მოყვასმა უთხრა:
-ძმაო ესე ვერცხლი გავიყოთ და ეჭვისაგან გამოვიდეთ, და ჩუენ ჩუენი წილი, ვითა გვინდეს, ვიხმაროთო.
მან მზაკურმა უთხრა:
-აწ გაყოფა რა სარგებელი ესოდენი ამოვიღოთ, რაიცა აწ სახარჯოდ გვინა, და სხვაი გაკრძალვით ერთსა ადგილსა შევინახოთ, და როდესცა დაგუეჭიროს, რა-ერთიც გვინდეს, ამოვიღებდეთ და სხვას აგრევ დავმარხევდეთო, რომე ჭირის რიდება სიცოცხლის მოწვწვა არისო. თავხედი იგი ამა საუბრითა მოტყუვდა, და ესე პირი დაასკუნეს. რავდენიცა ენებათ, ამოიღეს, და სხუა იგი ერთისა ხისა ძირთა დაფლეს, და იგინი ქალაქად შევიდეს და დაისადგურეს.
ლექსი
ხუალისა დღესა თუალმაქცმა ჩალხი მოიწყო მღერისა,
ხრიკისა ჩახვსა პირს მოხსნა მოსაჩუენებლად ერისა!
წამოვიდა იგი მოხერხე ამხანაგი, მის ხის ძირიდამ თეთრი მოთხარა, ამოიღო და წაიღო. იგი თავხედი ამხანაგი, ამისი უმეცარი, რაიცა თეთრი ხელთ ეგდო, მას გამოზოგებით ხარჯევდა. რა დაელია მივიდა მას მზაკუარს მოყუასსა თანა და ეტყოდა:
-წამოდი მის ჩუენისა დამარხულიდან ცოტა რამ ამოვიღოთ , რომე მაქუს რა საზრდელადო.
მან ჰრქვა:
კეთილად მითხარ ეგრე ვქნათო!
რა ორნივე მას ხესა თანა მივიდეს, თხარეს ეძიეს და ვერა რა პოეს. მან მზაკუარმა ხურმადილს ხელით საყელო სტაცა და ეგრე უთხრა:
-ესე საქმე შენგან კიდე არავინ იცოდა, მაშა შენ მოგიპარავსო.
მან უბრალომ რომელი არარა იცოდა, ფიცვიდა და მან არა უსმინა. მათ შუღლი გამოერიათ. მზაკრულმა უთხრა:
-ვაჟო რად ვიბრძვით ბრჭემ გვისამართლოსო!
ამა საქმითა დაზავდენ და ბრჭესა ტანა მმივიდნენ, და მან მზაკუარმან ყოველივე ბრჭესა რიგიან გაასინჯა. ხურმადილ იგი ივარძმა. ბრჭემ მოწამე ითხოვა. თიზგიშიმ უთხრა ბრჭესა:
ლექსი
შენი სიცოცხლე გაგარძელდეს საუკუნემდე ბრჭეო და,
მოჩივართ ღია ეღირსოს თქუენის გულისა ბჭეო და!
მე მის ხის კიდე რომლისა ძირსა ვერცხლი დამარხულ იყო, სხვაი მოწამე არა მივის. მაქუს იმედი მარლისა ღტისაგან თვისი ძლიერებითა მას ხესა სწორე ათქმევინოს. რომელსაცა უზენაროსა დაორგულსა მპარავსა ვერცხლი იგი წარუხვამს, მას ხეს ამთხრობლებინოსო.
ბრჭესა ესე საქმე დიდად გაუკვირდა და მრავალი რამ მოიბნეს, და ესე პირი დაასკუნეს: მეორესა დღესა მას ხესა თანა მივიდნენ და მას მართალი მოწმობა გამოჰკითხონ, და რაიცა მან ხემან სამოწმებელი თქუას, მისდა გუარათ ისამართლონ.
მას ღამესა მზაკუარი იგი კაცი სახლად თვისად მივიდა, და ყოველივე მამასა თუისსა უამბო, და სირცხვილის საბურველი პირიდამ აიხადა და უთხრა:
-მამო შენითა მინდობითა და საქმითა იგი დავიმოწმე და შენისა ზურგისა სიმაგრითა ხრიკისა ნერგი ბრჭისა სამართალსა შინა დამირგავს და ესე საქმე შენსა მოწყალებათა ზედა მიმიგდია. თუცა შენ შემეწევი თეთრი იგი ჩუენ დაგურჩების, დაიმოდენსა სხვასაც გამოვართვამო, და ჩუენი დანარჩომი სიცოცხლე შვებით და განცხრომით წარვლოთო. მამამან უთხრა:
რასა მნუკავ, რაი გიყო, ანუ რა ვქნა მითხარო.
შვილმა უთხრა:
მის ხისა გული ფუღურო არს, მას შინა ორი კაციცა დაიფარება, რომე გარეგნით არა იხილვებოდეს. აწე ესე ქენ:
ამაღამე წადი და მასშიგან შევედ და ხვალე რა ბრჭე მოვიდეს და რა ხესა სიტყუა ჰკითხონ, მის მაგიერ ვითარ ხამდეს, იმოწმეო.
მამამან უთხრა:
შვილო ხერხსა და ეშმაურსა საქმესა გაეშორე თუცა კაცი მოატყუო,ღთი არ მოტყუვდებისო. უთხრა:
შაირი
კაცთ დაფარულთა საქმეთა ღთი სცნობს ცათა მპყრობელი
ვინ თმათა აღრაცხს ძვალს სინჯავს შიგანთა ძარღუთა მფლობელი!
ვთქუათ ხერხით კაცი მოტყუვდეს ზაკვისა შემასწრობელი
მას რაღას ეტყვი რომელი უწყის და არის მცნობელი?
რომელიც ხერხი საცოდავია მისი მუქაფა მისსა მოქმედსა მალე მიეგების და სირცხვილი საქვეყნოდ დაედების. მე მესინის შენი ხრიკი მის მყვარისა ხერხებრ არ შეიქნასო. შვილმა ჰკითხა როგორ ყოფილაო?
მ ა მ ა მ ა ნ უ თ ხ რ ა ა რ ა კ ი
[მყვარი და ძღარბი]
უთქუამთ, ერთსა მყუარსა გუელისა სიახლოვესა სორო გამოეთხარა, და მის უწყალოსა და სისხლისა მსმელისა მეზობლად დაბინავებულიყო. რა მყუარი შვილთა დაზრდიდა, გუელი დაუჭამდა, მყუარსა მას ერთი კიბორჩხალი მეგობრად ჰყუა. ერთსა დღესა მას კიბორჩხალთან მივიდა და შესჩივლა და ეტყოდა:
სასურველო მოყუასო, ერთისა რჩევისა მოქენე ვარ, რომე ერთი ესეთი მტერი ამიჩნდა, არცა მისი ახლორე ყოფა ძალმიძს, და არცა მის ადგილისა დატევება. რადგან მუნ დავეშენე, მისი გაშვება მიჭირდება: დია შუენირი ადგილი და გულის საამოვნოა! ესეთი წალკოტია, მისი მწუანვილი სამოთხისა მწუანვილსავით საიხარულსა მატებს: გულისა კართა გამღები სუნნელებითა აღსავსე და მუშკთა და ამბართა მაყნოსებელი უთხრა:
შაირი
ასი ათასი ფურცელი კოკობთა ვარდთა სადარი,
ყაყაჩოს ხელთა მჭირაო, მწდეო, ეგ ტანი სად არი?
ჩრდილოს ნიავი ამბართა მალე მომიძღვნის სად არი.
მისთანა მუშკსა მომიტანს დარდთა ვიყოფი სადარი.
ესეთსა საყოველსა თვისითა ნებითა ვინ დააგდებს, გულსა სამოთხისა ნიშთა ვინ მოაშორებსო? თქუჯა:
ჩახრუხაული
ჩემი სამყოფი ცნობის დამყოფი, უსწორო ადგი უებრო ბაღი,
მაშ, დიდთა ბრძენთა მით გასაძენთა გულსა დაისუან ცეცხლისა დაღი.
კიბორჩხალმა უთხრა:
ნუ ზრუნავ ძლიერი მტერი ხრიკისა საბლითა შეიკრვის და ეშმაურობისა მახეთა შიგან გაიბმისო. თქუა:
ლექსი
ვინცა დაასხას ხერხისა მარცვალი ველთა მა ხესა,
მრავალი ბრძენი ფრინველი ადრე გააბას მახესა.
მყუარმა უთხრა:
- ხერხთა წერილთაგან ამა საქმისა სახისა კართა ვითარ გაახვამ და ამა მტერისა მოშორვებისა რომლითა მიღონისძიებო?
კიბორჩხალმა უთხრა:
-აქა ახლოს ერთი ძღარბი არის, დია მოჩხუბარი და მძვინვარე. შენა თევზთა შეიპყრობდე და მის სოროთა პირთა დასდებდე, და რა მის ჭამასა შეეჩვიოს, მერმე მის ძღარბის სოროდამ გველის სორომდე თევზი დააწყევ. ძღარბი მის თევზის ჭამითა გუელისა სოროსა თანა მივა, და იგი მისსა საქმესა გააგებს, და შენ მის გუელისა შიშსა და ჭირსა მორჩებიო. მყუარმა გასინჯა ესე სწავლა-სიბრძნისა ყდითა შეკინძული იყო. ეგრე ქნა: გუელი იგი მოკლა. რა ორი-სამი დღე გამოჰხდა, ძღარბსა თევზის ჭამა მოაგონდა და ძებნად გამოვიდა. სადაცა ჩუეული იყო, მასვე გზასა მომართა, რომელი პირველ საწადლით გაეზომა, მასვე მიედევნა. თევზი ვერა პოვა, მყუარისა კართა მივიდა, მყუარი ღლაპებით დაჭამა.
ლექსი
ვისგანაც მორჩა მხეცთაგან და ჭირი მას დაელია,
ბოლოდ იგივე შეექნა, მისი შემჭმელი მგელია!
*
* *
ესე არაკი ამისთვის მოვაწყევ: ხერხისა ბოლო მახეა თვისისა თავისა დასაწერი, საცთური ბოროტი დღეა, კლდეთა გარდამაჭრუნებელი უთხრა:
ლექსი
ნუ წასდგამ საცთურის ფერხთა, სახერხოდ განმზადებულსა,
თვარა ჭირისა საბრხესა შენცა დაებმი დებულსა.
შვილმა უთხრა:
-მამაო სიტყვა მოამოკლე და გამოძიებათა გაგრძელება მოჰკუეთე. ამა საქმესა ცოტა ჭირი და მრავალი სარგებელი მოაქვს ბოლოდო.
საბრალო ბერიკაცი იგი შვილისა სიყუარულმა და საქონლისა ნდომამა რჯულისა და სასოებისა პატიოსნის სადგომით უწყალობისა და სიხარბის მინდორთა გაიყუანა. მოთმინებისა სიმტკიცე მოუსუსტდა, უსასობისა და ანგარებისა ქარტა მოჩხაბა, ღთისსაწყენი და კაცთა დასაშორვებელი საქმე კისერთა დაიდვა, და მას ბნელთა ღამეთა მშიშრეულითა გულითა სვლად იწყო და მის ხისა ფუღუროთა შინა შეძურა. რა გათენდა და დილის სინათლის ბრჭემა თვისი ცოდნა ქუეყნად მოჰფინა, და მზე ცისა სიშავესა მოადგა და ღამისა წყვდიადი თემთათვის დღედ გარდიქცა, მან ბრჭემანცა თვისი საქებურნი მოხუცებულნი და თვისი მსახურნი წაიყუანნა და მის ხის ძირსა მივიდა. მრავალი ჯარი ჭვრეტად გამოვიდენ და გარ ყოლბად მოადგენ. ბრჭემა პირი ხისაკენ ქნა, მათი სარჩელი მოისმინა. მერმე მათი საქმე და გაჩენა მას ხესა ჰკითხა. რა ბრჭე დადუმდა, მის ხიდამ ხმა გამოისმა:
-ვერცხლი ხურმადილმა წაიღოო. თიზგუშ მის ამხანაგს უსამართლო სჭირანო.
ბრჭე დიდად გაჰკუირდა; გონებათა სინა იტყოდა: ნუთუ ამა ხესა შინა კაცი ვინმე ჯდესო, და მის გამოჩენას რჩევა უნაო.
ლექსი
ყოელი ხვანჯი ხერხისა ფარული კაცთა შორისა,
გასინჯვის სარკეს ჩამხედურმა რჩევითა გაასწორისა.
მას უკან მრავლისა შეშისა მოღება ბრძანა, და მის ხის გარ მოწყობა და ცეცხლისა შედება. რა ესე ქმნეს და ცეცხლი აღევდა, მისი უგუნურებისა და უმეცრებისა კუამლი მისის სახლის კარიდამ გამოადინეს. საბრალო ბერმა კაცმა, რა მცირე მოითმინა, სულთ ამოსვლას მიეწურა, მაშინვე ხმა ყო. ბრჭემ მისი გამოყუანება ბრძანა, და მისგან ყოველი გამოიკითხა. ცეცხლით შეხრუსტვილმა კაცმა ყოველივე გარჩევით მოახსენა. ბრჭემა იგი საქმე სწორად შეიგნა. ხურმადილისა ხელმოკლეობა, სიწრფელე და თიზგუშის მზაკურობა და სიბოროტე ყოველსა კაცთა ცხადად დაანახვა. მაშiნვე საბრალო იგი ბერიკაცი, ამ უხანოს საწუთროს სიცოცხლის სამოსელსა საიქიოს ზიდვა დაუწყო, და ამ სოფლის ცეცხლის სიმხურვალითა საუკუნოს ცეცხლისაკენ პირი ქნა და ჩაკუდა. მისმა შვილმა, სირცხვილეულმა, უკუწბილებულმა, მკუდარი მამა აიკიდა და ქალაქისაკენ წავიდა. და ხურმადილმა, თვისის სიმართლის მინდობილმა, სწორისა სიტყუითა ვერცხლი იგი შემოიქცია, და თვისის საქმის გაგებად გაემართა.
*
* *
ამა არაკისა სარგებელი ესე არს, რომე ყოველმა კაცმან სცნას, ხერხი და საცთური, თუცა პირველ მოსაწონია, ბოლოდ კაცისა დამწუელი და დამდაგუელიაო. თქუა:
შაირი
ვინ ხერხი მოივერაგოს ეშმაურითა წესითა,
ბოლოდ განქარდეს უწყალოდ ვაებითა და კუნესითა:
ხერხი ორთავი გუელია საკბენლად კბილთა ლესითა,
ერთი მტერს უცემს მეორე მის მოქმედს უარესითა.
დამანამ უთხრა:
შენ ჭკუა ეშმაკობად შეგირაცხია და კეთილსა რჩევასა ხერხად სახელ-სდებ. მე საქმე ესე ჭკუითა და რჩევითა მიმოქმედებია და მართებულად მომიხდენიაო.
ქილილამ უთხრა:
ესე საქმე ესეთის გონებასუსტობითა და მიუხვედრელობით შეგიმზადებია, კაცთა მისი გამოთქმა არ ძალუც.
სიდიდისა და სიმდიდრისათვის ესეთი ანგარება მოგინდომებია, მოამბენი მისს ლაპარაკს დაღონდებიან. რაცა ხერხი და ეშმაურობა შენ ხელმწიფეზედ იხმარე. შენვე სცნობ, ბოლოდ მის ცოდვისა სანაცლო შენზედ რაი მოხდება. ორპირობისა და ორგულობისაგან რაცა ბოროტი შეგემთხვევა, ადრე სცნობ.
დამანამ უთხრა:
-ორპირობასა რომე ჰგმობ და ზიანად მიგაჩნია, ვარდსა ორპირობისათვის წალკოტის მაშუენებელად დარგუენ. ორენაობას აძაგებ, მწერალთა კალამი ორენაობით თემთა და საქონელთა მოურნეა. ხრმალი რომ ერთპირია, სისხლის სმისა და ხორცის ჭრის მეტს ვერარას იქნს. სავარცხალი რომ ორპირია, შვენიერთა და კეკლუცთა თავთა თმათა ზედა იარების! უთხრა:
შაირი
ამა სოფელსა ერთგულნი ხრმალსავით სისხლის მსმელია,
რადგან საწუთროს მინდობით მისდევს და მისი მცველია,
ვინ სავარცხლურად ორპირობს, ათენაობის მცდელია,
ყოველი კაცი თავს იდებს, ტურფათ თმას ზედა მვლელია.
ქილილამ უთხრა:
დამანავ, ენამჭევრობა დაუტევე! შენ იგი ორპირი ვარდი არა ხარ, წალკოტთა მაშუენებელი, თუცა შენსა თავსა გასინჯავ.
და თიცა თავსა მართლობ. შენ იგი ეკალი ხარ, რომელიკაცისა გულსა მოსწყლავს და დაკლების მეტს არას შესძინებს. და არცა იგი კალამი ხარ, რომე ქუეყანისა და სიმდიდრისა მოვლასა ცდილობდე. შენ ორენა გუელი ხარ, რომლისა ენისაგან სიტკბოს ნაცვლად მაკუდინებელი შხამი გდის. გუელი შენსა უმჯობესიცა და უფრორე მარგებელიცა არის, ამისთუის, თუცა მისი ენა შხამსა სწვეთს, მისვე გუელისაგან თერიაყი შეიმზადება. შენ კაცის ენისაგან ხამს ნიადაგ თერიაყი დიოდეს, თუცა ფათერაკად მოუხდეს, რაგვარადაც ერთსა ბრძენსა უთქუამს:
ლექსი
სამსალა და თერიაყი ჩემს ენასა ორნივ სდიან,
ერთი მოყუარის სიხარულად ერთი მტერთა არ გაზრდიან.
დამანამ უთხრა:
-ესოდენი ჩემის მოყივნებისაგან დასცხერ, ნუთუ კუალად ლომსა და ხარსა შუა შერიგება მოვახდინო, და სიყუარულისა და ნდომისა საფუძველი დავსხნა.
ქილილამ უთხრა:
-ეგეცა კუალად უგუანი და უარესი სიტყუა სთქუი. შენ თურე ხერხიცა არა გცოდნია. სამი საქმეა, რაი სამთა საქმეთა მიემთხვიოს, პირველი გემო აღარ ექნების: პირველად ესე,წყარო მდინარე და ღრუდო მანობამდე გემრიელია, ვირე ზღუასა შეერტოდეს და რა აღერევის, იგივე გემო და ფერი აღარ ექნების; მეორე-მოყუარეთ სიყუარული მანობამდე მტკიცეა, ვირემდე ავენა, მოჩხუბარი და მეშურნე შუა არ ჩამოიგდონ; თუცა ესეთნი კაცნი მათ შიგა გზასა იპოვნიან, პირველებრი სიყუარული აღარ იქნება. მესამე-მეგობართა და მახლობელთა შუა მანამდეს მოკეთობა და ერთობაა, ვირემდე ქიშპობა-შფოთი შეიქნებოდეს. თუცა ესე შემოერიათ, მერმეღა მათს მეგობრობასა და მახლობელობასა მინდობა გაუცვდებით. ამას იქით რომე ხარი ლომსა კიდეც გარდარჩეს და ლლომმა იგივე პატივი და დიდება მიანიჭოს, იგი ერთგულობასა და სამსახურსა აღარ მოიჭირვებს, თუცა ნდომისა კარი არ დაკლიტოს, თითოთა საქმეთა შინა შიში მაშინც ექნებისო. უთხრა:
ლექსი
რა თოკი გაწყდა, საბელი აღარა მოემატების.
თუცა გარდაბმას ეცადო, ნასკვი დარჩების მას ების.
დამანამ უთხრა:
მე რომე ლომისა სამსახურისაგან ხელი ავიღო, და ერთსა სენაკსა შინა განსუენებით დავჯდე, შენისა მეგობრობისა კალთა დავიჭირო, შენთან სიმარტოისა საყელო თავსა გარდავიცვა, მაშინ რაღას იტყვიო?
ქილილამ უთხრა:
-მე დია მიამება. მე შენისა მეგობრობითა და გაერთიანებითა და შენთანა ყოფითა მრავალი შიში გამომივლია, და შენისა გაწყობისა სინანული ნიადაგ გულსა მდებია. ბრძენთა და გონიერთა კაცთა უთქუამთ, უგუნურისა და მეშფოთისა მეგობრობასა და სიახლეს ერიდეო, მოღვაწისა და ბრძნისა სამსახურთა ეცადეო. ამისთუის რომე უგუბურისა და მოჩხუბარისა მეგობრობა გუელთა წვრთასა მიგავსო. გუელი რა შეიპყრა და ტკბილად სწვართო, რაზომც სწავლებისათვის დაშურე, ბოლოდ თვისის კბილისა ძირთაგან ჭაშნიკსა ასმევს. მოღუაწისა და ბრძნისა სამსახური ათარისა დუქანსა ჰგავს. თუცა კაცსა მუნით არა ერგოს რა, მისის სუნნელებისაგან მისი საყნოსელი აივსებაო. უთხრა:
შაირი
ათართან მიდი ზედიზედ სადა ძეს-ყე სუნელია,
სამოსელს გაგისუნელებს- ესე არაკი ძველია,
სამჭედლოს მისვლას დაგიშლის მუნ არს საქმენი ძნელია,
კუამლი თუალისა მავნები, შანთთა ბურჯღული მწველია.
დამანავ მე შენგან რა პაემნისა და პირობის იმედი მაქუნდეს, რადგან ერთმან ხელმწიფემან სახელდებით გამოგირჩივა და შინაყმად სათუთად გაგზარდა, და ესრე გამოგაჩინა, მისის ბედნიერობისა წყალობითა მზესა ბრწყინვალებასა უწუნებ, და მისის ცებრ მაღლის კართა ყოფისა მიზეზითა სიმდიდრის ფერხითა ამაღლებულთა თავთა ლახავ, მას ესე საქმე უქენ, და მისის ნიჭისა სიუხვისა ბოძება ვერ გულისხმა ჰყავ და ესრე ჩაატარე, თუცა არა გენახოსო. უთხრა:
ლექსი
არცა ღთისაგან შეშინდი, არც შეგრცხვა შენის თავისა,
არცა კაცთაგან შეჰკდიმდი, ქმნასა უმატე ავისა!
თუცა მე ესეთსა კაცსა ათასითა ეჯითა არა განვეშორო, დიდნი ბრძენნი არა კაცად ჩამაგდებენ, და თუცა ამისთანას მოყუასსა გავეყარო, საქმის დამნახველი ჭკუა და მადლის გზა მეცნიერობისა სისრულესა მაპოვნინებსო. თქუა:
შაირი
ყაყაჩო ადრე დაცვივის, მიწათა მოეფინება.
ორდღე გამწყოსა მოყვსისა გაყრა რად მომეწყტინება?
შეუგებელთანყოფასა შორს მირჩევნია გინება,
მოყუარე გულსა მატკენდეს, მტრისაგან რა მეტკინება!
რა ერთიც ძმათა და მოყუარეთ ალერსით სარგებელი მეტია, ეგოდენ ავისა და ჩხუბიანის კაცის ალერსის ზიანი გარდამეტია. ბოროტსა კაცთანა ალერსიც მალე გათავდების, და დასაკლისიც ადრე გამოჩნდების. მაშა, რადგან ესრე არს, რომელსაცა კაცსა ჭკუა და ცნობა აქუს, გუმართებს მოყრობა; ერთობა და მეგობრობა მეცნიერსა და ქებულსა და რიგიანთა და მართლის მთქმელთან და მხნეს კაცთანა ვქნათ, და მტყუართა, ორგულთა, ავგულთა და უგუანთა კაცთა ვერიდოთ და გავეკრძალნეთ.
წყობილი
რადგან არ ძალგიცს კრებულთა პირისპირ დახშვა კარისა,
მარტოსა ჯდომა სჯობია, ერთს კაცთან მონაკარისა,
გულძვირთან ლხინი არ ვარგა, კულის სმა საკარკარისა.
ესე ბრძენთაგან ვისწავლე, ეშმა ნუმც მიეკარისა,
ვინ ავსა კაცთაგან მეგობრობს, ნიადაგ ჯოხთ საკარისა,
ბოლოდ მახეთა დაებმის, ნადირთა ჩასაკარისა.
რომელიცა უგუანსა კაცსა გაეწყობა და უმეცარსა მოყუსად შეექნება, მას ეგრე მოუვა, როგორათაც მას მებაღეს მოუვიდაო.
დამანამ ჰკითხა, როგორ ყოფიალაო?
ქ ი ლ ი ლ ა მ თ ქ უ ა ა რ ა კ ი
[მებაღე და დათვი]
უთქუამთ ერთი მებაღე იყო, მისა ცხოვრებათა სინა ნერგუასა და თესვასა ზედა შურებოდა. თუისსა საწადელსა სიცოცხლესა მას ბაღჩა-ბაღთა შინა აღამებდა. ესეთსა წალკოტი ჰქონდა, მისი კორდი სამოთხეს გუანდა, ხე-ხეობათა გამართვით გაწყობილობასა ნაღვლისა მტვერი ერმის ბაღისათვის თუალთა ჩაებნია; მისის სიტურფის სახისა შურის დაღი აფროდიტის ბოსტნისა გულთა დაესვა; სხადასხუა ფერსა ხილნარსა ფარშამანგანსავით მაზედ ელვიდა; მისი იატაკი კეკლა და ტანითა და პირითა განშვენებული; აერი მისი მანათობელი, და მისი ნიავი ათრისა დუქანისებრ ამბართა გამსყიდველი, კეთილსუნნელებითა მაბედნიერებელი; ხენი ხილმსხმონი, ბერსავით წელმოხრილნი მისნი ხილნი სიტკბოთა ქაჯთაგან უმხურვალესისა სიცხითა დამწიფებული ფერად-ფერადი ხილნი, საზაფხულო და საშემოდგომო, მეტად წყლიანი და გემრიელი; მისი ვაშლი უჭიროდ მომატყუებელის სპეტაკის ვერცხლის ბურთი გულისა გამაველურებელი, შუენიერი და ფეროვანი, მოსვენებისა მომმატებელი და ქუეყანათა აღმაშენებელი!
შაირი
ტურფანი სიკეკლუცითა ბროლ-ლალად, ღაწვნი-მივაშლით,
წალკოტსა პირი მიაპყრა მის შუენებისა მივა შლით,
ხეზე ვარსკულავნი მიკვირან, გულსა მივაშებს მივაშლით,
დღისით ლამპრობის მნახველნი თვალთა ჩენასა მივაშლით,
ქება ვითა ვთქუა, არ ძალმიც, თუცა ვამკობდე რა სხალის,
მებაღე მაზე იხარებს,შეწვრთის, აღზარდის რა სხალის,
შაქრულად დაკიდებული, მნახველთა მისცემს რას ხალის,
წალკოტთა მაშვენებელი ვით კეკლუცთ პირი რას ხალის.
კომშსა მოღვაწის მსგავსად მატყლისა სამოსლითა, ღამიან ამდგარსა, პირგაყუითლებულსა, თავი ფურცლისა სარკმლითა გამოეყო, პირისა მტუერთაგან შეწუხებულის ტრფიალის გულისათუუის მთუარული ნიში დაესვა.
შაირი
ფერმიხდით ხილთა უმჯობე უდგანან კომში უბია,
მას მზე აყვითლებს ყვითელი, გლახ გული ტრფიალს უბია,
მას საყუარლისაგან ყვითელსა კალთა სავსე აქუს უბია,
ცრემლშემშრობილსა წინა უდგს ცრემლითა სავსე გუბია.
ნარინჯი მონახჭული ბურთი ხავსის ფერს ფოთელთა თანა, ვითა მზე მაღალთა ცათა ბრწყინევდა;
თურინჯი ოქროსა წყლითა მოფერილი, მოწყენილისა გულისა გამახარებელი სუნითა და გემოთა გუამთა სულსა გაუახლდება, წალკოტთა შინა კრთომით ელვარებდა.
რვული
პირაშკმული იცინოდა საყუარლულად ბროწეული,
ქარვა შიგან ჩაწყობილი, იაგუნდი ძოწეული.
ქანდაქარად შეწყობილი, არ აშლილი ,მროწეული,
წითელ-მწუანედ აშვენებდა ბაღსა კოწლებ-კოწეული.
ქებად თუცა მოვიცალე ატამი ჰყავს მოწვეული,
წითელ-ყვითელ, თეთრი მწვანე ნოტიობა მოწეული,
დაიგემო ცუარნაწვეთი, ბაგეს ბაგე მოწეული,
საკრეფელად რტო ხელთა აქუს, აჰა მისად მოწეული.
ცალგნით ლეღვი რომელი მაღლისა ხელსა მისი სახე და სიკეთე სამოთხის ლეღვისათუის მიემსგავსებინა, რომელს ასაქრის ტკბილი პუნგია ხაშხაშის თესლიტა შეემზადა;
ერთკერძო მოელვარე ყურძენი, რომელი სიბრძნისა კალამსა მისი პირთა დაეხატა, ცუაროანს ყუავილივით, ფურცელთ საშუალ ჩნდა;
კორდთა ზედა მიწყობით ეყარა ზარნიშანი ნესვნი, ბურთბურთად მწვანედ ღებული, ვითა მტუარე ჭიქის მსგავს სინათლესი გამოჩენით გორვიდა.
შაირი
მდელოთა ნესვი ნატესი მუნ მრავალფერად შვენოდა,
ედემის ხილთა ცილებით სადაროდ გამოსჩენოდა,
მწვანე შრე და შრე ყვითელზე საოცრად გაიჩემოდა,
ამბართა სუნთა ყნოსანი მილმობით წარმოსჩენოდა.
მას მებაღესა ყოველთა ხეთა ესოდენი ნამყენი მოემყნა, რომე შვილისატუის ზრუნვით სამუნშაკო აღარა დაეტევებინა რა. მისსა ჟამთ სიგრძეთა მას წალკოტსა შინა მარტოობით იყოფებოდა და სიმარტოვისა შიში აჭირვებდა, უამხანაგობისაგან მოწყენა შესლოდა და იტყოდა.
ჩახრუხაული
ვარდი იანი ყუავის მზიანი მასტან უმწეოდ რამცა ვიხარო?
ჩემნი ბაგენი შაქრად ვაგენი მზე თუ არ მივის ვისზედ ვიხარო.
ამისტუის გულნაღვლიანი ველთა საარებლად გამოვიდა. ერთსა კლდისა ძირთა მივიდა რომელი სულმოკლისა კაცისა გულისა სივიწროესა გვანდა. მის გარემო სვლა არად სასარგებლო იყო. და გონებისა გართვითა მუნ იარებოდა. თურე ერთი საზარელი ბილწი უშვერი დათვიცა, სიმარტოისა გაძლებადატევებული მის მაღლის კლდისაგან ჩამოვიდა. რა ერთმანეთი ნახეს ორთავე ერთმანეთის სიყუარულისა ცეცხლი აღეგზნათ და მათი გული გასაწუობელად შეერთდათ.
რვული
ციერთა ან მიწიერთა თვითოგუარობა სტანობენ,
ვით ქარუა ბზესა მიიკრავს, მის სატრფოს თანა გუამობენ,
ეთერი ცეცხლსა მიზიდავს და თანა მიითანობენ,
ნათლისაგანნი ნათელსა ბნელნი ბნელეთში ბანობენ,
წმიდასა უყუარს სიწმიდე, ავი ავთანა განობენ,
თხლე თხლესა შესვამს, ცუდი-ცუდს, სიცუდით შეიგუანობენ,
ბრძენი ჭკუიანსა შეიტკბობს, ან ესე სჯობსო ანობენ.
მეღვინე მეღვინესაგან მიბრუჟვით მოცინარობენ.
დათუმა რა მისი გლეხობა შეიტყო, მისსა ალერსსა და გაერთებასა უმატა,მათში მოყრობა აღმატებით გამრავლდ და სიყუარულის ნერგი ერთმანეთში აღუორძნდათ.
ტაეპი
ბაღში იშვებდენ ხანებსა, ერთი მეორის ხანებსა.
როდესაც მებაღე დამაშვრალი ძრდილსა ქუეშე თავსა განსუენებისა სასთუმალთა დასდებდა, დათვი ხელმოჭდომმილი სასამსახუროდ თავით მოუჯდებოდის ხან ბუზთა უმწერობდა. თქუის:
ტაეპი
თავით ამისთვის უზია, ტუჩთ არ დააჯდეს ბუზია
ერთსა დღესა ამავე წესითა მებაღეს ეძინა, და პირთა მრავალნი ბუზნი ეხვეოდეს. დათვი ბუზთა მომწერებასა ცდილობდა, და რომელსაც მხარსა მოუმწერის, მეორეს მხარსა დაასხდიან, და ვერა იღონა რა. შეწუხებულმა ბუზთა ზედა მრისხანემა დიდი ლოდი აიღო, ეგონა ამით ბუზთა ყოველთავე მოვსრაო. ბუზთა ნატყორცნი დასცა საწყალს მებაღესა და ტვინი მიწათა გარივა. ამისთუის უთქუამთ: მცოდინარი მტერი უციდანარს მოყუარეს გიჯობსო.
ლექსი
რაზომცა ბრძენი მოავე გავნებდეს მტრისა წესითა ,
უცებს მოყუარეს იგივ სჯობს უკეთეს უარესითა.
*
* *
ესე არაკი ამისთუის მოვიყუანე შენსა მოყრობასა ესეთი მოქმედება აქუს, რომე თავსა ჭირსა და ტანსა ისრის წყლულებსა გაუმრავლებსო.
ლექსი
ქუაბსა ჰგავს უცბთა ალერსი კაცისა უგუნურისა,
შიგა რომ არა იდვას,რა გარ სისქე ეკრას მურისა.
დამანამ უთხრა:
მე მაგგუარი უგუანი არა ვარ, მოყურის სარგებელი და მტრის ზიანივერ გავარჩიო, მისი სიკეთე და სხვისა სიბოროტეთა გაგება არ ძალ-მედვასო.
ქილილამ უთხრა:
-მე კეთილად გიცნობ: შენ არათუ სიბრიყვითა ვირსა გავხარ, მაგრამ ეშმაკობისა შურსა გორვასა შინა ესეთსა მტუერსა აღაფქვრევ, თუალთა მხედველობასა დააბნელებ. გულმოუდრეკელისა სიბოროტითა წამსა ზედა მოყურისა სათნოსა დააგდებ, და თასრიგსა მისსა საწყინარსა უმართებულოდ შემზადებ, რაგვარადცა ლომსა და შუთურბაზედ ესოდენი საქმე ჰყავ. და კიდევე შენის კალთისა შეუსვრელობასა იტყვი და თავსა მართლობ! შენ მოყრობასა შინა თურე მის დიდვაჭრისა არაკი არ გასმია, რომ უთხრა-თაგუმა ასი ლიტრა ტყია შეჭამეო, რა საკვირველია თაგვის მჭირავმა ერთი ყმაწუილი მოიტაცოსო?
დამანამ ჰკითხა ეგე არაკი როგორ ყოფილაო?
ქ ი ლ ი ლ ა მ თ ქ უ ა ა რ ა კ ი
[თაგვის შეჭმული რკინა]
უთქუამთ ერთმა ვაჭარმა ცოტა სამთავნოთი მგზავრად წამავალმა საბოლოოს საქმის საგონებლად ასი ლიტრა რკინა ერთისა მეცნიერისა სახლთა ანაბარად მიაბარა: ვინ იცის,
გამიჭირდეს, ამით რამ კიდევ ვათავნო და სიცოცხლისათვის საზრდო რამე მოვიგოო, და თუუით გზად გაემართა. ივაჭრა აგრევე შემოიქცა და მუნვე მოვიდა. მას კაცსა რკინა იგი გაეყიდა და ფასი წარეგო. რა პატრონმა რკინა სთხოვა, რომელსც ებარა, მან შინ შეიწვია,ადგილი აჩუენა. აჰა, პატრონოჩემო, აქა უშიშართა ადგილთა დავმარხე, და არა ვიცოდი მას ადგილს, თურე თაგვისა სორო იყო, ვერა შევიგენ რა, და მას შეეჭამაო.
მან დიდვაწარმან უთხრა:
-ჰე, ეგრე არს: თაგვი რკინისა მოყყუარულია, და მისი კბილნი მისს სილბოსა და სიმსუქნეს საჭმლად დია გაეწყობოდაო. უთხრა:
ლექსი
თაგვთა საზრდო რკინა არის, განაღამცა იყოს ბასრი,
ფალუტაკსაც ურჩევნიაწინა ედგას თხილთა კასრი.
რა ესეთი სიტყუა მოისმინა, მას კაცსა დიდად იამა და ეგრე თქუა გულთა თვისთა:
-ესე ვაჭარი უგუნური ვინმე ყოფილა, რადგან ესეთითა სიტყვითა მოტყუვდაო, და მის რკინისაგან ხელი აიღოო. აწე ესე მიჯობს, ვაწვიო იგი და შევიტკბო. რა ჟამმა წარვლოს კიდევ ვირგო რამეო. მოუწოდა ვაჭარსა მას და უთხრა:
ლექსი
გენუკვი სტუმრად წვევასა, ჩემს სახლთა მობძანებასა,
წყალობის ფერხის დადგმასა, ჩემის გულისა ნებასა.
ვაჭარმა უთხრა:
-დღესა არა მცალს, პაემანი სხუაგან მაქვს. და ხვალე გიახლებიო. მისის სახლით გამოვლო, და ერთი მისი ყრმა შვილი გაიტყუა და თვისსა სახლთა შინა დამალა. მეორეს დრესა მასპინძელსა კართა მოადგა. კაცი იგი მეტად მოწყენით დახვდა, ბოდიშის ენა ააუბნა და უთხრა:
-პატიოსანო სტუმარო შემინდევ, გუშინ შვილი დავკარგე, ქალაქსა სინა სამ-ოთხჯერ ქადაგი ვიყივლე და სოფლებთა და ვერარა ვსცან მისიო.თქუა:
ლექსი
ვითა იაკობ მწუხარე მტირალი თუალცრემლიანი,
ვიზახი, სად დამეკარგა ჩემი იოსებ მზიანი?
ვაწარმა უთხრა:
-გუშინ რა შენის სახლით გამოველ ერთი ყრმა ძერას აეტაცა და ჰაერთა სინა ფრინვიდა, ნუთუ იგი იყოს ძე შენიო?
მან კაცმან იწყინა და ჰქუა:
-ესეთსა ჭკუათაგან შორსა სიტყუასა რად იტყვი, და სიცრუედ პირთა აარებ. ძერაი თვით ნახევარ ლიტრა არა არს, და თორმეტი ლიტრა ყრმა ვითარ აიტაცაო?
ვაჭარსა გაეცინა და უთხრა:
-თუცა ერთსა ქალაქსა შინა ერთმან თაგუმა ასი ლიტრა რკინა შეჭამა, თაგვისა მჭამელი ათორმეტსა ლიტრასა ყრმასა ვითა ვერ აიტაცებდაო?
მან მასპინძელმა სცნა რაიცა იყო, და უთხრა:
-ნუ ზრუნავ თაგუსა შენი რკინა არა შეუჭამიაო.
მან ვაჭარმაცა უთხრა:
-ნურცა შენი გული შეჭირვებულა, არცა შენი ძე ძერასა წარუტაციაო! ჩემი რკინა მომე, და შენი ყრმა წაიყუანეო.
*
* *
ესე არაკი ამისთვის მოვიუბნე ერთმა კაცმან რომე თვისსა ხელმწიფეზედ ესეთი რამე ქნას, სხვისათვის რაღასა იმოქმედებს? ეადგან შენსა პატრონსა ჰკადრე, სხათა შენისა პიპრობისა იმედი ვისღა ექნება? მე ესე დაჯერებით ვიცი, შენის ავნაქმრის სიბნელე შიშით აღივსება, და შენის ხერხის საცთურის სიფრთხილე გმართებსო.
ლექსი
ბედის რტოსა დაემყნობა ვინც გაგრიდებს, გაგეყოფა.
სვეს აღადგენს ვინც ვერ გნახავს მტერთა პირი დაეყოფა.
ვირე ქილილა და დამანას საუბარი ამაზედ მოკრბებოდა, ლომსა ხარისა საქმე გარდაეწყვიტა: მიწათა და სისხლთა შიგა გაესვარა. და რა ლომმა რისხვისა ჭანგი შუთურბას სიკუდილითა დაამშვიდა და ტევრთა და ტყეთა ადგილები მისის სიმხნისაგან დავალა, რისხვის ალი დაუშრტა და საგონებელთა ჩავარდა, და გულთა შინა იტყოდა: ვაი საწყალობელო შუთურბავ, რომე ეგეთი ჭკუიანი, და გონიერი და მხნე კაცი შემომაკუდი! კეთილად ვყავ, თუ ბოროტად არა ვიცი. ესეთი საქმე რაიც მე მომიხდა, პირობისა და დანდობისა სდა სიმართლის დაგდებითა და დაუნდობელობისა წესითა მოვა. მე თავი ჩემი საგლოელსა შევაწყვდივე, ჩემსა საყუარელსა მეგობარსა ჩემითა ხელიტა სასიკუდილო სასმელი შევასვი. თქუა:
ლექსი
ბოლოდ მოყუასი ვინ უზამს მოყვასსა ბრძენსა ცნობილსა,
არცა უშჯულო იკადრებს, უმუხთლოს მისსა ძმობიულსა.
ლომმა სინანულის თავი დახარა და თვისისა თავისა საგმობრად ენა ააუბნა, თუისსა გულფიცხელობასა ჰყუედრიდა. ხარისა საგონებელი ამა შაირსა ყურთა შინა უკითხევდა:
ვინ მოყუარესა უბრალოდ მოპჰკლავს მოკვლითა ჩქარითა,
მეტადრე ჩემებრ მარგესა რგებითა შინათ გარითა,
ვითამ მოყუარე არ ვიყავ, მტერი გეგონე გუარითა.
მტერსაც არ მოჰკულენ უწყალოდ ესრე ტანჯვითა მწარითა
ლომისა სიცილი შუთურბას ნაღვლითა სამუდამოდ სატირლად შეცვალა. მისი გაფურჩვნილი სიხარული ამა ზრუნვისა სიმხურვალითა დაუჭნა, თქუა:
ლექსი
შენი გაყრა გულსა ჩემსა ნაღვლის ქაცვად გამეცემის.
აწ გავსინჯო ამ ეკლისგან თუ რა ვარდი მამეცემის.
რა დამანამ მიღმით ლომისა პირთა მოწყენის ნიშანი შეატყო და ნაღვლისაგან დალურჯებული ღაწვი გაიცადა, ქილილას ლაპარაკი დაიდიმა და წინარე წადგა და მოახსენა:
შაირი
მეფეო სვესვიანოპბით ტახტიმცა თქუენი დიდობენ,
ყოვლი ხელმწიფე შენისა ზარის შიშითა რიდობენ,
შენ შემოგვფრფინვენ იგიცა, ვინცა სორს კიდისკიდობენ,
შენთა მტერთა და ორგულთა დღენი შენგანვე ბინდობენ.
ურვისა საგონებელთა რად შეუპყრიხართ, ამა ჟამთა უფროსად სასიხარულო დროი რაღა იქნება? ამა დღისა უბედნიერესი ოდესღა გათენდება: ხელმწიფე გამარჯვებბული სამხიარულოთა წესითა ბრძანდება და მტერი სისხლიტა და მიწათა გორავს! მოახსენა:
ჩახრუხაული
სასოს დილამან ხრმალამოწვდილმან გამარჯვებანი წინა დაგისხნა,
დღენი მტერთანი, ურჩთა ერთანი, სიკუდილის რამიოს ბნელთა შეგისხნა.
ლომმა უბრძანა:
ოდესცა შუთურბას გაკრძალული სამსახური, მეცნიერობის ნიში და ალერსის სიტკბო მომაგონდების, სამძიმარის კუამლი მომბოლავსო, ამისთვის რომე იგი ჩემთა სპათა ზურგი და მფარველი იყო, ჩემთა ყმათა და ჭაბუკთა ყოველთავე ძლიერებისა შემძინებელიო! თქუა:
ჩახრუხაული
წარვიდა იგი მშვიდობის რიგი ვინცა ხმელეთსა დააწყნარებდა,
მომშორდა ადრე ჩემ სახლთ საკადრე, ვინ თემთა წესთა მომიარებდა.
დამანამ მოახსენა.
-არა გმართებსთ მის უზენაროსათვის ეგევითარისა სიტყვისა ბრძანება. ესეთი გამარჯვება რადგან მოგნიჭებია, დიდი მადლობა გიხმს ღთსად შეწირვად. რადგან შენთვის ძლევა მოუცემია, სიხარულისა გულისა კარი უნდა გააღოთ. მოახსენა:;
ლექსი
გამარჯვებისა დილამა სასოდ იმედი გვინამა,
ბოროტმა მოსაწყინამან გაგვრიდა გარდამდინამა.
ესე კურთხევის წერილი რომლესა ზედა ბედსვიანობა გაუწყვია, ესე ხელმწიფური ძლევა სახელგანთქმულობისა წიგნთა ბედნიერობით წერწერილი, მით გაიმართვის, და ჟამთა და დროთაგან ქარტათა ზედა ამაღლდების, და ზეშთა დიდობისა რიგთა შინა აღირიცხვის. მოახსენა:
შაირი
ესე დრე არის ჩუენისა სიკეთის მახარობელი,
გამარჯვებისა საქმითა ქნართა ასრიგად მძნობელი,
ესე დღე გულთა სალხენი განსაცხრომელთა მხმობელი,
ესე დღე დღეგრძელობისა, მტერთა ნიადაგ მფლობელი.
ხელმწიფემა რა ერთსა კაცსა მრავალი დიდება მმიანიჭოს, და ეგრეთვე შფოთევდეს, და არა ოდეს დამშვიდდეს, საშიშია. და ქუეყნისა მტრისა საფლავის საპყრობილეში შეგდება ჭკუიანთაგან საქნელია. თითი რომ ხელთა სამკაულია და გუამთა ასონი თუცა გუელმან მას ზედა უცა, ტანისა სიმრთელისათუის მასცა მოსჭრიან, და თვითმოკუეთილიცა მოილხენს და მორჩენად ჩაიგდებს. მოახსენა:
ლექსი
მიბრძანე იგი რა იყო, ანუ რა გარგო მონებით,
რადღა იგონებ ურვითა, ზრუნვას რად შეეწონებით?
ლომმა მცირედ ამა საუბრით უკუიყარა, მაგრამე ჟამმა და დრომა ხარისა ნაცვალი მასცა აზღუევინა და ბოლოდ დამანას სიცრუე მისავე თავსა აუხდა, და მისის სიტყუის თესლი სიმტყუვნის ქერქისაგან გამოსძურა, და ხარის სანაცვლოდ იგიცა მოკლეს. და ხერხისა და საცთურის და მატყუვრობის არსასრული უბედური და ურგებია, და ბოროტი განზრახვა-უსვიანო და მოსაოხრებელი.
შაირი
ავისმოქმედის ბოლოსა ჭკვიანნი ავსა ველიტა,
ფუტკარი სხვისა მცემელი თავსა მოიკლავს ხელითა,
ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლსა ბასრისა ცელითა,
ანწლი არ მოგცემს ყურძენსა ეს არაკი მაქვს ძუელითა.