ავისმოქმედისა ნაცულის მიგებისა და მათის საქმის ბოლო და ბოროტის მიხდომა

კარი მეორე
რაიმ ბრძანა:
-ეგე ყოველივე მოვისმინე რაიცა მშვიდისა და ბრძნისა ანუ ავენისა არაკები ბრძანე. რომელმანცა მზაკუარებისა სიმუხთლითა და ორგულობისა მოქმედებითა თუალთა ხელი დააფარა, და თვისი ხელმწიფე მოწყალებისა გზიდამა შეაცთუნა, და მიუნდობელისა და პირგაუთავებელისა სახელი უწოდა, და მოტყუებითა ლომი ესეთსა საქმესა ზედა დააყენა, რომე ბედნიერობისა და სიმაღლის ფერხი შემუსვრად მოინება. აწე ესე მწადიან მეცნიერისა ბრძნისაგან, უმჯობესი თვითვე უწყის, და ამისი დასასრულიცა გამოაჩინოს და გამოთქუას.-ამა ამბვისა შემდგომად ლომი რა გონებას მოეგო, და დამანაზე გუნება გაერყუნა, მისი მართებული რაუყო, ანუ მისის შემცოდეობისა წიგნი ვითარ წაუკითხა, ანუ დამანამ რომლისა საქმითა და რიგითა თავი რაგვარად იმართლა, ანუ თვისისა მოჩივრისათვის რა ხერხი და მოგონება შეხვანჯა და მისისა მოქმედებისა აღსასრული სადანამდის მიიწია. ბრძენმა ბრძანა.
ლექსი
მეფეო შჯულის მფარველო, ხმელეთთა მტკიცე ზღუდეო,
ზეშთა მპყრობლისა ნათელსა აფრენით დაიბუდეო.
მიღმა გასინჯვისა და სწორისა და მართლის მოგონების თავი ეს არის: ხელმწიფენი და დიდებულნი ერთისა სიტყვისა სმენითა ადრე ადგილისაგან არა ხამს შეიძრენ, ვირემდის ნათლად და გამოცხადებითა და ჭკუისა საქმითა ჭეშმარიტი არა შეიგნებს და მერმეღა ქნა ბრძანებულა. უთხრა:
ლექსი
მეშურნე და ორენასა სიტყუა ვინცა მოუსმინებს,
ბოლოდ მოსდევს სინანული ზენა სულსა შეასმინებს!
ოდესაც შურისა მაძიებელისა საუბრსა მოისმენე და დაიჯერებენ, საძაგელი და საგმობარი საქმე იშვების, და ბოლოდ მისი ნაცვლისგება ესრე რიგად ყურნნი მოგონებათაგან გაეკრძალნენ, და მის რისხვის რიდითა ეკლიანი სამუშაკო აღარა სთესონ. უთხრა:
შაირი
ეკალთა ძირი აღმოფხუარ, სთესე იფქლისა ყანანი,
ხე-ხილის მსხმელი კეთილი დარგევ, შეუდგიო მანანი.
დაშრეტავე სჯობს ბაზმისა თუცა დაგიწვას ვანანი,
თემსა ვახარო, რა მგამა, თუცა ერთს ავსა ვანანი.

[ლომისა და ხარის ამბავის დასასრული]
რა ლომმა გამოჩხრიკა დამანას არაკების მზაკუარებას მიხუდა, და გულისხმა ჰყო მისი მაცთურობა-ჩხუბი, და იგი რა ერთის რიგისა რისხვითა დასაჯა სხუათ მისს მსგზავთა კაცთა, ამ საქმით თუალნი გაუნათლდათ და ენისა შეკრძალვა იპოეს. ესე არაკი ესრეთ ყოფილა: რა ლომმან ხარისა საქმეთაგან მოიცალა, მის აჩქარების საქმის ქნისათვის შენანებია თითთა მოწყენისა კბილითა იკბინა, და ნდომისა თავი გამოძიებისა მუხლთა დადვა.
ლექსი
შურისგებისა ნაღვლითა ცივთა სულთქმათა ახევდა,
იტყოდა რა ვქენ ვინა ქნა ამ სოფლად ან ვინ ნახევდა?
დღე-ყოველ ნაღვლობდა ესრე: რასათვის ავჩქარდიო! წამ და წუთ ამას იგონებდა, რასათვის სიწყნერით გასინჯვით და მოცდით საქმისა ამის პირი არ გამოვიკულიეო? თქუა:
შეწყობილი
გულს ლაგამი რად წავყარე ჭკუა მივეც ხელით ქართა,
ეს სიშმაგე არ უქნია არას ბრძენსა, ცნობა წყნართა.
აწე ვსცან და კუალადა ვსცნობ, მაგრამ რას ვეჭვ მოსახმართა?
ქმნამდისა ხამს გაფრთხილება რა ეწამლოს მათ ნაქმართა,
უხმარია შეჭირვება არ იკმარებ რა საკმართა.
ლომმა ხანი რამე ზრუნვითა და ნაღვლითა გაატარა, მისისა გულისა შეწყენითა მხეცთა ლხინი გაეშორა და გლეხობათა შეიწრება, მჭიდროობა განმრავლდა.ველურის ნადირთათვის საქმენი ესე უნდომელი და ცნობის მიღების მიზეზნი შეიქნენ.
ლექსი
ყაყაჩო გულსა მიდაგავს ჩემის კუნესისა კუამლითა,
ვისცა შევხედავ მცნობელსა, ვერას მილხენენ წამლითა.
მრავალგზის შუთურბას ნამსახურსა და ნაკეთვარსა მოიხსენებდენ, ნაღვლის მორევითა გული შეუიწრდებოდათ, გულკოდილობა აჩნდებოდათ. ლომი ამისი მოცადინე იყო, მისი ამბავი ვისმე ეუბნა, ანუ მისი ხსენება ჩამოეგდოთ.
თქუა:
ლექსი
ერთს წამსა გონებიდამა ვერ გარდაგიგდებ შენაო,
შენს სახელს ან მე წავიტყვი ან სხუამ თქმით ამაშენაო.
თითოეულად მხეცთა მოაწვევდის და მისსა ამბავთა ათქმევინებდის. ერთსა ღამესა ვეფხვსა ესეგვარსა სიტყუათა ეტყოდა, და თირკმელთა წვასა და გულის ტკივილსა შესჩიოდა.
ვეფხვმა მოახსენა:
-ჰე, ხელმწიფეო! უზომო საგონებელი ერთისა საქმისათვის რომე რჩევისა ხელი მისა ნაცულისგებისა და ჯავრის ამოყრისაგან მოკლე შეიქნას, სიშმაგესა და ხელურობას მოაწევს. ერთისა საქმისა მოვლა რა აღარ გაეწყობოდეს და განგებისა ბაკთა გარე იყოს, მისთვის ნაღლვა ჭკუისა და ცნობისაგან კიდეგანია. ბრძენთ უთქუამთ.
ლექსი
ნუთუ კუალადღა მიეცეს ხელთა ნასროლი ისაროს,
მაგრამე მისი აგრევე ხელში მოცემა ის აროს.
რომელიცა ესეთსა საძებარსა მოიძიებს, რომე მისი ხელთგდება ძნელი იყოს, მრავალჯერ ქნილა, საწადლის პოვნის ნაცვლად, რაცა ხელთ აქუნდეს, იგიცა წარაგოს, რაგუარადაც მელმა ქათმის ნდომით ტყავის ნაკუეთი რომელი სულის მოსაბრუნებლად ჰქონდა, იგიცა ზედ დადვაო. ლომმა უბძანა: როგორ ყოფილაო?
ვ ე ფ ხ ვ მ ა   თ ქ უ ა   ა რ ა კ ი
[მშიერი მელი და ტყავის ნაჭერი]
იტყვიან, ერთი მელი ხემსისა ნდომითა სოროდამ გამოვიდა და აქა-იქ ცანცარებდა. დიდად მომყმარი მინდვრისა სიფართისა გზასა მშიერი ფერხითა ზომდა. ანაზდად, მისის უღონოების შემწედ სასათა სუნი რამე ეცა. მიედევნა მას სუნისა სიმყრალესა ნახა ახალი ტყავთა ნაგლეჯი ეგდო, რომელი მხეცსა ხორცი მისი ეჭამა და ტყავი დარჩომილიყო, რა მელმა იგი ნახა, თუალი გაუნათლდა და ღონე რამე ტანთა მოეცა, თქუა:
ლექსი
მკუდრად მიწურვილსა მიოხა მცირე მობერვის შუნმანო,
გუამით გასულმა აგრევე გუამი იპოვა სულმანო.
მელმა რა ტყავი საკუთრად იხელთა, პირი სოროსა მიაპყრა.
ტაეპი
რა საწადელსა ეწიოს,ხალვა სჯობს თავის წინობა.
გზად მიმავალი ერთსა სოფელსა ახლორე შეხვდა, ნახა ველად მსუქანი ქათამნი კენკად გამოსულნი და ზირაქად სახელდებული ყრმა ვიმნე მცველად მოფარებით წელშერტყმული. მელსა ქათმის ხორცის  ნდომა აეშალა, მათის ტვინთ გემოს ხსოვნის გულისთქმის სიხარულითა ტყავის ნაკუეთი მუნ დაურჩა, და ქათმისაკენ მიმავალსა ერთი ტურა წინ დახვდა, და უთხრა:
-ძმაო მეტად აჩქარებულის გონებით გხედავ, და რაი მოგსვლია,ანუ რა საქმეაო?
მელმა უთხრა:
-სასურველო მოყუასო, მას ქათამთა ხედავა, რომელი თითო საქმისა ყოველი ენა ამა იგავთა თქმისა გამორჩევითა და შეტევებითა თავით ბოლომდე ამოიკითხვისო?უთხრა:
ლექსი
იგია თავით ტანამდე ყოელთა გუამთა სულია,
 სული ეგეთი ბრწყინვალე არ იშოება სრულია.
მე დიდი ხანია შიმშილის ჭირთა დავები, და საზრდელისა საუნჯისა მოლარემა ესე ტყავისა ნაკუეთი საზრდოდ მომცა. აწ ჩემთა შავათა ნდომასა ესე ეგონება, რომე ქათამთა ამთგანი ერთიც არის ვიხელთო, და ჩემისა ხორცისა გული მისის ნდომისა სიტკბოთა რომელი სულთაებრ ტკბილ არს მით გავაძღოო. თქუა:
ლექსი
ჩემს მწარეს ლხინში მოყვარემ საქრით დამიტკბოს ბაგენი,
სასმელი მასვას სალხენი არ გულთა დასადაგენი!
ტურამ უთხრა:
მე დიდი ხანია ვსცდილობ და ამა ქათამა შეპყრობად ვიჭირვი და მათის მონადირებისათვის ვშვრები, და იგი ყრმა ზირაქა ესეთისა მოვლითა სცავს, ვერას ღონისძიებითა მის ყრმისა შიშითა ვერცა ერთი ჩემისა მოგონებისა მახეთა ვერ გამიბამს. ბრძენიცა მხატვარნი მისისა მოვლისა და სიფრთხილისა მათისა მოუტაცებლობისათვის ხერხისა მაგალითს ეტრატთა ზედაცა ვერ გამოხატუენ. მე ამის გონებითა ჟამი მაკლდების და დღეს ღამედ შევსცვლი ხოლმე, და ღამეს დღედ ვაქცე, და არ იქნა! შენ რადგან ტყავისა ნაკუეთი გიპოვნია, იგი საშოვრად იკმაე და ამისა ნდომისაგან უიმედო შეიქნენ. უთხრა:
ლექსი
გული ცოტას დააჯერე რაცა მოგცეს ღთან მდღევრად,
სულის თუალი დაიფახვე სიხარბისა გზათა მდევრად.
მელმა უთხრა:
-ძმაო საწადელსა თუცა გულისა ნება ასწვდების, უღონობისა საქმითა ძუნწობისა შეწყნარება და უცდელობისა მცონარება დიდი აუგია. თუცა კორდოვანთა ჩრდილთა ვარდსა თანა ლხინი ძალუც, ფერხი ბილწთა ადგილთა და ეკლოვანთა რომე ატაროს, სირცხვილად დასადებია. თქუა:
ლექსი
თუცა მომხვდა საქებელთა ფერხის დადგმა ზედა სნატთა
რად დავსჯერდე დასაწოლად გაცვეთილთა ჩიჩობ-ნატთა?
მე სახელისა სიმაღლე ერთსა უგემურისა ტყავისა ნაგლეჯისა ჭამასა არ მაჯერებს, რომე გული პოხიერისა ხორცისა გემოსა მოვაშოროო.
ტურამ უთხრა:
ჰე შე უგბილო, ანგარო და შეურაცხო! ავმუცლობისათვის მაღალი სახელოვნობა გიწოდებია, შენისა საძაგელისა სამშვინველისათვის დიდი ტბა სახელ-გიდებია! შენ ამა ამბისაგან უმეცარი ხარ, რომე უქონელობისა უდიდესობა არა არის რა, და ცოტას დაჯერება მოსვენებაა გეურჯელი უთხრა:
შაირი
საწუთროს ვაჭრად მავალმა დავსჩხრიკე საბაზრონია,
ამ სოფლის მდიდართ საუნჯე მათი რაც სასიზმრონია,
მწართ მოსავალი ვიხილე უმეტეს სააზრონია,
ვინატრე მათი მომეცეს მოთმინებისა ზრონია.
ამის უკეთესი არარა შეგვხვდების რა. რაიცა ბედი ზეგარდამო შენთვის წილხდომილი იყოს, მას დასჯერდი და მეტისა ნდომასა გაეშორე. ესრე დაუდებიათ, ავი სარგებელი მოსდევსო, როსცა სლვის დრო არ იყოსო. მდღევარი გაწილულია, მის დროსათვის დადებული. უთხრა:
ლექსი
მდღევარი გაუჩრნიათ დრო დაუცთ მისის ჟამისად,
მის უმეტესი მის უწინ არ მიეცემის წამისად.
მე ვშიშობ ამა მეტისა ნდომითა რომე ადრე მოგიწადინებია, იგი ტყავისა ნაგლეჯიცა ხელით არ წაგერთვას და ფერხთაგან სრულობით არ დავარდეო. შენი საქმე მას დია მიჰგავს, მის ვირის სახესა რომე კუდის ნდომითა ორივე ყურიც მოიკუეთაო. მელმა ჰკითხა როგორ ყოფილაო?
ტურამ უთხრა არაკი
შაირად
[უკუდო ვირი]
უკუდო ვირი კუდისა საძებრად იარებოდა,
ყანასა რასმე შევიდა, სადაცა მცუელი დგებოდა,
მეველემ ყურნი დაჰკუეთნა, არათუ კუდი ჰგებოდა,
საზღურისა გარდამავალსა მის მეტი რა ერგებოდა!
*  *
მელმა უზომოს ნდომითა და სიხარბით პირი მირიდა და თქუა:
ლექსი
მე საყუარლისა გონება გულთა მაქუს თუცა მიშლიან,
მისისა მოშორვებისა გზათა ეკალთა მიშლიან.
შენ თუალი მადევნე, თუ რაგვარითა ხრიკითა ერთი უმჯობესი ქათამი პირად ვიგდო და მის ნადირობის საკადრისსა მზუარეთა გაუწვე.
ესე სიტყუა დაასრულა ტყავი მუნ დაუტევა და ქათამთა მათკენ წავიდა. ტურამ რა მის გულქვაობასა თვისი სასიყუარულო სწავლება ვერ შეასმინა, ზურგი ადრიკა და თვისა სოროსა მიმართა. ამასობაში აერთა შინა მფრინავმა ყორანმა რა ტყავი ნახა, მკუდარი ნადირი რამ ეგონა, მხიარულმან კლანჭით აიტაცა, ზე აერთა აფრინდა. მელი რა ქათამთა დაახლოვდა, ზირაქა საბუსუნოთა ადგილით გამოიჭრა. ხელთა ჯოხი აქვნდა, შესტყორცა, მელსა ფერხთა ეცა. საწყალმა მელმა სულის შიშითა გული ქათამთ ალერსსა მოაშორვა, სიჩქარითა და ბარბაცითა ტყავის ნაგლეჯსა მიაშურა. რა მივიდა ტყავი მუნ აღარ დაუხვდა, პირი ცისკენ ქნა ტირილით შეჩივლა ენება, რა აიხედა ნახა ყორანსა ხელთ ეჭირა, და მიაქვნდა და იტყოდა ამა
ლექსსა
ხვედრი მოგეცა გააგდე, არ შეიწყნარე გონებით,
ამისთვის მრუდად მომღერნი მაშვრალნი დაეღონებით.
მელმა ქათმისა უშოვრობისა და ტყავისა დაკარგვისა ნაღვლითა თავი მიწატა ეზომ აწყვიტა, ტვინი თმათა გაერივა.
*
*   *
ამა არაკისა თქმისა მიზეზი ესე არს, რადგან ხელმწიფემ გარიგებულის თემისა ერთი ყურე თვისითა ხელითა დაარღვია, და დანარჩომი რაღაცა არის, მათს შეწევნასა და კარისა დიდების გაგებას აღარას ნაღლობს, და მათთვის საწყალობოსა, მათის გაწყობის რიგთა არასაბრძანებს, ლაშქრის თავთა და დიდებულთა თავი მოსძაგებიათ. მკუდარი შუთურბა აღარ გაცოცხლდება, და სხვანი მოსამსახურენი რომ მკვიდრნი არიან, იგინიცა სამსახურთა შორდებიანო. ლომი საგონებელსა ჩავარდა და მასუკან ბრძანა:
ესე სიტყუა დია სამჯობიარო და საერთგულო რჩევა არისო, მაგრამე მე შუთურბაზედ უსამართლო მომიხდა, და ესოდენი ჩემი შეწყენა მის გამო არისო.
ვეფხვმა მოახსენა:
-მეფე!მისი მაგიერი საქმე მაგამოწყენითა არა იქნების, რიგიანის რჩევითა და ჭკუისა გასინჯვითა მოხდებისო.თქუა:
ლექსი
თუ ჭიქის ჯამთა ჯინჭველი ჩაიჭრა ფერხთა მგლინარსა,
ცნობით აღმოიყუანე ძალს ნუ უქ შესაწყინარსა.
მე ამას ვიკადრებ მხეცთა ხელმწიფე ტირილისა და მწუხარებისაგან დასცხრეს, და საქმისა საფუძუელი გამოწლვილვაზედ დასხნას, და ამისა გამოძიებასა გამოოუდგეს, მისი საქმე თავით ბოლომდე მონახოს, მაშინღა თქუანთა გონებათა გამოოუბრწყინდების. რაიცა ამბავი შუთურბასი თქუენსა ბედნიერსა ყურთა ასმია, თუცა იგი ჭეშმარიტია, თვისი სასჯელი მას მიუღია; და თუცა იგი ჭეშმარიტია, თვისი სასჯელი მას მიუღია: და თუცა ტყუილი შეუკრავთ და უბრალოდ შემოუსმენიათ მისი მაბეზღარი და ესეთის საქმისა შემხვანჯელი ისრისა საგნად სასაგნოთა შინა დასადებიაო. მოახსენა:
ტაეპი
ვინცა ავია მოსჭერ თავია, მისი აღმოფხვრა თემთა ზავია.
ლომა უბრძანა:
-მეფეთ სავეზირო მრჩეველი შენ ხარო, მე ესოდენნი ჟამნი შენითა განზრახვითა სრულითა სახელვნობითა მივლია. შენი ბრძნული მოგონება მიღმა საგონებლისა ხერხთა მოლოდების განშორებისა წინაბრძოლად დამიყენებია.რარიგადაც შენი ნათლად ჭკუათა სარჩეველი იყოს, ესე საქმე ეგრე წინარე წაიყუანეო. მე შენისა სწავლებითა აწ ნაღვლის მორევში მყოფი გამოვსულვარ.
ვეფხვმან პაემანი დაუდვა მცირე ხანს ამა სქმისა მიზეზისა ხელმწიფის ბედნიერს თუალთა წინაშე დადება, და წამზედაცა სიმართლისა დაფარულისა განცვიფრებისა ფარდაგსა შინა არ დატევება. მოახსენა:
ლექსი
ყოველს ამბვსა იჩქითად ნათლად მოგიძღვნი მზიანად,
ბეწვს გამოვიღებ თბისაგან გარჩევითა და გზიანად.
ლომმა ამა პაემანთა ზედა გულის წყრომა დაიმშვიდა. და რამემაც წარვლო, და ვეფხვი დაეთხოვა და თვისისა სადგომისაკენ წავიდა. გზად მიმავალი ქილილასა და დამანას სადგომსა შეხვდა. მათ შუა საუბარი შეჰქონდათ და ორნივე მაღლითა ხმითა ისარჩლებოდენ. ვეფხვსა პირველადვე დამანასი სიავკაცისა აზრი ჰქონდა. და მას დროსა, რა მათის სამყოფიდამ შუადღისა ხმა მოესმა, იგი მოაგონდა, და ახლორე მივიდა და კედლიდამე მიუყურნა, და გული და გონება მათსა კამათობათა მიაპყრა. ქილილა ამას ეტყოდა:
-დამანავ დიდი საქმე ჰქენი და ძნელი ტვირთი აიღევ.ხელმწიფეს მუხთლობა წააცდუნე და ორპირობის და დაუნდობლობის სახელი უწოდე: აშლისა და ჩხუბის ცეცხლი მხეცთა შინა არაგზნე; მოსვენებით ნუ სჯდებით წამ და წუთ მისი ცოდვა შენთვის ღაღადებს, და მისით შენ სატანჯველსა და ზრუნვასა შიგა დაებმიო. უთხრა:
ლექსი
ვინ უსამართლოდ მახვილი ქარქაშით აღმოაქანა,
მისმან მახვილმან მისივე სისხლი დასთხიოს აქანა!
ესე ვიცი რა ტევრთა ხელთუფალნი შენთა საქმეთა შეიტყობენ შენდა შემწედ არარავინ გამოდგებიან და შენსა სიკუდილსა და ხეიბრობასა ეცდებიან. მას იქით ჩემი და შენი ერთად სადგურობა და საუბარი აღარ იქნება რადგან უთქუამთ:
შაირი
მზაკუართანა საალერსოდ ნუ დასჯდები თქმულა გრძელად,
შენ თუცაღა მართალი, იგი შეგსრვის დია ძნელად.
მზე დიდია, მცირე ნისლი მოეფარვის, შეიქს ბნელად.
ცოტა მწირე წყალს აამღვრევს, წყნარა დიან, რაზომ ნელად!
აწ მომშორდი და სხვა მეგობარი იძიე, დრეის წაღმა ჩემსა საუბარსა დაესხენ ამას იქით ჩემგან შენი მოყრობა და ალერსი აღარ იქნებაო. დამანამ უთხრა:
სასურველად საყუარელო უთხრა:
შაირი
შავგული შენს გულს გაეყარო, ჩემსა შეეწყოს რა გული?
გალხ შენთანავე ამყოფე ცეცხლით დამწუარი დაგული.
შენი სურვილი მითა მაქვს ღნიოშით სრულ გარდაგული,
ვისრა მოვაბა, სად მაგდებ კარნი რათაღა დაგული.
გაყრისა მაგალითსა ნუ წინ მიყოფ შენთა ალერსთაგან ნუ კიდეგან მიქ, შუთურბასა საქმესა ზედასაზედა ნუ იგონებ. საქმე თუცა პირველად არ გაისინჯა, მას უკან გარდასრულის მოგონებისათვის მოწყენა და საქმის მოვლის ცდა რაღა სარგებლად გამოიყენება.სიბოროტისა სენი პირველად გულიდამ ამოიღე, და პირი სიხარულისა და განცხრომისაკენ ქენი, ეადგნა მტერი საიქიოს წავიდა, საწადლის აერი მისის მტუერთაგან გაწმდა, უკუღმართმა მეღვინემა მოსასვენებელი ტასი სამხიარულოს სანაჟურეთა შინა დასწრიტა, საბედნიერო კარი სვესვიანობათა ზედა გაიხვია და სასოებისა კუკური იმედის კორდზედ გაიფურჩნაო.თქუა:
ლექსი
აწ ღვინის სმა სჯობს ურვასა მტრისასა, მოყუარისასა,
რადგან წადილი მოგვეცა. ეს გემო პირმა ისასა.
ქილილამ უთხრა:
-ამა სიტყვით ჰგავს შენ მოწყალებისაგან გამრუდებულხარ; შუებათა იმედისა ნდომა გაქვს და ესე გწადიან, დღემან შენმან შვებით წარვლოსო უთხრა:
ტაეპი
უგბილო ნაღვლის მგბობელო, უქნელთ საქმეთა მბობელო!
დამანამ უთხრა:
არცა ეგრე ვარ რომე ორგულობისა ხერხისა, და ორპირობისა ბოლოდ მოსაგებელი არა ვიცოდე, შურის სირცხვილისა სამკალის მოსავალი არა უწყოდე, მაგრამ დიდობისა სიყუარულმა და სიმდიდრისა ნდომამა და მეშურნეობისა ქარმან მომიტაცა და დაღმა დაგორავა. აწ საქმობა ცდა და რჩევა აღარას არგებს, ჩვენის ადგილით კიდეგანქმნილაო.
რა ვეფხვმა ესე ყოველივე მოისმინა და ყოველივე შეიგნა, ლომის დედსა თანა მივიდა და მოახსენა:
-ერთი საიდუმლო მაქვს, და პირობა მინდა პატრონისა ჩემისაგან, რომე დაუჭირველად ესე ხვაშიადი არავისთან ბრძანოსო.
მან პირი და ფიცი უბრზანა, და ვეფხვსა რაცა ქილილასა და დამანასაგან ყოვლისავე თავსდადება და ქილილასაგან მისი შუღლი უკლებლად უამბო. ლომისა დედსა საქმე ესე მეტად გაუკვირდა, და მეორესა დღესა რიგიანითა წესითა  ლომის სანახავად მივიდა. ლომი მოწყენითა და დიდსა საგონებელსა ყოფი ნახა ჰკითხა:
-შვილო ეგე დაღრეჯა და შეწყენა რომლისა მიზეზით არისო? უთხრა:
შაირი ცხრალი მთუარე რამ გალია? მზისა შორავს ბრწყინვალება?
სარო ტანი რად შეგიკრთა აღარა გწადს კაცთა ხლება?
რა ნაღველი მოგერია კვეშანთა გაახლება,
მიწყივ ურვა მიწყივ ზრუნვა მოწყენათა გარ მოხლება?
ლომმან უთხრა:
ჩემის დაღრეჯისა მიზეზი შუთურბას სიკუდილისა და მისის ჭკუისა და რჩევის მოშორვების კიდე არა არის რაო. რაზომცა ვცდილობ, მისი სიქუელის საგონებელი გულით ვერ გავაძე, და მისი ზრუნვა ჩემის საცნობელით ვერ გაუიყვანეო.
უთხრა:
შაირი
შენმა მზემა, ვერ გარდგიგდებ გონებიდამ ერთსა წამსა!
გარდგიგდებდე, მეცა მინდა, ვერ გარდგიგდე შენაწამსა:
თუალთა წინა ამიჩნდები, მომეხლები ზე წამწამსა,
იქნას ვიქ-ღა, არ იქნების,- საცნობელით ესე მწამსა!
ოდესცა საქუეყნოსა რჩევისა საგონებელსა ვიქნები, საყუარელი, ერთგული, სასიამოვნო მასწავლებელი, მშვიდობის მყოფელი, მტკიცედ პირობიანი, სამსახურის თავსმდებელი კაცი რა მომინდეს, საგონებელთა შინა პირისპირ შუთურბა წარმომიდგება და მეტყვის.
ლექსსა
სამსახურისა რიგისა და მინდობისა წესისა,
ჩემთან ვეღარ იპოო, სულთქმა გამრავლდეს კუნესისა.
ლომის დედამ უთხრა:
ყოველთა კაცთა დამოწმებასა გულისა სიმართლისა დაჯერება უნათლესია. საეჭვი საქმე რომე ვერ გაარჩიოს მისვე ბნელეთის ბინდის მსგავსია. ხელმწიფის ბრძანებასა აჩნია, რომე მათს აქვს, რადგან მისი სიკუდილი უბრალოდ მომხდარაო. მეშურნეთა ცდის სახის სწავლებითა ხელმწიფისათვის ტყუილი მართლად დაუნახვებიათ, და ჟამ-ყოელ სინანული პირთა გაჩუენებთ. თუცა ხელმწიფესა რაიცა პირველ მოხსენდა, მაშინ რისხვისა ცხენის თავგამწეობისა მოთმინებისა ლაგმითა დაგეპყრათ და მისი სიმართლე ჭკუის გზის ნათლით გაგესინჯათ აწ სინანულისა საბრხეთა არა გაებმოდა, და ლხინისა მატიანე საიქიოსა სარკმელთა არ დაიდებოდაო. უთხრა:
შეწყობილი
სიმშვიდე თემსა აღავსებს-ესე ბრძენთ ნაუბარია,
სიმხურვალისა სისწრაფე ავნებს, გახმების ბარია,
ლამპარი სიმხურვალითა ბნელს ებრძვის თუცა დარია,
პეპელს ატყუებს, პატრუქს სწვავს აოცნებს ვითა დარია,
მოთმენა კართა გაგიღებს, გიწოდს არ დარჩე გარია,
მომთმენი არვის უნახავს სხვის ხელთა შემხედვარია.
ლომმა უთხრა:
დედაო, რაცა ბრძანე მაგა საქმითა გული შემიწუხდა, მრისხანებისა ცეცხლმა მოთმენის საფუძველი დაწვა, და აწ რადგან მის საქმის გარჩევის ამბავი ჩანს, მოცდის კიდე რა გავაწყო? მაგრამ ყოვლისაგან ესე უარესია, ყოელთა ქუეყანათა კაცთა ბოროტის სახელითა მე თითითა საჩუენებელად შეუქნივარ, და ულუკთა რამთა წანწალთა ჩემი უსამართლობა დაუსახავთ. მე რამდენიც მომიჩხრეკია , ვერა ორგულობა და დამნაშაობა, ანუ უკადრისი რამე ხარისაგან ნაქმარი არა მიპოვნია რა, რომე მისის სიკუდილისათვის ქუეყანასა შინა თავი გამომემართლებინა, მეცნიერნი და უმეცარნი სიტყუის ქუეფარვით მომეშორებინა. რამდენსაც მოთმენას ვცდილობ მწუხარება და ნაღველი მისის სიკუდილისა უფრო და უმეტეს მომემატა. საბრალო შუთურბასა რა განათლებული და მართებული სირცხვილი ჰქონდა! ამისთუის შურითა და მზაკურობითა ცილი შესწამეს, რომელი მას არ ეკადრებოდა. ეგეთი კაცი ოდეს იყო, რომე მას ჩხუბის ცდა და ბოროტი განზრახვა მის სასასა შეეტკბო, და ჩემისა სიკუდილისა ნდომა, და ჩემი წინააღდგომა მას გულთა შინა გაევლო, და მე კიდეც წყალობა და სიკეთე არ მექნა? და მაზე ამისთანა შური და მტერობა და ჩხუბი ვისმე გაებედა. მაშინცა მოკითხუა მმართებდა. აწე ჩემი განზრახვა ეს არის: ესე საქმე გამოვიძიო, და ამა ამბისა საზღუართა მივიწიო, და ამა შურითა ქნილსა საქმესა თუცა აღარა ერგება რა, მაგრამ ნუთუ ჩემი სული გავასვენო, რომე მჩხუბავთა და ენამატარებელთა ყურნი მოუგრიხნე და ჩემი სიმართლე კაცთა წინაშე ნათლად გამოვაჩინო. აწე, თუცა მისისა საქმისა თქუენ ერთიცა რამე აზრი აგიღიათ, და ამბავი რამ შეგიგნიათ, მე მაცნობე და ერთი საკანონოცა დამდევ გარდსახდელად. ლომის დედამ უთხრა:
ლექსი
გულის საუნჯე სავსე მაქვს საიდუმლოთა სპეკალთა,
მაგრამ ვერ გავხსნი ვერ ვიტყვი ენაზე მასმენ ეკალთა:
ერთი რამ სიტყუა მესმა და ჩემგან მისი თქმა უღონიო არისო და ერთი საქმე რამე მიპოვნია და მისის გამოჩენის გზა წარყუნილია, რომე ამისი მსმენელნი თქუენივე მახლობელნი ვინმე მოწამე არიან; მათ უთქუამთ ჩემთუის რომე მათი ნაუბარი მალვით ყურის მიპყრობვვითა მათ ასმოდეს. უთხრა:
ლექსი
მემარნეს ვკითხე რა არის ადრე მორჩენის გზანია?
ღვინო ითხოვა მასვითო მქუა: სიტყვის არა თქმანია.
ხელმწიფეს