ჰოი, დიდ არს სიყვარული, და ყოვლისა სათნოებისა უაღრესი, და ყოველთა მადლთა უდიდებულესი, და ყოველთა კეთილთა უკეთესი და ყოველთა პატიოსნებათა უწარჩინებულ! ,,

* * *

რა არის სულისა სამკაული, მსგავსი და უმჯობესიცა მარგალიტისა??

-სიმშვიდე, სიმდაბლე, სიყვარული, მოთმინება, სიგლახაკე და სოფლისა ამის შეურაცხება, რომელი

განგვიბნევიეს და აღგვიკრეფიეს უმწერტელესი კუროსთავისა:

სიბოროტე, ამპარტავნება, ზვაობა, ნაყროვანება, სიძულვილი, ლალვა, მრისხანრბა

და სოფლისა ამის სიყვარული.

* * *

    გინება აღაშფოთებს გონებასა კაცთასა;

    გინება მიუღებს საცნობელსა ბრძენთა;

    გინება მოამზადებს მჯიღთა ქედთა და ღაწვთათვის;    

    გინება მომუხვავს ფრჩხილთა და თითთა მოფხვრად თმათა და მოგლეჯად წვერთა;

    გინება განმარტებს მკლავთა და მოჰმზადებს დაკვრად კვერთხთა;

    გინება განლესს ხრმალთა და წამახვავს ლახვართა;

    გინება დასთხევს სისხლთა და იქმს კაცთა წყლვასა და სიკვდილსა.

    “მრისხანისა კაცისა მეგობრობა მსგავს არს ასპიტისა ხელთა ჭირვისა.

    მრისხანისა კაცისა მოყვრობასა უმჯობეს არს უბეთა შინა ჯდომა ღრიანკალისა.

    მრისხანისა კაცისა საუბარსა უტკბეს არს კოცნა ჭინჭრისა მსხუნავისა.

    მრისხანისა კაცისა შეგონება ესრეთ უსასო არს, ვითარცა ალიზისა რეცხით განწმენდა.

    მრისხანესა კაცისა მტერი რადმცა უნდა? თვით არს მტერი თავისი თავისა“

    “ცეცხლი აღდებული ძლიერი წყალთა მიერ დაშრტების და განგლისპებული კაცი ლიქნითა არა       დამშვიდნების.

     ხანძარი  ველთა აღტყინებული ნედლისა შალახითა და ნოტიოთაგან დაეცადების და გლისპისა                  ღაღადება არა დაწყნარდების.

    ზღვათა ქოთებითა წიაღსვლა უადვილეს არს, ვიდრეღა მრისხანეთა საებათა თავს დება.“

   “სიმართლის მზესა რა მოეშოროს კაცთა გონება, განილევის ცოდვათა.“

    “ამპარტავნება უმეტეს დაათრობს კაცს და გონებასა, ვიდრეღა ღვინო ახალი.“

                                                                   ა. ჯიქია

     “ადამიანის პრობლემა სულხან-საბა ორბელიანის “სწავლაში“ (2006 წ)“

        * * *

    არა გეტყვი არასმასა, არაჭმასა, ანუ შიმშილითა მოყმობასა , არამედ გეტყვი ლხინსა არაბრალოვანსა,

ჭამასა უნაყროვნოსა და სმასა დაუთრობელსა და მოლოდინსა სულისა საზრდელისასა, რომელი არა დაილევის,

ხოლო  აწ რაოდენგზის სჭამო, კვალად გშიისცა.

    ნუ ჰგონებთ, თუ გეტყოდე არაჩაცმასა, არცა დახურვასა, არა კეთილთა შემოსვასა, გინა შიშვლოებითა

ვლასა უპატიურად, არამედ გეტყვი ჩაცმასა უცოდველად, დახურვასა არა ვალითა, მოკაზმასა არა ნატაცებითა,

შემოსვასა არა ქვრივთა და ობოლთა გაძარცვითა, სამკაულთა შესხმასა არა ანგარებითა,არამედ ყოვლითა

სამსრთლითა და მადლობითა ღვთისაითა; და რა-იგი მოეცეს ღმერთსა, კმა-იყოფდეთ, და გული გითქმიდესთ

სამოსლისათვის ზეციერთა, რომელი უბრწყინვალეს არს ნათობთასა,ვითარცა იტყვის მათე სახარებასა შინა:

„მაინ მრავალნი გამობრწყინდნენ ვითარცა მზენი.“

* * *

    არცა დაადგრების ჰაერი მარადის ზამთრისა მყინვარებასა ზედა, მოიზიდავს მზისა შარავანდედთა სიტფოსა

და დაიწყებს დნობად თოვლთა, რცხად მყიათა ნაზამთრთა . შენცა განაგდე სიზამთრე და ყინვისამიერ

უნაყოფობისა მსგავსი ცოდვა შენი, რომელი არა უტევებს ნაყოფისა გამოღებად თავსა შენსა, და მოიზიდე

მადლი მზისა მის სიმართლისა ქრისტესი.

* * * *

    მრისხანესა კაცსა მტერი რადმცა უნდა? თვით არს მტერი თავისა თვისისა მტერი უმტრებს ერთჯერ , ან ორჯერ და იგი დაუცადებელ არს თავისათვის მტერ.

* * *

    უკეთუ წვეთი მარადის სიპთა ქვათა დასდიოდეს ,ლბილი წყალი მას განხვრეტს  და შევალს ,ხოლო

მრისხანისა კაცისა გულსა კეთილი სწავლა არა შევალს .რკინასა ფიცხელსა და უცნობოსა,ფეშხუმთა ზედა

მდებარესა ,ფეშხუმთა ქვეშე მაღნიტი რა განავლო,შესძრავს ,და მრისხანესა კაცსა ყურთა შინა საღმრთო

სწავლა შთაუგდო,ვერა შესძრავს.

* * *

    შორიელსა გზასა განმზადებულ ვართ წარსვლად ...და არავინ გვივის გზასა ზედა მეგობარი ,რათამცა

გვისტუმრა,არავინ არს მოწყალე ,რათამცა ხელნი აღგვიპყრნა ,არასადა არს სავაჭრო ,რათამცა ვიყიდნეთ

რამენი. გასმიესა ხუთთა მათ ცოფთა ქალწულთათვის,რომელთა მუნ მცირედის ზეთისა შოვნად ვერ ღირს

იქმნნეს?

* * *

    ხედავა ,საყვარელო,ქრისტე შორს გგონიეს და ახლოს მოგსვლიეს .ქრისტეს სასუფეველთა შინა

ეძიებ, კართა შენთა მოსრულ არს.